Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სწორი კვება _ სამზარეულო

Posted by: ირმა Nov 2 2008, 04:37 PM

ამ თემაში დავწეროთ ყველაფერი, რაც სამზარეულოს შეეხება. მაგ: რეცეპტები, სხვადასხვა ქვეყნის ჩვეულებანი, რა ვქნათ ხახვის გაფცქვნის დროს თვალები რომ არ დაგვეწვეს, დავდოთ ფოტოები და ბოლოს ფორუმის თემას რომ არ გადავუხვიოთ მივუნიშნოთ ამა თუ იმ საჭმელის სიკარგეზე.

http://img143.imageshack.us/my.php?image=25fhbgyhc3.jpg
http://g.imageshack.us/img143/25fhbgyhc3.jpg/1/

http://img143.imageshack.us/my.php?image=24q6cqrhm3.jpg
http://g.imageshack.us/img143/24q6cqrhm3.jpg/1/

http://img143.imageshack.us/my.php?image=26ywxgm4.jpg
http://g.imageshack.us/img143/26ywxgm4.jpg/1/

Posted by: ირმა Nov 2 2008, 04:41 PM

ხო, ნამცხვარი არ არის კარგი, რადგან საქაროზა(შაქარი) ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. შაქარს მეორენაირად თეთრ სიკვდილს უწოდებენ, ასე რომ როცა ნამცხვარი გვინდება, ვჭამოთ ცოტა.


ხახვი და ნიორი თუ წყალში ჩავყარეთ უფრო ადვილად გაიფცქვნება და ხელზეც არ მიგვეწებება ნიორი.

Posted by: Alpha Nov 2 2008, 09:22 PM

კაკრაზ ტკბილეული არ მიყვარს მაინც და მაინც(ეს ცალკ-ცალკე იწერება?)

Posted by: ირმა Nov 2 2008, 10:53 PM

QUOTE(Alpha @ Nov 2 2008, 10:22 PM) *
კაკრაზ ტკბილეული არ მიყვარს მაინც და მაინც(ეს ცალკ-ცალკე იწერება?)

მგონი ამ შემთხვევაში ერთად იწერება, მაგრამ თუ ტკბილეული არ გიყვარს რა გიყვარს? huh.gif

Posted by: ირმა Nov 2 2008, 11:32 PM

თეთრი ლობიო ბერძნულად.

http://img135.imageshack.us/my.php?image=25155008732ae2d9c265al5.jpg
http://g.imageshack.us/img135/25155008732ae2d9c265al5.jpg/1/

ავიღოთ ნახევარი კგ თეთრი ლობიო და დავადგათ მოსახარშად. სანამ წამოდუღდება კარგია პირველი წყალი გადევღვაროთ და მერე ისევ დავამატოთ წყალი. დავაყაროთ მრგვლებად დაჭრილი (5 ან 6) სტაფილო, დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში, დავასხათ ზეთი და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება დავამატოთ ტომატი დაახლოებით ორი სუფრის კოვზი და ბოლოს მარილი.


რომელიმე მწნილთან ერთად მივირთვათ. ძალიან კაგია ახლაც და ზამთრის ცივ დღეებშიც.

( მხოლოდ თუ სადმე აპირებთ წასვლას შეკრებაზე არ გირჩევთ მის ჭამას... გაზები wink.gif ფრთხილად)

აი კიდევ ერთი სურათი:

http://imageshack.us

Posted by: Sophia Nov 3 2008, 07:24 PM

აუუუუუ, რატომ მომაშიეთ??? huh.gif

Posted by: ირმა Nov 3 2008, 09:41 PM

უსიტყვოდ:


http://img380.imageshack.us/my.php?image=image008rf9.jpg
http://g.imageshack.us/img380/image008rf9.jpg/1/

http://img380.imageshack.us/my.php?image=image0094td1.jpg
http://g.imageshack.us/img380/image0094td1.jpg/1/

http://img380.imageshack.us/my.php?image=image0113xe7.jpg
http://g.imageshack.us/img380/image0113xe7.jpg/1/

http://img380.imageshack.us/my.php?image=image0123sf0.jpg
http://g.imageshack.us/img380/image0123sf0.jpg/1/



Posted by: TeO Nov 5 2008, 02:08 PM

მართლა ნერწყვების მოსადენი თემაა კარგი გაგებით! wink.gif ყოჩაღ ირმა ძალიან გემრიელი თემა გაგიხსნიაააა!! kiss1.gif

მე ძალიან მიყვარს ტკბილეულობა (შოკოლადი, თაფლი...)
მიყვარს ინდური / ვედური სამზარეულო და ერთადერთი მასეთი კაფე იყო თბილისში და დამიხურეეეს!!! sad.gif ეჰჰ

Posted by: ირმა Nov 5 2008, 06:34 PM

თაფლი და შოკოლადი ვის არ უყვარს wink.gif მე მიყვარს თაფლი და კარაქი არეული პურზე წასმული.

Posted by: Sophia Nov 5 2008, 09:36 PM

მე მიყვარს თურქული სამზარეულო. აღმაშენელებზეა. კარგად ამზადებენ. ტამბოლი მომაგონდა იმ დღეს.
ასევე მოხიბლული ვარ ჩინური კერძებით. ამ ზაფხულში დავაგემოვნე პირველად. თბილისში არ ვყოფილვარ ჯერ ჩინურში , ვეხვეწები ეზოთერიკებს წავიდეთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ... unsure.gif

Posted by: ირმა Nov 5 2008, 11:14 PM

გაროხი კამით.


(მხედველობაში მაქვს ნედლი გაროხი, ან ახალი, ან გაყინული და ან კონსერვი)

http://img363.imageshack.us/my.php?image=cimg1753ri8.jpg
http://g.imageshack.us/img363/cimg1753ri8.jpg/1/

ავიღოთ ერთი მოზრდილი ხახვი, დავჭრათ წვრილად. ჩავასხათ ქვაბში ზეთი და მოვხრაკოთ ხახვი, ისე რომ მიიღოს მოწითალო ფერი. ჩავაყაროთ გაროხი (და თუ გვაქვს ნედლი სიმინდიც, ერთ კილოზე ნახევარი კგ. ძალიან უხდება.) და დავასხათ წყალი ოდნავ რომ დაიფაროს. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, როცა მოიხარშება დავაყაროთ შავი პილპილი, მარილი და (ბევრი) კამა.
ეს შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ კატლეტთან ერთად ან ასევე ტომატში შენელებულ ძროხის ხორცთან. ვინც ხორცს არ ჭამს შეუძლია მიირთვას ესეც. ასევე შეიძლება ხარშვის დროს დავუმატოთ კართოპილი, წითელი თუ მწვანე ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭრილი.

მმ..... ძალიან ძალიან გემრიელია და სასარგებლო.

წარმატებას გისურვებთ მზარეულობაში და შემდეგ კარგ ჭამასა და მონელებას. biggrin.gif





Posted by: ირმა Nov 5 2008, 11:16 PM

ხახვმა რომ თვალები არ დაგწვათ, გაფცქვნის დროს წყალში ჩააწყეთ ხუთი წუთით.

Posted by: Alpha Nov 6 2008, 01:25 AM

QUOTE(ირმა @ Nov 2 2008, 11:53 PM) *
მგონი ამ შემთხვევაში ერთად იწერება, მაგრამ თუ ტკბილეული არ გიყვარს რა გიყვარს? huh.gif

აი ზევით რომ კერძები გაქ ჩამოთვლილი ეგენი უფრო მომწონს, ვიდრე ტკბილეული smile.gif
თაფლიც არ მიყვარს :S

Posted by: Sophia Nov 6 2008, 12:26 PM

არც მე მიყვარს ტკბილეული . დამჟავებული მწვანე პომიდორი მირჩევნია გემრიელი ტორტის ნაჭერს blink.gif biggrin.gif

Posted by: TeO Nov 7 2008, 05:11 PM

QUOTE(ირმა @ Nov 5 2008, 06:34 PM) *
თაფლი და შოკოლადი ვის არ უყვარს wink.gif მე მიყვარს თაფლი და კარაქი არეული პურზე წასმული.

ბავშვობიდან ვგიჟდები კარაქზე და თაფლზე – "აბაჟაიუ"!!!!!!!!!!! rolleyes.gif

QUOTE(Sophia @ Nov 5 2008, 09:36 PM) *
მე მიყვარს თურქული სამზარეულო. აღმაშენელებზეა. კარგად ამზადებენ. ტამბოლი მომაგონდა იმ დღეს.
ასევე მოხიბლული ვარ ჩინური კერძებით. ამ ზაფხულში დავაგემოვნე პირველად. თბილისში არ ვყოფილვარ ჯერ ჩინურში , ვეხვეწები ეზოთერიკებს წავიდეთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ... unsure.gif

სოფო სხვებს ნუ ვუყურებთ და მე და შენ წავიდეთ ჩინურში wink.gif
და კიდევ ძალიან მაინტერესებს თურქული სამზარეულო და იქნებ შენ გამიწიო მანდ ექსკურსი? l_sunny.gif

Posted by: ირმა Nov 7 2008, 11:23 PM

გავიგე ერთი რამ,– ჩვენი ფორუმის წევრებს ძალიან უყვართ შემწვარი კარტოფილი, ხოდა:

შემწვარი კარტოფილი ყველით.

http://img389.imageshack.us/my.php?image=cimg1560bd1.jpg
http://g.imageshack.us/img389/cimg1560bd1.jpg/1/

გავფცქვნათ და დავჭრათ კარტოფილი ჩვეულებრივი წესით(თუ გვინდა რგოლებადაც, როგორც სურათზეა), მოვაყაროთ მარილი და აურიოთ. ჩავასხათ ბევრი ზეთი ქვაბში, გავაცხელოთ ზეთი კარგად და შევწვათ ცოტ-ცოტა კარტოფილი(დაახლოებით ერთი თეფში). როგორც შეიწვება ქაფქირით ამოვიღოთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ზეთი შეჰყვეს.
ცხელ-ცხელს მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი. ალბათ ჩვენში გახეხილი სულგუნი ყველას აჯობებდა.

ბონ აპეტიტ

Posted by: ირმა Nov 7 2008, 11:24 PM

QUOTE(Alpha @ Nov 6 2008, 02:25 AM) *
აი ზევით რომ კერძები გაქ ჩამოთვლილი ეგენი უფრო მომწონს, ვიდრე ტკბილეული smile.gif
თაფლიც არ მიყვარს :S

იმედია შენც გიყვარს კარტოფილი? biggrin.gif

Posted by: Sophia Nov 8 2008, 12:17 AM

კარტოფილი მე მიყვააარს , მაგრამ ზოგი საერთოდ აბოდებს...
ერთი მეგობარი მყავს, სტუმრად რომ მოდის ჩემთან გზად სულ ცოტა 4 კილო კარტოფილს ყიდულობს და შემოსული არ არის ეს შემიწვიო მეუბნება rolleyes.gif gossip.gif biggrin.gif ისე კარგა ხანია არ მოსულა და ერთი უნდა დავურეკო, კარტოფილი მომაკლდა-მეთქი ვუთხრა. wink.gif

Posted by: ირმა Nov 9 2008, 10:39 PM

რა ჰქვია ამ მცენარეს ვინ იცის და ასევე როგორ ხდება მისი მომზადება?

http://img444.imageshack.us/my.php?image=091112tomatoeswebjh2.jpg
http://g.imageshack.us/img444/091112tomatoeswebjh2.jpg/1/

Posted by: TeO Nov 10 2008, 10:16 PM

ყვავილოვანი კომბოსტოა!
მე ძალიან მიყვარს smile.gif
მოსამზადებლად ადვილია - დაიჭრას საშუალო ნაჭრებად და შეიწვას (ზეთით ან ცხიმზე) და შემდეგ მოთავსდეს მაიონეზში, რომელსაც გემოვნებით საკმაზს დაუმატებთ...

Posted by: ირმა Nov 11 2008, 10:54 PM

ყვავილოვანი კომბოსტო მეც ძალიან მიყვარს. კარგია რომ დაწერე თეო smile.gif

ახლა მე დავწერ მის მომზადებას სხვანაირად:

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა.

მდუღარე მარილწყალში ჩავყაროთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და მოვხარშოთ. ძალიან მალე იხარშება, ალბათ15 წუთში...
ქაფქირით ამოვიღოთ თეფშებზე და მოვასხათ ზეთი და ლიმონის წვენი გემოვნებით(ლიმონი ჯობია სუფრაზე დავდოთ და ყველამ მოასხას თავის თეფშს, როგორც მოეწონება). ეს სალათა კარგია შემწვარ კარტოფილთან ერთად. საუკეთესო სადილი გექნებათ.

Posted by: ირმა Nov 21 2008, 08:38 PM

იცის ვინმემ აქ მჭადის გამოცხობა? ერთი გაფიცხინებული მჭადი და სულგუნი ვის უყვარს? ან ვინმეს თუ აქვს სურათი შესაბამის თემაზე? gossip.gif

Posted by: blanca Nov 22 2008, 06:20 AM

აუ ყვავილოვანი კომბოსტო რომ 15 წუთი მოხარშო გადაიქცევა ფაფად biggrin.gif
მე არ ვხარშავ. ორთქლზე მიყვარს სულ რაღაც 5-7 წუთი.
ყველანაირი ბოსტნეული ორქლზე, ან უმად smile.gif

Posted by: ირმა Nov 22 2008, 02:49 PM

QUOTE(blanca @ Nov 22 2008, 07:20 AM) *
აუ ყვავილოვანი კომბოსტო რომ 15 წუთი მოხარშო გადაიქცევა ფაფად biggrin.gif
მე არ ვხარშავ. ორთქლზე მიყვარს სულ რაღაც 5-7 წუთი.
ყველანაირი ბოსტნეული ორქლზე, ან უმად smile.gif

მართალი ხარ blanca, ორთქლზე მოხარშვით არაფრის ვიტამინიც არ იკარგება. როგორც ჩანს კარგი მზარეული უნდა იყო, დაგვიწერე რამე გემრიელ-გემრიელი, ისეთი ნერწყვებს რომ გადაგვაყლაპებს. biggrin.gif

Posted by: blanca Nov 22 2008, 06:38 PM

არა არ ვარ კარგი მზარეული biggrin.gif ბევრი ჩალიჩი რომ მეზარება იმიტომ გეახლებით უმეტესობას უმად laugh.gif

ერთი სალათა მიყვარს და დაგიწერთ
სალათის ფურცლები
მწვანე, წითელი ყვითელი ბულგარული წიწაკა (ნუ რამდენი ფერიც გაქვს. რაც მეტი ფერია უფრო ლამაზია biggrin.gif )
პატარა მოცარელა ყველუკები
პაწაწუნა პამიდვრები მოცარელას ხელა თითქმის
ცოტა მწვანე ხახვი
სოიოს მოხალული მარცვლები
ცოტა შავი ქიშმიში. რამე თხილიც შეგიზლიათ
ზეითუნის ზეთი
ეს ყველაფერი არეულ დარეული.თუ გინდათ ცოტა მარილი
ოგონდ ისე აურიეთ რომ სილამაზე არ დაკარგოს. მთავარი ფერებია აქ და არა გემო biggrin.gif


Posted by: ირმა Nov 24 2008, 12:44 AM

http://hard.caucasus.net/

ეს არის ბერძნული „სუვლაკი“ ანუ „პიტა“, ძალიან გემრიელია, სახში ამის დამზადება ცოტა ძნელია.

Posted by: blanca Nov 24 2008, 12:47 AM

ირმა, მარტლა კარგი იქნება თუ ბერძნული სამზარეულოს კერძებს გაგვიზიარებ.
აქ ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს ყველაზე ჯანმრთელად თვლიან რადგან ძირითადად ზეითუნს, ხილს და ბოსტნეულს იყენებენ და ვინოს ზომიერად. მართლაც განსხვავებულია როცა ბერძნულს საჭმელს ჭამ საოცრად სიამოვნებს კუჭს მისი სიჯანსაღე. ნაკლებ ცხიმიანია.

ერთი რამ მაინტერესებს : ზეითუნის ზეთი ვიცი რომ მოტკბო უნდა იყოს, ანუ არ უნდა იყოს მწარე. რანაირად ავარჩიო?
virgin ვიცი რომ ყველაზე კარგია. ესეთი ვიყიდე მაგრამ მომწარო გემო აქვს


Posted by: blanca Nov 24 2008, 12:49 AM

მოიცა პიტას პურები იყიდება აქ და იმაში ჩავდებ

Posted by: ირმა Nov 24 2008, 01:34 AM

ზეითუნის ზეთი მართლა საუკეთესო ზეთია ზეთთა შორის. საბერძნეთში, საჭმელებში ყველა ამ ზეთს ხმარობს. მას მართლა აქვს მომწარო გემო, რომელსაც ეჩვევი და მერე ვერ გრძნობ. ის ძალიან კარგი წამალია კუჭ-ნაწლავისათვის. გამიგია დილით უზმოზე ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი კაგად მოქმედებს ორგანიზმზე. მთავარია იყიდო ნამდვილი ზეთისხილის ზეთი და არა კურკებისგან, იმიტომ რომ ამზადებენ კურკებისაგანაც და ეს შედარებით იაფია, უმეტეს შემთხვევაში აწერია გარედან. არსებობს პატარა ქარხნები, სადაც ხალხს ზეთისხილი მიაქვთ(როგორც ჩვენთან მზესუმზირას შემთხვევაში) და ხდიან, ასეთი ზეთი მომწვანო ფერისაა ხოლმე და კიდევ უფრო მძაფრად აქვს მომწარო გემო, მაგრამ საჭმელში გადასარევია. როცა ლობიოს ვხარშავ მაგალითად, თავიდანვე უშვრები ზეთს და ზეთი იცვლის ფორმას და ერწყმება წვენს ისე, რომ თითქოს საჭმელი უზეთო ყოფილიყოს.


QUOTE(blanca @ 24th November 2008 - 01:49 AM) *
მოიცა პიტას პურები იყიდება აქ და იმაში ჩავდებ

ხო პიტა თუ იყიდება, მაშინ დებ შიგნით: შემწვარი ხორცის ნაჭრებს(კატლეტიც შეიძლება, ქათმის შემწვარსაც აკეთებენ დასხვ.), საძიკს(ამის მომზადება ძალიან ადვილია და შეგიძლია მაცივარში იქონიო თვემდე, როგორც სალათა), პამიდორი დაჭრილი თხლად 2 ან 3 ნაჭერი, ხახვი და თუ გინდა ცოტა შემწვარი კარტოფილი და წითელი წიწაკა(დაფქვილი).
მარტო ვერ ვიტყვი რომ სუვლაკი ჯანმრთელ კერძად ითვლება, მაგრამ ძალიან გემრიელია. აი ვინმეს თუ უყვარს სვანური კუბდარი, შეუძლია უარის თქმა?

Posted by: ირმა Nov 24 2008, 01:40 AM

საძიკი

ავიღოთ ერთი კგ იაურტი(მაგარი), მაწონიც შეიძლება,მაგრამ ცოტა წყალ-წყალა გამოგვივა. დავუმატოთ 3 ან 4 კბილი გახეხილი ნიორი,დავამატოთ მსხვილად გახეხილი(ოდნავ გაწურული) კიტრი, ცოტა მარილი, ცოტა ზეთი აურიოთ და მივირთვათ სხვადასხვა საჭმელებთან ერთად. (კიტრს უმჯობესია ნუ გავფცქვნით )

Posted by: blanca Nov 24 2008, 02:11 AM

ჰმმ, მე ძირითადად ზეითუნს ვხმარობ. მაგრამ ესეთი მომწარო გემო არ ქონია არცერთს, მაგრამ საქმე ის არის რომ ადრე $15-17იან ზეთს ვყიდულობდი. ეხლა ამ ზეთში $6 მივეცი ფინანსური კრიზისის გამო biggrin.gif
ესე იგი ფასი განსაზღვრავს ხარისხს (აღმოჩენა biggrin.gif )
ძალიან სასარგებლოა კი. ერთადერთი ზეთია რომელიც დაწვის შემთხვევაში (ანუ როცა რამეს წვავ მასში) კანცეროგენულ ნივთიერებებს არ გამოყოფს. მზესუმზირის ზეთი იწვება, ეს არა.

საძიკი მომეწონა smile.gif

Posted by: Sophia Nov 26 2008, 01:46 PM

ბერძნული სალათის რეცეპტი მინდა რა. არ იცით?
ირმას ეცოდინება უეჭველი ...

Posted by: Shou Nov 26 2008, 03:08 PM

ხახვმა რომ სიმწარე დაკარგოს კარგი იქნება წინასწარ გაფრცქვნათ და მაცივარში შეინახოთ 1-2 დღე. ჩემი ერთი ახლობელი მთელ ხახვს რასაც ყიდულობს ეგრევე ფრცქვნის და ისე ინახავს მაცივარშიbiggrin.gif

ხშირად ვაკეთებ ხახვის სალათს, პიურეს და შემწვარ-მოხრაკულებს უხდებაbiggrin.gif ხახვს ვყოფ ორად და ვჭრი თხლად. შემდეგ ვაყრი შაქარს და ვასხავ ძმარს ან ლიმონის წვენს. შემდგომ ვწურავ, ვაყრი პილპილს და ვასხავ ზეთს (ზეითუნის ზეთს რა თქმა უნდაbiggrin.gif).

არ მიყვარს შემწვარი კარტოფილი. როცა ვწვავ, ძირითადად ჯერ ვხარშავ. ანუ ვყოფ ორად ან სამად, ეს კარტოფილის სიდიდეზეა დამოკიდებული, მერე ორთქლზე ვხარშავ. ჩემი ორთქლსახარში ორსართულიანია და ზედა სართულზე ვდებ მწვანილეულს და ბოსტნეულს, რაც კი მაბადია ხოლმე სახლშიbiggrin.gif ოხრახუში, ნიახური, კამა, ბულგარული წიწაკა, სტაფილოbiggrin.gif
კარტოფილს ვაყრი სვანურ მარილს ან თვითონ ვამზადებ რაიმე საკმაზს და შემდგომ ბევრ ზეთში ვწვავ ”ფრის” მსგავსად (ვიცი არ არის სასარგებლო, მაგრამ შემწვარ კარტოფილს ბევრი მოყვარული ყავსbiggrin.gif). ძალიან უხდება არაჟნით გაკეთებული სოუსი.


Posted by: blanca Nov 26 2008, 06:39 PM

ვა რა საინტერესო ფსიქოლოგიური ტიპია შენი ახლობელი
ურჩევნია ერთხელ მაგრად იტიროს პატარ პატარა ტირილებს
რა აფცქვნევინებს ამდენ ხახვს ერთდროულად blink.gif

რად უნდა ამდენი ამბავი ხახვის დაჭრას. რომ გაფცქვნი მაშინვე წყალი გადაავლე ხახვსაც და დანასაც და არასდროს იტირებ smile.gif
ნუ დატოვებ დიდხანს დაჭრილს რომ არ ატირდე.
ასე მარტივია ეს


Posted by: ირმა Nov 26 2008, 09:22 PM

QUOTE(Sophia @ 26th November 2008 - 02:46 PM) *
ბერძნული სალათის რეცეპტი მინდა რა. არ იცით?

ბერძნული სალათა, რაიმე უცნაური და ძნელი არ გეგონოთ, ძალიან ადვილია,– რათქმაუნდა თუ გაქვს ბერძნული ყველი „ფეტა“, რომელიც ძალიან განთქმულია ევროპაში.
დაჭრი პამიდორს ჩვეულებრივად სასალათედ, ხახვს ფეტებად, მწვანე ბულგარული წიწაკა, კიტრი თუ გინდა, ზეთისხილი, დაადებ ფეტას (ერთ თეფშზე დაახლოებით80-100 გრ.), მარილი გემოვნებით და დაასხავ ზეთისხილის ზეთს. ხო ზემოდან აყრი რიგანს, რომელსაც არ ვიცი ქართულად რა ჰქვია (შეიძლება თეთრი რეჰანი იყოს, არ ვიცი)

http://hard.caucasus.net/

სურათზე მხოლოდ არ ჩანს ხახვი და ზეთი

Posted by: Shou Nov 27 2008, 10:09 AM

biggrin.gif რომ არ იტიროს მაგიტომ კი არ დებს ხახვს მაცივარში. უბრალოდ ასე ხახვი ტკბილი ხდება და სალათებისათვის უფრო გემრიელია ტკბილი ხახვი.

Posted by: blanca Nov 27 2008, 08:27 PM

ააააა, მეც მაცივარში მიდევს ხახვი. აბა სად უნდა იდოს? biggrin.gif გარეთ მალე დალპება.
მე მეგონა გაფცქვნილ ხახვებს ალაგებდა biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 28 2008, 12:30 AM

მიყვარს ხახვი სალათაში. ახლა დაგიწერთ ჩემს საყვარელ სალათას:
http://hard.caucasus.net/

ახ მაპატიეთ არ მახსოვს რა ქვია ქართულად ამას unsure.gif

Posted by: blanca Nov 28 2008, 09:53 AM

სალათის ფურცლებს ვეძახი. აქ romane lettuce-ს უძახიან

დაფლეთილი სალათის ფურცლები, ხახვი, წითელი, მწვანე და ყვითელი ბულგარული დაჭრილი, პატარა პამიდვრები, პატარა მოცარელები, ხრამუნა კუბიკებად დაჭრილი პური, მარილი გემოვნებით და ზეითუნი, ჩემი საყვარელი სალათაა smile.gif

შეგიძლიათ გამოაკლოთ პამიდვრები და მოცარელა. მაინც გემრიელი გამოდის smile.gif

Posted by: Shou Nov 28 2008, 10:39 AM

კი, გაფრცქვნილს ალაგებს. ასე უფრო ტკბილიაbiggrin.gif

Posted by: blanca Nov 28 2008, 07:46 PM

QUOTE(Shou @ Nov 28 2008, 11:39 AM) *
კი, გაფრცქვნილს ალაგებს. ასე უფრო ტკბილიაbiggrin.gif



biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 28 2008, 11:33 PM

QUOTE(ირმა @ Nov 28 2008, 01:30 AM) *
მიყვარს ხახვი სალათაში. ახლა დაგიწერთ ჩემს საყვარელ სალათას:
http://hard.caucasus.net/

ახ მაპატიეთ არ მახსოვს რა ქვია ქართულად ამას unsure.gif

blanca–„სალათის ფურცლებს ვეძახი. აქ romane lettuce-ს უძახიან“

სალათის ფურცლები და სალათის ფურცლები იყოს, აი როგორ მიყვარს მე:

დაჭრი წვრილად სალათის ფურცლებს, დააჭრი ზემოდან 2 ან 3 ცალ ახალ ხახვს, დააჭრი ბლომად კამას, მარილი, ძმარი, ზეთი.

მმმ... ამ სალათას არაფერი მირჩევია.

სხვადროს დაგიწერთ ერთ კარგ „შეფის სალატას“, რომელიც ასევე ამ სალათის ფურცლებით ხდება.

Posted by: blanca Dec 3 2008, 12:05 AM

კამა საინტერესო მწვანილია. ანუ ისეთი არომატი აქვს რომ ბევრი რაღაცეების შერევა არ ჭირდება გემოს მისაცემად. კამაა საჭირო და მეტი არაფერი

აი მაგალითად კარტოფილს მოხარშავ, კუბიკებად დაჭრი, ცოტა კამას დააჭრი, ზალიან ცოტა ხახვს წვრილად დაჭრილს და ზეითუნის ზეთს დაამატებ. ხახვი შეგიძლიათ გამოტოვოთ კიდეც. ძალიან სასიამოვნო რაღაცა გამოდის

შენს მარტივ სალათასაც კამა აგემრიელებს smile.gif

და ამიტომ ღირს სულ რამდენიმე პაწია ღერი $3-$4 biggrin.gif

Posted by: ირმა Dec 3 2008, 01:12 AM

ხო blanca კამა ძალიან გემრიელია და ძალიან მიყვარს. ამ სალათას აუცილებლად გავაკეთებ, კარგი ჩანს.
... და კიდევ რა ძვირი ყოფილა მანდ კამა ohmy.gif
აქ ერთი დიდი კონა 50, ანუ ორი კონა ერთი ევრო.

ისე შენმა სალათამ ერთი მსგავსი სალათა გამახსენა: კარტოფილი მოხარშული დაჭერი კუბიკებად, + პამიდორი დაჭრილი, + ხახვი, + ზეთისხილი, +კაპარი, +მარილი,+პილპილი, +ძმარი, +ზეითუნის ზეთი


Posted by: blanca Dec 3 2008, 01:46 AM

საბერძნეთი სალათების ქვეყანაა. მე ჩიზბურგერების ქვეყანაში ვარ. რა იციან ამათ მწვანილის გემო biggrin.gif
კონა ოხრახუში ან ქინძი ღირს $2. დანარჩენი ეგზოტიკურ მწვანილებში გადის და პაწია რამდენიმე ღერი ძვირად იყიდება

თUმცა ყველა მწვანილს არც ვიცი რა ქვია და როგორ გამოიყენება

....უნდა დავაკვირდე ერთი კიდევ კამას biggrin.gif

Posted by: anonymouska Dec 6 2008, 05:14 AM

ციტატა(ირმა @ Nov 24 2008, 01:44 AM) *
http://hard.caucasus.net/

ეს არის ბერძნული „სუვლაკი“ ანუ „პიტა“, ძალიან გემრიელია, სახში ამის დამზადება ცოტა ძნელია.

აუ ეგ ვჭამე საბერძნეთში რომ ვიყავი...უუუუუუუუუუჰ, რა გემრიელი იყოოოოო... შევედი სადაც მაგას აკეთებდნენ და რადგანაც ბერძნული არ ვიცი, იმ კაცს მუნჯურად ვუხსენი რაები დაემატებინა. ჰაჰაააა . ცოტა ინგლისური ცოდნია თურმე და მერე გამომკითხა საიდან ვიყავი


Posted by: ირმა Dec 7 2008, 11:22 PM

QUOTE(anonymouska @ 6th December 2008 - 06:14 AM) *
აუ ეგ ვჭამე საბერძნეთში რომ ვიყავი...უუუუუუუუუუჰ, რა გემრიელი იყოოოოო... შევედი სადაც მაგას აკეთებდნენ და რადგანაც ბერძნული არ ვიცი, იმ კაცს მუნჯურად ვუხსენი რაები დაემატებინა. ჰაჰაააა . ცოტა ინგლისური ცოდნია თურმე და მერე გამომკითხა საიდან ვიყავი

უცხო ქვეყანაში პირველი ნაბიჯები მართლა კურიოზებით არის სავსე biggrin.gif
ხოლო რაც შეეხება ბერძნულ სუვლაკს, ის ძალიან გემრიელია და იაფიც სხვა რაღაცეებთან შედარებით. ასე რომ მაკდონალდი საბერძნეთში მთლად კარგად ვერ არის hilarioustu8.gif

Posted by: anonymouska Dec 10 2008, 12:15 AM

ციტატა(ირმა @ Dec 8 2008, 12:22 AM) *
უცხო ქვეყანაში პირველი ნაბიჯები მართლა კურიოზებით არის სავსე biggrin.gif
ხოლო რაც შეეხება ბერძნულ სუვლაკს, ის ძალიან გემრიელია და იაფიც სხვა რაღაცეებთან შედარებით. ასე რომ მაკდონალდი საბერძნეთში მთლად კარგად ვერ არის hilarioustu8.gif



გამახსენდა რომ მაგას კიდევ diro-ს ვეძახდით smile.gif

Posted by: ირმა Dec 21 2008, 01:10 AM

ამ დღეებში საშობაო სამზადისი დაიწყება საბერძნეთში. ბევრი ბევრი გემრიელი რამეების გაკეთება მომიწევს სახლში. ეს საჭმელები მარტო შობას მზადდება სახლში, ამიტომაც მოელი,–როდის შეჭამ იმ გემრიელს.
დღეს ორი ნამცხვარი გამოვაცხე, რომლებიც ერთ თვეზე მეტხანს ინახება და ამ დღეებში სტუმართან ამ ორიდან ერთ-ერთს გამოიტან, ჩვენც არ ვაკლებთ ძალიან გვიყარს დაგიწერთ მერე როგორ კეთდება. biggrin.gif

Posted by: ირმა Dec 21 2008, 10:09 PM

მელომაკარონა და კურაბიედეს არის ტრადიციული ნამცხვრები,რომლებიც მხოლოდ შობასა და ახალ წელიწადს ცხვება.



ამ ნამცხვარს ჰქვია მელომაკარონა
http://image.geotorrents.com/



ამას კი კურაბიე
http://image.geotorrents.com/


Posted by: TeO Dec 21 2008, 10:14 PM

ირმა
აუუუ რა მადის აღმძვრელიაა!!!!! უკვე ნერწყვები გადმომდის bigarmhug.gif ამ ამამ blush.gif

Posted by: ირმა Dec 21 2008, 10:39 PM

მელომაკარონა.
მასალად საჭიროა:
3 ფინჯანი ზეთი
1 გახეხილი ფორთოხლის კანი
3/4 ფინჯანი შაქარი
1 სუფრის კოვზი კანელა და მიხაკი (უფრო მეტი კანელა 1.5 ჩაის კოვზი და 0.5 ჩაის კოვზი მიხაკი)
1 არყის ჭიქა კონიაკი
2ლიმონის წვენი
ნახევარი ფორთოხლის წვენი
2 ჩაის კოვზი სოდა
ფქვილი


1 ფინჯანი გატარებული ნიგოზი + 1 კოვზი შაქარი +ცოტა კანელა, ზემოდან მოსაყრელად.
1 ფინჯანი თაფლი და 1 ფინჯანი შაქარი სიროპისათვის


ავთქვიფოთ ზეთი, შაქარი, ფორთოხლის კანი, კანელა, მიხაკი, კონიაკი კარგად. ფორთოხლისა და ლიმონის წვენში ჩავყაროთ სოდა და + და ვთქვიფოთ. ოდნავ უნდა გათეთრდეს, + ფქვილი რამდენსაც შეიზელს რომ მივიღოთ რბილი ცომი. გავაკეთოთ პატარ -პატარა გუნდები, ზემოდან დანით დავხაზოთ(ნაძვისხე, ვარსკვლავი, რომბები) და 200 გრადუს ფურნაში გამოვაცხოთ.

1 თაფლი, 1 წყალი და 1 შაქრით მოვხარშოთ სირიპი. ცოტა ქაფი მოვხადოთ.
სიროპი დავაყენოთ ძალიან ძალიან დაბალ ცეცხლზე და ამოვავლოთ შიგ (მაგ 7–7 ცალი ვაცადოთ ნახევარი წთ ცოტა გაუჯდეს სიროპი) პეჩენიები. ამოვიღოთ და მოვაყაროთ წინასწარ მომზადებული ნიგოზი(შაქართან და კანელასთან)

ისე მგონი ეს ნამცხვარი ჩვენში მარხვაში გამოდგება.

გისურვებთ ბედნიერ შობასა და ახალ წელს

http://image.geotorrents.com/


Posted by: TeO Dec 22 2008, 09:26 AM

ირმა
რა კარგია, მართლა სამარხოა და ახალ წელზე მისწრება ნამცხვარია smile.gif
ერთი ვერ გავიგე - კანელა რა არის? კარიცა ხომ არა?

Posted by: ირმა Dec 22 2008, 04:30 PM


QUOTE(Tea @ 22nd December 2008 - 10:26 AM) *
ერთი ვერ გავიგე - კანელა რა არის? კარიცა ხომ არა?

oops.gif ხო მგონი კარიცა რუსულად და დარიჩინი ქართულად.
აი სურათიც, ამას ფქვავაენ:
http://image.geotorrents.com/

kiss1.gif

Posted by: TeO Dec 22 2008, 04:46 PM

yes.gif l_sunny.gif

Posted by: anonymouska Dec 22 2008, 07:29 PM

ირმა კაკ რაზ ეგ ვიფიქრე, ვაა სამარხოათქო

დედაჩემი აკეთებს მაკარონია "პასტიციო" ქვია... კიდე "პაპუცაკები" (მგონი ასე ქვია ) ერთხელ გააკეთა ბადრიჯანი, შიგნით ხორცი იყო..ვერაფრით ვერ შევჭამე


იცი რა მიყვარს? ბერძნული სოკები..ვაიმე როგორ მიყვაააააააააააააააარს იმედია ჩამომივა საახალწლოდ

Posted by: ირმა Dec 23 2008, 11:47 AM

ზეგ საბერძნეთში შობა გვაქვს. საჭმელებიდან ინდაური გამოტენილი წაბლისა და ქათმის გულ-ღვიძლისაგან დამზადებული სატენით, ძალიან ძალიან გემრიელია. მერე დაგიწერთ ამასაც. biggrin.gif

Posted by: blanca Dec 23 2008, 07:48 PM

ვაა, მართლმადიდებელი საბერძნეთი ახალი კალენდრით აღნიშნავს შობას? blink.gif
არ ვიცოდი. და ესე იგი ხსნილდება ზეგ?


Posted by: ირმა Dec 27 2008, 01:05 PM

ინდაური წაბლით.

შემწვარი წაბლი დავჭრათ კუბიკებად.
ოდნავ წამოდუღებული ქათმისა და ინდაურის გულ-ღვიძლი დავჯრათ ასევე წვრილად.
მოვხრაკოთ ხახვი ზეთში, + წაბლი და გულ-ღვიძლი,+ ცოტა წყალი, ტომატი, მარილი, პილპილი, დარიჩინი და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება დავამატოთ ცოტა მრგვალი ბრინჯი, იმდენი რომ წვენი შეიწოვოს.

ამით გამოვტენოთ ინდაური. ამოვკეროთ, შემოვუწყოთ ირგვლივ კარტოფილები, მოვასხათ ზეთი,ლიმონის წვენი, ცოტა წყალი და შევდოთ ფურნაში. თავიდან ცხელ ფურნაში(ჯობია დავახუროთ), ნახევარი საათის შემდეგ კი 180 გრადუსის ფურნაში. საერთოდ რამდენი კილოც არის ინდაური, იმდენ საათს ითვალისწინებენ. ერთი საათით ადრე გადავხადოთ, მოვასხათ ინდაურს ცოტა ცხიმი და ვაცალოთ რომ გაწითლდეს კარგად.

თეფშებზე დავდოთ ერთი ნაჭერი ხორცი, კარტოფილი და ცოტა სატენი.

ძალიან გემრიელია და რადგან სატენი ყოველთვის მოწონებას იმსახურებს ყოველთვის უფრო მეტი რაოდენობით ვამზადებ ხოლმე.

http://img411.imageshack.us/my.php?image=85103turkey1anh6.jpg
http://g.imageshack.us/img411/85103turkey1anh6.jpg/1/

გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელიწადს wub.gif

Posted by: ირმა Dec 28 2008, 12:33 PM

გოზინაყი

http://image.geotorrents.com/

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98

აბა ახლოვდება გოზინაყის დრო, ვინ რა იცის გოზინაყზე. biggrin.gif

beerchug.gif

Posted by: Zet Dec 30 2008, 04:06 PM

QUOTE(ირინი @ 28th December 2008 - 12:33 PM) *
აბა ახლოვდება გოზინაყის დრო, ვინ რა იცის გოზინაყზე.

მე მარტო ჭამა ვიცი good.gif crazy.gif

Posted by: ირმა Dec 31 2008, 11:47 AM

QUOTE(ZipCode @ 30th December 2008 - 05:06 PM) *
მე მარტო ჭამა ვიცი

Just_Cuz_01.gif კარგია

Posted by: ირმა Dec 31 2008, 12:05 PM

ახლა დაგიწერთ ერთ ჩვეულებაზე, რაცახალი წლის ღამეს არის საბერძნეთში.
საბერძნეთში, თოვლის პაპას წმინდა ვასილი ჰქვია. პირველ იანვარს წმინდა ვასილობაა. გადმოცემა არსებობს, ერთ ვასილზე, რომელსაც უყვარდა კარტის თამაში (მაპატიეთ და ქალებიც). სოფელს სადაც ის ცხოვრობდა, რაღაც მოხდა, არ მახსოვს კარგად ეშინოდათ, რომ მტერი ოქროს წაართმევდათ თუ რაღაც მაგდაგვარი, ხოდა ვასილმა მოიფიქრა, რომ გამოეცხოთ ერთი დიდი ნამცხვარი(პიტა, ან ასე ვთქვათ კექსი). მთელმა სოფელმა მოიტანა ოქროულები და ნთმცხვარში ჩადო, წარმოიდგინეთ უზარმაზარი ნამცხვარი. ხოდა მტერი რომ წავიდა დაჭრეს ნამცხვარი და ვისაც რა შეხვდა ის წაიღეს.
ახლა საბერძნეთში პიტას ვჭრით და შიგნით ერთ მონეტას ვდებთ გამოცხობისას(ალუმინის ქაღალდში გახვეულს). პიტა დაახლოებით კექსის მასალაა, მხოლოდ ვანილის მაგივრად ერთი ფორთოხლის კანი გახეხილი(თუ ვინმეს აინტერესებს დაგიწერთ ზუსტ შემადგენლობას).
დაჭრა ხდება ასე: გააკეთებ ჯვარს ნამცხვარზე და იწყებ: პირველი ნაჭერი,–ქრისტესი, მეორე–ღვთისმშობლისა, მესამე–სახლისა(ან ოჯახისა), შემდეგ ოჯახის უფროსისა და მიყვება ნელ-ნელა პატარამდე. თუ სტუმარი ჰყავთ გრძელდება სტუმრებზეც იგივე დიდიდან პატარისკენ. ბავშვები გიჟდებიან ხოლმე სიხარულით თუ მათ შეხვდათ მონეტა. ძალიან სახალისო რიტუალია და რაღაც განსხვავებულიც განსხვავებულ დღეს.
ხო, ვისაც შეხვდება მონეტა ბედნიერი წელი ექნებაო ამბობენ. biggrin.gif
აი ერთი სურათიც:

http://image.geotorrents.com/

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს groupwave.gif

Posted by: TeO Dec 31 2008, 02:23 PM

კარგი ტრადიციაა და პიტა/კექსის რეცეპტიც გვინდაა!!! smile.gif

Posted by: ირმა Jan 1 2009, 12:00 PM

QUOTE(Tea @ 31st December 2008 - 03:23 PM) *
კარგი ტრადიციაა და პიტა/კექსის რეცეპტიც გვინდაა!!!

მასალად საჭიროა:
250 გ. კარაქი
შაქარი 2 ჭ.
4 კვერცხი.
ერთი ფორთოხლის კანი გახეხილი.
ერთი ჭიქა მაწონი.
ერთი ჭიქა რძე.
2 კოვზი სოდა.
4 ჭიქა ფქვილი.
ცოტა ნუში ან პუდრა მოსართავად.

ავთქვიფოთ კარაქი კარგად, + შაქარი და თან ვთქვიფოთ. +კვერცხის გული, +ფორთოხლის კანი, + სოდა, მაწონი, რძე ნელ-ნელა. +ფქვილი.
ავთქვიფოთ ცილა კარგად და ცომს შეურიოთ.
ჩავასხათ ტორტის ყალიბში.

ცხვება 180 გრადუს ფურნაში(დაახლოებით45 წთ)

გაფორმების ორი ფომა არსებობს:
1. მოვიტოვოთ ცოტა, ძალიან ცოტა ცომი და დავუმატოთ ფქვილი, იმდენი რომ მივიღოთ მაგარი ცომი პლასტელინივით. ამ ცომით გავაკეთოთ რიცხვები –2009 და დავადოთ ზემოდან. ასევე მოვრთოთ ნუშით.

2. გამოვაცხოთ და მოვაყაროთ პუდრა.

მე პირველი მომწონს. biggrin.gif










Posted by: ირმა Feb 13 2009, 10:13 PM

http://img10.imageshack.us/my.php?image=09069chocolatewebsu4.jpg
http://g.imageshack.us/img10/09069chocolatewebsu4.jpg/1/

აი ასეთი შოკოლადის ფილა ჩავდოთ პატარა ჯამში და ორთქლზე გავალღოთ. biggrin.gif შიგ ჩავყაროთ მოხალული თხილი, ან ნუში. ამოვიღოთ ხუთ-ხუთი ერთად და შევდოთ მაცივარში გასაციებლად.
მივიღებთ ძალიან გემრიელ შოკოლადებს. smile.gif



Posted by: ირმა Feb 13 2009, 10:14 PM

http://img10.imageshack.us/my.php?image=09066chocolateswebrl7.jpg

Posted by: TeO Mar 21 2009, 10:58 PM

საყვარლობაა l_sunny.gif








Posted by: TeO Mar 21 2009, 11:02 PM

ძალიან მიყვარს ამ ბოლო დროს ლაფშაა bigarmhug.gif ბეევრს ვჭამ biggrin.gif

მაგრამ ნორმალური ფოტო ვერ ვიშოვე wink.gif

Posted by: ირმა Mar 22 2009, 01:26 AM

მაგარია „ხახვის სალათა“ lol.gif

QUOTE(Tea @ 22nd March 2009 - 12:02 AM) *
ძალიან მიყვარს ამ ბოლო დროს ლაფშაა ბეევრს ვჭამ

აი მაგ საჭმელს როგორ აკეთებ. smile.gif

Posted by: anonymouska Mar 23 2009, 03:25 AM

ირმააააააააააააა, გირო მომენატრააააააააააა rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: ირმა Mar 23 2009, 05:11 PM

QUOTE(anonymouska @ 23rd March 2009 - 04:25 AM) *
ირმააააააააააააა, გირო მომენატრააააააააააა

ხოდა როდის აპირებ საბერძნეთში ჩამოსვლას?

Posted by: TeO Mar 23 2009, 05:14 PM

ირმა
ლაფშას ფაქტიურად არც ვაკეთებ biggrin.gif უბრალოდ ვხარშავ მაკარონივით და ან კარაქით ან საწებლებით ვჭამთ wink.gif
ისე ვეძებდი ლაფშის წვნიანის რეცეპტს, მაგრამ უშედეგოდ sad.gif

Posted by: anonymouska Mar 23 2009, 05:29 PM

ირმა
რავი ზაფხულში მგონი rolleyes.gif და გიროს შევჭააააამ, მნია მნიააააააა

სალონიკში ხარ ნამყოფი? smile.gif
აუ ისე რა შორსაა ათენი სალონიკთან sad.gif

Posted by: TeO Mar 26 2009, 12:57 PM

ლაფშის წვნიიანი ყველით >> http://sovet.bigmir.net/article/177/

მომეწონა რეცეპტი, მაგრამ ამდენ წიწაკას ნაღდად არ ვუზამ biggrin.gif

Posted by: ირმა Mar 27 2009, 01:44 AM

ბრავო TeO biggrin.gif

Posted by: ირმა Apr 10 2009, 03:26 AM

მალე აღდგომა მოვა და სააღდგომო კულინარიაც გაცოცხლდება.
ორშაბათიდან მარხვის ბოლო დიდი კვირაა. ბერძნები ამ კვირას ზეთსაც აღარ ჭამენ. ამ კვირის საჭმელია,– ხალვა, ზეთისხილი, ბოსტნეული, ხილი და საერთოდ უზეთოდ დამზადებული ბოსტნეულის საჭმელები. კვერცხს დიდ ხუთშაბათს ღებავენ წითლად, ყვითლად, ლურჯად და საერთოდ ჭრელადაც. დიდი პარასკევი მძიმე დღე არისო.

Posted by: anonymouska Apr 10 2009, 04:16 AM

აქაც ღებავს ზოგი სხვა და სხვა ფერად smile.gif
მაგრამ წითლად აუცილებელია
აგერ ისტორია თუ რატო ვღებავთ წითლად:

იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და ტიბერიუსს ეახლა. იმპერატორთან ძღვნის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა!" იმპერატორმა განაცხადა, მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხმა ფერი იცვალა - სისხლისფერი გახდა.

ხო წითელი პარასკევი ჯვარცმის დღეა და ყველაზე მძიმე დღეა


Posted by: ირმა Apr 11 2009, 12:03 AM

http://img17.imageshack.us/my.php?image=lgtiedyed.jpg
http://g.imageshack.us/img17/lgtiedyed.jpg/1/

Posted by: TeO Apr 12 2009, 10:34 AM

ბზობას გილოცავთ! smile.gif

სულ რაღაც ერთ კვირაში უკვე აღდგომაა!!! ურაააა, ძალიან მიყვარს აღდგომის დღსასასწაულიი wub.gif l_daisy.gif bigarmhug.gif
ჩემთვის სიხარული მოაქვს l_sunny.gif რადგან ტრადიციულად ახლობელი ნათესავები სოფელში ვიკრიბებით და ერთი დიდიიი ოჯახი ვაართ! party.gif groupwave.gif
მ შ ვ ე ნ ი ე რ ი ა ა clap2.gif







Posted by: TeO Apr 12 2009, 11:01 AM








Posted by: TeO Apr 12 2009, 11:03 AM

მე სააღდგომო ჯეჯილი დავთესე ლამაზ დეკორატიულ თებშზე და უკვეე დიდზე ამობიბინდაა good.gif grass.gif

უპს, რამხელა ფოტოებია biggrin.gif სორი blush.gif




Posted by: ირმა Apr 12 2009, 04:33 PM

TeO ძალიან ლამაზია, გაიხარე kiss1.gif

Posted by: anonymouska Apr 12 2009, 04:34 PM

TeO რა ლამაზია smile.gif

ჯეჯილში სააღდგომო კვერცხები უნდა ჩაალაგო ხო?

Posted by: TeO Apr 12 2009, 04:38 PM

ჰოო, აბა! smile.gif) მწვანე და წითელი ერთად ლამაზად ჟღერს.. კონტრასტულია wink.gif

Posted by: ირმა Apr 12 2009, 04:41 PM

QUOTE(Tea @ 12th April 2009 - 05:38 PM) *
ჰოო, აბა! ) მწვანე და წითელი ერთად ლამაზად ჟღერს.. კონტრასტულია

მერე სურათი გადაუღე და გვაჩვენე smile.gif

Posted by: TeO Apr 12 2009, 04:55 PM

ირმა
ოკ, შენი ხათრით, თორემ ისე მეზარებაო biggrin.gif

Posted by: ირმა Apr 19 2009, 10:10 PM

ბერძნულად ცურეკი, ქართულად პასქა biggrin.gif

http://img21.imageshack.us/my.php?image=tsourekimemaxlepi.jpg


http://img21.imageshack.us/my.php?image=340009.jpg

Posted by: ირმა Apr 19 2009, 10:13 PM

მრავალ აღდგომას დაესწარით kiss1.gif

http://img21.imageshack.us/my.php?image=stolismenaaygaetoima4.jpg
http://g.imageshack.us/img21/stolismenaaygaetoima4.jpg/1/

Posted by: ირმა Apr 19 2009, 10:16 PM

http://img21.imageshack.us/my.php?image=stolismenaaygaetoima8.jpg
http://g.imageshack.us/img21/stolismenaaygaetoima8.jpg/1/

Posted by: TeO Apr 21 2009, 06:47 PM

QUOTE(ირინი @ 12th April 2009 - 04:41 PM) *
მერე სურათი გადაუღე და გვაჩვენე

ირმა დანაპირები შევასრულე wink.gif biggrin.gif


Posted by: ირმა Apr 21 2009, 07:18 PM

TeO
kiss1.gif ძალიან ლამაზია l_daisy.gif

Posted by: anonymouska Apr 21 2009, 07:30 PM

l_sunny.gif კაკ კრასივო (rusuli vici biggrin.gif )


vot moya paska

http://www.radikal.ru



laugh.gif

Posted by: ირმა Apr 27 2009, 08:35 AM

anonymouska ეს შენ biggrin.gif

http://img18.imageshack.us/my.php?image=cimg1889j.jpg
http://g.imageshack.us/img18/cimg1889j.jpg/1/

Posted by: ირმა Apr 27 2009, 08:39 AM

ესეც მუსაკაა. თუ გინდათ დაგიწერთ როგორ კეთდება. შეიძლება ვეჯეტერიანიც და ხორცითაც. biggrin.gif

http://img18.imageshack.us/my.php?image=cimg2124.jpg
http://g.imageshack.us/img18/cimg2124.jpg/1/

Posted by: Shou Apr 28 2009, 01:46 PM

რაღაც საინტერესოდ გამოიყურება good.gif რეცეპტს ხომ ვერ მოგვცემ? l_daisy.gif

Posted by: anonymouska Apr 29 2009, 12:03 AM

ირმა kiss1.gif
აუუუუუ როგორ მომენატრაააააა ohmy.gif

იცი? ბოლომდე ვერ ვათავებდი biggrin.gif

Posted by: ირმა May 2 2009, 10:05 PM

Shou
ხო დიდი სიამოვნებით და თან ვეჯეტერიანულ ვარიანტს, როგორც ვიცი შენ ვეჯეტერიანი ხარ. biggrin.gif

მუსაკა
მასალად საჭიროა :
ბადრიჯანი, კარტოფილი, სოია, ხახვი, ტომატი, სუნელები, ფქვილი, ზეთი, კვერცხი.

სატენის დამზადება:
სოია საღამოს ჩავალბოთ წყალში და დილით გავრეცხოთ და გავწუროთ კარგად.
მოვხრაკოთ ხახვი ზეთში და დავაყაროთ სოია, ტომატი, სუნელები და წყალი, მარილი.
ვხარშოთ...


დავჭრათ ბადრიჯანი(დიდი ბადრიჯნებისა ჯობია) დავამარილოთ და შევწვათ ზეთში ჩვეულებრივი წესით, მხოლოდ ვიზრუნოთ დავდოთ საწურზე, რადგან რაც ცოტა ზეთს შევაყოლებთ მით უკეთესია.
ასევე დავჭრათ კარტოფილი თხელ ნახევარსანტიმეტრიან ფენებად, დიდი კარტოფილი ჯობია. კარტოფილიც დავამარილოთ და შევწვათ. ბევრ ზეთში მაღალ ტემპერატურაზე, ცოტ-ცოტა რომ არ ჩაიშალოს.

დავაწყოთ ჟარონაზე შემწვარი კარტოფილები ისე, რომ ძირი კარგად დაიფაროს, შემდეგ მოვაწყოთ ბადრიჯანი, შემდეგ მზა სოიას კერძი(რომელსაც შევეცდებით არ შევაყოლოთ წვენი, შემდეგ ისევ ბადრიჯანი და ბოლოს ბელსამელი.

ბელსამელი:
გავაცხელოთ დაახლოებით ერთი ჭიქა კარაქი ან ზეთი, ჩავაყაროთ ექვსი კარგი სავსე სუფრის კოვზი ფქვილი, თან ჩქარა კარგად ვურიოთ, რომ გაცხელდება უმატებ რძეს(1 ლ) და კარგად აურევ და დაბალზე ხარშავ. როცა მოიხარშება გადმოდგავ და ერთ ან ორ კვერცხს ჩაახლი და აურევ. ამას მოასხავ ზემოდან.

მუსაკას შედგავ ცხელ200 გრადუსიან ფურნოში და დაახლოებით ნახევარ საათში გამოიღებ. ოდნავ უნდა შეწითლდეს ბელსამელი.


http://img11.imageshack.us/my.php?image=moussaka.jpg
http://g.imageshack.us/img11/moussaka.jpg/1/

Posted by: ირმა May 2 2009, 10:09 PM

აი კიდევ მუსაკა:
http://img11.imageshack.us/my.php?image=mousaka.jpg
http://g.imageshack.us/img11/mousaka.jpg/1/

Posted by: ირმა May 2 2009, 10:15 PM

მუსაკა ძნელი გასაკეთებელია, ბევრი დრო უნდა და ზოგჯერ ახლა ქალებს არ გვაქვს მაგდენი დრო, ამიტომაც დაგიწერთ ახლა პასტიციოს, რომელიც უფრო ადვილია გასაკეთებლად.
http://img11.imageshack.us/my.php?image=2149pastitsioorientalby.jpg
http://g.imageshack.us/img11/2149pastitsioorientalby.jpg/1/

Posted by: ირმა May 2 2009, 10:26 PM

ბასტიციო
(აქ დავწერ გატარებული ხორცით, ვინც ვეჯეტერიანია უბრალოდ ზემოთ დაწერილი სოიას სოუზით შეცვლის ხორცს.)

მოვხრაკოთ ხახვი ზეთში, დავამატოთ ერთი კგ გატარებული ხორცი, + ტომატი, წყალი, მარილი, პილპილი და სხვა სუნელები გემოვნებით. მოვხარშოთ.

მოვხარშოთ ერთი კილო მსხვილი მაკარონი( შეგიძლიათ ასევე პატარებად რომ არის დაჭრილი ის მაკარონი გამოიყეენოთ)

გავწუროთ მაკარონი და ნახევარი მოვაწყოთ ჟარონაზე, მერე ხორცის (ან სოიას სოუზი), მერე ისევ მაკარონი და ბოლოს ბელსამელი. ზუსტათ ისე დამზადებული, როგორც ზემოთ მუსაკასათვის. გამოვაცხოთ ისე როგორც მუსაკა.
http://img11.imageshack.us/my.php?image=post51067277247.jpg
http://g.imageshack.us/img11/post51067277247.jpg/1/


Posted by: ირმა May 2 2009, 10:28 PM

უნდა გითხრათ, რომ ღირს წვალებად, ძალიან გემრიელია მუსაკაცა და ბასტიციოც. smile.gif

Posted by: ირმა May 7 2009, 09:19 AM

http://www.youtube.com/watch?v=GRudoRNnHbE&feature=related


მმმმმ... ყველაზე გემრიელი ხაჭაპურიიიი good.gif

Posted by: anonymouska May 8 2009, 01:38 AM

ბასტიციო უგემრიელესიაააა sticktongue.gif

ხაპაჭულიც rolleyes.gif

Posted by: ირმა May 17 2009, 03:02 PM

რვაფეხა დაჭრილი მაკარონით.

http://img194.imageshack.us/my.php?image=3454xtapodimekoftomakar.jpg
http://g.imageshack.us/img194/3454xtapodimekoftomakar.jpg/1/
1 კგ რვაფეხა გავასუფთაოთ, მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
ქვაბში მოვხრაკოთ ხახვი ზეთში, ჩავაყაროთ დაჭრილი რვაფეხა, ექვსი ჭიქა წყალი და ტომატი,+ მარილი, +პილპილი. როგორც კი ადუღდება ჩავაყაროთ ნახევარი კგ მაკარონი . ავურიოთ. როგორც კი მაკარონი ოდნავ დარბილდება, ჯობია წვენი გამოვაცალოთ ნელ-ნელა საჭმელს.
როგორც კი მოიხარშება მაკარონი საჭმელიც მზადაა. ღრმა თეფშებზე ამოვიღოთ და დავამატოთ წვენი.

ძალიან გემრიელია good.gif tongue.gif

სურათი კარგი არ არის, უფრო წითელი ფერი უნდა იყოს.

Posted by: TeO Jun 26 2009, 02:36 PM

რვაფეხა ძალიან გემრიელია, მაგრამ ახლა მეცოდება და აღარ ვჭამ wink.gif

გუშინ ვჭამე სპაგეტი პო იტალიანსკი- ნამუ, ნამუ smile.gif მიყვარს, თან მოგონებებში მაგდებს biggrin.gif


Posted by: ირმა Jun 26 2009, 11:13 PM

მმმმ.... გემრიელი გამოიყურება biggrin.gif

აი, მწვანე ფოთლები რომ აყრია ზემოდან, მაგას რა ჰქვია ქართულად თუ იცი?

ძალიან მაგარი მცენარეა, მღვდლები იყენებენ, მასში ოთხი სტიქია თანაბარი რაოდენობით ყოფილა.


Posted by: ირმა Aug 8 2009, 12:44 AM

ნაყინის დრო დადგაოsmile.gif


Posted by: ირმა Aug 8 2009, 12:45 AM

კაპუჩინო,–ჩემი საყვარელი ყავაsmile.gif


Posted by: TeO Sep 7 2009, 08:34 PM

Рецепты вегетарианской кухни



http://gnozis.info/?q=node/671

http://niceyummy.com/

http://veget.me/
smile.gif

Posted by: TeO Sep 7 2009, 10:01 PM

ლაქტო-ვეგეტარიანული რეცეპტები http://www.krishna.org.ua/world/cook/index.htm

Цитаты знаменитых людей о вегетарианстве http://gnozis.info/?q=node/1443
Иисус
«И плоть умерщвленных тварей в теле его станет его собственной могилой. Ибо говорю Я вам истинно, тот, кто убивает - убивает себя, поедающий плоть убиенную - вкушает от тела смерти». (апокрифическое Эссинское Евангелие мира)

Posted by: ირმა Oct 4 2009, 08:32 AM

ეს ტორტები არ არის ხელოვნების ნიმუშებია biggrin.gif






Posted by: ირმა Oct 4 2009, 08:36 AM








Posted by: Shou Oct 15 2009, 03:23 PM

მე ძალიან მიყვარს გოგრის სუპი. ხშირად ვაკეთებ. ცალკე ვხარშავ მომცრო ზომის (ხორციანsmile.gif) გოგრას. კარტოფილს, სტაფილოს და წითელ-მწვანე ბულგარულს (რა თქმა უნდა ყველაფერს გაფრცქვნილ-გარეცხილ-დაჭრილსsmile.gif) ვხარშავ დარბილებამდე ადვილად რომ ჩაიჭყლიტოს. გოგრას და დანარჩენ მოხარშულ ბოსტნეულს ბლენდერით კარგად ავთქვეფ და თავისი ნახარში წყლით სასურველ სისქემდე გავათხელებ. ცალკე კარაქში მოვთუშავ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს და შევურევ ბოსტნეულის მასას. დავდგამ ცეცხლზე, დავუმატებ თხევად ნაღებს და ვადუღებ მაქსიმუმ 5 წუთი. ძალიან ფრთხილად, სუპი არ მიეკრას ქვაბის ძირს, სჯობს დადოთ გამანაწილებელზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე და ადუღებამდე მუდმივად ურიოთ. ბოლოს დაამატეთ თეთრი პილპილი, მარილი და ხმელი ქინძი. თეფშზე დასხმისას ”ცოცხლად” მოაყარეთ ოხრახუში და კამა. წესით ამ სუპს რაღაც სხვა სუნელები უკეთდება (მგონი მუსკატიც) მაგრამ ეს ჩემეულია, ქართული ვერსიააsmile.gif ძალიან გემრიელიააა

Posted by: ირმა Oct 15 2009, 09:07 PM

Shou

QUOTE(Shou @ 15th October 2009 - 04:23 PM) *
მე ძალიან მიყვარს გოგრის სუპი. ხშირად ვაკეთებ. ცალკე ვხარშავ მომცრო ზომის (ხორციან) გოგრას. კარტოფილს, სტაფილოს და წითელ-მწვანე ბულგარულს (რა თქმა უნდა ყველაფერს გაფრცქვნილ-გარეცხილ-დაჭრილს) ვხარშავ დარბილებამდე ადვილად რომ ჩაიჭყლიტოს. გოგრას და დანარჩენ მოხარშულ ბოსტნეულს ბლენდერით კარგად ავთქვეფ და თავისი ნახარში წყლით სასურველ სისქემდე გავათხელებ. ცალკე კარაქში მოვთუშავ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს და შევურევ ბოსტნეულის მასას. დავდგამ ცეცხლზე, დავუმატებ თხევად ნაღებს და ვადუღებ მაქსიმუმ 5 წუთი. ძალიან ფრთხილად, სუპი არ მიეკრას ქვაბის ძირს, სჯობს დადოთ გამანაწილებელზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე და ადუღებამდე მუდმივად ურიოთ. ბოლოს დაამატეთ თეთრი პილპილი, მარილი და ხმელი ქინძი. თეფშზე დასხმისას ”ცოცხლად” მოაყარეთ ოხრახუში და კამა. წესით ამ სუპს რაღაც სხვა სუნელები უკეთდება (მგონი მუსკატიც) მაგრამ ეს ჩემეულია, ქართული ვერსიაა ძალიან გემრიელიააა


მართლა გემრიელი იქნება. rolleyes.gif

Posted by: ირმა Nov 21 2009, 10:32 PM

აი როგორი პური გამოვაცხეsmile.gif


Posted by: Emigranti Nov 21 2009, 10:48 PM

QUOTE(ირმა @ Nov 21 2009, 07:32 PM) *
აი როგორი პური გამოვაცხეsmile.gif

ყოჩაღ. ვამაყობ შენით. clap2.gif

Posted by: ირმა Nov 21 2009, 10:56 PM

Emigranti
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: TeO Nov 22 2009, 07:53 AM

ირმა მართლაც ძალიან ლამაზი პური გამოგიცხვია kiss1.gif clap2.gif

Posted by: TeO Nov 24 2009, 12:51 PM



უცხო დიზაინია, მაგრამ მგონი პლასტმასისან გამოაცხვეს biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Emigranti Nov 24 2009, 07:58 PM

QUOTE(TeO @ Nov 24 2009, 09:51 AM) *


უცხო დიზაინია, მაგრამ მგონი პლასტმასისან გამოაცხვეს biggrin.gifbiggrin.gif
კი, რაღაც პლასტმასისას გავს.

შენ თვითონ თუ გაქვს რაიმე შენი კულინარიული რეპერტუარიდან?

Posted by: Atman Nov 24 2009, 08:42 PM

ეუფ, გუშინ რომ შემომეხედა ამ გვერდში გავრეკავდი biggrin.gif

Posted by: TeO Nov 24 2009, 08:43 PM

QUOTE(Emigranti @ 24th November 2009 - 07:58 PM) *
შენ თვითონ თუ გაქვს რაიმე შენი კულინარიული რეპერტუარიდან?

სიმართლე რომ ვთქვა, მზა კერძების მირთმევა მირჩევნია მათ გაკეთებას )) ტორტები ხომ საერთოდ არ გამომიცხვია (შეცხადება კულისებში - უი, უი ეს რა ქალია?!) biggrin.gifbiggrin.gif
მაგრამ, გემოვნება მაქვს, იცოცხლე! გურმან biggrin.gif

Posted by: Emigranti Nov 24 2009, 08:56 PM

QUOTE(TeO @ Nov 24 2009, 05:43 PM) *
სიმართლე რომ ვთქვა, მზა კერძების მირთმევა მირჩევნია მათ გაკეთებას ))
გათხოვება თუ გინდა, სწავლა მოგიწევს. მანდილოსნებს ჰგონიათ, რომ მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია ქალმა იცოდეს ცეკვა, სიმღერა და ა.შ. სინამდვილეში მათ სულ არ აინტერესებთ ეგ. wink.gif

Posted by: TeO Nov 24 2009, 09:00 PM

დაკვირვების შედეგად ბრძენმი დაადგინა- მამაკაცის გულისკენ გზა კუჭზე გადისო wink.gif biggrin.gif

მე პრინციპში საკვების მინიმუმზე დაყვანა მინდა და აქეთკენ მივდივარ და ახლა ხარჩო და ჩახოხბილი თუ ვუკეთე ჩემს ქმარს, ასე ძალიან შორს წავალთ! tongue.gif biggrin.gif
ასე, რომ დიდი მადლობა კეთილი რჩევისთვის ))

Posted by: Emigranti Nov 24 2009, 09:17 PM

იაპონელები აცხობენ ხაჭაპურს და საქართველოზე საუბრობენ (იაპონურად) http://www.youtube.com/watch?v=EvrwHX6yxRQ

ნახეთ, მოკვდებით სიცილით. laugh.gif

Posted by: asdfghjqwertyu Nov 24 2009, 09:28 PM

კულინარელ ვეგეტარებს
მტრის ლაშქარი ვერას გვავნებს.
არც კატლეტს და არც ბასთურმას,
შევექცევით - წიწიბურას!

Posted by: TeO Nov 24 2009, 09:41 PM

asdfghjqwertyu შენმა ლექსმა გაგთქვა biggrin.gif ხელწერა ერთი გაქვს ჩემო კარგო :* გინდა მედიუმის 10 დიპლომი მაჩვენო, მაინც ის ბიჭი ხარ.. wink.gif

QUOTE(asdfghjqwertyu @ 24th November 2009 - 09:28 PM) *
კულინარელ ვეგეტარებს
მტრის ლაშქარი ვერას გვავნებს.
არც კატლეტს და არც ბასთურმას,
შევექცევით - წიწიბურას!


Posted by: TeO Nov 24 2009, 09:46 PM

QUOTE(Emigranti @ 24th November 2009 - 09:17 PM) *
იაპონელები აცხობენ ხაჭაპურს და საქართველოზე საუბრობენ (იაპონურად) http://www.youtube.com/watch?v=EvrwHX6yxRQ

ნახეთ, მოკვდებით სიცილით.

ვგიჟდები იაონელებზე, რა მაგარი ენა აქვთ და კულტურაზე ხომ ლაპარაკი/რეკლამირება ზედმეტია!! :*:* Love them <3

Posted by: ირმა Nov 24 2009, 11:04 PM

Emigranti

QUOTE(Emigranti @ 24th November 2009 - 10:17 PM) *
იაპონელები აცხობენ ხაჭაპურს და საქართველოზე საუბრობენ (იაპონურად) http://www.youtube.com/watch?v=EvrwHX6yxRQ

QUOTE(Emigranti @ 24th November 2009 - 10:17 PM) *
ნახეთ, მოკვდებით სიცილით.

Just_Cuz_01.gif hilarioustu8.gif

მართლა მოვკვდი სიცილით. ისე მეც მაგ ორნაირ ყველს ვხმარობ ხაჭაპურისათვის, რომ როგორმე ჩვენს ხაჭაპურს დავამსგავსო.


Posted by: ირმა Nov 24 2009, 11:10 PM

Emigranti

QUOTE(Emigranti @ 24th November 2009 - 09:56 PM) *
გათხოვება თუ გინდა, სწავლა მოგიწევს. მანდილოსნებს ჰგონიათ, რომ მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია ქალმა იცოდეს ცეკვა, სიმღერა და ა.შ. სინამდვილეში მათ სულ არ აინტერესებთ ეგ.

. TeO
QUOTE(Tea @ 24th November 2009 - 10:00 PM) *
დაკვირვების შედეგად ბრძენმი დაადგინა- მამაკაცის გულისკენ გზა კუჭზე გადისო


ეს 100%–ით მართალია biggrin.gif wink.gif

Posted by: Tiya Nov 26 2009, 12:36 AM

ირმა
ახლა ვნახე ეს თქვენი თემა და ძალიან მომეწონა smile.gif
აქვე მინდა ჩემს მორიგ კულინარულ ექსპერიმენტზე მოგიყვეთ biggrin.gif
ამ საღამოს ჯემის გასაკეთებლად ვჭრიდი და ვასუფთავებდი კომშს. რომ მოვრჩი, სანამ შაქარს დავაყრიდი და ცეცხლზე დავდგამდი, დროებით გადავერთე ვახშმისთვის თევზის შეწვაზე ("ოკუნი"-ს ფილე, რომელსაც თითქმის არა აქვს თევზის გემო და ქართულად როგორ ქვია წარმოდგენა არ მაქვს). კარაქი რომ გადნა და თევზი ტაფაზე დავაწყვე, უცბად მომივიდა აზრად, რომ ამას კუბიკებად დაჭრილ კომშთან ერთად შევწვავ თქო. ძალიან საინტერესო გამოვიდა თევზის ნაზი ხორცი მოშუშული კომშის მომჟავო გემოს აკომპანიმენტით wink.gif

PS ახლაღა მივხვდი, რომ საბერძნეთში ყოფილხართ, არადა მინდოდა თქვენთან შეხვედრა და საინტერესო რაღაცეებზე "ჭორაობა" biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 26 2009, 08:46 PM

Tiya

QUOTE(Tiya @ 26th November 2009 - 01:36 AM) *
PS ახლაღა მივხვდი, რომ საბერძნეთში ყოფილხართ, არადა მინდოდა თქვენთან შეხვედრა და საინტერესო რაღაცეებზე "ჭორაობა"

მეც გამიხარდებოდა ახლოდან ჭორაობა, მაგრამ ძნელიააა wink.gif

QUOTE(Tiya @ 26th November 2009 - 01:36 AM) *
ამ საღამოს ჯემის გასაკეთებლად ვჭრიდი და ვასუფთავებდი კომშს. რომ მოვრჩი, სანამ შაქარს დავაყრიდი და ცეცხლზე დავდგამდი, დროებით გადავერთე ვახშმისთვის თევზის შეწვაზე ("ოკუნი"-ს ფილე, რომელსაც თითქმის არა აქვს თევზის გემო და ქართულად როგორ ქვია წარმოდგენა არ მაქვს). კარაქი რომ გადნა და თევზი ტაფაზე დავაწყვე, უცბად მომივიდა აზრად, რომ ამას კუბიკებად დაჭრილ კომშთან ერთად შევწვავ თქო. ძალიან საინტერესო გამოვიდა თევზის ნაზი ხორცი მოშუშული კომშის მომჟავო გემოს აკომპანიმენტით


ძალიან საინტერესო რეცეპტი გამოგსვლია.
ასეთი შემთხვევითობით იქმნება ახალ-ახალი საჭმელები wink.gif

Posted by: ირმა Nov 27 2009, 10:07 AM

TeO

QUOTE(Tea @ 24th November 2009 - 01:51 PM) *
უცხო დიზაინია, მაგრამ მგონი პლასტმასისან გამოაცხვეს


ლამაზი ტორტის გამოცხობა არც მე ვიცი, აი გემრიელის კიsmile.gif))))



ესეც ჩემი ტორტიwink.gif

Posted by: TeO Nov 27 2009, 01:11 PM

ირმა
ძალიანაც ლამაზია, მზიანი!!! l_sunny.gif kiss1.gif l_daisy.gif

Posted by: Tiya Nov 27 2009, 01:35 PM

ირმა

მაგადია good.gif sticktongue.gif l_sunny.gif

Posted by: Tiya Nov 27 2009, 01:42 PM

ძალიან მიყვარს ფერადი კრემებით თამაში (ადრე ვხატავდი ცოტ-ცოტას), ხოდა ტარტალეტკებს ვაკეთებდი ხოლმე ჭრელა-ჭრულად მორთულს. ჩემი ნათესავის ქორწილისთვის გამოვაცხვე ერთხელ ასეთი ტარტალეტკები და ვინაიდან ცოტა იყო, სტუმრებმა კინაღამ დახოცეს ერთმანეთი იმის საჭმელად (გემოთი ალბათ არაფერი განსაკუთრებული, პროსტა შესახედად იყო სასწაული) lol.gif

Posted by: tikoroma Nov 27 2009, 05:54 PM

ირმა
მშვენიერი ტორტია...
მე კი გამომიცხვია, მარა გაფორმებაში ვერ ვარგივარ biggrin.gif
Emigranti

ციტატა(Tiya @ 27th November 2009 - 01:42 PM) *
გათხოვება თუ გინდა, სწავლა მოგიწევს. მანდილოსნებს ჰგონიათ, რომ მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია ქალმა იცოდეს ცეკვა, სიმღერა და ა.შ. სინამდვილეში მათ სულ არ აინტერესებთ ეგ.

მე უკუჭო მამაკაცი ვიპოვე...
laugh.gif

ჯერ არც კი უთხოვია, რამე ისწავლეო...
ნუ რაღაცეებს კი ვაკეთებ, მაგრამ განსაკუთრებული კერძებიდან არაფერი ვიცი...

Posted by: TeO Nov 27 2009, 06:05 PM

ეს ანეგდოტებიდან, ემიგრანტს მოეწონება biggrin.gif

- ქალო! სად წაიღე ყავა?!
- მანდაა ფქვილის ყუთში, ადრე რომ მარილი ეყარა, სოდა აწერია…

Posted by: ირმა Nov 27 2009, 09:20 PM

ბოსტნეულის სუპი
ჩავყარე ბოსტნეული: მთლიანი პატარა ხახვები, კარტოფილი, სტაფილო და ოხრახუში პატარა კონაsmile.gif


როცა მოიხარშა, ბოსტნეული ამოვიღე და პილპილი მოვაყარე(მარილი სუპში ვუყავი)



ავიღე რამდენიმე პატარა კიტრის მწნილები და მიქსერში ჩავყარე, დავამატე ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი და ავთქვიფე კარგად.




შემდეგ მოვასხი ზემოდან ბოსტნეულს.



ამას არ ვიცი რა ჰქვია ქართულად:



ესეც ზემოდან მოვაყარე:



ეს მივირთვით სუპთან ერთად. სუპში ჩავაყარე დაახლოებით ერთი ჭიქა მრგვალი ბრინჯი და ცოტა დაჭყლეტილი კარტოფილი და სტაფილო.(ორ– ორი ცალი)



როგორც კი ბრინჯი მოიხარშა, ავთქვიფე ორი კვერცი კარგად + დაახლოებით ერთი ლიმონის წვენი + ნელა-ნელა დაახლოებით ორი ჩიქა წვენი(მდუღარე) თან სულ ურევ კვერცხს, რომ არ აიჭრას და მერე ჩაასხავ სუპში და ერთ წუთში გადმოდგავ ცეცხლიდანsmile.gif




Posted by: ირმა Nov 27 2009, 09:28 PM

ხოო, ეს სუპი კარგია, თუ თევზსაც მოხარშავთ ბოსტნეულთან და ბოსტნეულს თევზს ირგვლივ მორთავთ, ძალიან ლამაზიც და გემრიელიც გამოდის. კიტრის მწნილი ძალიან უხდება.
გირჩევთ გააკეთოთ მოგეწონებათ smile.gif wub.gif

Posted by: TeO Nov 27 2009, 09:36 PM

ირმა რა მაგარი რეცეპტებია და ფოტოებიც დაწვრილებით გადმოსცემს ყველა საფეხურს! ცქერით უკვე მივირთვი კიდეც :* biggrin.gif

Posted by: Emigranti Nov 27 2009, 09:49 PM

QUOTE(ირმა @ Nov 27 2009, 06:28 PM) *
ხოო, ეს სუპი კარგია, თუ თევზსაც მოხარშავთ ბოსტნეულთან და ბოსტნეულს თევზს ირგვლივ მორთავთ, ძალიან ლამაზიც და გემრიელიც გამოდის. კიტრის მწნილი ძალიან უხდება.
გირჩევთ გააკეთოთ მოგეწონებათ smile.gif wub.gif
უკვე გათხოვილი ხარ?

Posted by: ირმა Nov 27 2009, 10:49 PM

Emigranti

QUOTE(Emigranti @ 27th November 2009 - 10:49 PM) *
უკვე გათხოვილი ხარ?

biggrin.gif yes.gif დიდი ხანია, ჩემმა ქმარმა და მე დღეს გემრიელად მივირთვით ეგ სუპიsmile.gif)))

Posted by: Emigranti Dec 3 2009, 10:18 PM

ირმა, საახალწლოდ და საშობაოდ რას აკეთებ? ინსპირაციას ვეძებთ. ვფიქრობთ ეხლა თუ რა ჯობია ამჯერად საახალწლო სუფრისთვის და ვერ გადაგვიწყვეტია. blink.gif ვგულისხმობ არა საცივის და სხვა სტანდარტულ რაღაცეებს, არამედ სხვა რაიმეს.

Posted by: ირმა Dec 3 2009, 10:38 PM

აი საშობაოდ ამას ვაკეთებ ყოველ წელს.


http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=242&st=40

აქ არის ასე, რომ ამას მარტო შობას აკეთებენ და არა სხვა დღეებში, ასე ეს საჭმელი უფრო მეტი საყვარელი ხდება ყველასათვის.

Posted by: Emigranti Dec 3 2009, 11:28 PM

QUOTE(ირმა @ Dec 3 2009, 07:38 PM) *
აი საშობაოდ ამას ვაკეთებ ყოველ წელს.
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=242&st=40

აქ არის ასე, რომ ამას მარტო შობას აკეთებენ და არა სხვა დღეებში, ასე ეს საჭმელი უფრო მეტი საყვარელი ხდება ყველასათვის.
სალათის ფურცლებისგან რომაა იმას გულისხმობ?

Posted by: TeO Dec 4 2009, 09:14 AM

QUOTE(Emigranti @ 3rd December 2009 - 11:28 PM) *
სალათის ფურცლებისგან რომაა იმას გულისხმობ?

Emigranti
#50 პოსტი ნახე wink.gif http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=242&st=40

Posted by: Emigranti Dec 4 2009, 09:59 AM

QUOTE(TeO @ Dec 4 2009, 06:14 AM) *
Emigranti
#50 პოსტი ნახე wink.gif http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=242&st=40
მელომაკარონა? ეს ნამცხვარი არაა? ნამცხვრებიც უნდა იყოს რა თქმა უნდა, მაგრამ რაიმე კერძის იდეა ხომ არ გაქვთ კიდევ?

Posted by: ირმა Dec 4 2009, 10:58 AM

Emigranti

პოსტი 59 ინდაური წაბლითsmile.gif)

Posted by: tikoroma Dec 4 2009, 04:44 PM

Emigranti
გურული ღვეზელი გაწყობს? გურიაში მარტო საშობაოდ აცხობენ

Posted by: TeO Dec 9 2009, 01:42 PM

http://ggebjalia.blogspot.com/

Posted by: TeO Dec 22 2009, 10:09 PM

იმდენი გემრიელი ნუგბარი და რაღაც-რუღაცეები ვნახე, იფ იფ (ნერწყვი დამადგა) laugh.gif http://www.liveinternet.ru/showjournal.php?journalid=3174521&tagid=448096

Posted by: Shou Dec 23 2009, 12:29 PM

საახალწლოდ მე ”შუბას” ვაკეთებ ხოლმე სულ, კიდევ ქათმის სალათს და ”ბულანჟეს”. მართალია მე თავად არც ერთს გეახლებით, არც მეორეს და არც მესამეს მაგრამ მივეჩვიე რაღაც biggrin.gif კიდევ შოკოლადის ტორტს, რაღაც ზახერ ტორტის მუტირებული ვერსიაააsmile.gif ამ ყველაფრის რეცეპტს მოგვიანებით დავდებ l_daisy.gif ხო, წელს კიდევ ფორთოხლის კანებისაგან ნაყენის მომზადება მინდა ვცადო, ძალიან გემრიელია და ჯერ ვერ მოვახერხე, ერთხელ თუ ვცადე მერე უკვე საახალწლო ჩვევაში გადავა.

Posted by: ირმა Dec 23 2009, 06:58 PM

Shou

QUOTE(Shou @ 23rd December 2009 - 01:29 PM) *
საახალწლოდ მე ”შუბას” ვაკეთებ ხოლმე სულ, კიდევ ქათმის სალათს და ”ბულანჟეს”. მართალია მე თავად არც ერთს გეახლებით, არც მეორეს და არც მესამეს მაგრამ მივეჩვიე რაღაც კიდევ შოკოლადის ტორტს, რაღაც ზახერ ტორტის მუტირებული ვერსიააა ამ ყველაფრის რეცეპტს მოგვიანებით დავდებ ხო, წელს კიდევ ფორთოხლის კანებისაგან ნაყენის მომზადება მინდა ვცადო, ძალიან გემრიელია და ჯერ ვერ მოვახერხე, ერთხელ თუ ვცადე მერე უკვე საახალწლო ჩვევაში გადავა.

თუ შეგიძლია სურათიც დადე kiss1.gif

Posted by: ირმა Dec 23 2009, 11:44 PM

დღეს გავაკეთე მელომაკარონა, ახლა ავხსნი უფრო დაწვრილებითsmile.gif))
მასალად საჭიროა:
3 ფინჯანი ზეთი
1 გახეხილი ფორთოხლის კანი
3/4 ფინჯანი შაქარი
1 სუფრის კოვზი დარიჩინი და მიხაკი (უფრო მეტიდარიჩინი 1.5 ჩაის კოვზი და 0.5 ჩაის კოვზი მიხაკი)
1 არყის ჭიქა კონიაკი
2ლიმონის წვენი
ნახევარი ფორთოხლის წვენი
2 ჩაის კოვზი სოდა
ფქვილი

1 ფინჯანი გატარებული ნიგოზი + 1 კოვზი შაქარი +ცოტა დარიჩინი, ზემოდან მოსაყრელად.


1 ფინჯანი თაფლი და 1 ფინჯანი შაქარი სიროპისათვის


ავთქვიფოთ ზეთი, შაქარი, ფორთოხლის კანი,დარიჩინი, მიხაკი, კონიაკი კარგად. ფორთოხლისა და ლიმონის წვენში ჩავყაროთ სოდა და + და ვთქვიფოთ. ოდნავ უნდა გათეთრდეს, + ფქვილი რამდენსაც შეიზელს რომ მივიღოთ რბილი ცომი. გავაკეთოთ პატარ -პატარა გუნდები, ზემოდან დანით დავხაზოთ(ნაძვისხე, ვარსკვლავი, რომბები) და 200 გრადუს ფურნაში გამოვაცხოთ.






Posted by: ირმა Dec 23 2009, 11:45 PM





1 თაფლი, 1 წყალი და 1 შაქრით მოვხარშოთ სირიპი. ცოტა ქაფი მოვხადოთ.
სიროპი დავაყენოთ ძალიან ძალიან დაბალ ცეცხლზე და ამოვავლოთ შიგ (მაგ 7–7 ცალი ვაცადოთ ნახევარი წთ ცოტა გაუჯდეს სიროპი) პეჩენიები. ამოვიღოთ და მოვაყაროთ წინასწარ მომზადებული ნიგოზი(შაქართან და დარიჩინთან)



Posted by: Emigranti Jan 10 2010, 07:26 PM

გერმანული, ვანილიანი საშობაო ორცხობილები
(Vanillekipferl)




მასალად საჭიროა:

1. 250გ კარაქი (მარგარინი)
2. 123გ შაქარი (ეს გერმანიაში და ქართული შაქარი შეიძლება მეტიც დაჭირდეს, რადგან ნაკლებად ტკბილია)
3. 1 პაკეტი ვანილი
4. დანის წვერი მარილი
5. 375გ ფქვილი
6. 200გ დაფქული ნუში
7. დაფქული შაქარი მოსაყრელად

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი + მარილი + ფქვილი + დაფქული ნუში. შემდეგ 1 სთ მაცივარში.

ცომს ჯერ კაკლისხელა ბურთის ფორმა მიეცით, შემდეგ გააგორგოლავეთ ისე რომ 6სმ სიგრძის გამოვიდეს და შემდეგ მოღუნეთ, რომ რქებივით ფორმა მიიღოს.

უცხიმო ჟარონაზე, წინასწარ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით 12-15 წუთუთ. ორცხობილებს რომ გამოიღებთ, სანამ თბილია დაფქული შაქარი მოაყარეთ.

Bon Appétit!

P.S.: მე პირადად ნამცხვრის ცხობის გაგებაში არა ვარ. ეს რეცეპტი ჩემმა ახლობელმა გოგონამ მომცა. smile.gif ასე რომ შიგ შეცდომები არის თუ არა არ ვიცი. : )))))

Posted by: tikoroma Jan 10 2010, 08:08 PM

Emigranti
გმადლობ

რა გემრიელი ჩანს! bf_nonew.gif

Posted by: sentimennte Jan 10 2010, 08:42 PM

ძალიან მიყვარს სალათები და ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე,განსაკუთრებით მწვანე სალათას smile.gif

3 კონა მწვანე სალათის ფურცლები,

1 ჩაის ჭიქა ბრინჯი,
მწვანე ხახვი,
ქინძი
2 ცალი კიტრი,
ოდნავ მარილი,
მაწონი ან მაიონეზი( აუცილებლად მსუბუქი)
შეიძლება ცოტა კამაც
მერე მოხარშეთ ბრინჯი და კარგად გადაწურეთ,
გახეხეთ 2 ან 3 ცალი კიტრი,
კარგად აურიეთ ერთმანეთში,მოასხით ცოტა მსუბუქი მაიონეზი(უხდება kalve liogki)
ვისაც მაწონი უყვარს შეუძლია მაწვნით გააკეთოს, დაამატეთ ოდნავ მარილი,
კარგად აურიეთ და არომატისათვის დააწურეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი,
ზაფხულში მისწრებაა,გრილი და მსუბუქი საჭმელია.
გაამოთ და შეგარგოთsmile.gif

Posted by: მზეონა Jan 13 2010, 08:10 PM

QUOTE(Emigranti @ 10th January 2010 - 07:26 PM) *
გერმანული, ვანილიანი საშობაო ორცხობილები
(Vanillekipferl)

Emigranti შენი დადებული რეცეპტით გამოვაცხვე და უკვე შევახრამუნეთ კიდეც smile.gif ძალიან გემრიელი იყო! მადლობა :*

Posted by: Tiya Jan 20 2010, 08:38 PM

ირმა
როგორც ვიცი ყვავილოვანი კომბოსტო გიყვარს და დღეს გავაკეთე ასეთი სალათა:
1. ყვავილოვანი კომბოსტო - დაცალკევებული ჩავყარე წყალში და როგორც კი წამოდუღდა 2-3 წუთში გადმოვდგი, წყალი გადავწურე
2. ბულგარული წიწაკა - შუაზე გაჭრილი და გულგამოცლილი ჩავყარე კომბოსტოსთან უშუალოდ ცეცხლიდან გადმოდგმის წინ (შეიძლება უბრალოდ დაიმდუღროს)
3. დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები
4. კიტრი
5. მწვანე ხახვი
6. გახეხილი ყველი
კომბოსტოს დაცალკევებული თავები, ზოლებად დაჭრილი ბულგარული, სიმინდი, დაჭრილი კიტრი სასლათეში ავურიე, მოვასხი ზეითუნის ზეთი და ვაშლის ძმარი, თავზე მოვაყარე დაჭრილი მწვანე ხალხი და გახეხილი ყველი. სალათის ფოთლები არ მქონდა თორემ ისიც არ "აწყენდა" ცოტა..
რაოდენობები თვალისზომის და გემოვნების მიხედვით wink.gif ძალიან მსუბუქი სალათაა და თუ მაიონეზით შეკაზმავთ (ზეთის და ძმრის ნაცვლად) უფრო "მსუყე" გამოვა

Posted by: ირმა Jan 20 2010, 10:28 PM

Tiya
გემრიელი იქნებაwink.gif smile.gif

Posted by: მზეონა Apr 14 2010, 08:18 AM

რეცეპტები ჯერ არ წამიკითხია, მაგრამ ისეთი გემრიელი ფოტოებით არის ილუსტრირებული, რომ უკვე ნერწყვებს ვყლაპავ laugh.gif
http://seasonalontariofood.blogspot.com/2008_03_01_archive.html

Posted by: Emigranti Apr 14 2010, 03:23 PM

აი ეს გვერდი მომეწონა ძალიან. თითქმის ყველა რეცეპტს ვიდეო ფაილიც ახლავს. სახვადასხვა ქვეყნების ტრადიციული კერძებია შეკრებილი. არის ქართულიც. მაღლა კონტინენტებს უნდა დააკლიკოთ და იმის გვერდით ქვეყნები ჩამოიწერება.

http://www.talerka.ru/ru/content/recipes/ good.gif

Posted by: მზეონა Apr 14 2010, 08:53 PM

იფ, იფ, რა კერძებია! )) ამ საჭმელების თვალიერებაშიც კი გასუქდება კაცი biggrin.gif (კარგ დანაყრებულზეც რომ ნერწყვი დამადგა?! laugh.gif )

Posted by: ინა Apr 24 2010, 09:14 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ესეც ჩემი ვახშამი biggrin.gif

ხახვი+ ნიორი დათუშეთ
დაამატეთ პომიდორი წვრილად დაჭრილი
4 ცალი გათქვეფილი კვერცხი;
სულგუნი კუბიკებად დაჭრილი;
და მწვანილი წვრილად დაჭრილი

ძალიან გემრიელია smile.gif

Posted by: parsmani Apr 25 2010, 01:31 AM

და ინა ხორციც რო ჩააჭრა შიგ უფრო გემრიელი არიქნება? და თან ტავარნი ვიდიც მიეცემა

Posted by: ინა Apr 25 2010, 01:33 AM

QUOTE(parsmani @ Apr 25 2010, 01:31 AM) *
და ინა ხორციც რო ჩააჭრა შიგ უფრო გემრიელი არიქნება? და თან ტავარნი ვიდიც მიეცემა

რაც გინდა ჩააჭერი,სოკოთიც მაგარი გამოდის smile.gif
გინდა ქათმის ფილე დაამატე,გინდა გულ-ღვიძლი,ყველანაირად გემრიელი გამოდის.
ეს სურათი ვეგეტარიანელებში უნდა დამედო და თემა შემეშალა უბრალოდ biggrin.gif

Posted by: parsmani Apr 25 2010, 01:35 AM

ინა შენც ვეგეტარიანელი ხარ? მე მეგონა გიყვარდა ხორცის გალესვა))

Posted by: ინა Apr 25 2010, 01:37 AM

QUOTE(parsmani @ Apr 25 2010, 01:35 AM) *
ინა შენც ვეგეტარიანელი ხარ? მე მეგონა გიყვარდა ხორცის გალესვა))

არა არ ვარ ვეგეტარიანელი smile.gif
მაგ თემაში რომ წერდე აუცილებლად ვეგეტარიანელი უნდა იყო? biggrin.gif

Posted by: მზეონა Apr 16 2011, 05:21 PM

http://www.perfectcook.org/
რეცეპტების დიდი ასორტიმენტი აქვთ smile.gif)) გურმანი შევა საიტზე და ვეღარ გამოვა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: mata Apr 17 2011, 01:09 PM

http://indurisamzareulo.blogspot.com/


უნდა მოვსინჯო ერთი აქედან რამე უნდა გავაკეთო. ფენოვანი რაღაცა მაინტერესებს როგორია იმიტომ რომ ბოსტნეული და ფენოვანი როგორც ვიცი ერთმანეთს მაგრად უხდება

Posted by: მზეონა May 8 2011, 05:51 PM

მართალია წლევანდელმა აღდგომამ უკვე ჩაიარა, მაგრამ ეს ბმული ახლა ვნახე)) ასე, რომ 2012 წლისთვის გამოგვადგება biggrin.gif

http://mniamnia.blogspot.com/2011/04/blog-post_22.html

კიდევ აგერ დავდებ ბარემ - http://www.facebook.com/notes/msoflio-samzareulo/ტარხუნიანი-სალათი-სამარხვო/213858235306429

საჭირო მასალა:
2,5ჩ.ჭ.ბრინჯი, 3ც.საშუალო ხომის კიტრი,3კონა ტარხუნა,1პატარა კონა მწვანე ხახვი, 200გრ.მაიონეზი,მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
მოვხარშოთ ბრინჯი,დავყაროთ საწურზე,გადავავლოთ ცივი წყალი და დავდგათ შესაშრობად.კიტრი გავფცქვნათ "სანახევროდ"(ცოტა მწვანე კანიც დაუტოვეთ,უფრო ლამაზია და დაჭრილი უფრო შეინარჩუნეფს ფორმას)და დაჭერით გრძელ ჩხირებად.დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 20-30წთ.როცა წვენს გაუშვებს დაყარეთ საწურზე-დასაწრეტად.დაჭერით მწვანე ხახვი,ტარხუნა(ღეროების გარეშე) და შეაერთეთ ბრინჯი+მწვანილი+კიტრი.დაუმატ
თ მაიონეზი,შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით,ფრთხილად ამოურიეთ.სალათი მზად არის,მიირთვით გემრიელად.

ასევე არასამარხვო ვარიანტში,შეგიძლიათ დაუმატოთ 5-7ცალი მოხარშული,წვრილად დაჭრილი კვერცხი,რაც ძალიან უხდება.


Posted by: მზეონა May 8 2011, 05:55 PM

http://vinoge.com/samzareulo/bostneulifxaleuli/samarxvo-teftelebi-wiwiburaTi-da-sokoTi

და ეს კერძი ძალიან მეგემრიელა >> http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=267&Itemid=55
ამოწერილი არ მქონდა და გადავყევი ამ რეცეპტის ძებნას, ჰუჰ)) წავედი ახლა მოვამზადებ wink.gif

პ.ს. რა მეტყობა ახლა მე, რომ ეზოთერულ ფორუმზე ვპოსტავ biggrin.gif B)
აბა თქვენ იცით :*

Posted by: მზეონა May 8 2011, 06:02 PM

QUOTE(მზეონა @ 8th May 2011 - 06:55 PM) *
და ეს კერძი ძალიან მეგემრიელა >> ფარშირებული სოკო

რეცეპტში არ წერია, მაგრამ ხახვთან ერთად 1 საშუალო ნივრის კბილიც რომ ჩააჭრათ, ძალიან დააგემრიელებს wink.gif

Posted by: bella May 15 2011, 09:22 AM

ხალხნო გეხვეწებით დამეხმარეთ !!!! საოჯახო სამზარეულოსატვის სახელი მჭირდება . ოღონდ ,, გურმანი ,, არ მითხრათ ---თორემ იმდენი ,, გურმანია,, თბილისში რომ მეტი არ შეიძლება !!!

Posted by: მზეონა May 15 2011, 09:56 AM

bella არ არის ადვილი საქმე, შენ როგორი ვარიანტები გაქვს მოფიქრებული?

Posted by: bella May 15 2011, 10:27 AM

თეონა მე ვიფიქრე გემო.ge --- ანუ გემო.ჯი მაგრამ რა ვიცი აბა , უფრო კარგი რამე მინდა . გამოსათქმელად და დასამახსოვრებლად იოლი .

Posted by: მზეონა May 15 2011, 10:46 AM

მომწონს შენი ვერსია, მე ვერაფერი უკეთესი ვერ მოვიფიქრე sad.gif

Posted by: bella May 15 2011, 10:55 AM

dash2.gif

Posted by: td......... May 15 2011, 12:14 PM

bella
გემო ჯი არ ჟღერს დამიჯერე... ისე გემოც არსებობს, მინახავს ქალაქში...

" საამო "?

Posted by: natuka May 15 2011, 12:27 PM

კულინარია.გე ან მენიუ.გე ან გაამოს.გე ან დეგუსტაცია.გე ან კვება.გე ან ტრაპეზი.გე rolleyes.gif ვებ გვერდისთვის გნდა ხომ?

Posted by: td......... May 15 2011, 06:10 PM

თუ ვებისთვის ხო...ისე არაwink.gif

Posted by: td......... May 28 2011, 10:33 AM

smile.gif))

Posted by: natuka May 28 2011, 01:00 PM

smile.gif

Posted by: მზეონა Jul 13 2011, 09:34 AM

ბავშვებთან ერთად ამ კუსკუსა ტორტის გამოცხობა ძალიან კარგი იქნება wink.gif >> http://domnaraduge.com/cherepaxa-recept-torta-iz-detstva/

Posted by: IMMORTAL Sep 6 2011, 03:48 PM

ხინკალი ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ოოოოოოოოო

Posted by: earth Dec 30 2011, 01:16 AM

ესეც საახალწლო სამზადისი:
შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე, ჩავყაროთ შიგ ნუში, ან თხილი ან რაც გვიყვარს, მოხარშული წაბლი თუ ფორთოხლის მოხარშული კანები, ფანტაზია რასაც გასწვდება smile.gif მე გავაკეთე ამჯერად ნუშითა და თხილით.
http://imageshack.us/photo/my-images/600/img2093i.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
მერე პატარ-პატარებად გავშალოთ ასე და ბოლოს შევინახოთ მაცივარში.
http://imageshack.us/photo/my-images/545/img2094g.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
ესეც მზა, ძალიან გემრიელია smile.gif
http://imageshack.us/photo/my-images/193/img2105fv.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: earth Dec 30 2011, 01:24 AM

და არ დაგვავიწყდეს უმთავრესი!!! გოზინაყიიიიიიი!!!!
http://smajliki.ru/smilie-1112005287.htmlhttp://imageshack.us/photo/my-images/850/img2109la.jpg/

Uploaded with http://imageshack.ushttp://smajliki.ru/smilie-773547783.html


Posted by: IMMORTAL Dec 30 2011, 06:34 PM

მე მაგრა მევასება fastfoodი tongue.gif

Posted by: IMMORTAL Dec 30 2011, 06:36 PM

ასევე ვგიჟდები ტკბილეულობაზე

Posted by: მზეონა Dec 31 2011, 11:58 AM

ირმასთან მინდა სტუმრად girl_sigh.gif 264166.gif oops.gif
gul.gif angelchik.gif rose-178.gif gul.gif angelchik.gif rose-178.gif
http://www.youtube.com/watch?v=GoXsiPjX9hE&feature=related

Posted by: earth Dec 31 2011, 05:12 PM

მზეონა

QUOTE(მზეონა @ 31st December 2011 - 12:58 PM) *
ირმასთან მინდა სტუმრად

მეც გამიხარდება შენი სტუმრობა wub.gif l_daisy.gif kiss1.gif

Posted by: ანა Jan 4 2012, 03:13 AM

ხვალ კარტოფილისგან რაღაც საოცრება უნდა მოვამზადო და რა არ ვიცი.. შევწვა და ინგრედინტებით გავამდიდრო, უბრალოდ პიურე თუ რა sad.gif რამეგემრიალი მინდა

Posted by: earth Jan 4 2012, 09:06 AM

ანა
კარტოფილისაგან უამრავი რამეების გაკეთება შეიძლება, გააჩნია სხვა რისი დამატება გინდა და რა სახით გინდა.
შეგიძლია უბრალოდ მოხრაკო ხახვი ზეთში, ჩაყარო შიგ კარტოფილი დაჭრილი, ტომატი, წყალი, მარილი, პილპილი, ოხრახუში, მოხარშო და მიირთვა. ეს ერთი ვარიანტი.
ასევე შედო ფურნაში დიდი კარტოფილები, როგორც გამზადდებიან გამოუღო გული და აურიო რძის ნაღები, მარილი და ყველი და ისევ გამოავსო კარტოფილი.
შემდეგი ვარიანტი: მოხარშე მთლიანები კარტოფილები, გაფცქვენი, დაჭერი მსხვილად, დააჭერი მრგვალებად დაჭრილი ხახვი, პილპილი, მარილი, ზეთი, ზეთისხილები ცოტა თუ გაქვს, პამიდორი ცოტა და მიიღება მშვენიერი სალათიsmile.gif


Posted by: ანა Jan 4 2012, 11:40 AM

QUOTE
მოხარშე მთლიანები კარტოფილები, გაფცქვენი, დაჭერი მსხვილად, დააჭერი მრგვალებად დაჭრილი ხახვი, პილპილი, მარილი, ზეთი, ზეთისხილები ცოტა თუ გაქვს, პამიდორი ცოტა და მიიღება მშვენიერი სალათი

ამას ვირჩევ smile.gif)))

და რამე საიტი მინდა, დამწყები კულინარი ვარ თუმცა არ დავმალავ ნიჭიერი, ყველაფერს გავაკეთებ ^^ სენსეისაც ავიყვან სიამოვნებით აქ რომ მოცესხოლმე დავალებები girl_witch.gif

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 01:44 PM

ვიკინგი მე smile.gif)) კეფირი დამისხით და ხორცი შემიბრაწეთ ^_^ ... არა და წავალ ეხლა და მწვანე ჩაის დავლევ კიდევ ერთს. დავდებ მერე სურათებს ჩემი "ნაწარმის" smile.gif და რეცეპტებსაც რაც მუშაა და რაც მომწონს smile.gif

Posted by: priad eshmak Apr 30 2012, 04:09 PM

პირადი მაგნეტიზმი-ტყემლით მაინც სულ სხვაა...

Posted by: tikoroma Apr 30 2012, 04:13 PM

სოკო გავაკეთე გუშინ პირველად confetti.gif


Posted by: td......... Aug 2 2012, 12:08 AM

მე დღეს.. ნამ ნამ...

Posted by: damiana Aug 12 2012, 12:53 AM

სამზარეულოში დიდად ვერ ვტრიალებ, არცაა ჩემი საქმე, ქალის საქმეა ეგ bf_nonew.gif
ქალი ქუხნაში.

Posted by: earth Aug 12 2012, 07:31 AM

damiana

QUOTE
ქალი ქუხნაში.

საქართველოში გაქვთ ცოტა კიდევ დრო კაცებს ისიამოვნოთ ცოლის მომზადებული საჭმელი.
ევროპაში უკვე უმრავლეს ოჯახში პირიქითაა, კაცები აკეთებენ საჭმელს, ქალები კი იმას იმიზეზებენ, რომ არ იციან საჭმლის გაკეთება და რომც სცადონ არ გამოუვათ. პატარა ეშმაკური ხერხებით ქალებმა გაინთავისუფლეს თავი ყველა მოვალეობისაგან. უმეტეს შემთხვევაში ორივე მუშაობენ, მაგრამ არის შემთხვევები, რომ ყველაფერს აკეთებს კაცი, საჭმელი, სარეცხი, უთო და მტვერსასრუტი რათქმაუნდა. საღამოს კი აუცილებლად გაასეირნოს ცოლი, თორემ angry.gif
ხოდა საწყალი კაცები რომ ნახოთ ზოგ შემთხვევაში შეგეცოდებათ, ქალური თვისებები ჩამოუყალიბდათ, ქალები კი ნამდვილად არასასურველი ხასიათის კაცები გახდნენ.

Posted by: td......... Aug 12 2012, 03:28 PM

ბალანსი ჯობია ყველაფერს... არც გაქალებული კაცია კაი და არც კაცადქცეული ქალი. იმაზე დიდი სიამოვნება რა უნდ აიყს, როდესაც საყვარელ კაცს გემრიელ კერძს მოუმზადებ, თუმცა ქართული მენტალიტეტიც მარაზმატულია, როდესაც ითვლება რომ თუნდაც კვდებოდეს, ქალი ვალდებულია ქუხნაში იტრიალოს, ქმრის უგვან მეგობრებს სუფრები უშალოს ,სარეცხი რეცხოს და მტვერის ერთი ფთილაც არ დატოვოს სადმე... ოჯახში ქალიც და კაციც ვალდებულია ერთად იზრუნოს სიმყუდროვესა და კომფორტზე.ასევე ბავშვებზეც. სულაც არ ვთვლი რომ ბავშვი მხოლოდ დედამ უნდა გაზარდოს.

Posted by: Lashapoli Aug 12 2012, 04:01 PM

QUOTE(td......... @ Aug 12 2012, 04:28 PM) *
ბალანსი ჯობია ყველაფერს... არც გაქალებული კაცია კაი და არც კაცადქცეული ქალი. იმაზე დიდი სიამოვნება რა უნდ აიყს, როდესაც საყვარელ კაცს გემრიელ კერძს მოუმზადებ, თუმცა ქართული მენტალიტეტიც მარაზმატულია, როდესაც ითვლება რომ თუნდაც კვდებოდეს, ქალი ვალდებულია ქუხნაში იტრიალოს, ქმრის უგვან მეგობრებს სუფრები უშალოს ,სარეცხი რეცხოს და მტვერის ერთი ფთილაც არ დატოვოს სადმე... ოჯახში ქალიც და კაციც ვალდებულია ერთად იზრუნოს სიმყუდროვესა და კომფორტზე.ასევე ბავშვებზეც. სულაც არ ვთვლი რომ ბავშვი მხოლოდ დედამ უნდა გაზარდოს.

+ smile.gif

Posted by: earth Aug 12 2012, 04:48 PM

td.........
მასეა, ასეთია იდიალური, მაგრამ რატომღაც ბევრ შემთხვევაში უკიდურესობას ვხვდებით, ხან ერთ და ხან მეორე მხარეს.
სულაც არაა შეუძლებელი იყო იდეალური, ასე ოჯახი სიყვარულით უფრო ძლიერია, თორემ როცა ერთი ჩაგრავს მეორეს, არა აქვს მნიშვნელობა რომელი, ასეთი ოჯახი ოჯახი არააsmile.gif

Posted by: damiana Aug 12 2012, 04:56 PM

არავითარი ბალანსი, ქალი ქუხნაში მეთქი laugh.gif laugh.gif laugh.gif
ევროპაშიო? ევროპამ რა იცის ტრადიცია? ევროპამ იცის შორტები და მაიკიანი ქალები, მაიკა კაცის საქმეა.

Posted by: td......... Sep 12 2012, 10:48 PM

damiana

ციტატა
არავითარი ბალანსი, ქალი ქუხნაში მეთქი laugh.gif laugh.gif laugh.gif

For you, men who think a woman's place is in the kitchen, remember... that's where the knives are kept.

Posted by: Zet Sep 14 2012, 01:44 PM

ქალი ქუხნაზე ვიცი მე და კაცი სუფრაზე wink.gif)))

Posted by: sentimennte Sep 14 2012, 02:12 PM

Orivegan komfortulad vgrznob tavs,"kuxnashic" da suprazec smile.gif didi siamovnebit vipuspuseb samzareuloshi momaval palavinkastan ertad,mamakacebi gadasarevi mzareulebi arian wink.gif

Posted by: td......... Sep 14 2012, 10:32 PM

ციტატა
mamakacebi gadasarevi mzareulebi arian wink.gif

ჩემსას არ ეხება ეგ.biggrin.gif ონ ტოლქა ქუშატ ლუბიტ! biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Fee Sep 14 2012, 10:35 PM

მიყვარს გემრიელი ფიები და როცა არ მეზარება კარგი გამომდის biggrin.gif

Posted by: earth Sep 15 2012, 08:20 AM

td.........

QUOTE
ჩემსას არ ეხება ეგ. ონ ტოლქა ქუშატ ლუბიტ!

+1 ასეა, თუმცა ძაან უყვარს ჩემი საჭმელები და აფასებს. ერთხელ მე ვერ ვასწრებდი და მაკარონი მომიხარშა, ხოდა ისეთი მლაშე იყო გადავყარეთ biggrin.gif
მას მერე არ ვუშვებ სამზარეულოში, თუმცა ჩემს სამზარეულოში არ მინდა ვინმემ რამე გააკეთოს. არვიცი, რატომ და მინდა მარტო მე ვაკეთო ყველაფერი, არავის ვენდობი biggrin.gif
ხო, მასეთი ცუდი ჩვევა მაქვს tongue.gif


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)