ქართული პოეზია, ლიტერატურა, საყვარელი ამონარიდები,. ცი |
ქართული პოეზია, ლიტერატურა, საყვარელი ამონარიდები,. ცი |
Feb 13 2009, 08:16 AM
Post
#21
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველა ერს ბევრი საამაყო აქვას. ამიტომ ტავმდაბლობა უფრო დაგვსვნდებოდა ქარტველებს ფსუტი ტავტავივიტ ტავის ქანქარს
ვის ეჯიბრებიტ ფრანგს? ეგვიპტლს? გერმანე;ს? იტალიელს? ვის ვის? |
|
|
Feb 16 2009, 06:06 PM
Post
#22
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 695 Joined: 31-January 07 Member No.: 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და ვინ ეჯიბრება ვის ვერ გავივე? რამე დაიწერა ამის შესახებ? კაცი ამაყობს ქართული მწერლებით, ფრიად მისასალმებელია, აბა რით უნდა იამაყოს ქართული პოეზიის თემაში ბაირონის ჩაილდ გაროლდით?
-------------------- Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
|
|
|
Feb 8 2011, 09:24 AM
Post
#23
|
|
RED soul Group: Members Posts: 177 Joined: 2-August 09 From: Tbilisi Member No.: 6,005 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შედარებები მომეწონა ძალიან
აღმოსავალი სიყვარულია, დასავალი – გონება. აღმოსავალი მიამიტია და ბრძენი, დასავალი კი – მწიფე და ცნობიერი. აღმოსავალი ქმნაა, დასავლეთი – ჭვრეტა/ფიქრი. აღმოსავალი მთლიანობაა, დასავალი კი – განკერძოება. აღმოსავალი პიროვნული ერთობაა, დასავალი კი – ატომიზირებული ინდივიდუალობა. აღმოსავალი სულიერებაა, დასავალი – ზნეობა. აღმოსავალი ცხოვრებაა, დასავალი კი – ცოდნა სიცოცხლეზე. აღმოსავალი უსაზვღროების სისავსეა, დასავალი კი – უსასრულობის ნაწილი. აღმოსავალი ზრდილობაა, დასავალი – თავაზიანობა. აღმოსავალი მარტოობაშიც მეგობრობაა, დასავალი – მარტოსულობაში ჩაფლვა. აღმოსავალი დინამიური უძრაობაა, დასავალი – სტატიური მოძრაობა. აღმოსავალი შინაგანი სიმდიდრეა, დასავლეთი – გარეგნული ბარაქა. აღმოსავალი არსებობის გულისგულში მყოფობს, დასავალი – საწყისს მოწყვეტილი მოგზაურობაა. აღმოსავალი სიცოცხლის განგებაა, დასავალი – აჩრდილადმქცევი ბედისწერა. აღმოსავალი ემპათიაა, დასავალი – მზერა. აღმოსავალი ცოცხლად აფერადებული გრძნობების ფუგაა, დასავალი კი – აზროვნებითი სიმფონია. აღმოსავალი გულისმიერი სითბოა, დასავალი – რაციონალური სიცივე. აღმოსავალი უდაბნოშიც უკვდავების ოაზისია, დასავალი კი – სიცოცხლითსავსე ბუნების ხენეში გაუდაბნოება. აღმოსავალი ზეციური წვიმაა, ზეგარდამონაწყალობევი მანანა, დასავალი კი – ციური წყალობისაგან დამოუკიდებლობა. აღმოსავალი მზიურ პლაზმურობას შერწყმული ხალიბური ფოლადის სიმტკიცეა, დასავალი – ხისტი ელასტიურობა. აღმოსავალი ედემია, დასავალი კი – სამოთხეგანვარდნილი უძღებობა. აღმოსავალი გათავისუფლებული პრომეთეა, დასავალი – ეპიმეთეური დაქვემდებარება. აღმოსავალია Fides, დასავალი – Ratio. აღმოსავალი მაცოცხლებელი გამოცდილებაა, დასავალი – ტექნიკური პრაქსისი. აღმოსავალი თვითონ ენაა, დასავალი კი – გრამატიკა. აღმოსავალი თვითონ ყოფიერებაა, დასავალი კი – მეთოდი ყოფიერების შესახებ. აღმოსავლის რაობა საყვარელ ადამიანთან ერთად სიცოცხლის პოეზიის შემოქმედებას მიაგავს, დასავლისა კი – სატრფოსაგან მოშორებით მასზე ლექსის წერას. აღმოსავლეთი შიგნით მყოფობაა, დასავლეთი კი – გარეშემოვლა. აღმოსავალი ყველაფერია, დასავალი – რაღაც. აღმოსავალი შერწყმაა, დასავალი – დაცალცალკევება. აღმოსავალი პარადოქსების ერთიანობაა, დასავალი კი – ორ, ან მრავალპოლუსიანი სინამდვილე. აღმოსავალი ცე-ცხლ-ია (გრიგოლ რობაქიძის მიერ სიცო-ცხლ-ესთან ნიშანდობლივად დაკავშირებული), დასავალი კი – შუქია. აღმოსავალი გარდაცვალება და აღდგომაა, დასავალი – შემეცნება. აღმოსავალი მარადიულობაა, დასავალი კი – წესრიგი. აღმოსავალი შეგრძნებაა, გათავისება, დასავალი – მოწონება. აღმოსავალი ცხოვრებადქცეული, გაცოცხლებული ხელოვნებაა, დასავალი კი – ხელოვნება ხელოვნებისათვის. აღმოსავალი შემოქმედებაა, დასავალი – მეცნიერება (პოლ ფოიერაბენდის მიერ მითითებული თეორიული პრაქსისის გაგებით). აღმოსავალი მიზნის ყოველდღიური განხორციელებაა, დასავალი კი – მიზნისკენ სწრაფვა. აღმოსავალი სრულქმნაა, დასავალი კი – პროგრესი. აღმოსავალსა და დასავალს შორის ხიდად ოდენ ლოგოსის, სიტყვის სამეფოა გადებული. აღმოსავლეთი და დასავლეთი გეოკულტურული სისრულით ერთმანეთს მხოლოდ კავკასიაში ხვდება. დღესამომდე არ მომხდარა მათი ქორწილი, რაც ოდენ ერთისა და მეორის ურთიერთცნობით დაიწყება და ორივეს გასულიერებით თუ იქნება შესაძლებელი. პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ მიმართულებით ქრისტე-მაცხოვარმა გადადგა, როცა მოახდინა ორთავეს სულიერ განზომილებაში მისტიური შეხვედრა. მანამდე ეს თვით ალექსანდრე მაკედონელმაც ვერ შესძლო, რომელიც ძალით შეეცადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერწყმას. ზემოთქმული ეკუთვნის აღმოსავლისა და დასავლის სულიერი გეოგრაფიის განზომილებას. კავკასიელ ხალხებს თავიანთი მრავალათასწლოვანი არსებობის განმავლობაში გააჩნდათ და გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობა, იტვირთონ ამ მისიის განხორციელების საკაცობრიო მნიშვნელობის საქმე. საამისოდ უმთავრესია თავის-უფლება, რომლის საფუძველსაც, პირველ რიგში, წარმოადგენს საკუთარი იდენტურობის ღრმად შეცნობა და მხოლოდ მოცემული რეგიონისათვის დამახასიათებელი გეოკულტურული მოწოდების სისრულეში მოყვანა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შერკინებისაგან წარმოქმნილი კავკასიური ჯოჯოხეთის ერთჯერ და სამუდამოდ გადაძალვა, შეწყვეტა და მთელი კაცობრიობისათვის მზეგრძელ დღესასწაულად გადაქცევა დედამიწის ამ ნაწილს ისევ თაურ ედემად აქცევს. ქრისტე-მაცხოვრის მიერ საფუძველდებული აღმოსავლისა და დასავლის სულიერი ქორწილის ტრადიციის ბრწყინვალე გაგრძელებას წარმოადგენდა გელათის აკადემიის იდეალი, სადაც მეორე იერუსალიმისა და კიდევ უფრო ამაღლებული სხვა ათენის ურთიერთზიარების პირმშოდ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” მოგვევლინა. ეს კი საპასუხისმგებლო და ხელისხელსაგოგმანებელი მემკვიდრეობაა. კავკასიელებმა რომ შევძლოთ ზემოთხსენებული ღვთიური სასწაულის მოხდენა, უპირველესად, ჩვენი და კავკასიელი ხალხების გულები სიყვარულითსავსე მზედ უნდა ავიბრიალოთ. სიყვარული კი სრულია და საკუთარ თავში უამრავი განძის დამტევია. საქართველოს სულიერი მისიაც სხვა არაფერია, თუ არა ამ საკაცობრიო ზეიმისაკენ მოწოდება. კ. ვეკუა |
|
|
Feb 8 2011, 09:57 AM
Post
#24
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სადღაა დასავლეთი და აღმოსავლეთი - ერთმანეთში აიდღვიბა და აირია ყველაფერი
-------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Feb 8 2011, 12:13 PM
Post
#25
|
|
RED soul Group: Members Posts: 177 Joined: 2-August 09 From: Tbilisi Member No.: 6,005 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გლობალიზაცია Atman, გლობალიზაცია!
ერთის მხრივ ცუდია, მართლა აიდღვიბა ყველაფერი ერთმანეთში და თვითმყოფადობა დაკარგა, მაგრამ მეორეს მხრივ წარმოიდგინე, რომ არა გლობალიზაცია რამდენი რამ არ გვეცოდინებოდა |
|
|
Feb 19 2011, 03:14 PM
Post
#26
|
|
RED soul Group: Members Posts: 206 Joined: 23-January 10 Member No.: 6,129 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Vewinaagmdegebi-agmosavlets!
Vemxrobi - dasavlets! Vewinaagmdegebi-krishnamurts! Vemxrobi-haidegers! Vewinaagmdegebi-simartives! Vemxrobi-sirtules! Vewinaagmdegebi-koleqtivizms! Vemxrobi-individualizms! Vewinaagmdegebi-simshvides! Vemxrobi-simdzafres! Vewinaagmdegebi-sigijes! Vemxrobi-amboxs! Vewinaagmdegebi-revolucias! Venxrobi-evolucias! Vewinaagmdegebi-budas! Vemxrobi-markiz de sads! Vewinaagmdegebi-religias! Vemxrobi-tviton chems tavs! Vewinaagmdegebi-gastrologias Vemxrobi-astronomias! |
|
|
Feb 19 2011, 05:26 PM
Post
#27
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Vewinaagmdegebi-budas! ეს გასაგებია შენ ხო სირთულე გიყვარს
Vewinaagmdegebi-krishnamurts! რაში გვითხარი ...ისე უბრალოოდ ? -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Feb 20 2011, 04:58 PM
Post
#28
|
|
RED soul Group: Members Posts: 206 Joined: 23-January 10 Member No.: 6,129 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE რაში გვითხარი ... ? უპირველს ყოვლისა იმაში, რომ კრიშნამურტი ცდილობს მეცნიერული გონის - რელიგიურ ცნობიერებასთან დაკავშირებას! აქ დგება მისი საერთოდ აზროვნების საკითხი ეჭვქვეშ! რადგან თუ ვინმე აცხადებს, რომ რელიგია ოდესმე დაუახლოვდება-მეცნიერებას ის მარაზმშია! რელიგიის სფერო ეს არის ის რომელსაც მეცნიერებასთან არაფერი საერთო არა აქვს! რადგან რელიგია ორგანულად გამოეყოფა მეცნიერებას! კრიშნამურტისეული ხედვა კი არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი რელიგიური დოგმისგან. ისე კი თითოეული ადამიანი თავისი ნებით წყვეტს ამა თუ იმ პიროვნების აზროვნების-უნარიანობას თუ უუნარობას? ია ტაკ დუმაიუ..... Existence იმედია შენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე |
|
|
Feb 21 2011, 11:36 AM
Post
#29
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
priad ubralo
კრიშნამურტისეული ხედვა კი არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი რელიგიური დოგმისგან. რა დოგმაზე მელაპარაკები, კაიფობ..? ინდივიდუალის Осознанность ი და გაცნობიერებული მოქმედება არის ერთადერთი რასაც ეგ კაცი სულ ლაპარაკობს და ერთადერთი რასაც ეწინააღმდეგება კლიშეებით დაპროგრამებული ბიო რობოტებია Первая и последняя свобода თუ წაიკითხე რელიგიური დოგმა სად იგრძენი ერთი მითხარი . რადგან თუ ვინმე აცხადებს, რომ რელიგია ოდესმე დაუახლოვდება-მეცნიერებას ის მარაზმშია! რელიგიაში და რელიგიურ გონში გაჩნია შენ რას გულისხმობ , წვერებიანი ბაბუა რო ზის ცაში რომელმაც შექმნა ყველაფერი 7 დღეში ეგეთი გონი და მეცნიერება ვერასოდეს ვერ დაახლოვდებიან გეთანხმები , რელიგიური გონია ისიც ვინც მატერიალურის გარდა უფრო ნატიფ რეალობებზე და ცნობიერებებზე საუბრობს და იმ კანონზომიერებებზე რომელიც უბრალოდ არ შეგვიცნია და რომელიც ახდენს გავლენას ჩვენს რეალობაზე ისე რო შეიძლება აზრზეც არ ვიყოთ , ჯერ მარტო კოზირევის ნაშრომები ნახე ან ტესლა როდესაც infinite universal energy შესახებ საუბრობდა და წაიკითხე სულიერი ოსტატების შეხედულებები მრავალ განზომილებიანი სამყაროს შესახებ სხვათაშორის ტესლა რასაც , ამოუწურავ ენერგიის წყაროს ეძახდა ,სულიერი ოსტატები ეთერულ პლანს ეძახიან და ტესლამდე საუკუნებით ადრე იყო ცნობილი რომ ეს მხოლოდ მატერიალურ რეალლობასთ ყველაზე ახლო მდგარია ტონკი ენერგიაა რადგან რელიგია ორგანულად გამოეყოფა მეცნიერებას! არის გრაკვეული დონე რომელამდეც შეიძლება მეცნიერება დაუახლოვდეს სულიერ სფეროს და თუ უფრო ზუსტად გაინტერესებ სულიერი პრაქტიკოსისგან ნახე http://www.klex.ru/9s მე არ გეუბნები ყველაფერს რაც აქ წაიკითხავ ენდე და იწამე თქო იმიტომ რომ როგორც გატყობ არანაირი სულიერი გამოცდილება (Experience) არ გაქვს უბრალოდ ცოტა უფრო გახსნილი იყავი იმ სფეროსთვის რომელსაც ესე ერთი ხელის მოსმით უარყოფ და მარტო დოგმები არ არის სულიერება . -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Feb 21 2011, 01:53 PM
Post
#30
|
|
RED soul Group: Members Posts: 206 Joined: 23-January 10 Member No.: 6,129 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Existence
QUOTE სხვათაშორის ტესლა რასაც , ამოუწურავ ენერგიის წყაროს ეძახდა ,სულიერი ოსტატები ეთერულ პლანს ეძახიან და ტესლამდე საუკუნებით ადრე იყო ცნობილი რომ ეს მხოლოდ მატერიალურ რეალლობასთ ყველაზე ახლო მდგარია ტონკი ენერგიაა კი, გასაგებია. თუმცა ეთერის კონცეფცია შეცვალეს და შემოიტანეს ენერგეტიკული ვაკუუმის ცნება. რაც შეეხება "ამოუწურავ ენერგიის", ტესლას მხედველობაში ქონდა სწორედ ეს ენერგეტიკული ვაკუუმის კონცეფცია.....თუმცა მართლაც ძნელია განსაჯო ის თუ სინამდვილეში რას გულისხმობდა ნიკოლო ტესლა ამოუწურავ ენერგიაში?!QUOTE არის გრაკვეული დონე რომელამდეც შეიძლება მეცნიერება დაუახლოვდეს სულიერ სფეროს არ დაუჯერო არა!!! "სულიერი პრაქტიკოსები" სინამდვილეში გაგებაში არ არიან რა ხდება .უბრალოდ, რაღაცა მომენტში გაარტყავენ ხოლმე შემთხვევით და მერე ცდილობენ ამას რაიმე რელიგიური ახსნა მოუგონონ. მეცნიერებაში კი იმიტომ ერევიან, რომ თავიანთი უმწეობა დაფარონ. |
|
|
Feb 21 2011, 02:31 PM
Post
#31
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
priad ubralo
შენ რა კანტივით მოგდის. ისიც ამბობდა რომ ნივთი თავისთავად არსებობს, მაგრამ ის შეუმეცნებელია, მარა თვითონ ამ ნივთებთან შეხება არასოდეს არ ქონია. როგორ შეიძლება რაღაცაზე იძახო, რომ შეუმეცნებელია რასთანაც ცხოვრებაში შეხება არ გქონია. ამიტომაც მერე ჰეგელმა უთხრა: იმანუელ ძმაო, შენ წყალში ჩაუსვლელად ცურვის სწავლა მოგდომებია. შენ რა იცი რომ ნივთი თავისთავად შეუმეცნებელია, შენ თუ ეს იცი ე.ი. შეგიმეცნებია უკვე იგი, გინახია, გაგისინჯია და დაგიდგენია, რომ ისჩვენთვის შეუმეცნებელია. "სულიერი პრაქტიკოსები" სინამდვილეში გაგებაში არ არიან რა ხდება ანუ რასთანაც პირადად შეხება არ გქონია და რაშიც საკუთარი გამოცდილებით არ ხარ დარწმუნებული, იმაზე შორიდან საუბარი და შეფასებები (სხვისი ლაპარაკის ხარჯზე) გულუბრყვილობაა ჩემი აზრით |
|
|
Feb 21 2011, 03:12 PM
Post
#32
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
priad ubralo
რისი თქმაც მინდოდა mata -ამ დაწერა უკვე უბრალოდ ამის გაგონებაც თუ არ გინდა --> http://www.klex.ru/9s , კრიშნამურტის წიგნი რო ვთქვი ზევით Первая и последняя свобода წაიკითხე გთხოვ და მასზე მკრეხელობას მოეშვი -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Feb 21 2011, 06:01 PM
Post
#33
|
|
RED soul Group: Members Posts: 206 Joined: 23-January 10 Member No.: 6,129 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
mata
ნუ, არა გვინდა კანტის და ჰეგელის კრიტიკოსთა ციტირებები, სხავადასხვა იდიოტური ინტერპრეტაციების სახით წარმოჩენა... QUOTE ანუ რასთანაც პირადად შეხება არ გქონია და რაშიც საკუთარი გამოცდილებით არ ხარ... ...რასთანაც შეხება არ მქონია და არ ვიცი, იმას ნამდვილად არ ვამბობ....მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ "სულიერი პრაქტიკოსებს" (თუ გნებავთ ”გურუებს” )არაფერი არ ესაქმებათ მეცნიერებასთან და კარგი იქნებოდა თუ ერთ ადგილს დააყენებდნენ!!.....მიხედონ თავიანთ - ”სულიერ პრაქტიკებს” Existence QUOTE უბრალოდ ამის გაგონებაც თუ არ გინდა --> http://www.klex.ru/9s , წაიკითხე გთხოვ და მასზე მკრეხელობას მოეშვი რაის მკრეხელობა? თხოვნა რა საჭიროა... ამის წაკითხვის შემდეგ კრიშნამურტი ლამის კოპერნიკი გახდა ჩემს თვალში!...ოღონდ უკნიდან! |
|
|
Feb 21 2011, 06:17 PM
Post
#34
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
priad ubralo
სულიერ პრაქტიკოსებს შორისაც არის იერარქია. ყველა ვისაც სულიერი პრაქტიკოსი ჰქვია საკითხავია როგორია და რა მიზნით ეწევა თავის პრაქტიკას. ასე რომ არ მიკვირს თუ რომელიმეს ღირსეულად არ თვლი ღირსეულები მართლაც ცოტაა |
|
|
Feb 22 2011, 05:51 PM
Post
#35
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იგივე შეიძლება ითქვას ალუდა ქეთელაურზეც. აქაც ის მომენტებია რაც გველისმჭამელში. ვერ გაუგია რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა რელიგიის მიმდევარია, ყველა ხომ ადამიანია. ალუდა ქეთელაურიდან ეს ამონარიდი ეძღვნება ფანატიკოს ქრისტიანებს: ”ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი; ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი. ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღთიშვილთ უკეთეს იციან. ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?! ” ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ნაწყვეტია, არსად არც ერთ ავტორთან არ მინახავს ასე ლამაზად ჩამოყალიბებული ეს აზრი. |
|
|
Feb 22 2011, 05:54 PM
Post
#36
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"........და ერთხელ როცა ჟამთა კიბიდან
ალბათ ყველანი ერთად მოვწყდებით ადგება ერთი შერეკილი და კაცობრიობას იხსნის ოცნებით". მორის ფოცხიშვილი "შერეკილები" |
|
|
Feb 22 2011, 07:48 PM
Post
#37
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანი უფრო მეტია ვიდრე გონია,
მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი, და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობაში და სიძულვილში... შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი ან რატომ უნდა გეძინოს კარგად როცა მე ვცურავ სისხლის გუბეში........ ოთარ ჭილაძე |
|
|
Feb 22 2011, 07:53 PM
Post
#38
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე არ მინდოდა სიცოცხლე არც სიკვდილი, მე რაღაც სხვა მსურდა...
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ დედამიწაზე და აღარ ვიცი როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან რომელსაც ეწოდება მიწა. არა ს ი ც ო ც ხ ლ ე არა ს ი კ ვ დ ი ლ ი არამედ რაღაც სხვა ტერენტი გრანელი |
|
|
Feb 22 2011, 07:56 PM
Post
#39
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე მისი სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს უჭირს მისი ტარება, ამიტომაც უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს...... მე შენი ვატარო, შენ სხვისი... და ასე დაუსრულებლად
ნოდარ დუმბაძე "მარადისობის კანონი" |
|
|
Feb 23 2011, 02:34 PM
Post
#40
|
|
RED soul Group: Members Posts: 206 Joined: 23-January 10 Member No.: 6,129 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ნოდარ დუმბაძე "მარადისობის კანონი" მისი ერთ-ერთი უბანძესი ნაწარმოებია. ჩემი აზრით -რა საკვირველია. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 04:48 AM |