IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ძილი
Molen
post Oct 2 2010, 11:06 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყოველდღიურად, როდესაც ადამიანი გარკვეული სამუშაოს (ფიზიკური ან ცნობიერი) შეასრულებს, იღლება. ეს ბუნებრივი მოვლენაა. ასეთ დროს ადამიანის სხეული ითხოვს დასვენებას, ყველაფრისაგან მოწყვეტას, საბოლოოდ კი ძილს. ამის შემდეგ ადამიანის სხეული ნელ-ნელა იწყებს მოდუნებას, მოშვებას და განეწყობა დასასვენებლად. ბუნებრივია ასეთ გარემოებებს აუცილებლად უნდა მოყვეს ძილი. ძილის პერიოდში ადამიანის კუნთოვანი სისტემა და ტვინის გარკვეული ნაწილი მთლიანად ან ნაწილობრივ ითიშება და ისვენებს, რაც ხელს უწყობს დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენას და მომავალი დღის წარმატებით დაწყებას.

ადამიანი ძილის დროს ხედავს სიზმარს. ფროიდის სიზმარს "ყოველღამეულ სიგიჟედ" მოიხსენიებს. მისი აზრით, სიზმარი განდევნილი, არაცნობიერი სურვილების გამოხატულებაა, რომელსაც ყოველდღიურ რეალობაში ვერც კი წარმოვიდგენდით, ქმედებაე რომ ლაპარაკიც არ იყოს. იმ შემთხვავშიც თუ სიზმარი შეიძლება სულაც უწყინარ შინაარს ატარებდეს, მის უკან, სულ სხვა ქვეტექსტი იმალება, რომელიც აუცილებლად სასურველი შედეგის დადგომის დაფარულ ნაყოფს წარმოადგენს.

თუმცა სიზმრისეული არადასავლური გაგება ბევრად განსხვავდება ფროიდისეული და სხვა დასავლელი ფსიქოლოგების შეხედულებებისაგან. მაგალითად ეკვადორის, არჩურის ტომში, მიღებული წესია, ყოველ დილით, მამაკაცები დასხდნენ და ურთიერთს უამბონ თუ რა ნახეს წუხელ სიზმრად. მაგალითად შამანების ერთ-ერთი როლი ძველმექსიკურ და თუნდაც აზიურ კულტურაში, სწორედ სიმზრების ინტერპრეტირება და ახსნა გახლდათ. ზოგიერთი ასეთი შეხედულებებით, სიზმრის მეშვეობით, ადამიანის დაფარული გრძნობების გამოვლენა და მეტიც, მოამვლის წინასწარმეტყველებაც შეიძლება.

თუმცა თანამედროვე კვლევებმა მაინც დაადასტურეს, რომ სიზმარი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ხანდახან ინტერპრეტირებული ან ორიგინალური სახით გვევლინება სიზმარში.

თანამედროვე სამყაროში, არსებობენ ადამიანები ვისაც მიაჩნიათ, რომ სიზმრის მართვა შესაძლებელია. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ლაბორატორიული ცდა და ნახეს, რომ გარკვეულ წილად ეს მართლაც ასე გახლდათ. თუ ადამიანები წინასწარ დარწმუნებულები არიან რომ მათი სიზმარი შეიძლება იყოს წარმათული მათსავე მიერ, იმის შანსი იზრდება, რომ მათი ნების მიხედვით დასრულდეს, ის ზმანებები, რომლებსაც ისინი ხედავენ. სპეციალურ ლაბორატორიებში, ასეთი გამოკვლევები ჩატარდა, რამაც აღნიშნული თეორია დაადასტურა.
ძილი, ზოგადად, აუცილებელი და შუცვლელი ქმედება გახლავთ.
ადამიანს, დღეში, ოპტიმალურად, 8 საათი უნდა ეძინოს!!!
წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანში იღვიძებს ინსომნია, რაც ნიშნავს იმას, რომ პიროვნება იტანჯება მოუსვენრობით, აწუხებს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რაც შეიძლება მას შემდეგაც გაგრძელდეს, რაც ადამიანი დაუბრუნდება ძილის ჩვეულ რიტმს. ამას გარდა უძილობა ან არასაკმარისი ძილი (პერმანენტულად 8 საათზე ცოტა ხანსს) იწვევს მოთენთილობას, სწრაფ დაღლას, უხასიათობას, ეს პირველ ეტაპზე, შემდეგ კი თვალების არის დასიებას, ტკივილს თავისა და სხვეულის სხვადასხვა არეში, შიშს, უეცარ აღგზნებას, აგრესიას, კუნთოვანი სისტემის მოშლას, უეცარ გულის წასვლას, უადგილო ადგილას თვითნებურ მიძინებას, ეჭვიანობას, ჰალუცინაციებს და ბოლოს არასწორი ფიქრების დაბადებას რაც შეიძლება ცუდად დასრულდეს.

ასე რომ ძილი არის ის ყოველდღიური საჭიროება, რომლის ჩანაცვლებასაც ნურავინ ნურაფრით შეეცდება.


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 4th May 2024 - 07:56 AM