IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება
progress
post Jul 30 2011, 03:05 AM
Post #41


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 67
Joined: 27-July 11
Member No.: 6,525

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მგონია რომ რელიგია (რელიგიები) არის ბრძენი კეთილი კაცის მიერ გამოგონილი და ასევე გამოვრიცხავ ყველანაირად მომავალში რელიგიების არსებობას!


--------------------
"Ubedurebis mizezi sakutar tavshi edzie"
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Jul 30 2011, 10:54 AM
Post #42


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავიდან იყო პირველყოფილი ადამიანები და არ იცოდა რა იყო რელიგია . შემდეგ ბუნებამ შეცვალა ცხოვრება, გაჭირვებისგან იქმნება რელიგია. რელიგია ქმნით ერთ უფროსად და შემდეგ შეიქმნა თაყვამცემლობა ყველა საგნებზე. შემდეგ აზროვნება ვითარდება, იქმნება სიბრძნე და ეს სიბრძნე იყოფა - ხუმრობა, მოტყუება, აზროვნება, გაგება და ა.შ.
გაიყო ორად რელიგია და სიბრძნე- რელიგია ქმნით ბრმა რწმენა - კეთილისა და ბოროტის ამოცნობა. სიბრძნე ქმნით - კარგად დაფიქრება, აზროვნების განვითარება და თავისუფლება.
შემდეგ იქმნება ღმერთის დახმარება - ეს რელიგია და სიბრძნე არაა
თითოულ ადამიანში უჩნდება ძლიერი რწმენა- ის ქმნით ადამიანთა ძალათ და მოუწოდებს ერთ-ღმერთიანობას და ა.შ. მაგრამ მიმდევრობიდან შეიქმნა განხეთქილება და ისევ რელიგიად შეიქმნა - გაერთიანა რელიგია სიბრძნე.


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 30 2011, 12:17 PM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vano kazbegi
QUOTE(davithet @ 30th July 2011 - 10:54 AM) *
თავიდან იყო პირველყოფილი ადამიანები და არ იცოდა რა იყო რელიგია .


მე მგონი თქვენ არ იცით, რომ ადამიანი ევოლუციას კი არა დევოლუციას განიცდიდა მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში, და წინა ეპოქებში გაცილებით უფრო სრულყოფილი ადამიანები იყვნენ, ვიდრე ახლა არიან (ნუ ეს ბოლო საუკუნე არ ითვლება, ახლა მართლა ხდება რაღაც სულიერი ევოლუციასავით), ეს შეხედულებები ნეანდერტალელ ადამიანზე და დარვინის მსგავსი იდეები მცდარია და ეს დამტკიცებულია კიდეც (ოღონდ მეცნიერება ამაზე თვალებს ხუჭავს).

ძველად ადამიანები მისდევდნენ ჭეშმარიტ რელიგიას, დაყოფისა და ცრუ ეგოიზმის გარეშე, ახლა კი რელიგია პოლიტიკად იქცა. მაგრამ ისევ ვიმეორებ, ეს ადამიანების დამსახურებაა და არა თავად რელიგიური მოძღვრებების.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Jul 30 2011, 01:24 PM
Post #44


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაიდოს რა ფაქტები
რაში ჭირდებათ მეცნიერებს იმაზე თვალის დახუჭვა, რომ ნეანდერტალელები არ არსებობდნენ და ადამიანი დევოლუციას განიცდიდა...


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Jul 30 2011, 01:43 PM
Post #45


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(zura2 @ Jul 30 2011, 01:24 PM) *
დაიდოს რა ფაქტები
რაში ჭირდებათ მეცნიერებს იმაზე თვალის დახუჭვა, რომ ნეანდერტალელები არ არსებობდნენ და ადამიანი დევოლუციას განიცდიდა...

მართალი ხარ. ფაქტი უნდა იყოს . თვითონ რელიგია ხუჭავს თვალს და არა მეცნიერება


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 30 2011, 03:59 PM
Post #46


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zura2
QUOTE(zura2 @ 30th July 2011 - 01:24 PM) *
დაიდოს რა ფაქტები
რაში ჭირდებათ მეცნიერებს იმაზე თვალის დახუჭვა, რომ ნეანდერტალელები არ არსებობდნენ და ადამიანი დევოლუციას განიცდიდა...


ამ წიგნშია ფაქტებიც და არგუმენტებიც:

"ადამიანის დევოლუცია"

http://www.klex.ru/4lu


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 30 2011, 04:05 PM
Post #47


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეც დოკუმენტური ფილმი ადამიანის დევოლუციაზე:



http://www.youtube.com/watch?v=OB4sf-svZMI

http://smotri.com/video/view/?id=v1366963144f


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 30 2011, 04:29 PM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(zura2 @ 30th July 2011 - 01:24 PM) *
რაში ჭირდებათ მეცნიერებს იმაზე თვალის დახუჭვა, რომ ნეანდერტალელები არ არსებობდნენ და ადამიანი დევოლუციას განიცდიდა...


ამაზე ერთ-ერთი პასუხი ასეთია.

დღესდღეობით თანამედროვე მეცნიერება ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი ავტორიტეტი და უარყოფს იმ ფაქტს, რომ მეცნიერების ეს მიმართულება ჩიხში მოექცა. დარვინის ევოლუციის თეორიის ნგრევა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია მათთვის, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. შესაბამისად ეს თემა ტაბუდადებულია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 31 2011, 10:12 AM
Post #49


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატმანს ვეთანხმები, ადამიანი მუდმივად ქვევით მიდიოდა, სამყარო გამუდმებით ცდილობდა მის ამოქაჩვას სხვადასხვა მეთოდებით,მაგრამ კაცობრიობა საოცარი სისწრაფით მიექანება თავდაღმართში...თU მალე არ დადგება სულიერი გამოფხიზლების პერიოდი ადამიანთა გარკვეულ ნაწილში მაინც კაცობრიობა (ამ სახით) უბრალოდ თავს დაიღუპავს.გაინადგურებს.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 1 2011, 10:45 AM
Post #50


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Gia Amilaxvari @ Jul 29 2011, 05:02 PM) *
ანანდა

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთი?


სანამ ჩემს განმარტებას წარმოგიდგენ– უკეთესი იქნება შეძლებისდა გვარად სხვებმაც დააფიქსირონ თუნდაც თქვენ!

არც იესოს და არ ბუდას და არც კიდე სხვას რელიგიები არ შეუქმნიათ– დიდი შეცდომაა როცა მათ რელიგიის ფუძემდებლებად მოიხსენიებენ.

რომელიმე სწავლება რელიგიად რომ იქცეს ამისთვის მან გარკვეული პირობა უნდა დააკმაყოფილოს (აუცილებელი და საკმარისი პირობა).

Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Aug 1 2011, 04:19 PM
Post #51


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Jul 30 2011, 04:29 PM) *
ამაზე ერთ-ერთი პასუხი ასეთია.

დღესდღეობით თანამედროვე მეცნიერება ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი ავტორიტეტი და უარყოფს იმ ფაქტს, რომ მეცნიერების ეს მიმართულება ჩიხში მოექცა. დარვინის ევოლუციის თეორიის ნგრევა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია მათთვის, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. შესაბამისად ეს თემა ტაბუდადებულია.

ვერ დაგეთანხმები
იუთუბზე ასევე წარმატებით შეიძლება ვიდეოების ნახვა, სადაც ევოლუცია მტკიცდება
დარვინის თეორიის უარყოფა არანაირად არ შეარყევს მეცნიერების ავტორიტეტს, (საერთოდ მეცნიერებას რაში ჭირდება ავტორიტეტი), პირიქით თუ ვინმე სერიოზულ მიღწევებს გააკეთებს მაგ სფეროში, ნობელის პრემიასაც გამოკრავს ხელს
ტაბუდადებულობაშიც ვერ დაგეთანხმები
არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ევოლუციას და ცვლილებებს მხოლოდ ერთი სახეობის ფარგლებში აღიარებენ და დარვინის თეორიას ეწინააღმდეგებიან და ამაზე ღიად მიდის კამათი
მე მაგალითად ევოლუციის გარდა ვერაფრით ავხსნი რაში სჭირდება ადამიანს ეშვები, რომელიც არაა მტაცებელი ცხოველი და საკბეჩი და საღეჭი კბილებითაც მშვენივრად შეჭამდა საჭმელს, ეშვები კი სრულიად უსარგებლო გადმონაშთია, ისევე როგორც ადამიანის სხეულის რამდენიმე სხვა ნაწილი


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Aug 1 2011, 04:20 PM
Post #52


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Jul 31 2011, 10:12 AM) *
სამყარო გამუდმებით ცდილობდა მის ამოქაჩვას სხვადასხვა მეთოდებით,მაგრამ კაცობრიობა საოცარი სისწრაფით მიექანება თავდაღმართში

და კაცობრიობა სამყაროზე გაცილებით ძლიერია და სამყარომ ვერაფრით მოახერხა მისი ამოქაჩვა...


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Aug 1 2011, 04:24 PM
Post #53


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანანდა @ Aug 1 2011, 10:45 AM) *
სანამ ჩემს განმარტებას წარმოგიდგენ– უკეთესი იქნება შეძლებისდა გვარად სხვებმაც დააფიქსირონ თუნდაც თქვენ!

რაკი მართლა მაინტერესებს თქვენი განმარტება, მოდი მე დავიწყებ.
ღმერთის, როგორც პიროვნების არსებობა საერთოდ არ მწამს
ჩემი აზრით ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე მარადარსებული ვიღაც, რომელსაც მობეზრდა მარტოობა და სამყარო შექმნა.
თუ მაინცდამაინც ღმერთი შემიძლია დავარქვა ძალას, რომელმაც სამყაროს შექმნა გამოიწვია, მაგრამ არაა აუცილებელი ეს ძალა ცნობიერი და გონიერი ყოფილიყო (ან საერთოდ სამყაროს სეიძლება სულაც არ ქონია დასაწყისი)
კაცობრიობის რელიგიების ღმერთები კი ან ბუნების მათთვის ამოუხსნელი მოვლენებია, ან უცხოპლანეტელები ან დედამიწაზე ადრე არსებული განვითარებული რასა, რომლებმაც ადამიანი შექმნეს არ რაღაც ფორმით გავლენა მოახდინეს მათ განვითარებაზე
უცხოპლანეტელების და განვითარებული დედამიწური რასის იდეას ნაკლებად ვემხრობი


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 1 2011, 04:47 PM
Post #54


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zura2

ყველას იმ რეალობას უდასტურებს ღმერთი, რისი დაჯერებაც თვითონ უნდა, ასე რომ ვერ გეკამათები. ფაქტს ცოტა ხანში იხილავ: მეცნიერების მიერ "გაქაჩული" ცივილიზაცია დაინგრევა. მერე ამას ალბათ შემთხვევითობას დააბრალებ...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
zura2
post Aug 1 2011, 05:13 PM
Post #55


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 180
Joined: 11-June 11
From: თბილისი
Member No.: 6,486

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Aug 1 2011, 04:47 PM) *
zura2

ყველას იმ რეალობას უდასტურებს ღმერთი, რისი დაჯერებაც თვითონ უნდა, ასე რომ ვერ გეკამათები. ფაქტს ცოტა ხანში იხილავ: მეცნიერების მიერ "გაქაჩული" ცივილიზაცია დაინგრევა. მერე ამას ალბათ შემთხვევითობას დააბრალებ...

რომ არ დაინგრეს შენ რას დააბრალებ?
ისეთ რეალობას, რომელიც მარტო იმიტომ არსებობს რომ ვიღაცას მისი სჯერა, ჩემი აზრით აზრი არ აქვს
მატრიცაში ხო არა ვართ
თუ მართლა ეგრეა და ყველა იმ რეალობაში ხვდება, რომლისაც ჯერა, მაშინ მე მინდა რომ ამ ყველაფრის მაღლა და გარეთ ვიდგე, მე როგორ რეალობაში მოვხვდები?


--------------------
დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 1 2011, 05:18 PM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zura2
QUOTE(zura2 @ 1st August 2011 - 05:13 PM) *
რომ არ დაინგრეს შენ რას დააბრალებ?


აუცილებლად დაინგრევა, ერთბაშად არა, მაგრამ ეტაპობრივად... საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ ჩანაცვლდება ჰარმონიული საზოგადოებით და წყობით, მაგრამ ეს საუკეთესო შემთხვევაში (და ამის დიდი იმედი არ მაქვს).

QUOTE(zura2 @ 1st August 2011 - 05:13 PM) *
ისეთ რეალობას, რომელიც მარტო იმიტომ არსებობს რომ ვიღაცას მისი სჯერა, ჩემი აზრით აზრი არ აქვს


არა, რეალობები ჩვენი არჩევანის გამო არ არსებობს. რეალობები თავისთვის არსებობს, ჩვენ უბრალოდ ვირჩევთ, რომელში მოვხვდეთ. ისევე, როგორც ბოროტმოქმედი ირჩევს რეალობას, რომელსაც ჰქვია ციხე. ეს ციხე მას არ შეუქმნია. მან უბრალოდ იქ ჩაჯდომა აირჩია თავისი ქმედებებით.

QUOTE(zura2 @ 1st August 2011 - 05:13 PM) *
თუ მართლა ეგრეა და ყველა იმ რეალობაში ხვდება, რომლისაც ჯერა, მაშინ მე მინდა რომ ამ ყველაფრის მაღლა და გარეთ ვიდგე, მე როგორ რეალობაში მოვხვდები?


იმისთვის რომ რაღაცას მიაღწიო, მინიმუმ ძალიან უნდა გინდოდეს ეს რაღაც და მოთმინება და ენთუზიაზმი გქონდეს ამისთვის. და რა თქმა უნდა საჭიროა, რომ ხედვადე ამ მიზანს, თავიდან თეორიულად მაინც... და შენ ვერ დაინახავ, თუ იმან არ დაგანახა, ვინც უკვე ხედავს....


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 1 2011, 05:20 PM
Post #57


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zura2
კაცობრიობა თავისუფალი თავის არჩევანში, სამყარო კი მოძალადე არაა, ასე რომ შენი ირონია უსაფუძვლოა..smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
litasi
post Aug 2 2011, 01:56 AM
Post #58


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 10-March 10
From: in my soul
Member No.: 6,174

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთი რამ ფაქტია.... სამყაროს აქვს კანონზომიერება და ის რაღაცა პრინციპით ძალიან გონივრულადაა მოწყობილი... მასში უთუოდ დევს გონი...
რელიგია კი ესაა მხოლოდ ადამიანთა მცდელობა გაერკვეს ამ კანონზომიერებაში და იცხოვროს შესაბამისად.... თუმცა სამწუხაროდ ასეთი მცდელობა და შესაბამისად რელიგიად ჩამოყაიბება, ყოველთვის ისევ ადამიანთა მიერ არასწორად აღქმულ დოგმებად ჩამოყალიბებულ, გადაცდომებით სავსე და ხშირად სხვათა და სხვათა სუბიექტური ხედვებით სვსე მოძღვრების სახეს იღებს ხოლმე ....
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 2 2011, 12:19 PM
Post #59


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(zura2 @ Aug 1 2011, 04:24 PM) *
რაკი მართლა მაინტერესებს თქვენი განმარტება, მოდი მე დავიწყებ.
ღმერთის, როგორც პიროვნების არსებობა საერთოდ არ მწამს
ჩემი აზრით ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე მარადარსებული ვიღაც, რომელსაც მობეზრდა მარტოობა და სამყარო შექმნა.
თუ მაინცდამაინც ღმერთი შემიძლია დავარქვა ძალას, რომელმაც სამყაროს შექმნა გამოიწვია, მაგრამ არაა აუცილებელი ეს ძალა ცნობიერი და გონიერი ყოფილიყო (ან საერთოდ სამყაროს სეიძლება სულაც არ ქონია დასაწყისი)
კაცობრიობის რელიგიების ღმერთები კი ან ბუნების მათთვის ამოუხსნელი მოვლენებია, ან უცხოპლანეტელები ან დედამიწაზე ადრე არსებული განვითარებული რასა, რომლებმაც ადამიანი შექმნეს არ რაღაც ფორმით გავლენა მოახდინეს მათ განვითარებაზე
უცხოპლანეტელების და განვითარებული დედამიწური რასის იდეას ნაკლებად ვემხრობი


ცოტა შორიდან დავიწყებ, ფაქტია რომ ჩვენ ვარსებობთ და გვაქვს საშუალება აღვიქვათ გარემომცველი სამყარო.

წარმოიდგინეთ პატარა გამჭვირვალე სფერო, რომელიც თანაბარ აჩქარებულად დაიწყებს ზრდას. იგი ჯერ თქვენ მოგიცავთ, მერე სახლს, ქუჩას, ქვეყანას, დედამიწას და ა.შ.

თითოეულ ეტაპზე, სფერო შეივსება ახალი და ახალი ობიექტებით. თუ პარალელურად ამ ობიექტების ფიქსაციას და მათ იდენტიფიკაციას მოვახდენთ, სახეზე გვექნება სინამდვილის "კვანტური სურათი"(ფრაგმენტები, რომელიც ერმანეთთან აზრობრივი ლოგიკური ჯაჭვით იქნება დაკავშირებული.

ამ სურათის ასახვა და მისი ფიქსაცია, გარკვეულ უნარებსა და თვისებებს მოითხოვს ამსახველისგან– ადამიანისგან (რომელიც ამ შემთხვევაში რეალობის ამსახველ დეტექტორად გვევლინება)

თუ თვით ამ პროცესს დავაკვირდებით, რამდენიმე გართულებას წავაწყდებით.

1. პროცესის მიმდინარეობისას სახეზეა ორი პარალელური მოძრაობა– წარმოსახვითი სივრცის ობიექტური შევსება (მატერიით ენერგიებით, ხილული თუ უხილავი სუბსტანციებით) და სუბიექტური ფაქტორი– თვით ადამაინის თვისებები და განვითარების დონე, ხედვის სიღრმე და თუნდაც ის რაკურსი, რომელი კუთხიდანაც შემმეცნებელი ამ პროცესს აკვირდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იძლევა ცდომილებას და "ობიექტური"–იქცევა– "სუბიექტურად"

2. რაც უფრო "გაფართოვდება სფერო", ანუ რაც უფრო გაიზრდება მისი ზომა და მეტ სივრცეს მოიცავს იგი. დაიკვირვება მისი ახალი ობიექტებით შევსების სიხშირის შემცირება, ანუ მასში სიახლის ზომა დაიკლებს და ბოლოს კრიტიკულ ზღვრამდე მივალთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ "რაც არ უნდა შორს გავწიოთ სფეროს კედლები", მასში რაიმე პრინციპულად განსხვავებული აღარ მოხვდება.(ეს სამყაროს დანახვის ერთ–ერთი მოდელია, ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევძელით ამის მოხერხება).

რეალურად კი, თუ ვინმეს წამოწყებული ჰქონდა მსგავსი შემეცნების პროცესი (ვერსიები ინდივიდუალურია) იგი რაღაც ზომამდე მიდის და ინდივიდუალური დეკოდერის სიძლიერის ფარგლებში წყვეტს თვალსაწიერის ზრდას.

შესაბამისად მივდივართ ჰიპოტეტურ დასკვნამდე, რომ რეალობის ამსახავი დეტექტორის დაუხვეწაობისა გამო, და კიდევ იმის გამო, რომ ასახული სინამდვილე არასრულია. ნებისმიერი ობიექტების იდენტიფიკაციის დროს (სამყაროში არსებულ თითოეულ ობიექტს თავისი არსი და შინაარსი აქვს) ადგილი აქვს ცდომილებას.

კაცობრიობის განვითარების მანძილზე, დაგროვდა ამ პროცესში ჩართული ადამიანების მიერ შემეცნებული და შემდეგ საკუთარი მონაცემების ფარგლებში ასახულ–გადმოცემული სამყაროს მოდელები. თუ მათ კლასიფიკაციას მოვახდენთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმთავრესად ორი კატეგორიის მოდელია სახეზე. პირველი–მოდელირებული სამყარო, სადაც ფიგურირებს: ღმერთი, აბსოლუტი, იმქვეყნიური ცხოვრება, რეინკარნაცია, ცოდვა, საშინელი სამსჯავრო, სულის მარადიულობა და ა.შ და მეორე სადაც, ყველაფერი ეს არ არსებობს. ყოველივე ის, რასაც ჩვენ ვხედავთ –სამყაროში მიმდინარე შემთხვევითი პროცესების, ევოლუციების, ინვოლუციების შედეგია.

ახლა ჩემს პოზიციას რაც შეეხება. მე არც პირველს ვიზიარებ სრულად და არც მეორეს(ჭეშმარიტება სადღაც შუაშია)

რაც შეეხება ღმერთის რაობას, როგორც ზემოთ ავღნიშნე ორი ძირითადი მოდელი გვაქვს. ეს მოდელები თავის თავში იყოფა სუბ, თუ ქვე მოდელებად. რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეში ერევა ამ მოდელებში დაფიქსირებული ობიექტების, მოქმედი პერსონების, თუ გმირების როლი, არსი, თუ ფუნქცია. რის შესაბამისადაც ხდება მათი სახელების ინტერპრეტირება, განსაზღვრა იმისა თუ ვინ ვინ არის.

გადმოცემულია სიუჟეტი, რომლის შინაარსიც მარტივად რომ ვთქვათ არის "სამყაროს შექმნა და მისი აღსასრული".
ამ სიუჟეტს, თითოეული მოდელირების ავტორი თავისებურად გვისახავს–ახდენს ინსცენირებას, წარმოგვიდგენს ამბავს, რომელიც მისი აზრით ვითარდებოდა და ვითარდება "კოსმიურ სცენაზე".

ასე რომ, გვაქვს რამოდენიმე "ძლევამოსილი დრამატურგის" მიერ დაწერილი "პიესა" და "ავტორიტეტული რეჟისორების" მიერ "დადგმული მათი ვერსიები"– ტრადიციული, გავლენიანი რელიგიები და ფილოსოფიური სკოლები ერთის მხრივ და ჩვენი, "ამ შემთხვევაში აუდიტორიის" მიერ "ამ წარმოდგენაზე დასწრების" შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების გავლენით ჩამოყალიბებული "პერსონალური მოდელები." (არც იესოს და არც ბუდას რელიგიები არ შეუქმნიათ, არც რომელიმე მათ ჩანაწერსა აქვს ჩვენამდე მოღწეული)

მე პირადად საკმარისად ბევრ "ინსცენირებას" გავეცანი და კარგა ხანს მათი შთაბეჭდილების ქვეშ, სხვადასხვა "მოდელირებული ვერსიებით "ვტკბებოდი". თუმცა "ვაგლახ ეს სოფელი გაახრებს ვინმეს განა. . . სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო "აუდიტორიის დარბაზი დავტოვე" და საკუთარი "პიესა", თუ "სცენარი" დავაფიქსირე

სიუჟეტი შეცვლილია.

მოქმედება მიმდინარეობს "კოსმოსში" სადაც არ ხდება "არც სამყაროს შექმნა და არც მისი აღსასრული". ამ "კოსმიურ სცენაზე" მთავარი მოქმედი პირი, ანუ "ცენტრალური ფიგურა" არის – განგება (ღმერთი)!

. . . აქ რა თქმაუნდა სხვა მოქმედი გმირებიც არიან

მომიტევეთ ამხელა პოსტისთვის (სხვანაირად არ გამომივიდა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 2 2011, 01:05 PM
Post #60


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
QUOTE(haeri @ 2nd August 2011 - 12:19 PM) *
მოქმედება მიმდინარეობს "კოსმოსში" სადაც არ ხდება "არც სამყაროს შექმნა და არც მისი აღსასრული". ამ "კოსმიურ სცენაზე" მთავარი მოქმედი პირი, ანუ "ცენტრალური ფიგურა" არის – განგება (ღმერთი)!

ცოტას ხომ ვერ განავრცობდით ამ ფრაზაში ნათქვამ თქვენს აზრს?
1. რას ნიშნავს "კოსმოსი"?
2. რა იცით რომ არ ხდება სამყაროს შექმნა ან შექმნილის აღსასრული?
3. ცენტრალურ ფიგურაში ღმერთს რატომ გულისხმობთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:20 PM