Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სიზმართხილვა _ გაცნობიერებული სიზმარი

Posted by: TeO Oct 25 2007, 08:37 AM

სიზმრების მართვა მაგარი იდეაა! smile.gif

მე ძალიან მინდა ვმართო ჩემი სიზმრები და ალბათ, პირველ რიგში -სადაც მინდა იქ ვიმოგზაურო.. და მერე უკვე სხვადასხვა საუკუნებში და შეიძლება სხვა პლანეტებზეც გავქაჩო, მაგრამ ეს ჯერ ოცნების დონეზე!;)))
აბა, რამდენი ხანი უნდა ვუყურო ”ნაგავ” სიზმრებს, სადაც შენ ვაფშე ვერაფერს ვერ აკეთებ და თუ გაგიმართლა ხანდახან ძაან მაგარ სიზმარსაც ნახავ! არ ჯობია თავიდანვე ნახო ის რაც გინდა?

ისე ანასტასიაში ხომ გამართულად წერია, თუ როგორ შეგიძლია აკონტროლო შენი ”სიზმრები” და უხილავი მე-ს საშუალებით იმოგზაურო, ან გააკეთო რაც კი მოგესურვება! მართალია ეს, რომ შეძლო, იქ მოცემული სავარჯიშოს უნდა გააკეთო, მაგრამ თუ ნამდვულად მოისურვე- ძნელი არაფერიაsmile.gif))!

Posted by: Alpha Oct 30 2007, 11:45 AM

ბავშვობაში მქონდა ხშირად "ოსოზნანნი" სიძმრები, მაგარი გასართობია, მაგალითად ერთხელ მახსოვს ქალაქი მესიზმრებოდა და რომ მივხვდი რომ სიზმარში ვარ მანქანა გავაჩერე და ჩავჯექი ვიკატავე biggrin.gif მარა ყველაზე მაგარია ფრენის შეგრძნება, თან მაგარი რეალური შეგრძნებაა )

Posted by: san Oct 30 2007, 04:42 PM

პირველი ნაბიჯი გაცნობიერებული სიზმრების დასაუფლებლად არის ჩვეულებრივი სიზმრების ყოველდღიური დამახსოვრება და რვეულში ჩანაწერების გაკეთება.
როგორც კი გაიღვიძებ მაშინვე უნდა გაიხსენო რაც დაგესიზმრა და რვეულში შეიტანო. არ აქვს მნიშვნელობა მოგეწონა თუ არა სიზმარი. შესაძლოა აღმოაჩინო უმოკლეს დროში, რომ ღამის განმავლობაში რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიზმრები ესიზმრება ადამიანს.
ასევე მნიშვნელოვანია გაღვიძების შემდეგ შეგრძნებების დაფიქსირებაც. თუ როგორ ხასიათზე და რა გრძნობით გაიღვიძე.
პირველი სირთულე რასაც ადამიანი აღმოაჩენს არის არასასურველი სიზმრები. ის ფრაგმენტები რომლებისაც გვრცხვენია და დღის განმავლობაში არაერთხელ ვარიდებთ თავს.
ხშირად ხდება როცა ადამიანი მიდის ფსიქოლოგთან ის არ იხსნება ბოლომდე და რაღაც მნიშვნელოვანს მალავს. ფსიქოლოგებმა ეს კარგად იციან. ამიტომაც პაციენტებს სთხოვენ სიზმრების მოყოლას ან ჩანაწერების გაკეთებას. შემდეგ კი არ არის რთული მისახვედრი რეალურად ადამიანს რა აწუხებს და რა პრობლემა აქვს.
სიზმრების ჩაწერის დროს არ უნდა გამოარჩიო მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ფრაგმენტები. ყველაფერი ისე უნდა გაიხსენო როგორც იყო.
დაახლოებით ერთ თვეში დაგროვდება უზარმაზარი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. ერთი წელი თუ აკეთებ ამ პრაქტიკას, ქვეცნობიერების შესახებ იმდენი გეცოდინება როგორც არასდროს.
მთავარია იყო გულახდილი საკუთარ თავთან და გაბედო ჩახედო თვალებში სიმართლეს შენს შესახებ.

Posted by: Alpha Oct 31 2007, 07:15 PM

დღეს მქონდა გაცნობიერებული სიზმარიი smile.gif რაღაც სიძმარი დამესიზმრა და სიზმეარში ვიფიქრე რომ უნდა დავიმახსოვრო ეს სიზმარი, და ამ დროს მივხვდი რომ სიზმარში ვარ(ბოდიში ტავტოლოგიისთვის ) ). მაგარი შეგრძნებაა სიზმარში რომ ხარ და რომ იცი რო სიზმარია. მერე ზევით ავფრინდი, ფრენის შეგრძნება ვაფშ მაგარია wub.gif

Posted by: Uma Nov 1 2007, 11:08 PM

ერთხელ დამესიზმრა ასეთი სიზმარი: რაღაც კოშმარში ვიყავი, ვიღაცეები მომსდევდნენ და შიშისგან გავიღვიძე, დღე იყო და ავდექი და რაღაც საქმეების გაკეთება დავიწყე, თუმცა ვგრძნობდი რომ რაღაც ნე ტოა. მერე დავაფიქსირე, რომ ავეჯის განლაგება სხვანაერი იყო))) მივხდი რომ ისევ მძინავს და გამეღვიძა (ღამე იყო), არადა მართლა დავიჯერე რომ ავდექი, საკმაოდ რეალური იყო smile.gif))

Posted by: Alpha Nov 3 2007, 11:47 AM

ადრე მესიზმრებოდა ხოლმე ეგეთი რაღაცეები მეც, ერთხელ მახსოვს ეგრე 3-ჯერ გავიღვიძე სიზმარში ) ბოლოს რომ გავიღვიძე ვამოწმებდი კიდე ხომ არ მძინავს თქო biggrin.gif

Posted by: TeO Feb 3 2009, 01:47 PM

დღეს სიზმარში ვიცოდი, რომ სიზმარში ვიყავი და ცოტა ხანი ვაკონტროლე ანუ შეგნებულად ვიფრინე ულამაზეს ბუნებაში biggrin.gif კარგი იყო, მაგრამ არა სრულყოფილი.. დასახვეწია მანევრირება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: blanca Feb 3 2009, 06:59 PM

სიზმარში გასვლის მანევრია დასახვეწი. ანუ სიზმარში მეც გამიცნობიერებია რომ სიზმარში ვარ მაგრამ ეს იმ სიამოვნებას ვერ შეედრება როცა სიზმარში გადადიხარ, ანუ ასტრალში გადიხარ
ვერ ვხსნი biggrin.gif

Posted by: old_man Mar 13 2009, 03:47 PM

ამ ბოლო დროს დავიწყე გააზრებულ სიზმრებე მუშაობა. ანუ როცა აკონტროლებ შენს სიზმარს და რასაც გინდა იმას აკეთებ. ეს საკმაოდ ძნელი მისაღწევია და ამისთვის მთელი ვარჯიშები არსებობს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სიზმარში ადამიანის გონების კრიტიკული აღქმაც იძინებს, ანუ ძაან რთულია რომ სიზმარში შენ თავს უთხრა რომ სიზმარში ხარ. თუმცა ზოგჯერ ეს თავისით გამოდის და ეს არის ძაან მაგარი.
ერთ-ერთ ამერიკულ ფორუმზე ასეთი რჩევა იყო - რომ მობილურზე მაღვიძარად დამეყენებინა ჩემივე ჩაწერილი ხმა (ღამის4-5 საათზე) სადაც ვიმეორებ რომ ეს სიმარია, ეს სიზმარია, რასაც ხედავ რეალურად არ ხდება. მაგრამ არ გამომივიდა ეს ვარიანტი რადგან ჩემ მობილურს "სნუზის" გამოსართავი ფუნქცია არ აღმოაჩნდა და ყოველ 9 წუტში იმდენჯერ იძახა სანამ არ გამეღვიძა smile.gif))
კიდე უამრავი მეთოდი არსებობს ასოზნანი სიზმრების გამოსაწვევად, რაზეც გავაგრძელებ მუშაობას. წარმატებების შემტხვევაში ანგარიშს ჩაგაბარებთ smile.gif

Posted by: ირმა Mar 14 2009, 09:17 AM

QUOTE(old_man @ 13th March 2009 - 04:47 PM) *
ამ ბოლო დროს დავიწყე გააზრებულ სიზმრებე მუშაობა. ანუ როცა აკონტროლებ შენს სიზმარს და რასაც გინდა იმას აკეთებ

ეს ძალიან კარგია. მოგვიყევი ხოლმე შენი გამოცდილება smile.gif

Posted by: old_man Mar 14 2009, 12:14 PM

QUOTE(ირინი @ 14th March 2009 - 09:17 AM) *
ეს ძალიან კარგია. მოგვიყევი ხოლმე შენი გამოცდილება

კი აუცილებლად, მაგრამ ჯერ საგრძნობი წარმატებები არ მაქვს. smile.gif
გუშინ კიდე ვეცადე და შევეცადე კრიტიკული აზროვნება ჩამერთო და ნაწილობრივ გამომივიდა. დამესიზმრა რომ ვითომ ჩემს სახლში ვიყავი, უცებ ფანჯრებს შევხედე და დავინახე რომ ძველი ხის ფანჯრებია (ამ დროს რამდენიმე თვეა გამოცვლილი მაქვს). ჰოდა გამიკვირდა ძაან და მართლა გამახსენდა რომ გამოცვლილი მაქვს და დავიწყე ფიქრი თუ როგორ მოხდა რომ ისევ ძველს ვხედავ (ეს უკვე წარმატებაა რადგან კრიტიკული აზროვნება ჩაირთო. როგორც წესი ჩვეულებრივ სიზმარში არ ფიქრობ თუ რატომაა ასე და არა ისე). მაგრამ მერე შორს ვეღარ წავედი და ვეღარ მივხდი თუ რატომაა ასე. აზროვნებამ ვეღარ გაქაჩა ლოგიკაში smile.gif))

Posted by: ირმა Mar 14 2009, 10:29 PM

პირველი ნაბიჯი როგორც ჩანს გადაიდგა. წარმატებებს გისურვებ. smile.gif

Posted by: TeO May 21 2009, 10:19 PM

"გაცნობიერებული სიზმრები" >> http://absolutelyfreelevan.blogspot.com/2008/12/blog-post_1688.html

დღეს დავიწყე სან-ის ნასწავლი სავარჯიშოს კეთება, ანუ რა სიზმრებიც გესიზმრება გაღვიძებისთანავე უნდა ჩაიწეროო.. მოკლედ, დილას იმდენჯერ მომიწია "ჩაწერა", რომ როცა გავიგვიძე მეოთხე ჯერზე ძლივს მოვახერხე biggrin.gif tongue.gif

Posted by: ირმა May 21 2009, 10:46 PM

QUOTE(Tea @ 21st May 2009 - 11:19 PM) *
დღეს დავიწყე სან-ის ნასწავლი სავარჯიშოს კეთება, ანუ რა სიზმრებიც გესიზმრება გაღვიძებისთანავე უნდა ჩაიწეროო.. მოკლედ, დილას იმდენჯერ მომიწია "ჩაწერა", რომ როცა გავიგვიძე მეოთხე ჯერზე ძლივს მოვახერხე

laugh.gif
მე დიდი ხანია ვწერ სიზმრებს. ყველას არა, განსაკუთრებულებს და უცნაურებს. მაქვს სიზმრები დაწერილი 2002 წლიდან. გამიგია უნდა წეროო და ვწერ. თუმცა ერთ რამეს ვიტყვი კი ვწერ მაგრამ რისთვისა ვწერ ან რაში გამოდგება არ ვიცი biggrin.gif

ისე ამ ბოლო დროს ხშირად ვხედავ ფერებს სიზმარში. ამას წინათ ვნახე მკაფიო კარგი მწვანე ფერი, ამ ორი დღის წინ კი ლიმონის ხე მესიზმრა დახუნძლული ლიმნებით და მკაფიოდ დავინახე ლიმონის ფერი. გამიგია რომ კარგია ფერადი სიზმარი, რამ გამოიწვია ჩემში ამ დღეებში ეს ცვლილება არ ვიცი.

Posted by: tikoroma May 23 2009, 11:04 PM

არსებობს სიზმრის მართვის რამოდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანმა, რომელსაც უნდა, რომ სიზმარი "გააცნობიეროს", ანუ სიზმარში შეიგრძნოს, რომ იგი "სიზმარშია" და ამასთან ისწავლოს სიზმრის მართვა, უპირველესად სიზმრების ჩაწერა უნდა დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი, რომელიც უპირველესად სიზმრების "კლასიფიცირებას" უწყობს ხელს. ხშირად ადამიანი სწორედ სიზმარში იღებს პასუხს იმ კითხვაზე, რომელსაც რეალობაში ვერ პოულობს (ბევრი გამოგონება, ლიტერატურული შედევრი თუ მეცნიერული აღმოჩენა სწორედ სიზმარშია ნანახი). სიზმრებზე დაკვირვება, მათზე "კონტროლი" (ჩაწერის სახით) ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო "აითვისოს და ბოლომდე "გამოიყენოს".


ვიწყებ ჩაწერას , ვნახოტ რა გამოვა

Posted by: TeO May 23 2009, 11:27 PM

QUOTE(tikoroma @ 23rd May 2009 - 11:04 PM) *
არსებობს სიზმრის მართვის რამოდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანმა, რომელსაც უნდა, რომ სიზმარი "გააცნობიეროს", ანუ სიზმარში შეიგრძნოს, რომ იგი "სიზმარშია" და ამასთან ისწავლოს სიზმრის მართვა, უპირველესად სიზმრების ჩაწერა უნდა დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი, რომელიც უპირველესად სიზმრების "კლასიფიცირებას" უწყობს ხელს. ხშირად ადამიანი სწორედ სიზმარში იღებს პასუხს იმ კითხვაზე, რომელსაც რეალობაში ვერ პოულობს (ბევრი გამოგონება, ლიტერატურული შედევრი თუ მეცნიერული აღმოჩენა სწორედ სიზმარშია ნანახი). სიზმრებზე დაკვირვება, მათზე "კონტროლი" (ჩაწერის სახით) ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო "აითვისოს და ბოლომდე "გამოიყენოს".

tikoroma
მე უკვე მეოთხე დღეა (ანუ ღAმე) ამ ჩაწერას ვაწარმოებ და ასეთ მოკლე დროშიც შედეგები აშკარაა, ასე რომ სიამოვნებით ვაგრძელებ wink.gif
ჯერ კომენტისგან თავს ვიკავებ smile.gif პაჟევიომ - უვიდემ!.. biggrin.gif

Posted by: tikoroma May 25 2009, 10:07 PM

მოკლედ, ერთი სიზმარი ხომ ჩავიწერე..
მეორე ღამეს მახსოვს მხლოდ ადგილი სადაც ვიყავი სიზმარში, ჩამყვა ზილში რომ სზმარი უუნდა დამემახსოვვრებინა.ჰოდა არ მახსოვს მეღვიძებდოა თუ სიზმარში ვაღვიძებდი და ჩემს თავს ვუყვებოდი რა დამესიზმრა, რომ არ დამმვიწყებოდა. ხოდა სზმრის მაგივრად ეგ დამამახსოვრდა biggrin.gif
დგეს კიდე მტელი დღრეა ვიხსენებ საერტოდ ვნახე რამე ტუ არა...

Posted by: undisputed Oct 8 2009, 09:29 PM

შეგიძლიათ ამიხსნათ როგორ ახერხებთ სიზმრების მართვას?

Posted by: old_man Oct 8 2009, 09:36 PM

QUOTE(undisputed @ 8th October 2009 - 09:29 PM) *
შეგიძლიათ ამიხსნათ როგორ ახერხებთ სიზმრების მართვას?

სიზმრების მართვის პირველი ნაბიჯი ის არის რომ უნდა მოახერხო სიზმარში გაღვიძება. ეს ძნელად მისაღწევადია და ხშირად სპონტანურად ხდება. მაგრამ თუ მთელი დღის განმავლობაში ყოველ საათს შენს ტავს კითხავ - მძინავს თუ არა ახლა მე? თუ ამას მოახერხებ რამდენიმე დღის მანძილზე, ეს ავტომატურად გაგიჟდება თავში და ძილშიც კიტხავ შენს ტავს ამას და თუ პასუხს მიიღებ რომ მართლა გძინავს შეგიძლება კარგად გამოიკვლიო თუ რა ფენომენია სიზმარი. და ამის შემდეგ შეგიძლია მართო როგორც გინდა, იმოგზაურო სხვადასხვა ქვეყნებში, შემოიყვანო პერსონაჟები, იფრინო და მაგარი ადრენალინი მიიღო და სხვა...

Posted by: undisputed Oct 8 2009, 09:37 PM

QUOTE(old_man @ Oct 8 2009, 09:36 PM) *
სიზმრების მართვის პირველი ნაბიჯი ის არის რომ უნდა მოახერხო სიზმარში გაღვიძება. ეს ძნელად მისაღწევადია და ხშირად სპონტანურად ხდება. მაგრამ თუ მთელი დღის განმავლობაში ყოველ საათს შენს ტავს კითხავ - მძინავს თუ არა ახლა მე? თუ ამას მოახერხებ რამდენიმე დღის მანძილზე, ეს ავტომატურად გაგიჟდება თავში და ძილშიც კიტხავ შენს ტავს ამას და თუ პასუხს მიიღებ რომ მართლა გძინავს შეგიძლება კარგად გამოიკვლიო თუ რა ფენომენია სიზმარი. და ამის შემდეგ შეგიძლია მართო როგორც გინდა, იმოგზაურო სხვადასხვა ქვეყნებში, შემოიყვანო პერსონაჟები, იფრინო და მაგარი ადრენალინი მიიღო და სხვა...

კარგი ამ პირველ ეტაპს გადავლხავ მარა შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე აი დაუშვად ინდა რო რაგაც დამესიზმროს რა უნდა ვქნა ?

Posted by: old_man Oct 8 2009, 09:42 PM

QUOTE(undisputed @ 8th October 2009 - 09:37 PM) *
კარგი ამ პირველ ეტაპს გადავლხავ მარა შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე აი დაუშვად ინდა რო რაგაც დამესიზმროს რა უნდა ვქნა ?

ეს პირველი ეტაპი ადვილი არ გეგონოს. ესაა პირველი და უმთავრესი. და მერე სიზმრების მართვა პრობლემა არ არის. რასაც გაიფიქრებ ყველაფერი წამების მეასედში ასრულდება. აი მაგალითად დაგესიზმრა რომ მოგდევს ურჩხული და შენ გარბიხარ. რატომ გარბიხარ? იმიტომ რომ გეშინია. მაგრამ მაგ დროს უცებ რომ გაიღვიძო სიზმარში და გაიფიქრო ეს ურჩხული ახლა გაქრება ან თვითონ გაიქცევა...და უცებ მართლა ასე მოხდება. პატარა გაფიქრებაც კი ქმნის შენს რეალობას, ისეთს როგორიც გინდა

Posted by: undisputed Oct 8 2009, 09:44 PM

მოკლედ ამ დგეებში დაუშვად ეესე ვქენი ხშირად შევეკითხე ჩემს თავს რომ მძინავს თუ არა და მოკლედ როგორ მივვდე რო დავამუგამე

Posted by: old_man Oct 8 2009, 09:48 PM

QUOTE(undisputed @ 8th October 2009 - 09:44 PM) *
მოკლედ ამ დგეებში დაუშვად ეესე ვქენი ხშირად შევეკითხე ჩემს თავს რომ მძინავს თუ არა და მოკლედ როგორ მივვდე რო დავამუგამე

როგორ მიხვდები და სიზმარში თუ გაგეღვიძა ეგაა რა. smile.gif მაგრამ დაიმახსოვრე ეს კიტხვა ავტომატიზმამდე უნდა მიიყვანო. მთელი დღის მანძილზე, ყოველ საათის გახდომაზე....არ არის ეგ ადვილი....შეიძლება რამდნეიმე კვირაც დაგჭირდეს.

Posted by: undisputed Oct 8 2009, 09:50 PM

ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეებიც ექნება არა?

Posted by: old_man Oct 8 2009, 09:53 PM

QUOTE(undisputed @ 8th October 2009 - 09:50 PM) *
ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეებიც ექნება არა?

რას გულისხმობ? არავითარი უარყოფითი მხარე არ ექნება თუ ადამიანს ჯანსაღი ფსიქიკა აქვს

Posted by: undisputed Oct 8 2009, 09:55 PM

QUOTE(old_man @ Oct 8 2009, 09:53 PM) *
რას გულისხმობ? არავითარი უარყოფითი მხარე არ ექნება თუ ადამიანს ჯანსაღი ფსიქიკა აქვს

დაუშავად ამ სიზმრების მართვამ არ შეიძლება რაგაცა პსიქიკური ცვალებადობა გამოიწვიოს?

Posted by: old_man Oct 8 2009, 10:01 PM

QUOTE(undisputed @ 8th October 2009 - 09:55 PM) *
დაუშავად ამ სიზმრების მართვამ არ შეიძლება რაგაცა პსიქიკური ცვალებადობა გამოიწვიოს?

ჰოდა ეგ გითხარი სწორედ. თუ მყარი ფსიქიკა გაქვს და სიზმარზეც წაგიკითხავს რაღაც თუნდაც თბილისში ერთ დროს პოპულარული იუნგის სიზმრები და ასე თუ ისე მზად ხარ ამისთვის რა პრობლემაა? მაგრამ თუ ადამიანს შიშები აქვს და ვიღაცამ შთააგონა რომ სიზმარი ეშმაკისგანაა და ეგეთი წარმოდგენები....smile.gif მაშინ ასეთმა ადამიანმა ტავი უნდა დაანებოს მსგავს პრაქტიკებს smile.gif

Posted by: undisputed Oct 8 2009, 10:03 PM

QUOTE(old_man @ Oct 8 2009, 10:01 PM) *
ჰოდა ეგ გითხარი სწორედ. თუ მყარი ფსიქიკა გაქვს და სიზმარზეც წაგიკითხავს რაღაც თუნდაც თბილისში ერთ დროს პოპულარული იუნგის სიზმრები და ასე თუ ისე მზად ხარ ამისთვის რა პრობლემაა? მაგრამ თუ ადამიანს შიშები აქვს და ვიღაცამ შთააგონა რომ სიზმარი ეშმაკისგანაა და ეგეთი წარმოდგენები....smile.gif მაშინ ასეთმა ადამიანმა ტავი უნდა დაანებოს მსგავს პრაქტიკებს smile.gif

შენ ყოველდღე გესიზმრება რაგაცეები თუ როცა შენ გინდა ? ანუ მე რო გადავლახო ეს პიველი ეტაპი დავწეკი ლოგინშI როგორ უნდა დამესიზმმროს რაგაც?

Posted by: old_man Oct 8 2009, 10:06 PM

QUOTE(undisputed @ 8th October 2009 - 10:03 PM) *
შენ ყოველდღე გესიზმრება რაგაცეები თუ როცა შენ გინდა ? ანუ მე რო გადავლახო ეს პიველი ეტაპი დავწეკი ლოგინშI როგორ უნდა დამესიზმმროს რაგაც?

არა ყოველდღე არა. smile.gif როცა მიმუშავია სერიოზულად ამაზე გამომსვლია და გამღვიძებია სიზმარში. მაგრამ ყოველდღიურად ძნელია. ზოგჯერ ისე ვარ დაღლილი რომ სულ არ მეფიქრება მაგაზე smile.gif

Posted by: TeO Oct 13 2009, 09:15 PM

Хорхе Луис Борхес. Книга сноведений http://lib.ru/BORHES/kniga_snow.txt

არ ვიცი რაზეა, ამ წამს ვიპოვე wink.gif

Posted by: Zet Oct 14 2009, 02:31 AM

რამდენიმე კვირის წინ მქონდა, და მაგრა მომეწონა, არადა სიზმრები არ მესიზმრება ხოლმე თუ მესიზმრება მარტო კოშმარები ხოლმე)))) სიზმრები კი არა პროვოკაციები))) ან მაწამებენ და ან გავრბივარ და რო ვერ გავრბივარ.. გაწამებული ვიყავი ხოლმე ადრე სულ...

Posted by: Zet Oct 14 2009, 02:33 AM

სხვათაშორის როგორც მითხრეს ხელსაწყო არის რომელსაც თავზე იკეთებ და ის შენ თვალის მოძრაობაზე ხვდება რო დაიძინე და იმ მომენტში ოდნავ გაღვიძებს, და თუ გაგიმართლა ნახევრად იღვიძებ და მერე ხვდები რო გძინავს და მერე მართავ სიზმრებს)))

Posted by: SkiNnEr* Oct 14 2009, 10:00 PM

undisputed

არაფერი ისეთი, უბრალოდ ერთი რამაა მთავარი, დაძინებისას დარწმუნებული იყო რომ ის რაც შემდეგ იქნება არ იქნება სიზმარი არამედ რეალობა. ამის გაცნობიერებას თუ მოახერხებ შენ შეგეძლება ეს გააკეთო.

Posted by: serafinapekkala Nov 4 2009, 01:16 PM

ლუციდური სიზმარი ქვია მგონი მაგას როდესაც შეგიძლია მართო სიზმარი, ანუ ცვლილებები შეიტანო და ა.შ. მე ძალიან იშვიათად ვხედავ სიზმრბს, მაგრამ როდესაც ვხედავ ყოველთვის ისე ვითარდება სიტუაცია როგორც მინდა smile.gif ერთი ისაა რომ ამ დროს ყოველთვის ვიცი რომ ფიზიკურ პლანზე მძინავს მაგრამ საკუთარი თავის განცდა მაქვს ამის მიუხედავად. არ ვიცი როგორ უნდა ისწავლო სიზმრის მართვა, მე არაფერი გამიკეთებია ამისთვის და სამწუხაროდ ვერ დავწერ რანაირად ხდება sad.gif

Posted by: Atman Nov 18 2009, 09:08 AM

მე კიდე სიზმრებს სულ მკაფიოდ ვხედავ ადრინდელისგან განსხვავებით. იშჭვიათად ვხედავ მაგრამ ძალიან ნათლად და მკაფიოდ ვიმახსოვრებ. აღარ ვცდილობ ვმართო, ვცდილობ დავაკვირდე...

მგონი თანდათან რეალობაც სიზმრად იქცევა ჩემთვის biggrin.gif

Posted by: old_man Jan 17 2011, 10:46 PM

ტააკ, გაცნობიერებულ სიზმრებში დიდი წინსვლები მაქვს. კვირაში მინიმუმ ერთი, როგორც წესი. გიამბობთ შთაბეჭდილებებს.
როგორ მივაღწიე. ჯერ ერთი გონება ახლა მაქვს ძაან დამშვიდებული. ეს მნიშვნელოვანია. ადრე დაძაბული სამსახურის გამო ძნელი იყო მოდუნება. ყველაზე ეფექტური გამოდგა დღის განმავლობაში გაცნობიერებული ცხოვრება, დაკვირვება საგნებზე, საკუთარ მოძრაობაზე და ბევრჯერ გამეორება-სიზმარში ხომ არ ვარ და ზოგჯერ პირიქით გამეორება რომ სიზმარში ვარ და რასაც ვხედავ სიზმარია. ეს ძაან ეფექტური გამოდგა და გაამართლა.
პირველი პრობლემა რასაც წავაწყდი, სიზმარში ვიღვიძებ და თუ რამე ფანტასტიური არ ხდება ძაან მიჭირს დავიჯერო რომ სიზმარია. მაგრამ მაინც არის რაღაც განსხვავებები. ჩემს შემთხვევაში ეს აღმოჩნდა განსხვავებული საგნები და ინტერიერი ჩემს ოთახში (რატომღაც სიზმარის სიუჟეტში ხშირად ისევ ჩემს სახლში ვარ). ეს რომ გავაცნობიერე და დავიჯერე რომ სიზმარია წავაწყდი მეორე პრობლემას. ვერ ვასწრებდი გარემოს კარგად შესწავლას, იმიტომ რომ გაცნობიერების შემდეგ მალევე მეღვიძებოდა. არ ვიცი ცნობიერს ეშინოდა თუ რა ხდებოდა, მაგრამ ასე იყო... აქ ისევ შთაგონება დამეხმარა. ანუ ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ეს სიზმარია, მაგრამ გაღვიძება არ არის საჭირო. ესეც წარმატებული გამოდგა და ყველაზე გრძელი გაცნობიერებული სიზმარიც მოვიდა:
გამეღვიძა ისევ ჩემს ოთახში. მივიხედ-მოვიხედე ჩემს ოთახში ვარ, მაგრამ სხვანაირი კედლები და ფანჯრებია. შეგრძნებები და რეალობის აღქმა ზუსტად ისეთივეა როგორც ფიზიკურ სამყაროში. ამის შემდეგ დავიხედე ხელის გულებზე. ჩვეულებრივად ვხედავ, მაგრამ უცებ ხელის გულის ხაზები დაიკლაკნენ და მოძრაობა დაიწყეს. ეს მეორე ნიშანი. შემდეგ მივედი კედელთან და დავაკაკუნე. ჩვეულებრივი ხმა გამოსცა, ოდნავ ყრუ. აქ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. მერე ვთქვი მოდი ავფრინდე და ეგრევე ვერტიკალურად ავფრინდი ჭერამდე. მშვენიერი შეგრძნებაა smile.gif მერე გადაწყვიტე რომ გარეთ გავსულიყავი და იქაურობა შემესწავლა, მაგრამ დავიხედე ტანზე და საცვლები მაცვია და ასე როგორ გავიდე მეთქი. კი სიზმარია, მაგრამ მერე უცებ ქუჩაში ასე რომ გამეღვიძოს ტეხავს მეთქი და გადავიფიქრე, სხვა სიზმრებისთვის გადავდე. მერე დანარჩენი სიზმარი ვიარე ოტახებში, ვაკვირდებოდი ყველაფერს, მერე შემოვიდნენ პერსონაჟები, ჩემი ნაცნობები და მათ ვესაუბრე რაღაც თემებზე. ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა, რასაც ჰქვია გული ვიჯერე გაცნობიერებული სიზმრის და მისი შეგრძნებების შესწავლით.
დანარჩენს მერე მოგიყვებით smile.gif

Posted by: I AM Jan 17 2011, 10:55 PM

old_man

ვაა, მაგარია ძალიან good.gif

Posted by: ირმა Jan 18 2011, 01:41 AM

old_man
ძალიან საინტერესოა... განაგრძე... მოუთმენლად ველოდები ახალ პოსტს.

Posted by: td......... Jan 18 2011, 02:56 AM

old_man
გილოცავ წარმატებებს! smile.gif

Posted by: old_man Jan 18 2011, 12:58 PM

მე ვეცდები გიამბოთ ის გაცნობიერებული სიზმრები, რომლებიც საინტერესო იქნება ფიზიკურ სამყაროსთან კავშირში. ანუ რაღაც მინიშნებებს თუ ვნახავ თუ შევხდები საინტერესო ასტრალურ არსებებს, რომლებიც მომაწვდიან საჭირო ინფორმაციას და სხვა. ასევე გეტყვით ახალ შეგრძნებებზე და დაკვირვებებზეც.
პირველ რიგში ტექნიკაზე
გაცნობიერებული სიზმარი არასოდეს გამომსვლია დაძინებისთანავე, ან ძილის პირველ მონაკვეთში. როგორც წესი ეს ხდება დილისკენ. ვიღვიძებ დილის 5-6-7 საათზე, გამოვფხიზლდები და მტკიცე განზრახვით რომ მოვხდები გაცნობიერებულ სიზმარში ისევ ვიძინებ. ამ დროს ძაან ადვილია გაცნობიერებულ სიზმარში მოხვედრა, რადგან გონება დასვენებულია და სხეული მოდუნებული.
დავაკვირდი გაცნ. სიზმარში შესვლის და გამოსვლის შეგრძნებსასაც. შეგრძნება დაახლოებით ისეთივეა ნისლში რომ შეჰყოფ თავს და ნელ-ნელა გამოჰყოფ. კარგად რომ მესწავლა ეს პროცესი, ვეცადე ერთ ჯერზე რამდენჯერმე შევსულიყავი და გამოვსულიყავი. შესვლას უფრო დაძაბვა სჭირდება და შეიძლება აღარც გამოვიდეს თუ გონება ძაან ჩაერთო. გაცნ. სიზმრიდან გამოსვლა გაცილებით ადვილია, ვამბობ: აი ახლა გავიღვიძებ, მინდა რომ გავიღვიძო და გამოვდივარ ეგრევე..
შეგრძნებები
ჩემს ბოლო პოსტში დავწერე ნაწილი შეგრძნებები. გავაგრძელებ: გაცნ. სიზმარში საგნებთან შეხების შეგრძნება იდენტურია ჩვენი სამყაროში შეხების შეგრძნებისა. ფიზიკური კანონები მოქმედებს იმდენად რამდენადაც ჩვენ წარმოვიდგენთ გონებაში. ერთხელ შევეხე კარს და გავაღე, მეორედ გადავწყვიტე რომ არ გავაღო და უპრობლემოდ გავედი მის შიგნით through ანუ. ტკივილის შეგრძნება არ არსებობს-გადავხტი, წავიქეცი, არაფერი. ისე სიზმარში სიმაღლიდან გადახტომას მაინც ვერიდები, იმიტომ რომ ბავშვობაში მთვარეული ვიყავი და ძილში დავბოდიალობდი აქეთ-იქით, ჰოდა რაიცი რა ხდება, შეიძლენა გაცნ. სიზმრის ნაცვლად რეალში ასფალტზე აღმოვჩნდე გატყვლეპილი smile.gif) ეს ყოველთვის მახსოვს...
სხვა შეგრძნებებს რაც შეეხება. როდესაც დაჟინებით უყურებ საგნებს, იხედები აქეთ-იქით თითქოს ოდნავი ბურუსი შეიმჩნევა, თითქოს ვერ ასწრებენ საგნები ჩამოყალიბებული სახის მიღებას. თვალმოუცილებლად ყურებისას ეს საგნები იცვლება. ვუყურებდი კედელს და ჩემს თვალწინ იგი იცვლიდა ფერს. ისეთი შეგრძნება იყო კადრი რომ ნელ-ნელა, ძაან ნელა იცვლება...
პერსონაჟები
გაცნ. სიზმარში შემოდიან როგორც იმ წამს გაფიქრებული ნაცნობი ასევე უცნობი ადამიანები. მათთან ურთიერთობა და საუბარი ერთის მხრივ ცუდია, იმიტომ რომ ამ დროს რამდენჯერმე დამავიწყდა რომ გაცნ. სიზმარში ვარ ისე ჩავერთე მათთან საუბარში. აი მაგალითად, ვიყავი ჩემს ოთახში, ვაწარმოებდი დაკვირვებებს, უცებ შემოვარდა 3-4 კაცი, ჩვენ სანტქენიკები ვართ და სანტექნიკა უნდა გამოგიცვალოთო და დაიწყეს ეგრევე მუშაობა. მერე მეკითხებოდნენ რაღაცეებს და მეც ვპასუხობდი და დამავიწყდა კიდეც ჩემი დაკვირვებები...
პერსონაჟებად შემოდიან ცხოვრებაში ადრე, ერთხელ შეხვედრილი ადამიანებიც... და უფრო ხშირად ნაცნობი-მეგობრები. ჩემი დაკვირვებით მათ შორის ნაწილი ჩემი ქვეცნობიერის პროეცირების ნაწილია (გამომდინარე ურთიერთობებიდან, ემოციური კავშირებიდან) ხოლო მცირე ნაწილი კი ასტრალური არსებები, რომლებიც შემოიჭრნენ ჩემს სიზმარში და თავისი მიზნები აქვთ. ამ ეტაპზე უკვე ვცდილობ გამოვარჩიო ეს არსებანი და გავესაუბრო...
to be continued .... smile.gif

Posted by: I AM Jan 18 2011, 01:59 PM

რაღაც სტატიას გადავაწყდი ამ ტემაზე და.....

http://www.demo.ge/index.php?do=full&id=439

Posted by: starscream Jan 18 2011, 11:02 PM

old_man მს ოთახში ვარ, მაგრამ სხვანაირი კედლები და ფანჯრებია. შეგრძნებები და რეალობის აღქმა ზუსტად ისეთივეა როგორც ფიზიკურ სამყაროში

ჩემთან კიდე დროის შეგრძნება არა რეალურია კარგად ვერ აღვიქვამ დრო უფრო სწრაფად მირბის.. როგორც დღე მაქვს გაცნობიერების ხარისხი და დროის შეგრძნების იქ ისე არ არის..

Posted by: mata Jan 21 2011, 05:09 PM

სიზმრების გაცნობიერებას მე პირადად ოლდ მენისგან ცოტა განსხვავებული მეთოდით მივაღწიე. ჩემს შემთხვევაში მქონდა განზრახვა, რომ "მე დღეს რო დავიძინებ სიზმარს გავაცნობიერებ" თითქმის ყოველ დღე ვფიქრობდი, რო აი ეხლა გავაცნობიერებ. ღამე რო მეღვიძებოდა ისევ ამ განზრახვით ვიძინებდი და ერთ მშვენიერ დღესაც მეღირსა ნანატრი გაცნობიერება.
საერთოდ განზრახვის მეთოდი ძალიან ეფექტურია. 3 წლის წინ სიგარეტს როცა დავანებე თავი, მაშინაც განვიზრახე და ვთქვი: მე სიგარეტს თავი უნდა დავანებო და ყოველდღე მახსოვდა ეს განზრახვა. მაშინაც კი როცა ვეწეოდი, ვფიქრობდი რო მე აუცილებლად დავანებებ სიგარეტს თავს და ეგ დღეც დადგა. ხორცსაც ასე დავანებე თავი, სასმელებსაც, შაქარსაც და საერთოდ განზრახვით ნებისმიერ მიზანს მიაღწევ. წარმოუდგენლად ეფექტურია და მარტივი. უბრალოდ დგება შენს ცხოვრებაში ის დღე, როცა უპრობლემოდ ამბობ უარს იმაზე, რაზეც გინდა

Posted by: old_man Jan 21 2011, 05:46 PM

mata

QUOTE(mata @ 21st January 2011 - 05:09 PM) *
საერთოდ განზრახვით ნებისმიერ მიზანს მიაღწევ.

გეთანხმები. განზრახვას დიდი ძალა აქვს. მარტო სურვილით არაფერი გამოდის.
QUOTE(mata @ 21st January 2011 - 05:09 PM) *
ღამე რო მეღვიძებოდა ისევ ამ განზრახვით ვიძინებდი და ერთ მშვენიერ დღესაც მეღირსა ნანატრი გაცნობიერება.

თუ შეგიძლია დაწერე როგორი იყო შენი აღქმა და შეგრძნებები..

Posted by: mata Jan 21 2011, 06:34 PM

ე.ი. როდესაც დავიძინე, საერთოდ არ მეძინებოდა, მარა სხვა რა გზა მქონდა ღამის 4თუ 5 საათი იყო. დილამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, ამიტომ თვალები დავხუჭე და ვცდილობდი ჩაძინებას. გონება აბსოლიტურად მშვიდი და ფხიზელი იყო, სხეული კი ენერგიით სავსე. ბევრი ვიწვალე ჩაძინებაზე შეიძლება ასე30-40 წუთი, მერე კი ვიგრძენი როგორ გამოვედი სხეულიდან და მივდიოდი კოსმოსის ღია სივრცეში. გარშემო ვამჩნევდი უამრავ მანათობელ სხეულს. (ცნობიერება ფხიზლად მქონდა სხეულიდან გასვლის თანავე)
მერე გავჩერდი და ერთ შენობაში შევედი. ამ დროს აბსოლიტურად მახსოვდა ყველაფერი, ვიცოდი რომ მე იმ მომენტში ჩემ ლოგინში მეძინა და ახლა სიზმარში ვიყავი. პირველი რაც მაინტერესებდა იყო ის რომ როგორია სიზმარი და კიბის სახელურს მოვკიდე ხელი. ისეთივე მაგარი და მკვრივი იყო, როგორც ჩვეულებრივ. მერე ჩემი კლასელები ვნახე და ველაპარაკე, ვათვალიერებდი გარემოს. მერე ქუჩაში გამოვედი. აბსოლიტურად ყველაფერი იგივენაირია, როგორც აქ. თან სულ მახსოვდა რომ სახლში მეძინა და დილით ასადგომი ვიყავი და წასასვლელი. ნეტა რომელი საათია ეხლა მე სიზმარში რო დავბოდიალობ, ადგომა არ დამაგვიანდესთქო ვფიქრობდი. მერე დავიშალეთ კლასელები და მეც გავიფიქრე დაბრუნების დროა და იმ წამსვე გამომეღვიძა smile.gif

ეგ იყო სულ პირველად როცა გავაცნობიერე.
ხანდახან არის რო გაცნობიერებული სიზმარი შეიძლება თვეში ერთხელ ნახო, ან 2 ჯერ. ეს დამოკიდებულია ადამიანის ენერგიის რაოდენობაზე და ნებაზე. მე პირადად მქონია დღეები როცა ერთ ღამეში ორჯერ გამიცნობიერებია სიზმარი. მერე კი თითქმის ყოველდღე ვაცნობიერებდი. ზოგჯერ კვირები გადის და ერთსაც ვერ ვაცნობიერებ. მარა საკმარისია განვახორციელო განზრახვა, ეგრევე ვაცნობიერებ.

სიზმარხილვის პრაქტიკაზე ერთი მომენტია კიდევ უმთავრესი: სექსუალური ენერგიის მართვა.

Posted by: I AM Jan 21 2011, 07:39 PM

mata

QUOTE
სიზმარხილვის პრაქტიკაზე ერთი მომენტია კიდევ უმთავრესი: სექსუალური ენერგიის მართვა.



ამასთან დაკავშირებით შეგიძლია საკუთარი გამოცდილება (პრაქტიკა) დაწერო?

Posted by: mata Jan 21 2011, 09:17 PM

I AM

სექსუალური ენერგიის მართვისათვის პირველ რიგში აუცილებელია მოსამზადებელი ეტაპის გავლა. ეს ეტაპი თუ არ გავიარეთ, მართვაზე ფიქრი ზედმეტია.
ე.ი. ეს ეტაპი არის ის რომ სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ შემდეგ პროდუქტებზე:
ხორცი
ალკოჰოლი
კოფეინი (ყავა, ჩაი, კაკაო და ა.შ.)
შაქარი

ეს ვერ მოხდება ერთ დღეში . მე პირადად 1.5 წელიწადში თანდათანობით ავკრძალე. ამაში კი ისევ და ისევ განზრახვის ყოვლისშემძლე ძალა დამეხმარა. ძალით უარი არაფერზე მითქვია. ვჭამდი ყველაფერს იქამდე, სანამ მთხოვდა ორგანიზმი. უბრალოდ განზრახვა როცა არის "მე თავი უნდა დავანებო მაგ. შაქარს" (სულ გახსოვს ეს მოთხოვნა შენი თავის მიმართ) ერთ მშვენიერ დღეს აცნობიერებ რომ აღარ ხარ ძველებურად დამოკიდებული შაქარზე და შენ თავში აღმოაჩენ საკმარის ძალას, რომ უარი თქვა. მერე პერიოდულად რათქმაუნდა გინდება ეს ყველაფერი, მაგრამ გყოფნის შინაგანი ძალა იმაზე, რომ შენი სხეული დაიმორჩილო და ის აკეთებინო, რაც საჭიროა და არა ის რაც მას უნდა.

როცა ამ ყველაფერზე უარს იტყვი მერე უკვე სექსუალური ენერგიის მართვამდე ერთი ნაბიჯია.
სიზმარხილვის პრაქტიკის დროს (საწყის ეტაპზე) ხშირია სექსუალური ენერგიის მოზღვავება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვევალება, რომ არაფრის დიდებით არ დავხარჯოთ ეს ენერგია და შევინახოთ. შეინახო ნიშნავს შეიკავო. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ამოღებული არა გაქვს რაციონიდან, ვერ შეაკავებ თავს. შეიკავო თავი ნიშნავს, რომ ებრძოლო სექსუალურ ფიქრებს. ამ დროს ცდილობ ვიღაც მაგარ ნაშაზე ან შენი ოცნების კაცზე კი არ იფიქრო, არამედ. ამას უყურებ როგორც ენერგიას, რომელიც უნდა აწიო ზედა ჩაკრაში. წარმოსახვით ცდილობ ერთი ჩაკრით ზევით ატანას. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ამ დროის მანძილზე კი სანამ თქვენ წარმოსახვით ვარჯიშს აკეთებთ, ეს ენერგია უნდა დააყოვნოთ. ამ ენერგიას ორი გზა აქვს ან იხარჯება, ან ზევით ადის... თუ შეძლებ რო ეს ენერგია რაც შეიძლება დიდი ხნით შეაკავო, ის აუცილებლად მოძებნის გზას და ავა ზევით (სხვაგან წასასვლელი გზა უბრალოდ მას არ აქვს)
პირველ ცდაზე, როცა არ იცი ეს როგორ ხდება, ცოტა რთულია, მერე და მერე ეჩვევი ტექნიკას და უპრობლემოდ აგაქვს ენერგია ზევით.

Posted by: I AM Jan 21 2011, 09:20 PM

mata
გაიხარე, დიდი მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: old_man Jan 21 2011, 10:31 PM

საინტერესო ვიდეობი ვიპოვე გაცნობიერებული სიზმრების ტექნიკასთან დაკავშირებით. :
1. http://www.youtube.com/watch?v=JBYw-12xwiI&feature=related აქ აღწერილია ტექნიკა როგორ ჩავუღრმავდეთ გაცნობიერებულ სიზმარს
2. http://www.youtube.com/watch?v=PU1nUC6UuWw&feature=related როგორ გავახანგრძლივოთ გაცნობიერებული სიმზარი
3. http://www.youtube.com/watch?v=iOhAtazL8Sg&feature=related გაცნობიერებულ სიზმარში გადაადგილების ტექნიკები

პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ პრაქტიკული რჩევებია მოცემული და აღსაქმელად ვიზუალურადაც კარგად არის გაკეთებული

Posted by: mata Jan 22 2011, 11:41 AM

საინტერესო ვიდეოებია მართლაც მესამე განსაკუთრებით, სადაც წარმოსახვის ძალაზეა ლაპარაკი.

ყველაზე სასაცილო რაც არის არის ის, რომ გაცნობიერებულ სიზმარში რასაც აკეთებ და გამოგდის, იგივე შეგიძლია მერე ფიზიკურ სხეულშიც აკეთო. რატომ, იმიტომ რომ როცა სიზმარში ცნობიერად ხარ გარკვეული პერიოდი აკვირდები, მერე ადარებ შენს ყოველდღიურ რეალობას და რწმუნდები, რომ დღისითაც სიზმარში ხარ . ანუ დღის ცხოვრება არის ჩვენი გაცნობიერებული სიზმარი და მეტი არაფერი smile.gif
მანამდე ბევრჯერ გამეგო და სხვებს უთქვიათ, რო ეს ყველაფერი ილუზიაა, სიზმარია, ადამიანი ამას იჯერებს ან არ იჯერებს.
ხოლო ის ვინც სიზმრებს აცნობიერებს, დარწმუნდება ამაში პირადად.

მე არ მაქვს დიდი გამოცდილება სიზმრების საკითხში. ეხლახანს დავიწყე, ყოველდღიურად ვწავლობ და ვცდილობ გავერკვე ამ სფეროში.
პატარ პატარა შედეგები უკვე მაქვს, ვაგრძელებ ძილს და ვნახოთ JC_cupidgirl.gif

Posted by: mata Jan 22 2011, 12:12 PM

ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა სიზმარმხილველისთვის

,,მალე უსასრულობა მშთანთქავს და მე მინდა ამისათვის მზად ვიყო…’’

,,როდესაც ადამიანი სწავლას შეუდგება, მას არასოდეს არა აქვს ზუსტი წარმოდგენა შედეგებზე. მისი მიზანი ბუნდოვანია, განზრახვანი არამყარი. ის ელოდება ჯილდოს, რომელსაც ვერასოდეს მიიღებს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია, რა გამოცდები ელის წინ.

სწავლა ყოველთვის ისეთი არ გამოდგება ხოლმე, რასაც მისგან მოელიან. ყოველი ნაბიჯი- ეს ახალი ამოცანაა და შიში, რომელსაც განიცდის ადამიანი, იზრდება უმოწყალოდ და მტკიცედ. მისი მიზანი აღმოჩნდება ბრძოლის ველი. და ამგვარად მის წინაშე წარსდგება პირველი ბუნებრივი მტერი: შიში!

საშინელი მტერი, ვერაგი, ულმობელი. ის იმალება ყოველი მოსახვევის უკან მიმპარავი და დადარაჯებული. და თუ ადამიანი ათრთოლდება მისი სახის წინაშე და გაიქცევა, მისი მტერი ბოლოს მოუღებს მის ძებნას. ადამიანი უკვე ვეღარასოდეს გახდება ცოდნის ადამიანი.

ის შეიძლება გახდეს ყბედი, ან უვნებელი შეშინებული ადამიანი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იქნება დამარცხებული.

რათა გადალახო შიში, მხოლოდ ის არის საჭირო, რომ არ გაიქცე.

ადამიანმა უნდა დაამარცხოს თავისი შიში და მის წინააღმდეგ გადადგას შემდეგი ნაბიჯი შესწავლისაკენ, კიდევ ნაბიჯი და კიდევ. ის შეიძლება იყოს სრულიად დაშინებული და მაინც, არ უნდა გაჩერდეს.

და დადგება დღე, როდესაც მისი პირველი მტერი უკან დაიხევს. ადამიანი ირწმუნებს საკუთარ თავს. მისი განზრახვა განმტკიცდება, სწავლა აღარ იქნება საშიში ამოცანა. როდესაც დადგება ეს ბედნიერი დღე, ადამიანს შეუძლია უყოყმანოდ, რომ მან დაამარცხა თავისი პირველი ბუნებრივი მტერი. ეს თანდათანობით ხდება და მაშინ შიში ქრება უეცრად, მყისიერად.

ის, ვინც ერთხელ მაინც გადალახა შიში, თავისუფალია მისგან სიცოცხლის დასასრულამდე, იმიტომ, რომ შიშის ადგილას სიცხადე მოდის, რომელიც ფანტავს შიშს.

იმ დროისათვის ადამიანმა იცის თავისი ყველა სურვილი და იცის, როგორ უნდა მოექცეს მათ. მას შეუძლია აღმოჩენები გააკეთოს თავისთვის, ან გადადგას ახალი ნაბიჯები სწავლებაში და მისი ყველა ქმედება იმსჭვალება მახვილი სიცხადით. ადამიანი გრძნობს, რომ მისთვის არაფერია დაფარული.

და ის ხვდება თავის მეორე მტერს: სიცხადეს!

ეს სიცხადე, ასეთი ძნელად მოსაპოვებელი, ფანტავს შიშს, მაგრამ აბრმავებს კიდეც...

ის აიძულებს ადამიანს, არ დაეჭვდეს საკუთარ თავში. აძლევს რწმენას, რომ ის ცხადად ხედავს ყველაფერს, გამჭოლად. მაგრამ, ეს ყველაფერი შეცდომაა. თუ ადამიანი ნებდება თავის ვითომდა ძლიერებას, ნიშნავს, რომ ის დამარცხებულია მეორე მტრის მიერ და სწავლაში ერთ ადგილზე დაიწყებს ტკეპნას. ის წინ გაიქცევა მაშინ, როდესაც უნდა დაელოდოს, ან დაიწყებს ლოდინს მაშინ, როდესაც დაყოვნება არ შეიძლება.

ასე, ცოდნის ადამიანის მაგივრად, ადამიანი შეიძლება გახდეს მამაცი მეომარი, ან, ვთქვათ, მასხარა. თუმცა სიცხადე, რომლისთვისაც ასე ძვირი გადაიხადა, არასოდეს შეიცვლება ისევ წყვდიადითა და შიშით.

რათა აიცილო დამარცხება, უნდა დაამარცხო სიცხადე და მხოლოდ იმისთვის გამოიყენო, რათა დაინახო და მოთმინებით ელოდო, და ყოველი ახალი ნაბიჯის წინ ყველაფერი გულდასმით აწონდაწონო. ხოლო მთავარი- იცოდე, რომ მისი სიცხადე სინამდვილეში ილუზორულია.

და ერთხელაც, ის დაინახავს, რომ სიცხადე მხოლოდ წერტილი იყო თვალწინ. ის მხოლოდ ასე შეძლებს გადალახოს თავისი მეორე ბუნებრივი მტერი და მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც მას ვერაფერი ვეღარ შეეხება. და ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება უტყუარი ძალა.

ამ ეტაპზე მისთვის ცხადი გახდება, რომ ძალა, რომელსაც ასე დიდხანს მისდევდა, ბოლოს და ბოლოს უკვე ეკუთვნის. მას შეუძლია ისე მართოს ძალა, როგორც მოესურვება. მისი სურვილები-კანონია. ის გარშემო გამჭოლად ხედავს ყველაფერს. და აი ეს ნიშნავს, რომ მის წინაშე მესამე მტერია: ძალა!

ეს ყველაზე მრისხანე მტერია. და რა თქმა უნდა უფრო ადვილია, უბრალოდ დანებდე; ბოლოს და ბოლოს, მისი მფლობელი ხომ ჭეშმარიტად დაუმარცხებელია.

აქ ადამიანი იშვიათად ამჩნევს მესამე მტერს, რომელიც უკვე მიზანში იღებს მას. და ის არც ეჭვობს, რომ ბრძოლა უკვე წაგებულია. მტერმა ის სასტიკ, ახირებულ ადამიანად აქცია. მაგრამ არც სიცხადეს და არც ძალას, აღარ დაკარგავს არასოდეს.

ცოდნის ადამიანისგან, საკუთარი ძალის მიერ დამარცხებული ადამიანი იმით განსხვავდება, რომ უკანასკნელი კვდება, ისე, რომ ვერ იგებს სინამდვილეში რა უნდა მოუხერხოს მას. ძალა, ეს მხოლოდ ტვირთია მის ბედისწერაში. ასეთი ადამიანი არ ფლობს საკუთარ თავს და არ შეუძლია, თქვას როდის და როგორ შეუძლია თავისი ძალის გამოყენება.

მაგრამ, თუ ადამიანი მხოლოდ დროებით იყო ძალის მიერ დაბრმავებული, ხოლო შემდეგ უარი თქვა მასზე, მაშინ ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა და ის კიდევ ცდილობს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის დამარცხებული, როდესაც მან ყველა ცდა უარყო და ზურგი აქცია საკუთარ თავს.

მესამე მტერზე გამარჯვება გაგებით შეიძლება. ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ძალა, რომელიც თითქოსდა მან დაიმორჩილა, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და არც შეიძლება როდესმე ეკუთვნოდეს. ის უნდა გამყარდეს ურყევ ნებისყოფაში, ფხიზლად და უანგაროდ გამოიყენოს ყველაფერი, რაც გაიგო. მას თუ შეუძლია დაინახოს, რომ ნებისყოფის გარეშე სიცხადე და ძალა ილუზიაზე უარესია, აღწევს ისეთ წერტილამდე, სადაც ყველაფერი მას ემორჩილება.

მაშინ მიხვდება, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა. ეს კი იმისი ნიშანი იქნება, რომ მან გაიმარჯვა თავის მესამე მტერზე და მისი მოგზაურობა ცოდნაში დასასრულს მიუახლოვდა.

და აქ გაუფრთხილებლად ეწვევა უკანასკნელი მტერი: სიბერე!

ეს ყველაზე სასტიკი მტერია, რომელზეც ვერ გაიმარჯვებ, შესაძლებელია მხოლოდ გაჭიმო შენი დამარცხება.

ეს ის ჟამია, როდესაც ადამიანი გათავისუფლდება შიშებისაგან, მოუთოკავი და გაუმაძღარი სიცხადისაგან, ჟამი, როდესაც მთელი მისი ძალა მის განკარგულებაშია. მაგრამ ეს ის ჟამიც არის, როდესაც სრულიად შეიპყრობს სურვილი დაისვენოს, დაწვეს, განცხრომას მიეცეს. და თუ ის მას მისცემს თავისუფლებას, თუ დაღლილობით თავს განცხრომაში გადაიყვანს, მაშინ გაუშვებს თავის უკანასკნელ შერკინებას, და მიპარული მტერი დასცემს მას, გადააქცევს რა ბებერ არაფრისმაქნის არსებად. უკანდახევის სურვილი დააბნელებს მის სიცხადეს, გადახაზავს მთელ მის ძალას და მთელ მის ცოდნას.

მაგრამ თუ ადამიანი ჩამოიფერთხავს დაღლილობას და ბოლომდე იცხოვრებს თავისი ბედით, ასეთ ადამიანს ჭეშმარიტად შეიძლება ეწოდოს ცოდნის ადამიანი, თუნდაც ხანგრძლივად არა, თუნდაც მხოლოდ იმ მოკლე წამს, როდესაც მას ხელეწიფა გაუსწროს უკანასკნელ და დაუმარცხებელ მტერს.

სიცხადის, ძალის და ცოდნის ეს ერთი წამი უკვე საკმარისია.


კარლოს კასტანედა

ეს არის შესავალი მისი წიგნიდან "დროის ბორბალი" დანარჩენი ქართული თარგმანი აი აქ არის:
http://sulkhansaba.com/biblio/1011/000.doc

Posted by: td......... Jan 22 2011, 12:58 PM

mata
ძალიან საინტერესო ინფო დადე, ერთი რამე მაინტერესებს, შენი აზრი.. აი კონკრეტული ნივთიერებების ამოღებით მიიღწევა მხოლოდ ეფექტი? მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამას და მაინტერესებს შენი აზრი, ნუ სხვებისაც...

Posted by: old_man Jan 22 2011, 01:00 PM

QUOTE(mata @ 22nd January 2011 - 11:41 AM) *
რატომ, იმიტომ რომ როცა სიზმარში ცნობიერად ხარ გარკვეული პერიოდი აკვირდები, მერე ადარებ შენს ყოველდღიურ რეალობას და რწმუნდები, რომ დღისითაც სიზმარში ხარ . ანუ დღის ცხოვრება არის ჩვენი გაცნობიერებული სიზმარი და მეტი არაფერი

მართლა ასეა. ადამიანი ფაქტიურად ორ განზომილებაში ცხოვრობს დღისით-ფიზიკურ და ღამით ასტრალურ სამყაროში. სამწუხაროდ ჩვენმა მატერიალისტურმა ცივილიზაციამ და რელიგიურმა რწმენებმა უფრო სწორად ცრურწმენებმა, ადამიანი დააჯერეს რომ სიზმარი სხვა არაფერია თუ არა ფანტაზია, არარსებული სამყარო, გონების წარმოსახვის ნაყოფი....
ახლა სიზმრის სხვა ასპექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
ზოგს ჰგონია, რომ ადამიანი თუ დაინტერესებულია სიზმართხილვით, ასტრალური სამყაროს შესწავლით ე.ი. იგი გაურბის ფიზიკურ სამყაროში ცხოვრებას, ცხოვრობს ილუზიებში და ა.შ. ამ დროს პირიქით, გაცნობიერებული სიზმარი შეგვიძლია გამოვიყენოთ ფიზიკური სამყაროს უკეთ შესაცნობად. ყველას უნდა რომ რეალიზდეს ფიზიკურ სამყაროში, შესრულდეს მისი ჩანაფიქრები, იყოს ბედნიერი... ვადიმ ზელანდი თავის წიგნში - სილა ნამერენია, საუბრობს ადამიანის განზრახვის ძალაზე, რომლითაც იზიდავს მის ცხოვრებაში პოზიტიურ სიტუაციებს, ადამიანებს, (იგივე პრინციპი რაც ფილში სიქრეთ). უკეთ რომ გავიგოთ ამ განზრახვის ძალა მას მოჰყავს შედარება გაცნობიერებული სიზმრების. ანუ სიზმარში რასაც გავიფიქრებთ, როგორ სიტუაციაშიც გვინდა მოხვედრა ეგრევე სრულდება. იგი ამბობს, რომ ასევეა ფიზიკურ სამყაროში, იმ მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფიზიკურ სამყაროში მკვრივი მატერიების გამო განზრახვის ძალა უფრო ნელა მოქმედებს და შედეგს ისევე სწრაფად ვერ დავინახავთ, როგორ ასტრალურ სამყაროში. ეს ძაან კარგი შედარებაა და სიზმარში ძაან კარგი დასანახი თუ როგორ მოქმედებს ეს ე.წ. law of attraction ფიზიკურ სამყაროში....

Posted by: tsisakura Jan 22 2011, 01:45 PM

სიზმრებს უმრავლეს შემთხვევაში ვერ ვიმახსოვრებ მაგრამ დილით ზუსტად ვიცი ვინ დამესიზმრა და რა სახის შინაარსი ჰქონდა სიზმარს, უმრავლეს შემთხვევაში ნეგატიური ემოციები მყვება ხოლმე ძილიდან, ამას სიზმრის გაცნობიერება ქვია?

Posted by: old_man Jan 22 2011, 01:58 PM

tsisakura

QUOTE(tsisakura @ 22nd January 2011 - 01:45 PM) *
ამას სიზმრის გაცნობიერება ქვია?

არა.
ამ თემაში ერთი-ორი პოსტი მაინც რომ წაგეკითხა ეგრევე გაიგებდი რა არის გაცნ. სიზმარი smile.gif

Posted by: Emigranti Jan 22 2011, 04:50 PM

mata

რა არის შენი ინფორმაციის წყარო? მხოლოდ კასტანედა?

Posted by: sentimennte Jan 22 2011, 04:57 PM

ხშირად სრულიად გააზრებულად ვამბობ ლოცვას სიზმარში...

Posted by: mata Jan 22 2011, 05:34 PM

td.........

ციტატა(td......... @ 22nd January 2011 - 12:58 PM) *
აი კონკრეტული ნივთიერებების ამოღებით მიიღწევა მხოლოდ ეფექტი?

ვერ გავიგე რას მეკითხები blush.gif

Emigranti
ციტატა(Emigranti @ 22nd January 2011 - 04:50 PM) *
რა არის შენი ინფორმაციის წყარო? მხოლოდ კასტანედა?

ჩემი ინფორმაციის წყარო არის ჩემი პირადი გამოცდილება (რაც ვიცი, მხოლოდ სიზმრების პრაქტიკიდან ვიცი). სიზმრებზე ბევრი უაზრო ლიტერატურაა, რომლის წაკითხვაც დროის კარგვაა. კასტანედაზე ვერ ვიტყოდი, რომ ინფორმაციის წყაროა ჩემთვის, ის უფრო შთაგონების მომცემია.

Posted by: Emigranti Jan 22 2011, 05:57 PM

QUOTE(mata @ Jan 22 2011, 05:34 PM) *
td.........

ვერ გავიგე რას მეკითხები blush.gif
მემგონი პროდუქტების სიაზე გკითხა
QUOTE
Emigranti ჩემი ინფორმაციის წყარო არის ჩემი პირადი გამოცდილება (რაც ვიცი, მხოლოდ სიზმრების პრაქტიკიდან ვიცი). სიზმრებზე ბევრი უაზრო ლიტერატურაა, რომლის წაკითხვაც დროის კარგვაა. კასტანედაზე ვერ ვიტყოდი, რომ ინფორმაციის წყაროა ჩემთვის, ის უფრო შთაგონების მომცემია.
არა, მე რა ვიგულისხმე იცი? აი მაგალითად ის პროდუქტების სია რომ ჩამოწერე, რომელსაც აღარ იყენებ საკვებად. ეგ ალბათ სადღაც წაიკითხათქო, რომ ესა და ეს აღარ ჭამოთო და მაინტერესებდა სად ეწერა.

Posted by: td......... Jan 22 2011, 06:15 PM

QUOTE(Emigranti @ 22nd January 2011 - 05:57 PM) *
QUOTE(mata @ Jan 22 2011, 05:34 PM)
td.........

ვერ გავიგე რას მეკითხები მემგონი პროდუქტების სიაზე გკითხა

კი პროდუქტებზე ვიკითხე, კოფეინი, შაქარი, ხორცი.. ამაზე, ამ პროდუქტების და მათში შემავალი ნივთიერებების ამოღების გარეშე არ შეიძლება ენერგიის მართავ და სიზმართხილვის პრაქტიკი განხორციელებათქო... ანუ რამდენად აუცილებელია..

Posted by: mata Jan 22 2011, 06:18 PM

Emigranti

ციტატა(Emigranti @ 22nd January 2011 - 05:57 PM) *
არა, მე რა ვიგულისხმე იცი? აი მაგალითად ის პროდუქტების სია რომ ჩამოწერე, რომელსაც აღარ იყენებ საკვებად. ეგ ალბათ სადღაც წაიკითხათქო, რომ ესა და ეს აღარ ჭამოთო და მაინტერესებდა სად ეწერა.

აააააააა rolleyes.gif
ეხლავე გეტყვი. ხორცზე ხო ინფორმაცია ისედაც სავსეა (ვეგეტარიანელები) და გარდა ამისა შესაწირს რო ეძახიან და ღმერთს სწირავენ თუ რაღაც სულელური წესი რომ გვაქვს ხო იცი. ხოდა ერთხელ ჩემ თვალ წინ ცხვარს ყელი რო გამოჭრეს გული წამივიდა. რო უყურებდი როგორ აფართხალებდა ფეხებს და ის ვიღაცა კიდე თავს აწევინებდა, რო ყელი გამოეჭრა. მაგ ამბავმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. იმ დღეს ჩაქაფულები და რაღაცეები გააკეთეს იმ ცხვრისგან და ეს ხალხი ხარბად ჭამდა. აუ საზიზღრობა იყო რაა. მაშინ არაფერი ვიცოდი არც ვეგეტარიანელობაზე და არც სიზმრებზე, უბრალოდ გული მეტკინა იმ ცხვრის ცოდვით. მერე მაინც ვჭამდი ხორცს, მეგონა რო ეს წესი და რიგი იყო, მარა გავიგე თუ არა ვეგეტარიანელობაზე (ნუ აღარ მახსოვს ზუსტად რა წავიკითხე) მეც მოვინდომე და გამომივიდა კიდეც.
ნუ კოფეინი რო არ ვარგა ეგ მემგონი ყველამ ვიცით
და შაქარი რომ "თეთრი სიკვდილია" ეგეც გაგვიგონია ალბად.
ალკოჰოლი არასოდეს მომცონდა და არასოდეს ვსვამდი. მარტო პრაზნიკებზე როგორც აუცილებლობა მხოლოდ ამ მიზნით. ალკოჰოლზე მგონი რაღაც იოგურ ლიტერატურაში მაქვს წაკითხული. არც ეგ მახსოვს ზუსტად.

და ბოლოს ოლმეკის წიგნში "სიზმარმხილველი" საბოლოოდ გავიცანი და დავრწმუნდი ამ პროდუქტების უვარგისობაში. მაგ დროისთვის მე უკვე ყველა პროდუქტი აკრძალული მქონდა გარდა შაქრისა და კაკაოსი

Posted by: mata Jan 22 2011, 06:23 PM

td.........

ციტატა(td......... @ 22nd January 2011 - 06:15 PM) *
პროდუქტებზე ვიკითხე, კოფეინი, შაქარი, ხორცი.. ამაზე, ამ პროდუქტების და მათში შემავალი ნივთიერებების ამოღების გარეშე არ შეიძლება ენერგიის მართავ და სიზმართხილვის პრაქტიკი განხორციელებათქო... ანუ რამდენად აუცილებელია..


როგორ არ შეიძლება. უმეტესობა ასე იწყებს. მეც ასე დავიწყე და ნელნელა დავანებე თავი.

მარა სექსუალური ენერგიის მართვა მე ვფიქრობ შეუძლებელია ამ პროდუქტების ამოღების გარეშე. სიზმარხილვის პრაქტიკის დაწყება ნებისმიერი ეტაპიდან შეიძლება და ის განვითარდება ამ ადამიანის შესაძლებლობების და ნებისყოფის ფარგლებში.

Posted by: td......... Jan 22 2011, 06:24 PM

გასაგებია...smile.gif

Posted by: ირმა Jan 23 2011, 10:41 AM

mata

QUOTE(mata @ 21st January 2011 - 06:09 PM) *
საერთოდ განზრახვის მეთოდი ძალიან ეფექტურია. 3 წლის წინ სიგარეტს როცა დავანებე თავი, მაშინაც განვიზრახე და ვთქვი: მე სიგარეტს თავი უნდა დავანებო და ყოველდღე მახსოვდა ეს განზრახვა. მაშინაც კი როცა ვეწეოდი, ვფიქრობდი რო მე აუცილებლად დავანებებ სიგარეტს თავს და ეგ დღეც დადგა. ხორცსაც ასე დავანებე თავი, სასმელებსაც, შაქარსაც და საერთოდ განზრახვით ნებისმიერ მიზანს მიაღწევ. წარმოუდგენლად ეფექტურია და მარტივი. უბრალოდ დგება შენს ცხოვრებაში ის დღე, როცა უპრობლემოდ ამბობ უარს იმაზე, რაზეც გინდა

ეს ძალიან კარგია ასე. მართალი ხარ, ასე უპრობლემოდ უნდა უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე.
საინტერესო ინფორმაციისათვის მადლობა. ბევრი რამის სწავლება შეიძლება ამ პოსტებიდან. კარგია, რომ ამ პროდუქტებს აჯობე. კარგი მაგალითი მოგვეცი და იმედია ჩვენც იგივეს გავაკეთებთ.wink.gif

Posted by: I AM Jan 29 2011, 07:37 PM

http://forum.ge/?f=19&showtopic=33755533&st=45 ეს ლინკი მეზობელი ფორუმიდან smile.gif ვფიქრობ საინტერესოა.....





პ.ს. იმედია სხვა ფორუმის ლინკის დადება არაა აკრძალული, თუ არ შეიძლება, მაშინ წაშალეთ smile.gif

Posted by: mata Jan 29 2011, 07:46 PM

ერთ ერთ გაცნობიერებულს მოგიყვებით

ამას წინათ სიზმარში როცა გავაცნობიერე თავი, ჩემ სახლში ვიყავი და ჩემი ოჯახის წევრებს ველაპარაკებოდი. ისინი რათქმაუნდა ვერ ხვდებოდნენ რომ სიზმარში იყვნენ, მარა მე ხომ ვიცოდი, ხოდა გადავწყვიტე მოდი ახლა ჩემ ძმას ვეტყვი რო სიზმარშია და ისიც გააცნობიერებს სიზმარს.
ვლაპარაკობდით და უცბად ვეუბნევი:
- იცი რაა ჩვენ ახლა სიზმარში ვართ
ის მეუბნევა: როგორ? შენ ახლა ნამდვილი არ ხაარ?
- როგორ არა ვარ, ნამდვილი ვარ, მე ვარ აი შემეხე თუ გინდა და ხელი გავუშვირე რო მოეკიდა და დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილი ვიყავი. იმანაც მომკიდა ხელზე, მარა ვერ მიხვდა მაინც რო სიზმარში ვიყავით unsure.gif

ანუ ხალხნო არავითარი აზრი არა აქვს რომ სიზმარში ვინმეს ეძახო: იცი რაა შენ სიზმარში ხარ, სიზმარში ხარ. სულ რო გასკდე ამის ძახილით, მაინც ვერაფერს შეცვლი . არადა როგორ მეგონა (ჩემ ჭკუაში) სხვებსაც გავაცნობიერებინებ სიზმრებსთქო, მარაა არ ყოფილა ეგრე იოლად საქმე smile.gif

Posted by: Gopi Jan 29 2011, 09:11 PM

mata

''ვბალეშჩიკობ'' შენს სიზმრებს smile.gif

ისე შენს სიზმარში სხვას როგორ გააცნობიერებინებ რომ სიზმარშია ? ის ხომ შენი სიზმარია, შენ ხედავ ის კი არა .. მე ვერ გავიგე. მოკლეთ აქ რაღაც ''ზე'' ამბავია biggrin.gif

Posted by: old_man Jan 29 2011, 09:28 PM

QUOTE(Gopi @ 29th January 2011 - 09:11 PM) *
ისე შენს სიზმარში სხვას როგორ გააცნობიერებინებ რომ სიზმარშია ? ის ხომ შენი სიზმარია, შენ ხედავ ის კი არა ..

კი ის შენი სიზმარია, მაგრამ შეიძლება მის სიზმარში შეიჭრა და იმის სიზმარიც გახდე. შეიძლება ვერ გააცნობიერებინებინო რომ სიზმარია რადგან ამისთვის მომზადებული არ არის, მაგრამ შეგიძლია მასზე სხვაგვარად იმოქმედო, შთააგონო რამე აზრი, დაამახსოვრებინო თავი და რომ გამოეღვიძება შეიძლება გაგიხსენოს.

Posted by: Gopi Jan 29 2011, 09:32 PM

old_man

ანუ შეიძლება დაასიზმრო შენი თავი?

Posted by: old_man Jan 29 2011, 09:36 PM

Gopi

QUOTE(Gopi @ 29th January 2011 - 09:32 PM) *
ანუ შეიძლება დაასიზმრო შენი თავი?

შეიძლება. მაგრამ ყველას არ გამოუვა. გამოცდილი სიზმართმხილველი უნდა იყო. smile.gif კარგად უნდა იცნობდე ასტრალურ სფეროს, მასში გადაადგილებას, ენერგეტიკას და ა.შ.

Posted by: Gopi Jan 29 2011, 09:39 PM

ციტატა(old_man @ Jan 29 2011, 09:36 PM) *
Gopi

შეიძლება. მაგრამ ყველას არ გამოუვა. გამოცდილი სიზმართმხილველი უნდა იყო. smile.gif კარგად უნდა იცნობდე ასტრალურ სფეროს, მასში გადაადგილებას, ენერგეტიკას და ა.შ.



ხო ეგ თავისთავად smile.gif ძალიან საინტერესო ამბავია.

Posted by: Atman Jan 30 2011, 08:45 AM

გუშინ საინტერესო სიზმარი ვნახე:

ვითომ ავტობუსში ვიჯექი და სიზმრის გაცნობიერებაზე ვფიქრობდი. ხელისგულებს ვაკვირდებოდი, მეთქი სიზმრის დროს აი ასე უნდა დავიხედო და ალბათ ხაზები არ გამოჩნდება გამოკვეთილად და მივხვდები რომ სიზმარში ვართქო. არადა მშვენივრად ჩანდა ხაზები და სიზმარში რომ ვიყავი ვერც მივხვდი. თან გვერდზე მჯდომმა ისე შემომხედა, ხელები დავუშვი, გიჟი არ ვეგონოთქო (კომპლექსი რა) biggrin.gif

მოკლედ მეკაიფება ჩემი ჭკუა (სხვა სიზმრებიდან გამომდინარეც ვამბობ ამას) biggrin.gif თან იმასაც მახვედრებს, რომ კასტანედას და სიზმრის გაცნობიერების და საერთოდ სიზმრებში ბოდიალის სხვადასხვა მეთოდი ჭკუის ერთ-ერთი ტრიუკია და თუ მოუნდება ისე დამაბოლებს, ვერც მივხვდები. და რომ ილუზია სწორედ ისაა, რისი დანახვაც მინდა და არა ის, რაც რეალობაა smile.gif

Posted by: ირმა Jan 30 2011, 09:58 AM

ერთხელ ერთი ჩემი მეგობარი შემოიჭრა ჩემს სიზმრებში. ის პიროვნება ჩემზე გაცილებით მაღალ დონეზე იყო, ესოტერიკა მაქვს მხედველობაშიsmile.gif
იმ პერიოდში რაღაც საკითხი მინდოდა გადამეჭრა და გზებს ვერ ვპოულობდი. ჩემი მეგობარი მეხმარებოდა და არ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, სიზმრებზე არაფერი. მარტო ყველამ ვიცოდით, რომ სიზმრების კარგი ახსნა იცოდა და ვუყვებოდით ხოლმე სიზმრებს.
მერე დამეწყო სიზმრები... ვხედავდი ყოველ ღამე სიზმარს და სიზმარში საკითხის გადაჭრის გზებს. ერთხელაც მესიზმრება რაღაც კიდევ და თითქოს როგორ ვთქვა დაძალებასავით ვიგრძენი. თითქოს მაჩქარებდა, თითქოს მაწუხებდა ეს ყველაფერი და სიზმარში მკაცრად ვუთხარი(ნუ სიზმარში ბერძნულად ვუთხარი, შევეცდები ზუსტ თარგმანს), ნუ მაწვალებ, ნუ მაწვები თუ რაღაც მასე. თან მბრძანებლური ტონი მქონდა.
მახსოვს მეორე დღეს მოვუყევი ჩემი სიზმარი, ხმა არ ამოიღო და მას შემდეგ დამტოვა ჩემს სიზმრებთან biggrin.gif მანამდესაც სხვადასხვა ფორმით ვხედავდი, ვხედავდი მის სახეს და ა.შ. ეს ყველაფერი მაშინ რატომღაც არ მესიამოვნა. არ მინდოდა ვინმეს გავლენა მოეხდინა ჩემზე ქვეცნობიერად და იმიტომ. მე მინდოდა ყველაფერი რასაც ვსწავლობ გაცნობიერებული მქონდეს ჯერ გონებაში და მერე სიზმარში.
ასე რომ ჩემი გამოცდილებით ასეა, არ მესიამოვნა ჩემს სიზმარში შემოჭრა. მე არ ვიყავი სიზმარში ძლიერი, ამიტომ ერთი ძლიერი სიზმართმცოდნე მმართავდასავით და სიზმარში მოვახერხე და ვაჯობესავით. არვიცი ახლა როგორ აღვიქვამდი მსგავს სიტუაციას...

Posted by: mata Jan 30 2011, 11:03 AM

ციტატა(Gopi @ 29th January 2011 - 09:11 PM) *
ისე შენს სიზმარში სხვას როგორ გააცნობიერებინებ რომ სიზმარშია ? ის ხომ შენი სიზმარია, შენ ხედავ ის კი არა

ჰო ეგრეა smile.gif მე მაშინ არ ვიცოდი ეგ და მეგონა დილით რო ავდგებოდი ჩემი ძმა მეტყოდა: გოგო გუშინ რეებს მეუბნეოდი სიზმარშიო? biggrin.gif
ნუ ძაან გულუბრყვილოდ გამომივიდა, მარა სწავლის პროცესი ეგრეა: სისულელეები უნდა აკეთო რო მიხვდე რა არის სისულელე და რა არა.
თანაც სიზმრების სფეროს საზღვრები არა აქვს. შეიძლება წინასწარ წიგნებით შეემზადო, მარა მაინც დგები ისეთი ამოცანების წინაშე, რასაც ვერსად ამოიკითხავ და ეგ უკვე შენი მისახვედრია. სიზმარში გამუდმებით ექსპერიმენტები უნდა ატარო და ნახო რა ქმედებას რა მოყვება. ასე სწავლობ და ეცნობი სიზმრის სამყაროს smile.gif

Posted by: mata Jan 30 2011, 11:18 AM

Atman
რა საოცარ რამეებს იტყვი ხოლმე. ძაან საყვარელი ხარ biggrin.gif

ირმა
მე ვფიქრობ სხვის სიზმრებში შეჭრა უნდა მოხდეს არა "უხეშად" არამედ რბილად, მსუბუქად. თუ შენზე ამ ადამიანის ზემოქმედებამ ასეთი რეაქცია გამოიწვია, მაშინ ჩემი აზრით "ვერ მოზომა" და ესეც ალბად იმ ადამიანისთვის გამოცდილება იყო. ის მიხვდებოდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და არ იყო ჯერ იმისთვის მზად, რო სხვის სიზმრებში ეარა.

Posted by: old_man Jan 30 2011, 12:19 PM

Atman

QUOTE(mata @ 30th January 2011 - 11:18 AM) *
ვითომ ავტობუსში ვიჯექი და სიზმრის გაცნობიერებაზე ვფიქრობდი. ხელისგულებს ვაკვირდებოდი, მეთქი სიზმრის დროს აი ასე უნდა დავიხედო და ალბათ ხაზები არ გამოჩნდება გამოკვეთილად და მივხვდები რომ სიზმარში ვართქო. არადა მშვენივრად ჩანდა ხაზები და სიზმარში რომ ვიყავი ვერც მივხვდი.

ადრე მეც მაგ შეცდომას ვუშვებდი. ხელებზე დახედვით ვერ ვაცნობიერებდი რომ სიზმარში ვარ. როგორც შენმა ქრონიკულმა ოპონენტმა ოლმეკმა ბრძანა და ასევე სხვაგანაც წავიკითხე, ძილში ხელებზე დახედვა გაცნობიერების შედეგი უნდა იყოს და არა მიზეზი. ჩემი პრაქტიკით დავრწმუნდი რომ ასეა. აი ის პოსტიც: http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=920&view=findpost&p=34966

Posted by: Atman Jan 30 2011, 12:49 PM

old_man

მაგ საქმეში ოლმეკი პროფია, ვერაფერს ვიტყვი biggrin.gif

Posted by: Emigranti Jan 30 2011, 02:07 PM

ეს ინფორმაცია ოლმეკის რუსულენოვანი საიტის, შეკითხვებზე პასუხის განყოფილებაში ვიპოვე და გაცნობიერებულ სიზმრებზე რაც გამიგია, იქიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მომეჩვენა. ამიტომ მინდა აქაც დავდო.

პრინციპში ოლმეკს უამრავ რამეში არ ვეთანხმები, განსაკუთრებით რელიგიურ თემებს რაც ეხება, მაგრამ აქ რასაც წერს სწორად მომეჩვენა.


Филя - вопрос:

У меня зубы рассыпаются буквально... не уже всё нормально(я практики прекратил).... но новичкам такое светит, вы не подскажите как сделать так чтобы этого не было? Ещё после практики появляется желание покончить жизнь самоубийством, это от чего? Вообще когда стал жить в реале жизнь улучшилась... может я что-то не так делал?

Георгий - ответ:

Начну с зубов, - Дело в том что если заниматься только сновидением то рано или поздно со здоровьем будут проблемы. Чтобы не возникали такие проблемы надо практиковать магические пассы. Эти движения перераспределяют энергию. Благодаря им, в физическом теле не бывает участков - где может не хватать энергии или может накапливаться определённо ориентированная энергия в слишком больших количествах. Если сказать коротко то тело перестаёт болеть.
Сновидения делают человека замкнутым, одиноким, хмурым и т.д. поэтому были разработаны формулы сталкинга. Сталкинг несёт веселье, радость, спокойствие, рассеивает агрессию.
Когда древние шаманы - Ольмеки - столкнулись с такими проблемами как болезнь, нежелание жить и т.д. то они стали искать выход. Им не хотелось останавливаться. Великие кошки через сно-видения научили их определённым движениям кошек. Современные маги их называют пассами.
В человеке есть два вида энергии энергия "-" и энергия "+". Сновидения накапливают минус. Эти энергии непрестанно борются друг с другом пытаясь победить. Но если один из них начинает побеждать то человек болеет и умирает. Искусство магии это искусство не только держат эти энергии в согласии и в равновесии, но и сплавлять их в единое целое.
Сталкинг это плюс. Пассы не только перераспределяют но и сплавляют эти энергии друг с другом.
Кроме этого - зубы, кости минеральное царство связаны с предками, (отец, мать, дедушка, бабушка и т.д.). сновидения усиливая - активизирует подсознание. если у вас имеется хоть какая то обида, агрессия, негативный взгляд на своих предков то это вредит им. Они связана с твоими зубами, зубы начинают сыпется. Это очень мощный знак. То что вы перестали заниматься сновидениями это правильно. Если хотите продолжит то должны начать заниматься пассами и сталкингом. Активизацию и усиление подсознания может вынести только тот кто непреклонно работает над своим характером и над своими добродетелями. В магии только очень положительный, уравновешенный, ЛЮБЯЩИЙ человек может дойти до победного конца, все остальные умирают по пути.

წყარო: http://olmek4.narod.ru/reply1.htm

Posted by: ირმა Jan 30 2011, 10:25 PM

mata

QUOTE(mata @ 30th January 2011 - 12:18 PM) *
ირმა
მე ვფიქრობ სხვის სიზმრებში შეჭრა უნდა მოხდეს არა "უხეშად" არამედ რბილად, მსუბუქად. თუ შენზე ამ ადამიანის ზემოქმედებამ ასეთი რეაქცია გამოიწვია, მაშინ ჩემი აზრით "ვერ მოზომა" და ესეც ალბად იმ ადამიანისთვის გამოცდილება იყო. ის მიხვდებოდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და არ იყო ჯერ იმისთვის მზად, რო სხვის სიზმრებში ეარა.

მართლაც, ამის მერე აღარ შემოჭრილა ჩემს სიზმარში.
ის ძალიან კარგი პიროვნება იყო. ეს მოხდა დაახლოებით 9 ან 10 წლის წინ. მაშინ მე არ ვიყავი მზად. დღეს შეიძლება არ მქონოდა პრობლემა.

Posted by: starscream Jan 30 2011, 10:54 PM

საერთოდ მაგარი დამღლელია არაპირდაპირად სიხმრის გაცნობიერება ხელებზე ხედვა და ასე შემდეგ..
პირდაპირი შესვლა უკეთესია..
ბევრი ტექნიკაა მაგრამ ყველა არ ვარგა მარტო კარლოსს ააქვს კარგი ტექნიკა..
მე უბრალოდ ვწვები და ვცდილობ დავიძინო აქ მთავარია რომ შინაგანი დიალოგი გამორთო.. როგორც კი მას გამორთავ ეგრევე იწყებ დაძინებას ისე რომ ცნობბიერება შენარჩუნებული გაქვს..
გათიშვა იმიტომ არის საჭირო რომ შენი აღქმის წერტილი დაიძრას..
მოკლედ დაწვები გათიშავ შინაგან დიალოგს და ძილის ტალღები მოვა შენთან ჯერ ერთი ტალღა ჩაგძირავს მერე მეორე უფრო ჩაგძირავს და მერე მიხვალ იმ დონემდე საიდანაც ვეღარ დაბრუნდები..
მე უბრალოდ გულის ძალიან ხშირი და ძლიერი ფეთქვა მიშლის ხელს..უკვე როცა უნდა დავიძIნო..
ისე დავაკვირდი და რაც უფრო გაცნობიერებულად შედიხარ სიზმარში მით უფრო რეალურია ის..
აი მაგალითად თU გავაცნობიერე სიზმარი მაგრამ ჩემი მდგომარეობა ტვინის ისეთია როგორც როცა გთვლიმავს სიზმარი ჩქარია ვერ ხვდები ვერაფერს და უფრო მალე ხდება ყველაფერი..ბურუსიანია..
მთელი ძალები სიზმრის არაპირდაპირ გაცნობიერებაზე კი არა.. პირდაპირ შესვლის ტექნიკებზე უნდა დაიხარჯოს..
და ისე უნდა შექმნა შენი ტვინისთვის ბრძანებები არა მარტო ხელზე დახედვა არამედ სხვა რაღაცეები..
მაგალითად მე ვიმეორებ როცა არაფერს ვაკეთებ შეუჩერებლივ იესოს ლოცვას და სიზმარში როგორც კი მის გაცნობიერებას ვიწყებ ეგრევე იესოს ლოცვის გამეორებას ვიწყებ ესაა ჩემი ბრძანება..ამით ვხვდები მერე რომ სიზმარში ვარ..
კიდე რაც შევამჩნიე ამ ყველაფერს უნდა მიუდგე ცოტა ირიბად და არასერიოზულად მეტი ეფექტი აქვს..
მე ხშირად მქონდა გაცნობიერებული სიზმრები ყოველ მეორე ან ყოველდღე..
უბრალოდ დაბალი გაცნობიერებისს ხარისხი იყო ბურუსიანი მოკლედ ნახევრად მაინც მეძინა.. და ისე არ ვიყავი როგორც რეალობაში..

Posted by: mata Jan 31 2011, 11:08 AM

ციტატა(starscream @ 30th January 2011 - 10:54 PM) *
მთელი ძალები სიზმრის არაპირდაპირ გაცნობიერებაზე კი არა.. პირდაპირ შესვლის ტექნიკებზე უნდა დაიხარჯოს..

სხვათაშორის მეც თავიდანვე პირდაპირი შესვლის ტექნიკა დავამუღამე. მარა არ ვიცი ეხლა გადაჭრით ვერ ვიტყვი რომელი ჯობია პირდაპირი თუ არაპირდაპირი.
საწყის ეტაპზე ვისაც როგორ მოუხერხდება და ვისაც რომელი ურჩევნია იმითი უნდა დაიწყოს.
ციტატა(starscream @ 30th January 2011 - 10:54 PM) *
უბრალოდ დაბალი გაცნობიერებისს ხარისხი იყო ბურუსიანი მოკლედ ნახევრად მაინც მეძინა.. და ისე არ ვიყავი როგორც რეალობაში..

ამიტომაცაა, რო ღამე როცა იღვიძებ მთლიანად უნდა გამოფხიზლდე ისე, რომ აღარ გეძინებოდეს. რამდენადაც კარგად გამოფხიზლდები, იმდენად გამოფხიზლებული შეხვალ სიზმარში. თუ ისერა გამოფხიზლდი, მაშინ ისერა გამოფხიზლებული ივლი სიზმარშიც. ზამთარში განსაკუთრებით მიჭირს მეც ღამე გამოფხიზლება, ზაფხულში შედარებით იოლად გამომდიოდა.

Posted by: old_man Jan 31 2011, 11:47 AM

mata

QUOTE(mata @ 31st January 2011 - 11:08 AM) *
სხვათაშორის მეც თავიდანვე პირდაპირი შესვლის ტექნიკა დავამუღამე. მარა არ ვიცი ეხლა გადაჭრით ვერ ვიტყვი რომელი ჯობია პირდაპირი თუ არაპირდაპირი.
საწყის ეტაპზე ვისაც როგორ მოუხერხდება და ვისაც რომელი ურჩევნია იმითი უნდა დაიწყოს.

ჰო ეს ინდივიდუალურია. მე მიჭირს პირდაპირი შესვლის ტექნიკა, იმიტომ რომ შინაგან დიალოგს ვერ ვაჩერებ. მირჩევნია ან პირდაპირ სიზმარში გამოვფხიზლდე ან დილისკენ რამდენიმე წუთით გავიღვიძო და ისევ შევიდე.
საერთოდ დავაკვირდი, გონებრივი და ემოციური დაღლილობის დროს საერთოდ არ გამომდის, სამაგიეროდ ძაან კარგად გამომდის თუ მხოლოდ ფიზიკურად ვარ დაღლილი, აი რომ იტყვიან სასიამოვნოდ ვარ დაღლილიო smile.gif ასეთ დროს შინაგანი დიალოგი მიჩერდება და ადვილად გადავდივარ გაცნობიერებულ სიზმარში..

Posted by: mata Jan 31 2011, 02:47 PM

old_man

ციტატა(old_man @ 31st January 2011 - 11:47 AM) *
საერთოდ დავაკვირდი, გონებრივი და ემოციური დაღლილობის დროს საერთოდ არ გამომდის, სამაგიეროდ ძაან კარგად გამომდის თუ მხოლოდ ფიზიკურად ვარ დაღლილი, აი რომ იტყვიან სასიამოვნოდ ვარ დაღლილიო ასეთ დროს შინაგანი დიალოგი მიჩერდება და ადვილად გადავდივარ გაცნობიერებულ სიზმარში..
კიიიი ნამდვილად smile.gif
ფიზიკური დაღლილობის დროს ძაან იოლად ვდუნდები ხოლმე.

ცხელცხელი გაცნობიერებული სიზმარია:
შევედი სიზმარში ხოდა ჯერ ჩემ თავს ვაკვირდები და გარემოს.... ვცდილობ არ გავჩერდე და აქეთ იქით დავდივარ. მერე გავედი სხვა სახლში, დავინახე გარდაცვლილი ბაბუაჩემი იქვე იდგა და რაღაცეებს აკეთებდა. არ მომინდა მასთან ლაპარაკი და გავაგრძელე გზა. იქვე მაგიდაზე ვაშლები იდო და მეთქი აბა ვნახო ერთი გავსინჯო, ნუთუ ვაშლებსაც ჩვეულებრივი გემო აქვს სიზმარში და ავიღე და ჩავკბიჩე. აუ არანაირი განსხვავება არ იყო, ჩვეულებრივი ვაშლი იყო და გემრიელად შევჭამე smile.gif


Posted by: old_man Jan 31 2011, 03:13 PM

მეც დავდებ ჩემს ცხელცხელ გაცნობიერებულ სიზმრებს smile.gif))
წინა კვირას ორი მქონდა. ისევ ჩემი ოთახის შეცვლილი ინტერიერის მიხედვით მივხდი, რომ სიზმარში ვარ. მაგრამ ვგრძნობდი, რომ მეღვიძებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, როგორც იმ ვიდეობშია აღწერილი მე რომ დავდე, დავიწყე ჩაღრმავების მეთოდის გამოყენება. ვმოძრაობდი ოტახში სწრაფად, ვკიდებდი ხელს სხვადასხვა ნივთს, ზოგს ვიღებდი და ვატრიალებდი. მაგრამ მაინც ნე-ნელა მეღვიძებოდა. გამეღვიძა და ისევ სწრაფად შევედი სიზმარში, ასე განმეორდა რამდენჯერმე. მაგრამ მაინც ვერ შევინარჩუნე... გამისხლტა... sad.gif
მეორე სიზმარი გამოდგა უფრო ეფექტური, დავიწყე ექპერიმენტები: დავდექი სარკის წინ. ჩემს თავს ვხედავდი ნათლად. უკვე ვიცოდი, რომ აზრის ძალით ყველაფერი შემეძლო. გავიფიქრე: ახლა მინდა რომ გამეზარდოს ხელები და მართლაც ხელები იატაკამდე ჩამოიწელა. )) მოკლედ ასე გარეგნობის შეცვლაზე კიდევ რამდენიმე ტრიუკი ჩავატარე. ყველაფერი გამოვიდა )) მაგრამ, შემდეგ გავიფიქრე: ეს ხომ დაუჯერებელია და ამის გაფიქრებისთანავე შემდეგი აღარ გამომივიდა )) და მალე გამეღვიძა კიდეც....

Posted by: Atman Jan 31 2011, 03:40 PM

აქ რომ წერთ თქვენს გაცნობიერებულ სიზმრებს, შეიძლება ქვეცნობიერმა საიდუმლო ინფორმაცია (ანუ ის რისი აქ გამჟღავნებაც არ შეიძლება) აღარ მოგაწოდოთ smile.gif

Posted by: old_man Jan 31 2011, 03:52 PM

QUOTE(atman @ 31st January 2011 - 03:40 PM) *
აქ რომ წერთ თქვენს გაცნობიერებულ სიზმრებს, შეიძლება ქვეცნობიერმა საიდუმლო ინფორმაცია (ანუ ის რისი აქ გამჟღავნებაც არ შეიძლება) აღარ მოგაწოდოთ

ყველაფერს კი არ ვყვები ))
მხოლოდ იმას, რაც სხვებისთვის იქნება სასარგებლო და საინტერესო - ტექნიკები, შეგრძნებები და შთაბეჭდილებები. შეიძლება არაფრისმთქმელი გაცნობიერებული სიზმრების შინაარსიც. smile.gif

Posted by: starscream Jan 31 2011, 05:48 PM

როგორც წიგნში წერია და თQვენი სიზმრების მიხედვით ეხლა თქვენ არ ხართ სიზმარში (სიზმარს ეძახიან ასტრალურ გასვლას)
ანუ ხართ თქვენივე ქვეცნობიერში სადაც თქვენ და მცოცველები იმყოფებიან.. მცოცველი არის ტელეპორტ მასტერი რომელსაც გადაყავს ადამიანის ენერგეტიკული სხეული არაორგანული არსებების სამყაროში..
ისინი იღებენ ადამიანური ნივთების სახეს სიზმარში.. მაგრამ ეს ნივთები უცნაურად გამოიყურება ან მოძრაობს.. უნდა დააკვირდეთ ამ ნივთებს თუ ამ ნივთმა დაიწყო ვიბრირება და იცვალა ფორმა უნდა გამოთქვათ ნება რომ გინდათ ტელეპორტაცია..
თქვენ ეხლა რა დონეზეც ხართ უკვე დროა რომ ქვეცნობიერეიდან გადახვიდეთ სიზმარში.. როგორც წიგნში წერია ეს შესაძლებელია თU წარმოიდგენ შენ ნაცნობ ადგილს და იქ მოხვდებ.. ეს ადგილი უნდა იყოს ძალის ადგილი..
ანუ ადამიანების თავ შეყრის.. ინსტიტუტი, და მოკლედ ესეთი ადგილები..
და არ გაერთოთ სიზმართხილვით.. იმუშავეთ და აკეთეთ სავარჯიშოები..
როგორიცაა რომ რამოდენიმე საგანს ირჩევ სიზმარში ჯერ ერთს უყურებ, მერე მეორეს, მერე მესამეს, მერე ბრუნდებით ისევ.. და ხელებზე დაიხედეთ. უფრო სწორედ ორივე ხელი მიიტანეთ სახესთან და ისე იარეთ..
ადამიანი სიზმრიდან ვარდება იმ შემთხვევაში თუ აქვს ცოტა ენერგია, თU მისი აღქმის წერტილი ამოძრავდა..რაც გამოიწვევს იმას რომ სხვა სიზმარში გადავარდება და ცნობიერება გაქრება..
ეს სავარჯიშოები ამაგრებს აღქმის წერტილს.. ერთ ადგილას..
როგორ მაგ.. რეალურ სამყაროში შინაგანი დიალოგი ამაგრებს ერთ ადგილას აღქმის წერტილს..

Posted by: mata Jan 31 2011, 06:02 PM

starscream

ციტატა(starscream @ 31st January 2011 - 05:48 PM) *
ისინი იღებენ ადამიანური ნივთების სახეს სიზმარში.. მაგრამ ეს ნივთები უცნაურად გამოიყურება ან მოძრაობს.. უნდა დააკვირდეთ ამ ნივთებს თუ ამ ნივთმა დაიწყო ვიბრირება და იცვალა ფორმა უნდა გამოთქვათ ნება რომ გინდათ ტელეპორტაცია..


ნივთებს ვერ დავაკვირდებით, რადგან მზერის გაჩერება ერთ ობიექტზე და ეგრევე გეღვიძება.

Posted by: starscream Jan 31 2011, 06:15 PM

ჰოდა უნდა ივარჯიშო რომ შეგეძლოს.. ჯერ დააკვირდები მერე სხვა რამე გადაიტან და ასე შემდეგ..
თორე ესე სულ გაგეღვიძება

Posted by: I AM Feb 2 2011, 07:44 PM

http://www.sunhome.ru/religion/11140/p1


მგონი საინტერესოა, სიზმრის იოგაზეა და... smile.gif

Posted by: mata Feb 9 2011, 09:18 PM

სიზმარი ფრენაზე

ე.ი. გავედი სხეულიდან და ვარ ჩემს სახლში. გადავწყვიტე ფრენაში ვარჯიში. გავედი ფანჯრიდან და დავფრინავ კორპუსების გარშემო... რამდენიმე კრუგი დავარტყი გარედან ჩემ კორპუსს და მერე დავატორმუზე. აუუუუ ძაან მაგარი შეგრძნებააა გამეღვიძა გაღიმებულს.

მერე კიდე მოვინდომე და გავედი ისევ სხეულიდან. ისევ ფანჯრიდან გავედი გარეთ და მეთქი ეხლა დავუვლი კორპუსებს და გავერთობი ფრენით, ხოდა გავადინე ტყაპანი მიწაზე .
რო დავეცი ეგ რათქმაუნდა არანაირი ტკივილის შეგრძნება არ იყო, ხოდა გაკვირვებული ვიყურებოდი აქეთ-იქეთ და სახლში გავჩნდი უცებ და ვიღაცა მეუბნევა. ყავა უნდა დაგელია ერთი ჭიქა და გაფრინდებოდიო
გამიკვირდა ეს რო მითხრეს თან არ ჩანდა ვინ იყო. მაგ დროს გამეღვიძა კიდეც და მივხვდი რო სიზმარში ვიღაცა მაგრად გამეკაიფა

Posted by: old_man Feb 10 2011, 01:07 PM

mata

QUOTE(starscream @ 9th February 2011 - 09:55 PM) *
ე.ი. გავედი სხეულიდან და ვარ ჩემს სახლში. გადავწყვიტე ფრენაში ვარჯიში. გავედი ფანჯრიდან და დავფრინავ კორპუსების გარშემო... რამდენიმე კრუგი დავარტყი გარედან ჩემ კორპუსს და მერე დავატორმუზე. აუუუუ ძაან მაგარი შეგრძნებააა გამეღვიძა გაღიმებულს.

რა მაინტერესებს, ფრენისას გული არ გიფრიალებს? )) მე მაგრად და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ..და სიხარულის განცდა მაქვს...
QUOTE(starscream @ 9th February 2011 - 09:55 PM) *
უცებ და ვიღაცა მეუბნევა. ყავა უნდა დაგელია ერთი ჭიქა და გაფრინდებოდიო
გამიკვირდა ეს რო მითხრეს თან არ ჩანდა ვინ იყო. მაგ დროს გამეღვიძა კიდეც და მივხვდი რო სიზმარში ვიღაცა მაგრად გამეკაიფა

მე ვიყავი smile.gif) ჰო ისე მართლა, კარგად რომ შევისწავლით გაცნობიერებულ სიზმარს, მერე ექსპერიმენტები ჩავატაროთ, ერთმანეთის სიზმრებში შეჭრა და მერე დილით თუ გვემახსოვრება ორივეს ერთი და იგივე. უკვე დროა სერიოზულ ეტაპზე გადავიდეთ girl_witch.gif

Posted by: Atman Feb 10 2011, 01:27 PM

old_man

ყავა მიართვი მომდევნო სიზმარში biggrin.gif

Posted by: mata Feb 10 2011, 02:09 PM

old_man

ციტატა(old_man @ 10th February 2011 - 01:07 PM) *
რა მაინტერესებს, ფრენისას გული არ გიფრიალებს? )) მე მაგრად და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ..და სიხარულის განცდა მაქვს...


კიი მიფრიალებს გული და ადრენალინიც აქვს ოღონდ ეს რაღაცნაირი ძაან სასიამოვნო და მსუბუქია.
მაგალითად ზოპარკში რო გემია იმაზეც გიფრიალებს გული და ადრენალინიც აქვს, ეს რაღაცნაირი შიშნარევი გულისფრიალია. სიზმარში კი ძაან თავისუფლად ხარ და არაფრის არ გეშინია, მთლიანად ტკბები ფრენით. რავი მე ესე აღვიქვამ პირადად

ციტატა(old_man @ 10th February 2011 - 01:07 PM) *
კარგად რომ შევისწავლით გაცნობიერებულ სიზმარს, მერე ექსპერიმენტები ჩავატაროთ, ერთმანეთის სიზმრებში შეჭრა და მერე დილით თუ გვემახსოვრება ორივეს ერთი და იგივე. უკვე დროა სერიოზულ ეტაპზე გადავიდეთ

ჰო, რატომაც არა, ჩავატაროთ ექსპერიმენტები smile.gif
და იცი ზუსტად როგორ უნდა მოვაწყოთ ეგ ამბავი?

Posted by: mata Feb 10 2011, 04:02 PM

ასევე შეგვიძლია მთელმა ფორუმმა მოვაწყოთ ერთობლივი სიზმარხილვა. გამოცდილი, გამოუცდელი არა აქვს მნიშვნელობა, ყველამ ვცადოთ groupwave.gif
დავთქვათ ერთი ადგილი მაგ. დისკოტეკა, სადაც შევიკრიბებით და ვიცეკვებთ.
ე.ი.
შეხვედრის ადგილი - დისკოტეკა
სიზმრის პერსონაჟები - ჩვენი ფორუმელები
რა უნდა ვქნათ - ვცეკვავთ

საინტერესოა რა გამოგვივა biggrin.gif
არ გინდათ?
მერე დავწეროთ ვინ რა ნახა rolleyes.gif

მოკლედ მე გთავაზობთ, დღეს არის 10 თებერვალი. კვირის ბოლომდე შევეცადოთ ღამე ძილის წინ ვთქვათ: "მე ეხლა სიზმარში ფორუმელებს უნდა შევხვდე და ვიცეკვო", "ეხლა მე ფორუმელებთან მივდივარ შეხვედრაზე" , "საცეკვაოდ მივდივარ" ასეთი რაღაცეებზე ვიფიქროთ და გავაკეთოთ განზრახვა რომ ეს შეხვედრა უნდა შედგეს და არ უნდა დააკლდე, შენც აუცილებლად უნდა წახვიდე.

ოღონდ შედეგები, ვინ რა ნახა დავწეროთ ორშაბათიდან (ანუ 14 თებ.), იმიტომ რომ შეიძლება პირველ ან მეორე ღამეს როგორც წესი არ გამოვა, შეიძლება ზოგმა მესამე ან მეოთხე ღამეს ნახოს. ამიტომ ერთმანეთს დაველოდოთ და ორშაბათამდე ნუ გავამჟღავნებთ ვინ რა ნახა.


Posted by: Atman Feb 10 2011, 04:20 PM

დიჯეი ვინ იქნება? ოლმეკი? biggrin.gif

Posted by: mata Feb 10 2011, 04:27 PM

Atman რა სახე გაქვს, რა არის. მოაშორე ეგ ავატარი რააა

ოლმეკის კბენას მოეშვი და სიზმრებში შემოგვიერთდი !!

Posted by: td......... Feb 10 2011, 06:34 PM

mata
მისამართი რომ ავურიო და სხვა დისკოთეკაზე მოვხვდე? მერე რა მეშველება?!

Posted by: mata Feb 10 2011, 06:47 PM

td.........

ციტატა(td......... @ 10th February 2011 - 06:34 PM) *
მისამართი რომ ავურიო და სხვა დისკოთეკაზე მოვხვდე? მერე რა მეშველება?!


მოიცა, მოიცა.

სიზმარში არ არსებობს მისამართები და სხვადასხვა ადგილები. მოქმედების ადგილი ერთია. დრო და სივრცე დაივიწყე.
ყველაფერი შენს წარმოდგენაში ხდება.
რასაც წარმოიდგენ იქ მოხვდები ზუსტად.

Posted by: td......... Feb 10 2011, 06:50 PM

mata
მერე რა გარანტია მაქვს , რომ სენც იგივეს წარმოიდგენ...


QUOTE(mata @ 10th February 2011 - 06:47 PM) *
სიზმარში არ არსებობს მისამართები და სხვადასხვა ადგილები. მოქმედების ადგილი ერთია.

ვერ დაგეთანხმები , მარა კაი , ეგ გავატაროტ...

Posted by: old_man Feb 10 2011, 06:51 PM

QUOTE(mata @ 10th February 2011 - 06:47 PM) *
ასევე შეგვიძლია მთელმა ფორუმმა მოვაწყოთ ერთობლივი სიზმარხილვა. გამოცდილი, გამოუცდელი არა აქვს მნიშვნელობა, ყველამ ვცადოთ

ჰო მარა გამოუცდელებს როგორ გამოუვათ? გაცნობიერებულ სიზმრებში თუ ვერ შედიან დილით არაფერი ეხსომებათ ისედაც. ფაქტიურად აქ მე და შენ ვართ გაცნობიერებულ სიზმარში მოგზაურები. ჰო და კიდე ოლმეკი იყო, მარა ის არ იკადრებდა ჩვენთან სიზმარში შეხვედრას smile.gif)

Posted by: mata Feb 10 2011, 06:58 PM

td.........

ციტატა(td......... @ 10th February 2011 - 06:50 PM) *
მერე რა გარანტია მაქვს , რომ სენც იგივეს წარმოიდგენ...


ჩვენ ერთი სიზმარი კი არ გვექნება. ამას ცოტა გამოცდილება სჭირდება. მე და ოლდ მენი ვგეგმავთ, რომ ერთმანეთის სიზმრებში შევიდეთ. მაგაზე არ ვამბობ მე.
ეხლა უბრალოდ გთავაზობთ, რომ შეამოწმოთ თქვენი სიზმარხილვის ნიჭი. ამას ჰქვია სიზმრის შეკვეთა და ვისაც აინტერესებს შეუძლია გამოსცადოს თავისი თავი.

საშიში არაფერია !!!

Posted by: mata Feb 10 2011, 07:08 PM

old_man


ციტატა(old_man @ 10th February 2011 - 06:51 PM) *
ჰო მარა გამოუცდელებს როგორ გამოუვათ? გაცნობიერებულ სიზმრებში თუ ვერ შედიან დილით არაფერი ეხსომებათ ისედაც.

არა გაცნობიერებულზე არ ვამბობ. სიზმრის შეკვეთა თუ გამოვა, ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მერე შეუძლიათ შეუკვეთონ სიზმარი ნებისმიერ თემაზე, დაუსვან კითხვა სიზმარს და სიზმარში მიიღებენ პასუხებს.

ვუთხრათ ოლმეკს თუ გინდა და ვნახოთ გვიკადრებს თუ არა. მე დარწმუნებული ვარ დაგვეხმარება.

Posted by: ირმა Feb 10 2011, 08:30 PM

mata
რომ არ დავიკარგოთ და ყველა განსხვავებულ დისკოტეკაზე არ მოვხვდეთ biggrin.gif ჯობია ერთი სურათი დავდოთ აქ, ერთი ადგილის სურათი. ეს სახე წარმოდგენას აძლიერებს. აბა მოიფიქრეთ რამე კარგი ადგილი, შეკრების ადგილიwink.gif
მე მოვდივარ, იქნებ ასე მაინც გაგიცნოთ biggrin.gif

Posted by: mata Feb 10 2011, 09:06 PM

ირმა
ადგილის წინასწარ განსაზღვრა შეიძლება რათქმაუნდა, მარა ეს უნდა იყოს ისეთი ადგილი რომელიც ყველასთვის იქნება კარგად ნაცნობი. მარა, ყველა თავისებურად წარმოიდგენს ამ შეხვედრას, ადგილს, დეტალებს... ეს ხომ ჩვენი საერთო სიზმარი არ არის, ამიტომ ადგილის ზუსტ აღწერას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში.
მთავარია უბრალოდ ჩვენს თავს დავავალოთ რაღაცა და ის იძულებული გავხადოთ, რომ ჩვენი ნება შეასრულოს. ამ შემთხვევაში ვუკვეთავთ სიზმრის სიუჟეტს. მთავარია ვნახოთ რო დისკოტეკაზე ვართ, ფორუმელებთან ვართ და ვცეკვავთ. მთავარია ეს სამი რაღაცა დაგვესიზმროს. თუ ეს ვნახეთ, მაშინ მიზანი მიღწეულია.
ამისი ათვისება ერთგვარი ნაბიჯია გაცნობიერებული სიზმრებისკენ.

Posted by: td......... Feb 10 2011, 10:40 PM

რა მედისკოთეკება, ხვალ მძიმე დღეა, ბევრი ენერგიის დახარჯვა მომიწევს და თავდაცვაც.. ასე, რომ დღეს სულ სხვაგან ვიქნები... ძალები უნდა მოვიკრიბო ხვალისნდელი დღისთვის! smile.gif წარმატებები მისურვეთ!

Posted by: mata Feb 14 2011, 01:30 PM

gul.gif

დღეს 14 თებერვალია, ვალენტინობას გილოცავთ

გამოვიდა რამე? თუ ჩავფლავდით smile.gif

დავწეროთ ვინც რა ნახა და მერე გავარჩიოთ. ძაან საინტერესო სიზმარი ვნახე მე, ოღონდ ჯერ მაინტერესებს ვინმემ ნახა რამე???

Posted by: old_man Feb 14 2011, 02:10 PM

mata
მე სამწუხაროდ ჩავფლავდი... ან შეიძლება დამავიწყდა sad.gif დისკოტეკის მაგივრად სკოლაში მოვხვდი რუსულის გაკვეთილზე smile.gif)
შენ რა ნახე?

Posted by: mata Feb 14 2011, 09:21 PM

პირველ დღეს არაფერი გამომივიდა. მეორე დღეს მესიზმრება ასეთი რაღაცა:

ვზივარ სადღაც ბარში და ერთი ჩემი ძველი ნაცნობი მეუბნევა: წამო დისკოტეკაზე არ გინდა? დღეს საღამოს მივდივართ.
მე ვეუბნევი - აუუ არა, მე ხო იცი არ ვსვავ და რა მინდა ისე ხო არ დავჯდები.
ნუ კაიო და ვსო... ამ დროს სიზმრიდან გამოვდივარ და ვფხიზლდები. და ამ ძილბურანში გამახსენდა რო აუუუუუუ ეს რა ვქენი, მე ხო დისკოტეკაზე უნდა წავსულიყავი და უარი ვთქვი. ეს ძაან ძილბურანში გავაცნობიერე და მოიცა მოიცა მოვდივარ დამელოდეთ, ამ აზრებით შევიბრუნე ძილი.

ახსნა:
მე ხომ დავალებული მქონდა რომ დისკოტეკაზე წავსულიყავი და ა.შ. მაგრამ ეს იყო უბრალო ექსპერიმენტი და რეალურად მე დისკოტეკაზე წასვლის არანაირი ინტერესი არ მქონდა. ამიტომაც სიზმარმა მაჩვენა ჩემი რეალური დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ და შესაბამისად ვთქვი, რო არა არ წამოვალ.
ეს იყო ჩემი რეალური დამოკიდებულება, მაგრამ რადგან მე დავალება მქონდა მიცემული და სიზმარში მოვიქეცი საპირისპიროდ, ეს ვერ გაგიგო ჩემმა ცნობიერებამ და ამ ურთიერთდაპირისპირების გამო სიზმარი შეჩერდა, ცნობიერებამ კი გამოფხიზლება დაიწყო.

შემდეგ ვაგრძელებ.
წავედი ძილში იმ ფიქრებით, რო გამოვასწორო ჩემი ნათქვამი და მივიდე დისკოთეკაზე. ამის მერე ვნახე აბსოლიტურად სხვა სიზმარი (ნუ ამას არ დავწერ) და მერე მართლაც დამესიზმრა სიზმარში დისკოთეკა და ფორუმელები.

მივედი ჯერ მე და ცოტა ხანში მოვიდა სამი ჩვენი ფორუმელი (არ დავასახელებ). ერთად შემოვიდნენ. ჩვენ ყველას რაღაც საჭმელები გვქონდა მოტანილი და პარკებში გვეწყო, გეგონება პიკნიკზე მივდიოდით. ცოტა ხანში გარეთ გავიდნენ და მერე იქედნ ორი საერთოდ დაიკარგა და თვალი ვეღარ მოვკარი და ერთი იქვე იდგა გარეთ ფეხშიშველა წყალში და მანქანის მძღოლს ელაპარაკებოდა რაღაცეებს. მე ვიფიქრე მოდი ამ საჭმელებს მანქანაში ერთად ჩავდებთქო. გარეთ გამოვედი და ვეძებდი მუქი ლურჯი ფერის 06 მანქანას, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს ერთ–ერთ ფორუმელს. ვეძებე და ეს მანქანა იქ აღარ იდგა.
ეს ისეთი დისკოთეკა იყო, რომ ხალხი ცოტა დადიოდა, არ იყო მაინცდამაინც ცნობილი და ნავაროჩენი. პატარა დისკოთეკა იყო, ნაკლებად ცნობილი და ასე რომ ვთქვათ თავისთვის იყო რაა. მუსიკაც უკრავდა რაღაცა, მარა არ იყო ისეთი მუსიკა, რო აეცეკვებინე... რაღაც თავისებური მუხტი აკლდა ამ ყველაფერს.

ახსნა:
დისკოთეკა როგორღაც დაუკავშირდა ჩემ სიზმრებს. ე.ი. დისკოთეკა ვნახე, ფორუმელებიც ვნახე, მარა აი ცეკვა კი არაფრით არ შედგა. ნუ იქ ისეთი სიტუაცია იყო რო ვერანაირად იცეკვებდი. ცეკვა ზოგადად რას ნიშნავს? ადამიანს ცეკვა მაშინ უნდება, როცა ის გახსნილია. როგორც წესი სასმელს სვავენ რო გაიხსნან და მერე იცეკვონ ხომ. ანუ ვერ იცეკვებ თუ რაღაც დონეზე გახსნილი არ ხარ. სიზმარმა გვაჩვენა ჩვენი თავი შიგნიდან, გვანახა რო ჩვენ არ ვართ ერთმანეთში საკმარისად გახსნილები, რომ გვეცეკვა. მთვრალი როცა ცეკვავს, მას სულ ფეხზე ჰკიდია კომპლექსები, საზრუნავები, პრობლემები, დაძაბულობა... ის გახსნილია ბოლომდე და შეუზღუდავი, რასაც უნდა იმას იცეკვავს და როგორც უნდა.
ჩვენ ამდენად გახსნილები ნამდვილად არ ვართ, ეს ფაქტია, ამიტომაც ბუნებრივია სიზმარში ვერ ვიცეკვეთ.
მართალია დისკოთეკაზე ფორუმელები მოვიდნენ, ანუ სურვილი ქონდათ შეხვედრისაც და ცეკვისაც, მარა არ გვეყო ერთმანეთთან გახსნის ხარისხი.
ეს ეხლა იმას არ ნიშნავს რათქმაუნდა რომ ჩვენ ეზოთერიკები რეალურად ერთმანეთთან ვერ ვიცეკვებთ. „არ გახსნა“ მიუთითებს ჩვენს შინაგან სულიერ მდგომარეობაზე და არა ცეკვის უუნარობაზე.
გარდა ამისა მე ვფიქრობ დისკოთეკის ადგილი ეს არის ჩვენი ეზოთერული ფორუმი თვითონ. და დისკოთეკის ზოგადი დახასიათება შესაბამისად არის ეზოთერული ფორუმის დახასიათება.

მოკლედ აი ასეთი ამბებია, კარგი იქნებოდა ვინმეს კიდე რო ენახა. შევაჯერებდით ინფორმაციას და უფრო სრულყოფილ სურათს მივიღებდით smile.gif

Posted by: old_man Feb 14 2011, 09:54 PM

mata
კარგია! ახსნაც მომეწონა smile.gif
ის სამი ფორუმელი ვინ იყო? აქ თუ არ გინდა პმ-ში მომწერე. მაინტერესებს ))

Posted by: Existence Feb 15 2011, 04:16 PM

მოკლედ რა ხდება , მე თქვენსავით არ ვცდილობ გაცნობიერებულ სიზმრის დამუღამებას მაგრამ ეგეთი მდგომარეობა ადრეც მქონია და მითქვია რომ ეხლა სიზმარში ვარ უბრალოდ მერე უკვე მოვშვებულვარ და მივყოლილვარ სიზმარს ანუ სხვადასხვა ტექნიკები რო გამეღრმავებინა არ გამიკთებია

ხო და გუშინ ეტყობა აქედანაც ჩამყვა თქვენ რო სულ ამაზე საუბრობთ, smile.gif სიზმარში ჩემთან სახლში იყო სუფრა გაშლილი, მეორე ოთახში იყო საფერეფლე და მოკიდებული სიგარეტი დარჩენილი ერთ ერთი სტუმრის, როდესაც ვთქვი რომ ეხლა სიზმარი ვარ უცბად გამეფიქრა აბა როგორი შეგრძნებები აქვს მეთქი ამ ყველაფერს და გადავწყვიტე ეს სიგარეტი მომეწია (სიგარეტს თავი მაქვს დანბებული 5 წელია უკვე) ხოდა და ღრმა ნაფასი რო დავარტყი წარმოუდგენლად რეალური შეგრძნება ქონდა აი ზუსრტად ისეთი როდესაც ცხადშიც დიდიხნის არ მოწევის შემდეგ რომ გაქვსდა გემოც ზუსტად ისეთი. biggrin.gif

ხო მერე გავიფიქრე ხო სიზმარია და ეს არა სასიამოვნო გემო გავიდესმეთქი და სიამოვნება მივიღო თქო შემდეგი ნაფასები უკვე წავიდა ყოველგვარი ფილტვების ტკივილის და პირში სიგარეტის საზიზღარი გემოს გარეშე kos.gif

......მოკლედ გრძნობებია 100 % ტიანი .


Posted by: I AM Feb 27 2011, 06:48 PM

აბა ვინც სიზმრების მართვაში კარგად ერკვევით, იქნებ დამეხმაროთ, ესე იგი რაშია საქმე: როგორც კი ვაცნობირებ ხოლმე რომ სიზმარში ვარ, ვიწყებ ჩემთვის სასურველი სიტუაციის მოდელირებას, მაგრამ ეგრევე მავიწყდება ხოლმე რო სიზმარში ვარ...და ჩვეულებრივ გრძელდება ხოლმე სიზამარი გაცნობიერების გარეშე. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ვისმეს?

Posted by: mata Feb 27 2011, 09:45 PM

I AM
მე დიდი გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მეც მქონია ეგეთი შემთხვევები. ვფიქრობ ეგ ენერგიის ნაკლებობის ბრალია. ღამე რო გაგაეღვიძება კარგად უნდა გამოფხიზლდე, ისე რომ აღარ გეძინებოდეს საერთოდ. ენერგიით ხარ სავსე და ამიტომ აღარ გეძინება, ხოლო თუ ვერ ფხიზლდები და გეძინება ე.ი ენერგია არ გაქვს.
ყველაზე დიდი ენერგია მიაქვს შინაგან დიალოგს, რაც მთელი დღის მანძილზე გრძელდება ანუ შინაგანი განსჯა, მსჯელობა, ვინ მტყუანია ვინ მართალია, კარგის და ცუდის გამოყოფა და ა.შ.

Posted by: Fee Feb 28 2011, 05:40 PM

ამასწინად მესიზმრა: თბილისში დავსეირნობდი, თუმცა ისეთ შენობებს ვხედავდი, მანამდე სხვა ქვეყნებში რომ მენახა და გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი smile.gif გამიხარდა, მაგრამ თან შემეშინდა არ გამომღვიძებოდა, მინდოდა რამე გამეკეთებინა რომ დავრწმუნებულიყავი სიზმრის მართვის სიმართლეში და პირველი რაც თავში მომივიდა იქვე მდგომი ბეტონის ბოძის დანგრევა იყო, მუშტი მივარტყი და ჩამოიფშვნა, ვიღაც კაცი გაოგნებული მიყურებდა, მე კი ვფიქრობდი სიზმარია და არ იცისმეთქი. მერე გამომეღვიძა, რატომ მომივიდა თავში მაინც და მაინც დანგრევა? sad.gif

Posted by: mata Feb 28 2011, 06:54 PM

Fee
ვერაფერს გეტყვი.
რავიცი აბა ფანტაზიაა, ზოგს რა მოსდის თავში და ზოგს რა. ალბად ყველაზე უცნაური და წარმოუდგენელი შენთვის ეგ იყო იმ მომენტში ბოძის დანგრევა ერთი მუშტის მირტყმით. მე მაგალითად კედელში გასვლა ვცადე და გამომივიდა. ეს ყველაფერი საკუთარი წარმოსახვის ძალით ხდება. შენ თუ გწამს და გჯერა ყველაფრის გაკეთება შეიძლება

Posted by: Atman Mar 6 2011, 07:54 AM

მოკლედ ამ ღამეს ასეთი რამე შემემთხვა:

შუაღამისას გამეღვიძა და მთელი სხეული თითქოს ვიბრირებდა, განსაკუთრებით თავი, ხოლო მარჯვენა ხელი დაბუჟებული მქონდა, ჰოდა ვცადე ამეწია ხელი და კი ავწიე მაგრამ ეს ასტრალური ხელი აღმოჩნდა, ფიზიკური ხელი კი იქვე დარჩა. მეთქი ვააა, ასტრალში გავდივარ და რამე! ჰოდა თავიც ასევე ავწიე, მაგრამ მოხდა საოცრება: ვხედავდი ორ მარჯვენა ხელს ერთად, ასტრალურს და ფიზიკურს (რომელიც იდო უბრალოდ), ჰოდა უცებ ფიზიკურმა ხელმა მუშტი მთხლიშა თვალში... biggrin.gif ჰოდა ისევ ჩემს სხეულში აღმოვჩნდი, ავდექი, სარკეში ჩავიხედე და ვხედავ რომ თვალზე წითელი "ფინგალი" მადევს. რაღა უნდა მექნა, დავწექი და ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, შეგრძნებებიც ისეთი რეალური იყო... ისევ ვცადე სხეულიდან გამოსვლა (ნაწილობრივ მაინც), მაგრამ აღარ გამომდიოდა... ჰოდა თანდათან ჩამეძინა...

მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მერე, როცა გავიღვიძე, აღმოვაჩინე რომ ეს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა, სხვა სახლში და სხვა საწოლში (ჩემ სოფელში), სიზმარში კი ვიცოდი სოფელში რომ ვიყავი, მაგრამ ვერ მივხვდი მაინც სიზმარი რომ იყო. ახლაც კი მახსოვს ყველა შეგრძნება და ყველა ფიქრი, რაც ამ სიზმარში განვიცადე...

მოკლედ ისევ მეკაიფება და მიჩალიჩებს ერთი ვიღაც! biggrin.gif

Posted by: td......... Mar 6 2011, 11:30 AM

QUOTE(atman @ 6th March 2011 - 07:54 AM) *
მოკლედ ისევ მეკაიფება და მიჩალიჩებს ერთი ვიღაც!

Atman
ჰოდა პროვოკაციებს არ წამოეგო და საქმეს მიხედე..smile.gif)

Posted by: Atman Mar 6 2011, 11:35 AM

QUOTE(td......... @ 6th March 2011 - 11:30 AM) *
ჰოდა პროვოკაციებს არ წამოეგო და საქმეს მიხედე..


არა რა პროვოკაციები. ეს სიზმარი პასუხი იყო ზუსტად იმ საკითხებზე, რომელსაც გუშინ ვკითხულობდი ერთ წიგნში. საკმაოდ მკაფიო, დამაჯერებელი და შემეცნებადი პასუხი გამცეს biggrin.gif

Posted by: td......... Mar 6 2011, 11:43 AM

აჰაა, გასაგებია. :: biggrin.gif

Posted by: Atman Mar 6 2011, 12:12 PM

td.........

აი ამ მონაკვეთის თვალსაჩინოება იყო ჩემი სიზმარი (თუმცა არა მარტო ამის...):

Материя – это форма бытия живого сознания, действующая особым образом по воле Бога.
Верховное Сознание, Которым являюсь Я, представило одну из Своих частей в виде
бесчисленного множества крохотных индивидуальных душ, а другую Свою часть в виде
бесчувственной, пассивной субстанции, элементами которой эти крохотные существа могут
забавляться. Из этой субстанции они лепят себе тела разных видов и различные игрушки…
забывая, что эта субстанция на самом деле не мертва! Материя – это часть живого тела Бога,
которую Он «расслабляет», позволяя маленьким душам играть с ней.

Добрая мать может разрешить ребенку какое-то время забавляться ее рукой. Она просто
расслабляет свою руку, позволяя ребенку как угодно крутить, дергать и даже кусать ее. При
этом маленький ребенок иногда входит в иллюзию, что рука, которую он трепит,
бессознательна и пассивна, другими словами, «мертва», и что теперь она полностью в его
власти. Но стоит ребенку зайти слишком далеко, как эта, такая послушная рука вдруг
«оживает» и дает ему подзатыльник.

Posted by: mata Mar 26 2011, 06:59 PM

აუ სხვა ლინკი დამიდია. ეს უნდა დამედო წესით
http://www.youtube.com/watch?v=yzpBb-50uVs

Posted by: Emigranti May 26 2011, 11:37 AM

დღეს რომ ჩამეძინა გავჩნდი ჩემი სახლის წინ. ვიფიქრე მოდი ხელებზე დავიხედავთქო და თუ ხაზებს დავინახავთქო. დავიხედე და ხაზები გამოუკვეთავად რომ გამოჩნდა გამიკვირდა. ეს ხომ იმას ნიშნავს რომ სიზმარში ვართქო. არადა არანაირი შეგრძნება არ იყო რომ სიზმარში ვიყავი. ყველაფერი ძალიან ჰგავდა რეალს.

თუ ასეა მოდი მაშინ ისეთ რამეს გავაკეთებ რისი მარტო სიზმარში გაკეთება შეიძლებათქო. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვიფიქრე მოდი ავფრინდებითქო ( მაგ დროს სხვა რამის გაკეთება შეიძლება?). მართლაც ავფრინდი, მაგრამ სამწუხაროდ არც ისე მაღლა. გარკვეულ სიმაღლეზე რომ ავედი "გაიჭედა" და მეტი მაღლა აღარ მიდიოდა sad.gif გული დამწყდა. ნეტა რატომ ვეღარ ავედი უფრო მაღლა და როგორ ავიდე? მიწის ზედაპირიდან ერთი-ორი მეტრის სიმაღლეზე დავფრინავდი. "გავსრიალდი" ასე უბანში და გვერდით ქუჩებზე გავედი.

მერე ვიფიქრე ასე ბოდიალი დიდხანს გამიგრძელდება და მოდი ახლა მონროს მეთოდით გავჩნდები პირდაპირ ჩემი სახლის კართანთქო. დავხუჭე თვალები, ვკონცენტრირირდი ჩემი სახლის კარზე და რომ გავახილე ისევ იქ ვიყავი biggrin.gif ჩემი საახლის კარი საკმაოდ შორს იყო. ვცადე მეორეჯერ, თან დავაყოლე ხმამაღლა "ჩემი სახლის კარი" - არაფეი მოხდა. მერე ვთქვი მოდი მაშინ ეხლა დედაჩემს ხომ ძინავს სახლში და მასზე ვკონცენტრირდები და იქნებ მის წინ გავჩნდეთქო - ვეცადე მაგრამ მაინც არსად გადავედი. რა მექნა, მომიწია ისევ ქუჩა-ქუჩა გაბოდიალება სახლისკენ biggrin.gif . თან ვფიქრობდი რა პონტია, ტაკ ნე ინტერესნოთქო. რომ გავიღვიძებ, რამე უნდა მოვიფიქრო ან ვინმეს ვკითხო რა ვქნათქო. biggrin.gif

old_man შენ ხომ არ იცი რა უნდა ქნა?

Posted by: old_man May 26 2011, 12:49 PM

Emigranti

QUOTE(Emigranti @ 26th May 2011 - 11:37 AM) *
თუ ასეა მოდი მაშინ ისეთ რამეს გავაკეთებ რისი მარტო სიზმარში გაკეთება შეიძლებათქო. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვიფიქრე მოდი ავფრინდებითქო ( მაგ დროს სხვა რამის გაკეთება შეიძლება?).

აფრენა მართლა კარგი საშუალებაა რომ გაიგო მართლა სიზმარში ხარ თუ არა... ან შეგიძლია კედლებში გაიარო..ესეც ეფექტურია.
პირდაპირ სახლში რომ ვერ გაჩნდი ამის ორი მიზეზი მგონია. ერთი რომ სიზმარში ჯერ საკმაო ენერგია არ გაქვს დაგროვებული, ან მეორე მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ როცა ფიქრობდი სახლში გაჩენაზე, მაინც ეჭვი გეპარებოდა, რომ ეს შეუძლებელია და რომ შეიძლება სიზმარი სულაც არ იყოს, იმდენად რეალურია.

Posted by: lasha Jul 31 2011, 12:31 AM

ვაა, განა ასე ძნელია სიზმრის კონტროლი? მე თითქმის ყოველთვის რასაც მინდა როდესაც მინდა იმას ვნახულობ ხოლმე, ძალიან მკაფიოთ.

მაგრამ სხვათაშორის ძალიან საზარელი სიზმარი ვნახე ამას წინათ : სახლში ვზივარ მშობლებთან ერთად ცალკე ოთახში და ვიცი რომ აშკარად სხვა არავინაა ჩვენს სახლში და უცბად მომესმა რაღაც ხმები გვერძე ოთახიდან, გავიხედე და არაფერია, მერე სადაც ვისხედით ისევ იმ ოთახში რომ შევიხედე აღარავინ აღმოჩნდა სხვა ოთახში გადასულან, მეც გადავედი და ოთახებს შორის გვაქვს დიდი სარკე, ოთახიდან ოთახი ჩანს პრინციპში, ჰოდა რაღაც ხმები მესმოდა თქო ვეუბნები დედაჩემს სიზმარში და ვერაფერი გავიგეო დედაჩემმა,მეთქი აი ეხლაც არის თქო ხმები აი არ გესმის თქო, გავიხედოთ თქო და პირველი გავხედე იმ სარკეს და სარკეში დავინახე ჩემი ბებიის სული, სარკიდან მიყურებდა და მიღიმოდა, ეხლაც მახსოვს მისი სახე, არადა 3-4 წლიდან არ მინახავს მგონი,ისეთი შემზარავი იყო ეგრევე გამეღვიძა სულ ოფლიანი ვიყავი და შიშისაგან თმა ამებურძგლა... ასე არასდროს შევუშინებივარ არაფერს და რას ვიფიქრებდი თუ სიზმარი შემაშინებდა... ეხლაც მიჭირს ამის გახსენება არ ვიცი ეს რა იყო... :X

Posted by: Joy ZAZA Jul 31 2011, 01:46 AM

მშურს თქვენი biggrin.gif მე სიზმრებსაც იშვიათად ვნახულობ/მამახსოვრდება ისეთი დაღლილი მივდივარ ხოლმე სახლში biggrin.gif, ერთი ორჯერ მიფრენია სიზმარში და ძალიან დიდი სიამოვნებაა, პატარაობაში კი ხშირად მქონია შეგრძნება თითქოს ვარდები სიმაღლიდან და გამომღვიძებია, ხანდახან გამომღვიძებია, სიზმარიც არ მახსოვს მარა ის მახსოვდა რო რაღაცამ შემაშინა და დამიძინია ისევ (

Posted by: ირმა Jul 31 2011, 09:33 AM

lasha
ძალიან საინტერესოა შენი სიზმარი. ბებიის სული რაღაცას გთხოვს მე ასე ვხსნი, რავიცი...

Posted by: natuka Jul 31 2011, 10:07 AM

ყოველდრე ვნახულობ რამოდენიმე სიზმარს თან სულ მახოსოვს რა ვნახე და დილით სულ დაღლილს მეღვიძება.
სიზმრების ბრალია?

Posted by: Atman Jul 31 2011, 10:10 AM

natuka

QUOTE(natashka55 @ 31st July 2011 - 10:07 AM) *
ყოველდრე ვნახულობ რამოდენიმე სიზმარს თან სულ მახოსოვს რა ვნახე და დილით სულ დაღლილს მეღვიძება.
სიზმრების ბრალია?


მზის ამოსვლამდე თუ გაიღვიძებ დაღლილს აღარ გაგეღვიძება smile.gif

Posted by: td......... Jul 31 2011, 10:13 AM

ციტატა(atman @ 31st July 2011 - 10:10 AM) *
მზის ამოსვლამდე თუ გაიღვიძებ დაღლილს აღარ გაგეღვიძება

ფაქტია. რაც უფრო გვიან იღვიძებ მით უფრო ნაკლები ენერგია გაქვს...

Posted by: mata Jul 31 2011, 10:14 AM

ციტატა(ირინი @ 31st July 2011 - 09:33 AM) *
ძალიან საინტერესოა შენი სიზმარი. ბებიის სული რაღაცას გთხოვს მე ასე ვხსნი, რავიცი...

დავეთანხმები ირმას, მეც ასე მგონია. lasha ბებიას კარგად ექცეოდით ხოლმე?, განაწყენებული ხომ არ არის? ისე ხო არ წავიდა ამ ქვეყნიდან, რო რაღაცა უნდოდა და თქვენ არ გაუკეთეთ. ნუ არვიცი... თუ ასეა, მაშინ ილოცეთ მისთვის და პატიება სთხოვეთ მის სულს. მოინანიეთ თუ რამეზე გული დასწყვიტეთ ან გააბრაზეთ და ის აუცილებლად გაპატიებთ.

Posted by: natuka Jul 31 2011, 10:24 AM

Atman
td.........
ძალიან გვიან მაინც არ ვდგები 7–8 საატია მაქსიმუმ. თან ჩვევა მაქვს როგორც კი ვიღვიძებ მაშინვე ვდეგბი ლოგინიდან. გამოცდების დროს 5 საათზე ვდებოდი მაგრამ მაშინაც დაღლილი ვიყავი...

Posted by: td......... Jul 31 2011, 10:41 AM

natuka
მემგონი საკმაო ენერგიას ვერ ღებულობ ძილის დროს, იქაც იცლები დაგროვების მაგივრად. დაწექი ადრე, ნუ დაიძინებ 12 მერე. ძილის წინ მიირე შხაპი, თუ გრილი წლით იქნება უფრო კარგია. დალიე ცოტა რძე(თუ ვეგანი არ ხარ) თუ ხარ მაშინ პიტნის ჩაი. ან გვირილის, პიტნის,თავშავას და კრაზანას ნარევი. შეგიძლია რომელიმე ერთი ბალახისაც დალიო. დაძინებამდე ილოცე ან მედიტაცია გააკეთე, შეგიძლია საკმეველი ან სურნელოვანი ჩხირები გამოიყენო ამ დროს. დაძინებისას იფიქრე მხოლოდ დადებითზე შენთვის წარმოიდგინე რომ ხარ ბუბეაში და დადებითი ენერგია შემოდის შენში და იღვრება მთელს სხეულში და მოძრაობს , როგორც სისხლი. გამოღვიძებისთანავე გაუღიმე სამყაროს. smile.gif თუ მზის ამოსვლამდე ადგები კარგია. ადგომისას რღმად ამოისუნთქე, თითქოს ყველაფერი ნეგატიური ამოაყოლე ამ ამოსუნთქვას და შემდეგ ჩაისუნთქე დადებითი. თუ გარეთ გახვალ და იქ შეხვდები მზეს ეს უფრო კარგი იქნება. დადექი აღმოსავლეთისაკენ პირით და ხელები ამომავალ მზეს მიუშვირე(ხელისგულებით მზისკენ). შეგიძლია თვალები დახუჭო ან უყურო მზეს. მადლობა უთხარი სამყაროს ყველაფრისათვის და წარმოიდგინე რომ მზის ამოსვლასთან ერთად შენ ივსები მისი ენერგიით, როგორც ცარიელი ჭურჭელი... smile.gif ვფიქრობ ცოტახანში აღარ გაიღვიძებ დაღლილი. smile.gif)

Posted by: Atman Jul 31 2011, 10:44 AM

natuka

QUOTE(natashka55 @ 31st July 2011 - 10:24 AM) *
ძალიან გვიან მაინც არ ვდგები 7–8 საატია მაქსიმუმ. თან ჩვევა მაქვს როგორც კი ვიღვიძებ მაშინვე ვდეგბი ლოგინიდან. გამოცდების დროს 5 საათზე ვდებოდი მაგრამ მაშინაც დაღლილი ვიყავი...


და რომელზე იძინებ ხოლმე?

Posted by: mata Jul 31 2011, 10:46 AM

natuka

ციტატა(natashka55 @ 31st July 2011 - 10:07 AM) *
ყოველდრე ვნახულობ რამოდენიმე სიზმარს თან სულ მახოსოვს რა ვნახე და დილით სულ დაღლილს მეღვიძება.
სიზმრების ბრალია?


ვერ გავიგე რას ამბობ ზუსტად, სიზმრების ბრალი არ არის დაღლილობა.
დილით თუ დაღლილს გეღვიძება ეგ ემოციურად დატვირთული დღის ბრალია. და არამარტო დღის, ეტყობა სულ ფიქრებში ხარ, განცდებში, სულ რაღაცას გეგმავ, აზროვნებ, განსჯი, ყველაფერს ზომავ და წონავ, შეიძლება ძაან ცოტა ილაპარაკო მარა აზრებში თითოეული მოვლენის სხვადასხვა ინტერპრეტაციებს განიხილავ, ანუ დატვირთული ხარ ემოციურად ძლიერად.

აი ეს არის ის მთავარი, რასაც მთლიანად მიაქვს ჩვენი ენერგია და განვიცდით ქრონიკულ დაღლილობას.

Posted by: natuka Jul 31 2011, 10:46 AM

ძირითადად 12 საათზე.
კი, სიზმრებს ვაბრალებდი...
მადლობთ რჩევისთვის.

Posted by: Joy ZAZA Jul 31 2011, 05:03 PM

ეს ფილმი გამახსენდა უცებ smile.gif
http://allmovies.ge/ge/#movie/ABBHEA

http://www.youtube.com/watch?v=66TuSJo4dZM

Posted by: Lashapoli Jul 31 2011, 10:14 PM

QUOTE(natuka @ Jul 31 2011, 10:24 AM) *
Atman
td.........
ძალიან გვიან მაინც არ ვდგები 7–8 საატია მაქსიმუმ. თან ჩვევა მაქვს როგორც კი ვიღვიძებ მაშინვე ვდეგბი ლოგინიდან. გამოცდების დროს 5 საათზე ვდებოდი მაგრამ მაშინაც დაღლილი ვიყავი...

არაა გამორიცხული, რომ ძილში რამე ენერგიას გაცლიდეს. მე მქონდა ადრე, ვიღვიძებდი და ისეთI შეგრძლება მქონდა, თითქოს მთელი ღამე დავდიოდი, არადა არც მთვარეულივარ და არც ვენების პრობლემა მაქვს, მაგას რო გამოეწვია ფეხების ტკივილი. და რამდენი ხანია რაც ესეთ მდგომარეობაში იღვიძებ??

Posted by: natuka Jul 31 2011, 10:58 PM

Lashapoli

QUOTE(Lashapoli @ 31st July 2011 - 11:14 PM) *
რამდენი ხანია რაც ესეთ მდგომარეობაში იღვიძებ??

დილით სულ ასე ვარ. ძილის წინ უფრო ენერგიული ვარ ვიდრე დილით.

Posted by: td......... Jul 31 2011, 11:16 PM

ციტატა(natashka55 @ 31st July 2011 - 10:58 PM) *
ძილის წინ უფრო ენერგიული ვარ ვიდრე დილით.

natuka
შEიძლება ზუსტად ესაა პრობლემა..

Posted by: natuka Aug 1 2011, 12:14 AM

ხო რავიცი, ადრე სიგარეტს ვაბრალებდი სახლsი ყვ ელგან მიშლიდნენ და cემს საZინებელSი ვეწეოდი. ახლა 4 თვე არ ვეწევი, მაგრამ მაინც ასე დაღლილი ვიღვიZებ.

Posted by: zura2 Aug 1 2011, 04:32 PM

QUOTE(TeO @ Oct 25 2007, 08:37 AM) *
სიზმრების მართვა მაგარი იდეაა! smile.gif

მე ძალიან მინდა ვმართო ჩემი სიზმრები და ალბათ, პირველ რიგში -სადაც მინდა იქ ვიმოგზაურო.. და მერე უკვე სხვადასხვა საუკუნებში და შეიძლება სხვა პლანეტებზეც გავქაჩო, მაგრამ ეს ჯერ ოცნების დონეზე!;)))
აბა, რამდენი ხანი უნდა ვუყურო ”ნაგავ” სიზმრებს, სადაც შენ ვაფშე ვერაფერს ვერ აკეთებ და თუ გაგიმართლა ხანდახან ძაან მაგარ სიზმარსაც ნახავ! არ ჯობია თავიდანვე ნახო ის რაც გინდა?

ეგ არც ისე ძნელია
მართალია ბავშვობაში უფრო ადვილად გამომდიოდა, მაგრამ ხანდახან ახლაც ვახერხებ
ნუ ბავშვობაში ძირითადად დენი რომ წავიდოდა (ეგეთი დრო იყო) და მულტფილმს ან კინოს ბოლომდე ვეღარ ვუყურებდი, მერე სიზმარში ვნახულობდი ბოლომდე
ახლა როცა გამომდის დავფრინავ ხოლმე, ნუ ცხადში ვერ დავფრინავ და სანამ ისეთ ტექნიკას გამოიგონებენ, რომ ეს ოცნება ამისრულდეს, მანამ სიზმარში მაინც ვიფრენ

Posted by: stalker Aug 2 2011, 12:27 AM

დამესიზმრა რომ ხელებზე დავიხედე (ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და ვიმახსოვრებ, ვიცი რომ ეს სიზმარია, ძალიან რეალური იყო), მერე ხეზე ავედი, შენობები, ვიღაცამ მითხრა რაღაცა, მერე გამომეღვიძა (ძალიან გამიჭირდა გამოღვიძება, თავს ძალას ვატანდი, ყოველთვის მიჭირს გამოღვიძება როცა არ მინდა სიზმარში ყოფნა) , რომ გამომეღვიძა ისევ სიზმარში ვიყავი ოღონდ ცხადი მეგონა

Posted by: Vision_ Aug 3 2011, 02:21 PM

მე დამესიზმრა რომ მაგარ ცუდ დღეში ვიყავი, ომი იყო და სახლში შემოგვივარდენ... მომგრიხეს და უცე ისე მოხდა რომ ხელზე დავიხედე... გავიქირე სიზმარში არა ვარ თქო? ყველაფერი შემიძლია, ეხლა ხელში იარაღი გამიჩნდება... ხოდა გამიჩნდა... ისე მაგრა გამისწორდა რომ გამომეღვიძა smile.gif))

კიდევ ხშირად მესიზმრება ხოლმე რომ დავფრინავ, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა. ოღონდ მარტივი არ არის კონტროლი ფრენის... ზოგჯერ ვერ ვიღებ სიმაღლეს... ზოგჯერ პირიქით მაგრა ავდივარ ჰაერში.

Posted by: Guru Aug 7 2011, 12:58 PM

გაცნბირებული სიზმარი იგივეა რაც ასტრალაში გასვლა .
დგეს დილით (დამესიზმა) საკმაოდ ძლიერი ქართველი შავი მაგი. თავიდან ბოლომდე რომ არ მოვყვე და თავი მოგაბეზროთ , ერთს ვიტყვი , როდეაც შევატყვე რომ მაგიპნოზებდა მისკენ მოვიქნიე ხელს რაც მომყვა . მან შესძლო მისკენ ნასროლი ნივთების ჰაერში გაჩერება , შენ ტელეკინეზიც შეგძლებია თქო და ჩემი დანა მივაყოლე ეგ უკვე ვეგარ გააჩერა ჰაერში.. მერე გამეღვიძა.
იქ სადაც მე ვიყავი მისული სტუმრად ყველა თავს მოხვეულ გიპნოზის ქვეშ ყავდა და მანიპულაციას უწევდა.

ფიზიკურ და ენერგეტიკულ დონეებზე სუსტი იყო ჩმეთან შედარებით . მაგრამ ტვინი ! კონცენტრაციის უნარი კი ეტყობოდა რომ ქონდა წლების განმავლობაში ნავარჯიშები საიდუმო ფსიქო ტექნიკით .







Posted by: td......... Aug 7 2011, 02:36 PM

ციტატა(guruli @ 7th August 2011 - 12:58 PM) *
საკმაოდ ძლიერი ქართველი შავი მაგი

Guru
ესეთებიც გვყავს?

Posted by: Guru Aug 7 2011, 06:26 PM

td.........

ციტატა(td......... @ 7th August 2011 - 02:36 PM) *
ესეთებიც გვყავს?


ეგეთები უფრო მეტი გვყავს ვიდრე მათი საპირისპირო.


Posted by: td......... Aug 7 2011, 06:28 PM

Guru
მათი საპირისპირო ვინაა?

Posted by: Lashapoli Aug 7 2011, 07:48 PM

QUOTE(Guru @ Aug 7 2011, 06:26 PM) *
td.........
ეგეთები უფრო მეტი გვყავს ვიდრე მათი საპირისპირო.

შეგიძლია უფრო დაწვრილებით რო თქვა? საინტერესოა..

Posted by: Guru Aug 7 2011, 09:34 PM

ციტატა(td......... @ 7th August 2011 - 02:36 PM) *
ციტატა(guruli @ 7th August 2011 - 12:58 PM)
საკმაოდ ძლიერი ქართველი შავი მაგი

Guru
ესეთებიც გვყავს?


ციტატა(td......... @ 7th August 2011 - 06:28 PM) *
მათი საპირისპირო ვინაა?


ელემენტალურია ! თეთრი საძმო

ეს უკვე ცალკე თემაა .


ციტატა(Lashapoli @ 7th August 2011 - 07:48 PM) *
შეგიძლია უფრო დაწვრილებით რო თქვა? საინტერესოა..


მე აქ უბრალოდ ამ თემაში მოვიყვანე მაგალითი ჩემი გამოცდილებიდან.
რაც შეეხება იმას რომ წონასწორობა დარგვეულია და სიტუაცია შავი საძმო ფლობს ეგ ზედაპირუი დაკვირვებითაც ნათლად ჩანს. ხოლო მათი ზემოქმედების მექანიზმების გახსნა ესე ორი სიტყვით შეუძლებელია..











Posted by: td......... Aug 7 2011, 10:43 PM

ციტატა(guruli @ 7th August 2011 - 09:34 PM) *
მე აქ უბრალოდ ამ თემაში მოვიყვანე მაგალითი ჩემი გამოცდილებიდან.
რაც შეეხება იმას რომ წონასწორობა დარგვეულია და სიტუაცია შავი საძმო ფლობს ეგ ზედაპირუი დაკვირვებითაც ნათლად ჩანს. ხოლო მათი ზემოქმედების მექანიზმების გახსნა ესე ორი სიტყვით შეუძლებელია..

Guru
გასაგებია, რომ ორი სიტყვით ვერ ახსნი და ისიც გასაგებია თეთრის საწინაარმდეგო შავი რომაა, მაგრამ უფრო დაწვრილებით , მგონი საინტერესო ტემა იქნებოდა.. ეგებ გაგეხსნა ასეთი?

Posted by: Lashapoli Aug 7 2011, 10:46 PM

QUOTE(td......... @ Aug 7 2011, 10:43 PM) *
Guru
გასაგებია, რომ ორი სიტყვით ვერ ახსნი და ისიც გასაგებია თეთრის საწინაარმდეგო შავი რომაა, მაგრამ უფრო დაწვრილებით , მგონი საინტერესო ტემა იქნებოდა.. ეგებ გაგეხსნა ასეთი?

+111111111111111111111111 smile.gif

Posted by: Existence Sep 24 2011, 12:28 AM

ვინმე არის ფორუმზე ვინც ამას აკეთეებს სერიოზულად და ყოველდღე და თუ იცნობს კასტანედას წიგნში 7 საფეხურის კლასიფიკაციას ?

ამ წიგნს ვგულისხმობ

ამაის აუდიო ვერსია აქ არის..... http://touching.ru/article/audio_library#d


კასტანედას წიგნებიდან რამოდენიმე ნამდვილად ძალიან საინტერესოა და ღრმა........ მაგალითად Сказки о силе

Сила безмолвия და Искусство сновидения

ყველა მისი წიგნის აუდიო ვერსია აქ

http://touching.ru/article/audio_library#d

Posted by: Existence Sep 24 2011, 12:29 AM

QUOTE(Existence @ 24th September 2011 - 12:28 AM) *
ამ წიგნს ვგულისხმობ [img]http://s004.radikal.ru/i205/1109/ec/8e7aa11e5821.jpg

[/img]


ნტ .აუ სურათი არ დაიდო მოკლედ ეს წიგნია რაა

http://www.koob.ru/castaneda/art_of_dreaming

Posted by: natuka Sep 24 2011, 01:03 AM

QUOTE(Existence @ 24th September 2011 - 12:28 AM) *
Искусство сновидения

მე არ წამიკითხავს, მაგრამ ეს გადმოვწერე ადრე და რიგშია biggrin.gif .......

Posted by: Existence Sep 24 2011, 06:39 PM

QUOTE(natashka55 @ 24th September 2011 - 01:03 AM) *
მე არ წამიკითხავს, მაგრამ ეს გადმოვწერე ადრე და რიგშია ...


თუ წინა რამოდენიმე წიგნი არ გაქვს წაკითხული შეილება ბევრ რამეს არ მიაქციო ყურადღება........
.........

2 კარების იქით არაორგანულ არსებებთან გიწევს შეხვედრა და იქით წამსვლელი მე ნაღდად არ ვარ ............. ენერგიას გახარჯვინებენ და ილუზიაში გხვევენ ....... პირადად ჩემი გზა გაცნობიერებული სიზმარი არ არის........თუმცა ამ წიგნში ბევრი რამის გრძნობა შეიძლება ან დანახვა როგორ აღიქვავს იგივეს რასაც შენ ცოტა განსხვბავებული მიდგომით სხვა ტრადიცია (ვგულისხმობ მაგების ტრადიციას) და საინტერესოა.........





Posted by: Existence Sep 24 2011, 06:45 PM


ხო კიდე კასტანედას წიგნების განხილვა მინდა ........ და

ვისაც წარმოდგენა გაქვთ Точка Сборки-ზე და აშ (..მოკლრდ იცნობთ ღრნმად რა ასწავლა დონ ხუანმა)
მომწეროს ან დაწეროს აქ...........

ძალიან საინტერესოა იქნება ჩემთვის მასთან საუბარი...........


Posted by: nibiru3013 Sep 27 2011, 11:23 AM


ციტატა(Tea @ 25th October 2007 - 08:37 AM) *
სიზმრების მართვა მაგარი იდეაა!

მე ძალიან მინდა ვმართო ჩემი სიზმრები და ალბათ, პირველ რიგში -სადაც მინდა იქ ვიმოგზაურო.. და მერე უკვე სხვადასხვა საუკუნებში და შეიძლება სხვა პლანეტებზეც გავქაჩო, მაგრამ ეს ჯერ ოცნების დონეზე!;)))
აბა, რამდენი ხანი უნდა ვუყურო ”ნაგავ” სიზმრებს, სადაც შენ ვაფშე ვერაფერს ვერ აკეთებ და თუ გაგიმართლა ხანდახან ძაან მაგარ სიზმარსაც ნახავ! არ ჯობია თავიდანვე ნახო ის რაც გინდა?



მე ეხლახანს დაურუნდი მაგაზე ვარჯიშს, ადრე საკმაოდ კარგად მქონდა განვითარებული მერე მივატოვე და კონტროლიც დამეკარგა. მოკლედ პირველ რიგში მარტივი სავარჯიშოები უნდა გააკეთო, როცა დარწმუნდები რომ კარგად ფლობ მარტივს მერე ცოტა გაართულე და ასე შემდეგ, პორველი რიგისთვის სხვა ქვეყნებში მოგზაურობა ადრეა. მაგალიტად ეხლა მე დავიწყე შემდეგით: ძილის წინ საწოლთან რა წიგნიც მიდევს ისე რომ ვერ დავინახო ფანქარს ურჭობ და დილით უნდა ვიცოდე რომელ გვერძეა ფანქარი. ბევრი მარტივი სავარჯიშოებით შეგიძლია დაწყება wink.gif

Posted by: Existence Sep 27 2011, 12:00 PM

nibiru3013

ზევით რომ კასტანედას წიგნი ვახსენე თუ გაქვს წაკითხული ?....ან მოსმენილი

Posted by: I AM Sep 27 2011, 12:11 PM

ისე სიზმარში ფრენა მომწონს ძალიან, ამ დროს ვხვდები რო სიზმარში ვარ და წავიდააააა biggrin.gif

Posted by: nibiru3013 Sep 27 2011, 01:48 PM

ციტატა(Existence @ 27th September 2011 - 12:00 PM) *
nibiru3013

ზევით რომ კასტანედას წიგნი ვახსენე თუ გაქვს წაკითხული ?....ან მოსმენილი


ზუსტად ვერ გეტყვი, რადგანაც ადრე ბევრს ვჩიჩქნიდი მაგ თემაზე, მაგრამ შენი რეკლამის შემდეგ აუცილებლად წამეკითხინებააა wink.gif

Posted by: Existence Sep 27 2011, 08:43 PM

QUOTE(I AM @ 27th September 2011 - 12:11 PM) *
ისე სიზმარში ფრენა მომწონს ძალიან, ამ დროს ვხვდები რო სიზმარში ვარ და წავიდააააა


მეც მიყვარს ეგ ოღონდ როცა ჩემით არ ვჩალიჩობ და უბრალოდ ხდება.........

QUOTE(nibiru3013 @ 27th September 2011 - 01:48 PM) *
ზუსტად ვერ გეტყვი, რადგანაც ადრე ბევრს ვჩიჩქნიდი მაგ თემაზე, მაგრამ შენი რეკლამის შემდეგ აუცილებლად წამეკითხინებააა


რეკლამა არ ვიცი მარა რამდენიმე მისი წიგნი ძალიან საინტერესოა ...... (ჩემთვის მაინც)

ოღონ ჯერ გაარკვიე რას ნიშნავს ტანალი და რას ნაგვალი და თუ შეძლებ პარალელებიც გაავლე იქით აღმოსავლეთის სამყაროს აღქმაში.........

ასევე ამ წიგნის ბოლოს წინა თავი (არამარტო) სუფთა მატრიცის დედააზრს გავს.......


Posted by: chemikerin Oct 8 2011, 08:35 PM

გამარჯობა! smile.gif
მაინტერესებს რამდენად ეფექტურია წყვეტილი ძილის მეთოდი..? დამეხმარება სიზმრების გაცნობიერებაში?
რამდენი ხანი უნდა ვიმუშავო საკუთარ თავზე, რომ შედეგს მივაღწიო...?
smile.gif

Posted by: old_man Oct 8 2011, 08:53 PM

chemikerin
გამარჯობა smile.gif
როგორ ამბობენ ეფქტურია. დაგეხმარება.
მე როცა ვაპირებ გაცნობიერებულ სიზმარში შესვლას დილის 5-6 საათისთვის ვიღვიძებ და ვიძინებ ისევ. ასე ძაან ადვილდება გაცნ. სიზმარში შესვლა.

Posted by: Existence Oct 8 2011, 08:53 PM

QUOTE(chemikerin101 @ 8th October 2011 - 08:35 PM) *
გამარჯობა!
მაინტერესებს რამდენად ეფექტურია წყვეტილი ძილის მეთოდი..? დამეხმარება სიზმრების გაცნობიერებაში?
რამდენი ხანი უნდა ვიმუშავო საკუთარ თავზე, რომ შედეგს მივაღწიო...?


ენერგია გაააქვს, საერთოდ ცხოვრებაში ? ენერგიული ხარ ?
............თუ არა საერთოდ არ გირჩევ ამის დაწყებას.........
კონკრეტული დრო არ არსებობს ......შენ ტონკ ენერგიაზეა დამოკიდებული...
და საერთოდ რათ გინდა ამის კეთება.....

Posted by: old_man Oct 8 2011, 09:15 PM

Existence
მოეშვი ბიძიკო კასტანედას კითხვას და პრაქტიკა დაიწყე. biggrin.gif რჩევებიც უფრო ფასეული იქნება მაშინ...
გუშინ არ ჯეროდა და დღეს უკვე ამ საკითხშიც გაპროფესორებულა biggrin.gif

Posted by: Existence Oct 8 2011, 10:45 PM

QUOTE(old_man @ 8th October 2011 - 09:15 PM) *
მოეშვი ბიძიკო კასტანედას კითხვას და პრაქტიკა დაიწყე. რჩევებიც უფრო ფასეული იქნება მაშინ...
გუშინ არ ჯეროდა და დღეს უკვე ამ საკითხშიც გაპროფესორებულა


მჯეროდა არ მჯეროდა ohmy.gif .......ეს რა არაეზოთერული ლაპარაკია ლაო ძი...... როგორ შეიძლება რაღაც დაიჯერო ან არ დაიჯერო ჩემამდე არ დადის....... huh.gif

მე რო ვიძახი სისულელეა თქო არ ნიშნავს რო ან მჯერა ან არა.....უბრალოდ სისულელეა.....
და მე რა ადაიმანებსაც შევხვდერივარ და გამიგია რატო აკეთებენ გაცნობიერებულ სიზმარს.......სულ უფრო ვრწმუნდები რო სისულელეა.........

როგორც წესი მაგ პრაქტიკაში ყველას უბრალო ბოდიალი უნდა დაახლოებით იგივე რასაც ეწ ასტრალურ სხეულზე ჩაციკლული ხალხი აკეთებს ..... ყოველგვარი გაცნობიერების გარეშე....

ჩემ პრაქტიკას რაც შეეხება მე როგორც მახსოვს შენ უბრალოდ სიბნელეში ტოტალურად დაუცველობის განცდით ჯდომაც სახიფათოთ მიგაჩნია იმიტომ რომ ''ბოროტი სულები'' დაუცველობაზე ნადირობენ .....და... აი მაგ დამოკიდებულებით შენი გაცნობიერებული პრაქტიკის დროს ეწ ''ენერგეტიკული არსებები'' რო მოგითათუნებენ ხელს მერე ნუ გაიხსენებ ერთ იუზერს მაინც ვერაფერს გიშველის........

მთელ სისულელე კიდე ის იქნება რო შენივე დამოკიდებულებით რო იმათ რაღაც მართლა შეუძლიათ და შენივე როგორც მე აღვიქვი მათდამი სერიოზული დამოკიდებლობით .......
რო გაიჩალიჩებ მიხვდები რო არასწორი აღქმებით ნებისმიერი პრაქტიკა არის სისულელე........

კასტანედას რაც შეეხება იქ არის მარგალიტები და თუ ვინმე ამაში მეთანხმება დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი მასთან უფრო კონკრეტულად.......



Posted by: Lashapoli Oct 8 2011, 11:12 PM

QUOTE(old_man @ Oct 8 2011, 08:53 PM) *
chemikerin
გამარჯობა smile.gif
როგორ ამბობენ ეფქტურია. დაგეხმარება.
მე როცა ვაპირებ გაცნობიერებულ სიზმარში შესვლას დილის 5-6 საათისთვის ვიღვიძებ და ვიძინებ ისევ. ასე ძაან ადვილდება გაცნ. სიზმარში შესვლა.

სეგეი რადუგაა ერთი რუსი პრაქტიკოსი, მაგის ლექციები მაქვს ნანახი და ისიც მაგას ურჩევს ყველას, ვარჯიშის დასაწყებად ყველაზე კარგიაო..

Posted by: Hetfield Oct 16 2011, 11:55 PM

ყოველთვის საინტერესო მომენტებში მეღვიძება ხოლმე sad.gif

Posted by: vano kazbegi Oct 17 2011, 10:41 AM

სიზმარი ეს მეორე ცხოვრებაა-ანუ სხვა სამყაროა და გასწავლით ბევრს რამეს. სიზმარი მეორე ცოდნაა და გააჩნია სიზმრების სხვაობას.
მე პირადად- მქონია შემთხვევა- ადრინდელი სიზმარი ამიხდა -. უცნობი სახე -რეალურში გამიცნია და ა.შ.
სხადლივ ნახვა არ ნიშნავს სიზმარს-ეს სულ სხვა მინიშნებებია.
საინტერესო იქნება ის, ადამიანები, სიზმრის ახსნა შეუძლიათ - მე, არ მყავს დანახული ბ-ონი თალეს შონიასთან იყო ვინმე ლალი - სიზმრის ახსნა შეეძლო და ყველას უკვირდათ.
ამ ფორუმში არის ისეთი პიროვნება, სიზმრების ახსნა რომ იცოდეს?

Posted by: td......... Oct 17 2011, 09:10 PM

ციტატა(davithet @ 17th October 2011 - 10:41 AM) *
ამ ფორუმში არის ისეთი პიროვნება, სიზმრების ახსნა რომ იცოდეს?

მე მხოლოდ ინტუიციურად ვხსნი ხოლმე და ხდება..

Posted by: nibiru3013 Oct 19 2011, 02:45 PM

მე მგონია რომ ახსნა ინდივიდუალურია, ჩემს თავზე კარგად ვხსნი, სხვაზე არ ვიცი არ მიცდია. wink.gif

Posted by: natuka Oct 19 2011, 03:42 PM

მე ვერ ვხსნი ჩემს სიზმრებს. ქვეცნობიერს რაღაც ვკითხე გუშინ ძილის წინ. ვნახე სიზმარი ... ვერაფერი ვერ გავიგე...

Posted by: Atman Oct 19 2011, 09:20 PM

natuka

QUOTE(natashka55 @ 19th October 2011 - 03:42 PM) *
მე ვერ ვხსნი ჩემს სიზმრებს. ქვეცნობიერს რაღაც ვკითხე გუშინ ძილის წინ. ვნახე სიზმარი ... ვერაფერი ვერ გავიგე...


რომ გაგეგო აუცილებლად სიმართლე იქნებოდა, დარწმუნებული ხარ? smile.gif

Posted by: natuka Oct 19 2011, 10:43 PM

QUOTE(atman @ 19th October 2011 - 09:20 PM) *
რომ გაგეგო აუცილებლად სიმართლე იქნებოდა, დარწმუნებული ხარ?

კი.


Posted by: vano kazbegi Oct 20 2011, 02:17 PM

QUOTE(td......... @ Oct 17 2011, 09:10 PM) *
მე მხოლოდ ინტუიციურად ვხსნი ხოლმე და ხდება..

ესეც საინტერესოა.
ქონია შემთხვევა რომ , შენთვის მოეყოლა თავისი სიზმარი და აგიხსნია მისთვის?

Posted by: td......... Oct 20 2011, 06:40 PM

ციტატა(davithet @ 20th October 2011 - 02:17 PM) *
ქონია შემთხვევა რომ , შენთვის მოეყოლა თავისი სიზმარი და აგიხსნია მისთვის?

vano kazbegi
კი მქონია, თუ მიყვებიან და მომდის ინტუიციური ახსნა, ანუ თუ ვხედავ ამ სიზმარს ვხსნი...

Posted by: vano kazbegi Oct 20 2011, 07:06 PM

QUOTE(td......... @ Oct 20 2011, 06:40 PM) *
vano kazbegi
კი მქონია, თუ მიყვებიან და მომდის ინტუიციური ახსნა, ანუ თუ ვხედავ ამ სიზმარს ვხსნი...

სიზმრის ახსნა თუ ინტუიციური გრძნობა გაგაჩნია , მგონი ყავაზეც კი შეძლებდი - თუ არ ვცდები.

Posted by: td......... Oct 20 2011, 07:09 PM

vano kazbegi
კი მაგიც მიცდიაsmile.gif ვიტომ ჭიქას ვუყურებდი და ისე ვლაპარაკობდი რაგაცეებს.. ეგ ადრე ბალღობაში..smile.gifეხლა მოვეშვი მაგისტანებს..

Posted by: shamanistyc Nov 13 2011, 04:58 AM

კასტანედას რაც შეეხება იქ არის მარგალიტები და თუ ვინმე ამაში მეთანხმება დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი მასთან უფრო კონკრეტულად....... ეეე მეგობარო მარგალიტები და ოქროები ახალ ახთქმაშია მაგრამ მაინც გეთანხმები არის კასტანედაში დიდი ცოდნის კვალი biggrin.gif

Posted by: Existence Nov 13 2011, 06:39 PM

shamanistyc

რა მოგწონს მანდ ყველაზე ძაან აბა ? )))

Posted by: nibiru3013 Nov 21 2011, 10:57 AM

დღეს დილით გავიღვიძე იმ აზრით რომ 270 დღე დარჩა რაღაც დიდ ცვლილებამდე, შეიძლება ეს ცვლილება პირადად მე მეხება და სულაც არ არის გლობალური მნიშვნელობის. გადავთვალე და ემთხვევა ფერისცვალობას, რომელიც მართმადიდებლურ კალენდარში 12 დიდი დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და ამ დღეს იესომ თავის სამი მოსწავლე წაიყვანა თაბორის მთაზე სადაც მათ შეიტყვეს თუ რა მოელოდა იესოს იერუსალიმში, საინტერესოა 2012-ის აგვისტოდან ხომ არ გვეწყება გამოცდებიიიი wink.gif

Posted by: td......... Nov 23 2011, 12:14 PM

მე კი ბოლო დროს რარაც აუხსნელ დაღლას ვგრძნობ, არა ფიზიკურს.. აი რომ დაიღლები სადღაც ყოფნით , როდესაც რაიმე მიზეზის გამო გიხდება რამის კეთება.. აი ასეთ დალას ვგრძნობ და თითქოს ველოდები .. ეს მოლოდინი ბავშვობიდან მაქვს, მაგრამ ეს ბოლო დროა ძალიან გამზაფრებულია. თითქოს დღე-დღეზე უნდა მოვიდეს, მოხდეს , დადგეს.. რავიოცი რა... ამას ვეღარ ავხსნიო, მხოლოდ გრძნობების დონეზეა. ფიზიკურად ახსნა ჭირს.

Posted by: David27 Nov 23 2011, 11:42 PM

td.........

QUOTE
ფიზიკურად ახსნა ჭირს

გეთანხმები, ნამდვილად ჭირს.. smile.gif

Posted by: Mel Nov 25 2011, 09:36 PM

გუშინ ვიხილე რაღაც ძალიან დებილობა სიზმარი .. ძილში ვიფიქრე, ვაიმე რა დებილობა სიზმარს ვნახულობ, გავიღვიძებ თქო .. ეს უკვე კარგი დასაწყისია ხომ ? ..

Posted by: Jumper Nov 26 2011, 12:27 AM

laugh.gif laugh.gif laugh.gif კარგები ხართ biggrin.gif biggrin.gif laugh.gif laugh.gif

Posted by: bako Dec 2 2011, 01:37 PM

ადრე ვმართავდი მერე ვთქვი რომ სიზმრის მართვა შემიძლია მეთქი და იმის შემდეგ აღარ მიმართავს ისე მაგარია სიზმრის მარვთა smile.gif

Posted by: soi Dec 24 2011, 02:48 AM

ადრე ვცდილობდი და შევეშვი.. 1 კვირის წინ შემთხვევით გამომივიდა.. ამ ფორუმიდან ახალმოწყვეტილი წავედი დასაძინებლად, გონებით ისევ აქ ვიყავი ჩაფლული,არ მახსოვს რა საკითხზე.. მოკლედ ვგრძნობ რომ მეძინება, თან ვცდილობ გავაკონტროლო ძილში გადასვლის ეტაპი.. ყურებში წუის რაღაც და უკვე ვგრძნობ როგორ გადავდივარ..ამ დროს დარწმუნებული ვარ რომ რასაც გავიფიქრებ ის დამესიზმრება..შინაგანი დიალოგი მეწყება,ჩემ თავს ვამხსნევებ და მეწყება შიში სიზმარში გადასვლის,იმიტომ რომ თვალები დახუჭული მაქვს მაგრამ ვხედავ ჩემს გვერძე მეორე ლოგინს სიბნელეში..ვიაზრებ რომ თუ დახუჭული მაქვს, რატომ უნდა ვხედავდე..შეშინებული ისევ გამოვწუილდი რეალობაში,თვალს ვახელ და ზუსტად იგივე მხვდება რაც დახუჭულზე.. ვიზუალი არ ვარ და ზუსტად ვერ მომყვება ხოლმე ნანახი თუ ვიტყვი რომ მანამდე რაც ვნახე ის გამყვა..სანამ გადასვლის პერიოდში ვიყავი ამ დროს ხო ვგრძნობდი რომ შუაში ვიყავი გაჩხერილი და დახუჭული მქონდა თვალები, როგორ ვხედავდი დახუჭული თვალებით ვერ ვხვდები, ამან შემაშინა.. მერე დავმშვიდდი გავაგრძელე ძილი იმით კმაყოფილმა რომ რაღაც ვერ იყო ჩვეულებრივად და რაც მინდოდა დამსიზმრებოდა სამჯერ გავიმეორე, სამჯერ სწრაფად დაიწერ წარმოსახვით და შევვარდი სიზმარში..რაც მინდოდა,როგორც მინდოდა ყველაფერი ისე იყო,მაგრამ დიდხანს ვერ გაგრძელდა.აჟიტირებული ვიყავი მთელი დღე,მაგრამ მეორე ღამით იგივე რომ არ გამოვიდა იმის მერე ისევ ჩვეულებრივი გახდა ძილი.. მოკედ ამდენი რატომ ვიბჟუტურე, ამ საკითხში გამოცდილების აზრი მაინტერესებს თუ გაარკვევთ რანეს რაც დავწერესავით და რას მირჩევთ.. unsure.gif

Posted by: soi Jan 8 2012, 04:05 PM

ისევ იგივე დამემართა,სიზმარში გადასვლის და ასევე უკან დაბრუნების დროს ყურები მისკდება თითქოს წნევა მაწვება და მეშინია..მთლიანად განვიცდი იქ შესვლას და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა,თითქოს რაღაც გამჭირვალეში ვძვრები.. და სანამ ძილში გადავალ თვალებდახუჭული რატომ ვხედავ ისე თითქოს გახელილი მაქვს, ვერ ვხვდები.. sad.gif( ვინმემ რამე მირციეთ რა, თქვენც ესე გემართებათ??

Posted by: serafita Feb 20 2012, 12:31 AM

ერთხელ დამესიზმრა, რომ სრულიად უცნობ ქალაქში მოვხვდი, დავდიოდი ქუჩებში, არავინ იყო,რაღაც ხელოვნურად განათებულივით იყო, ლამაზი ,პატარა სახლები, წინ ყვავილებით, და ჰოი საოცრებავ,, 3 წლის შემდეგ ბელგიის ერთ პატარა ქალაქში მოვხვდი და ეგ იყო, დავდიოდი და თითქოს ყველა ადგილი ნაცნობი იყო, მერე უცბად გამახსენდა ,რომ სიზმარში ვნახე, მუკრონი ერქვა იმქალაქს, ეხლაც ჰქვია ალბათ.რატომღაც სულ მიზიდავდა ეს ქალაქი, ხშირად უმიზეზოდ ჩავდიოდი და ვსეირნობდი, საკვირველი ის იყო, რომ ქუჩები თითქმის ცარიელი იყო, მართლაც იშვიათად შეგხვდებოდა ადამიანი. მაინც, როგორ მოვხდი სიზმარში იქ სადაც არ ვყოფილვარ ძალიან მიკვირს.

Posted by: ჯი-ნია-ნი Feb 20 2012, 06:29 PM

გუშინ,დაწოლის წინ საკუთარ თავს ვუმტკიცებდი რომ დამსიზმრებოდა ერთი ადამიანი,რომელსაც პარალელურად დაესიზმრებოდა იგივე სიზმარი,და რაც მტავარია რომ გავიღვძებდით ორივეს უნდა გვხსომებოდა..
მოკლედ,ის ადამიანი ძალიან ცუდად იყო და სწორედ მაგიტომ მინდოდა..
დავიძინე,რაღაც დამესიზმრა,მაგრამ რა არ მახსოვს..
რომ გავიღვიძე საშინლად დაღლილი ვიყავი და თავი მტკიოდა,ახლაც მტკივა..
ხოდა,იმ ადამიანმა მითხრა დღეს,იცი დამესიზმრეო და ზუსტად იგივე რაღაცები მითხრა,რის თქმასაც ვაპირებდი მისთვის სიზმარში..
ახლა რა მაინტერესებს,იმიტომ გავიღვიძე დაღლილმა და თავიც იმიტომ მტკივა რომ მის სიზმარში შევაღწიე? :/

Posted by: tikoroma Jun 10 2012, 08:47 PM

ყოველთვის მაინტერესებდა გაცნობიერებული სიზმარი და სურვილების ახდენა. ანუ რომ გაიფიქრებ ეს გავაკეთო და აკეთებ.
გუშინ ცოტა ხანი ჩავთვლიმე, და მესიზმრა კომპთან ვიჯექი. ვთქვი თამაში მინდა მეთქი და მაშინვე ჩემი ოთახი ქაუნთერის თამაშის ოთახებს დაემსგავსა და მეც იქ აღმოვჩნდი. რომ შევათვალიერე იქაურობა, ქაუნტერი რა ჯანდაბად მინდა-მეთქვი ვთქვი და გავიღვიძე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Cyber Jun 10 2012, 10:38 PM

biggrin.gif ამ ბოლო დროს არ მესიზმრება თუ არ მახსოვს სიზმრები არ ვიცი(მგონი ყველა ნანახი მაქ biggrin.gif ) თორე ადრე დილაობით ვინმე რო მაღვიძებდა თუ იმ დროს ვხედავდი სიზმარს მაგ შემთხვევაში ყველაფერი მახსოვდა ვუბრუნდებოდი სიზმარს და ყველაფერს ვმართავდი smile.gif)
თქვენც ცადეთ დილაობით დააყენეთ ბუძელნიკი და თუ მაგ დროს სიზმარს ხედავთ აუცილებლად გამოგივათ smile.gif)

Posted by: tikoroma Jun 10 2012, 10:53 PM

Cyber

ციტატა
თქვენც ცადეთ დილაობით დააყენეთ ბუძელნიკი და თუ მაგ დროს სიზმარს ხედავთ აუცილებლად გამოგივათ )
მაღვიძარა მაღვიძებს ბოლო 10 წელია biggrin.gif

Posted by: natuka Jun 10 2012, 11:01 PM

Cyber
მე პირიქით, თუ დილით მაღვიძებენ მავიწყდება სიზმარი.
მაღვიძარა არასოდეეს. ყველა საყავრელი სიმგერა გადამიყვარდა. აგარ ვიყენებ მაღვიძარას. ძილის წინ ვამბობ რომ 7:30 გავიღვიძო და მაგ დროისტვის ვიღვიძებ.

Posted by: tikoroma Jun 10 2012, 11:07 PM

natuka

ციტატა
ყველა საყავრელი სიმგერა გადამიყვარდა.

მეც laugh.gif

Posted by: Cyber Jun 10 2012, 11:25 PM

მე რაღაც ხმამაღალი მუსიკა მაღვიძებს ტუ ტუ ტუ ესე იძახის ოღონდ ისე ხმამაა რომ...
მერე ვთიშავდი და ვაგრძელებდი wink.gif

Posted by: Lashapoli Jun 10 2012, 11:50 PM

QUOTE(ჯი-ნია-ნი @ Feb 20 2012, 07:29 PM) *
გუშინ,დაწოლის წინ საკუთარ თავს ვუმტკიცებდი რომ დამსიზმრებოდა ერთი ადამიანი,რომელსაც პარალელურად დაესიზმრებოდა იგივე სიზმარი,და რაც მტავარია რომ გავიღვძებდით ორივეს უნდა გვხსომებოდა..
მოკლედ,ის ადამიანი ძალიან ცუდად იყო და სწორედ მაგიტომ მინდოდა..
დავიძინე,რაღაც დამესიზმრა,მაგრამ რა არ მახსოვს..
რომ გავიღვიძე საშინლად დაღლილი ვიყავი და თავი მტკიოდა,ახლაც მტკივა..
ხოდა,იმ ადამიანმა მითხრა დღეს,იცი დამესიზმრეო და ზუსტად იგივე რაღაცები მითხრა,რის თქმასაც ვაპირებდი მისთვის სიზმარში..
ახლა რა მაინტერესებს,იმიტომ გავიღვიძე დაღლილმა და თავიც იმიტომ მტკივა რომ მის სიზმარში შევაღწიე? :/

შეიძლება ეგეცაა. ან შეიძლება იმ ინფორმაციის გადასაცემას, რაზეც ძილი წინ დააპროგრამე თავი მაგაზე დაგჭირდა დიდი ენერგია. ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რო გამოგივიდა, მარა პაბოჩნი ეფექტებით და გირჩევ სხვა დროისთვის ძაან ნუ დაიტვირთავ თავს ამგვარი რამით, ყოველშემთხვევაში მანამდე მაინც სანამ რაღაც დონეზე საკუთარი ტავის ენერგიების მართის ამბები არ გაერკვევი, ცოტათი მაინც.. wink.gif

Posted by: JUST PROGRESS Aug 21 2012, 11:21 PM

QUOTE
ერთხელ დამესიზმრა ასეთი სიზმარი: რაღაც კოშმარში ვიყავი, ვიღაცეები მომსდევდნენ და შიშისგან გავიღვიძე, დღე იყო და ავდექი და რაღაც საქმეების გაკეთება დავიწყე, თუმცა ვგრძნობდი რომ რაღაც ნე ტოა. მერე დავაფიქსირე, რომ ავეჯის განლაგება სხვანაერი იყო))) მივხდი რომ ისევ მძინავს და გამეღვიძა (ღამე იყო), არადა მართლა დავიჯერე რომ ავდექი, საკმაოდ რეალური იყო ))


OH JESUS ... მე რამდენჯერ დამმართნია რომ მგონია გავიღვიძე მეთქი და სიზმარში უკვე ისე ვიქცევი როგორც ცხადში მოვიქცეოდი 100%-ით ვერ ვხვდებოდი და რა გულისტკივილით გამღვიძებია მერე! sad.gif იმიტომ რომ რაღაც კარგი დამესიზმრა რაც მართლა მინდოდა ის მქონია სიზმარში ... რა მაგრად ტეხავს მერე გაღვიძება sad.gif ეხლა ვხვდები რა დონეზე ვაცნობიერებ საკუთარ სიზმრებს! მერე კი ზერელედ ვუდგები ამ ყველაფერს და ასე არ შეიძლება... მორჩა დღეიდან უკვე სერიოზულად დავინტერესდი ამ პრაქტიკით და უნდა ვივარჯიშო

Posted by: anima mundi Aug 29 2012, 03:22 AM

QUOTE
ვხედავდი დახუჭული თვალებით


ეს ხშირად მაქვს.. და შიში. სიკვდილის შიშამდე დასული:|
ხო და. მაქვსხოლმე სიზმრები გაცნობიერებული და შეგრძნენები, ეს შეგრნებებია სიტყვები. რომელიც უბრალოდ გზრდის.. ზუსტად გზრდის. სხვანაირი იღვიძებ, თითქოს ერთი ცხოვრება გაიხსენე ან გაიარე და გემატება იქ დაგროვილი რაღაც smile.gif

დღეიდან ვიწყებ სერიოზულად ვარჯიშს,, მატას იმედი მაქვს, რომ საწყის ეტაპზე დამეხმარება smile.gif))

Posted by: anima mundi Aug 29 2012, 03:25 AM

მატრიცა!!! smile.gif))))))))))))))))))

გუშინ მომივიდა იდეა რომ, ნეოს ბრძოლები ასწავლეს ასტრალში. ანუ მას ხომ მატრიცაში ეძინა, ნუ ცოტა სხვაა მაგრამ მაინც ეგაა

Posted by: mata Aug 29 2012, 06:38 AM

anima mundi

ყველაფერი "ფაქიზი პლანებიდან" ისწავლება, აქ (ფიზიკურ პლანზე) რამე რო ისწავლო ძალიან დიდი დრო სჭირდება. 1 რამის სწავლას ზოგი ადამიანი მთელი სიცოცხლე ანდომებს, მაშინ როცა სიზმრების დახმარებით შენ შეგიძლია ერთი ცხოვრება გაიარო ერთ სიზმარში (და ამას მოანდომო 2 საათი) და წარმოიდგინე რამხელა ცოდნას იღებ რა მოკლე დროში - 2 საათში გეცოდინება ის რასაც ხალხი 60 წელი უნდება.
სად 2 საათი და სად 60 წელი.
ხანდახან ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემთვის 10 წელს უდრის. და მგონია 10 წელი გავიდა, იმდენი რამე ვისწავლე ამ ერთ დღეში.
სიზმარში კიდევ უფრო მოკლე დროში სწავლობ ისეთ რაღაცეებს, რაც უნიკალურია და თუ ჩვეულებრივი ადამიანი 5 სიცოცხლე უნდება 5 რამის სწავლას, სიზმარმხილველი იგივეს მაგ. 5 თვეში ისწავლის.
სად 5 სიცოცხლე - 5 დაბადება და გასვენება, და სად 5 თვე
ამიტომაა სიზმარხილვა უნიკალური და ერთადერთი საშვალება გაიარო სწრაფი ევოლუცია თუ გინდა (მარა ყველას არ უნდა) ერთ ცხოვრებაში შეგიძLია სამი სიმკვრივის გავლაც მოასწრო, უკვდავებას ეზიარო და ა.შ. ... ბევრი ნავაროტკები

Posted by: mata Aug 29 2012, 06:55 AM

ციტატა(mata @ 29th August 2012 - 06:38 AM) *
ყველაფერი "ფაქიზი პლანებიდან" ისწავლება, აქ (ფიზიკურ პლანზე)


ხო ოღონდ ესე გაყოფილად არ არის "აქ" და "იქ" არ არსებობს.

ყველაფერი "აქ" არის.
ფაქიზი პლანიც აქ არის და ფიზიკურიც, სამოქმედო ადგილი ერთია.

Posted by: anima mundi Sep 3 2012, 01:25 AM

http://www.youtube.com/watch?v=LqO6fAo35LA&feature=related

ОСОЗНАННОЕ СНОВИДЕНИЕ (Трехлебов А.В., Глоба И.А.)

რუსი ბრზენები ლაპარაკობენ გაცნობიერებულ სიზმრებზე smile.gif)))) გამისწორდა რო "დასაწყისი" ახსენებს
და მოკლედ განხვავება დაკვეთილ სიზმრებს შორის და ა.შ..


Posted by: anima mundi Sep 5 2012, 01:31 PM

mata


მატა, დედაჩემს აქვსხოლმე აგცნობიერებული სიზმრები მხოლდო არ იცის თვითონ და.. ვინც ესიზმრება ზოგეჯრ კვდება. ანუ სიზმრებიტ რაღაცეებს იგებსხოლმე და
ბოლო რმდენიმე დრეა სულ მიწისძვრა ესიზმრება, თან კი ხვდება რომ სიზმარია მაგრამ ვერაფერს აკეთებს და ხომ არ იცი რას უნდა ნიშნავდეს? შეიძლება მე ვმოქმედებდე მასზე? ვგავარ მშობლებს და ანუ, შვილის ტავის ტკივილს ან რამეს ხომ არ გღძნობს.. ვფიქრობ მე ვმოქმედებ, ისედაც ვმოქმედებს, მაგრამ სიზმარშიც ხომ არ აისახება?
თუ ცალკე მიწისზვრა რამეს ნიშნავს ტავის თავზე? თუ იცი

Posted by: anima mundi Sep 5 2012, 01:33 PM

QUOTE
ხანდახან ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემთვის 10 წელს უდრის


ჩემთვის ცხადშიც ასე გადის.. ანუ ყოველ დღე ზალიან ბევრი რამე ხდება და ბევრს ვსწავლობ, ისეთი სისწრაფიტ ზოგჯერ რომ მეშინია.. და მერე ტავი მტკივდება. მაგრამ , სწავლა ხომ მარტო ტეორია არ არის? შინაგანმა სულმა უნდა მიიღოს გამოცდილება ტორემ, მარტო ტვინში თუა ის სხეულტან ერტად მოკვდება, და სიზმარში სულის ტვინი ირებს? თუ ფიზიკური?

Posted by: narilla Sep 12 2012, 10:26 PM

გასულ ღამეს ვნახე გაცნობიერებული სიზმარი. აი Inception-ში რო არის მომენტები, როცა სიზმარში გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ, ზუსტად ისეთივე სიტუაციაში აღმოვჩნდი.

თავიდან ბოლომდე მოვყვები: მოვხვდი შენობაში, რომელიც დიდი დარბაზებისგან შედგებოდა, რამდენიმე სართულიანი სენობა იყო, დიდიხანს დავდიოდი დარბაზიდან დარბაზში, რამდენიმესართულიან ნაგებობად მომეჩვენა, თითოეულ სართულზე იმდენი ხალიჩა ეგო, რო იატაკიც კი არ ჩანდა და ბევრი ავეჯი იდგა. ბოლოს დავიღალე ამდენი სიარულით და ცენტრალური დარბაზისკენ გავწიე, ერთი დიდი ოთახი გავიარე და აღმოვჩნდი ადგილას, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. ცენტრში თავისუფალი სავარძელი დავინახე და რატომღაც იქითკენ გავსწიე. დავჯექი და ვიღაც ახალგაზრდა ქალმა ლაპარაკი დამიწყო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რო ისიც ჩემსავით იყო სიზმარში მოხვედრილი. ჩვენ გარდა სხვებიც სავარძლებში ისხდნენ, ყველანი მოხუცები იყვნენ, ქალებს სახეზე პირბადეები ჰქონდათ აფარებული, ყველას კლასიკურად, შავ-თეთრ ფერებში ეცვათ, მომეჩვენა რო სადღაც XIX-XX საუკუნეების რაღაც წვეულება, თუ შეკრება იყო, ჩვენ წინ სცენა იყო, რომლისკენაც რატომღაც არ ვიხედებოდი, თან იმ ახალგაზრდა ქალმაც რო გამიბა ლაპარაკი... ამ დროს, სცენიდან შუქი მოგვანათესდა სენიშვნა მოგვცეს, აქ უცხოები ნუ შემოდიხართ და თუ შემოვა ვინმე სხვას ხელს ნუ შეუშლისო _ ასეთი რამ მოგვესმა. მერე განათება ჩემზე გადმოვიდა და იგივე გაიმეორა და ყველამ მე მომხედა, როგორც უცხო და შემთხვევით შემოსწრებულ პირს. მე ისე დავიჭირე თავი თითქოს უცხო არ ვიყავი და დაველოდე სანამ განათებას არ მომაცილებდნენ. სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა და ყველაფერი ისევ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა, ყველამ ისევ სცენისკენ მიაბრუნა თავი და ან მოსმენა დაიწყეს და ან ერთმანეთში საუბარი. მე და იმ ახალგაზრდა ქალმა ერთმანეთს შევხედეთ და რატომღაც გაგვეღიმა. მერე ის მომიახლოვდა ყურში რაღაც უნდა ჩაეჩუღცულებინა ჩემთვის და ამ დროს გამომეღვიძა smile.gif

Posted by: tikoroma Sep 13 2012, 04:18 PM

narilla
გაცნობიერება როდის მოხდა? იქ რომ აღმოჩნდი მიხვდი რომ ეს სიზმარი იყო?
მე ეს მომენტი ყოველთვის გამომრჩება ხოლმე. ვხვდები რომ ყველაფრის შეცვლა შემიძლია და ვცვლი თუ რამე არ მომწონს, მაგრამ 'აი მე სიზმარში ვარ და რასაც მინდა გავაკეთებ' - მომენტი არ მაქვს. შეიძლება მაქვს და ვერ ვიმახსოვრებ, იმიტომ რომ უკან წამოსვლის მომენტი მახსოვს ხოლმე. დასაწყისს ვერ ვიხსენებ

Posted by: anima mundi Sep 20 2012, 10:56 AM

გუშინ ასჯერ ან მეტჯერ მაინც ჩამეძინა სიზმარში და ძალით გავიღვიძე. აი, თან ვაცნობიერებდი რომ სიზმარი იყო... თვალის გახელა რომ ძალიან გIჭირს და წამოხტები
შიგნით რაღაც მითრევდა, მთელი სხეული დუნდებოდა ხელები ყველაზე მეტად და არ მივყევი. რას აკეთებხოლმე ასეტ დროს? მე მგონი მეშინია და არ მივყევი.. თქვენ მიყვებითხოლმე? აი, შინაგად რომ მოდს, მორევივი და მთლიანად, აზრებსაც გითიშავს, თვალები გეხუჭება და გდუნდებ მთელი სხეული.. როგორ იქცევით?

Posted by: narilla Sep 20 2012, 07:37 PM

QUOTE(tikoroma @ Sep 13 2012, 04:18 PM) *
narilla
გაცნობიერება როდის მოხდა? იქ რომ აღმოჩნდი მიხვდი რომ ეს სიზმარი იყო?
მე ეს მომენტი ყოველთვის გამომრჩება ხოლმე. ვხვდები რომ ყველაფრის შეცვლა შემიძლია და ვცვლი თუ რამე არ მომწონს, მაგრამ 'აი მე სიზმარში ვარ და რასაც მინდა გავაკეთებ' - მომენტი არ მაქვს. შეიძლება მაქვს და ვერ ვიმახსოვრებ, იმიტომ რომ უკან წამოსვლის მომენტი მახსოვს ხოლმე. დასაწყისს ვერ ვიხსენებ


გაცნობიერება მოხდა მაშინ როცა შენობაში აღმოვჩნდი: ამ დროს ვიაზრებდი, რო თავისუფლად გადავაადგილდებოდი, ანუ ცემი სურვილისამებრ, ვათვალიერებდი ამ შენობას შიგნიდან, დარბაზიდან დარბაზში შევდოდი და კულმინაცია იყო, როცა ხალხმრავალ წვეულებაზე თუ შეკრებაზე შევედი. აი როცა დავჯექი და აღმოვჩნდი ახალგაზრდა ქალის გვერდით, მაშინაც გავაცნობიერე ერთი მომენტი: მახსოვს დარბაზი მოვათვალიერე და ყველა მოხუცი აღმოჩნდა იქ შეკრებილთაგან.
ჩენ გვერდით მჯდომი ქალი გამომელაპარაკა და შევხედე თუ არა მის სახეს, ახალგაზრდულ სახეს მივხვდი, რო ის ამ სიზმრის ნაწილი არ იყო, ისიც ჩემსავით იყო მოხვედრილი სიზმარში. თან აი როგორც დავწერე უფრო ცოცხლად როცა მახსოვდა ეს გაცნობიერებული სიზმარი: რაღაც მომენტში იმ ქალმა გამიღიმა ისე, რო ამით თითქოს მატყობინებდა, მეც ვიცი რაც ხდება და რა სიტუაციაში ვარ აქ, ანუ შემთხვევით არ იმყოფებოდა... ვფიქრობ, ორივე ვმართავდით სიტუაციას მას მერე რაც ერთად აღმოვჩნდით დარბაზში. მანამდე ცალკე რეალობა მქონდა, ასე ვთქვათ, მერე კი საერთო სიზმრისეულ რეალობაში აღმოვჩნდით. მინდა იმ ქალის სახე არ დავივიწყო, რატომღაც ძაან მიმიზიდა... მაგრამ ნაცნობს ვერავის მივამსგავსე.
როცა გამოვიღვიძე კიდევ მინდოდა სიზმრის გაგრძელება, რადგან ცუდ დროს შეწყდა...

Posted by: narilla Sep 20 2012, 07:58 PM

სიზმრებთან ასე ვთქვათ "გაშინაურება" ხდება სწორდ იმ დროს, როცა ხვდები რო აი მე სიზმარში ვარ. ამ გაგებამდე მისვლა შეიძლება მოხდეს, თუ რაიმე საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდები სიზმრის მსვლელობისას. აი ვთქვათ, არის ასეთი შემთხვევა, მე მქონია სიზმარში შემთხვევა როცა ხარი გამომეკიდა, როგორია ხარი მოგსდევს biggrin.gif თან ისეთი ესპანეთში რო აწყობენ ხოლმე ხარების რბოლას, დაახლოებით ისეთი გამძვინვარებული ხარი... მე კი ბევრი დევნის შემდეგ, როცა უკვე დავიღალე კიდეც, მივხვდი რო სიზმარში ვარ და რომც დამეწიოს არაფერი მომივა. ეს რწმენა სიზმარში გამიჩნდა. ხოდა როცა ასეთ შეგრძნებას დაიჭერ სიზმარში, უნდა ჩაეჭიდო, არ გაუშვა ხელიდან smile.gif პრინციპში აქედან იწყება სიზმარში თავისუფალი მოქმედებების განხორციელება სურვილისამებრ, ამით კი სიზმრის მართვაზეც გადადიხარ. ხვდები რო სიზმარი ეს ისეთი ილუზორული რამეა, რაშიც ძაან დიდი თავისფლება გეძლევა და გეხსნება მეტი ჰორიზონტი. თუ ადამიანი საკუთარ შეგრძნებებს ცნობიერში ადვილად მართავს, ის სიზმარშიც ადვილად შეძლებს ამას. ვთქვათ, ჩვენი შიშები განსაუთრებით სიზმარში შეიძლება გააქტიურდნენ და რაღაც საშინელი კოშმარი დაესიზმროს ადამიანს. მე მქონია შემთხვევა ისეთი კოშმარი ვნახე, გამოღვიძებულს გამიხარდა ცოცხალი რო ვიყავი. ესეც ჩემს ფობიას უკავშირდებოდა.

Posted by: narilla Sep 20 2012, 08:07 PM

QUOTE(anima mundi @ Sep 20 2012, 10:56 AM) *
გუშინ ასჯერ ან მეტჯერ მაინც ჩამეძინა სიზმარში და ძალით გავიღვიძე.


სიზმარში კიდე სიზმარი ნახე? ანუ სიზმრის სიზმარი, თუ როგორ ვთქვა. ასე გავიგე... პრინციპში ესეც შეიძლება smile.gif

Posted by: tikoroma Sep 20 2012, 09:02 PM

ამ ბოლოს სიზმარში მახსენდება რომ რაც აქ ხდება მნიშნელოვანია და ჩემს თავს ვუმეორებ დაიმახსოვრე.. დაიმახსოვრე. გამოვიღვიძებ და ამ 'დაიმახსოვრეს' მეტი აღარაფერი მახსოვს : არადა მგონია, რომ მნიშვნელოვან ხალხს ვხვდები და მესაუბრებიან საინტერესო თემებზე smile.gif

Posted by: tikoroma May 15 2013, 10:12 PM

http://www.amazon.com/REM-Dreamer-Dreaming-Induction-Device/dp/B003EH4V8I/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1368204083&sr=8-2&keywords=nova-dreamer
ხელსაწყო ლუციდური სიზმრებისთვის smile.gif

Posted by: zviiigo May 29 2013, 12:50 AM

ეს თემა ბოლომდე არ გადამიკითხავს და შეიძლება ეწეროს ან არ ეწეროს თაქტიკურ სიზმრებზე რამე http://www.scribd.com/doc/65616239/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
მე მიცდია ერთხელ მხოლოდ 3 ჯერ თუ ორჯერ გამოვიგვიძე აღარ მახსოვს შემდეგ იყო სიტუაცია სადაც მეძინა hd ში ვხედავდი იქ ბავშვობის კოშმარი მესიზმრებოდა რაგაც საგნები დიდდებოდა და პატარავდებოდა რომელიც 14 წლამდე მომყვა ახლა 15 ს ვარ რაღაც ძაან რეალური იყო შემდეგ მაგთიფიქსმა დარეკა მაგვიძარა მქონდა დაყენებული dash2.gif

Posted by: Athene May 29 2013, 08:21 AM

ახლახან სანამ გავიღვიძებდი გაცნობიერებული სიზმარი ძალია საინტერესო სიზმარი იყო მოკლედ მოვყვები.
სიზმარი დაიწყო იმით რომ სადღაც ხალხმრავალ ადგილზე მოვხვდი (ჩემთვის უცნობ ადგილზე) უცებ გამახსენდა რო სახლში ვიყავი და დასაძინებლად დავწექი აქ მივხვდი რო სიზმარში ვიყავი. დავინტერესდი დავიწყე აქეთ იქით ყურება დავინახე ერთ ერთ შენობაზე რაღაც ეწერა დიდი ასოებით მაგრამ ვერანაირად ვერ წავიკითხე რაც უფრო ძალიან ვცდილობდი წაკითხვას მით უფრო ბუნდოვანი ხდებოდა წარწერა და ამ დროს სხვა ადგილზე გადავედი გაშლილ ველზე გავჩნდი არც ისე შორს ტყე ჩანდა (თითქოს ძველ დროში მოვხვდი ისეთი შეგრძნება მქონდა) ხოდა ამ ტყისკენ დავიწყე სიარული როცა შუა ტყეში შევედი დავინახე რაღაც ნანგრევები უცებ ჩემს უკან ვიღაცის ყოფნა ვიგრძენი და შევტრიალდი დავინახე საკმაოდ მაღალი აღნაგობის უცნაური ჩაცმულობის კაცი 25-30 წლის იქნებოდა რაღაცას მეუბნდებოდა ჩემთვის გაუგებარ ენაზე <<<< და ამ დროს ჩემმა დამ გამაღვიძა :\

Posted by: Doors May 29 2013, 02:15 PM

გაცნობიერებულ სიზმარში რა იგულისხმება? ანუ რო იცი რო სიზმარში ხარ?

mata
ძილის წინ შენი პოსტი წავიკითხე, ჩემს ძმას ვუხსნიდი სიზმარში ვარო და მეც იგივე დამემართა, მივხვდი რო სიზმარში ვიყავი და "ვიღაც ახლობელს, არ მახსოვს" ვეუბნებოდი ნახე სიზმარში ვართთქო smile.gif))))

Posted by: Existence May 29 2013, 02:21 PM

QUOTE(Doors @ 29th May 2013 - 02:15 PM) *
ანუ რო იცი რო სიზმარში ხარ?


კი , როდესაც კრიტიკულ აზროვნებას ინარჩუნებ სიზმარში

Posted by: Existence May 29 2013, 02:26 PM

ხანგრძლივი სიზმრებისთვის ფსიქიკური ენერგის დაზოგვაა საჭირო (ბევრი ლაპარაკისგან თავის შეკავება ,გადაღლა და აშ) , მოსახვედრად სხვადასხვა ტექნიკები არსებობს ყველაზე კარგია (ჩემთვის) ხშირად კითხვის დასმა სიფხიზლის დროს ეხლა ხო არ მძინავს და ასევე დაძინებისას მაღვიძარას შუაღამისას დაყენება ცოტახანი გაღვიძება და გაცნობიერებული სიზმრის 'ნამერენიეთი დაძინება

Posted by: Doors May 29 2013, 03:32 PM

Existence
და რა სარგებლობა მოაქვს გაცნობიერებულ სიზმარს? biggrin.gif მამალის არ იყოს. გასართობად პროსტა?

Posted by: Existence May 29 2013, 03:46 PM

QUOTE(Doors @ 29th May 2013 - 03:32 PM) *
Existence
და რა სარგებლობა მოაქვს გაცნობიერებულ სიზმარს? მამალის არ იყოს. გასართობად პროსტა?


ეზოთერულ წიაღსვლებში რო არ შევიდე ძირათადად ცნობიერების გაფართოება , (ასევე იქ შეიძლება სხვადასხვა შიშების მოხსნა , იძახიან რო ინფორმაციის მიღებაც )

რეალუად ვისაც სტაბილურად გამოსდის ეგ ამბავი იმდენად საოცარია რო მაგ კითხვებს აღარ სვავს

Posted by: old_man May 30 2013, 10:33 AM

QUOTE
და რა სარგებლობა მოაქვს გაცნობიერებულ სიზმარს? მამალის არ იყოს. გასართობად პროსტა?

ასეთი სამომხმარებლო თვალით თუ შევხედეთ ყველაფერს ბევრი რამე უაზროდ მოგვეჩვენება biggrin.gif
ზოგადად თუნდაც ის სარგებლობა მოაქვს რომ შეიცნობ სამყაროს რაღაც ახალს. თან ეს ისეთი სფეროა, რომ საზოგადოებამ რაღაც სტერეოტიპი ჩამოაყალიბა, გვარწმუნებდა რომ ყურადღების მიქცევა არ ღირს და დიდი არაფერია. მაგრამ მერე რომ დაიწყებ გაცნობიერებული სიზმრის კვლევას ნახავ რომ ფერია )))
ბევრი რამე შემიძლია ვთქვა, პირველ რიგში მსოფლმხედველობა შემეცვალა. გამაოცა გაცნობიერებულ სიზმარში რეალურობის განცდამ, იმდენად რომ რაღაც მომენტში შემეშინდა რომ ვეღარ გავარჩიო რომელი რომელია მეთქი. smile.gif) და დღის სამყაროში რომ გამეღვიძა, უკვე ვიცოდი რომ ეს ერტადერთი რეალობა არ არის და შეიძლება რეალობა საერთოდ არ არის ის რაც გვგონია. ეს კი ვიცოდი ადრე, მაგრამ შენით რომ იგრძნობ სხვაა

Posted by: tikoroma May 30 2013, 05:23 PM

old_man
მე პირიქით დავაფიქსირე. როცა ძლიერი ემოციური დღე მქონდა, თუნდაც რაიმე მოვლენა, ვეთიშებოდი რეალობას და თითქოს სადღაც შორიდან ვადევნებდი თვალს ჩემს მოქმედებებს. და უკვე მეორე დღეს ისევე მახსოვდა გუშინდელი ამბავი, თითქოს სიზმარში მენახოს. და მივხვდი, რომ ერთი და იგივეა რეალობა და სიზმარი. ნებისმიერი მოვლენა სასიამოვნოა მაშIნ როცა მიმდინარეობს. იგივე ემოციებით ვიხსენებ ლამაზ სიზმარს, როგორც ბავშვობის რომელიმე ლამაზ მომენტს. რა განსხვავებაა, ისიც ჩავლილია და ისიც, რეალურად მაშინ ვგრძნობდი ორივეს როცა იქ ვიყავი, გინდ ბავშვობაში და გინდ სიზმარში. აი დაახლოებით ამიტომ გახდა სიზმარი ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო.

Posted by: chemikerin May 30 2013, 06:22 PM

იცით რა მაინტერსებს? ვინც აცნობიერებთ სიზმრებს სისტემატიურად, რამდენი ხანი ვარჯიშობდით? თან რეჟიმი არ გიშლით ხელს? დილით ადრე ადგომა, სამსახური და ეგეთი რაღაცეები?
მე სულ რაღაც მიშლის ხელს...

Posted by: stalker May 30 2013, 07:08 PM

QUOTE(chemikerin @ May 30 2013, 06:22 PM) *
იცით რა მაინტერსებს? ვინც აცნობიერებთ სიზმრებს სისტემატიურად, რამდენი ხანი ვარჯიშობდით? თან რეჟიმი არ გიშლით ხელს? დილით ადრე ადგომა, სამსახური და ეგეთი რაღაცეები?
მე სულ რაღაც მიშლის ხელს...

ეგრე ვარ მეც დაახლოებით

Posted by: old_man May 30 2013, 09:37 PM

QUOTE
იცით რა მაინტერსებს? ვინც აცნობიერებთ სიზმრებს სისტემატიურად, რამდენი ხანი ვარჯიშობდით? თან რეჟიმი არ გიშლით ხელს? დილით ადრე ადგომა, სამსახური და ეგეთი რაღაცეები?
მე სულ რაღაც მიშლის ხელს...

ორი წელი ვიწერდი სიზმრებს, დღის მანძილზე ვცდილობდი რაც შეიძლება ხშირად შემემოწმებინა სიზმარია თუ არა. ამან გაამართლა, უკვე სიზმარშიც ავტომატურად ვამოწმებდი და თვეში რამდენიმე გაცნობიერებული სიზმარი მქონდა.
რა თქმა უნდა სამსახური, დაღლა და სხვა ყოველდღიური ყოფითი პრობლემები ძაან მიშლიდა ხელს. მაგრამ მონდომებაა მთავარი და მტკიცე განზრახვა რომ გამოგივა

Posted by: chemikerin May 30 2013, 11:12 PM

QUOTE(old_man @ May 30 2013, 09:37 PM) *
ორი წელი ვიწერდი სიზმრებს, დღის მანძილზე ვცდილობდი რაც შეიძლება ხშირად შემემოწმებინა სიზმარია თუ არა. ამან გაამართლა, უკვე სიზმარშიც ავტომატურად ვამოწმებდი და თვეში რამდენიმე გაცნობიერებული სიზმარი მქონდა.
რა თქმა უნდა სამსახური, დაღლა და სხვა ყოველდღიური ყოფითი პრობლემები ძაან მიშლიდა ხელს. მაგრამ მონდომებაა მთავარი და მტკიცე განზრახვა რომ გამოგივა

good.gif
შემართებით განვეწყვე... smile.gif

Posted by: old_man May 31 2013, 01:48 PM

ერთ რჩევას მოგცემთ როგორ მოხვდეთ გაცნობიერებულ სიზმარში. ადრეც მეწერა რომ სიზმარში შესვლა ძალიან ადვილია ძილის მეორე ფაზაში, როცა იღვიძებთ და ისევ იძინებთ. პირველ ფაზაში სხეული ძაან დაღლილია და სიზმრის გაცნობიერებაც იშვიათად ხდება. მთელი ენერგია მიდის იმაზე რომ სხეულმა დაისვენოს. მოკლედ მაღვიძარას აყენებთ 6-ზე და იღვიძებთ, მაგრამ ეგრევე კი არ იძინებთ. დგებით ცოტა ხანი, შეგიძLიათ კომპიუტერი ჩართოთ, გაიარ-გამოიაროთ. 15-20 წუთი და მერე ისევ წვებნით მტიცე განზარხვით რომგაცნობიერება მოხდება და ეს ამართლებს. გამოფხიზლების ეს პაუზა ძალიან მნიშვნელოვანია. ეგრევე არ დაიძინოთ. მთავარია ძილი არ გაგიტხდეთ, მაგრამ ეს არ მოხდება თუ თქვენი ინდივიდუალური ძილის დროის ამოწურვამდე დარჩა 2-3 საათი. თუ საშუალოდ გძინავთ რვა საათი, 5-6 საათის შემდეგ რომ გაიღვიძოთ მარაგში გექნებათ 2-3 საათი

Posted by: Lashapoli May 31 2013, 02:23 PM

აუ იმდენი ვიკითხე ეს თქვენბი პოსტები, წუხელ სპონტანური გაცნობიერებული სიზმარი მქონდა თუ ასტრალშI ვიყავი არ ვიცი, მემგონი უფრო სიზმარი იო იმიტომ რო ადრეც მქონია ეგრე და მზგავსი შეგრძნებ იყო, მარა ასტრალის ეჭვი მაინ არის )))
მოკლედ ეხლა დეტალები ზუსტად აღარ მახსოვს იტოკში სადღაც გავიჩითე რაღაც სხვა სამყაროსავით იყო და ვამეთი უცებ გავაცნობიერე თავი მარა კონტროლით ვერ ვაკონტროლებდი, ძნელი იუყო კი ვცადე ამრა არ გამომივიდა

Posted by: Athene May 31 2013, 02:55 PM

ციტატა
და რა სარგებლობა მოაქვს გაცნობიერებულ სიზმარს?
თუნცად უბრალოდ გართობა biggrin.gif

Posted by: Athene May 31 2013, 03:00 PM

ციტატა
ვინც აცნობიერებთ სიზმრებს სისტემატიურად

სისტემატურად გამოყენებამ შეიძლება რეალობის შეგრძნება დაგაკარგვინოს ნუ ასე ვფქრიობ შეიძლება ვცდები კიდეც smile.gif

Posted by: Athene May 31 2013, 03:03 PM

რა მაინტერესებს სიზმარში რომელიმე კითხულობთ ნაწერს? მე ვერცერთხელ ვერ მოვახერხე

Posted by: chemikerin May 31 2013, 04:03 PM

old_man

QUOTE(old_man @ May 31 2013, 01:48 PM) *
ერთ რჩევას მოგცემთ როგორ მოხვდეთ გაცნობიერებულ სიზმარში. ადრეც მეწერა რომ სიზმარში შესვლა ძალიან ადვილია ძილის მეორე ფაზაში, როცა იღვიძებთ და ისევ იძინებთ. პირველ ფაზაში სხეული ძაან დაღლილია და სიზმრის გაცნობიერებაც იშვიათად ხდება. მთელი ენერგია მიდის იმაზე რომ სხეულმა დაისვენოს. მოკლედ მაღვიძარას აყენებთ 6-ზე და იღვიძებთ, მაგრამ ეგრევე კი არ იძინებთ. დგებით ცოტა ხანი, შეგიძLიათ კომპიუტერი ჩართოთ, გაიარ-გამოიაროთ. 15-20 წუთი და მერე ისევ წვებნით მტიცე განზარხვით რომგაცნობიერება მოხდება და ეს ამართლებს. გამოფხიზლების ეს პაუზა ძალიან მნიშვნელოვანია. ეგრევე არ დაიძინოთ. მთავარია ძილი არ გაგიტხდეთ, მაგრამ ეს არ მოხდება თუ თქვენი ინდივიდუალური ძილის დროის ამოწურვამდე დარჩა 2-3 საათი. თუ საშუალოდ გძინავთ რვა საათი, 5-6 საათის შემდეგ რომ გაიღვიძოთ მარაგში გექნებათ 2-3 საათი


ჰო, წყვეტილი ძილი კარგი მეთოდია, ასტრალზეც ჭრის, პარალიზების მდგომარეობა ადვილი მისაღწევია უფრო, უბრალოდ ამის იქით ვერ მივდივარ რატომღაც...
და სიზმრებს ძალიან დაწვრილებით(ყველა წვრილმანი დეტალით) იწერდი ხოლმე?
ეხლა რა სიხშირით აცნობიერებ?



***

ამას წინათ აქ წავიკითხე, რომ სიზმრები ჩვენს ტვინში ხდებაო და ანუ სხეულს არ ვტოვებთო... და სწორი ინფორმაციაა?
და ვინმეს თუ გიცდიათ გაცნობიერებული სიზმრიდან ასტრალში გადასვლა? საერთოდ შესაძლებელი თუა ესეთი რაღაც?

Posted by: old_man May 31 2013, 07:36 PM

QUOTE
და სიზმრებს ძალიან დაწვრილებით(ყველა წვრილმანი დეტალით) იწერდი ხოლმე?
ეხლა რა სიხშირით აცნობიერებ?

სიზმრებს ვიწერდი ყველა დეტალს რაც გამახსენდებოდა. კვირაში 2-3 სიზმარს. მაგრამ ვფიქრობ მე დიდად არ დამეხმარა. უფრო დღის განმავლობაში გაცნობიერება დამეხმარა: კითხვა საკუთარი თავისთვის ეს სიზმარი ხომ არ არის და შემოწმება.
სიზმრების ჩაწერა მაინც გამოგადგება რამეში. ორჯერ ვნახე წინასწარმეტყველური სიმზარი და რაღაც რომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად ამ სიზმრების ნახვიდან რამდენიმე დღეში ეს ჩაწერილი მქონდა.
2 წლის მანძილზე დაახლოებით 5% იყო ამ ჩაწერილი სიზმრების გამოსადეგარი მინიშნებებით, დანარჩენი აბდა-უბდა smile.gif

Posted by: X-Man May 31 2013, 08:30 PM

იქნებ ჩვენ გონია რომ '' გაცნობიერებულობის დროს ვაცნობიერებტ მაგრამ სინამდვილეში არ ვაცნობიერებთ wacko2.gif

Posted by: chemikerin May 31 2013, 08:34 PM

old_man
დიდი მადლობა რჩევებისთვის smile.gif

Posted by: Existence May 31 2013, 11:22 PM

QUOTE(X-Man @ 31st May 2013 - 08:30 PM) *
იქნებ ჩვენ გონია რომ '' გაცნობიერებულობის დროს ვაცნობიერებტ მაგრამ სინამდვილეში არ ვაცნობიერებთ


არ უნდა ამას ამდენი ფილოსოფია მთავარი მონდომებაა, რამოდენიმე მარტივი ტექნიკით რაც ზევით დაწერილია ჩემი აზრით გაცნობიერებულ სიზმართან პირველი მოკლე შეხება ერთ კვირაში გარანტირებულია
უბრალოდ თავიდან დრო ცოტა ხანია ფაქტიურად მიიხედავ მოიხედავ და მერე ან ისევ სიზმარში იკარგები ან გეღვიძება (უფრო პირევლი) მარა ნელ ნელა ახანგრძლივებ დროს და მაგის ტექნიკებიც არსებობს

Posted by: nmmhnmm Jun 1 2013, 04:28 PM

ჩემთვის ძალიან მარტივია სიზმრის მართვა, მთავარია გინდოდეს.



მაგალითად როცა ისეთი რამ ხდება რაც არ მევასება, კითხას ვუსმევ საკუთარ თავს თუ ეს სინამდვილეა არაფერი შეიცვლება და თუ სიზმარია, აქ აღმოვჩნდე ს გამოჩნდეს და ასე შემდეგ, რას აღარ მოვიფიქრებ ხოლმე.


ამ რიგად სიზმრის მართვა შეიძლება ითქვას კარგად გამომდის

Posted by: zviiigo Jun 27 2013, 03:17 PM

QUOTE(X-Man @ May 31 2013, 08:30 PM) *
იქნებ ჩვენ გონია რომ '' გაცნობიერებულობის დროს ვაცნობიერებტ მაგრამ სინამდვილეში არ ვაცნობიერებთ wacko2.gif

ასეც ხდება ხოლმე კრიტიკული აზროვნება ჩართული არ არის და ტყუილად ამბობ რომ სიზმარში ხარ და ვერ აცნობიერებ და მიმდინარეობს ისე სიზმარი და ეს ხდება ღრმა ძილის დროს სიზმარი რომ 360p ხარისხით მიმდინარეობს biggrin.gif მე მქონია შემთხვევები რომ მითქვამს სიზმარში ხომ არა ვარ მეთქი და მითქვამს რომ არა არა არ ვარ მეთქი biggrin.gifეს მოხდა როდესაც ყოველდღე ვამბობდი რომ სიზმარში ხომ არა ვარ მეთქიbiggrin.gifერთი კარგი მეთოდია ღამე 2 საათიანი ინტერვალით იძინო გამოიღვიძო გაიარ გამოიარო და ისევ 2 საათით დაიძინო მაგარ სიზმრებს იწვევს კარგათ ხედავ რეალობას გავს .პირველად რომ მომივიდა ნივთები დიდდებოდა და პატარავდებოდა ჩემი ბავშვობის კოშმარი იყო რომელიც hd ში ვნახე biggrin.gifდა აი მაგ დროს რომ თქვა სიზმარში ხომ არ ვარო შედეგი იქნება 100 პროცენტით . თავიდან გამოღვიძებები იცის გაცნობიერებამ ეს არაფერი არ არის შეეჩვევით

Posted by: JUST PROGRESS Jul 4 2013, 09:08 PM

დავფიქსირდი ამ თემაში rolleyes.gif
მოგესალმებით ყველას, პირველ რიგში - კაი სმაილებია მომწონს beerchug.gif biggrin.gif

ამჟამად კასტანედას "სიზმარხილვის ხელოვნებას" ვკითხულობ... ამას წინათ ამ საკითხზე ძალიან ვიყავი კონცენტრირებული, ვცდილობდი, ვკითხულობდი, ვეძებდი და... ჰოი საოცრებავ, გამომივიდა რაღაცეები. იმდენად რეალური სიზმარი ვნახე რომ შოკირებულმა გავიღვიძე. თანაც ამ სიზმარში ე.წ "ორმაგი სიზმარი" მქონდა ანუ სიზმარშიც მეძინა და ორჯერ გავიღვიძე.

და რომ გავიღვიძე (სიზმარში) თავზე მშობლები და ექიმი მადგნენ, მითხრეს რაღაც "გაუცხოების (იზოლაციის) სინდრომი" თუ "კლინიკური სიკვდილი" მოკლედ რაღაც კომისმაგვარი გქონდაო... მეც თითქოს ვგრძნობდი სხეულით რომ რაღაც დამემართა და გარესამყაროს მოვწყდი სანამ მეძინა... ვეკითხებოდი რა დღეა-მეთქი და არავინ მპასუხობდა huh.gif მოკლედ რაღაცნაირად ცნობიერად მივხვდი რომ სიზმარში ვიყავი და გამეღვიძა...

ეს იყო ზერეალური, საშინლად რეალური და მტკივნეული სიზმარი! ohmy.gif

Posted by: Existence Jul 4 2013, 10:46 PM

JUST PROGRESS

პრივეტ ))

QUOTE(progresiusi @ 4th July 2013 - 09:08 PM) *
იმდენად რეალური სიზმარი ვნახე რომ შოკირებულმა გავიღვიძე.


ხო მაგრამ ალბათ ღირს ეგ შოკი იმდენად საოცარი თავგადასავალია , მეც მქონდა მზგავსი რომელიღაც მონასტერში ჩემ წინ მიმავალ თმაგადახოტრილ ტიპს ისე დაჟინებით ვუყურებდი სულ ოდნავ შესამჩნევ თმებზე )))) რომ მიუხედავად იმისა ვიცოდი ეს გაცნობიერებული სიზმარი იყო, რეალობის ასეთმა სიმკვეთრემ ცოტა არ იყოს შემაშინა და იმ შეგრძნებამ რომ ძაან გამყარდებოდა სიზმარი და ვეღარ შევძლებდი გაღვიძებას გამომეღვიძა

გაცნობიერებული სიზმრიდან გამოსვლაც თუ ჩვეულებრივ სიზმარში არ გადადის და იწუთში გეღვიძება სტრანნი შეგრძნებაა

Posted by: JUST PROGRESS Jul 5 2013, 02:02 AM

Existence

QUOTE
ხო მაგრამ ალბათ ღირს ეგ შოკი იმდენად საოცარი თავგადასავალია


რა თქმა უნდა, ღირს! smile.gif
ჩემს შემთხვევაში უბრალოდ სიზმრის შინაარსი და თან სიმკვეთრე იყო შოკისმომგვრელი, ლამის ფიზიკურად იგრძნობოდა სიზმარში ყველაფერი...

.....
რა მაგის პასუხია და, ბავშვობაში ხშირად როცა ვიღვიძებდი და თან თუ უცხო ადგილას ვიყავი, ან სტუმრად, ორიენტირება მიჭირდა - კონკრეტულად ოთახის რომელი მხარისკენ ვიყავი მიბრუნებული... იმიტო რო საერთოდ ბოლომდე თავზეგადახურული მიყვარდა ძილი biggrin.gif biggrin.gif ან ნახევარი საათი იმას ვიხსენებდი როგორ აღმოვჩნდი იქ. გქონიათ ასეთი რამ?

Posted by: Existence Jul 5 2013, 12:24 PM

QUOTE(progresiusi @ 5th July 2013 - 02:02 AM) *
გქონიათ ასეთი რამ?


ბოლომდე თავზე გადახურული არა მარა როცა ვიღვიძებდი თვალებს არ ვახელდი და ვფიქრობდი რომელ მხარეს მიდევს თავი და რა მიმანთულებით ვიყურები აშ )))))) ....

Posted by: tikoroma Jul 5 2013, 07:38 PM

JUST PROGRESS

ციტატა
რა მაგის პასუხია და, ბავშვობაში ხშირად როცა ვიღვიძებდი და თან თუ უცხო ადგილას ვიყავი, ან სტუმრად, ორიენტირება მიჭირდა - კონკრეტულად ოთახის რომელი მხარისკენ ვიყავი მიბრუნებული... იმიტო რო საერთოდ ბოლომდე თავზეგადახურული მიყვარდა ძილი ან ნახევარი საათი იმას ვიხსენებდი როგორ აღმოვჩნდი იქ. გქონიათ ასეთი რამ?

მე მქონია ასეთ რამე. სტუმრადაც და ჩემს ოთახშიც, სადაც წლების განმავლობაში ვცხოვრობდი. დიდხანს ვფიქრობდი ხოლმე, რატომ ხდებოდა ასე, ვაკვირდებოდი რა მეშლებოდა, რატომ ცვლიდა ადგილებს ფანჯარა და კარები biggrin.gif როცა საწოლიდან ავდგებოდი რომ კარგად შემემოწმებინა, მხოლოდ მაშინ უბრუნდებოდა ყველაფერი თავის ადგილს.

Posted by: JUST PROGRESS Jul 5 2013, 08:53 PM

სიზმრის წყვეტაზე ბევრი საუბრობს... ჩემთვის ჯერ N1 გადაულახავი ბარიერია ეს, შანსი არაა - მაღვიძარამ რომ გამაღვიძოს გამოვრთავ, გადავბრუნდები და გავაგრძელებ ძილს ....


QUOTE
ბოლომდე თავზე გადახურული არა მარა როცა ვიღვიძებდი თვალებს არ ვახელდი და ვფიქრობდი რომელ მხარეს მიდევს თავი და რა მიმანთულებით ვიყურები აშ )))))) ....


მეც biggrin.gif biggrin.gif
მგონი ძალიან დაღლილი და გათიშული რომ წვები დასაძინებლად მაშინაც იცის ეგრე

Posted by: zviiigo Jul 13 2013, 06:10 AM

http://www.scribd.com/doc/65616239/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 ეს ძალიან კარგი მეთოდია hd სიზმრების გამოწვევისათვის ფანტასტიურ ხილვებს იწვევს

Posted by: td......... Jul 13 2013, 11:07 AM

რა ნაცნობი სტილიათქო...smile.gif

Posted by: elchik sirbiladze Jul 14 2013, 06:02 PM

გააზრებული სიზმარი ასტრალია

Posted by: gio.geoo Jul 15 2013, 01:46 AM

QUOTE(elchik sirbiladze @ Jul 14 2013, 06:02 PM) *
გააზრებული სიზმარი ასტრალია

სისულელე.

Posted by: Existence Jul 15 2013, 09:14 AM

QUOTE(gio.geoo @ 15th July 2013 - 01:46 AM) *
სისულელე.


ნუ უხეშობ ! თუ არ ეთანხმები დაწერე რატო

Posted by: gio.geoo Jul 15 2013, 02:21 PM

Existence
რაც დაწერა ისეც ვუპასუხე, დაწეროს რატოა მაშინ გააზრებული სიზმარი ასრტალი და მერე მეც დავწერ რატო არაა გააზრებული სიზმარი ასტრალი

Posted by: aq mainc ar damblokot! Jul 20 2013, 04:14 PM

QUOTE(gio.geoo @ Jul 15 2013, 01:46 AM) *
სისულელე.

სისულელე

Posted by: zviiigo Jul 21 2013, 02:12 AM

QUOTE(aq mainc ar damblokot! @ Jul 20 2013, 04:14 PM) *
სისულელე

რა გინდა პროვოკატორი ხარ ? biggrin.gif
რას ფიქრობ შენ შეიძლება სიზმრების მართვა ?

Posted by: anonimus Jul 21 2013, 02:15 AM

zviiigo
პროვოკატორი არაა ვერ ხვდება რა უნდა და გონია რო ასე მაგრა ღადაობს და ერთობა თავისი ჭკუითbiggrin.gif

Posted by: Existence Aug 3 2013, 11:24 AM

მიხეილ რადუგას დოკ ფილმი << ფაზა >> გაცნობიერებულ სიზმარზე

მეცნიერულად შეისწავლის ამ ფენომენს ამიტომ ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშა იგრძნობა

http://www.youtube.com/watch?v=9ccwvj3s7WI

Posted by: td......... Aug 3 2013, 08:30 PM

Existence
ერთი ქვაბის გარდა კიდევ იმის პონტია რა, სამყაროს მარტვიგან გატავისუფლების გასაღების სხვა გასაღებით შეცვლის მცდელობა-მე ვიცი და გასწავლით და ასე შEმდეგ.... თან სუბიექტური ჭრილიდან გალევს ინფორმაციას იმაზე რასაც თვითონაც ვერ ჩAწვდა ბოლომდე, მაგრამ კარგია რომ რაღAც კონკრეტულზე მუშაობს ასე ღრმად.

Posted by: Baracha Jan 31 2014, 01:22 AM

ამის შესახებ თუ გაგიგიათ რამე?

http://www.mindmachine.ru/dreamstalker/

Posted by: stalini Feb 1 2014, 09:06 PM

მოგესალმებით ბესო შენ ამ ფორუმიდან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ biggrin.gif

Posted by: Lashapoli Feb 2 2014, 05:57 AM

QUOTE(Baracha @ Jan 31 2014, 01:22 AM) *
ამის შესახებ თუ გაგიგიათ რამე?

http://www.mindmachine.ru/dreamstalker/

კი.. როგორც ინტერნეტში ამბობენ, მუშა რამეა.. ანუ ძილის იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი მყოფება Rem ფაზაში, ეს მოწყობილობა აფიქსიერებს მაგ მომენტს და იძლევა სპეციალურ სიგნალებს რომელიც გაცნობიერებინებს სიზმარს, ისე რო რაიმე სავარჯიშოების კეთება რ გიწევს.. ეს რაც შენ დადე ხელნაკეთი ვარიანტია და ისე არის ამერიკაში სპეციალური კვლევითი ინსტიტუტი, სადაც მიმდინარეობს გაცნობიერებული სიზმრების კვლევა და იქ შეიმუშავეს ეგ სათვალე. ის ძველი ვერსია რომელიც გამოუშვეს და იყო გაყიდვაშI, აღარაა ახლები, იმიტომ რომ ახალ ვესიაზე მუშაობენ და ძველი მარტო მეორადები არის, და შესაბამისად ფასიც ძვირია დაახლოებით 500$ მდე...

Posted by: zviiigo May 18 2014, 12:07 AM

http://www.amazon.com/Remee-Sleep-Mask-Lucid-Dreams/dp/B00HMXH6WS/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1400357210&sr=8-2&keywords=remee

Posted by: Maria Sep 20 2014, 11:52 PM

QUOTE(elchik sirbiladze @ Jul 14 2013, 06:02 PM) *
გააზრებული სიზმარი ასტრალია

როგორ არის გააზრებული სიზმარი ასტრალი? ასტრალში რეალურ სამყაროში ხარ და რასაც ნახულობ რეალურად ხდება, შემდეგ შეგიძლია გადაამოწმო. სიზმარი კი შენი ქვეცნობიერის მიერ შექმნილი ილუზია, ნუ თუ აცნობიერენ უკვე ცნობიერის შექმნილი.

Posted by: tikoroma Sep 21 2014, 12:59 PM

სიზმრიდანაც შეიძლება ასტრალურ რეალურ სამყაროში გახვიდე

Posted by: ბერთლანი Oct 4 2014, 03:38 PM

სიზმრები რო არ მესიზმრება (ან არ მამახსოვრდება) ძალიან ცუდ დღეში ვარ ხო? რითი ვუშველო?

Posted by: Maria Oct 7 2014, 04:42 PM

QUOTE(tikoroma @ Sep 21 2014, 12:59 PM) *
სიზმრიდანაც შეიძლება ასტრალურ რეალურ სამყაროში გახვიდე


როგორ შეიძლება?
ერთი ვერსია ვიცი რომ შენს ოთახში უნდა მიხვიდე და შენი მძინარე თავი ნახო.. ეგრე თუ ნახე უკვე ასტრალში ყოფილხარ, მე იმდენჯერ მივედი ჩემ ოთახში და არავინაც არ დამხვდა და ჩემი ოთახიც ცოტა სხვანაირი იყო, ისეთი როგორიც ჩემ ქვეცნობიერს ახსოვდა, ავეჯი სხვანაირად ელაგა და ა.შ.

Posted by: Maria Oct 7 2014, 04:45 PM

QUOTE(ბერთლანი @ Oct 4 2014, 03:38 PM) *
სიზმრები რო არ მესიზმრება (ან არ მამახსოვრდება) ძალიან ცუდ დღეში ვარ ხო? რითი ვუშველო?


შენ ეტყობა ძალიან ცოტას გძინავს და როცა გძინავს ძალიან დაღლილი ხარ.
სიზმარი რომ დაგამახსოვრდეს გადაღლილი არ უნდა იყო. საერთოდ გონებას ის სიზმრები ამახსოვრდება რასაც დილისკენ ხედავ, ამ დროს უფრო დასვენებულია.

Posted by: Maria Oct 7 2014, 05:11 PM

იცით კიდევ რა მაინტერესებს? სიმარში გარემოს როგორ მართავთ, მე პირადად ჩემი მოქმედებებს ვმართავ, მაგალითად შემიძლია ვიფრინო მაგრამ გარემოს ვერ ვცვლი. დღეს ვიფიქრე თუ ფრენა შემიძლია რატომ არ შეიძლება წვიმა წამოვიდეს თქო მაგრამ არაფერი გამოვიდა. კიდევ იმასაც ვგრძნობ როცა სიზმარში ცნობიერს ეძინება და ვცდილობ უფრო სწრაფად ვიმოძრაო და ერთ საგანს არ ვუყურო. ხანდახან იმის გარკვევაც მიჭირს სიზმარია თუ ცხადი იმდენარ რეალურია ყველაფერი, როცა დიდი სიმაღლიდან ვხტები ხანდახან ეჭვი მეპარება მართლა ხომ არ ვხტები. ხანდახან კი ვგრძნობ როგორ მეღვიძება რეალურად და როცა ვიღვიძებ ისევ გაცნობიერებულ სიზმარში ვარ ხანდახან ეს ზედიზედ რამდენჯერმე ხდება. რეალურად არასდროს გამღვიძებია პირდაპირ გაცნობიერებული სიზმრიდან.

ძალიან ცუდია რომ გარემოს, ადამიანებს და არსებებს ჩემს გარშემო ისევ ქვეცნობიერი მიქმნის : ( და სხვა სასურველ გარემოში მაგალითად კოსმოსში გასვლა არ შემიძლია.

Posted by: ბერთლანი Oct 8 2014, 12:34 AM

QUOTE(Maria @ Oct 7 2014, 04:45 PM) *
შენ ეტყობა ძალიან ცოტას გძინავს და როცა გძინავს ძალიან დაღლილი ხარ.
სიზმარი რომ დაგამახსოვრდეს გადაღლილი არ უნდა იყო. საერთოდ გონებას ის სიზმრები ამახსოვრდება რასაც დილისკენ ხედავ, ამ დროს უფრო დასვენებულია.

ცოტაც არ მძინავს, 8 საათი მძინავს საშუალოდ, ბევრია ჩემი აზრით და ვაპირებ 6 საათზზე გადასვლას, საერთოდ ვერ ვისვენებ ძილით. დაღლილი ვიღვიძებ. რამდენიმე დღეა
რაც დავიწყე 12 საათამდე დაძინება და დასვენებით უფრო დასვენებული ვიღვიძებ, მაგრამ სიზმრებს მაინც ვერ ვხედავ (ან არ მამახსოვრდება).

Posted by: Maria Oct 8 2014, 03:14 AM

QUOTE(ბერთლანი @ Oct 8 2014, 12:34 AM) *
ცოტაც არ მძინავს, 8 საათი მძინავს საშუალოდ, ბევრია ჩემი აზრით და ვაპირებ 6 საათზზე გადასვლას, საერთოდ ვერ ვისვენებ ძილით. დაღლილი ვიღვიძებ. რამდენიმე დღეა
რაც დავიწყე 12 საათამდე დაძინება და დასვენებით უფრო დასვენებული ვიღვიძებ, მაგრამ სიზმრებს მაინც ვერ ვხედავ (ან არ მამახსოვრდება).


http://themindunleashed.org/2014/10/12-common-symbols-dreams-mean.html
აი სასარგებლო სტატია სიზმრებზე აქ წერია რომ თუ გინდა რომ სიზმრები დაიმახსოვრო დაძინების წინ არ უნდა ჭამო. ალკოჰოლი ან წამლები არ უნდა გქონდეს დალეული და სანამ დაიძინებ უნდა იფიქრო იმაზე რომ სიზმრებს დაიმახსოვრებ. როგორც კი გაიღვიზებ კარგად უნდა გაიხსენო რა გესიმზრა და ჩაწერა დაგემხარება სიზმრების დამახსოვრებაში.

ჩემი აზრით ღრმა ძილის ფაზასი ვერ გადადიხარ და ვერ ისვენებ. კარგია რომ ადრე დაიწყე დაძინება, დაგეხმარება. სიზმარს ყველა ხედავს უბრალოდ ზოგს უკეთ ამახსოვრდება ზოგს კი საერთოდ არა. კიდე იმასაც გააჩნია ძილის რომელ ფაზაში იღვიზებ. აი მაგალითად როცა უცბად მაღვიძებენ არაფერი მახსოვს ხოლმე, შენ ალბათ მაღვიძარა გაქ ხო? ეგ არც ისე კარგია შენ ორგანიზმს სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებ ყოველი გაღვიძებისას. ექიმები ამბობენ რომ 12 საათიდან 4 მდე ძილი აუცილებელია და პლუს მაღვიძარა ცუდია ნერვული სისტემისთვის.

Posted by: tornike0072 Oct 8 2014, 07:42 PM

ვინმემ დამეხმარეთ. 3 წლიდან სიზმრებში ან მკვდრებს ვხედავ ან ეშმაკებს და შეპყრობილებას ან მომავალს. ტანჯვის და წამების მეტი არაფერი არ მოაქვს ჩემთვის. უკვე ისე ვარ დაძინების მეშინია. ხან მამაოებთან ვიარე და ვერაფერი მითხრეს ხან ფსიქოლოგებთან და პასუხი ერთი იყო ყველასგან ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვქონიაოbiggrin.gifbiggrin.gif:Dიქნებ არის რაიმე გზა რითიც სიზმრებს არ ვნახავ

Posted by: Maria Oct 8 2014, 09:36 PM

QUOTE(tornike0072 @ Oct 8 2014, 07:42 PM) *
ვინმემ დამეხმარეთ. 3 წლიდან სიზმრებში ან მკვდრებს ვხედავ ან ეშმაკებს და შეპყრობილებას ან მომავალს. ტანჯვის და წამების მეტი არაფერი არ მოაქვს ჩემთვის. უკვე ისე ვარ დაძინების მეშინია. ხან მამაოებთან ვიარე და ვერაფერი მითხრეს ხან ფსიქოლოგებთან და პასუხი ერთი იყო ყველასგან ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვქონიაოbiggrin.gifbiggrin.gif:Dიქნებ არის რაიმე გზა რითიც სიზმრებს არ ვნახავ


სამი წლიდან ყოველდღე კოშმარები გესიზმრება?

Posted by: ბერთლანი Oct 9 2014, 04:35 PM

QUOTE(tornike0072 @ Oct 8 2014, 07:42 PM) *
ვინმემ დამეხმარეთ. 3 წლიდან სიზმრებში ან მკვდრებს ვხედავ ან ეშმაკებს და შეპყრობილებას ან მომავალს. ტანჯვის და წამების მეტი არაფერი არ მოაქვს ჩემთვის. უკვე ისე ვარ დაძინების მეშინია. ხან მამაოებთან ვიარე და ვერაფერი მითხრეს ხან ფსიქოლოგებთან და პასუხი ერთი იყო ყველასგან ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვქონიაოbiggrin.gifbiggrin.gif:Dიქნებ არის რაიმე გზა რითიც სიზმრებს არ ვნახავ




მამაჩემი იყო ბავშვობიდან მაგ დღეში. კასპში ყავდათ ვიღაც ქალთან და იმან შეულოცა და იმის მერე სიზმარი არ დასიზმრებია, პრაქტიკაში არსებობს ანუ დღესაც გააკეთებს ვინმე. მოძებნაა საჭირო..

Posted by: tornike0072 Oct 11 2014, 12:11 AM

კი სამი წლიდან ასე ვარ. გარკვეულწილად სასარგებლოცაა რომ იცი რა მოხდება ან როდესაც სულებთან კონტაკტს ამყარებ მაგრამ შეპყრობილები და ეშმაკები იმდენად ძნელი ასატანია და მძიმე რომ ხშირად ისტერიულად მეღვიძება. ან საერთოდ რამე სახელი მოეძებნება ამ ყველაფერს რაც მე მჭირს?

Posted by: Nina (moonchild) Oct 13 2014, 02:38 PM

ციტატა(tornike0072 @ Oct 8 2014, 07:42 PM) *
ვინმემ დამეხმარეთ. 3 წლიდან სიზმრებში ან მკვდრებს ვხედავ ან ეშმაკებს და შეპყრობილებას ან მომავალს. ტანჯვის და წამების მეტი არაფერი არ მოაქვს ჩემთვის. უკვე ისე ვარ დაძინების მეშინია. ხან მამაოებთან ვიარე და ვერაფერი მითხრეს ხან ფსიქოლოგებთან და პასუხი ერთი იყო ყველასგან ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვქონიაოbiggrin.gifbiggrin.gif:Dიქნებ არის რაიმე გზა რითიც სიზმრებს არ ვნახავ

ჩემი და არის ზუსტად მაგ დღეში რაც თავი მახსოვს, ახლა 22 წლისაა და ბავშვობიდან არ არსებობს, რომ ცუდი სიზმარი არ დაესიზმროს, რაც აღწერე ზუსტად იგივეს ხედავს, ემოციურად როგორი პიროვნება ხარ? ჩემი და არის ძალიან მგრძნობიარე და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, ძალიან ხშირად უყურებს საშინელებათა ჟანრის და ფსიქოლოგიურად მძიმე ფილმებს. ყოველთვის ვეუბნები, რო, აკონტროლოს ცოტა ემოციები, არ ვიცი რა შეიძლება იყოს. მე მაგალითად მახსოვს, ბავშვობაში მესიზმრებოდა ერთი და იგივე სიზმარი დაახლოებით 5 წლიდან, თავიდან ამას ვერ ვაცნობიერებდი უბრალოდ როცა მეღვიძებოდა ძალიან ცუდი შეგრძნება მიმყვებოდა მთელი დღე, მერე და მერე ამ სიზმარმა ასეთი სახე მიიღო: ვარ რაღაც ოთახში რომელიც ძველებური სტილით არის მოწყობილი, დაახლოებით ვიქტორიანული სტილით, თან მახლავს ბავშვი, მაგრამ არ ვიცი ეს ბავშვი ჩემი ვინაა, ოთახის ბოლოში ვხედავთ რაღაცა დგას (ან ვიღაცა) და გადაფარებული აქვს რაღაც ნაჭერი მთლიანად მაგრამ გული მიგრძნობს რომ არ უნდა მივიდე ახლოს და ხელს ვკიდებ ამ ბავშვს და გამოვრბივართ. აი ხომ არ ვიცი რა არის იმ გადასაფარებლის უკან მაგრამ რო ვიხსენებ ჟრუანტელი მივლის ტანში შიშისგან. იშვიათად, მაგრამ მაინც მესიზმრება.

Posted by: tornike0072 Oct 17 2014, 02:51 PM

ემოციური ნამდვილად ვარ თუმცა საშინელებებს ან მსგავს ფილმებს არ ვუყურებ (2 წელიწადია ტელევიზორისთვის არ მიყურებია დრო არ მაქვს). აი გუშინ ბებიაჩემი ვნახე რომელიც 6 7 თვის წინ გარდაიცვალა საერტოდ ხშირავ ხედავ, თითქოს ჯერ მის სახლში ვიყავი და იქაურობას ამტვრევდა ამსხვრევდა ყველაფერს მერე სახლიდან გამოვიქეცი და ფანჯრიდან მიყურებდა ხელს მიქნევდა და თვალებით მეუბნებოდა ნუ წახვალო მე შეშინებული ქვემოდან ვუყურებდი მერე ისევ ავედი და სახლში საშინელი აურზაური იყო გეგონებოდა ომი იყო ამ სახლშიო ბებიაჩემი კიდევ თავის საწოლში მუხლებზე იდგა ოღონდ მოკუნტული და ზემოდან რაღაც ნაჭრი ქონდა გადაფარებული თან მეგონა რომ ბებიაჩემი იყო თან მეგონა რომ ეშმაკი ან რაიმე მსგავსი იყო. გუშინწინ სანამ დავიძინებდი ( საერთოდ ისე ვარ ოთახში შუქსაც აღარ ვაქრობ) ვგრძნობ რომ ჩემს თავთან რაღაც ან ვიღაც არის და ეს შეგრძნება რამდენმე საათი მქონდა. ხშირად ვხედავ რომ სახლში როგორც ჩემში ასევე სხვა სახლებში რაღაც არის ეს რაღაც ხან ნათელია და ძალიან პატარა ხან ძალიან შავი ( გააჩნია სახლს). 3 თვის წინ სიზმარში ვნახე რომ რაღაც სოფელში ვიყავი და ოჩოფეხებით ( ხის ფეხებით) დავდიოდი. 4 დღის წინ საყდრისში მომიწია წასვლა იქაურობა მოვიარეთ და ოჩოფეხები წამოიღო ვიღაცამ ხალხი ერთობოდა მეც ვცადე გამევლო და როდესაც ოჩოფეხებზე დავდექი სიზმარი გამახსენდა რომელიც ვნახე ასეთი სიზმრები რომელიც რეალობაში ხდება ძალიან ხშირად ვნახულობ. თუმცა მძიმე გადასატანია როდესაც სულებს ან ეშმაკებს ვნახულობ და არ ვიცი რა ვქნა

Posted by: Nina (moonchild) Oct 21 2014, 12:41 PM

ციტატა(tornike0072 @ Oct 17 2014, 03:51 PM) *
ემოციური ნამდვილად ვარ თუმცა საშინელებებს ან მსგავს ფილმებს არ ვუყურებ (2 წელიწადია ტელევიზორისთვის არ მიყურებია დრო არ მაქვს). აი გუშინ ბებიაჩემი ვნახე რომელიც 6 7 თვის წინ გარდაიცვალა საერტოდ ხშირავ ხედავ, თითქოს ჯერ მის სახლში ვიყავი და იქაურობას ამტვრევდა ამსხვრევდა ყველაფერს მერე სახლიდან გამოვიქეცი და ფანჯრიდან მიყურებდა ხელს მიქნევდა და თვალებით მეუბნებოდა ნუ წახვალო მე შეშინებული ქვემოდან ვუყურებდი მერე ისევ ავედი და სახლში საშინელი აურზაური იყო გეგონებოდა ომი იყო ამ სახლშიო ბებიაჩემი კიდევ თავის საწოლში მუხლებზე იდგა ოღონდ მოკუნტული და ზემოდან რაღაც ნაჭრი ქონდა გადაფარებული თან მეგონა რომ ბებიაჩემი იყო თან მეგონა რომ ეშმაკი ან რაიმე მსგავსი იყო. გუშინწინ სანამ დავიძინებდი ( საერთოდ ისე ვარ ოთახში შუქსაც აღარ ვაქრობ) ვგრძნობ რომ ჩემს თავთან რაღაც ან ვიღაც არის და ეს შეგრძნება რამდენმე საათი მქონდა. ხშირად ვხედავ რომ სახლში როგორც ჩემში ასევე სხვა სახლებში რაღაც არის ეს რაღაც ხან ნათელია და ძალიან პატარა ხან ძალიან შავი ( გააჩნია სახლს). 3 თვის წინ სიზმარში ვნახე რომ რაღაც სოფელში ვიყავი და ოჩოფეხებით ( ხის ფეხებით) დავდიოდი. 4 დღის წინ საყდრისში მომიწია წასვლა იქაურობა მოვიარეთ და ოჩოფეხები წამოიღო ვიღაცამ ხალხი ერთობოდა მეც ვცადე გამევლო და როდესაც ოჩოფეხებზე დავდექი სიზმარი გამახსენდა რომელიც ვნახე ასეთი სიზმრები რომელიც რეალობაში ხდება ძალიან ხშირად ვნახულობ. თუმცა მძიმე გადასატანია როდესაც სულებს ან ეშმაკებს ვნახულობ და არ ვიცი რა ვქნა

რამდენად რელიგიური ხარ? იმიტომ გეკითხები რომ ამ თემას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ხოლმე, შენი აზრი მაინტერესებს. რელიგიურად სიზმარი არ უნდა მივიჩნიოთ რამედ, მასზე ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ. თუმცა შენი თქმის არ იყოს, ბევრი ისეთი რამ დამსიზმრებია, რაც პირდაპირი მიშნვნელობით ადრე თუ გვიან ამიხდა. მაგრამ შენს შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტ მისტიკასთან გვაქვს საქმე ვიდრე წარმოგვიდგენია. ეგეთი შემთხვევა მეც მქონია სინათლეები ოთახში, გაფუჭებული საათის ამუშავება, რომელიც 50 წელი არ ამუშავებულა და უბრალოდ რელიქვია იყო, კიდევ ბევრი რამ თუმცა ესენი რომ ხდებოდა ჩემს თავს, მაშინ რაღაც ისეთით ვიყავი დაკავებული, ვფიქრობ ამან გამოიწვია მერე შედეგები. თან მარტო მე არ დამინახავს, ჩემს გარდა 2 კაცი ხედავდა კიდევ ასეთ არ ვიცი რა დავარქვა.

Posted by: tornike0072 Oct 21 2014, 03:32 PM

Nina (moonchild)
ვერ ვიტყვი რომ ეკლესიის კედლებს 24 საათი თავსს ვურტყავ, თუმა არც ურწმუნო არ ვარ. საერთოდ დიდად ვერ ვიტყვი რომ მისტიკით ან რაიმე მსგავსით ვარ გატაცებული, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ძალიან დავინტერესდე იმით რაც მემართება.....არც იმის სურვილი მაქვს რომ რაიმე მისტიკური ხდებოდეს ჩემს თავს მაგრამ ფაქტები აშკარაა და თანაც ძააალიან ბევრი

Posted by: Nina (moonchild) Oct 21 2014, 04:41 PM

ციტატა(tornike0072 @ Oct 21 2014, 04:32 PM) *
Nina (moonchild)
ვერ ვიტყვი რომ ეკლესიის კედლებს 24 საათი თავსს ვურტყავ, თუმა არც ურწმუნო არ ვარ. საერთოდ დიდად ვერ ვიტყვი რომ მისტიკით ან რაიმე მსგავსით ვარ გატაცებული, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ძალიან დავინტერესდე იმით რაც მემართება.....არც იმის სურვილი მაქვს რომ რაიმე მისტიკური ხდებოდეს ჩემს თავს მაგრამ ფაქტები აშკარაა და თანაც ძააალიან ბევრი

უმიზეზოდ არაფერი ხდება ვფიქრობ, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სადღაც ქვეცნობიერში უნდა იყოს, მე რაც დამემართა ყველაფერს მოვუძებნე თითქმის თავისი მიზეზი. არ ვიცი რამდენად სწორ რჩევას გაძლევ, მაგრამ ამბობენ რომ კარგად ჩატარებული ჰიპნოზი ამ ყველაფერს შველის. თუმცა დღეს საქართველოში რამდენად სანდოდ და სარწმუნოდ ჩაგიტარებენ ჰიპნოზს ვერ გეტყვი. ამასაც კარგი მცოდნე ადამიანი სჭირდება, შეიძლება მერე გაგეგო რატომ გემართება მსგავსი რაღაცეები.

Posted by: tornike0072 Oct 21 2014, 04:55 PM

ფსიქოლოგებთან ძალიან ახლო კავშირი მაქვს თუმცა ყველა მაქსიმალურად ერიდება ჰიპნოზის ჩატარებას

Posted by: Nina (moonchild) Oct 22 2014, 09:48 AM

ციტატა(tornike0072 @ Oct 21 2014, 05:55 PM) *
ფსიქოლოგებთან ძალიან ახლო კავშირი მაქვს თუმცა ყველა მაქსიმალურად ერიდება ჰიპნოზის ჩატარებას

ხოო, იმიტომ რომ საქართველოში ამ რისკზე ვერ მიდიან.

Posted by: bauli Nov 6 2014, 01:12 PM

QUOTE(tikoroma @ Sep 21 2014, 01:59 PM) *
სიზმრიდანაც შეიძლება ასტრალურ რეალურ სამყაროში გახვიდე

ეგ შენი ილუზია რომ რეალობა არსებობს სხეულის გარეთ, ვახ რა დონეა. ნუ შეგყავს სხვები შეცდომაში რა. ამ სამყაროს მეტი არავითარი რეალობა არსებს ს ილუზია გვაქ რაც გვაქ და ამის მეტი არაფერია არსად, შენმა ეგომ თუ ფორმის გარეთ შექმნა რაღაც ეგეც შენი ილუზია ისევე როგორც ეს.

Posted by: tikoroma Nov 7 2014, 12:07 AM

bauli
ყველა თემაში ვიღაცას რაღაცას ასწავლი. ეს ნორმალურია?
შენ რასაც ვერ ხედავ, არ არსებობს, ეგ გასაგებია.
არ ვარ ვალდებული შენნაირად ვფიქრობდე, მესმოდეს და ვხედავდე.
დონე!

Posted by: ანნა Nov 8 2014, 11:57 PM

tikoroma

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif :*


bauli

ნუ ერევი სხვის განვითარებაში, შენი თავის გარდა არაფერი არ გიგრძვნია და ყველა სხვა ადამიანი სრულიად სხვა სამყაროა.. შენთვის არ არსებობს არაფერი და სხვებისგან რა გინდა? შენ წარმოდგენაც არ გაქვს სხვა ადამიანი ვინაა, არც ის იცი სამყარო როგორია, არც სხვა ადამიანი სადაა როგორია და სანამ ეგ არ იცი საერთოდ არ დაელაპარაკო ჯობია.. უხეში ჩარევის მეტს არაფერს აკეთებ, შენი სამყარო ერთადერთი არაა და დაანებე სხვებს თავი smile.gif თუ დახმრება გინდა ჯერ ის უნდა გააცნობიერო სადაა მეორე ადამიანის ცნობეირება და ამის გარჩევა თუ არ შეგიძლია სულ ჭეშმარიტებას რომ ამბობდე ტყუილად ბლაბლაბლბლააააააააა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Existence Nov 20 2014, 01:42 AM

ასტრო ეზოთერული საღამო - თორნიკე ბიძინაშვილი, ნიკოლოზ ჩიხლაძე

ლაპარაკი გაცნობიერებულ სიზმარზე

https://www.youtube.com/watch?v=-LfplIBv5qA&list=PLHpJkQOgccdcLlbim7swKHFpP0oV0XVXO


Posted by: Merlin Jan 14 2015, 07:00 PM

ეს პრაქტიკა ვისაც გაინტერესებთ შეგიძიათ მომწეროთ ფეისბუქში https://www.facebook.com/AscendedMasterMerlin, ზუსტად ვიცი ეს როგორ კეთდბა და სისტემატიურად ვტოვებ ფიზიკურ სხეულს. ამ საკითხზე დავწერე განყოფილებაში ''ასტრალში vol2'' 28-29 გვერდებზე.

ამ საკიტხით ბევრია დაინტერესებული, მაგრამ უამრავი ნაყარი ინფორმაციის გამო რაც ინტერნეტშია ცოტას თუ გამოსდის მართლა რამე. მოკლედ თუ გაინტერესებთ შემიძლია დაგაკვალიანოთ...

Posted by: Merlin Jan 14 2015, 07:00 PM

ეს პრაქტიკა ვისაც გაინტერესებთ შეგიძიათ მომწეროთ ფეისბუქში https://www.facebook.com/AscendedMasterMerlin, ზუსტად ვიცი ეს როგორ კეთდბა და სისტემატიურად ვტოვებ ფიზიკურ სხეულს. ამ საკითხზე დავწერე განყოფილებაში ''ასტრალში vol2'' 28-29 გვერდებზე.

ამ საკიტხით ბევრია დაინტერესებული, მაგრამ უამრავი ნაყარი ინფორმაციის გამო რაც ინტერნეტშია ცოტას თუ გამოსდის მართლა რამე. მოკლედ თუ გაინტერესებთ შემიძლია დაგაკვალიანოთ...

Posted by: Powerage Jan 15 2015, 09:42 PM

თქვენი კომენტარი რომ წავიკითხე გამიკვირდა ძალიან და გავოცდი,რადგან მეც სწორედ ასე ვფიქრობდი და გადავწყვიტე სიზმრების ჩანიშვნა დღიურში.თუმცა,მერე დამეზარა და შევეშვი..სიზმრები ხშირად მიხდება,თუმცა მათი გაკონტროლება ნამდვილად არ შემიძლია.ანუ მოვლენებს მე ვერ წარვმართავ სიზმრის პროცესში,ხოლო როცა ვაანალიზებ რომ სიზმარია ხშირ შემთხვევაში მეღვიძება.ძირითადად კოშმარებს ვნახულობ,მინდა გამოღვიძება ან დაყვირება ,მაგრამ ვერ ვახერხებ.მოკლედ,რაღა გავაგრძელო და ვიფიქრე,რომ თუ ჩავინიშნავდი დღიურში, რაღაც პერიოდის შემდეგ შევძლებდი მის მართვას,რადგან ვფიქრობ რომ თითოეულ დეტალსა და სიმბოლოს საკუთარი დატვირთვა აქვს(ყოველთვის კი არ მესიზმრება კონკრეტული სიზმარი,ზოგჯერ აბსტრაქტულია და ბუნდოვანი).რომ არ მიხდებოდეს არც არაფერს მოვიმოქმედებდი.ბევრ რამეს აღარ დავწერ და ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია რა არის ეს ან თუ შესაძლებელია მისი განმუხტვა რაიმე გზით მიპასუხეთ.წინასწარ გმადლობთ.

Posted by: Merlin Jan 16 2015, 09:21 AM

სიზმრების ჩაწერა ეხელბა სიზმრების მახსოვრობას და სიზმრებზე ყურადღების გამახვილებას. სიზმრები რომ მართო ჯერ უნდა გააცნობიერო ისინი, თუ არ გააცნობიერე რომ სიზმარში ხარ როგორ უნდა მართო? მერე მეორეც: სიზმრების მართვა არის ძალიან რთული რამ.... იმისათვის რომ სიზმარი გააცნობიერო ხშირად ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. იმას კი, რომ სიზმრის რეალობა მეტ-ნაკლებად მართო - ამას უკვე პრაქტიკასთან ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება.

იმდენს თუ მიაღწევ რომ სიზმრის რეალობაში ყოველისშემძლე იყო, მაშინ იმდენი ძალაც გექნება რომ მატერია მართო...

Posted by: zviiigo Jan 20 2015, 01:17 AM

ახალი წლიდან შევწყვიტე სიზმრების ჩაწერა და ისევ გავაგრძელე
რეჟიმიდან ამოვარდი
განსაკუთრებული სიზმრები რაც დამესიზმრა ის იყო რომ
პარალიზებული ვიყავი ვერ ვყვიროდი ვცდილობდი მეყვირა ხმა მიბრუნდებოდა და ისევ მიწყდებოდა
გვერდით ვიღაც მედგა რომელსაც ვერ ვხედავდი არ შემეძლო biggrin.gif
მეორე ის რომ სიზმარი გავაცნობიერე ეს იყო სხვანაირი გაცნობიერება
გაცნობიერებისას არ გამომღვიძებია
სიზმრის მოყოლას არ დავიწყებ ბოლომდე და იქიდან გავაგრძელებ საიდანაც გავაცნობიერე
აივანზე ვიყავი მონსტრი ამოვიდა რომელმაც ბავშვბი დახოცა და მე მომადგა
ძალიან ახლოს იყო ხელს ვერ გაშლიდი ისე
ამ დროს ვთქვი მეთქი სიზმარში ვარ მეთქი
ხომ სიზმარში ვარ ნამდვილად სიზმარია მეთქი
ბევრჯერ გავიმეორე თქმის შემდეგ გამიქრა შიში და სიზმარი უფრო მკვეთრი გახდა
ვთქვი მეთქი აივნიდან გადავხტები სიზმარში ვარ და არაფერი მომივა მეთქი
ცოტა შიშმა შემიპყრო რეალობა არ აღმოჩნდეს ტვინი არ დავასხა
აივანი ძალიან მაღალზე იყო გამოვქანდი და გადმოვხტი და უვნებელად დავხტი
შემდეგ არ მახსოვს როგორ განვითარდა მოვლენები
ხო და რა კითხვა მაქვს რატომ ვერ ვმართავდი ჩემ თავს ჩემში მეორე მე ცხოვრობს თუ რა პონტია ? O_o
ჩემგან დამოუკიდებლათ მუშაობს ჩემი ქვეცნობიერი რომელიც მე არ მაძლევს საშვალებას რომ ვმართო სიზმარი ?
ჩემს ქვეცნობიერს ველაპარაკები და ვასწავლი და არ ვიზეპირებ რაღაცეებს ზერელედ
იმიტომ რომ ძალიან პატარა შედეგი აქვს ასეთ მუშაობას საკუთარ თავთან
და ის შევამჩნიე რომ აქ დამჭირდა მნიშვნელოვანი რამ
კარლოს კასტანედას ხელებზე დახედვის მეთოდი და "მე ახლა საწოლში ვწევარ და სიზმარში ვარ"
რომელიც ახალი წლის შემდეგ შევწყვიტე მხოლოდ სიზმრებს ვიწერ
'



Posted by: Merlin Jan 20 2015, 09:54 AM

ხელებზე დახედება დაგავიწყდათ, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგის გარეშე სიზმარი ნახევრადცნობიერია ხოლმე.

სიზმრების მართვას ნუ დაელოდებით, ეგ არ გამოგივათ ჯერ. რატომ ჰგონია ყველას რომ თუ სიზმრის რეალობაში ცნობიერად შეხვალ იქ ყოვლისშემძლე იქნები? სიზმარი ილუზიაა? კი, სიზმარი ილუზიაა, მაგრამ ეგრე მატერიაც ილუზიაა და რა მართავ მატერიას? ვერ მართავ. ხოდა თუ მატერიაც ილუზორიულია და ვერ მართავ რატომ ჰგონია ხალხს, რომ სიზმარი უნდა მართო შენს ნებაზე?

საკმაოდ ბევრჯერ ვარ გასული სხეულიდან და არც-ერთხელ არ მიმართავს სიზმრის რეალობა, ეს სისულელეა. დამწყებისთვის ეს არის უტოპია. რა თქმა უნდა სიზმრის რეალობა უფრო ნატიფია და იქ ცვლილბებეი გაცილებით ადვლად ხდება ვიდრე მატერიაში, ამიტომ აზრების ძალისხმევით შეიძლება რამე ნივთი გააჩინო ან რამე შეცვალო, მაგრამ არც ესაა ადვილი. ყოველისშემძლეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

როცა სიზმრებში ცნობიერად მოხვდებით, მთავარი არის რომ რაც შეიძება დიდხანს დარჩეთ ცნობიერად. ამისათვის ხელებზე უნდა დაიხედოთ ხშირ-ხშირად. დანარჩენი რაც გინდათ ის კაეთეთ (ოღონდ ამორალური ქმედება არც სიზმარშია მოსაწონი, რასაც მატერიაში არ იკადრებ არც სიზმარში უნდა იკადრო, სექსუალურ სურვილებს თუ აჰყვებით გამოგეღვიძებათ, უარეს შემთხვევაში ენერგიასაც დაკარგავთ).

მონსტრები და ეგ ყველაფერი აზრფორმებია, დასაწყისისთვის ძირითადად აზრფორმები არიან ის არსებები რომლებიც გარს გაკრავენ. მათი არ უნდა შეგეშნდეს

Posted by: tikoroma Jan 20 2015, 03:05 PM

ხელებზე დახედვა აუცილებლობა კი არაა. ესაა მექანიზმი, რომელსაც ვამახსოვრებინებთ თავს და ამიტომ იოლია მისი მეშვეობით სიზმრის გაცნობიერება. "ხელებად" სიზმარში ნებისმიერი საგანი შეიძლება იქცეს, ანუ ეს ფუნქცია შიეიძინოს - ჩვენი გამომაფხიზლებელი გახდეს.
ნებისმიერი მოვლნა, რაც უცნაურად მოგეჩვენებათ გამოგაფხიზლებთ.
ამ შემთხვევაში - ეს მონსტრია, რომლის არსებობამაც მიახვედრა მძნარე რომ ეს სიზმარია.
მე ჩანთა დამეხმარა - რომელმაც უეცრად ფორმა იცვალა და დავფიქრდი ეს რატომ ხდება? - აა, ხო სიზმარში ვარ.
ასევე მფრინავი თევზები
კამერა,რომელიც ღრუბელივით რბილი და ფაფუკი გახდა და ა.ს.

როცა რაღაც მოვლენა ან საგანი უცნაურად მოგეჩვენება ამ ეფექტს იძლევა..

zviiigo

ციტატა
ამ დროს ვთქვი მეთქი სიზმარში ვარ მეთქი
ხომ სიზმარში ვარ ნამდვილად სიზმარია მეთქი
ბევრჯერ გავიმეორე თქმის შემდეგ გამიქრა შიში და სიზმარი უფრო მკვეთრი გახდა
ვთქვი მეთქი აივნიდან გადავხტები სიზმარში ვარ და არაფერი მომივა მეთქი
ცოტა შიშმა შემიპყრო რეალობა არ აღმოჩნდეს ტვინი არ დავასხა
აივანი ძალიან მაღალზე იყო გამოვქანდი და გადმოვხტი და უვნებელად დავხტი

ესე ნახევრადცნობიერი სიზმრები მეც ხშირად მაქვს. ნებისმიერ პრობლემას ვუმკლავდები სიზმარში,რომლებიც ადრე კოშმარებად შეიძლება გადაქცეულიყვნენ. პრაქტიკა გააგრძელე, ენერგიის დაგროვებას და კვებას მიაქციე ყურადღება.
პარალიზებას იწვევს უხეშად რომ ვთქვათ - სხეულიდან გასვლის მომენტში "გაჭედვა" biggrin.gif შიშსაც ეს იწვევს. იქ ვიღაც არსება შეიძლება იყოს, ან არ იყოს და წარმოსახვის ნაყოფი იყოს. მე მღვიძარეს მქონდა შეგრძნება რომ თავთან ვიღაც მეჯდა, ვიღაც უსიამოვნო. 3 ღამე მაინც გაგრძელდა ეს, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და გაქრა როგორც ჩანს.ყურადღების ნებისმიერი ფორმა მოიზიდავს მათ, შიში იქნება, ინტერესი თუ მსგავსი რამ. დააიგნორე და თავს დაგანებებს. არავის შეუძლია მანდ რაიმე დაგიშავოს. მაქსიმუმ გაგეღვიძოს. ასე რომ ყველა მონსტრი და მოჩვენება დაიკიდე და შენც მიზანს მიხედე gul.gif

Posted by: Merlin Jan 20 2015, 03:39 PM

მაშინ კი არ ხვდები რომ სიზმარში ხარ როცა ხელებზე იხედები - მაშინ იხედები ხელებზე როცა ხვდები, ან ეჭვი გაქვს, რომ სიზმარში ხარ. თუ ეჭვი არ გაგიჩნდა რომ სიზმარში ხარ თავისით ხელებზე არ დაგეხედება, ამიტომ ხელებზე დახედება სრულიად განსხვავდება იმ მატერიისთვის შეუსაბამო მოვლენებისგან, რამაც შეიძლება მიგახვედროს რომ სიზმარში ხარ.

ხელებზე დახედება იმიტომაა აუცილებელი, რომ საკუთარი თავი დააფიქსირო. განსჯა ჩართო სიზმარში, რომ შენ შენ ხარ, და შენ აქ ხარ. ხელები ყველგან თან დაგყვება და ამ მიზეზების გამო ხელებზე დახედება სხვა რამით ძნელად თუ ჩანაცვლდება. თან ხელებზე დახედებით აღქმის წერტილს აფიქსირებ, რადგან რაღაც საგნიდან ხელებზე გადაგაქვს ყურადღება, ხოლო როცა ერთი საგნიდან მეორე საგანზე (ამ შემთხვევაში ხელებზე) გადაგაქვს ყურადღება, ამით აღქმის წერტილს აფიქსირებ ერთ ადგილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სიზმარმა მყარი სახე მიიღწოს. თუ ხელებზე არ იყურე ხშირ-ხშირად აღქმის წერტილი სწრაფად იმოძრავებს, ამიტომ სიზმრის სიუჟეტი ხშირ ხშირად შეიცვლება და ამიტომ ვერაფერ აზრიანს ვერ გააკეთებ, ვერც ვერაფერს დაათვალიერებ და ან გამოხვალ სიზმრის რეალობიდან და ფიზიკურ სხეულს დაუბრუნდები ან კიდევ ცნობიერებას დაკარგავ და გაგრძელდება ისევ არაცნობიერი - ჩვეულებრივი სიზმარი.

Posted by: td......... Jan 21 2015, 08:19 PM

ბევრჯერ ყოფილა გაცნობიერებული სიზმარი მართვადი. ხელებზე არ დამიხედავს, უბრალოდ სიზმარში რაღაც ტერიტორიების დათვალიერება მინდდა(გამოკვევა), მაგრამ ხალხის ჯგუფი მომამაგრეს რომ ექსკურსია ჩამეტარებინა, გავყევი სიზმრის სიუჟეტს და ვატარებდი ექსკურსიას, მაგრამ რაღაც მომენტში მომბეზრდა, მივიყვანე ეს ადამიანები კლდის კიდესთან და გადავეშვი და გავეცალე იქაურბას-გავფრინდი და გავაგრძელე ჩემი საქმიანობა... ამგვარი მომენტები არის ხოლმე.. რდესაც სიზმრის სიუჟეტის შეცვას არ ვცდილობ, მე ვეცლები და გადავდივარ სხვა ლეველზე.. რადგან როგორც ზემთ ითქვა კი არის ილუზია სიზმარი, მაგრამ ისეთივე სამყაროა როგორც ჩვენი ილუზორული რეალობა.. ხოდა რისი თQმა მინდა გამოცდილება ბევრია ამ მიმართულებით, მაგრამ არის მაინც რაღაც ნიუანსები, რაც ინდივიდუალურია და შეიძლება გარკვეულმა წესებმა პირიქით შეუშალოს ადამიანს გაცნობიერების უფრო დროულად მიღწევას.. ხელებზე დახედვა ძალიან კარგი მექანიზმია, მაგრამ ხშირად ზუსად ის ხდება სიზმრიდან გამოვარდის მიზეზიც, ანუ უეცარი გაცნობიერება ზოგჯერ ადამიანში ისეთ ემოციას იწვევს, რომ ის ავტომატურად ითიშება, როგორც მაღაი ძაბვის დროს ემართება დენის პრობკებს სოჩიკში...

Posted by: ანნა Jan 23 2015, 09:40 PM

td.........

QUOTE
რდესაც სიზმრის სიუჟეტის შეცვას არ ვცდილობ, მე ვეცლები და გადავდივარ სხვა ლეველზე..


ეს შეგიძლია აღწერო უფრო დეტალურად? ^^


გაღვიძებისას მაქვსხოლმე საოცარი მდგომარეობა, სხეულის ყველა უჯრეთით ვგრძნობ ყველაფერს, ძლივს სვუნთქავ და რამდენი წუთი აზზე მოსვლა მჭირდება თორე იმ მდგომარეობიდან რო ვიცხოვრო ამ რეალობაში გავგიჟდები.. ყველას ხმას აღვიქვამ და მთელი სხლის ენერგიას ვგრძნობ სხვა სხეულის სავარაუდოდ იმიტო რო ბურთი უფრო ვარხოლმე უფორმო biggrin.gif biggrin.gif მერე ვცლუნგდები მგონია ისე ვცხოვრობ დღის მანძილზე სხეული ვეღარაფერს გრძნობს :დდ

Posted by: ანნა Jan 23 2015, 09:41 PM

td.........

QUOTE
რდესაც სიზმრის სიუჟეტის შეცვას არ ვცდილობ, მე ვეცლები და გადავდივარ სხვა ლეველზე..


ეს შეგიძლია აღწერო უფრო დეტალურად? ^^


გაღვიძებისას მაქვსხოლმე საოცარი მდგომარეობა, სხეულის ყველა უჯრეთით ვგრძნობ ყველაფერს, ძლივს სვუნთქავ და რამდენი წუთი აზზე მოსვლა მჭირდება თორე იმ მდგომარეობიდან რო ვიცხოვრო ამ რეალობაში გავგიჟდები.. ყველას ხმას აღვიქვამ და მთელი სხლის ენერგიას ვგრძნობ სხვა სხეულის სავარაუდოდ იმიტო რო ბურთი უფრო ვარხოლმე მთლიანად biggrin.gif biggrin.gif მერე ვცლუნგდები მგონია ისე ვცხოვრობ დღის მანძილზე სხეული ვეღარაფერს გრძნობს :დდ

Posted by: tikoroma Mar 12 2015, 03:08 PM

ლუციდური სიზმრის ტექნიკები

გაასუფთავეთ გონება ზედმეტი აზრებისგან, მოდუნდით და გონებაში იმეორეთ ერთ-ერთი ფრაზა:
"ამაღამ სიზმარში ვიღვიძებ და ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ვარ"
"ამაღამ სიზმარში რაიმე უცნაურს ვხედავ და ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ვარ"
ან შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე, რაც ხშირად მეორდება თქვენს სიზმარში და ის გამოიყენოთ გაცნობიერებისთვის. მაგალითად: "ამაღამ სიზმარში ვნახე ესა და ეს და გავაცნობირე, რომ სიზმარში ვარ"

Robert Waggoner
რობერტ ვაგონერის მიერ გადამუშავებული კასტანედას ტექნიკა
1. დასხედით საწოლზე და მოდუნდით, გონება დაამშვიდეთ.
2. მოდუნებული მზერით უყურეთ თქვენს ხელისგულებს და თქვით: ამაღამ ძილში ვხედავ ჩემს ხელებს და ვხვდები, რომ სიზმარში ვარ"
3. ისევ მოდუნებული მზერით უყურეთ ხელებს და გონებაში იმეორეთ აფირმაცია: "ამაღამ ძილში ვხედავ ჩემს ხელებს და ვხვდები, რომ სიზმარში ვარ"
4. მზერა გადაიკვეთება, ფოკუსი დაირღვევა, დარჩით მშვიდ მდგომარეობაში და წყნარად იმეორეთ აფირმაცია.
5. ცოტა ხანში (დაახლ, 5 წუთის შემდეგ) იგრძნობთ, რომ ძილი გერევათ და მშვიდად დაასრულეთ პრაქტიკა.
6. ღამით, როცა გაიღვიძებთ, ფრთხილად გაიხსენეთ თქვენი მიზანი, თქვენ უნდა დაგეხედათ ხელებზე და გაგეცნობიერებინათ სიზმარი. გაიხსენეთ, რა გესიზმრათ. სიზმარში ხელებზე დაიხედეთ?
7. რაღაც მომენტში დაინახავთ საკუთარ ხელებს, მაშინვე აზრად მოგდით - "ეს სიზმარია!" სცადეთ, დარჩეთ კვლავ მშვიდ მდგომარეობაში, დააკვირდით და შეისწავლეთ გარემო, რომელშიც აღმოჩნდით.
როცა გაიღვიძებთ "სიზმრების დღიურში" ჩაწერეთ სიზმრის გაცნობიერების შესახებ, რა დაგეხმარათ ამაში, რა შეგრძნებები გქონდათ, რა ნახეთ და ა.შ.

http://www.radikal.ru

Posted by: zviiigo Mar 14 2015, 02:02 AM

merlin
ეს მონსტრები და რაღაცეები რომ მესიზმრება ეს ბოროტი ძალები კი არა
გავლილი დღიდან დამოხსოვრებული რაღაცეებია მონსტრები ბევრჯერ დამსიზმრებია რომელიც იმ დღეს მინახავს კომპიუტერში
ყოველთვის ასე ხდება განვლილი დღიდან მესიზმრება
ყოველთვის შემიძლია ჩემი სიზმარი ავხსნა თუ საიდან იქნა გამოწვეული
მისტიური ჯერ არაფერი შემინიშნავს
კარლოს კასტანედას ხელებზე დახედვის მეთოდსაც ვიყენებდი მაგრამ საბოლოოდ ჩემმა იმუშავა (ხელებზე არ დამიხედავს სიზმარში XD)

Posted by: ანნა Mar 14 2015, 08:02 PM

რომ ვხვდები სიზმარში, მაშინვე ხტუნვას ვიწყებ და გასაფრენად გავრბივარხოლმე D biggrin.gif და ინფორმაცია წინასწარ თუ არ დამიპროგრამებია იქვე როგორ გამოვიძახო ხომ არ გაქვთ პრაქტიკა? წიგნი გავაჩინო თუ გამჭვირვალე მონიტორი ჰარეში თუ ინფორმაცია როგორ მივიღო მოკლედ smile.gif ))))

Posted by: zviiigo Mar 23 2015, 01:04 AM

QUOTE(ანნა @ Mar 14 2015, 08:02 PM) *
რომ ვხვდები სიზმარში, მაშინვე ხტუნვას ვიწყებ და გასაფრენად გავრბივარხოლმე D biggrin.gif და ინფორმაცია წინასწარ თუ არ დამიპროგრამებია იქვე როგორ გამოვიძახო ხომ არ გაქვთ პრაქტიკა? წიგნი გავაჩინო თუ გამჭვირვალე მონიტორი ჰარეში თუ ინფორმაცია როგორ მივიღო მოკლედ smile.gif ))))

აბა კარგათ დაფიქრდი შენი სურვილით მოხდა ?
ძნელია გაცნობიერებულ სიზმარში მართო რაიმე ან იფრინო
თუ დიდი პრაქტიკა არ გაქვს
დაძინებისას რაიმე გადაიკითხე წიგნი თემა რაც გინდა რომ ტვინი გავარჯიშდეს
გადაკითხვამდე დაისახე მიზანი თუ რა უნდა გააკეთო
არ დაიზეპირო ესაუბრე საკუთარ თავს რა როგორ უნდა გააკეთო
თითქოს შენ მეორე მეს ესაუბრები
გააკეთე ისეთი რამ რაც ყველაზე ძალიან არ გხიბლავს
და თუ გააკეთე სიზმარში ის რაც დაისახე
რეალობაში კარგათ დაფიქრდი შენი სურვილით მოხდა


Posted by: ანნა Mar 27 2015, 09:31 PM

zviiigo

ამ ფორუმზე ყველას "ძნელია", "შეუძლებელია" რატო გაკერიათ პირზე? მიფრენია და მიმართავს და ა.შ.. მყავს მეგობრები ვინ საერთოდ ქალაქებს აშენებენ, ორი მყავს ვისაც თავის ქალაქი აქვს საერთოდ სიზმრებში.. შენ თუ გიჭირს არ ნიშნავს რომ სხვასაც უნდა გაუჭირდეს smile.gif ))))


ტვინის შეწუხება ან დაპროგრამება არ მინდა ძილამდე, პირიქით ახლა ვწმენდ ვაკვირდები და რამის დაჯერებინება ნამდვილად არ მჭირდება. ისედაც ათასი რამითაა დატვირთული და კიდე სიზმრებზე ამ რეალობიდან ზედმეტები დავუმატო აღარ მსურს მე ეს. უბრალოდ უშუალოდ თუ გამეღვიძა სიზმარში და ვიცი რომ სიზმარია და არაფერი ხდება გარშემო და არავინაა, ანუ თავისუფალია სივრცე, პრაქტიკა თუ გაქვთ როგორ შეიძლება ინფორმაცია გამოიძახო?

Posted by: ანნა Mar 27 2015, 10:51 PM

10 STEPS FOR A SUCCESSFUL LUCID DREAM

http://thespiritscience.net/2015/03/26/10-steps-for-successful-lucid-dream/


TEDtalks ში ჩარლი მორლი საუბრობს გაცნობიერებულ სიზმრებზე..
ნუ სპეციალურად არასოდეს მივარჯიშია და ბუნებრივად გამომდისხოლმე სიზმრებში გასვლები.. არც მინდა ვარჯიშები. დაკვირვება მყოფნის ამ ეტაპზე. უბრალოდ იქვე, სპონტანურად ინფორმაციის მიღება როგორ გამოგიცდიათ ამის მოსმენა მაინტერესებს

Posted by: zviiigo Mar 29 2015, 02:09 AM

QUOTE(ანნა @ Mar 27 2015, 09:31 PM) *
zviiigo

ამ ფორუმზე ყველას "ძნელია", "შეუძლებელია" რატო გაკერიათ პირზე? მიფრენია და მიმართავს და ა.შ.. მყავს მეგობრები ვინ საერთოდ ქალაქებს აშენებენ, ორი მყავს ვისაც თავის ქალაქი აქვს საერთოდ სიზმრებში.. შენ თუ გიჭირს არ ნიშნავს რომ სხვასაც უნდა გაუჭირდეს smile.gif ))))
ტვინის შეწუხება ან დაპროგრამება არ მინდა ძილამდე, პირიქით ახლა ვწმენდ ვაკვირდები და რამის დაჯერებინება ნამდვილად არ მჭირდება. ისედაც ათასი რამითაა დატვირთული და კიდე სიზმრებზე ამ რეალობიდან ზედმეტები დავუმატო აღარ მსურს მე ეს. უბრალოდ უშუალოდ თუ გამეღვიძა სიზმარში და ვიცი რომ სიზმარია და არაფერი ხდება გარშემო და არავინაა, ანუ თავისუფალია სივრცე, პრაქტიკა თუ გაქვთ როგორ შეიძლება ინფორმაცია გამოიძახო?

მეც გამიცნობიერებია ბევრჯერ და კარგათ რომ დავფიქრდი ჩემიფეხები ვითომ ვაცნობიერებდი (ეგრევე გაფრენისათვის ვემზადებოდი რომელიც რეალურად ჩემს მიზნებს არ შეესაბამებოდა გაცნობიერებისას XD)
შენს შემთხვევაში ძნელია გაიგო მართლა გააცნობიერე თუ არა იმიტომ რომ ქალები მკვეთრად ხედავენ კაცებისგან განსხვავებით
მე რაც გითხარი ის გააკეთე რომ კარგათ დარწმუნდე russian_ru.gif
(შენს მეგობრებს უთხარი რომ ქალაქების აშენების გარდა სხვა კარგი რამეების გაკეთება შეიძლება სიზმარში რომელსაც რეალობაში განახორციელებენ)
ძნელი ნაღდად არ არის თუ პრაქტიკას მიყვები (ყველა შენნაირი ვერ იქნება girl_witch.gif )
რაღაც ამ ბოლო დროს გავზარმაცდი და პრაქტიკასაც არ მივყვები
თან არც ვმუშაობ გვიან ვიღვიძებ და ვიძინებ XD
ამ პოსტის შემდეგ ვიწყებ ვსიო biggrin.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)