სამი სიხარული |
სამი სიხარული |
Nov 21 2011, 10:38 PM
Post
#61
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩოხელის "ადამიანთა სევდამ" შთამაგონა ამ თემის გახსნაზე, მე შევაგროვებ სიახურულებს და შემდეგ დავწერ წ იგნს დაწერეთ, სამი რამ რაც დღეს გაგიხარდათ. უბრალოდ სამი რამ
დავიწყებ მე, დღეს გამიხარდა: გამიხარდა რომ არ მქონდა სიცხე. გამიხარდა ახალი დაკვეთა. გამიხარდა რომ შემატყობინეს ჩექმები განაბაჟესო. გამიხარდა ჩემი მეგობარი რომ მოცუნუცლდა მოულოდნელად. გამიხარდა დაიკომ რომ დამირეკა და დამპატიჟა ხვალ სიცილის საღამოზე. გამიხარდა ჩემი კლასელის შვილი იყო მოსული ბებიასთან ერთად, ვეთამაშე. გამიხარდა რომ გამახსენეს "ჯონათან ლივინგსტონი" მეტი გამოვიდა )) მაგრამ მთელი დღე სახლში ჩაკეტილად ყოფნისთვის მგონი კარგია, კიდევ რაღაცეები გამიხარდა წვრილმანები, აღარ მახსოვს.. მოკლედ თუ მოგეწონებათ იდეა თქვენც დაწერეთხოლმე, რა გაგიხარდათ კარგია როცა სიხარული ინახება, ვიღაცასაც გაუხარდება, რაც მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელოა.. მოკლედ თქვენ იცით -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 29 2020, 11:01 PM
Post
#62
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს თემა გამახსენდა. ანას თემაა ეს. Untitled_11 - ეს ანას ერთ-ერთი ნიკია ამ ფორუმზე, მისი მრავალი ნიკიდან საკალელი
დღეს რაღაცეები გამიხარდა, მაგრამ პირად სიხარულის ყველა მომენტს ვერ დავწერ, მაგრამ ერთს დავწერ და გაგიზიარებთ. ერთი ურწმუნო გოგოს(ალბანელი მუსლიმანის) სიტყვები გამიხარდა დღეს: „როცა უჭირს ადამიანს ღმერთი ეხმარებაო, მე არ მწამს არც ჩემი სარწმუნოების და არც ქრისტესიო, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მეხმარება, როცა ვთხოვო.“ ჩვენ ვმუშაობდით და მუშაობის პროცესში ბევრი ვერ ვუთხარი, საერთოდ მასთან არ მაქვს ეზოთერული სტილის საუბრები, მან არაფერი იცის სინამდვილეში ვინ ვარ. მე გავთბი მისი სიტყვებით და ვუთხარი. ღმერთი ყველასათვის ერთია მეთქი, ქრისტიანისა და მუსლიმანისათვის, ხოდა ეს განსხვავება რომ შეგვეჩერებინა, მაშინ ბევრად ნაკლები ომი იქნებოდა მეთქი ქვეყნად და ბევრად ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა თქო. ეს იყო და მუშაობა განვაგრძეთ. ახლა გამახსენდა და გული გამითბა. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 20th May 2024 - 04:42 PM |