Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ხელოვნება _ სალვადორ დალი

Posted by: ირმა Nov 27 2009, 05:01 PM

ვიკიპედია: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A0_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98

ეს მხატვარი, ან გაგიჟდა ან გიჟი დაიბადა, ყოველშემთხვევაში ბევრი ადამიანი აღფრთოვანებაში მოიყვანა თავის უჩვეულო, მისტიკით სავსე ნახატებით.



ამ თემაში რაც რამე იცით სალვადორ დალზე დაწერეთ და რაც მთავარია, ატვირთეთ მისი ნახატები.


Posted by: ირმა Nov 27 2009, 05:02 PM


Posted by: ირმა Nov 27 2009, 05:03 PM


Posted by: ირმა Nov 27 2009, 05:05 PM


Posted by: Emigranti Nov 27 2009, 07:06 PM

დალი მეც მომწონს. მისი ოპტიმიზმი და იუმორი. ასევე მისი თამაში ფორმებთან, თითქოს სფეროებია დახატული, ამავე დროს არც არის სფეროები...






Posted by: ირმა Nov 27 2009, 08:23 PM



აი ამ სურათზე შევარდნაძის თავი ჩანს biggrin.gif ყოველშემთხვევაში, მე ვამსგავსებ biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 27 2009, 08:38 PM


Posted by: ირმა Nov 27 2009, 08:40 PM


Posted by: Gregori Kafka Nov 29 2009, 03:29 PM

QUOTE(ირინი @ 27th November 2009 - 08:23 PM) *
აი ამ სურათზე შევარდნაძის თავი ჩანს
საცოდავი დალი biggrin.gif
QUOTE(ირინი @ 27th November 2009 - 08:23 PM) *
ყოველშემთხვევაში, მე ვამსგავსებ
და საცოდავი ვოლტერი biggrin.gif

კიდევ კაი, ხრუშოვს ან ბრეჟნევს არ მიამსგავსე თორე შევარდნაძეს კიდე არა უჭირს, "მაინც ჩვენიანია" tongue.gif biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 29 2009, 11:39 PM

Gregori Kafka

QUOTE(Gregori Kafka @ 29th November 2009 - 04:29 PM) *
საცოდავი დალი

რა აქვს საცოდავი laugh.gif

გინახია სალვადორ დალი როგორ ხატავდა?

Posted by: ირმა Nov 29 2009, 11:49 PM

http://www.youtube.com/watch?v=U5A3Oo_zj5c

აი ერთი ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მოსდიოდა ხატვის სურვილი.

Posted by: anonymouska Dec 1 2009, 12:37 AM

ირმა good.gif

დალი მა გა რი ა smile.gif))))))







Posted by: anonymouska Dec 1 2009, 12:39 AM




Posted by: Outcry Dec 3 2009, 09:58 PM

სალვადორ დალის 1000-ზე მეტი ნახატი...

http://myftp.ge/download.php?id=9DCEAE5D1

Posted by: ირმა Dec 3 2009, 10:26 PM


Posted by: ირმა Dec 3 2009, 10:27 PM


Posted by: ირმა Dec 3 2009, 10:30 PM

რა საინტერესო ხედვა ჰქონდა


Posted by: ირმა Dec 3 2009, 10:31 PM


Posted by: ირმა Dec 4 2009, 10:48 AM

კარგია გადავიტანოთ სურათები, რომლებიც ოფ ტოპიკიაsmile.gif

.....


Posted by: ირმა Dec 4 2009, 10:53 AM

http://www.virtualdali.com/

აქ თითქმის ყველა ნამუშევარია

Posted by: ინა Apr 20 2010, 12:27 PM

ვიყავი წინანდალში smile.gif ძალიან საინტერესოა smile.gif განსაკუთრებით ჯოკერი,ბანქოს სერიიდან

Posted by: Fee Apr 20 2010, 12:54 PM

ინა

QUOTE(ინა @ 20th April 2010 - 12:27 PM) *
ვიყავი წინანდალში ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით ჯოკერი,ბანქოს სერიიდან

ინა რამე ლინკი ხომ არ მოგეპოვება სადაც მაგას ვნახავ? smile.gif მადლობა

Posted by: sentimennte Apr 20 2010, 03:10 PM

my favorite
http://www.radikal.ru

Posted by: Fee Apr 20 2010, 03:19 PM

sentimennte მეც ყველაზე მეტად ეგ მომწონს და მერე ეს

http://img72.imageshack.us/i/salvadordaliallegoriede.jpg/

Posted by: sentimennte Apr 20 2010, 03:22 PM

Fee
კიი ეგეც ლამაზია ძალიან,ეეჰჰ აბა სად გაგონილა წინანდალში ვიყავი 2 დღე და მაინც დ ამაინც იმ დღეს იყო ბაღი დაკეტილი sad.gif

გული დამწყდა,ჩემს სოფელში დალის მასპინძლობდნენ და მე კიდევ ვერ ვნახე sad.gif


Posted by: Fee Apr 20 2010, 03:25 PM

QUOTE(iziko @ 20th April 2010 - 03:22 PM) *
კიი ეგეც ლამაზია ძალიან,ეეჰჰ აბა სად გაგონილა წინანდალში ვიყავი 2 დღე და მაინც დ ამაინც იმ დღეს იყო ბაღი დაკეტილი

ბაღში იყო გამოფენა? თუ ვერ მივხვდი smile.gif
აუ რა მაგარია მეც ვნახავდი სიამოვნებით smile.gif

Posted by: sentimennte Apr 20 2010, 03:26 PM

Fee
წინანდალში იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მაგრამ თვითონ ბაღი იყო დაკეტილი, sad.gif მე მანდ მაქვს სოფელი და სააღდგომოდ წასული ვიყავი

Posted by: Fee Apr 20 2010, 03:30 PM

sentimennte
sad.gif

Posted by: გოგა Apr 20 2010, 07:27 PM

თქვენადა რა აზრის ხართ დალის ტილოზე "გეოპოლიტიკოსი"
პირადად ჩემთვის დალის ტილოებიდან ყველაზე დიდ ინტერესს ეს ტილო იწვევს..
პატარა სტატიას დავდებ მაგ ტილოსთან დაკავშირებით და დაამატეტ თუ კიდე რამე იცით : )))


"ფერტილო "გეოპოლიტიკოსი, რომელიც აკვირდება ახალი ადამიანის დაბადებას". იგი ჩვენთვის საინტერესოა შესაძლო თანადამთხვევებისა ან, იქნებ, არაცნობიერიდან აღმოცენებული ნათელხილვების გამო. ერთი რამ ფაქტია, აღნიშნულ ნაწარმოებში გამოკვეთილად ფიგურირებს წინა აზია და თანაც, ორი უმნიშვნელოვანეს ჰიპოსტაზში.
ფერტილო კომპოზიციურად მარტივია. კვერცხის ნაჭუჭი განასახიერებს დედამიწას. "ახალი ადამიანი" ამტვრევს ნაჭუჭს და ნელ-ნელა ევლინება ქვეყანას.
"გეოპოლიტიკოსი" (აშკარად ჰერმაფროდიტი) განთავსებულია კომპოზიციის მარჯვენა ნაწილში. იგი ენერგიული ჟესტით მიუთითებს ორ ზღვას შუა (შავი და კასპიის) მდებარე ტერიტორიაზე, სადაც უნდა იშვას ახალი ადამიანი. შესაძლოა ისიც ვივარაუდოთ, რომ ეს ჟესტი მიგვანიშნებს არა კერძოდ რომელიმე ქვეყნის მნიშვნელობას, არამედ განეკუთვნება თავად მოვლენას, ანუ ახალი ადამიანის დაბადების ფაქტს. მაგრამ აქვე ყურადღებას იქცევს რამოდენიმე თანადამთხვევა (ან იქნებ ჩანაფიქრი) კერძოდ ის, რომ პლანეტის გეოგრაფიული მოზაიკა არსად არ არის ისეთი დამუშავებული , როგორიც წინა აზიის რეგიონში. აქ ცხადლივ მოჩანს ყველა ფიზიკური დეტალი, ზღვები, მთების რელიეფი, კონტინენტური ნაოჭები.
ამავე ვარაუდს ამაგრებს მეორე დეტალიც, კერძოდ ის, რომ გეოპოლიტიკოსი უბრალოდ ხელს კი არ იშვერს ახალი ადამიანისაკენ (რაც უფრო ბუნებრივი იქნებოდა), იგი საჩვენებელი თითით მიგვანიშნებს რაღაცას. საჩვენებელი თითს კი როგორც ცნობილია ჩვენ ვხმარობთ მაშინ, როცა მოვლენაზე კი არა რაღაც კონკრეტულ საგანზე მივუთითებთ. ასეთ ვარაუდებს აშკარად უპირისპირდება ის გარემოება, რომ ახალი ადამიანი "ნაჭუჭს ტეხს" ჩრდილოეთ ამერიკის (სავარაუდოდ აშშ) კონტინენტზე. მაგრამ ეს გარემოება თავად ბადებს კიდევ ერთ ვარაუდს. რაკი ამერიკა მიგრანტების ქვეყანაა, შესაძლებელია მიგრაცია მოხდეს გეოპოლიტიკოსის მიერ მითითებული ადგილიდან.
ჰერმაფროდიტის ფერხთით ბავშვის ფიგურაა გამსახული. მას აშკარად აშინებს ახალი ადამიანის დაბადება. იგი ფეხზე ებღაუჭება გეოპოლიტიკოსს, თითქოსდა მისგან დაცვას ითხოვს. აშკარაა, რომ "ახალი ადამიანი" სრულიად განსხავადება ჩვეულებრივი ახალშობილისგან. იქნებ ეს "ზეკაცია"? თუკი გავითვალისწინებთ სალვადორ დალის განსაკუთრებულ სიმპათიებს ნიცშესადმი, ეს სავსებით დასაშვები ვარაუდია.
ჰერმაფროდიტის სახეზე ნაღველია აღბეჭდილი. მისი პოზა გამოხატავს სევდას ტრაგედიის გარდაუვალობის გამო. მართლაც ახალი ადამიანი აშკარად გიგანტია და რა გასაკვირია, რომ მის დაბადებას დედამიწის ნგრევა მოჰყვეს. ამას გვაფიქრებინებს, აგრეთვე, "ახალი ადამიანის" მძლავრი, კლანჭის მსგავსი ხელის მტევანი, რომლითაც იგი ებღაუჭება პლანეტას, თითქოსდა მისი ჩაბღუჯვით ცდილობს, თავი დააღწიოს გალია ნაჭუჭს.
თავად გეოპლოტიკოსის ხატთან მიმართებაში იბადება რამდენიმე კითხვა: რატომ აირჩია სალვადორ დალიმ დამკვირვებლად მაინცდამაინც ჰერმაფროდიტი? რატომ უწოდა მას გეოპოლიტიკოსი და არა ვთქვათ, უბრალოდ პოლიტიკოსი ან ისტორიკოსი? მეორე კითხხვაზე პასუხი შედარებით მარტივია, გეოგრაფიულ ცვლილებს, პოლიტიკური მოჰყვება. ამ აზრობრივ კონტექსტს გეოპლიტიკოსი შეეფერება. ჰერმაფროდიტის ფიგურა ასეთი მარტივი ახსნას არ ემორჩილება.
და მაინც რა ასოციაციებს აღძრავს იგი?
დალის შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისში, ორსქესობრიობის თემა უაღრესად პოპულარული იყო ზიგმუნ ფროიდის შეხედულებათა გავლენით. აღსანიშნავია, რომ სალვადორ დალი დაუფარავად მხარს უჭერდა ასეთ ვარაუდს (რასაც იგი ერთმნიშვნელოვნად აღიარებს თავის წიგნში: "ერთი გენიოსის დღიური"). მეორე მხრივ ისიც აშკარაა, რომ დალი ორსქესიობრიობის თემის აქტუალობას კაცობრიობის ბიოლოგიურ დეგრადაციად მიიჩნევს (სხვაგვარად ვერ ავხსნით მისი იდეალების უნისონს ნიცშეანურ "ზეკაცის თეორიასთან")
თუკი ზემოთქმულს ვირწმუნებთ, ცხადი ხდება, რატომ არის ჰერმაფროდიტი ასე დამწუხრებული. ზეკაცის მოსვლით არსებობას წყვეტს მისი ფენომენი."


"პრობლემის გაიოლება იქნება თუკი ჩათვლით რომ ეს ვითარება ამ რეგიონის არაცივილურობით აიხსნება. მით უფრო რომ საერთო აღიარებით, საქართველო ყოველთვის კავკასიის კულტურის ცენტრად იყო შერაცხული. ცხადია აქ არაცივილურობა არაფერ შუაშია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სალვადორ დალიმ პლანეტის ეს ნაწილი ამ ნიშნიათაც გამოარჩია და ზეკაცის დაბადება მამაკაცური საწყისის გამარჯვებასთან გააიგივა. გეოპოლიტიკოსი გაორებულია არამარტო სქესობრივად, არამედ რასიულადაც. აშკარაა, რომ იგი ევროპეიდის და ნეგროიდის ნაჯვარია, რაზეც ნათლად მეტყველბს მუქი კანის ფერიც და ხუჭუჭა თმაც, შერწყმული ევროპულ თავის ქალასთან და სახის ნაკვთებთან (აღსანიშნავია რომ ახლა, უკვე ოცდამეერთე საუკუნეში, გეოპოლიტიკოსის გრძელი თმები, სრულიად არ აღიქმება ქალურ დეტალად, რაც სულ სხვაგვარად წაიკითხებოდა ფერტილოს შექმნის ხანაში, ანუ XX საუკუნის შუაწლებში).
გეოპოლიტიკოსის სასქესო ორგანოზე ლეღვის ფოთოლია აფარებული, აშკარად მხოლოდ ერთი განზრახვით, დაფაროს, არა იმდენად ეს ორგანო, არამედ ფეოპოლიტიკოსის სქესი.
ასევე ქალურია გეოპოლიტიკოსის პლასტიკა. ტანის ნაზი მოძრაობის დინამიკა და განსაკუთრებით კი ფეხის მდებარეობა (რომელიც საბალეტო პასაც მოგვაგონებს) ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გეოპლიტიკოსს მამაკაცისთვის შეუფერებლად გრძელი ტორსი აქვს. დალის ამ ნამუშევას უთუოდ აქვს ეზოთერული ქვეტექსტიც. უეჭველია კვერცხის დედამიწასთან გაიგივება, თავისთავად გულისხმობს არსებას, რომელმაც მოავლინა ეს კვერცხი. თუკი ამ ლოგიკას გავყვებით აღმოჩნდება რომ კვერცხის ნამდვილი ბინადარი ის არის, ვინც შიგ არის მოთავსებული, და არა ისინი, ვინც მის ზედაპირზე იმყოფებიან. მით უფრო არა ისინი, ვინც საერთოდ გარეთ არიან, ანუ გეპოლიტიკოსი და ბავშვი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ ახალი ადამიანი მოვლენილია გაარღვიოს ნაჭუჭი_დედამიწა და ამ გზით შეუერთდეს კოსმოსს. ამ თვალთახედვით ცხადია რომ გეოპოლიტიკოსი და ბავშვი უკვე იმყოფებიან კოსმოსში და სულ მალე მათ ახალი ადამიანი შეემატებათ. კოსმოსში მყოფი მამა და ძე, მამა გეოპლიტიკოსი, რომელიც აკვირდება ხალი ადამიანის (არსების, არსის) დაბადებას (?)
კომპოზიციას სწორედ კოსმოსი-უდაბნო ანიჭებს მისტიკურ ელფერს. მაგრამ აქვე ყურადღებას იქცევს სიურეალიზმისთვის დამახასიათებელი ილუზიები. ასე მაგალითად, კვერცხი ქვიშაში კი არ გდია, საფენზე (ქვეშსაგებზე) ფაქიზად დევს. კვერცხი ღია ცის ქვეშ უპატრონოდ არ არის მიტოვებული, პირიქით, მას საიმედოდ იცავს ქოლგის მსგავსი საფარი, რომელსაც რატომრაც, 13 ნაწიბური აქვს, ანუ ფიგურირებს ქრისტიანთათვის ავისმომასწავებელი საკრალური რიცხვი.
უდაბნო კოსმოსში მოჩანს ფიგურები. აგერ, მარცხნივ ორნი საუბრობენ (პიერო და არლეკინი?). მარჯვნივ კი კვლავ შიშველი ფიგურაა (გეოპოლიტიკოსის ორეული?) რომელიც აგრეთვე რაღაცას მიგვანიშნებს, მაგრამ ეს რაღაცა.... აი, აქ კი მართლა შეიძლება განგვაცვიფროს თანადამთხვევამ. ეს "რაღაცა", არც მეტი არც ნაკლები, სვანურ კოშკს მოგვაგონებს!
აი ასეთ ასოციაცებს და ალუზიებს გვთავაზობს სალვადორ დალის ეს სიურელისტური შედევრი. ცხადია ისინი ჩვენი მიგნებით არ მთავრდება, ასე მაგალითად ჩვენენ არაფერი გვითქვამს ორი ჩრდილის შესახებ, რომელთაც მამისა და ძის ფიგურები წარმოშობენ.
ასევე არაფერი გვითქვამს დედამიწა-ნაჭუჭიდან გადმომდინარე წვეთების შესახებ, რომელთაგანაც ერთი აშკარად სისხლია, ხოლო მეორე ცრემლი (აფრიკის დასავლეთით).
ცხადია, ვერავინ ვერასდროს გამოიცნობს იმას თუ რისი თქმა სურდა ამ კომპოზიით სალვადორ დალის, მაგრამ ერთი რამ კი აშკარაა, მან არაცნობიერის (ან იქნებ ცნობიერის კარნახით), ორჯერ ალუზიებში მოაქცია საქართველო.
მერაბ გეგია_საქართველოს თეატრისა და ინოს სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი, პედაგოგიურ მეცნიერებატა აკადემიის აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

©ჟურნალი _ფენომენი _2005 წ _N 6 (17)

ესეც დიდი ზომით ეს ტილო : http://s39.radikal.ru/i086/1003/d5/07fec36dfbd2.jpg

Posted by: ინა Apr 21 2010, 12:11 PM

QUOTE(Fee @ Apr 20 2010, 12:54 PM) *
ინა

ინა რამე ლინკი ხომ არ მოგეპოვება სადაც მაგას ვნახავ? smile.gif მადლობა

ლინკი არა და სახლშ რომ დავბრუნდები ავტვირთვ მერე ჩემს გადაღებულ სურათებს,არ გვიშლიდნენ გადაღებას.
საინტერესო კომპოზიციებია smile.gif

Posted by: Fee Apr 21 2010, 12:25 PM

QUOTE(ინა @ 21st April 2010 - 12:11 PM) *
ლინკი არა და სახლშ რომ დავბრუნდები ავტვირთვ მერე ჩემს გადაღებულ სურათებს,არ გვიშლიდნენ გადაღებას.
საინტერესო კომპოზიციებია

ველი, ველი, ველიიიიიიიი smile.gif

Posted by: ინა Apr 21 2010, 12:26 PM

QUOTE(Fee @ Apr 21 2010, 12:25 PM) *
ველი, ველი, ველიიიიიიიი smile.gif

ვფიქრობ პარასკევს დავდებ smile.gif

Posted by: ინა Apr 23 2010, 02:20 PM

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ჯოკერი.სერიიდან :"ბანქო",ლითოგრაფია 1970 წელი.

Posted by: ინა Apr 23 2010, 02:23 PM

http://www.radikal.ru

ყვავილები და ხილი.სერიიდან "ყვავილობა".ლითოგრაფია.გრავიურა.1970 წელი.

Posted by: ინა Apr 23 2010, 02:25 PM

http://www.radikal.ru

ნიუ იორკის ცენტრალური პარკი.ლითოგრაფია,გრავიურა.1971 წელი.

Posted by: ინა Apr 23 2010, 02:28 PM

http://www.radikal.ru

ღვთიური წუთები.შერეული მასალა.1971 წელი.

Posted by: ინა Apr 23 2010, 02:32 PM

http://www.radikal.ru

სიურეალისტური ანგელოზი.ბრინჯაო.1983 წელი.

Posted by: ინა Apr 23 2010, 02:34 PM

http://www.radikal.ru

კუბისტური ანგელოზი.ბრინჯაო.1983 წელი.

Posted by: earth Oct 12 2017, 11:27 PM

გოგა
საინტერესო მსჯელობაა. ადრე მეც ვეძებდი დალის ნახატებში რაღაც დამალულს და უჩვეულოს. მერე ვნახე რა სახით ხატავდა ნახატებს. ხშირად როგორ აწვალებდა ადამიანებს, რომლებიც მასთან მუშაობდნენ და არ მომეწონა. მას შემდეგ დავკარგე ყოველი მისტიურის ფიქრი მის ნახატებზე, რადგან ჩამრჩა გონებაში მისგან დატანჯული ადამიანები ხელოვნებისათვის smile.gif
http://image.geotorrents.com/

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)