ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში |
ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში |
Jun 7 2015, 10:43 PM
Post
#21
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგი თემაა გკითხულობთ
ძალიან კარგი შეკითხვაა ჩამოყალიბებული, კარგად დასმული კითხვა სადღაც პასუხსაც მოიაზრებს, ჩემი აზრით, ნახევარი საქმე გაკეთებულია, პასუხებიც გასააზრებელი.. |
|
|
Jun 7 2015, 11:01 PM
Post
#22
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
David Monny
ამიტომ ადამიანის თუ გინდათ მიზანი დავარქვათ არის ის, რომ გააცნობიეროს, რომ მიზანი არ აქვს. ნუთუ ვერ გრძნობთ რომ თქვენ თქვენ არ ხართ და რომ სხვა ვიღაცა ან რაღაცაა თქვენს სხეულში. ვინ სუნთქავს? ვინ ინელებს საჭმელს? ვინ ამუშავებს გულს? შეენ? რატო არ ეკითხებით ამას საკუთარ თავს? რატო არ გინდათ გაიგოთ პირველ რიგში ვინ არის აი ის ვინც ამას აკეთებს ? იქნებ არ უნდა იმას ეს თქვენი მიზნები? იქნებ იმას სხვა მიზანი აქვს? როდესმე გიკითხავთ? არ იცნობთ და რას კითხავდით. ნუთუ იმდენად უგუნურია ადამიანი, რომ გონია, რომ ის სუნთქავს. თქვენ ისეთი გულმავიწყები ხართ 6 დღის წინ საღამოს 6 ის ნახევარზე რა სიტყვები თქვიტ არ გახსოვთ და თქვენ რო სუნთქავდეთ, კაი ერთი დღე ორი დღე და მე3 დღეს დაგავიწყდებოდათ , რო უნდა ისუნთქოთ. ღმერთს მადლობა რომ თქვენ არ სუნთქავთ, თორემ ამ პოსტის წამკითხავი აღარ დარჩებოდა არავინ ერთ კვირაში. რა გჭირთ ხალხნო? რას ეძებთ? ვის ეძებთ? ვინმეს ეძებთ და ვერ იპოვეთ? ვინმეს მიმართეთ დასახმარებლად და ვერ გაპოვნინათ? მიპასუხეთ. რატომ გიკვირს? ძალიან ბევრს იცნობ, ვისაც ეს გააზრებული აქვს? ;დ ვინ ვარ არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვას ვსვამ და პასუხს ვერ ვიღებ. ციტატა რას ეძებთ? ვის ეძებთ? ვინმეს ეძებთ და ვერ იპოვეთ? ვინმეს მიმართეთ დასახმარებლად და ვერ გაპოვნინათ? მიპასუხეთ. ვინმეს ვეძებ? რატომ ვარსებობ? მე მინდოდა ეს? იმას უნდოდა ვინც ჩემს სხეულში ცხოვრობს, როგორც შენ თქვი - ვინც სუნთქავს და გულს ამუშავებს? ვინ გადაწყვიტა ჩემი დედამიწაზე ყოფნა? და რაკი აქ ვარ რა უნდა ვაკეთო? რამე მისია მაქ და მოვძებნო თუ დავეგდო და დაველოდო როდის მოვკვდები? ეგეც კაი იმედია, რომ სადმე უკვდავად არ გავჩნდი და მოკვდავი ადამიანი ვარ შენ სხვა სიღრმეებში მიდიხარ, გასაგებია ეგ გამოცდილება. უფრო სწორად, მაქსიმალურად ვცდილობ გავიგო მაგრამ... როცა გშია, ხომ არ კითხულობ ვის შია შენში? უბრალოდ საკვების მიღებას იწყებ. რადგან ეგ გააცნობიერე ფიზიკურ სამყაროს ხომ არ გარიდებიხარ? ჰოდა რომ დავიბადეთ და აქ ვართ, ადამიანები რამე ხომ უნდა ვაკეთოთ-მეთქი? ქრისტეს იგავი ხომ იცი ტალანტებზე - მამამ მისცა შვილებს ფული და რაღა დროის მერე მოსთხოვა, ეთქვათ რა უყვეს ამ ფულს... ერთმა დახარჯა, ერთმა მიწაში ჩაფლა და როცა მოსთხოვეს, უკან დაუბრუნა. მესამემ რაღაც საქმეში ჩადოო, გაამრავლა და მოგებით დაუბრუნა უკან.. და იგავი ხომაა იმაზე, რომ მოგვეცა რაღაც შესაძლებლობები და უნდა გამოვიყენოთ ისინი... თუ არა? თუ სულ ერთია? -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 7 2015, 11:35 PM
Post
#23
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
ანო, პასუხები არაა ეგ, ვარაუდებია. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 7 2015, 11:50 PM
Post
#24
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
რატომ გიკვირს? ძალიან ბევრს იცნობ, ვისაც ეს გააზრებული აქვს? ;დ ვინ ვარ არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვას ვსვამ და პასუხს ვერ ვიღებ მართალი ხარ ბევრს გააზრებული არ აქვს. მაგრამ ამ ფორუმზე თქვენ ყველანი ვალდებულები ხართ. თქვენ ეზოთერიაში წახვესით რადგან ეგზოთერია, (ქრისტიანული განმარტებები, ბუდისტური, ისლამური ა.შ). არ გაძლვდათ პასუხს. აქ ვინც არის ყველა ეძებს და ყველა იპოვის. ამაზეა საუბარი. ჩვენ ხომ სხვებს არ ვუვარდებით საიტზე და არ ვეწევით პროპაგანდას. აქ არიან მძებნელნი, მოწყურალნი, სიცოცხლისთვის თავგანწრულად მებრძოლი ადამიანები. აი ეს არის. ვინ გადაწყვიტა ჩემი დედამიწაზე ყოფნა? ამბობ ჩემი აქ ყოფნაო, მაგრამ ვინ ხარ შენ? იქნებ ამის გაგებამ ისიც გაგაგებინოს რატომ მოხვედი და დამოჯერე რომ გაგაგებინებს. და რაკი აქ ვარ რა უნდა ვაკეთო? რამე მისია მაქ და მოვძებნო თუ დავეგდო და დაველოდო როდის მოვკვდები? თიკო შეუძლებელია ის მოკვდეს, ვინც არ არსებობს, მხოლოდ ტვინში არსებული ძაბვის შედეგია, რომელიც ღრმა ძილის დროს ქრება? არ არსებობს დაბადება და სიკვდილი, ის რასაც ჩვენ დაბადებას ვეძახით 2 ნაირია. პირველად ფიზიკურად დედა გვბადებს, მაგრამ შემდეგ ყოველი გაღვიძების მერე, გვბადებს ელექტოობა ტვინში, ძაბვა, ფლუიდების ერთად შეგროვება. მოქმედება ხდება, ძაბვა იქმნება და აი ამის შემდეგ მოდის ის, ვისი სახელითაც ახლა წერ და მეც ვწერ. ეს არის ქიმიური რეაქცია. ქიმიური რეაქცია, იქმნება და ქრება. ეს არის რასაც ჩვენ დაბადებას და სიკვდილს ვეძახით. მაგრამ ამის მიღმა ვიღაც სუნთქავს. ვიღაც საჭმელს ინელებს. ვიღაც გულს ამუშავებს. არ გაინტერესებს ეს ვინ არის? თუ ისევ ეჭვი გეპარება გულიდან მითხარი ანუ სიმართლე მითხაეი. ისევ ეჭვი გეპარება რომ ეს რაღაცა არსებობ ჩვენში? თუ ეჭვი გეპარება მკითხე რაც გინდა მის შესახებ და თუ ეჭვი აღარ გეპარება გაიცანი, გაეცანი, წარუდექი დაელაპარაკე. ისე როგორც იცი. იგივე სიტყვებით იგივე კითხვებით. გაიცანით ის ვინც სუნთქავს თქვენში. მეტს არაფერს ვამბობ. არანაირი პრაქტიკა, მედიტაცია, ლოცვა ა.შ. მარა თუ გინდა დაარქვი რაც გინდა -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 7 2015, 11:54 PM
Post
#25
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
David Monny
არ არის ეგ ვიღაც ასე ადვილად ხელშესახები თუ ვერ გავიცანი ეგ და ისე მოვკვდი რა ხდება? აქვს მნიშნელობა მაგას? მე-ში იმას ვგულისხმობ ელექტროობა რომ ამუშავებს და არა იმ ნამდვილს მეს, რომელიც გასაცნობი მყავს ;დ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 7 2015, 11:55 PM
Post
#26
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
David Monny
არის თუ არა მიზანი - ჩვენი მე-ს ჩვენი თავის დანახვა, შეგრძნება, შეცნობა და მერე ამ მე-ს გაქრობა ანუ გასხივოსნება? გამოდის რომ ესაა მიზანი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 8 2015, 12:00 AM
Post
#27
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემთვის ყოველი წამი ახალი მიზანია, მიზანიც არ არის, მაგრამ ორიენტირია მოძრაობისთვის... გლობალური მიზნების რა მჯერა, რადგან მათი მიღწევა იწვევს ადამიანში სასოწარკევთასა და კვდომას... ვთქვათ დასახე მიზანი , იღვაწე, ყველაფერი გააკეთე და მიაღწიე მიზანს.. გიხარია, ამაყობ, კმაყოფილი ხარ, მაგრამ გადის დრო და ამ ყველაფერს აუცილებლად ჩაანაცვლებს იმედგაცრუება, შეიძლება ამას წლები დასჭირდეს, ან არ დასჭირდეს ამდენი, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება.. ან სხვა გამოსავალია ახალი მიზანი უნდა დაისახო და იქიტ იარო, ამგრამ ფინალი მაინც ერთია.. ბოლოს ვხვდებით რომ ვერცერთი მიზანი ვერ იქნება იდეალური და სრულყოფილი , იმდენად რომ ჩვენ მივაღწიოთ იმას რაც ქვეცნობიერად გვაიძულებს მიზნების ძიებას.. საბედნიეროდ ცხოვრება ცვალებადია, კაცობრიობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცემულობაში არსებობდა და ყველა ეპოქას თავის მითხოვნები აქვს, აქედან გამომდინარე მიზნებიც სხვადასხვაგვარი იყო ყუველთვის, თუმცა მატერიალური სამყაროს მოთხოვნებით ძირითადად იყო რამოდენიმე ასპექტი, კერძოთ: სიმდიდრე, სახელი, ძალაუფლება. ასევე იყო სულიერი მოთხოვნებიც, თუმცა აქაც დიდად არ განსხვავდებოდა მიზნები-უბრალოდ მატერიალურს ცვლიდა "სულიერი" სიმდიდრე, სახელი და ზალაუფლება.. ამასთანავე ეს თემა თავმდაბლობისა და თვითგვემის მდგომარეობით იყო შემოსილი და ტრანსფორმირებული ამაღლებული სწრაფვებით.. ამითი არსი არ იცვლება.
პირადად ჩემი შეგრძნებით , იქნება ეს ცხოვრება რაიმე სამყაროსეული თამაში სხვადასხვა მისიებითა და ლეველებით, იქნება სულიერი განვითარებისთვის მოცემული სკოლა, გამოცდილების დაგროვების საშუალება თუ წმინდად მატერიალური სამყარო, რომლის გავლის შემდეგ არაფერი რჩება და ხორცი, მიწად ქმნილი, დატოვებს მხოლოდ მოგონებებს მომავალ თაობებში -არის ისევ და ისევ ძიებით გამოწვეული ხედვები..ის მორალური პრინციპებიც, სხვადასხვა დროის მოთხოვნისამებრ, თავსმოხვეული დოგმებია.. აქ სადაოც არაფერი მემგონი. თუმცა ჩვენ ყველანი ჩვენი ჩვევებისა და ტრადიციების ტყვეობაში ვართ და აქედან გამომდინარე ვსჯით ვაფასებთ და მეტი არაფერი.. გაჩერება-რაც თიკომ ახსენა ზემოთ.. საინტერესოა იმით, რომ, გაჩერება და გაერთიანებადა ამასტანავე ამ გამთლიანებაში ყველაფერის გქრობა ალბათ ქმის იმ ჩვენთვის წარმოუდგენელ და გაუგებარ უსასრულობას, რომელიც არც იწყევბა და არც მთავრდება . ის არის მუდამ და ამავე დროს წარმოდგენს სრულ სიცარიელეს.. გრძნობები, ემოციები , შეფასებები-ის ჩვენთვის ჩვეული და აუცილებელი ატრიბუტები რაც გვაადამიანურებს და რაც სიამდვილეში დამხმარე ინსტრუმენტებია, როგორც სატვალე ცუდად მხედველისათვის, რეალურად გამოდგება მხოლოდ აქ და მხოლოდ გარკვეულ დრომდე. მე ველოდები ჩემს თვალის ახელას, თუ გინდად ასე დაარქვით.. მაგრამ რთულია იმის გადმოცემა სიტყვებით, რისი შესატყვისიც აქ, ამ სამყაროში უბრალოდ არ არის.. აქ შეგვიძლია მხოლოდ პარალელების გავლება, მიახლოვებით რაღაცასთან მიმსგავსება ან ხატოვნად თქმა, თუმცა ეს არასდროს არ იქნება ის რისი გადმოცემაც გვსურს. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jun 8 2015, 12:01 AM
Post
#28
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
მე-ში იმას ვგულისხმობ ელექტროობა რომ ამუშავებს და არა იმ ნამდვილს მეს, რომელიც გასაცნობი მყავს დიახ, შენ გესმის ყველაფერი. მჯერა, რომ ისიც გჯერა რომ ნამდვილი მეა ვინც სუნთქავს. შენ ვერ ეგუები ამ ქიმიურ რეაქციის ფენომენს. აქ არის პრობლემა. შენ ძალიან ბევრს ზეუნავ რომ შეუნარჩუნო არსებობა, მაგრამ ის ყოველდღე ქრება და ჩნდება. ის მზად არის სამუდამოდაც გაქრეს, მაგრამ შენ ეს არ გჯერა. ანუ მარტო ერღი მხარე გჯერა. ორივე უნდა გააერღიანო, ორივე უნდა დაიჯერო. ხოლო ის თუ ვერ გავიცანით სანამ მოვკვდებით, ბევრმა ვერ გაიცნო და მოკვდა და ამაშიც არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ შენ ახლა გაინტერესებს ეგენი სად არიან. და არც არიან არსად, არ არსებობდნენ და არც ეხლა არსებობენ, ხოლო ის ვინც სუნთქავდა მათში ახლა სუნთქავს შენშიც და ჩემშიც და ყველაში. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 8 2015, 12:09 AM
Post
#29
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
David Monny
აი რეებს ამობობ,დაგწვავდნენ შენ ჩემს გვერდით კოცონზე შუა საუკუნეებში. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 8 2015, 12:13 AM
Post
#30
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ცეცხლს წაგიკიდებდით...
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jun 8 2015, 12:15 AM
Post
#31
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
პირადად ჩემი შეგრძნებით , იქნება ეს ცხოვრება რაიმე სამყაროსეული თამაში სხვადასხვა მისიებითა და ლეველებით, იქნება სულიერი განვითარებისთვის "სულიერი განვითარების" და "გაღვიძების" გაგონება აღარ მინდა -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 8 2015, 12:17 AM
Post
#32
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
ხოდა იდიოტობაა რეალურად.. რაც გინდა დაარქვი ეგ არაა მაინც.. წავედი მე, ვეზიარო ჭესმარიტებას! ჭეშმარიტება ბალიშშია მეგობრებო... ყველას ჩვენი თავის ზომაზე რომ გვაქვს მორგებული! აბა ჰე! -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jun 8 2015, 12:21 AM
Post
#33
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma არის თუ არა მიზანი - ჩვენი მე-ს ჩვენი თავის დანახვა, შეგრძნება, შეცნობა და მერე ამ მე-ს გაქრობა ანუ გასხივოსნება? გამოდის რომ ესაა მიზანი დავწერე თუ გინდა მიზანი დავარქვათთქო ანუ კონცეფცია, რომელიც სხვა კონცეფციებს შლის და ბოლოს თვითონაც ქრება. ასანთის ღერი , რომელიც სანთელს ანთებს სანთელთან ერთად იწვება. მიზანი იმიტომ არ არის, რომ მიზნის ბოლოს გვჩვევია გამარჯვების აღნიშვნა. რომ რაღაცას მივაღწიეთ. აქ კი უნდა დანებდე. ყოველი მიზანი ახალ მიზანს ბადებს როგორც td თქვა. იმედგაცრუებას და ა.შ. საბოლოოდ. ეს კი არაფერს არ ბადებს ყველაფერს შლის და თვითონაც ქრება. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 8 2015, 12:25 AM
Post
#34
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ იქეთ წავალთ საითაც მინდა - გაქრობისკენ, ტყუილად ვჩქარობ მე ;დ
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 8 2015, 12:35 AM
Post
#35
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
მოკლედ იქეთ წავალთ საითაც მინდა - გაქრობისკენ, ტყუილად ვჩქარობ მე ;დ შენ ფიქრობ რომ თავისუფალი არჩევანი გაქვს? შენ არ შეგიძლია იქით არ წახვიდე საითაც გინდა. ეს არ არის თავისუფალი არჩევანი. შენ არ ირჩევ. შენ ამბობ საითაც მინდა წავალ, იმიტომ რომ არ გაქვს არჩევანი რომ საითაც გინდა იქით არ წახვიდე. ეს მინდა დაგატარებს აქეთ იქით. ( პირდაპირ რო მოგმართავ უხერხული ხომ არ არის? არ მიყვარს განზოგადებული საუბრები. ასე პირდაპჯრ ჩემ თავს მივმართავ პირველ რიგში. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 8 2015, 12:39 AM
Post
#36
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შენ არ გაქვს თავისუფალი ნება, არჩევანი. შენ შეგიძლია წახვიდე სადაც გინდა, იყო ვინც გინდა, მაგრამ არ შეგიძლია არ იყო ის ვინც ხარ. შენ უკვე ხარ. არ არსებობს თავისუფალი ნება. შენ უკვე ხარ და შენ სულ შენ იქნები.
-------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 8 2015, 12:39 AM
Post
#37
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
David Monny
არ მიგრძვნია ჯერ რამე უხერხული მომართვბში ანუ მე ვიგულისხმე - საითაც მინდოდა რომ წავსულიყავი - არ ყოფნისკენ, გაქრობისკენ,- ისედაც მაქეთ მივდივართ თურმე-თქო. აქედან გამომდინარე: ყოველი მიზანი ახალ მიზანს ბადებს როგორც td თქვა. იმედგაცრუებას და ა.შ. საბოლოოდ. ეს კი არაფერს არ ბადებს ყველაფერს შლის და თვითონაც ქრება. ისე ჩანს, რომ აქ ვინც არი თიკორომა, ვინადაც ტავს აღვიქვამ გაქრება როცა ის მთავარი "მე: გაიღვიზებს სადღაც, თავის სამყაროში -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 8 2015, 12:50 AM
Post
#38
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე სიზმრების გაცნობიერებას რას ერჩი? სასიამოვნოა
შეიძლება ილუზიაა, მაგრამ ნაყინი არის ილუზია თუ არა? ;დ სიამოვნება სიამოვნებაა, რა მნიშვნელობა აქვვს საიდან იღებ.. ძილინებისა. გავალ სიზმარს მაინც გავაცნობიერებ ;დ ;დ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 8 2015, 12:50 AM
Post
#39
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
არ მიგრძვნია ჯერ რამე უხერხული მომართვბში ანუ მე ვიგულისხმე - საითაც მინდოდა რომ წავსულიყავი - არ ყოფნისკენ, გაქრობისკენ,- ისედაც მაქეთ მივდივართ თურმე-თქო. აქედან გამომდინარე: ამიტომ ვამბობ არ არსებობს თავისუფალი ნება. ისე ჩანს, რომ აქ ვინც არი თიკორომა, ვინადაც ტავს აღვიქვამ გაქრება როცა ის მთავარი "მე: გაიღვიზებს სადღაც, თავის სამყაროში ის სადღაც თავის სამყაროში არ არის. ეს თიკორომაა თავის სამყაროში. რადგან თავის სამყაროშია, ამიტომ არ არსებობს. ის შენს თავში ძაბვის შედეგია, ისევე როგორც ჩემს თავში. მე კი ხარ უკვე ამ ამ წამს და სუნთქავ. შენ ხარ, თიკო რომა ხან არის ხან არა. როცა ღვიძავს არი, როცა ძინავს არ არი. ფიზიკურ სხეულს დაანებე თავი მინერალები, ნახშირბადი დნმი და ატომებია. ეს იყოს სანამ არის. გატაროს აქეთ იქით. არავინ ამბობს სახლში დავჯდეთ და არაფერი ვაკეთოთ. ამას გეუბნებიან მედიტაციის და პრაქტიკების მასწავლებლები. სიწყნარეში დაჯექი. ამ პოზაში იმ პოზაში ეს ქენი ეს არ ქნა ასე ქენი და გახსოვს ხო ცუგა? -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 8 2015, 08:49 AM
Post
#40
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
შენ სხვა სიღრმეებში მიდიხარ, გასაგებია ეგ გამოცდილება. უფრო სწორად, მაქსიმალურად ვცდილობ გავიგო მაგრამ... როცა გშია, ხომ არ კითხულობ ვის შია შენში? უბრალოდ საკვების მიღებას იწყებ. რადგან ეგ გააცნობიერე ფიზიკურ სამყაროს ხომ არ გარიდებიხარ? ჰოდა რომ დავიბადეთ და აქ ვართ, ადამიანები რამე ხომ უნდა ვაკეთოთ-მეთქი? შიმშილი თიკო კუჭის კედლებზე მიმაგრებული ნეირორეცეფტორების აქტივობის შედეგია, მერე უცებ ფლუიდები გროვდებიან ერთად ტვინში, წარმოიქმნება ძაბვა და ჩნდება პატივცემული "მე". მე მშია. მე უნდა ვჭამო. მე უნდა დავლიო. მე რაღაც უნდა ვქნა. მან რაღაც უნდა ქნას, თორე გაქრება ისე. ხო აი ვის შია ჩემში? ვინ უნდა აკეთოს რამე? ადამიანმა, ვინ არის ადამიანი? ქრისტეს იგავი ხომ იცი ტალანტებზე - მამამ მისცა შვილებს ფული და რაღა დროის მერე მოსთხოვა, ეთქვათ რა უყვეს ამ ფულს... ერთმა დახარჯა, ერთმა მიწაში ჩაფლა და როცა მოსთხოვეს, უკან დაუბრუნა. მესამემ რაღაც საქმეში ჩადოო, გაამრავლა და მოგებით დაუბრუნა უკან.. და იგავი ხომაა იმაზე, რომ მოგვეცა რაღაც შესაძლებლობები და უნდა გამოვიყენოთ ისინი... თუ არა? თუ სულ ერთია? კი კარგი იგავი მოიყვანე. ახლა მითხარი. ეს ტალანტი ღმერთმა დაბადებიდან მოგვცა, თუ რო გავიზარდეთ მერე მოგვცა? თუ მეტყვი მერე მოგვცაო, მაშინ ეგ ღმერთს არ მოუცია. ხოლო თუ დაბადებიდან მოგვცა, ბავშვსაც ქონია ეგ ტალანტი, მიუხედავად იმისა, რომ ის ძაბვა ერ არც კი ხდება მის ტვინში. ანუ ტალანტი იმ ძაბვას კი არ მიცა, არამედ იმას, ვინც სუნთქავს, რადგან დაბადებიდან ვსუნთქავთ ხოლო ეს ძაბვა კი მოგვიანებით ჩნდება. თავიდან დაბალი ძაბვაა, შემდეგ იქცევა მაღალ ძაბვად. თუკი არ ვიცნობთ იმას ვინც დაბადებიდან სუნთქავდა ჩვენში, როგორ გვეცოდინება რა ტალანტი მიცა მას ღმერთმა? ტალანტის მიწაში ჩაფვლა რას ნიშნავს? რა არის მიწა? ჩვენი სხეულია მიწა. მიწაში ვინ ფლავს, ვინ აღიქვამს თავს მიწად? აი იპოვე ეს ვისაც გონია რომ მიწაა და იპოვი იმ მონას ვინც ტალანტებს მიწაში ფლავს -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 09:11 AM |