IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> თვალი თვალის წილ? ასე ხომ მთელი მსოფლიო დაბრმავდება
giorgi.milani
post Oct 7 2012, 03:56 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამდენადაა დაკავშირებული საქართველოს საგარეო პოლიტიკა
მარკ მალენი




წარმოიდგინე, რომ ხარ პატარა ბიჭი, რომელიც თავისზე უფროსმა ან ფიზიკურად უფრო ძლიერმა ბიჭმა დაჩაგრა, გალახა სკოლაში ან ეზოში. რას იზამ? პირველი, რაც თავში მოგდის და სოციალურად მისაღებ საქციელადაც ითვლება, ის არის, რომ ვინმეს დახმარება სთხოვო. თეორიულად იმის შანსი, რომ უფროსი ძმა, ბიძაშვილი ან სხვა ახლობელი გამოგესარჩლოს და "ჭკუა ასწავლოს" შენს დამჩაგვრელს, რა თქმა უნდა, არსებობს. ასევე არსებობს იმის შანსი, რომ ასეთი პიროვნება ვერ იპოვო, ვთქვათ, იმიტომ, რომ შენი ძმა თუ ახლობელი ბევრად უფროსია და არ სურს ბავშვების საქმეში ჩარევა. მოზრდილი ასაკის გამო, მან შეიძლება ღირსეულ საქციელად არ ჩათვალოს შენი დამჩაგვრელის დასჯა. შეიძლება მას საკმარისი ავტორიტეტი არ აღმოაჩნდეს და შენმა დამჩაგრავმა ყურადღება არ მიაქციოს მას. შესაძლოა, სულაც არა გყავს მოზრდილი ახლობელი ან შორს გყავს (სხვა სკოლაში სწავლობს და ა.შ.). ასეთ "ჭკუის მასწავლებელს" კი მუდმივი ყურადღების ქვეშ ვერ ეყოლება შენი დამჩაგვრელი და შეიძლება კიდევ გაილახო. აქ დისტანციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
დავუშვათ, რომ ახლოს გყავს სანდო პიროვნება და ის გამოგესარჩლა კიდეც. ეს შექმნის ახალ დინამიკას შენს დამცველსა და მოწინააღმდეგეს შორის. პრობლემა კი არ მოგვარდება, არამედ მოზრდილ ბიჭებს შორის მუდმივ დაპირისპირებაში გადაიზრდება: ჩამოყალიბდება ალიანსები თუ ჯგუფები, სადაც რიცხოვნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება. ასეთმა გამოსავალმა შეიძლება იმუშაოს კიდევაც, ვინაიდან ალიანსების უპირატესობა, ვთქვათ სკოლაში ან კლასში, ისაა, რომ დროშიც და სივრცეშიც ისინი მუდმივად აქვე არიან. ყურადღება არ დუნდება. თითოეულ ალიანსს სათავეში უდგას ძლიერი ლიდერი (ყოჩი) და ჰყავს დასაცავი ობიექტი, რომელმაც, სხვათა შორის, დაცვის სანაცვლოდ, ადრე თუ გვიან რამე უნდა გაიღოს, თორემ დაუცველი დარჩება. საფასური სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს.
თუ ამ მექანიზმმა თავიდანვე არ იმუშავა ან ვეღარ იმუშავა გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ რას იზამ? სკოლის ხელმძღვანელობას ჩააყენებ საქმის კურსში, ასე ვთქვათ, "ჩაუშვებ" შენს მოწინააღმდეგეს? "ჩამშვების" იარლიყი შეიძლება დიდხანს შეგრჩეს და ბევრი უსიამოვნება მოგიტანოს ცხოვრებაში. არა, ამას ვერ იზამ.
მაშასადამე, უნდა იჩხუბო. მაგრამ შენი მოწინააღმდეგე რომ უფრო დიდი და ღონიერია? ისტორიული მითოლოგია სავსეა მაგალითებით, როცა პატარა, მაგრამ გულადი ძალა თავისზე ძლიერს გაუმკლავდა ან გამკლავების მცდელობას შეეწირა. ეს ღირსების დაცვის კეთილშობილურ მისწრაფებადაა მიჩნეული. ამიტომ ჩხუბისთვის თავის არიდება მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარ განწირული ხარ დამარცხებისთვის, უღირსი მიზეზია. ამაზე ნურც იფიქრებ.
როგორ უნდა დაამარცხო ჩხუბში შენზე ფიზიკურად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე? მე გეტყვი: მოულოდნელობით. პირველმა დაარტყი და რაც შეიძლება მაგრად. სანამ ის აზრზე მოვა, ურტყი გაუჩერებლად, და ვიდრე მიხვდება, რა ხდება, უკვე საკმაოდ დასუსტებული იქნება. ეს რომ გააკეთო, უშიშარი უნდა იყო. ამას კი პრაქტიკა სჭირდება. შენმა ტაქტიკამ რომ გაამართლოს, ეს რამდენჯერმე უნდა ჩაიდინო, მერე შიშსაც დაძლევ. არ დაგავიწყდეს, რომ შენ მიერ წამოწყებულ ჩხუბს მეგობრები შეასწრო, ან უამბო მაინც ამის შესახებ. ეს დაგეხმარება მოგვიანებით ერთობლივი მითის შეთხზვაში.
კი მაგრამ, ჩხუბის წამოწყება ხომ ცუდი საქციელია, - იკითხავ შენ. სრულებითაც არა. მართალია, შეიძლება თავის მართლება დაგჭირდეს, რომ სხვა გამოსავალი არ გქონდა და აუცილებლად პირველს უნდა დაგერტყა, მაგრამ ეს მერე. ახლა კი, თუ პირველი დაარტყამ, შეიძლება მოიგო კიდეც. წარმოგიდგენია, რა ტრიუმფია პატარა ბიჭისთვის? თუ დამარცხდები, იმას მაინც დაამტკიცებ, რომ მშიშარა არა ხარ. ის კი, თუ ვინ დაიწყო ჩხუბი, რთული, მაგრამ მეორეხარისხოვანი საკითხია.

მომხდარის ბევრი ვერსია გავრცელდება. შენ და შენს მეგობრებს ერთი ვერსია გექნებათ, სხვებს - სხვა. ნეიტრალური მაყურებელი კი, რომელმაც დაინახა, რომ პირველმა შენ დაარტყი, სავარაუდოდ, არ მოისურვებს შენს გადამტერებას, მით უმეტეს, თუ ბრძოლაში გაიმარჯვე.
ფიზიკურად ძლიერი მტრის ჩხუბში დამარცხება სხვაგვარადაც შეიძლება: იარაღით. იარაღის ტარებამ, თან თუ ბედიც გწყალობს, შეიძლება ბოლო მოუღოს შენს ჩაგვრას, მაგრამ ალბათ უფრო სავარაუდოა, რომ შენმა მოწინააღმდეგემაც ჩაიდოს იარაღი. იარაღს საიდუმლოდ ვერ ატარებ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, გინდა მტერი შეაშინო და დაანახო ეს იარაღი; მეორეც იმიტომ, რომ ერთი სული გაქვს, მეგობრებს ანახო ეს თვალწარმტაცი ნივთი; მესამე კი იმიტომ, რომ მასში შენი ადრინდელი დამარცხების ერთგვარ კომპენსაციას და ძლიერების სიმბოლოს ხედავ: არ გეშინია, იარაღი, ვთქვათ დანა, მუდამ თან გაქვს და ყოველთვის მზად ხარ ჩხუბისთვის. გაითვალისწინე, რომ ამის შემდეგ შენი მოწინააღმდეგეც ჩაიდებს დანას.
მაშ ასე, ორივეს გიდევთ დანები და, როგორც ჩანს, ორივე მზად ხართ ისინი იხმაროთ. მაგრამ შენ უპირატესობა აღარ გაქვს, ვინაიდან მოწინააღმდეგე უფრო დიდი ან ფიზიკურად ძლიერია. გამოსავალი? უფრო დიდი დანის ან უფრო შთამბეჭდავი იარაღის შოვნა და იმის იმედი, რომ შენი მოწინააღმდეგე იმავეს არ იზამს. განა არ იზამს?
აქამდე როგორ მიხვედი? თავიდან ჩხუბი ხომ თავშიც არ მოგსვლია. იყავი შენთვის, არავის აწუხებდი, სანამ იმ ჩხუბისთავმა არ გაგლახა ისე, როგორც ბევრი სხვა გაულახავს მანამდე! როგორ უნდა მოიქცეს პატარა ბიჭი, რომელსაც არც ჩხუბი უნდა, მაგრამ არც მშიშარას რეპუტაცია ხიბლავს? ან თუნდაც დიდი ბიჭი, რომელსაც ჩხუბი არ უყვარს ან დანიანი მოწინააღმდეგის ეშინია? პატარა და მშიშარა ერთია, მაგრამ დიდი და მშიშარა კიდევ სულ სხვაა. არა, არა, ჩხუბს თავს ვერ აარიდებს. რაც უნდა იყოს, ეს ღირსების და პატივის ამბავია!
ისეთი ბიჭებიც ხომ არსებობენ, რომლებიც საერთოდ არ ჩხუბობენ? რა მიზეზიც უნდა დაასახელონ საიმისოდ, თუ რატომ არ ჩხუბობენ, ვერავის დაარწმუნებენ, რომ ნამდვილი მიზეზი სიმხდალე არაა. გაბატონებული აზრით, ისინი სუსტები არიან და არავის დამარცხება არ შეუძლიათ. მოკლედ, მშიშრები გამოდიან. აბა, სხვა რა უნდა იყოს?
რა ცხოვრებისეულ გაკვეთილს სწავლობს პატარა ბიჭი, რომელიც დიდმა ბიჭმა გალახვისაგან დაიხსნა? რა არჩევანს გააკეთებს ის ცხოვრებაში (იქნება ეს პირადი, პოლიტიკური თუ ფინანსური სფერო), როცა საზოგადოებაში უშიშრობა უფრო მოსაწონი თვისებაა, ვიდრე საღი აზრის ქონა? ერთგულება უფრო ფასობს თუ სიმართლე?
რა ელით ამ ბიჭებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi.milani
post Oct 7 2012, 05:13 PM
Post #2


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინმეს თუ გქონიათ ანალოგიური პრობლემა და როგორ მოგიგვარებიათ ? დაწერეთ ვისაც სურვილი გექნებათ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 7 2012, 05:26 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ბიჭური გარჩევები = საქართველოს საგარეო პოლიტიკას? თუ რა ხდება? გავბეცდი მგონი ამ ბოლო დროს


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi.milani
post Oct 7 2012, 07:38 PM
Post #4


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Oct 7 2012, 06:26 PM) *
ეს ბიჭური გარჩევები = საქართველოს საგარეო პოლიტიკას? თუ რა ხდება? გავბეცდი მგონი ამ ბოლო დროს

არვიცი მოკლედ ჟურნალ შოკოლადის გვერდზე წავიკითხე ეს სტატია მომეწონა და თქვენც გაგაცანით.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 03:32 AM