თავმდაბლობა смирение humbleness |
თავმდაბლობა смирение humbleness |
Jun 6 2013, 06:27 AM
Post
#21
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jun 6 2013, 02:24 PM
Post
#22
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 98 Joined: 28-December 12 Member No.: 6,950 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თავმდაბლობა ნიშნავს იყო ის ვინც ხარ იცხოვრო ნიღბის გარეშე, იყო ადამიანი
|
|
|
Jun 6 2013, 03:05 PM
Post
#23
|
|
RED soul Group: Members Posts: 148 Joined: 14-January 12 Member No.: 6,693 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE სუსტები ვართ და ამით ვაკომპენსირებთ რატომ გვეზიზღება ეს ცხოვრება? QUOTE ვერ ვერევით, ვერ ვთმობთ, ძალიან გვიზიდავს - აი ამიტომ გვეზიზღება ესენი როცა წავიკითხე, ბეჭდების მბრძანებლის ის მომენტი გამახსენდა, ადამიანი ბეჭდის ცდუნებას რომ ვერ უძლებს. ,,ადამიანები დამარცხდნენ და მათ ვერაფერში გამოვიყენებთ''. მახსოვს ჩემი თავმდაბლობის შედეგი. მართლაც რომ დიდი საიდუმლო დევს მასში. QUOTE მიიღეთ თავმდაბლობა,და ის რასაც ამდენი ხანი ეძებდით,თვითონ გიპოვით თქვენ. ძებნით არ ვიცი რას ვეძებდი, მაგრამ ვიცი, რომ მოვიდა ჩემთან ის, რაც მჭირდებოდა და ჩემთვის იყო. როგორც მშობელი ამჩნევს ბავშვის გავითარებას დღითიდღე, რომ ის სიმაღლეში იმატებს, რომ ის ახალს სწავლობს, გამოცდილებას იძენს, ისევე ვამჩნევდი ჩემს თავში იმ მიღწევებს, რასაც თავმდაბლობა და სიყვარული მჩუქნიდა. ისე მალე მიმდინარეობდა პროგრესი, რომ 1 თვეში შევიცვალე და წარსულში ჩადენილი საქციელები უბრალოდ დამავიწყდა, ვერ ვიხსენებდი რატომ ვიყავი ისეთი(ნუ ლოგიკურად ყველაფერი გასაგებია). გადასვლა ისე მოხდა, თითქოს ახლად დავიბადე და ძველი არ მჭირდებოდა. ფაქტობრივად ცხოვრება ახლად დავიწყე. მასოვს მომენტი, როცა რაიმეს დავაშავებდი და ამ სიმძიმეგადაკიდებული გავივლიდი ხატებთან(რაც არ ნიშნავდა რომ მათ შევხედავდი, რადგან თვალს ვერ ვუსწორებდი) ცრემლები მომდიოდა, ძალიან ცხელი. ეს ერთგვარო სირცხვილის გრძნობაც არის. თან გერიდება, თან გრცხვენია და ეს იმიტომ ხდება, რომ გიყვარს. თავმდაბლობასაც გააჩნია. გააჩნია ვის მიმართ. მართალია ბოროტება სიყვარულით უნდა დავამარცხოთ, მაგრამ ამაშიც არის პატარ-პატარა მომენტები, რომელიც ''კანონს'' არ ემხრობა. იყო თავმდაბალი ნიშნავს - ცხოვრობდე რეალურ სამყაროში. მართლაც, რომ უმრავლესობას არ ესმის რა არის თავმდაბლობა. დღეს ყველაფერი დასწრებაზეა, როგორც ღორების ფერმაში, ან მგლების ხროვაში. ხალხმა არ იცის, რას ნიშნავს ცხოვრობდე დედამიწაზე და არა არსებობდე. ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა პატივი ვცეთ, გვერიდებოდეს და გვიყვარდეს ჩვემი სხეული და ჩვენი არსება. ვიცოეთ, თუ რას ნიშნავს ის და რა ადგილი უჭირავს სამყაროში. თავმდაბლობა არის იარაღი, რითაც შეიძლება დავამსხვრიოთ მტრის ნებისმიერი იარაღი და ნაფოტებად ვაქციოთ. ეს არის სიყვარულის უზარმაზარი ნაკადი, როცა ბოროტებას ბოროტებით უნდა უპასუხო და შენ პატიებით, სიყვარულით პასუხობ. ამაზე დიდი საოცრება რა გინდა. მიყვარს ჩიტებისთვის საკენკის დაყრა. ეს ბოლო დღეებია, ვგრძნობ რომ მათ მერიდება და მეცხვენია. ისინი ბევრ რამეში მეხმარებიან. ჩემი ყოველი სულიერი ბრძოლა მათთან ერთად ხდება. ვაი თუ ისინი ჩემს სისუსტეებს ხედავენ. მართლაც რომ ხედავენ ისინი ყველაფერს. ნახევარი წელია, ბუნებაში ყველაფერს ველაპარაკები, ვგრძნობ და მათთან ერთად ვცხოვრობ. ისინი ხელს მიწყობენ რაიმე სურვილის განხორციელებაში. იმ გზით, როგორც გეხმარება ამგვარი მოემნტი: როცა ადამიანი გთავაზობს დახმარებას და შენი გადასაწყვეტია მას დაეხმარები თუ -არა. მაპატიეთ სიტყვა რომ გამიგრძელდა, მაგრამ მსიამოვნებს აქ საუბარი -------------------- |
|
|
Jun 6 2013, 08:48 PM
Post
#24
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
MinD
კაი რამეებს წერ. დაახლოებით მასეთი განცდები მქონია, ოღონდ ბოლომდე ვერ ვთავისუფლდები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 6 2013, 09:25 PM
Post
#25
|
|
RED soul Group: Members Posts: 236 Joined: 5-June 13 From: - - - Member No.: 7,109 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
MinD
საოცარი ადამიანი ხარ -------------------- 白狼
|
|
|
Jun 6 2013, 09:28 PM
Post
#26
|
|
RED soul Group: Members Posts: 236 Joined: 5-June 13 From: - - - Member No.: 7,109 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
MinD
საოცარი ადამიანი ხარ -------------------- 白狼
|
|
|
Jun 6 2013, 09:35 PM
Post
#27
|
|
RED soul Group: Members Posts: 148 Joined: 14-January 12 Member No.: 6,693 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
QUOTE დაახლოებით მასეთი განცდები მქონია, ოღონდ ბოლომდე ვერ ვთავისუფლდები რისგან ვერ თავისუფლდები? anonimus შენ ეტყობა ფორუმი ჯერ არ დაგითვალიერებია . პირველად წაიკითხვის სიამოვნება წინ გაქვს . ნუ იჩქარებ, დრო საკმარისი გაქვს. ამ ფორუმის მოსწავლე ვარ მე იმედია ვამართლებ -------------------- |
|
|
Jun 6 2013, 10:00 PM
Post
#28
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
MinD
ციტატა რისგან ვერ თავისუფლდები? ჩემში არსებული ნეგატივისგან
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 7 2013, 12:18 AM
Post
#29
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,130 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
MinD
QUOTE მაპატიეთ სიტყვა რომ გამიგრძელდა, მაგრამ მსიამოვნებს აქ საუბარი გაგიგრძელდაო?! გაგიგრძელდა კი არა ეს იყო სიტყვა გულიდან გამოსული, სიყვარულით გამთბარი და სხვა ადამიანთათვის იმედის მიმცემი. მინდა გითხრა დიდი მადლობა რომ დღეს ასე გამითბე გული |
|
|
Jun 7 2013, 12:28 AM
Post
#30
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,130 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
MinD
QUOTE მიყვარს ჩიტებისთვის საკენკის დაყრა. ეს ბოლო დღეებია, ვგრძნობ რომ მათ მერიდება და მეცხვენია. ისინი ბევრ რამეში მეხმარებიან. ჩემი ყოველი სულიერი ბრძოლა მათთან ერთად ხდება. ვაი თუ ისინი ჩემს სისუსტეებს ხედავენ. მართლაც რომ ხედავენ ისინი ყველაფერს. ნახევარი წელია, ბუნებაში ყველაფერს ველაპარაკები, ვგრძნობ და მათთან ერთად ვცხოვრობ. ისინი ხელს მიწყობენ რაიმე სურვილის განხორციელებაში. იმ გზით, როგორც გეხმარება ამგვარი მოემნტი: როცა ადამიანი გთავაზობს დახმარებას და შენი გადასაწყვეტია მას დაეხმარები თუ -არა. ჩიტუნებს როგორც ანგელოზებს ისე ვუყურებ |
|
|
Jun 7 2013, 10:26 PM
Post
#31
|
|
RED soul Group: Members Posts: 188 Joined: 12-June 12 From: თბილისი Member No.: 6,828 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც არუნდა ისწავლო, იწვალო თავნდაბალი ძალით ვერ გახდები, ადამიანის ბუნება ძალით გარდაქმნას ძნელად ექვემდებარება, ყოველშემთხვევაში მე არ მჯერა ამისი. თავმდაბლობა ბუნებისგან მონიჭებული უდიდესი ნიჭია, ყურადღებით წავიკითხე თქვენი პოსტები, მე მაინც იქითკენ მივდივარ იესო რომ ამბობს, თუ თავიდანვე არ ხართ ცხოვრების წიგნში ჩაწერილი, ვერ იხილავთ ცათა სასუფეველს-ო. მარტო სწავლება, აღზრდა და სიცოცხლე ძალათ თავმდაბლობით არამგონია საკმარისი იყოს. თავმდაბალი ვერ გახდები, ასეთი უნდა დაიბადო.
|
|
|
Jun 9 2013, 09:03 PM
Post
#32
|
|
RED soul Group: Members Posts: 236 Joined: 5-June 13 From: - - - Member No.: 7,109 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვერ დაგეთანხმები tamriko_faso ადამიანის ჩამოყალიბებე დამოკიდებულია იმ გარემოზე სადაც ის იზრდება
ვერ დაიბადები თავიდანვე ანგელოზი ... ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა შEიძინო და ისწავლო ასევეა თავმდაბლობაც -------------------- 白狼
|
|
|
May 6 2014, 02:56 AM
Post
#33
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თავმდაბლობაში რა იგულისხმება მე არ ვიცი
ბევრნაირი არსებობს მაგალითად ჩემი მეგობარი მიყვებოდა რომ ბარში შეხვდა ერთ ცნობილ ჟურნალისტს და ეს ჟურნალისტი ეჩხუბა მენეჯერს თუ ვიღაცას, რადგან იმას ტუალეტტან ახლოს მდებარე მაგიდასთან დასვა, არადა წინასწარი შეკვეთა არ იყო და სხვა ადგილი ვერ ვნახეო მე არ ვარ ცნობილი, მაგრამ სამსახურში ერთი ოთახი იყო თავისუფალი, სადაც დაჯდომა არავის უნდოდა, რადგან პატარა, ცივი ოთახი იყო და გვერდით საჭირო ოთახი, არადა ბევრი ადამიანი, ფართი ცოტა, თან ყველას კარგი ადგილი უნდოდა და ერთი ამბავი იყო მე შევედი უფროსთან და ვთხოვე რომ იქ გადავეყვანე ძალიან დიდ პლიუსად ჩათვალეს ეს, კომპლიმენტები მივიღე რა თავმდაბალი, უპრეტენზიო ადამიანიაო, მაგრამ ხომ არ იცოდნენ იმათმა, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ კარგი ადგილი განთავისუფლებულიყო და მე ამეტანა სხვისთვის ეს ცუდი ადგილი იმ ოთახში უბრალოდ მარტო ვიქნებოდი ვიცოდი და იმდენად არ მომწონდა ჩემს ოთახში მყოფი ხალხი და ვიცი არც ერთ ოთახში არ მომეწონებოდა და იმდენად ცუდათ ვიყავი ამ ყოველდღიური სავალდებულო ურთიერთობებით, რომ მზად ვიყავი სარდაფშიც წავსულიყავი. არ შემიძლია ადამიანს რამე ვთხოვო, არ შემიძლია პირადი ინტერესების გამო დავიმცირო თავი და თავის დამცირებაში არაფერს განსაკუთრებულს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმას, რასაც ყოველდღე უამრავი ადამიანი აკეთებს სამსახურში. ამის გამო გამოცვლილი მაქვს ძალიან ბევრი სამსახური, გამომიშვეს მარტო ორიდან, დანარჩენებიდან მე წამოვედი. ჩემს თანამდებობაზე თუ არის სხვა ვინმე და ანალოგიურ პირობებში ვართ და თუ იმ სხვამ ამ საქმეში ჩემზე ცოტა იცის, ვერანაირი ხელფასი ვერ გამაძლებინებს. სხვა მხრივ, ხმას არ ვიღებ, არავის საქმეში არ ვერევი, შემიძლია ნებისმიერ პირობებში გაძლება, არ ვანიჭებ მნიშვნელობას ადამიანს ფული აქვს თუ არა მე ვუთხარი ფსიქოლოგს ერთხელ, რომ ძალიან სამართლიანი და თავმდაბალი ადამიანი ვარ, თუ სამსახურში მომეწონა ადამიანი და დამლაგებელია ვედაქალები და თუ ჩემი უფროსია და არ მომეწონა, ზრდილობის ფარგლებში ვიქნები შორს და ცივადთქო და მითხრა პირიქით ეს ეგოიზმი და ამპარტავნებააო არ ვიცი რომელია, საერთოდ მე ვთვლი, რომ თავმდაბალი ადამიანი (თუ არ თამაშობს და მართლა ასეთია) დაკომპლექსებულია და არათავმდაბალი, რადგან ადამიანის ბუნებაში მოდის წინააღმდეგობათან ან ყველა თავმდაბალი ადამიანი, რომელმაც რომელიმე ილუზიის ხარჯზე მიაღწია თავმდაბლობას, იგივე ამ თავმდაბლობით ამპარტავანია თუნდაც ამას არ აღიარებდეს საკუთარ თავთანაც -------------------- Should I kill myself, or have a cup of coffee?
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th April 2024 - 06:24 AM |