IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> რეგრესსიის თერაპიის სპეციალიტის მოწვევა, ღონისძიებები
Emigranti
post Jan 19 2011, 06:36 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წინა ცხოვრებების რეგრესსიის (PLR-Therapy) და ცხოვრებათაშორისი რეგრესიის (LBL-Therapy) თერაპიის სპეციალიტის მოწვევა


ზოგადად რეგრესიული თერაპია ეს არის თერაპევტის დახმარებით, წინა ცხოვრების გახსენება, კონკრეტული პრობლემის გადასალახავად. ეს პრობლემა შეიძლება იყოს ფიზიკური ან ფსიქიური სახის. მაგალითად შეიძლება იყოს რაიმე სახის შიშები, როგორიცაა დავუშვათ კლაუსტროფობია (დაკეტილი სივრცეების შიში), ან დაბადებიდან თანდაყოლილი რაღაც ქრონიკული ტკივილები, თუ პათოლოგიები და ა.შ. ასეთი პრობლემების წყარო ხშირად წინა ინკარნაციებში დევს.

რეგრესია ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ ძირითადი პრინციპები ყველასთან ანალოგიაურია. ხდება პაციენტის შეყვანა ტრანსისმაგვარ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანის ცნობიერება მეორე პლანზე გადადის, ხოლო ქვეცნობიერება აქტივირდება და ადამიანს ძალუძს გაიხსენოს, მასში ჩაწერილი, როგორც ამ ცხოვრების, ასევე წინა ცხოვრებათა მოვლენები. რა თქმა უნდა იმდენად, რამდენადაც ისინი კავშირში იქნება კონკრეტულ ამცხოვრებისეულ პრობლემასთან.

ხოლო ცხოვრებათაშორისი რეგრესია (LBL), გულისხმობს არა წინა ცხოვრებების, არამედ მათ შორის მომხდარი მოვლენების გახსენებას. ანუ იმას, თუ რა მოხდა გარდაცვალებასა და შემდეგ ინკარნაციას შორის.

რეგრესიული თერაპიის შესახებ დიდი ხანია ვკითხულობ და ასეთ სეანსში მონაწილეობა ყოველთვის მინდოდა. მაგრამ დილეტანტებთან მისვლას არავის გირჩევდით. ერიდეთ არალიცენზირებულ თერაპევტებს.

ამ თემაზე ბევრი წიგნია დაწერილი და ბევრი საფუძვლიანი კვლევა გაკეთებულა. მრავალი ცნობილი ავტორი არსებობს, ვინც პროფესიონალურად მუშაობს ამ საკითხებზე. და ყველაზე იდეალური, რა თქმა უნდა, პირადად ამ პიროვნებებთან მისვლა იქნებოდა. მაგალითად ისეთთან როგორიცაა მაიკლ ნიუტონი (ვისაც მის შესახებ არაფერი გაგიგიათ შეგიძლიათ აქ შეიხედოთ ). მაგრამ ეს რა თქმა უნდა ცოტა არარეალურია და თუნდაც იმ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომ ბატონმა ნიუტონმა არ იცის ქართული ან რუსული ენები. თერაპევტთან კომუნიკაცია კი გადამწყვეტია რეგრესიისას.

ამიტომ ვიფიქრე რომ, იქნებ შეიძლებოდეს, სადმე მსოფლიოში, ლიცენზირებული და კომპეტენტური სპეციალისტის პოვნა ( რომელმაც იცის რუსული ენა) და მისი საქართველოში მოწვევა. რა თქმა უნდა ერთი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა ამას, რადგან ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მომწვევი ვალდებულია აანაზღაუროს სტუმრის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებიც. მაგრამ თუ მრავალი ადამიანი შევიკრიბებოდით ერთად ეს უფრო რეალური გახდებოდა. დავუშვათ 20 ადამიანი რომ შეგროვდეს, თითო ადამიანზე გაანგარიშებით, ხარჯები აღარ იქნებოდა უსაშველოდ დიდი.

ამ მიზეზების გამო მივწერე ნიუტონის ინსტიტუტს ( http://www.newtoninstitute.org ), თხოვნით, რომ მოეცათ ისეთი ლიცენზირებული და მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტის კოორდინატები, რომელიც ფლობს ნიუტონისეულ PLR-Therapy და LBL-Therapy მეთოდებს და თანაც იცის რუსული ენა. მათ ჩემი წერილი პირდაპირ გადაუგზავნიათ შესაბამის პიროვნებასთან და რამდენიმე ხნის შემდეგ მივიღე შემდეგი იმეილი:

Уважаемый г-н ...,
Я отвечаю на ваш запроc. Я являюсь LBL квалифицированным русско-язычным терапевтом. Меня зовут Rifa Ходжсон. Я живу в Ванкувере, в Канаде в провинции Британская Колумбия. Я планирую посетить Россию, Москву и Санкт-Петербург осенью 2011 года. Пожалуйста, дайте мне знать, как я могу помочь вам.

Dear Mr. ...,
I am responding to your request for a qualified Russian speaking therapist with a LBL-license. My name is Rifa Hodgson. I live in Vancouver, British Columbia of Canada. I am planning to visit Russia- Moscow and St Petersburg in the Fall of 2011. Please, let me know how can I assist you further.

Warm regards,
Rifa Hodgson, B.Ed/Mus
Certified Clinical Hypnotherapist,
Past Life & Life Between Lives Therapist,
Hypno-Fertility Therapist
EFT Coach
Adventure into Time and Beyond
604-741-7944


ამ ქალბატონს თავისი ვებგვერდიც აქვს სადაც არის ინფორმაცია მის შესახებ www.lifebetweenlives.ca . აი ეს ფოტოებიც იქიდან ავიღე:



მარცხნივ მაიკლ ნიუტონი, მარჯვნივ რიფა ჰოჯსონი


რიფა ჰოჯსონი


როგორც მისი ვებგვერდიდან შევიტყვე, რიფა ასევე მაიკლ ნიუტონის მესამე წიგნის "Воспоминания о Жизни после жизни" თანაავტორია. შეიძლება ითქვას ამ წიგნის ძირითადი ნაწილი მაიკლ ნიუტონის მოსწავლეების მიერაა დაწრილი, რომლებმაც მის ინსტიტუტში LBL-სერტიფიცირება გაიარეს. რიფა ჰოჯსონი კი წიგნის მე-11 თავის, „Жизн на лету“ ავტორია(იხ. გვ 129).

ამის შემდგომ რამდენჯერმე მივწერე ქალბატონ ჰოჯსონს. მოვუყევი ჩემი სურვილის შესახებ, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და ჩაეტარებინა სეანსები და რომ მე მარტო არ ვიყავი, ვისაც ასეთ სეანსებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა. მას საწყის ეტაპზე არც უარი განუცხადებია და არც თანხმობა. მთხოვა მომეყოლა იმის შესახებ, თუ მსურველები ვინ ვიყავით, რა საკითხებით ვართ დაინტერესებული და რა ასაკის ვართ. თავიდან ვერ მივხვდი ასაკი რა შუაში იყო, მაგრამ შემდეგ ნიუტონის მეორე წიგნში „Предназначение Души“, თავში „Мастера этики“ (გვ. 171) წავიკითხე შემდეგი: „...В следующем Случае представлен двадцатишестилетний мужчина из Детройта, Субъект Уровня V, духовное имя которого Эндерадо. Сначала я не хотел принимать его. Обычно я не принимаю пациентов моложе тридцати лет, потому что я не думаю, что средний молодой человек уже прошел достаточно много развилок на своем жизненном пути. Их амнезия, блоки памяти могут быть слишком прочными. Вдобавок велика вероятность того, что их духовные Гиды могут во время сеанса гипноза создавать препятствия, чувствуя, что их ученикам слишком рано видеть определенные кармические пути...“ ანუ ალბათ ისიც ნიუტონის ამ პრინციპით ხელმძღვანელობს და იმიტომ სურს დაინტერესებულ პიროვნებათა ასაკი იცოდეს.

შემდეგ იმეილებში რიფამ აღწერა სეანსის პროცედურა, როგორც იგი ამას აკეთებს და თუ რას უნდა მოელოდეს მისი პაციენტი:

ცხოვრებათაშორისი რეგრესიის (LBL) წინ, რომელიც დაახლოებით 4 საათი გრძელდება, უნდა გაკეთდეს წინა ცხოვრებების რეგრესსია (PLR), რომელიც დაახლ. 2 საათი გრძელდება. მაგრამ ზოგ ადამიანს მეტი დრო სჭირდება მომზადებისა და ასევე წინა ცხოვრებების რეგრესის გავლისთვისაც (PLR). მათ ჯერ ეს უნდა შეძლონ, იმისთვის რომ ცხოვრებათაშორისი რეგრესია (LBL) შესძლონ. LBL მოითხოვს მოსამზადებელ სამუშაოს, ასევე გარკვეულ მზადყოფნას იმუშაო ყველაფერთან რასაც ნახავ, წინასწარ შექმნილი აზრისა და მოლოდინების გარეშე. გიდები ჩვენ მხოლოდ იმდენ ინფორმაციას/გამოცდილებას გვაძლევენ, რამდენი გამოცდილების მიღებისთვისაც ჩვენ მზად ვართ. ანუ ამ „მოგზაურობას“ ყველა თავისებურად აღიქვამს, იქიდან გამომდინარე რამდენად არის მზად და იმავდროულად, რამდენად თვლის სულიერი სამყარო შესაძლებლად და სასარგებლოდ, მისთვის, ამ ატაპზე, ამ ინფორმაციის გადაცემას.

რიფა ჰოჯსონის აზრით ზოგ დამიანს არარეალისტური წარმოდგენა აქვს LBL მუშაობასთან მიმართებაში. ასეთ წარმოდგენას წიგნებში აღწერილი წარმატებული შემთხვევები განაპირობებენ. იქ არაა ნათქვამი იქამდე მისვლას რამდენი მუშაობა დასჭირდა. მაიკლ ნიუტონი ძალიან ნელა და ხანგრძლივად მუშაობდა მის პაციენტებთან, მათი LBL-ისთვის მომზადების პროცესში. ის ნელნელა ასწავლიდა მათ ინფორმაციის მიღებას და ამ ინფორმაციის ნდობას. LBL არ არის პირველი ნაბიჯი, ის პროცესის ბოლო ეტაპია და არა საწყისი. ყველას გამოსდის სხვადასხვანაირად, ზოგი ჯდება ველოსიპედზე და უმალ შეუძლია ატაროს, ზოგს კი რამდენიმე ცდა სჭირდება. ყველაფერს სჭირდება ვარჯიში. ჩვენ ასევე ვწვრვთნით ჩვენს უნარს მიღებული ინფორმაციის გაგებისა და უფრო მნიშვნელოვანი, ვიწვრთნით უნარს ამ ინფორმაციის ნდობისა.

ქ-ნმა ჰოჯსონმა მოიყვანა ასეთი მაგალიათი: ერთ მის პაციენტს პირველ სეანსზე არ გამოუვიდა ღრმა ტრანსის, თუ ჰიპნოზის მდგომარეობაში შესვლა. ამიტომ მას მოუწია კიდევ რამდენიმე დამატებით სეანსზე მისვლა, გარკვეული პერიოდის შემდეგ და სახლში დამატებითი სავარჯიშოების კეთება.

ეს ყველაფერი რიფამ იმ მიზნით აღწერა, რომ განემარტა შემდეგი მდგომარეობა:
როდესაც ყველაფერი მიმდინარეობს თერაპევტის ქალაქშივე - ეს ნაკლებად პრობლემატურია. მაგრამ როდესაც თერაპევტი მოწვეულია საზღვარგარეთიდან, დავუშვათ მხოლოდ ერთი კვირით, ამისი შესაძლებლობა, რომ თუ არ გამოგივიდა, ერთ კვირაში კიდევ ერთხელ მიხვიდე და კიდევ სცადო, შეიძლება ამ შემთხვევაში აღარ იყოს. ქალბატონ ჰოჯსონს სურდა, რომ ყველასთვის, ვინც თერაპევტს საზღვარგარეთიდან იწვევს, ეს ყოველივე წინასწარ ნათელი ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში ის ურჩევს პაციენტები წინასწარ მოემზადონ, გარკვეული ვარჯიშებით, ან სხვა სპეციალისტების დახმარებით მათ ქვეყანაში.

მან ასევე გამომიგზავნა აუდისავარჯიშო, რომელსაც თავის რუსულენოვან პაციენტებს აძლევს რელექსაციის სასწავლად. ესაა აუდიოფაილი რომელსაც იგი იყენებს სეანსისთვის მოსამზადებელ სამუშაოებისას. იგი ურჩევს პაციენტებს ამ ჩანაწერს მაქსიმალურად ხშირად უსმინონ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. ჩანაწერი, ეხმარება მათ ისწავლონ მოდუნება და წინასწარ მიეჩვიონ მის ხმას. აი აქაა ლინკი საიდანაც შეგიძლიათ მისი ჩამოტვირთვა:

http://www.filefactory.com/file/b510ac3/n/..._2010_05_17.mp3

თუ რიფა კიდევ რაიმეს მომწერს დავდებ რა თქმა უნდა ფორუმზე. ფორუმელებს და მის მკითხველებს კი ვთხოვდი მოეწერათ ჩემთვის (აქ ან პმ-ით), თუ რამდენად დააინტერესებდათ მათ ასეთ სეანსებში მონაწილეობა. თუ ასეთი სურვილის მქონე მხოლოდ 3-4 ადამიანია, რა თქმა უნდა ამის რეალიზაცია ნაკლებად რეალურია. მაგრამ 10-15 ადამიანი მაინც რომ შეგროვდეს, დარწმუნებული ვარ შევძლებდით.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Emigranti   რეგრესსიის თერაპიის სპეციალიტის მოწვევა   Jan 19 2011, 06:36 PM
old_man   თუ მრავალი ადამიან...   Jan 19 2011, 08:02 PM
Emigranti   მიახლოებით იცი რა ...   Jan 19 2011, 08:23 PM
Emigranti   მაგას რა თქმა უნდა ...   Jan 21 2011, 11:16 AM
td.........   Emigranti 200 კანადურ დოლა...   Jan 19 2011, 10:07 PM
ირმა   Emigranti ერიდეთ არალიც...   Jan 19 2011, 11:26 PM
Emigranti   Emigranti !!! მინდა ხა...   Jan 19 2011, 11:46 PM
ირმა   Emigranti არა, ერთ კაცზე ...   Jan 19 2011, 11:53 PM
Emigranti   [b]Emigranti ხოო, არვიცი რ...   Jan 20 2011, 12:07 AM
ირმა   Emigranti იცი რა? შენ ხომ ...   Jan 20 2011, 09:45 AM
Alpha   და რატომ არის ძვირ...   Jan 20 2011, 12:36 PM
starscream   მე არ გავრისკავდი.. ...   Jan 20 2011, 08:52 PM
td.........   Emigranti გული არ გაიტეხ...   Jan 21 2011, 06:15 PM
Simulated   არადა 1000 $ არარის ძ...   Jan 22 2011, 12:58 AM
anouk   არადა 1000 $ არარის ძ...   Jul 29 2011, 08:59 PM
Emigranti   45 ეურო ღირსაშკარად ...   Jul 29 2011, 09:18 PM
anouk   აშკარად მეტად არაკ...   Jul 29 2011, 09:47 PM
ირმა   არაფრით არ იქნება 10...   Jan 22 2011, 10:59 AM
Alpha   ინგლისში გადავხედ...   Jan 24 2011, 09:17 PM
Alpha   1 Canadian dollar = 1.00573 U.S. dollars უპს...   Jan 24 2011, 09:25 PM
mata   რეგრესიის თერაპიუ...   Jan 29 2011, 08:00 PM
ირმა   mata რეგრესიის თერაპ...   Jan 30 2011, 09:27 AM
kate   როგორ ფოქრობთ, რატ...   Feb 12 2011, 12:09 AM
td.........   გაგახსენდაბათ ის დ...   Feb 12 2011, 12:14 AM
Atman   დავუშვათ რეგრესიი...   Feb 12 2011, 07:23 AM
td.........   Atman :D :good: ია ა ტომჟე!   Feb 12 2011, 11:29 AM
ირმა   Atman რაც ინფორმაციაც...   Feb 12 2011, 04:55 PM
anouk   Emigranti მართლა ტუ გაინ...   Jul 30 2011, 02:18 AM
shantal   მეც ძალიან მაინტერ...   Sep 28 2012, 01:58 PM
marissa   თან მაინტერესებს მ...   Sep 28 2012, 02:11 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 05:44 AM