როდოპის წარწერებისა და ხევსურული პიქტოგრამები, მოგვაწოდა tikoroma-მ |
როდოპის წარწერებისა და ხევსურული პიქტოგრამები, მოგვაწოდა tikoroma-მ |
Dec 5 2009, 12:21 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სტატია ხევსურეთში აღმოჩენილ უძველეს პიქტოგრამებზე http://www.proxy-service.de/browse.php/Oi8...8x/Ny5odG1s/b1/ როდოპის წარწერებისა და ხევსურული პიქტოგრამების შესახებ (მაღლა როდოპის, დაბლა ხევსურული პიქტოგრამებია-Emigranti) მას შემდეგ, რაც ბალნით მოსილმა, ახლად ორფეხადგმულმა ჩვენმა წინაპარმა ხელში ნახშირი აიღო და გამოქვაბულის კედელზე ბიზონი მიახატა, «გამოქვაბულის მხატვრობად» წოდებულმა ხელოვნებამ დიდი გზა გამოიარა და უფრო დიდი თავსატეხი გაუჩინა თანამედროვე მეცნიერებას. დედამიწაზე არსებობს ასეულობით გამოქვაბული, რომელთა კედლებზეც უძველესმა ადამიანმა თავისი კვალი დატოვა. ძალიან ბევრი ამ გამოქვაბულთაგან დღემდე შეუსწავლელია. მათგან ერთ-ერთი, ყველაზე იდუმალი გამოქვაბული ბულგარეთშია, როდოპის მთათა სისტემაში. 1928 წელს რამდენიმე შეშისმჭრელმა სრულიად შემთხვევით სოფელ სიტოვოსთან ახლოს, ძველი დასახლება შუტგრადის ნანგრევებიდან 200-ოდე მეტრში, კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბული აღმოაჩინა. გამოქვაბულის კედლებზე დატანილი იყო გაურკვეველი წარწერები. მცირე ხნის «გააზრების» შემდეგ შეშისმჭრელებმა ჩათვალეს, რომ სადღაც ახლომახლო განძი უნდა ყოფილიყო დამალული და მაშინვე იქაურობის გადათხრას შეუდგნენ. მათ ენთუზიაზმს ისიც აძლიერებდა, რომ ადგილობრივ ფოკლორში მრავლად იყო თქმულებები, რომლებშიც მოთხრობილია ფასდაუდებელ საგანძურზე, უძველეს დროს როდოპის მიწაში რომ ჩაუფლავთ. ცოტა ხანში შუტგრადიდან სიტოვომდე რაღაც «ოქროს ციებ-ცხელების» მსგავსი განვითარდა. დიდი და პატარა უეცარი გამდიდრების მოლოდინში მიწაში ჩაძვრა. ერთნი ხისგან და თოკებისგან მოწყობილობებს აკეთებდნენ მიწიდან ოქროს ამოსაღებად, მეორენი - შელოცვებს და მაგიას მიმართავდნენ და ა. შ. სიტოვოს საოცრებების შესახებ ინფორმაცია, ბოლოს და ბოლოს, მთიდან ბარად ჩამოვიდა და პლოვდივამდეც მიაღწია. არქეოლოგიური საზოგადოების მდივანმა ალექსანდრე პეევმა სასწრაფო ექსპედიცია მოაწყო მთებში. ცოტა ხანში ექსპედიციამ ახალი აღმოჩენის შესახებ ამცნო სამყაროს: «გამოქვაბულის სამხრეთ კედლის გულდასმით დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე გამოკვეთილი იყო გლუვი ზოლი, სიგანით - 23-დან 30 სმ-მდე, ხოლო სიგრძით - 260 სმ. ამ ზოლში ამოკაწრულია რაღაც იდუმალი ნიშნები. წარწერა უდავოდ ადამიანის ხელითაა შესრულებული. ნიშნები მოგვაგონებს ე. წ. რუნებს, ანუ რუნულ დამწერლობას, რომელსაც იყენებდნენ ძველგერმანული ტომები, სანამ რომის კულტურული ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდნენ... გამოქვაბულის აღმოსავლეთის კედელი წარმოადგენს უზარმაზარ ქვის ბლოკს. ჩვენ აქაც აღმოვაჩინეთ წარწერა, სიმაღლით - 23 სმ და სიგრძით - 80 სმ.» მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში ალექსანდრე პეევი იყო ერთადერთი მეცნიერი, რომელიც სიტოვოს წარწერის გაშიფვრას ცდილობდა. მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამ წარწერების ზუსტი გაშიფვრა და ანალიზი დღემდე ვერავინ მოახერხა. არსებობს მხოლოდ ვარაუდები. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს წარწერები ძველი ცივილიზაციების დანატოვარია. სხვა ვერსიის მიხედვით, ეს უცხოპლანეტელების მიერ ადამიანებისთვის დატოვებული ინფორმაციაა. არსებობს ვარაუდიც, რომ ამ წარწერებს არაფერი აქვს საერთო რომელიმე დამწერლობასთან. მეცნიერთა ერთი ჯგუფი კი თვლის, რომ ეს წარწერები დაახლოებით იგივეა, რაც ნებისმიერ თანამედროვე გამოქვაბულში, აგურის ნატეხით მიწერილი «ზოიას + ვალიკო» ან მგავსი რამ. ხუმრობა იქით იყოს და, ეს სიმბოლოები შეიძლება მართლაც თანამედროვე ადამიანის ნამაიმუნარი აღმოჩნდეს. ალექსანდრე პეევი თვლიდა, რომ სიტოვოს წარწერები უნიკალური იყო და მსოფლიოში მისი ბადალი არსად მოიძებნებოდა. სწორედ აქ შეცდა მეცნიერი - იმავე სიმბოლოებით შესრულებული წარწერა აღმოჩენილია კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) აია სოფიას ტაძრის იატაკზე. როდოპის წარწერების მსგავსად, არც ესაა გაშიფრული. პეევმა ეს წარწერები ბოლოს 1940 წელს ნახა. პეევის ნაცნობ-მეგობართაგან ცოტამ თუ იცოდა მისი მეორე გვარი - ბოევოი. ევროპა ნელ-ნელა ომის ქარცეცხლში ეხვეოდა. 3 წლის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა საბჭოთა კავშირის სამხედრო დაზვერვის ბულგარეთის ჯგუფის ხელმძღვანელი ბოევოი. პეევისთვის ბრალის წაყენებისას მოსამართლეებმა ნივთმტკიცებად მოიტანეს როდოპის წარწერაც, რომელიც მათ შიფროგრამად ჩათვალეს! საუბარი იყო წარწერის ფოტოასლზე, რომელიც მეცნიერმა შესასწავლად კიევის უნივერსიტეტში გააგზავნა. პეევი-ბოევოი დახვრიტეს. ომის დასრულების შემდეგ პეევი საბჭოთა კავშირისა და თავისუფალი ბულგარეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის სიკვდილის შემდეგ ლენინის ორდენითა და გეორგ დიმიტროვის ორდენით დააჯილდოვეს. როდოპის წარწერაზე ისევ ალაპარაკდნენ 50-იანი წლების დასაწყისში, ამჯერად ძველი ენების ბრწყინვალე სპეციალისტ ივან გოშევთან დაკავშირებით. ის თვლიდა, რომ წარწერა იწყებოდა სიტყვებით: «მე - რუნხინების თავადი...» რუნხინები იყვნენ სლავური ტომები, რომელნიც, ძირითადად, როდოპებში სახლობდნენ. გოშევის განმარტებით, მათ კლდეზე ამოკვეთეს იეროგლიფები, რათა მომავალი თაობებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გადაეცათ. გოშევს წარწერა ბოლომდე რომ გაეშიფრა, შესაძლოა, დაემტკიცებინა კიდეც, რომ როდოპის წარწერები სლავიანური რუნებია, მაგრამ სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე გოშევმა საკუთარი ვერსია უარყო და სიტოვოს წარწერების საიდუმლო საფლავში წაიღო. 1967 წელს ბულგარულ ჟურნალ «კოსმოსში» გამოქვეყნდა ფანტასტიკური მოთხრობა, რომლის პერსონაჟიც, რიგ გარემოებათა შედეგად, როდოპის გამოქვაბულში აღმოჩნდა. მან ამ გამოქვაბულში იპოვა მიწისქვეშეთში ჩასასვლელი და იქ ორფეოსის მომღერალი ქანდაკება აღმოაჩინა. ორფეოსი იყო როდოპში მცხოვრები თრაკიელი, ძველბერძნული მითების პერსონაჟი, მუსიკოსი, ექიმი, ფილოსოფოსი. რამდენად მართებულია მისი დაკავშირება როდოპის საიდუმლოსთან, გვიხსნის თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ ძველი თრაკიელებიდან წერა არავინ იცოდა, ამიტომაც, ზოგი მეცნიერის მტკიცებით, ბრძენი ორფეოსი არ შეიძლებოდა, თრაკიელი ყოფილიყო. ასე თვლიდა ანდროტიონი, დემოსთენეს თანამედროვე, ათენის ისტორიის მკვლევარი. ასეა თუ ისე, როდოპის წარწერების საიდუმლოს ნათელი დღემდე ვერავინ მოჰფინა. გაუშიფრავი წარწერების რა მოგახსენოთ, მაგრამ როდოპზე ძველი და იდუმალი გამოსახულებები მსოფლიოში მრავლადაა. რაღა შორს წავიდეთ, აქვე, ხევსურეთში, ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, რა დაგვიტოვეს ჩვენმა (თუ სხვისმა?) წინაპრებმა ქვებზე ამოკვეთილი პიქტოგრამების სახით. ეს ნიშნები ფიქალის ქვებზეა გამოსახული. დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ეს ქვები სამშენებლო მასალად გამოუყენებია და ახლა ეს ნახატიანი ფიქალი, ძირითადად, კოშკებშია ჩატანებული. ამ იეროგლიფებზე ყველაზე ცნობილი კვლევა ქართველმა მეცნიერმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა გიზო ვაშაკიძემ ჩაატარა. მისი მოსაზრებით, ხევსურეთში გამოსახულ იეროგლიფებზე აშკარაა ძველი ცივილიზაციის ნაკვალევი. მეტიც, ვაშაკიძე ამტკიცებს, რომ ზუსტად ასეთივე გამოსახულებები ბასკეთშიცაა აღმოჩენილი, რაც ქმნის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და ბასკეთის ტერიტორიაზე ერთი და იგივე ცივილიზაცია მოქმედებდა! იეროგლიფების ზუსტი გაშიფვრა, ანუ მისი «ამოკითხვა», რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერც ბატონმა გიზომ შეძლო, მაგრამ მათი გამოყენების საშუალება იპოვა. კერძოდ, გიზო ვაშაკიძემ ხევსურეთში გამოსახული ნიშნების მიხედვით სატელევიზიო ანტენა ააწყო, რომელიც, რაც უნდა გასაოცარი იყოს, გადასარევად მუშაობს და ყველა ქართულ არხს ხარვეზების გარეშე აჩვენებს! ვაშაკიძის მტკიცებით, ამ ქვებზე გამოსახული ნიშნები შეიცავს ინფორმაციას ძველ ცივილიზაციათა დანატოვარი ტექნოლოგიების შესახებ. რამდენიმე მათგანზე «დახატული» ნიშნები მართლაც ძალიან ჰგავს რადიოტალღებს. სწორედ ამ ნიშნების დახმარებით ააწყო ქართველმა მკვლევარმა ანტენა. ფიგურებში ყველაზე ხშირად ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულება გვხვდება. ვაშაკიძის აზრით, ეს აღნიშნავს მზის სისტემის მეხუთე პლანეტას, რომლიდან ჩამოსულებმაც ადგილობრივ ცივილიზაციას დიდი ტექნოლოგიური ცოდნა დაუტოვეს. ისინი ფლობდნენ საფრენ აპარატებს, ხელოვნურ თანამგზავრებს, ტელე და რადიო ტექნოლოგიებს, მძლავრ იარაღებს (!) და ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მათ დედამიწაზე ყველაზე გამძლე მასალაზე - ქვებზე დატოვეს. ასე ვარაუდობს დოქტორი ვაშაკიძე, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ხევსურულ იეროგლიფებში მართლაც შეიძლება გავარჩიოთ ხელოვნური თანამგზავრის, კოსმოსური ხომალდის ან რადიოანტენის მსგავსი გამოსახულება. ვიზუალურად ეს იეროგლიფები ძველ ჩინურ დამწერლობასაც წააგავს, მაგრამ მათ შორის მსგავსებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ისევ ხევსურეთში დავრჩეთ. არსებობს, აგრეთვე, მოსაზრება, რომ ამ წარწერებსა და ძველ ინდიელთა ცივილიზაციების (აცტეკები, ინკები, მაია) დამწერლობებს შორის რაღაც კავშირია. კონკრეტულად, ამის მაგალითი შეიძლება იყოს ისევ და ისევ ხელის მტევანი, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ მექსიკის ინდიელთა იეროგლიფებში გვხვდება. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ე. წ. ხევსურული სვასტიკა, რომელიც ხშირად მეორდება და ფორმით მესამე რაიხის სვასტიკასა და ქართულ ბორჯღალს შორის გარდამავალია. ანუ ესაა კლასიკური ოთხფრთიანი სვასტიკა, ოღონდ მომრგვალებული ბოლოებით. სხვათა შორის, ბორჯღალის გამოსახულება ეგვიპტეში წმინდა ხოჭოს ოქროს ქანდაკებებზეცაა დაფიქსირებული, მაგრამ ეგვიპტური ცივილიზაცია სულ სხვა თემაა. როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ხევსურულ პიქტოგრამებსაც გამოუჩნდება თავისი შამპოლიონი, მაგრამ ჯერჯერობით, როდოპის წარწერების მსგავსად, ხევსურეთის ქვებში ჩაკირული ისტორია დუმს. ბოლოსთვის კი ერთი, ცოტა ლირიკული გადახვევა, რომელიც ხევსურეთს არა, მაგრამ საქართველოს სხვა კუთხეს უკავშირდება. ამ სურათზე მოცემულია მაიას ტომის ციფრების გამოსახულება. აბა, კარგად დააკვირდით: ციფრი «ნული» ხომ არაფერს გაგონებთ? ამ სიმბოლოში, ალბათ, ბავშვიც კი ამოიცნობს სვანური ქუდის გამოსახულებას! შეიძლება, ესეც რამეზე მიუთითებს, ვინ იცის... ლექსო ლეკიაშვილი -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Dec 5 2009, 01:24 AM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://fereidani.ge/138_tornado/138_ciuri01.html
გიზო ვაშაკიძის წიგნი - ციური ექსპრესი ოღონდ საშინელი ხარისხია... -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 5 2009, 02:47 AM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://fereidani.ge/138_tornado/138_ciuri01.html დიდი მადლობა. ნამდვილად არ მეგონა თუ ქართულ ეზოთერულ ბიბლიოთეკაში ასეთი საინტერესო წიგნი არსებობდა და ეს თემაც ჩემთვის საერთოდ ახალია. ამ წამს აღმოვაჩინე. შენი დახმარებით .ნამდვილად არ ვიცოდი თუ თუშურ კოშკებზე ასეთი საინტერესო პიქტოგრამები არსებობდა. გიზო ვაშაკიძის წიგნი - ციური ექსპრესი ოღონდ საშინელი ხარისხია... წიგნს რაც შეეხება, მართალია იქ მისი კითხვა სრული მაზოხიზმია, მაგრამ სურათები რომ ვნახე, პირი დამრჩა დაღებული. სასწაულია. ნეტა კარგი ხარისხის ვერსია გამოჩნდეს. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Dec 5 2009, 05:00 PM
Post
#4
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი აქ http://fereidani.ge/138_tornado/138_tornado.html გიზო ვაშაკიძის კიდევ 2 წიგნი დევს და დამატებითი ინფორმაციები მის შესახებ. ასევე მოყვანილია ძალიან საინტერესო ინტერვიუ მასთან, ჟურნალიდან "სარკე":
იგიც "რაღაც" პლანეტას ახსენებს, რომელსაც 3600 წლიანი ციკლი აქვს. -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Dec 5 2009, 05:35 PM
Post
#5
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
...გაუშიფრავი წარწერების რა მოგახსენოთ, მაგრამ როდოპზე ძველი და იდუმალი გამოსახულებები მსოფლიოში მრავლადაა. რაღა შორს წავიდეთ, აქვე, ხევსურეთში, ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, რა დაგვიტოვეს ჩვენმა (თუ სხვისმა?) წინაპრებმა ქვებზე ამოკვეთილი პიქტოგრამების სახით. ეს ნიშნები ფიქალის ქვებზეა გამოსახული. დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ეს ქვები სამშენებლო მასალად გამოუყენებია და ახლა ეს ნახატიანი ფიქალი, ძირითადად, კოშკებშია ჩატანებული... ამ სტატიაში ეს სურათები სამწუხაროდ არაა დატანებული. გთავაზობთ სურათებს რომელიც ფორუმ http://www.karavi.ge -ს წევრებმა გადაიღეს თუშეთსა და ხევსურეთში: -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Dec 5 2009, 05:43 PM
Post
#6
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი კიდევ (ასევე კარავიჯი-დან)
-------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Dec 5 2009, 05:49 PM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti დიდი მადლობა ამ შრომისთვის, რომ არ დაგეზარა და შეკრიბე/ერთ თემაში მოათავსე ეს საინტერესო ინფო! :*
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 5 2009, 05:52 PM
Post
#8
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ინტერვიუში ნამდვილად ნიბირუზეა ლაპარაკი...
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 5 2009, 06:22 PM
Post
#9
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი მადლობა თქვენ, რომ შშემოიხედეთ. თორემ ვფიქრობდი ამ თემას ნეტა საერთოდ ვინმე თუ უყურებს და ალბათ ტყუილა ვპოსტავ ამდენს მეთქი
-------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Dec 5 2009, 07:17 PM
Post
#10
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იცით რა არის საინტერესო.. ეს არსებები - რომელი პლანეტიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ, სადაც მივიდნენ ყველგან გააღმერთეს... შუმერები, მაიას ტომი მათ ღმერთებად მოიხსენიებდნენ. საქართველოში კი ასე არ მომხდარა...
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 6 2009, 04:06 PM
Post
#11
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 731 Joined: 6-September 09 Member No.: 6,025 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალაინ საინტერესოა..
-------------------- ძალიან საინტერესოა, ძალიან!!
იმეგობრე შენს სიზმრებთან! |
|
|
Dec 6 2009, 04:29 PM
Post
#12
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გიზო ვაშაკიძის სამივე წიგნი პარნასში იყიდებაო...
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 11 2009, 08:40 PM
Post
#13
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 695 Joined: 31-January 07 Member No.: 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესოა. ამ დღეებში გადაცემა ვნახე National Geograficze. და მართლაც რომელიღაც გალაქტიკაში აღმოაჩინეს ვარსკლავი, სადაც მიახლოებული დედამიწასთან პირობებია და მას გააჩნია ელიპსური ტრაექტორია. უბრალოდ ეს ვარსკლავი არსად არ მიექანება და თავის მზის ირგვლივ მოძრაობს. თუმცა რადგან 1 ასეთი ვარსკლავი არსებობს, შესაძლებელია რომ მე2ც არის ამდაგვარი...
-------------------- Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
|
|
|
Dec 11 2009, 10:33 PM
Post
#14
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამას წინათ, ბატონ გიზო ვაშაკიძეს მივწერე წერილი. მოვუყევი, რომ ის 3600 წლიანი ციკლის მქონე ციური სხეული, რომელზეც იგი ინტერვიუში საუბრობს, სხვა წყაროებშიცაა ნახსენები და ა.შ. და მან აი ასეთი პასუხი მომწერა:
"მადლობთ რომ დაინტერესდით ჩემი ნაშრომებით... პიქტოგრამებიდან, რომლებიც მე გავშიფრე, გავიგე, რომ მათი (დედამიწის სტუმართა) კოსმოსში ფრენის ტრაექტორია არის სპირალური, რაც იმის ნიშანია, რომ ისინი დაყვებიან პლანეტას, არიან მისი თანამგზავრები. შეიძლება მათ აქვთ ბაზები პლანეტის თანამგზავრებზე, ანუ მთვარეებზე და ასე მოგზაურობენ კოსმოსში. სასიხარულოა, რომ ეს ინფორმაცია დაემთხვა სხვა ინფორმაციებს, რაც არ არის შემთხვევითი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის" ვოტ -------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Dec 14 2009, 05:52 PM
Post
#15
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
პიქტოგრამებზე ვერაფერს ვიტყვი, ეგ უფრო იოლი დასაჯერებელია. მაგრამ აპოკალიფსის ახსნა რომ აქვს თუ წაიკითხე? რაღაც ძაან მარტივად მეჩვენება ყველაფერი. მაგაზე დიდი ტანჯვა გადაუტანიათ ადამიანებს... ერაყში ნავთობის აფეთქება და ტელევიზორის გამოგონება აპოკლაფსთან ვერ დამიკავშირებია... საერთოდ, ბევრი სხვადასხვა განმარტება წავიკითხე უკვე და აღარ ვიცი, ვისი მჯერა კარგი იქნება ფორუმზე ავტორთან გასაუბრების საშუალება რომ იყოს... -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Dec 15 2009, 01:36 PM
Post
#16
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti არა არ წამიკითხავს, იმ ხარისხით კითხვა ძალიან დიდი მაზოხიძმი იყო და შევეშვი. იქნებ წიგნი ვიშოვო. რაო რა დაწერა? ერაყში ნავთობი რომ აფეთქდა ეგ იყო აპოკალიფსიო და მორჩაო?მაგრამ აპოკალიფსის ახსნა რომ აქვს თუ წაიკითხე? რაღაც ძაან მარტივად მეჩვენება ყველაფერი. მაგაზე დიდი ტანჯვა გადაუტანიათ ადამიანებს... ერაყში ნავთობის აფეთქება და ტელევიზორის გამოგონება აპოკლაფსთან ვერ დამიკავშირებია... QUOTE საერთოდ, ბევრი სხვადასხვა განმარტება წავიკითხე უკვე და აღარ ვიცი, ვისი მჯერა QUOTE კარგი იქნება ფორუმზე ავტორთან გასაუბრების საშუალება რომ იყოს... მე კი შევთვაზე, მაგრამ, რა ვიცი, მას ჯერ ასეთი სურვილი არ გამოუთქვამს
-------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Dec 15 2009, 05:53 PM
Post
#17
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Emigranti
იცი, მე ვფიქრობ, რაიმის დაჯერება საერთოდ არასწორია. ეს ხომ რელიგია არაა. ასე ღრმად არ წავსულვარ უბრალოდ, ბიბლიის არაეკლესიური გარჩევები მაინტერესებს. ეკლესია, ჩემია ზრით, ხშირად ცდება მაგრამ სხვებიც არანაკლებ... შენ დადებულ ლინკზე არის წიგნი მეშვიდე საყვირი და მანდ კარგი ხარისხია წასაკითხად -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jan 1 2010, 11:12 PM
Post
#18
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 4 Joined: 1-January 10 Member No.: 6,107 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პლანეტა ნიბირუზე ჯერ კიდევ ცნობილი მეცნიერი ზაქარია სიჩინი წერდა.მან ეს პლანეტა აღმოაჩია ძველი შუმერული ტექსტების გაშიფვრით და სახელი ნიბირუც სწორედ შუმერულიდან მოდის.
ისე ეს პიქტოგრამები ძალიან საინტერესოა დაახლოებით მაინც რა ასაკისაა მიახლოებით გამოთვლა მაინც თუ შეიძლება |
|
|
Jan 4 2010, 04:25 AM
Post
#19
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,002 Joined: 24-October 09 From: Austria Member No.: 6,057 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პლანეტა ნიბირუზე ჯერ კიდევ ცნობილი მეცნიერი ზაქარია სიჩინი წერდა.მან ეს პლანეტა აღმოაჩია ძველი შუმერული ტექსტების გაშიფვრით და სახელი ნიბირუც სწორედ შუმერულიდან მოდის. გეთანხმები. ზაქარია სიჩინი უნიკალური მეცნიერია. მის შესახებ თემა კი, აქ დევს http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=914. შეგიძლია (თუ გინდა) შენი აზრი დაპოსტო. QUOTE ისე ეს პიქტოგრამები ძალიან საინტერესოა დაახლოებით მაინც რა ასაკისაა მიახლოებით გამოთვლა მაინც თუ შეიძლება არც ვიცი ეს პიქტოგრამები მეცნიერების მიერ საერთოდ შესწავლილი თუა. ვფიქრობ მათი ასაკი მხოლოდ ძვირადღირებული აპარატურით თუ დადგინდება. ალბათ დაფინანსების საკითხია. ხვამლის მთის შესახებაც კარგა ხანია იცოდნენ ისტორიკოსებმა, მაგრამ უსახსრობის გამო, დიდხანს, არანაირი სერიოზული გამოკვლევა არ ტარდებოდა.
-------------------- სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.
პესიმიზმიც ეგოიზმია. «Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა ZetaTalk-ის რუსული ვერსია |
|
|
Sep 30 2010, 01:53 PM
Post
#20
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 3 Joined: 30-September 10 Member No.: 6,282 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით!
მე გახლავართ გიზო ვაშაკიძე. ახლახან შემთხვევით ვნახე ეს ფორუმი და გავწევრიანდი. უმოკლეს დროში კიდევ შეგეხმიანებით. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 07:54 PM |