რჩევა-დახმარება არ მაწყენდა, ახალი ვარ |
რჩევა-დახმარება არ მაწყენდა, ახალი ვარ |
Aug 2 2017, 03:17 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 1 Joined: 2-August 17 Member No.: 7,642 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით მეგობრებო, ვარ 22 წლის ბიჭი და უცებ მოგიყვებით ჩემ შესახებ და დამეხმარეთ ან რჩევა მომეცით თუ შეგიძლიათ. მოკლედ რატომღაც ვგრძნობ ხოლმე ყოველთვის, რომ სახლში მარტო არ ვარ. მაგალითად .. 3 თვის წინ 2 დღე ზედეზედ ვარდებოდა ნივთები (შემოსასვლელში დიდი სარკე მაქვს, მის წინ მაგიდა და მაგედან ცვიოდა ნივთები, ასევე სამზარეულოში და სააბაზანოში). ეს ბოლო პერიოდი ნივთები აღარ მოძრაობს თავისით, მაგრამ ეხლა დაიწყო ხმები და ჩრდილები. ხმებს ვაბრალებ დედამიწის მოძრაობას, მაგრამ ყოველ ღამე მაინცდამაინც? ცოტა ეჭვი მეპარება. ჩრდილებს რაც შეეხება, ჩემი საძინებლის მოპირდაპირე ოთახში მიდევს კომპიუტერი და ღამე დენში ჩართულს ვტოვებ ხოლმე. მონიტორი ჩართულია და ანათებს ხოლმე ლურჯად და ეს ნათება ჩანს ჩემი საძინებლის კარებზე. ტელევიზორს რომ ვუყურებ ხოლმე უცებ მოძრაობები ჩანს ხოლმე ჩემს კარებზე, ანუ ვიღაცათ თითქოს გაიარე მეორე ოთახში და ჩრდილი გაიკეთა ჩემს კარებზე. ასევე ჩემს ოჯახში სულ დაძაბულობაა. ჩხუბი, ყვირილი, გინება, მთვრალი ხალხი და ა.შ. მამაომ სახლი რო გაწმინდა ტვალეტში შევარდა ეგრევე და გული აერია. გამოვიდა და თქვა აქ როგორ ძლებთო. ასევე თითქმის არაფერში არ მიმართლებს, არც ფინანსურად და კაროჩე გეგონება ვიღაცამ ჯადო გაგვიკეთაო რა. რამით შეგიძლიათ დამეხმაროთ ან რჩევა მომცეთ? მოდერატორს ვთხოვ პოსტი არ წამიშალოს, გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში თუ არასწორად დავპოსტე მაპატიეთ
|
|
|
Aug 3 2017, 04:12 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა, Ranger. რთულია აქედან იმ ყველაფრის კონკრეტული მიზეზი თქვა რაც შენ ჩამოთვალე. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც იმ მოვლენებს რაც ოჯახში ხდება მიაწერს რაღაც ზე-ბუნებრივს, არსებობს შანსი იმისა, რომ შენ გევალება გამოასწორო სიტუაცია ოჯახში. რადგან ქრისტიანები ხართ, რამდენიმე საშუალებას გეტყვი, რომელიც რაღაც მხრივ დაგეხმარება რაღაცების გამოსწორებაში. თუ გრძნობ რაღაცას მაინც, აუცილებლად გეცოდინება როგორც უნდა მოიქცე. საერთოდ სახლში დაძაბულობამ იცის ნეგატიური ენერგიის დაგროვება, ხოლო ნეგატიურმა ენერგიამ ყველაფერი ცუდი შეიძლება გამოიწვიოს. პირველ რიგში, რადგან ჯადო იეჭვე, ერთ საშუალეაბს შემოგთავაზებ.
აიღე სამი სანთელი და დაანთე სახლში იმათ სახელზე, რომლებიც იცავენ სახლს. ყველა ოჯახს ან სახლს ყავს თავისი ატმოსფეროს მფარველი ანგელოზი ან გარკვეული არსება. დაანთე სამი სანთელი მის სახელზე და ბოლომდე არ ჩაწვა. იქამდე ადროვე სანამ იმდენი მაინც არ დარჩება რამდენიც საკმარისი იქნება პატარა ჯვრის გასაკეთებლად. აიღე ორი სანთელი და შემოსასვლელ კარზე გააკეთე ამ ორი სანთლით ჯვარი, ისე რომ ამ სანთლების არც თავი და არც ბოლო არ შეასწორო, არ მოტეხო, პირდაპირ გააკეთე ჯვარი. ერთი სანთელი აიღე და შემოსასვლელი კარის ზევით, კარის ჩარჩოზე მიაკარი ჰორიზონტალურად. ეს დაეხამრება სახლს, გაანეიტრალოს შემომსვლელის ენერგია ოდნავ მაინც და გარკვეული ძალა მიცეს ოჯახის მფარველებს. ამას ისიც გააკეთებს რომ შენ თხოვ მაათ დახმარებას. სახლში როცა შემოდიხარ წინ რა გხვდება არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით კართან ახლოს სადაც შესაძლებელი იქნება დაფნა და ერთი წითელი წიწაკა მიაკარი. ეს ძველებური ოჯახური დაცვაა. მასში შედის კიდე რამდენიმე მცენარე და რიტუალი მაგრამ ასეც გამოდგება. არვიცი რამდენად შეძლებ მაგრამ, თუ შეგიძლია დაფნა, რომელსაც იშოვი, რამდენიმე ტოტი თუ შეგხვდა, პატარა ტოტი რა თქმა უნდა, ძაფით გადაუაკრი ბოლოები. გადაკვრის დროს წაიკითხე მამაო ჩვენო და როცა კითხვას დაასრულებ გაჩერდი და შეკარი შვიდჯერ. ეს არის ერთგვარი დაცვა თვითონ ამ საშუალებისთვის. დაფნასვე გადააკარი ზედ მწვანე და წითელი წიწაკა. იყოს გინა გამხმარი გინა სავსე. გამხმარს თავისებური ენერგეტიკა გააჩნია თუმცა მაგას ადგილზევე მიიღებს დროთა განმავლობაში. რადგან ოჯახში ნეგატიური ენერგიაა, სტუმრიანობა და ა.შ. გაჩნდება შენი გაკეთებული საქმეებისადმი რაღაც ცუდი ეჭვები. დიდად ნუ მიაქცევ ყურადღებას და ნურც ახსნი ამას, ან რამე შეგიძლია მოიფიქრო საპასუხოდ ან შეგიძლია პირდაპირ უთხრა რაც არის. როცა მარტო დარჩები სახლში, აანთე სანთელი და ცეცხლი მიუახლოვე ყველა არსებულ კუთხეს. კუთხეებში მოძრაობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ დაიწყე, ანუ მარჯვენა კუთხიდან წადი მარცხნივ. სასურველი იქნება ამ სანთელს თუ ოთახის შუაში დაანთებ, თუ გაქვს მაგის ადგილი და დრო. ეს ყველაფერი უნდა გააკეთო მზარდი მთვარის პერიოდში, ანუ იქამდე სანამ მთვარე შეივსება. ეს დაეხმარება ოთახებს გაწმენდაში. ასევე შეგიძლია გადაამოწმო ხატები, რომელიმეს რამე ცუდი ხომ არ ჭირს ან შენ ხომ არ გრძნობ უსიამოვნოდ რომელიმე ხატთან თავს. ამ ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ ოჯახი არის ქრისტიანული და მას ჯერა რაღაც დოზით მაინც ქრისტუანული ხატების, მისი წესების და შესაძლებლობების. რაც შეგეხება შენ და ჩრდილებს და შენს აღქმას ამ ყველაფრისადმი. ზოგჯერ როცა რამე გაივლის ან რამე მოხდება, არ არის აუციელბელი მიაწერო რაღაც ზებუნებრივს. ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ შენგან გამომდინარეც იყოს. ანუ შეიძლება სულაც არ ხდებოდეს არაფერი რეალურად და მხოლოდ შენში იყოს ის ყველაფერი რასაც ხედავ. მგონი სულ ეს არის, რაც ამ დროისთვის შემიძლია გითხრა. წარმატებებს გისურვებ. კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს ფორუმზე. პატივისცემით |
|
|
Aug 3 2017, 08:52 PM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,985 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ასევე ჩემს ოჯახში სულ დაძაბულობაა. ჩხუბი, ყვირილი, გინება, მთვრალი ხალხი და ა.შ. ასეთ გარემო იზიდავს დაბალასტრალურ არსებებს. ისინი იკვებებიან ნეგატიური ემოციებით, ჩხუბის დროს წარმოქნილი დაბალვიბრაციული ენერგიით და ასევე ცალკე ალკოჰოლიც იზიდავს, რადგან ასეთ დროს მათ მიერ ადვილად ხდება ადამიანის გაკონტროლება. მე მგონია რომ ეს ლანდები, ხმები და ნივთების გადაადგილება მათგან მოდის. როგორც კი ოჯახში სიტუაცია დალაგდება, გაქრებიან. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 09:50 PM |