Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ბიბლიოთეკა _ გიგასის კოდექსი

Posted by: ჯი-ნია-ნი Mar 10 2012, 10:21 PM

გიგასის კოდექსი მონაცემებით შთამბეჭდავია – 75 კგ-ს იწონის. მის გადასაადგილებლად მინიმუმ ორი ადამიანია საჭირო. სიგრძეში 1 მეტრამდეა, სიგანეში 0.5 მ, სისქით კი 22 სმ. აქვს ხის ჩარჩო და მორთულია მეტალის ნაკეთობებით. წიგნი შედგება 310 ფურცლისგან (620 გვერდი), რომლებიც დამზადებულია ველენისგან, საუკეთესო ხარისხის პერგამენტისგან. ეს მასალა კი 160 ცხოველის, სავარაუდოდ ვირების გატყავებით მიიღეს. არსებობს ეჭვი, რომ რამდენიმე ფურცელი, უფრო ზუსტად 10 ცალი, დაიკარგა. თუმცა სად აორთქლდა, არავინ იცის. გვერდები გაფერადებულია წითლად, ლურჯად, ყვითლად, მწვანედ და ოქროსფრად. დიდი ასოები გამუქებულია და გამოყოფილი.


გადმოცემის მიხედვით, წიგნს მხოლოდ ერთი ბერი წერდა ათწლეულების განმავლობაში მე-13 საუკუნეში. ეს ხდებოდა თანამედროვე ჩეხეთის ტერიტორიაზე, ბოჰემიის რეგიონში. ძველი და ახალი აღთქმის სრულყოფილი ტექსტები, ასევე უძვირფასესი ნაშრომები მათთან ერთად – ამ ყველაფრით გიგასის კოდექსი შუა საუკუნეების ენციკლოპედიას წარმოადგენდა. არის ერთადერთი წიგნი, რომელიც ძველ და ახალ აღთქმასთან ერთად შეიცავს შელოცვებსა და მაგიურ ფორმულებს. მათ ემატება იოსეფუსის “ებრაელთა სიძველენი” და “ებრაელთა ომები”, ასევე წმინდა ისიდორე სევილიელის ეტიმოლოგიური ენციკლოპედია და სამედიცინო ნაშრომები ჰიპოკრატეს, თეოფილუსის, ფილარეტისა და კონსტანტინეს ავტორობით.


წიგნი ერთფეროვნადაა დაწერილი – არ იცვლება ხელწერა, არცერთ ადგილას ტექსტს არ ეტყობა ავტორის დაღლა, ასაკის მომატება, ავადმყოფობა, განწყობის შეცვლა. არადა ასეთი შრომა დააავადებდა ადამიანს, გაუარესებდა მხედველობას და გამოუფიტავდა კუნთებს, დაუკარგავდა კოორდინაციის უნარს. სწორედ ამ მიზეზის გამო მის შესახებ არსებობს მოსაზრებები შავ ძალებთან კავშირზე – რომ თითქოს ეს ყველაფერი ლუციფერის დახმარებით დაიწერა. თანაც არა ათწლეულების განმავლობაში, არამედ სულ რაღაც ერთ ღამეში.


ლეგენდა გვიამბობს, რომ მონასტერში მცხოვრებმა ბერმა წესები დაარღვია და საშინელი შეცდომა დაუშვა (რა სახის შეცდომა იყო, უცნობია), რის გამოც საპყრობილეში ჩააგდეს და მალე სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ბერმა შესთხოვა მის გამსამართლებლებს, მიეცათ მისთვის შანსი. ის დაწერდა წიგნს, რომელიც მონასტრის სახელს უკვდავყოფდა, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. ამ წიგნში მოაქცევდა უძვირფასეს ცნობებს და ის გახდებოდა საგანძური მომავალი თაობებისთვის. მართლაც, დათანხმდნენ და ამისთვის მხოლოდ 1 ღამე მისცეს. ბერმა დაიწყო წერა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ვერ მოასწრებდა, შუაღამით ლოცვა აღავლინა. ოღონდ არა ღმერთის, არამედ დაცემული მთავარანგელოზის, ლუციფერის მიმართ. წიგნის დასრულების სანაცვლოდ ბერმა სული დათმო. ეშმაკმაც განაგრძო წერა და დილამდე დაასრულა წიგნი. ზემოთხსენებული ნახატიც სწორედ ამიტომ მოხვდა მასში.

ყველაზე ლოგიკური ვერსია ისაა, რომ ეს დაწერა ერთ-ერთმა ბერმა, რომელმაც თავისი სახელიც კი მიუთითა შესავალში. ამისთვის დასჭირდებოდა არაადამიანური შრომა წლების განმავლობაში, რკინის მოთმინება და შეუდრეკელი რწმენა. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი ეპიტიმიის მაგიერი იყო მისთვის. საუკუნეების მანძილზე ნაშრომი ინახებოდა ეკლესია-მონასტრებსა და სამეფო სასახლეებში. 1648 წელს შვედმა ჯარისკაცებმა მოიპარეს, მოგვიანებით გამოჩნდა და ამჟამად შვედეთში, სტოკჰოლმის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აქვს დამკვიდრებული ადგილი. 2008 წელს სპეციალისტებმა შეამოწმეს და მისი ღირებულება 1.5 მილიონი დოლარით განსაზღვრეს.



თქვენი აზრით,ვინ შექმნა წიგნი და რატომ?ურევია მართლაც სატანის ხელი,თუ?


პ.ს. მსგავსი თემა ვერ ვნახე,თუ არსებობს,შეაერთეთ..


Posted by: Valhalla Sep 16 2012, 02:01 AM

თქვენი აზრით,ვინ შექმნა წიგნი და რატომ?ურევია მართლაც სატანის ხელი,თუ?

რათქმაუნდა

Posted by: cerBERus Sep 16 2012, 02:51 AM

ურევია თუ არა ბნელი ძალა არ ვიცი მაგრამ საეჭვოა 1 დღისთვის მიეცათ ყველაზე კარგი ხარისხის მატერიალი სამუშაოდ და თან სიკვდილმისჯილისთვის

Posted by: td......... Sep 16 2012, 12:15 PM

კარგად მოფიქრებული ლეგენდაა...

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)