Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ისტორია, ცივილიზაციები, რასები _ როდოპის წარწერებისა და ხევსურული პიქტოგრამები

Posted by: Emigranti Dec 5 2009, 12:21 AM

QUOTE(tikoroma @ Dec 4 2009, 06:31 PM) *
სტატია ხევსურეთში აღმოჩენილ უძველეს პიქტოგრამებზე

http://www.proxy-service.de/browse.php/Oi8vZ2V3/b3JsZC5u/ZXQvaGlz/dG9yeS8x/Ny5odG1s/b1/

როდოპის წარწერებისა და ხევსურული პიქტოგრამების შესახებ


(მაღლა როდოპის, დაბლა ხევსურული პიქტოგრამებია-Emigranti)


მას შემდეგ, რაც ბალნით მოსილმა, ახლად ორფეხადგმულმა ჩვენმა წინაპარმა ხელში ნახშირი აიღო და გამოქვაბულის კედელზე ბიზონი მიახატა, «გამოქვაბულის მხატვრობად» წოდებულმა ხელოვნებამ დიდი გზა გამოიარა და უფრო დიდი თავსატეხი გაუჩინა თანამედროვე მეცნიერებას. დედამიწაზე არსებობს ასეულობით გამოქვაბული, რომელთა კედლებზეც უძველესმა ადამიანმა თავისი კვალი დატოვა. ძალიან ბევრი ამ გამოქვაბულთაგან დღემდე შეუსწავლელია. მათგან ერთ-ერთი, ყველაზე იდუმალი გამოქვაბული ბულგარეთშია, როდოპის მთათა სისტემაში.

1928 წელს რამდენიმე შეშისმჭრელმა სრულიად შემთხვევით სოფელ სიტოვოსთან ახლოს, ძველი დასახლება შუტგრადის ნანგრევებიდან 200-ოდე მეტრში, კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბული აღმოაჩინა. გამოქვაბულის კედლებზე დატანილი იყო გაურკვეველი წარწერები. მცირე ხნის «გააზრების» შემდეგ შეშისმჭრელებმა ჩათვალეს, რომ სადღაც ახლომახლო განძი უნდა ყოფილიყო დამალული და მაშინვე იქაურობის გადათხრას შეუდგნენ. მათ ენთუზიაზმს ისიც აძლიერებდა, რომ ადგილობრივ ფოკლორში მრავლად იყო თქმულებები, რომლებშიც მოთხრობილია ფასდაუდებელ საგანძურზე, უძველეს დროს როდოპის მიწაში რომ ჩაუფლავთ.

ცოტა ხანში შუტგრადიდან სიტოვომდე რაღაც «ოქროს ციებ-ცხელების» მსგავსი განვითარდა. დიდი და პატარა უეცარი გამდიდრების მოლოდინში მიწაში ჩაძვრა. ერთნი ხისგან და თოკებისგან მოწყობილობებს აკეთებდნენ მიწიდან ოქროს ამოსაღებად, მეორენი - შელოცვებს და მაგიას მიმართავდნენ და ა. შ.

სიტოვოს საოცრებების შესახებ ინფორმაცია, ბოლოს და ბოლოს, მთიდან ბარად ჩამოვიდა და პლოვდივამდეც მიაღწია. არქეოლოგიური საზოგადოების მდივანმა ალექსანდრე პეევმა სასწრაფო ექსპედიცია მოაწყო მთებში. ცოტა ხანში ექსპედიციამ ახალი აღმოჩენის შესახებ ამცნო სამყაროს:

«გამოქვაბულის სამხრეთ კედლის გულდასმით დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე გამოკვეთილი იყო გლუვი ზოლი, სიგანით - 23-დან 30 სმ-მდე, ხოლო სიგრძით - 260 სმ. ამ ზოლში ამოკაწრულია რაღაც იდუმალი ნიშნები. წარწერა უდავოდ ადამიანის ხელითაა შესრულებული. ნიშნები მოგვაგონებს ე. წ. რუნებს, ანუ რუნულ დამწერლობას, რომელსაც იყენებდნენ ძველგერმანული ტომები, სანამ რომის კულტურული ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდნენ... გამოქვაბულის აღმოსავლეთის კედელი წარმოადგენს უზარმაზარ ქვის ბლოკს. ჩვენ აქაც აღმოვაჩინეთ წარწერა, სიმაღლით - 23 სმ და სიგრძით - 80 სმ.»

მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში ალექსანდრე პეევი იყო ერთადერთი მეცნიერი, რომელიც სიტოვოს წარწერის გაშიფვრას ცდილობდა. მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ამ წარწერების ზუსტი გაშიფვრა და ანალიზი დღემდე ვერავინ მოახერხა. არსებობს მხოლოდ ვარაუდები. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს წარწერები ძველი ცივილიზაციების დანატოვარია. სხვა ვერსიის მიხედვით, ეს უცხოპლანეტელების მიერ ადამიანებისთვის დატოვებული ინფორმაციაა. არსებობს ვარაუდიც, რომ ამ წარწერებს არაფერი აქვს საერთო რომელიმე დამწერლობასთან.

მეცნიერთა ერთი ჯგუფი კი თვლის, რომ ეს წარწერები დაახლოებით იგივეა, რაც ნებისმიერ თანამედროვე გამოქვაბულში, აგურის ნატეხით მიწერილი «ზოიას + ვალიკო» ან მგავსი რამ.

ხუმრობა იქით იყოს და, ეს სიმბოლოები შეიძლება მართლაც თანამედროვე ადამიანის ნამაიმუნარი აღმოჩნდეს.

ალექსანდრე პეევი თვლიდა, რომ სიტოვოს წარწერები უნიკალური იყო და მსოფლიოში მისი ბადალი არსად მოიძებნებოდა. სწორედ აქ შეცდა მეცნიერი - იმავე სიმბოლოებით შესრულებული წარწერა აღმოჩენილია კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) აია სოფიას ტაძრის იატაკზე.

როდოპის წარწერების მსგავსად, არც ესაა გაშიფრული.

პეევმა ეს წარწერები ბოლოს 1940 წელს ნახა. პეევის ნაცნობ-მეგობართაგან ცოტამ თუ იცოდა მისი მეორე გვარი - ბოევოი. ევროპა ნელ-ნელა ომის ქარცეცხლში ეხვეოდა.

3 წლის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა საბჭოთა კავშირის სამხედრო დაზვერვის ბულგარეთის ჯგუფის ხელმძღვანელი ბოევოი.

პეევისთვის ბრალის წაყენებისას მოსამართლეებმა ნივთმტკიცებად მოიტანეს როდოპის წარწერაც, რომელიც მათ შიფროგრამად ჩათვალეს! საუბარი იყო წარწერის ფოტოასლზე, რომელიც მეცნიერმა შესასწავლად კიევის უნივერსიტეტში გააგზავნა.

პეევი-ბოევოი დახვრიტეს.

ომის დასრულების შემდეგ პეევი საბჭოთა კავშირისა და თავისუფალი ბულგარეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის სიკვდილის შემდეგ ლენინის ორდენითა და გეორგ დიმიტროვის ორდენით დააჯილდოვეს.

როდოპის წარწერაზე ისევ ალაპარაკდნენ 50-იანი წლების დასაწყისში, ამჯერად ძველი ენების ბრწყინვალე სპეციალისტ ივან გოშევთან დაკავშირებით.

ის თვლიდა, რომ წარწერა იწყებოდა სიტყვებით: «მე - რუნხინების თავადი...»

რუნხინები იყვნენ სლავური ტომები, რომელნიც, ძირითადად, როდოპებში სახლობდნენ. გოშევის განმარტებით, მათ კლდეზე ამოკვეთეს იეროგლიფები, რათა მომავალი თაობებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გადაეცათ.

გოშევს წარწერა ბოლომდე რომ გაეშიფრა, შესაძლოა, დაემტკიცებინა კიდეც, რომ როდოპის წარწერები სლავიანური რუნებია, მაგრამ სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე გოშევმა საკუთარი ვერსია უარყო და სიტოვოს წარწერების საიდუმლო საფლავში წაიღო.

1967 წელს ბულგარულ ჟურნალ «კოსმოსში» გამოქვეყნდა ფანტასტიკური მოთხრობა, რომლის პერსონაჟიც, რიგ გარემოებათა შედეგად, როდოპის გამოქვაბულში აღმოჩნდა. მან ამ გამოქვაბულში იპოვა მიწისქვეშეთში ჩასასვლელი და იქ ორფეოსის მომღერალი ქანდაკება აღმოაჩინა.

ორფეოსი იყო როდოპში მცხოვრები თრაკიელი, ძველბერძნული მითების პერსონაჟი, მუსიკოსი, ექიმი, ფილოსოფოსი.

რამდენად მართებულია მისი დაკავშირება როდოპის საიდუმლოსთან, გვიხსნის თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ ძველი თრაკიელებიდან წერა არავინ იცოდა, ამიტომაც, ზოგი მეცნიერის მტკიცებით, ბრძენი ორფეოსი არ შეიძლებოდა, თრაკიელი ყოფილიყო. ასე თვლიდა ანდროტიონი, დემოსთენეს თანამედროვე, ათენის ისტორიის მკვლევარი.

ასეა თუ ისე, როდოპის წარწერების საიდუმლოს ნათელი დღემდე ვერავინ მოჰფინა.




გაუშიფრავი წარწერების რა მოგახსენოთ, მაგრამ როდოპზე ძველი და იდუმალი გამოსახულებები მსოფლიოში მრავლადაა. რაღა შორს წავიდეთ, აქვე, ხევსურეთში, ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, რა დაგვიტოვეს ჩვენმა (თუ სხვისმა?) წინაპრებმა ქვებზე ამოკვეთილი პიქტოგრამების სახით.

ეს ნიშნები ფიქალის ქვებზეა გამოსახული. დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ეს ქვები სამშენებლო მასალად გამოუყენებია და ახლა ეს ნახატიანი ფიქალი, ძირითადად, კოშკებშია ჩატანებული.

ამ იეროგლიფებზე ყველაზე ცნობილი კვლევა ქართველმა მეცნიერმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა გიზო ვაშაკიძემ ჩაატარა. მისი მოსაზრებით, ხევსურეთში გამოსახულ იეროგლიფებზე აშკარაა ძველი ცივილიზაციის ნაკვალევი.

მეტიც, ვაშაკიძე ამტკიცებს, რომ ზუსტად ასეთივე გამოსახულებები ბასკეთშიცაა აღმოჩენილი, რაც ქმნის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და ბასკეთის ტერიტორიაზე ერთი და იგივე ცივილიზაცია მოქმედებდა!

იეროგლიფების ზუსტი გაშიფვრა, ანუ მისი «ამოკითხვა», რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერც ბატონმა გიზომ შეძლო, მაგრამ მათი გამოყენების საშუალება იპოვა.

კერძოდ, გიზო ვაშაკიძემ ხევსურეთში გამოსახული ნიშნების მიხედვით სატელევიზიო ანტენა ააწყო, რომელიც, რაც უნდა გასაოცარი იყოს, გადასარევად მუშაობს და ყველა ქართულ არხს ხარვეზების გარეშე აჩვენებს!

ვაშაკიძის მტკიცებით, ამ ქვებზე გამოსახული ნიშნები შეიცავს ინფორმაციას ძველ ცივილიზაციათა დანატოვარი ტექნოლოგიების შესახებ. რამდენიმე მათგანზე «დახატული» ნიშნები მართლაც ძალიან ჰგავს რადიოტალღებს. სწორედ ამ ნიშნების დახმარებით ააწყო ქართველმა მკვლევარმა ანტენა.

ფიგურებში ყველაზე ხშირად ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულება გვხვდება. ვაშაკიძის აზრით, ეს აღნიშნავს მზის სისტემის მეხუთე პლანეტას, რომლიდან ჩამოსულებმაც ადგილობრივ ცივილიზაციას დიდი ტექნოლოგიური ცოდნა დაუტოვეს. ისინი ფლობდნენ საფრენ აპარატებს, ხელოვნურ თანამგზავრებს, ტელე და რადიო ტექნოლოგიებს, მძლავრ იარაღებს (!) და ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მათ დედამიწაზე ყველაზე გამძლე მასალაზე - ქვებზე დატოვეს.

ასე ვარაუდობს დოქტორი ვაშაკიძე, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ხევსურულ იეროგლიფებში მართლაც შეიძლება გავარჩიოთ ხელოვნური თანამგზავრის, კოსმოსური ხომალდის ან რადიოანტენის მსგავსი გამოსახულება.

ვიზუალურად ეს იეროგლიფები ძველ ჩინურ დამწერლობასაც წააგავს, მაგრამ მათ შორის მსგავსებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ისევ ხევსურეთში დავრჩეთ.

არსებობს, აგრეთვე, მოსაზრება, რომ ამ წარწერებსა და ძველ ინდიელთა ცივილიზაციების (აცტეკები, ინკები, მაია) დამწერლობებს შორის რაღაც კავშირია. კონკრეტულად, ამის მაგალითი შეიძლება იყოს ისევ და ისევ ხელის მტევანი, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ მექსიკის ინდიელთა იეროგლიფებში გვხვდება.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ე. წ. ხევსურული სვასტიკა, რომელიც ხშირად მეორდება და ფორმით მესამე რაიხის სვასტიკასა და ქართულ ბორჯღალს შორის გარდამავალია. ანუ ესაა კლასიკური ოთხფრთიანი სვასტიკა, ოღონდ მომრგვალებული ბოლოებით.

სხვათა შორის, ბორჯღალის გამოსახულება ეგვიპტეში წმინდა ხოჭოს ოქროს ქანდაკებებზეცაა დაფიქსირებული, მაგრამ ეგვიპტური ცივილიზაცია სულ სხვა თემაა.

როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ხევსურულ პიქტოგრამებსაც გამოუჩნდება თავისი შამპოლიონი, მაგრამ ჯერჯერობით, როდოპის წარწერების მსგავსად, ხევსურეთის ქვებში ჩაკირული ისტორია დუმს.

ბოლოსთვის კი ერთი, ცოტა ლირიკული გადახვევა, რომელიც ხევსურეთს არა, მაგრამ საქართველოს სხვა კუთხეს უკავშირდება.

ამ სურათზე მოცემულია მაიას ტომის ციფრების გამოსახულება.

აბა, კარგად დააკვირდით: ციფრი «ნული» ხომ არაფერს გაგონებთ? ამ სიმბოლოში, ალბათ, ბავშვიც კი ამოიცნობს სვანური ქუდის გამოსახულებას!

შეიძლება, ესეც რამეზე მიუთითებს, ვინ იცის...

ლექსო ლეკიაშვილი

Posted by: tikoroma Dec 5 2009, 01:24 AM

http://fereidani.ge/138_tornado/138_ciuri01.html

გიზო ვაშაკიძის წიგნი - ციური ექსპრესი

ოღონდ საშინელი ხარისხია... sad.gif

Posted by: Emigranti Dec 5 2009, 02:47 AM

QUOTE(tikoroma @ Dec 4 2009, 10:24 PM) *
http://fereidani.ge/138_tornado/138_ciuri01.html

გიზო ვაშაკიძის წიგნი - ციური ექსპრესი

ოღონდ საშინელი ხარისხია... sad.gif
დიდი მადლობა. ნამდვილად არ მეგონა თუ ქართულ ეზოთერულ ბიბლიოთეკაში ასეთი საინტერესო წიგნი არსებობდა და ეს თემაც ჩემთვის საერთოდ ახალია. ამ წამს აღმოვაჩინე. შენი დახმარებით smile.gif.ნამდვილად არ ვიცოდი თუ თუშურ კოშკებზე ასეთი საინტერესო პიქტოგრამები არსებობდა.

წიგნს რაც შეეხება, მართალია იქ მისი კითხვა სრული მაზოხიზმია, მაგრამ სურათები რომ ვნახე, პირი დამრჩა დაღებული. worthy.gif სასწაულია. good.gif ნეტა კარგი ხარისხის ვერსია გამოჩნდეს.

Posted by: Emigranti Dec 5 2009, 05:00 PM

აი აქ http://fereidani.ge/138_tornado/138_tornado.html გიზო ვაშაკიძის კიდევ 2 წიგნი დევს და დამატებითი ინფორმაციები მის შესახებ. ასევე მოყვანილია ძალიან საინტერესო ინტერვიუ მასთან, ჟურნალიდან "სარკე":



იგიც "რაღაც" პლანეტას ახსენებს, რომელსაც 3600 წლიანი ციკლი აქვს.

Posted by: Emigranti Dec 5 2009, 05:35 PM

QUOTE(Emigranti @ Dec 4 2009, 09:21 PM) *
...გაუშიფრავი წარწერების რა მოგახსენოთ, მაგრამ როდოპზე ძველი და იდუმალი გამოსახულებები მსოფლიოში მრავლადაა. რაღა შორს წავიდეთ, აქვე, ხევსურეთში, ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, რა დაგვიტოვეს ჩვენმა (თუ სხვისმა?) წინაპრებმა ქვებზე ამოკვეთილი პიქტოგრამების სახით.

ეს ნიშნები ფიქალის ქვებზეა გამოსახული. დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ეს ქვები სამშენებლო მასალად გამოუყენებია და ახლა ეს ნახატიანი ფიქალი, ძირითადად, კოშკებშია ჩატანებული...

ამ სტატიაში ეს სურათები სამწუხაროდ არაა დატანებული. გთავაზობთ სურათებს რომელიც ფორუმ http://www.karavi.ge -ს წევრებმა გადაიღეს თუშეთსა და ხევსურეთში:
































Posted by: Emigranti Dec 5 2009, 05:43 PM

აი კიდევ (ასევე კარავიჯი-დან)


















Posted by: TeO Dec 5 2009, 05:49 PM

Emigranti დიდი მადლობა ამ შრომისთვის, რომ არ დაგეზარა და შეკრიბე/ერთ თემაში მოათავსე ეს საინტერესო ინფო! :* wink.gif

Posted by: tikoroma Dec 5 2009, 05:52 PM

ამ ინტერვიუში ნამდვილად ნიბირუზეა ლაპარაკი...

Posted by: Emigranti Dec 5 2009, 06:22 PM

დიდი მადლობა თქვენ, რომ შშემოიხედეთ. თორემ ვფიქრობდი ამ თემას ნეტა საერთოდ ვინმე თუ უყურებს და ალბათ ტყუილა ვპოსტავ ამდენს მეთქი laugh.gif

Posted by: tikoroma Dec 5 2009, 07:17 PM

იცით რა არის საინტერესო.. ეს არსებები - რომელი პლანეტიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ, სადაც მივიდნენ ყველგან გააღმერთეს... შუმერები, მაიას ტომი მათ ღმერთებად მოიხსენიებდნენ. საქართველოში კი ასე არ მომხდარა...

Posted by: moonbayer Dec 6 2009, 04:06 PM

ძალაინ საინტერესოა..

Posted by: tikoroma Dec 6 2009, 04:29 PM

გიზო ვაშაკიძის სამივე წიგნი პარნასში იყიდებაო...

Posted by: Uma Dec 11 2009, 08:40 PM

საინტერესოა. ამ დღეებში გადაცემა ვნახე National Geograficze. და მართლაც რომელიღაც გალაქტიკაში აღმოაჩინეს ვარსკლავი, სადაც მიახლოებული დედამიწასთან პირობებია და მას გააჩნია ელიპსური ტრაექტორია. უბრალოდ ეს ვარსკლავი არსად არ მიექანება და თავის მზის ირგვლივ მოძრაობს. თუმცა რადგან 1 ასეთი ვარსკლავი არსებობს, შესაძლებელია რომ მე2ც არის ამდაგვარი...

Posted by: Emigranti Dec 11 2009, 10:33 PM

ამას წინათ, ბატონ გიზო ვაშაკიძეს მივწერე წერილი. მოვუყევი, რომ ის 3600 წლიანი ციკლის მქონე ციური სხეული, რომელზეც იგი ინტერვიუში საუბრობს, სხვა წყაროებშიცაა ნახსენები და ა.შ. და მან აი ასეთი პასუხი მომწერა:

"მადლობთ რომ დაინტერესდით ჩემი ნაშრომებით... პიქტოგრამებიდან, რომლებიც მე გავშიფრე, გავიგე, რომ მათი (დედამიწის სტუმართა) კოსმოსში ფრენის ტრაექტორია არის სპირალური, რაც იმის ნიშანია, რომ ისინი დაყვებიან პლანეტას, არიან მისი თანამგზავრები. შეიძლება მათ აქვთ ბაზები პლანეტის თანამგზავრებზე, ანუ მთვარეებზე და ასე მოგზაურობენ კოსმოსში. სასიხარულოა, რომ ეს ინფორმაცია დაემთხვა სხვა ინფორმაციებს, რაც არ არის შემთხვევითი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის"

ვოტ smile.gif

Posted by: tikoroma Dec 14 2009, 05:52 PM

Emigranti
პიქტოგრამებზე ვერაფერს ვიტყვი, ეგ უფრო იოლი დასაჯერებელია.
მაგრამ აპოკალიფსის ახსნა რომ აქვს თუ წაიკითხე? რაღაც ძაან მარტივად მეჩვენება ყველაფერი. მაგაზე დიდი ტანჯვა გადაუტანიათ ადამიანებს... ერაყში ნავთობის აფეთქება და ტელევიზორის გამოგონება აპოკლაფსთან ვერ დამიკავშირებია...
საერთოდ, ბევრი სხვადასხვა განმარტება წავიკითხე უკვე და აღარ ვიცი, ვისი მჯერა smile.gif
კარგი იქნება ფორუმზე ავტორთან გასაუბრების საშუალება რომ იყოს...

Posted by: Emigranti Dec 15 2009, 01:36 PM

QUOTE(tikoroma @ Dec 14 2009, 02:52 PM) *
Emigranti
მაგრამ აპოკალიფსის ახსნა რომ აქვს თუ წაიკითხე? რაღაც ძაან მარტივად მეჩვენება ყველაფერი. მაგაზე დიდი ტანჯვა გადაუტანიათ ადამიანებს... ერაყში ნავთობის აფეთქება და ტელევიზორის გამოგონება აპოკლაფსთან ვერ დამიკავშირებია...
არა არ წამიკითხავს, იმ ხარისხით კითხვა ძალიან დიდი მაზოხიძმი იყო და შევეშვი. იქნებ წიგნი ვიშოვო. რაო რა დაწერა? ერაყში ნავთობი რომ აფეთქდა ეგ იყო აპოკალიფსიო და მორჩაო?
QUOTE

საერთოდ, ბევრი სხვადასხვა განმარტება წავიკითხე უკვე და აღარ ვიცი, ვისი მჯერა smile.gif
იცი, მე ვფიქრობ, რაიმის დაჯერება საერთოდ არასწორია. ეს ხომ რელიგია არაა. აქ რწმენა არასწორი დამოკიდებულება იქნებოდა. ეს მხოლოდდამხოლოდ კაცის სიტყვაა. კაცი არასტაბილური არსებაა. დღეს რაღაცა დიდ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს, ხვალ კი - ნაკლებად სანდოს და საეჭვოს. ადამიანის სიტყვა ყოველთვის კრიტიკის და ჯანსაღი დამოკიდებულების საგანი უნდა იყოს. მხოლოდ მაშინ ჩამოშორდება მას ილუზია და მცდარი მოსაზრება და გამოკრისტალიზირდება, რაღაც უფრო რეალური მარცვალი.

QUOTE
კარგი იქნება ფორუმზე ავტორთან გასაუბრების საშუალება რომ იყოს...
მე კი შევთვაზე, მაგრამ, რა ვიცი, მას ჯერ ასეთი სურვილი არ გამოუთქვამს

Posted by: tikoroma Dec 15 2009, 05:53 PM

Emigranti

ციტატა(Emigranti @ 15th December 2009 - 01:36 PM) *
იცი, მე ვფიქრობ, რაიმის დაჯერება საერთოდ არასწორია. ეს ხომ რელიგია არაა.

ასე ღრმად არ წავსულვარ smile.gif უბრალოდ, ბიბლიის არაეკლესიური გარჩევები მაინტერესებს. ეკლესია, ჩემია ზრით, ხშირად ცდება მაგრამ სხვებიც არანაკლებ...

შენ დადებულ ლინკზე არის წიგნი მეშვიდე საყვირი და მანდ კარგი ხარისხია წასაკითხად

Posted by: centurioni Jan 1 2010, 11:12 PM

პლანეტა ნიბირუზე ჯერ კიდევ ცნობილი მეცნიერი ზაქარია სიჩინი წერდა.მან ეს პლანეტა აღმოაჩია ძველი შუმერული ტექსტების გაშიფვრით და სახელი ნიბირუც სწორედ შუმერულიდან მოდის.
ისე ეს პიქტოგრამები ძალიან საინტერესოა დაახლოებით მაინც რა ასაკისაა მიახლოებით გამოთვლა მაინც თუ შეიძლება

Posted by: Emigranti Jan 4 2010, 04:25 AM

QUOTE(centurioni @ Jan 1 2010, 08:12 PM) *
პლანეტა ნიბირუზე ჯერ კიდევ ცნობილი მეცნიერი ზაქარია სიჩინი წერდა.მან ეს პლანეტა აღმოაჩია ძველი შუმერული ტექსტების გაშიფვრით და სახელი ნიბირუც სწორედ შუმერულიდან მოდის.
გეთანხმები. ზაქარია სიჩინი უნიკალური მეცნიერია. მის შესახებ თემა კი, აქ დევს http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=914. შეგიძლია (თუ გინდა) შენი აზრი დაპოსტო.

QUOTE
ისე ეს პიქტოგრამები ძალიან საინტერესოა დაახლოებით მაინც რა ასაკისაა მიახლოებით გამოთვლა მაინც თუ შეიძლება
არც ვიცი ეს პიქტოგრამები მეცნიერების მიერ საერთოდ შესწავლილი თუა. ვფიქრობ მათი ასაკი მხოლოდ ძვირადღირებული აპარატურით თუ დადგინდება. ალბათ დაფინანსების საკითხია. ხვამლის მთის შესახებაც კარგა ხანია იცოდნენ ისტორიკოსებმა, მაგრამ უსახსრობის გამო, დიდხანს, არანაირი სერიოზული გამოკვლევა არ ტარდებოდა.

Posted by: gizo Sep 30 2010, 01:53 PM

მოგესალმებით!
მე გახლავართ გიზო ვაშაკიძე. ახლახან შემთხვევით ვნახე ეს ფორუმი და გავწევრიანდი. უმოკლეს დროში კიდევ შეგეხმიანებით.

Posted by: gizo Oct 2 2010, 09:57 AM

მოგესალმებით. ყურადღებით წავიკითხე თქვენი კომენტარები. ბატონებო: Emigrant, Quote, tikoroma უკაცრავად სახელები არ ვიცი.
აპოკალიფსის გაშიფვრას შევეხები (მეშვიდე საყვირი).
თქვენ წერთ რომ ეს გაშიფვრა ძნელი დასაჯერებელია რადგან ყველაფერი ძალიან მარტივადაა ახსნილი. შეგახსენებთ ცნობილ ფრაზას “ყველაფერი გენიალური მარტივია” - მადლობთ კარგი შეფასებისთვის.
კომენტარებში არის კითხვა, რატომ მოხვდა აპოკალიფსში ერაყ ქუვეითის ომი და ტელევიზორის აღწერა?
მოგახსენებთ ჩემ აზრს, თუ დაუკვირდებით ბიბლიურ ტექსტებს არა მარტო ახალ აღთქმას არამედ საერთოდ, ნახავთ რომ ძირითადი ყურადღება გადატანილია შუამდინარეთსა და მის გარშემო ქვეყნებზე, ანუ ეს ტერიტორია არის ერთგვარი ეპიცენტრი, ადგილი სადაც დაირწა მიწიერი კაცობრიობის აკვანი. შესაძლოა სწორედ ამიტომაა აღწერილი სწორედ ეს ომი? მეექვსე საყვირში (ანუ თავი რომელიც ერაყ ქუვეითის ომის შემდეგ მოდის) აღწერილი მოვლენებიც ხომ მდინარე ევფრატზე ხდება, ისევ ის ტერიტორია.
რატომ მოხვდა აპოკალიფსში ტელევიზორის აღწერა? მე მგონი ამით აღიწერა კაცობრიობის ტექნოლოგიურ ეპოქაში შესვლა, რაც ალბათ დამეთანხმებით უდიდესი მოვლენაა.
ჩემი მხრიდან ერთ საკითხს დავამატებ. სამწუხაროა მაგრამ ადამიანი მოკრავს თუ არა ყურს სიტყვა აპოკალიფსს იმწუთს სამყაროს დასასრული ახსენდება, არადა იოანეს გამოცხადებაში სხვა მრავალი და საინტერესო მოვლენებია აღწერილი, რამოდენიმე მათგანზე ჩემს შესაძლებლობების ფარგლებში მე ვისაუბრე “მეშვიდე საყვირში”.
გემშვიდობებით კეთილი სურვილებით

Posted by: tikoroma Oct 2 2010, 02:45 PM

gizo

ციტატა(gizo @ 2nd October 2010 - 09:57 AM) *
კომენტარებში არის კითხვა, რატომ მოხვდა აპოკალიფსში ერაყ ქუვეითის ომი და ტელევიზორის აღწერა?

გამარჯობათ, სასიხარულოა თქვენი გამოჩენა ფორუმზე

რაც შეეხება ტელევიზორს, ისე უბრალო და ყოველდღიური ნივთია ჩემთვის, ვერ წარმომედგინა აპოკალიფსის საშინელებებთან მისი გათანაბრება. smile.gif


Posted by: gizo Oct 4 2010, 10:39 AM

მოდით დავიწყოთ იმით, არის თუ არა ეს ნივთი უბრალო, ვგულისხმობ ტელევიზორს (და საერთოდ ტექნიკურ პროგრეს).

ამ მედალს ორი მხარე აქვს:
- ჩვენ ეპოქაში დაბადებული ადამიანისთვის ეს ნამდვილად ყოველდღიური ნივთია ვინაიდან ჩვენ დაბადებიდან დაგვხვდა ყოველდღიურ მოხმარებაში, შევეჩვიეთ და აღარაფერი გვიკვირს.100 წლის წინ ის უბრალოდ არ არსებობდა.
აპოკალიფსი დაიწერა 2000 წლის წინ ე.ი. ქრისტეს შემდგომ 1900 წელი ადამიანები ცხოვრობდნენ ამ ყუთის გარეშე. მოდი ამ გადასახედიდან შეხედეთ მოვლენებს, აპოკალიფსის ტექსტი ხომ ყველა ეპოქის ადამიანთა კუთვნილებაა. მე მოგიყვანთ ერთერთი წმინდანის წინასწარმეტყველებას
(მე მგონი სერაფიმ საროველი, თუ ვცდები დავაზუსტებ) :"სახლში იქ სადაც უწინ ხატები გვედგა ადამიანები დადგავენ ყუთს და მასთან ექნებათ ურთიერთობა ანუ ეთაყვანებიან" (ტექსტი არ არის აბსოლუტურად ზუსტი, აზრი იგივეა).
ჩვენ ამ ეპოქაში დაბადებულმა ადამიანებმა შევძელით ადაპტაცია, გარსმუნებთ თქვენ სხვა ეპოქაში რომ დაბადებულიყავით და გცოდნოდათ რომ რაგაც მსგავსი საგანი გაჩდებოდა, მას ჩვეულებრივ საგანს არ დაუძახებდით. და აღიარებდით კიდეც რომ ასეთი საგანი ადამიანის სულიერ დეგრადაციას უწყობს ხელს. თუნდაც იმ ზღვა ინფორმაციით და უზნეო გადაცემებით, ამ გადმოსახედიდან თქვენ თვითონ გასცემდით კითხვას პასუხს რატომ მოხვდა მისი აღწერილობა აპოკალიფსში. უფალი იძახის: გეშინოდეთ იმის ვისაც სულის დაღუპვა შეუძლია და არა ხორცის.
1991 წელს მაშინ როდესაც თბილისში ღვტთს ნებით გაიშიფრა მეხუთე საყვირი, მეუდაბნოვე ბერებიდან ჩამოვიდა ადამიანი რომელმაც გადმოქვცა მათი დანაბარები - ანტიქრისტე ტელევიზორით მიმართავს ხალხს.
არც ის არის გამორიცხული ტექნიკური პროგრესი მართლაც მივიდეს ისეთი ჰიპების შექმნამდე რომლითაც აღბეჭდავენ ადამიანებს.
ასე რომ ტელევიზორი + მისი შემდგომი ტექნიკა ანუ მთლიანად ტექნიკური პროგრესი არც თუ ისეთი უსაფრთხო რამაა, ამას განსაკუთრებით კარგად ხვდები ადამიანი თუ იმ გადმოსახედიდან აზროვნებ რასაც რწმენა ქვია. ძალზედ საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, ყურადღებით მიადევნეთ მდინარე ევფრატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ჩვენს გარშემო ხდება აპოკალიფსური მოვლენები, ჩვენს გარშემო გამოჩდებიან აპოკალისში მონაწილე პირები.

Posted by: tikoroma Oct 4 2010, 11:22 AM

ციტატა(gizo @ 4th October 2010 - 10:39 AM) *
და აღიარებდით კიდეც რომ ასეთი საგანი ადამიანის სულიერ დეგრადაციას უწყობს ხელს. თუნდაც იმ ზღვა ინფორმაციით და უზნეო გადაცემებით, ამ გადმოსახედიდან თქვენ თვითონ გასცემდით კითხვას პასუხს რატომ მოხვდა მისი აღწერილობა აპოკალიფსში. უფალი იძახის: გეშინოდეთ იმის ვისაც სულის დაღუპვა შეუძლია და არა ხორცის.

ამაში ნამდვილად გეთანხმებით smile.gif

Posted by: gugua Oct 9 2010, 12:10 PM

გამარჯობათ!

მეგობრებო, „ნასა“-ს ვებ-გვერდს ვათვალიერებდი და მეტად საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, კერძოდ – „ნასა“-მ ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთ ვარსკვლავთან (HD 10180) აღმოაჩინა 7 პლანეტა, მათ შორის ერთ-ერთი დედამიწის მსგავსია (ვებ-გვერდი: http://planetquest.jpl.nasa.gov).
ვულოცავ ნასას, მაგრამ ის რომ კოსმოსში დედამიწის მსგავსი პლანეტა არსებობს, თბილისში გაცილებით ადრე იცოდნენ, წაიკითხეთ გიზო ვაშაკიძის წიგნი "ციური ექსპრესი". იქ აღწერილია დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც ბატონმა გიზომ თუშეთ-ხევსურეთში არსებულ პიქტოგრამაში გაშიფრა. ანუ ბატონმა გიზომ შარშანწინ გააკეთა ის, რასაც „ნასა“ აკეთებს ახლა. განსაჯეთ!

P.S. ბატონ გიზო ვაშაკიძის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.fereidani.ge ქვეთავი 138 – გიზო ვაშაკიძე − «პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის». GIZO VASHAKIDZE − «PERSONAL TORNADO FOR PHARAO'S SOUL»

Posted by: INA Jan 15 2011, 08:29 PM

http://img233.imageshack.us/i/sany0363v.jpg/

ხევსურეთი, კისტანის ციხე.


Posted by: Himmler Mar 9 2011, 03:12 PM

QUOTE
რომელიც ხშირად მეორდება და ფორმით მესამე რაიხის სვასტიკასა და ქართულ ბორჯღალს შორის გარდამავალია. ანუ ესაა კლასიკური ოთხფრთიანი სვასტიკა, ოღონდ მომრგვალებული ბოლოებით.

ჰო, გერმანელებს გვიყვარს ოკულტიზმი. smile.gif

Posted by: Himmler Mar 9 2011, 03:42 PM

პირველად, ჰიტლერმა 1920 წლის აგვისტოს ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს გამოიყენა სვასტიკა, არსებობს მოსაზრება, რომ იგი გიორგი გურჯიევმა უკარნახა- ნაციზმის ერთ-ერთ იდეოლოგს კარლ კლაუს ჰოფერს, ოკულტური და პოლიტიკური გაერთიანების "ტულეს საზოგადოების" დაარსების დროს.

Posted by: Shou Mar 12 2011, 02:59 PM


QUOTE(himleri @ 9th March 2011 - 03:42 PM) *
პირველად, ჰიტლერმა 1920 წლის აგვისტოს ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს გამოიყენა სვასტიკა, არსებობს მოსაზრება, რომ იგი გიორგი გურჯიევმა უკარნახა- ნაციზმის ერთ-ერთ იდეოლოგს კარლ კლაუს ჰოფერს, ოკულტური და პოლიტიკური გაერთიანების "ტულეს საზოგადოების" დაარსების დროს.

Himmler

ჩემი შვილი შენი "ფანი" გახდებოდაsmile.gif

Posted by: Existence Mar 14 2011, 04:43 PM

წარსულის ნაკვალევი


http://www.youtube.com/watch?v=a277az76jkM&feature=player_embedded#at=25

Posted by: თაია Jul 7 2011, 12:18 AM

ციტატა(Emigranti @ 11th December 2009 - 10:33 PM) *
ამას წინათ, ბატონ გიზო ვაშაკიძეს მივწერე წერილი. მოვუყევი, რომ ის 3600 წლიანი ციკლის მქონე ციური სხეული, რომელზეც იგი ინტერვიუში საუბრობს, სხვა წყაროებშიცაა ნახსენები და ა.შ. და მან აი ასეთი პასუხი მომწერა:

"მადლობთ რომ დაინტერესდით ჩემი ნაშრომებით... პიქტოგრამებიდან, რომლებიც მე გავშიფრე, გავიგე, რომ მათი (დედამიწის სტუმართა) კოსმოსში ფრენის ტრაექტორია არის სპირალური, რაც იმის ნიშანია, რომ ისინი დაყვებიან პლანეტას, არიან მისი თანამგზავრები. შეიძლება მათ აქვთ ბაზები პლანეტის თანამგზავრებზე, ანუ მთვარეებზე და ასე მოგზაურობენ კოსმოსში. სასიხარულოა, რომ ეს ინფორმაცია დაემთხვა სხვა ინფორმაციებს, რაც არ არის შემთხვევითი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის"

ვოტ


გინდათ გიზოს შეგახვედროთ? ამას მე და თამარი - ერთნაირად შევძლებთ. ორივე ვიცნობთ გიზოს. თამარი - უფრო!

სადმე მოაწყვეთ შეხვედრა და თამარი მოგიყვანთ გიზოს! smile.gif))


Posted by: თაია Jul 7 2011, 12:21 AM

ვაახ, ახლა უნდა მეთქვა, კიდევ ერთ პიროვნებაზე, - გუგუაზე და... ისიც აქ არ ყოფილა?

მოკლედ, მე (ან თამარი), გიზო და გუგუა - ერთად მოვალთ, და საკმაოდ საინტერესო ამბებს მოგიყვებით, თუ გიონდათ, რა თქმა უნდა!
smile.gif)))


Posted by: თაია Jul 7 2011, 12:24 AM

ციტატა(gugua @ 9th October 2010 - 12:10 PM) *
გამარჯობათ!

მეგობრებო, „ნასა“-ს ვებ-გვერდს ვათვალიერებდი და მეტად საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, კერძოდ – „ნასა“-მ ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთ ვარსკვლავთან (HD 10180) აღმოაჩინა 7 პლანეტა, მათ შორის ერთ-ერთი დედამიწის მსგავსია (ვებ-გვერდი: http://planetquest.jpl.nasa.gov).
ვულოცავ ნასას, მაგრამ ის რომ კოსმოსში დედამიწის მსგავსი პლანეტა არსებობს, თბილისში გაცილებით ადრე იცოდნენ, წაიკითხეთ გიზო ვაშაკიძის წიგნი "ციური ექსპრესი". იქ აღწერილია დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც ბატონმა გიზომ თუშეთ-ხევსურეთში არსებულ პიქტოგრამაში გაშიფრა. ანუ ბატონმა გიზომ შარშანწინ გააკეთა ის, რასაც „ნასა“ აკეთებს ახლა. განსაჯეთ!

P.S. ბატონ გიზო ვაშაკიძის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.fereidani.ge ქვეთავი 138 – გიზო ვაშაკიძე − «პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის». GIZO VASHAKIDZE − «PERSONAL TORNADO FOR PHARAO'S SOUL»


გუგუა, ამას ვამბობ მე 1998 წლიდან, მაგრამ... იჯერებდნენ, რო? smile.gif))

მიხვდები, ვინც ვარ!

Posted by: kate Jul 7 2011, 12:24 AM

თაია

QUOTE(თაია @ 6th July 2011 - 03:21 PM) *
მოკლედ, მე (ან თამარი), გიზო და გუგუა - ერთად მოვალთ, და საკმაოდ საინტერესო ამბებს მოგიყვებით, თუ გიონდათ, რა თქმა უნდა!
smile.gif)))

არ შეიძლება ეს ყველაფერი ფორუმზე გაკეთდეს?

Posted by: INA Jul 7 2011, 12:26 AM

თაია

რა თქმა უნდა გვინდა.

აქ თემა იყო კიდევ ფესტოს დისკოზე და რამე ხომ არ იცი მის შესახებ? მართლა ასეთი მისტიური რამეა?

Posted by: თაია Jul 7 2011, 12:26 AM

kate, ფორუმზე ეს უკვე კეთდება... თუ მეშლება?
აბა სად ვართ ახლა? smile.gif

დამიჯერეთ, რეალურად ნახვა და მოსმენა - სრულიად სხვაა!

მე თქვენთვის ვამბობ, თორემ... გუგუას და გიზოს - ახლაც შევხვდი... smile.gif))

Posted by: Lashapoli Jul 7 2011, 03:30 AM

მემგონი საიტერესო შემოთავაზებაა და ცემი აზრით უმრავლესობა თანახმა უნდა იყოს. ია ზა!! smile.gif

Posted by: tikoroma Nov 24 2011, 12:27 AM

ძალიან საინტერესო წერილები ხევსურული პიქტოგრამების შესახებ :

http://saunje.ge/index.php?id=1089&option=com_content&Itemid=18&lang=ka

http://saunje.ge/index.php?id=1088&option=com_content&Itemid=18&lang=ka

http://saunje.ge/index.php?id=1091&option=com_content&Itemid=18&lang=ka

http://saunje.ge/index.php?id=1090&option=com_content&Itemid=18&lang=ka


Posted by: vano kazbegi Nov 24 2011, 12:55 AM

საინტერესოა- მე არადროს ვინტერესდებოდი ამ თემაზე-და მახსენდება, ბატონ თალეს შონიასთან იყო მოსული პიროვნება-სახელი არ მახსოვ. მას ქონდა გადაღებული სურათებე, და უცნაური ჰიეროგლიფები, მას გარკვევა უნდოდათ. ბატონ თალესმა მთხოვა რომ, სურათებზე რაიმე შედარება გამეკეთა ( რადგან შესწავლილი მქონდა ეგვიპტური და სხვადსხვა ამოუცნობი ჰიორეგლიფები-). რამოდენიმე ამოვიკითხე სახელწოდევა ( მზე - ნიშნავ-დღის დროს , ნიშნავ სითბოთ და დანახვას), (მთვარე-ნიშნავ-ღამე, ცივი, დაგვიანებულს და დაბრმავებას) (ვარსკლავები-ნიშნავ-ახალ დაბადებულს, ძიებას, იდეას, აღმოჩენას და გეგმას ) და ა.შ.
ეს ყველაფერი დაემთხვა და მთხოვა რომ, არ მესწავლებინა მისთვის-( არ ვიცი რატომ მითხრა). მომიტანდა, გადავუთარგმნიდი და თავად თავის საქმეს აკეთებდა. ნამარხებიც კი აღმოუჩენია ხევურეთში.
ბევრი რამ არ ვიცი რა ხდებოდა სხვა საქართველოს კუთხეში.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)