IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ნიკო გომელაური
Atman
post Apr 13 2010, 10:08 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს დილით გარდაიცვალა ნიკო გომელაური...





გავიხსენოთ...

ვისაც გაქვთ დაწერეთ მისი ლექსები...





არ ჩერდებაო დრო - ვიღაცა ბრძენმა ბრძანა
და ეთანხმება ბრბო - ასე არ არის განა?
როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა.
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა.




ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს,
ხეც მომიჭრეს ვერსად დავდებ ჰამაკს,
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს.
სარკე კი მაქვს, მასში ვინც ჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი,
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული,
მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.

საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით,
ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.

სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს, გასაყიდად არ მაქვს,
გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა.
ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 01:56 AM