IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> გონება, ჭკუა, ინტელექტი
Crow
post Jan 6 2019, 05:47 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თქვენი აზრით , რა არის ის რასაც გონებას ეძახიან? რა არის ის , როდესაც ირღვევა ბალანსი ადამიანებს შორის გონებრივი მოქნილობის კოეფიციენტების გამო და ის , რაც გვაიძულებს ვიფიქროთ, წარმოვიდგინოთ, რაიმე ქმედება ჩავიდინოთ და ამაზე პასუხისმგებელი იყოს ერთერთი ჩვენი ორგანო რომელსაც ჰქვია ტვინი?
მე საერთოდ არ ვფიქრობ რომ გონება ჩვენთვის რაიმე სასარგებლოს აკეთებს, პირიქით, ის არის ზუსტად მიზეზი რის გამოც ჩვენ ამ ხორციელებაში ვართ გამომწყვდეულნი. ვინც ფიქრობს, რომ სწორედ ჭკუა აგვამაღლებს, ჭკუა არ ჰყოფნის იმის მისახვედრად , რომ ეს მხოლოდ ერთგვარი წყევლაა. ინტელექტი ევოლუციის შეცდომაა. ცნობისმოყვარეობა, სამყაროსა და ადამიანების შეცნობის სურვილი, ხელოვნებით ტკბობა ყველას მისწრაფება უნდა იყოს; მაგრამ ეს რომ შრომის დღევანდელი ორგანიზაციის პირობებში მოხდეს, სამყარო არსებობას შეწყვეტდა რადგან ამას დრო სჭირდება და თანაც კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, აღარავინ იმუშავებდა. ამიტომ აქვთ ადამიანებს განსხვავებული გემოვნება, სხვადასხვა ინტერესები; ზოგს ერთი აინტერესებს ზოგს-სულ სხვა რამ. სხვადასხვაგვარად საზოგადოება ვერ იარსებებდა. ვისაც ძალიან ბევრი რამ აინტერესებს , ისიც კი, რაც სინამდვილეში სრულიად სულაც არ აინტერესებს და სურს გაიგოს ინტერესის ნაკლებობის მიზეზი, ყველაფრისთვის მარტოობით იხდის საზღაურს. ამ ოსტრაკიზმისაგან თავდასაცავად აუცილებელია ისეთი ინტელექტით შეიარაღება, რომელსაც გარკვეული ფუნქცია აქვს, ემსახურება რაიმეს. ჩემი 'მოჭარბებული" და ზედმეტად თავისუფალი ინტელექტი უსარგებლოა, ესეიგი შეუძლებელია გამოადგეს რომელიმე საწარმოს, უნივერსიტეტს, რედაქციას ანდა ადვოკატთა ბიუროს. ერთი ჩინური ანდაზა ამბობს , თევზმა არ შეიძლება იცოდეს, როდის ფსამსო. ეს მშვენივრად ერგება ინტელექტუალებს . ინტელექტუალს ჭკვიანად იმიტომ მიიჩნევენ რომ იგი იყენებს საკუთარ ტვინს ( ან ცდილობს გამოიყენოს). მშენებელი ხელით მუშაობს , მაგრამ ხანდახან მის ტვინს შეუძLია უთხრას : "ეი! ეს კედელი სწორი არაა და მეტიც , ნარევს ცემენტი აკლია". მისი სამუშაო და გონება მუდმივად თანამშრომლობენ, ხელები კი თავს არ აბეზრებენ შეძახილით, არ ახსენებენ : ეი, ბერიკაცო , გონს მოეგე , დედამიწა მრგვალიაო". ინტელექტუალისთვის უცხოა აზრთა ჭიდილი , ამიტომ ჰგონია , რომ ამქვეყნად ყველაფერზე მტკიცედ ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს . იგი პიანისტს გვაგონებს, რომელიც დარწმუნებულია, რომ თავისი ვირტუოზულობის წყალობით პოკერსაც კარგად ითამაშებს და თავისუფლად შეძლებს მოკრივე, ნეიროქირურგი თუ მხატვარი იყოს. ამ ყველაფერს კი იმიტომ ვამბობ რომ ხშირად ვაწყდებდი ამ ფორუმზე მუცლითმეზღაპრეებსა და ცრუ "მქადაგებლებს" რომლებსაც ისედაც აცდენილი ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ და სამუდამოდ კარგავენ მხოლოდ იმიტომ რომ მჭერმეტყველური და ინტელექტუალური , ყურით მოსმენილი თეორიებით ტვინი გამოუჭედონ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Jan 6 2019, 05:48 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ყველაფერი კი ხდება იმიტომ, რომ მისტიური ავტორიტეტი გამიყარონ და ეს კატასტროფაა..
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Jan 6 2019, 06:08 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აზრი არ აქვს, ამაზე საუბრობენ წლებია ხალხი მაგრამ არ ესმით არაა...
ისე მამენტ ადამიანებს მეტი გამოცდილება აქვთ და საუბრობენ, ნუ გამოცდილება რა პრი წიგნით მეტი წაიკითხეს და იასნად უნდა ივაჟნონ...
ეჰ როგორ მენატრება ის დრო როდესაც ფორუმის აფიური წევრები მეტად უშუალოები იყვნენ, ეხლა შევიკეტეთ ნაჭუჭებში და თითქოს შეწყდა განვითარება, მატერიას დავტირით და ეზოთერიკას გავიძახით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Jan 6 2019, 09:32 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(jarmen @ Jan 6 2019, 06:08 PM) *
აზრი არ აქვს, ამაზე საუბრობენ წლებია ხალხი მაგრამ არ ესმით არაა...
ისე მამენტ ადამიანებს მეტი გამოცდილება აქვთ და საუბრობენ, ნუ გამოცდილება რა პრი წიგნით მეტი წაიკითხეს და იასნად უნდა ივაჟნონ...
ეჰ როგორ მენატრება ის დრო როდესაც ფორუმის აფიური წევრები მეტად უშუალოები იყვნენ, ეხლა შევიკეტეთ ნაჭუჭებში და თითქოს შეწყდა განვითარება, მატერიას დავტირით და ეზოთერიკას გავიძახით.

შიზოთერიკა
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 29 2022, 12:19 AM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1.ჭკუა - არის ის რაც მუდმივად გვეუბნება - ეს მინდა, ის მინდა, მას პირდაპირი კავშირი აქვს გრძნობებთან და გვაიძულებს ცხოვრება გავატაროთ ამ გრძნობებით ტკბობისკენ სწრაფვაში, სურვილების დაკმაყოფილებაში.
2.გონება - დგას ჭკუაზე მაღლა, ის აფასებს, ზომავს, გეგმავს და ცდილობს ჭკუას უხელმძღვანელოს, რომ დააკმაყოფილოს მისი სურვილები. ის უფრო განვითარებულია, ვიდრე ჭკუა, რადგან აქვს ანალიზის უნარი.
3. მე, ანუ ცრუ ეგო - ვართ ის სოციალური პიროვნება, ვინც გვგონია, რომ ვართ. ვიღაცის შვილი, ცოლი, ქმარი, ამა და ამ პროფესიის, წარმატებული ან წარუმატებელი პიროვნება, გრძნობებით მიღებული სიამოვნებებით და ტკივილების სავსე მოგონებებით და ცხოვრებას ვატარებთ ამ წარმოდგენებში/მოგონებებში/ფიქრებში და ეს გვგონია ცხოვრება.
დაბალი განითარების ადამიანი ძირითადად ჭკუაში ცხოვრობს, შედარებით მაღალგანვითარებული - გონების ინტელექტშიც (წიგნები, ხელოვნების აღქმა, შემოქმედება ა.შ.). მაგრამ ამას კავშირი არ აქვს სულიერ ცნობიერებასთან

რეალობა რომ შევიგრძნოთ უნდა უარი ვთქვათ ჭკუაზე და გონებაზე, უფრო სწორად მათთან თავის გაიგივებაზე და ისინი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ როგორც ინსტრუმენტები, როგორც კომპიუტერი ამ ფიზიკურ სამყაროში ჩვენს მოვალეობების და ამოცანების შესასრულებლად. წარმოიდგინეთ სახლში რომ კომპიუტერი გიდგათ და მასთან აიგივებდეთ თავს? ხომ უაზრობაა?

რეალობა რომ შევიგრძნოთ საჭიროა რეგულარული პრაქტიკა, უბრალოდ ვაკვირდებით ფიქრებს და არ ვერთვებით შინაგან დიალოგში. და მერე ხდება ის რომ ჩერდება ჭკუის აქტივობა, ფიქრები ქრება და ხვდები რომ შენ ის არ ხარ და აღარასოდეს იქნები ის, ვინც იყავი. შედიხარ ნამდვილ რეალობაში შენი ნამდვილი მეთი.შემოდის სხვა დონის ცნობიერება
საჭიროა მხოლოდ რამდენიმე კვირის პრაქტიკა. ეს ათასჯერ თქმულა და დაწერილა, მაგრამ რეგულარული რამდენიმე კვირიანი პრაქტიკა რომ დავიწყე მხოლოდ ახლა მივხვდი, რასაც გულისხმობდნენ. ჭკუა არის საზიზღარი მხეცი, რომელიც უაზრო ფიქრებს გვაწოდებს, გვაშინებს და რეალობას გვაშორებს. თავიდან არის ძაან რთული რადგან ეგოს თავისი ჭკუა-გონებით ეშინია გაქრობის და გვეწინააღმდეგება, მაგრამ თუ არ შეეშვებით, აუცილებლად დამარცხდება. ჩემთვის ეს არ არის თეორია, არამედ პირადი გამოცდილებაა. დადგა დრო როცა მოვისროლე ყველა წიგნი და ეს პრაქტიკა დავიწყე და არ შევწყვიტე, სანამ არ შევიცანი ის რაც ზემოთ დავწერე


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 30 2022, 07:16 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ეს რა კარგი თემა გვქონია, კარგია რომ ამოწიე l_book.gif

მეც დავიწყე ერთგვარად გონების დამორჩილება. ეს არის ცოტა რთული, რადგან ეს მდგომარეობა ხშირად ვერ ხერხდება და მიწევს ხან უკან დაბრუნება. თუმცა არის ძალიან კარგი.ისეთი გრძნობაა, რომ ჯადოსნური ძალები გეძლევა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 5 2023, 11:51 AM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ისე, წლევანდელი წლის არკანი სულელია smile.gif შენ ტექსტზე გამახსენდა


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 5 2023, 11:54 AM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ 29th December 2022 - 12:19 AM) *
რეალობა რომ შევიგრძნოთ საჭიროა რეგულარული პრაქტიკა, უბრალოდ ვაკვირდებით ფიქრებს და არ ვერთვებით შინაგან დიალოგში. და მერე ხდება ის რომ ჩერდება ჭკუის აქტივობა, ფიქრები ქრება და ხვდები რომ შენ ის არ ხარ და აღარასოდეს იქნები ის, ვინც იყავი. შედიხარ ნამდვილ რეალობაში შენი ნამდვილი მეთი.შემოდის სხვა დონის ცნობიერება
საჭიროა მხოლოდ რამდენიმე კვირის პრაქტიკა. ეს ათასჯერ თქმულა და დაწერილა, მაგრამ რეგულარული რამდენიმე კვირიანი პრაქტიკა რომ დავიწყე მხოლოდ ახლა მივხვდი, რასაც გულისხმობდნენ. ჭკუა არის საზიზღარი მხეცი, რომელიც უაზრო ფიქრებს გვაწოდებს, გვაშინებს და რეალობას გვაშორებს. თავიდან არის ძაან რთული რადგან ეგოს თავისი ჭკუა-გონებით ეშინია გაქრობის და გვეწინააღმდეგება, მაგრამ თუ არ შეეშვებით, აუცილებლად დამარცხდება. ჩემთვის ეს არ არის თეორია, არამედ პირადი გამოცდილებაა. დადგა დრო როცა მოვისროლე ყველა წიგნი და ეს პრაქტიკა დავიწყე და არ შევწყვიტე, სანამ არ შევიცანი ის რაც ზემოთ დავწერე


ძალიან მაგარი რაღაც დაწერე, მილიონჯერ თქმულა, დაწერილა და წაგვიკითხავს, მოქმედების გარეშე-პრაქტიკის გარეშე ყველაფერი ტუფტაა, რჩება სიტყვებად და კვებავს ეგოს და გონებას, მეტი არაფერი


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Mar 28 2023, 12:07 AM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენ სულ გვესმოდა და გვესმის, რომ არ ვართ ის, ვინც გვგონია, რომ არ ვართ ჭკუა, გონება, სხეული, მაგრამ ამის შინაგანად გააზრება არის ძალიან რთული. თვითონ გაააზრებაც არასწორი სიტყვაა, რადგან ტვინი ვერასოდეს გაიაზრებს, რადგან ეს მის ბუნებას ეწინააღმდეგება. ეს უნდა შევიმეცნოთ. და როცა ამას მოვახერხებთ, ილუზიაში და მატრიცაში ცხოვრება მორჩება.
ვინ ვართ რეალურად ჩვენ, როგორ გავცდეთ ჩვენს პირვნულ ფილტრს, სოციალურ არსებას, ეგოს?
ადამიანები წლები მედიტირებენ, მაგრამ შედეგი ხშირად არის მხოლოდ ჭკუის, გონების დამშვიდება იმ 20-30 წუთის განმავლობაში, როცა მედიტაცია მიმდინარეობს. დანარჩენ დროს ტვინი ისევ აქტიურად გვატყუებს ვცხოვრობთ მის ოცნებებში, შიშებში, არარსებულ წარსულში და მომავალში

უამრავი პრაქტიკა მიცდია, რათა რეალურად შემეცნო თავი, გავმცდარიყავი ჩემს ინდივიდუალური პიროვნების საზღვრებს
და მინდა გირჩიოთ ერთი პატარა პრაქტიკა, როცა შეიძლება ჩვენი ნამდვილი მე-ს დაჭერა, ეს არის უბრალოდ თვალის შევლება, მაგრამ ამ თვალის შევლებით შეგიძლიათ გასცდეთ პიროვნულ საზღვრებს.
ეს არის გაღვიძების მომენტი. დილით არ იღვიძებს პიროვნება, იღვიძებს ცნობიერება/გონი/ჩვენი უმაღლესი მე და შემდეგ ეგრევე ჩნდება პიროვნება, იქმნება შთაბეჭდილება რომ იღვიძებს თვითონ პიროვნება. ჩვენი მე-ს აღქმა მაგ მომენტში გულის ცენტრიდან (ფიზიკური გულიდან მარჯვენა მხარეს), სადაც უმაღლესი მე მდებარეობს, სწრაფად ადის ტვინში და ეგრევე თვალს ახელს ეგო ჩვენი სხეულით ჭკუა-გონებით. და ჩნდება პიროვნება. აი, ეს მომენტი უნდა დავიჭიროთ, სანამ მე ტვინში ავა. დავიჭიროთ და დავაკვირდეთ. ეს პრაქტიკაც არ არის მარტივი, მაგრამ შესაძლებელია.
და შემდეგ შეიძლება ამ მდგომარეობის გაცნობიერება, გავრცობა, გახსენება, შედარება ეგოს მე-სთან


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 28 2023, 08:13 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 28th March 2023 - 01:07 AM) *
ეს პრაქტიკაც არ არის მარტივი

არ ჩანს მართლაც ადვილი... მაგრამ ვცდი, ვნახავ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Mar 29 2023, 01:20 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო პრაქტიკაა (ან უფრო დაკვირვება) სივრცის შეგრძნება.. თუ დაკვირვებიხართ როცა ფიქრებში ხართ გართული თითქოს მხოლოდ შენს ირგვლივ პატარა რადიუსს აღიქვამ. და რაც უფრო გაჩუმებულია გონება, მით უფრო დიდ სივრცეს გრძნობ. ამიტომ, ვფიქრობ გონების გასაჩუმებლად გამოდგება სივრცის შეგრძნება wink.gif სივრცის შეგრძნებაში ნაკლებად ვგულისხმობ დანაწევრებულ დაკვირვებას, მაგალითად: ,,აი იქ მთაა, აი მანქანების ხმა ისმის" თუმცა დაწყებისას ესეც შეიძლება. უფრო ერთიანად აღქმას ვგულისხმობ...


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 2 2023, 12:58 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
კარგი რჩევაა. გულის ცენტრზე დაკვირვება არ მიცდია, თუმცა დილით საბოლოო გამოღვიძებამდე მართლა საინტერესო ამბებია ხოლმე, ასევეა ცაძინებამდე გარდამავალი დრო.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 11:04 PM