IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> buda da budizmi
teepurple
post Jun 7 2012, 03:51 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა ბუდიზმმა. საინტერესო თემა უნდა გამოვიდეს. ბუდიზმი ძვ. წ VI საუკუნეში ჩაისახა და დღეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა.
საინტერესოა ის ფაქტი რომ სანამ სიდჰართა დაიბადებოდა (სიდჰართა ბუდას სახელია განსივოსნებამდე) დედამისმა, რომელსაც მაია ერქვა და რაც ილუზიას ნიშნავს, დაესიზმრა რომ სპილო შეუვარდა ფერდში და სიდჰართაც ფერდიდან დაბადა. რის შემდეგაც მაია გარდაიცვალა.
ბუდიზმი შეიძლება რელიგიად არც ჩაითვალოს, რადგან რელიგია გულისხმობ ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირს და ბუდიზმში ეს კავშირი არ არსებობს, ბუდიზმის მიზანი ტანჯვისგან განთავისუფლებაა ნირვანას საშუალებით.
საინტერესოა ბუდისტების რამდენი პროცენტი აღწევს ნირვანას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post Jun 13 2012, 06:04 PM
Post #2


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბუდიზმი ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. იგი ჩრდილო ინდოეთში ჩაისახა ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. მისი დამაარსებელია საკიას ტომის უფლისწული სიდჰართა გაუტამა, ანუ საკია მუნი (განდეგილი საკიას ტომიდან). იგი დღევანდელ ქალაქ ბენარესის მახლობლად მდებარე ქალაქ კაპიტალავასტში დაიბადა. მამამისი საკიას ტომის მეფე სუდოგანა იყო. დედას მაია-დევი ერქვა. მამა სიდჰართას ფუფუნებით ზრდიდა და ყველანაირად უმალავდა ამ ქვეყნად არსებულ ტანჯვასა და უბედურებას, მაგრამ გაუტამამ ყოველივე ამის შესახებ მაინც შეიტყო. იგი შეაძრწუნა საკუთარმა ბედნიერებამ, მიატოვა სასახლე, მშობლები, ცოლი, ვაჟიშვილი და ამ ქვეყნის ბოროტების დასათრგუნავი საშუალების საძებნელად წავიდა. მან მრავალი მოძღვარი მოინახულა და, ბოლოს, ერთ ღამეს წმიდა ხის ქვეშ მყოფს ჭეშმარიტება ეუწყა, რის შედეგადაც იგი გახდა ბუდა და (სანსკ. ბუდდჰა - განათლებული, გასხივოსნებული, სხვიფენილი) ამის შემდგომად მან ხსნის შესახებ დაიწყო ქადაგება. მალე მას მრავალი მიმდევარი და მოწაფე გაუჩნდა (მათ შორის ყველაზე საყვარელი მოწაფე ანანდა იყო). ბუდა 80 წელს მიღწეული გარდაიცვალა. მისი ნეშტი თაყვანისცემის საგანი გახდა. ბუდას არაფერი დაუწერია, რამაც მისი მოძღვრების ირგვლივ დავა გამოიწვია. ჭეშმარიტების დასადგენად კრებებს იწვევდნენ, რომელთა შორისაც უმთავრესია ძვ. წ. 250 წ. პაშალიპუტრაში მეფე აშოკას დროს ჩატარებული კრება, რომლის დადგენილების ძალით ბუდიზმი, რომელიც მანამდე იდევნებოდა, სახელმწიფო რელიგია გახდა. ამ დროისათვის მოხდა ბუდას მოძღვრების წერილეობითი ფიქსაცია. ეს ნაწერები 3 ნაწილად - 3 ტიპიტიკად იყოფა (ტიპიტიკა - სიბრძნის კალათა): 1. სუტრა (მოძღვრება), 2. ვინაია (დისციპლინა) და 3. აბჰიდჰართა (მეტაფიზიკა). მეფე აშოკამ მისიონერები სხვა ქვეყნებშიც გაგზავნა ბუდიზმის გასავრცელებლად. თუმცა შემდეგ ინდოეთში ბარაჰმანიზმმა კვლავ მოიკრიბა ძალა და ბუდიზმი ძალზედ შეავიწროვა. დღეისათვის ინდოეთში მხოლოდ 4 მილიონამდე ბუდისტია, სამაგიეროდ იგი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა შრი-ლანკაში, მიანმაში (ყოფ. ბირმა), ტაილანდში, კამბოჯაში, ვიეტნამსა და ლაოსში. ბევრია ბუდისტი ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში, აგრეთვე, მონგოლეთში.

ბუდიზმი არაა ერთგვაროვანი. სამხრეთული ბუდიზმი, რომელიც შრი-ლანკასა და ინდოჩინეთშია გავრცელებული და ჰინაიანას სახელითაა ცნობილი, უფრო ახლოა ბუდიზმის პირვანდელ ფორმასთან (ჰინაიანა მცირე ეტლს ნიშნავს). მისი პანთეონი ღარიბია, კულტი ძალზე მარტივი. ჩრდილოეთის ბუდიზმი - მაჰაიანა (დიდი ეტლი) - გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში. მას დოგმატიკა და კულტი უფრო რთული აქვს, იერარქია მდიდარია, ძლიერაა განვითარებული სამონასტრო ცხოვრება, რომელიც მკაცრი წესებით გამოირჩევა. (1)

ტერავადას შტო გავრცელებულია სამხრეთში: ცეილონზე, ბირმაში, კამბოჯასა და ტაილანდში. მისი სწავლება ეფუძნება ტიპიტაკას წიგნებს, რომელიც ცხოვრებისაკენ მოუწოდებს ადამიანს. მისთვის მთავარი სათნობა - სიბრძნეა. ტერავადას სკოლა გაურბის რიტუალებს და მეტ ყურადღებას უთმობს მედიტაციას.

ბუდიზმის ფორმაა აგრეთვე ლამაიზმი. იგი ტიბეტში ჩაისახა XIV საუკუნეში - მაჰაიანასა და ტანტრიზმის, აგრეთვე ტიბეტელთა ძველი სარწმუნოების ბონ-პოს ბაზაზე, XVI საუკუნიდან ლამაიზმი გავრცელდა მონღოლებში, ხოლო XVII საუკუნეში შეაღწია რუსეთის ტერიტორიაზე - ბურიატებში, ტუველებსა და ყალმუხებში. მასში ბუდიზმი შეერწყა ადგილობრივ წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს, რის გამოც ლამაიზმში ძლიერაა განვითარებული სხვადასხვა წეს-ჩვეულება, მაგალითად, შამანიზმი. ლამაისტების მეთაურია დალაი-ლამა, რომელიც დიდი უფლებამოსილების მქონეა და მას, როგორც ცოცხალ (განსხეულებულ) ბუდას, ისე სცემენ თაყვანს. ლამაიზმის კანონიკურ საფუძველს წარმოადგენს წმიდა ტექსტთა კრებულები: განჯური (108 ტომი) და დანჯური (225 ტომი). ლამაიზმისათვის დამახასიათებელია თეატრალური მისტერიები, ფუფუნებით აღსავსე მსახურებები, რომლებიც სრულდება დაცანებში (სამონასტრო დაწესებულებებში), „ათ შავ ცოდვად“ ლამაიზმი ასახელებს: მკვლელობას, ქურდობას, „არასწორ შეერთებას“, ტყუილს, ცილისწამებას, ბოროტისმეტყველებას, ამაოდმეტყველებას, სიხარბეს, მრისხანებას, „ცრუ წარმოდგენებს“.

არსებობს აგრეთვე ძენ-ბუდიზმი. იგი VI საუკუნეში აღმოცენდა ინდოეთში. მისი დამაარსებელია ბოდჰიდჰარმა, აქედან გავრცელდა იგი ჯერ ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში, სადაც VII-VIII საუკუნეებში დასრულებული სახე მიიღო (2). ძენ-ბუდიზმი საკმაოდ დასცილდა ტრადიციულ ბუდიზმს. იგი ერთგვარი ბუდისტური სუპერეგზისტენციალიზმია. იგია ბუდიზმი ბუდას გარეშე, ადოგმატური სწავლება, რომელიც არ ცნობს არანაირ ავტორიტეტს, არავითარ ტრადიციას. მისი კულტია დაცინვა, რომელიც ყველას, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგაა მიმართული. იგია ფილოსოფიის სიძულვილი, მაგრამ ფილოსოფიური პარადოქსების სიყვარული. ძენი უარყოფს იმ ლოგიკის კანონებსა და ცნებით კატეგორიებს, რომლებიც ინდუიზმსა და ბუდიზმშია გავრცელებული. ძენ-ბუდიზმი დაახლოებით ისე მიემართება კლასიკურ ბუდიზმს, როგორც ძველ ცინიკოსთა სწავლება პლატონიზმს. ძენ-ბუდიზმი ერთგვარად თანამედროვე ევროპულ ეგზისტენციალიზმსაც ეხმაურება, რის გამოც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლეთის ქვეყნებში. ამ პოპულარობას ხელი შეუწყო ძენ-ბუდიზმის ცნობილმა თანამედროვე პოპულარიზატორმა დაითაცუ ტეიტარო სუძუკიმ (1870-1966 წწ).

ძენში ლიგუკური ანალიზი ტაბუდადებულია. მისი მიხედვით ადმაინი უნდა გათავისუფლდეს სხვათა აზრების ზეგავლებისაგან, რჩევებისაგან და სწავლებებისაგან და არც თვითონ უნდა ასწავლოს სხვას რაიმე. ძენი უარყოფს სასწაულებს და ზებუნებრივ მოვლენებს. იგი ასწავლის, რომ რეალობას არ გააჩნია ობიექტური შინაარსი, არსეობს მხოლოდ სუბიექტური აღქმა. „ჭეშმარიტებები“ ცნობიერდება უშუალოდ, ინტუიტიურად - როდესაც შესაცნობი და შემცნობი ერთმანეთში შეირწყმიან. ძენის დოქტრინა ქაოტურია. ინდუიზმის მსგავსად ძენი აცხადებს, რომ ადამიანი და ღმერთი - ერთი არსებაა. ძენი არ აღიარებს არც მადლს, არც ცოდვას, რადგან მათ სუბიექტური აღქმის ნაყოფად მიიჩნევს, ძენის მოძღვრებით განსაკუთრებით ისინი ინტერესდებიან, ვინც გაურბის დოგმებსა და ავტორიტეტებს.

ბუდიზმის ძირითადი პოსტულატები შემდეგია: იგი არ აღიარებს არც შემოქმედს და არც ქმნილებას. მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული არის არარა, ანუ არყოფნა, რომელსაც მარადიული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებობა აქვს. ყველა სხვა არსებობა, რასაც საწყისი და დასასრული აქვს, ცვლილებას ექვემდებარება და დროითა და სივრცითაა შეზღუდული, მოკლებულია ჭეშმარიტ ყოფიერებას. ყოველივე არსებული არარასაგან წამოსდგა და კვლავ მას უბრუნდება, მაშასადამე, არყოფნა ყველაფრის თავი და ბოლოა. ამდენად, თუკი იგი ჭეშმარიტი არსი და სამყაროს ერთ-ერთი საფუძველია, მაშინ სამყარო, ყოველივე იმასთან ერთად, რაც მასში არსებობს და ცოცხლობს, უკანონო და არასაჭირო არსებობის შედეგია და, ამდენად, ბოროტებაა.

ბუდიზმს არ გააჩნია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა თავდაპირველად ყოველივე. იგი იყენებს სწავლებას უსასრულოდ მრავალი სამყაროსა და მათში არსებულ არსებათა შესახებ, რომლებიც აუცილებლად ისპობიან და სხვას უთმობენ ადგილს, რომელთაც თავის მხრივ იგივე ელით.

მაშასდამე, ბუდიზმი რელიგია კი არა, ფილოსოფიური აგნოსტიციზმი უფროა, რადგან რელიგია, კლასიკური გაგებით, კავშირს გულისხმობს, კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. ბუდიზმში კი არ არსებობს აბსოლუტური პიროვნების ცნება, არსებობა ბოროტებაა, ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა. რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს. ტანჯვისგან გათავისუფლებისათვის თვითმკვლელობა უაზრობაა, რადგან ბუდიზმი, ისევე როგორც ინდუიზმი, რეინკარნაციას აღიარებს, რასაც კვლავ ახალი ტანჯვა მოჰყვება (3). ამიტომ ბუდა მიიჩნევს, რომ უნდა მოისპოს თვით სიცოცხლის სურვილი, რაც შემდგომი რეინკარნაციის შეწყვეტასა და სანსარისგან თავის დაღწევის საწინდარია. ასე გადადის ადამიანი ნირვანაში, რომელიც ღმერთთან ურთიერთობა კი არ არის, არამედ სიცოცხლიდან გაქცევა და სულიერი ვაკუუმის მდგომარეობაა. ნირვანა სიტყვასიტყვით ჩაქრობას ნიშნავს. იგი ბუდიზმში უდიდესი სიკეთე და ადამიანის საბოლოო მიზანია. იგი ტანჯვის, უბედურების და საერთოდ ყოფიერების ყოველგვარი გამოვლინების მოსპობაა. უკვდავება ბუდიზმს ესმის, როგორც აბსოლუტურ უმოქმედობასა და სრულ განურჩევლობაში გადასვლა.

როგორც უკვე ვთქვით, ბუდისტისათვის ბოროტების სათავე თვით სიცოცხლე, ადამიანის არსებობა და მისი სურვილებია, სადაც სიცოცხლეა, იქ აუცილებლად ბოროტებაცაა, როგორც მისი ძირეული და არსებითი ნიშანი. შესაბამისად ბუდიზმის თანახმად სიცოცხლის გაქრობა სიკეთეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ბუდიზმი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომაა სიცოცხლის სურვილი ბოროტება. იგი მხოლოდ ფაქტების ემპირიულ მხარეს აფიქსირებს.

ბოროტებაზე ამგვარი შეხედულება ბუდიზმს სოციალურ სფეროშიც გადააქვს. ოჯახური, ეროვნული და სხვა ურთირთობები, ბუდისტური მსოფლმხედველობის მიხედვით, ბოროტებაა, რომელთაგანაც ასევე აუცილებელია გათავისუფლება.

თუ ქრისტიანი ასკეტისათვის უმთავრესი ამოცანა საკუთარ ვნებებთან ბრძოლაა და ამ ვნებათაგან გათავისუფლების შემდეგ იგი სიცოცხლისკენ ისწრაფვის, რათა ღირს იქნეს აბსოლუტთან თანაზიარებისა და მის სასუფეველში დამკვიდრებისა, ბუდისტი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, მისთვის მთავარი სიცოცხლის სურვილია და, ამის კვალობაზე, თავად სიცოცხლის გაქრობაა, ანუ როგორც მართებულად შენიშნავს ნ.ლოსკი: „სხეულებრივი სიკვდილით შეშინებული გაუტამა ხსნას აბსოლუტურ სიკვდილში, ყოფიერების სრულ მოსპობაში ეძიებს“, ხოლო გ.კ.ჩესტერტონი ამბობს: „ქრისტეს ეცოდება ადამიანები იმიტომ, რომ ისინი კვდებიან, ხოლო ბუდას ეცოდება იმიტომ, რომ ისინი ცოცხლობენ“. თუ მაცხოვარი ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მათე 5, 3), ბუდა ამ სიტყვების ამგვარ პერიფრაზს „ახდენს“: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათ ელოდებათ არყოფნა“.

ქრისტიანსაც და ბუდისტსაც გრძნობადი ბუნებისაგან გათავისუფლება სწადიათ, მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება.

ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას. ამიტომ მისთვის თავისუფლება უმიზნო სიცოცხლის უარყოფაში მდგომარეობს. ამის გამო კი იქ, სადაც პოზიტიური მიზანი არ არსებობს, აუცილებლად ხდება ყოველგვარი მიზანშეწონილი მოქმედების პარალიზება. პასიური სათნოებანი (მოთმინება, დათმობა) ბუდიზმში ყოველთვის ჭარბობს აქტიურს. ბუდიზმში ვხედავთ თანაგრძნობისმიერ სიყვარულს, მაგრამ იქ არ მოიპოვება მოქმედი, განმათავისუფლებელი და შემოქმედებითი სიყვარული. უფრო მეტიც, თვით ეს პასიური სიყვარულიც კი, რომელიც მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავს და სიხარულს არ ანიჭებს, უკანა პლანზე იწევს და ადგილს უთმობს თვითჭვრეტისა და თვითმოსპობის სურვილიდან გამომდინარე კვიეტიზმს. ასე რომ, ბუდიზმი თავისი არსით ნიჰილიზმია, და ამის გამო იყო, რომ მან ამგვარი ფორმით დიდხანს ვერ იარსება. ამიტომაც მას ყოველთვის შეცვლილი და შერბილებული სახით წარმოადგენდნენ ხოლმე: კერძოდ, ნირვანას რაღაც სამოთხის მსგავსი თვისებები მიანიჭეს, დააწესეს კულტი, წეს-ჩვეულებები, შემოიღეს თეორია უმაღლეს არსებათა მიერ ადამიანის შეწევნის შესახებ. ყოველივე ამან კი ბუდას თავდაპირველი, წმინდა ფილოსოფიურ-ეთიკური სწავლება რელიგიად აქცია.

ასეთია მოკლედ ბუდიზმის შინაარსი. იგი ტანჯვის, უბედურების და ამდენად ბოროტების დაძლევისა და მისგან თავის დაღწევის თავისთავად კეთილშობილ მიზანს ისახავს, მაგრამ არ აღიარებს რა შემოქმედს, პიროვნულ ღმერთს, და ცხადია არ იცნობს ჭეშმარიტ მხსნელს - იესო ქრისტეს, ამ დიადი მიზნის მიღწევას გაუტამას გონების მიერ შექმნილი რეცეპტით - ნირვანათი აპირებს. ეს კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის მქადაგებლად აქცევს.
(1) მაჰაიანურ ბუდიზმს ახასიათებს აგრეთვე „ბოდჰისატვების“ ინსტიტუტის არსებობა. ბოდჰისატვა ის ადამიანია, რომელიც საკმარის განათლებულობას მიაღწევს, მაგრამ სხვა ადამიანთა ხსნის სურვილის გამო არ გადადის ნირვანაში და ამ ქვეყნად რჩება.

(2) თვით სიტყვა „ძენი“ (ჩინურად „ჩანი“) სანსკრიტული სიტყვიდან „დჰიანა“ მომდინარეობს, რაც პოზას, ასკეტურ ხერხს, გონების შემოკრებას ნიშნავს.

(3) უნდა აღვნიშნოთ, რომ რეინკარნაცია ტრადიციული გაგებითმ როცა პიროვნების სული შემდგომში სხვა სხეულებრივ გარსში აგრძელებს ცხოვრებას, ბუდიზმისათვის უცხოა (ყოველ შემთხვევაში, ასე არ იყო თავდაპირველ ბუდიზმში). ბუდიზმის მიხედვით, არავითარი „პიროვნება“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „სულის“ ილუზია, ამიტომაც ახალ ცხოვრებას იძენს არა ადამიანის პიროვნება, არამედ ის ელემენტები, რომლებიც ამ ადამიანის სიცოცხლეს შეადგენენ (როგორც სხეულებრივი , ისე ფსიქიკური) ე.წ. დჰარმები. ამ ახლად შექმნილი ადამიანის ცხოვრებას კი კარმა განსაზღვრავს.

(4) ვოიდიზმი - სიცარიელის, არარაობის ფილოსოფიაა. სხვათა შორის თვით ბუდიზმშიც, კერძოდ მისი მაჰაიანური განშტოების მადჰიამიკას სკოლაში (იგი II ს-ში დააარსა ნიგარჯუნამ), ერთ-ერთ მთავარ ფილოსოფიურ ცნებას სწორედ „შუნია“ - სიცარიელე წარმოადგენს. ესაა სიცარიელის განცდის ფსიქიკური მდგომარეობა, რაც „ყოფნა-არყოფნის“, „რეალურისა და არარეალურის“, „სუბიექტისა და ობიექტის“ და სხვა ასეთი პრობლემების მოხსნის სინონიმი და ნირვანას დადგომის ნიშანია.


--------------------


--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Jun 13 2012, 06:59 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



bf_nonew.gif
არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ცხოველებს და მცენაარეებს გრძნობები აქვთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 13 2012, 07:38 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას.
QUOTE
ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის მქადაგებლად აქცევს.

QUOTE
მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება.

ასეთი სუბიექტური დასკვნების შემდეგ ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა ვისი დაწერილიც იქნებოდა ეს სტატია wink.gif
სამწუხაროა რომ ბუდიზმის გასაცნობად ასეთი ტიპის სტატია დაიდო


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Jun 13 2012, 08:06 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰო ეტყობა ამას უფრო, მე ორტჰოდოქს.გე ზეც წავიკიტხე და იქ არ ემჩნეოდა საერთოდ, გააჩნია ვინ წერს..
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jun 13 2012, 08:36 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უნდა დააკონკრეტოთ ბუდიზმის რომელი მიმართულება გაინტერესებთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი განსხვავებებია.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Jun 13 2012, 09:10 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი მაგრამ ამ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე არაა სულაპარაკი, ზოგადად ბუდა , ბუდიზმი, მასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები და ა.შ
Go to the top of the page
 
+Quote Post
MaH_AtMa
post Jul 20 2012, 05:01 AM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 42
Joined: 20-July 12
Member No.: 6,862

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ 13th June 2012 - 08:38 PM) *
ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის მქადაგებლად აქცევს.


ესმით კი, რა გულისხმობს ბუდიზმი "არყოფნასა" და გაქრობაში"? (ნირვანაზე აღარ მაქვს საუბარი)
ანდაც, როგორ თარგმნით ქართულ ენაზე ბუდუსტური მნიშვნელობის სიტყვებს, როცა ისინი სინამდვილეში, პირდაპირ გადმოტანილი ქართული ენისგან რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელნი არიან?

Adidas
ციტატა(Adidas @ 13th June 2012 - 09:36 PM) *
უნდა დააკონკრეტოთ ბუდიზმის რომელი მიმართულება გაინტერესებთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი განსხვავებებია.


good.gif


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा


ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jul 20 2012, 11:35 AM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ვისაც ბუდიზმი გაინტერესებთ

ბუდისტი ბერის წიგნია

(ნაწყვეტები ამ წიგნიდან რუსულად)


Согласно Будде, человеческое положение является наивысшим. Человек сам себе господин и нет никакого высшего существа или силы, что решают его судьбу.

«Каждый сам себе прибежище, кто еще может быть прибежищем?» — говорил Будда. Он воодушевлял своих учеников «быть самими себе прибежищем» и никогда не искать прибежища или помощи в ком-либо еще.

Он учил, воодушевлял и побуждал каждого развивать себя и осуществлять свое собственное освобождение, поскольку у человека есть сила освободить себя от всех оков посредством своих личных усилий и мудрости. Будда говорит: «Вам должно делать вашу работу, ибо Татхагаты*1 лишь учат пути». Если вообще называть Будду «спасителем», то лишь в том смысле, что он открыл и показал Путь к Освобождению, Нирване. Но Путь мы должны осилить сами.

Именно на этом принципе личной ответственности Будда допускает свободу для своих учеников. В Махапариниббана-сутте Будда говорит, что он никогда не думал о том, чтобы управлять Сангхой (Монашеская Община)*2, как и не хотел, чтобы Сангха зависела от него. Он говорил, что нет никакой тайной доктрины в его учении, ничего спрятанного в «сжатом кулаке учителя» (ачарьямуттхи), или говоря другими словами, ничего не «прятал в рукавах».

Свобода мысли, допущенная Буддой, неслыханна где-то еще в истории религий. Свобода необходима, поскольку, согласно Будде, свобода человека зависит от его собственного осознания Истины, а не от благоволящей милости бога или любой внешней силы как награды за свое послушное хорошее поведение.

Будда однажды посетил маленький городок Кесапутта в царстве Косала. Жители этого города были известны под общим именем Калама. Когда они услышали, что Будда находится в их городе, Калама посетили его и сказали ему: «Господин, есть некоторые отшельники и брахманы, что посещают Кесапутту. Они объясняют и освещают только свои собственные учения и презирают, проклинают и отвергают учения других. Но мы, Господин, всегда в сомнении и растерянности — кто же из этих почтенных отшельников и брахманов говорит истинно, и кто ложно».

Тогда Будда дал им следующий совет, уникальный для истории религий: «Да, Калама, это правильно, что у вас сомнения, что вы в растерянности, поскольку сомнения возникли в предмете, который сомнителен. Теперь слушайте, Калама, не будьте ведомы рассказами, обычаем или молвой. Не будьте ведомы властью священных слов, ни явной логикой или доказательством, ни рассмотрением видимости, ни прелестью умозрительных мнений, ни кажущимися возможностями, ни идеей «это мой учитель». Но, Калама, когда вы знаете по себе, что некоторые вещи неблагоприятны (акусала), ложны, плохи, тогда откажитесь от них... И когда вы знаете по себе, что некоторые вещи благоприятны (кусала) и хороши, тогда примите их и следуйте им».

Будда пошел даже дальше. Он сказал бхиккху (монахам), что ученик должен испытать даже самого Татхагату (Будду) так, чтобы он (ученик) мог быть полностью убежден в истинной ценности учителя, которому он следует.


სხვა წყაროებიც არსებობს ბუდაზე და ბუდიზმზე პირადად ჩემთვის ეს ავტორი უფრო მისაღებია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_13
post Aug 30 2012, 02:51 PM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,056
Joined: 28-June 12
Member No.: 6,848

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბუდიზმის ფილოსოფიის ჩავწდომაში, ბავშვები დაგეხმარებიან.
ბავშვებტან იურთიეთ ხშირად


--------------------
love the life you live,
live the life you love
Go to the top of the page
 
+Quote Post
MaH_AtMa
post Jan 9 2013, 03:59 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 42
Joined: 20-July 12
Member No.: 6,862

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(anima mundi @ Aug 30 2012, 03:51 PM) *
ბუდიზმის ფილოსოფიის ჩავწდომაში, ბავშვები დაგეხმარებიან.
ბავშვებტან იურთიეთ ხშირად

ხსნის 8 საფეხურიდან მე-4:

"მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს."

აი რას დავინახავთ ბავშვებში smile.gif


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा


ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
Go to the top of the page
 
+Quote Post
MaH_AtMa
post Jan 9 2013, 04:18 AM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 42
Joined: 20-July 12
Member No.: 6,862

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Wolf Lake @ Jan 9 2013, 05:17 AM) *
buda da budizmi ki ara axla siamovnebit gamovchridi yels erts suliers!..adre tu gvian mainc moxdeba es.

შედეგებზე გიფიქრია?


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा


ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 9 2013, 08:02 AM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Wolf Lake
QUOTE(wolf @ 9th January 2013 - 05:49 AM) *
tan mgoni momshivdaa......

შენთვის ბანის დადების დრო ხო არ მოსულა ნეტა ჰა? ამ ნიკით 33 პოსტი? ohmy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
matashi
post Jan 9 2013, 10:54 AM
Post #14


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,343
Joined: 6-August 12
From: tbilisi
Member No.: 6,867

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
ვინაა ერზ?ვინცაა კაი არაფერი ელოდება მაგ საცოდავს


--------------------
Я всегда буду помнить тех, кто помог мне подняться в трудную минуту, но я так же никогда не забуду тех, кто помог мне упасть.
შესაძლოა სასტიკია,მაგრამ სიმართლე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
teepurple
post Jan 9 2013, 12:27 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სულ შენში რომ იყოს სხვა რამის მოფიქრებაც შეიძლება wink.gif
და თუ უბრალოდ ყურადღებას იქცევ , ყურადღების მიქცევაც შეგიძლია ისე რომ სხვებს გული არ აერიოთ ან შენზე ან შენს პოსტებზე wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jan 9 2013, 12:32 PM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაი რამე ჩანს. ჯერ არ მომისმენია:

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4261227


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_13
post Jan 9 2013, 03:33 PM
Post #17


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,056
Joined: 28-June 12
Member No.: 6,848

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ჰაგაკურე"

ანუ სამურაის გზის ფილოსფია არის ბუდიზმზე დამყარებული და მე ძალიან მომწონს. გათხოვებ თუ გინდა.. პატარა პატარა ისტორიებია მოთხრობილი სხვადასხვა დროს მცხოვრებ სამურაებზე და მათ მოქმედებებში გამოხატული ჭეშმარტი საქციელების კრებულია რეალურად
ბუდაზე რა ვთქვა
ვთხოლმე პოხუიზმს smile.gif))) მმმ


--------------------
love the life you live,
live the life you love
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jan 9 2013, 03:38 PM
Post #18


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



anima mundi

"Кодекс Бусидо?" მეც მაქვს ეგ წიგნი, მაგარი რამეა, ალაგ-ალაგ ვკითხულობ ხოლმე.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jan 9 2013, 05:36 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
"Кодекс Бусидо?" მეც მაქვს ეგ წიგნი, მაგარი რამეა, ალაგ-ალაგ ვკითხულობ ხოლმე.


არ გეზარება კითხვა ? მოუსმინე ))))

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=302085


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 9 2013, 05:36 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



matashi
QUOTE(matashi @ 9th January 2013 - 11:54 AM) *
earth
ვინაა ერზ?ვინცაა კაი არაფერი ელოდება მაგ საცოდავს

მაგი ძველი ფორუმელია, რომელიც დასჯილია უამრავჯერ, წაშლილია ფორუმიდან ბევრჯერ, მაგრამ იცვლის ნიკს და ისევ აქ არის. biggrin.gif
იცის გამჭრიახი ხუმრობა, მაგრამ ხანდახან ზედმეტებში გადადის. რა ნიკითაც არ უნდა შემოვიდეს მისი ხელწერა აღარ გვეშლება. უბრალოდ შერჩა სახელი ფრიად უბრალო, რომელიც მისი ერთერთი ნიკია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:33 PM