IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

13 Pages V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვედური ტექსტები
Atman
post Apr 30 2010, 08:38 AM
Post #101


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 29th April 2010 - 10:46 PM) *
ე.ი. უკვდავები მაინც არ არიან?

თუ სულიერ სამყაროში მოხვედრამდე ცოცხლობენ მაგდენს?


ვინც მატერიალურ სამყაროშია უკვდავი არავინაა, თვით ბრაჰმაც კი დატოვებს სხეულს ოდესმე. არიან უკვდავი სულები, რომლებიც სულიერი სამყაროდან ხშირად შემოდიან ჩვენთან, მაგალითად ნარადა მუნი...

QUOTE(tikoroma @ 29th April 2010 - 10:46 PM) *
ამათზე ამბობდი, მაგ პლანეტიდან ჯოჯოხეთში ხვდებიანო? ელ მორიაც ამიტომ უწოდებს მრინავ ობიექტებს ყველაზე საშიშს ჩვენი სამყაროსთვის თუ სულებისთვის?


ხო ალბათ ამაზე წერია ვედებში... ელ მორიას არ ვიცნობ. ინფორმაცია ვედებში საკმარისზე მეტია და დრო არ მაქვს რომ სხვასაც გავეცნო.



QUOTE(tikoroma @ 29th April 2010 - 10:46 PM) *
ჰოდა, ბარემ დაწერე რას ჰგავს ის ასო


ტილაკას გავს, ანუ ნიშანს, რომელსაც ვაიშნავები შუბლზე იკეთებენ ვედურ ტრადიციაში (კრშნას და ვიშნუს ერთგულები).

QUOTE(tikoroma @ 29th April 2010 - 10:55 PM) *
ამათ ებრძოდა რამა, ცოლი რომ მოსტაცეს? რა ერქვა დამავიწყდა


ცოლი რავანამ მოსტაცა, დემონი იყო მაგრამ რომელი დემონი არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მახინჯი არ იყო...

QUOTE(tikoroma @ 29th April 2010 - 10:55 PM) *
შივას და მუჰამედის ურთიერთობა მომეწონა, ლოგიკურია.. მაგრამ თუ შივა იყო, რატომ მოიგონა ალაჰი? ახალი სახელი?


ეს ვარაუდია უბრალოდ, დაზუსტებით შივას გარდა ვერავინ გეტყვის smile.gif
ალაჰი არაბულად რაღაცას ნიშნავს, კონკრეტული პიროვნული სახელი არაა, ანუ შემდეგ შექმნილია (ჩემი ვარაუდით).

QUOTE(tikoroma @ 29th April 2010 - 10:55 PM) *
ისე მე ადრეც მჯეროდა სხვა რელიგიების, წარმართებისაც, ოღონდ მათ მიმდევრებს დემონების მსახურებად ვთვლიდი... ნუ მე დემონებს ვუწოდებ, ვინც უფლის გარდა სხვა ძალებს, ბოროტებს თუ ნახევრად ბოროტებს.


რელიგია ყველა უფლისგან მოდის და ყველა რელიგიას თავის ფუნქცია და მისია აქვს. რელიგიის მსახური შეიძლება იყოს დემონი, მაგრამ თავად რელიგია (ყოველ შემთხვევაში ძველი და ავტორიტეტული რელიგია) ყველა ღმერთს ემსახურება.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 30 2010, 06:07 PM
Post #102


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა









თავი მეთორმეტე
იმპერატორ პარიკშიტის დაბადება


1. ბრძენმა შაუნაკამ თქვა: აშვათჰამას გატყორცნილმა საშინელმა და უძლეველმა იარაღმა მუცელი მოუშალა უტტარას, მაჰარაჯა პარიკშიტის დედას. მაგრამ მაჰარაჯა პარიკშიტი უზენაესმა უფალმა იხსნა.

2. როგორ დაიბადა იმ საშვილოსნოდან დიადი იმპერატორი პარიკშიტი – ძალზე გონიერი და დიდებული ერთგული? როგორ მოვიდა მისი სიკვდილი და რას მიაღწია მან სიკვდილის შემდეგ?

3. ყველას გვსურს მის [მაჰარაჯა პარიკშიტის] შესახებ მოსმენა, ვისაც შუკადევა გოსვამიმ ტრანსცენდენტული ცოდნა გაანდო. გთხოვთ, გვესაუბრე ამის შესახებ.

4. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: თავისი მეფობის დროს იმპერატორი იუდჰიშთჰირა, ზუსტად მამამისის მსგავსად, ყველას დიდსულოვნად ეპყრობოდა. უფალი შრი კრშნას ლოტოსის ტერფების განუწყვეტელი მსახურების გამო საკუთარი თავისთვის არას ცდილობდა და თავისუფალი იყო ყოველგვარი გრძნობათა დაკმაყოფილებისაგან.

5. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას მიწიერი სიმდიდრის, უკეთესი მომავლის მომტანი მსხვერპლშეწირვების, მისი დედოფლის, მამაცი ძმების, ვრცელი მიწის, პლანეტა დედამიწაზე მისი უმაღლესი განმგებლობის ამბავმა თვით ზეციურ პლანეტებამდეც მიაღწია.

6. ო ბრაჰმანებო, მეფის სიმდიდრე ისე მომაჯადოებელი იყო, რომ ზეცის მცხოვრებნიც ისწრაფვოდნენ მისკენ. მაგრამ რადგან მეფე უფლის მსახურებაში იყო ჩაძირული, მას უფლის სამსახურის გარდა ვერაფერი დააკმაყოფილებდა.

7. ო ბრჰგუს ვაჟო [შაუნაკა]. როდესაც პატარა პარიკშიტი, დიადი მებრძოლი, დედა უტტარას მუცელში იმყოფებოდა და [აშვატთჰამას მიერ გასროლილი] ბრაჰმასტრას მწველი სიცხისაგან იტანჯებოდა, მან დაინახა, როგორ უახლოვდებოდა უზენაესი უფალი.

8. იგი [უფალი] მხოლოდ ცერის ოდენა გახლდათ, მაგრამ ყოვლად ტრანსცენდენტული იყო. ჰქონდა ძალზე ლამაზი, მოშავო, უნაკლო სხეული და ეცვა ყვითელი ელვის ფერი სამოსი, ხოლო ჩაფხუტი ოქროსფრად უბზინავდა. ასეთად იხილა იგი ბავშვმა.

9. უფალს ამშვენებდა ოთხი ხელი, გამდნარი ოქროს ფერი საყურეები, ხოლო თვალები ბრაზისაგან ჩასისხლიანებოდა. იგი აქეთ-იქით დადიოდა და კვერთხი მეტეორივით გამუდმებით უვლიდა გარს.

10. უფალი ისე აქრობდა ბრაჰმასტრას გამოსხივებას, როგორც მზე აორთქლებს ნამეს წვეთს. ბავშვი აკვირდებოდა მას, ცდილობდა რა გაეგო, ვინ იყო იგი.

11. ვიდრე ბავშვი ასე აკვირდებოდა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, უზენაესი უფალი, თითოეულის ზესული და სამართლიანობის დამცველი, ვინც ყველა მიმართულებით ვრცელდება და შეზღუდული არ არის დროითა და სივრცით, უცებ გაუჩინარდა.

12. შემდგომ, როცა თანდათანობით ზოდიაქოს ყველა სასიკეთო ნიშანი გამოვლინდა, იშვა პანდუს უშუალო მემკვიდრე, რომელიც მამაცობით მისი სწორი უნდა გამხდარიყო.

13. მაჰარაჯა პარიკშიტის დაბადებით გახარებულმა მეფე იუდჰიშთჰირამ დაბადების განმწმენდი ცერემონია ჩაატარა. სწავლულმა ბრაჰმანებმა, რომელთაც დჰაუმია და კრპა ედგათ სათავეში, სასიკეთო ჰიმნები წარმოთქვეს.

14. ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებით მეფემ, რომელმაც იცოდა, როგორ, სად და როდის უნდა გაიცეს მოწყალება, ბრაჰმანებს ოქრო, მიწა, სოფლები, სპილოები, ცხენები და საკვები მარცვლეული მისცა.

15. მეფის მოწყალებით დიდად დაკმაყოფილებულმა სწავლულმა ბრაჰმანებმა მიმართეს მას, როგორც პურუთა შორის მთავარს და შეატყობინეს, რომ მისი ვაჟი უდავოდ პურუთა შთამომავლებს ეკუთვნოდა.

16. ბრაჰმანებმა თქვეს: ყოვლად ძლევამოსილმა და ყოვლისგამჭოლმა უფალმა ვიშნუმ, ღმრთეების პიროვნებამ შენს საამებლად ეს უმწიკვლო ვაჟი სიცოცხლეს დაუბრუნა. უფალმა იგი მაშინ იხსნა, როცა უძლეველ, ზებუნებრივ იარაღს უნდა გაენადგურებინა.

17. ამიტომ ბავშვი მთელ სამყაროში გაითქვამს სახელს როგორც ის, ვისაც ღმრთეების პიროვნება მფარველობს. ო ყველაზე იღბლიანო, უეჭველია, რომ ეს ბავშვი უდიდესი ერთგული გახდება და ყოველგვარი ღირსებით იქნება შემკული.

18. მეფემ იუდჰიშთჰირამ] იკითხა: ო დიადო სულებო, ისიც ისეთივე წმინდა მეფე გახდება, ღვთისმოსაობითა და სახელოვანი საქმეებით განთქმული, როგორებიც ამ დიდი სამეფოს ოჯახის სხვა წარმომადგენლები იყვნენ?

19. სწავლულმა ბრაჰმანებმა თქვეს: ო პრთჰას შვილო, ეს ბავშვი მეფე იკშვაკუს, მანუს შვილის მსგავსად არჩენს ყველას, ვინც ამქვეყნად გაჩნდება. რაც შეეხება ბრაჰმანული პრინციპების გაყოლას, განსაკუთრებით კი სიტყვის ერთგულებას, იგი დაემგვანება რამას, ღმრთეების პიროვნებას, მაჰარაჯა დაშარადჰას ვაჟს.

20. ბავშვი უხვად გაიღებს მოწყალებას და მასზე მინდობილთა მფარველი იქნება, მსგავსად უშინარას ქვეყნის სახელოვანი მეფე შიბისა. როგორც ბჰარატა, მაჰარაჯა დუშიანტის ვაჟი, იგი სახელს გაუთქვამს თავის ოჯახს.

21. დიად მშვილდოსანთა შორის ეს ბავშვი არჯუნას სწორი იქნება. იგი იქნება დაუოკებელი, როგორც ცეცხლი და გადაულახავი, როგორც ოკეანე.

22. ეს ბავშვი იქნება ძლიერი, როგორც ლომი და თავშესაფრად საიმედო, როგორც ჰიმალაები. მიწის ამტანობა ექნება და თავისი მშობლების მოთმინება.

23. აღუშფოთებელი ჭკუით ბავშვი ბაბუა იუდჰიშთჰირას ან ბრაჰმას დაემსგავსება. იგი იქნება გულუხვი, როგორც კაილასა მთის უფალი, შივა, და ყველას ნუგეში, მსგავსად ღმრთეების უზენაესი პიროვნება ნარაიანასი, ვინც თვით ბედის ქალღმერთის თავშესაფარია.

24. უფალი კრშნას კვალდაკვალ მავალი, ეს ბავშვი თითქმის მისი სწორი იქნება, სულგრძელობით მეფე რანტიდევას გაუტოლდება, ხოლო რელიგიურობით – მაჰარაჯა იაიატის.

25. ეს ბავშვი ისეთივე მომთმენი იქნება, როგორც ბალი მაჰარაჯა, უფალი კრშნას ისეთივე მტკიცე ერთგული, როგორც პრაჰლადა მაჰარაჯა, შეასრულებს მრავალ აშვამედჰა [ცხენის] მსხვერპლშეწირვას და ასაკოვან და გამოცდილ კაცთა ნაკვალევს გაჰყვება.

26. ბავშვი ბრძენების დარი მეფეების მამა იქნება. მსოფლიოს სიმშვიდისა და რელიგიის სახელით იგი თავხედებსა და ჩხუბისთავებს დასჯის.

27. როცა შეიტყობს საკუთარი სიკვდილის შესახებ, რომლის მიზეზიც ბრაჰმანის ვაჟის მიერ გამოგზავნილი მფრინავი გველის ნაკბენი იქნება, იგი ყოველგვარი მატერიალური მიჯაჭვულობისგან განთავისუფლდება და ღმრთეების პიროვნებას მიენდობა, ჰპოვებს რა მასთან თავშესაფარს.

28. იმის შემდეგ, რაც დიდ ფილოსოფოსს, ვიასადევას ვაჟს თვითრეალიზაციის ჭეშმარიტ ცოდნასთან დაკავშირებით გამოკითხავს, იგი ყოველგვარ მატერიალურ მიჯაჭვულობას გაწყვეტს და უშიშრობას მიაღწევს.

29. ამრიგად, ასტროლოგიურ ცოდნასა და დაბადების ცერემონიის შესრულებაში გამოცდილებმა მეფე იუდჰიშთჰირას ბავშვის მომავალი ცხოვრების შესახებ მოუთხრეს. შემდეგ, უხვად დასაჩუქრებულები, ყველანი შინ დაბრუნდნენ.

30. ამრიგად, მისი ვაჟი მსოფლიოში გაითქვამდა სახელს როგორც პარიკშიტი [ის, ვინც იკვლევს], რადგან იმის ძებნაში, ვინც დაბადებამდე იხილა, ყველა ადამიანს გამოიკვლევდა. ამდენად, იგი გამუდმებით იფიქრებდა უფალზე.

31. როგორც მთვარე ივსება დღითიდღე ორი კვირის განმავლობაში, უფლისწული [პარიკშატი], რომელზეც ბაბუები ზრუნავდნენ და ყოველ პირობას უქმნიდნენ, სწრაფად იზრდებოდა.

32. სწორედ ამ დროს მეფე იუდჰიშთჰირამ ცხენის მსხვერპლშეწირვის შესრულება გადაწყვიტა, რათა ნათესავებთან ბრძოლით გამოწვეული ცოდვებისაგან განთავისუფლებულიყო. მაგრამ რადგან გადასახადებისა და ჯარიმების გარდა სხვა შემოსავალი არა ჰქონდა, სახსრები ესაჭიროებოდა.

33. გაიგეს რა მეფის იდუმალი სურვილები, შეუმცდარი უფალი კრშნას რჩევით ძმებმა ჩრდილოეთში სამყოფი სიმდიდრე შეაგროვეს [მეფე მარუტტას მიერ დატოვებული].

34. იმ ქონებით მეფეს ცხენის სამი მსხვერპლშეწირვის შესასრულებლად ყოველივე აუცილებელის შოვნა შეეძლო. ამდენად, ღვთისმოსავმა მეფე იუდჰიშთჰირამ, რომელსაც ძლიერი შიში დაეუფლა კურუკშეტრას ბრძოლის შემდეგ, ასიამოვნა უფალ ჰარის, ღმრთეების პიროვნებას.

35. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას მიერ მსხვერპლშეწირვებზე მოწვეული უფალი შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება თვალყურს ადევნებდა, რომ ისინი ღირსეულ [ორგზისშობილ] ბრაჰმანებს შეესრულებინათ. ამის შემდეგ, ნათესავთა საამებლად, უფალი იქ რამოდენიმე თვით დარჩა.

36. ო შაუნაკა, შემდეგ უფალი, გამოემშვიდობა რა მეფე იუდჰიშთჰირას, დრაუპადისა და სხვა ნათესავებს, ქალაქ დვარაკას გაემგზავრა, არჯუნასა და იადუს დინასტიის სხვა წევრების თანხლებით.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 4 2010, 09:25 AM
Post #103


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეცამეტე
დჰრტარაშტრა სახლიდან მიდის



1. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: მწირობის ადგილებში მოგზაურობისას დიადი ბრძენი მაიატრეიასაგან ვიდურამ სულის დანიშნულების ადგილის შესახებ ცოდნა მიიღო და შემდეგ ჰასტინაპურში დაბრუნდა. მან იმდენად შეისწავლა ეს საკითხი, რამდენადაც სურდა.

2. დასვა რა სხვადასხვა შეკითხვები და უფალ კრშნას ტრანსცენდენტალ სასიყვარულო სამსახურში განმტკიცდა, ვიდურამ თავი ანება მაიტრეია მუნის გამოკითხვას.

3-4. დაბრუნებული ვიდურას დანახვაზე, სასახლის ყველა მცხოვრები _ მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა, მისი უმცროსი ძმები, დჰრტაშტრა, სატიაკი, სანჯაია, კრპაჩარია, კუნტი, განდჰარი, დრაუპადი, სუბჰადრა, უტტარა, კრპი, კაურავების მრავალი სხვა ცოლი და ქალები ბავშვებთან ერთად – ყველანი დიდი სიხარულით, აჩქარებით გაეშურნენ მისკენ. გეგონებოდათ, კარგა ხნის დაკარგული ცნობიერება დაუბრუნდათო.

5. ყველანი დიდი აღტაცებით მიუახლოვდნენ მას, თითქოს სხეულმა სიცოცხლე დაიბრუნაო. შეხვედრისას გადაეხვივნენ და თაყვანი სცეს ერთმანეთს.

6. გადატანილი მწუხარებისა და ხანგრძლივი განშორების გამო ყველანი გრძნობამორეულები ტიროდნენ. შემდეგ მეფე იუდჰიშთჰირამ დასვა და წესისამებრ მიიღო იგი.

7. როცა ვიდურამ მდიდრულად მიირთვა და კარგად დაისვენა, იგი მოხერხებულად დასვეს. შემდეგ მეფემ მასთან საუბარი დაიწყო და მათ ყველა იქ მყოფი უსმენდა.

8. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ თქვა: ბიძაჩემო, გახსოვს, როგორ გვიცავდი ჩვენ და ჩვენს დედას ყოველგვარი საფრთხისაგან? შენმა სიყვარულმა, ფრინველის ფრთების მსგავსად, შხამისა და ცეცხლისაგან გვიხსნა.

9. როგორ გაგქონდა თავი დედამიწის ზურგზე მოგზაურობისას? რომელ წმინდა ადგილებსა და მწირობის მხარეებში შეასრულე სამსახური?

10. უფალო ჩემო, შენი მსგავსი ერთგულები ჭეშმარიტად გაპიროვნებული წმინდა ადგილები არიან. რადგან შენ ღმრთეების პიროვნებას ატარებ გულში, ყველა ადგილს მწირობის ადგილად აქცევ.

11. ბიძაჩემო, შენ უსათუოდ ესტუმრებოდი დვარაკას. იმ წმინდა ადგილას იმყოფებიან ჩვენი მეგობრები და კეთილისმსურველები, იადუს შთამომავლები, რომლებიც მუდამ უფალი შრი კრშნას სამსახურში არიან ჩაძირული. შენ ალბათ ნახე ისინი ან მოისმინე მათ შესახებ. ხომ ყველანი ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ სამყოფელში?

12. მოისმინა რა მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას ეს შეკითხვა, მაჰატმა ვიდურამ მიყოლებით აღწერა ყველაფერი, რაც პირადად განიცადა, იადუს დინასტიის განადგურების ამბის გარდა.

13. თანაგრძნობის გამო მაჰატმა ვიდურა ვერ უძლებდა პანდავების ვარამს. ამიტომ არ შეატყობინა მათ ეს მწარე და აუტანელი ამბავი, რადგან უბედურება თავისთავად მოდის.

14. ამრიგად მაჰატმა ვიდურა, რომელსაც ნათესავები წმინდანივით ეპყრობოდნენ, გარკვეულ ხანს დარჩა იქ, რათა უფროსი ძმის გონებაზე ემოქმედა და ამ გზით სხვებისთვისაც ბედნიერება მოეტანა.

15. ვიდრე მანდუკა მუნის მიერ დაწყევლილი ვიდურა შუდრას როლს თამაშობდა, არიამას იამარაჯას ადგილი მიანდეს ცოდვილთა დასასჯელად.

16. მოიპოვა რა სამეფო და შეიტყო, რომ შეეძინა შვილიშვილი, რომელიც უთუოდ გააგრძელებდა ოჯახის კეთილშობილურ ტრადიციებს, მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა მშვიდობიანად მეფობდა ხალხის მართვაში გამოცდილ უმცროს ძმებთან ერთად და უჩვეულო სიმდიდრით ტკბებოდა.

17. უძლეველი, მარადიული დრო შეუმჩნევლად იმერჯვებს მათზე, ვინც მეტისმეტად ეჯაჭვება ოჯახურ საქმეებს და მუდამ მათზე ფიქრით არიან მოცული.

18. მაჰატმა ვიდურამ იცოდა ეს ყველაფერი და ამიტომ ასე მიმართა დჰრტარაშტრას: ჩემო ძვირფასო მეფეო, გთხოვ, ახლავე წადი აქედან. ნუ დააყოვნებ. ერთი შეხედე, როგორც დაგჯაბნა შიშმა.

19. ამ საშინელი მდგომარეობის გამოსწორება მატერიალურ სამყაროში არავის არ შეუძლია. უფალო ჩემო, ეს ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა, მარადიული დრონის [კალას] სახით რომ მოგვიახლოვდა ყველას.

20. ყველას, ვინც უზენაესი კალას [მარადიული დროის] გავლენის ქვეშ იმყოფება, განშორება მოუწევს თავის ძვირფას სიცოცხლესთან, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა რამეებზე. როგორიცაა ქონება, პატივი, შვილები, მიწა და სახლი.

21. მამაშენი, შენი ძმა, კეთილისმსურველები და ვაჟები
_ ყველა გარდაიცვალა.შენც სიცოცხლის უმეტეს ნაწილი განლიე, სხეული დაგიუძლურდა და სხვის სახლში ცხოვრობ.

22. დაბადებიდან ბრმა ხარ, ახლა კი სმენაც წაგერთვა. მეხსიერება დაგიქვეითდა და შენი გონება მოუსვენრობამ შეიპყრო. კბილები მოგერყა, ღვიძლი ცუდად გიმუშავებს და ხველებისას ნახველი ამოგდის.

23. აფსუს, რა ძლიერია ცოცხალი არსების სიცოცხლის გაგრძელების იმედი! სინამდვილეში ქოფაკივით ცხოვრობ და ბჰიმას მოცემული ნარჩენებით იკვებები.

24. განა შეიძლება ასე დაცემა, რომ იმათი მოწყალებით არსებობ, ვის მოკვლასაც ცეცხლის წაკიდებითა და მოწამვლით ცდილობდი. გრდა ამისა, შენ მატი ერთ-ერთი მეუღლე შეურაცხყავი და მათი სამეფო და ქონება მიიტაცე.

25. მიუხედავად შენი სურვილისა, არ მოკვდე და იცოცხლო თუნდაც პატივისა და სახელის ფასად, შენი ძუნწი სხეული უსათუოდ დაჭკნება და ძველი სამოსელივით მოისპობა.

26. აღუშფოთველი ჰქვია მას, ვინც უცნობ, შორეულ ადგილას მიდის და ყოველგვარი მოვალეობებისაგან განთავისუფლებული ტოვებს მატერიალურ სხეულს, როდესაც იგი უვარგისი ხდება.

27. ვინც თავად ან სხვების დახმარებით იღვიძებს და ხვდება ამ მატერიალირი სამყაროს სიყალბესა და უბადრუკობას, ტოვებს სახლს და მთლიანად მის გულში მყოფ ღმრთეების პიროვნებაზე დაყრდნობილი ხდება, უეჭველად უდიადესია ადამიანთა შორის.

28. ამიტომ გთხოვ, დაუყოვნებლივ გაემართე ჩრდილოეთისკენ, ისე, რომ ნათესავებს არ გააგებინო, რამეთუ მალე დადგება დრო, რომელიც ადამიანებს კეთილ თვისებებს წაართმევს.

29. ამრიგად, ინტროსპექტული ცოდნით [პრაჯნათი] მტკიცედ დარწმუნებულმა მაჰარაჯა დჰრტარაშტრამ, აჯამიდჰას ოჯახის შთამომავალმა, თავისი ურყევი გადაწყვეტილებით მაშინვე გაწყვიტა ოჯახური სიყვარულის ძლიერი ქსელი. მან დაუყოვნებლივ დატოვა ოჯახი, რათა უმცროსი ძმის, ვიდურას მიერ ნაჩვენებ განთავისუფლების გზას დადგომოდა.

30. სათნო და უმწიკვლო განდჰარი, კანდაჰარის [ან განდჰარას] მეფის, სუბალას ასული, თავის ქმარს გაჰყვა, ნახა რა, რომ იგი ჰიმალაებისკენ მიემართებოდა, სიხარულს რომ ჰგვრის მათ, ვინც განდეგილის წესის ხელჯოხი მიიღეს, იმ მებრძოლების მსგავსად, რომელთაც მტრისაგაბ კარგი მათრახი მოხვდათ.

31. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ, ვისი მეტრიც არ დაბადებულიყო, ლოცვით, მზის ღმერთისათვის ცეცხლის შეთავაზებითა და ბრაჰმანების თაყვანისცემით, მათთვის მარცვლეულის, ძროხების, მიწისა და ოქროს მირთმევით თავისი ყოველდღიური მოვალეობები შეასრულა. შემდეგ უფროსების წინაშე მოწიწების გამოსახატად სასახლეში შევიდა. მაგრამ იქ ვერც ბიძები ნახა და ვერც ბიცოლა, მეფე სუბალას ასული.

32. მღელვარებით აღსავსე მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა იქ მჯდომ სანჯაიას მიუბრუნდა და ჰკითხა: ო სანჯაია, სად არის ჩვენი მოხუცი და ბრმა ბიძა?

33. სად არიან ჩემი კეთილისმსურველი ბიძა ვიდური და დედა განდჰარი, რომელიც განუწყვეტლივ დასტირის თავის ვაჟებს? ბიძაჩემი დჰრტარაშტრაც ძალზე დარდობდა შვილებისა და შვილიშვილების სიკვდილის გამო. მე, რა თქმა უნდა, უმადური ვარ. მაშ, იქნებ ჩემი შეურაცხყოფები გულთან ახლოს მიიტანა და ცოლთან ერთად განგაში დაიხრჩო თავი?

34. როცა მამაჩემი პანდუ გარდაიცვალა და ჩვენ პატარები ვიყავით, ეს ორი ბიძა გვიფარავდა ყოველგვარი გასაჭირისგან. ისინი მუდამ ჩვენი კეთილისმსურველები იყვნენ. მათ აქაურობა მიუტოვებიათ. მაგრამ სად წავიდნენ?

35. სუტა გოსვამიმ თქვა: სიბრალულისა და მღელვარების გამო სანჯაია, რომელმაც თავისი ბატონი დჰრტარაშტრა ვერსად ნახა, ღრმა მწუხარებით იყო მოცული და რიგიანად ვერ უპასუხა მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას.

36. ჯერ გონების მეშვეობით ჭკუა დაიმშვიდა, ცრემლები შეიმშრალა და გაიხსენა რა თავისი ბატონის, დჰრტარაშტრას ტერფები, მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას უპასუხა.

37. სანჯაიამ თქვა: ჩემო ძვირფასო კურუს დინასტიის შთამომავალო, არაფერი ვიცი შენი ორი ბიძისა და განდჰარის გადაწყვეტილების შესახებ. ო მეფეო, მე მომატყუეს ამ დიადმა სულებმა.

38. როცა სანჯაია ამას ამბობდა, გამოჩნდა შრი ნარადა, უფლის ძლევამოსილი ერთგული, ტუმბურუთი ხელში. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ და მისმა ძმებმა ღირსეულად მიიღეს იგი, წამოდგნენ დამ ის წინაშე ქედი მოიხარეს.

39. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ თქვა: ო ღვთაებრივო პიროვნებავ, მე არ ვიცი, სად წავიდა ჩემი ორი ბიძა; ვერც ყველა შვილის დაკარგვის გამო დამწუხრებულ ასკეტ ბიცოლას ვპოულობ.

40. შენ გემის წინამძღოლს გავხარ თვალუწვდენელ ოკეანეში და ჩვენი დანიშნულების ადგილას მიყვანა შეგიძლია. ეს რომ მოისმინა, ღვთაებრივმა პიროვნებამ, დევარიში ნარადამ, უდიადესმა ფილოსოფოს ერთგულებს შორის, ლაპარაკი დაიწყო.

41. შრი ნარადამ თქვა: ო ღვთისმოსავო მეფე, ნურავის გამო ნუ გლოვობ, რამეთუ ყველა უზენაესი უფლის განმგებლობას ემორჩილება. ამიტომ ყველა ცოცხალი არსება და მათი წინამძღოლი საიმედო მფარველობისათვის მას ეთაყვანება. მხოლოდ იგი ახვედრებს მათ და აშორებს ერთმანეთისგან.

42. ისევე, როგორც განპირობებულია ძროხა, რომელსაც ცხვირში გრძელი თოკი აქვს გაყრილი, ადამიანებიც სხვადასხვა ვედური დანაწესებით არიან დაბმული და მათ უზენაესის ბრძანებების დამორჩილება უწევთ.

43. როგორც მოთამაშე აგროვებს და ფანტავს საკუთარი სურვილით თავის სათამაშოებს, ასევე ახვედრებს და აშორებს ადამიანებს უზენაესი ნება.

44. ო მეფეო, ყველა შემთხვევაში – მიგაჩნია თუ არა სული მარადიულ პრინციპად, ან მატერიალური სხეული ხრწნადი გგონია, ან ყველაფერს იმპერსონალურ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში არსებულად ან მატერიისა და სულის განუყოფელ შეთანხმებად თვლის, განშორების გრძნობა ილუზორული მიჯაჭვულობის შედეგია და სხვა არაფერი.

45.ამიტომ განთავისუფლდი საკუთარი “მე”-ს შესახებ უმეცრებით გამოწვეული მღელვარებისგან. შენ ახლა იმაზე ფიქრობ, თუ როგორ იარსებებენ უშენოდ ის უმწეო, საბრალო არსებები.

46. ხუთი ელემენტისგან შექმნილ ამ უხეშ მატერიალურ სხეულს უკვე განაგებს მარადიული დრო [კალა], მოქმედება [კარმა] და მატერიალური ბუნების მოდუსები [გუნა]. მაშ, ისედაც გველის პირში მოქცეულ სხეულს როგორღა ძალუძს სხვათა მფარველობა?

47. უხელონი ხელების მქონეთა ნადავლი არიან, უფეხონი – ოთხფეხთა ნადავლი. სუსტები ძლიერთა საარსებო წყაროს წარმოადგენენ, საერთო კანონი კი ის არის, რომ ერთი ცოცხალი არსება მეორის საკვებია.

48. ამიტომ, ო მეფეო, შენ მხოლოდ უზენაეს უფალს უნდა ხედავდე, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელია, ვინც სხვადასხვა ენერგიებით ავლენს თავს და როგორც შიგნით, ასევე გარეთაც არსებობს.

49. ყოვლისმშთანმთქმელი დროის [კალა-რუპას] ნიღბით ღმრთეების უზენაესი პიროვნება, უფალი შრი კრშნა ახლა დედამიწას მოევლინა მსოფლიოს მოშურნეთაგან გასანთავისუფლებლად.

50. უფალმა უკვე შეასრულა თავის მოვალეობა – დაეხმარა ნახევარღმერთებს და ახლა დანარჩენებს ელოდება. თქვენ, პანდავებო, შეგიძლიათ დაიცადოთ, სანამ უფალი დედამიწაზე იმყოფება.

51. ო მეფეო, ბიძაშენი დჰრტარაშტრა, მისი ძმა ვიდურა და ცოლი განდჰარი ჰიმალაების სამხრეთ ფერდებისკენ გაეშურნენ, სადაც დიადი ბრძენები აფარებენ თავს.

52. იმ ადგილს საპტასროტას [“შვიდ ნაწილად გაყოფილს”] უწოდებენ, რადგან იქ წმინდა განგის წყლები შვიდი დიადი რშის დასაკმაყოფილებლად შვიდ შტოდ იქნა დაყოფილი.

53. საპტასროტას ნაპირებზე დჰრტარაშტრა ახლა აშტანგა-იოგას იწყებს – დღეში სამჯერ განიბანება – დილით, შუადღისას და საღამოს, ასრულებს ცეცხლის აგნი-ჰოტრა მსხვერპლშეწირვას და სვამს მარტო წყალს. ეს ადამიანს ჭკუისა და გრძნობების დამორჩილებაში ეხმარება და მთლიანად ათავისუფლებს ოჯახური მიჯაჭვულობისაგან.

54.მას, ვინც ჯდომითი პოზები [იოგური ასანები] და სუნთქვის პროცესი მოაწესრიგა, შეუძლია გრძნობები ღმრტეების აბსოლუტური პიროვნებისკენ მიმართოს და ამრიგად შეუვალი გახდეს მატერიალური ბუნების მოდუსების – მიწიერი სათნოების, ვნებისა და უმეცრებისადმი.

55. დჰრტარაშტრას მოუწევს საკუთარი “მე”-ს გონებასთან შერევა და ამის შემდეგ უზენაეს არსებასთან შერწყმა, საკუთარი თავის, როგორც ცოცხალი არსების უზენაეს ბრაჰმანთან თვისობრივი ერთიანობის ცოდნით, შეზღუდული ცისაგან განთავისუფლებულს სულიერ ზეცაში ამაღლება მოუწევს.

56. იგი იძულებული გახდება, ყველა გრძნობა შეაჩეროს, გარეგნულადაც კი, და იყოს შეუვალი გრძნობათა ურთიერთქმედების მიმართ, რომლებზედაც მატერიალური ბუნების მოდუსები ახდენს გავლენას. მატერიალური მოვალეობებისგან სრული განდგომის შემდეგ შეურყევლად უნდა განმტკიცდეს ამ გზაზე არსებული ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად.

57. ო მეფეო, ალბათ დღეიდან ხუთი დღის შემდეგ იგი დატოვებს სხეულს და მისი სხეული ფერფლად იქცევა.

58. როცა შორიდან დაინახავს, როგორ იწვის მისტიკური ძალით მისი ქმარი ლერწმის ქოხთან ერთად, უბიწო ქალი ცეცხლში შევა ყურადღებაგამახვილებული.

59. მერე სიხარულითა და მწუხარებით მოცული ვიდურა მწირობის იმ წმინდა ადგილს დატოვებს.

60. ეს თქვა და დიადი ბრძენი მარადა თავისი ვინათი კოსმოსში გაუჩინარდა. იუდჰიშთჰირა გულში ინახავდა მის დარიგებას და ამით ყოველგვარ გლოვას თავი დააღწია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 4 2010, 09:32 AM
Post #104


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა









დოკუმენტური ფილმი ვედურ კოსმოლოგიაზე! პარალელები ბიბლიურ სიუჟეტებთან, მეცნიერული ახსნა და დასაბუთება!

მოკლედ გირჩევთ, კარგი ფილმია.

http://www.vedamedia.ru/nauchno-populyarny...aya-kosmologiya


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 5 2010, 09:49 AM
Post #105


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთოთხმეტე
უფალი კრშნას გაუჩინარება


1. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: არჯუნა წავიდა დვარაკაში, რათა უფალი შრი კრშნა და სხვა მეგობრები ენახა და აგრეთვე შეეტყო უფლისაგან, რა ჰქონდა მას მომავალში განზრახული.

2. რამოდენიმე თვემ განვლო, მაგრამ არჯუნა არ დაბრუნებულა. მაშინ იუდჰიშთჰირამ ავისმომასწავებელი ნიშნების შემჩნევა დაიწყო.

3. მან შენიშნა, რომ მარადიულმა დრომ მიმართულება იცვალა და ეს მეტად საშინელი იყო. დაირღვა წელიწადის დროთა თანმიმდევრობა. ხალხს სიხარბე, ბრაზი და სიყალბე დაეუფლა. და კიდევ შეამჩნია, რომ მათ უპატიოსნო გზით გაჰქონდათ თავი.

4. ყოველგვარი ურთიერთობა და საქმე, თვით მეგობრებს შორისაც, ტყუილით წაიბილწა. ოჯახში მამებს, დედებსა და შვილებს, კეთილისმსურველებს და ძმებს ერთმანეთის აღარ ესმოდათ. ქმარსა და ცოლს შორისაც გამუდმებით დაძაბულობა და ჩხუბი იყო.

5. დროთა ვითარებაში ხალხი მიეჩვია სიხარბეს, ბრაზს, ამპარტავნებასა და ა.შ. შენიშნა რა ეს ავისმომასწავებელი ნიშნები, მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ უთხრა თავის უმცროს ძმას.

6. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ თავის უმცროს ძმას, ბჰიმასენას უთხრა: მე არჯუნა დვარაკაში გავგზავნე, რათა მეგობრებს შეხვედროდა და ღმრთეების უზენაესი პიროვნებისაგან შეეტყო, რას აპირებს მომავალში.

7. მისი გამგზავრებიდან შვიდი თვე გავიდა და ჯერაც არ დაბრუნებულა. სინამდვილეში, არც კი ვიცი , რა ხდება იქ.

8. ნუთუ უფალი მიწიერი გართობების შეწყვეტას აპირებს, როგორც დევარში ნარადა ამბობდა? ნუთუ უკვე დადგა ეს დრო?

9. მხოლოდ მისი წყალობით მოგვეცა სამეფო სიმდიდრე, სათნო ცოლები, სიცოცხლე, შთამომავლობა, ჩვენს ხელქვეითთა განმგებლობა, მტერზე გამარჯვება და მაღალ პლანეტებზე მომავალი კეთილდღეობა. ყველაფერი ეს მისი უმიზეზო წყალობის შედეგია.

10. ერთი შეხედე, ვეფხვის ძალის მქონევ, ახლო მომავალი რამდენ უბედურებას გვიქადის, გამოწვეულს ზეციური გავლენით, დედამიწის რეაქციებითა და სხეულის ტკივილებით, რომლებიც ყველაზე მეტად საშიშია.

11. ისევ და ისევ მიკანკალებს სხეულის მარცხენა მხარე, თეძოები, მკლავები და თვალები. გული შიშისგან მიფეთქავს. ეს ყველაფერი ავის მომასწავებელია.

12. ერთი შეხედე, ო ბჰიმა, როგორ შეჰკივის დედალი ტურა ამომავალ მზეს და ცეცხლს აფრქვევს, და როგორ უშიშრად მიყეფს ძაღლი.

13. ო ბჰიმასენა, ვეფხვო ადამიანთა შორის, ისეთი სასარგებლო ცხოველები, როგორიც ძროხებია, ახლა ჩემს მარცხნივ მიდიან, ხოლო დაბალი ცხოველები – ვირები – გარს მივლიან. ცხენები თითქოს ტირიან ჩემს დანახვაზე.

14. ერთი შეხედე! ეს მტრედი სიკვდილის მაცნეს ჰგავს, ბუებისა და მათი მეტოქეების – ყვავების ხმისაგან გული მეკუმშება. მათ თითქოს მთელი სამყაროს დაცარიელება სურთ.

15. ერთი შეხედე, როგორ ეკვრის ცას კვამლი. მიწა და მთები თითქოს ცახცახებენ. ყური დაუგდე უღრუბლო ცაზე მეხის ხმას და თვალი ადევნე ელვას ზეცაზე.

16. მძაფრი ქარი ქრის, ყველგან მტვერს ხვეტავს და სიბნელეს ქმნის. ღრუბლები სისხლიან უბედურებას ღვრიან.

17. მზის სხივები სუსტდება და ვარსკვლავები თითქოს ერთმანეთს ებრძვიან. თავგზააბნეული ცოცხალი არსებები თითქოს იწვიან და მოთქვამენ.

18. მდინარეები, მათი შენაკადები. გუბურები, წყალსატევები და ჭკუა აღელვებულია. კარაქი ცეცხლს ვეღარ ანთებს. რა უცნაური დროა? რა უნდა მოხდეს?

19. ხბოები ძროხებს ცურებს არ წოვენ, არც ძროხები იწველებიან. ისინი დგანან, ბღავიან, თვალები ცრემლით აქვთ სავსე, ხოლო ხარებს საძოვრებზე ყოფნა აღარ ახარებთ.

20. ღვთაებები თითქოს ტირიან ტაძარში, გოდებენ და ოფლი სდით. თითქოს წასვლას აპირებენ. ყველა ქალაქს, სოფელს, დაბას, ბარს, მაღაროსა და საცხოვრებელს სილამაზე მოაკლდა და ყოველგვარი ბედნიერება უცხო გახდა. არ ვიცი, რა უბედურება მოგველის.

21. ვფიქრობ დედამიწაზე დატრიალებული ყველა ეს უსიამოვნება იმაზე მიუთითებს, რომ სამყარომ დიდი ბედნიერება დაკარგა. სამყარო ბედნიერი იყო, როცა მიწას უფლის ლოტოსის ტერფების კვალი ძლივსღა ემჩნია. ეს ნიშნები კი იმის მაუწყებელია, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

22. ო ბრაჰმანო შაუნაკა, როცა მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა დედამიწაზე გამოვლენილ არასასიკეთო ნიშნებს აკვირდებოდა და ამ ფიქრებში იყო, არჯუნა იადუთა ქალაქიდან [დვარაკადან] დაბრუნდა.

23. როცა იგი მეფის ტერფებთან დაიხარა, მეფემ არჯუნასათვის უჩვეულო მწუხარება შენიშნა. მას თავი ჩაექინდრა და ლოტოსის თვალებიდან ცრემლები სდიოდა.

24. გულწრფელი მღელვარების გამო ფერმიხდილი არჯუნას დანახვაზე მეფემ, გაახსენდა რა ბრძენი ნარადას სიტყვები, მეგობრების თანდასწრებით ჰკითხა მას.

25. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ თქვა: ჩემო ძვირფასო ძმაო, მითხარი, გეთაყვა, ხომ ბედნიერად ატარებენ დღეებს ჩვენი მეგობრები და ნათესავები – მადჰუ, ბჰოჯა, დაშარჰა, არჰა, სატვატა, ანდჰაკა და იადუს ოჯახის წევრები?

26. ბედნიერია ჩემი პატივცემული ბაბუა შურასენა? ხომ კარგად არიან ჩემი ბიძა დედის მხრიდან, ვასუდევა და უმცროსი ძმები?

27. მისი შვიდი ცოლი, დაწყებული დევაკით, დები არიან. ხომ ბედნიერად გრძნობენ თავს ისინი, მათი ვაჟები და რძლები?

28-29. ისევ ცოცხლები არიან უგრასენა, ბოროტი კამსას მამა, და მისი უმცროსი ძმა? ხომ ბედნიერები არიან ჰრდიკა და მისი ვაჟი კრტავარმა? ხომ ბედნიერად გრძნობენ თავს აკრურა, ჯაიანტა, გადა, სარანა და შატჯრუჯიტი? როგორ ბრძანდება ბალარამა, ღმრთეების პიროვნება და ერთგულთა დამცველი?

30. როგორ გრძნობს თავს პრადიუმნა, ვრშის ოჯახის დიადი სარდალი? ბედნიერია? რასა იქმს ანირუდდჰა, ღმრთეების პიროვნების სრული გამოვლინება?

31. ხომ კარგად არიან უფალი კრშნას მთავარი ვაჟები – სუშენა, ჩარუდეშნა, ჯამბავატის ვაჟი სამბა და რშაბჰა თავიანთ შვილებთან ერთად?

32-33. გარდა ამისა შრუტადევა, უდდჰავა და სხვ., ნანდა, სუნანდა და განთავისუფლებულ სულთა სხვა წინამძღოლები – უფლის მარადიული თანამგზავრები – უფალი ბალარამასა და კრშნას მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ხომ ყველანი კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს? ჩვენთან სამუდამო მეგობრობით დაკავშირებულთ თუ აგონდებათ ჩვენი ამბავი?

34. ხომ ტკბება დვარაკა პურიში, ღვთისმოსავ საკრებულოში მეგობრებით გარშემორტყმული უფალი კრშნა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება – ძროხების, გრძნობებისა და ბრაჰმანებისათვის სიამოვნების მიმნიჭებელი?

35-36. ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, განმცხრომელი, და ბალარამა, თავდაპირველი უფალი ანანტა, იადუს დინასტიის ოკეანეში იმყოფებიან მთელი სამყაროს კეთილდღეობის, მფარველობისა და საერთო განვითარებისათვის. და უფლის მკლავებით დაცული იადუს დინასტიის წევრები სულიერი ზეცის მცხოვრებლების მსგავსად ტკბებიან სიცოცხლით.

37. უბრალოდ უფლის ლოტოსის ტერფების მოვლით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია, დვარაკას დედოფლებმა სატიაბჰამას მეთაურობით, წააქეზეს უფალი, ნახევარღმერთები დაეპყრო. ამდენად, დედოფლები იმით ტკბებოდნენ, რაც მეხთა განმგებლის ცოლების პრივილეგიას წარმოადგენს.

38. უფალი შრი კრშნას მკლავების მფარველობის ქვეშ მყოფ იადუს დინასტიის დიად გმირებს არასოდეს არაფრის არ ეშინიათ. ამიტომ მათი ტერფები ეხება სუდჰარმას საკრებულო სახლს, რომელსაც საუკეთესო ნახევარღმერთები იმსახურებდნენ, მაგრამ მათ წაერთვათ.

39. ჩემო ძმაო არჯუნა, მითხარი გეთაყვა, ჯანმრთელად თუ ხარ. სხეულის ბრწყინვალება თითქოს დაკარგული გაქვს. იმიტომ ხომ არა, რომ დიდხანს დარჩი დვარაკაში და სხვები უპატივცემულოდ გეპყრობოდნენ და ყურადღებას გაკლებდნენ?

40. ვინმემ უკმეხად ხო მარ მოგმართა ან დაგემუქრა? იქნებ მთხოვნელს წყალობა ვერ მიეცი, ან ვინმეს პირობა ვერ შეუსრულე?

41. შენ ყოველთვის უწევ მფარველობას იმ ცოცხალ არსებებს, რომლებიც ამას იმსახურებენ – ბრაჰმანებს, ბავშვებს, ძროხებს, ქალებსა და სნეულებს. იქნებ ვერ დაიცავი ისინი, როცა თავშესაფარი გთხოვეს?

42. საეჭვო ყოფაქცევის ქალს ხო მარ დაუკავშირდი ან შეუფერებლად ხო მარ მოეპყარი ღირსეულ ქალს? ან იქნებ გზად შენმა სწორმა ან შენზე დაბლა მდგომმა დაგამარცხა?

43. იქნებ არ იზრუნე მოხუც კაცებზე და ბიჭებზე, შენთან ერთად ჭამას რომ იმსახურებენ? მიატოვე და მარტომ მიირთვი? იქნებ რაიმე მიუტევებელი შეცდომა ჩაიდინე, საძაგლობად რომ ითვლება?

44. ან იქნებ მუდამ სიცარიელეს გრძნობ უახლოესი მეგობრის, უფალი კრშნას დაკარგვის გამო? ო ჩემო ძმაო არჯუნა, შენს მწუხარებას სხვას ვერაფერს მივაწერ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 5 2010, 11:09 PM
Post #106


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ციტატა(atman @ 30th April 2010 - 09:38 AM) *
ცოლი რავანამ მოსტაცა, დემონი იყო მაგრამ რომელი დემონი არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მახინჯი არ იყო...

ჰო, მაგრამ რაკშასები იყვნენ მგონი რავანა და მისი ხალხი. და ჰანუმანი ეხმარებოდა რამას.

მე ცოლის სახელი გკითხე, დამავიწყდა.. smile.gif
მაშინ რამა მეგონა ღმერთი...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 6 2010, 07:09 AM
Post #107


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 6th May 2010 - 12:09 AM) *
მე ცოლის სახელი გკითხე, დამავიწყდა..


სიტა.

tikoroma

გეგონა რატო? ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინკარნაციაა რამა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 6 2010, 08:50 AM
Post #108


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





თავი მეთხუთმეტე
პანდავების დროული წასვლა


1. სუტა გოსვამიმ თქვა: არჯუნა, უფალი კრშნას სახელოვანი მეგობარი, მწუხარებას მოეცვა კრშნასაგან განშორების ძლიერი გრძნობის გამო. ამიტომ მას მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას ვარაუდებისათვის არ ეცალა.

2. მწუხარებისაგან არჯუნას პირი და ლოტოსის მსგავსი გული გაშრობოდა. შედეგად მისმა სხეულმა ყოველგვარი ბრწყინვალება დაკარგა. უზენაესი უფლის გახსენებაზე პასუხად სიტყვა ძლივს წარმოთქვა.

3. მან ძლივს შეიკავა თვალზე მომდგარი ცრემლები. უფალი კრშნას თვალთაგან გაუჩინარების ძალზე დიდ ვარამში ჩაეგდო და უფრო და უფრო მეტ სიყვარულს გრძნობდა უფლის მიმართ.

4. მოაგონდა რა უფალი კრშნა და მისი კეთილი სურვილები, ლოცვა-კურთხევა, ახლო ნათესაური ურთიერთობა და ის, როგორ უძღვებოდა უფალი მის ეტლს, ამ მოგონებებით მთლიანად მოცული არჯუნა მძიმედ სუნთქავდა და მან ლაპარაკი დაიწყო.

5. არჯუნამ თქვა: ო მეფეო! ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, ჰარიმ, ვინც სწორედ უახლოესი მეგობარივით მეპყრობოდა, მარტო დამტოვა. აი, რატომ დავკარგე ჩემი საკვირველი ძალა, რომელსაც თვით ნახევარღმერთებიც კი განცვიფრებაში მოჰყავდა.

6. მე ახლახანს დავკარგე ის, ვისთან წამით განშორებაც მთელ სამყაროებს უსიცოცხლო სხეულებივით არამიმზიდველად და ცარიელად აქცევს.

7. მხოლოდ მისი წყალობით შევძელი საქმროს არჩევის ცერემონიაზე მეფე დრაუპადის სასალეში შეკრებილ ვნებით შეპყრობილ უფლისწულთა დამარცხება. ჩემი მშვილსით ისარი სამიზნე თევზს მოვახვედრე და დრაუპადის ხელი მოვიპოვე.

8. რადგან იგი გვერდით მყავდა, დიდი სიმარჯვით შევძელი ზეცის მეფის, ძლევამოსილი ინდრადევასა და მისი თანამგზავრი ნახევარღმერთების დამარცხება, რითაც ცეცხლის ღმერთს ქჰანდავას ტყის განადგურების საშუალება მივეცი. მხოლოდ უფლის წყალობით გადაურჩა დემონი მაია ქჰანდავას ტყის ხანძარს და ასე ავაგეთ საკრებულო სახლი – ხუროთმოძღვრების დიდებული ნიმუში, სადაც რაჯასუიაიაჯნას შესრულების დროს ყველა დროს ყველა უფლისწული შეიკრიბა და შენ ხარკი გადაგიხადა.

9. მისი წყალობით შენმა პატივცემულმა იმცროსმა ძმამ, ათიათასი სპილოს ძალის მფლობელმა, სიცოცხლეს გამოასალმა ჯარასანდჰა, ვის ტერფებსაც მრავალი მეფე ეთაყვანებოდა. ეს მეფეები ჯარასანდჰას მაჰაბჰაირავა-იაჯნაზე სამსხვერპლოდ მოიყვანეს, მაგრამ მისი დახმარებით ისინი განთავისუფლდნენ. მოგვიანებით მათ შენს უდიდებულესობას ხარკი გადაუხადეს.

10. ეს მან [უფალმა] გააშლევინა თმები ყველა არამზადა ცოლს, რომლებმაც ლამაზად დავარცხნილი და დიდი რაჯასუია მსხვერპლშეწირვის ცერემონიისათვის განწმენდილი შენი დედოფლის თმის გაშლა გაბედეს. ამ დროს თვალცრემლიანი დედოფალი უფალი კრშნას ტერფებთან დაეცა.

11. როცა გადასახლებაში ვიმყოფებოდით, დურვასა მუნიმ, რომელიც თავის ათ ათას მოწაფესთან ერთად სადილობს ხოლმე, ჩვენს მტერთან ერთად ჩვენი ხიფათში ჩაგდება განიზრახა. იმ დროს მან [უფალმა კრშნამ] უბრალოდ საჭმლის ნარჩენების მიღებით გვიხსნა. ამის შემდეგ მდინარეში მობანავე ყველა მუნიმ დანაყრებულად იგრძნო თავი. და სამივე სამყაროც კმაყოფილი იყო.

12. მხოლოდ მისი გავლენის წყალობით შევძელი ბრძოლაში ღმერთის პიროვნების, უფალი შივასა და მისი ცოლის, ჰიმალაების ქალიშვილის გაკვირვება. ამდენად იგი [უფალი შივა] ნასიამოვნები დარჩა ჩემით და თავისი იარაღით დამასაჩუქრა. სხვა ნახევარღმერთებმაც მომცეს თავიანთი იარაღი და გარდა ამისა, ამ სხეულით ზეციურ პლანეტებს მივაღწიე, სადაც ნახევრად ამაღლებულ ადგილას დამსვეს.

13. როდესაც რამდენიმე დღით ზეციურ პლანეტებს ვესტუმრე, ყველა ზეციურმა ნახევარღმერთმა, მეფე ინდრადევას ჩათვლით, განდივა მშვილდით აღჭურვილ ჩემს მკლავებს შეაფარა თავი, რათა დემონი ნივატაკავაჩა მომეკლა. ო მეფეო, აჯამიდჰას შთამომავალო, ახლა მე ღმრთეების უზენაესი პიროვნების დანაკლისს განვიცდი, ვისი გავლენითაც ასე ძლევამოსილი ვიყავი.

14. კაურავთა სამხედრო ძალა ჰგავდა ოკეანეს, რომელშიც მრავალი უძლეველი არსება ცხოვრობს, ამიტომ იგი გადაულახავი იყო. მაგრამ, უფლის მეგობრობის წყალობით, ეტლში მჯდომმა შევძელი მისი გადალახვა. და მხოლოდ მისი წყალობით დავიბრუნე ძროხები და აგრეთვე ძალით მოვიპოვე ძვირფასი თვლებით მორთული მეფეთა მუზარადები, რომელთა ბრწყინვალებას საზღვარი არ ჰქონდა.

15. ეს მან მოუსწრაფა ყველას სიცოცხლე, წაართვა ბრძოლის ველზე მსჯელობის უნარი და სულის მხნეობა კაურავების მიერ შექმნილ დიდ სამხედრო ფალანგას, რომელსაც ბჰიშმა, კარმა, დრონა, შალია და სხვები ედგნენ სათავეში. ისინი ოსტატურად განლაგებულნი და საკმარისზე მეტნი იყვნენ, მაგრამ წინ მიმავალმა მან [უფალმა შრი კრშნამ] ყოველივე ეს მოიმოქმედა.

16. დიადმა სარდლებმა – ბჰიშმამ, დრონამ, კარნამ, ბჰურიშრავამ, სუშარმამ, შალიამ, ჯაიადრათჰამ და ბაჰლიკამ – ყველამ ჩემს წინააღმდეგ მომართეს თავიანთი უძლეველი იარაღები. მაგრამ მისი [უფალი კრშნას] წყალობით თავზე თმის ღერიც კი ვერ დამიზიანეს. სწორედ ასევე, პრაჰლადა მაჰარაჯას, უფალი ნრსიმჰადევას უდიდეს ერთგულს, ვერაფერი დაუშავა დემონების მიერ გამოყენებულმა იარაღებმა.

17. მხოლოდ მისი წყალობით მოხდა, რომ ჩემმა მტრებმა გაუშვეს ჩემი მოკვლის შესაძლებლობა, როცა მოწყურებული ცხენებისათვის წყლის მოსატანად ეტლიდან გადმოვედი. და უფლისადმი ჩემი არასაკმარისი პატივისცემის გამო გავბედე მისი ჩემს მეეტლედ დანიშვნა, რამეთუ ხსნის მისაღწევად მას საუკეთესო ადამიანები ეთაყვანებიან და ემსახურებიან.

18. ო მეფეო! მისი ხუმრობები და გულწრფელი საუბრები მეტად საამო იყო და მომხიბვლელი ღიმილით დამშვენებული. მახსენდება მისი მომართვა: “ო პრთჰას ვაჟო, ო კურუს დინასტიის შვილო” და გულთბილი მოპყრობა, და ამ მოგონებით ვივსები.

19. ჩვეულებრივ, ერთად ვცხოვრობდით და ერთად გვეძინა, ერთად ვისხედით და ერთად ვსეირნობდით. მის მიერ საკუთარი მამაცობის ქებისას, თუკი ზოგჯერ უზუსტობას შევნიშნავდი ხოლმე, ვსაყვედურობდი: “ჩემო მეგობარო, შენ მეტისმეტად მართალი ხარ”. მაშინაც კი, როცა მისი სიდიადე მცირდებოდა, იგი, როგორც ზესული, ითმენდა ყოველ ჩემს სიტყვას, მპატიობდა რა ზუსტად ისე, როგორც ჭეშმარიტი მეგობარი – მეგობარს ან მამა – შვილს.

20. ო იმპერატორო, ახლა მე დავშორდი ჩემს მეგობარსა და უძვირფასეს კეთილისმსურველს – ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, ამიტომ ჩემს გულში თითქოს სიცარიელემ დაისადგურა. როცა კრშნას ცოლებს მცველად ვახლდი, მის გარეშე წარმართი მენახირეების ბრბოსგან მარცხი განვიცადე.

21. მე ისევ ის განდივა მშვილდი მაქვს, იგივე ისრები, ისევ ის ეტლი და ცხენები და ვიყენებ მათ, როგორც ძველი არჯუნა, ვის წინაშეც ყველა მეფე თავს ხრიდა. მაგრამ უფალი კრშნას გარეშე ეს ყველაფერი წამში არარაობად და სიცარიელედ იქცა. ეს სწორედ ფერფლისათვის ერბოს შეთავაზებას, ჯადოსნური ჯოხით ფულის შექმნას ან უნაყოფო მიწაში თესლის ჩაყრას ჰგავს.

22-23. ო მეფეო, რადგან ქალაქ დვარაკაში მცხოვრები ჩვენი მეგობრებისა და ნათესავების შესახებ მკითხე, გეტყვი, რომ ისინი ბრაჰმანებმა დაწყევლეს, რის შემდეგაც ამჟავებული ბრინჯისაგან გამოხდილი არყით დათვრნენ და ერთმანეთს ჯოხებით დაერივნენ, ისე რომ ვერც კი სცნობდნენ ერთმანეთს. ახლა ოთხი თუ ხუთი კაცის გარდა ყველა დიდი ხნის მკვდარია.

24. სინამდვილეში ეს ყველაფერი უფლის, ღმრთეების პიროვნების უზენაესი ნებაა. ადამიანები ზოგჯერ ხოცავენ ერთმანეთს, ზოგჯერ კი იცავენ.

25-26. ო მეფეო, როგორც უფრო დიდი და ძლიერი წყლის მცხოვრებლები სანსლავენ მათზე პატარებსა და სუსტებს, ასევე შეამსუბუქა დედამიწის ტვირთი ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ ძლიერი იადუების მიერ სუსტების, ხოლო დიდების მიერ – მცირეთა დახოცვით.

27. მე ახლა ღმრთეების პიროვნების [გოვინდას] მიერ მოცემული მითითებები მიზიდავს, ვინაიდან ისინი სავსეა დარიგებებით, რომლებიც ცეცხლმოკიდებულ გულს ნებისმიერ დროსა და ადგილას აგრილებს.

28. სუტა გოსვამიმ თქვა: ასე იყო რა ღრმა ფიქრებით მოცული უფლის მითითებებზე, რომლებიც მას უფალმა უახლოესი მეგობრობით გადასცა, და ფიქრობდა რა უფლის ლოტოსის ტერფებზე, არჯუნას ჭკუა დამშვიდდა და ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისაგან განთავისუფლდა.

29. უფალი შრი კრშნას ლოტოსის ტერფების გამუდმებული ხსოვნის გამო არჯუნას ერთგულება სწრაფად გაიზარდა და შედეგად მისი ფიქრები ყოველივე უსარგებლოსაგან გაიწმინდა.

30. უფლის გართობებისა და მოქმედებების, თანაც მისი არყოფნის გამო არჯუნას თითქოს დავიწყებოდა ღმრთეების უზენაესი პიროვნების მითითებები. მაგრამ ეს ას ეარ იყო და იგი კვლავ თავისი გრძნობების ბატონი გახდა.

31. იგი სულიერ თვისებებს ფლობდა, რადგან ორმაგობასთან დაკავშირებული ეჭვები სრულიად გაუქრა. ამგვარად, იგი მატერიალური ბუნების სამი მოდუსისაგან განთავისუფლდა და ტრანსცენდენციაში დაიკავა ადგილი. დაბადებისა და სიკვდილის ხლართებში გაბმა მას აღარ ემუქრებოდა, რამეთუ თავისუფალი იყო მატერიალური ფორმისაგან.

32. უფალი კრშნას თავის სავანეში დაბრუნების ამბავი რომ გაიგო და იადუს დინასტიის მიწაზე გამოვლინების დასასრულს მიხვდა, ნაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ შინ, ღმრთეებასთან დაბრუნება გადაწყვიტა.

33. იადუს დინასტიის დასასრულისა და უფალი კრშნას გაუჩინარების შესახებ არჯუნას მონაყოლის მოსმენის შემდეგ კუნტი მთელი ყურადღებით მიეცა ტრანსცენდენტული ღმრთეების პიროვნების ერთგულ სამსახურს და ამ გზით თავი დააღწია შემდგომ მატერიალურ ყოფიერებას.

34. უზენაესმა არშობილმა, უფალმა შრი კრშნამ აიძულა იადუს დინასტიის წევრები, დაეტოვებინათ სხეულები, და ამით მან სამყაროს ტვირთი შეამსუბუქა. ეს ეკლის მეორე ეკლით ამოღებას ჰგავდა, თუმცა შემსრულებლისათვის ორივე მათგანი ერთია.

35. უზენაესმა უფალმა დატოვა სხეული, რომელიც დედამიწის ტვირთის შესამსუბუქებლად გამოავლინა. იგი ჯადოქრარივით ტოვებს ერთ სხეულს, რათა მიიღოს სხვები, როგორიცაა თევზის ინკარნაცია და სხვ.

36. როცა ღმრთეების პიროვნებამ, უფალმა კრშნამ, თავისივე ფორმით დატოვა დედამიწა, იმ დღიდან კალი, რომელიც უკვე ნაწილობრივ იყო გამოვლენილი, მთლიანად გამოვლინდა, რათა ღარიბი ცოდნის მქონეთათვის არასასიკეთო ვითარება შეექმნა.

37. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა საკმაოდ გოიერი იყო საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო კალის ეპოქის გავლენას, რომელიც დედაქალაქში, სახელმწიფოში, შინ და ცალკეულ ადამიანებს შორის მზარდი სიხარბით, სიცრუით, გაიძვერობითა და ძალმომრეობით ხასიათდებოდა. ამიტომ იგი გონივრულად მოემზადა სახლის დასატოვებლად და შესაფერისადაც ჩაიცვა.

38. ამის შემდეგ სატახტო ქალაქ ჰასტინაპურში მან თავისი შვილიშვილი გაამეფა, რომელიც გამოწვრთნილი და ისევე ღირსეული იყო, როგორც იმპერატორი და მფლობელი ზღვებით გარშემორტყმული მთელი მიწისა.

39. შემდგომ ვაჯრა, ანირუდდჰას ვაჟი [უფალი კრშნას შვილიშვილი] მათჰურაში შურასენას მეფედ დაინიშნა. ამის შემდეგ მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ პრაჯაპატია მსხვერპლშეწირვა შეასრულა და საკუთარ თავში ოჯახური ცხოვრების დატოვების ცეცხლი მოათავსა.

40. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ მაშინვე განიძარცვა მთელი სამოსელი, მოიხსნა სამეფო ქამარი და სამკაულები და მთლიანად დაკარგა ყველაფრისადმი ინტერესი და მიჯაჭვულობა.

41. შემდეგ გრძნობის ყოველი ორგანო ჭკუას შეუერთა, ჭკუა – სიცოცხლეს, სიცოცხლე – სუნთქვას და მისი მთელი ყოფიერება – ხუთი ელემენტის განსხეულებას, და სხეული – სიკვდილს. შემდეგ, როგორც წმინდა სული, სიცოცხლის ყველა მატერიალური კონცეფციისაგან განთავისუფლდა.

42. ხუთი ელემენტისაგან შემდგარი უხეში სხეულის მატერიალური ბუნების სამ თვისობრივ მოდუსად ამგვარად დაშლით, მან ისინი ერთ უმეცრებას შეურწყა და შემდეგ ის ერთი უმეცრება მეობაში, ბრაჰმანში ჩაძირა, რომელიც ყველა ვითარებაში დაუშრეტელია.

43. ამის შემდეგ მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ დახეული ტანსაცმელი ჩაიცვა, თავი ანება ყოველგვარი მაგარი საკვების ჭამას, თავისი ნებით დამუნჯდა და თმა გაიშალა. ეს ყველაფერი ერთად მას ველურის ან შეშლილის გამომეტყველებას აძლევდა, რომელსაც არავითარი საქმე არ გააჩნია. იგი არაფრით იყო ძმებზე დამოკიდებული და, როგორც ყრუს, არაფერი ესმოდა.

44. შემდეგ იგი ჩრდილოეთისაკენ მიმავალ გზას დაადგა, რომელსაც მისი წინაპრები და დიადი ადამიანები მიჰყვებოდნენ, რათა თავი მთლიანად ღმრთეების უზენაეს პიროვნებაზე ფიქრისთვის მიეძღვნა. ასე ცხოვრობდა ყველგან, სადაც კი მივიდოდა.

45. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას უმცროსმა ძმებმა შეამჩნიეს, რომ მთელ მსოფლიოში კალის ეპოქა დამდგარიყო და სამეფოს მოქალაქეები ურწმუნოების ზემოქმედებას განიცდიდნენ. ამის გამო მათ უფროსი ძმის მიყოლა გადაწყვიტეს.

46. მათ რელიგიის ყველა პრინციპი შეასრულეს და შედეგად მართებულად დაასკვნეს, რომ უფალი შრი კრშნას ლოტოსის ტერფები ყველაფრის უმაღლესი მიზანია. ამიტომ ისინი განუწყვეტლივ ფიქრობდნენ მის ტეფებზე.

47-48. ამდენად, გამუდმებული ერთგულებით ხსოვნის შედეგად განწმენდილი ცნობიერებით მათ მიაღწიეს სულიერ ზეცას, რომელსაც უზენაესი ნარაიანა, უფალი კრშნა განაგებს. მას მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც განუხრელად ფიქრობს უზენაეს უფალზე. უფალი შრი კრშნას ამ სავანეს, გოლოკა ვრნდავანად ცნობილს, ვერ აღწევენ ისინი, ვინც სიცოცხლის მატერიალურ წარმოდგენაში არიან ჩაფლულნი. მაგრამ ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისაგან განბანილმა პანდავებმა იმავე სხეულში მიაღწიეს ამას.

49. მწირობის ადგილებში მოგზაურობისას ვიდურამ სხეული პრაბჰასაში დატოვა. ვინაიდან კრშნაზე ფიქრში იყო ჩაფლული, იგი პიტრლოკას პლანეტის მცხოვრებლებმა მიიღეს, სადაც მან თავისი თავდაპირველი მდგომარეობა დაიკავა.

50. დრაუპადიმ ისიც დაინახა, რომ მისი ქმრები ისე მიდიოდნენ სახლიდან, რომ მასზე არც კი ზრუნავდნენ. იგი კარგად იცნობდა უფალ ვასუდევას, კრშნას, ღმრთეების პიროვნებას. ისიც და სუბჰადრაც კრშნაზე ფიქრში ჩაიძირნენ და იგივე შედეგს მიაღწიეს, რასაც მათმა ქმრებმა.

51. პანდუს ვაჟების უმაღლესი მიზნისაკენ, უკან ღმრთეებისაკენ გამგზავრების ამბავი მთლიანად სასიკეთოა და სრულიად წმინდა. ამიტომ, ვინც ამ მონათხრობს ერთგულების რწმენით ისმენს, უსათუოდ აღწევს უფლის ერთგულ სამსახურს – სიცოცხლის უმაღლეს სრულყოფილებას.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 7 2010, 11:49 AM
Post #109


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთექვსმეტე
როგორ შეხვდა პარიკშიტი კალის ეპოქას


1. სუტა გოსვამიმ თქვა: ო სწავლულო ბრაჰმანებო, შემდეგ მაჰარაჯა პარიკშიტმა, როგორც უფლის დიადმა ერთგულმა, საუკეთესო ორგზისშობილი ბრაჰმანების მითითებების თანახმად სამყაროს მართვა დაიწყო. მართვის დროს იგი იმ შესანიშნავ თვისებებს ავლენდა, გამოცდილმა ასტროლოგებმა დაბადების ჟამს რომ უწინასწარმეტყველეს.

2. მეფე პარიკშიტმა მეფე უტტარას ასული შეირთო ცოლად და მათ ოთხი ვაჟი შეეძინათ, რომელთა შორის უფროსი მაჰარაჯა ჯანამეჯაია იყო.

3. მაჰარაჯა პარიკშიტმა სულიერ მოძღვრად კრპაჩარია ამოირჩია და განგის ნაპირებზე ცხენის სამი მსხვერპლშეწირვა შეასრულა. ყველა დამსწრე საკმაოდ დაასაჩუქრეს. ამ მსხვერპლშეწირვაზე უბრალო ადამიანებსაც კი შეეძლოთ ნახევარღმერთების დანახვა.

4. ერთხელ, როცა მაჰარაჯა პარიკშიტი მსოფლიოს დასაპყრობად გაემართა, გზად იხილა კალი-იუგას განმგებელი, უფრო მდაბალი, ვიდრე შუდრა, მეფედ გადაცმული, რომელიც ძროხასა და ხარს ფეხებში სცემდა. მეფემ მაშინვე ხელი ჩაავლო, რათა სათანადოდ დაესაჯა.

5. შაუნაკა რშიმ ჰკითხა: მარტო სასჯელი რად აკმარა მაჰარაჯა რშიმ, თუკი იგი უმდაბლესი იყო შუდრათა შორის, მეფესავით შემოსილიყო და ძროხას ფეხს ურტყამდა? გვიამბე, გეთაყვა, ყოველივე ამის შესახებ, თუკი ეს უფალ კრშნასთან არის დაკავშირებული.

6. უფლის ერთგულები უფლის ლოტოსის ტერფების თაფლის გემოს არიან ჩვეულნი. რა აზრი აქვს იმ ამბებს, ადამიანს ძვირფას ცხოვრებას ფუჭად რომ აკარგვინებს?

7. ო სუტა გოსვამი, კაცთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც სიკვდილისაგან განთავისუფლება და მარადიული სიცოცხლის მოპოვება სურთ. ისინი დაღუპვას სიკვდილის განმგებლის, იამარაჯას მოხმობით გაურბიან.

8. ვიდრე ყველას სიკვდილის მიზეზი, იამარაჯა აქ იმყოფება, სიკვდილი არავის მოელის. დიადმა ბრძენებმა მოიწვიეს სიკვდილის განმგებელი, იამარაჯა, რომელიც უფლის წარმომადგენელია. მის ხელში მყოფმა ცოცხალმა არსებებმა უფლის ტრანსცენდენტული გართობების შესახებ ამ მოთხრობის უკვდავების ნექტარით უნდა ისარგებლონ.

9. უსუსური გონებისა და ხანმოკლე სიცოცხლის მქონე ზარმაცი ადამიანები ღამეს ძილში, ხოლო დღეს უაზრო მოქმედებებში ლევენ.

10. სუტა გოსვამიმ თქვა: ვიდრე მაჰარაჯა პარიკშიტი კურუს იმპერიის დედაქალაქში ცხოვრობდა, კალის ეპოქის ნიშნებმა მის სახელმწიფოშიც დაიწყო შეჭრა. როცა ამის შესახებ შეიტყო, ამბავი არცთუ სასიამოვნოდ ჩათვალა. მაგრამ ამან მას ბრძოლის შესაძლებლობა მისცა. მან აიღო მშვილდ-ისარი და საომარი მოქმედებებისათვის მოემზადა.

11. მაჰარაჯა პარიკშიტი დაჯდა ეტლზე, რომელშიც შავი ცხენები იყო შებმული. მის დროშაზე ლომი გამოესახათ. ასე მორთულმა და მეეტლეებით, ცხენოსანთა ლაშქრით, სპილოებითა და ქვეითი ჯარით გარშემორტყმულმა დატოვა სატახტო ქალაქი ყველა ქვეყნის დასაპყრობად.

12. შემდეგ მაჰარაჯა პარიკშიტმა დაიპყრო დედამიწის ყველა მხარე – ბჰადრაშვა, კეტუმალა, ბჰარატა, ჩრდილოეთ კურუ, კიმპურუშა და ა.შ. – და მათი მმართველებისაგან ხარკი აკრიფა.

13-15. სადაც კი მოვიდა, მეფეს ყველგან თავისი დიდი წინაპრების, უფლის ერთგულთა დიდება, აგრეთვე უფალი კრშნას სახელოვანი საქმეების შესახებ ესმოდა. გაიგო ისიც, როგორ დაიფარა იგი უფალმა აშვათჰამას საშინელი იარაღის მცხუნვარებისაგან. ხალხი ახსენებდა აგრეთვე ვრშნისა და პრთჰას შთამომავლებს შორის არსებულ დიდ სიყვარულს, რომლის მიზეზიც უფალ კეშავასადმი პრთჰათა დიდი ერთგულება გახლდათ. მომღერალთაგან ამგვარი ხოტბის მოსმენით ნასიამოვნებმა მეფემ დიდი კმაყოფილებით გაახილა თვალები. იგი ხელგაშლილად ასაჩუქრებდა მათ ძვირფასი ყელსაბამებითა და სამოსელით.

16. მაჰარაჯა პარიკშიტმა მოისმინა, რომ თავისი უმიზეზო წყალობით უფალი კრშნა [ვიშნუ], ვისაც მთელი სამყარო ემორჩილება, ყოველნაირად ემსახურებოდა პანდუს გამგონე შვილებს – პანდავების სურვილის თანახმად იგი კისრულობდა მეეტლის, საკრებულოს მეთაურის, შიკრიკის, მეგობრის, ღამის დარაჯისა და სხვ. მოვალეობას, მსახურივით ემორჩილებოდა და თაყვანს სცემდა მათ, როგორც მათზე უმცროსი. ამის მსმენელი მაჰარაჯა პარიკშიტი უფლის ლოტოსის ტერფებისადმი ერთგულებით აივსო.

17. ახლა შეგიძლიათ მოისმინოთ, რა მოხდა, ვიდრე მაჰარაჯა პარიკშიტი დღეებს წინაპრების კეთილი საქმეების შესახებ მოსმენაში ატარებდა და მათზე ფიქრებში იყო ჩაფლული.

18. გაპიროვნებული რელიგიური პრინციპები, დჰარმა, ხარის სახით დახეტიალობდა და შეხვდა გაპიროვნებულ დედამიწას, რომელსაც ძროხის სახე მიეღო. იგი შვილებდაკარგულ დედასავით დარდიანი იყო. თვალები ცრემლებით ავსებოდა და სხეულის მშვენიერება დაკარგვოდა. ამიტომ დჰარმამ დედამიწას შემდეგი კითხვით მიმართა.

19. დჰარმამ [ხარის სახით] ჰკითხა: ქალბატონო, ხომ ჯანმრთელად გრძნობ თავს? რატომ დაუფარიხარ ნაღველის ჩრდილს? სახე თითქოს გაგშავებია. შინაგანი ავადმყოფობა გაწუხებს, თუ ვინმე შორს წასულ ნათესავზე ფიქრობ?

20. სამი ფეხი დავკარგე და ახლა მხოლოდ ერთზე ვდგავარ. შენ რა, ჩემი მდგომარეობა ხო მარ განაღვლებს? თუ იმის გამო ხარ ასე შეშფოთებული, რომ ამიერიდან დამნაშავე ხორცისმჭამელები გამოგიყენებენ? თუ იმან შეგაწუხა, რომ ნახევარღმერთებმა თავიანთი წილი მსხვერპლად შენაწირი დაკარგეს, რადგან ამჟამად მსხვერპლშეწირვები არ ტარდება? ან იქნებ იმ ცოცხალ არსებებს დასტირი, ტანჯვას რომ განიცდიან შიმშილობისა და გვალვისაგან?

21. იქნებ უნამუსო კაცების მიერ მიტოვებული უბედური ქალები და ბავშვები გებრალება? თუ იმიტომა ხარ უბედური, რომ ცოდნის ქალღმერთი რელიგიური პრინციპების წინააღმდეგ მოქმედებისკენ მიდრეკილი ბრაჰმანების ხელთაა? თუ იმის გამო სწუხხარ, რომ ხედავ ბრაჰმანებმა იმ განმგებელთა ოჯახების თავშესაფარი მიიღეს, რომლებიც ბრაჰმანულ კულტურას პატივს არ სცემენ?

22. ეგრეტ წოდებული მმართველები ახლა კალის ეპოქის გავლენით არიან მოტყუებულნი, ამიტომ მთელ სახელმწიფო საქმეებში არეულობა შემოიტანეს. ამ უწესრიგობის გამო გოდებ? ახლა საზოგადოება აღარ იცავს ჭამის, ძილის, სმის, გამრავლებისა და სხვა წესებს და ყველგან და ყოველთვის ასე მოქცევის მიდრეკილება აქვთ. ამის გამო ხარ უბედური?

23. ო დედამიწავ, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ჰარი, შენი მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად მოევლინა როგორც უფალი შრი კრშნა. აქ ყველა მისი მოქმედება ტრანსცენდენტულია და მტკიცედ აყენებს განთავიოსუფლების გზაზე. შენ ახლა უმისობას განიცდი. ალბა თიმ მოქმედებებზე ფიქრობ და მათ გარეშე სევდა გიპყრობს.

24. დედა, შენ ყოველგვარი სიმდიდრის საუნჯე ხარ. მაცნობე, გეთაყვა, მიზეზი შენი დარდისა, რამაც ასე დაგასუსტა. ვფიქრობ, დროის ძლევამოსილმა გავლენამ, რომელიც ყველაზე ძლიერთა დამმარცხებელია, ძალით წაგართვა ყოველგვარი ბედნიერება, თვით ნახევარღმერთებიც რომ აღფრთოვანებაში მოჰყავდა.

25. დედამიწის ღვთაებამ [ძროხის სახით] ასე უპასუხა გაპიროვნებულ რელიგიის პრინციპებს [ხარის სახით]: ო დჰარმა, ყველაფერს შეიტყობ, რაც მკითხე, შევეცდები ყველა შეკითხვას ვუპასუხო. ერთ დროს შენც ოთხი ფეხი გქონდა და უფლის წყალობით მთელ სამყაროში ბედნიერებას ზრდიდი.

26-30. უფალში განისვენებს 1) სამართლიანობა, 2) სისუფთავე, 3) სხვათა უბედურებებისადმი შეუგუებლობა, 4) ბრაზის დამორჩილების ძალა, 5) თვითდაკმაყოფილება, 6) პირდაპირობა, 7) ჭკუის სიმტკიცე, 8) გრძნობათა ორგანოების კონტროლი, 9) პასუხისმგებლობა, 10) თანასწორობა, 11) ამტანობა, 12) აღუშფოთველობა, 13) რწმენა, 14) ცოდნა, 15) თავისუფლება გრძნობათა დაკმაყოფილებისაგან, 16) წინამძღოლობა, 17) რაინდობა, 18) გავლენიანობა, 19) შეუძლებელის შესაძლებლად გახდომა, 20) შესაფერისი მოვალეობის შესრულება, 21) სრული დამოუკიდებლობა, 22) სიმართლე, 23) მთელი სილამაზის ფლობა, 24) სიმშვიდე, 25) გულკეთილობა, 26) გამომგონებლობა, 27) კეთილშობილება, 28) დიდსულოვნება, 29) სიმტკიცე, 30) ყოველგვარ ცოდნაში სრულქმნა, 31) შესაფერისი შესრულება, 32) სიამოვნების ყოველგვარი საგნის ფლობა, 33) მხიარულება, 34) უმოძრაობა, 35) მორწმუნეობა, 36) დიდება, 37) თაყვანისცემა, 38) ამპარტავნობის არქონა, 39) არსებობა (როგორც ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა), 40) მარადიულობა და მრავალი სხვა ტრანსცენდენტული თვისება, რომელიც მარადიულად არსებობს და არასოდეს შორდება მას. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, ყოველგვარი სათნოებისა და სილამაზის წყარომ, უკვე დაასრულა თავისი ტრანსცენდენტული გართობები მიწაზე. მისი არყოფნის დროს კალის ეპოქამ ყველგან გაავრცელა საკუთარი გავლენა, ამიტომ ვწუხვარ ასეთი ყოფის მხილველი.

31. ო საუკეთესოვ ნახევარღმერთთა შორის, მე ვფიქრობ ჩემს თავზე და ასევე ყველა ნახევარღმერთზე, ბრძენზე, პიტრლოკას მცხოვრებზე, უფლის ერთგულზე და ყველა ადამიანზე, ვინც ადამიანთა საზოგადოებაში ვარნასა და აშრამას სისტემის მორჩილია.

32-33. ლაკშმიჯიმ, ბედის ქალღმერთმა, ვის მოწყალე მზერასაც ბრაჰმას მსგავსი ნახევარღმერთები ეძებდნენ დ ავის გამოც დიდი ხნის წინათ მიენდვნენ ღმრთეების პიროვნებას, მიატოვა თავისი სავანე ლოტოსის ყვავილების ტყეში და უფლის ლოტოსის ტერფების სამსახურს მიეცა. მე მონიჭებული მქონდა განსაკუთრებული ძალა და იღბლიანობით ვერავინ გამიტოლდებოდა სამ პლანეტარულ სისტემაში, რადგან მე მამშვებნებდა დროშის, ელვის, სპილოს სახრისა და ლოტოსის ყვავილის ანაბეჭდები – უფლის ლოტოსის ტერფებზე არსებული ნიშნები. მაგრამ ბოლოს, როცა ვიგრძენი, რა ბედნიერი ვიყავი, უფალმა დამტოვა.

34. ო განპირობებულო რელიგიავ, მე მეტისმეტად დამამძიმა ათეისტი მეფეების ზედმეტმა სამხედრო ფალანგებმა და ღმრთეების პიროვნების წყალობითYგავთავისუფლდი. შენც ასევე სავალალო მდგომარეობაში იყავი, დასუსტებულს დოგმა აღარ შეგეძლო და ამდენად, შენს გასათავისუფლებლად, უფალი თავისი შინაგანი ენერგიით იადუთა ოჯახში მოევლინა.

35. მაშ, ვის შეუძლია ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან განშორების ტკივილის ატანა? თავისი ტკბილი მოსიყვარულე ღიმილით, სასიამოვნო მზერითა და გულითადი მიმართვებით მას შეეძლო დაეოკებინა სერიოზული და ვნებიანი ბრაზი სატიაბჰამას მსგავსი სატრფოებისა. როცა იგი ჩემს [დედამიწის] ზურგზე დადიოდა, მე მისი ლოტოსის ტერფების მტვერში ვეფლობოდი, ამიტომ ხშირი ბალახით ვიფარებოდი, რომელიც სიამოვნებისაგან ყალყზე დამდგარ თმას ჰგავდა.

36. ვიდრე დედამიწა და გაპიროვნებული რელიგია საუბარში იყვნენ გართული, წმინდა მეფე პარიკშიტი აღმოსავლეთისაკენ მიმავალ მდინარე სარასვატის ნაპირს მიუახლოვდა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 7 2010, 11:50 AM
Post #110


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეჩვიდმეტე
კალის დასჯა და შეწყნარება




1. სუტა გოსვამიმ თქვა: იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, მაჰარაჯა პარიკშიტმა დაინახა, რომ მეფესავით ჩაცმული დაბალი წარმოშობის შუდრა ძროხასა და ხარს კომპალს სცემდა, თითქოს უპატრონოები ყოფილიყვნენ.

2.ხარი თეთრი ლოტოსივით ქათქათა იყო. მას ეშინოდა შუდრასი, რომელიც სცემდა. შეძრწუნებული ერთ ფეხზე იდგა, კანკალებდა და შარდს ღვრიდა.

3. თუმცა ძროხას სიკეთე მოაქვს, რადგან მას რელიგიის პრინციპების მოცემა შეუძლია, ახლა იგი გააუბედურეს და ხბო წაართვეს. შუდრა მას ფეხებში სცემდა. ძროხას თვალებში ცრემლი ედგა და გატანჯული და სუსტი იყო. მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა – მინდორში ცოტაოდენი ბალახი მოეძოვა.

4. მშვილდ-ისრით კარგად აღჭურვილი მაჰარაჯა პარიკშიტი ოქროთი მოჭედილ ეტლზე იჯდა. მან მეხივით მჭექარე ხმით მიმართა მას [შუდრას]

5. ეი, შენ ვინა ხარ? ძლიერი ჩანხარ და მაინც ჩემი მფარველობის ქვეშ მყოფი უმწეოს მოკვლას ბედავ? სამოსელით ღვთიურ კაცად [მეფედ] მოგაქვს თავი, მაგრამ საქმეებით ორგზისშობილი კშატრიების პრინციპებს ეწინააღმდეგები.

6. არამზადავ, იმიტომ ბედავ უდანაშაულო ძროხის ცემას, რომ კრშნა და არჯუნა, განდივა მშვილდის მატარებელი, თვალს მოეფარნენ? რადგან უკაცრიელ ადგილას უდანაშაულოს სცემ, დამნაშავედ ითვლები და ამიტომ მოკვლას იმსახურებ.

7. მაშინ მან [მაჰარაჯა პარიკშიტმა] ჰკითხა ხარს: ვინა ხარ? თეთრი ლოტოსივით ქათქათა ხარი ხარ თუ ნახევარღმერთი? სამი ფეხი დაგიკარგავს და ერთით დადიხარ. ნახევარღმერთი ხომ არა ხარ, ჩვენთვის მწუხარების მოსატანად ხარად მოვლენილი?

8. სამეფოში, რომელსაც კურუს დინასტიის მეფეთა მარჯვენა იფარავს, მწუხარების ცრემლებს პირველად ვხედავ შენს თვალებში. აქამდე არავინ ღვრიდა ცრემლს მეფეთა დაუდევრობის გამო.

9. ო სურაბჰის შვილო, მეტს ნუღარ იდარდებ. ნუღარ გეშინია ამ მდაბიო შუდრასი. ო დედაო ძროხა, ვიდრე ცოცხალი ვარ როგორც მმართველი და მზაკვარი ადამიანების დამმორჩილებელი, ტირილის მიზეზი არა გაქვს. შენ არაფერი დაგიშავებია.

10-11. ო უბიწოო, მეფის კეთილი სახელი ქრება, სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს და იგი კარგ სხეულს ვერ ეღირსება, როცა მის სამეფოში არამზადები ცოცხალ არსებებს აშინებენ. უეჭველია, რომ ტანჯულთა გასაჭირის შემსუბუქება მეფის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს. ამიტომ უბილწესი ადამიანის მოკვლა ჩემი ვალია, რადგან იგი ძალას ხმარობს სხვა ცოცხალი არსებების წინააღმდეგ.

12. იგი [მაჰარაჯა პარიკშიტი] კვლავ და კვლავ მიმართავდა და ეკითხებოდა ხარს: ო სურაბჰის შვილო, ვინ მოგკვეთა სამი ფეხი? ღმრთეების უზენაესი პიროვნების, კრშნას კანონების მორჩილ მეფეთა სახელმწიფოში არავინაა შენსავით უბედური.

13. ო ხარო, შენ უწყინარი და ყოვლად პატიოსანი ხარ, ამიტომ ყოველგვარ სიკეთეს გისურვებ. მითხარი გეთაყვა, ვინ არის ის დამნაშავე, რომ დაგასახიჩრა და ჩირქი მოსცხო პრთჰას ვაჟების სახელს.

14. უწყინარი ცოცხალი არსებების მტანჯველს ყველგან და ყოველთვის ჩემი უნდა ეშინოდეს. უპატიოსნო არამზადების ალაგმვით ადამიანს თავისთავად მოაქვს სიკეთე უწყინარისათვის.

15. თავხედ ცოცხალ არსებას, რომელიც უწყინართა წამებით დანაშაულებს ჩადის, მოვსპობ, ჯავშნითა და მორთულობით შემკული ზეცის მცხოვრებიც რომ იყოს.

16. მმართველი მეფის უმაღლესი მოვალეობაა ყოველგვარი მფარველობა გაუწიოს კანონის მორჩილებს და დასაჯოს ისინი, ვინც წმინდა წერილთა მცნებებს ჩვეულებრივ დროს არღვევენ, მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს.

17. გაპიროვნებულმა რელიგიამ თქვა: შენს მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები პანდავების დინასტიის წარმომადგენლის შესაფერისია. პანდავების ერთგულების თვისებებით დატყვევებული, თვით უფალი კრშნა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება ასრულებდა მათი შიკრიკის მოვალეობას.

18. ო უდიადესო ადამიანთა შორის, ძალზე ძნელია ზუსტად ჩვენება იმ არამზადასი, რომელმაც ტანჯვა მოგვაყენა, რადგან ჩვენ თეორეტიკოს ფილოსოფოსთა სხვადასხვა აზრებით ვართ მოტყუებულები.

19. ზოგიერთი ფილოსოფოსი, რომელიც ყოველგვარ ორმაგობას უარყოფს, აცხადებს, რომ პიროვნება თვითონაა მიზეზი საკუთარი ბედნიერებისა და უბედურებისა. მეორენი ამბობენ , ეს ზეადამიანურ ძალაზეაო დამოკიდებული, სხვანი თვლიან, რომ მათ მოქმედება განაპირობებს, უხეშ მატერიალისტებს კი მიაჩნიათ, რომ ბუნებაა თავდაპირველი მიზეზი.

20. არსებობენ აგრეთვე მოაზროვნეები, რომელთაც სჯერათ, რომ უბედურების მიზეზს მსჯელობით ვერავინ ახსნის, იგი ვერც წარმოდგენით შეიცნობა და ვერც სიტყვებით გამოიხატება. ო ბრძენო მეფეთა შორის, ყველაფერი ეს შენი გონებით განსაჯე.

21. სუტა გოსვამიმ თქვა: ო საუკეთესოვ ბრაჰმანთა შორის, როცა იმპერატორმა პარიკშიტმა გაპიროვნებული რელიგიის ნათქვამი მოისმინა, სრულიად დაკმაყოფილდა და მერყეობის გარეშე მტკიცე პასუხი გასცა.

22. მეფემ თქვა: ო ხარის სახეში მყოფო! შენ იცი რელიგიის ჭეშმარიტება, შენი ნათქვამი შეესაბამება იმ კანონს, რომლის თანახმადაც ის, რაც დამნაშავეს უღვთო საქმეებისათვის მოელის, გადახდება მასაც, ვინც დამნაშავეზე მიუთითებს. შენ სხვა არავინ ხარ, თუ არა გაპიროვნებული რელიგია.

23. ამდენად, საბოლოოდ უნდა დავასკვნათ, რომ უფლის ენერგიები შეუცნობელია. ჭკუისმიერი მსჯელობით ან სიტყვათა თამაშით მათ ვერავინ შეაფასებს.

24. ოთხი პრინციპის – ასკეტიზმის, სიწმინდის, მოწყალებისა და სამართლიანობის წყალობით სატიას [სამართლიანობის] ეპოქაში შენ ოთხივე ფეხზე იდექი. მაგრამ ჩანს, ურწმუნოების გავრცელების გამო სამი ფეხი მოტეხილი გაქვს, რაც ამპარტავნობაში, ქალებისადმი ვნებასა და სიმთვრალეში ვლინდება.

25. ახლა მხოლოდ ერთ ფეხზე დგახარ, რომელიც შენი სამართლიანობაა, და კოჭლობით როგორღაც დადიხარ. მაგრამ ტყუილის წყალობით გაფურჩქნული გაპიროვნებული ჩხუბია [კალი] იმ ფეხის მოკვეთასაც ცდილობს.

26. რა თქმა უნდა, ღმრთეების პიროვნებამ და სხვებმა შეამსუბუქეს მიწის მძიმე ტვირთი. როცა აქ იყო მოვლენილი, მისი სიკეთის მომტანი ნაფეხურების გამო ყველაფერი კარგი სრულდებოდა.

27. ახლა იგი [დედამიწა], უბიწო, თავისდა საუბედუროდ ღმრთეების პიროვნების მიერ მიტოვებული, თვალცრემლიანი გოდებს თავისი მომავლის გამო, რადგან ახლა მას მართავენ და მისით ტკბებიან მდაბიოები, რომელთაც მხოლოდ თავი მოაქვთ მმართველებად.

28. მაჰარაჯა პარიკშიტმა, რომელსაც მარტოს ათას მტერთან შეეძლო ბრძოლა, ასე დაამშვიდა გაპიროვნებული რელიგია და დედამიწა. შემდეგ გაპიროვნებული კალის, ყოველგვარი ურწმუნოების მიზეზის მოსაკლავად თავისი ბასრი მახვილი იშიშვლა.

29. როდესაც გაპიროვნებულმა კალიმ გაიგო, რომ მეფეს მისი მოკვლა ეწადა, მაშინვე გაიძრო მეფის სამოსელი და შიშისგან თავდახრილი მთლიანად მიენდო მას.

30. მაჰარაჯა პარიკშიტს, ვისაც მასზე მინდობილისათვის მიტევება შეეძლო და ვინც ხოტბას იმსახურებდა, არ მოუკლავს დანებებული და დაცემული, საცოდავი კალი, არამედ თანაგრძნობით გაუღიმა, რამეთუ მოწყალე იყო უბედურთა მიმართ.

31. ამდენად, მეფემ თქვა: ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო არჯუნას დიდება, ამიტომ, რადგან ხელებდაკრეფილი დამნებდი, ნუღარ გეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო. მაგრამ, როგორც ურწმუნოების მეგობარი, შენ ჩემს სამეფოში ვერ დარჩები.

32. გაპიროვნებულ კალის, ურწმუნოებას, ღმერთ-კაცის ანუ სახელმწიფოს მეთაურის სახით მოქმედების ნება რომ მიეცეს, უსათუოდ გამეფდება ურწმუნოების პრინციპები – სიხარბე, ვერაგობა, მძარცველობა, უხეშობა, უბედურება, სიცრუე, ჩხუბი და ამაოება.

33. ამიტომ, ო უღმერთოების მეგობარო, შენ არ იმსახურებ იმ ადგილას დარჩენას, სადაც ჭეშმარიტებისა და რელიგიური პრინციპების თანახმად ღმრთეების უზენაესი პიროვნების დასაკმაყოფილებლად მსხვერპლშეწირვებს ასრულებენ.

34. მსხვერპლშეწირვის ყველა ცერემონიაზე, თუმცა მათ ზოგჯერ ნახევარღმერთებისათვის ასრულებენ, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას ეთაყვანებიან, ვინაიდან იგია ყველას ზესული და, ჰაერის მსგავსად, შიგნითაც არსებობს და გარეთაც. ამდენად მხოლოდ იგი ასაჩუქრებს თაყვანისმცემელს ყოველგვარი სიკეთით.

35. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: მოისმინა რა მაჰარაჯა პარიკშიტის ბრძანება, გაპიროვნებულმა კალიმ კანკალი დაიწყო. მის წინაშე მდგომი მეფის დანახვაზე, რომელიც იამარაჯას ჰგავდა და მზად იყო მის მოსაკლავად, კალიმ ასეთი სიტყვებით მიმართა მას.

36. შენო უდიდებულესობავ, შენი ბრძანებით სადაც არ უნდა ვიცხოვრო, საითაც გავიხედავ, ყველგან შენ დაგინახავ, მშვილდითა და ისრებით აღჭურვილს.

37. ამიტომ, ო მთავარო რელიგიის დამცველთა შორის, გთხოვ, გამოძებნე ჩემთვის რაიმე ადგილი, სადაც შენი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ გამუდმებით შემეძლება ცხოვრება.

38. სუტა გოსვამიმ თქვა: გაპიროვნებული კალის ამგვარი თხოვნის პასუხად მაჰარაჯა პარიკშიტმა ნება მისცა მას, ეცხოვრა ისეთ ადგილებში, სადაც აზარტულ თამაშებს, სმას, პროსტიტუციასა და ცხოველთა კვლას ეწეოდნენ.

39. გაპიროვნებულმა კალიმ კიდევ მეტი სთხოვა და ამ ვედრების გამო მეფემ ნება დართო ეცხოვრა იქ, სადაც ოქრო არსებობს, რადგან სადაც ოქროა, იქ სიცრუე, ინტოქსიკაცია, ვნება, შური და მტრობა მეფობს.

40. ამდენად გაპიროვნებულმა კალიმ, მაჰარაჯა პარიკშიტის, უტტარას ვაჟის მითითების თანახმად ამ ხუთ ადგილას ცხოვრების უფლება მიიღო.

41. ამიტომ ისინი, ვინც წინსვლისა და კეთილდღეობისკენ ისწრაფვიან, განსაკუთრებით მეფეები, რელიგიური ადამიანები, ბრაჰმანები და სანნიასები, არასოდეს უნდა შეეხონ ზემოხსენებულ ურწმუნოების პრინციპებს.

42. შემდეგ მეფემ განპირობებულ რელიგიას [ხარს] დაკარგული ფეხები აღუდგინა და შთამაგონებელი საქმეებით საგრძნობლად გააუმჯობესა დედამიწის მდგომარეობა.

43-44. კაცთა შორის უბედნიერესი იმპერატორი მაჰარაჯა პარიკშიტი, რომელსაც ტყეში წასვლისას მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ ჰასტინაპურის სამეფო მიანდო, ახლა დიდი წარმატებით მართავს მსოფლიოს კურუს დინასტიის მეფეთა საქმეების ქება-დიდებით.

45. მაჰარაჯა პარიკშიტი, აბჰიმანიუს ვაჟი, ისე გამოცდილია, რომ მისი მარჯვე მმართველობისა და მფარველობის წყალობით შენ ამგვარი მსხვერპლშეწირვის შესრულება შეძელი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 8 2010, 07:59 PM
Post #111


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთვრამეტე
როგორ დაწყევლა ბრაჰმანის ბიჭმა
მაჰარაჯა პარიკშიტი


1. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნას წყალობით, ვისი საქმეებიც გასაოცარია, დედის მუცელში მყოფი მაჰარაჯა პარიკშიტი ვერ დაწვა დრონეს ვაჟის იარაღმა.

2. გარდა ამისა, მაჰარაჯა პარიკშიტი შეგნებით მუდამ ღმრთეების პიროვნებაზე იყო მინდობილი, ამიტომ არც გონება დაუკარგავს და არც შიში უგრძვნია მფრინავი გველის წინაშე, რომელსაც ბრაჰმანის ბიჭის რისხვის გამო უნდა დაეგესლა იგი.

3. გარდა ამისა, ახლობლების დატოვების შემდეგ მეფემ თავი ვიასას შვილს (შუკადევა გოსვამის) მიანდო, გახდა რა მისი მოწაფე, და ამ გზით მან ღმრთეების პიროვნების ჭეშმარიტი მდგომარეობის გაგება შეძლო.

4. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ, ვინც თავიანთი სიცოცხლე მიუძღვნეს ტრანსცენდენტალ ამბებს ღმრთეების პიროვნების შესახებ, ვისაც ვედური ჰიმნები უმღერიან, და ვინც გამუდმებით უფლის ლოტოსის ტერფების ხსოვნით არიან დაკავებული, არ ემუქრებათ არასწორი წარმოდგენების ქონა სიცოცხლის უკანასკნელ წამსაც კი.

5. ვიდრე აბჰიმანიუს დიადი, ძლევამოსილი ვაჟი სამყაროს იმპერატორი იქნება, გაპიროვნებული კალი გაფურჩქვნას ვერ შეძლებს.

6. იმავე დღესა და წამს, როცა ღმრთეების პიროვნებამ, უფალმა შრი კრშნამ ეს დედამიწა დატოვა, ამ სამყაროში გამოჩნდა გაპიროვნებული კალი, ყოველგვარი ურწმუნო მოქმედებების ხელის შემწყობი.

7. მაჰარაჯა პარიკშიტი რეალისტი იყო, მსგავსად ფუტკრებისა, რომლებიც ყველაზე მთავარს იღებენ [ყვავილიდან]. მან შესანიშნავად იცოდა, რომ კალის ეპოქაში, სასიკეთოს მაშინვე კარგი შედეგები მოჰყვება, მაშინ როცა არასასიკეთო მოქმედებები ნამდვილად უნდა შესრულდეს [შედეგი რომ გამოიღოს]. ასე რომ, იგი გაპიროვნებული კალისადმი არასოდეს ყოფილა ცუდად განწყობილი.

8. მაჰარაჯა პარიკშიტი თვლიდა, რომ შესაძლოა ნაკლებგონიერ ადამიანებს გაპიროვნებული კალი ძალზე ძლევამოსილად მოსჩვენებოდათ, მაგრამ თვითდამორჩილებულებს არაფერი შეაშინებდათ. მეფე ვეფხვივით ძლიერი იყო და სულელ, დაუდევარ ხალხზე ზრუნავდა.

9. ო ბრძენებო, თქვენს კითხვაზე პასუხად ყველაფერი აღვწერე, რაც კი ღვთისმოსავ მაჰარაჯა პარიკშიტსა და უფალ კრშნასთან დაკავშირებულ ამბებს ეხებოდა.

10. მათ, ვისაც სიცოცხლის სრულქმნის მიღწევა სურთ, მორჩილებით უნდა მოისმინონ ყველა ამბავი, რაც კი გასაოცარი საქმეების ჩამდენი ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტალ მოქმედებებსა და თვისებებთან არის დაკავშირებული.

11. დიდმა ბრძენებმა თქვეს: ო პატივცემულო სუტა გოსვამი! დაე, მრავალ წელლს ცოცხლობდე და მუდამ დიდება დაგყვებოდეს, რამეთუ შესანიშნავად ყვები უფალი კრშნას, ღმრთეების პიროვნების საქმეთა შესახხებ. ჩვენნაირი მოკვდავი არსებებისათვის ეს ნამდვილი ნექტარია.

12. ჩვენ ეს-ეს არის შევუდექით ამ კარმულ ქმედებას, მსხვერპლშეწირვის ცეცხლი დავანთეთ, მაგრამ ჩვენი მოქმედებების მრავალი არასრულყოფილების გამო მისი შედეგების არც კი გვჯერა. სხეული კვამლმა გაგვიშავა, მაგრამ მაინც სიამოვნებას გვანიჭებს ღმრთეების პიროვნების, გოვინდას ტერფების ნექტარი, რომელსაც შენ ავრცელებ.

13. ზეციური პლანეტების მიღწევა ან მატერიალური განთავისუფლებაც კი ვერ მოვა უფლის ერთგულთან წამიერ ურთიერთობასთან და რაღა უნდა ვთქვათ მატერიალურ სიკეთეზე მატერიალური აყვავების სახით, რომელიც მათთვის არსებობს, ვისაც სიკვდილი უწერიათ.

14. ღმრთეების პიროვნება, უფალი კრშნა [გოვინდა] არის ერთადერთი თავშესაფარი ყველა დიადი ცოცხალი არსებისათვის და მისი ტრანსცენდენტული თვისებები ვერ გაიზომება უფალი შივასა და უფალი ბრაჰმას მსგავს მისტიკური ძალების მეუფეთა მიერ. განა ოდესმე შეძლებს მის შესახებ მოსმენით დაკმაყოფილებას ის, ვინც ნექტარით [რასათი] დამტკბარა?

15. ო სუტა გოსვამი, შენ სწავლული და უფლის წმინდა ერთგული ხარ, ვინაიდან ღმრთეების პიროვნება შენი სამსახურის მთავარი ობიექტია. ამიტომ, გეთაყვა, აგვიღწერე უფლის გართობები, რომლებიც ყოველგვარ მატერიალურ წარმოდგენაზე მაღლა დგას, რადგან ჩვენ მათ შესახებ მოსმენა გვწყურია.

16. ო სუტა გოსვამი, მოგვითხრე, გეთაყვა, ის ამბები უფლის შესახებ, რომელთა გზითაც მაჰარაჯა პარიკშიტმა, ვისი გონებაც განთავისუფლებაზეა მიპყრობილი, მიაღწია უფლის ლოტოსის ტერფებს, გარუდას, რომლებიც ფრინველთა მეფის თავშესაფარია. ამ ამბებს ვიასას ვაჟი [შრილა შუკადევა] მოჰყვა.

17. მაშ, გვიამბე, გეთაყვა, უსაზღვროს შესახებ, რამეთუ ეს ამბავი განმწმენდი და უმაღლესია. ისინი მაჰარაჯა პარიკშიტს მოუთხრეს, და ძალზე ძვირფასია წმინდა ერთგულებისთვის, რადგან ბჰაკტი-იოგათი არის სავსე.

18. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: ო ღმერთო, თუმცა შერეულ კასტაში დავიბადეთ, მაინც მივაღწიეთ წარმოშობით მაღალ მდგომარეობას უბრალოდ იმ ადამიანების მსახურებითა და ფეხდაფეხ მიყოლით, ვინც სრულყოფილ ცოდნას ფლობენ. ასეთ დიად სულებთან ურთიერთობით ადამიანს უმალვე შეუძლია დაბალი წარმოშობიდან მომდინარე ნაკლოვანებების განწმენდა.

19. და რაღა გვეთქმის მათზე, ვინც დიადი ერთგულების ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებიან, უსაზღვროდს, განუზომელი ენერგიების მქონე წმინდა სახელს გალობენ. ღმრთეების პიროვნებას, ვისი ენერგიაც უსასრულოა და თვისებები ტრანსცენდენტული, ანანტას [უსაზღვროს] უწოდებენ.

20. დადგენილია, რომ იგი [ღმრთეების პიროვნება] უსაზღვროა და არავინაა მისი თანასწორი. შესაბამისად, მისი აღწერა არავის ძალუძს. დიადი ნახევარღმერთები ლოცვებითაც ვერ მიიღებენ ბედის ქალღმერთის მადლს, ეს ქალღმერთი კი თავად ემსახურება უფალს, თუმცა უფალს ამის სურვილი არ გააჩნია.

21. ვინ შეიძლება იმსახურებდეს უზენაესი უფლის სახელს, თუ არა ღმრთეების პიროვნება შრი კრშნა? ბრაჰმაჯი მისი ფეხის ფრჩხილებიდან გადმოღვრილ წყალს აგროვებდა, რათა უფალი შივასთვის თაყვანისცემით სავსე მისალმების ნიშნად მიერთმია. ეს წყალი [განგა] მთელ სამყაროს წმენდს, უფალი შივას ჩათვლით.

22. უზენაეს უფალ შრი კრშნაზე ნიჯაჭვულ თვითდამორჩილებულ პიროვნებებს ერთბაშად შეუძლიათ მატერიალური მიჯაჭვულობის სამყაროს, უხეში სხეულისა და ნატიფი ჭკუის მიტოვება და წასვლა, რათა განდგომილი ცხოვრების წესით უმაღლეს სრულქმნას ეწიონ, რომელსაც არაძალმომრეობა და განდეგილობა მოჰყვება.

23. ო რშებო, მზესავით ძლევამოსილებო და წმინდებო, ვეცდები ისე აღგიწეროთ ვიშნუს ტრანსცენდენტული გართობები, როგორც ამის უფლებას ჩემი ცოდნა მომცემს. როგორც ჩიტები ფრენენ ცაში იმდენად შორს, რამდენადაც შეუძლიათ, ასევე აღწერენ უფალს სწავლული ერთგულები იმდენად, რამდენადაც შეიცნეს იგი.

24-25. ერთხელ, მშვილდ-ისრით ტყეში სანადიროდ წასული მაჰარაჯა პარიკშიტი ირმების დევნაში ძალზე მოიქანცა, მოშივდა და მოსწყურდა. წყლის ძებნაში სახელგანთქმული შამიკა რშის ქოხში შევიდა და თვალდახუჭული, უსიტყვოდ მჯდომი ბრძენი იხილა.

26. მუნი გრძნობათა ორგანოებს, სუნთქვას, ჭკუასა და გონებას მთლიანად იკავებდა მატერიალური საქმიანობებისაგან და მიაღწია რა უზენაეს აბსოლუტთან თვისობრივი თანასწორობის ტრანსცენდენტალ მდგომარეობას, ტრანსში იყო სამის [სიფხიზლის, ძილისა და უგონო მდგომარეობის] მიღმა.

27. მედიტაციაში მყოფი ბრძენი ხარირემის ტყავით იყო დაფარული და გრძელი, ხშირი თმა მთელ სხეულზე ეყარა. წყურვილისაგან სასაგამშრალმა მეფემ წყალი სთხოვა მას.

28. მეფემ, რომელსაც სათანადოდ არ დახვდნენ, არც დასაჯდომი შესთავაზეს, არც ადგილი, წყალი არ მიართვეს და ტკბილი სიტყვებით არ მიესალმნენ, ჩათვალა, რომ არაფრად აგდებდნენ და განრისხდა.

29. ო ბრაჰმანებო, შექმნილი მდგომარეობის გამო, ბრძენი ბრაჰმანისკენ მიმართული მშიერი და მწყურვალი მეფის ბრაზი და რისხვა არნახული იყო.

30. წასვლისას, შეურაცხყოფილმა მეფემ მშვილდით მკვდარი გველი აიღო და განრისხებულმა ბრძენს დაადო მხარზე. შემდეგ იგი თავის სასახლეში დაბრუნდა.

31. დაბრუნების შემდეგ ფიქრობდა და საკუთარ თავს ეკამათებოდა, მოკრებილი გრძნობებითა და დახუჭული თვალებით ბრძენი მართლაც მედიტაციაში იმყოფებოდა თუ მხოლოდ თავს იკატუნებდა, ვითომ ტრანსში იყო, რათა თავიდან აეცილებინა მდაბიო კშატრიას მიღება.

32. ბრძენს ერთი ვაჟი ჰყავდა, ძალზე ძლევამოსილი, რადგან ბრაჰმანის შვილი იყო. იგი გამოუცდელ ბიჭებთან ერთად თამაშობდა და როდესაც მამის უბედურება შეიტყო, რომელიც მეფემ მოუტანა, მაშინვე ეს სიტყვები წარმოთქვა.

33. [ბრაჰმანის ვაჟმა, შრნგიმ თქვა:] ერთი შეხედეთ მმართველთა ცოდვებს, რომლებიც ყვავებისა და ქოფაკების მსგავსად ბატონების წინააღმდეგ ცოდავენ, მსახურებისათვის დადგენილი წესების მიუხედავად.

34. სამეფო გვარის შთამომავლებს სამართლიანად უწოდებენ ქოფაკებს და მათი ადგილი კარებთანაა. რის საფუძველზე შეუძლიათ ძაღლებს შინ შესვლა და ბატონთან ერთი თეფშიდან ჭამის მოთხოვნა?

35. მას შემდეგ, რაც შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება და ყველას უზენაესი განმგებელი წავიდა და ჩვენი მფარველი აქ არ არის, ეს მეტიჩრები გაიფურჩქნენ. ამიტომ მე ვითავებ ამ საქმეს და დავსჯი მათ.

36. უთხრა რა ეს სიყრმის მეგობრებს, ბრაზისაგან თვალებჩასისხლიანებული რშის ვაჟი მდინარე კაუშიკას წყალს შეეხო და შემდეგი მეხის მსგავსი სიტყვები წარმოთქვა.

37. ბრაჰმანის ვაჟმა ასე დაწყევლა მეფე: დღეიდან მეშვიდე დღეს მფრინავი გველი დაგესლავს დინასტიაში ყველაზე ბილწს [მაჰარაჯა პარიკშიტს], რამეთუ მან მამაჩემის შეურაცხყოფით ქცევის წესები დაარღვია.

38. შემდეგ შინ დაბრუნებულმა ბიჭმა მამის მხარზე გველი დაინახა და მწუხხარებისაგან ხმამაღლა აქვითინდა.

39. ო ბრაჰმანებო, ანგირა მუნის ოჯახში დაბადებულმა რშიმ, გაიგონა რა ვაჟის ტირილი, ნელ-ნელა გაახილა თვალები და კისერზე შემოხვეული გველი დაინახა.

40. მან გვერდზე მოისროლა მკვდარი გველი და ჰკითხა ვაჟს, რისთვის ტიროდა, ხომ არავინ დაუშავა რამე. ამის გაგონებაზე შვილმა აუხსნა, რაც მოხდა.

41. მამამ ვაჟისგან მოისმინა, რომ მას მეფე დაეწყევლა, თუმცა მისი დაგმობა არ შეიძლებოდა, რამეთუ იგი საუკეთესო იყო ადამიანთა შორის. რშის არ მოეწონა ვაჟის საქციელი, პირიქით, ამ სიტყვებით დარდობდა: ვაი! რა ცოდვა ჩაიდინა ჩემმა შვილმა – უმნიშვნელო შეურაცხყოფისათვის სასტიკი სასჯელი არგუნა.

42. ო ჩემო ბიჭო, შენი გონება ჯერ მოუმწიფებელია, ამიტომ არ იცი, რომ მეფე საუკეთესოა ადამიანთა შორის, ღმრთეების პიროვნება სწორია. მას ვერასოდეს გაუტოლებ უბრალო ადამიანს. მისი უძლეველი სიმამაცის წყალობით სახელმწიფოში მოქალაქეთა კეთილდღეობა სუფევს.

43. ჩემო ძვირფასო ბიჭო, მონარქიული წყობა წარმომადგენელია უფლისა, რომელიც ეტლის თვალს ატარებს და როცა ეს წყობა ირღვევა, მთელ სამყაროს ქურდები ავსებენ, რომლებიც მაშინვე ეცემიან ხოლმე მფარველობის გარეშე დარჩენილ ქვეშევრდომებს, როგორც ფარას ჩამორჩენილ ბატკნებს.

44. მონარქიის დასასრულსა და არამზადებისა და ქურდების მიერ ხალხის ძარცვას დიდი საზოგადოებრივი უწესრიგობა მოჰყვება. ხალხს მოკლავენ და დააშავებენ, ცხოველებსა და ქალებს კი მოიტაცებენ. და ყველა ამ ცოდვაზე პასუხს ჩვენ ვაგებთ.

45. ამ დროს ადამიანთა უმრავლესობა სისტემატურად გადაუხვევს მოწინავე ცივილიზაციის გზიდან, უარყოფს რა კასტების მოვალეობებს, სოციალურ წყობასა და ვედურ მიწერილობებს. ამდენად, მათ გრძნობათა დაკმაყოფილებისათვის უფრო მეტად ეკონომიკური განვითარება მიიზიდავთ და შედეგად სამყაროში ძაღლებისა და მაიმუნების დონის არასასურველი მოსახლეობა გამრავლდება.

46. იმპერატორი პარიკშიტი ღვთისმოსავი მეფეა. იგი მეტად სახელოვანია და ღმრთეების პიროვნების სრულყოფილ ერთგულს წარმოადგენს. წმინდანია სამეფო გვარში და მრავალი ცხენის მსხვერპლშეწირვა აქვს შესრულებული. როცა ასეთ მეფეს შიმშილისა და წყურვილისაგან დაღლილ-დაქანცულობა იპყრობს, სულაც არ იმსახურებს წყევლას.

47. შემდეგ რში შეევედრა ყოვლისგამჭოლ ღმრთეების პიროვნებას, მიეტევებინა მისი დაუღვინებელი, უგუნური ბიჭისთვის, დიდი ცოდვა რომ ჩაიდინა ყოველგვარი ცოდვისაგან განთავისუფლებული პიროვნების დაწყევლით, რომელიც დაქვემდებარებული იყო და მფარველობას იმსახურებდა.

48. უფლის ერთგულები იმდენად მომთმენნი არიან, რომ შურისძიებას არასოდეს გაივლებენ გულში, მაშინაც კი, როცა სახელს უტეხენ, ატყუებენ, წყევლიან, აწუხებენ, უარყოფენ ან თუნდაც კლავენ.

49. ასე სწუხდა ბრძენი იმ ცოდვის გამო, რომელიც მისმა ვაჟიშვილმა ჩაიდინა. მეფის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა ძალზე სერიოზულად არც მიუღია.

50. ჩვეულებრივ, ტრანსცენდენტალისტები, სხვათა მიერ მატერიალური სამყაროს ორმაგობებში რომც იყვნენ დასაქმებულნი, მაინ ცარ იტანჯებიან. ისინი არც სიამოვნებას ღებულობენ [ამქვეყნიურით], რამეთუ ტრანსცენდენტულად არიან დაკავებულნი.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Anna
post May 9 2010, 07:04 PM
Post #112


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 177
Joined: 2-August 09
From: Tbilisi
Member No.: 6,005

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman ვედები როგორ ითარგმნება ინგლისურად?? unsure.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post May 9 2010, 08:16 PM
Post #113


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Anna

Vedas - ასე ითარგმნება


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
Anna
post May 9 2010, 09:39 PM
Post #114


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 177
Joined: 2-August 09
From: Tbilisi
Member No.: 6,005

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



serafinapekkala, ეგ არის! smile.gif მადლობა დიდი kiss1.gif kiss1.gif

მოვჩიჩქნი ვიკიპედიას wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 10 2010, 08:51 AM
Post #115


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს არის აუდიოლექცია კალი იუგის სიმპტომების შესახებ (მანამდე შესავალია დროის ციკლურ ბუნებასთან დაკავშირებით):
http://allshares.ge/download.php?id=DF102AF49

ლექცია რუსულ ენაზეა


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 10 2010, 09:30 AM
Post #116


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეცხრამეტე
შუკადევა გოსვამის გამოცხადება


1. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: შინ მიმავალმა მეფემ [მაჰარაჯა პარიკშიტმა] იგრძნო, რომ მის მიერ უნაკლო, ძლევამოსილი ბრაჰმანის მიმართ ჩადენილი საქციელი საზიზღარი და ბარბაროსული იყო. ამის გამო იგი ძალზე დანაღვლიანდა.

2. [მეფე პარიკშიტი ფიქრობდა:] უზენაესი უფლის მითითებათა უგულვებელყოფის გამო უახლოეს მომავალში აუცილებლად რაღაც სიძნელის გადალახვა მომელის. მთელი გუილტ მსურს, უბედურება ახლა დამატყდეს თავს, იქნებ ამ გზით განვთავისუფლდე ცოდვილიანი მოქმედებებისაგან და ამგვარი შეურაცხყოფა აღარასოდეს გავიმეორო.

3. მე უმეცარი და ცოდვილი ვარ, რადგან ბრაჰმანულ კულტურას, ღმერთის ცნობიერებას უარვყოფ და ძროხებს მფარველობას არ ვუწევ. დაე ჩემი სამეფო, ძალა და სიმდიდრე ახლავე დაწვას ბრაჰმანის რისხვის ცეცხლმა, რათა მომავალში ამგვარ უკეთურ სწრაფვას არ დავემორჩილო.

4. ვიდრე ასე ინანიებდა, მეფემ შეიტყო, რომ ბრძენის ვაჟის წყევლის გამო მფრინავი გველის მიერ დაგესლილს მალე სიკვდილი მოელოდა. მეფემ ეს კარგ ამბდ ჩათვალა, რამეთუ ამით იგი ყოველივე მიწიერის მიმართ გულგრილი გახდებოდა.

5. უარყო რა თვითრეალიზაციის ყველა სხვა საშუალება, მაჰარაჯა პარიკშიტი განგის ნაპირზე დაჯდა, რათა ჭკუა კრშნას ცნობიერებაზე მიეპყრო, ვინაიდან კრშნას ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახური უმაღლესი მონაპოვარია, ყველა სხვა მეთოდზე მაღლა მდგომი.

6. ეს მდინარე [განგა, რომლის ნაპირზეც მეფე სამარხულოდ დაჯდა] ყველაზე სასიკეთო წყალს მიაქანებს, რომელშიც უფლის ლოტოსის ტერფების მტვერი და ტულასის ფოთლები ურევია. ამიტომ ეს წყალი შიგნიდან და გარედან ასპეტაკებს სამ სამყაროს, თვით უფალ შივასა და სხვა ნახევარღმერთებსაც. აქედან გამომდინარე, მან, ვისაც სიკვდილი უწერია, ამ მდინარეს უნდა შეაფაროს თავი.

7. ამდენად, მეფემ, პანდავების ღირსეულმა შთამომავალმა, მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და განგის ნაპირას დაჯდა, რათა სიკვდილამდე ემარხულა და თავი მიენდო უფალი კრშნას ლოტოსის ტერფებისათვის, ვისაც განთავისუფლების მინიჭება შეუძლია. ასე რომ, ყოველგვარი ურთიერთობისა და მიჯაჭვულობისაგან განთავისუფლებულმა, ბრძენის აღთქმები დადო.

8. ამ დროს მოწაფეების თანხლებით გონიერნი და დიდი მოაზროვნეები, აგრეთვე ბრძენები, რომელთაც უბრალოდ თავიანთი ყოფნით შეეძლოთ მწირობის ადგილის განწმენდა, სალოცავების მოვლის საბაბით მოვიდნენ.

9-10. სამყაროს სხვადასხვა მხრიდან ჩამოვიდნენ დიადი ბრძენები: ატრი, ჩიავანა, შარადვან, არიშტანემი, ბჰრგუ, ვასიშთჰა, პარაშარა, ვიშვამიტრა, ანგირა, პარაშურამა, უტატთჰია, ინდრაპრამადა, იდჰმავაჰუ, მედჰატითჰი, დევალა, არშტიშენა, ბჰარადვაჯა, გაუტამა, პიპპალადა, მაიტრეია, აურვა, კავაშა, კუმბჰაიონი, დვაიპაიანა და დიადი პიროვნება ნარადა.

11. იქ იყო მრავალი სხვა წმინდა ნახევარღმერთი, მეფე და განსაკუთრებული სამეფო გვარის მმართველები, რომელთაც ეწოდებათ არუნადიები [რაჯარშების განსაკუთრებული დანაყოფი] ბრძენთა სხვადასხვა დინასტიებიდან. როცა ყველანი იმპერატორის [პარიკშიტის] შესახვედრად შეიკრიბნენ, მან ისინი სათანადოდ მიიღო და თავი მიწამდე დახარა.

12. როცა რშები და სხვები მოხერხებულად დასხდნენ, მათ წინაშე მდგომმა მოკრძალებით ხელებდაკრეფილმა მეფემ მოახსენა, რომ სიკვდილამდე მარხვის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.

13. იღბლიანმა მეფემ თქვა: ჩვენ ყველაზე მადლიერნი ვართ იმ მეფეთა შორის, რომელთაც დიადი სულების წყალობის მოპოვება შეუძლიათ. ჩვეულებრივ, თქვენ [ბრძენები] მეფის ხელისუფლებას ნაგვად თვლით, რომელიც შეძლებისდაგვარად შორს უნდა იქნეს გადაყრილი.

14. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, ტრანსცენდენტული და მატერიალური სამყაროების განმგებელმა, მოწყალედ დამატეხა თავს ბრაჰმანთა წყევლა. ოჯახურ ცხოვრებაზე მეტისმეტი მიჯაჭვულობის გამო ჩემს გადასარჩენად უფალი ასეთი სახით გამომეცხადა, რამეთუ მხოლოდ შიშის გამო თუ განვუდგები სამყაროს.

15. ო ბრაჰმანებო, მლიანად მინდობილ სულად ჩამთვალეთ და დაე, დედა განგამ, უფლის წარმომადგენელმაც ასე მიმიღოს, რამეთუ მე უკვე მოვითავსე გულში უფლის ტერფები. დაე, ახლავე დამგესლოს მფრინავმა გველმა, თუ ბრაჰმანის მიერ შექმნილმა სხვა ჯადოსნურმა ქმნილებამ. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ყველამ უფალ ვიშნუს საქმეების დიდება განაგრძოთ.

16. კვლავ თაყვანს გცემთ ყველა ბრაჰმანს და ვლოცულობ, თუ კვლავ მატერიალურ სამყაროში მომიხდა დაბადება, მსურს განუყრელად მივეჯაჭვო უსასრულო უზენაეს უფალს, მის ერთგულებთან ურთიერთობა ვიქონიო და ყველა ცოცხალ არსებასთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდეს.

17. სრულყოფილად თვითდამორჩილებული მაჰარაჯა პარიკშიტი ბალახის საფენზე დაჯდა, რომლის ფესვებიც აღმოსავლეთს უყურებდა. თვითონ პირი ჩრდილოეთისაკენ ქნა. ცოტა ხნით ადრე მან სამეფოს მმართველობა თავის ვაჟს გადასცა.

18. ამრიგად, მეფე, მაჰარაჯა პარიკშიტი დაჯდა, რომ სიკვდილამდე ემარხულა. მაღალი პლანეტების ყველა ნახევარღმერთმა ადიდა მეფის მოქმედება და გახარებულები განუწყვეტლივ ყრიდნენ დედამიწაზე ყვავილებს და დოლებს სცემდნენ.

19. იქ შეკრებილი ყველა ბრძენიც ხოტბას ასხამდა მაჰარაჯა პარიკშიტის გადაწყვეტილებას და მათ თავიანთი მოწონება გამოხატეს სიტყვებით “ძალიან კარგი”. ბრძენებს ბუნებრივად ახასიათებთ ჩვეულებრივი ადამიანებისათვის სიკეთის კეთება, რამეთუ ისინი უზენაესი უფლის ყველა თვისობრივ ძალას ფლობენ. ამიტომ მაჰარაჯა პარიკშიტის, უფლის ერთგულის ნახვა ძალზე ეამათ და შემდეგი რამ უთხრეს.

20. [ბრძენებმა თქვეს:] ო მთავარო პანდუს დინასტიის წმინდა მეფეთა შორის, რომლებიც მტკიცედ მიჰყვებიან უფალ შრი კრშნას! სულაც არ არის განსაცვიფრებელი, რომ შენ ღმრთეების პიროვნებასთან მარადიული ურთიერთობების მისაღწევად მიატოვე შენი ტახტი, რომელიც უამრავ მეფეთა ჩაფხუტებით იყო მორთული.

21. ჩვენ ყველანი აქ დავიცდით, ვიდრე უფლის ყველაზე გამოჩენილი ერთგული, მაჰარაჯა პარიკშიტი უმაღლეს პლანეტაზე დაბრუნდება, რომელიც სრულიად თავისუფალია ყოველგვარი მიწიერი უწმინდურებისა და დარდისგან.

22. დიადი ბრძენების ნათქვამი ძალზე საამო მოსასმენი გახლდათ, რამეთუ ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა და როგორც სრულყოფილი ჭეშმარიტება, შესაფერისად იყო წარმოდგენილი. ასე რომ, მათი მოსმენის შემდეგ, სურდა რა უფალი შრი კრშნას, ღმრთეების უზენაესი პიროვნების მოქმედებების შესახებ მოსმენა, მაჰარაჯა პარიკშიტი დიად ბრძენებს მიესალმა.

23. მეფემ თქვა: ო დიადო ბრძენებო, სამყაროს ყველა მხრიდან მოსულები მოწყალედ შეიკრიბეთ აქ. თქვენ ისეთივე კარგები ხართ, როგორც გაპიროვნებული უმაღლესი ცოდნა, რომელიც სამი სამყაროს მაღლა არსებულ პლანეტაზე [სატიალოკაზე] ბინადრობს. ამიტომ ბუნებით მოგდევთ, რომ სხვებისათვის სიკეთის კეთების გარდა სხვა ინტერესი არა გაქვთ რა, არც ამ ცხოვრებაში და არც მომავალში.

24. ო ნდობის ღირსო ბრაჰმანებო, მე ახლა ჩემი უშუალო მოვალეობის შესახებ გეკითხებით. გთხოვთ, კარგად დაფიქრდით და მიპასუხეთ, რაში მდგომარეობს ნებისმიერ ვითარებაში თითოეულის წმინდა მოვალეობა, განსაკუთრებით მათი, ვინც სიკვდილის კართან დგანან.

25. ამ დროს იქ გამოჩნდა ვიასადევას ძლევამოსილი ვაჟი, რომელიც ყველაფრისადმი გულგრილი და საკუთარ თავში კმაყოფილი დედამიწაზე დამოგზაურობდა. იგი ცხოვრების რაიმე სოციალურ წესთან ან სტატუსთან კავშირის არავითარ ნიშნებს არ ავლენდა. ქალებითა და ბავშვებით იყო გარშემორტყმული და ისე ეცვა, თითქოს ყველას მიერ უგულვებელყოფილი იყო.

26. ვიასადევას ვაჟი მხოლოდ თექვსმეტი წლისა იყო. ფეხები, ხელები, თეძოები, მკლავები, მხრები, შუბლი და სხეულის სხვა ნაწილები დახვეწილი ფორმისა ჰქონდა, თვალები - მშვენიერი და ფართო, ხოლო ცხვირი და ყურები – მომხიბვლელი, სახე – მეტად მიმზიდველი, კისერი – ნატიფი ფორმისა და ნიჟარასავით ლამაზი.

27. ლავიწის ძვლები კუნთებით ჰქონდა დაფარული, მკერდი – ფართო და გამობერილი, ჭიპი ღრმა და მუცელი – ლამაზად დაკეცილი. გრძელი ხელები ამშვენებდა და ხვეული თმა მომხიბვლელ პირისახეზე ეყარა. ტანზე არაფერი ემოსა და სხეულის ფერით უფალ კრშნას მოგაგონებდათ.

28. კანის ფერი მუქი ჰქონდა და ყმაწვილურად ლამაზი იყო. მომხიბვლელი სხეულითა და მომაჯადოებელი ღიმილით ქალებს იზიდავდა. თუმცა იგი თავის ბუნებრივ სიდიადეს ფარავდა, ყველა იქ მყოფი დიადი ბრძენი ფიზიოგნომიის ხელოვნებაში გამოცდილი იყო, ამიტომ ფეხზე ადგომით სცეს მას პატივი.

29. მაჰარაჯა პარიკშიტმა, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც ვიშნურატა [ის, ვისაც მუდამ ვიშნუ მფარველობს], თავი დახარა, რათა მთავარი სტუმარი – შუკადევა გოსვამი მიეღო. ამ დროს ყველა უმეცარმა ქალმა და ბიჭმა თავი ანება შრილა შუკადევას დევნას. მიიღო რა ყველასგან პატივისცემა, შუკადევა გოსვამიმ თავისი ამაღლებული ადგილი დაიკავა.

30. შემდეგ შუკადევა გოსვამის წმინდანი ბრძენები და ნახევარღმერთები შემოეხვივნენ, სწორედ ისე, როგორც მთვარეს ეხვევიან ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა ზეციური სხეულები. იგი დიდებულად გამოიყურებოდა და ყველას მხრიდან პატივისცემას იმსახურებდა.

31. ბრძენი შრი შუკადევა გოსვამი სრულიად მშვიდად იჯდა. გონებამოკრებილი მზად იყო, უყოყმნანოდ გაეცა პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე. დიადი ერთგული, მაჰარაჯა პარიკშიტი მიუახლოვდა, პატივისცემით დაიხარა მის წინაშე და ხელებდაკრეფილმა საამო სიტყვებით თავაზიანად მიმართა.

32. იღბლიანმა მეფე პარიკშიტმა თქვა: ო ბრაჰმანო, მხოლოდ შენი წყალობით გაგვწმინდე ჩვენ, გვაქციე რა მწირობის ადგილებად. ყველაფერი ეს შენი აქ ყოფნით მოიმოქმედე, მოხვედი რა როგორც ჩემი სტუმარი. შენი წყალობით ჩვენ, უღირსმა მმართველებმა, ერთგული მსახურების უფლება მოვიპოვეთ.

33. უბრალოდ შენი გახსენებითაც კი ჩვენი სახლები წამში იწმინდება. და რაღა გვეთქმის შენს დანახვაზე, შეხებაზე, შენი წმინდა ტერფების განბანვაზე და ჩვენს სახლში შენთვის დასაჯდომი ადგილის შეთავაზებაზე?

34. ო წმინდანო! ო დიადო მისტიკოსო! როგორც ურწმუნო ვერ გაძლებს იქ, სადაც ღმრთეების პიროვნება იმყოფება, ასევე შენი ყოფნაც უმალვე სპობს ადამიანის უნებლიე ცოდვებსაც კი.

35. უფალმა კრშნამ, ღმრთეების პიროვნებამ, რომელიც ძალზე ძვირფასია მეფე პანდუს შვილებისთვის, თავისი დიადი ბიძაშვილების და ძმების საამებლად იმ ნათესავთა რიცხვში მიმიღო.

36. სხვაგვარად [უფალი კრშნას შთაგონების გარეშე] როგორ შეგეძლო შენი ნებით აქ გამოცხადება, თუმცა კი ყველგან მოგზაურობ უბრალო კაცთაგან გამოუცნობლად და უჩინარი ხარ ჩვენთვის, სიკვდილის პირას მყოფთათვის?

37. შენ დიადი წმინდანებისა და ერთგულების სულიერი მოძღვარი ხარ. ამიტომ გევედრები, მიჩვენე სრულქმნის გზა ყველასათვის და განსაკუთრებით კი მისთვის, ვინც სიკვდილის პირას დგას.

38. მითხარი, გეთაყვა, რისი მოსმენა, გალობა და ხსპვნა მართებს ადამიანს, ვის უნდა ეთაყვანებოდეს და ამასთანავე, რისი გაკეთება არ მართებს. გთხოვ, ამიხსენი ყოველივე.

39. ო ძლევამოსილო ბრაჰმანო, ამბობენ, რომ შენ იმდენი ხნით რჩები ხალხის სახლებში, რამდენიც მათ ძროხის მოსაწველად ესაჭიროებათ.

40. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: ასე ტკბილად ესაუბრებოდა და ეკითხებოდა მეფე ბრძენს. შემდეგ დიადმა და ძლევამოსილმა ვიასადევას ვაჟმა, რომელმაც რელიგიის პრინციპები იცოდა, პასუხის გაცემა დაიწყო.


ამით მთავრდება "შრიმად ბჰაგავატამის" პირველი სიმღერის მეორე ნაწილი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 10 2010, 11:49 AM
Post #117


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გავაკეთებ ერთგვარ შეჯამებას და დავდებ ყველა იმ ტექსტს, რისი ქართული ვერსიებიც მაქვს.

"ბჰაგავად გიტა"
"შრიმად ბჰაგავატამი" (1 სიმღერის 1 და 2 ნაწილები)
კრშნას დაბადება
კრშნა და ქრისტე
შრი იშა-უპანიშადი
შრი შიკშაშტაკა
ვედების მორფოლოგია
ვედური კოსმოგრაფია
დრო
ბგერის მნიშვნელობა ვედებში
"ადამი და ევა"
უფლის სამსახური

http://allshares.ge/download.php?id=737E413145
http://www.bin.ge/file/146895/veda.rar.html

ველოდები წინადადებებს და შეკითხვებს...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Anna
post May 10 2010, 02:22 PM
Post #118


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 177
Joined: 2-August 09
From: Tbilisi
Member No.: 6,005

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman რამდენი გიმუშავია?! good.gif good.gif


ცოტა ხანში მოვჩები ახალ აღთქმას (გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გადავავლო თვალი, თორემ ადრე მხატვრული ნაწარმოებივით ვკითხულობდი), და მერე კარგი მასალა მაქვს ვატყობ ასათვისებელი smile.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 11 2010, 08:24 AM
Post #119


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ბჰაგავად-გიტა, როგორც ასეთი" მიღებულია ამ მოწაფეობრივი თანმიმდევრობით (ანუ ის მოწაფეობრივი ხაზი, რომელსაც გაურა სამპრადაი ეწოდება, ასე გამოიყურება):

1. კრშნა
2. ბრაჰმა
3. ნარადა
4. ვიასა
5. მადჰვა
6. პადმანაბჰა
7. ნრჰარი
8. მადჰავა
9. აკშობჰია
10. ჯაია ტირთჰა
11. ჯნანასინდჰუ
12. დაიანიდჰი
13. ვიდიანიდჰი
14. რაჯენდრა
15. ჯაიადჰარმა
16. პურუშოტტამა
17. ბრაჰმანია ტირთჰა
18. ვიასა ტირთჰა
19. ლაკშმიპატი
20. მადჰავენდრა პური
21. იშვარა პური, (ნიტიანანდა ადვაიტა)
22. უფალი ჩაიტანია
23. რუპა, (სვარუპა, სანატანა)
24. რაგჰუნათჰა, ჯივა
25. კრშნადასა
26. ნაროტტამა
27. ვიშვანათჰა
28. (ბალადევა), ჯაგანნათჰა
29. ბჰაკტივინოდა
30. გაურაკიშორა
31. ბჰაკტისიდდჰანტა სარასვატი
32. ბჰაკტივედანტა სვამი პრაპჰუპადა


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 11 2010, 12:19 PM
Post #120


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა კი დავდებ "ბჰაგავად-გიტას" ბოლო თავის ყველაზე საკრალურ მონაკვეთს, ოღონდ დავდებ პრაპჰუპადას კომენტარებით, იმიტომ რომ ეს არის თითქოს მარტივი, მაგრამ ურთულესი ცოდნა, რომელსაც ჩნენი გონება ისე იღებს როგორც აწყობს (თუ მიიღო საერთოდ) და არა ისე როგორც სინამდვილეშია. ამიტომაც ვუსმინოთ შრილა პრაპჰუპადას განმარტებებს smile.gif ამ სიტყვებშია ყველა რელიგიის უმთავრესი არსი და მიზანი. ასევე თავად ბჰაგავად-გიტას დასკვნა და საბოლოო მიზანი.






18.61 უზენაესი უფალი ყველას გულში იმყოფება, ო არჯუნა, და წარმართავს ყოველი ცოცხალი არსების ხეტიალს, რომლებიც თითქოსდა მატერიალური ენერგიისგან შექმნილ მანქანაში სხედან.

განმარტება: არჯუნა უმაღლესი მცოდნე არ გახლდათ და მისი გადაწყვეტილება, ებრძოლა თუ არ ებრძოლა, მისი მოქმედების შეზღუდული თავისუფლებით იყო შემოფარგლული. უფალი კრშნა ასწავლიდა მას, რომ ინდივიდუალური არსება ყველაფერი არ არის. ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ანუ თავად კრშნა, როგორც ლოკალიზებული ზესული, გულში ზის, რათა წარუძღვეს ცოცხალ არსებას. სხეულების გამოცვლის შემდეგ ცოცხალ არსებას ავიწყდება წარსული საქმეები, მაგრამ ზესული, როგორც წარსულის, აწმყოსა და მომავლის მცოდნე, ყოველი მისი საქმიანობის მოწმეა, ამიტომ ცოცხალი არსებების ყოველ საქმიანობას ზესული წარმართავს. ცოცხალი არსება ღებულობს იმას, რასაც იმსახურებს დამ ას მატერიალური სხეული დაატარებს, რომელიც ზესულის ხელმძღვანელობით იქმნება მატერიალურ ენერგიაში. როგორც კი ცოცხალი არსება გარკვეული სახის სხეულში თავსდება, იძულებულია იშრომოს ამ სხეულის პირობების თანახმად. მაღალი სისწრაფის მქონე ავტომობილში მჯდომი ადამიანი უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე ის, ვინც ნელ ავტომობილში ზის, თუმცაღა ცოცხალი არსებები, მძღოლები, ერთნაირები არიან. სწორედ ასევე, უზენაესი სულის ბრძანებით მატერიალური ბუნება ქმნის გარკვეული სახის სხეულს გარკვეული სახის ცოცხალი არსებებისთვის, რათა მან საკუთარი წარსული სურვილების თანახმად შრომა შეძლოს. ცოცხალი არსება დამოუკიდებელი არ არის. ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნებისგან დამოუკიდებელია. ინდივიდუალურ არსებას მუდამ უფალი განაგებს, ამიტომ ადამიანის ვალია მიენდოს მას, რისკენაც მომდევნო ლექსი მოგვიწოდებს.

18.62 ო ბჰარატას შთამომავალო, ბოლომდე მიენდე მას. მისი წყალობით შენ ტრანსცენდენტულ სიმშვიდეს და უმაღლეს და მარადიულ სავანეს მოიპოვებ.

განმარტება: ამიტომ ცოცხალი არსება უნდა მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რომელიც ყველას გულში იმყოფება და მატერიალური ყოფიერების ყოველგვარი ტანჯვისაგან შვებას ანიჭებს მს. ასეთი მინდობით იგი არა მხოლოდ განთავისუფლდება ცხოვრების ყოველი ტანჯვისგან, არამედ ბოლოს უზენაეს ღმერთს მიაღწევს. ვედურ ლიტერატურაში (რიგ ვედა 1.22.20) ტრანსცენდენტული სამყარო აღწერილია, როგორც “ტად ვიშნოჰ პარამამ პადამ. ვინაიდან მთელი სამყარო ღმერთის სასუფეველია, ყოველი მატერიალური სინამდვილეში სულიერია, მაგრამ პარამამ პადამ განსაკუთრებით ეხება მარადიულ სავანეს, რომელსაც სულიერი ზეცა, ანუ ვაიკუნთჰა ეწოდება.

ბჰაგავად-გიტას მეთხუთმეტე თავში ნათქვამია, სარვასია ჩაჰამ ჰრდი სანნვიშთჰაჰ: უფალი ყველას გულში იმყოფება. ამრიგად, რჩევა, რომ ცოცხალი არსება გულში მყოფ ზესულს უნდა მიენდოს, ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, კრშნას. არჯუნამ კრშნა უკვე მიიღო უზენაესად. მან ის მეათე თავში აღიარა, როგორც პარამ ბრაჰმა პარამ დჰამა. არჯუნამ კრშნა ღმრთეების უზენაეს პიროვნებად და ყოველი ცოცხალი არსების უმაღლეს სავანედ სცნო, არა მხოლოდ პირადი გამოცდილების საფუძველზე, არამედ ისეთი დიადი ავტორიტეტების მტკიცებით, როგორებიც არიან ნარადა, ასიტა, დევალა და ვიასა.

18.63 ამრიგად მე კიდევ უფრო საკრალური ცოდნა გადმოგეცი. ბოლომდე აწონ-დაწონე და შემდეგ გააკეთე, რაც გსურს.

განმარტება: უფალმა უკვე განუმარტა არჯუნას ბრაჰმა-ბჰუტას ცოდნა. ის, ვინც ბრაჰმა-ბჰუტას მდგომარეობაშია, სიხარულით არის აღსავსე; არასოდეს გლოვობს და არც არაფერი სურს. ამის მიზეზი საკრალური ცოდნაა. გარდა ამისა, კრშნამ ზესულზე ცოდნაც ახსნა. ესეც ბრაჰმანის ცოდნა, ანუ ცოდნაა ბრაჰმანზე, მაგრამ იგი უფრო მაღალია.

აქ სიტყვები იათჰეჩჩჰასი ტათჰა კურუ – “შეგიძლია იმოქმედო ისე, როგორც გსურს” – მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთი არ ერევა ცოცხალი არსების მცირე დამოუკიდებლობაში. ბჰაგავად-გიტაში უფალი ყოველმხრივ განმარტავს, როგორ შეუძლია ცოცხალ არსებას ცხოვრების მდგომარეობის ამაღლება. საუკეთესო რჩევა, რომელიც არჯუნას მიეცა, ისაა, რომ იგი უნდა მიენდოს გულში მყოფ ზესულს. სწორი განსჯის შედეგად ცოცხალი არსება ზესულის ბრძანების თანახმად მოქმედებაზე უნდა დათანხმდეს. ეს დაეხმარება მას მუდამ კრშნას ცნობიერებაში, ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი სრულქმნის საფეხურზე ყოფნაში. არჯუნას უშუალოდ ღმრთეების პიროვნება უბრძანებს ბრძოლას. ღმრთეების უზენაესი პიროვნებისადმი მინდობა ცოცხალი არსებების უმაღლესი კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი, და არა უზენაესის კეთილდღეობისთვის. მინდობამდე ცოცხალ არსებას უფლება აქვს, იფიქროს ამ საკითხზე იმდენად, რამდენის საშუალებასაც მისი გონება აძლევს; ეს ღმრთეების უზენაესი პიროვნების დარიგებების მიღების საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ასეთი დარიგებები გვეძლევა სულიერი მოძღვრის, კრშნას ჭეშმარიტი წარმომადგენლის მიერ.

18.64 ვინაიდან შენ ჩემი ძვირფასი მეგობარი ხარ, მე ჩემს უმაღლეს დარიგებას გაძლევ, ყველაზე საკრალურ ცოდნას მთელ ცოდნათა შორის. მისმინე, ვინაიდან ამას შენი სიკეთისთვის ვლაპარაკობ.


განმარტება: უფალმა მისცა არჯუნას საკრალური ცოდნა (ცოდნა ბრაჰმანზე), კიდევ უფრო საკრალური ცოდნა (ყველას გულში მყოფ ზესულზე), ახლა კი ცოდნის ყველაზე საკრალურ ნაწილს აძლევს მას: უბრალოდ მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას. მეცხრე თავის ბოლოს მან თქვა, მან-მანაჰ “უბრალოდ ყოველთვის ჩემზე იფიქრე”. აქ განმეორებულია იგივე დარიგება, რათა ხაზი გაესვას ბჰაგავად-გიტას მოძღვრების არსს. ეს არსი არ ესმის უბრალო ადამიანს, მაგრამ ესმის მას, ვინც მართლაც მეტად ძვირფასია კრშნასთვის, კრშნას წმინდა ერთგულს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დარიგებაა მთელ ვედურ ლიტერატურაში. რასაც კრშნა ამასთან დაკავშირებით ამბობს, ცოდნის ყველაზე არსებით ნაწილს წარმოადგენს და ეს უნდა შეასრულოს არა მხოლოდ არჯუნამ, არამედ ყოველმა ცოცხალმა არსებამ.

18.65 მუდამ იფიქრე ჩემზე, გახდი ჩემი ერთგული, თაყვანი მეცი და ემთხვიე მიწას ჩემს წინაშე. ასე უცილობლად მოხვალ ჩემთან. მე გპირდები ამას, ვინაიდან შენ ჩემი მეტად ძვირფასი მეგობარი ხარ.

განმარტება: ცოდნის ყველაზე საკრალური ნაწილი ისაა, რომ ცოცხალი არსება კრშნას წმინდა ერთგული გახდეს, მუდამ მასზე იფიქროს და მისთვის იმოქმედოს. იგი ფორმალური მედიტაციით არ უნდა იყოს დაკავებული. სიცოცხლე ისე უნდა მოაწყოს, რომ ყოველთვის შეძლოს კრშნაზე ფიქრი. მუდამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ მთელი მისი ყოველდღიური საქმიანობები კრშნასთან იყოს დაკავშირებული. ისე უნდა მოიწყოს ცხოვრება, რომ ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ კრშნაზე იფიქროს და უფალი გვპირდება, რომ ის, ვინც კრშნას ასეთ წმინდა ცნობიერებაში იქნება, აუცილებლად დაუბრუნდება კრშნას სავანეს, სადაც კრშნასთან უშუალო ურთიერთობაში მოქმედებს. კრშნამ არჯუნას უამბო ცოდნის ეს ყველაზე საკრალური ნაწილი, ვინაიდან იგი კრშნას ძვირფასი მეგობარია. ის, ვინც არჯუნას გზას გაჰყვება, გახდება კრშნას ძვირფასი მეგობარი და არჯუნას სრულქმნას მიაღწევს.

ეს სიტყვები ხაზს უსვამს იმას, რომ ცოცხალმა არსებამ ჭკუა კრშნას უნდა მიაპყროს. სწორე დიმ ფორმას, რომელიც ორი ხელით ფლეიტას ატარებს, მშვენიერი სახის მქონე მოლურჯო ფერის ბიჭს, ფარშევანგის ბუმბული რომ აქვს თმებში. კრშნა აღწერილია ბრაჰმა სამჰიტაში და სხვა ნაწარმოებებში. ცოცხალმა არსებამ ჭკუა ღმრთეების ამ თავდაპირველ სახეს, კრშნას უნდა მიაპყროს. უფლის სხვა სახეებზეც არ უნდა გაექცეს ყურადღება. უფალს უამრავი სახე აქვს, როგორიცაა ვიშნუ, ნარაიანა, რამა, ვარაჰა და სხვ., მაგრამ ერთგულმა ჭკუა უნდა მიაპყროს იმ ფორმას, რომელიც არჯუნას წინაშე იმყოფებოდა. კრშნას ფორმაზე ჭკუის მიპყრობა ცოდნის ყველაზე საკრალურ ნაწილს შეადგენს და ეს კრშნამ გაუნდო არჯუნას, ვინაიდან არჯუნა კრშნას უძვირფასესი მეგობარია.

18.66 მიატოვე ყველა სახის რელიგია და უბრალოდ მე მომენდე. მე გიხსნი ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისგან. ნუ გეშინია.

განმარტება: უფალმა განმარტა მრავალი სახის ცოდნა და რელიგიის პროცესები: ცოდნა უზენაეს ბრაჰმანზე, ზესულზე, ცოდნა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საფეხურებსა და მდგომარეობებზე, ცოდნა განდეგილის ცხოვრების წესზე, განჯაჭვულობაზე, გრძნობებისა და ჭკუის კონტროლზე, მედიტაციაზე და ა.შ. მან სხვადასხვა სახით დაახასიათა სხვადასხვა სახის რელიგიები. ახლა კი ბჰაგავად-გიტის დასკვნად უფალი ამბობს, რომ არჯუნამ აქამდე მისთვის აღწერილი ყოველი გზა უნდა მიატოვოს; იგი უბრალოდ უნდა მიენდოს კრშნას. ასეთი მინდობა იხსნის მას ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისაგან, ვინაიდან უფალი პირადად პირდება მას მფარველობას.

მეშვიდე თავში ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ ის, ვინც ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან განთავისუფლდა, შეძლებს უფალი კრშნას თაყვანისცემას. ამრიგად, კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ თუკი იგი განწმენდილი არ არის ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან, კრშნას ვერ მიენდობა. ასეთი ეჭვების შესახებ ნათქვამია, რომ ისიც კი, ვინც ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან განწმენდილი არ არის, თუკი უბრალოდ მიენდობა შრი კრშნას, თავისთავად განიწმინდება. ცოდვითი რეაქციებისაგან თავის განწმენდისათვის თავგადმოდებული ძალისხმევა საჭირო არ არის. ცოცხალმა არსებამ უყოყმანოდ უნდა სცნოს კრშნა ყოველი ცოცხალი არსების უმაღლეს მხსნელად. იგი რწმენითა და სიყვარულით უნდა მიენდოს მას.

კრშნასადმი მინდობის გზა აღწერილია ჰარი-ბჰაკტი-ვილასაში (11.676). ერთგული სამსახურის შესასრულებლად უნდა მივიღოთ უბრალოდ ის რელიგიური პრინციპები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, უფლის ერთგულ სამსახურამდე მიგვიყვანს. ადამიანმა შეიძლება შეასრულოს მასზე დაწესებული კონკრეტული მოვალეობა, საზოგადოებრივ წყობაში მისი მდგომარეობის თანახმად, მაგრამ თუკი თავისი მოვალეობის შესრულების შედეგად ვერ მიაღწევს კრშნას ცნობიერების საფეხურს, ყოველი მისი მოქმედება ფუჭი ყოფილა. უნდა ვერიდოთ ყველაფერს, რასაც კრშნას ცნობიერების სრულქმნის საფეხურამდე არ მივყავართ. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ნებისმიერ პირობებში კრშნა ყოველგვარი სირთულეებისგან დაიცავს მას. მას არ სჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაიტანოს სხეული და სული ერთად. კრშნა ამაზეც იზრუნებს. ადამიანმა ყოველთვის უმწეოდ უნდა იგრძნოს თავი და კრშნა ცხოვრებაში წინსვლის ერთადერთ წყაროდ ჩათვალოს. როგორც კი ცოცხალი არსება კრშნას სრული ცნობიერებით სერიოზულად დაიწყებს უფლის ერთგულ სამსახურს, უმალვე განიწმინდება მატერიალური ბუნების ყოველგვარი უწმინდურობისაგან. არსებობს რელიგიის სხვადასხვა პროცესები და განმწმენდი პროცესები ცოდნის დაგროვების, მისტიური იოგას სისტემაში მედიტაციის და სხვათა საშუალებით, მაგრამ მას, ვინც კრშნას მიენდობა, ამდენი მეთოდის შესრულება არ დასჭირდება. კრშნასადმი უბრალო მინდობა იხსნის მას დროის ფუჭი კარგვისაგან. ამრიგად უმალ მიაღწევს სრულ პროგრესს და განიწმინდება ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან.

ცოცხალ არსებას უნდა იზიდავდეს კრშნას მშვენიერი გარეგნობა. მისი სახელია კრშნა, ვინაიდან ყოვლისმიმზიდველია. იღბლიანია ის, ვისაც კრშნას მშვენიერი, ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლე გარეგნობა იზიდავს. არსებობს სხვადასხვა სახის ტრანსცენდენტალისტები – ზოგიერთი იმპერსონალური ბრაჰმანის ხედვასაა მიჯაჭვული, ზოგიერთს ნიშან-თვისება ზესული იზიდავს და ა.შ. მაგრამ ის, ვისაც ღმრთეების უზენაესი პიროვნების პიროვნული ნიშან-თვისება, და ყველაფერს გარდა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, თავად კრშნა იზიდავს, ყველაზე სრულყოფილი ტრანსცენდენტალისტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრული ცნობიერებით კრშნას ერთგული სამსახური ცოდნის ყველაზე საკრალური ნაწილია, რაც მთელ ბჰაგავად-გიტას არსს წარმოადგენს. კარმა-იოგებს, ემპირიულ ფილოსოფოსებს, მისტიკოსებს და ერთგულებს – ყველას ტრანსცენდენტალისტები ეწოდებათ, მაგრამ წმინდა ერთგული საუკეთესოა მათ შორის. უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ნახმარი განსაკუთრებული სიტყვები მა შუჩაჰ “ნუ გეშინია, ნუ ყოყმანობ, ნუ ღელავ.” ადამიანი შეიძლება შეაშფოთოს იმან, თუ როგორ უნდა მიატოვოს დანარჩენი რელიგიები და უბრალოდ მიენდოს კრშნას, მაგრამ ასეთი მღელვარება ამაოა.

18.67 ეს საკრალური ცოდნა არასოდეს უნდა აუხსნა მათ, ვინც არ არიან ასკეტურნი, ერთგულნი, ვინც ერთგულ სამსახურს არ ასრულებენ ან მათ, ვისაც ჩემი შურთ.

განმარტება: მათთვის, ვისაც რელიგიურ პროცესთა ასკეზები არ გაუვლიათ, ვისაც არასოდეს უცდიათ კრშნას ცნობიერებაში ერთგული სამსახური, ვისაც წმინდა ერთგულის მიმართ მზრუნველობა არასოდეს გამოუჩენიათ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც კრშნა ისტორიულ პიროვნებად მიაჩნიათ ან შურთ კრშნას სიდიადის, არ შეიძლება ცოდნის ამ ყველაზე საკრალური ნაწილის მოყოლა. მაგრამ ზოგჯერ დემონური ხალხიც კი, რომელთაც შურთ კრშნასი და სხვა მიზნით სცემენ კრშნას თაყვანს, ბიზნესის სახით ბჰაგავად-გიტას ინტერპრეტაციის პროფესიას ჰკიდებენ ხელს. მაგრამ ის, ვისაც სინამდვილეში სურს კრშნას შეცნობა, უნდა ერიდოს ბჰაგავად-გიტას ასეთ კომენტარებს. სინამდვილეში ავხორც ხალხს ბჰაგავად გიტას მიზნის გაგება არ შეუძლია. შეიძლება ადამიანი ავხორციც არ იყოს და მკაცრად ასრულებდეს ვედურ წმინდა წერილებში დაწესებულ ეპითიმიებს, მაგრამ თუკი ერთგული არ არის, კრშნას გაგება მას არ შეუძლია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს თავი კრშნას ერთგულად მოაქვს, მაგრამ არ ასრულებს კრშნას ცნობიერების საქმიანობას, კრშნას შეცნობა მასაც არ ძალუძს. მრავალ ხალხს შურს კრშნასი, ვინაიდან ბჰაგავად-გიტაში მან განმარტა, რომ იგია უზენაესი და არავინ არის მასზე მაღალი ან მისი თანასწორი. არსებობს მრავალი ადამიანი, რომელთაც შურს კრშნასი. არ შეიძლება მათთვის ბჰაგავად-გიტას მოყოლა, ვინაიდან ისინი ამას ვერ გაიგებენ. ურწმუნო ადამიანს არ შეუძლია ბჰაგავად-გიტას და კრშნას გაგება. თუკი ადამიანი არ შეიცნობს კრშნას ავტორიტეტული წმინდა ერთგულისგან, ბჰაგავად-გიტას კომენტირება არ უნდა სცადოს.



18.68 მას, ვინც ამ უმაღლეს საიდუმლოს უხსნის ერთგულებს, განაღდებული აქვს წმინდა ერთგული სამსახური და საბოლოოდ იგი ჩემთან ბრუნდება.

განმარტება: საზოგადოდ რეკომენდებულია, რომ ბჰაგავად-გიტაზე მსჯელობა მხოლოდ ერთგულთა წრეში არის საჭირო, ვინაიდან არაერთგულებს არ ესმით არც კრშნა და არც ბჰაგავად-გიტა. ისინი, ვინც არ აღიარებენ კრშნას, როგორც ასეთს და ბჰაგავად გიტას, როგორც ასეთს, არ უნდა ცდილობდნენ ბჰაგავად-გიტას თვითნებურად განმარტებასა და მკრეხელობას. ბჰაგავად-გიტა უნდა ავუხსნათ მათ, ვინც მზად არიან კრშნა ღმრთეების უზენაეს პიროვნებად სცნონ. ეს საკითხი მხოლოდ ერთგულებისთვის არის და არა სპეკულაციური ფილოსოფოსებისთვის. მაგრამ ის, ვინც გულწრფელად ცდილობს ბჰაგავად-გიტას ჭეშმარიტი სახით წარმოდგენას, წარმატებას მიაღწევს ერთგულ სამსახურში და წმინდა ერთგულების მდგომარეობამდე ამაღლდება. ასეთი წმინდა ერთგულების შედეგად იგი აუცილებლად დაბრუნდება შინ, ღმრთეებასთან.

18.69 ამ სამყაროში ჩემთვის მასზე ძვირფასი მსახური არ არსებობს და ვერც ვერავინ იქნება ოდესმე მასზე ძვირფასი.

18.70 და მე ვაცხადებ, რომ ის, ვინც ამ ჩვენს საკრალურ საუბარს სწავლობს, გონებით თაყვანს მცემს მე.

18.71. ის კი, ვინც რწმენითა და შურის გარეშე ისმენს, იწმინდება ცოდვითი რეაქციებისაგან და აღწევს სასიკეთო პლანეტებს, სადაც ღვთისმოსავნი ცხოვრობენ.

განმარტება: ამ თავის სამოცდამეშვიდე ლექსში უფალი გარკვევით გვიკრძალავს არ მოვუყვეთ გიტა მათ, ვისაც უფლის შურთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბჰაგავად-გიტა მხოლოდ ერთგულებისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ ზოგჯერ უფლის ერთგული ღია გაკვეთილებს ატარებს, დამსწრეთა შორის კი შეიძლება ყველა ერთგული არ იყოს. რატომ ატარებენ ისინი ღია გაკვეთილებს? აქ განმარტებულია, რომ თუმცა ყველა ერთგული არ არის, მაინც არსებობს მრავალი ადამიანი, რომელთაც არ შურთ კრშნასი. მათ სჯერათ, რომ იგი ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა. თუკი ასეთი ხალხი უფლის ჭეშმარიტი ერთგულისგან მოისმენს, ამის შედეგად უმალ განიწმინდება ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისაგან და შემდეგ კი მიაღწევს პლანეტარულ სისტემას, სადაც ყველა ღვთისმოსავია. ამიტომ ის, ვინც არც ცდილობს წმინდა ერთგული გახდეს, უბრალოდ ბჰაგავად-გიტას მოსმენით ღვთაებრივ საქმიანობათა შედეგს ღებულობს. ამრიგად, უფლის წმინდა ერთგული ყველას აძლევს საშუალებას, განიწმინდოს ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისგან და უფლის ერთგულები გახდნენ.

როგორც წესი, ისინი ვინც ცოდვითი რეაქციებისაგან განწმენდილნი არიან, ღვთისმოსავნი, ძალიან ადვილად ღებულობენ კრშნას ცნობიერებას. აქ მეტად მნიშვნელოვანია სიტყვა პუნია-კარმანამ. იგი ეხება ვედურ ლიტერატურაში ნახსენები დიდი მსხვერპლშეწირვების შესრულებას, როგორიცაა აშვამედჰა-იაჯნა. ვინც ერთგულ სამსახურში ღვთისმოსავნი არიან, მაგრამ არ არიან განწმენდილნი, შეუძლიათ ჩრდილოეთის ვარსკვლავის, ანუ დჰრუვალოკას პლანეტარული სისტემის მიღწევა, სადაც დჰრუვა მაჰარაჯა ცხოვრობს. იგი უფლის დიადი ერთგულია და საგანგებო პლანეტა აქვს, რომელსაც ჩრდილოეთის ვარსკვლავი ეწოდება.

18.72 ო პრთჰას შვილო, ო სიმდიდრის მომპოვებელო, ყურადღებით მოისმინე? უკვე გაქარწყლდა შენი უგუნურება და ილუზიები?

განმარტება: უფალი არჯუნას სულიერი მოძღვრის სახით მოქმედებდა. ამიტომ ვალდებული იყო ეკითხა არჯუნასთვის, სწორად გაიგო თუ არა მთელი ბჰაგავად-გიტა. თუ არადა მზად იყო თავიდან განემარტა ნებისმიერი საკითხი ან, თუ საჭირო იქნებოდა – მთელი ბჰაგავად-გიტაც. მართლაც, ვინც ისმენს ბჰაგავად-გიტას ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრისაგან, როგორიცაა კრშნა ან მისი წარმომადგენელი, ნახავს, რომ მთელი მისი უგუნურება გაქარწყლებულია. ბჰაგავად-გიტა პოეტისა თუ მწერლის მიერ დაწერილი ჩვეულებრივი წიგნი არ არის; იგი ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ მოყვა. ვინც იმდენად იღბლიანია, რომ ამ მოძღვრებას კრშნასგან ან მისი ჭეშმარიტი სულიერი წარმომადგენლისგან მოისმენს, აუცილებლად განთავისუფლდება და თავს დააღწევს უგუნურების წყვდიადს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

13 Pages V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 01:31 AM