IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები
tikoroma
post Oct 21 2015, 02:12 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები
(დორეალის თარგმანი)
/მთარგმნელი Man Gala, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER/


წინასიტყვაობა
მათი სიძველე განსაცვიფრებელია - ზურმუხტის ფილები ჩვ.წ.აღ-მდე 36 000 წლით არის დათარიღებული. მათი ავტორი არის ატლანტიდელი ქურუმი თოთი, რომელმაც მშობლიური კუნძულის ჩაძირვის შემდეგ ძველ ეგვიპტეში კოლონია დააარსა. მანვე ააგო გიზეს პირამიდები, რომელიც მოგვიანებით ფარაონ ხეოფსს მიაწერეს. პირამიდებში ატლანტმა დიდი ცოდნა, გამოცდილება, უძველესი ხელნაწერები და ძველი ატლანტების ნივთები გადამალა.
ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 50 000 – 36 000 წლებში, 16 000 წლის მანძილზე განაგებდა თოთი ეგვიპტეს და მაშინდელი პრიმიტიული რასა, ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურამდე აიყვანა. ატლანტი უკვდავი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების გარეშე შეეძლო დაეტოვებინა აქაური სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით. მისი სიბრძნის წყალობით, თოთი ატლანტების მრავალი ცივილიზაციის დამაარსებლად გვევლინება - მათ შორის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის.
როდესაც თოთს ეგვიპტის დატოვებამ მოუწია, აღმართა პირამიდა ამენტას დარბაზების თავზე, ჩაწერა ყველაფერი თავის ქრონიკებში და საიდუმლო დარბაზებს მცველებად ყველაზე სანდო ადამიანები დაუნიშნა. მოგვიანებით, მცველების შთამომავლებმა გააგრძელეს ტრადიცია და თოთის წასვლის შემდეგ აღმართულ იქნა სიბრძნის ღმერთის ტაძარი. ლეგენდის თამახმად, ამენტას დარბაზებში (იგივე ღმერთების დარბაზებში) ხდებოდა სულის გარდასვლა, რათა სამსჯავროს წინაშე წარმდგარიყო.
დროთა განმავლობაში თოთი კვლავ ჩნდებოდა სხვადასხვა ადამიანის სახით, ხოლო მესამედ და უკანასკნელად ის დედამიწას ჰერმესის სახით მოევლინა - როგორც ჰერმეს სამჯერ დაბადებული. ამ მდგომარეობაში მან კაცობრიობას, უძველესი მისტერიული კრებული - ზურმუხტის ფილები დაუტოვა.
ზურმუხტის ფილები მოიცავს, პირამიდის ძირში, ქურუმების მიერ საგანგებოდ დაცულ ათ ნაწილს. ათი ფილა, მოსახერხებელი რომ იყოს, ცამეტ ნაწილად არის დაყოფილი. უკანასკნელი ორი იმდენად დიდი მოცულობის და ფართო ცნების არის, რომ დღესდღეობით მათი დღის შუქზე გამოტანა არ არის ნებადართული. მოცემული საიდუმლოებების კრებული რამოდენიმეჯერ უნდა იქნას გადაკითხული, რათა ადამიანი მათ ნამდვილ სიღრმეს და სიბრძნეს ჩაწვდეს.
საჭიროა ორიოდე სიტყვით ითქვას თუ რა გზით ჩაუვარდა ხელში თანამედროვე ადამიანს, საუკუნეების მანძილზე საგანგებოდ დაცული საიდუმლო კრებული.
ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 1300 წელს, ძველ ქხემში (ეგვიპტე) მომხდარი არეულობების გამო, რამოდენიმე ქურუმი, რომელთა შორისაც უძველესი პირამიდის მცველებიც იყვნენ, გაიგზავნენ დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ზურმუხტის ფილების სახელით (რომლებიც მათი თილისმის როლსაც ასრულებდნენ), შეუდგნენ ატლანტების სხვა, შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი კოლონიების (ცივილიზაციების) განათლებას. ლეგენდის თანახმად, ფილები მათ ძალაუფლებას თვით ჰერმესისგან აძლევდა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეგვიპტის დიდი პირამიდა იყო და დარჩება უძველესი მისტერიის და განათლების უმნიშვნელოვანეს ტაძრად. ეს არის ადგილი, სადაც განათლება მიიღეს იესომ, სოლომონმა, აპოლონმა და სხვებმა.
ავტორმა (რომელიც დიდი თეთრი ლოჟის წევრია), დავალება მიიღო მოეგროვებინა ზურმუხტის ფილები, დაებრუნებინა ადგილზე, ხოლო დავალების სისრულეში მოყვანის შემდეგ მას ასლების გაკეთების და თარგმნის უფლება მიეცემოდა. 1925 წელს დავალება შესრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ნებადართული ინფორმაციის ნაწილი გამოქვეყნებულიყო.
რამოდენიმე სიტყვა ფილების მატერიალურ ასპექტზე: მომწვანო ზურმუხტისფერი თორმეტი ფილა შედგება ალქიმიური ტრანსმუტაციის გზით მიღებული სუბსტანციისგან. ისინი არარეალურაი გამძლეობის არის და მათი განადგურება შეუძლებელია. მათი ატომური სტრუქტურა ფიქსირებულია და არანაირ გარდაქმნას აღარ ექვემდებარება, რითაც ისინი იონიზაციის მატერიალურ კანონს არღვევენ. მათზე გამოსახულია უძველესი ატლანტების სიმბოლოები, ხოლო შეერთებულია ფილები ოქროსფერი შენადნობის სამაგრით. სიბრძნე რომელსაც ზურმუხტის ფილები შეიცავენ, უძველესი მისტერიების საწყისია. ასევე სიბრძნე მიიღოს მათმა მკითხველმა, რომელიც გულში გაუასმაგდება.
წაიკითხეთ. წაიკითხეთ იმისდა მიუხედავად, დაიჯერებთ თუ არა. და მათში არსებული შინაგანი ვიბრაცია გააღვიძებს პასუხს თქვენს სულში.
კოსმიურ ჰარმონიაში
დორეალი საძმოს უმაღლესი ხმა

ექსკლუზიური თარგმანია და იმსახურებს ცალკე თემას. ტექსტი განთავსდება ჩვენს ბლოგზეც http://www.blog.esoteric.ge/



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Oct 21 2016, 04:57 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მთარგმნელმა ცვლილებები შეიტანა ტექსტებში. აქ ვერ ვცვლი გასწორებულ ვარიანტებს, ამიტომ ბლოგზე წაიკითხეთ მსურველებმა

http://www.blog.esoteric.ge/ჰერმ...ის-ზ-2/


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები   Oct 21 2015, 02:12 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა I [i]მ...   Oct 21 2015, 02:32 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა II მთ...   Oct 22 2015, 07:34 PM
ichi   საინტერესოა. ატლან...   Oct 29 2015, 03:08 PM
tikoroma   ეჰ მეც ასე დავიწყე, ...   Oct 29 2015, 03:58 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა III მ...   Oct 29 2015, 04:10 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა IV მთ...   Oct 31 2015, 03:20 PM
tikoroma   ინსტრუქცია სულ ცოტ...   Oct 31 2015, 03:22 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა V მთ...   Nov 13 2015, 11:30 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა VI მთ...   Nov 29 2015, 08:47 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა VII მ...   Dec 12 2015, 04:56 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა VIII მ...   Dec 12 2015, 09:12 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა IX (ს...   Dec 27 2015, 12:01 AM
tikoroma   ზურმუხტის ფილა X (დრ...   Jan 9 2016, 09:34 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა XI მთ...   Jan 15 2016, 02:47 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა XII (მ...   Jan 22 2016, 11:46 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა XIII (...   Jan 30 2016, 12:59 PM
tikoroma   ზურმუხტის ფილა XIV მ...   Feb 10 2016, 09:56 PM
tikoroma   დამატებითი ზურმუხ...   Feb 10 2016, 10:04 PM
past   XIV-ში რომ არის ეს ნაწ...   Mar 7 2016, 12:49 AM
tikoroma   არ ვიცი, იმედია ოდე...   Mar 7 2016, 11:57 AM
tikoroma   ამ ყველაფრის გარეთ...   Mar 12 2016, 10:59 PM
tikoroma   თემას აგრძელებს, ა...   Mar 13 2016, 04:43 PM
tikoroma   მთარგმნელმა ცვლილ...   Oct 21 2016, 04:57 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 02:11 AM