ედემი, ახალი პლანეტა |
ედემი, ახალი პლანეტა |
Jun 23 2009, 06:14 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 122 Joined: 18-June 09 Member No.: 5,981 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Ave!!!
ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე ხნის წინ გავიგე საინტერესო ინფორმაცია ახალი პლანეტის შესახებ. რომელიც დიდიხანია რაცღმოჩენილია, მაგრამ ღიად და გაცხადებულად რატომღაც მასზე არ საუბრობენ. მას პირობითად ეძახიან "ედემს". ეს პლანეტა მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულში ერთხელ ჩანს, მხოლოდ მაშინ, როდესაც მზის სისტემის სხვა პლანატები ერთრიგში ეწყობიან...ეს რომ გავიგე გამახსენდა ერთი ძველი მაგიური წიგნის შესავალი სადაც არის აღწერილი პლანეტის (ხანდახან კომეტის სახელითაა აღწერილი) საუბარი სხვა პლანეტებთან. ძალიან საინტერესო დიალოგია...საუბარია, რომ ამ ერთის გარდა ყველა პლანეტას აქვს თავისი სტანდარტული გზა დაწესებული...ისინი მუდმივად დადიან ამ გზაზე...ყველას ერთნაირი გზა აქვთ...ანუ მზის გარშემო. ხოლო ეს პლანეტა კი დადის განსხვავებულად...ელიპსისებურ დ და ამის გამო თავის დებს (სხვა პლანეტებს) ხედავს იშვიათად. ერთხელაც როდესაც ის შეხვდება მათ, პლანეტები კითხავენ, თუ რადომ დადის ასე უაზროდ, რატომ არაა ისიც მშვიდად, როგორც მისი დები, რატომ არ მღერის მზის სადიდებელ ჰიმნს და რატომ არის ასეთი დაუმორჩილებელი. ამაზე კი ეს "საწყალი" პლანეტა ასე პასუხობს: "მეც მსურს ვიყო თქვენთან ერთად ასე მშვიდად, ვსვა დიდების ნექტარი, ვუმღერო სამყაროს და ჩვენს დედას, მზეს. მაგრამ სამწუხაროდ შემოქმედის ნებაა, რომ მე განსხვავებული გზა მომცა გასავლელად...თქვენ წრეზე დადიხართ ჩუმი გზა კი ელიფსისებურია, ამიტომაცაა, რომ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. მე მაქვს განსხვავებული და რთული მისია რათა თქვენ გქონდეთ ადვილი მისია. ჩემო ქაოსური მოძრაობით ვქმნი წონასწორობას...ჩემი არაჰარმონიული ყოფით ვქმნი თქვენს მარადიულ ჰარმონიას. მე მივდივარ ძველ პლანეტებთან რომ მათ არ იგრძნონ თავი მიტოვებულად განადგურებამდე და მივდივარ ახლადშობილ პლანეტებთან რათა ვაზიარო ჭეშმარიტებას. მე ვარ ფენიქსი...მე ვანადგურებ ძველს და გზას ვუხსნი ახალს. მე ვარ შავი...და ვარ სიბნელე, რომ თქვენ იყოს სინათლე და იყოს წონასწორობა." დამეთანხმებით ძალიან ლამაზი ტექსტია და ბევრ რამეს შეიცავს...ასევე მახსენდება ძველი აღთქმის ერთი მონაკვეთ: "და შეიკრიბნენ ღვთის შვილები ღმერთთან შესახვედრად და სატანაც იყო მათ შორის. და იკითხა შემოქმედმა: სად იყავი აქამდე? რატომ არ ხარ შენ და ძმებთან ერთად? რატომ გხედავ ასე იშვითად? და უპასუხა სატანამ: მე ვიყავი ჩემს მარადიულ გზაზე...დედამიწიდან ზეცაზე და პირიქიტ:..... შეიძლება გრამატიკული შეცდომები იყოს, მაგრამ მაპატიეთ, ამ წუთავ ვთარგმნე ეს ტექსტი და პირდაპირ დაუმუშავებლად დავწერე...იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის და ასევე ველოდები კომენტარებს. პატივისცემით, georgius-asmoday -------------------- In Nomine Dei Nostri Satanis, Luciferi Excelsi, Ave voluptatis Carnis!!!
They have never told the truth about me, and they have never known me for who I truly am!!! |
|
|
Nov 27 2010, 04:07 PM
Post
#21
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
harry
ჰო ნიბირუს გავს... -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 27 2010, 06:28 PM
Post
#22
|
|
RED soul Group: Members Posts: 198 Joined: 20-April 10 From: motel entland 66 Member No.: 6,208 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
steward
ისე ზოპგჯერ ბოროტება უფრო დიდ სიმამაცეს მოითხოვს ხოლმე, ამის თავზა აღებაც დიდი გმირობაა ხოლმე, თუ ვინ მოირგებს შავ და ბინძურ მანტიას რომ სხვებს ავი აარიდოს. ასეც ხდება ხოლმე აკეთო სიკეთე და ბოროტება გსურდეს, ან პირიქით აკეთო ბოროტება და სიკეთის სახელით ჩადიოდე ამას... + : ))))) -------------------- |
|
|
Jan 22 2012, 12:06 AM
Post
#23
|
|
RED soul Group: Members Posts: 119 Joined: 11-October 10 Member No.: 6,289 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მილტონს აქვს საოცრად მაგრად დახატული სატანის სახე ''დაკარგულ სამოთხეში''
კითხვის დროს ისეთი შეგრძნება გაქვს რომ სატანის სახით რაღაც ნაცნობს ეცნობი,იმას რაც შენშიცაა. და თან ლუციფერი ისეთი თვისებებით ხასიათდება რასაც უჟე დიდი ხანია ჩვენი მოდგმა ხოტბას ასხავს : სიმამაცე ...თავისუფლების სიყვარული და ა. შ .. -------------------- God is God
|
|
|
Jan 22 2012, 12:19 PM
Post
#24
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ციტატა და უპასუხა სატანამ: მე ვიყავი ჩემს მარადიულ გზაზე...დედამიწიდან ზეცაზე და პირიქიტ:..... ასე მოგზაურობენ უძველესი ღმერთები - ზეცა-დედამიწა-ქვესკნელი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jan 22 2012, 02:44 PM
Post
#25
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე ზოპგჯერ ბოროტება უფრო დიდ სიმამაცეს მოითხოვს ხოლმე, ამის თავზა აღებაც დიდი გმირობაა ხოლმე, თუ ვინ მოირგებს შავ და ბინძურ მანტიას რომ სხვებს ავი აარიდოს. ასეც ხდება ხოლმე აკეთო სიკეთე და ბოროტება გსურდეს, ან პირიქით აკეთო ბოროტება და სიკეთის სახელით ჩადიოდე ამას... ან ბოროტების ნიღაბი მოიგრო და ხალხის თვაში ბინძური ადამიანი ჩანდე და სინამდვილეში კარგ აკეთებდე ჩუმად, ზოგჯერ ხომ საქმეს ასე სჭირდება. რტლია და უფრო მამაცობაა -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 22 2012, 08:09 PM
Post
#26
|
|
RED soul Group: Members Posts: 180 Joined: 11-June 11 From: თბილისი Member No.: 6,486 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთი ჩვეულებრივი ასტეროიდი... ჯერ ერთი მზის გარშემო ყველა ობიექტი ელიფსური ორბიტით მოძრაობს (კეპლერის კანონები), მეორეც პლუტონის დიამეტრის ნახევარი არც ისე დიდია ყოფილა. მარსსა და იუპიტერს შორის მყოფი ასტეროიდებიც მოძრაობენ ეგეთ გაწელილ ორბიტებზე და კოიპერის სარტყელის სხვა ასტეროიდებიც და მაგაში განსაკუთრებული არაფერია
-------------------- დასჯილი ინდიელი: ბელადო დავიღალე, ამხსენი რა სასჯელი, აღარ შემიძლია ამ კალენდრის გამოთვლა, 2012 წელი ჩავამთავრე თითქმის
ბელადი: კარგი, შეეშვი. მაგ დროს შენი კალენდარი მაინც აღარავის ემახსოვრება |
|
|
Feb 21 2012, 08:39 PM
Post
#27
|
|
RED soul Group: Members Posts: 214 Joined: 6-March 10 From: Eurasia Member No.: 6,170 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რომ გადაეკიდნენ ამ ნიბირუს და აიტაცეს. საიდან მოიტანეს, ვინ გაშიფრა? სად ნახეს წყაროები ამის შესახებ, ჩვენ ყოვლად გადაუმოწმებელი ინფორმაცია გვაქვს, არც ძველ ხელნაწერებზე მიგვიწვდება ხელი და არც ეგ ენა ვიცით რომ ამოვიკითხოთ, ერთადერთი შეგვიძლია ამის შესახებ ან ინტერნეტში მოვისმინოთ და წავიკითხოთ ან კიდე "ახალი ამბების" სახით მოვუსმინოთ. არც ერთი მეჩვენება სანდოდ და არც მეორე. თუ კი იმ შუმერულ ფრესკას მოიშველიებენ სადაც პლანეტებია გამოსახული, რატომ არავის უჩნდება აზრი რომ ზედმეტი პლანეტა რომელიც გამოსახულია იყო სწორედ ის რეალური პლანეტა რომელიც არსებობდა მარსსა და იუპიტერს შორის და ამის შესახებ ასტრონომებმაც იციან და არც მალავენ, ეხლა კი ასტეროიდების სარტყელია. მითოლოგიაში მას მოიხსეიებდნენ როგორც პლანეტა ფაეტონი ან პლანეტა ლუციფერი. და არა რომელიღაც გარე პლანეტა რომელიც ვითომ და კვეთს ჰელიოსფეროს და ყოველ 3600 წელში ერთხელ შემოდის მზის სისტემაში
ყოვლად გაუმართლებელია ასტრონომიულად და რატომ. ჯერ ერთი ის პლანეტები რომლებიც მოძრაობენ მზის გარშემო, მოქცეულნი არიან მზის გრავიტაციულ ველში. რომ ავიღოთ ნიბირუს პირობითი უკიდურესი წერტილი მზისგან დაშორებით, ნებისმიერი ციური სხეული დააღწევდა თავს ამხელა მანძილზე მზის გრავიტაციიდან რადგან მას განსაზღვრული გრავიტაციული ველი გააჩნია თუ კი ეს პირობითი პლანეტა სხვა რაღაცის გარშემო ბრუნავს და ჰელიოსფეროს კვეთს მაშინ რის გარშემო? უნდა იყოს უფრო დიდი მასიური ვარსკვლავი რის გარშემოც ასევე ჰელიოსფერო იბრუნებდა. ჰელიოსფერო კი მხოლოდ რძიანი გზის ცენტრის გასწვრივ ბრუნავს. და არა რომელიმე მასიური ვარსკვლავის ან შავი ხვრელის მიმართ. ასე რომ მე პირადად მსგავსი შემოგდებული და მოხვეული ინფორმაციები ცოტა არ იყოს საფუძველ მოკლებულად და მეტიც იდიოტობად მიმაჩნია. ადამიანი როგორც წესი ნაგავს უფრო ადვილად იკრავს ვიდრე ჭეშმარიტებას, ასე რომ მსგავსი ნაგვის შემოყრაც გაცნობიერებულად ხდება რომ ის ვერ დაინახოს ადამიანმა რაც დასანახია. თუმცა "ნე ტამ იშემ გასპადა" ჩემი აზრით ყველაზე კარგი წყარო რათა რამეს მიაგნოს ადამიანმა ეს არის ინფორმაცია რომელიც შემორჩენილია ძველი მითების, ლეგენდების, თქმულებებისა თუ ზღაპრების სახით. ნებისმიერი მითოლოგია არის დაშიფრული ინფორმაცია და ისტორია რომელიც კაცობრიობამ გამოიარა, და ჩვეულებრივი ისტორიისგან იმით განსხვავდება რომ მას "გამარჯვებული" არ წერს და ნაკლებად სუბიექტურია. არც ედემი არც ჯოჯოხეთი არ არის კონკრეტული ადგილი ან პლანეტა. რაც შეეხება "ნასას" და სხვა ქვეყნების კოსმოსურ ცენტრებს, 99% მათი ინფორმაციისა არს ტყუილი. ყოველიასტრონავტი გაფრენის შემდეგ გადის ეგრეთ წოდებული brain wash - ის პროცედურას. ხოლო თუ კოსმოსური სააგენტოები იგრძნობენ საფრთხეს ინფორმაციის გაჟონვისა მათ ისევე მოიშორებენ როგორც ეს გააკეთეს შატლ "ჩელენჯერის" შემთხვევაში სადაც ვეტერანი ასტრონავტები დაიღუპნენ ვითომ და კატასტროფის შედეგად სტარტის მერე. |
|
|
Feb 24 2012, 09:04 PM
Post
#28
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
steward
ჰელიოსფერო კი მხოლოდ რძიანი გზის ცენტრის გასწვრივ ბრუნავს. და არა რომელიმე მასიური ვარსკვლავის ან შავი ხვრელის მიმართ. რძიან გზაში, ალბათ გულისხმობ მილქი ვეი-ს - ინგლისურად და მლეჩნი პუტ-ს - რუსულად, რომელიც ქართულად რძიან გზად კი ითარგმნება, მაგრამ სინამდვილეში არის ჩვენი გალაქტიკის სახელი, რომელსაც ქართულად ირმის ნახტომი ქვია და რომლის ცენტრსაც ზუსტად უზარმაზარი შავი ხვრელი წარმოადგენს . |
|
|
Aug 24 2012, 09:16 PM
Post
#29
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,343 Joined: 6-August 12 From: tbilisi Member No.: 6,867 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რატომ დაირქვგი ასმოდეი?
-------------------- Я всегда буду помнить тех, кто помог мне подняться в трудную минуту, но я так же никогда не забуду тех, кто помог мне упасть.
შესაძლოა სასტიკია,მაგრამ სიმართლე! |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 08:50 AM |