IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


Limbus
Posted on: Jan 12 2018, 06:05 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


starscream
earth

რას გულისხმობთ დანახვაში? ანუ თვალით ხედავთ როგორც ნებისმიერ სხვა რამეს თუ შეგრძნებების დონეზე აღიქვამთ? საერთოდ თუ არის შესაძლებელი ამის ახსნა, იქნებ ამიხსნათ smile.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #122624 · Replies: 254 · Views: 174,487

Limbus
Posted on: Jan 10 2018, 06:50 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


დღეს მოვრჩი ანასტასიას კითხვას და მინდა, შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

საერთოდ ამ წიგნის წაკითხვა დიდი ხანია მინდოდა. ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი. რაღაც არარეალურად კარგის მოლოდინი მქონდა.

თავიდან მართლაც შესანიშნავი იყო ყველაფერი. ამას ვკითხულობდი, როგორც ნამდვილ ამბავს, რომელსაც მეგრე გულწრფელად უყვებოდა მკითხველებს. შემდეგ შესვენებასავით გავაკეთე და ინტერნეტში დავიწყე ამ წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება. არ ვიცი, მაინცდამაინც ისეთ ინფორმაციას რატომ წავაწყდი თავიდანვე, სადაც ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ წიგნში მოთხრობილ ამბავს, ასევე ანასტასიას (როგორც პიროვნების) რეალურად არსებობას. და ეჭვი ხომ იცით რაც არის, სულ სხვანაირი განცდებით განვაგრძე წიგნის კითხვა.

რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, უფრო მეტად ვაწყდებოდი საეჭვო ინფორმაციას. მაგალითად, ცხოველების დამოკიდებულება ანასტასიას მიმართ, ანასტასიას ტელეპათიური უნარი, მისი "ყოვლისმცოდნეობა" ისეთი საკითხების მიმართ, რასთანაც არანაირი შეხება არ გააჩნდა, მისი მშობლების დაღუპვის ამბავი, უცხოპლანეტელების და მფრინავი თეფშების აღწერები და ა.შ. პლუს, წიგნზე გამოსახული ქალი რომ ანასტასია არაა, ეს ცალკე აჩენს ეჭვებს. მერე დიალოგები, ზღვა მასალა, რომელსაც მეგრე დეტალურად აღგვიწერს ანასტასიას სიტყვებით. ასევე, ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა ანასტასიას შეხედულება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ბუნებაში ყველაფერი ადამიანისთვის შეიქმნა და ყველანაირი ცოცხალი არსება ადამიანს თავის სურვილის მიხედვით შეუძლია გამოიყენოს. ცალკე აგრესია გამიჩნდა იმ ფაქტის მიმართ, რომ მეგრემ ანასტასიასთან უღალატა თავის ცოლს და ამას ანასტასია ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს სიკეთეც კი გააკეთა, რადგან მეგრე ვაჟიშვილზე ოცნებობდა. ეს ვაჟიშვილის თემა საერთოდ გაბუქებული მგონია, მითუმეტეს მეგრეს უკვე ჰყავს ქალიშვილი, მაგრამ ჩაციკლულია, რომ ბიჭიც ჰყავდეს და ანასტასიაც სულგრძელად უსრულებს ამ ოცნებას. კულმინაცია იყო, როცა წავიკითხე (ეს უკვე ინტერნეტში), როგორ უარყო მეგრემ ანასტასიას არსებობა სასამართლო პროცესზე და თქვა, რომ ყველაფერი თვითონვე გამოიგონა.

ვერ უარვყოფ, წიგნში ნამდვილად არის სასარგებლო ინფორმაცია. ბოლო-ბოლო, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბუნებასთან ძლიერ კავშირზეა საუბარი და ეს ძალიან მომწონს. უბრალოდ, არაა სასიამოვნო, როცა ავტორი მკითხველს ატყუებს. და თუ ეს ყველაფერი რეალობაა, მაშინ პირადად ჩემში ანასტასია ნამდვილად არ იწვევს აღფრთოვანებას.

ვისაც მეგრე დებილი გგონიათ biggrin.gif მეც ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ კაცმა, მაგრამ არა თავის წერის სტილის გამო. უბრალოდ ანასტასიას ფონზე გონებაშეზღუდულივით გამოიყურება
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #122577 · Replies: 73 · Views: 88,771

Limbus
Posted on: Jan 10 2018, 05:21 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


earth
სიმართლე გითხრა, არ მქონია იმის განცდა, რომ "არასწორ" ადგილზე ვიმყოფებოდი ან სხვაგან უნდა ვყოფილიყავი, ან სხვა ადგილიდან ვიყავი და ა.შ. უფრო სხეულის მიმართ მქონდა გაუცხოება.

თავად თუ გქონია ასეთი მოგონებები?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #122573 · Replies: 19 · Views: 20,850

Limbus
Posted on: Jan 9 2018, 04:55 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


მქონია ასეთი მოგონებები. რამდენჯერმე ადგილს უკავშირდებოდა, ანუ არ ვყოფილვარ კონკრეტულ ადგილზე, არასდროს მინახავს, მაგრამ მქონდა განცდა, რომ შესანიშნავად ვიცნობდი იქაურობას და იქ მიცხოვრია კიდეც. ძირითადად ბუნებაში მიჩნდებოდა ასეთი შეგრძნებები, ტყეებში და ტყეებთან ახლოს - იქ, სადაც მცირე რაოდენობით ხალხი ცხოვრობდა.

მქონია სხვა მოგონებებიც და ეს უკვე პირადად მე მიკავშირდებოდა, შეიძლება ითქვას ჩემს არსს, არსებას და ფიზიკურ სხეულს. ვაფიქსირებდი, რომ ადამიანის სხეული გარკვეულ მომენტებში უცხო იყო ჩემთვის და მქონდა შეგრძნება, რომ შეცდომით დავიბადე ადამიანად. თითქოს წარსულში სულ სხვანაირი სხეული მქონდა, უფრო სრულყოფილი, დახვეწილი, ბევრად უფრო განვითარებული და ახლა, ადამიანის სხეულში თავს ხეიბარივით ვგრძნობდი.

შემდეგ იყვნენ მგლები. მათზე ძალიან მკაფიო მოგონებები მქონდა. მახსოვს შეგრძნებები ფიზიკურ დონეზე, ინსტინქტები, ის გზა, რომელზეც მგლები ტყეში დადიოდნენ ყოველ ღამით. ხროვას გამოყოფილი მგელიც მახსოვს, რომელიც ცხოვრებას თავიდან სწავლობდა. ღია ნაცრისფერი იყო, ვერცხლისფერივით, ზომით დიდი, ხვადი მგელი.

ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი სიზმრებს არანაირად არ უკავშირდებოდა. ეს იყო მოგონებები, რომლებიც "არსაიდან" ჩნდებოდნენ და ყურადღებას იმიტომ ვაქცევდი, რომ ძლიერი შეგრძნებები მოჰქონდა თითოეულ მათგანს
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #122568 · Replies: 19 · Views: 20,850

Limbus
Posted on: Jan 8 2018, 05:52 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


ano
გმადლობ, ვნახავ აუცილებლად.

ჯერჯერობით კითხვის პროცესში ვარ. როცა ბოლომდე წავიკითხავ წიგნს, ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #122565 · Replies: 121 · Views: 120,473

Limbus
Posted on: Jan 3 2018, 04:18 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


თუ არის ანასტასიაზე ფორუმში სხვა თემაც გახსნილი, გადამამისამართეთ biggrin.gif თუ არა, მაშინ ცოტა მოგვიანებით აქ დავწერ ჩემს მოსაზრებებს და თქვენს მოსაზრებებსაც სიამოვნებით მოვისმენ smile.gif
  Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #122517 · Replies: 121 · Views: 120,473

Limbus
Posted on: Jan 3 2018, 04:14 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


earth

დიდი მადლობა JC_cupidgirl.gif მომწონს ეს ფორუმი, წლების წინ აღმოგაჩინეთ biggrin.gif

jarmen

გასაგებია smile.gif
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #122516 · Replies: 340 · Views: 133,149

Limbus
Posted on: Nov 21 2017, 10:54 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


jarmen

საკითხის განხილვა კუთხით "რას იზამ, ასე რომ იყოს", მითუმეტეს ვეგეტარიანელობის შემთხვევაში, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება.

ჩვენ არც უდაბნოში ვცხოვრობთ, არც დაუსახლებელ კუნძულზე და არც ტყეში, რომ საკვების ისეთი დეფიციტი გვქონდეს, რაც ადამიანის ხორცის ჭამას გვაიძულებს. თუმცა, დაუსახლებელ კუნძულზე და ტყეში უფრო მეტი შანსია მცენარეული საკვების მოპოვების. გავითვალისწინოთ ისიც, რომ "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე მიღწევას ადრე თუ გვიან აუცილებლად შევძლებთ, ადამიანი კი დაახლოებით 40 დღე ცოცხლობს საკვების მიღების გარეშე (შეიძლება, ვცდები). ამ 40 დღის მანძილზე როგორმე გადავირჩენთ თავს ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ (ადამიანი ან ცხოველი).

ასევე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი: კანიბალიზმი იწვევს დაავადებებს და ეს დაავადებები ადამიანის ორგანიზმს ანადგურებს პირდაპირი გაგებით. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კანიბალიზმი = თვითმკვლელობას. არსებობს ამის შესახებ კვლევები, შეგიძლიათ, გაეცნოთ.

რაც შეეხება თქვენს ირონიულ ფრაზას ცხოველების შეცოდებასთან დაკავშირებით... სავარაუდოდ მე მიგულისხმეთ, რადგან ჩემთვის სწორედ ეს იყო ვეგეტარიანელად გახდომის მთავარი მიზეზი. თუმცა, ეს თქვენი აზრია და შეგიძლიათ, თამამად იცხოვროთ ილუზიებში smile.gif
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #122183 · Replies: 340 · Views: 133,149

Limbus
Posted on: Nov 18 2017, 11:51 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


მედიტაციისთვის სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს მივმართავდი ყოველთვის, უფრო მეტად ფერად სანთლებს და სურნელოვან ჩხირებს, მაგრამ რეალური შედეგი მხოლოდ მუსიკამ მომცა. თავიდან ძირითადად მისტიკურ, გოთიკურ მუსიკას ვუსმენდი, ჯოზეფ ვარგოს კომპოზიციები მქონდა შერჩეული. ბოლო რამდენიმე თვეა უფრო მეტად მშვიდ მუსიკაზე გადავერთე, მობილურის აპლიკაცია რომ არის, თუ იცით, Insight Timer, მას ვიყენებ მედიტაციისთვის. ვერ ვიტყვი, რომ Insight Timer-ის მუსიკა ზუსტად ისაა, რაც მჭირდება, მაგრამ დღის ბოლოს განტვირთვაში და აზრების დალაგებაში მეხმარება.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #122165 · Replies: 13 · Views: 15,240

Limbus
Posted on: Nov 18 2017, 11:33 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 18-November 17
Member No.: 7,666


6 წელია, ვეგეტარიანელი ვარ და ვთვლი, რომ ეს ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში, რაც კი მიმიღია.

ვეგეტარიანელი მხოლოდ და მხოლოდ ცხოველების სიყვარულის გამო გავხდი, ანუ არანაირი მიზანი არ მქონია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ან ცხოვრების წესის შეცვლისთვის და ა.შ. ჩემთვის მთავარია, არ მივიღო მონაწილეობა იმ სიბინძურეში, რაც ცხოველების ხოცვას უკავშირდება.
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #122163 · Replies: 340 · Views: 133,149


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 10th May 2024 - 08:45 AM