ინტერნეტში წავაწყდი ფილმს ვაქციანციაზე
http://rutube.ru/tracks/34246.html?v=6174469a5401a4ab98e7577e372d68f8&autoStart=true&bmstart=0
ჩემთვის ეს თემა ეხლა ძალიან აქტუალურია. ავცრა თუ არა ბავშვი? სამშობიარო სახლში ჩემ პატარას გაუკეთეს ბცჟ-ს ანუ ტუბერკულოზის აცრა, რომელიც დაგვიჩირქდა. უკვე 2 თვისაა და კიდევ არ გაგვიარა, თუმცა ექიმი თვლის რომ ეს პირიქით კარგი ნიშანია ვინაიდან იმუნიტეტი ებრძვის შეყვანილ ვირუსს.
პოლიკლინიკაში ახალ აცრას მთავაზობენ პოლიემილიტის ვაქცინა შეიძინეო და აუცილებლად გაუკეთეო.
ერთის მხვრივ, ვაქცინა ეს არის ავამდყოფობის დასუსტებული ვირუსი, რამდენი მცირე ავამდყოფობა უნდა გადაიტანოს ჩემ პატარამ და რამხელა დატვირთვაა ეს პატარა ბავშვის იმუნიტეტზე.
მაგრამ, ვაითუ არ გაუკეთებ ვაქცინაცია და რამე დაემართოს....
Uma
რთული შეკითხვაა მგონი და ხშირად მითქვამს კიდეც ვინ იცის რა სახის აცრებია ეს, ბავშვი როგორც დაიბადება მაშინვე აცრები
მაგრამ მე ავუცრიდი, რადგან თუ რამე დასჭირდა ბავშვს ისევ ექიმთან უნდა მიხვიდე და მერე გეტყვიან აი აცრა არ გააკეთეო და ამიტომ. მე ავცრიდი ჩემს შვილს, თუმცა ექიმებისა ცოტა არ იყოს არა მჯერა ამიტომ ვიმეორებ,– რთული შეკითხვაა...
რასაც ახლა დავწერ,შეიძლება პარანოიასავით გაიჟღეროს. მტკიცებას ვერ დავიწყებ.
საქმე იმაშია, რომ აცრები, რომლებსაც ახლა უკეთებენ ბავშვებს, არ შეიცავს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინას.ეს აცრები სულ სხვა მიზანს ემსახურება.
"ძლიერთა ამა სოფლისა" რომელთა ხელშიც არის რეალური მატერიალური ძალაუფლება დედამიწაზე, გადაწყვიტეს, რომ ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების ერთერთი გზაა დედამიწის მოსახლეობის შემცირება. ამ მიზნით შეიქმნა საიდუმლო პროგამა: ვითომ აცრების საშუალებით ადამიანების ორგანიზმში შეყავთ პრეპარატები, რომლებიც დამღუპველად მოქმედებს მათ რეპროდუქციულ თვისებებზე. ახლა არის ამ პრეპარატების ტესტირების სტადია. საცდელ პოლიგონად აირჩიეს ინდოეთი, რადგან იქ არის მოსახლეობის მატების ყველაზე დიდი და უკონტროლო ტემპები და საქართველო. რატომ საქართველო? არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, ყველაზე უპატრონო ქვეყანაა. შეიძლება იმიტომ რომ ერთი ქართველის ამბიცია ასი ინდოელის ამბიციას უდრის.
ალბად გახსოვთ რამოდენიმე სკანდალი აცრებთან დაკავშირებით, პრესაში რომ გაიპარა.
მე უბრალოდ გითხარით რაც ვიცი. ვერავის მოვუწოდებ არ აცრა შენი ბავშვი და ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე.
ზაზას ვეთანხმები. ძნელია პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ აცრა ზემოთ მოყვანილ მიზეზს თუ არ ჩავთვლით ისედაც არაა ბუნების კანონებით სასურველი და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ვაქცინა კარგიც რომ იყოს, ანუ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა სუსტდება საბოლოო ჯამში. მაგრამ ყველა სიტუაციაში ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.
თავის დროზე აცრების და ანტიბიოტიკების გამოგონებამ საშუალება მისცა კაცობრიობას დაემარცხებინა უკურნებელი და სასიკვდილო დაავადებების ეპიდემიები.
დღეს სიტუაცია შეიცვალა. ვირუსები და ბაქტერიები რეზისტენტულები ხდებიან ანტიბიოტიკების მიმართ,საჭირო ხდება დოზების გაორმაგება და ახალი, აგრესიული პრეპარატების გამოგონება. მათგან ზოგიერთს სერიოზული მავნე გვერდითი მოვლენები აქვთ.
რითი შეიძლება მათი ჩანაცვლება?
უხსოვარი დროიდან ცნობილია ვერცხლის ანტიბაქტერიული ზემოქმედების თვისება.ვერცხლის წყალში გახსნილი იონები რადიკალურად ზრდის ადამიანის იმუნიტეტს, არა აქვს გვერდითი მოვლენები და ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ ანადგურებს ადამიანის მიკროფლორას.ეს პროფილაქტიკის მიზნით.
გაცილებით უფრო ეფექტური საშუალებაა ბიორეზონანსული თერაპია ინფექციების და პარაზიტების წინააღმდეგ.
მე ჩემი Aშვილები მხოლოდ აუცილებელ დავადებებზე ავცერი, როგორიცაა პოლიომელიტი, ტეტანუსი, დიფტერია.. უარი ვტქვი ჰეპატიტის აცრაზე, რადგან აბსოლუტურად ულოგიკო არგუმენტები მომიყვანეს ექიმენბმა, ვიცი რომ ჰეპატიტი იმუნიტეტს არ ტოვებს, ანუ ნებისმიერი ფორმის გადატანისას შეიძლება დაავადება განმეორდეს რამდენჯერმედა სულ უფრო და უფრო რტული ფორმა შეიძინოს.. მე დავსვი კიტხვა ტუ ასეა რას ემსახურება აცრა, რამდენხნიანი ის, მისიმოქმედება, მაგალიტად ციტელა-ციტურა ტოვებს მყარ იმუნიტეტს.. მიპასუხეს აცრა 3-5 წლიანიაო.. რადგან ორგანიზმსჰი სჰემყავს ჰეპატიტის ვირუსი , ესეიგი ის გავლენას ახდენს გვიზლის ფუნქციაზე თქო, ხო ლოგიკურია, კიო, იმუნიტეტს არ ტოვებს და აბა რატომ ვცრიტ მეტქი. თანაც არ დაგავიწყდეთ იცრება B ჯგუფის ფორმაზე, იმაზე, რომელიც მხოლოდ მექანიკური გზით გადადის.. მოკლედ არგუმენტები იმდენად უაზრო და ალოგიკური მეჩვენა, ჩავთვალე რომ ჩემი შვილები საცდელი ვირთხების პონტში იქნებოდნენ ამ ახალი აცრის მიღების დროს და უარი ვთქვი..
td.........
რამდენი ხნის წინ დაგიწერია, მაგრამ რომ არ გამოგხმაურებოდი არ შემეძლო
როგორც ჩანს ექიმს დაეზარა ახსნა. პირველად ჰეპატიტის ვაქცინა ახალშობილს სამშობიაროში უკეთდება, თუ არ არის რამე უკუჩვენება (მაგალითად მცირე წონის ახალშობილი). იცრება იმიტომ რომ ძალიან გავრცელებულია და ძალიან ბევრი ქალი არის დაავადებული ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ, რადგან შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. ვერ გეტყვი რამდენ ორსულს აღმოაჩნდა B ჰეპატიტი.
მოზრდილ ასაკში კი, თუ რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნება, სავალდებულო არ არის ჰეპატიტზე აცრა. როგორც მახსოვს ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში არც არის შეტანილი. ბოლოს 3 თვის ასაკში კეთდება და ამით მთავრდება.
მაგრამ თუ ბავშვი/მოზარდი რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, რა თქმა უნდა ჯობია აიცრას.
აცრებზე ექიმებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და 20წლის წინაც ასე იყო, თუმცა არც ერთი აცრა არ მაქვს გაკეთებული (თუ ცოფისას არ ჩავთვლი , ძაღლის ორჯერ კბენის მერე : ) (მამაჩემის ხუშტურების გამო, როგორც ერთ ერთი ექიმის )
ჰოდა მამაჩემიც ექიმთა იმ ნაწილს მიეკუთვნებოდა და მიეკუთვნება დღემდე რომელიც თვლის რომ აცრები იმუნიტეტის ხელოვნური ტრავმირების წყაროა და რომ ბავშვს თუ იგი კარგად იზრდე ადა დედის რძე და სხვა მნიშვნელოვანი რამებეი მიღებული აქვს საკმარისზე მეტი იმუნიტეტითაა შეიარაღებული ბაქტერიების წინააღმდეგო : )
ასე რომ ალბათ აცრის გაკეთება არ გაკეთება მედიცინის კუთხით მხოლოდ მშობლის გადასაწყვეტია : )
ძალიან აქტუალური თემა
ბოლო დროს ძალიან იმატა იმ მშობლების როცხვმა, ვინც ამაზე უარს ამბობს, მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ყავს 2 წლის შვილი და არცერთი აცრა არ გაუკეთებია მისთვის.
არ მიყვარს ეს აცრები რა ღორის გრიპი რო მთელს ევროპას მოედო, სავალდებული იყო აცრების გაკეთება ყველასთვის და რატომღაც აცრილები იხოცებოდნენ ამაზე გაკეთდა სპეციალური გადაცემა, სადაც მოწვეულნი იყვნენ ექიმები და მათი მოწინააღმდეგეები. აღმოჩნდა რომ ექიმებმა არ იცოდნენ კონკრეტულად რა ნივთიერებებს შეიცავდა ვაქცინა.
არატრადიციული მედიცინის მიმდევრები ხშირად სვამენ "ვერცხლის წყალს", ვერცხლიან წყალს თუ როგორ ვუწოდო არ ვიცი
ever გადაცემა რომ გააკეთეს ეგ ნამდვილად არ არის გასაკვირი, გასაკვირი ის არის რომ ექიმებს პასუხი არ ქონდათ ბევრ კითხვაზე. მე არ მიგულისხმია რომ ყველა კვდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი ემსხვერპლა ამ აცრას კერძოდ ავსტრიაში.
მე მაგ დროს პორტუგალიაში ვცხოვრობდი და ჩემი ყურით ვუსმენდი და ჩემითვალით ვუყურებდი როგორ იძახდა ტიპი რო უნდა დაწყებულიყო მაშტაბური გამოძიება ამაზე
- > http://stevenjohnhibbs.wordpress.com/2010/02/04/investigation-chief-wodarg-the-swine-flu-pandemic-was-a-hoax/
მერე არც იმ ტიპს გადავაწყდი სადმე და არც გამოძიებაზე გამიგია რამე..........
td.........
Fee
ever დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისატვის, მე არ ჩავუტარე ჰეპატიტის აცრები ცჰემებს , მაშინ ვერცერთმა ექიმმა ვერ გამცა დამაჯერებელი პასუხი, ან თუნდაც ასე ახსნილად არ უთქვამთ არაფერი, გერმანიაშიც კი ვიკითხე და იქი საერთოდ მიპასუხეს ახალშობლების ჰეპატიტზე აცრა აქ არ ხდება საერთოდო.. მოკლედ ჩემი არგუმენტები მქონდა უარის სათქმელად. მე იმას ვაბრალებ, რომ იმ პერიოდში 6-12 წლის წინ ეს ვაქცინა იმდენად გამოუცდელი და ახალი იყო ჩვენთან, რომ ექიმებიც ვერ გვპასუხობდნენ პროფესიონალურად.
td.........
მესმის შენი. როცა არ იცი რას უკეთებენ, რა თქმა უნდა უარს იტყვი. გერმანიაში არ ვიცი როგორ იყო 6 წლის წინ. შეერთებულ შტატებში A ჰეპატიტზეც კი ცრიან.
ეხლაც არ აქვს ბევრ მშობელს ნორმალურად ინფორმაცია რატომ არის საჭირო ესა თუ ის ვაქცინა. ექიმებში იმდენად გავრცელებულია B ჰეპატიტი საქართველოში, რომ სასწრაფოდ დაიწყეს მთელი მედპერსონალის აცრა. თუმცა ბევრი ექიმი, რომლებიც სისხლთან მუშაობენ არ აიცრნენ. კერძო კლინიკებში მოთხოვნაა, თუ აცრილი არ არის, ვერ დაიწყებს მუშაობას. ისევე როგორც საზღვარგარეთ. სანიტრადაც კი ვერ დაიწყებენ მუშაობას თუ ჰეპატიტის ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ. ინსტიტუტშიც როცა აგზავნი საბუთებს, აცრების ცნობას ითხოვენ.
რაც შეეხება იმას, რომ აქ დაიწერა თითქოს ვაქცინაცია იმუნიტეტს აქვეითებს. თუ ცოტათი მაინც გვესმის იმუნიტეტი რა არის და როგორ მოქმედებს ვაქცინა, მივხვდებით რომ შეუძლებელია ერთმა ან 10მა ვაქცინამ იმუნიტეტი დააქვეითოს, პირიქით.
მოკლედ და ძალიან გასაგებად, ზედმეტი ტერმინების გარეშე ავხსნი
ვაქცინა-მცირე დოზით შეიცავს დაავადების აგენტს. ეს აგენტი ხელოვნურად შეგვყავს ორგანიზმში. მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა იმდენად მცირე დოზითაა, სამაგიეროდ ჩვენი იმუნიტეტი ძალიან ჭკვიანია. შეიცნობს მას როგორც უცხოს, ჩვენი ანტისხეულები გაანადგურებენ აგენტს და დაიმახსოვრებენ. შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ როდესაც უკვე ეს დაავადება შეიჭრება ორგანიზმში, იმუნური სისტემა უფრო სწრაფად იცნობს და გაანადგურებს.
ამიტომ აღარ კლავს წითელა და წითურა და კიდევ უამრავი დაავადება.
მაშინ რატომ ეშინიათ მშობლებს ვაქცინის?
უამრავი მიზეზი მოყავთ ხოლმე, რაც რეალურად სიმართლეს არც შეესაბამება.
ისტორია ხომ გახსოვთ, ყვავილის ვირუსმა რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. ჩვენს მშობლებს თუ დაკვირვებიხართ, მკლავზე შრამები რომ აქვთ აცრისგან ჩვენ აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვიკეთებენ ამ აცრას. თუმცა თუ ვირუსი კვლავ გამოჩნდება, ჩვენს ვაქცინაციასაც დაიწყებენ.
წარმოიდგინეთ რომ არ დაეწყოთ ყვავილზე აცრა. და იმან ვინც ვაქცინა გამოიგონა რა დღეში ჩააგდეს, ეს სულ სხვა ამბავია.
ever
გასაგებია და მართალია , რისკფაქტორის ჯგუფში მომუშავე ადამიანები რომ იცრებიან.. ჩემი მაგალიტად წიტელაზე ავცერი და მაინც დაემართა, მაგრამ მარტივად გადავიტანეთ, აი მისი ჯგუფელი კი ძლივს გადაარჩინეს, ის აუცრელი იყო.. მე არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო აცრებთან, და ბევრი დაავადება არარც არის ჩვენთან ამის გამო, მაგრამ მინდ ავიცოდე რატო ვცრი, რითი ვცრი და რისთვის.. ეს ჩემი უფლებაა)აი გრიპზე არ ვცრი და არც მე ვიცრები..შეიძლება არაა სწორი მედიკოსების შეხედულებით, მაგრამ ერთი ვირუსოლოგი მელაპარაკა მაგთემაზე და აღმოჩნდა გრიპის ვირუსებთან ბრძოლისას ორგანიზმში ისეთი ანტისხეულები წარმოიქმნება, რომელიც შემდგომში ხელს უშლის გადაგვარებული უჯრედების წარმოქმნას..აიმტომ 6 წლამდე ბავშვის ავადობის დიდი სიხშირე ნორმალურიაო, აი 6 წლის მერეც თუ ბავშვი სუსტი იმუნიტეტის მქონეა გრიპების და გაციებების მიმართ უკვე საგანგაშო არისო..უფროსი მართლაც , რაც სკოლაში წავიდა იშვიატად ავადობს.
td.........
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)