IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> ინუაკი, რეპტილია ჩემში, არიანა ჰავა (Ariana Havah) – ინუაკი,
td.........
post Jul 8 2013, 10:13 PM
Post #41


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მერე? ატარვაცა ნიშნავს მოწყდე...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonimus
post Jul 11 2013, 02:25 PM
Post #42


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 236
Joined: 5-June 13
From: - - -
Member No.: 7,109

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაწილი 2
იმედია ყველაფერი სწორედ გადავთარგმნე

ა-ვიფიქრე და იქნებ კიდევ ერთხელ ამიღწერო თუ როგორ ცხოვრობენ ისინი? ცალ-ცალკე თუ ერთად?
დ-არა ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ მაგრამ მათი სახლები არ გავს აქაურს იქ მრავალსართულიანი სახლები არაა
ა-მაშინ როგორი სახლები აქვთ მათ?
დ-მათი სახლები მიწისქვეშაა ისინი მიხვდნენ რომ არ აქ აზრი სახლების ზემოთ შენებას ესე ხო ადგილი იკარგება
ა-მათ აქვთ ავეჯი?
დ-კი მაგეამ იქაური ავეჯი დამზადებულია ნატურალური მასალისგან, მასალისგან რაც ძალიან გავს ბაბბუკს და ხეს, ისინი სხვა მასალას არ ხმარობენ
ა-გამოდის რომ ისინი შიშვლები დადიან?
დ-კი იქ ესცვეულებრივი რამაა, ის უფრო გაუკვირდებათ ვინმემ რამე რომ ჩაიცვას
ა-და არ ცივათ?
დ-არა თუ შესცივდებათ ისინი სითბოს ტხოვენ სამყაროს მატრიცას
ა-ასეთი რამის გაკეთება ჩვენც შეგვილია?
დ-კი მაგრამ ეფექტი დიდხანს არ გაგრძელდება
ა-და სიათლეს როგორ იღებენ?
დ-ისევე
ა-ანუ ეხლა მე რომ სამყაროს მატრიცას სინათლე ვთხოვო ოთახი განათდება?
დ-არა რათქმაუნდა, აქ ეს ჯერ შესაძლებელი არ არის, მაგრამ მალე შესაძლებელი გახდება რადგან ამ დროს ხდება უამრავი ჩარევა და არამარტო შენ არამედ ბევრი ვერ შEძლებს ამას.შეილება თუ კონცენტრაციას მოახდენ შეძლო მარა ეს გატანს რამოდენიმე წამს მეთს ვერა...
ა--შენ თქვი რომ ეს ჯერ ჯერობით შეუძლებელია? როდის იქნება შესაძლებელი?
დ-მალე, ძალიან მალე....
ა-როდის?
დ-მხოლოდ ის შემილია გითხრა რომ შენ ამას მოესწრები/იხილავ
ა-იქნებ სხვა სიცოცხლეში?
დ-არა აქ
ა-იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნაsad.gif
დ-მალე პლანეტა მოახდენს ვიბრაციულ გადასვლას
ა-ანუ ცნობილი ,,2012 წელი''?
დ-დიახ პლანეტა გადავა მეხუთე განზომილებაში და მაშინ...
ა-როგორ შევძლებთ მეხუთე განძომილებაში გადასვლას როცა ეხლა მესამეში ვართ?
დ-ეხლა მეოთხე განზომილებაში ვართ!!!!!!
ა-არა ჩვენ ხომ მესამეში ვართ ეს ყველამ იცის
დ-ყველამ, ვინც არ სურს განიხილოს დროებითი ღონისძიების მხარე
ა-დრო ხომ ერთეული განზომილებაა?
დ-როგორც სიგრძე სიგანე და სიმაღლე
ა_გამოდის რომ ჩვენ მართლაც მეხუთე განზომილებაში გადავალთ?
დ-ხო რარაც ასეთი
ა-როგორ მოხდება ეს დავწვებით და დილით სხვე განზომილბაში გავიღვიძებთ?
დ-არა რა ტქმაუნდა ეს გასთანს სამითვეე, მანამდე კი მოხდება უამრავი კატასტრობები რაც იქნება მინიშნება
ა-ანუ ჩვენ გველის ბნელი პერიოდი
დ-რათქმაუნდა როგორც სხვა ბევრ პლანეტას დედამიწასაც სჭირდება გასუფთავება ამითომ ცვენ მოგვიწევს ბევრი რამის გადატანა მასთან ერთად,მაგრამ ეს ამად ღირს რაც მას შემდეგ მოხდება ის იქნებ სხვა სამყარო არ შემილია ამის სიტყვებიტ აღწერა ის უნდა ნახო
ა-კარგი იქნებოდ ეს რომ სრულყოფილი სამყარო იყოს
დ-რათქმაუნდა ესეც იქნება მაგრამ ამას დრო უნდა რათა თქვენ ყველაფერი სწორედ აითვისოთ
ა-ხომ არ იცი რა დრო დაშღირდება ამას?
დ-5 ან 6 დედამიწის წელი
ა-2012 წლამდე თუ მას მერე?
დ-2012 წლის შემდეგ აუცილებელი იქება გაიგოთ რომ მარტო არ ხართ ამ სამყაროში
ა-მე როგორც ვიცი 2012 წელს დედამიწა მოხვდება სამყაროს ცენტრში რომელიც წარმოადგენს შავ ხვრელს იქნებ ამიხსნა რა არის ეს შავი ხვრელი?
დ-შავი ხველი-ეს არიის ადგილი სადაც არ არსებობს განძომილება საერთოდ არაფერი არა არის
ა-თუ არაფერი არ არის რაშია საჭირო?
დ-ეს არის დაახლოებით კარი სხვა განზომილებაში
ა-ამ ყველაფერს ვინ აკონტროლებს ღმერთი ხო ალბათ?
დ-დამოკიდებულია იმეზე რომელ ღმერღზე ლაპარაკობ
ა-რომელზეც ჩვენ ვლოცულობთ
დ-კი ჩვენ ვემსახურებით ღმერთს მაგრამ ის არ არრის სამყაროს შემოქმედი სამყაროში ყველას ყავს თავისი ღმერთი მაგრამ ყველაზე მაღლა დგას ერთი ეს არის წარმოუდგენელი ენერგია რომელსაც ჩვენ შეგვილია ღმერთი დავუძახოთ
ა-და როგორია ის ?
დ-არ ვიცი... არამგონია ვინმეს ენახოს, ჩვენ ეხლა მიწიერი ცოდნა გვაქვს, მაგრამ ადამიანი არ არის რობოტი/მანქანა ის უფრო ღრმაა
ა-ხო ეს ყველამ იცის ადამიანში არის სული რომელიც უკვდავია
დ-არ რომ არ არსებობს
ა-????ანუ????
დ-სული როგორც თქვენ ეძახით არ არის ადამიანის სხეულში
ა-მაშინ სად იმყოფება?
დ-Где-то сверху, выше кaждой особи (სადღაც თავზე, ზემოთ)
ა-როგორ ვერ მივხვდი?
დ-ეხლავე აგიხსნი, ყველა ადამიანის ზემოთ არის რაღაც მაგალითად ბურთი/სფერო ის ადამიანის სხეულს უკავშირდება რაღაც წვრილი ხაზით რომელიც დაახლოებით 15-20 სანტიმეტრია მაგრამ სიკვდილის მოახლოების დროს ეს ხაზი წვრილდება რათა ადვილად გადავიდეს სხვა სხეულში
ა-კარგი მაგრამ ტუ ადამიანი ახალგაზრდაა და ავარიის დროს იღუპება?
დ-არ ააქ მნიშვნელობა
ა-ანუ ჩვენ სულთან შნურით ვართ დაკავშრებული?
დ-მოკლედ ცვენ მტელ სხეულშია განაწილებული სულის რაღაც ნაცილი ხელში ფეხში... მეორე ნაწილი კი სფეროშია
ა-და თუ ადამიანი ხელს დაკარგავს რა მოდის იმ ნაწილს?
დ-არაფერი სულის ის ნაწილი იქვე რჩება თითქოს ხელი ისევ იქაა
ა-რა მოსდის ამ ნაწილს სიკვდილის შემდეგ?
დ-ის იმ ნაწილს უერთდება შნურის საშუალებიტ რომელიც ბირთვშIა და იწყებენ წასვლას
ა-მართალია რომ სულს თან მიყვება მოგნებები და ქმედებები?(деяния)
დ-ქმედებები არა. უნარი, ხარისხისა და ხარვეზები - კი.(ეს ვერ მივხვდიsad.gif) ქმედებები კი მატრიცაში რჩება
ა-შენ მატრიცას ღმერთს ეძახი?
დ-არა ართქმაუნდა ხმერთი და მატრიცა სხვადასხვა რამაა
ა- იქნებ უფრო კარგად ამიხსნა?
დ-არ ვიცი როგორ
ა-იქნებ მატრიცა ამიღწერო
დ-მატრიცა ეს პირველადი ფორმაა ენერგიის აქ შეგილია ნახო ყველაფერი ყველა აზრი წარსულის ან მომავლის
ა-ჩვენ გვჯერა რომ ეს ყველაფერი შეიქმნა ერტი ღმერთისგან
დ-სწორია ყველაფერი გააკეტა ერთმა ,,მამმ" და ყველაფერი შედგება თავისი ენერგიისგან და სფეროსგან
ა-პლანეტებსაც აქვთ ეს სფერო?
დ-დიახ ყველაფერი ცხოველებს პლანეტებს ქვებსაც კი უბრელოდ ჩვნ ვერ ვხედავთ მას
ა-კი მაგრამ...
დ-იქნებ დავისვენით საკმაოდ დავიღალე.


--------------------
白狼
Go to the top of the page
 
+Quote Post
Helen
post Jul 12 2013, 08:50 PM
Post #43


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 25-July 11
Member No.: 6,523

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანუნაკების თემით საკმაოდ დავინტერესდი ერთი სტატიის წაკითხვის შემდეგ, აი სტატია:
"ვინ იყვნენ შუმერები და რა ინფორმაცია დაგვიტოვეს.

ეს სტატია ეხება ძველ შუმერებს სხვა რასის წარმომადგენლებს და ადამიანის შექმნას. წინასწარ ვიტყვი რომ არაფერი არ არის ჩემი მოგონილი, ყველაფერი არის მეცნიერებისა და არქეოლოგების აღმოჩენებზე დაფუძნებული.
ყველა ხელნაწერი ან ჩანახატი არის თიხის ფილებზე ან გრაგნილებზე. არავინ გვაძალებს ამის დაჯერებას , უბრალოდ მინდა ეს საინტერესო სტატია გაგიზიაროთ smile.gif

აქ მოყვანილია ადანური ცივილიზაციის წარმოშობის ისტორია წინასწარ დავიზღვევ თავს და ვიტყვი, რომ არაფერი არ არის ჩემი მოგონილი, ინფორმაცია ნაპოვნია და ნათარგმნი. ჩვენ ქრისტიანები ვართ, არავინ გვაძალებს ამის დაჯერებას, მაგრამ მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის ეს საინტერესო სტატია.

პლანეტა ნიბირუ?
უკვე დამტკიცებულია, რომ შუმერული ცივილიზაცია ყველაზე ძველია დედამიწაზე. მათი პირველი ცივილიზაცია შეიქმნა დაახლოებით 445 ათასი წლის უკან. ბევრი მეცნიერი იბრძოდა და იბრძვის პლანეტის ყველაზე ძველი ცივილიზაციის საიდუმლოს დამსხვრევაზე, მაგრამ საიდუმლო ისევ საიდუმლოდ რჩება. საკმარისია ვახსენოთ, რომ მათ ჰქონდათ მათემატიკური გამოთვლების უდიდესი უნარი და იცოდნენ ფიბონაჩის რიცხვები. შუმერული ხელნაწერები შეიცავს ინფორმაციას მზის სისტემის შექმნაზე, მის განვითარებაზე და წყობაზე.მათ ნახატებში, რომლებიც ინახება გერმანიის სახელმწიფო მუზეუმის(ბერლინში) ახლოაღმოსავლეთ სექციაში,არის ასახული მზის სისტემა:ცენტრში მზე და გარშემო კი ჩვენთვის ცნობილი ყველა პლანეტა(მზის სისტემის). თუმცა მათ მზის სისტემის ნახატში განსხვავებაა, შუმერებს მარსსა და იუპიტერს შორის აქვთ მოთავსებული დიდი ზომის უცნობი პლანეტა, მეთორმეტე პლანეტა შუმერული სისტემით! ამ უცნაურ და ამოუცნობ პლანეტას შუმერები ეძახდნენ ნიბირუს, რაც ნიშნავს«გადამკვეთ პლანეტას». ამ პლანეტის ორბიტა-მეტად მოგრძო ელიფსი,– ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ კვეთავს მზის სისტემას.ნიბირუს მორიგი სტუმრობა 2100-2158 წლებშია მოსალოდნელი.

შუმერული ხელნაწერების თანახმად, პლანეტა ნიბირუ იყო დასახლებული გონიერი არსებებით სახელად: ანუნაკები. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 360 000 წელს. ისინი იყვნენ გიგანტები: ქალების სიმაღლე 3-იდან 3,7 მეტრს აღწევდა, ხოლო მამაკაცების 4 დან 5-ს .აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მაგალითად, ძველი ეგვიპტელი მმართველი ეხნატონი იყო 4 მეტრი სიმაღლის, ხოლო ლეგენდარული ნეფერტიტი დაახლოებით 3,5 მეტრი. უკვე ჩვენ დროს ეხნატონის ქალაქშო იქნა აღმოჩენილი 2 უცნაური სამარხი. ერთ ერთ მათგანში პირდაპირ მუმიის თავზე იყო გამოსახული სიცოცხლის ყვავილი.ხოლო მეორე სამარხში აღმოაჩინეს დაახლოებით 7 წლის ბავშვის ძვლები, რომლის სიმაღლეც 2,5 მეტრია. ამ ბავშვის ძვლები გადატანილი იქნება კაიროს მუზეუმში.შუმერების კოსმოგონიაში მთავარ მოვლენად ითვლება«კოსმოსური ომები» და კატასტროფა, რომელიც მოხდა 4 მილიარდი წლის წინ და შეცვალა მზის სისტემის ფორმა. თანამედროვე ასტრონომია ადასტურებს ამ კატასტროფის მოხდენის ფაქტს!

შუმერულ ხელნაწერებში არის მოყვანილი ფაქტები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დედამიწაზე გონიერი ცხოვრების წარმოშობის მიზეზი. ამ ხელნაწერების თანახმად,ჰომო საპიენსი შეიქმნა ხელოვნურად გენური ინჟინერიის შედეგად დაახლოებით 300 ათასი წლის წინ. ამგვარად, შეიძლება, კაცობრიობა წარმოადგენდეს ბიორობოტების ცივილიზაციას. თავიდანვე ვახსენებ რომ სტატიაში არის ზოგიერთი დროის შეუსაბამობა. ეს არის იმასთან დაკავშირებული, რომ თარიღების უმეტესობა დადგენილია მხოლოდ გარკვეული ხარისხის სიზუსტით.შუმერული ხელნაწერების გაშიფვრამ გამოიწვია მკვლევარების შოკი. მოვიყვანოთ მოკლე და არასრული სია იმ ცივილიზაციის მიღწევებისა, რომელიც არსებობდა განვითარების გზაზე მყოფ ეგვიპტეზე, რომის იმპერიაზე და მითუმეტეს ძველ საბერძნეთზე უფრო ადრე. შუმერული ხელნაწერების გარკვეული გაშიფვრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ შუმერული ცივილიზაცია ფლობდა თანამედროვე მეცნიერულ ცოდნას ქიმიის,მცენარეული მედიცინის, კოსმოგონიის, ასტრონომიის, თანამედროვე მათემატიკის და გენური ინჟინერიის შესახებ, ასევე ჰქონდათ თანამედროვე სახელმწიფო პარლამენტი, სასამართლო და არჩევნები.

შუმერები ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ კონტაქტი პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებთან! შუმერული ტექსტების თანახმად ზუსტად ამ პლანეტიდან ჩამოვიდნენ ანუნაკები დედამიწაზე. შესაძლებელია მართლაც ასე იყო. თუ დავუჯერებთ ამ ლეგენდებს, რომლებიც მრავალია სხვა და სხვა კულტურასა და ცივილიზაციაში, მაშინ ჰუმანოიდებს არა მარტო კონტაქტი ჰქონდათ ადამიანურ რასასთან, არამედ ისე ახლოს იყვნენ მათთან, რომ, შესაძლებელია საერთო შთამომავლობაც ჰყავდეთ. დავუბრუნდეთ ისევ შუმერულ ხელნაწერებს:პირველი ანუნაკები დედამიწაზე ჩამოვიდნენ 445 ათასი წლის წინ (შუმერული ცივილიზაციის შექმნის თარიღი).შევეცადოთ ვიპოვოთ პასუხი დასმულ კითხვაზე:რატომ სურდათ პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებს დედამიწაზე ჩამოსვლა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ აინტერესებდათ სასარგებლო მინერალები, პირველ რიგში-ოქრო. რატომ?თუ ავიღებთ თეორიას ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ მეთორმეტე პლანეტაზე(მზის სისტემის), შეიძლება მათ სურდათ ოქროსშემცველი დამცავი ეკრანის შექმნა პლანეტისთვის. ავღნიშნოთ, რომ ანალოგიური ტექნოლოგიით ჩვენს დროში მიმდინარეობს კოსმოსური პროექტების გარკვეული ნაწილი.

პირველად ანუნაკები უშედეგოდ ცდილობდნენ ოქროს მოპოვებას სპარსეთის ყურეში, ხოლო შემდეგ დაიწყეს მიწისქვეშა სამუშაოები სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ, როდესაც პლანეტა ნიბირუ იმყოფებოდა დედამიწის სიახლოვეში, მასზე იგზავნებოდა მთელი მოპოვებული ოქროს მარაგი.ხელნაწერების მიხედვით ანუნაკები საკმაოდ დიდხანს მოიპოვებდნენ ოქროს დედამიწაზე, დაახლოებით:100 150 ათასი წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ,როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა აჯანყება. დიდხანსმცხოვრებ ანუნაკებს მობეზრდათ ათასობით წლის მიწისქვეშ გატარება და ოქროს მოპოვება. და მაშინ მიიღეს უნიკალური გადაწყვეტილება: მათ გადაწყვიტეს შეექმნათ «პრიმიტიული მომუშავეები» მიწისქვეშ სამუშაოდ.და კაცობრიობის შექმნის მთელი პროცესი დაწვრილებით აღწერილია – შუმერულ თიხის დაფებზე. ამ ინფორმაციამ ფაქტიურად შოკში ჩააგდო თანამედროვე გენეტიკები.

სხვა ვერსია?
თორა ?ეს სიტყვა შეიქმნა შუმერების დროს. ეს სიტყვა მოცემულია მრავლობითად და ზუსტი თარგმანით უნდა აღნიშნავდეს ღმერთს. ადამიანის შექმნის მიზეზი კი დაზუსტებით გავარკვიეთ:«… არ არსებობდა კაცი მიწის დამმუშავებელი ».

ანუნაკების მმართველმა ანუმ და მთავარმა მეცნიერებმა ენიკებმა გადაწყვიტეს შეექმნათ«ადამუ». ეს სიტყვა წარმოიშობა «Adamah» იდან (მიწა) და აღნიშნავს «დედამიწელს».ენიკებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მხოლოდ ფეხით მოსიარულე არსებები, რომლებიც უკვე არსებობდნენ დედამიწაზე, და გაეუმჯობესებინათ ისინი იმ დონეზე, რომ მათ შეძლებოდათ ბრძანებების გაგება და ინსტრუმენტების გამოყენება. მათ ესმოდათ, რომ დედამიწის ბინადრებს ევოლუცია ჯერ არ გაუვლიათ და ამ პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.დედამიწას უყურებდნენ როგორც ერთ ცოცხალ არსებას, ისინი ფიქრობდნენ რომ აქ სიცოცხლე ისევე გაჩნდა როგორც მათ მშობლიურ პლანეტაზე, ენიკებს ეძახდნენ “Nahash”, რაც აღნიშნავს«გველთა, გველს» ან «ის ვინც იცის ყველაზე მეტი საიდუმლო». უფრო კონკრეტულად Nahash სიმბოლოთიც გამოისახებოდა:ორი ერთმანეთზე შემოხვეული გველი. ეს სიმბოლო შეიძლება მივამსგავსოთ დნმ ის სტუქტურულ მოდელს, რომელიც ენიკებმა გამოიცნეს გენეტიკური ცდების შედეგად.ენიკების გეგმაში შედიოდა ადამიანისა და ანუნაკების დნმ ის შეერთება და ახალი რასის მიღება. ენიკებმა დასახმარებლად მოიხმეს ახალგაზრდა ლამაზი გოგონა , სახელად ნინტი– «ქალბატონი, რომელიც იძლევა სიცოცხლეს».ჩანაწერებში არის ინსტრუქცია რომელიც ენიკებმა მისცეს ნინტის. უპირველეს ყოვლისა, მთელი პროცედურა უნდა ჩატარებულიყო სტერილიზებულ ადგილას.როგორც ტექსტში ჩანს, ენიკები მუშაობისას იყენებდნენ აფრიკული მაიმუნის კვერცხუჯრედებს, რომელიც ჩრდილოეთ ზიმბაბვეში ბინადრობს.

რამოდენიმე კომპონენტი:
ინსტრუქციაში ცოტა გაურკვევლად წერია მაგრამ დაახლოებით ასეა: “შეურიე არსი და თიხა მიწის ბაზიდან რომელიც არის ჩრდილოეთით” ნინტი როგორც მეცნიერები ასკვნიან იყო ძალიან ჭკვიანი და მრავლისმცოდნე, ახალგაზრდა ანუნაკი, რომელიც თიხისგან და არსისგან მიიღებს ახალშობილის ბედს… და რაც ის გამოვა იქნება ადამიანი».

(თიხა და არსი შეიძლება იგივე მნიშვნელობის არ იყოს როგორც ჩვენ ეს სიტყვები გვესმის)
მაგალითად:ღვთაებრივი ელემენტი, რომელსაც შუმერებმა უწოდეს «ТЕ-Е-МА»რაც აღნიშნავს «არსს» ან «ის, რაც აკავშრებს გონებას», ხოლო ჩვენებურ ენაზე ეს არის დნმ. სპეციალურად იყო შერჩეული ანუნაკის სისხლი. ასევე ახალგაზრდა მამაკაცებისგან იღებდნენ Shiru – სპერმას. სიტყვა «თიხა» წარმოიშობა ამ სიტყვიდან «TI-IT», და ითარგმნება ასე «ის რაც ახლავს სიცოცხლეს». ასევე არის ნახსენები სიტყვა კვერცხი შეიძლება ეს იყოს კვერცხუჯრედი. გარდა ამისა , ტექსტში აღნიშნულია, რომ ერთ ერთი ანუნაკისგან(როგოც შუმერები წერენ ერთ ერთი ღმერთისგან) იქნა აღებული, ის რასაც ეძახდნენ napishtu (მისი მსგავსი სიტყვა ბიბლიაშიც არის :Naphsh, რომელიც არაზუსტად ითარგმნება როგორც «სული»).
ტექსტშ წერია, რომ წარმატებას თავიდანვე ვერ მიაღწიეს და გამოსდიოდათ საშინელი გარეგნობის ჰიბრიდები. და როგორც იქნა მათ მიაღწიეს წარმატებას. წარმატებით ფორმირებული კვერცხუჯრედი მოათავსეს ნინტის სხეულში, დიდი ხნის ფეხმძიმობის შემდეგ გაჩნდა ადამიანი – ადამ. მეცნიერები ვარაუდობენ რომ თუ მათ ბევრი მომუშავე სჭირდებოდათ გასამრავლებლად ქალიც იყო საჭირო და გააკეთეს ადამისგან კლონი ოღონდ ისე რომ მდედრობითი სქესის გამოვიდა სახელად ევა(კიდევ ვიმეორებ ეს არის უბრალოდ ხელნაწერები არავინ ვიცით ეს მართალია თუ ტყუილი, შუმერებს ეს ყველაფერი თავიანთ თიხის დაფებზე აქვთ აღწერილი). კლონირების აღმწერი ხელნაწერები არ არსებობს ან ვერ აღმოაჩინეს. მაგრამ როდესაც ადამიანს ანუნაკებმა მისცეს ყველა საჭირო შესაძლებლობა და განვითარების უნარი,არ მისცეს მხოლოდ დიდხნიანი სიცოცხლე. მოგვიანებით როცა დედამიწის ქალებმა მიიღეს გამომწვევი შეხედულება, ანუნაკებმა დაიწყეს მათი ცოლად შერთვა, რაც ასევე ამართლებს ადამიანის ინტელექტის ძლიერ განვითარებას. ბიბლიაში ამის შესახებ არის ნათქვამი შემდეგი:
“როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.”

კითხვები და პასუხები:

1. ვის შეეძლო მაღაროში მუშაობა ქვის ხანაში?!
არქეოლოგიური კვლევები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ქვის ხანის დროს მიმდინარეობდა მიწისქვეშა სამუშაოები(!). ჯერ კიდევ 1970 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ოქროსმომპოვებელი მაღაროები, 20 მეტრის სიღრმის. ფიზიკოსების საერთაშორისო ჯგუფმა, 1988 წელს გაარკვია მაღაროების ასაკი- 80 – 100 ათასი წელი.

2. საიდან იციან ველურმა ტომებმა «ხელოვნური ადამიანების შესახებ»?
ზულუს ლეგენდებში ნათქვამია, რომ ამ მაღაროებში მუშაობდნენ ადამიანები სისხლით და ხორცით, რომლებიც იყვნენ ხელოვნურად შექმნილები «პირველი არსებების მიერ».

3. ასტრონომების მეორე აღმოჩენა ამტკიცებს რომ პლანეტა ნიბირუ მართლაც არსებობდა ან არსებობს!
თანამედროვე ასტრონომები ამტკიცებენ რომ იუპიტერსა და მარსს შორის უნდა ყოფილიყო დედამიწაზე ორჯერ დიდი პლანეტა ! შესაძლებელია ეს პლანეტა აღარ არსებობდეს კატასტროფის შედეგად."

წყარო: http://ucnauri.com/119646/შუმერები/

პ.ს. სიმართლე გითხრათ მე არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ვიღაცის გენეტიკური ექსპერიმენტის ნაწილი ვარ biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ უბრალოდ საინტერესო თეორიაა smile.gif


--------------------
"Nothing Is Impossible, The Word Itself Says "I'm Possible"!"
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 12 2013, 09:03 PM
Post #44


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
სიმართლე გითხრათ მე არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ვიღაცის გენეტიკური ექსპერიმენტის ნაწილი ვარ

ჩვენი თანხმობა ან არდათანხმება ფაქტს ვერ შეცვლის სამწუხაროდ.
ასე სიტყვასიტყვით არ წერია შუმერულ ტექსტებში როგორც ამ სტატიაშია, მაგრამ აზრი ესაა ალბათ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jul 13 2013, 12:48 AM
Post #45


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Helen @ Jul 12 2013, 09:50 PM) *
სიმართლე გითხრათ მე არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ვიღაცის გენეტიკური ექსპერიმენტის ნაწილი ვარ biggrin.gif biggrin.gif


შეიძლება ექსპერიმენტი არა, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანი მაღალგანვიტარებული გენური ინჟინერიის შედეგია..


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonimus
post Jul 15 2013, 11:32 PM
Post #46


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 236
Joined: 5-June 13
From: - - -
Member No.: 7,109

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



To be continued


--------------------
白狼
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Aug 17 2013, 04:16 PM
Post #47


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(anonimus @ Jun 18 2013, 05:52 PM) *
ისე შემიძლია მეც ვთარგმნო დავინტერესდი და თან არდადაგებიც დამეწყო ამიტომ დრო თავზე საყრელად მაქ
თუ ადმინისტრაცია ანთვითონ თემის ავტორი არ იქნებიან წინააღმდეგები შემიძლია დავიწყო თარგმნა და დავდო angelchik.gif


მადლობა რომ გააგრძელე თარგმნა მე ახლა ვერ ვიცლი ამ ზაფხულს ვმუშაობ, მაგრამ აქ ყოველდღე შემოვდივარ და ვნახულობ პოსტებს
მოკლედ გამიხარდა rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Aug 17 2013, 08:47 PM
Post #48


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Helen
საინტერესოა...

დამაფიქრა ამან: მარსსა და იუპიტერს შორის ?!

ყველამ ვიცით მითი ფაეტონზე :
ფაეტონი - ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მზის ღვთაების, ჰელიოსის ვაჟი იყო. ერთხელ მან მამას ერთი დღით სთხოვა ეტლი, რათა ზეცაში ,,ემოგზაურა” , მაგრამ ცხენების მართვა ვერ შეძლო და დაიღუპა. ლეგენდის თანახმად, ზეცაში ღვთიური ეტლის ნამსხვრევები მიმოიფანტა. მეცნიერებნა ივარაუდეს, რომ მარსსა და იუპიტერს შორის არსებობდა პლანეტა ფაეტონი, რომელიც ღვთაებრივი ეტლის მსგავსად დაიმსხვრა. ასე წარმოიქმნა ასტეროიდები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vasariah
post Sep 13 2013, 06:19 AM
Post #49


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 12-September 13
Member No.: 7,184

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE
ანუნაკებზე არ გაბრაზდეთ


როგორ გეკადრებათ, ნუთუ შეიძლება ადამიანი გაბრაზდეს უწყინარ ანუნაკებზე თუ ანანიკოებზე ან ანაზე და ნუნაკაზე, ნუ პრინციპში ნანუკაზე შეიძლება გაბრაზება(დაბალი დონის შოუებს აკეთებს), მაგრამ ანიკომ და ნინიკომ რა დააშავა?

ეჰ კარგად მახსოვს აწ გარდასული ხანა, ეპოქა ანუნაკების გარდა პლანეტა დედამიწაზე იკაკოები და ეკოები, რომ ბინადრობდნენ აკაკი კაკი კაკოსთან შეხმატკბილებულად.

ნუ რა არის ეეს? ნუ რაა ნუ რაააა?

გუბაზსანიკიძისეულისმაილიკი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vasariah
post Sep 13 2013, 11:15 AM
Post #50


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 12-September 13
Member No.: 7,184

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



anonimus
QUOTE
ა-და ანანუკები როგორ გამოიყურებიან? როგორც ადამიანები?
დ-არა ისინი გვანან ხვლიკებს მარა ცოტათი ადამიანებსაც
ა-ანუ რეპტილიები არიან?
დ- არა ისინი აკანუკები არიან
ა-შეგილია აღწერო?
დ-ისინი მაღლები არიან დაახლოებით 2 მეტრა დადიან 2ფეხიტ აქვტ 2 ხელი მაგრამ სამი თითი მათ ასევე აქვთ კუდი აქვთ თეთრი კანი.


აუ გადავირიე რა, ეხლა რომ ერთი ამბავი არ დავწერო არ შემიძლია, დაახლოვებით 10 წლის წინ შევიძინე სახლი სადაც ვიპოვე ხელნაწერი, თავიდან რომ წავიკითხე ბევრი ვიცინე, მაგრამ ეხლა სტატიებს რომ ვკითხულობ, ლამის გავგიჟდე, მოკლედ გადავწყვიტე დავწერო აქ რაც ეწერა იმ ხელნაწერში, მოვძებნე დავიდე წინ და უნდა გადმოვწერო, მაინტერესებს რას იტყვით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vasariah
post Sep 13 2013, 11:21 AM
Post #51


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 12-September 13
Member No.: 7,184

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაშინ, როდესაც მიწისმუშაკის რწმენის სათავე,
მტკნარი წყლით ნაგებ თხევად საძირკველს დამსგავსებოდა,
ოდეს ეფუძნა სასწაულებრივ ხილულ ხატებას,
ამაოდ მაშვრალს ქართა დევნაში სულშეჭირვებულს,
სიბრძნემოხვეჭილს ხორციელი ხუნდების თრევით,
გულ კვნესით მავალს ბაგედ ამომხდა ექო სულიდან საყვედურისა
თუმცა ღაღადით.
რად არ დამევსო თვალის ჩინი მის უწინარეს
ან რად არ ვიქმენ ბრმადშობილი შემქმნელის ნებით
რომ მის აღთქმაში დავრჩენილიყავ უფლის განგებით
და მეც მრგებოდა მცირედი წილი იმ კურთხევისა, რომელიც ამბობს:
ნეტარ არს კაცი უხილავად, რომ შეუცვნია და სწამს
სიმართლის, ნათლის რომელიც ზღვის ნაპირზე მკვიდრთ აღმოუცენდათ,
ამიტომ ვგოდებ ქვიშაზედ ნაგებ უბადრუკ ქოხს ჰგავს
ჩემივე რწმენა, თუ შეიძლება რწმენა ეწოდოს იმის მინდობას,
რასაც ორივე ხილული თვალით ცხადლივ შეჰყურებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vasariah
post Sep 13 2013, 11:54 AM
Post #52


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 12-September 13
Member No.: 7,184

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყოველივე კი ასე დაიწყო, როს ძმათამკვლელი ომის ქარცეცხლმა
მე მაიძულა სასოწარკვეთილს, გარდავსულიყავ ურჯულოთ სოფელს,
სადაც ხილული თუ უხილავი ბილწი კერპები დაბოგინობდნენ
ხალხთა გულებში და ბოლთას სცემდნენ ადამიანის უმეცარ გონში,
სადაც მისანი მოლოქის ძალით ამხედრდებოდა
აზვირთებული მდინარის ზათქზე და ტალღებს თავის
ფეხის ცერსაც არ ალოკინებდა მედიდურობდა წყლის სტიქიაზედ,
გულმოცემული.
იქ სადაც მოუსვენარ ჯარასავით ტრიალებს დანა ცელქი,
შავი ტარითვე და მისვე მსგავსად რიყის ქვებზედ ბზრიალებს შლეგი,
იგივ სისწრაფით, იგივე რითმით და იმავ დროით, სანამ მახვილი უკანასკნელ წრეს შემოხაზავს.
იქ სადაც რკინის ტარი რკინის ხელითვე
საბელმობმული ჯადოქრის წელზედ და აჩონჩხლილი
ათასგვარი ვერცხლის სიბილწით,
მისსავე მფლობელს დიდრონ უფსკრულზედ ახტუნავებდა და
უმოკლებდა შავეთისაკენ მიმავალ ბილიკს.
იქ სადაც ცეკვავს კედელზედ ყრილი ცერცვის მარცვლები,
მესულთანენის ბუტბუტის ხმაზედ, ხოლო სუროდან ამომავალი
კვამლი ორთქლისა, ზეგანზე სახავს უცნობ წარწერებს არამეულად,
ბრძენთა კალმები, რომ მომარჯვულან მათ ჩასაწერად ციკნის ტყავებზედ.
იქ სადაც თურმე არც კი უკვირთ თიხის გოლემი,
სულშთაბერილთა მსგავსად, რომ უვლის ფერხულს და ახარხარებს,
ტლინკაობით ქალდეველთა ბრბოს, რათა ბელადმა
ბრმათა ჯოგისამ დაქადნებით თქვას, აჰა თიხა და აჰა მექოთნე მისი მძერწავი,
ხომ ვუბოძეო სიცოცხლის სუნთქვა აბა უფალი?
რადგან ბალანი არ ასხია მიწის ხელებზედ და არ სდის ცრემლი,
ვერ იკვნეტს ფრჩხილებს და არ აწუხებს გვრემა მუცლისა,
მით არ ჰგავს ადამს? უტიფრად ბედავს თავი უტოლოს ქვეყნის შემოქმედს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vasariah
post Sep 13 2013, 12:08 PM
Post #53


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 12-September 13
Member No.: 7,184

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იქ სადაც ჟამსა სავსემთვარისას, აიწყვიტავდა უზნეო სიძვა და
შებყრობილნი ერთურთის რმერთებს ანებივრებდნენ, მათი
უზომო სიბილწისაგან კვნესოდა მიწა, ხოლო ზეცა კი იქუფრებოდა შურისსაგებლად,
იმუქრებოდა.
და ყოვნდებოდა კვლავაც ცეცხლის მახვილი მხოლოდ იმედად ხუთი მართლისა,
ვის გამოც უფალს აბრაამიც კი ევაჭრებოდა.
ვეგდე მიწაზედ უდაბნოს ხრიოკს ხელის მტევანიში ვზელდი იფქლივით
და ფიქრთა ლაშქარს მტრის ურდოსავით შემოვარდნილს ამღვრეულ გონში
ფსალმუნს ვუწერდი:
გოდებდა ერთი ფიქრთაგანი საიდან სადო, სად იბერიის მცხეთა მესხთა და
სად დაწყევლილი მიწის ნაფლეთი სოდომ გომორის?
ნუთუ განგებამ ბაბილონის მეფეთა მეფეს მიუზღო ვალი და
ურიათა წარმოტყვნის წილად მომაგო კერძი? ან რად მათრია,
მურდალ ტერფებმა იმავ ბილიკით? რატომ დავსერე იგივე გზა
ბაწარგამობმულ უხედნ კვიცივით, ძლიერის მკლავი მექაჩებოდა?
აჰა კამარა შეჰკრა მეორე ფიქრმა სიტყვა აწია წინა სადარდელს,
და სთქვა როდის? როდემდე? მისაყვედურა ხომ იყო ჟამი,
როცა შენს გულს მისანთ საქმენი ეუცნაურა? ესაკვირველა ბუნებას შენსას?
ხომ იყო ჟამი ოდეს თვალის გუგები ფართოვდებოდა უცხოს რამ ხილვით?
ყბა კანკალებდა იყინებოდა ძარღვებში სისხლი ჰაერთა ძალის მთავრის ძალითვე,
ჰაერშივე მოფარფატეს ხალხს რომ ხედავდი?
მაშ როდის? როდის იქცა ესე საქმენი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ წესად ცხოვრების?
თითქოს ქუჩაში ძველ მეგობარს სალამს აძლევდე?
ის რაც ოდესღაც სასწაულად მიგაჩნდა ვით ხამს, როდიდან გექცა ჩვეულებრივ ამბად ბედშავო?
რომ შეაგუე შენი გული ახალ გარემოს და მიწისპირზე ამოხეთქილი ჯოჯოხეთის,
მასპინძლად იქეც უცხო სტუმარი?
მესამე ფიქრმა ყურთასმენა წაიღო კვლავაც, იმ ძველ ანდაზას
გასჩხაოდა მწარენაჭამი დედაბერივით მიკიჟინებდა,
აღარ გეტყობა ფეხის კოჭებზედ ვისი გორის ხარ და კანის ფერიც გამოგიცვალა დამთრგუნველმა მზემ.
მტანჯავდა ფიქრი და ამ ვარამში უდაბნოს გრილი სიო მეფერებოდა ტმახშირ ქოჩორზედ,
როგორც მრავალგზის მიტოვებული სატრფო,
ტიროდა ქარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vasariah
post Sep 13 2013, 12:29 PM
Post #54


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 12-September 13
Member No.: 7,184

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დასცეს დაირას და ახმოვანდა წრეშეკრული გუნდი ერების,
ერთურთს შეჰხარის პართიელი და იაშარელი, ქალდეველები გადმოხვეწილ
ეგვიპტელებთან სჭამენ ნაკერპავს. თასებს, ფიალებს ღვინით ავსებდა დიდი სირცხვილი სიონის წმიდის,
გამჯავრებელი იზაბელი, რომ ჰქვია სახელად და იტმასნიდა ისრაელობას, ავიწყდებოდა იზაბელობა.
როცა ღრეობას მოუღეს ბოლო, ეს ის დღე იყო კვლავ სავსემთვარე,
მიწისქვეშეთში ნაგებ ტაძარში, ერთი ასული, უცხოელი მოტაცებული,
ჩაათრიეს და თან კენჭი ჰყარეს.
რომ გადაეგდოთ საპამპულოდ კერპების ზურგზე ატოტებულ ცრუ ღმერთებისთვის,
რომელთაგანაც პირველ ღვთაებას უწოდეს მალფას, ხოლო სახელი მეორესი იყო სტალასი.
მსხვერპლს კი სახელად ერქვა მარია, ვინაობა და სადაურობა ვერ გავარკვიე,
ან ვინ ჩიოდა იქ მყოფთაგან წარმომავლობას?
მათთვის მთავარი იყო რამ ერთი,
როგორ დაგმობდა საკუთარ უფალს ქრისტეს მხევალი,
ან რას იზავდა მის დასაცავად ამ მხევლის ღმერთი.
აკი მეც მკითხეს ორიოდე წლის წინათ მრწამსზე
და რადგან ვიყავ ფილოსოფიით აღტკინებულ ოჯახში ზრდილი,
ქრისტიანობის რამ უმეცარი, გატაცებული ძველი ბერძნული სიბრძნის სიმღერით,
მკვირცხლად მივუგე პლატონისეულ აზრზედ რომ ვიდექ
და ხატად რვთისა რომ მიმაჩნდა ვარსკვლავთა ჯარი,
კვის კლისურებად გამოვლენილ ძალად ვცანი უფალი,
მართლაც, რომ მაშინ ასე ვფიქრობდი და საიმედოდ გადავმალე სამშობლო მხრიდან,
თითქმის შემთხვევით გამოყოლილი იესოს ჯვარი.
ხოლო შემყურე ამ სურათების ჩუმადვე გულში
საუფლო ლოცვას ვიმეორებდი, მარჯვენა ხელის მუჭაში ჩაბღუჯული მაცხოვრის ჯვარი
ძალით მავსებდა, რომ გადარეულს მეტისმეტი ძალმომრეობით,
უსამართლობის ქორწილის მაყართ, ადუღებული იბერიული სისხლის ყივილით ლიბრგადაკრული,
მუსრს არ ვავლებდი.
არა, არ იყო ეს შეკავება სიკვდილის შიში, იქ არვის ჰკლავდნენ, ხელის მტევნებს
არ ითხვრიდნენ დაღვრილი სისხლით,
მხოლოდ ამაზედ უარესი რამ სასჯელი ჰქონდათ მოფიქრებული, ქრისტეს მხევლებად
ან და მონებად წოდებულ ასულთ, ქალწულთ დაჭაბუკთ,
თავის ცრუ ღმერთებს მიუყრიდნენ, როგორც საჩუქარს საზეიმო დღესასწაულზედ,
და ამ სიბილწით აქოთებულ ტაძრის კედლებში,
ვითარცა რწმენა პირველ დღეებში,
თვით ეშმას მიერ იცდებოდა ქრისტიანობა ქრისტიანისა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Vasariah
post Sep 13 2013, 01:00 PM
Post #55


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 12-September 13
Member No.: 7,184

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აჰა ბუტბუტიც ჩაათავა, წყეულთ ქურუმმა
გასცა ნიშანი მოქმედებისა ზე აღმართა რა ბინძური ხელი,
შემოეხვივნენ მხევალ მარიამს ირგვლივ მყოფელნი.
შემოახიეს ზედა სამოსი მკერდი უშიშვლეს,
სახეს აფურთხეს უშვეი სიტყვით ვითარც ყორნები
თავს დასჩხაოდნენ ხელი უბიძგეს
და ცენტრისაკენ ტაძრის დარბაზის შეაგდეს ქალი
იქ სადაც ქვისა იატაკზედ გამოესახათ
ჩემთვის უცნობი ათასგვარი სიმბოლო მრგვალი,
წრეთა ირგვლივ კი წრედ შემოერტყნენ თავჩარგულები
აკანკალდნენ და ელდაკრულივით იწყეს ცახცახი,
თვალები მათი სისხლადნაქცევ ნილოსის მსგავსი
ხოლო ხორხიდან ამომავალი ბგერა წყევლისმაგვარი.
და აჰა ორმა პირსისხლიანმა ღვთაებამ მათმა,
რომელსაც უნდა გამოგისტყდეთ, რომ ვერსად ვხედავდი,
ზე აიტაცა ქალი ჰაერში ტაძრის ჭერისკენ,
მაღლა ასწიეს და
როგორც თოკი ისე გაჭიმეს.
ხმა აიმაღლა წყეულთ ქურუმმა და ჰკითხა მხევალს,
ქრისტიანი ხარ? იყო პასუხი უწინ და მარად.
და ამ პასუხის ექო ჩაახშო ძვალთა შემუსვრის ცივმა ტკაცუნმა.
მარჯვენაზე და მარცხენა ხელზე
გადაუმტვრიეს ღვთაებებმა თითები საწყალს.
თან სათითაოდ გაისმოდა ძვალთა მტვრევის ხმა
ტკაც ერთი, ტკაც ორი და ასე ტკაცუნით ლეწდნენ თანმიმდევრობით ვიდრე ათამდის.
სიმწრის ღმუილსაც ვერ დავარქმევ მისი ხორხიდან ამომავალ ხმას,
ძვალთა შემუსვრის ტკივილით განცდილს.
სად არს უფალი რომელსაც ესავ? ვისაც მიენდე?
იქედნურადვე ჩაჰკირკიტებდა ბილწი ქურუმი.
ჩემთან არს ღმერთი უწინ და მარად იყო პასუხი
და ამ პასუხის კვალდაკვალ ისევ
იწყეს შემუსვრა ფეხის თითების ძვალთა ეშმაკნმა
მალფას, ყვიროდა სტალას, შენი ჯერია შურის მიგების,
ისმოდა ხმა და მათ კი კვლავ ვერ ვხედავდი,
მხოლოდ ნაკვალევს მათი ფეხის ტერფების ვარჩევდი,
ტაძრის ფილებზე დაყრილ მტვერზედ აღბეჭდილს,
შეძრწუნებული ვიყავ რამეთუ წრეზედ მოძრავი
ფეხის ტერფების კვალი ცნდებოდა ქვის ფილაქანზედ
და იწვოდა ქვა, ის ალაგი სადაც ეშმაკნი ტერფს დააბრჯენდნენ
თან მათ კვალდაკვალ იცვლებოდა ადგილი ქალისა
ჰაერში რომ ჰყავდათ არაფერზედ დაკიდებული,
ხოლო ჰაერში დაახლვებით სიმაღლეზედ ხუთი არშინის
ცეცხლის ბოლქვები ალი და ნაპერწკლები ჩნდებოდნენ ცხადად
მყისიერ მათი ხორხიდან გამომავალი ხმების კვალდაკვალ.
როდესაც ორნი გაასრულებდნენ წრისა შემოვლას
კვლავ დასძახებდა ბილწი ქურუმი ნაგვემს, კვლავ ესავ უფალს?
და ვინაიდან პასუხი იგივე იყო უწინ და მარად
ორი ურჩხული განაგრძობდა ძვალთა შემუსვრას
თანმიმდევრობით გადაულეწეს ხელის მტევნები,
წარკვეთეს და მოამტვრიეს იდაყვის თავნი, ხორცი
გალურჯდა და როგორც ფოთლიდან ცვარი ზეცისა
ისე წვეთავდა სისხლი გამოგლეჯილ ფრჩხილთა ზეგნიდან
რაღაცა ძალა ათმენინებდა უბედურს ტანჯვას,
თორემ გულმამაც ვაჟკაცსაც კი გასტეხდა ეს მსგავსი გვემა
არ მეგულება ამ ქვეყნის ზურგზედ ადამიანი
ღვთისა შეწევნის გარეშე გასძლოს
ამგვარ შემუსვრას მტვრევას ძვლებისას.
როს მოათავეს ფეხის სახსრების დამტვრევა წყეულთ
კვლავ ხელი მიჰყვეს სახსართშორისი წვივების მტვრევას
და მაინც ძვალშემუსვრული გვამი ქალისა
ვითარცა ტოკი გაჭიმული ჰყვეს ჰაერთა ზედა.
რაც რომ ათგზის ათასჯერ აათკეცებდა მისსავე ტკივილს
და რონემიხდილს აღარც კი ქონდა თავი ყვირილის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vasariah
post Sep 13 2013, 01:02 PM
Post #56


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 12-September 13
Member No.: 7,184

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რავი აბა თუ გაინტერესებთ გავაგრძელებ ამ ხელნაწერში ამოკითხულ ამბავს, ავტორი ამ ღვთაებებს, როგორც ხვლიკის მსგავს დიდრონ არსებებს ესე აღწერს მომდევნო თავებში და ეს რომ წავიკითხე:
QUOTE
ა-და ანანუკები როგორ გამოიყურებიან? როგორც ადამიანები?
დ-არა ისინი გვანან ხვლიკებს მარა ცოტათი ადამიანებსაც


ეგრევე ეს ნაწარმოვები გამახსენდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 13 2013, 08:15 PM
Post #57


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Vasariah
რაღაც მნიშვნელოვანი ხელნაწერი გაქვს, გაუფრთხილდი biggrin.gif
ავტორი არაა ცნობილი>?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Vasariah
post Sep 14 2013, 01:32 AM
Post #58


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 12-September 13
Member No.: 7,184

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE
რაღაც მნიშვნელოვანი ხელნაწერი გაქვს, გაუფრთხილდი
ვუფრთხილდები, ოღონდ რამოდენიმე ფურცელი აკლია დასასრულის და ვერსად ვიპოვე.
QUOTE
ავტორი არაა ცნობილი>?

არის, ვინმე ბესარიონ დგებუაძე, თარიღიც ცნობილია 1923 წელი, როგორც ჩანს 21-ში გაქცეულა საქართველოდან ისრაელში ან სადმე მეზობელ ქვეყანაში და აღწერს რა იქ რა ამბების მომსწრეც გახდა, მომდევნო თავებში ამ ორი ღვთაების აღწერილობა უწერია დეტალურად და ამან დამაფიქრა რა აქ რომ წავიკითხე ეს ციტატა, ხვლიკებს გვანანო, ზუსტად მსგავსად აღწერს, მოვიცლი და დავწერ რა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nmmhnmm
post Oct 12 2013, 03:53 PM
Post #59


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 34
Joined: 19-May 13
Member No.: 7,095

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Vasariah


ქეროქსი გადაიღე 2 ეგზემპლარად + ელექტრონული ვერსიებიც. და მერე ორიგინალი ხელნაწერი მიიტანე შესაბამის ორგანოებში ( სამეცნიერო ინსტიტუტი ან რამე) ზუსტად დაადგენე.


ისე არ გიცდია ბიბლიოთეკაში გენაღა რამე ინფორმაცია მაგ პიროვნების შესახებ? ან ეროვნულ არქივსი, ან რავიიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 24 2014, 01:23 PM
Post #60


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოტა რაღაცეებს დავწერ რაც თლად კარგად გამოკვლეული არ მაქვს მაგრამ, რაღაცნაირად ამ თემასთან გავავლე პარალელები
მოკლედ ცივილიზაცია იწყება შუმერიდან იქ მოფრინდნენ უცხოპლანეტელები და რაღაც ცოდნა მისცეს ადამიანებს (ან მისცეს ან წაართვეს) არ ვიცი ზუსტად ბევრი ისეთი გამოსახულებებია რომლებშიც ასევე ვერ გავერკვიე, მაგრამ დაახლოებით რასაც ისინი ღმერთებს უწოდებენ დღეს ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ როგორც მივხვდი ასევე იქედან იწყება ვარცკვლავის, მზის მთვარის და ა.შ გაღმერთებები,
ადამიანის გენმოდიფიკაცია ექსპერიმენტები, დღეს მითოლოგიურ დონეზე ვიცით რომ ადამიანს ჰქონდა სხვადასხვა ცხოველის ან ფრინველის თავი ან ტანი პირიქით, კენტაური, ქალტევზა, არწივისთავიანი ღმერთები...

შუმერული ბარელიეფი


საინტერესოა ზომებში განსხვავება და სოციალური ფენები ადამიანებს შორის, ანუ მცირე ზომის ადამიანები დაბალ ფენებს მიეკუთვნებოდნენ..


ეს ალბათ სიცოცხლის ხეა

Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:57 PM