IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> როგორ დავამარცხოთ შიში?!
giorgi.milani
post Oct 21 2013, 12:10 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ალბათ ყველას განგიცდიათ ნერვიულობის დროს ან უცებ შეშინების მომენტში კუჭის თავში რაღაც დამწვრობასავით რო უცებ აივლის და ჩაივლის, ზოგჯერ უფრო დიდხანს გრძელდება. ან ფეხების,ხელების,ტუჩების და ა.შ. კანკალი. მოკლედ არ არსებობს ეზოთერიკაში ისეთი რაიმე საშუალება , რომ შიშის გრძნობა საერთოდ გავაქროთ ჩვენი ცხოვრებიდან? მე ვიცი, რომ ბუდისტი ბერები , ტკივილის შეგრძნებას თიშავენ ფსიქოლოგიურად ტვინის დახმარებით და რაც არ უნდა უქნათ არ ტკივათ, ვიდეოები მაქვს ნანახი...

პირველრიგში შიშის გრძნობის თავიდან მოშორება იმიტომ მინდა, რომ ბევრი რამის განცოხრციელებაში და გადალახვაში მიშლის ხელს, მზღუდავს და ა.შ.

მოკლედ გისმენთ russian_ru.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
#####
post Oct 21 2013, 08:26 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 367
Joined: 11-November 12
Member No.: 6,924

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



shishi aucilebelia. Chemi azrit shishi gvexmareba safrtxis tavidan acilebashi. Anu es aris shinagani xma, romelic gvexmareba. chemi azrit eg aris "висщий я"-s saubsri fizikur sxeultan. aseti formit gvexmareba, gveesaubreba.
Go to the top of the page
 
+Quote Post
metallica
post Oct 21 2013, 08:28 PM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 1-October 13
Member No.: 7,189

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ,,ოსტატი და მარგარიტა" რო წავიკითხე იმის მერე შიშის დონემ 99% დაიკლი ჩემშიbiggrin.gif არა მშიშარა არც მანამდე ვყოფილვარ მარა იმის მერე რატომგაც სულ დავძლიე
Go to the top of the page
 
+Quote Post
#####
post Oct 21 2013, 08:30 PM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 367
Joined: 11-November 12
Member No.: 6,924

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



shishi aucilebelia. Chemi azrit shishi gvexmareba safrtxis tavidan acilebashi. Anu es aris shinagani xma, romelic gvexmareba. chemi azrit eg aris "висщий я"-s saubsri fizikur sxeultan. aseti formit gvexmareba, gveesaubreba.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 21 2013, 10:03 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შიში

ბევრმა თქვენგანმა ალბათ უკვე იცის რომ შიში, ეს არის მიღებული შთაბეჭდილება სხვადასხვა დროს, მონაყოლი ისტორიიდან, ფილმიდან, ბავშობაში მიღებული სტრესებისგან.
მაგრამ თუ უფრო ჩავუღრმავდებით ვნახავთ, რომ ყველა შიში წარმოიქმნება რწმენების სისტემიდან. რისიც გწამს რომ რეალურია, იმის გეშინია. გეშინია ყველაფრის იმის რაზეც წინასწარ გაქვს წარმოდგენა. (გაქვს წარმოდგენა რომ გველი გიკბენს? გეშინია გველის კბენის) ყველა საგანზე, ყველა სიტუციაზე რისიც გეშინია გაქვს წინასწარი წარმოდგენა. შიშის გაცნობიერება და მისი დაძლევა ბევრ რამეში შეიძლება დაგვეხმაროს. როდესაც ამას გავაკეთებთ ჩვენი ენერგიის მარაგს გამოვიყენებთ უფრო სასარგებლოდ და შიშის მაგიერ, ყველა იმ სიტუციაში მივიღებთ სიხარულს, შიში უნდა გადავაქციოთ სიხარულად. შიში მიგანიშნებს თავისი უარყოფითი შეგრძნებადობით იმაზე რომ რაღაცაზე გაქვს არასწორი წარმოდგენა. უნდა შეიცვალო ეს წარმოდგენა და შიშიც გაქრება.
პიანინო კარგად აჩვენებს ამ მექანიზმს:
როდესაც პიანინოზე ვსხდებით და ვაჭერთ ზედმეტი ინტონაციით კლავიშს რომელიც გამოსცემს უსიამოვნო ხმას, ჩვენ არ გავრბივართ ყვირილით “ამას აღარასდროს მივეკარები!”. ასე მუშაობს “შიში”.
უნდა იპოვო სწორი ნოტი, აიღო ის და მოიყვანო მუსიკა ჰარმონიაში. ზუსტად ისე როგორც წარმოდგენა, იპოვო ის არასწორი წარმოდგენა რაც გაქვს ამ სიტუაციაზე და შეცვალო ის. მოიყვანო შენი აღქმა ჰარმონიაში. გამოიყენეთ თქვენი შიში თქვენივე სასარგებლოდ, გადააქციეთ გამოცდილებად, შთაგონებად.
შიშის მომენტში თქვენ ხართ გაყინულები სიბნელეში,მრავალი ცუდი მოლოდინით,მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ ან რაღაცამ ამ სიტუაციაზე შეგიქმნათ არასწორი წარმოდგენა. რაც უფრო ღრმაა შიში, მით უფრო მეტი შანსია რომ ეს გრძნობა გადაიქცეს ამავე სიძლიერის სიხარულად. არ უნდა გააქცეთ შიში, პირიქიქთ უნდა გამოიწვიოთ ის და გაუმკლავდეთ და ეს არის ძალიან დიდი ენერგიის მარაგი სიხარულის.
შიში არის მხოლოდ ენერგია, რომელიც მიგანიშნებს არასწორ წარმოდგენებზე, რომ უნდა შეიცვალო ის და თავი უფრო ბედნიერად და მშვიდად იგრძნოთ.

https://www.facebook.com/notes/anna-topurid...405591596234708


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 22 2013, 07:22 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
კარგი სტატიაა. შიში უფრო შეშინება მოულოდნელი არაა კარგი, ენერგიის დაკარგვა ხდება. ასევე შეიძლება შენში შემოვიდეს უარყოფითი ენერგია.
ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია შიში როგორ დაძლიოს. უნდა იპოვო შენი ძლიერი ადგილი და ის გააძლიერო.
მე ბავშვობიდან უშიშარი ვიყავი, მხოლოდ რამდენიმე პაწია წვრილმანების მეშინოდა. ვმუშაობ ამაზე და ნაწილობრივ ვძლიე.
უშიშრობა ჩემში ალბათ ღმერთის დიდი რწმენიდან მოდის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi.milani
post Oct 22 2013, 05:42 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(metallica @ Oct 21 2013, 09:28 PM) *
მე ,,ოსტატი და მარგარიტა" რო წავიკითხე იმის მერე შიშის დონემ 99% დაიკლი ჩემშიbiggrin.gif არა მშიშარა არც მანამდე ვყოფილვარ მარა იმის მერე რატომგაც სულ დავძლიე

მე არ მაქვს წაკითხული და რა ხდება ისეთი , რა გაიგე მაგ წიგნიდან რომ შიშის გრძნობა გაგიქრა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
metallica
post Oct 22 2013, 05:58 PM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 1-October 13
Member No.: 7,189

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესე კონკრეტულად შიშზე არაა ბევრ რამეზეა მარა კარგადაა ნაჩვენები შიშმა რა შეილება უქნას ადამიანს
ვოფშემ კაი თემაა...wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Oct 23 2013, 03:04 AM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შიში ჩვენ გონების თამაშებია. როგორც კი გავაცნობიერებთ ამას, ის ისევე გაქრება როგორც არ ყოფილა


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Oct 23 2013, 03:08 AM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(giorgi.milani @ Oct 21 2013, 01:10 PM) *
პირველრიგში შიშის გრძნობის თავიდან მოშორება იმიტომ მინდა, რომ ბევრი რამის განცოხრციელებაში და გადალახვაში მიშლის ხელს, მზღუდავს და ა.შ.

სიკვდლი - ყველაზე კარგი მეგობარი, რომელიც დაგეხმარება მაგ ყველაფრის გაცნობიერებაში.. გახსოვდეს სიკვდილი, ის შენი ყველაზე კარგი მეგობარია, პარადოქსივით ჟღერს, მაგრამ ეგრეა


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 23 2013, 06:12 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არსებობს კიდევ ორგანიზმის რეაქცია მოულოდნელ გამაღიზიანებელზე...შეშინება... მაგალითად ადამიანი რაღაცას საქმიანობს და მოულოდნელად მის მახლობლად ძალიან ძლიერი ხმა გაისმა, ან ვიღაც მოულოდნელად შესძახებს, ან შეეხება... ამ დროს ხდება ადრენალინის გამოყოფა, იკუმშება კუნთოვანი ქსოვილები, ვიწროვდება თვალის გუგები, იწევს არტერიული წნევა....


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Oct 23 2013, 10:54 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო აი ეგ შიშები მაქვს . ვინმემ სწრაფად რომ ჩამირბინოს, ან შეიძლება რესკად შემოვიდეს ოთახში და ა.შ მერე უხერხული სიტუაცია იქმნება იმ ადამიანების მცხვენია ვინც "შემაშინა", იმიტომ რომ ისეთი რეაქცია მაქვს აქეთ ვაშინებ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif

აი მაგ შიშს რა უნდა იყო biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Oct 23 2013, 11:13 PM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან კარგი თემაა
ძალიან დიდი სიბრძნეა ამ გამონათქვამში __ "შიშს თვალებში უნდა ჩახედო",
და კიდევ ცხოვრებას უნდა უყურო როგორც სიზმარს, მემგონი ვედებშია ამაზე უფრო კონკრეტულად ბჰაგავადგიტაშია
მე საერთოდ აუდიო წიგნებს ვუსმენ. ჩემთვის ესე უფრო კომფორტულია ვიდრე კომპიუტერში კითხვა, და რეალური წიგნის კითხვა ყველაზე ეფექტური რამ არის თუნდაც ნახევარი საათი რო დავუთმოთ დღეში

ბჰაგავადგიტას წიგნი ამ საიტზეც არის ატვირთული ბჰაგავადგიტა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Oct 25 2013, 03:27 PM
Post #14


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



„ღვთაებები“ და „დემონები“



ჩემი სული ახალ და ახალ არსებებს ანათებს, უფრო და უფრო შორს თავისი წყაროსგან - სურიასგან. როცა ინთება მორიგი არსება, იგი ანათებს თავის სამყაროს მით უფრო მეტად, რაც უფრო მეტია ამ არსების ძალა.

ყურადღების საკუთარი „მე“-სგან, საკუთარი წყაროსგან დაშორების შესაბამისად, იგი სუსტდება. მისი სინათლე მკრთალი ხდება და სურიას წარმომადგენელი არსებები უფრო და უფრო ნაკლებად გაცნობიერებულნი, ნაკლებად ნათელნი და მეტად უხეშნი ხდებიან. ასე ვრცელდება სინათლე. სულისგან ყველაზე დიდ პერიფერიაზე არსებებს ძალიან მცირე სინათლე გააჩნიათ და გამოიყურებიან როგორც ძალიან ინერტული, უძრავი, მკვრივი და მკრთალი სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან მკვრივ ფორმებსა და მოხაზულობებს - მატერიას. თავანთი თვისებებით ისინი სრულიად საპირისპირონი არიან სურიასთან მიმართებაში. მათ აქვთ ურიცხვი სიმრავლე. ისინი წარმოადგენენ სიბნელეს...

ცნობიერება ყურადღებით გამოარჩევს გარემოცვიდან მანათობელ ელემენტებს (არსებებს), რომლებიც ჩემს სამყაროს ქმნიან. ის არსებები, რომლებიც უფრო ახლოს არიან ჩემთან სულითაც (по духу) და მანძილითაც, ჩემი ყურადღებით უფრო ძლიერად შეიცნობიან, ნათდებიან. ხოლო ისინი, რომლებიც მოშორებით არიან როგორც მანძილით, ასევე სულით, აღიქმებიან როგორც რაღაც ამოუცნობი, ამიტომ საშიში. იქ, ჩემი ყურადღების პერიფერიაზე ნაკლებადაა ჩემი ყურადღების შუქი. ამოუცნობი გვაშინებს. ის, რასაც საკმარისი სინათლე არ გააჩნია, წარმოადგენს სიბნელეს. ბავშვები ძალიან უშუალონი არიან. ისინი არ განიხილავენ სიბნელეს, იგი უბრალოდ აშინებს მათ. ზრდასრულები იგივე ბავშვები არიან, თუ მათი გაცნობიერებულობა შეზღუდულია, ანუ მოიცავს იმას, რასაც ვერ აცნობიერებს - სიბნელეს. ბნელი - ესაა ის, სადაც მცირეა სინათლე, მცირეა გაცნობიერებულობა.

მე, უკვე ზრდასრულ ადამიანს, მაშინებდნენ რაღაც მიზნები ცხოვრებაში, რომლებიც გამოცდილი არ მქონდა. არ ვიცნობდი ამ მოვლენებს. იმის გაფიქრებისაც კი მეშინოდა, რომ პასუხისმგებლობას ავიღებდი რაიმე საქმეზე ან სხვა ადამიანებზე, რომ შემეძლო მრავალი ადამიანის ყურადღების ცენტრში ყოფნა, ან რომ შემეძლო... ბევრი რამ ახლაც არ შემიძლია. ყველაფერი, რაც არ გამაჩნია ცხოვრებაში - ეს მხოლოდ შიშს შედეგია. შიშ - სიბნელის წარმომადგენელია. ამ წარმომადგენელს მე თავად აღვნიშნავ ჩემი ყურადღებით ცნობიერების ველში. არ შემეძლო იქ შეღწევა, სადაც სიბნელე სუფევდა. იგი მაშინებდა და მაფერხებდა ცხოვრებისეული მიზნების განხორციელების გზაზე.

სურიას გამოცდილება საშალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ მის გარდა, სინათლის გარდა, მეტი არაფერი არაა. სიბნელე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მეტი ან ნაკლები სინათლე. სინათლე კი ესაა - „მე ვარ“. ყველაფერი „მე“ ვარ. ეს გამოცდილება იძლევა განთავისუფლებას შიშის შემბოჭველი ზეგავლენისგან, აძლიერებს შინაგან სინათლეს და ხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს ნებისმიერი შესაძლობლობის განხორციელებისთვის.
თანამედროვე რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ უხეში ბუნების არსებებმა - მატერიალურმა გრაჰებმა (ძალებმა) - შეიპყრეს იმ ადამიანების ყურადღება, ვისი სულის ძალაც სუსტია, და შესაბამისად გახსნილია უფრო უხეში „დემონური“ ძალებისადმი. ნატიფი „ღვთაებრივი“ ძალები ნაკლებად მოთხოვნადი გახდნენ, ამიტომ ნაკლებად ვლინდებიან ადამიანთა სამყაროში. ადამიანები უფრო და უფრო მეტ პატივს სცემენ „დემონურ“ ძალებს.

„ღვთაებრივი“ ან „დემონური“ - ეს მხოლოდ სახელწოდებებია. თავისი არსით კი - „ღვთაებრივი“ გრაჰები - ესაა ძალები, რომლებიც იერარქიულად უფრო ახლოს არიან სიცოცხლის წყაროსთან - სურიასთან. შესაბამისად „დემონური“ გრაჰები - არიან ძალები, რომლებიც ქმნიან მატერიალურ სამყაროს. ისინი არ არიან ნათელნი, რადგანაც არ ასხივებენ სინათლეს, არამედ შთანთქავენ მას. მათი შინაგანი სინათლე იმდენად მკრთალია, რომ მხოლოდ პირადი არსებობის შენარჩუნება შეუძლიათ. ეს გრაჰები ძალიან ეგოისტურნი არიან და შესაბამისად ქმნიან ეგოისტურ სამყაროს, მიმართულს მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ, სხვა არსებების ხარჯზე. ისინი მხოლოდ სხვებისგან და ერთმანეთისგან წართმეული ენერგიით არსებობენ. სასიცოცხლო ენერგიას იმით იღებენ, რომ აშინებენ სხვა არსებებს, რომლებიც შიშის ზემოქმედების შედეგად იკუმშებიან თავიანთი ცენტრისკენ და ანთავისუფლებენ სასიცოცხლო სივრცესა და ენერგიას.

უხეში არსებები სიცოცხლის სხეულის პარაზიტები არიან. „დემონური“ სამყარო მიმართულია ომისკენ და თვითგანადგურებისკენ. ამ სამყაროს მსახურები შეგვიძლია იმით ამოვიცნოთ, რომ ისინი გვაშინებენ - გვაშინებენ თავიანთი ქცევით ან გარეგნული სახით. ასეთი არსება შესაძლოა ადამიანს ჰგავდეს, მას შეუძლია იფიქროს კიდეც, რომ იგი ადამიანია, და შესაძლოა არც მოკლას ვინმე. ის უბრალოდ ამბობს, რომ თუ არ გააკეთებ იმას, რაც მას უნდა, დიდი უსიამოვნებები გელის, რომელსაც თვითონ მოგიწყობს. მახსენდება ჩემი თავი წარსულში. ხანდახან შემეძლო მსგავსი რამ მეც მეთქვა სხვისთვის. შეპყრობილი ვიყავი რაღაც ბნელი და „დემონური“ ძალით და ვერ ვაცნობიერებდი ამას. ნაწილობრივ მეც გახლდით სიბნელის მსახური. მაქვს ეს გამოცდილება. იგი შემბოჭველი და შიშით სავსეა. რამდენი ადამიანია ჩემს გარშემო ასეთ შებოჭილ მდგომარეობაში?

შიში მართავს ადამიანებს. შიში მართავს თანამედროვე სამყაროს. თავად რელიგიური ორგანიზაციებიც კი, რომლებიც მოწოდებულნი არიან სინათლის გავრცელებისკენ, შიშს ავრცელებენ. მათ შეუძიან ილაპარაკონ „ღმერთის შიშზე“ ან იმაზე, რომ „ჯოჯოხეთში დაიწვები, თუ მცნებებს არ დაიცავ“. რა მნიშვნელობა აქვს, ღმერთზე ლაპარაკობენ თუ სხვა რამეზე? მნიშვნელოვანია ის თვისება, რასაც ამ დროს ასხივებენ. თუ მათი სიტყვების გამო ადამიანებს ეშინიათ, მაშინ ეს არ მოდის სინათლისგან. სურიას ძალა ისეთია, რომ იგი ყველაფერს სინათლით აღავსებს და სიკეთე მოაქვს „დემონური“ არსებებისთვისაც კი, რომლებიც თავის ადგილას თავის ფუნქციას ასრულებენ. სურიას სინათლე ყველას თავის ადგილს განუსაზღვრავს - არც ძალადობით და არც დაშინებით. იგი უბრალოდ ასხივებს სტაბილურ სინათლეს, არსებები კი თავად ირჩევენ ადგილს მის გარშემო, რომელიც კომფორტული იქნება მათთვის განათების, გაცნობიერებულობის და პასუხისმგებლობის დონის შესაბამისად.

ღვთისმსახურებმა სინათლე უნდა ატარონ, „ღვთის სიტყვა“, ღმერთის სინათლე. მათ უნდა ილაპარაკონ სინათლის წყაროზე. უნდა შეითვისონ და გამოასხივონ სინათლე. შედეგად სიბნელე თავად წავა იმ ადგილიდან, რომელიც არ უნდა ეკავოს.

ამჟამად სიბნელეს არ უკავია თავისი კანონიერი ადგილი. მას სურს შეიპყროს ნათელი, ყველაფრის არსი, და ხელმძღვანელობს ცხოვრებას დედამიწაზე. მატერიალიზმმა შეიპყრო ადამიანების ცნობიერება და აიძულებს მატერიის სურვილს და მისით, როგორც სასიცოცხლო ძალით, არსებობის ძალით კვებას. ადამიანები მატერიით კვებავენ არა მხოლოდ სხეულს, არამედ ჭკუას, ინტელექტს, ემოციებს. ბევრი ცდილობს მატერიით თავისი სულიც კი გამოკვებოს, ამბობს რა, რომ სულიერი ცხოვრება - ესაა კინოში და თეატრში სიარული, ლექსების და სიმღერების წერა ან მოსმენა.

თავისი დანიშნულების მიხედვით მატერიას არ შეუძლია ცხოვრების მართვა, ამიტომ არ ძალუძს მასში არსებული ყველა პროცესის კოორდინირება, ამიტომ იყოფა მრავალ სეგმენტ-ნაწილაკად, რომელთაგან თვითოეული ცდილობს დამოუკიდებლად იარსებოს, სხვებთან კოორდინაციის გარეშე, სხვებისადმი ოპოზიციაში. მატერია, რომელიც მოწყვეტილია თავის წყაროს, თავის არსს, ოპოზიციაში უდგება თავის არსსაც კი - თავის სულს - სურიას.

სულს, სურიას არ შეუძლია ოპოზიციაში ჩაუდგეს თავის ბავშვს - იმ სამყაროს, რომელიც თვითონ შექმნა. მას შეუძია მხოლოდ უყვარდეს თავისი პირმშო. მაგრამ ბავშვი თავისი გაუცნობიერებლობის და ეგოიზმის გამო წინააღმდეგობაში მოდის მამასთან. სწორედ ისევე, როგორც სხეულს შეუძლია წინააღმდეგობაში ყოფნა თავის გულთან. მას შეუძლია სურდეს ის, რაც მავნებელია გულისთვის. გულს კი არასოდეს სურს ის, რაც სხეულისთვისაა მავნებელი.

როცა ვამბობთ: „უნდა ვაკეთოთ ის, რასაც სული ითხოვს“, უმეტესწილად სულთან ვაიგივებთ იმ „ბნელ“ არსებებს ჩვენში, რომლებიც ჩვენს სხეულში შევიფარეთ. იმისთვის, რომ ვიგრძნოთ, თუ სინამდვილეში რა უნდა სულს, მზერა უნდა მივმართოთ „მე ვარ“-ის ყველაზე ღრმა შუაგულისკენ. სწორედ ეს იქნება ის, რაც სულისგან, „სულიერი გულისგან“ მოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიკვებება სხეულის სტრუქტურები, მისთვის არადამახასიათებელი და არასუფთა არსებებით ფორმირებული. ასეთი სხეული ვერ აიღებს საკუთარ თავზე ყველა პროცესის კოორდინაციის ფუნქციას. ეს „უწმინდური არსებები, ანუ ის არსებები, რომლებიც თავის ადგილზე არ არიან სხეულში, წარმოშობენ სურვილებს, რომლებიც შესაძლოა დამანგრეველი იყოს სულისთვის.

სხეული თავის გულთან ან თავის სულთან მიმართებაში - ეს უბრალოდ ის გარემოა, რომელშიც გული (სული) ცხოვრობს. მაგალითად თუ გულს ამოვიღებთ სხეულიდან, იგი რაღაც პერიოდი იცოცხლებს სხეულის გარეშე. სხეული კი გულის ამოღების შედეგად მაშინვე მოკვდება. სულს შეუძლია იარსებოს სხეულის გარეშე, სხეულს კი სულის გარეშე არანაირად არ შეუძლია. მამას შეუძლია ბავშის გარეშე, ბავში კი ვერ იარსებებს, მოკვდება მამის გარეშე. ამიტომ არ უნდა ვიყოთ წინააღმდეგობაში საკუთარ მამასთან - სულთან, სურიასთან. ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტოთ არა ბავშთან, არა სხეულთან, არა დედასთან, არამედ მამასთან, სულთან, სურიასთან.

თავად სურია უჩინარია, მაგრამ სიცოცხლით აღავსებს ყველაზე მცირე მოვლენასაც კი, და არსებობის ცენტრად - რომელიღაც არსების მანათობელ არსად აქცევს მას. ამგვარად თუ ყურადღება „მე ვარ“-ის შეგრძნებაშია, არ ტოვებს მას და მონიშნავს, აღვიძებს ცნობიერების ველში, საკუთარი ცხოვრების ველში სხვადასხვა არსება-შეგრძნებებს, შესაძლებელია დავემსგავსოთ შემოქმედს და მონაწილეობა მივიღოთ მასთან ერთად შემოქმედებით თამაშში.


ოლეგ ბოკაჩოვი


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Teddybear
post May 5 2014, 06:50 PM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 29
Joined: 3-May 14
Member No.: 7,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველა შიში და პრობლემა მოდის ბავშვობიდან. ბევრი წლის წინ როცა წავიკითხე ზოშჩენკოს მზის ამოსვლის წინ და გონებისათვის, გადავწყვიტე ოდნავ მაინც მივახლოვებულიყავი და გამეგო ის პირველწყარო, საიდანაც მერე ყველაფერი წამოვიდა. აქ ჩემს სემთხვევაში ყველაფერი გაცილებით სხვანაირად აღმოჩნდა. იმ ადამიანის შემთხვევაში შიში მოდიოდა ბუნებრივი ფაქტორიდან და არა ადამაინებიდან, ჩემს შემთხვევაში ადამიანების მხრიდან. მახსოვს სიტყვები, მახსოვს ქცევები, მერე უფრო დეტალურად გავიხსენე სპეციალურად, მაგრამ ვერ განვიკურნე. არ ვიცი რა ვიფიქრო 1. ეს ისტორია არ არის რეალობაზე დაფუძნებული, როგორც ამას ამბობენ და 2. შეძლო განკურნება, რადგან შიშთან ადამიანები არ იყვნენ დაკავშირებულები.
ახლა მეძინა 2 საათი, ძილის მერე გინდა დილა იყოს გინდა საღამო გაღვიძებისას მიმძაფრდება შიშები. დილით საშინელი პერიოდია, რადგან სააბაზანოში შესვლიდან ყავის დალევამდე და ტელევიზორის ჩართვამდე რამეზე გადართვის მიზნით, გული მაქვს საშინლად დამძიმებული, სხეულში შიშია გამჯდარი და მაგ დროს არ ვიცი რისი. ერთი პერიოდი მიწისძვრა ამოვიჩემე და მაშინ უფრო კარგად ვიყავი, რადგან ვიცოდი რისიც მეშინოდა. ახლა გადამიარა ამან და იმის საშუალებაც არ მაქვს გავაცნობიერო რისი მეშინია. მე როგორც ერთმა ფსიქოლოგმა ამიხსნა , ეს რაღაც იმის მსგავსია, რომ დილით ცნობიერს და ქვეცნობიერს შორის არსებული "კედელი თხელია" და უფრო ადვილად აღწევს ინფორმაცია ქვეცნობიერიდან და რა აღწევს ასეთი, რომ მატერორებს, ეს როგორ გავიგო არ ვიცი.


--------------------
Should I kill myself, or have a cup of coffee?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 5 2014, 11:52 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Teddybear
მართლაც რომ დასძლიო უნდა იცოდე რისი გეშინია. მაგრამ იცი არსებობს სხვა გზებიც რომ დასძლიო.
მაგალითად დააკვირდი შენს სხეულს რას გრძნობ როცა გეძალება რამე შიში, ნუ შენი ფიქრები წარმართე შენი ორგანიზმის დაკვირვებაზე. ეს მოგცემს ერთგვარ პასუხს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Teddybear
post May 6 2014, 02:33 AM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 29
Joined: 3-May 14
Member No.: 7,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
ძალიან დიდი ხანია ცვდილობ ამას, არაფერი გამოდის, გარდა იმისა, რომ უფრო ვშინდები, რადგან ვხვდები რომ არაფერია საშიში რეალურად და მე მეშინია.
რამოდენიმე წლის წინ პანიკური შეტევები მქონდა და მაშინ მეშინოდა გარეთ გასვლის (ცუდათ რომ გახდე) ბანაობის (ისევ ცუდათ რომ გახდე და ნუ სასწრაფოს გამოიძახებ ტელეფონი იქვეა, მაგრამ კარებამდე რომ ვერ მიასწრო გასაღებად და ხალხმა რომ ასე გიპოვოს და მსგავსი). პანიკურმა შეტევებმა გადამიარა, მაშინ შიში კონკრეტული იყო და გამოსვლისას და ჩაცმისას ქრებოდა.
ახლა დილით მიმძაფრდება, მერე დღე გადამდის, საღამოს და ღამე (ვიდრე დასაძინებლად წავალ) საერთოდ არ მაქვს. რას ვგრძნობ და გაუცნობიერებელ, ცივ, საშინელ, ამოუხსნელ შიშს და დილით ამ დროს ჩემი სხეული მეუბნება რომ ჩქარა, ჩქარა ადექი და მოწესრიგდი. რამდენჯერ მდომებია ძილის გაგრძელება, მაგრამ ეს ჩქარა, ჩქარა არ მასვენებს, არ ვიცი რა მოხდება ჩაუცმელი და მოუწესრიგებელი რომ დავრჩე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მინდა, მაგრამ თითქოს მოქმედებას მთხოვს ჩემი თავი


--------------------
Should I kill myself, or have a cup of coffee?
Go to the top of the page
 
+Quote Post
White Devil
post May 25 2019, 04:52 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Teddybear @ May 6 2014, 02:33 AM) *
earth
ძალიან დიდი ხანია ცვდილობ ამას, არაფერი გამოდის, გარდა იმისა, რომ უფრო ვშინდები, რადგან ვხვდები რომ არაფერია საშიში რეალურად და მე მეშინია.
რამოდენიმე წლის წინ პანიკური შეტევები მქონდა და მაშინ მეშინოდა გარეთ გასვლის (ცუდათ რომ გახდე) ბანაობის (ისევ ცუდათ რომ გახდე და ნუ სასწრაფოს გამოიძახებ ტელეფონი იქვეა, მაგრამ კარებამდე რომ ვერ მიასწრო გასაღებად და ხალხმა რომ ასე გიპოვოს და მსგავსი). პანიკურმა შეტევებმა გადამიარა, მაშინ შიში კონკრეტული იყო და გამოსვლისას და ჩაცმისას ქრებოდა.
ახლა დილით მიმძაფრდება, მერე დღე გადამდის, საღამოს და ღამე (ვიდრე დასაძინებლად წავალ) საერთოდ არ მაქვს. რას ვგრძნობ და გაუცნობიერებელ, ცივ, საშინელ, ამოუხსნელ შიშს და დილით ამ დროს ჩემი სხეული მეუბნება რომ ჩქარა, ჩქარა ადექი და მოწესრიგდი. რამდენჯერ მდომებია ძილის გაგრძელება, მაგრამ ეს ჩქარა, ჩქარა არ მასვენებს, არ ვიცი რა მოხდება ჩაუცმელი და მოუწესრიგებელი რომ დავრჩე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მინდა, მაგრამ თითქოს მოქმედებას მთხოვს ჩემი თავი

საინტერესოა დილით მეც შედარებით ასე ვთქვათ ფარფატად ვარ და საღამოსკენ ვძლიერდები,მართალი გითხრა მეც ვერ დავძლიე და მეც მაქვს ეს გაუცნობიერებელი შიში თუ ნერვიულობა და მეც ვეძებ გზებს ამის დასაძლევად,ასე რომ არ ინერვიულო მარტო შენ არ ხარ ასე.

ნუ რამოდენიმე ვარიანტს გეტყვი და სცადე:1.ღრმად ჩაისუნთქე და სუნთქვა შეიკავე თითქმის დახრჩობამდე და ამოისუნთქე,გააკეთე რამდენჯერმე ეს სანამ თავს დამშვიდებულად არ იგრძნობ.
2."რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა",თუ იცი რისი გეშინია პანიკურად სწორედ ის გააკეთე რისიც გეშინია,შიში ჩემის აზრით როცა პიკს აღწევს სრულიად იმსხვრევა ანუ მსხვრევადია და ასევე სადაც სიყვარულია იქ არც შიშია "გიყვარდეს მტერი შენი" ანუ თუ ვინმეა პიროვნება რომელიც გაშინებს შეგიძლია ეს გამოიყენო,ცადე.
3.სიძულვილი-ჩემის აზრით მას უდიდესი ძალა აქვს,როცა სიძულვილი გიპყრობს არაფრის არავის არ გეშინია,თუმცა ამის გამოწვევა ხელოვნურად ნამდვილად არ ვიცი
4.ჩემი აზრით გურჯიევი იმიტომ ჩადიოდა ექსტრემალურ ადგილებში რომ ეს შიშები გადაელახა და ასევე თავის მოწაფეებს ავალებდა ისეთ რამეებს რაც რისკთან იყო დაკავშირებული ანუ პანიკურ შიშებთან და ასე ლახავდნენ ისინი შიშს.
5.მიიღე ეს შიში მიიყვანე პიკამდე და ჩემის აზრით ის დაიმსხვრევა,მაგალითს გეტყვი რატომ არ ეშინიათ ომში ჯარისკაცების უმეტესობას?იმიტომ რომ პირველი დარტყმა პიკი უკვე გადალახეს და ვინც ამას ვერ ლახავს მუდამ შიშის ქვეშ რჩება.თუ გეშინია სიბნელის ჩაიკეტე ბნელ ოთახში და ა.შ
იმედია გასაგებად გადმოვეცი ჩემი მოკრძალებული გამოცდილება,როცა საბოლოოდ მასზე ავმაღლდები აუცილებლად მოგწერ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:54 PM