IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

23 Pages V  « < 20 21 22 23 >  
Reply to this topicStart new topic
> რა წიგნს კითხულობთ ეხლა...
MinD
post May 15 2013, 01:29 PM
Post #421


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 148
Joined: 14-January 12
Member No.: 6,693

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დოსტოევსკიმ რომელი რომანი დაწერა საგიჟეთში რომ იყო ისე?

,,დანაშაული და სასჯელი''?!


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post May 15 2013, 01:58 PM
Post #422


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



MinD
au eg agar maxsovs smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 22 2013, 05:15 PM
Post #423


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,325
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://arili2.blogspot.com/2010/01/blog-post_2053.html
მორის მეტერლინკის თხზულებები, ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
annavertinskaia
post Jun 19 2013, 04:22 AM
Post #424


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 18-June 13
Member No.: 7,119

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Herman Hesse - Das Glasperlenspiel - მეორედ, რადგან უზომოდ მიყვარს gul.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Sep 6 2013, 03:23 PM
Post #425


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გთავაზობთ საინტერესო მონაკვეთს იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან "იოგის ავტობიოგრაფია" (მონაკვეთი ეხება ბიბლიურ ციტატებს):



ჩემი მასწავლებელი (შრი იუქტეშვარა) შესანიშნავი სიცხადით ახდენდა ქრისტიანული ბიბლიის განმარტებას. სწორედ გურუსგან, რომელსაც ოფიციალური კავშირი არ ჰქონდა ქრისტიანობასთან, მე ვისწავლე ბიბლიის უკვდავი არსის გაგება და ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტების დანახვა, ყველაზე ურყევისა და ამაღელვებელის, რაც კი ოდესმე თქმულა: „ცა და მიწა გადავლენ და ჩემი სიტყვები არ გადავლენ...“

- ჩემთვის გაუგებარია ისტორია ადამისა და ევას შესახებ! - ვთქვი ერთხელ გაცხარებულმა, მაშნ როცა ახალი დაწყებული მქონდა წმინდა წერილების ალეგორიებთან ჭიდილი - რატომ დასაჯა ღმერთმა არა მხოლოდ დამნაშავე წყვილი, არამედ მათი უდანაშაულო შთამომავლებიც?

მასწავლებელს უფრო ჩემი სიცხარე ართობდა, ვიდრე ჩემი უმეცრება.

- „დაბადების წიგნი“ ღრმად სიმბოლურია და არ შეიძება მისი სიტყვა-სიტყვით გაგება, - თქვა მან - „სიცოცხლის ხე“ ადამიანის სხეულის „ბაღში“ მდებარეობს. ზურგის ტვინი ამოტრიალებულ ხეს ჰგავს, სადაც ფესვები ადამიანის თმებია, ხოლო ტოტები - იმპულსების გამტანი და შემომტანი ნერვებია. ნერვული სისტემის ხეზე მრავალი სიამოვნების მომტანი ნაყოფი, ანუ გრძნობაა: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და გემოვნება. მათით დატკბობა ადამიანს კანონიერად შეუძლია. მაგრამ მას აკრძალული ჰქონდა სექსი - „ვაშლი“ სხეულის ცენტრში (სხეულის ბაღის „შუაში“).

„გველი“ განასახიერებს დახვეულ სპინალურ ენერგიას, რომელიც სასქესო ორგანოების სტიმულირებას ახდენს. „ადამი“ - ეს გონებაა, ხოლო „ევა“ - გრძნობები. როცა ემოციას, ანუ „ევას ცნობიერებას“ ნებისმიერ ადამიანში სქესობრივი იმპულსი ძლევს, მისი გონება, ანუ „ადამი“ ასევე მარცხდება.

ღმერთმა ადამიანის გვარი შექმნა იმით, რომ საკუთარი ნებით მამაკაცის და ქალის სხეულების მატერიალიზება მოახდინა. და მიანიჭა ამ გვარს უნარი, რომ მსგავსივე „წმინდა“ მეთოდით შეექმნა შვილები... ადამში, ანუ მამაკაცში ჭარბობდა გონება, ხოლო ევაში - ქალში - გრძნობები. ასე იყო გამოხატული დუალიზმი, ანუ პოლარულობა, რომელიც ფენომენალურ სამყაროებს უდევს საფუძვლად. გონება და გრძნობა ყოველ ადამიანურ არსებაში ზეციური სიხარულის კავშირშია მანამ, სანამ მისი ჭკუა გველის ენერგიის ცხოველური მიდრეკილებებით არ ცდუნდება.

შესაბამისად ადამიანის სხეული არა მხოლოდ ცხოველთა ევოლუციის შედეგია, არამედ ღმერთის მიერ შემოქმედების სპეციალური აქტითაა შექმნილი. ცხოველური ფორმები ძალიან უხეშნი არიან სრული ღვთაებრიობის გამოსავლენად. მხოლოდ ადამიანური არსება იყო დაჯილდოვებული ჭკუის უზარმაზარი შესაძლებლობებით - ჭკუის „ათასფურცლოვანი ლოტოსით“, ასევე ოკულტური ცენტრებით ხერხემლის არხში... ადამი და ევა დაეცნენ ადამიანის პირველადი ღვთაებრივი ნეტარების მდგომარეობისგან. როგორც ღმერთი აფრთხილებდა, მათი უკვდავი მდგომარეობა დაიკარგა. მათ ფიზიკური კანონების ზემოქმედების ქვეშ ჩაიგდეს თავი, რის მიხედვითაც სხეულებრივი დაბადება სხეულებრივი სიკვდილით უნდა დამთავრებულიყო.

„სიკეთის და ბოროტების“ ცოდნა, რაც გველმა ევას შესთავაზა, მაიას (ილუზიის) დუალისტურ განპირობებულობას მიეკუთვნება. გონებისა და გრძნობის, ანუ ადამისა და ევას არასწორი გამოყენების გამო ადამიანი ცდომილებაში ვარდება და უარს ამბობს ღვთაებრივ უფლებაზე. ყოველი ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა, რომ „მშობლიური“ ანუ დუალური ბუნებიდან ერთიანობის ანუ ედემის ბუნებამდე ამაღლდეს. გურუსთან ამ საუბრის შემდეგ სხვა თვალით შევხედე „დაბადების წიგნს“...

„თეოლოგები არასწორად განმარტავდნენ ქრისტეს სიტყვებს, - ამბობდა მასწავლებელი, - ისეთ ადგილებში როგორც:
„...მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ“. (იოანე 14.6) - იესოს არასოდეს უგულისხმია, რომ იგია ღმერთის ერთადერთი ძე. ამ ღრმა სიტყვებით მან გამოთქვა ის, რომ ვერავინ მიაღწევს უსასრულო აბსოლუტს, ტრანსცენდენტულ მამას, რომელიც ქმნილების მიღმაა, სანამ არ გამოავლენს თავის თავში „ძეს“, ანუ ქრისტეს ცნობიერებას ქმნილების შიგნით. იესო, რომელმაც მიაღწია სრულ ერთიანობას ქრისტეს ამ ცნობიერებასთან, სრულად აიგივებდა თავს მასთან, რამეთუ მისი საკუთარი ეგო დიდი ხანია გამქრალი იყო“.



--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_12
post Sep 6 2013, 10:14 PM
Post #426


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 360
Joined: 24-August 13
From: ანას საოცრებათა სამყარო
Member No.: 7,168

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"პატარა უფლისწული" გადავიკითხე კიდევ და ნათლად დავიანხე რა არის ეგო


--------------------
open your heart, I'm coming home..
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Sep 17 2013, 03:26 PM
Post #427


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემასთან დაკავშირებით წერეთ


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Sep 18 2013, 07:13 PM
Post #428


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლოურენსისი ჯერარგამოცემულ წიგნს "იმპერია"
ასევე გიორგი მაისურაძის "მართლმადიდებლურ ეთიკას" (სათაურმა არ დაგაბნიოთ, არის ფილოსოფიური კრიტიკულ-ანალიზური განხილვა ძაან საინტერესო საკითხების) გირჩევთ თქვენც გაეცნოთ! good.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Oct 3 2013, 10:58 PM
Post #429


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გიორგი მაისურაძის წიგნი დავამთავრე "მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული". ეხლა ვკითხულობ ამავე ავტორის წიგნს "ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები". ძალიან მაგარია! bf_nonew.gif

მაინტერესებს წლევანდელი საბას პრემიის ლაურეანტი წიგნს წაკითხვაც "დაკარგული კოტექსტები"

http://www.youtube.com/watch?v=cZ6WuRaATg4


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
shemoixede ge...
post Oct 3 2013, 11:36 PM
Post #430


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 293
Joined: 8-September 13
Member No.: 7,177

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
smile.gif sasiamovnoa amis mosmena. saertod kargad cers giorgi maisuradze.ert ertia albat (tu ertaderti ara), romelic yoveltvis ukompromisod akritikebda qartul martlmadideblur eklesias.
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Oct 4 2013, 09:28 PM
Post #431


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(shemoixede genacvale @ Oct 3 2013, 11:36 PM) *
narilla
smile.gif sasiamovnoa amis mosmena. saertod kargad cers giorgi maisuradze.ert ertia albat (tu ertaderti ara), romelic yoveltvis ukompromisod akritikebda qartul martlmadideblur eklesias.


ეს ბოლო წიგნი ჯერ არ გამოსულა, ხვალ იქნება წიგნის პრეზენტაცია, ბახტრიონის 11 ბ-ში, წიგნის სახლში, 5 სთ-ზე. არის ძაან მაგარი წიგნი, გაცილებით უფრო გაბრაზებული კაცის დაწერილი, ვიდრე მისი წინამორბედი წიგნები. აკრიტიკებს კულტურულ ფენომენებს, რომლებიც კი გაჩენილა ჩვენში, ბოლოს კი იქამდე მიდის რომ ასაბუთებს _ "საზოგადოება" ჩვენში არ არსებობს და არც "კულტურა" არ იქმნება. თქვენთვის საინტერესო კუთხეებიც აქვს დაჭერილი რელიგიისა და სახელმწიფოს თანაარსებობაზე და თითოეულის ბრძოლაზე უპირატესობისთვის... კითხვისას, ისე გიჯრულად წერს, მოგინდება ავტორს ჩაეხუტო biggrin.gif ბევრი რამაა, რაც მომწონს და ამგვარი საღად კრიტიკულ-ანალიზური წიგნი აუცილებელიცაა დაწერის მხრივად და წასაკითხადაც!

bf_nonew.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
meriem
post Oct 31 2013, 01:55 AM
Post #432


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 11-December 12
Member No.: 6,938

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.facebook.com/pages/%E1%83%A8%E1...537539966318479

გვერდი წიგნის მოყვარულებისთვის smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
metallica
post Oct 31 2013, 08:45 PM
Post #433


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 1-October 13
Member No.: 7,189

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



,, ოსტატი და მარგარიტა" უმაგრესი წიგნი....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Nov 6 2013, 12:31 AM
Post #434


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან "მირდადის წიგნი"

(ჩემი მოკრძალებული თარგმანია და ასეთ პოეტურ წიგნს არ შეეფერება, მაგრამ არსი იგემეთ... და გაამოთ...)

"კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?"

როცა შამადამი და ყასაბი წავიდნენ, მაიკაიონმა ჰკითხა ოსტატს:

— და ცხოველთა მოკვლა, მათი ხორცის საჭმელად — კანონის საწინააღმდეგოა?

მირდადი: სიკვდილით კვებით — საკვები ხდები სიკვდილისათვის. და სხვისი ტანჯვის ხარჯზე ცხოვრებით — ნადავლი ხდები ტკივილისათვის. ასე განაგა მან ერთიანი ნებით. იცოდე ეს, და აირჩიე, რა გინდა ჭამო, მაიკაიონ.

მაიკაიონი: მე რომ არჩევანი მქონდეს, ფენიქსივით ვიცხოვრებდი, ცხოველთა და მცენარეთა სურნელებას შევაგროვებდი.

მირდადი: მშვენიერი არჩევანია. დამიჯერე მაიკაიონ, მოვა დღე, როცა შენც არომატით დაიწყებ კვებას, ანუ სულით, და არა ხორცით. შორს არაა ის დღე მათთვის, ვინც ეძებს, ვისაც უნდა - იცოდეს.

მაძიებლებმა ხომ იციან, რომ ხორცი — მხოლოდ ხიდია, უსხეულო ცხოვრებისკენ მიმავალი.
მაძიებლებმა ხომ იციან, რომ უხეში, მატყუარა გრძნობები — მხოლოდ პაწაწინა ფანჯრებია უსასრულოდ წმინდა და მართალი გრძნობების სამყაროში.
მაძიებლებმა ხომ იციან, რომ ხორცი, რომელსაც ნაწილებად გლეჯენ, საბოლოოდ მათი ხორცის ხარჯზე უნდა აღდგეს, და ყოველი დამტვრეული ძვალი მათი საკუთარი ძვლების ხარჯზე აღდგება, დაღვრილი სისხლისთვის კი კვლავაც სისხლით უნდა ვზღოთ. ეს ხომ ხორცის კანონებია.

განთავისუფლდებიან მაძიებელნი ამ კანონთა ტყვეობისგან. უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ ხორცის მოთხოვნებს, საერთოდ გააუქმებენ, რათა შეამცირონ ვალები ხორცის მიმართ, რომელნიც მათი ტკივილისა და სიკვდილის ვალებია.

თავად შეზღუდავს მაძიებელი საკუთარ თავს, მაშინ როცა ის, ვინც არ ეძებს, სინამდვილეში ელოდება, სხვები როდის აუკრძალავენ. უამრავ რამეს, რასაც ადამიანი კანონიერად თვლის, საკუთარი თავისთვის კანონგარეშედ გამოაცხადებს მაძიებელი.
მაშინ, როცა ზარმაცი რაც შეიძლება მეტს მიიტაცებს, რომ კუჭი და ჯიბეები აივსოს, მაძიებელი მსუბუქად გაივლის თავის გზას და არ დაიმძიმებს ჯიბეებს, და სუფთა იქნება მისი მუცელი ცხოველთა აგონიისა და სისხლისგან.

ის, რასაც არამაძიებელი ნადავლად თვლის, რისკენაც ასე შეგნებულად ისწრაფვის, მაძიებელი სულის სილაღით მოიპოვებს.

მე გეუბნებით თქვენ, თუ ორი უყურებს ყანას, და ერთი მათგანი აფასებს მოსავლის ღირებულებას, ითვლის მონაგარს და წარმოსახვაში ოქროს ხვეტს. ხოლო მეორე თვალებით ხარბად სვამს ყანის სიმწვანეს, ფიქრებში ყოველ ღეროს ჰკოცნის და ყოველ თავთავთან მეგობრობს, მაშინ გეუბნებით თქვენ - მეორეა ყანის კანონიერი პატრონი, პირველი კი მხოლოდ ფულის პატრონია.

მე გეუბნებით თქვენ, თუ ორია სახლში, ერთი მისი პატრონია, მეორე კი - მხოლოდ სტუმარი. და განიხილავს პირველი სახლის ღირებულებას, მის შემადგენლობას, რამდენი დაუჯდა ხალიჩები, ვერცხლის ჭურჭელი, ლამპარნი და სხვა მრავალი. მეორე კი გულით აკურთხებს იმ ხელებს, რომლებმაც ქვა ქვაზე დადეს ამ სახლში, ხალიჩები მოქსოვეს, ჭურჭელი მოჭედეს, ზეთი დაამზადეს, რომელშიც ლამპარში იწვის, და ამაღლდება სულით, ადიდებს რა ამ ყველაფრის შემქმნელ ხელებს. მაშინ გეუბნებით თქვენ, სტუმარი - სახლის პატრონია, პატრონი კი - ცხოველი, რომელიც ამ სახლს ზურგით ატარებს, თვითონ კი შიგნით არ ცხოვრობს.

და თუ ორი მიირთმევს რძეს და აკვირდებიან, როგორ წოვს დედის ჯიქნიდან ბოჩოლა, და ორივე ფიქრობს. ერთი - იმაზე, რომ ნაზი ხბოს ხორცი კარგად მოუხდება სადღესასწაულო მაგიდას შვილის დაბადების დღისთვის. მეორე - რომ ეს ბოჩოლა მისთვის - რძის ძმაა და სიახლოვეს გრძნობს ხბოსთან და მის დედასთან. მაშინ, გეუბნებით თქვენ, რომ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტად გაძღება მისი ხორცით, პირველი კი მოიწამლება.

ბევრი რამით მათგან, რითაც მუცელს ივსებთ, ჯობდა გული აგევსოთ.

ბევრი რამით, რითაც ჯიბეებს ისქელებთ, ჯობდა ცქერით და მოსმენით დამტკბარიყავით, სურნელი გეგრძნოთ.

და ბევრი, რასაც კბილებით ღეჭავთ, ჯობდა ჭკუით დაგეღეჭათ.

რა ცოტა უნდა სხეულს სიცოცხლისთვის. რაც უფრო ნაკლებს აძლევთ მას, მით უფრო მეტს გიბრუნებთ პასუხად.

ჭეშმარიტად, ის მრავალი, რაც საგანძურებსა და კუჭს მიღმაა, უფრო საიმედოდ დაგიცავთ, ვიდრე ის, რაც მათშია გადანახული.

სანამ ისწავლით სურნელით კვებას, აიღეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, დედა-მიწის გულიდან, მაგრამ ნუ აიღებთ მეტს. მიწა ხომ ასეთი გულიხვი და სტუმართმოყვარეა, თავისი შვილების მიმართ.

მაგრამ რა ქნას დედამიწამ? სად წავიდეს, რომ საკუთარი თავი გამოკვებოს? მიწა თავადაც უნდა იკვებოს. ის - სულაც არაა ღარიბი დიასახლისი. მისი კარი ყოველთვის ღიაა და მისი მაგიდა სანოვაგისგან იზნიქება.

და როგორც მიწა გეპატიჟებათ სტუმრად, და არ გიმალავთ არაფერს, თქვენც ასევე სტუმრად უხმობთ დედამიწას და სიყვარულსა და მადლიერებას გამოთქვამთ.

«ო, დედაო ენით აღუწერელო! როგორც შენ გამიხსენი გული, რათა წყურვილი დამეოკებინა, მეც ასევე გიხსნი გულს, აიღე, რაც გჭირდება!».

და თუ თქვენი სული, რომელსაც მწვერვალისკენ მიჰყავხართ, მიგითითებთ დედამიწის ძღვენით კვებაზე, მაშინ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რისი ჭამა შეიძება თქვენთვის და რისი დალევა.

მაგრამ თუ სული მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ გეყოფათ სიბრძნე და სიყვარული, რომ არ წაართვათ დედამიწას მისი შვილები - ყველა ის, ვინც ამ სამყაროში მოვიდა, რათა სიცოცხლის სიხარული, სიკვდილის ტკივილი და დუალობა შეიცნოს. ისინიც ხომ ერთიანობისკენ მიიწევენ, მართალია ნელა, მაგრამ საიმედოდ. და მათი გზა უფრო გრძელია, ვიდრე თქვენი. დააყოვნებთ მათ გზაზე - ისინიც დაგაყოვნებენ თქვენ.

აბიმარი: თუ ჩაფიქრებულია, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, რატომ უნდა ვიდარდო, რომ ვიღაცის სიკვდილის მიზეზი გავხდი?

მირდადი: დიახ, შენ მართალი ხარ. ყველა ცოცხალი კვდება, მაგრამ მაინც ვაი მას, ვინც ხელი ასწია ცოცხალზე.

თქვენ ხომ არა მთხოვთ ნარონდას მოკვლას, რადგან იცით, რომ მიყვარს იგი და სისხლის წვეთიც კი არ მწყურია მისი. ასევე არ გთხოვთ ერთიანი ნებაც სხვა ადამიანის ან ცხოველის მოკვლას, თუკი არ ჩაგთვლით მკვლელობისთვის გამოსადეგ იარაღად.

რადგანაც ადამიანი ისეთია, როგორიც გახლავთ, ამ ქვეყნად იქნებიან ყაჩაღებიც, და ქურდებიც, ტყულიც, და ჭორიც, ომებიც, და მკვლელობებიც, ყველანაირი შავბნელი ვნებანი.

მაგრამ ვაი მათ, ვინც იპარავს, კლავს, იტყუება ან ომობს. ვაი მათ, ვისი გულიც სიძულვილითაა სავსე. მათ ხომ ერთიანი ნება იყენებს ტანჯვის მეგზურად.

მაგრამ თქვენ, მეგობარნო, გული უნდა განიწმინდოთ ყოველგვარი ბოროტებისგან, რათა ერთიანმა ნებამ შესაფერისად ჩაგთვალოთ, განდოთ, რომ ბედკრულ ქვეყანას ტანჯვისაგან განთავისუფლების სიხარულის ამბავი ამცნოთ, ადამიანის გამარჯვების, სიყვარულით და ურთიერთგაგებით განთავისუფლების ამბავი.

ასე ვმოძღვრავდი ნოეს.

ასე გმოძღვრავთ თქვენ.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Nov 6 2013, 02:20 PM
Post #435


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქირომანტიაზე ვკითხულობ წიგნს - "ქირომანტია ანუ ხელების საიდუმლო".


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Nov 6 2013, 08:46 PM
Post #436


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 964
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გოგი გვახარიას ,, ცრემლიანი სათვალე" დავასრულე და ძAლისნ ვისიამოვნე


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
meriem
post Nov 22 2013, 09:09 PM
Post #437


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 11-December 12
Member No.: 6,938

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯონ ბრეინი "გზა მაღალი საზოგადოებისაკენ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Baracha
post Jan 30 2014, 11:51 PM
Post #438


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 30-January 14
Member No.: 7,249

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სწორი ფორმაა *ახლა.

ვკითხულობ გოეთეს "ფაუსტს".
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalini
post Feb 3 2014, 05:13 PM
Post #439


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 6-August 13
Member No.: 7,157

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვკითხულობ სიკვდილი სიკვდილის შემდეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 15 2014, 05:41 PM
Post #440


GREEN soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 1,359
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წიგნს არ ვკითხულობ მაგრამ იქნებ ვინც რუსული იცის ერთი სიტყვის გადათარგმნა მინდა
ლაზარევის ვიდეოს ვთარგმნი გაზაფხულს ეხება და ხშირად ახსენებს ამ სიტყვას და რას ნიშნავს ბოლოსდაბოლოს ვერ დავასკვენი. აი ეს სიტყვა
Уныние
რუსულ ვიკიპედიაში კი ვნახე განმარტება მაგრამ ქართულად ვერ გავიაზრე მაინც
Уны́ние wikipedia - ში


Уны́ние (лат. acedia) — отрицательно окрашенное настроение, подавленное состояние духа, сопровождающееся общим упадком сил.
Сильное уныние характерно для депрессии и может предварять самоубийство.

В христианстве уныние — одна из восьми главных греховных страстей, впоследствии в римо-католической традиции один из семи смертных грехов. По словам Иоанна Лествичника, «уныние есть расслабление души, изнеможение ума, пренебрежение иноческого подвига, ненависть к обету, ублажатель мирских, оболгатель Бога, будто Он немилосерд и нечеловеколюбив» (Лествица 13:2).

Уны́ние _ უარყოფითი შეფერილობის გრძნობა, სულიერად დაცემული მდგომარეობა, რასაც ახლავს ძალების დაქვეითება. ძლიერი უნინია დამახასიათებელია დეპრესიისათვის და შესაძლოა გამოიწვიოს თვითმკვლელობა.

ქრისტიანობაში 8 მთავარ ცოდვას შორის ერთერთია, კათოლიკური შეხედულებით ერთერთი სასიკვდილო ცოდვა. იოანე ლესტვიჩნიკის აზრით "უნინიე არის სულის სისუსტე, გონებრივი უძლურება (ვერც ამ სიტყვას ვთარგმნი ზუსტად), უყურადღებობა სულიერი წინსვლისადმი? (ალბათ ასე ითარგმნება აზრი), სიძულვილი აღთქმისადმი, მშვიდობის მოყვარულთა აბუჩად ამგდები, ღვთის მგმობი, თითქოს ის არის შეუწყნარებელი და კაცთმოძულე.


ჯერ ვიფიქრე ალბათ სასოწარკვეთილებად გადავთარგმნი თქო მაგრამ ეს უფრო სხვა რამ არის პლიუს ცინიკოსი და ალბათ ქართულად ერთი სიტყვით არც გადაითარგმნება

Go to the top of the page
 
+Quote Post

23 Pages V  « < 20 21 22 23 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 22nd January 2022 - 12:15 AM