Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ რას გრძნობთ?

Posted by: ირმა May 22 2011, 02:50 PM

ამ ბოლო დროს ყველა რაღაცას უჩივის, თითქოს რაღაც ხდებაო, თითქოს რაღაცა განსხვავებულიაო, თითქოს დრო დაჩქარდაო, თითქოს ძალები გველევაო...
რას გრძნობთ?
რა ხდება?

Posted by: td......... May 22 2011, 08:12 PM

უფ იმდენ რამეს ვგრძნობ, აქ რომ წერა დავიწყო ბანს დამადებენ...:biggrin.gif

Posted by: elli May 22 2011, 09:44 PM

რას ვგრძნობ არ ვიცი მაჰრამ ენერგიისგან რომ ვარ გამოფიტული ეს კი ვიცი, სულ ძილი მინდა

Posted by: ირმა May 22 2011, 11:09 PM

elli

QUOTE(elli @ 22nd May 2011 - 10:44 PM) *
რას ვგრძნობ არ ვიცი მაჰრამ ენერგიისგან რომ ვარ გამოფიტული ეს კი ვიცი, სულ ძილი მინდა

მეც მასეთი შეგრძნება მაქვს, ყველა წვრილმანზე ვიღლები. ეს ბოლო თვენახევარია დაახლოებით და კიდევ სხვა...
შენ რამდენი ხანია რაც მასე გრძნობ?

Posted by: ირმა May 22 2011, 11:10 PM

td.........

QUOTE(td......... @ 22nd May 2011 - 09:12 PM) *
უფ იმდენ რამეს ვგრძნობ, აქ რომ წერა დავიწყო ბანს დამადებენ...:

მთავარია თემის ფარგლებს არ გასცდეwink.gif თავისუფალი განყოფილებაა wink.gif
biggrin.gif

Posted by: elli May 22 2011, 11:56 PM

ირმა
დაახლოებით თებერვლის მერე, თავიდან მართლა ძალიიან ვიღლებოდი, მაგრამ ახლა აღარ ვიღლები და აღარც გაიარა...

Posted by: kate May 23 2011, 05:32 PM

ახლა მეტამორფოზის დროა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კაცობრიობის ისტორიაში, და ის რომ ამ დროს, ამ ეპოქაში გვეცხოვრა ადვილად არ დაგვიმსახურებია.
ადამიანები ვიცვლებით, იცვლება ჩვენი დნმ-ი, ხდება მისი თორმეტივე ფენის აღდგენა, და ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებლად , თუმცა ინდივიდუალურად მიმდინარეობს, იმისდა მიხედვით, რამდენადაა სული მზად ამ პროცესისათვის, ფიზიკურ პლანზე ეს ნაკლებად გამოიხატება, მაგრამ მაინც არის ნიშნები, იცვლება შეხედულებები, განწყობა, გემოვნება, ურთიერთობები...., ჩვენ ახლა დაახლოებით ჭუპრის სტადიაში ვართ, როგორც აქ ერთერთ თემაში მოყვანილ პეპელა მონარქიც მეტამორფოზში. გადამწყვეტი საფეხური ამ ცვლილებებში არის ეგრეთ წოდებული "სულის ბნელი ღამე": - შეგვექმნება სიტუაცია, რომლისგანაც თითქოს გამოსავალს ვერ ვხედავთ, ენერგიისგან დაცლა, ძილად მივარდნა ან უძილობა, დეპრესია...... და ეს დრო უნდა მივიღოთ არა როგორც ტრაგედია, არამედ საჩუქარი, ეს არის ფიზიკური და სულიერი ღირებულების გადაფასების პერიოდი, გვეძლევა შანსი მივხვდეთ, მართლა მივხვდეთ - ფიზიკურს რამდენად აღემატება სულიერი, ეს არის ჩვენი 45 გრადუსიანი კუთხე (განზომელებები ერთმანეთთან 90 გრადუსიანი კუთხით არის დაშორებული, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა). ამ ეტაპის გავლის შემდეგ, რომელიც ასევე ინდივიდუალურია ყველასთვის და შეიძლება ზოგისთვის დიდი ტრაგედიით დაიწყოს, სხვისთვის მცირე უსიამოვნებით და რამოდენიმე დღიდან თვეებიც კი გაგრძელდეს, იწყება ენერგიის მოზღვავება და უტყუარი ცოდნა, რომ "რაღაც ნამდვილად იცვლება" და ამ პროცესში მარტო არა ვართ, ჩვენ ყველას გვეხმარებიან სულიერი არსებები, რომელთაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ყოველთვის ჩვენთან არიან, ჩვენი მეგზურები, მფარველი ანგელოზები

Posted by: jonjol first May 24 2011, 12:08 AM

ციტატა
რას გრძნობთ?



სიმშვიდეს და სრულ ჰარმონიას wub.gif

Posted by: elli May 24 2011, 01:18 AM

ციტატა(kate @ 23rd May 2011 - 05:32 PM) *
შეგვექმნება სიტუაცია, რომლისგანაც თითქოს გამოსავალს ვერ ვხედავთ, ენერგიისგან დაცლა, ძილად მივარდნა ან უძილობა, დეპრესია......

ეს პერიოდი მიდგას იანვრიდან, ფიზიკურად გამოვიფიტე

Posted by: ირმა May 24 2011, 07:09 AM

kate
რამხელა იმედია შენს პოსტში, დიდი მადლობა smile.gif))

QUOTE(kate @ 23rd May 2011 - 06:32 PM) *
ამ ეტაპის გავლის შემდეგ, რომელიც ასევე ინდივიდუალურია ყველასთვის და შეიძლება ზოგისთვის დიდი ტრაგედიით დაიწყოს, სხვისთვის მცირე უსიამოვნებით და რამოდენიმე დღიდან თვეებიც კი გაგრძელდეს, იწყება ენერგიის მოზღვავება და უტყუარი ცოდნა, რომ "რაღაც ნამდვილად იცვლება" და ამ პროცესში მარტო არა ვართ, ჩვენ ყველას გვეხმარებიან სულიერი არსებები, რომელთაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ყოველთვის ჩვენთან არიან, ჩვენი მეგზურები, მფარველი ანგელოზები

როგორ ფიქრობ,– ყველა ამ პერიოდში იგრძნობს ამ მდგომარეობას თუ დაგვიანებით?


Posted by: ირმა May 24 2011, 07:10 AM

QUOTE(elli @ 24th May 2011 - 02:18 AM) *
ეს პერიოდი მიდგას იანვრიდან, ფიზიკურად გამოვიფიტე

მე კიდე მარტიდან... ერთი გრიპი შემხვდა მარტში, იმის მერე ძალა არა მაქვს...

Posted by: elli May 24 2011, 08:13 AM

ირმა

ციტატა(ირინი @ 24th May 2011 - 07:10 AM) *
მე კიდე მარტიდან... ერთი გრიპი შემხვდა მარტში, იმის მერე ძალა არა მაქვს...

მე კიდე ის მაფიქრებს რომ ვირუსიც არ შემყრია, ახლა მე მგონი ნევრიტია, ისე ძალან მტკივა რაღაც ზურგში, მაგრამ აქამდეც ეგრე ვიყავი, აღდგომის მერე მომეტა საშინლად ეს გადაღლილობის შეგრძნება და ძილის მოთხოვნილება

Posted by: natuka May 24 2011, 11:43 AM

ჩემსკენ ყველაფერი უკეთესობისკენ არის და თავსაც კიდევ უფრო უკეთესად ვგრძნობ. მიყვარხართ ფორუმელებოოოsmile.gif

Posted by: kate May 24 2011, 05:20 PM

ირმა
elli
ეს პერიოდი. "სულის ბნელი ღამე", ინდივიდუალურია, ბევრმა გავიარეთ, ბევრს გასავლელი გვაქვს, ეს არ არის რაღაც ძალიან მკვეთრად გამოხატული შემობრუნების წერტილი ან მომენტი. ეს ჩუმი, ნელი პროცესია, არ შეგეშინდეთ წინააღმდეგობების, პრობლემების, ტკივილის... ისინი ჩვენი გზიგამკვლელები და მასწავლებლები არიან, ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ დაინახო, რომ იმ უამრავმა პრობლემებმა, რომლებიც თავს გახვევია და ტრაგედიად თვლიდი, მიუხედავად იმისა რომ არსად გამქრალნან, მნიშვნელოდა დაკარგეს ან უფრო სწორად მიხვდი მათ მნიშვნელობას და ბედნიერი ხარ, უბრალოდ ბედნიერი ხარ და ყველა და ყველაფრი გიყვარს, ან შეიძლება არანაირი დიდი პრობლემები არ გქონდა, გქონდა უსიამოვნებები, რომლებიც თავისთავად მოგვარდა და სიმშვიდე დაგიტოვა, ან შეიძლება დაკარგო ახლობელი ადამიანი, ან ავად გახდე, ან მოულოდნელად შეიცვალოს შენი ურთიერთობები, საცხოვრებელი გარემო....... ვარიანტები უამრავია, ამ შესაძლებლობებს სამყარო გვაძლევს შინაგანი წინააღმდეგობების დასაძლევად, ჰარმონიის მისაღწევად და მერე ნელნელა ყველაფერი თავის ადგილას დგება უკან დასაბრუნებელი გზა უბრალოდ აღარ არსებობს.

Posted by: elli May 25 2011, 12:02 AM

kate
ტკივილის და აურაცხელი პრობლემის მიუხედავად ბედნიერი ვარ იმით რომ სიყვარულის უნარს არ ვკარგავ და მიყვარს ყველა და ყველაფერი სახლის წინ დაყრილი ათასფერი კენშჭებიც და ჩემი ძმიშვილი, ჩემი პატარები სამსახურში და სამყარო მთლიანად

Posted by: kate May 25 2011, 03:09 AM

elli

QUOTE(elli @ 24th May 2011 - 03:02 PM) *
ტკივილის და აურაცხელი პრობლემის მიუხედავად ბედნიერი ვარ იმით რომ სიყვარულის უნარს არ ვკარგავ

ეს არის ის რაზეც ვწერდი.
იფიქრე, წლების წინ იგივე პრობლემებით და ტკივილით ბედნიერებას და სიყვარულს შეძლებდი?!

Posted by: ირმა May 25 2011, 07:57 AM

kate
ამ ყველაფერს დავარქმევდი ცოდნას, რომელიც მოგვეცა, ადრე მაგალითად ამ სახის სიყვარულზე არ ვიცოდით. მინდა ვთქვა, რომ ვიზრდებით და ვსწავლობთ.



Posted by: elli May 26 2011, 03:18 AM

kate

ციტატა(kate @ 25th May 2011 - 03:09 AM) *
იფიქრე, წლების წინ იგივე პრობლემებით და ტკივილით ბედნიერებას და სიყვარულს შეძლებდი?!

ალბათ ვერა!


Posted by: ირმა May 26 2011, 07:17 AM

ხშირად მიფიქრია ათი ქალწულის იგავზე, როცა ათი ქალწული წავიდნენ ქრისტეს შესახვედრად... ამ იგავში კარგადაა გამოკვეთილი რომ,– სიძემ დაიგვიანა და ქალწულებს ჩაეძინათ. აქ იმის თქმა მინდა, რომ ყველა გაივლის „ძილის“ მდგომარეობას.

Posted by: Simulated May 29 2011, 09:58 AM

I am empty. რას ვგრძნობ ეს დღეებია.

Posted by: ირმა May 29 2011, 11:29 PM

Simulated
შინაგან დაცლას... ხოო ბევრი ადამიანია მასე...

Posted by: elli May 30 2011, 12:08 AM

ირმა

ციტატა(ირინი @ 29th May 2011 - 11:29 PM) *
შინაგან დაცლას... ხოო ბევრი ადამიანია მასე..

და სანამდე გასტანს ეს ყველაფერი ნეტა?

Posted by: ირმა May 30 2011, 07:16 AM

elli

QUOTE(elli @ 30th May 2011 - 01:08 AM) *
და სანამდე გასტანს ეს ყველაფერი ნეტა?

ვინ იცის... თუ დადგა დრო, მაშინ „შეძახილის“(სიძე მოვიდა) გაგონებამდე. თუ არ არის დამდგარი დრო და ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და მხოლოდ ზოგიერთებს გვაქვს ასეთი შეგრძნება, მაშინ ინდივიდუალური იქნება გამოფხიზლებაცsmile.gif

Posted by: td......... May 30 2011, 07:31 PM

QUOTE(ირინი @ 30th May 2011 - 07:16 AM) *
ვინ იცის... თუ დადგა დრო, მაშინ „შეძახილის“(სიძე მოვიდა) გაგონებამდე.

მთავარია მაგ დრო სრ აგეძინოს, თანაც ჩამქრალი ლამპრით...

Posted by: ირმა May 31 2011, 07:17 AM

td.........

QUOTE(td......... @ 30th May 2011 - 08:31 PM) *
მთავარია მაგ დრო სრ აგეძინოს, თანაც ჩამქრალი ლამპრით...

საქმეც მაგაშია, ათივეს ეძინათ, მაგრამ მერე ისევ აანთეს ლამპრები...

Posted by: natuka May 31 2011, 12:16 PM

მე პირიქიით, რაც ამ ფორუმში მოვხვდი სულ უფრო უკეთ ვარ... smile.gif თუ ასე ტურფა იყავიი რად ვერ გამჩნევდი იაოოო... დგეს მთელი დღეა ვღიღინეებ l_sunny.gif

Posted by: td......... May 31 2011, 01:22 PM

QUOTE(ირინი @ 31st May 2011 - 07:17 AM) *
აგრამ მერე ისევ აანთეს ლამპრები...

ირმა
ზეთი ჰქონდატ და იმიტომ..smile.gif

Posted by: natuka May 31 2011, 01:57 PM

ირმა
td.........

საქმეც მაგაშია, ათივეს ეძინათ, მაგრამ მერე ისევ აანთეს ლამპრები...



ეს რა ამბავია? მეც მომიყევით რა? sweet.gif მე ჩაძინებულებზე მხოლოდ ბირთვისი მახსენდება...

Posted by: Emigranti May 31 2011, 03:22 PM

QUOTE(natuka @ May 31 2011, 01:57 PM) *
ეს რა ამბავია? მეც მომიყევით რა? sweet.gif


მათე 25, 1-13


იგავი ათ ქალწულზე

1. მაშინ ემსგავსება სასუფეველი ცათა ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავისი ლამპრები და გავიდნენ სიძის მისაგებებლად.

2. ხოლო ხუთი მათგანი იყო სულელი და ხუთი - გონიერი.

3. სულელებმა აიღეს თავისი ლამპრები და არ წაიღეს თან ზეთი;

4. ხოლო გონიერებმა თან წაიღეს ზეთი ჭურჭლებით თავის ლამპრებთან ერთად.

5. და რადგან იგვიანებდა სიძე, მიერულა ყველას და დაიძინეს.

6. და შუაღამისას ძახილი იყო: აჰა, სიძე მოდის, გამოდით მის მისაგებებლად.

7. მაშინ ადგა ყველა ის ქალწული და მოამზადა თავისი ლამპრები.

8. ხოლო სულელებმა გონიერებს უთხრეს: მოგვეცით ჩვენ თქვენი ზეთიდან, რადგან ჩვენი ლამპრები ქრება.

9. მიუგეს გონიერებმა და თქვეს: ვაითუ არ გვეყოს ჩვენც და თქვენც; უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.

10. და როდესაც წავიდნენ ისინი საყიდლად, მოვიდა სიძე და ვინც მზად იყო, შევიდა მასთან ერთად ქორწილში, და დაიხშო კარი.

11. ბოლოს მოვიდნენ სხვა ქალწულებიც და ამბობდნენ: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.

12. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ თქვენ.

13. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა.

QUOTE
მე ჩაძინებულებზე მხოლოდ ბირთვისი მახსენდება...


შენ რას გულისხმობ?

Posted by: natuka May 31 2011, 03:40 PM

გმადლობ ემიგრანტ mail1.gif

ბირთვისის ციხის აღება. თემურ ლენგმა ვერაფრით ვერ აიღო ბირთვისის ციხე. პირიქით გააქციეს კიდევაც smile.gif გამწარებული მობრუნდა უკანნ ადგა და დაღალა, მთველი ღამე უზარმაზარი ლოდების სროლით და დაღლილებს,რომ ჩაეძინათ ჩუმად თოკის კიბით ავიდნენ და შიგნიდან გაუღეს მთელ ჯარს კარი sad.gif მე ეს გამახსენდა.

Posted by: Simulated May 31 2011, 10:57 PM

მე ე.წ დეპრესიები არმაწუხებს.უბრალოდ წელიწადში ერთხელ არის რაღაც პერიოდი რადროსაც ვწყდები რაღაც რგოლს და გამოვდივარ და განვიცდი. ისე ბავშვობიდან მაწუხებდა ერთი რამ,ვერაფრით ვერ ვუწყობდი ფეხს ამ ე.წ მატერიალურ სამყაროს და მისი ცხოვრების წესებს.ეხლაც იგივე მჭირს. ამიტომაც გახლავართ უმუშევარი და უფულო : )))

Posted by: kate May 31 2011, 11:46 PM

Simulated

QUOTE(Simulated @ 29th May 2011 - 12:58 AM) *
I am empty.

სიცარიელის შეგრძნება არის შანსი სამყაროდან მიაგნო შენს ნამდვილ გზას და თუ ეს შეგრძნება გიმეორდება, იმას ნიშნავს რომ ჯერ კიდევ ძიებაში ხარ. მატერიალურ სამყაროსთანაც ურთიერთობა გაგიჭირდება თავისთავად რადგან ინდიგო ხარ და ალბათ უნებლიედ გაჭედილი განზომილებებს შორის, ინდიგოებში ხშირად არის ასეთი რამ, ამიტომაც უნდა მიაგნო რაღაც საყრდენს, ღუზას, რაც დაგეხმარება ფეხი აუწყო ამ სამყაროს, უბრალოდ უსმინე გულს.

Posted by: Qocho Jun 1 2011, 09:37 AM

ციტატა(elli @ May 25 2011, 12:02 AM) *
ტკივილის და აურაცხელი პრობლემის მიუხედავად ბედნიერი ვარ იმით რომ სიყვარულის უნარს არ ვკარგავ და მიყვარს ყველა და ყველაფერი სახლის წინ დაყრილი ათასფერი კენშჭებიც და ჩემი ძმიშვილი, ჩემი პატარები სამსახურში და სამყარო მთლიანად


გილოცავ smile.gif

Posted by: Qocho Jun 1 2011, 09:37 AM

ციტატა(elli @ May 25 2011, 12:02 AM) *
ტკივილის და აურაცხელი პრობლემის მიუხედავად ბედნიერი ვარ იმით რომ სიყვარულის უნარს არ ვკარგავ და მიყვარს ყველა და ყველაფერი სახლის წინ დაყრილი ათასფერი კენშჭებიც და ჩემი ძმიშვილი, ჩემი პატარები სამსახურში და სამყარო მთლიანად


გილოცავ smile.gif

Posted by: Qocho Jun 1 2011, 09:45 AM

ჩემს შემთხვევაშიც ასეა: ვგრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანია ეტაპია მთელი პლანეტისთვის...

Posted by: Simulated Jun 1 2011, 11:32 AM

QUOTE(kate @ May 31 2011, 11:46 PM) *
Simulated

სიცარიელის შეგრძნება არის შანსი სამყაროდან მიაგნო შენს ნამდვილ გზას და თუ ეს შეგრძნება გიმეორდება, იმას ნიშნავს რომ ჯერ კიდევ ძიებაში ხარ. მატერიალურ სამყაროსთანაც ურთიერთობა გაგიჭირდება თავისთავად რადგან ინდიგო ხარ და ალბათ უნებლიედ გაჭედილი განზომილებებს შორის, ინდიგოებში ხშირად არის ასეთი რამ, ამიტომაც უნდა მიაგნო რაღაც საყრდენს, ღუზას, რაც დაგეხმარება ფეხი აუწყო ამ სამყაროს, უბრალოდ უსმინე გულს.

ეგ სიცარიელის შეგრძნება ჩემს შემთხვეაში ზუსტად იმ დამოკიდებულებას მოაქვს რაც მე მაქვს ნუ ზოგადად ამ მატერიალური სამყაროსადმი.ფეხის აწყობა კი ყველაზე ძნელია და პრინციპში რაღაც მხრივ შეუძლებელიც,ანუ შავიც და თეთრიც ერთად ვერიქნები,ან იქნები და ბოლოს თავადვე შეჭამ საკუთარ თავს.ერთხელ რაღაც სამსახურის თაობაზე ვიყავი მისული სადაც რაღაც დიზაინი უნდა მეკეთებინა და ამავე დროს სურათები მებეჭდა,მიუხედავად იმისა რო ხელფასი ჩემთვის ძალიან დამაკმაყოფილებელი იყო იმ მომენტში ერთი დღე მივედი და მეორე დღეს აღარც მივსულვარ. იმ ერთ დღეში აბსოლიტურად ყველანაირი ენერგია გამომეცალა. იდეალური სამუშაო ისევ ხელოვნების დარგში იქნებოდა ალბათ ჩემთვის ან მიწაზე,დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მცენარეების მომვლელი ან რაღაც ეგეთი.მაგრამ ნუ ჯერჯერობით ვარ ესე.პრინციპში ამაზეც ვფიქრობ რომ ალბათ ეს ესე უნდა იყოს,ყველაფერს თავის დრო და მომენტი აქვს.

Posted by: elli Jun 1 2011, 05:44 PM

Qocho

ციტატა(Qocho @ 1st June 2011 - 09:37 AM) *
გილოცავ

l_sunny.gif

Posted by: elli Jun 1 2011, 05:47 PM

Simulated

ციტატა(Simulated @ 1st June 2011 - 11:32 AM) *
ეგ სიცარიელის შეგრძნება ჩემს შემთხვეაში ზუსტად იმ დამოკიდებულებას მოაქვს რაც მე მაქვს ნუ ზოგადად ამ მატერიალური სამყაროსადმი.ფეხის აწყობა კი ყველაზე ძნელია და პრინციპში რაღაც მხრივ შეუძლებელიც,ანუ შავიც და თეთრიც ერთად ვერიქნები,ან იქნები და ბოლოს თავადვე შეჭამ საკუთარ თავს.ერთხელ რაღაც სამსახურის თაობაზე ვიყავი მისული სადაც რაღაც დიზაინი უნდა მეკეთებინა და ამავე დროს სურათები მებეჭდა,მიუხედავად იმისა რო ხელფასი ჩემთვის ძალიან დამაკმაყოფილებელი იყო იმ მომენტში ერთი დღე მივედი და მეორე დღეს აღარც მივსულვარ. იმ ერთ დღეში აბსოლიტურად ყველანაირი ენერგია გამომეცალა. იდეალური სამუშაო ისევ ხელოვნების დარგში იქნებოდა ალბათ ჩემთვის ან მიწაზე,დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მცენარეების მომვლელი ან რაღაც ეგეთი.მაგრამ ნუ ჯერჯერობით ვარ ესე.პრინციპში ამაზეც ვფიქრობ რომ ალბათ ეს ესე უნდა იყოს,ყველაფერს თავის დრო და მომენტი აქვს.

სამსაურს რაც შეეხება მაქვს იდეალური სამსახური, ვმუშაობ ბავშვებთან, საბავშვო ბაღის მასწავლებელი ვარ, მიმუშავია პრესიდან დაწყებული განათლების სამინისტროთი დამთავრებული ყველგან, თთქმის ყველა სფეროში, ანაზღაურებაც სხვაგან Yოველთვის გაცილებით მეტი მქონდა, მაგრამ მსგავსი კომფორტი არსად მქონია. ახლა ანაზღაურება მიზერული მაქვს მაგრამ სამაგიეროდ დადებითი ენერგიით ვარ სავსე.
Qocho
ციტატა(Qocho @ 1st June 2011 - 09:37 AM) *
გილოცავ

l_sunny.gif

Posted by: natuka Jun 1 2011, 08:52 PM

მე მინდა საბავშო ბაღი მქონდეეეს. რა კარგი სამსახური გაქვს ელიი tender.gif l_sunny.gif

Posted by: ialoni Jun 6 2011, 12:42 AM

natuka

QUOTE(natashka55 @ 1st June 2011 - 08:52 PM) *
მე მინდა საბავშო ბაღი მქონდეეეს. რა კარგი სამსახური გაქვს ელიი

მართლა ძალიან მაგარი კონფორტი...

Posted by: natuka Jun 6 2011, 12:53 PM

გუშინ გამოცდაზე ვიყავი დამკვირველბლად მესამე კლასელებთან, ვაიმე რა საყვარლები არიან l_sunny.gif ვინც შემდეგ ვნახე ყველას ვუყვებოდი. დღესაც კი გამომყვა გუშინდელი ემოცია. ძალიან მიკვირს როდესაც ბავშვები არ უყვართ.

Posted by: ირმა Jun 7 2011, 12:29 AM

natuka

QUOTE(natashka55 @ 6th June 2011 - 01:53 PM) *
გუშინ გამოცდაზე ვიყავი დამკვირველბლად მესამე კლასელებთან, ვაიმე რა საყვარლები არიან ვინც შემდეგ ვნახე ყველას ვუყვებოდი. დღესაც კი გამომყვა გუშინდელი ემოცია

l_daisy.gif ალბათ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და შრომას მოითხოვს ბაღში მუშაობაsmile.gif
QUOTE(natashka55 @ 6th June 2011 - 01:53 PM) *
ძალიან მიკვირს როდესაც ბავშვები არ უყვართ.

მართლა არ ვიცი რატომ? მით უმეტესი, როცა მათ რამეს უშავებენsad.gif

Posted by: elli Jun 7 2011, 01:16 AM

ირმა

ციტატა(ირინი @ 7th June 2011 - 12:29 AM) *
ალბათ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და შრომას მოითხოვს ბაღში მუშაობა

რა გითხრა, წელს პირველად ვარ ბაღში, აქამდე სკოლაში ვმუშაობდი, იქაც თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ბაღში ვისვენებ დღეს თოჯინების თეატრში, ჩვენს საკუთარში, ბავშვებმა კომბლე დადგეს, ხვალისობთ როგორც შეგვიძლია

Posted by: მზეონა Jun 7 2011, 06:58 AM

ახლა თქვენ ბავშვების თემაზე გადაუხვიეთ, რაც მე პირადად ძალიან მიხარია!))
გუშინ ჩემებმაც დადგეს თეატრი "რწყილი და ჭიანჭველა" და მერე ისეთ აზარტში შევიდნენ, რომ მეორეც მიამატეს "წითელქუდა"..
ჰოდა, მეც ვეჯექი მაყურებლის როლში და სიამოვნებით ვუყურებდი biggrin.gif

პ.ს.elli ალბათ იცი რომ კოლეგები ვართ wink.gif :* მაგრამ წელს მოვდივარ უკვე ბაღიდან, მეტი ძალა აღარ მაქვს, რომ კიდევ ერთი წელი ვემსახურო პატარებს..

Posted by: natuka Jun 7 2011, 09:40 AM

კი, რთულია, მაგრამ მაინც ყველაააზე სასიამოვნო.

Posted by: elli Jun 8 2011, 12:03 AM

მზეონა

Posted by: elli Jun 8 2011, 12:09 AM

ციტატა(მზეონა @ 7th June 2011 - 06:58 AM) *
elli ალბათ იცი რომ კოლეგები ვართ

არა არ ვიცოდი და გამიხარდა. მე ერთი წელია ბაღში ვარ და ჯერ კიდევ ჩემთვის კომფორტია.

უცნაური რამ შემემთხვა გუშინ, სამსახურიდან საშინელი დაღლილი მოვედი, ცამოვწექი და გამახსენდა რომ მეზობლისთვის რაღაც უნდა გამომერთმია, მაგრამ არ ვიცოდი სახლში თუ ქონდა. სიმართლე გითხრათ ადგომა შემეზარა და სიზარმაცის გასამართლებლად ფიქრი დავიწყე რომ ან სახლშ არაა ან მზად არ აქვს მეთქი. დამეძინა რომ გავიღვიძე დავურეკე და სანამ ვეტყოდი რა მინდოდა ზუსტად ამ სითყვებს მეუბნება: სახში ვარ და შენი წიგნიც სახლში მაქვს და გამოდი გაგატანო. გავგიჟდი, როგორ მიხვდი რა მინდოდა მეთქი, წეღან ხომ დამირეკეო, იმის მერე ფიქრობ რა მოხდა, ნამდვილად არ დამირეკავს

Posted by: ირმა Aug 18 2011, 10:04 PM

QUOTE(ირინი @ 22nd May 2011 - 03:50 PM) *
რას გრძნობთ?
რა ხდება?

მძინავს...
არ ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში. თითქოს არაფერი მახსოვს რაც მისწავლია დღემდე. მიჭირს ახალი ინფორმაციის მიღება.
მოკლედ ღრმა ძილში მგონია რომ ვარ.

Posted by: Athene May 31 2013, 04:40 PM

რას ვგრძნობ და ამ ბოლოდროს თითქოს ყველაფრის ხალისს ვკარგავ და პატარა რამეც რო გავაკეთო ენერგიისგან ვიცლები

Posted by: daliela May 31 2013, 04:49 PM

მე რისიც მწამდა რასაც ვსწავლობდი რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ყველაფერმა დაკარგა აზრი ...
განცალკევებულად ვგრძნობ თავს ყველა ჩემი მეგობრისგან ჩემი ცნობიერებით ,მაგრამ განმარტოებული არ ვარ ,ვცდილობ სულ კონტაქტში ვიყო . სიყვარული გავცე და მივიღო მაგრამ აი ეს მარტომყოფობის გრძნობა სულ მაქვს,ვერ ვიტყვი რომ მაწუხებს თქო . უბრალოდ ძალიან მძაფრად ვაცნობიერებ საკუთარ თავს მარტო
მატერიალისტურის მიმართ ინტერესი დავკარგე კიდევ .. სამსახური დავტოვე იმის გამო რომ ვეღარ შევძელი სისტემაში მუშაობა .. . ვერ ვიტყუებოდი,ვერ ვთამაშობდი და სახე ''გამძვრებოდა'' ზუსტად ვიცი რომ დავრჩენილიყავი
აი ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აბსოლუტურ მეტამორფოზას განვიცდი და თან ყოველდღე უდიდესი ინფორმაცია შემოდის ჩემში და ვსწავლობ. პირად ცხოვრებაშიც ძალიან დიდი გაკვეთილები სწორედ ამ ბოლო წელს მივიღე ..
დადებითად ვარ ძალიან.. მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ხანდახან მეშინია .. განსაკუთრებით ღამე როცა სიზმრები სიზმრებს აღარ ჰგავს . თითქმის აღარ მძინავს ამ ბოლო დროს,ჩემი სიზმრები და რეალობა ერთმანეთში მერევა huh.gif

Posted by: narilla May 31 2013, 06:11 PM

ადამიანებს ვგრძნობ თვალებდახუჭული smile.gif უფრო ზუსტად რომ ავხსნა: ვთქვათ ვარ მარტო, ჩემ გარშემო არავინ არ იმყოფება, თვალები რომ დავხუჭო, ზუსტად იმ დრო ვახელ, როცა ვინმე უნდა გამოჩნდეს, დავაკვირდი და ნაბიჯების ხმა გარკვევით არ მესმის ხოლმე, რომ ამის გამო ვიგრძნო, ირგვლივ ისედაც ხმაურია მუდმივი.

Posted by: earth May 31 2013, 11:10 PM

ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი, მიყვარდა ოცნება, ბევრი ოცნებათაგანი რეალობად მექცა ჩემს ცხოვრებაში. ამ ბოლო დროს ვეღარ ვოცნებობ, არვიცი რა მინდა, რა ვიოცნებო. ის რაც სინამდვილეში მინდა არარეალურია და ვცდილობ არ ვიფიქრო. თითქოს ჩემი ოცნებები მიწიური აღარაა.

Posted by: tikoroma Jun 1 2013, 01:07 AM

daliela
კარგი ადამიანი ხარ 2lbkos0.gif

Posted by: betkho Jun 1 2013, 02:18 AM

თითქოს ის ძაფი დავკარგე, რომელსაც მივყვებოდი წინ - ოცნების და მიზნების ძაფი. არ ვიცი რა მინდა, რა ვაკეთო. მიზნები რომ მქონდა თითქოს არა რეალურია. ვეღარ ვხვდები რატომ/რისთვის ვეკონტაქტები კონკრეტულ ადამიანებს. ენერგიას საერთოდ ვერღარ ვგრძნობ. ძალიან გამოფიტული ვარ. თითქოს სულიერ სამყაროსთან გაწყდა ყველანაირი კავშირი. პერიოდულად უცებ თითქოს აინთება რაღაც და ვფიქრობ "აი ისევ დაბრუნდა კავშირი", მაგრამ მეორე წამს ეგრევე ქრება და ისევ "მარტო" ვარ და ცარიელი. თან ცარიელი ვარ და თან ვგრძნობ, რომ სავსე ვარ ისეთი რამეებით, რაც არ მჭირდება, რაც ხელს მიშლის.
როცა ვცდილობ ფეხი ავუწყო თუნდაც მუსიკალურ სამყაროს და დავიწყო იმის კეთება რასაც დღეს უსმნენე,რას დღეს "ფასდება", მაშინვე დაკარგულობის გრძნობე მეუფლება, თითქოს უფრო და უფრო ვშორდები რაღაცას.

Earth-მა კარგად თქვა. მე იგივე მდგომარეობა მაქვს "ამ ბოლო დროს ვეღარ ვოცნებობ, არვიცი რა მინდა, რა ვიოცნებო. ის რაც სინამდვილეში მინდა არარეალურია და ვცდილობ არ ვიფიქრო. თითქოს ჩემი ოცნებები მიწიური აღარაა."

Posted by: Lashapoli Jun 1 2013, 03:57 AM

უბრალოდ უნდა ვიყოთ.. მიზნები არარეალურია და არ უნდა ავყვეთმიზნებს, უბრალოდ ვიყით გარინდულები.. მაგრამ ეგ არაფრის კეთებას არ ნიშნავს. უნდა აკეთო რაც გინდა მაგრამ მიზნა არ უნდა დაისახო, ანუ მიზნებმა არ უნდა მოგიცვას, იმიტომ რომ მიზანები არ არსებობს.. ანუ არ უნდა დაკარგო არცერთი ქმედების დროს დამკვირვებლის უნარი და იმაზე ფიქრიც თუ რა არის დამრლელია და ეგეც გამომფიტველი.. ყველაზე კარგი გამოსავალი ცვენს მდგომარეობაში იმ მექანიზმების გამორთვაა რომლებიც მოკრულები არიან ცვენს სულზე

Posted by: daliela Jun 1 2013, 08:08 AM

QUOTE(tikoroma @ Jun 1 2013, 01:07 AM) *
daliela
კარგი ადამიანი ხარ 2lbkos0.gif

wub.gif l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif

Posted by: tikoroma Jun 1 2013, 02:42 PM

earth
betkho
Lashapoli
daliela
++++++++++++++

Posted by: b3r Jun 8 2013, 05:30 PM

ძალები მომემატე, როგორც kate -ტქვა წინა ცხოვრებას ვხედავ და მემატება და მიღდგება ის ძალები რაც მქონდა პირველ ცხვორებაში smile.gif

Posted by: tikoroma Jan 22 2014, 01:42 PM

დილიდან არ მასვენებს დანაშაულის შეგრძნება. გულს მიმძიმებს და მოუსვენრად ვარ.
არადა ისეთი არაფერი გამიფუჭებია. :დ
დანაშაულის გრძნობა სიზმარშიც გადამყვა, ან იქედან გადმომყვა.
დეპრესია მეწყება ვატყობ sad.gif

Posted by: narilla Jan 22 2014, 01:53 PM

QUOTE(b3r @ Jun 8 2013, 05:30 PM) *
ძალები მომემატე, როგორც kate -ტქვა წინა ცხოვრებას ვხედავ და მემატება და მიღდგება ის ძალები რაც მქონდა პირველ ცხვორებაში smile.gif

ძალიან რთული რამეა, წინა ცხოვრების გახსენება კიდევ გასაგებია, ტან ისიც ფრაგმენტები ამოტივტივდება ხოლმე და პირველი ცხოვრების გახსენება წარმოუდგენლად რთულია, აღარაფერს ვამბობს რამდენად შესაძლებელია ეს smile.gif


Posted by: narilla Jan 22 2014, 01:55 PM

tikoroma

სიზმრებში გადაგყვა ეს განწყობა თუ პირიქით სიზმრებიდან გადმოგყვა? wink.gif

Posted by: tikoroma Jan 22 2014, 02:05 PM

არ ვიცი. საბოლოოდ ერთი დ აიგივე პრობლემა მაქვს სიზმარშიც და ცხადშიც როგორც ჩანს sad.gif
მაგრამ რეალურად ისეთი არაფერი დამიშავებია, რომ ასე ცუდად ვგრძნობდე თავს.




Posted by: narilla Jan 22 2014, 02:15 PM

QUOTE(tikoroma @ Jan 22 2014, 02:05 PM) *
არ ვიცი. საბოლოოდ ერთი დ აიგივე პრობლემა მაქვს სიზმარშიც და ცხადშიც როგორც ჩანს sad.gif
მაგრამ რეალურად ისეთი არაფერი დამიშავებია, რომ ასე ცუდად ვგრძნობდე თავს.


მაშინ უსაფუძვლო პრობლემა ყოფილა, გარედან მოხვეული და გაივლის თავისით.
თუ არადა წინა ცხოვრებაში დააშავე რაღაც smile.gif ეს ხუმრობით თუმცა არა მგონია bigarmhug.gif

Posted by: tikoroma Jan 22 2014, 02:17 PM

narilla
ამ ცხოვრებაშიც ვაშავებ biggrin.gif
უბრალოდ არ განვიცი და ვამართლებ ლოგიკით smile.gif
ახლა კი ემოციურ დონეზე შემომიტია ძალიან.

Posted by: narilla Jan 22 2014, 02:30 PM

მე კიდე გუშინ ვგრძნობდი მონატრებას, სახლი რომ მოგენატრება, ეგზისტენციალური სახლი, საიდანაც მოვდივართ და სადაც ვბრუნდებით. რაღაც ერთიანობასთან თანხვედრა არსებობდა, რომელიც იქიდან წამოსვლის შემდეგ დაიკარგა. სუფთა ცნობიერება იყო, რომელიც იქ მყოფთ გვაერთიანებდა არამატერიალურ დონეზე. მე კი ეს შეგრძნება დავიჭირე თუნდაც წამიერი შთაბეჭდილებებით, მაგრამ ერთხელ მაინც რომ გრძნობ ამას, მერე ნოსტალგია და მონატრება ჩნდება. იშვიათად მაქვს ხოლმე მშობლიურის, ნაცნობის "სახლის" განცდა, მაგრამ ყველა ეს შემთხევვა მხოლოდ ანარეკლი და ტვიფრია, რომელიც რარაცამ დაგვიტოვა. ტვიფარი ისე არ ჩნდება, ვირაცა ან რაღაცა გვიტოვებს, ეს ძალიან ძველი განცდაა და აზრის დონეზ ვერც ვიჭერ. საერთო ცნობიერებაში მხოლოდ თანხვედრაა, აზრის გაჩენამდე არ მიდის საქმე, იჭერ იმპულს და ხვდები.

Posted by: tikoroma Jan 22 2014, 03:06 PM

მესმის შენი :*

Posted by: narilla Jan 22 2014, 03:09 PM

smile.gif

Posted by: tikoroma Jan 22 2014, 03:13 PM

გიოს თემა ენერგობურთებზე დაიკარგა?

Posted by: earth Mar 22 2016, 10:42 PM

ირმა

QUOTE(ირინი @ 22nd May 2011 - 03:50 PM) *
თითქოს დრო დაჩქარდაო

მოკლედ წლების მერე მივხვდი რაშიცაა საქმე... ყველა ისე გრძნობდა, თითქოს დრო დაჩქარდაო, რაღაც უცნაურობა.
საქმე იმაშია, რომ დრო კი არ დაჩქარდა, ჩვენ დაგვემატა კომპიუტერული (მობილურებიც ამაში შედის) დაკავება. ძანიალ ბევრ დროს გვართმევს კომპები, სასწაულად დიდ ინფორმაციას ვიღებთ იმასთან შედარებით რასაც ვიღებდით. ეს ყველაფერი გვაძლევს შეგრძნებას თითქოს დრო გადის ჩქარა.
არა, საათი ისევ იმ სიჩქარით ბრუნავს, დედამიწასაც 24 საათი აქვს ისევ თავისი დღე და ღამე, ჩვენ ვართ უფრო დაკავებულები smile.gif
ყოველშემთხვევაში მივიღე პასუხი biggrin.gif ეს თემა 2011 წელში გავხსენი laugh.gif

Posted by: earth Sep 11 2022, 07:58 AM

2019-ში კორონოვირუსის საწყისიდანვე საშინელი უარყოფითი ენერგიის შეგრძნება დამდევდა ყველგან. ფაქტიურად შინაგანი ბრძოლა მიხდებოდა, რომ ამ ენერგიას არ ემოქმედა უარყოფითად. ნაწლობრივ იმოქმედა ჩემს ეკონომიურზე კიდეც. უარყოფითი ენერგია არა მარტო ჯანმრთელობაზე მოქმედებს არამედ ეკონომიურზე, ურთიერთობებზე და საერთოდ ყველაფერზე.
მადლობა ღმერთს ამ ეტაპზე აღარ მაქვს ის გრძნობები, თითქოს გავიმარჯვე, კორონავირუსმაც დაკარგა ძალა და ჩემი ენერგიაც გასუფთავდა. ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ მოვლენამ.


Posted by: old_man Sep 13 2022, 12:19 PM

earth
ზუსტად მეც ეს შეგრძნება მქონდა. 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩემთვის რაღაც უცნაური პერიოდი, ბევრი კრიზისი დაერთო, რაღაც ფინანსურ ავანტიურებში გავები, მაგრამ ნელ-ნელა 2022 წლის ზაფხულისთვის ყველაფერი გაიწოვა და დასტაბილურდა. პარალელურად შემომდიოდა დიდი ოდენობის სულიერი ინფორმაცია. დავიწყებდი ფიქრს რაღაც საკითხზე ან რამე ლექციას მოვუსმენდი და შემდეგ ტალღებივით შემომდიოდა ინფორმაციები და ყველა კითხვაზე პასუხს ვიღებდი.
ეს წმენდები აშკარად ვიგრძენი

Posted by: chemikerin Sep 13 2022, 03:39 PM

2019 წლის მეორე ნახევარი ჩემთვისაც საკმაოდ რთული იყო. არ ვიცი რეალურად მაგ წმენდების ბრალი იყო თუ იმ სტრესების რაც მქონდა.. მაგრამ ფაქტია რომ ემოციურად, ფსიქლოგიურად სულ დაძაბული ვიყავი.. და მერე კოვიდი დაერთო ამ ყველაფერს.. 2020 და შემდგომ პერიოდში თითქოს ეზოთერულმა ინფორმაციამაც refresh განიცადა ჩემში. ძველ, გამოუსადეგარ ინფორმაციებს აღარ ვეკარებოდი. ვცდილობდი ყოველგვარი "გარე ცოდნის" გარეშე მივსულიყავი პასუხებამდე, სულაც რომ მეტი დრო დაჭირვებოდა ამ ყველაფერს და უფრო რთულიც რომ ყოფილიყო, ასე მერჩივნა, იმდენად დამღალა მზამზარეულმა, ლანგრით მორთმეულმა პასუხებმა და ცოდნამ.. რაღაც მხრივ ერთგვარი unlearning-ის პერიოდი გამოვიდა. ანუ ძველი ცოდნის ჩამოშორების, რაც საკმაოდ რთული იყო..

ხანდახან იმასაც ვფიქრობ ღირს ამდენი რაღაცის კითხვა, ქექვა და ა.შ.? თუ ადამიანი გაცნობიერებულად ცხოვრობს, ჭირდება მას ინფორმაციები? ან საერთოდ რას ნიშნავს ეზოთერიკობა, ვინც ბევრი წაიკითხა, თუ ვინც გაცნობიერებულად ცხოვრობს? ვფიქრობ რომ ადამიანი თუ უბრალოდ ცხოვრობს და მშვიდად მიყვება თავის შინაგან ხმას, ეზოთერიკია.

Posted by: earth Sep 13 2022, 11:23 PM

chemikerin

QUOTE(chemikerin101 @ 13th September 2022 - 04:39 PM) *
ან საერთოდ რას ნიშნავს ეზოთერიკობა

ადამიანი, რომელიც თავის შიგნით ეძებს.
ჩვენ ვეძბთ. გვინდა გავიგოთ ვინ ვართ, საიდან მოვედით და საით მივდივართ.


ეს რამდენიმე წელი გავითიშე, თითქოს მეძინა, ყველაგან და ყველაფერში... პასიური გავხდი შინაგანად... მეც ამ ზაფხულს შემოვბრუნდი ისევ ჩემს თავთან.
შეიძლება ეს ვირუსი თავისი უარყოფითი აურით იყო ისე ძლიერი, რომ იმოქმედა ჩვენს ენერგეტიკულ დონეზე. იმოქმედა ისე, რომ დაგვაძინა სულიერ დონეზე. რაღაც იყო ძალიან ძლიერი. იმედია წავიდა... ისე სიმართლეს ვიტყვი, მე ვარ დამნაშავე ჩემი თავი, რომ პასიურ მდგომარეობაში გადავუშვი, ე.ი. არ ვიყავი მზად, არ ვარ მზად.

Posted by: td......... Sep 14 2022, 01:02 PM

თემის სატაურიდან გამომდინარე:
ვგრძნობ რომ ყველაფერი ისე მიდის , როგორც ამ მოცემულ მომენტში არსებულ ტალღას ახასიათებს. ტალღის სიმძლავრეს და რყევების ამპლიტუდას განსაზღვრავს ის მდგომარეობა რაც დედამიწის მაცხოვრებლებშია.
არაფერი არ შეცვლილა იმ მომენტიდან, რაც დედამიწაზე მაცხოვრებელი ადამიანის ცნობიერება დაეცა და სისტემა შეიცვალა. სიტყვა დაეცა, შეიძლება არ გამოხატავს იმ პროცესებს რაც ძალიან შორეულ წარსულში მიმდინარეობდა, მაგრამ ამ ტერმინს ადამიანი მიჩვეულია მითოლოგიიდან, რელიგიური ისტორიებიდან და ამიტომ მას გამოვიყენებ.არაფერი არ შეცვლილა, რადგან იმ მოვლენების შემდეგ, რაც დღეს არსებული სისტემა ჩამოყალიბდა დედამიწაზე, გაჩნდა რელიგიები, ადამიანები გაიყვნენ სხვადასხვა მახასიათებლებით, გაჩნდა დაპირისპირებების მიზეზები, უპირატესობის დამკვიდრებისკენ სწრაფვა, მომხვეჭელობა და მომხმარებლური აზროვნება, არაფერი არ შეცვლილა. ადამიანი მუდამ ვიღაცას ეჯიბრება, უპირატესობას უმტკიცებს, ცდილობს მოიხვეჭოს მაღალი ადგილი სოციალურ იერარქიაში, ილუზიაში გაეხვეს ბოლომდე და ფეხებზე დაიკიდოს ყველაფერი რაც მის ინტერესებს გარეთაა. ასეთი იყო ადამიანი ადრეც და ახლაც და სანამ ცნობიერების განვითარება არ გახდება პრიორიტეტული, სანამ სულიერებაზეც ფული კეთდება, მანამდე არაფერი შეიცვლება. ალბათ რაც იმ დაცემის მომენტიდან გამოიარა კაცობრიობამ, იგივე დროა საჭირო რომ ეს ახალი პროცესი რეალუად ამოქმედდეს, თუმცა შესაძლებელია ისეთ წერტილშიც მივიდეთ, სადაც " თამაშს უბრალოდ წაშლიან" და ახლიდან დაიწყება ყველაფერი.

Posted by: chemikerin Sep 16 2022, 01:47 PM

QUOTE(earth @ 13th September 2022 - 11:23 PM) *
შეიძლება ეს ვირუსი თავისი უარყოფითი აურით იყო ისე ძლიერი, რომ იმოქმედა ჩვენს ენერგეტიკულ დონეზე. იმოქმედა ისე, რომ დაგვაძინა სულიერ დონეზე. რაღაც იყო ძალიან ძლიერი.


მეც მგონია, რომ ძალიან ძლიერი იყო...
გარდა იმისა რომ ამდენი ხალხი გარდაიცვალა, ფსიქიკურად მგონი მთელი პლანეტა დაძაბული იყო. არავინ იცოდა რა ბედი ეწეოდათ, ყველა ღელავდა ფინანსურ თუ სხვა პრობლემებზე.. ძალიან მოულოდნელად დაატყდა კაცობირობას თავს და მოუმზადებელი დავხვდით.

Posted by: earth Sep 16 2022, 05:20 PM

მართლაც chemikerin ,ამ დარტყმას არ ველოდით, მიუხედავად იმისა რომ ას წელში ერთხელ ხდება ასეთი პანდემიები. ასე ამბობენ...
შევწყვიტეთ ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, გადაკოცნა, ერთმანეთთან სიახლოვე.
როცა ვინმეს ეხუტები, ენერგია იცვლება ურთიერთშევსება ხდება.


Posted by: chemikerin Sep 16 2022, 05:48 PM

earth
კიი, და შევამჩნიე როგორი რთულია რამდენიმე დღე გადაბმულად სულ იზოლაციაში ყოფნა. ყველაფერი როცა დაიკეტა და გვეშინოდა. კაფეები, ტრანსპორტი, ყველაფერმა რო შეწყვტა მუშაობა.. რაღაც ჩაკვდა ერთბაშად ყველაფერი. გარშემო სულ კოვიდ-სტატისტიკები. ყველგან პირბადეები, დეზინფექცია.. wacko.gif wacko.gif


Posted by: earth Sep 16 2022, 06:52 PM

იმედია კოვიდი ადამიანმა მოინელა და გადააჯიშა.
კიდევ ერთხელ ჩანს ადამიანის სიძლიერე.
ძალიან ძნელი იყო შეზღუდვა. თავისუფლება რომ დავკარგეთ.

Posted by: td......... Sep 19 2022, 08:24 AM

ციტატა(earth @ 16th September 2022 - 06:52 PM) *
ძალიან ძნელი იყო შეზღუდვა. თავისუფლება რომ დავკარგეთ.

earth
მე კი სულ სხვანაირად აღვიქვი ეს იზოლაცია. რთული იყო, თუმცა გაცილებით მძაფრად აღვიქვი თავისუფლების არსი და ფიზიკური შეზღუდვების მნიშვნელობა.
ზუსტად ასეა სული სხეულში და ეს არ უშლის მას იყოს უკვდავი და უსასრულობის ნაწილი, როგორც პანდემიის იზოლაცია, ან ნებისმიერი სხვა იზოლაცია ვერ შეუშლის ადამიანს ხელს იყოს ადამიანი, განვიტარდეს, ბედნიერება და სიყვარული განიცადოს...
ჩემთვის ეს სამი წელი ძალიან ბევრის დანახვის საშუალება იყო.

Posted by: earth Sep 19 2022, 07:01 PM

td.........

QUOTE(td......... @ 19th September 2022 - 09:24 AM) *
ზუსტად ასეა სული სხეულში და ეს არ უშლის მას იყოს უკვდავი და უსასრულობის ნაწილი, როგორც პანდემიის იზოლაცია, ან ნებისმიერი სხვა იზოლაცია ვერ შეუშლის ადამიანს ხელს იყოს ადამიანი, განვიტარდეს, ბედნიერება და სიყვარული განიცადოს...

ძალიან დიდი ძალაა ასეთი პარალელის გავლება.
მომილოცავს რომ ასეთი დიდი ძალით აღიქვი.

Posted by: td......... Sep 19 2022, 09:19 PM

earth
💖

Posted by: Worldabove Dec 6 2023, 12:27 PM

ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და ამ ინტერნეტის და კომუნიკაციების ულიმიტო მაშტაბების წყალობით ყველას გაათმაგებულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, ფაქტიურად ამოსუნთქვის დრო არ გვაქვს. ამან გამოიწვია ეიფორირა, გადაღლილობა, დეპრესია და ეგზისტენციალური კრიზისი ადამიანებში, თითქოს შენი ცხოვრება შენს ხლთ აღარაა.

Posted by: earth Dec 6 2023, 08:13 PM

Worldabove

QUOTE(Worldabove @ 6th December 2023 - 01:27 PM) *
თითქოს შენი ცხოვრება შენს ხლთ აღარაა


კი სინამდვილეში მეც მასეთი გრძნობა მაქვს, თანდათან გვამონებენ, პირველყოფილი მონობის უღელი გვედგმება და ვერ ვხედავთ. რამდენი ადამიანი უკვე აღარ ხედავს ცისფერ ცას, რამდენს არ დაუნახია მეტად არც ვარსკვლავები, თავები დაბლა ჩარგული, თავისუფალი დრო,– მობილურები, დაუსრულებელი სანახავი, გასართობი ვითომ, მაგრამ გონების კარგი გამორეცხვა. რობოტები ვხდებით, მალე მათგან არანაირი განსხვავება აღარ გვექნება.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)