ღორებს ნუ დაუყრით მარგალიტებს |
ღორებს ნუ დაუყრით მარგალიტებს |
Aug 9 2009, 06:55 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არის სახარებაში ესეთი სიბრძნე: "ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, თორემ მოგიბრუნდებიან და ფეხქვეშ გათელავენ."
რას ნიშნავს ეს? რომ უნდა იცოდე სიკეთე ვის გაუკეტო? მაშ უანგარო სიკეთე რას ნიშნავს, სიკეთე უანგაროდ აკეთეთო ამასაც ხომ გვასწავლის? |
|
|
Aug 9 2009, 07:04 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან გულნატკენი ვარ. რატომ არ იციან ადამიანებმა დაფასება და გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ საფრთხეში გაგდებენ და ცუდად იქცევიან?
დაფასებაში არ ვგულისხმობ სამაგიეროს გადახდას. არანაირად. ვალდებულად რატო გთვლიან? როგორ გავარჩიო 'ღორია' თუ არა ადამიანი? როგორ გავიგო? პრინციპში ისეთი ვინმეა არავის მასთან ურთიერთობა არ უნდა და მარტოა. ხო უნდა მივმხვდარიყავი რა ნაგავია რამხელა სიყვარულის უნარია როცა მთელი ღორი კაცობრიობა ესე ძალიან გიყვარს?დაფიქრებულხართ ამაზე? მოკლედ... თქვენ თუ გქონიათ ღორების და მარგალიტების შემთხვევა ცხოვრებაში და რა უსწავლებია ამ გამცდილებას თქ ვენთვის? |
|
|
Aug 9 2009, 08:30 PM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ არ ვცდები მათეს სახარების ეს სიტყვები სხვანაირად არის განმარტებული და სიკეთეს არ ეხება. მარგალიტებში იგულისხმება ღვთის სიტყვა, ჭეშმარიტება, სიმართლე. რომ უგუნურ, ამპარტავან ადამიანს ჭეშმარიტება არ უნდა გაანდო რადგან იგი ამას მაინც ვერ გაიგებს, წაბილწავს. "ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს გადაუყრით ძაღლებს წინ, რომ ტავიანთი ფეხებით არ გათელონ ისინი და შემობრუნებისას არ დაგგლიჯონ თქვენ". ჩვენს ფორუმზეც გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა ჩვენს პოსტებს დასცინიან და აბუჩად იგდებენ. არადა არის ამ პოსტებშI ჭეშმარიტების მარცვლები. ან თუნდაც ის ფაქტი რომ დღეს ბევრმა მხოლოდ დოგმებად აქცია ქრისტეს სიტყვები და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღორია და თელავს მარგალიტებს
თუმცა შენი თემა მაინც აქტუალურია. ჰო თუ სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა გაქვს ის უნდა გააკეთო განურჩევლად. თუ ვინმემ ვერ დაინახა ეს სიკეთე, არაუშავს. უნდა იფიქრო რომ ის განუვითარებელი სულია და უნდა გაიზარდოს. შენ შეეცადე დახმაებოდი ამ ზრდაში, მაგრამ არ გამოგივიდა. არა უშავს, ე.ი. ჯერ ადრეა მისთვის. პ.ს. ეს თემა გადასატანია ჯენერალში -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Aug 10 2009, 08:31 AM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვეთანხმები old_man-ს. მარგალიტი ღვთის სიტყვაა და ყველასთან თქმა არ აგებს. მქონია შემთხვევა და მართლა ძნელია იმის გრძნობა, როცა თელავენ. უმეტესობა ადამიანებისა სამწუხაროდ ქვად არის ქცეული და არ აინტერესებს არანაირი სულიერი, უნდა დააკვირდე მათ სალაპარაკო თემებსაც ხშირად არ ვიცი როგორ ველაპარაკო ზოგიერთებს. თემები რაზეც ხშირად ისინი საუბრობენ ხშირად ძალიან უინტერესოა ჩემთვის. მაგრამ მაინც უნდა გვიყვარდეს ეს ადამიანები, რადგან „არ იციან“... უცოდინარობაა დასაწყისი მათი ასეთი ხასიათისა. ძნელია, მართლა ძნელია შეიყვარო ყველა, მაგრამ თუ მათი უცოდინარობის კუთხით მიუდგები ალბათ შეიძლება. „არ ცოდნა, არ ცოდვაო“ .
ჩვენს ფორუმზეც გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა ჩვენს პოსტებს დასცინიან და აბუჩად იგდებენ. არადა არის ამ პოსტებშI ჭეშმარიტების მარცვლები. ან თუნდაც ის ფაქტი რომ დღეს ბევრმა მხოლოდ დოგმებად აქცია ქრისტეს სიტყვები და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღორია და თელავს მარგალიტებს ნამდვილია, ჩვენ ფორუმზეც არის მარგალიტები, პოსტები რომლებიც ჭეშმარიტებაზე გვესაუბრებიან, ვნახოთ რა გველის, იქნებ ჯობდა დახურული ფორუმი ყოფილიყო ძალიან გულნატკენი ვარ. რატომ არ იციან ადამიანებმა დაფასება და გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ საფრთხეში გაგდებენ და ცუდად იქცევიან? დაფასებაში არ ვგულისხმობ სამაგიეროს გადახდას. არანაირად. ვალდებულად რატო გთვლიან? რაც შეეხება უბრალოდ სიკეთეს რომ იზავ და სიბოროტით გიხდის ეგეც რთულია. მეც მქონია შემთხვევები, არ მინდა არაფერი,– ცუდად, ბოროტად რომ გიხდის ის რათქმაუნდა ძნელია. რავიცი აბა... ყველაზე კარგი გამოსავალი ის არის, რომ არ გეტკინოს, როცა სიკეთეს იზავ დაივიწყე იმწუთშივე, სიკეთის ჩადენისთანავე დაივიწყე, რომ სიკეთე ჰქენი. მერე არ გეტკინება, რადგან არ გეხსომება პ.ს. ეს თემა გადასატანია ჯენერალში +1 -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Aug 12 2009, 03:55 PM
Post
#5
|
|
RED soul Group: Members Posts: 108 Joined: 5-June 09 From: notebiani bichi Member No.: 5,969 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბლანკ. არ ვიცი რამდენად სწორად ახდენ სახარებიდან პერიფრაზირებას, მარა ჩემი მოკლე, მოკრძალებული ჭკუით-ა:
"ღორს" ისე უნდა მოექცე, რომ შანსი მისცე საკუთარი ღრუტუნით თვითონვე დატკბეს... მაგალითად უნდა დააჯერო, რომ ძალიან მაგრად მღერის... და როცა სიმღერის ნაცვლად ღრუტუნს დაიწყებს, ვინმე გამვლელი მონადირე აუცილებლად ახდის კეფას... პ.ს. მომიტევეთ ტვინის ვანდალისტური ფანტაზიისთვის. -------------------- |
|
|
Aug 12 2009, 04:10 PM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
:D
♫♫♫ საინტერესო კუთხიდან გამოგივიდა ამ თემის გაშუქება პ.ს. ფანტაზიაც ნამეტნავად განვითარებული გაქვს, 21 ს. ხელოვნებაში შორს წახვიდოდი, ან წახვალ თუ მოინდომე - გვიანი არ არის, ან კიდევ უკეთესი უკვე წასული ხარ და მე არ ვიცი თემის გაოფება ქვია ახლა ამას? :მოკრძალებული ღიმილაკი: -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Aug 12 2009, 08:00 PM
Post
#7
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანები ღორები არიან. ნებისმიერი რასაც აძლევ ან გაიღებ მათთვის -მარგალიტები
არა არ მენანება ,არც კეთილად გადახდილ სამაგიეროს მოველი. უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ხვალ კიდევ ერთხელ დავრწმუნდები ზეგაც მერეც მერე კიდევ ისევ და ისევ |
|
|
Aug 12 2009, 08:01 PM
Post
#8
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უცნაური ხალხი ხართ. რა მნიშვნელობა აქვს თემა სად იქნება ან ვინ რა იგულისხმა
მოკლედ სულ მზიმე წერტილს დასდევტ |
|
|
Apr 27 2010, 01:17 AM
Post
#9
|
|
RED soul Group: Members Posts: 271 Joined: 23-July 09 From: Georgia,Tbilisi Member No.: 6,001 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არის სახარებაში ესეთი სიბრძნე: "ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, თორემ მოგიბრუნდებიან და ფეხქვეშ გათელავენ." რას ნიშნავს ეს? რომ უნდა იცოდე სიკეთე ვის გაუკეტო? მაშ უანგარო სიკეთე რას ნიშნავს, სიკეთე უანგაროდ აკეთეთო ამასაც ხომ გვასწავლის? ეს ნიშნავს იმას რომ რაც გაგაჩნია სიბრძნე ნუ ასწავლი ბოროტს! ბოროტი ადამიანი არ არის! ბოროტი ცხოველია ძალღლს და ღორს არის შედარებული! რომელიც შეიძლება ადამიანში იყოს მაგრამ არა ადამიანი! იმიტომ რომ მერე ეს სიბრძნე შენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული! აკი შემოტრიალებულია და გლიჯავენ კიდეც! შავი მაგია! რამდენი იყენებს დღეს ამას! ათასი მანიპულატორი არსებობს ამ ქვეყაანზე! რამდენი ცრუ მასწავლებელი და ცრუ გურუ დაიარება და ეძებენ მოსწავლეებს.... |
|
|
Apr 27 2010, 09:05 AM
Post
#10
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 691 Joined: 15-January 10 From: yvelgan da arsad Member No.: 6,118 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბოროტი ცხოველია ძალღლს და ღორს არის შედარებული! ოოოოოო..... დათ არასწორად გაგიგია ჩემო კარგო, ცხოველს არაა შედარებული, მის რომელირაც თვისებასაა შედარებული, თორე დამიჯერე ბევრი ძაღლი და ღორი უამრავ ადამიანს ჯობია თავის ბუნებით! -------------------- -----------------------------------------------------------------
|
|
|
Apr 27 2010, 10:51 AM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს გამოთქმა არასწორად არ უნდა გავიგოთ.
ყველანი ვყოფილვართ "ღორები" ან ამ ცხოვრებაში ან წინა ცხოვრებებში. ყველანი დავცემულვართ ჭაობის ფსკერამდე, მაგრამ ყოველთვის იყვნენ სულები, რომლებიც გვიყრიდნენ მარგალიტებს და თანაც ძალიან უხვად, რომ ცოტა მაინც აგვებოჭა. განსხვავება ერთია: "ღორები", რომლებიც აგრესიულნი არიან და სხვებსაც ხელს უშლიან გამოსწორებაში და "ღორები", რომლებმაც აღმოაჩინეს რომ სულები არიან და გამოსწორებას ცდილობენ. პირველებს მარგალიტი არ უნდა დავუყაროთ თუ თავად არ ვართ ძლიერნი, ხოლო როცა გავძლიერდებით ესეც ჩვენი ვალი იქნება, რამეთუ ნებისმიერი უკანასკნელი "ღორი" ან ჩვენი წარსულია, ან ჩვენი შესაძლო მომავალი და არავიზე მაღლა არ ვდგავართ უამრავი მისტიკური ძალა ან სუფთა გონებაც რომ გვქონდეს! -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Apr 28 2010, 12:43 PM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 719 Joined: 24-December 09 Member No.: 6,100 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგრამ ყოველთვის იყვნენ სულები, რომლებიც გვიყრიდნენ მარგალიტებს და თანაც ძალიან უხვად, რომ ცოტა მაინც აგვებოჭა. ვერ ვიჯერებ რომ ამას შენ ბრძნავ არავინ არაფერს არ დაგიყრის და თანაც ბლომად იგავი უძღებ შვილძე როგორ განმარტავდი ძალიან მაინტერესებს იქ ძლზე მნიშვნელოვანი მომენტია,და ეს იგავი არაპირდაპირმნიშვნელოვნად კიდევ სხვა ფარულ საიდუმლოზე მეტყველებს -------------------- რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო. ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს. მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია! |
|
|
May 7 2010, 12:46 PM
Post
#13
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 63 Joined: 3-March 10 Member No.: 6,166 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman
აი როგორც შენ აღნიშნე მინდა განვავრცო: ადამიანი, რომელიც გრკვეულად მაინც ფლობ ჭეშმარიტებას და იცი რომ ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, მას უნდა მოუფრთხილდე. მოდით ერთ მაგალითს (ფაქტს, უფრო სწორად) მოგიყვანთ: ცოდნის მიღების შემდეგ მამაკაცმა გადაწყვიტა დაეწერა ნაშრომი. მან დაიწყო წერა, მაგრამ როდესაც ნაცნობების წრეში მოხვდა და თავისი ნაშრომის ზოგადი მონახაზი გააცნო, მათ დასცინეს თავიანთ ბრძენ მეგობარს და აზრი შეაცვლევინეს, უთხრეს, რომ მისი ცოდნა სასაცილო იყო და ისიც ჰაერში დაფრინავდა. მოკლედ მან მიატოვა წერა და რაღაც სხვა შექმნა. მაგრამ ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი პირველად დაწყებული ნაშრომის ესკიზი იყო დიდი მეცნიერული და სულიერი გარდატეხის გზა და რომ არა თავისი ნაცნობებისა და მეგობრების მიერ ხელის შეშლა, იგი აუცილებლად გაიმარჯვებდა. ეს რას ნიშნავს?! ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საკუთარ თავში ნებისმიერ საკითხს ისე უნდა ეკიდებოდეს, გეგონება მასზე მთელი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ისიც ასე მოულოდნელად არ გადადგამს ნაბიჯს, კარგად გააანალიზებს საკითხს, აწონ-დაწონის, შეიძლება რამდენიმე მართლაც ღირსეულ ადამიანს გაანდოს აღნიშნული საკითხი და საბოლოოდ მივიდეს იმ აღმოჩენამდე, რაც სტარტისას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ანუ: როდესაც ადამიანი ფლობ ჭეშმარიტებას, პირველ რიგში უნდა შეიცნო იგი, ხოლო როდესაც შეიცნობ მას უნდა იცოდე მისი დაცვაც, თუ არადა დაემსგავსები კაცს, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ქონება ღარიბებისათვის დაერიგებინა, ადგა და ყველას გაანდო ეს და მათაც მოუწოდა ამისაკენ, მაგრამ როდესაც კაცი ამ კეთილი საქმის აღსასრულებლად მიდიოდა დახვდნენ ისინი და ქონებაც წაართვეს და კარგადაც დაბეგვეს. ეს კაცი კი გულგატეხილი, ცხოვრებაზე აღრენილი დაბრუნდება შინ და რთულად თუღა შეძლებს მიუბრუნდეს კეთილი საქმის კეთებას, რადგან იგი გველებთან ბრძოლაში, გველეშაპად გადაიქცევა. ეს კი უწყის შემდეგს: მოუფრთხილდით ჭეშმარიტებას, რადგან ის საგანძურია, ნებისმიერ მთხოვნელს მიეცით იგი, მაგრამ იცოდეთ ვინ რისთვის გამოიყენებს მას, რადგან ნარკომანმაც შეიძლება გთხოვოთ ფული, თქვენ კი თუ მას მიეცით ის, იგი ადგება და ავ საქმეში გამოიყენებს მას, შედეგად კი თქვენც დაზარალდებით და ისიც. ამიტომ ფლობდეთ ჭეშმარიტებას და განაგეთ იგი, მაგრამ არ უთხრათ უარი ღირსეულს. ეს მაგონებს ადამიანს, რომელიც ფლობს დიდ ბიბლიოთეკას. იგი ყველა მიმსვლელს აძლევს უფლებას წიგნის წაკითხვისას, მაგრამ მხოლოდ ნამდვილად დაინტერესებულ, მაძიებელ და პატიოსან ადამიანებს ატანს შინ მათ. -------------------- ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო! ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში. |
|
|
May 7 2010, 01:03 PM
Post
#14
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Molen
ადამიანი, რომელიც გრკვეულად მაინც ფლობ ჭეშმარიტებას და იცი რომ ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, მას უნდა მოუფრთხილდე. მოდით ერთ მაგალითს (ფაქტს, უფრო სწორად) მოგიყვანთ: ცოდნის მიღების შემდეგ მამაკაცმა გადაწყვიტა დაეწერა ნაშრომი. მან დაიწყო წერა, მაგრამ როდესაც ნაცნობების წრეში მოხვდა და თავისი ნაშრომის ზოგადი მონახაზი გააცნო, მათ დასცინეს თავიანთ ბრძენ მეგობარს და აზრი შეაცვლევინეს, უთხრეს, რომ მისი ცოდნა სასაცილო იყო და ისიც ჰაერში დაფრინავდა. მოკლედ მან მიატოვა წერა და რაღაც სხვა შექმნა. მაგრამ ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი პირველად დაწყებული ნაშრომის ესკიზი იყო დიდი მეცნიერული და სულიერი გარდატეხის გზა და რომ არა თავისი ნაცნობებისა და მეგობრების მიერ ხელის შეშლა, იგი აუცილებლად გაიმარჯვებდა. ესე იგი მყარად არ იყო ამ ჭეშმარიტებაში და დროზე ადრე დაიწყო "გაცემა" მოკლედ სანამ ცოდნის რეალიზაციას არ მოვახდენთ და თეორიიდან პრაქტიკამდე არ დავიყვანთ, მანამდე ცოდნა ცოდნად რჩება და ადვილად იკარგება, ხოლო მას შემდეგ რაც გამჯდარია ჩვენში და მტკიცედ გვაქვს შესისხლხორცებული, რამდენიც არ უნდა გავცეთ არ დავკარგავთ. შეიძლება მიგვბეგვონ, დაგვცინონ, მაგრამ ამ ყველაფერს თუ ვერ გაუძელი და მიზეზს ვერ ჩაწვდი აბა რაღა ცოდნა გქონია? მთავარი კი იმის გაცნობიერებაა, რომ ცოდნა ჩვენ არ გვეკუთვნის, რომ გავცეთ ან არ გავცეთ. ჩვენ მხოლოდ გამტარები ვართ და რაც უფრო მეტს ვატარებთ, მით უფრო მეტად იხსნება ჩვენი "სადინარი". არის ეტაპები, როცა ყველას ყოველთვის არ უნდა გაანდო ცოდნა, მაგრამ არის სულიერი ეტაპი, როცა მზად ხარ ჯოჯოხეთშიც კი ჩახვიდე ჭეშმარიტების საქადაგებლად. იესომ ღორებს დაგვიყარა მარგალიტები სხვა რა ერქვა აბა ამას? თუმცა ისევ ვიმეორებ, ღორში ცუდს არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ უმეცარს, მძინარეს, ზომბს, სურვილებზე და ილუზიებზე მიჯაჭვულს... პ.ს. შედარებით ადვილია გამოაღვიძო ადამიანი, რომელსაც ძინავს, მაგრამ შეუძლებელია გააღვიძო ის, ვინც თავს იმძინარებს და თვალები მთელი ძალით აქვს დახუჭული სინათლის შიშით. -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
May 7 2010, 01:10 PM
Post
#15
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 63 Joined: 3-March 10 Member No.: 6,166 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman
გეთანხმები. სადინარის მაგალითი ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ ჯერ კარგად უნდა გაიწმინდოს სადინარი რომ ავზიდან მოწოლილი წყალი კარგად გაატაროს. და მაინც, ეს შედარება ურიგოდ არ მიმაჩნია: ჭეშმარიტება გავს წყალს, რომელიც ყველა მწყურვალს უნდა მიაწოდო, მაგრამ უნდა ფრთხილობდე, ვაიდა მოვიდეს ისეთი, რომელსაც არ სწყურია და შენ მიერ გაცემულ წყალს ძირს დაღვრის, რითაც შენც შეიძლება აგიცრუოს გული და პოტენციურად ერთი მწურვალით მეტს დატოვებს. -------------------- ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო! ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში. |
|
|
May 7 2010, 01:35 PM
Post
#16
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Molen
რითაც შენც შეიძლება აგიცრუოს გული ეს უკვე შენი უმეცრების გამო ხდება და არა იმის გამო ვინც გული აგიცრუა. "რასაცა გასცემ, ზღვათაცა შესდის და გაედინების..." აქ ცოდნაც იგულისხმება. ანუ ისევ ვიმეორებ. ჯერ თავად უნდა გამყარდეს ადამიანი ცოდნაში და მერე უნდა გასცეს უშიშრად, მანამდე კი უნდა გასცეს, ოღონდ სიფრთხილით. -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
May 7 2010, 01:37 PM
Post
#17
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 63 Joined: 3-March 10 Member No.: 6,166 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman
ნიცშე გამახსენდა, რომ ამბობს, ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყოს ადამიანი, ბინძური მდინარე შეიერთოს და მაინც არ წარწყმდესო. -------------------- ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო! ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში. |
|
|
May 7 2010, 01:39 PM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Molen
ნიცშე გამახსენდა, რომ ამბობს, ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყოს ადამიანი, ბინძური მდინარე შეიერთოს და მაინც არ წარწყმდესო. "უნდა იყოს" არა, სულის თვისება ისედაც ეგაა, უბრალოდ თავს ვერ ვაცნობიერებთ როგორც სულებს და მაგის გამოა შიში და სიფრთხილე ყველაფრის მიმართ. -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Jan 11 2011, 10:21 PM
Post
#19
|
|
RED soul Group: Members Posts: 230 Joined: 5-January 11 Member No.: 6,343 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman ნიცშე გამახსენდა, რომ ამბობს, ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყოს ადამიანი, ბინძური მდინარე შეიერთოს და მაინც არ წარწყმდესო. bednierebaa suli aset shegnebamde tu daiyvana adamianma. . me ertxel sulchashavebuli adamianis shvela movindome mindoda chemi dadebiti gameyo mistvis magram piriqit shemomibrunda da iqit damibindzura karma,madloba gmerts sulshi chavixede da ar davushvi didxans gacherebuliyo chemshi. |
|
|
Aug 25 2011, 11:50 PM
Post
#20
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძნელია ადამაინმა ისე გასცე რაღაც, იქნება ეს სიკეთე,თუნდაც ცოდნის სახით გაცემული, თუ სხვა რამ და ნეიტრალური დარჩე შენივე საქციელის მიმართ. შეიძლება არც მოელოდე საპასუხო შედეგს, ან სამაგიეროს, მაგრამ ყოველ საქციელს ხო აქვს თავისი უკურეაქცია?!.
ხოდა, თუ არ დააფასებენ სათანადოდ შენს სულგრძელობას და მაგითელავენ მარგალითებს, შენ მაინც გრჩება რაღაც, რადგან ბოლომდე მარგალიტების დახარჯვა შეუძლებელია -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 02:47 PM |