IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> გენიოსები ან გენიოსების კასკადის დაბადება
brevalo
post Jan 17 2018, 10:53 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყოფაში არსებობს ერთი კანონზომიერება: ყველა სფეროში, ეს იქნება მუსიკა, მხატვრობა, მეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა თუ სხვა, მაინც და მაინც ერთ დროის მონაკვეთში მოეყრება ხოლმე ნიჭიერი და გენიოსი ადამიანები. მაგალითად, კლასიკურ მუსიკაში ერთ პერიოდში დაიბადა ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი და სხვები. მხატვრობაშიც იგივე სიტუაცია იყო. რენესანსის ეპოქაში მოეყარა უამრავი გენიოსი მხატვარი. იმპრესიონისტულ ეპოქაშიც იგივე მოხდა. რა თქმა უნდა, ყველა მოვლენას თავისი ახსნა აქვს. კი ბატონო, ვთქვათ რომანტიზმის ეპოქაში ხალხში მოთხოვნა იყო, რომ რომანტიზმი დაბადებულიყო მუსიკაში და დაიბადა კიდეც, მაგრამ ხომ შეიძლებოდა რომანტიზმის სულის შთამბერავები არ ყოფილიყვნენ გენიოსები? მაგრამ ყოველ ახალ ეპოქას ქმნიან გენიოსები. ამ კანონზომიერებას აუცილებლად ექნება ეზოთერული ახსნა.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: რატომ დაიბადა ჰიტლერი მაინც და მაინც იმ პერიოდში, როდესაც გერმანიას ყველაზე ძალიან უჭირდა? ჩემი ახსნა არის ის, რომ რადგან გერმანიას ასე ძალიან უჭირდა, როდესაც გერმანელები პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობდნენ, ხოლო ებრაელები გერმანიაში ბიზნესების და საწარმოების უმეტესობის მფლობელები იყვნენ, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ერთი აზრი: აზრი გადამრჩენელის გამოჩენისა. ხოლო აზრი და ფიქრი ქმნის ერთგვარ ეგრეგორულ ენერგეტიკულ ველს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ჰიტლერის, როგორც მხსნელის დაბადება. ჰიტლერმა უამრავი ცუდი რამ გააკეთა, მაგრამ გერმანია ნამდვილად ააღორძინა ეკონომიკურად რამოდენიმე წლის მანძილზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 17 2018, 11:47 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
მართლაც ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე. კარგია, რომ თემა გახსენი და განვიხილოთ ეს საკითხი ეზოთერულად.
ახლა მომივიდა ერთი აზრი, გენიოსი იბადება მაგალითად მხატვრობაში, მერე მისი ძლიერი ველი გადაედება სხვასაც და ნელ-ნელა იქმნება მხატვრების დიდი რაოდენობა, რომლებიც ეგრეგორის ქვეშ არიან გაერთიანებული. ალბათ რაღაც მასეთი მუშაობს. ალბათ... ეს პირველი აზრია რაც მომივიდა, თუმცა პასუხი შეიძლება სხვაგან იყოს.
ახლა ჰიტლერი... მანდ ცოტა განსხვავებულადაა საქმე, თუმცა მანდაც ეგრეგორი თამაშობს ალბათ როლს. ბევრი ადამიანის ერთდროულად რაღაცაზე ფიქრი, ენერგიის გაზრდა ამ საკითხზე და შედეგი.
ხშირად გვესმის ისეთი „წინასწარმეტყველობები“, ვიტყოდი ცრუ წინასწარმეტყველობები სხვადასხვა საკითხზე, ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ 2000 წელიო, ისაო, ესაო... მერე 2012 წელიო, მერე აი ის თვეო, ესო, biggrin.gif ( მეზარება მაგაზე წერა, ცოტა სასაცილოდ გამომივიდა), იმის თქმა მინდა და ეს სასაცილო არაა, რომ არის „ვიღაც“ თუ რაღაც ძალა, რასაც ადამიანის თუ დედამიწის განადგურება უნდა, აყალიბებენ ცრუ წინასწარმეტყველებას, ადამიანი ადვილად იტაცებს ამ თეორიას, ნგრევის თეორიას, ყალიბდება ძლიერი ეგრეგორი განადგურების მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩით. ალბათ გვეხმარება ამ ძალის საწინააღმდეგო ძალა, სიყვარულის ძალა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 18 2018, 12:10 AM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართალი ხარ მოთხოვნა მიწოდება ყოფილა თურმე სულიერ სამყაროში =)) კაპიტალიზმია ფაქტიურად =D
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 18 2018, 01:11 AM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აბა საქართVელო რომ ელოდება, ბაზალეთის ტბის ფსკერიდან ამოსულ ოქროს აკვნიან ყრმას და ამირანის ახსნას, მაგათ მოსვლამდე არაფერი გვეტკინოს? თუ საკმარისი რაოდენობა არ გველოდება?
ეგენი თუ არ მოვლენ,არაფერია
იბერია გაბრწყინდება მრევლის ლოცვა კურთხევით ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:38 PM