ეხლა აღმოვაჩინე რომ იყო მართალი- საშიშია, რომ ჩავუკვირდი ეს ასეც არის, გთავაზობთ რამოდენიმე ფრაზას:
Кстати, почему Христос говорил, что богатому тяжелее попасть в Царство Божие, чем бедному? Дело здесь не в деньгах, а именно в чувстве защищенности. Но есть гораздо более опасная тема. Она связана с защищенностью не только тела, но и души. Это гораздо опаснее. Символ защищенности души - правота. Именно ощущение собственной правоты дает осуждение других людей. Если вы правы, то вам не нужно меняться. Пока вы чувствуете себя правым, кто-то должен быть виноватым. А виноватого хочется уничтожить. Значит, ощущение правоты несовместимо с любовью. И пока есть ощущение внутренней правоты, изменения невозможны. Того, кто чувствует себя постоянно правым, всегда окружают виноватые, особенно среди близких, чтобы, преодолевая ощущение правоты, он научился любить их. Понятия правый и виноватый применимы к человеческим законам и означают их соблюдение и стабильность. Божественные законы мы никогда не познаем полностью, пока не вернемся к Творцу. Поэтому говорить о нашей абсолютной правоте невозможно. Человек, ощутивший полную правоту, претендует на то, чтобы стать Богом. А это уже попахивает дьяволизмом."
...
Даем совет – ощущаем правоту – улучшаем судьбу другому – чувствуем богоизбранность.
Человек покойник если , есть ощущение правоты, богоизбранности, защищенности.
...
Исполнение желания дает ощущение правоты, удовлетворенности, защищенности.
Сила – это защищенность.
На тонком плане, на уровне поля, защищенность самоубийственна.
...
«Ощущение правоты и защищенности – страшная вещь. Закрывает ощущение Божественного. Менятся не надо! Зачем?! Если я прав!»
...
Поведение мужчины – подтверждение своего статуса, как в стае. Статус заставляет выбрасывать энергию, развиваться. Отсюда идет стремление к счастью на физическом уровне. На тонком плане – стремление к правоте – самоубийство, смерть. На физическом – развитие.
მე ეგ ფრაზა არ მესმის, პოკა ვი ჩუსტვუეტე სებია პრავიმ, კტო-ტო დოლჟენ ბიტ ვინოვატიმ და მერე, ა ვინოვატოგო ხოჩეტსია უნიჩტოჟიტ. კი შენს აზრზე, რომ გადაიყვანო ვიღაცა სურვილი გაქვს, მაგრამ რატომ უცებ უნიჩტოჟიტ???
უკიდურესობაში თუ ჩავარდები მაშინ ხო მაგრამ
და რაც შეეხება სურვილების ასრულებას მე პირადათ სიხარულს და ბედნიერებას ვგრძნობ ამ მომენტში.
და ბოლო ფრაზა მუჟჩინებზე რა წერია, ვერ გავიგე?
პირობითათ ხო არსებობს ცნობიერების 2 დონე - ცნობიერი და ქვეცნობიერი. ცნობიერი ეს არის ის რასაც ვფიქრობთ რომ ვიცით, და ქვეცნობიერი რაც ვიცით. ანუ მაგალითად ქვეცნობიერათ მე ვიცი როგორ ავწიო ხელი, და როდესაც ხელის აწევა მინდა კი არ ვფიქრომ ვმოქმედებ, ანუ ის რომ მე ხელის აწევა შემიძლია ჩემთვის ჭეშმარიტებაა. რაც შეეხება ცნობიერ ცოდნას:ადამიანმა შეიძლება იცოდეს რომ შეუძლია გადავახტეს რაღაც ორმოს ვთქვათ, მაგრამ ვერ ახტებოდეს, რადგან ქვეცნობიერში საწინაამღდეგო ცოდნა უდევს.
ხოდა ეს ფრაზები მიმართულია ქვეცნობიერზე, ანუ შენ რომ თქვი "უკიდურესობაში თუ ჩავარდები მაშინ ხო მაგრამ " კაკრაზ როდესაც ქვეცნობიერად გგონია რომ მართალი ხარ მაშინ ხარ ჩავარდნილი უკიდურესობაში. თუ საწინაამღდეგო აზრის ადამიანის მიმართ აგრესიას არ გრძნობ და სურვილების ასრულების დროსაც თავი მაღალი სიმართლის მატარებელი არ გგონია, ზნაჩიტ ვსო ნარმალნა, გადავარდნილი არ ხარ
უკიდურესობა ჰკლავს
აი ეგ უკიდურესობა მირთულებს ზუსტად ცხოვრებას ყველაფერში და ვერაფრით ვერ ვისწავლე ამის დარეგულირება
ერთდროულად კარგი და ცუდი, მხოლოდ ასეთი უნდა იყოს ადამიანი
ცალცალკე კარგი და ცუდი ეწინააღმდეგება ბუნების კანონს: ბალანსს
რაც უფრო ძლიერად არის გამოხატული ცუდი და კარგი საწყისი ადამიანში, მით უფრო სრულყოფილია ის ადამიანი
ანუ ის :შედგა: როგორც ადამიანი
ერთდროულად კარგი და ცუდი: ანუ არც ცხელი, არც ცივი
და რას ნიშნავს კარგი და ცუდის ბალანსი და რა კრიტერიუმით უნდა შეაფასო ადამიანი კარგია თუ ცუდი? ეს ხომ ძალიან სუბიექტური ცნებებია? აფრიკაში კანიბალების ტომებში ადამიანი, რომელიც კლავს სხვა ადამიანს კარგია და ჩვენი კულტურის მიხედვით ასეთი ადამიანი ცუდია...
კი, კარგი და ცუდი ძალიან აბსტრაკტული მცნებაა....
სამურაებს აქვთ ესეთი სიბრძნე: ადამიანი ვისთან ერთად ას ნაბიჯს გაივლი და არ მოგატყუებს, არასანდოაო.
პარადოქსია არა?
რას ფიქრობთ? რას გულისხმობს სამურაი?
საინტერესოა..
ზოგ სიტუაციაში ტყუილი კარგია, შეიძლება მაგას გულისხმობდნენ
სხვები რას ფიქრობთ?
რატომ შეიძლება იყოს სანდო ადამიანი რომელიც იტყუება?
ალბათ იმას არ იმალავს რო მატყუარაა, ანუ არიტყუება იმაში რო მატყუარა არაა, და მეტ ნაკლებათ ყველა მატყუარაა.... ალბათ
ხანდახან ტყუული აუცილებელია
ალფა მართლაა?? ე.ი. მე რაზეც მეთანხმები ან მეუბნები კარგიაო! - ეჭვი შევიტანო?? აუუ გთხოვ არა რა! მე "მწარე" სიმართლე მირჩევნია!
მეც მირჩევია პირში მითხრან სიმართლე, მაგრამ ალფა შეიძლება მართალიც იყოს, ზოგი ადამიანი თვითონ გიწვევს, რომ უთხრა ტყუილი, ზოგი ისეთი დაბალი დონისაა, რომ მარტო ერთი აინტერესებს,– რა ჩაიცვას, ხო გაუმართლებელია ტყუილი, ყველანაირი ტყუილი, მაგრამ ხანდახან შედიხარ შეცდომაში. ალფა მე არ მინდა ტყუილი, გთხოვ... მაგრამ გამოგიტყდები შენს მოყვანილ მაგალითზე მეც შევცდებოდი,– რათქმაუნდა არ ვეტყოდი, სად იშოვე მეთქი, მაგრამ გულს არ გავუტეხდი და ვეტყოდი მეც, რომ ლამაზი არის მეთქი.
ტყუილს ჯობია დუმილი. დუმილი ოქროა ვაააა, მაგრამ რა რთულია, როცა ელიან სიტყვას და ხვდებათ დუმილი. ხანდახან ეს დუმილი უფრო გვტკენს გულს, ვიდრე უაზრო სიტყვები.
ეჰ, არ ვიცი , არ ვიცი...
ხო დუმილი კაი გამოსავალია,
შემკვეთები მეკითხებიან ხოლმე აზრს სხვა კოლეგებზე ანუ ჩემნაერებზე და ელოდებიან რო ჩემ აზრს ვეტყვი და მე ვეუბნები ხოლმე რო თავს უფლებას არ მივცემ რო სხვა შევაფასო... კაი გამოსავალია!!!)
ტყუილი და მართალი ზოგჯერ ისეთ შეფასებას გავს, როგორიც გვაააქვს ცუდი და კარგი.
აი, მანდ კი ვერავინ გეტყვის დანამდვილებით რა არის კარგი, რა ცუდი.
ერთისთვის კარგია, მეორესთვის ცუდი..
ასევეა ტყუილ-მართალიც.
გააჩნია რა მიზნით მოიხმარს ადამიანი ტყუილს ან მართალს..
თეთრზე შავიაო კი ძალიან ადვილი დასამტკიცებელია და ასეთი მტკიცებულებები ყოველდღე გვესმის..
მმმ.. მე კი მაგრად ვერთობი პატარ-პატარა ტყუილებზე.. (მაგ. გამოვიდა ახალი სუნამო "პუჭკუ მაკარტნია" და ამას რომ ხალხს დააჯერებ... )
საერთოდ კი..
ჭეშმარიტებას ვინც ღაღადებს იმას კი არ გაყვე, არამედ იმას, ვინც ჭეშმარიტებას ეძებსო. (ნუ, ბოლო დროს, რა "მოღაღადე" შევიქმეეენი, ნე მაგუუუ )
ნუ, სად არის მაინც ეს ჭემარიტებააა...?
შევეცდები დავწერო ის, რაც მე წაკითხულიდან და + ჩემი გამოცდილებიდან სინთეზურად "ცოდნად" მიმიღია
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვხმარობთ სიტყვებს: სიმართლე (=მართალი ხარ, ეს სიმართლეა, ლოგიკურია...) და მცდარი (შეცდომა, არასწორი, ცდები...). ასეთ დროს ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს წარმოდგენებს სიმართლეზე. რამდენადაც წარმოდგენები სახესხვაობს ადგილის, დროის, ჩვეულების, ეთნოსის და კიდევ სხვა ფაქტორების მიხედვით, ამდენად წარმოდგენა სიმართლეზე სხვადასხვა კონტექსტში ურთიერთსაპირისპორო შეიძლება იყოს, და ეს კანონზომიერია! ამოსავალი მეთოდი, ასეთი "სიმართლის" დასადგენად გახლავთ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, სადაც ეს "სიმართლე" მოხდა. მაგალითისთვის: ენათმეცნიერები ძველი ტექსტების სწორად გასაგებად შეისწავლიან ხოლმე იმ ეპოქას, ისტორიულ სინამდვილეს, რომელშიც ესა თუ ის ნაწარმოები შეიქმნა და, ამდენად, ცდილობენ დაადგინონ სიტყვების კონოტაციური მნიშვნელობა მისი დენოტაციური ვერსიებისაგან განსასხვავებლად (სტრუქტურალიზმის პრინციპი).
მაგრამ, პარარელულად არსებობს "წარმოდგენა" ობიექტურ სიმართლეზე, რომელიც ყველა ეპოქაში ერთნაირია და მას უწოდებენ ჭეშმარიტებას, მაგალითისთვის: 2X2=4, სამკუთხედს მხოლოდ სამი კუთხე აქვს... და ა.შ. მაგრამ საუბედუროდ, ესეც წარმოდგენებია, რადგან ადამიანურ გონებას შეუძლია დაამტკიცოს საპირისპირო (სასკოლო ალგებრის ცოდნაც საკმარისია).
მთელი ანტიკური ფილოსოფია ცდილობდა დაედგინა: რა არის ჭეშმარიტება, სხვაგვარად, რა არის პირველი ჭეშმარიტება -"არხე"და საბოლოოდ ღმერთის არსებობაზე, როგორც კოსმოსის შემომქმედზე, თანხმდებოდნენ, ოღონდ იყო ეს "ერთი" თუ "მრავალი" გადაუწყვეტელი დარჩა. კანტთან ყოველივე ამან სუბიექტური იდეალიზმის სახე მიიღო, ჰეგელთან პირიქით... მოკლედ, ჩვენამდე ამაზე ბევრმა იფიქრა, მაგრამ მთავარი წარმოდგენა ჭეშმარიტებაზე დღესაც მიუღწეველი რჩება (მე, რა თქმა, უნდა მახსოვს, რომ ეს ფორუმი ეზოთერულ საკითხებს ეძღვნება, მაგრამ ეზოთერიკოსებს შორისაც, ისევე როგორც ეს ფილოსოფობთან მოხდა, უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია დღესაც უპირისპირდება ერთმანეთს). საბოლოო ჯამში, ჩემთვის პილატეს შეკითხვა: "რაი არს ჭეშმარიტება" მიწყივ ისმის, და პასუხიც იმავე კითხვაზე იქვეა გაცემული. სხვა საქმეა, რამდენად გვახსოვს და ვცდილობთ ამის გაგებას.
მართლის მთქმელ კაცს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო
ადამიანებს მოსწონთ და უყვართ ტყუილი. ასე ადვილია
სიმართლე ძნელი მოსასმენია. სიმართლით, სიმართლეში ცხოვრება ძნელია
მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის მაცხოვრებლები ტყუილში ცხოვრობენ
აქვთ სახლი რომელსაც არ ფლობენ და მათია. აქვთ მანქანა რომელსაც ატარებენ მათია მაგრამ არ ფლობენ მას. აქვთ ფული რომელიც მათი არარის... და ასე დაუსრულებლად ...
იქნებ ასეც უნდა იყოს. ჩვენი ხომ საბოლოოდ არაფერია
საინტერესო რამე თქვი. პარალელს გავავლებ:
ჩვენს ქ ვეყანაში ადამიანი მუდმივად გარემოცულია სიყვარულით და საყვარელი ადამიანებით და 'მე'-ს ძნელად პოულობს, იმიტომ რომ ფაქტიურად მარტო არასდროს რჩება. მისი მე არსებობს იმიტომ რომ არსებობენ სხვები.
საზღვარგარეტ მოხვედრილი, მარტო, ნუ ძირითადად მარტო, პოულობს მე-ს. თავს ეცნობა. ხდება 'მე-ს კრიზისი'- identity crisis. ანუ იცხოვრე 25-30-40 წელი და არ იცოდი ვინ იყავი. წაიშალა შენი მე და სამშობლოსთან ერთად ჩაბარდა ისტორიას. სხვა ხარ და არ იცი ვინ ხარ. არც სხვები გიცნობენ და თავიდან ქმნი 'მეს'
'მე ვარ? ვინ ვარ? სად ვარ? რატომ ვარ? რად ვარ?'
ზოგი პოულობს თავს, ზოგი უკეთ ეცნობა, ზოგიც კარგავს თავს, ბევრი უკან ბრუნდება და ძველ 'თავს' უბრუნდება.
... მერე სამშობლოში ჩამოსული იმ შეგირდივით, სხვანაირად 'მოსიარულე' ადამიანებს ხედავ .. მიმოიხედავ და შენსავით 'გამოღვიძებულ' ადამიანებს ეძებ
აუუუ უსასრულოდ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი
ჩჟუან-ძი (ძვ. წ. VI ს.):
"ერთხელ მე, ჩჟუან-ძის, დამესიზმრა, რომ ფარვანა ვიყავი. ვნეტარებდი ცხოვრებით, დავფარფატებდი ხან იქ, ხან აქ, დამავიწყდა ვინ ვარ, ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ფარვანა ვიყავი. მოულოდნელად გამომეღვიძა და აღმოვაჩინე, რომ კვლავ ჩჟუან-ძი ვარ".
ჩჟუან-ძის ესიზმრებოდა, რომ ფარვანა იყო, თუ ახლა ფარვანა ხედავდა სიზმარს, რომ ჩჟუან-ძი იყო? იყო რაიმე სახესხვაობა მათ შორის? სიზმარში ფოლოსოფოსს ფარვანას ცნობიერება გააჩნდა. იგი სამყაროს ფარვანისებურად აღიქვამდა, და იმდენად გრძნობდა თავს ფარვანად, რამდენადაც იგი იმ მომენტში იყო ფარვანა. გამოღვიძების შემდეგ ფილოსოფოსი დაეჭვდა - იგი ის ფარვანა ხომ არ არის, რომელმაც სიზმარი ნახა, რომ იგი ფიოლოსოფოსი ჩჟუან-ძია? (ი.ყეინიშვილის კითვა-პასუხებიდან)
აფსოლუტურად გეთანხმები! ხაზს ვუსვამ აფსოლუტურად, მთლიანად გეთანხმები ლოგიკის, მსჯელობის, ცხოვრებისეული გამოცდილების, პრაქტიკის, ისტორიის, სტატისტიკის და ყველანაირ დონეზე, რომ იყო მართალი ძალიან ძალიან საშიშია! მოდი დავანებოთ თავი საზოგადოებაში არსებულ სტატუს ქუოს ამ თემასთან დაკავშირებით ურთიერთობების დონეზე, საკუთარ თავთან მართლად ყოფნაზე ვისაუბროთ. ყველაზე საშიში ისაა რომ საკუთარ თავთან იყო მართალი. იმდენად საშიშია რომ არც მეტი არც ნაკლები ზუსტად ეს ფაქტორი განაპირობების ადამიანის ამ ილუზორულ მატერიალურ სამყაროში მრავალჯერ დაბადებას, ზოგი ამას რეინკარნაციას უწოდებს შეცდომით, არადა სინამდვილეში ამ მოვლენას ინკარნაცია ქვია, ხოლო რეინკარნაცია სულ სხვა მოვლენაა. იმედია ვინმე გახსნის ამ თემას და იქ სიმართლე დაიწერება თუ რა არის რეინკარნაცია და რა არის ინკარნაცია.
მოკლედ ეს არის სწორედ ის ჭეშმარიტება რომელზეც ღმერთი იუდეურ მოძღვრებაში ამბობს: " მე დავდებ ჭეშმარიტებას შვეულად" ანუ ვერტიკალურად აი ამ ვერტიკალური ზღვარის ეშინია ყველას საკუთარ თავში ეს ვერტიკალური სუბსტანცია ყველა ადამიანში დევს მართლაც ვერტიკალურად. აი ამის გვეშინია ჩვენ ყველაზე მეტად, და ვამბობთ, რა არის ჭეშმარიტება?! სად ვეძებოთ იგი? და ვიგონებთ ათასგვარ სიმართლეებს რომ როგრმე ჩავანაცვლოთ რეალობას და ამითი ვმალავთ საკუთარ თავს ჭეშმარიტებისგან! აი როგორი სურათი იხატება რეალობაში. ადამიანი! საკუთარ გამოგონილ ჭეშმარიტებას ამოფარებული ემალება ვერტიკალურ ზღვარს! ეს რეალობაა ფაქტებზე დაფუძნებული! გაიხედეთ სამყაროში რა ხდება, ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს ვატყუებთ საკუთარ თავს და ამაში ეს მატერიალური სამყარო გვეხმარება, სიკვდილი და დაბადება, და ა.შ.
ვფიქრობ ამ წერილის ავტორი აუცილებლად გამომეხმაურება ამ თემასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ ჩემი სიმართლე საზოგადოებისთვის "ჩაქუჩივით " არის და იყო ყოველთვის ... მაგრამ ერთხელ მივხვდი .. რომელ სიმართლეს ვამბობ , რა სიმართლეს , ამ ძილში სადაა სიმართლე .. ანუ ეს უსასრულო ილუზიაა და მე მივხვდი არ მქონდა უფლება ჩაქუჩიტ ხელში მემსხვრია ცრუ იდეალები .. მეთქვა ის რაც იყო და არა ის რაც მათ სურდათ ან კარგად ფუთავდნენ.. იქნებ მე , ერთ მძინარე არსებას, არანაირი უფლება არ მაქვს სხვისი ჩაქუჩი ვიყო ... მაგრამ სხვანაირად არ გამომდის საზოგადოება ერთ დიდ ძილშია და ამ სიყალბეს ჩემი "ცრუ სიფხიზელე " ვერ ეგუება ...
nutsa
მგონი არ კითხულობ , ან რას ვწერ არ გესმის ეს უკვე ჩემი პრობლემა არაა
სულ ატმანის ბრალია ყველაფერი !
მე ერთი მოძღვარი მყავს და იმას ვუჯერებ,იმასვე ვამბობ რასაც მასწავლის მან შემიცვალა ცხოვრების გეზი და მან გამომაფხიზლა,ატმანამდე იყო ეს სხვათაშორის და ჩემთან ერთად წერდა ერთი წელი,მაგრამ არც კი შემიმჩნევია,სანამ არ დადგა ჩემი დრო მე ის დამჭირდა ისეთი როგორიც იყო და მე ყველა მჭირდება,აბსოლუტურად ყველა,რომ გავიზარდო,რომ მეტი მივიღო ვიდრე ვარ და არასოდეს არ დასრულდება ეს პროცესი,ყოველთვის სწავლებაში ვიქნები ალბად ასე იქნება
ყველას თავის დრო აქვს,ამაში დავრწმუნდი და ეს ყალბი წარმოდგენები,რომ ყველაზე მართლები და ყველზე ჭკვიანები ვართ გაგვივლის და მერე უკან მოხედვა არც კი მოგვინდება
ჩემი პრობლემა ჩემი თავია და არა სხვისი პრბლემების რჩევა და ძიება.
საკუთარიც იმდენი ამქვს გამოსასწორებელი დათვლასაც კი ვერ შევძლებ.უბრალოდ მე ვამბობ იმას რაც გამომიცდია და არა იმას რაც სხვამ მომიყვა,ასე რომ ნამდვილად ვიცი,რომ საკუთარ თავს უნდა ვებრძოლო და გამოვასწორო,ნამდვილად ვიცი რომ სხვის გამოსწორება და გადარჩენა ჩემთვის არავის დაუვალებია.
უბრალოდ იმიტო ვწერ აქ და რომ ვამჩნევ ვიღაცეები იმას გადიან რაც მე უკვე გამოვცადე და კიდევ ვერ გადავლახე ეს პრობლემები,მე მათ მინდა ვუთხრა:
ეს მოწინააღმდეგეს(რომელიც რ არსებობს თან) მხოლოდ წინ ექაჩება და სასაცილო მდგომარეობაში ნუ ვიგდებთ თავებს.
არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მამხილებელი ეშმაკია და ნუ დავემსგავსებით მას ჩვენი ქცევებით,მეც მეხება ეს
sbge
ახლა ეს თემა,–„სიმართლის პრობლემა“...
ხშირად შეიძლება მოიტანოს პრობლემა სიმართლემ, მაგრამ გააჩნია რა არის სიმართლე, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ.
არვიცი რა მაგალითი მოვიყვანო... მაგ: არის ერთი მახინჯი ადამიანი და მიდიხარ და ეუბნები რომ ის მახინჯია, ასეთი სიმართლე ბოროტებაა თითქოს. რა საჭიროა მახინჯს უძახო, რომ მახინჯია, შეიძლება მას ლამაზი თვალები ჰქონდეს, მაშინ განიხილე რა ღრმა და რა ლამაზი თვალები აქვს.
ამიტომაცაა სიმართლე განსაზღვრო ერთი სიტყვით ძნელია.
არ მიყვარს ტყუილი საერთოდ, როცა ვინმე მატყუებს ვხედავ,– რენტგენივით ვარ, მაგრამ ზოგიერთი სიმართლე არასავალდებულოა.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)