IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ძველი და ახალი კალენდარი
anonymouska
post Dec 25 2009, 02:58 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Kaspar Hausser

no way tongue.gif

შეიძლება არ გაინტერესებდეს, მაგრამ სწორად უნდა იყო ინფორმირებული, იმჰო smile.gif

წელიწადში არის 365 დღე 6 საათი და რაღაც წუთები.

ამიტომ. 4 წელიწადში ერთხელ 4X6=24საათი ემატება ერთი დღე. ეს წუთები დათვლის შემდეგ გამოვიდა დაახლოებით 14 დღე. და გადაწიეს კალენდარი 14 დღით.

7 იანვარს იმიტომ ავღნიშნავთ შობას, რომ ამ დროს არის ძველი კალენდრით 25 დეკემბერი.






პ.ს მართლმადიდებელ საბერძნეთში ათენის ეკლესია 25 ში აღნიშნავს შობას, ათონის მთა კი ძველებურად 7 ში.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kaspar Hausser
post Dec 25 2009, 03:19 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 555
Joined: 25-December 08
From: Last Homely House
Member No.: 5,888

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(anonymouska @ 25th December 2009 - 03:58 PM) *
7 იანვარს იმიტომ ავღნიშნავთ შობას, რომ ამ დროს არის ძველი კალენდრით 25 დეკემბერი.



აი ეს რაღაცა ვერ გავიგე.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------

A Bereth thar Ennui Aeair!
Calad ammen i reniar
Mi 'aladhremmin ennorath.
A Elbereth Gilthoniel
I chin a thûl lín míriel...


მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Dec 25 2009, 03:31 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Kaspar Hausser

აქ ყველაფერი დეტალურად წერია smile.gif))

ჩვენი ეკლესიის მიერ შობის აღნიშნვას 7 იანვარს (რომელიც იულიანური კალენდრით არის ფაქტიურად 25 დეკემბერი) გარკვეული საფუძველი გააჩნია. ახლა რა ხდება. არსებობს წელიწადის 2 სხვადასხვა სახე: 1) სიდერეალური წელიწადი და 2) ტროპიკული წელიწადი. რა განსხვავებაა ამ ორს შორის. სიდერეალური წელიწადი მოიცავს დროის იმ მონაკვეთს, რა დროსაც დედამიწა უნდება რომ მზეს ერთი სრული წრე დაარტყას. თუ ცას დააკვირდები, მაშინ ეს წელი ციური სხეულების განლაგების მიხედვით ასე გადაითარგმნება: ცაზე ვარსკლავები ამოდიან ყოველთვის აღმოსავლეთით და ჩადიან დასავლეთით. ამასთან ვარსკლავების განლაგება ერთმანეთის მიმართ არ იცვლება მოცემული წერტილიდან დაკვირვებისას. ანუ A და B ვარსკლავს რომ აკვირდები, მათ შორის მანძილი ყოველთვის უცვლელია. გამონაკლისია მხოლოდ მზე. მზის მდგომარეობა ვარსკლავების მიმართ კი იცვლება. კერძოდ, მზე მოძრაობს დასავლეთის მიმართულებით მოცემული ვარსკლავიდან. დავუშვათ რაღაც ვარსკლავი D დღეს მდებარეობს ზუსტად მზის გასწვრივ(ანუ მზის უკან) მზის ამოსვლის დროს. მეორე დღეს ეს ვარსკლავი იმავე მხარეს 4 წუთით ადრე გამოჩნდება ვიდრე მზე, ანუ ვარსკლავსა და მზეს შორის ხილული(და არა ნამდვილი) მანძილი გაიზარდა. მე-3 დღეს ეს საათობრივი განსხვავება (და შესაბამისად ხილული მანძილიც) 8 წუთი გახდება და ასე შემდეგ. ანუ მზე ამ ვარსკლავ D-ს შორდება და ბოლოს 365.256 დღის შემდეგ ისევ ერთად ამოვლენ. მზის ამ მოძრაობის გზას წლის განმავლობაში ეძახიან ეკლიპტიკას. ეკლიპტიკა სხვანარად შეიძლება წარმოიდგინო როგორც დედამიწის ორბიტალური სიბრტყე ფაქტიურად. იტოგში, 1 სიდერეალური წლის განმავლობაში დედამიწა მზეს ზუსტად ერთ წრეს არტყამს და შესაბამისად მზისა და ვარსკლავების ხილული ურთიერთგანლაგება ერთი და იმავე იქნება. ახლა რას ეძახიან ტროპიკულ წელიწადს. ამისათვის აგიხსნი მოკლედ ექვინოქსს. ექვინოქსი არის მზის მდებარეობის ის წერტილები როდესაც დღე და ღამე ტოლია. მზის ეს მდებარეობები დაახლოებით ხდება 21 მარტს და 22 სექტემბერს. 21 მარტის მდებარეობას ქვია გაზაფხულის ექვინოქსი (ტორვალდმა მითხრა რომ, მაგას ბუნიობა ქვია ქართულად). ტროპიკული წელიწადი არის დრო მზის 2 გაზაფხულის ექვინოქსებს შორის. ადრე ეგონათ (და მეც ასე მეგონა 21-ე საუკუნეში დღემდე) რომ ეს ორი წელიწადი ერთი და იგივე უნდა იყოს. ხრიკიც ამაში მდგომარეობს, რომ არ არის ასე.

ამის ასახსნელად გადავედით შემდეგ ეტაპზე. დედამიწის ბრუნვის ღერძი მისი ორბიტალური სიბრტყის მიმართ დახრილია 23.5 გრადუსით და თანაც ეს ღერძი რომ გააგრძელო უსასრულოდ, პოლარულ ვარსკლავს გადაკვეთს. დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში ეს ღერძი სულ პოლარული ვარსკლავისაკენ არის მიმართული. მაგრამ, სინამდვილეში ეს ღერძი მოძრაობს და ამ მოძრაობას ქვია პრეცესია. ეს ღერძი ისევე მოძრაობს, როგორც ბზრიალას რომ დაატრიალებ და მისი ღერძი მოძრაობს წრეზე. ღერძის მიმართულება განსაზღვრავს იმას, თუ როდის იქნება ბუნიობა (და საერთოდ ნაბუნიობა და სეზონები). დავუშვათ ასეთი "ფოკუზი" ჩავატარეთ: 21 დეკემბერს (რომელიც ზამთრის დღეა ყველაზე მოკლე დღეა) დედამიწის ღერძი შემოვატრიალეთ 180 გრადუსით. რა მოხდება? 21 დეკემბერი დაემსაგვსება 21 ივნისს (ანუ ზახულის დღეს და ყველაზე გრძელ დღეს). დედამიწის ღერძი რომ არ განიცდიდეს პრეცესიას, მაშინ დღევანდელი (ან ნებისმიერი სხვა დღიდან) დღიდან 365.256 დღის შემდეგ ზუსტად იგივე იქნებოდა დღის და ღამის ხანგრძლივობა.

ტროპიკული წლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წუთით ნაკლებია სიდერეალური წლის ხანგრძლივობაზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიდაიმავე ხანგრძლივობის დღე რომ მიიღო მეორე წელს, ამისათვის საჭიროა სიდერეალურ წელიწადზე 20 წუთით ნაკლები დრო. დავთვალოთ ახლა რა მოხდება 3X24=72 წლის შემდეგ. რადგან ტროპიკული წელი 20 წუთით ჩამორჩება სიდერელურს ყოველ წელს, ამიტომ 72 წლიწადში ტროპიკული წელი ჩამორჩება სიდერეალურს 72X20 წუთით, რაც უდრის 1 დღეს. ანუ, თუ სიდერეალურ კალენდარს ავიღებდი (რაც ახლოა იულიანურთან) 72 წლის შემდეგ დედამიწა ზუსტად იმავე პოზიციაში იქნება რაც დღეს არის, ოღონდ დღევანდელი დღის ხანგრძლივობა (დავუშვათ დღეს არის 21 მარტი, ანუ გაზაფხულის ბუნიობა) თუ არის 12 საათი მაშინ ის 12 საათიანი დღე (ანუ გაზაფხულის ბუნიობა) ერთი დღით ადრე იქნება. სწორედ ამას ემსახურება ტროპიკული კალენდარი, რომ ეს სეზონურობა არ დაირღვეს მრავალი ათასი წლის განმავლობაში და ბუნიობა და ნაბუნიობა ერთი და იმავე დღეს მოუწიოს. მეორეს მხრივ ასეთი კალენდარი ვარკსლავების და მზის ურთიერთგანლაგებას იგივეს ვეღარ იღებს.

ახლა არჩევანი იმაზეა თუ რა გინდა შეინარჩუნო. თუ ვარსკლავების განლაგება მზის მიმართ გინდა იყოს იგივე რაც ქრისტეშობის დღეს იყო 2000 წლის წინ (დავუშვათ იმ დროს იმ დღეს ერქვა 25 დეკემბერი), მაშინ 7 იანვარს უწევს ის დღე გრეგორიანულ კალენდარზე. თუ დღეღამის ხანგრძლივობა და სეზონურობა გინდა შენარჩუნდეს, მაშინ გრეგორიანული კალენდრით (ან მსგავსი კალენდრით, რომელიც ტროპიკულ წელიწადს ეყრდნობა) უნდა იხელმძღვანელო. ასე, რომ ჩვენი ეკლესიის მიერ იულიანური კალენდრის შენარჩუნებას გარკვეული აზრი აქვს. მაგრამ, ისე არ უნდა გააკეთონ მაშინ, რომ 7 იანვარი დატოვონ სულ. ეგ აბსურდი იქნება. თუ მისდევენ იულიანურ კალენდარს ვარსკლავების და მზის ურთიერთგანლაგების მოსაზრებით, ეგ კალენდარი უნდა გამოიყენონ ბოლომდე. რაც იმას ნიშანვს, რომ ყოველ დაახლოებით 72 წელიწადში შობა დღე ერთი დღით წინ გადაიწევს. ანუ, 5X72 წელიწადში შობა დღე მოუწევს 7+5 იანვარს გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, რაც 25 დეკემბერი იქნება ისევ იულიანური (ანუ სიდერეალურ წელზე დამყარებული) კალნედრის მიხედვით.

ბოლოს, ადვილად რომ დაიმახსოვრო ეს ყველაფერი ასე დაიმახსოვრე: იულიანური კალენდარი ზუსტად გეუბნება, რომ 365.256 (ანუ ყოველი მეთხე წლი რომ 366 დღიანია) დღის შემდეგ დედამიწა უბრუნდება იმავე წერტილს. ოღონდ, ამ "იმავე" წერტილში ამინდი (სეზონი, დღე-ღამის ხანგრძლივობა) 20 წუთით უსწრებს "ამავე" წერტილის ამინდს ერთი წლის წინ. შესაბამისად ის ამინდი რაც ერთი წლის წინ იყო, 20 წუთით ადრე მოვიდა ვიდრე დედამიწამ მიაღწია იგივე წერტილს. ანუ, ამინდი უფრო სწრაფად ტრიალებს მზის გარშემო, ვიდრე დედამიწა ტრიალებს მზის გარშემო.



--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 25 2009, 10:13 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და არა შვიდსა იანვარსა wink.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Dec 25 2009, 10:23 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირინი @ 25th December 2009 - 10:13 PM) *
25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და არა შვიდსა იანვარსა

მეც 25 დეკემბრისკენ ვარ, რაც არ უნდა იყოს ეს საკრალური თარიღია და ღრმა ფესვებიიდან მოდის,..ქრისტეს შობამდე კარგა ხნით ადრე ეგ თარიღი ოსირისის შობას აღნიშნავდა (ეს რომ პირველად გავიგე შოკში ჩავარდი!.. ))..


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ინა
post Dec 25 2009, 11:56 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(TeO @ Dec 25 2009, 10:23 PM) *
მეც 25 დეკემბრისკენ ვარ, რაც არ უნდა იყოს ეს საკრალური თარიღია და ღრმა ფესვებიიდან მოდის,..ქრისტეს შობამდე კარგა ხნით ადრე ეგ თარიღი ოსირისის შობას აღნიშნავდა (ეს რომ პირველად გავიგე შოკში ჩავარდი!.. ))..

პირიქით ჩემო კარგო.
ბევრი ვწერეთ კალენდარულ საკითხებზეც და ერტი რამ გაირკვა.
გათანამედროვებული მართლმადიდებლები ცდილობენ ახალ სტილზე გადასვლას,ტავად საბერძნეთის ეკლესიაც კი გადავიდა
და უამრავი ეკლესია დაგავიდა,ატონის მთა,როგორც წმინდა მტა არ გადავიდა,და არც საქართველო არ გადასულა და არც გადავა არასოდეს,თუმცა კი ძალიან უნდათ ეს მოდერნისტებს,მაგრამ ეს არ მოხდება.
ძველისტილით 7 იანვარს შვა ქრისტე და ესაა ყველაზე სწორი smile.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Dec 26 2009, 02:33 AM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმხელა რაღაც დავაკოპირე რომ გასაგები ყოფილიყო რატომაც არის შობა 7-ში.... ადრე იყო 25-ში მაგრამ მოხდა კალენდარში ცვლილება... და ახლი კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერი არის 7იანვარი.... და ლოგიკურად 25 დეკემბერი არის 11 დეკემბერი (14 დღის განსხვავებაა)

სხვა ქრისტიანმა ხალხმა არ გაითვალისწინეს და მაინც ძველ კალენდარზე დარჩნენ, მაგრამ აღდგომას ჩვენი კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ...რატომ??! მიტომ რომ მხოლოდ ჩვენი კალენდრით როცა არის აღდგომა, მხოლოდ მაშინ გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი და მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდელზე... შობის თარიღი არ შეცვალეს, მაგრამ ვისი რა საქმეა, როცა უნდათ მაშინ აღნიშნონ და ის რომ ასეთი დიდი ზეიმით აღინიშნება შობა მსოფლიოში ჩვენც იქითკენ მივიწევთ.. არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს რამენაირად biggrin.gif

აუ ხელები გაყინული მაქვს ეგეც ზლივს დავწერე, არ შემეძლო არ დამეწერა უბრალოდ და კაით რა ვისაც როდის გინდათ მაშინ აღნიშნეთ.. ჰოდა ჩემი ოფები რაცაა შეგიძლიათ მოაშოროთ smile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ინა
post Dec 26 2009, 10:36 AM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(anonymouska @ Dec 26 2009, 02:33 AM) *
იმხელა რაღაც დავაკოპირე რომ გასაგები ყოფილიყო რატომაც არის შობა 7-ში.... ადრე იყო 25-ში მაგრამ მოხდა კალენდარში ცვლილება... და ახლი კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერი არის 7იანვარი.... და ლოგიკურად 25 დეკემბერი არის 11 დეკემბერი (14 დღის განსხვავებაა)

სხვა ქრისტიანმა ხალხმა არ გაითვალისწინეს და მაინც ძველ კალენდარზე დარჩნენ, მაგრამ აღდგომას ჩვენი კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ...რატომ??! მიტომ რომ მხოლოდ ჩვენი კალენდრით როცა არის აღდგომა, მხოლოდ მაშინ გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი და მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდელზე... შობის თარიღი არ შეცვალეს, მაგრამ ვისი რა საქმეა, როცა უნდათ მაშინ აღნიშნონ და ის რომ ასეთი დიდი ზეიმით აღინიშნება შობა მსოფლიოში ჩვენც იქითკენ მივიწევთ.. არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს რამენაირად biggrin.gif

აუ ხელები გაყინული მაქვს ეგეც ზლივს დავწერე, არ შემეძლო არ დამეწერა უბრალოდ და კაით რა ვისაც როდის გინდათ მაშინ აღნიშნეთ.. ჰოდა ჩემი ოფები რაცაა შეგიძლიათ მოაშოროთ smile.gif

გეამბორე გაყინულ ხელებზე kiss1.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 26 2009, 11:55 AM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვიღაცას აწყობს ხალხის დაყოფა, ახლა მართლმადიდლებლების დაყოფვაც. როცა ლოცვა ერთად ხდება ყველგან, ეგრეგორი ძლიერდება და მეტი ძალა აქვს ლოცვას, ამიტომაც დაყვეს და ცუდია ეგოისტური მსჯელობით მსჯელობა. კარგი იქნება გაერთიანება და არა დაყოფვა.
საბერძნეთი ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყანა 25 დეკემბერს ზეიმობს შობას და ახალ წელს პირველ იანვარს. ჩვენთან რა ხდება?! პირველ იანვარს ვზეიმობთ მარხვაში ახალ წელს და ბევრმა არ იცის როგორ მოიქცეს, რა ჭამოს biggrin.gif მერე შვიდ იანვარს შობას და მერე 14 იანვარს ძველით ახალ წელს.
ხომ არ მოგვწონს ეს მდგომარეობა? ქეიფის მიზეზი იყოს და რაც გინდა ის დაარქვი biggrin.gif wink.gif
მე ვფიქრობ თოთხმეტი დღის გადაწევა რომ მოხდა ეს მეცნიერული გამოთვლებით მოხდა. მე მწამს მეცნიერების, თუმცა არ გამოვრიცხავ შეცდომებს აქაც.

რაც მთავარია, ეს საკითხი უბრალოდ მსჯელობას საჭიროებს. ჩემი აზრით ლოცვა ერთად უნდა ხდებოდეს და თუნდაც სულ სხვა დღე იყოს. ძალა ერთობაშია და არა რამე დღეში. ყოველი დღე ღვთისაა, ყოველ დღე თენდება და ღამდება. ვუყურებთ წვრილმანებს და არა მთავარს და ვიშლებით, ვნაწილდებით, მალე გათითოკაცების სენიც გვეწვევა.



--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 27 2009, 02:51 AM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მილოცვების თემაში ბევრი ოფ ტოპიკები დაგროვდა, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მათთვის ცალკე თემის გახსნაsmile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Dec 27 2009, 07:08 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირინი @ 27th December 2009 - 02:51 AM) *
მილოცვების თემაში ბევრი ოფ ტოპიკები დაგროვდა, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მათთვის ცალკე თემის გახსნა

ირმა ყოჩაღ! :*


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Dec 31 2009, 02:01 AM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




lol, უცებ ვერ მივხვდი , მეთქი თემა როდის გავხსენიიი biggrin.gif




good.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 11th June 2024 - 12:37 PM