IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> მეორედ მოსვლა
ano
post Jun 3 2020, 08:18 PM
Post #61


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Merlin @ Jun 2 2020, 07:05 PM) *
ანთროპოსოფიული ცოდნისა და წინასწარმეტყველების მიხედვით ქრისტე ფიზიკურ სამყაროში აღარასდროს აღარ განსხეულდება. მეორედ მოსვლა სულიერი ბუნების მოვლენაა და არა ფიზიკური. თუმცა დღევანდელი პროცესები ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც გრანდიოზული ახლოვდება...


წავიკითხე პოსტები საინტერესო მოსაზრებებია მადლობა გამოხმაურებისათვის
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 3 2020, 08:24 PM
Post #62


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ Jun 3 2020, 02:36 PM) *
Merlin
ჰო, მასკის რომ ვუყურებ და ვუსმენ თითქოს არიმანის ბიძაშვილი ლაპარაკობსო

ადამიანში შეიძლება იყოს როგორც ლუციფერული ისე არიმანული ტენდეციები და ასევე ქრისტეს იმპულსიც.
ახლა ასეთი რაღაც დამჩემდა, ადამიანს რომ გავიცნობ, მოვუსმენ, ვაკვირდები თუ რამდენი პროცენტია მასში არიმანული, ლუციფერული და ქრისტესმიერი
ძირითადად სოციუმში ვხედავ არიმანული ცნობიერების ადამიანებს

მერე იმ ორ ავაზაკს ხო ეუბნება იესო ორივე ჩემთან იქნებით სამოთხეშიო biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 3 2020, 09:09 PM
Post #63


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Merlin @ 3rd June 2020 - 01:17 PM) *
ილონ მასკი ისე გარეგნულადაც რობოტს გავს, თითქოს რკინის ძვლებზე ტყავი გადააკრესო. განსაკუთრებით შორიდან ჩანს ხოლმე ასეთად. რაღაცნაირად თითქოს მექანიკურ ელექტრონულ ძრავზეა აგებული სხეულებრივადაც კიო, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ციტატა(old_man @ 3rd June 2020 - 01:36 PM) *
Merlin
ჰო, მასკის რომ ვუყურებ და ვუსმენ თითქოს არიმანის ბიძაშვილი ლაპარაკობსო

ნუ გშურთ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 3 2020, 10:21 PM
Post #64


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



""მერე იმ ორ ავაზაკს ხო ეუბნება იესო ორივე ჩემთან იქნებით სამოთხეშიო""

მხოლოდ ერთს ეუბნება, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეშიო. ამ მუხლის განმარტაბა, რამდენადაც მე ვიცი, იმაში მდგომარეობს, რომ ლუციფერი ამავე ეონში შეძლებს გამოსწორებას. ეონში ანუ დედამიწის ევოლუციის პერიოდში. ანუ სამუდამოდ არ არის ღმერთისგან განდგომილობის მდგომარეობაში.

ისე კი ზოგადად ბიბლიური ტექსტები მრავლდონიან მნიშვნელობას ატარებენ, ანუ ერთი და იგივე რამე შეიძლება ფიზიკური თვალსაზრისითაც მომხდარიყო, ანუ რეალურად ავაზაკზე იყოს ლაპარაკი და ამავდროულად იგივე, კოსმიურ არქეტიპს ასახავდეს. ამიტომ მარტივად არ არის ხოლმე საქმე.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 3 2020, 10:30 PM
Post #65


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.youtube.com/watch?v=hglD_ZfAUMk
https://www.youtube.com/watch?v=zW5gklIKcDg

ეს შეგიძლიათ ნახოთ... პირველი კომენტარებითა და რუსული თარგმანითაა (საშინელი თარგმანია). მეორე ლინკი კომენტარების გარეშეა, უბრალოდ კადრები, ისე როგორც იყო, ინტერპრეტაციის გარეშე.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jun 3 2020, 10:52 PM
Post #66


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 2nd June 2020 - 07:33 PM) *
ამას ემატება კიდევ ერთი პრობლემა - მალე ფიზიკური გრძნობის ორგანოები ვეღარ იმუშავებენ ობიექტურად, თუ ადამიანი არ იზრუნებს ამაზე. ანუ რიგი ადამიანები ფიზიკურ სამყაროსაც კი ურთიერთგამომრიცხავად დაინახავენ.


ამას რაზე დაყრდნობით ამბობთ?
საინტერესო პოსტებია..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jun 3 2020, 11:06 PM
Post #67


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ მასკს რას ერჩით ვერ გავიგე. biggrin.gif შეიძლება ათეისტია, მაგრამ ის რომ უფასო ინტერნეტი უნდა კაცობრიობისთვის ძაან მაგარი რამეა. ყველა იმსახურებს ინფორმაციაზე წვდომას. ანუ მატერიალისტური ხედვა აქვს, მაგრამ თავისი გადმოსახედიდან კარგ რამეს აკეთებს.
და ოლმეკიც თავისი გადმოსახედიდან კარგ რამეებს აკეთებს. მაგალითად საუბარი იესოსთან.. ამ ნაწერებში იგრძნობა რაღაც სხვანაირი მუხტი. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები რომ ბევრ რაღაცეებს მიედ მოედება და ერთმანეთს შეუძლია შეუთავსოს იერარქია და ისეთი რაღაცეები, რასაც მე ვერ შევუთავსებდი..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 3 2020, 11:26 PM
Post #68


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,958
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არაფერს არ ვერჩით არავის, ლუციფერულ და არიმანულ ტენდენციებზე ვსაუბრობთ ჩვენს ეპოქაში და როგორ ვლინდება ადამიანებში. ძალიან კარგია ტექნოლოგიები და უფასო ინტერნეტიც. რომ არა არიმანული ენერგიების მატარებელი ადამიანები, კაცობრიობა იქნებოდა ახლა ქვის ხანაში ტექნოლოგიური განვითარების მხრივ. მაგრამ სადამდე მიიყვანს მაღალტექნოლოგიური უსულო მატერიალიზმი კაცობრიობას?


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jun 4 2020, 11:12 AM
Post #69


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 3rd June 2020 - 11:26 PM) *
მაგრამ სადამდე მიიყვანს მაღალტექნოლოგიური უსულო მატერიალიზმი კაცობრიობას?


იმედი მაქვს რომ კაცობრიობის ცნობიერების დონე იქნება იმ დონეზე რო სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ჯერ კიდევ არის შანსი რო სწორი არჩევანი გავაკეთოთ.


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 4 2020, 03:38 PM
Post #70


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ამას რაზე დაყრდნობით ამბობთ?"

ანთროპოსოფიაზე დაყრდნობით. ადამიანებს მომავალში მხოლოდ ის ექნებათ, რასაც თავად მოიპოვებენ თავისუფლებიდან. ის, რაც ჩვენი მონაპოვარი არ არის და "ბუნებრივად" არის მოცემული (რეალურად კი სულიერი არსებების მიერ) დაირღვევა თუ ადამიანმა თავად არ დაიწყო შენება საკუთარი თავის.

იმ ეპოქას, რომელშიც ჩვენ შევედით ეწოდება თავისუფლების ეპოქა, და ასევე ცნობიერი სამშვინველის ეპოქა, რაც, სხვა ბევრ რამესთან ერთად, იმასაც ნიშნავს, რომ სულიერი იერარქიები ემიჯნებიან ადამიანს და გარკვეულწილად მარტო ტოვებენ იმ გაგებით, რომ უშუალოდ აღარ აწვდიან მას სულიერ ძალებს. მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მესამედამდე ინერციით ჯერ კიდევ მოყვებოდა კაცობრიობას სულიერება, ამის შემდეგ კი მშვინვიერ-სულიერი თვალსაზრისით კაცობრიობა სიცარიელის წინაშე დადგა. ამის შედეგია მაგალითად ხელოვნების ყველა დარგში ღირებულებების რადიკალური მოშლა, ნიჰილიზმის დამკვიდრება ფილოსოფიაში და ასე შემდეგ... https://www.youtube.com/watch?v=lNI07egoefc

რაც უფრო წინ მივდივართ დროში მშვინვიერი ძალების უკანასკნელი წვეთებიც კი ილევა. მეოცე საუკუნის შუა წლებში თუ კიდევ იყო გარკვეული გამონათებები შემოქმედებაში, დღეს ფაქტიურად სრულიად გაიყინა ყველაფერი ნეგატიური ხელოვნების მეტი ძნელად თუ რამე იქმნება საერთოდ. სინათლის ერთი სხივის პოვნაც კი უკიდურესად ჭირს დღეს.

ჩვენს ეპოქაში მოცემულია მხოლოდ ჭეშმარიტება და მხოლოდ ჭეშმარიტების შემეცნებიდან შეუძლია ადამიანს, რომ აღმავალ ნაკადში ჩადგეს. ჭეშმარიტების შემეცნებიდან ადამიანი აღწევს თავისუფლებას და მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად თავად დაიწყოს ის აღმშენებლობითი პროცესები, რასაც აქამდე ანგელოზთა იერარქია ახორციელებდა. ეს პროცესი იქამდეც მივა, რომ როგორც ქრისტე გვეუბნება: "ვისაც სწამს ჩემი სახელი, საქმეს რომელსაც მე ვიქმ, თავადაც იქმს". ეხლა კი ამის განხორციელებას ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, და ამიტომაც სამყარო იმ აუცილებლობის წინაშე გვაყენებს, რომ თავად დავიწყოთ სულიერ პროცესებში მონაწილეობის მიღება. აქამდე რაც ჩვენ გვქონდა მეტწილად სულიერი არსებებისგან იყო ბოძებული. მაგრამ ამ დროიდან ეს სულიერი არსებები ეცლებიან ადამიანს, ამიტომ თუ მან თავად არ განავითარა ამ ეპოქის შესაბამისი უნარები ნელ-ნელა ყველაფერს დაკარგავს რაც აქვს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 4 2020, 03:43 PM
Post #71


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



""ამ მასკს რას ერჩით ვერ გავიგე. biggrin.gif შეიძლება ათეისტია, მაგრამ ის რომ უფასო ინტერნეტი უნდა კაცობრიობისთვის ძაან მაგარი რამეა. ყველა იმსახურებს ინფორმაციაზე წვდომას. ანუ მატერიალისტური ხედვა აქვს, მაგრამ თავისი გადმოსახედიდან კარგ რამეს აკეთებს.""

ამასთან დაკავშირებით...

რუდოლფ შტაინერი:

„დაიხსომეთ, რომ ვაიმარში სადაც გოეთე ხშირად ჩადიოდა - და სხვა ადგილებში სადაც ის მოგზაურობდა - არ არსებობდა ტელეგრაფის სადენები და ტელეგრაფის კაბელები. იქ არსებული ატმოსფერო არ იყო დამძიმებული ტელეგრაფის ელექტროენერგიის გამტარი სადენებით. და ახლა ერთი წუთით დავფიქრდეთ როგორი დახვეწილია ჩვენს გარშემო არსებული ელექტროენერგიის გამტარი ხელსაწყოები. ადამიანები გარშემორტყმულნი არიან მსგავსი მოწყობილობებით. ამერიკელი ხალხი ნელ-ნელა გამოხატავს ეჭვს, რომ ამ ტექნოლოგიას აქვს გავლენა ადამიანის ფიზიკურ სხეულზეც - იმ ფაქტის გამო, რომ ის მუდმივად ჩაფლულია ელექტროობის ხმაურში. როდესაც გოეთე მოგზაურობდა მსოფლიოში, მაშინ არ არსებობდა მუდმივი დენის ზემოქმედება სხეულზე. დღეს შეგიძლია იმოგზაურო ყველა მიმართულებით, მაგრამ ისე შორს ვერ წახვალ რომ დაუსხლტე ელექტრო კაბელებს. ისინი მუდმივად ახორცეიელებენ დენით ზემოქმედებას შენზე. გოეთე არ განიცდიდა დენის ამგვარ ზემოქმედებას. ეს ყოველივე ძარცვავს ადამიანს მისი ფიზიკური სხეულისაგან, ის აქცევს ფიზიკურ სხეულს ისეთ მდგომარეობაში, სადაც სამშვინველი ვერ შემოდის მასში. ჩვენ ცხადად უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე: იმ დროში, როდესაც არ არსებობდა მუმივი დენი, როდესაც არ იყო ელექტრო ხაზებით გამოწვეული საჰაერო რხევები, გაცილებით ადვილი იყო ადამიანად ყოფნა. იმ დღეებში, არ არსებობდნენ ის არიმანული ძალები, რომლემიც დღემუდამ ჩვენი სხეულიდან გვძარცვავენ, მაშინაც კი როცა ვფხიზლობთ. იმ დროს არ იყო აუცილებელი დიდი ძალისხმევა სულიერთან მიახლებისათვის. განსხვავებით ასი წლის წინანდელი დროებისგან, დღეს აუცილებელია შევძლოთ უფრო ძლიერი სულიერი ძალების დაუფლება, რათა შევინარჩუნოთ ადამიანურობა.“ GA 224

„მომავალში მთავარი ის კი არაა, თუ რა მოდის, ეს „რა“ დანამდვილებით მოვა; მთავარია თუ როგორ მოვა, და როგორი ხერხებით. რაც მოდის, იმის მოსვლა ისევ დედამიწის განვითარებისთვის ხდება. და დედამიწის განვითარების ბოლომდე კი დიდ და მნიშვნელოვან პრობლემად დარჩება ადამიანური არსების მანქანურ არსებასთან შერწყმა. ხშირად მიმიქცევია თქვენი ყურადღება იმისთვის, რომ ადამიანის ცნობიერება დამოკიდებულია მასში მცხოვრებ დეგენერირებად ძალებზე. ბაზელის ღია ლექციებზეც ორჯერ ვთქვი: ჩვენი ნერვული სისტემის წიაღში მოვკვდინდებით. ეს ძალები, ეს მომაკვდავი ძალები, რომლებიც ელექტრულ და მაგნიტურ ძალებს ენათესავებიან, უფრო და უფრო მეტ გავლენას მოიპოვებენ. და დამყარდება კავშირი ადამიანებში ამ მომაკვდავ ძალებსა და გარეგან მანქანურ ძალას შორის. ადამიანი დაიწყებს გარკვეული სახით თავისი სწრაფვების, თავისი აზრების მანქანურ ძალებში გადაღვრას. აღმოჩენილი იქნება ადამიანის ბუნების ჯერ კიდევ უცნობი ძალები, ძალები, რომლებიც გარეგან ელექტრო და მაგნიტურ ძალებზე იმოქმედებენ." GA 178, მესამე ლექცია, 25.11.1917

იმავე ლექციიდან:

„როგორც ვთქვით, აღმოსავლეთიდან წამოსული გოლგოთას მისტერიის იმპულსის მოშორებას ეცდებიან, დასავლეთიდან მომავალი იმპულსის, გარკევული სახის ანტიქრისტეს შემოყვანით. იმისათვის, რომ ეს აღმოსავლური იმპულსი გოლგოთის მისტერიისა, ამ სახით როგორითაც იგი მე-20 საუკუნეში მოქმედებს, პარალიზებული იქნეს, ეთერულად მოსული ქრისტესადმი ყურადღება და ინტერესი სხვა მიმართულებით უნდა იქნას გადატანილი. ეს მხარე, რომელიც გარკვეული სახით ანტიქრისტეს შემოიყვანს როგორც ქრისტეს, გამოიყენებს ყველაზე მატერიალურ ძალებს, მაგრამ ისეთ მატერიალურ ძალებს, რომელთა გამჭოლ სულიერებაზე მოქმედებაა შესაძლებელი. პირველ რიგში ეს მხარე გამოიყენებს ელექტროობას (Elektrizität), იმისთვის რომ ზემოქმედება მოახდინოს მიწის მაგნეტიზმის გავლით მთელს დედამიწაზე. როგორც გითხარით, იმაში რასაც მე ადამიანის ორეულს ვუწოდებ, დედამიწის ძალები აღმავლდებიან. ეს საიდუმლო ამოხსნილი იქნება ამერიკული მხრიდან, რომელიც გამოიყენებს მიწის მაგნეტიზმის ორმაგობას, ჩრდილო და სამხრეთმაგნეტიზმს, რათა დედამიწაზე განფინოს ისეთი მმართველი ძალები, რომლებიც სულიერად იმოქმედებენ. |...| ამ საგნებზე მხოლოდ მინიშნებით შემიძლია საუბარი: გარკვეული ჰორიზონტის მხარეებიდან მუდმივად მოქმედებენ კოსმიური სულიერი არსებები, რომელთაც შეუძლიათ დედამიწის მაგნეტიზმის საიდუმლოს განდობა. საჭიროა, მხოლოდ ამ სულიერი არსებების დედამიწის სამსახურში ჩაყენება, რომ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფურ-ეგოისტური ქმედება, კერძოდ ღმერთის, სათნოებისა და უკვდავების ჩანაცვლება ოქროთი, ჯანმრთელობით და ხანგრძლივი სიცოცხლით. და გარკვეულ წრეებს ეყოფათ საეჭვო ღირსების გაბედულება ამის გასაკეთებლად!“


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 4 2020, 04:30 PM
Post #72


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ოლმეკიც თავისი გადმოსახედიდან კარგ რამეებს აკეთებს. მაგალითად საუბარი იესოსთან.. ამ ნაწერებში იგრძნობა რაღაც სხვანაირი მუხტი. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები რომ ბევრ რაღაცეებს მიედ მოედება და ერთმანეთს შეუძლია შეუთავსოს იერარქია და ისეთი რაღაცეები, რასაც მე ვერ შევუთავსებდი.."

ასე თავისი გადმოსახედიდან ჰიტლერიც კარგ რამეებს აკეთებდა...

იესოსთან საუბარს რაც შეეხება, ეგ ყველაფერი სრული სიცრუეა. ოლმეკი ნამდვილად ნახულობს სიზმრებში არსებებს, რომლებიც მას იესოს ან სენ-ჟერმენის, ან მოსეს ან ლაოძის სახით ეცხადებიან, მაგრამ ერთი, რომ მას არავითარი ფაქტი არ აქვს იმისათვის, რომ თუმდაც საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ ეს არსებები თვითმარქვიები არ არიან, და მეორეს მხრივ კი: ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქ არავითარ რეალურ იესოზე და ასეთ მასწავლებლებზე არ არის ლაპარაკი და არც შეიძლება იყოს. თუ გაინტერესებს შემიძლია უფრო ვრცლად ვილაპარაკო ამაზე.

ეგ რაღაც "სხვანაირი მუხტი" პირველ რიგში იქიდან გამომდინარეობს, რომ ოლმეკი პრაქტიკოსია და საკმაოდ დიდი მოცულობის ენერგიას ფლობს, განსაკუთრებით კი ნების ენერგიას, რომელიც აქტიურად გადააქვს თავის ტექსტებში. საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ სწორი სულიერი თვალსაზრისით ნებელობის გადაცემა სხვა ადამიანისთვის არ შეიძლება! ადამიანი ცნობიერი არის აზროვნებაში; გრძნობებში ის ნახევრად ცნობიერია; ხოლო ნებაში ის, ჩვეულებრივ შემთხვევაში, არაცნობიერადაა ჩართული. ანუ ადამიანი ნებელობით იპულსებს ყველაზე ბუნდოვნად ან საერთოდ ვერ აცნობიერებს. ამ გაუცნობიერებლობის შედეგად როდესაც ერთი ადამიანი მეორეს გადასცემს თავის ნებას, ეს ნება მასში ქვეცნობიერად აღწევს და მის ნებას ერევა. ანუ როდესაც ტექსტებს კითხულობს ვინმე, ან ნებისმიერ ავტორს, რომელიც ნებელობით იმპულსებს დებს თავის ტექსტში ან ლაპარაკში, ამით ადამიანი იღებს ისეთ იმპულსებს, რომლებსაც ის ვერ აცნობიერებს. მის ნებას უცხო ნება ერევა და ხდება ერთგვარი შებრყობა, ისე რომ თავად ადამიანი ვერ იგებს ამას. კასტანედა უკიდურესად კარგი მაგალითია ასეთი ლიტერატურისა. იმდენად ძლიერი და არაადამიანური და უცხო ნებითაა გაჟღენთილი, რომ სუნთქვას გიხუთავს რომ კითხულობ, გატყვევებს, და ცნობიერებასა და ქვეცნობიერებას გიწამლავს ძალიან მძიმე ფორმებში, ამიტომ ასეთი ლიტერატურის წაკითხვაც კი ძალიან საზიანოა რეალურად.

ჭეშმარიტი მასწავლებლები ადამიანის ნებას არასდროს არ ეხებიან. ისინი მხოლოდ აზრებს აძლევენ ადამიანებს და ცოდნას, ადრე გრძნობებსაც გარკვეულწილად, მაგრამ დღეს დასაშვები მხოლოდ სიბრძნის გადაცემაა. ამიტომ ნამდვილი მასწავლებელი მხოლოდ ჭეშმარიტების სწავლებით შემოიფარგლება და მიზანმიმართულად სტერილურს ხდის თავის გადმოცემულ ცოდნას ყოველგვარი ნებელობითი იმპულსებისგან, რათა ქვეცნობიერი ზეგავლენა არ მოახდინოს მკითხველზე თუ მოსწავლეებზე. არამედ მხოლოდ მათ ცნობიერებას ესაუბროს, რათა ადამიანებმა თავისუფლებიდან გადაწყვიტონ უნდათ თუ არა ამ სწავლების მიღება ან ნებისმიერი ცალკეული აზრისა.

ნებელობითი იმპულსების გადაცემა შებრყრობის ტოლფასი რატომაა იცით? იმიტომ რომ ვთქვათ, ნებისმიერი ადამიანი რაიმე აზრს გეუბნებათ, შენ რადგან აზროვნებაში ცნობიერად შეგიძლია მონაწილეობა ამიტომ შესაძლებლობა გაქვს, რომ ამ აზრის ავკარგიანობა შეაფასო, და თუ ეს აზრი არ მოგეწონება არ დაეთანხმები და იტყვი, რომ არასწორი აზრია და გააგრძელებ ცხოვრებას. მაგრამ როცა ადამიანი რაიმეს გეუბნება და ამ ნათქვამში ნებელობითი ძალებიცაა (მით უმეტეს ისეთი კოლოსალური ოდენობით, როგორიც ოლმეკის ან კასტანედას წიგნებშია) იმ ეფექტისა და ზეგავლენის უდიდესი წილი, რომელსაც ეს ნათქვამი ახდენს აზრობრივ ნაწილზე კი არ მოდის, არამედ ნებელობით ნაწილზე და რადგან ნებელობა ვერ ცნობიერდება, ამიტომ შენ რომც არ დაეთანხმო აზრობრივად იმას, რაც წაიკითხე ან გაიგე, ის ნება მაინც შემოდის შენში ისე, რომ შენ არ გეკითხება და თავის საქმეს აკეთებს, ანუ გართმევს თავისუფლებას. შენს ნებას სხვისი ერევა და შენთან ერთად სხვა იღებს გადაწყვეტილებებს, და თუ ის წყარო საიდანაც ნება შემოდის შენში შენზე უფრო ძლიერია, გამოდის რომ შენში შენი ნების წილი უფრო ცოტა დარჩება ვიდრე სხვისი, და ეს კიდევ იმას ნიშნავს რომ სხვის ნებას დაემორჩილები და არა შენსას და თან ვერც გააცნობიერებ ამას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც ოლმეკთან დიდ დროს ატარებს, ეს ადამიანები უბრალოდ პატარა ოლმეკებად იქცნენ, მათ აღარ გააჩნიათ საკმარისი თავისუფლება თუმდაც საიმისოდ, რომ განსხვავებული შეხედულება გაიაზრონ. ისინი ოლმეკის ნებით არიან გაჟღენთილები და ეს უცხო ნება მათში ავტომატურად ბლოკავს ყველაფერს, რაც კი ოლმეკის საწინააღდეგოდ შეიძლება იყოს მიმართული. ანუ შებრყობისა და სხვა ადამიანის საკუთარ ნებას დაქვემდებარების შავ მაგიური მეთოდია ნებელობითი იმპულსების სხვებისთვის გადაცემა. ამ ბოროტებას ოლმეკი ცნობიერად არ აკეთებს, მას ჰგონია, რომ თვითონ სწორ გზას ადგას და სხვებიც რომ წაიყვანოს თან ამიტომ მუდმივად უნდა მოახდინოს მათთვის ნებელობის გადაცემა. ეს რომ სხვების სულიერ დატყვევებას ნიშნავს მას ეს კარგად არ აქვს გაცნობიერებული, და უბრალოდ არც გააცნობიერებს (განა ვერ, არამედ არ) და გარდა ამისა ჩვენს ეპოქაში არ ცოდნაც ცოდვაა!

ისე კი გარეგნული თვალსაზრისით ეს ნებელობითი იმუპსები მაგალითად იმაში მჟღავნდება რომ რამის ყველა წინადადების ბოლოს სამ ძახილის ნიშანს წერს, ამაში გამოიხატება წერისდროს მისი განწყობა... კიდევ იმაში, რომ მისი ტექსტები სავსეა ლოზუნგებითა და მოწოდებებით, თქვენ მონები ხართ და ეს უნდა გააკეთოთ ან ის თუ გინდათ რომ მონები აღარ იყოთ... და ასე შემდეგ. ანუ ძალით მიგათრევს სადღაც, სანამ რამეს გაიგებ ნორმალურად უკვე ქმედების პროცესში უნდა რომ ჩაგრთოს. სანამ აზრზე მოვა ადამიანი უკვე საკმაოდ ღრმად ექნება შეტოპილი თუ მიყვა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 4 2020, 05:53 PM
Post #73


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Merlin @ Jun 3 2020, 11:21 PM) *
""მერე იმ ორ ავაზაკს ხო ეუბნება იესო ორივე ჩემთან იქნებით სამოთხეშიო""

მხოლოდ ერთს ეუბნება, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეშიო. ამ მუხლის განმარტაბა, რამდენადაც მე ვიცი, იმაში მდგომარეობს, რომ ლუციფერი ამავე ეონში შეძლებს გამოსწორებას. ეონში ანუ დედამიწის ევოლუციის პერიოდში. ანუ სამუდამოდ არ არის ღმერთისგან განდგომილობის მდგომარეობაში.

ისე კი ზოგადად ბიბლიური ტექსტები მრავლდონიან მნიშვნელობას ატარებენ, ანუ ერთი და იგივე რამე შეიძლება ფიზიკური თვალსაზრისითაც მომხდარიყო, ანუ რეალურად ავაზაკზე იყოს ლაპარაკი და ამავდროულად იგივე, კოსმიურ არქეტიპს ასახავდეს. ამიტომ მარტივად არ არის ხოლმე საქმე.

ხო მართალია ერთს ეუბნება და იმაშიც გეთანხმები რომ ბიბლიური ტექსტები მრავალმნიშვნელოვანია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 4 2020, 05:58 PM
Post #74


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შტაინერიდან რას მირჩევთ ერთი გული ვერ დავუდე,
ვერც ჩემ აზრს გამოვთქვამ მის შესახებ ამის გამო დიალოგში ვერ მოგყვებით
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tetri versali
post Jun 4 2020, 06:28 PM
Post #75


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 11
Joined: 4-June 20
Member No.: 7,915

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ მეგობრებო, ახალბედა ვარ ამ ფორუმში, ვარ დაინტერესებული
ეზოთერიკით, მჭირდება თქვენი რჩევები მედიტაციის ტექნიკაში, ( რელაქსაცია,
დამწებთათვის) , ასევე ზოგადად როგორც ახალბედასთვის ნებისმიერი რჩევები
გამომადგება.
წინასწარ დიდი მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 4 2020, 07:13 PM
Post #76


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,958
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
"როგორ შევიმეცნოთ ზენა სამყაროები". ამ წიგნს გირჩევ პირველ რიგში, არ არის რთული აღსაქმელი და გზამკვლევად ყველაზე კარგია. დღემდე ჩემი სამაგიდო წიგნია


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jun 4 2020, 08:36 PM
Post #77


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
მადლობა პასუხებისთვის.......


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 4 2020, 09:24 PM
Post #78


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"შტაინერიდან რას მირჩევთ ერთი გული ვერ დავუდე,
ვერც ჩემ აზრს გამოვთქვამ მის შესახებ ამის გამო დიალოგში ვერ მოგყვებით"

მესმის, ადვილი არ არის ნამდვილად. მახსოვს თავის დროზე რამოდენიმე ტომი ისე წავიკითხე, რომ თითქმის ვერაფერი ვერ გავიგეsmile.gif იმიტომ, რომ შუიდან დავიწყე, ასე ვთქვათ. თანაც ასაკი და ეზოთერული მიმართულებით გამოცდილებაც არ მიწყობდა ხელს. ჯერ მისი ნაწერების წაკითხვაა საჭირო, სანამ ლექციათა ციკლებზე გადავა ადამიანი. თუმცა მისი ნაწერებიდან დაწყების შემთხვევაშიც უამრავი სირთულის გადალახვა უწევს ადამიანს, რომელი სირთულეების მიზეზებზეც ასევე წერია.

"თეოსოფია"-ც შეიძლება წაიკითხოს ადამიანმა თავიდან. ასევე სხვა საწყისი წიგნები, მაგალითად და ის, რაც ოლდმენმა გირჩიათ. მაგ წიგნით იწყებს ბევრი.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 4 2020, 09:25 PM
Post #79


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"Merlin
მადლობა პასუხებისთვის......."

არაფრის. თქვენც მადლობა საუბრისთვის.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 4 2020, 09:43 PM
Post #80


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Tetri versali

" ასევე ზოგადად როგორც ახალბედასთვის ნებისმიერი რჩევები
გამომადგება."

პირველი რჩევა რაც შემიძლია, მოგცეთ ისაა, რომ საწყის ეტაპზე დაივიყწეთ ეზოთერული პრაქტიკები და მთლიანად იმაზე გადაერთეთ, რომ ამ სფეროში ორიენტირება ისწავლოთ. ანუ პირველ რიგში საჭიროა ძალიან სერიოზული კვლევა, გამოძიება, სიცრუისა და სიმართლის ერთმანეთისგან გამორჩევის უნარი.

ეს იმიტომ არის ყველაზე აუცილებელი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ეზოთერიკა გაჟღენთილია სიცრუით, მიზანმიმართული და შეგნებული ტყუილებითა თუ უნებლიედ ხალხის ცდომილებაში შეყვანით, თეთრად შეღებილი შავი მაგიით, ურთიერთგამომრიცხავი სწავლებებით, ქაოსით, არასერიოზულობით და სხვა უამრავი რამით, რაც ჭეშმარიტების საპირისპიროა. რამოდენიმე საუკუნით ადრე ასეთი სიტუაცია არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ეზოთერული ცოდნა ნაკლებად იყო ხელმწისაწვდომი. დღეს კი ასეთმა ცოდნამ ფართო გავრცელება ჰპოვა და მასზე მოთხოვნილების გაზრდასთან ერთად მოხდა მისი წარმოუდგენლად დაბინძურება ყველანაირი ცრუსწავლებებითა და არასწორი პრაქტიკებით. ამიტომ თუ გნებავთ გამართულად გაიკვლიოთ გზა და სწორად დაუახლოვდეთ სულიერ სამყაროებს, პირველ რიგში აუცილებელია, რომ თეორიულად გაერკვეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხში. თუ ნამდვილ ეზოთერულ ცოდნას ვერ მიაგნო ადამიანმა, მის მიერ ნაკეთებ პრაქტიკას ერთიანობაში უარყოფითი შედეგი უფრო ექნება ვიდრე დადებითი. ნამდვილი ეზოთერული ცოდნა კი ძალიან იშვიათია. მეტწილად ეზოთერული ცოდნის კარიკატურები შეგხვდებათ გზაზე (სტატისტიკურად რომ ავიღოთ ალბათ 90%). ანუ მოკლედ რომ შევაჯამო: მაქსიმალურად კრიტიკული მიდგომაა საჭირო და ამასთან ერთად რწმენა იმისა, რომ ჭეშმარიტება არსებობს და ადრე თუ გვიან ვიპოვით მას.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 24th April 2024 - 02:59 PM