IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ოკულტიზმი, კარლ ბრანდლერ პრახტი
Mechanical Sheep
post Jul 8 2013, 08:55 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რადგანაც არ მოიპოვება ამ წიგნის ელ. ვერსია ინტერნეტში, გადავწყვიტე დამედო ეზოთერიული ფორუმისთვის. ვგონებ, ძალიან საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციას ინახავს ეს წიგნი.
ყოველდღე დავდებ შეძლებისდაგვარად.


კარლ ბრანდლერ პრახტი - ოკულტიზმი

მთარგმნელები: ლია ხუბაშვილი და ვაჟა ოთარაშვილი
რედაქტორი: ალეკო ანდღულაძე




წ ი ნ ა თ ქ მ ა

ეს წიგნი, ქართულ ენაზე, სერიოზული ოკულტური ლიტერატურის გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდაა. მასში მოყვანილი ვარჯიშების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ასტრალურ სხეულს მივცეთ უფრო მეტი თავისუფლება. ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ადამიანებს, ახსნან საკუთარ სულში თუ სხეულში, აგრეთვე გარემოში არსებული ბევრი იდუმალი მოვლენა, აღზარდონ და განავითარონ მაგიური ძალები, რომლებიც მათში მინავლებული ან სულ ჩამქრალია, და საერთოდ გაიგონ ოკულტიზმის არსი.
წიგნში მოცემული მრავალი სამკურნალო მეთოდი, წარმატებით შეიძლება გამოიყენონ ექსტრასენსებმა, თავიანთი მკურნალობის დროს. მკითხველი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და მაგალითების სახით გაეცნობა აგრეთვე ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორიცაა ფსიქომეტრია, ტელეპათია, გრძნეული სიზმრები, წინასწარჭვრეტა, წინასწარსმენა და სხვ.
ეს სახელმძღვანელო სიკეთით სავსე მაღალი ზნეობის ადამიანებს დაეხმარება საკუთარი სულისა და სხეულის განმტკიცებაში და ნათელი მიზნების შესრულებაში.

შ ე ს ა ვ ა ლ ი

ამ წიგნის მიზანია, ადამიანთა ყურადღება მიაპყროს იმ გამოუყენებელ და იდუმალ ძალებს, რომელთა არსებობა უმრავლესობას აზრადაც არ მოსდის. ჩვენ არც თუ ისე სუსტი არსებანი ვართ: ჩვენში დაფარულია ისეთი ამოუცნობი ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანი აქციოს მატერიისაგან (შეგრძნებადი სამყაროსაგან) დამოუკიდებლად და აიყვანოს ,,შემოქმედების მწვერვალზე“. საბაზრო რეკლამის მიერ გავრცელებულ ისეთ წიგნებთან, როგორიცაა: ,,ძალა თვით ჩვენშია“, ,,პირადი მაგნეტიზმი“, ,,ჰიპნოზის ძლევამოსილება“ და ა.შ. ნამდვილ ნაშრომს არავითარი საერთო არ გააჩნია. ჩვენი ნაშრომი მიგვიყვანს არა უხეშ, ეგოისტურ ზეადამიანთან, არამედ მაღალი ეთიკური მისწრაფებების მქონე იდეალთან, რომელიც ამ ძალას მთლიანად გამოიყენებს , მხოლოდ ადამიანთა საკეთილდღეოდ. ადამიანი თავისუფალია და იგი ვალდებულია თავისი ნება საქმით დაამტკიცოს. მაგრამ ჰიპნოზის დროს ნება შებოჭილია.
ჩვენ ვცხოვრობთ არა იმისთვის, რომ ვისწრაფოდეთ მხოლოდ დროებითი კეთილდღეობისაკენ, არამედ საჭიროა მივილტვოდეთ სულიერ ფასეულობათა შესაძენად.
ამ წიგნის ავტორი - ადეპტი არ არის, ამ სიტყვის სრული მნიშნველობით. მრავალი წლის განმავლობაში ის იმყოფებოდა ბრძენი და მაღალპატივცემული პიროვნების ხელმძღვანელობის ქვეშ, რომლის წყალობითაც შეიქმნა ეს წიგნი. თუმცა მისი გამოცდილება არ აღწევს ამ წიგნის მესამე განყოფილების დასაწყისს, მაგრამ მან პირადად გამოსცადა ის შესაძლებლობანი, რომელიც მოყვანილია მეორე განყოფილებაში (მე-14 თავის გარდა).
ამ წიგნში მიღებული გადმოცემის მსვლელობა აერთიანებს ,,რაჯა იოგას“ ორ უდიდეს სისტემას, რომელთა შორისაც ერთი ეხება ადამიანის ფიზიოლოგიას, ხოლო მეორე მის ფსიქიკურ განვითარებას.
ორივე სისტემის ჰარმონიული კავშირი საშუალებას გვაძლევს ადვილად გადავლახოთ ყველა დაბრკოლება და მივაღწიოთ განვითარების მაღალ მწვერვალებს. არაფერია, იმაზე უფრო მეტად საშიში, როცა ადამიანი თავისი ნების განვითარებას იწყებს ზნეობრივი პროგრესის სრულყოფის გარეშე.
მხოლოდ ფრთხილ და ჭკვიან ადამიანს უნდა მიეცეს ბასრი იარაღი: რადგან არაკეთილგონიერი დაღუპავს თავისავე ახლობლებს და ბოლოს თავის თავსაც. სწორედ ამაში მდგომარეობს ,,შავი მაგიის“ თავისებურება, რომელიც მძვინვარე ურჩხულს ჰგავს.
ბოროტი ადამიანი, რომელიც ანვითარებს თავის დაფარულ ძალას, იმისათვის რომ აისრულოს მდაბალი გულის წადილი, დაიღუპება მის მიერვე დანთებულ ცეცხლში.
დასასრულს, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზეც რომ ჩემი სახელმძღვანელო (იგულისხმება ეს წიგნი. მთ) მკითხველს საშუალებას აძლევს, დადგეს ტაძრის შესასვლელში, არა ნახევრად მომზადებული და უკმაყოფილო, არამედ იფრინოს იმ ნათელი სიმაღლეებისაკენ, რაც საერთოდ მისაწვდომია ადამიანისათვის.

კარლ ბრანდლერ პრახი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jul 9 2013, 12:30 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



I განყოფილება
მოწაფე. პირველდაწყებითი საფეხური
1. შესავალი


ვინა ვართ ჩვენ, თუ არა სუსტი არსებანი? უსუსურთ, ცხოვრების ზღვაში სასტიკი ქარიშხალი გვათამაშებს. უმწეონი და ყოველგვარი თავდასხმის მსხვერპლნი, არასაკმარის საშუალებებს ვფლობთ მათ მოსაგერიებლად. ჩვენ გვაქვს თვალები, მაგრამ არ შეგვიძლია წინასწარ დავინახოთ რა შეგვემთხვევა, ან ვინ გვდარაჯობს ავი ზრახვების კლდის უკან, ვერ ვხედავთ თუ რა არის დამალული მომავლის სიღრმეში. ჩვენ მთლიანად დამოკიდებულნი ვართ დროზე და წუთისოფლის მერყეობაზე. ჩვენ გვესმის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენსა და რხევად, ვიბრირებულ სხეულს შორის არ არსებობს მკვრივი ზღუდე ან დიდი მანძილი. ვიღებთ მხოლოდ განსაზღვრული სიხშირის რხევებს, ყველა დანარჩენი კი ე.ი. სხვა სიხშირის რხევები არავითარ ზგავლენას არ ახდენს ჩვენს შეგრძნებებზე.

რა სარგებლობა აქვს უფაქიზეს სმენას, თუკი პირფერი მოსაუბრის მოსმენისას არ შეგვიძლია ამოვიცნოთ მისი შავბნელი აზრები?

მერე და რა, თუკი ლამაზი თვალები სიყვარულით გვიმზერენ, ჩვენ ხომ ვერ ვხედავთ მის გულში ჩადებულ ღალატს?

გაუხეშებული შეგრძნებების მქონენი, როგორმე უნდა გამოვძვრეთ ცხოვრებისეული ეკლაინი ჯაგნარიდან.

ადამიანი შემოქმედების გვირგვინია! რა საოცრად ჟღერს ეს ფრაზა, ამ უსუსური სხეულის დანახვაზე.

როცა ზემოთ ვიხედებით, ძირს დაგდებულ ქვას ვერ ვამჩნევთ და ვეცემით. თუ საკუთარ ნაბიჯებს მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ ვერ ვამჩნევთ გამხმარ ხეს, რომელიც საცაა წაიქცევა და ქვეშ მოგვიყოლებს. უმწეონი, ყოველთვის რაიმე ხიფათის წინაშე ვდგავართ.

მაგრამ ვართ კი მართლაც ასეთი უძლურნი?

არა! ბედისწერის ბრძნულმა განჭვრეტამ ხელში მოგვცა შეუდარებელი იარაღი, რომ მოვიგერიოთ ურიცხვი თავდასხმა. ჩვენ დაჯილდოებულნი ვართ გონებით და მისი წყალობით მივაღწიეთ კულტურის განვითარების უმაღლეს საფეხურებს, მაგრამ ამის გამო, შევიძინეთ კიდეც ადამიანური მოდგმის უამრავი ახალი მტერი. მტერი, რომელიც უხილავია, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ყოველ ამოსუნთქვაზე გვემუქრება.

რა არ ბინადრობს ადამიანის მკერდში და როგორ საშინელ დემონებს არა ჰყავთ იგი შებოჭილი. ასეა, უფლებამოსილი ტირანების ფეხქვეშ მტვერში უხდებათ ხოხვა ტანჯულ მონებს.

თუმცა ცოცხალ არსებებს ამ ბრძოლისთვისაც აქვთ მიცემული მძლავრი იარაღი. ჩვენ კარგად ვიცით თავდაცვის ის საშუალება, რომელსაც ,,ნებისყოფას“ ვეძახით. მაგრამ სამწუხაროდ, არ ძალგვიძს მისი სათანადოდ გამოყენება. ამ მძლავრი იარაღის მახვილი წვერი ჩვენსკენვე გვაქვს მომართული და ბლაგვი კი - მტრისკენ. რა სარგებლობა გვექნება გონებისა და ნებისყოფისაგან, თუკი მათ არასწორად გამოვიყენებთ?

მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის, ვინ გვასწავლის ამას?

მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისათვის, ვინ გვასწავლის ამას?

ამას გვასწავლის ჩვენი სული: ყოვლისმსმენელი, ყოვლისმხედველი და ყოვლისმცოდნე, რომელიც არ არის დაკავშირებული არც დროსთან და არც სივრცესთან, როგორც ჩვენი ინერტული შეგრძნებების მქონე სხეული. ეს სულია, გამუდმებით და ნათლად რომ გვაფრთხილებს, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ მას.

ყოვლადკეთილმა საწყისმა დაგვაჯილდოვა ერთი განსაკუთრებული გრზნობით, რომელსაც სულის ენით ატყობინებს ჩვენს შეგრძნებას, ჩვენ კი გონებითა და უკუღმართად გამოყენებული ნებისყოფით ეს გრძნობა გავაუქმეთ.

ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ ფიზიკური სხეულის უხეშ შეგრძნებებს. თავს ვთვლით ძალიან გონიერ და ბრძენ არსებებად და ვფიქრობთ, რომ ამ გრძნობათა ორგანოების შესწავლით ამოვხსენით ბუნების უდიდესი საიდუმლო.

ყველაზე უზენაესი გრძნობა, ეს არის ე.წ. ,,ფსიქიკური შეგრძნება“, რომელსაც განუსაზღვრელი მოქმედების შედეგად შეუძლია ადამიანი აქციოს ნახევარღმერთად. ჩვენ კი ეს გრძნობა უარვყავით.

თანამედროვე მეცნიერება ,,ფსიქიკურ გრძნობას“, ,,ცრურწმენას“ ეძახის. რამდენ რამეს კი გააკეთებდა მეცნერებისათვის, ეს არაერთხელ საცინლად აგდებული მეექვსე გრძნობა.

მაშინ, იქნება მეცნიერების ავტორიტეტებს უკეთ აეხსნათ ,,სამყაროს გამოცანები“, და უფრო გონივრულად ემსჯელათ ,,ძალასა და მატერიაზე“. მათი ფსიქიკური გრძნობა რომ ცოტა ფხიზელ მდგომარეობაში ყოფილიყო, ასეთ უნივერსალურ მნიშვნელობას აღარ მიანიჭებდნენ ტვინის უჯრედებს.

ფსიქიკური გრძნობის არსებობა შეინიშნება მათ მიერ, ვინც ოკულტურ მეცნიერებაში ერკვევა.

მოწაფე დარწმუნებული უნდა იყოს იმ არამატერიალური პიროვნების, სულიერი ,,მეს’’ არსებობაში, რომელსაც დავარქვით ,,სული“. ასევე მან უნდა იცოდეს, რომ წიგნში მოყვანილი ლიტერატურის საშუალებით შესაძლებლობა ეძლევა დარწმუნდეს იმაში, რომ უხეში მატერიალური სხეულის გარდა მას გააჩნია უფაქიზესი ოდიური ასტრალური სხეული. მან საერთოდ უნდა იცოდეს, რომ მატერია არსებობს ყოფიერების სხვადასხვაგვარ ფორმებში.

თუ ჭეშმარიტებას, რომელიც შინაგან არსებას ეხება, მოწაფე გაითავისებს, მაშინ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება გასაგები, რომ ფსიქიკურ გრძნობას, გამოწვეულს ვარჯიშის გზით, შეუძლია იგი დააჯილდოოს გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი იდუმალი ძალებით, რომელიც თურმე მასში ლატენტურ (მთვლემარე) მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ ძალებს ისევე, როგორც ჩაფლულ განძს, რომელიც დღის სინათლეზე გამოიტანეს, შეუძლია მფლობელი უეცრად აქციოს ბედნიერ კაცად. მხოლოდ, განძის მძებნელს უნდა გააჩნდეს მოთმინება, თუნდაც ოფლი ღვარად ჩამოსდიოდეს შუბლზე, რადგან ბარის ყოველი დარტყმა აახლოებს სანუკვარ მიზან.

მოწაფემ უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ არანაკლები ბრძოლა და ძალდატანება მოუწევს საკუთარ თავთან! ამასთან ერთად, აუცილებელია სიმამაცეც: სიმამაცე ეგოისტურ მატერიალურ სამყაროსთან ბრძოლაში. რადგანაც, სწორედ ეს განცხრომას დახარბებული, ძუნწი მატერია - გაუმაძღარი ურჩხული, სდარაჯობს იმ განძს, რომელიც მოწაფემ უნდა მოიპოვოს. ამ დრაკონზე გამარჯვება კი ძალიან ძნელია. ნამდვილი სახელმძღვანელო ისეა შედგენილი, რომ მასში შესული რჩევა-დარიგებები დიდ სარგებლობას მოუტანს მათ, ვისაც საკუთარ თავთან ბრძოლის ეშინია. (იგულისხმება აღნიშნული წიგნი. - მთ.)

ამ წიგნის პირველი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მოწაფესათვის, ბევრს დააკმაყოფილებს, რადგან, მისი გულისყურით შესწავლის შედეგად მიიღწევა ამაღლება ყოფილთან შედარებით.

ახალბედა განცვიფრებითა და სიხარულით შენიშნავს, თუ რა ძალა აქვს მის ფიქრებს და მიხვდება, რომ აღარ არის დამცირებული, მხდალი ადამიანი, რომელსაც ბედი აქეთ-იქით ათამაშებს. იგი გონს მოეგება და დაიწყებს ბრძოლას არსებობისათვის, შეიარაღებული და დაცული.

სწავლების ბოლოს, ის უკვე ისეთი ძალების მფლობელი იქნება, რომლის სწორი გამოყენების შედეგად მისი ცხოვრება გახდება თავისუფალი და ბედნიერი, (ე.ი. მოწაფე) დაცული იქნება ყოველგვარი უბედურების, ავადმყოფობისა და ტანჯვისაგან.

მოწაფე დარწმუნდება, რომ ადამიანი არც თუ ისე უსუსურია, არამედ, უხვადაა დაჯილდოებული იმ ძალებით, რომელთა საშუალებითაც ყოველგვარი საშიშროებისაგან თავს დაიცავს. დაინახავს, რომ ვერანაირი მიწიერი უსიამოვნებანი მას ვეღარაფერს ავნებს.

ის, ვინც გრძნობს, რომ დადგა ჟამი წინსვლისა, არ დაკმაყოფილდება მის მიერ შეძენილი უნარით და მოისურვებს დაიწყოს ბრძოლა თავის ეგოისტურ ბუნებასთან. სწორედ ამისათვისაა დაწერილი ამ სახელმძღვანელოს მეორე განყოფილება. მოწაფეს ახლა უკვე შეუძლია შევიდეს ტაძარში და იქ შეისმინოს ზეშთაგონება.
როგორც სადღესასწაულო სახლში, ასევე მოწაფე უნდა განიწმინდოს ყოველგვარი მიწიერი უწმინდურობისაგან და გამოეწყოს ,,ახალ სამოსელში“ კურთხევის წინ. მას შემდეგ, როცა აღსრულდება კურთხევა, ის საკუთარ თავს ხედავს ამაღლებულს სამყაროს ყოველგვარი ამაოებისაგან და გრძნობს, რომ მისი ძალები უფრო და უფრო იზრდება. იგი თანდათანობით იმსჭვალება უმაღლესი ძლევამოსილებით.

აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი - გათავისუფლებული ყოველგვარი მდაბიო ვნებებისაგან, იმ ბავშვური ჩვევებისაგან, როცა ფლანგავდა ძვირფას დროს და არყევდა საკუთარ ჯამრთელობას. იგი საკუთარი თავის და მთლიანი სამყაროს სრული ბატონ-პატრონი იქნება.

მისი ნებისყოფის ძალა განვითარდა და უკვე იცის რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ამ ძალის საშუალებით. მოწაფის ხელთაა ძლევამოსილება, მაგრამ მას ბოროტად არ გამოიყენებს, რამეთუ ამის გაკეთება არც შეუძლია, რადგან ნებიჯი უკან - შეუძლებელია. ამგვარი ძლიერების მიღწევა დასაშვებია იმ პირობით, თუ იგი შესაბამისი ზნეობის სიმაღლეზე ავა.

მან აიარა მთის ნაწილი და მისი აღტაცებული მზერის წინ გადაიშალა აყვავილებული მხარის ფართო პანორამა. აქამდე ის იმყოფებოდა ველზე და რაოდენ შემოსაზღვრული იყო მისი მხედველობის არე, რაოდენ პატარა და ვიწრო იყო მის წარმოდგენაში სამყარო.

სამაგიეროდ, რამდენად ვრცელი და უზარმაზარია ეხლა ის, მისი ამაღლებული თვალთახედვით. ბევრი ამით დაკმაყოფილდება. მიღწეული წარმატებებით გაბედნიერებულნი სხვებსაც მიეშველებიან მთაზე ასვლაში და რკინისებური სიმტკიცით გამოიყენებენ შეძენილ ძალებს, რათა დაეხმარონ თავის ახლობლებს. ზოგიერთებს კი - და დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტას, შინაგანი ხმა უბრძანებს: ,,მოემზადე შემდგომი ასვლისათვის! მთა, რომელიც შენს წინაშეა, უფრო მაღალია და მიუვალი, ვიდრე ის, რომელზეც ახვედი. მაგრამ ნუ შეგეშინდება: შენ მიაღწევ მის მწვერვალს, რადგან ამის ძლიერი სურვილი გაგაჩნია!“ და ნელნელა მაგრამ სწორად მიიწევენ ზემოთ. სულ უფრო თავისუფლად იწევს მაღლა მათი მკერდი, უფრო მეტად იშლება და ფართობდება მათი თვალსაწიერი და მეტად მძლავრდება შინაგანი ძალა.

ძალიან ცოტას, რომელთაც მწვერვალს მიაღწიეს (ქურუმებს) აქვთ უფლება შევიდნენ ტაძარში. მათმა სულიერმა ,,მე“_მ მიაღწია უსაზღვრო ძლიერებას - სხეულის გარსი მათთვის აღარაფერს წარმოადგენს. მათ თვალში ის მხოლოდ გარდაუვალი სიბოროტეა. ქურუმებმა არ იციან დარდი და მიწიერი ტანჯვა. აი, ნამდვილად თავისუფალი ზეადამიანები!

ვისაც სურს სრულად განავითაროს თავისი სულიერი ძალები, უნდა დაივიწყოს ეგოისტური ინტერესები. ფუჭად იშრომებს, ვინც ვარჯიშს დაიწყებს სიმდიდრის შესაძენად. სავსებით დასაშვებია გამოღვიძებული იდუმალი ძალების გამოყენება თავდაჭერილად, რათა ვიმყოფებოდეთ ნორმალურ ადამიანურ პირობებში და შევიმსუბუქოთ სხეულებრივი არსებობა. საკუთარი სხეულის საჭიროებაზე ზრუნვა ჩვენი ვალია და ამაში არავითარი ეგოიზმი არ არის.

მაგრამ, უსარგებლო და უაზრო დროის ხარჯვა იქნებოდა, თუ ვინმე ნების ძალას გამოიყენებდა იმისათვის, რომ მაგალითად, მოეგო ლატარიის ბილეთით. ასეთი მიზნებისაკენ მიმართული ვარჯიში არა მარტო უშედეგო იქნება, არამედ ძალიან დიდ ზიანსაც კი მიაყენებს იმ პირს, ვინც ჩაატარებს ამგვარ ცდებს, ვინაიდან გადაუხვევს ჭეშმარიტი მიზნისაგან და მისი ყოველგვარი შემდგომი წარმატება საეჭვო გახდება.

ასევე გაკიცხვას იმსახურებს, გარშემომყოფებზე სულიერი ზემოქმედება: მატერიალური გამორჩევის მიზნით დაიმორჩილო და დაჩაგრო შენი ახლობლები.

საზოგადებისათვის საშიშია საკუთარი მიზნების მისაღწევად, ადამიანთა ნების დათრგუნვა. ფსიქიკური ძალები მივიღეთ არა იმიტომ, რომ ბოლოს ერთმანეთი დავღუპოთ, როგორც ეს ცივილიზებულმა კაცობრიობამ ჩაიდინა, არამედ ამ ძალებმა უნდა მოგვიტანოს ბედნიერება, შეგვიმსუბუქოს ტვირთი და კაცობრიობა აიყვანოს ეთიკური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. ამით, გონებრივი პროგრესი, ალბათ არ დაზარალდება, ვინაიდან ფსიქიკური ძალების განვითარებასთან ერთად გაიზრდება გონებრივი შესაძლებლობანი: ხელოვნება, წარმოება და მეცნიერება მიაღწევს განვითარების უმაღლეს მწვერვალს.

მეცადინეობის დაწყებამდე მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი წარმატება მთლიანად არის დამოკიდებული მოთმინებაზე, რომელიც საჭიროა ნამდვილი საქმისათვის. ,,რომი ერთ დღეში არ აშენებულა!“ მოწაფე უნდა გარდაიქმნას ახალ ადამიანად, მან თავის თავში უნდა განავითაროს ის ძლევამოსილი და მოქმედი ძალა, რომელზეც ადრე არავითარი წარმოდგენა არ გააჩნდა. მასში უნდა გამოჩნდეს ახალი, ამაღლებული გრძნობა, - გაბატონებული ჩვენს გაგებაში დროსა და სივრცეზე, რომელთანაც დაკავშირებულნი ვართ ჩვენი სხეულებრივი არსებობით. ესაა - ნაბიჯი ღმერთისაკენ!

შესაძლებელი კი არის ამის გაკეთება ჩვენს ნერვულ საუკუნეში, რომელიც სამარეს უთხრის ფსიქიკურ გრძნობებს?

ვინც გადაწყვიტა, დაანგრიოს საკუთარი სულის საპყრობილე და დაწყვიტოს ხლართები, რომლითაც საცოდავი სული მიჯაჭვულია გრძნობადთან, უნდა შეიარაღდეს მოთმინებითა და ჟინით. მყარად უნდა დადოს ქვა ქვაზე და ნელ-ნელა აღიმართება დიდებული შენობა.

ამის გარდა, საჭიროა სხვა თვისებაც - პუნქტუალობა. მასზე დიდად არის დამოკიდებული საქმის წარმატება. მეცადინეობას აუცილებლად უნდა დაეთმოს ის დრო, რომელიც მისთვისაა განკუთვნილი. დაუშვებელია ყოველგვარი შესვენებები; გამონაკლისია მხოლოდ მძიმე ავადმყოფობის შემთხვევა, როცა ვარჯიში შეიძლება დროებით შეწყდეს. ეს ეხება მხოლოდ პირველი განყოფილების ვარჯიშებს. იმ პირებმა, რომლებიც გადავლენ შემდგომ ვარჯიშებზე, უნდა გაითვალისწინონ აგრეთვე სხვა შენიშვნებიც.

ვარჯიშის დროს უნდა მოიხსნან ყველანაირი საზრუნავი, როგორც ოჯახის, ისე საკუთარი თავის წინაშე. როცა დადგება ვარჯიშის დრო, არანაირმა ადამიანურმა პრობლემამ და არავითარმა ღმერთის წინაშე სამსახურმა არ უნდა შეაჩეროს მეცადინეობა. უნდა დავრჩეთ მარტონი საკუთარი თავის წინაშე და არაფერმა არ უნდა შეძლოს ჩვენი შეშფოთება. რაც არ უნდა მოხდეს ვარჯიშის დროს ჩვენს სახლში, ჩვენ არ უნდა გვეხებოდეს. საჭიროა ასე მოქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც და ჩვენს ოჯახსაც მოელის უბედურება!

ამრიგად, ვარჯიშის დროს, შეიძლება ითქვას, სამყარო კვდება ჩვენთვის; ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ და ჩვენი მიზანი, დანარჩენი კი ყველაფერი ქრება აზროვნებიდან. გონიერი სამყაროს განჭვრეტა ძალზედ გვიმსუბუქებს ამ მძიმე სამუშაოს. ადამიანს გამუდმებით უნდა ახსოვდეს, რომ მთავარი ფასეულობა, სულიერ საწყისში მდგომარებს და არა სხეულის გარსში. ეს უკანასკნელი არარაობაა, ის - მხოლოდ ადამიანის სულის სუსტი გამოსახულებაა. ეს სულიერი საწყისი ესწრაფვის სხეულის მეშვეობით მიაღწიოს უმაღლეს ზნეობრივ განვითარებას.

იმისათვის, რომ შინაგანმა არსებამ (ე.ი. სულმა) შეძლოს თავისუფალი განვითარება, ადამიანი მოვალეა დაიმორჩილოს უხეში მატერია, მისი ნებისყოფა იმდენად უნდა განვითარდეს და განმტკიცდეს, რომ გახდეს სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი შეგრძნებადი ზემოქმედებისაგან.

რამდენადაც მეტად გააძლიერებს ადამიანი თავის ნებისყოფას, მით მეტად აიძულებს შინაგან ღვთიურ შუქს, გაავრცელოს ყველგან მაცოცხლებელი სხივები.

მისი წყალობით ადამიანი შეძლებს ზემოქმედება იქონიოს მატერიალურ საგნებზე, რაც გაუნათლებელ კაცს სასწაულებრივ მოვლენად მოეჩვენება.

ეს ხომ მზე აგზავნის თავის ნათელ სხივებს ღრუბლებიდან, რომლებშიც აქამდე იმალებოდა!

ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გავფანტოთ ეს ღრუბლები.

მას, ვისაც ძალიან უყვარს თავისი სხეული და მონურ მორილებაში იმყოფება საკუთარ გრძნობებთან, ამ წიგნს გადადებს გვერდზე და გულიანად გაიცინებს მის ,,ახირებულ“ ავტორზე. ასეთი ადამიანებისათვის ჯერ არ დამდგარა საკუთარი თავის შემეცნების დრო და ჟამი, მათთვის, ისევე როგორც თხუნელასთვის, წარმოუდგენელია იმის გაგება, რომ არსებობს არსება, რომელიც დაფრინავს!

მაგრამ ბევრია ისეთიც, რომლებიც დაუოკებლად ისწრაფვიან თავისუფლებისაკენ, რათა ჩამოიცილონ მიწიერ სიამეთა გამომწვევი შეგრძნებები.

მათთვის დადგა ჟამი! ამ წიგნის სახით, ისინი იპოვიან იმ სახელმძღვანელოს, რომელიც ასე სჭირდებათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jul 9 2013, 03:37 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ადრე იყო ნათქვამი, ფსიქიკური შესაძლებლობის განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს სიმშვიდე, მოთმინება და დაუოკებელი ჟინი. ვინც ამ თვისებებს არ ფლობს, უნდა ეცადოს ისინი განავითაროს თავის თავში. უპირველეს ყოვლისა კი აუცილებელია სიმშვიდე. გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არც ერთ წუთს არ შეუძლიათ მოისვენონ და დამშვიდდნენ!

ასეთ ადამიანებს ნერვიულებს ეძახიან. ბევრ შემთხვევაში ეს სხვა არაფერია, თუ არა ცუდი აღზრდის შედეგი. ისინი ჯდომის დროს შეუწყვეტლივ ათამაშებენ ფეხებს, წრიალებენ სკამზე, თითქოს ნემსებზე იჯდნენ. თუ შემთხვევით, სხეულის ქვედა ნაწილი მშვიდადაა, მაშინ ამოძრავებენ ხელებს ან თავს, ანდა, აკაკუნებენ თითებით, იქექავენ თავს ან წვერებს.

რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის ყოველთვის ვიმყოფებოდეთ მკვდარი სიმშვიდის მდგომარეობაში, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ, რომ ვარჯიშის დროს აუცილებლად ვიყოთ აბსოლუტურად მშვიდად. მხოლოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არ უნდა დაგვჭირდეს. ეს რომ ადვილი არაა, ამაში დარწმუნება ყველას შეუძლია საკუთარი გამოცდილების მაგალითზე.

მოწაფე ცდილობს ¼ საათის განმავლობაში იჯდეს სრულიად მშვიდად და გაუნძრევლად. შემდგომ, ის მიმართავს თავის აზრებს რომელიმე საინტერესო თემისაკენ და აღმოჩნდება, რომ უკვე რამოდენიმე წუთის შემდეგ იგი აკეთებს რაიმე ქვეცნობიერ მოძრაობას. ახალბედას მიერ დიდი შრომის შედეგად მიღწეული სულიერი ჩაღრმავება ასეთმა გადახრებმა შეიძლება ადვილად დაარღვიოს. მითუმეტეს, თუ შესვენებებს ხშირად ექნება ადგილი, მაშინ განვითარება ძალიან ნელა მოხდება.

უნდა დავაწესოთ, რომ მჯდომარე მდგომარებაში მეცადინეობისას, შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად გავჩერდეთ უმოძრაოდ, რაც ყველაზე უფრო მოსახერხებელია კითხვის დროს.

ახალბედასათვის ზედმიწევნით აუცილებელია მხედველობის აპარატზე გაბატონება. მხედველობის საშუალებით ხშირად ირღვევა სულიერი ჩაღრმავება. ამისათვის საჭიროა მივეჩვიოთ, რომ უმიზნოდ კი არ ვაცეცოთ თვალები, არამედ ვეცადოთ დიდხანს ვიყუროთ ერთი მიმართულებით. ზუსტად ისევე, როგორც ნისლში შეიძლება მივეჩვიოთ ბუნდოვნად დავინახოთ სანები, რომლებიც იმყოფებიან ხედვის არეში; ასეთი ვარჯიში საჭიროა მანამ, სანამ არ მივეჩვევით გამჭრიახი თვალით ჩავიხედოთ ,,არაფერში“. ეს სავარჯიშო ერთ-ერთ შემდგომ თავში იქნება განხილული დაწვრილებით, ისევე, როგორც სავარჯიშო: ,,სმენის დროებითი წართმევა ძლიერი ნების საშუალებით“.

ამისათვის აუცილებელია ვარჯიშისას მოვასუსტოთ სმენა. ეს ორივე მთავარი გრძნობა ყველაზე მეტად უნდა იყოს დამორჩილებული, რათა შესაძლებელ იქნას მნიშვნელოვანი ხარისხის თვითჩაღრმავების მიღწევა. დასაწყისში, ე.ი. სანამ ნებისყოფა არც ისე ძლიერია, დასაშვებია მექანიკური საშუალებების გამოყენება; მაგალითად: შეგვიძლია ყურის ხვრელი დავიხშოთ დარბილებული ცვილით. ამას გარდა, ზოგიერთი ვარჯიშის დროს თვალები ავიხვიოთ სახვევით.

იმისათვის, რომ ამოვივსოთ ყურები, საჭიროა დავაგორგოლავოთ ცვილისა ან ჰიგროსკოპიული ბამბისაგან დამზადებული პატარა ბურთულები (ბარდის მარცვლის ოდენა) და გავუყაროოთ პატარა ძაფი (ბოლოზე გამონასკვული), რათა ეს ცვილის საცობი ადვილი ამოსაღები გახდეს ყურის ხვრელიდან. შემდეგ იღებენ უფრო მოზრდილ, კარგად დარბილებულ ცვილის ნაჭერს და ივსებენ ყურის ნიჟარას. ამის შედეგ ყველაზე ძლიერი ხმაურიც კი გაურკვევლად ისმის. შეიძლება აგრეთვე, შემოგთავაზოთ რბილი რეზინისაგან დამზადებული ყურის წყლის სარქველი, რომელიც ბანაობის დროს გამოიყენება ყურში წყლის ჩასვლისაგან დასაცავად. ისინი შეიძლება ზემოდან დაიფაროს ცვილის საცობით.

ასეთი სარქველის გამოყენების შემდეგ, აბსოლუტურად გამორიცხულია ცვილის ნამცეცის ყურში დატოვება და ძაფიც არ არის აუცილებელი. თავისთავად ცხადია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გონებრივ მუშაობას ეწევიან, შეუძლიათ გამოიყენონ ეს საშუალებანი. უცხო სხეულის ყურში ყოფნით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება მალე გაივლის.

ადამიანი, რომელსაც ძლიერ განვითარებული ნებისყოფა აქვს, იყურება და ვერაფერს ხედავს, ისმენს და არაფერი ესმის. ამიტომაც, მისთვის სრულიადაც არ არის საჭირო მექანიური საშუალებების გამოყენება. შემდგომ აუცილებელი თვისებაა შეუპოვრობა - ძალიან შეუფერებელი სიტყვაა ჩვენი აჩქარებული და ნერვიული საკუნისათვის!

აქ აუცილებელია ითქვას, რომ ვარჯიშის ხანგრძლივობისათვის დადგენილი ნორმა არ არსებობს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კეთილსასურველ თუ არასასურველ პირობებზე, აგრეთვე, ვარჯიშის გულისყურით შესრულებაზე.

ერთნი უფრო მალე აღწევენ მიზანს, მეორენი - უფრო გვიან, მოთმინებისა და უდრეკი ხასიათის დახმარებით, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ყველაფერს მიაღწიოს. ნურავინ დაეცემა სულით თუ წარმატება უცბად არ მოვა, რადგან თუ ვინმეს დღევანდელი ვარჯიში უშედეგოდ მოეჩვენება, მეორე დღეს სწორად და ყურადღებით ჩატარებული ვარჯიშის შედეგად უკვე მიუახლოვდება მიზან. ამგვარად, ვიყოთ მომთმენნი!

სულსწრაფებს, რომელნიც ნერვიული ტემპერამენტის გამო სიმშვიდეს მოკლებულნი არიან, ვურჩევ ერთ უბრალო და შესანიშნავ საშუალებას. ვისაც სურვილი აქვს გამოსცადოს ეს საშუალებამ იყიდოს სათამაშოების მაღაზიაში რაიმე თავსატეხი სათამაშო, რომელიც მრავალგვარი არსებობს და მათ შორის ძალიან რთულიც.

მოთმინებას სწავლა უნდა! ერთ ჯამში ყრიან ბარდას, ცერცვს და ოსპს. შემდეგ ამ ნარევს ახარისხებენ ცალ-ცალკე . ამის გაკეთება საჭიროა ყოველი თავისუფალი 15 წუთის განმავლობაში. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს სავარჯიშო შეიძლება უფრო გავართულოთ. მაგალითად, ყიდულობენ ჩიტების საკვებს, ან ურევენ ერთმანეთში საკმაო რაოდენობით სხვადასხვა თესლს და ამ ნარევს ახარისხებენ ცალ-ცალკე.

თუ დროთა განმავლობაში მოწაფეს ნებისყოფა უღალატებს და გაუჩნდება სამუშაოზე თავის დანებების სურვილი, მაშინ იგი დროებით სტოვებს სამუშაოს და გაივლის აქეთ-იქით რამოდენიმე ნაბიჯს. ამასობაში აიძლებს საკუთარ თავს, რომ გამოფხიზლდეს. იწყებს მხიარულ სიმღერას - ეს ყოველთვის კარგად შველის მას. შემდეგ კი მხნედ უბრუნდება თავის დაწყებულ საქმეს.

ასეთი შესვენებები დროთა განმავლობაში თანდათან შემცირდება და მალე მოწაფეს შეეძლება აღნიშნული სამუშაოს შესრულება სრული სიმშვიდით.

ამგვარი სავარჯიშოები შეიძლება უსასრულოდ ვცვალოთ. მაგალითად, გამოვხსნათ სრულიად ახლართული ძაფის კვანძები. ,,ეს ყველაფერი სისულელეა და მხოლოდ ბავშვებისათვის თუ გამოდგება“, იტყვიან ზოგიერთები. სცადეთ! - ვიტყვი მე. ეს ვარჯიშები რაც უფრო ნაკლებად შეესატყვისება მოწაფის ჩვეულებრივ საქმიანობას, მით უფრო მეტი მოთმინების გამოვლენა დასჭირდება მას.

3-4 კვირის შემდეგ, როცა მოწაფე გამოიმუშავებს მნიშვნელოვან მოთმინებასა და სიმშვიდეს, შეუძლია დაიწყოს ვარჯიში აზრის კონცენტრაციაზე , რაც ამ სახელმძღვანელოს შემდგომი თავის საგანს შეადგენს.

თუ მოწაფე გრძნობს, რომ ჯერ არ არის მზად უფრო მაღალი დონის ვარჯიშებისთვის, ის არ უნდა შეუდგეს ამ ვარჯიშების შესრულებას. აჩქარებას აქ მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jul 12 2013, 10:30 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



2. კონცენტრაცია ანუ აზრების მოკრება ერთ წერტილში


საერთოდ, კონცენტრაცია ჰქვია ყოველგვარ შერწყმას, შეერთებას. აზრის კონცენტრაცია მოითხოვს ერთი აზრის (ან რიგი აზრების), გარეგან შთაბეჭდილებებისაგან სრულიად გამოთიშვას, თვითჩაღრმავებას და აზრების მთლიანად მოკრებას კონკრეტულ სამუშაოზე. ამ მდგომარეობაზეა დამოკიდებული ჩემი სწავლების მთელი სისტემა, ხოლო აქტიურ კონცენტრაციაზე - მისი მთავარი ნაწილი. ამიტომ აუცილებელია, დასაწყისშივე შევუდგეთ მის შესრულებას.

ვისაც სურს აზრის საშუალებით ზემოქმედების მოხდენა, უნდა ისწავლოს ინტერესიულად აზროვნება. მან უნდა განავითაროს თავის თავში იმის უნარი, რომ იფიქროს მხოლოდ ერთ რამეზე. ყველა დანარჩენი სახეები, აზრები და წარმოდგენები უნდა დათრგუნოს, თუ არა აქვთ რაიმე კავშირი იმ მთავარ აზრთა, რომელზედაც კეთდება კონცენტრაცია, ე.ი. ჩაახშოს ისინი წარმოშობისთანავე.

ამავე დროს აუცილებელია, აბსოლუტური გამოთიშვა ყოველგვარი გარეგანი ზემოქმედებისაგან. არც მხედველობის, არც სმენის ან სხვა გრძობითი ორგანოს მიერ არ უნდა იქნეს მიღებული რაიმე შეგრძნება და გაღიზიანება. უნდა მოხდეს, თუ შეიძლება ითქვას, სულიერი ,,მეს“ გაიგივება ამ აზრთან.

ვარჯიშის დროს, სხეულის გარსი და საერთოდ ყველაფერი გარშემო, წყვეტს არსებობას, თითქოს ქრება მატერიალური და რჩება მხოლოდ მისი სულიერი სამყარო და ამორჩეული აზრი (ექსტერიორიზაცია). ეს აზრი უნდა გამოიკვეთოს და შეიკრიბოს ერთ ფოკუსში. მეცნიერებაში არის მიმართულება, რომელიც აზრს განიხილავს, როგორც რეალურ, მატერიალურ საგანს.

ერთ რაიმე საგანზე კონცენტრირებული და ინტენსიურად მიმართული აზრი ოდიური და შეიძლება ითქვას, ელექტრული ძალებით, განსაცვიფრებელ ზემოქმედებას ახდენს ამ საგანზე. ქვემოთ აღწერილი ცდა ამტკიცებს ზემოთქმულს: სხეულის რომელიმე ნაწილს ვუყურებთ თვალმოუშორებლად და აზრის კონცენტრაციის შემდეგ, კონცენტრირებული აზრის ხასიათზე დამოკიდებულებით, ეს ადგილი გაწითლდება სისხლის გაძლიერებული მოწოლის გამო.

თუ ამ მეთოდს სისტემატიურად მივმართავთ, შესაძლებელია გამოვიწვიოთ სხეულის ამ ნაწილის ზრდა და მეტი განვითარება. აქ უნებურად მახსენდება ინდოელი ფაკირების მიერ მაყურებლის თვალწინ მცენარის გაზრდა.

ვიხსენებ ჩემს მიერ წაკითხულ ერთ ინგლისურ ქალბატონზე, რომელსაც მარცხენა მკერდი თითქმის ატროფირებული ჰქონდა. ამ ვარჯიშის მრავალჯერადი გამეორების შემდეგ, განუვითარებელი მკერდი სიდიდით მეორეს გაუტოლდა.

იმისათვის, რომ საშუალება გვქონდეს, რათა ყველა აზრი განსაკუთრებული ძალით მივმართოთ ცენტრალურ პუნქტზე, უნდა მოვაწყოთ დახურული შენობა, რომელიც ქუჩის ხმაურისაგან დაცული იქნება. სადაც ეს შესაძლებელია, ფანჯრებს ხურავენ ან ვარჯიშობენ იმ დროს, როცა ქუჩაში მოძრაობა წყდება. უმჯობესია, ეს მოხდეს საღამოს 9-10 საათისათვის, ანდა დილით ადრე. უფრო გვიანი დრო ნაკლებად გამოსადეგია, რადგან სხეული გადაღლილია და ადვილად შეიძლება ჩაგვეძინოს მშვიდი ვარჯიშის დროს. ღამეს სავარჯიშოდ ირჩევენ მხოლოდ გამოკალის შემთხვევაში.

ვისაც სურვილი აქვს, ვარჯიშისათვის განკუთვნილი ადგილი სხვა პირსაც გაუნაწილოს, საჭიროა გამოეყოს მას ფარდის ან შირმის საშულებით.
როგორი პრიმიტიულიც არ უნდა იყოს სავარჯიშო ადგილი, მისი საშულებით მოწაფე მიაღწევს მიზანს, მხოლოდ მაშინ, როცა იგრძნობს რომ ბოლოს და ბოლოს რჩება განმარტოებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორე, რომ ტექნიკური მოწყობილობა(იგულისხმება სმენის დასახშობად გამოყენებული ცვილის ბურთულა და თვალის სახვევები -მთ შენიშვ.) უნდა მოვიცილოთ რაც შეიძლება მალე. ისინი საჭიროა მხოლოდ დასაწყისში, რადგან აზრის კონცენტრაციაში დახელოვნებულ და გაწაფულ ადამიანს შეუძლია ყველაზე ძლიერ ხმაურშიც კი ჩაღრმავდეს და ნებისყოფის სიძლიერის საშუალებით ჩაახშოს გარემო ზემოქმედებისაგან გამოწვეული სხეულის მოუსვენრობა. ეს მნიშვნელოვან და სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

მოწაფის პირველი ვარჯიში მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ სრულიად დაიმორჩილოს კუნთები.

მაგალითად, ავიღოთ, თავის მობრუნების ჩვევა რაიმე ხმაურზე. ასეთი ჩვევა ძალიან შეუშლის ხელს ახალბედას. თავისუფალ დროს უნდა დაჯდეს წიგნით ან სხვა რაიმე სამუშაოთი ისეთ ადგილზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ვთქვათ ქუჩაში ან ბავშვების სათამაშო მოედანზე და მტკიცედ გადაწყვიტოს, არაფერმა შეუშალოს ხელი მუშაობაში: არც მოსეირნე ხალხმა, არც ხმაურმა. არ აიღოს თავი სამუშაოდან არანაირ გარემოებაში. ის აიძულებს თავს იყოს აბსოლუტურად მშვიდად.

პირველად მოწაფე შეძლებს შეასრლოს ასეთი ვარჯიში მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში, შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთით, მაგრამ ნელ-ნელა ის ეცდება გაზარდოს ვარჯიშის ხანგრძლივობა 5 წუთით. ვინც გულით შეეცდება თავის განვითარებას, მალე შეძლებს, ასეთი ვარჯიში მთელი ერთი საათის განმავლობაში გააგრძელოს.

საერთოდ, არ შეიძლება შემთხვევით წარუმატებლობის გამო სულით დაცემა, რაც ეხება ამ წიგნში აღწერილ ყველა ვარჯიშს. ყველას არ შეუძლია თოფით კურდღელი მოკლას. მხოლოდ მრავალი აცდენის შემდეგ შეიძლება ვისწავლოთ მიზანში სროლა.

საჭიროა მივეჩვიოთ პედანტურ პუნქტუალობას. წარმატების მისაღწევად ზედმიწევნით აუცილებელია ვარჯიშის ჩატარების ხანგრძლივობის დაცვა მთელი სიზუსტით. მიჩვევის წყალობით, ჩვენი სხეული გახდება მეტად მორჩილი და ვარჯიშებიც უფრო ინტენსიური იქნება.

ადამიანის უმრავლესობა განუწყვეტლივ ამოძრავებს ხელებს. ამის საწინააღმდეგოდ შემოგთავაზებთ შემდეგ ვარჯიშს: მაგიდის კიდეზე ხელებს აწყობენ ისე, როგორც მასწავლებლები აჯენენ მოწაფეებს, რომლებიც პირველად მიდიან სკოლაში. ცერა თითს ამოსდებენ მაგიდის კიდეს ქვემოდან. ასეთ, საკუთარი ნებით დამონებულ მდგომარებაში იმყოფებიან საინტერესო წიგნის კითხვის განმავლობაში.

ამგვარი ვარჯიშები შეიძლება მრავალნაირად ვცვალოთ. ვისაც ასეთი უარყოფითი ჩვევები აქვს, მალე თვითონვე მოიფიქრებს ისეთ ვარჯიშოებს, რომელიც გამოადგება ამ ჩვევების აღმოსაფხვრელად და მიიყვანს მიზანთან. ასე, რომ მოწაფემ არ უნდა დაკარგოს მოთმინება და გულისყური. აზრების კონცენტრაცია - ყველა ფსიქიკური ძალების გასაღებია.

ყოველი, შეგნებულად გამოწვეული ფსიქიკური ფენომენების საფუძვლად გვევლინება, როგორც აქტიური, ისე პასიური ფორმის კონცენტრაცია.

ასტრალური არსების, არავითარი ცნობიერი გამოვლენა არ შეიძლება აქტიური აზრის კონცენტრაციის გარშემო; ტელეპათია, სამკურნალო ოდიზმი, ნებისყოფის ძალით საგანზე ზემოქმედება და სხვანი, შესაძლებელია, მხოლოდ ზუსტი, ინტენსიური აზრის კონცენტრაციის დახმარებით, ზუსტად ისევე, როგორც ფსიქომეტრია, ნათელხილვა და ნათელსმენა დამოკიდებულია სრული პასიური მდგომარების გამოწვევის ხელოვნებაზე. ეს უკანასკნელი, აქტიური აზრის კონცენტრაციის საპირისპიროა.

ამიტომ, მოსწავლეს გამუდმებით უნდა ახსოვდეს, რომ წარმოდგენილი სავარჯიშოები, რომელიც ყველა ფსიქიკური შესაძლებლობების საფუძველია, უნდა შერულდეს ზუსტად და განსაკუთრებული გულისყურით, და არ უნდა შეწყდეს იმაზე ადრე, ვიდრე მოსწავლე სუფთა სინდისით არ იტყვის, რომ მდგომარება (აქტიური და პასიური) მის სრულ განკარგულებაშია. შემდგომი წარმატება მთლიანადაა დამოკიდებული ვარჯიშის ინტენსიურობაზე, რომლითაც აღნიშნული პირი (მოწაფე) შეძლებს მოიკრიბოს თავისი აზრები ერთ პუნქტზე ან როგორც შემდგომ თავში იქნება ახსნილი, სრულიად განთავისუფლდეს ყოველგვარი ფიქრისაგან.

თუ ზემოთ აღწერილ სავარჯიშოებს, მოსწავლე ასრულებდა მოთმინებით და მშვიდად, მაშინ მას შეუძლია ვარჯიში აზრის კონცენტრაციაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jul 12 2013, 10:31 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ, თავის ცხოვრებაში ყველას უმოგზაურია, უკიდურეს შემთხვევაში ერთხელ მაინც. ამ მოგზაურობამ უნდა მოგვცეს მასალა, ჩვენი პირველი ვარჯიშისათვის.

ყოველდღე, განკუთვნილ დროს, მარტოვდებიან დახურულ შენობაში და ზემოთ აღწერილი მეთოდით იხვევენ თვალებს და იხშობენ ყურებს. ჯდებიან რაც შეიძლება მოხერხებულად და იწყებენ ფიქრს თავის ერთ-ერთ მოგზაურობაზე. ცდილობენ მეხსიერებაში აღიდგინონ და აზრობრივად წარმოიდგინონ ყოველი წვრილმანი, თითქოს იგივე მოგზაურობას სინამდვილეში კიდევ ერთხელ ასრულებენ. აზრების მსვლელობა უნდა ემთხვეოდეს განვლილს.

წარმოვიდგინოთ ის შემთხვევა, როცა მოგზაურობა დაიწყო დილით. გავიაზროთ ჩვენი გაღვიძება, როგორ ვდგებით საწოლიდან, შემდეგ ვიბანთ, ვიცვამთ, ხელში ვიღებთ სამგზავრო ჩემოდანს, და შეძლებისდაგვარად ფრთხილად, რომ არ გავაღვიძოთ ჩვენი მძინარე ახლობლები, ფეხის წვერებზე ჩავდივართ ჭრაჭუნა კიბეზე და მივემართებით გასასვლელისაკენ. ქუჩაში ჯერ კიდევ ბნელა. სქელსა და ნესტიან ნისლში მკრთალად მოსჩანს ანთებული ფარნები. როგორც იქნა მივაღწიეთ ვაგზლამდე. რესტორანში ნამძინარევ მოახლეს ან კელნერს მოაქვს საუზმე.

მატარებლის გასვლამდე დრო საკმარისია. სიამოვნებით მივირთმევთ სურნელოვან ყავას და ვგრძნობთ თუ როგორ გვივლის მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო. უკვე დროა! აჩქარებით ვყიდულობთ ბილეთს და ავდივართ ვაგონში. ჰკივის ორთქმავალი, მატარებელი დაიძრა და მივქრივართ სქელ ნისლში, რომელიც ჩვენი მზერის წინ იშლება, როცა ფანჯრიდან ვიხედებით. ვათვალიერებთ მგზავრებს და უეცრად ჩვენი მზერა, იქვე ახლოს, აწყდება ნაცნობ სახეს. უფრო ყურადღებიანი დაკვირვების შემდეგ, ვცნობთ ჩვენს დიდი ხნის უნახავ მეგობარ X_ს. აჩქარებით გადავჯდებით მის გვერდზე და გულითადად მივესალმებით მოულოდნელ სასიამოვნო თანამგზავრს და ა.შ..

ამგვარი თუ სხვაგვარი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია თავიდან გავიაროთ მოგზაურობა, იმ დროის განმავლობაში, სანამ მაღვიძარა საათი არ გვამცნობს ვარჯიშის დამთავრებას.

მხოლოდ უნდა ვუფრთხილდეთ იმ ფიქრებს, რომელთაც არავითარი საერთო არა აქვთ ამ მოგზაურობასთან. ამას კი ახალბედა (მოწაფე) სამწუხაროდ, ნაკლებ ყურადღებას უთმობს. როგორც კი უცხო აზრი დაიწყებს განვითარებას, ის აუცილებლად მაშინვე უნდა უკუვაგდოთ. აზრი მიმართული უნდა იყოს მხოლოდ მოგზაურობაზე და იმ ვითარებაზე, რომელიც უშუალოდ მასთანაა დაკავშირებული. თუ თავდაპირელად ეს არ მოგვივა, საჭიროა მეტი შრომა და ძალდატანება, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული ამ ვარჯიშის დროს. თუ ყოველდღიურად ჩავატარებთ აღნიშნულ ვარჯიშს, მიახლოებით 12-14 დღის განმავლობაში, მაშინ, დღითიდღე უფრო და უფრო გაუმჯობესდება მისი მსვლელობა. ეს ვარჯიში დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, საკმარისია 20-30 წუთი. ასევე შემიძლია გირჩიოთ მომართოთ მაღვიძარა, რომ დარეკოს განსაზღვრული დროის შემდეგ. არ არის აუცილებელი, რომ მოგზაურობა ბოლომდე მივიყვანოთ. როცა მაღვიძარა დარეკავს, ვარჯიში აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ.

მომდევნო დღეს იწყებენ ისევ თავიდან. არამც და არამც იმ ადგლიდან, სადაც იქნა შეწყვეტილი წინა დღეს.

ყოველი ვარჯიშისას, მოგზაურობა წარმოდგენილი იქნება უფრო ინტენსიურად და შესაძლებელია იმის მიღწევაც, რომ სინამდვილეში იგი განცდილი იქნას კიდევ ერთხელ იმგვარად, რომ აზრი მიიღებს ცხოვრებისეულ პლასტიკურობას.

როცა ეს მდგომარება მიიღწევა და შესაძლებელი იქნება ამ მოგზაურობის განცდა ყოველგვარი მცირე შესვენების გარეშეც, საჭიროა, შემდგომ ახალ ვარჯიშზე გადასვლა.

ირჩევენ რაიმე პატარა საგანს, მაგალითად: ჯაყვას, ჯიბის საათს ან ასანთს და მთელ აზრს იკრეფენ ამ საგნის გარშემო.

თავისთავად იგულისხმება, რომ თვალები გახელილი რჩება მხოლოდ ყურები უნდა იყოს დახშული. ხელში იღებენ ამ საგანს და დაწვრილებით, ყურადღებით ათვალიერებენ მას. თავიდან ფიქრობენ მისი გამოყენების მიზანზე, თუ რა მასალისგანაა დამზადებული და ბოლოს, მისი დამზადების მეთოდზე. უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, რაც ამ საგანთან არის მჭიდრო კავშირში.

ხშირად შეიძლება მოხდეს, რომ ფიქრისას, მაგალითად, ჯაყვის დამზადების მეთოდზე, წარმოგვექმნება წარმოდგენა ყველა მუშაზე, რომლებიც მუშაობდნენ ამ ჯაყვაზე. ეს უკვე იქნებოდა მნიშვნელოვანი გადახრა და შეეძლო მოეტანა დიდი ზიანი სავარჯიშოს შემდგომი მსვლელობისათვის. როგორც კი აღიძვრება ფიქრიდან გადახვევის სურვილი, ის მაშინვე უნდა აღიკვეთოს. ამის შეხსენება ხშირადაა საჭირო, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ის საშიში ადგილი, რომელსაც ბევრი გვერდს ვერ აუვლის. მათ არ უნდათ ძალა დაატანონ თავს, რათა ფანტაზია მოაქციონ მკაცრ ჩარჩოებში და გაწბილებულნი ვარჯიშს თავს ანებებენ. ვინც შესძლო, თუნდაც ერთხელ მაინც, ძალით მიემართა თავისი აზრები სავარჯიშო საგანზე, მისთვის გამეორება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.

სავსებით სწორი იქნება, თუკი დანის სადაფის ფირფიტაზე ფიქრისას, წარმოდგენა შეჩერდება იმ ნიჟარაზე, რომლისგანაც ეს ფირფიტაა გამოჭრილი. მაგრამ მიზნიდან მნიშვნელოვანი გადახრა იქნებოდა, თუ ამას გარდა, წარმოვიდგენთ ზღვასაც და ზღვის ფსკერსაც, თავისი სასწაულებითა და ურჩილებით. ეს წარმოდგენა, ბუნებრივია, არავითარ კავშირში არ არის იმ ჯაყვასთან, რომლისკენაც ჩვენი აზრია მიმართული.

აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ აბსოლუტური პასიური მდგომარეობა დადებითად მოქმედებს ამგვარი სავარჯიშოების წარმატებაზე. ამისათვის, აუცილებელია ვეცადოთ მივიღოთ რაც შეიძლება მოხერხებული მდგომარეობა და აბსოლუტურად მოვადუნოთ კუნთები, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი უსიამო და მავნე ზემოქმედება.

მოწაფისათვის, სწავლების შესამსუბუქებლად მოყვანილი იქნება მსგავსი სავარჯიშოს ნაწილი.

მოსწავლე უსწორებს თავის მახვილ და უმოძრაო მზერას რაიმე საგანს, ვთქვათ ჯაყვას. შემდეგ აღიძვრება აზრების მიმდინარეობა ასეთი სახით: ,,აი - ჩემი ჯაყვა. მას გააჩნია ორი პატარა და ერთი დიდი დანის პირი. ცალ მხარეს გაკეთებული აქვს საცობის საძრობელა. პატარა დანის პირი გათვალისწინებულია იმისათვის, რომ გაითალოს ფანქარი. დიდი პირი კი გამოიყენება სხვადასხვა სამუშაოებისათვის და ამიტომ ცოტა დაიკბილა კიდეც. საცობის საძრობელა ძალიან ოსტატურადაა გაკეთებული. ეს დანა ძალიან ლამაზია (ის ეხლა მე მიჭირავს ხელში) და დამზადებულია კარგი მასალისაგან. ის მე 10 წელია მემსახურება და ალბათ კიდევ დიდხანს გამომადგება. ტარი ძალიან ლამაზადაა გაკეთებული სადაფისაგან და ოქროსფერი ბრჭყვიალა ლურსმნებისაგან. აი აქ, სპილენძის ოვალურ ფირფიტაზე, ამოტვიფრულია ჩემი სახელი. დანის პირი დამზადებულია ზოლინგენის ფოლადისაგან, დანარჩენი ნაწილები ზოგი სპილენძისაა და ზოგიც - რკინის“.

ამგვარად აღწერენ თავისთვის მთელ დანას.

ამის შემდეგ ფიქრობენ მისი წარმოების ხელოვნებაზე. კონცენტრაციის ეს ნაწილი წარმოდგენილი უნდა იქნეს ფანტაზიით, რადგან, რა თქმა უნდა, ყველას არა აქვს ნანახი ჯაყვის დამზადების პროცესი. ამიტომ შემოიფარგლებიან მხოლოდ იმ წარმოდგენით, თუ რომელი ნაწილია გამოჩარხული, რომელი ჩამოსხმული, როგორ შეიძლებოდა ტარის დამზადება და როგორ მოხდა ყველა ნაწილის აწყობა.

ეს სავარჯიშო დასაწყისისათვის უნდა გაგრძელდეს მხოლოდ 5 წუთი. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს 15 წუთამდე.

თუ აზრის მსვლელობა დამთავრდება, უცხო აზრის დაუმუშავებლად ისევ იწყებენ ფიქრს თავიდან და ვარჯიშს აგრძელებენ მაღვიძარას ზარის დარეკვამდე.

იმისათვის, რომ პირველ ხანებში თავიდან ავიცილოთ აზრობრივი გადახრა, კარგია ჩვენი სავარჯიშო შევასრულოთ ჩურჩულით, რისი წყალობითაც შესაძლოა ვაწარმოოთ თვითკონტროლი. მაგრამ ასეთი შესამსუბუქებელი პირობების გამოყენება დიდხანს არ შეიძლება, რადგან ეს ძალის ტყუილ დაკარგვას იწვევს.

ამ მეთოდის გამოყენება დასაშვებია არა უმეტეს 4-5 ვარჯიშისა. ისიც მხოლოდ იქამდე, სანამდე არ გამოვიმუშავებთ ენერგიული ფიქრის ჩვევას. ვისაც შეუძლია ასეთი დახმარების საშუალების უარყოფა, უკეთესია არ გამოიყენოს ის.

თავისთავად იგულისხმება, რომ საგნები შეიძლება შეიცვალოს. სამი ან ოთხი ვარჯიში შეიძლება ჩატარდეს ჯაყვით. შემდეგ სავარჯიშოების ასეთივე რაოდენობა - რაიმე სხვა საგნით. აღვნიშნავთ, რომ როგორც წესი საჭიროა რთული საგნიდან უფრო მარტივ საგანზე გადასვლა, რაც უფრო მარტივია საგანი, მაგალითად ღილი, მით უფრო ძნელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მასზე შეჩერედეს ყველა აზრი.

ვისაც შეუძლია აღნიშნული სახით მოიკრიბოს აზრი ძალიან მარტივ ობიექტებზე ¼ საათის ან მეტი ხნის განმავლობაში, ამასთან (მოწაფე) მთლიანად იყოს დაკავებული მხოლოდ თავისი საგნის და დანიშნული დროის განმავლობაში არ დაუშვას აზრების არანაირი გადახრა ამ თემიდან, მაშინ მას შეუძლია იმედებით ფრთაშესხმლმა, წარმატებით განაგრძოს შემდგომი ვარჯიშები. აი, ეს არის რაიმე საგნის აზრობრივად წარმოდგენა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Aug 2 2013, 06:21 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისევ იღებენ ხელში რაიმე საგანს, მხოლოდ ამჯერად უნდა მივყვეთ შებრუნებული მსვლელობით. კერძოდ, იწყებენ მარტივიდან და გადადიან შედარებით რთულზე.

რაიმე საგანს ათვალიერებენ დიდხანს. მაგალითად, ფანქარს. შემდეგ დახუჭავენ თვალებს და წარმოიდგენენ, ფანქრის რაც შეიძლება ზუსტ გამოსახულებას, რომელიც გონებაში დაფიქსირდა ხანგრძლივი მზერის შედეგად. როცა მოწაფე ისევ გაახელს თვალს და შეადარებს წარმოსახულს და ნამდვილ საგანს ერთმანეთს, შეამჩნევს, თავისი აზრობრივი გამოსახულების სხვადასხვა ნაკლს.

მოსწავლის ამოცანაა გამოასწოროს ეს ნაკლოვანებანი იმით, რომ დახუჭული თვალით ეცადოს წარმოიდგინოს საგანი ზუსტად ისეთი, როგორც სინამდვილეში ორიგინალია.

შემდეგ ისევ თვალგახელილი ათვალიერებენ საგანს. ეს სავარჯიშო იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ მიიღწევა 1 წუთის განმავლობაში კონცეტრირებული მზერის შედეგად რთული საგნის წარმოდგენა დახუჭული თვალებით, უფრო სწორად კი, უნაკლო სარკული გამოსახულების მიღება. ამ სავარჯიშოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.

თუ აქაც მიიღება დამაკმაყოფილებელი შედეგები, მაშინ შესაძლებელია გადასვლა შემდგომ, შედარებით რთულ სავარჯიშოზე. აზრის კონცენტრირებას ახდენენ რაიმე საგანზე წინასწარი დათვალიერების გარეშე. ე.ი. კონცენტირებას ახდენენ საგნის აზრობრივ გამოსახულებაზე. ასე მაგალითად: წარმოიდგენენ საკუთარი ჯიბის საათის გამოსახულებას და ახდენენ აზრის კონცენტირებას იმგვარად, როგორც ეს კეთდებოდა მეორე სავარჯიშოში: საგნის მიზანზე, მასალასა და წარმოებაზე. მოგვიანებით უბრუნდებიან შედარებით მარტივ საგნებს.

თანდათანობით, ცდის ჩასატარებელ მასალად (ობიექტად) გამოიყენებენ ნაცნობ პირებს, შინაურ ცხოველებს და ა.შ.

თუ ეს ვარჯიშებიც წარმატებით ჩატარდება, მაშინ მათ ცვლიან შემდეგი სახით: რაც შეიძლება სწრაფად ახშობენ ერთ აზრს და გადადიან მეორეზე. შემდეგ უზადო სიზუსტით ისევ უბრუნდებიან თავდაპირველი მსჯელობის იმავე პუნქტს, რომელიც ეს-ესაა შეწყვიტეს.
ეს შეგნებული გადახრაა.

ამ სავარჯიშოს წინ უნდა უსწრებდეს ქვემოთ აღწერილი შედარებით უფრო ადვილი ამოცანა. ცოტა ადრე, მეორე სავარჯიშოს დაწყებამდე, სარგებლობენ 2-3 თავისუფალი წუთით და შემდეგ ამოცანას წყვეტენ: იწყებენ ფიქრს რაიმე ცნებაზე, საგანზე ან არსებაზე, ანდა ცდილობენ ძალიან სწრაფად გამოიწვიონ საწინააღმდეგო ცნებების წარმოდგენა.

ფიქრობენ, მაგალითად სიტყვაზე ,,ცარიელი'' და იმწამსვე უნდა შეადგინონ ცნება ,,სავსე'', ,,წყალს'' უნდა მოჰვეს ,,ცეცხლი''. ,,ლურჯ ცაზე მბრწყინავ მზეს'' - ,,მოღრუბლული წვიმიანი დღე'', ,,მტრედს'' შეიძლება ,,გველი'' ან ,,არწივი'' და ა.შ.

ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ ეს ამოცანა და თანაც ყოველდღე. აღნიშნული ამოცანა არც ისე ძნელი იქნებოდა, რომ არა ყოველი ცნება, ყოველი საგნისა თუ არსების ისე მკაფიოდ წარმოდგენის აუცილებლობა, რათა ეს წარმოდგენა ელვისებურად ნათლად წარმოიშვას აზრობრივი ხედვის წინაშე. ამ სავარჯიშოების წყალობით დროთა განმავლობაში საკმაოდ გამომუშავება ჩვევა, რომელიც საჭიროა შემდგომ სავარჯიშოებზე გადასასვლელად.

მაგალითად, მე მივმართავ მთელ აზრებს ჩემი პატარა გოგონასკენ და მაშინვე მის გვერდზე წარმოვიდგენ საკუთარ თავს: რომ ჩემი პატარა შვილი ჩამეხვია თავისი პატარა ხელებით და კულულებიანი თავი მხარზე დამადო; აი, ის მიყურებს ნათელი, მხიარული თვალებით და ნახევრადკითხვით და ნახევრად ალერსიანი ხმით ნაზად მეძახის ,,მამიკო''.

მე ელვისებურად გადამაქვს გამოკვეთილი აზრი სხვა წარმოდგენაზე. წარმოვიდგენ, მაგალითად, ახლახანს გამოგონებულ გამომთვლელ მანქანას, რომელიც ცოტა ხნის წინ ვნახე ჩემს მეგობართან და ცნობილი მეთოდით აზრებს ვიკრებ ამ საგანზე. შემდეგ ისევ (2 და 3 წუთის მერე დაახლოებით), ვცდილობ მკაფიოდ დავუბრუნდე პირველ მსჯელობას, ზუსტად იმ ადგილიდან, რომლიდანაც დავიწყე. თუკი, მთელი სავარჯიშო მიმდინარეობს შეუსვენებლივ, მაშინ ვაგრძელებ ჩემი აზრების მსვლელობას ცნობილი მეთოდით. ერთი ვარჯიშის დროს შეიძლება 4-5 ჯერ შევცვალოთ აზრები. ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ახლა უკვე შეიძლება ადრე გაკეთებული ყველა ვარჯიშები ჩავატაროთ დაუხშობელი ყურებით (საცობების გარეშე).

აქ ჩვენ შევხვდებით დიდ სიძნელეს და აუცილებელია გამოვიჩინოთ ძლიერი ნებისყოფა. მოსწავლეს ნუ შეეშინდება, მას ეს გამოუვა! პირველი ცდა არავის არ უმართლებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ ქარაფშუტა. აუცილებელია ვარჯიში მანამ, სანამ აზრის კონცენტრაცია არ შეგეძლებათ ძლიერ ხმაურშიც კი.

მთელი ის დრო, როცა ვარჯიში დაუხშობელი ყურებით კეთდება, აუციებელია შემდეგ ამოცანების ყოველდღიურად შესრულება:

თავისუფალ დროს გამოდიან ჰაერზე, მაგრამ არა მშვიდ, განმარტოებულ ადგილზე, არამედ იქ, სადაც ძლიერი მოძრაობაა და ხმაურია, ანდა თუ ამინდი და წელიწადის დრო ხელს არ გვიწყობს ქუჩაში გამოსასვლელად, შედიან რაიმე შენობაში, სადაც ბევრი ხალხია, რომლებიც თავისი ლაპარაკით და სიარულით იწვევენ დიდ ხუამრს, მაგალითად, რესტორანში.

იღებენ ხელში გაზეთს ან წიგნს და იწყებენ იმ ადგილის კითხვას, რომელიც უფრო მიმზიდველი და საინტერესოა. შემდეგ, ხმაურის მიუხედავად, ცდილობენ გონებაში აღიდგინონ წაკითხული. რაც უფრო ძლიერად შეძლებს მოსწავლე წაკითხულის გარშემო აზრის კონცენტრირებას, მით უფრო მეტად მოახდენს მეხსიერების ფუნქციონირებას. რაც უფრო მეტად ივარჯიშებს აზრის კონცენტრაციაზე ღია, დაუცობელი ყურებით, მით ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას გარშემომყოფთა ხმაურს.

სულაც არ არის აუცილებელი, რომ წაკითხული მეორდებოდეს სიტყვა-სიტყვით, საკმარისია ამომწურავი დასკვნა. რა თქმა უნდა, რაც უფრო ხშირად შეძლებს მოსწავლე მთავარი შინაარსის გამეორებას, მით უფრო მეტია წარმატება.

ამ დროს უკვე შეიძლება ადვილად უფრო ძნელზე გადასვლა. რამდენადაც საინტერესო და მიმზიდველია ვარჯიშის დროს წაკითხულის შინაარსი, მით უფრო ადვილია მისი აღდგენა გონებაში.

შემდგომ, ნელ-ნელა გადადიან ნაკლებად საინტერესო მასალის კითხვაზე, რომელიც შეიძლება კიდევაც სცილდებოდეს მოსწავლის ინტერესებს.

მაგალითად, თუ მოსწავლე იდეალურად მხატრული ნატურის ადამიანია, მაშინ აზრის კონცენტრაცია საგაზეთო ბირჟის ქრონიკაზე, არ მიანიჭებს სიამოვნებას და რა თქმა უნდა თავდაპირველად ამ ქრონიკის აღდგენა მისთვის ძნელი იქნება. იგივე დაემართება იმ ადამიანსაც, რომელიც სერიოზულადაა მოკიდებული თავისი სულიერი სამყაროს შესწავლას და საკუთარ თავს აიძულებს ვარჯიშის დრო დაუთმოს მოდების განხილვასა და სპორტულ ცნობებს.

პირველად იღებენ პატარა სტატიებს, ახალ ამბებს, შენიშვნებს, რომელიც დაახლოებით 30 სტრიქონისაგან შედგება. შემდეგ შედარებით დიდ სტატიებზე გადადიან. მხოლოდ არ შეიძლება ვარჯიში გაგრძელდეს საათნახევარზე მეტხანს. უმჯობესია გამოერება კიდევ ერთხელ, ვიდრე დიდხანს გაგრძელება.

აზრების უმაღლესი კონცენტრაცია სრულად მიღწეულად ითვლება მაშინ, თუ მოსწავლე ყველაზე ძლიერ ხმაურშიც კი შეძლებს ამოხსნას რთული ამოცანა.

მაღალი ხელოვნების მისაღწევად თავს უფლებას აძლებენ, შეწყვიტონ ან შეაჩერონ თავისი სამუშაო, რომ შემდეგ შეუნელებელი ძალით და ყურადღებით ახლიდან დაბრუნდნენ შეწყვეტის ადგილზე.

აზრების კონცენტრაციაში აუცილებელია მუდმივი მეცადინეობა. მხოლოდ ამგვარი ვარჯიში აჩქარებს მოსწავლის მიერ საოცარი შედეგების მიღებას. ამაში მდგომარეობს ბევრი, ბედისაგან გათამამებულის საიდუმლო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
anonimus
post Aug 2 2013, 06:29 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 236
Joined: 5-June 13
From: - - -
Member No.: 7,109

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვერ ვხვდები რატო თვლიან ესე?sad.gif huh.gif
http://www.ambioni.ge/okultizmi


--------------------
白狼
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Aug 2 2013, 06:53 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(anonimus @ Aug 2 2013, 06:29 PM) *
ვერ ვხვდები რატო თვლიან ესე?sad.gif huh.gif
http://www.ambioni.ge/okultizmi


აბა რა გითხრან? კარგია ოკულტიზმი და შეუდექი შემეცნებასო?! ვის უნდა დღეს, რომ შენ მასზე ძლიერი იყო? ვისაც ეს უნდა, ის ნამდვილად ფლობს ოკულტიზმის საიდუმლოებებს(გააზრებულად თუ არა გაუაზრებლად მაინც).
რაც შეეხება ამ სტატიას, სათაურიდანვე ეტყობა ვისი ნაშრომიცაა. ეს შეიძლება იყოს რაღაც ფანდი, რომლითაც ადამიანებს აბოლებენ, მაგრამ, შეიძლება ისიც იყოს, რომ ამის მთქმელს მართლაც სჯერა იმის, რასაც ამბობს. შენ ყოველთვის უნდა გაგაჩნდეს შენი სუბიექტური აზრი, ხოლო რასაც კითხულობ(ანუ იმ ინფორმაციას, რომელსაც იღებ სხვისი ნააზრევით), უნდა იყოს ცალკე განყოფილებაში, რომელსაც შესაბამის დროს გამოიყენებ. როგორც მამაჩემი ამბობს: ,,ყველაფერს შეხედე კრიტიკულად'', მე კი ვამატებ: ,,გარდა რწმენისა''. თუმცა რწმენაშიც საჭიროა კრიტიკული ხედვა, მაგრამ ეს ღრმად პარადოქსული თემაა.

წაიკითხე ყველაფერი, მაგრამ არაფერი დაიჯერო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Aug 15 2013, 03:04 AM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



3. პასიური მდგომარეობა


აქტიურ კონცენტრაციასთან ძალიან ახლოს დგას პასიური მდგომარეობა. უკანასკნელი წარმოიშვება მხოლოდ პირველისაგან.

ვისაც შეუძლია აზრის კონცენტრაცია, მხოლოდ მას ძალუძს მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რომელიც ყველაზე კარგად დახასიათდებოდა სიტყვა ,,არარსებობა''.

ჩვენი გონებრივი სამყარო შეიძლება შევადაროთ ზღვას. როცა აღელვებული ვართ, ჩვენი ფიქრები წააგავს ბობოქარ ზვირთებს, ხოლო თუ მშვიდად ვართ, მაშინ ჩვენი ფიქრები მოძრაობენ ნაზად – მოლივლივე ტალღების დარად.

მათი რაოდენობა უთვალავია, მაგრამ სიცოცხლე – ხანმოკლე: ისინი მაშინვე უთმობენ ადგილს ახლად წარმოშობილ ტალღებს, რომლებიც ეწევიან მათ და ქრებიან თავისი მოკლე არსებობის კვალის დაუტოვებლად.

პასიური მდგომარეობა საჭიროებს, რომ ჩვენი სულიერი ზღვა იყოს გლუვი, როგორც სარკე. უნდა გაქრეს ყოველი ძლიერი ზვირთი, ყველა უთვალავი პატარა ტალღაც კი უნდა გაიყინოს ისე, თითქოს კარაქისა იყო.

უნდა ჩაიხშოს ყველა აზრი და ჩასახვისთანავე უნდა მოხდეს მათი განადგურება. ამაშია პასიური მდგომარეობის აუცილებელი პირობა.

ამგვარად, საჭიროა აზროვნების აპარატის სრული განწმენდა. უნდა ვეცადოთ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომლის დროსაც ჩვენი ტვინი დაემგვანება სუფთა, დაუწერელ ქაღალდს, და უნდა შევისწავლოთ ეს მდგომარეობა, რათა შესაძლებლობა გვქონდეს დავეუფლოთ მას რაიმე განსაზღვრული დროის განმავლობაში.
ამ მდგომარეობაში უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, თვით საკუთარი არსებობაც კი.

როცა გადავლახავთ ყველანაირ მიწიერ მისწრაფებებს, შემოვიზღუდებით ყოველგვარი გარეგანი შთაბეჭდილებებისაგან და გავხდებით უგრძნობნი ჩვენს გარშემო მყოფი და მოქმედი მატერიალური სამყაროს მიმართ, მაშინ უკვე ჩვენი სული გახდება სულიერი სამყაროს უფრო ფაქიზი მოქმედებების ათვისების უნარის მქონე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩვენთვის უკვალოდ ჩაივლიან. ჩვენს სულს, პასიურ მდგომარეობაში უფრო უკეთესად შეუძლია იმოქმედოს სხეულზე.

როცა პასიური მდგომარეობიდან გამოვდივართ, ჩვენ ვპოულობთ სუფთა ფურცელს დაწერილს.

გვიტაცებს მაღალი, შემოქმედებითი აზრების ნაკადი, აზრებისა, რომელთა წარმოდგენა ჩვეულებრივ ფხიზელ მდგომარეობაში ჩვენთვის შეუძლებელია. ახალი, მოულოდნელი იდეები, გეგმები და პროექტები მომდინარეობენ ჩვენში და გვანცვიფრებენ თავისი ორიგინალობით.

პასიური მდგომარეობა ყველასათვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს.

ვინც გონებრივ მუშაობას ეწევა, შეუძლია პასიური მდგომარეობისაგან დიდი სარგებლობა მიიღოს. მაგრამ, მხოლოდ მაღალი ზნეობის ადამიანს ძალუძს ეს მდგომარეობა გამოიყენოს ზნეობრივი პროგრესის ყოვლისშემძლე ბერკეტად. ის ამცნობს მის სულს, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს აღშფოთებულ სხეულზე.

ეს მდგომარეობა განსაკუთრებით აუცილებელია სხვადასხვა ოკულტური უნარის განვითარებისათვის, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

მაგრამ პასიური მდგომარეობა საშიშროებასაც წარმოადგენს. თუმცა, ერთის მხრივ, ამ მდგომარეობაში ჩვენ ვიმყოფებით ჩვენივე სულის და აგრეთვე კეთილმოსურნე, მეტად სრულქმნილი, ფაქიზი მატერიალური გონიერი არსებების გავლენის ქვეშ, მეორეს მხრივ კი წარმოვადგენთ იარაღს სულმდაბალი, არასრულყოფილი გონიერი არსებების ხელში და ვემორჩილებით ამ უკანასკნელთა ზეგავლენას, რომელიც ჩვენთვის არც თუ ისე უსაფრთხოა.

ამ უკანასკნელთან წინააღმდეგომის გასაწევად ჩვენ გაგვაჩნია შესანიშნავი საშუალება, სახელდობრ – აზრის კონცენტრაცია, ე.ი აქტიური მდგომარეობა. როდესაც ვგრძნობთ არაწმინდა გავლენის მოქმედებას, ჩვენთვის საკმარისია მის საწინააღმდეგოდ მოვიკრიბოთ აზრი.

ასე მაგალითად: როცა ვარჯიშისას შებოჭილნი ვართ არაჰარმონიული სურვილებით, მაშინ ჩვენ უბრალოდ ვიკრებთ აზრს ამაღლებულ წარმოდგენებზე: მშვიდობაზე, ახლობლების სიყვარულზე, უწმინდეს ჰარმონიაზე. ამით ჩვენ არაჰარმონიულ გამოსხივებას ვაუძლურებთ, რომ ვერ მიეკედლოს ჩვენ სულს.

მოკლედ, სულერ სამყაროში მსგავსი მიილტვის თავისი მსგავსისაკენ, ამასთან ერთად, ასეთ არაჰარმონიულ ზეგავლენას უმეტეს შემთხვევაში ემორჩილება ისეთი ადამიანი, რომელიც თვითონვეა მიდრეკილი დისჰარმონიისაკენ. ძალიან იშვიათად ხდება, რომ მშვიდი და მაღალი ეთიკური მისწრაფებების მქონე მოწაფე, მოექცეს ამ მდაბალი გამოსხივების ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ თუ ამდაგვარი რამ კიდევაც მოხდება, მან უკვე იცის როგორ უშველოს თავის თავს. ამგვარი შემთხვევა კი მხოლოდ ხელს შეუწყობს მის თვითგამაგრებას.

მან კი, ვინც თავისი მანკით იზიდავს მისთვის მონათესავე არსებებს, მათგან უნდა შეძლოს თავის დაცვა, რაც დაეხმარება ნებისყოფის გაძლიერებაში. იგი ასე უნდა მოიქცეს, თუ არ სურს ეჭვქვეშ დააყენოს ვარჯიშის წარმატება.

მე ვიმეორებ, რომ ვისაც სურს პასიური მდგომარეობის განვითარება, საკმარის დონეზე უნდა მიეჩვიოს აზრის კონცენტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერასდროს ვერ შეძლებს მიაღწიოს თავისი აზროვნების აპარატის განთავისუფლებას. დამწყებთათვის, მთავარ პირობად ისევ ითვლება აბსოლუტური სიმშვიდე. სიმშვიდე მის გარშემო და სიმშვიდე თვითონ მასში.

პასიური მდგომარება მოითხოვს სხეულის აბსოლუტურ უმოძრაობას. ამ სავარჯიშოს შესასრულებლად საუკეთესო დროა საღამოს სიჩუმე ან ადრიანი დილა. მოსწავლე შედის თავის დახურულ ნიშაში, ცნობილი მეთოდით იხშობს ყურებს, იხვევს თვალებს და წვება ხალიჩაზე.

აუცილებელია ვიზრუნოთ სხეულის მოხერხებულ მდგომარეობაზე, რათა ნელ-ნელა შეიძლებოდეს კუნთების სრულიად მოდუნება.

ამგვარად, მთელი სხეული უნდა იმყოფებოდეს მხოლოდ მშვიდ და მთვლემარე მდგომარეობაში.

სუნთქვითი პროცესი, ყოველგვარი განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე, შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მოდუნებული. წყვეტილ ან ღრმა სუნთქვას უნდა მოვერიდოთ.

გონებაში წარმოვიდგინოთ თეთრი დისკო (დაახლოებით 20 სმ დიამეტრით) შავ ფონზე, რომელიც გამუდმებით ბრუნავს თავისი ცენტრის გარშემო. ჩვენი შინაგანი მზერა გავუსწოროთ ამ დისკოს და განვდევნოთ ჩვენგან ყოველგვარი გარეშე აზრები, ისე როგორც აზრთა კონცენტრაციისას ვაკეთებდით.

ჩვენთვის ცნობილი აზრთა კონცენტრაციისაგან პასიური მდგომარეობა იმით განსხვავდება, რომ ამგვარ მდგომარეობაში აუცილებელია თავის შეკავება ყოველგვარი მოსაზრებებისაგან თეთრი დისკოსა და შავი ფონის შესახებ. არსებობს მხოლოდ ერთი ამოცანა: დავიჭიროთ თეთრი დისკოს წარმოდგენა შეუცვლელი ფორმით, დაუშვებელია ფიქრი სხვა რაიმეზე. მხოლოდ მშვიდად უყურებენ დისკოს ზომიერ ტრიალს.

მოსწავლე უნდა გაფრთხილდეს, რათა არ ჩაეძინოს. ამისათვის კი ზედმეტი ნებისყოფის დაძაბვა საჭირო არ არის, რადგან ეს უკვე გამოიწვევს გადხრას.
ამ მდგომარეობაში ყოფნას უნდა ვეცადოთ 3-5 წუთის განმავლობაში.

პირველი ცდის დროს მოსწავლე იძულებული იქნება ენერგიულად ებრძოლოს თავის თავს. აზრები ერთიმეორის მიყოლებით შეიჭრებიან მის გონებაში და გააბუნდოვნებენ დისკოს გამოსახულებას, მაგრამ მოსწავლე რაიმე სხვა აზრზე არ უნდა შეჩერდეს, არამედ გონებაში უნდა უმზიროს მხოლოდ დისკოს გამოსახულებას. ყოველ ცდაზე ძალა უფრო და უფრო მოემატება და 10 ან 12 ცდის შემდეგ მოსწავლე უკვე მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ სულ ცოტა, 3 წუთის განმავლობაში მაინც ისე შეიკავოს თავი სხვა უცხო აზრებისაგან, რომ დისკოს გამოსახულება დარჩეს ნათელი და დაუბინდავი.

შემდეგ უნდა ვეცადოთ ეს სავარჯიშო შევასრულოთ 4-5 წუთის განმავლობაში და მერე თანდათანობით უფრო მეტად გავზარდოთ მისი ხანგრძლივობა.
მაღვიძარას აქაც შეუძლია სარგებლობის მოტანა, მხოლოდ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კარგი იქნება თუ მაღვიძარას შემოახვევთ რაიმე ნაჭერს, რათა ზარის მკვეთრმა და მაღალმა ხმამ ძლიერად არ იმოქმედოს ნერვებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მგრძნობიარე ნატურები შეიძლება ჰიპნოტიზირებულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ამის გამო.

მოსწავლეს შეუძლია წინ წასვლა მას შემდეგ, როცა დისკოს გამოსახულების შენარჩუნებას ნათლად და გაუმკრთალებლად შეძლებს 10 წუთის განმავლობაში. ამასთან არც ერთი უცხო გამოსახულება, არცერთი უცხო აზრი მისთვის დიდხანს არ იარსებებს.

დისკოდან უნდა წარმოიქმნას პატარა, მბრუნავი, მანათობელი წერტილი, გარშემორტყმული შავი სივრცით. ამ ვარჯიშის მსვლელობა ისეთივეა, როგორიც წინასი.
თუ შეგვეძლება აქაც მივაღწიოთ იგივე შედეგს და 10 წუთის განმავლობაში არ გადავიხაროთ ამ წერტილის წარმოდგენიდან, ამის შემდეგ ჩვენ მივაღწევთ – პასიურ მდგომარეობას.

აუცილებელია, არაფერი არ გვესმოდეს, არაფერს არ ვგრძობდეთ და არაფერზე არ ვფიქრობდეთ, ე.ი თითქოს არ ვარსებობდეთ.

თავდაპირველად ამ სავარჯიშოს ვიწყებთ წერტილის წარმოდგენით. შემდეგ მოსწავლე ცდილობს, თუნდაც 2 წუთით მაინც გათავისუფლდეს ამ წერტილის ხედვისაგან ისე, რომ დარჩეს მხოლოდ ცარიელი შავი სივრცე. ეს ხედვა ნელ-ნელა უნდა გაქრეს. განსაზღვრული (გამოკვეთილი) სიშავე უნდა შეიცვალოს განუსაზღვრელი ნაცრისფერი ფონით და ბოლოს არარაობაში (არაფერში) გადავიდეს.

წერტილის წარმოდგენიდან ამ ფაზაში გადასვლა ხდება თანდათანობით, მაგრამ ენერგიული ნებისყოფის ადამიანებს შეუძლიათ უცებ მოსპონ ეს წერტილი და სივრცე.

ერთიც და მეორეც კარგია და დამოკიდებულია პიროვნებაზე. ბევრნი არიან ისეთნი, რომლებიც პასიური მდგომარების დაწყებას ირჩევენ წერტილის ხედვიდან. მე არაფერი საწინააღმდეგო არ გამაჩნია, თუმცა მსგავს ჩვევას შეუძლია ცოტა გააძნელოს შემდგომი ვარჯიში.

ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, როცა ძალიან აღელვებული ვართ და შეუძლებელია აზრთა მიმდინარეობის სწრაფად შეჩერება, უმჯობესია მივმართოთ წერტილს ან დისკოს ხედვას.

პასიური მდგომარეობა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა ყოველგვარი სულიერი აღგზნების შემთხვევაში. ის გვეხმარება ტკივილისა და განცდის გადატანაში, მოაქვს ნუგეში და გვავსებს ახალი სასოებით და იმედებით.

ვინც ავადმყოფურ მდგომარეობაშია ჩავარდნილი და არ იცის რით უშველოს თავს, მიმართოს ამ საშუალებას და იგრძნობს შვებას, იქნებ პირველივე ცდის შემდეგაც კი.

ვარჯიში საჭიროა მანამ, სანამ ისევ არ მივაღწევთ (10 წუთის განმავლობაში) აბსოლუტურ პასიურ მდგომარეობას ყოველგვარი აზრების გარეშე. ამის მიღწევის შემდეგ სავარჯიშოს ვცვლით იმით, რომ სახვევს ვიხსნით თვალებიდან და ვითავისუფლებთ საცობით დახშულ ყურებს. კი არ ვწვებით, არამედ ვჯდებით რაც შეიძლება მოხერხებულ პოზაში.

იმისათვის, რომ მხედველობითი აპარატის არავითარ გადახრას ადგილი არ ჰქონდეს, ჩვენს წინ, ჩარჩოში რაც შეიძლება თანაბრად ვჭიმავთ თეთრ ნაჭერს (1,5 კვ.მ. ზომით). იგივე სამსახური შეუძლია გაგვიწიოს ზემოთ აღნიშნული ზომის სახატავმა ფურცელმაც. ამის შემდეგ ვუსწორებთ მზერას ამ თეთრ ზედაპირს ისე, რომ ჩვენი ყურადღება არ იყოს გაფანტული. შემდეგ კი ვაგრძელებთ ვარჯიშს ცნობილი მეთოდით. ეს სავარჯიშო ძალიან ადვილია. ის გართულდება მაშინ, როცა თეთრ ზედაპირს ჩარჩოდან ჩამოვხსნით. ეს – გახელილი თვალებით ,,არარაობაში'' მზერის ტოლფასია.

მხოლოდ საჭიროა, მთავარ სავარჯიშოზე მეცადინეობა. რაც შეიძლება დიდი გულისყურით უნდა ჩატარდეს.

როგორც კი მოგვიხერხდება ათიოდე თავისუფალი წუთის გამონახვა, შეგვიძლია თავი დავანებოთ ყოველდღიურ საქმეებს, დავჯდეთ სადმე, მოვადუნოთ კუნთები, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ფიქრი და შევეცადოთ განზრახ ,,დავიბინდოთ''თვალები ისე, რომ აბსოლუტურად ვერ ვარჩევდეთ გარშემომყოფ ნივთებს. მაშასადამე, ვიყურებით და არაფერზე არ ვფიქრობთ.

ზემოთ აღწერილი დამხმარე სავარჯიშოები შეიძლება ჩატარდეს სავაჭრო კანტორაში, კანცელარიაში, გასართობ ადგილებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. მათი მიზანია, რომ მოსწავლე მიეჩვიოს არ ესმოდეს არაფერი როცა ყურები არ აქვს დახშული, თუ ამას თვითონ მოისურვებს ან უფრო სწორედ – ესმოდეს და არ ფიქრობდეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, მოწაფე უკვე აღარ დაიხშობს ყურებს მთავარი სავარჯიშოების დროსაც კი.

როცა ისე დახელოვნდებით, რომ 10 წუთის განმავლობაში, ღია გრძნობის ორგანოებით სრულიად შეინარჩუნებთ პასიურ მდგომარეობას, მაშინ მიაღწევთ საკუთარი სხეულისაგან და გარშემომყოფი ვითარებისაგან სრულ დამოუკიდებლობას. შემდეგ უნდა დავეუფლოთ პასიურ მდგომარეობას ფეხზე ყოფნის და სიარულის დროს.
ამ სავარჯიშოებით მეცადინეობა საჭიროა მუდმივად, სხვა სავარჯიშოებთან ერთად, რადგან ერთად შრწყმულ ორივე მდგომარეობას, როგორც შემდგომ შევნიშნავთ, მნიშვნელოვან შედეგებთან მივყავართ.

აზრის კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა გამოიყენება მონაცვეობით: ხან ძლიერი ხმაურის დროს, ხანაც ხალხმრავალ ადგილებში. ამას ნებისყოფის ენერგიული დაძაბვა ჰქვია.

პასიური მდგომარეობა შესაძლებელია, როგორც მაგალითად ხანძრის დროს, აღელვებულ ბრბოში, ასევე, წყნარ ოთახში.

მოწაფე მტკიცედ ეუბნება თავის თავს: ,,მე არაფრის მოსმენა არ მსურს, არ მსურს არაფრის დანახვა და არაფერზე არ მინდა ვიფიქრო. არსებობს მხოლოდ ერთადერთი დისკო, შემდეგ წერტილი და ბოლოს არარაობა”.

თუ პასიურ მდგომარეობაში ვარჯიში ქუჩაში ტარდება, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ამოირჩიოთ მყუდროდ დაცული ადგილი და ამასთან დაეყრდნოთ რაიმეს. შემდეგ შეიძლება მოიქცეთ ისეთნაირად, ვითომ ინტერესით ათვალიერებთ რაიმე შენობას ან მინის ვიტრინას, რათა არ მიიქციოთ იმ ცნობისმოყვარეთა ყურადღება, რომლებიც მაშინვე გამოჩნდებიან ხოლმე, როცა რაიმე არაჩვეულებრივი ხდება.

ვინც უკვე მიაღწია ამ დრონემდე, მას შეუძლია სარგებლობა მიიღოს შეძენილი გამოცდილებიდან. თუ ვინმეს სურს მისთვის საინტერესო საკითხში მიიღოს განსაკუთრებული განათლება, მაშინ იგი (მოწაფე) პირველად იწყებს აზრის კონცენტრაციას ამ საკითხის გარშემო რამოდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი იწვევს პასიურ მდგომარეობას – ბოლოს, მოწაფე მნიშვნელოვანწილად აღწევს სასურველ მიზანს.

პრობლემა (საკითხი) რომელიც მოწაფეს აწუხებდა, მოულოდნელად შესანიშნავი მეთოდით გადაწყვეტილი (ამოხსნილი) აღმოჩნდება და სინამდვილე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

ძალიან ხშირად უხდებათ მეცნიერებს, პოეტებს და მხატვრებს სამუშაოს დროებით შეწყვეტა. ისინი თითქოს დგანან ჩარაზული კარის წინ, რომლის გაღებაც დიდი მცდელობის მიუხედავად ძალიან უჭირთ. მათ დიდი გულისტკივილით უხდებათ ამ სამუშაოს გადადება იმ იმედით, რომ შემდგომში შესძლებენ ამ სიძნელეების გადალახვას. თუმცა დროის ეს დანაკარგი აუნაზღაურებელია შემდგომი შემოქმედებითი წვისათვის. ხშირად ეს კიდევ დაუმთავრებელია ან კარგავს თავის ძალას და მომხიბლელობას. შემოქმედის და მეცნიერის მუშაობაში ასეთი მძიმე მომენტების შედარებით უმკივნეულოდ გადატანას დიდი მნიშვნელობა აქვს და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ყველამ, ვინც ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება, უნდა შეასრულოს აზრის კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა, რათა მისთვის ასეთ კარებში შესვლა ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გახდეს შესაძლებელი.

ადამიანის ცხოვრებაში, სხვა შემთხვევებშიც შეუძლია დახმარების გაწევა ორივე მდგომარეობას. ვინც ერთხელ მაინც გაიგებს თუ როგორ უნდა მათი მართვა, შესძლებს გამოიყენოს ისინი ყოველნაირ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. დადებითი შედეგების მისაღწევად ყველაზე კარგია გრძნობის ორგანოების ახვევა ზემოთ აღწერილი მეთოდით. ამასთან საჭიროა ოთახში იყოს სიჩუმე.

ამ წიგნის ავტორმა მოიგონა ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია იშვიათად მივმართოთ ყურების დახშობისა და თვალების ახვევის არასასიამოვნო პროცედურას. შედარებით იოლ შემთხვევებში, მაგალითად: წერითი მუშაობის დროს და ა.შ. ორივე იდაყვით ეყრდნობიან მაგიდის კიდეს. თავს დებენ ხელისგულებზე, ცერა თითით იცობენ ყურებს, შუათითით კი თვალებს . ასეთ პოზაში ყოფნისას უკვე იოლია პასიურ მდგომარეობაში გადასვლა.

ამ ორ მდგომარეობაში ვარჯიში აუცომარეობაში: ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში.

დასასრულს, თავს უფლებას მივცემ, ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ არც ერთი სავარჯიშო, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ შეიძლება შესრულდეს ამოვსებული კუჭით. საჭმლის მიღების შემდეგ აუცილებელია გავიდეს არანაკლებ 1 საათი. ამის გარდა, მე დაბეჯითებით ვთხოვ მოსწავლეს, განსაკუთრებით დაუთმოს დიდი ყურადღება ამ ორი სულიერი მდგომარეობის განვითარებას. წინსვლის მხოლოდ შემდგომ საფეხურზე, ის ნათლად მიხვდება თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია უმაღლესი ძალების განვითარებისათვის ზემოთ აღწერილ ორივე მდგომარეობაზე (იგულისხმებააზრების აქტიური კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა – მთარგმ.) აბსოლუტური გაბატონება.

შემდეგი თემა: სუნთქვითი ვარჯიშები.ილებელია დღის ხმაურზე, იმისათვის, რომ შეგვეძლოს მათი გამოყენება ყველანაირი საფრთხის შემთხვევაში და აგრეთვე ყოველ ადგილსა თუ მდგომარეობაში.

უნდა დავაწესოთ ვარჯიში ორივე მდგომარეობაში: ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში.

დასასრულს, თავს უფლებას მივცემ, ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ არც ერთი სავარჯიშო, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ შეიძლება შესრულდეს ამოვსებული კუჭით. საჭმლის მიღების შემდეგ აუცილებელია გავიდეს არანაკლებ 1 საათი. ამის გარდა, მე დაბეჯითებით ვთხოვ მოსწავლეს, განსაკუთრებით დაუთმოს დიდი ყურადღება ამ ორი სულიერი მდგომარეობის განვითარებას. წინსვლის მხოლოდ შემდგომ საფეხურზე, ის ნათლად მიხვდება თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია უმაღლესი ძალების განვითარებისათვის ზემოთ აღწერილ ორივე მდგომარეობაზე (იგულისხმებააზრების აქტიური კონცენტრაცია და პასიური მდგომარეობა – მთარგმ.) აბსოლუტური გაბატონება.

შემდეგი თემა: სუნთქვითი ვარჯიშები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Nov 24 2013, 01:58 PM
Post #10


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან კარგი ეზოთერული ბიბლიოთეკა (ინგლისურ ენაზე):

http://www.esotericonline.net/

http://esotericonline.net/docs/


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Dec 20 2013, 03:48 AM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანამ კითხვას დაიწყებდეთ, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ, თუ იჩქარებთ და ზერელედ მოეკიდებით ამ საქმეს, ძალიან ცუდ შედეგამდე მიხვალთ. თქვენი ფიზიკური სხეული ისეთ დაავადებებს შეიძენს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ჯამრთელობასა და მომავალს. ყურადღებით წაიკითხეთ ბოლომდე და ინფორმაციის გააზრების, გადამუშავების შემდეგ, მსურველებმა ეტაპობრივად და აუჩქარებლად დაიწყეთ მოცემული სავარჯიშოების შესრულება.
ასევე მინდა ვუთხრა, მათ ვისაც შესავალი არ აქვს წაკითხული: სანამ დაიწყებთ რომელიმე სავარჯიშოს შესრულებას, გაეცანით წიგნის მიზანს და გვერდით მოვლენებს, რომელიც შესავალშია განხილული.
მადლობა ყურადღებისთვის.

4. სუნთქვითი ვარჯიშები


სუნთქვა - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პროცესია. სუნთქვის გარეშე შეუძლებელია სიცოხლე. რაც უფრო სუფთაა ჰაერი, რაც უფრო ძლიერად და ღრმად ჩავისუნთქავთ მას, მით უფრო უკეთეს მდგომარეობაშია ჩვენი სხეული. არამარტო საკვებიდან ვიღებთ ენერგიის მარაგს, არამედ ვიკვებებით აგრეთვე სუნთქვის საშუალებითაც. ეს ამჟამად სკოლის მოსწავლემაც იცის.
ასევე სუნთქავს ჩვენი სულიც. ყოველ ჩასუნთქვაზე ჩვენში შემოდის რაღაცა რაოდენობა უფაქიზესი სუბსტანციისა, რომლითაც მთელი ატმოსფეროა გაჟღენთილი. ეს უფაქიზესი და უხილავი სუბსტანცია გვასაჩუქრებს სულთა სამყაროსათვის დამახასიათებელი უნარითა და ძალებით. ეს სუბსტანცია ჩვენს სხეულში განიცდის ისეთ ცვლილებას, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს მატერიალურ სამყაროზე, თუ შევქმნით მისთვის საჭირო და აუცილებელ პირობებს.
როცა ღრმად ვსუნთქავთ, სისხლში შეგვყავს დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისთვის. მასთან ერთად შევისუნთქავთ ეთერში არსებულ უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც მოიცავენ მთელ სხეულს და იქ გარდაქმნის შემდეგად ჩვენს ოდიურ, ფაქიზი ნივთიერებისაგან შემდგარ სხეულს და სხეულის გარსს ანიჭებენ თავის ძალასა და თვისებებს.
ეს ფაქიზნივთიეროვანი, ანუ ოდიური სხეული, რომელსაც აგრეთვე ასტრალურსაც უწოდებენ, და რომლის ცხოველმყოფელური საწყისიც არ უვითარდება ადამიანთა უმრავლესობას, მათი, მატერიალურ სამყაროსთან ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, სრული ანუ ღრმა სუნთქვის წყალობით, იღებენს ძალის ისეთ საოცარ ნაკადს, რომელიც უნარიანს ხდის რამოდენიმე ხსნის შემდეგ დაძლიოს სხეულის წინააღმდეგობა და გახდეს ძლევამოსილი, რაღა თქმა უნდა არა ადამიანის საზიანოდ.
უპირველეს ყოვლისა უნდა ვეცადოთ რომ შესაბამისი სავარჯიშოების საშუალებით გავაძლიეროთ ჩვენი ასტრალური არსება, რათა ის გაბატონდეს ჩვენზე. იგი ხომ ოკულტური ძალების მატარებელია და რაც უფრო ძლიერი ზემოქმედება ექნება ჩვენზე, მით უფრო უკეთესად ვისარგებლებთ ამ ძალებით.
ადამიანები, ჩვეულებრივ გაიშვიათებულად სუნთქავენ (იგულისხმება სუნთქვის რიტმი--მთ). სუნთქვაზე ჩვენ ძალიან ცოტა დროს ვხარჯავთ. ახალშობილი ბავშვი წუთში 44 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას აკეთებს. 5 წლის ასაკისა მიახლოებით 26 ამოსუნთქვას, მოზრდილი ადამიანი კი 16-17 ამოსუნქვით კმაყოფილდება, თუმცა მისთვის 3-ჯერ უფრო მეტია აუცილებელი. ამასთან ასევე, სუნთქვის პროცესი დაჭუჭყიანებულ გარემოში მიმდინარეობს (დაბინძურებული ჰაერით), თანაც აბსოლუტურად არასწორი სახით.
ჰაერი უმნიშვნელოვანესი და ერთადერთი მიწიერი საკვებია, რომლითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ უფასოდ. მას კი არაფრად მივიჩნევთ.
რადგან, ბევრი იძულებულია, სამსახურის გამო, დღის უმეტესი ნაწილი გაატაროს ვიწრო, ჩახუტულ ოთახში ან დაგვიანებული ფაბრიკის შენობაში, ამიტომ აცულებელია უკიდურეს შემთხვევაში, დღეში ერთხელ მაინც, მივმართოთ ამ ძვირფას ,,ჰაეროვან’’ საკვებს.
მაგრამ ამაზე არავინ ფრიქრობს! რადგანაც მომქანცველი სამუშაოს შემდეგ ადამიანები დასვენებას ეძებენ მხრჩოლავ ჩიბუხთან და სიგარეტთან ან ტრაქტირის მაგიდასთან. აი როგორ ზრუნავენ მომთხოვნ ფილტვებზე! ფილტვებზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ¼ საათის ყურადღებას ითხოვენ და მზად არიან ეს პატარა ,,მსხვერპლის გაღება’’ გადაიხადონ მეფურად: ძალით, ჯანმრთელობით, სიხალისით და ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობებით.
ადამიანს, შინაგანი იდუმალი ხმა (ეგრეთწოდებული მეორე მე - მთ) ხშირად შეახსენებს და ეუბნება რომ სულსაც სურს იყოს დაპურებული და ძლიერი, რომ დაეხმაროს სხეულს, რათა ტანჯვა-ვაებისაგან გაათავისუფლოს იგი. მაგრამ მისი არავის არ ესმის და არც შეუძლიათ გაუგონ, რადგან ნიკოტინი და ალკოჰოლი ერთად ქიმერული სიყალბითმ გზას უღობავენ ადამიანის გონებას ჭეშმარიტებისაკენ და უფაქიზესი გრძნობებისაკენ.
ჩვენ კი (ლაპარაკია ოკულტიზმის მიმდევრებზე - მთ) ჩვენი საცოდავი ახლობლებისაგან განსხვავებით, რომლებიც უკუღმართი ცხოვრების წესით ცოცხლობენ, მივილტვით მიზანდასახული გზით ჭეშმარიტებისაკენ. ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ შინაგან ადამიანს - სულის ხმას, ერთგულ შთამაგონებელს, ყოველგვარ დაბრკოლებას ვლახავთ და მზად ვართ ავაგოთ სულიერი ,,მე’’-სკენ მიმავალი ხიდები.
ჩვენ უნდა გავმაგრდეთ და განვიწმინდოთ გამაჯანსაღებელი სუნთქვითი ვარჯიშების საშუალებით, იმისათვის, რომ ასტრალური არსება, და მისგან გამომდინარე ჩვენი სხეულიც (უხეშ-მატერიალური) იქცეს უკვდავი სულის ბრძანებათა გადასაცემ შესანიშნავ მოწყობილობად.
პირველი სავარჯოშოების მიზანია სწორი სუნთქვის შესწავლა, სახელდობრ სუნთქვა ზემოდან ქვემოთ, რამეთუ ფილტვების წვეროები გადაგვარებულია და არასწორი სუნთქვის შედეგად უმოქმედოდაა. თუ გვსურს ღრმა ჩასუნთქვის გაკეთება, როგორც წესი, ჩასუნთქვას ვახდენთ ყოველთვის ცხვირით, ამოსუნთქვას კი - პირით.
აღსანიშნავია, რომ წელიწადის თბილ დროს, სუნთქვითი ვარჯიში უმეტესწილად უნდა ჩატარდეს სუფთა ჰაერზე, ფართოდ ფანჯრებგაღებულ ოთახში ან უშალოდ მის მახლობლად. წელიწადის ცივ დროს კი ვარჯიშის დაწყებამდე ოთახი კარგად უნდა განიავდეს და ამავე დროს კარგად გათბეს.
თუ ოთახში კარგად თბილა, მაშინ შეიძლება სარკმლის გაღებაც, მაგრამ ისე, რომ ჩვენი სავარჯიშო კუთხე მისგან მოშორებით იყოს, რათა შემოსული ცივი ჰაერი მაშინვე არ მოხვდეს ფილტვებში. იგი ჯერ უნდა შეთბეს სანამ ჩავისუნთქავდეთ.
აქ შეუძლებელია ყველა იმ წესის მოყვანა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევისათვის გამოდგება. აუცილებელია, მხოლოდ მთავარი წესის დაცვა, კერძოდ: ვუფრთხილდეთ ცივი ჰაერის ნაკადის ჩასუნთქვას, რადგან ამას შეუძლია დიდი ზიანის მოტანა!
ვარჯიშს ყოველთვის განსაზღვრულ დროს ვიწყებთ, მხოლოდ უნდა ვუფრთხილდეთ საღამოს ჰაერს. წელიწადის ცივ დროს არაფრით არ შეიძლება სუნთქვითი ვარჯიშების საღამოს ჩატარება.
ამ სავარჯიშოს ჩატარებისას ფეხზე უნდა ვიდგეთ: ორივე ხელი ავწიოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ და მარცხნივ, შემდეგ ხელების ყველა კუნთს ვჭიმავთ და მოხრილი ხელები ზემოთ აგვაქვს ისე, რომ ისინი თავს უკან ერთმანეთს ეხებოდეს. შემდგომ, ზემოთ ვწევთ მხრებს, თავს გადავწევთ ოდნავ უკან და ჰაერისაგან ვცლით გულმკერდს და ვხურავთ პირს. ამ მდგომარეობაში ნელა, ცხვირით ღრმად ჩავისუნთქავთ ჰაერს და შემდეგ ცხვირითვე ამოვისუნთქავთ. ეს ვარჯიში სრულდება 8 დღის განმავლობაში ყოველდღე, იმ სიხშრით, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ასევე ცდილობენ ისუნთქონ ღრმად, მხოლოდ ერთი ნესტოთი, რისთვისაც მეორე ნესტო ბამბით იცობა.
შემდგომში, როცა საკმაოდ მივეჩვევით ღრმა სუნთქვას, უნდა შევაკავოთ ჰაერი ფილტვებში ცოტა უფრო მეტ ხანს. ხელები ყოველთვის შეკრული უნდა გვქონდეს თავს უკან.
თავდაპირველად შეიძლება შემდეგნაირად დავიწყოთ: ჩასუნთქვას ვანდომებთ 10 წამს, სუნთქვას ვიკავებთ 10 წამს და ამოვისუნთქავთ 10 წამში; შემდეგ ყოველი ვარჯიშისას უმატებენ 2 წამს, მანამ, სანამ ეს შესაძლებელია, მხოლოდ იკრძალება ყოველგვარი ზედმეტი გადაჭარბება.
10 ან 14 დღის შემდეგ სავარჯიში ასეთნაირად უნდა შევცვალოთ: მოწაფე წვება იატაკზე, ხელები რჩება თავს უკან შეკრული, ისევე როგორც ადრე. სუნთქვის შეკავების დროს აფართოებს ჯერ მუცლის ღრმულს, ე.ი. ადგილს უკანასკნელ ნეკნსა და ჭიპს შორის და ამის შემდეგ გულ-მკერდს. ეს შემდეგი სახით ხდება: რაც შეიძლება მეტად აფართოებენ მუცელს და ამასთან ერთად ჰაერისაგან აცარიელებენ გულ-მკერდს, რათა შემდგომ წამს გააფაროვონ გულ-მკერდი და ჰაერისაგან დაცალონ მუცელი. სწორედ ამ ადგილას მდებარეობს მზის წნული (ლეხუს სოლარის - ლათ.) , მთავარი წნული სიმპატიკური ნერვებისა, რომლებიც ამ ვარჯიშის წყალობით მოდიან აღგზნებულ მდგომარეოაში, რაც თავისმხრივ ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე.
ძველი მისტიკოსები ერთი აზრისანი იყვნენ იმის შესახებ, რომ მზის წნული მჭიდრო კავშირშია ასტრალურ არსებასთან და მის უნართან. ამგვარი გარემოება გვაიძულებს დიდი ყურადღება მივაპყროთ ამ სავარჯიშოს შესრულებას.
აუცილებელია შევიკავოთ სუნთქვა, ჰაერის, გულმკერდის არისდან მუცლის ღრმულში გადასვლის დროს. თავიდან ამას 5 ან 6-ჯერ ვაკეთებთ და შემდეგ ნელ-ნელა ვზრდით 10-15-მდე, რის შემდეგაც ჰაერი უნდა გამოვუშვათ პირიდან ნელ-ნელა. მთელი სავარჯიშო უნდა შესრულდეს დღეში 8-ჯერ ან 10-ჯერ. თუკი ეს სავარჯიშო ცოტათი მაინც აითვისეთ, მაშინ უკვე მისი შესრულება შეიძლება საწოლში, ადგომამდე ან საღამოს ძილის წინ. ამის გარდა, ჩვეულებრივ საათებში ცდილობენ ვარჯიში ჩაატარნ ფეხდამდგარი. სასურველია, საწოლში ჩატარებული ვარჯიშის გაგრძელება, რადგან მისი აზრთა კონცენტრაციასთან შერწყმით, შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა, რაც შემდგომში იქნება განხილული.
გარკვეული დროის შემდეგ, დღის საათებში შეიძლება შესრულდეს შემდეგი სავარჯიშო:
ჩაისუნთქავენ ჰაერს, თავს ხრიან უკან და ჩერდებიან ამ მდგომარეობაში, შეკავებული ჰაერით. ამოსუნთქვისას ისევ იღებენ საწყის მდგომარეოას. ამ სავარჯიშოსა და სუნთქვითი ვარჯიშის ხანგრძლივობა ერთნაირი უნდა იყოს.
მთელი სავარჯიშ შეიძლება განმეორდეს 6-დან 10-მდე.
ერთი კვირა ვარჯიშობენ მონაცვლეობით: ასრულებენ ხან ჩვეულებრივ სუნთქვით ვარჯიშს, ხან ვარჯიშობენ ,,პლექსუსის’’ მეთოდით.
ამასთან, არ უნდადაგვავიწყდეს , რომ სამივე ვარჯიში უნდა ჩავატაროთ ფეხზე მდგომებმა.
კარგი იქნება, რომ საჭმლის ყოველი მიღების შემდეგ, გააკეთოთ ღრმა ჩასუნთქვა. ძალიან მალე შენიშნავთ ამ ჩასუნთქვის კეთილსასურველ ზემოქმედებას საჭმლის მონელებაზე.
სასურველია, თუ მოწაფე მთელი ღამის განმავლობაში იძინებს სუფთა ჰერზე, ვინც დახურულფანჯრებიან ოთახშია მიჩვეული ძილს, ფრთხილად უნდა იყოს წელიწადის ცივ დროს; ოთახში ჰაერი უნდა გაანიავოთ ძილის წინ და თანდათანობით მიეჩვიოთ ღამის ჰაერს. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ცივი ჰაერის ნაკადი არ უბერავდეს პირდაპირ.
ამისათვის, ყველაზე სასურველია, რომ მოწაფის განკარგულებაში ორი ოთახი იყოს. ასეთ შემთხვევაში, პირველად აღებენ ფანჯარას მეზობელ ოთახში(ჯერ მხოლოდ სარკმელს), შემდეგ თიად ტოვებენ ამ ორი ოთახის დამაკავშირებელ კარს და ამგვარად ცვლიან ჰაერს ოთახში.
აუცილებელია ვიზრუნოთ იმაზე, რომ მთელი შენობა, წელიწადის ცივ დროს, მუდმივად, კარგად იყოს გამთბარი.
მოგვიანებით, ,,პლექსუსის’’ მეთოდით ვარჯიშის ნაცვლად, შეგვიძლია შევუდგეთ სხვა სავარჯიშოს შესრულებას.
ამგვარად, იწყებენ ცნობილი სუნთქვითი ვარჯიშის შესრულებას, მხოლოდ, თავს უკან შეერთებული ხელების გარეშე. პირიქით, ამ ვარჯიშს დროს ხელები მშვიდად არის დაშვებული სხეულის ორივე მხარეს.
სუნთქვის შეკავების დროს მოწაფე, რამდენადაც შესაძლებელია ჭიმავს სხეულის ყველა კუნთს, მხოლოდ ეს ხდება თანდათანობით და არა ერთბაშად. იწყებს ხელის კუნთებით და ნელნელა გადადის დანარჩენ კუნთებზე, რომლის დამორჩილების ძალაც კი შესწევს. ბოლოს ამთავრებს ფეხის კნთებით. მხოლოდ თავისა და კისრის კუნთები რჩება დაუჭიმავი, რამოდენიმე ხნის შემდეგ, როცა მოწაფე იგრძნობს, რომ სუნთქვის შეკავება აღარ შეუძლია, ისევე ნელ-ნელა ადუნებს ყველა კუნთს და ამოისუნთქავს ჰაერს ცნობილი მეთოდით.
ეს სავარჯიშო ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა იქნეს გამოტოვებული. ასევე აუცილებელია, ის დროდადრო ჩატარდეს.
სუნთქვითი სავარჯიშოების შესრულების შესამსუბუქებლად თავიდან შეიძლება მივმართოთ ხელოვნურ მეთოდს, რომელიც მხოლოდ მათ უნდა გამოიყენონ, ვისთვისაც თითქმის შეუძლებელია შეკავებული ჰაერის ნელ-ნელა ამოსუნთქვა. სახელდობრ, შეუძლიათ როგორც კი დაიწყებენ ჰაერის ამოსუნთქვას, სწრაფად გააკეთონ პატარა ჩასუნთქვა. ამგვარად, მოკლე ჩასუნთქვა და შემდეგ იწყებენ ამოსუნთქვას, ასეთნაირად უფრო უადვილდებათ ჰაერის ხანგრძლივად შეკავება.
უნდა ვერიდოთ ყოველგვარ უკიდურესობას. გადამეტებულმა გულმოდგინებამ შეიძლება ზიანი მოგვაყნოს.
ვარჯიშების ხანგრძლივობის გაზრდა საჭიროა ფრთხილად და თანდათან. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ვარჯიშის დროს გამოვიწვიოთ ტკივილის შეგრძნება. ამას არ ექნება ადგილი, თუკი ვიფრთხილებთ და ერთბაშად არ გავზრდით ყოველი ფაზის ხანგრძლივობას.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისყოფა დიდად არის დამოკიდებული სუნთქვით პროცესებზე. ეგვიპტელი და სპარსელი ქურუმები სუნთქვის ხელოვნებას წიდათაწმიდა საიდუმლოთა რიცხვს მიაკუთვნებდნენ და ამიტომაც იგი უმაღლესი დონის სრულყოფამდე მიიყვანეს. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ინდოელი ადეპტები დიდ მნიშვნელობას აძლევენ სუნთქვით ვარჯიშებს, რადგან ეს ვარჯიშები მათ სასწაულმოქმედებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამ წიგნის ორი მომდევნო თავიდან მოწაფე გაიგებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სუნთქვის ხელოვნების შესწავლა, რადგან აზრის კონცენტრაციასთან მხარდამხარ, ეს ხელოვნება მასში გააღვიძებს ისეთ ძალას, რომლის გონივრული გამოყენებაც მრავალი სურვილის შესრულებაში დაეხმარება.

------

შემდეგი თემა: მაგნეტური მზერა
Go to the top of the page
 
+Quote Post
....
post May 27 2014, 04:32 PM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 27-May 14
Member No.: 7,290

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაშრომი მართლაც დასაფასებელია, ძალიან საინტერესო და ბევრის მთქმელია, მოცემული სავარჯიშოები აზრის კონცენტრაციის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მაინტერესებს ოკულტიზმის თვალსაზრისით რამდენად საფრთხის შემცველია, ვიცი, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელმაც ოკულტური ძალების შეძენა დააპირა, საგიჟეთში დაასრულა სიცოცხლე. ჩვეულებრივ რამდენად მომზადებულია ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკა დაფარული ძალების ამოსაცნობად? საშიშია თუ არა ამ სავარჯიშოების შესრულება მასწავლებლის გარეშე და უფრო ზუსტად რას უნდა მოელოდეს ის ვინც ვარჯიშს დაიწყებს? მოხარული ვიქნები თუ გამოცდილებას გამიზიარებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post May 29 2014, 05:33 PM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....
არ არსებობს წარმატება და წარუმატებლობა - არსებობს გზა. თუ ეს შენი მოწოდებაა აქ და ახლა შენ მიიღებ ყველაფერზე პასუხს. შენ გექნება აირჩიო ან ერთი ან მეორე. მაგრამ სანამ ეს მოხდება, შენი ცხოვრება შეიცვლება. თუ რა კუთხით შენზეა დამოკიდებული და კიდე რაღაც-რაღაცებზე..............
Go to the top of the page
 
+Quote Post
....
post May 30 2014, 12:18 PM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 27-May 14
Member No.: 7,290

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Lacrimosa @ May 29 2014, 06:33 PM) *
....
არ არსებობს წარმატება და წარუმატებლობა - არსებობს გზა. თუ ეს შენი მოწოდებაა აქ და ახლა შენ მიიღებ ყველაფერზე პასუხს. შენ გექნება აირჩიო ან ერთი ან მეორე. მაგრამ სანამ ეს მოხდება, შენი ცხოვრება შეიცვლება. თუ რა კუთხით შენზეა დამოკიდებული და კიდე რაღაც-რაღაცებზე..............

ე.ი. როგორც მივხვდი გზაზე დადგომის საშუალებაა სპეციალური ვარჯიშები. ამ გზაზე როგორ გავივლი ჩემზე და გარეშე ფაქტორებზეა დამოკიდებული (თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე). რათქმაინდა, ჩემი ცხოვრებაც შეიცვლება. შეგიძლიათ ის მითხრათ ყველაზე ცუდად როგორ შეიძლება შეიცვალოს ან ყველაზე კარგად და თითოეულის გამომწვევი მიზეზები რა შეიძლება იყოს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post May 31 2014, 07:15 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....
ნუ იმსჯელებ ,,ცუდი'' და ,,კარგი'' სახელებით. ამ ორი გზიდან არცერთი არ არის არც კარგი და არც ცუდი. არცერთს არ მიყავხარ არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში. ის თუ რომელ გზაზე შედგები, დამოკიდებულია შენი კარმის ისტორიაზე და მიზნებზე, რომელიც შენთან შეუთანხმებლად მოქმედებს გარკვეული პერიოდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post May 31 2014, 10:14 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



5. მაგნეტური მზერა


ადამიანის თვალებში იმალება საოცრად დიდი ძალა. რაც უფრო მშვიდი და ნათელია მზერა, თვალიდან გამომდინარე ოდიური ნაკადი მით უფრო უკეთესად გამოხატავს სურვილებს და მით უფრო მეტი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს გარშემომყოფებზე, რასაც ხშირად ვამჩნევთ ცხოვრებაშიც. არიან ადამიანები, რომლებიც თავისი მზერით ყველას და ყველაფერს იმორჩილებენ. ისინი დარწმუნებულნი არიან იმაში, თუ რა ძლევამოსილ ზემოქმედებას ახდენენ მათი თვალები, მაგრამ ანგარიშს არ უწევენ, რა სახით ხდება ეს ზემოქმედება, რადგან ხედავენ, რომ მათი თვალებიც გარეგნულად ისეთივეა, როგორიც სხვებისა. მათ არ იციან რომ ფლობენ თანდაყოლილი კონცენტრირებული ოდიური მზერის უნარს, და რომ მათი ძალის საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალურ მაგნეტურ მზერაშია.
მაგრამ ასეთი მზერის მქონე ბედნიერები ძალზე ცოტანი არიან.
დანარჩენებს კი შეუძლიათ შეიძინონ ეს უნარი შესაბამისი ვარჯიშების გზით. ის, რაც ერთს დაბადებითვე დაჰყვა, მეორეს შეუძლია მიაღწიოს მტკიცე ნებისყოფისა და გულმოდგინე ვარჯიშის საშუალებით.
ბუნება არავის არ ჩაგრავს და გამონაკლისების გარდა ნიჭით ყველას დაახლოებით თანაბრად აჯილდოვებს. ყველა ადამიანში იმალება თითქმის ერთნაირი იდუმალი ძალები და განგების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობამ, ეთიკური პროგრესის მიზნით, დიდი გულმოდგინებისა და მოთმინების შემდეგ, ისარგებლოს ამ ძალით.
როგორც ახალბედა მაგიკოსისათვის, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს ამ სახელმძღვანელოს სხვა განყოფილებები, ასევე მათთვისაც, ვინც დაკმაყოფილდება პირველი განყოფილებით, რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს მაგნეტური მზერის განვითარებას.
ყოველ შემთხვევაში ეს ორივეს სჭირდება: მაგიკოსსაც და მასაც, ვინც ვარჯიშობს სხვაზე პირადი ზემოქმედების მოხდენის მიზნით, რადგან ამის გარეშე ისიი ვერ მიაღწევენ ვერავითარ წარმატებას.
ვაჭრის თუ ორატორის, აღმზრდელის თუ ჯარისკაცის, ყოველგვარი მოღვაწეობა, მიიღებს უდიდეს სარგებლობას მზერის ხელოვნებისაგან.
ბრბოც კი ემორჩილება კონცენტრირებულ ოდიურ მზერას და ქედს იხრის მისი ყოვლისშემძლე ზემოქმედების წინაშე. ამას მალე დააფასებს პედაგიგიც და ჯარისკაციც. ძალიან ბევრი ისტორიული მოღვაწე ფლობდა ამ მზერის უნარს. იურისტებისათვის განსაკუთრებით საჭიროა კონცენტრირებული მზერის უნარი. ამ მზერის ძალა საკმარისია იმისათვის, რომ მოურჯულებელი ბოროტმოქმედი მიიყვანოს გულრწფელ აღიარებამდე.
ყველგან, სადაც კი აღწევს ჭეშმარიტების ნათელი, მჟღავნდება ოდიური მზერის მნიშვნელობა. მაგნეტურ მზერას მოძრაობაში მოჰყავს ყველა საგანი. ეს მზერა განაპირობებს ნათელხილვასაც. იგი დიდ დახმარებას უწევს სამკურნალო-მაგნეტურ, უფრო სწორად კი ,,სამკურნალო ოდიურ’’ ძალას, რადგანაც აღნიშნულ შემთხვევაში თვალებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ოდიური მეთოდით მკურნალობისას.
მოწაფე ძალიან მალე გაიგებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ამ მზერას სხვადასხვა საშიშროების ჟამს. მზერის ხელოვნება მას შეუძლია იმდენად სრულყოს, რომ შეეძლება უკუაგდოს კიდეც ყველაფერი, რაც კი მის საზიანოდაა მომართული: იქნება ეს გარეული მხეცი თუ ბოროტი ადამიანი. ეს მაგიური ძალა ის ყოვლიშემძლე იარაღია, რომელსაც შეუძლია გააუვნებლოს ყოველგვარი სიავე.
მხოლოდ დასანანია, რომ ამ უნარის გამოყენება შეიძლება ავი მიზნებისთვისაც (შავი მაგია), ისევე როგორც სხვა ოკულტური თვისებებისა, რომელთა შეძენაც არ მოითხოვს უფრო მაღალ ეთიკურ განვითარებას. ე.წ. ,,ავი თვალი’’ წარმოადგენს ამ უნარის ბოროტად გამოყენების მაგალითს.
სხვადასხვა სახელმძღვანელოებში - უმეტესწილად კი ამერიკულში - თაღლითურად ნაქები ,,პირადი მაგნეტიზმი’’ არა არის რა, თუ არა კონცენტრირებული მზერა, დაკავშირებული აზრთა კონცენტრაციასთან. გამოთქმა ,,მაგნეტური მზერა, ოდიური მზერა, ცენტრალური ან კონცენტრირებული მზერა’’ უმრავლეს შემთხვევაში ერთიდაიგივეა. ზუსტი დასახელების ქვეშ - ,,მაგნეტური ან ოდიური მზერა’’ იგულისხმება ცენტრალური მზერისა და აზრთა აქტიური კონცენტრაციის შერწყმა.
ოდიური მზერა დაფუძნებულია უპირველეს ყოვლისა ცენტრალური მზერის უნარზე.
სარკეში ყურება გვაჩვენებს, როგორ არასწორად ვიხედებით. თუ კი მივაქცევთ ყურადღებას იმას, როგორ ვათვალიერებთ სარკეში, ჩვენს გამოსახულებას, მაშინ შევნიშნავთ, რომ მზერას მივმართავთ იმ განსაზღვრული ადგილისკენ, რისი დანახვაც გვსურს. თუ ვუყურებთ სარკეში საკუთარ თვალებს, მაშინ სახის ქვედა ნაწილს ბუნდოვნად და გაფანტულად ვხედავთ. როცა მზერას მივმართავთ საგნის შუაგულისკენ, გარკვევით და ნათლად უნდა გავარჩიოთ ყოველი წვრილმანი ამ საგანზე, თვალის მდგომარეობის მცირედი ცვლილების გარეშეც.
ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს სარკულ გამოსახულებას. თვალი თვალში გავუყაროთ საკუთარ გამოსახულებას და თვალის ყოველგვარი მოძრაობის გარეშე, თანდათანობით, გარკვევით გავარჩიოთ სახის დანარჩენი ნაწილები. სახის კონტურის ყოველ წერტილს ნელ-ნელა, ისე ნათლად და გარკვევით დავინახავთ, თითქოს თვალები მიმართული გვქონდეს ზუსტად იმ ადგილისაკენ.
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ მისი შესწავლა სწრაფად შეიძლება. საერთოდ, ძნელი კია თვალის ხამხამის შეკავება, მაგრამ ეს აუცილებლად საჭიროა. თვალები გამოასხივებენ ძლიერ ოდიურ ძალას. ეს ნაკადები, რომელთაც შეუძლიათ შესაბამისი ნებისყოფის მოკრების წყალობით, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ, გარშემომყოფებზე, გამუდმებით წყდებიან თვალების ზედმეტი მოძრაობისა და ხამხამის შედეგად, რის გამოც ამ ნაკადთა ძალა სუსტდება.
ძალის ამგვარი დაკარგვა შეიძლება მოხდეს არა მარტო თვალის კაკლების, არამედ ქუთუთოებისა და აგრეთვე ყველა კუნთის საშუალებითაც, რომლებიც თვალის გარშემოა.
თვალის ნერვიული და მოუსვენარი მოძრაობა თითქმის ყველასათვისაა დამახასიათებელი. ჩვენზე თითქოს ნაკლებადაა დამოკიდებული თვალის მოძრაობის რეგულირება. თვალის კაკლის თითქმის ყველა მოძრაობაზე ხამხამებს ქუთუთო და მისი ყველა კუნთი მოჰყავს მოუსვენარ მდგომარეობაში, რომელიც გადაეცემა ადამიანთა უმრავლესობის შუბლის კანსაც.
რა დიდებულია, რა ბევრს გვპირდება და რაოდენ საიმედოა ადამიანის მზერა, როცა ის მშვიდი და ნათელია. და რაოდენ ცვალებადი, არასაიმედო და არასასიამოვნო ხდება ის, ქუთუთოების გამუდმებული ხამხამის და მოძრაობის გამო, ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია გადავეჩვიოთ ამას.
ცენტრალური მზერა დამოკიდებულია თვალების მოძრაობის აბსოლუტურ დამორჩილებაზე.
ამგვარად, რომ ვმართოთ თვალის მოძრაობა და თვალის გარშემომყოფი კუნთები და ვიქონიოთ მაზე ზეგავლენა, საჭიროა შევასრულოთ შემდეგი სავარჯიშო:
თეთრ ქაღალდზე შემოვხაზოთ შავი ფანქრით დაახლოებით 50 კაპიკიანისოდენა წრე. შემდეგ გავზომოთ ჩვენი ტერფიდან თავამდე სიმაღლე მჯდომარე მდგომარეობაში. აღნიშნულ სიმაღლეზე დავამაგროთ ეს ქაღალდი კედელზე ან რაიმე სხვა საგანზე. დავჯდეთ ამ ქაღალდის პირდაპირ სწორად 2-3 მეტრის მოშორებით. ახლა მივმართოთ ჩვენი მზერა ამ წრეწირისაკენ იმგვარად, რომ ორივე თვალმა ერთნაირად დააფიქსიროს ეს შავი წრე.
აღწერილი სავარჯიშოს მიზანია არ დავუშვათ თვალის კაკლის და ქუთუთოების არანაირი მოძრაობა რაღაც განსაზღვრული დროის განმავლობაში.
პირდაპირ და უმოძრაოდ უნდა მივაპყროთ თვალი შავ წრე-ხაზს, თითქოს ვუმზერდეთ რაიმე სასწაულს ან იშვიათ ნივთს. ამ წრეხაზის გარდა ვერაფერს ვერ უნად ვხედავდეთ. ვისაც ამ სავარჯიშოს შესრულება უჭირს, შეუძლია მიმართოს შუბლის კანის მსუბუქ მოძრაობას. მხოლოდ ისე, რომ თვალის მდგომარეობა არ შეიცვალოს, ან არ დაახამხამოს ქუთუთოები.
ქუთუთოები და თვალის კაკლები აბსოლუტურად უმოძრაოდ უნდა იყოს. ასეთი ვარჯიშის შედეგად გამოწვეულმა ცრემლდენამაც კი, რომელიც დროთა განმავლობაში გაივლის, არ უნდა გამოიწვიოს არავითარი ცვლილება.
ამგვარად ვარჯიშობენ დაახლოებით 14 დღის განმავლობაში ყოველდღიურად. დროს მნიშვნელობა არა აქვს. მხოლოდ, ხელოვნური განათების შემთხვევაში ვარჯიშის ჩატარება არ შეიძლება, რადგანაც ეს იწვევს თვალის გადაღლას.
სავარჯიშოს ხანგრზლივობა პირველ დღეს - 3 წუთია, შემდეგ კი მეორე და მესამე დღეს, უმატებე თითო წუთს. 14 დღის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს სავარჯიშოს ცვლიან შემდეგნაირად: ქაღალდზე დახაზულ წრეს პირველად გადააადგილებენ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, დაახლოებით 1 – 1,5 მეტრის საწყისი მდებარეობიდან. მხოლოდ, ეს ხდება სიმაღლის შეუცვლელად.
მოვარჯიშე ზის იგივე მდგომარეობაში, ისე რომ მისი მზერა უსწორდება იმავე ადგილს, სადაც პირველად მდებარეობდა წრეწირი. შემდეგ მზერას ნელ-ნელა გადააადგილებს მანამდე, სანამ არ მოხვდება წრეწირს ისე, რომ ორივე თვალმა კარგად შეძლოს შავი წრის დაფიქსირება.
ამასთანავე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ თავი რჩება მიმართული იმავე მხარეს, სადაც პირველად მდებარეობდა წრეწირი. მხოლოდ თვალები დაახლოებით 40 გრადუსიანი კუთხით უყურებენ შავ წრეს.
ამ სავარჯიშოსათვის გამოდგება ზემოთმოყვანილი დროის განაწილება. ორივე სავარჯიშო შესრულებული უნდა იქნეს რიგრიგობით, მანამდე, სანამ მოწაფე არ შეძლევს სულ ცოტა 10 წუთის განმავლობაში მაინც, აბსოლუტურად უმოძრაოდ დააფიქსიროს ეს წრე.
შემდგომში, უკვე შეიძლება სავარჯიშოდ გამოვიყენოთ ყველა საგანი. დასვენების ყოველი წუთი შეიძლება გამოყენებული იქნეს იმიასთვის, რომ ნაჩვენები მეთოდით ვივარჯიშოთ რაიმე საგნის საშუალებით თვალების უმოძრაობაზე.
თუ ამ უნარს კარგად ავითვისებთ, უკვე შეგვეძლება გადავიდეთ ცენტრალურ მზერაზე.
ამ მიზნით, მარმარილოსავით უძრავად ჯდებიან სარკის წინ და საკუთარ გამოსახულებას უმზერენ. ცქერა აუცილებლად უნდა ხდებოდეს ორივე თვალით ერთდროულად, განსაკუთრებით ცხვრისი ფუძეზე.
პირველ დღეებში ამ სავარჯიშოს ჩატარებისას კარგი იქნებოდა ცხვირის ფუძის შუა ადგილზე დაგვესვა პატარა წერტილი მელნით ან ფერადი ფანქრით.
ამ წერტილს უნდა ვუყუროთ 3 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდგომ კი, მესამე და მეოთხე დღეს შეგვიძლია მივუმატოთ თითო წუთი (15 წუთამდე). ამასთანავე საჭიროა აბსოლუტურად უმოძრა მზერა ისე, რომ გარკვეული დროის შემდეგ შევძლოთ ძალზე ნათლად და გარკვევით დავინახოთ მთელი სახე და ყველაფერი, რაც კი სახის გარშემოა, მიუხედავად იმსია, რომ მზერა მიმართულია ცხვირის ფუძეზე დასმული პატარა წერტილისაკენ.
ამ წერტილს ნელ-ნელა ამცირებენ და ცვლიან საღებავის ფერს. მაგალითდ, ხასხასა ფერს ცვლიან უფრო ნათელი ფერით, რომელიც თითქმის არ გამოირჩევა სხეულის ფერისაგან. ვთქვათ ღია წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ან ცისფერი ფერებით.
გარკვეულწილად შეჩვევის შემდეგ, ცენტრალურ მზერაში ვარჯიშს იწყებენ უკვე აღნიშნული წერტილის გარეშე; მხოლოდ ისევ სარკული გამოსახულების ცხვირის ფუძეზე.
მოგვიანებით, ამ ვარჯიშის ცატარებისას,შეგვიძლია თავი დავანებოთ სარკულ გამოსახულებას და ვისარგებლოთ სხვადასხვა შემთხვევებით. მზერის ხელოვნებაში გასაწაფავად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ახლობლები, ასევე შინაური ცხოველებიც.
ამ მზერის ძალის ძლევამოსილებაში მოწაფე დარწმუნდება, თუ მას გამოცდის სულიერ არსებებზე.
ეს მზერა მას დიდ სამსახურს გაუწევს, განსაკუთრებით კიმაშინ, თუ სურვილი ექნება, რომ გარშემომყოფთ შთააგონოს რაიმე განსაზღვრული აზრი. მოწაფე თავის ნება-სურვილს ადვილად აისრულებს, თუკი დაიხმარებს ცენტრალურ მზერას.
ამ მზერის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ, როცა მოწაფე თვითონ ელაპარაკება ვინმეს. სხვისი საუბრის მოსმენისას კი, თავი უნდა შეიკავოს ცენტრალური მზერის გამოყენებისაგან, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსაუბრე თავს უხერხულად იგრძნობს და ვეღარ შეძლებს თავისი აზრის ნათლად გამოხატვას.
ცენტრალური მზერის საშუალებით ზემოქმედების გამოწვევის სურვლს, აუცილებლად თან უნდა ახლდეს ძალიან მკაფიო, ნათელი და მშვიდი მეტყველება. აჩქარებული, ნერვული და გაურკვეველი ლაპარაკი, ძლიერ ასუსტებს ცენტრალური მზერის ძალას.
ამიტომ, საჭიროა მივეჩვიოთ: ნათლად, მშვიდად და ზუსტად გამოვხატოთ ჩვენი აზრი.
თუკი ამ სავარჯიშოს შესრულებისას, პირველ ხანებში თვალები აგვეწვება და აგვიცრემლიანდება, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს სავარჯიშო რაიმეს ვნებს. პირიქით, თვალები ძლიერდება და უკვე შემდგომ სტადიაში, ეს ტანჯვა სრულიად გაივლის.
ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ამ ვარჯიშებთან ერთად, ყოველდღიურად გაგვეკეთებინა თვალის აბაზანები - დასაწყისში თბილი და შემდეგ უკვე ცივი წყლით.
ყოველდღიურად, დილა-საღამოს, წყლიან ჯამში ჩავყოთ სახე და ვეცალოთ ნელ-ნელა გავახილოთ თვალები ისე, რომ დავინახოთ ჭურჭლის ფსკერი.
თასი იმდენად ღრმა უნდა იყოს, რომ მთელი სახე წყალში მოთავსდეს და მშრალი დარჩეს მხოლოდ კეფა.
ამ ვარჯიშის ხანგრძლივობა დამოკიდებულია, წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავების ინდივიდუალურ შესაძლებლობაზე და ადვილია მისი ხანგრძლივობის ერთ წუთამდე მიყვანა.
ერთი ვარჯიშის განმავლობაში, სახის ჩაყოფა წყალში შეიძლება განმეორდეს 6-7_ჯერ.
ამ შემთხვევაში დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია უპირველეს ყოვლისა სუნთქვით ვარჯიშს, რადგან, თავისთავად ცხადია რომ სუნთქვის ხელოვნებაში გაწაფული ადამიანი ძალიან მოკლე ხანში შეძლებს მიიღოს თვალის აბაზანა .
სუსტი, გადაღლილი თვალებისათვის მე მიგითითებთ ყოველთვის დამხმარე, საოცრად უბრალო, ჩვენი წინაპრებისაგან დიდად დაფასებულ საშუალებას.
ამზადებენ ნახარშს მწიკვის ბალახისაგან - კორდისკბილა (,,Очанки“, Euphrasia officianalis).
ამ ნახარშს, ურევენ თვალის აბაზანისათვის გამზადებულ წყალში. შემდეგ კი იქცევიან ისე, როგორც ზემოთ არის მოყვანილი.
ამის გარდა, შეგვიძლია აღნიშნული ნაყენით ყოველდღიურად 2-3_ჯერ ამოვიბანოთ თვალები. საღამოს კი ამავე ნაყენით დავასველოთ პატარა ნაჭერი, დავიფინოთ თვალებზე და ავიკრათ სახვევით. ამგვარადმ თვალები გაგვიხდება ძალიან ნათელი და სუფთა, ხოლო მზერის ძალა კი - ძალიან ძლიერი.
ეს კორდისკბილა, რომელსაც ასეთი მრავლისმეტყველი სახელწოდება აქვს, ყვავილობს წვრილი ყვავილობით. მისი პოვნა შეიძლება ყველა მდელოზე. გლეხს მაინც და მაინც დიდად არ უხარია, როცა ამ ბალახს დიდი რაოდენობით ხედავს, რადგან ეს მცენარე სხვა საკვებ ბალახეულს დიდად ავიწროვებს.
მისი შეძენა გამომშრალი სახით, შეიძლბა ყოველ აფთიაქში, მაგრამ ყველაზე უკეთესი იქნება, თუკი ზაფხულში, კერძოდ აგვისტოში, თივთონ შევაგროვებთ და გამოვაშრობთ.
ასევე გირჩევთ, რომ ყოველი ვარჯიშის შემდეგ, ერთი წუთის განმავლობაში იყურეთ შორს ისე, რომ მზერამ გარკვევით ვერ დაიჭიროს ვერც ერთი საგანი, (ე.ი გაფანტულად). ეს შესანიშნავად ამაგრებს თვალებს და ამიტომ სასურველია, გაკეთდეს ყოველი ისეთი სამუშაოს შესრულების შემდეგ, რომლის დროსაც მზერის ორგანო ძალიან იძაბება. მაგ. ხანგრძლივი კითხვის ან წერის, კერვის ან ქსოვის, ქარგვის შემდეგ, რომელიც აძალზე ღლის თვალს.
მაგრამ ცენტრალური მზერის გამოყენების დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა. იმისათვის, რომ ჩვენი ყოვლისშემძლე ზემოქმედება არ შესუსტდეს, ის მთელი ძალით უნდა იქნეს მიმართული რაიმე საგნისკენ.
ამის მისაღწევად არსებობს ერთი შესანიშნავი სავარჯიშო:
მოვნახოთ ოთახი,რომელშიც კედელზე გაკრული იქნება საკმაოდ დიდი ზომის პორტრეტები.
შემდეგ დავჯდეთ მათ მოპირდაპირედ და ერთ-ერთ პორტრეტს, ერთი წუთის განმავლობაში ვუმზიროთ თვალმოუცილებლად ცენტრალური მზერით.
ამ სავარჯიშოს არსი მდგომარეობს სამზერი ობიექტის სწრაფ ცვლაში.
მას შემდეგ, რაც ერთი წუთის ხანგრძლივობით ვუყურებთ ერთ-ერთ გამოსახულებას, მთელი სიმტკიცით და ძალიან სწრაფადაც მზერა გადავიტანოთ სხვა პორტრეტზე ისე, რომ თვალი არ შეჩერდეს კედელზე ცამოკიდებულ რაიმესხვა საგანზე. ახლა ეს მეორე გამოსახულება ვაფიქსიროთ ერთი წუთის გამავლობაში და იგივე მეთოდით გადავიდეთ შემდეგზე და ა.შ.
მზერამ უნდა გადაინაცვლოს განივად და ჯვარედინად, ამასთანავე, ძალიან სწრაფადაც.
რაღა თქმა უნდა ვარჯიში არ უნად გაგრძელდეს გადაღლამდე. ვარჯიშის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10-15 წუთია.
ისევე, როგორც თვალის აბაზანები, სწრაფად წინსვლისათვის ეს სავარჯიშოც შეგვიძლია შევუთავსოთ სხვა სავარჯიშოებს.
ეხლა კი, ჩვენს წინაშე ისახება ამოცანა, შევითვისოთ სრულყოფილი ცენტრალური ან კონცენტირებული ოდიური მზერა.
ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სარკული გამოსახულების ცენტრალური (კონცენტრირებული) ფიქსირება. ამასთანავე, ჩვენი თვალებიდან უნდა გამოსჭვივოდეს კონცენტირებული აზრი და გრძნობა.
ჩვენთვის არავითარ სირთულეს აღარ წარმოადგენს ის, რომ მტკიცე და უმოძრაო მზერა ხანგრძლივად მივაპყროთ ერთ რაიმე პუნქტს.
ახლა კი უნდა შევისწავლოთ ის, თუ როგორ უნდა მივცეთ მტკიცე მზერას გამომხატველობა, რომელშიც ვეცდებით სხვადასხვა გრძნობის ჩადებას.
სიყვარული, სიკეთე, მხიარულება, სიძულვილი, მრისხანება, დარდი, ტანჯვა - ეს ყველაფერი უნდა გამოიხატოს მზერის საშუალებით და სარკულ გამოსახულებას გადაეცეს ოდიური გამოსხივება.
ამრიგად, აუცილებელია, დაძაბული აზრის კონცენტრაცია. მაგალითისათვის: წარმოვიდგინოთ, რომ სარკული გამოსახულება ნამდვილი ცოცხალი ადამიანია, რომელსაც კარგად ვიცნობთ და მისადმი გაგვაჩნია დიდი სიყვარული.
უნდა მივმართოთ ძლიერ თვითშეგნებას, რომ ჩვენს წინაშე არა საკუთარი სარკული გამოსახულეა, არამედ სხვა რეალური არსება, რომელსაც ვაფიქსირებთ ცენტრალური მზერით და ვცდილობთ ამ მზერის საშუალებით გადავცეთ მას ჩვენი კეთილი გრძNობები.
ან პირიქით: სარკეში ვხედავთ ჩვენს მტერს... წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა: ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩუმჩუმად მითხრის ძირს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა. ეხლა კი, ბოლოს და ბოლოს ჩემს ხელშია და უნდა დავსაჯო ჩემი მზერით, ჩვენ მას ვეუბნებით თვალებით, თუ როგორ ძლიერ გვეზიზღება და რა მკაცრად დავსჯით, მის მიერ ჩადენილი სიბოროტისა და სიავის გამო. და ა.შ. რაც უფრო მეტად შეგვიძლია ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე აზრის კონცენტრირება, მით უფრო ძლიერი იქნება გამოწვეული ზემოქმედება, რომელიც ადვილი შესამოწმებელია სარკულ გამოსახულებაზე.
არ უნდა მივმართოთ სახის კუნთების უსარგებლო მოძრაობას. სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ სახის ყველა კუნთი, რაც არ უნდა ძლიერი იყოს სულიერი მოძრაობა და რა არ უნდა ძლიერი იყოს ვნება, დარჩეს აბსოლუტურად მშვიდი და უმოძრაო. ეს ყველაფერი გადმოცემული უნდა იქნეს მხოლოდ თვალის გამომეტყველებით.
თუ მოწაფე ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ შეძლებს ამ ამოცანის სრულყოფილად შესრულებას, მაშნ თავისი მზერის ძალა, რომელიც დაკავშირებულია ნებისყოფის კონცენტრაციასთან, შეუძლია გამოსცადოს ცოცხალ არსებებზე. თავდაპირველად პატარა ცხოველებზე, ფრინველებზე, შემდეგ უფრო მოზრდილ ცხოველებზე და ა.შ.
როცა მოწაფე იგრძნობს, რომ ფლობს საკმაო ძალას, უკვე შეუძლია თავს ნება მისცეს, რათა თავისი მზერის ძალით შეეცადოს ავი ძაღლის დამშვიდებას.
ვინც ერთხელ მაინც იგემა ამგვარი ძლევამოსილება, შეუძლია თვითონვე შეიქმნას სხვადასხვაგვარი მდგომარეობა, შეიძლება საშიშიც კი, რომ უფრო მეტად შეძლოს განამტკიცოს და გააღრმავოს ეს უნარი.
ყველა მითითებას ზუსტად შეასრულებს თუ რაიმეს შეცვლის თავისი ინდივიდუალურობის შესაბამისად, ეს უკვე თვითონ მოწაფეზეა დამოკიდებული. გზები სხვადასხვაგვარი არსებობს. მიზანს კი მიაღწევს მხოლოდ ის, ვისაც გააჩნია მტკიცე და უდრეკი ნებისყოფა.
მოწაფეს შეუზლია თვითონვე შეადგინოს სხვადასხვაგვარი ვარჯიშები, რომლებიც მის ნატურას უფრო მეტად მიესადაგება.
იგი სავარჯიშოების არჩევანშ არ შეცდება, რადგან მიზანი კარგად არის ცნობილი, მიმართულებაც იცის და არ ეკრძალება იაროს საკუთარი გზებით, თუკი შეინარჩუნებს და შეასრულებს ძირითად სავარჯიშოებს, რომლებიც ამ სახელმძღვანელოშია მოყვანილი.
ბევრს შეიძლება ჰყავს კეთილი მეგობარი, ან მეუღლე, რომლებიც ასევე არიან დაინტერესებულნი თავისი ოკულტური ძალების განვითარებაში. ისინი სწრაფად მიეჩვევიან ერთმანეთის დახმარებას და ისეთ სავარჯიშოებს, როგორიცაა: ვარჯიშები სარკულ გამოსახულებასა და მაგნეტურ მზერაზე, მოგვიანებით ჩაატარებენ ერთად.
მათ შეუძლიათ ერთმანეთი გადააჩვიონ თვალის ხამხამს და სხვა მსგავს ჩვევებს შემდეგი ვარჯიშის ჩატარებით: ჯდებიან ერთმანეთის პირისპირ და უყურებენ ერთმანეთს თვალმოუცილებლად. თითოეული მხარის მიზანია, შეცვალოს მეორის მზერა. ერთ-ერთი მხარე ჰაერში ხელით ხაზავს სხვადასხვა ფიგურებს, ან უკრავს ტაშს. ასევე ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოუქნევენ ხელს, თვალებთან ძალიან ახლოს. ანდა ისეთ მოძრაობებს გააკეთებს, თითქოს სურს თვალში ატაკოს თითი და ა.შ. ეს უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს, სანამ მეოე მხარე არ შესძლებს თანაშემწის მოჩვენებითი მუქარის მიუხედავად, იყუროს აბსოლუტურად მშვიდად და თვალის დაუხამხამებლად.
15 წუთის შემდეგ როლები უნდა შეიცვალოს. ,,თავდამსხმელი“ იკავებს მოვარჯიშის ადგილს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ორივემ ერთნაირად შეძლოს ოკულტური უნარის განვითარება.
იმ სავარჯიშოსათვის, რომლის დროსაც საჭიროა შავ წრეწირზე 45 გრადუსიანი კუთხით მზერა, ზოგიერთები მოხერხებულად თვლიან მოსამზადებლად შემდეგი სავარჯიშოს ჩატარებას: ჯდებიან წრეწირის მოპირდაპირედ და აპყრობენ დაჟინებულ მზერას. შემდეგ სხეულის მდგომარეობის შეუცვლელად იწყებენ თავის მიბრუებას აქეთ-იქით.
ამ სავარჯიშოს მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ თავის მოძრაობის მიუხედავად, მხედველობის არიდან არ დაკარგოს შავი წრეწირი.
ზოგიერთი კი, გამოსახულების დასაფიქსირებელი სავარჯიშოს გასაადვილებლად, ამ სავარჯიშოს დაწყების წინ, დგება კედელთან და მზერა გადააქვს ერთი საგნიდან მეორეზე სწრაფად და უშუალოდ, მარჯვნივ და მარცხნივ, ზიგზაგურად და ჯვარედინად. მოწაფის მიზანი ამ სავარჯიშოს შესრულებისას ის არის, რომ მიეჩვიოს სრულიად ნათლად და მკაფიოდ მოაქციოს მზერაში ყოველი საგანი.
რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება, შეძლებისდაგვარად შეავსოს მოყვანილი სავარჯიშოები.
მთავარი ამოცანა კი მდგომარეობს შემდეგში: მოწაფემ უნდა შეძლოს, რომ მთელი ნებისყოფის სიძლიერე მოათავსოს თავის მზერაში.
მორცხვი, მორიდებული, თავისთავში დაეჭვებული, მშიშარა და მოუსვენარი ქმნილებანი უნდა იქცნენ შეგნებულ და ენერგიულ პიროვნებებად, რომლებიც წარმოქმნიან და გამოასხივებენ სულიერ ძალას. თავიანთი ყოვლისშემძლე მაგიური მზერით თვალს გადაავლებენ სამყაროს.

------

შემდეგი თემა: სურვილის ძლევამოსილება


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post May 10 2015, 10:18 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



6. სურვილის ძლევამოსილება


ეს ტერმინი შემოტანილ იქნა ამერიკელი ,,ნეოფსიქოლოგების’’ მიერ. მასში იგულისხმება კონცენტრირებული ნებისყოფის აქამდე შესწავლილ შესაძლებლობათა შერწყმა, რომელსაც ძალუძს თვით შეუძლებლისა და მიუღწევლის შესრულებაც კი.
ტერმინი ,,სურვილის ძლევამოსილება’’, გამომხატველობის უნარს არის მოკლებული და არაზუსტია.
ის, რაც ამგვარი ძალების ერთობლიობიდან გამომდინარეობს, წარმოადგენს არა სურვილს, არამედ გადამწყვეტ, მტკიცე ძალაუფლებას, რომელსაც აზრის კონცენტრაციისა და სუნთქვითი ვარჯიშების, ასევე უამრავ შემთხვევაში ოდიური მზერის ზემოქმედების წყალობით შეუძლია გადაიქცეს სიმძლავრედ, რომელიც ყველაფერს იმორჩილებს.
მხოლოდ, ამ ფაქტორების შერწყმა იმისთვის, რომ მიაღწიოთ განსაზღვრულ მიზანს არც თუ ისე იოლია. ამისათვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ვარჯიში.
დასაწყისში, სურვილი, რომელიც სავარჯიშოდ გამოდგება უნდა იყოს ძალიან მოკრძალებული და იმდენად ადვილად ასასრულებელი, რომ მის შესრულებაში ეჭვი ისედაც არ შეგვეპაროს.
თავიდანვე გადაჭარბებული სურვილის გამო, ადვილად შეიძლება ისე მოხდეს, რომ თავისთავად ცხადი პირველი მარცხი, რომელიც სურვილის არაზომიერებით არის გამოწვეული, იმდენად ძლიერი იქნება, რომ მოწაფის თავდაჯერებულობას საგრძნობლად შეარყევს.
ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში შეიძლება ადგილი ჰქონდეს წარუმატებლობასაც, მაგრამ მათი დაძლევა ადვილად შეიძლება, როცა ისინი მეორეხარისხოვან საქმეებს ეხება. შესრულებული სავარჯიშოების წყალობით ძალა გაიზრდება და მალე შესამჩნევი გახდება წარმატებაც; მასთან ერთად გაჩნდება ძლევამოსილების რწმენაც, რომელიც ქურუმების წოდების მიღების უფლებას იძლევა.
სწორედ ეს ძალა არიდებს ადამიანს მრავალგვარ შემთხვევითობას და ,,კარმით'' განსაზღვრულ მოქმედებათა სფეროს გარდა, აქცვს მას თავისი ბედის მბრძანებლად.
ამ მაგიის დახმარებით, მას შეუძლია გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა, წინააღმდეგობა გაუწიიოს ყველა ავადმყოფობას, რომლებითაც ჩვენი ,,კეთილი'' პლანეტა სტანჯავს და აწვალებს თავის პირმშოთ.
ამ ძალას შეუძლია განკურნოს ჩვენი ავადმყოფობანი. აღარ დასჭირდება, დაიმძიმოს თავისი ისედაც სუსტი სხეული ათასგვარი საწამლავის მიღებით. სურვილის ძალის სისტემატურ გამოყენებას ამ მიმართულებით შეუძლია ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე ისეთი გარემოება შეგვიქმნას, რომელიც ბედნიერებას და კეთილდღეობას მოგვიტანს.
ასეთი ადამიანი, სამსახურში მალე გახდება ძლზე სასარგებლო პიროვნება, რომელიც ხელმძღვანელისაგან მიიღებს წარჩინებას და ისარგებლებს დიდი ნდობით. იგი მიიღებს ისეთ დავალებას, რომლის შესრულებაც მოუტანს პატივისცემას, ჩინს, კარგ მატერიალურ მდგომარეობას და შედარებით მაღალ თანამდებობას. დამოუკიდებელი მეწარმე, ვაჭარი, მხატვარი თუ მეცნიერი, იგრძნობს, რომ მთელი მათი სამუშაო, ძალიან მოკლე ხანში იქნება შერულებული; ისინი შეძლებენ მიიპყრონ ფართო საზოგადოების ყურადღება. თავისთავში დაეჭვება და სულმოკლეობა შეიცვლება ენერგიითა და კეთილდღეობით.
მაგრამ ეს ძალა გაცილებით უფრო ყოვლისშემძლე მოკავშირეა იმათთვის, რომელთა მისწრაფებანიც მიმართულია გაცილებით მაღალი ზნეობრივი განვითარებისაკენ. სხეულისა და სულის ნაკლსა და ვნებებთან ბრძოლა ასეთი ადამიანისათვის გაცილებით იოლია და სწრაფად მიიყვანს მას წარმატებასთან.
ამ ძალასთან კავშირში ყოველგვარი რეციდივი უმნიშვნელო იქნება და ძლევამოსილი სვლა ჭეშმარიტი სათნობიების გზაზე მოგვგვრის სულიერ სიამესა და ნათელ ბედნიერების გრძნობით აგვავსებს.
დიასახლისს, მეუღლეს და მზრუნველ დედას, რაოდენ დიდ სარგებლობას მოუტანდა ძლევამოსილი სურვილის გამოყენება. მათ შეეძლოთ, მისი წყალობით გარშემომყოფთა ჯანმრთელობისა და სხეულის განვითარებაზე კეთილი ზემოქმედება მოხდინათ. რაოდენ ადვილად შეეძლოთ გაწაფული ნებისყოფის წყალობით, საცხოვრებლიდან – მათი პატარა სამყაროდან, განედევნათ გულგატეხილობა და შეუთანხმებლობა, აევსოთ სახლი მზის ნათელით, სიმხიარულითა და ბედნიერებით. ანდა, რა იოლი იქნებოდა, მისი წყალობით თავი დაეცვათ, ფუჭი აზრების, სურვილებისა და საქციელისაგან!
მაგრამ უმაღლეს ბედნიერებას მიაღწევს დედა, თუ მან განივითარა სურვილის ძლევამოსილება და შეუძლია მისი სწორად გამოყენება მაშინვე, როგორც კი იგრძნობს ფეხმძიმობას. ბედნიერება მისთვისაც და მასში ჩასახული სიცოცხლისთვისაც მალე გახდება საგრძნობი. მას შესაძლებლობა ექნება დაბადებამდე იზრუნოს თავისი ბავშვის ბედნიერებაზე.
სურვილის ძლევამოსილება უფრო უმაღლეს ბედნიერებას გვაზიარებს. მისთვის დამახასიათებელია საოცარი მაგიური თვისებები. სურვილის ძლევამოსილება არავითარ შედეგს არ მოგვცემს თუ მოვინდომებთ მის ბოროტად გამოყენებას რაიმე ეგოისტური მიზნისათვის, ანდა თუ მისი ზემოქმედების გამოყენებას განვიზრახავთ იმისათვის, რომ ზიანი მოუტანოთ ჩვენს ახლობლებს.
ვერც ერთი წუწურაქი და ავკაცი ვერ მიაღწევს თავის მიზანს სურვილის ძლევამოსილების გამოყენებით.
სურვილი, რომლისთვისაც ეს ძლევამოსილება იწყებს თავის მოქმედებას, უნდა ემყარებოდეს ეთიკურ საფუძველს, თუნდაც ემსახურებოდეს მოკრძალებულ მატერიალურ ინტერესებს.
გამდიდრების სურვილი უშედეგოდ ჩაივლის, მხოლოდ, მოკრძალებული კეთილდღეობისა და არსებობის უზრუნველყოფისათვის სწრაფვის შესრულება, რა თქმა უნდა შესაძლებელია.
სურვილი იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს საყვარელი არსებისაგან ჩვენს წმინდა, თავდადებულ სიყვარულზე მივიღოთ პასუხი, ალბათ ასრულდება. მხოლოდ, ძალიან შეცდება ის, ვინც იფიქრებს, რომ ამ ძალის დახმარებით მიიღებს მახლობლების პატიოცნებასა და სიცოცხლეს, ბედნიერებას, შეუძლია ჩათვალოს, რომ მოელის სრული წარუმატებლობა. ის დაიტანჯება მისივე საძაგელი სურვილებისა და იმედებისაგან არეკლილი მაგიური სხივებით.
ბევრმა უძველესმა მისტიკოსმა გამოსცადა ეს ფაქტები თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ამაზე უფრო კარგი ანდაზა სურვილის ძლევამოსილებაზე გამოთქმული ალბათ არ არსებობს: ,,ვინც ორმოს სხვისთვის თხრის, მასში თვითონ ჩავარდება!''.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არის შემთხვევები, როცა სურვილი, მისი სიწმინდის მიუხედავად, სავარჯიშოს ყველაზე ზუსტი შესრულების დროსაც კი არ სრულდება.
ამ შემთხვევაში საჭიროა დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ეს არის ,,კარმის'' ზემოქმედება. ადამიანის ცხოვრებაში, განსაზღვრული ბედისწერა უცვლელი რჩება და მისი შეცვლა ქვეყანაზე არავითარ ძალას არ ძალუძს. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ თვითონ იმ ადამიანს, ვინც მაღალზნეობრივი მისწრაფებების წყალობით თავისი ბედის განმგებელი ხდება. ადამიანი თავის ბედნიერებას მხოლოდ მაშინ განაგებს, თუ მას შეუძლია აღზარდოს პირველ რიგში საკუთარი თავი და ყოვლისდამმორჩიებელი ძლიერებისა და რკინისებური ნებისყოფის საშუალებით საკუთარი სულიდან განდევნოს ყოველგვარი ნაკლი და ბოროტი.
ამგვარად, რომ ვისწავლოთ სურვილის ძლევამოსილების სწორად გამოყენება, აუცილებელია მივმართოთ შემდეგ ვარჯიშს.
იღებენ რაიმე, პიუპიტრის მაგვარს საკითხავად, ან თვითონ ამზადებენ მას გამარტივებული მეთოდით. ამისათვის ხის ფირფიტას, მიახლოებით 25 ან 30 სანტიმეტრის სიგრძით, უკანა მხრიდან ახრახნიან პატარა დაფას, საყრდენად. ეს უბრალოდ მოწყობილობა დიდ მატერიალურ დანახარჯს არ საჭიროებს და თავის მიზანს კი შესანიშნავად ემსახურება.
წინა მხარეს ჭიკარტებით ამაგრებენ ფურცელს, რომელზეც მსხვილი ასოებით, გარკვევით წერია რაიმე სურვილი. მაგალითად: ,,მე მსურს, ჩემი საძაგელი განწყობა ჩავახშო. დაწყებული დღევანდელი დღიდან, მე მსურს ვიყო და ყოველთვის დავრჩე უბედურების დროსაც კი – მხიარული. მე მსურს მაშინვე ენერგიულად გადავლახო ყოველგვარი დისჰარმონია და არ მივცე მას გაზრდის საშუალება. მე მტკიცედ გადავწყვიტე რომ ამიერიდან ვიყო ჰარმონიული;'' ანდა ,,მე მსურს, რომ ჩემი სულიერი შესაძლებლობები გახდეს რაც შეიძლება საიმედო და ძლევამოსილი. მე მინდა ვფლობდე სწრაფ და ზუსტ აზროვნებას და შესანიშნავ, უზადო მეხსიერებას, ჩემი გონებრივი უხალისობა და სიზარმაცე უნდა გაქრეს, ხოლო სულიერი თვისებები განვითარდეს და დაიწყოს ფუნქციონირება საუკეთესო სახით..''. თავდაპირველად უნდა ამოვირჩიოთ მხოლო და მხოლოდ სულიერი ხასიათის სურვილები, რადგან სურვილისთვის, რომელიც ეხება მატერიალურ ინტერესებს, საჭიროა მეტად განვითარებული ძალა და ნაწრთობი ნებისყოფა.
ყოველდღიურად, განსაზღვრულ დროს, განმარტოვდებიან თავის ოთახში. იზრუნებენ ჰაერის სისუფთავეზე ვარჯიშის პერიოდში. შემდეგ იხდიან ზედა ჩასაცმელს, რომ არ იყვნენ არაფრით შეზღუდულნი.
ზამთარში ოთახი უნდა იყოს გამთბარი, თუმცა სუფთა ჰაერზე ზრუნვა ამ დროსაც საჭიროა.
ზედა ჩასაცმელის გახდის შემდეგ, აუცილებლად მაშინვე უნდა შემოვიხვიოთ თბილი მოსასხამი ან შალი, რომ არ გავციცდეთ და თანაც ვიყოთ თავისუფლად.
შემდეგ წვებიან სოფაზე ან საწოლზე. მოწაფე წვება ისე, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს მისი მზერა მიმართული იყოს ნაწერზე. შეიძლება ზურგზე დაწოლა, მხოლოდ თავი ოდნავ უნდა იყოს მიბრუნებული პიუპიტრისაკენ, რომელიც გვერდით მდგომ მაგიდაზეა მოთავსებული. თუ საჭიროა, პიუპიტრს აბრუნებენ ისე, რომ თავის მობრუნება საჭირო იყოს მხოლოდ უმნიშვნელოდ და ამისათვის არ დაიჭიმოს არცერთი კუნთი.
ეხლა აუცილებელია, ცნობილი მეთოდით სრულიად მოდუნდეს ყველა კუნთი. შემდგომ, აზრები უჩვეულო ძალით და სრული კონცენტრაციით უნდა მივმართოთ ჩვენი სურვილისაკენ. ამ დროს თვალმოუწყვეტლივ, ვუყურებთ ნაწერს. ამასთან ასევე, ერთდროულად უნდა სრულდებოდს სუნთქვითი ვარჯიში, ისე რომ მთელი სურვილი ზემოთ აღწერილი კონცენტრაციის მეთოდით გაფიქრებული იქნეს ერთჯერ ჩასუნთქვის, პაუზისა და ამოსუნთქვის პერიოდში.
ამ ვარჯიშს ჩვენ თავდაპირველად ვატარებთ 6-8_ჯერ ერთმანეთის მიყოლებით და ნელნელა ვზრდით (უკვე ერთი დღის შემდეგ) ცდების რაოდენობას 15_მდე.
თუ უკვე შეძლებენ ყოველგვარი შესვენების გარეშე ამ სავრჯიშოს ჩატარებას, მაშინ შეიძლება აღნიშული სავარჯიშო ჩატარდეს უკვე ფეხზე მდგომ მდგომარეობაში – მაგიდასთან. ამის გარდა სავარჯიშოში არ შეგვაქვს არავითარი ცვლილება, რადგან შესაძლებელია მშვიდ მდგომარეობაშიც დგომისას კუნთების მოდუნების მიღწევა.
პიუპიტრი, რა თქმა უნდა, უფრო მაღლა უნდა იქნას დადგმული, მაგალითად: დავდოთ რამოდენიმე ერთიმეორეზე დაწყობილ წიგნზე, იმისათვის, რომ არ გახდეს საჭირო თავის დახრა და შესაძლებელი იყოს თვალების გაუჭირვებლად მიმართვა წარწერისაკენ.
თუ რამოდენიმე ხნის შემდეგ ამ სავარჯიშოსაც კარგად აითვისებთ, მაშინ საბოლოოდ ტოვებთ პიუპიტრს და წარწერას და სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებისას კონცენტრაციას აკეთებთ იმ სურვილზე, რისი შესრულებაც გსურთ.
ამ მეთოდით ვარჯიშობს ის პირი, რომელმაც გამოიმუშავა ჩვევა იმისათვის, რომ მოიყვანოს ქმედებაში სურვილის ძლევამოსილება.
წინა სავარჯიშოების გზით, მოწაფემ გამოიმუშავა ის თვისებები, რომელთა საშუალებითაც ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს გარეგანი სამყაროსა და გრძნობის ორგანოების ზემოქმედებას. ამიტომ მას შეუძლია გამოიყენოს სურვილის ძლევამოსილება ყოველგვარ მდგომარეობაში, ყველანაირ დროს.
მაგრამ ამ ცდების შემდეგ შეუძლებელია შესამჩნევი გახდეს უცბად. ეს ცდები წარმატებით იშვიათად დაგვირგვინდება მალე. უმეტეს შემთხვევაში საჭიროა სავარჯიშოს მრავალჯერადი გამეორება სურვილის ასრულებამდე. იმისათვის, რომ აღვძრათ სურვილის ძლევამოსილება უნდა განვმარტოვდეთ წყნარ ოთახში.
თუ ჩვენ გვაღელვებს რაიმე სურვილი და გვსურს განსაკუთრებული გულისყური დავუთმოთ მის შესრულებას, მაშინ ვიკავებთ წოლით მდგომარეობას იმისათვის, რომ გამოვიწვიოთ კუნთების სრული მოდუნება, რის შემდეგაც კონცენტრაცია უფრო ინტენციური გახდება.
მოწაფის მთავარი ამოცანა: თუ მას სურს შეძენილი შემეცნებიდან მიიღოს ნამდვილი სარგებელი, სურვილის ძალა უნდა გამოიყენოს თავისი ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად, ასევე თავისი სხეულის განსაწმენდად.
ამბობენ, რომ ,,ჯანმრთელ სხეულში - ჯანმრთელი სულია''. ვისაც სურს ამ ანდაზის ჭეშმარიტ აზრს ჩასწვდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს ისე, თითქოს ყველა, გარეგნულად ჯანმრთელ, ღონიერ ადამიანში არსებობს მშვენიერი და ამაღლებული სული.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. მაშინ, ასეთ შემთხვევაში გამართლდებოდნენ მკვლელები, რომელთაც შესანიშნავი ჯანმრთელობა გააჩნიათ. აქედან ნათელია, რომ ჭეშმარიტად ჯანმრთელი სხეული არ უნდა იყოს მოწამლული უხეში სურვილებითა და ვნებებით. უკანასკნელნი, უმრავლეს შემთხვევაში ავადმყოფი სხეულის პროდუქტციაა, რომელიც გარეგნულად ჯანმრთელი და ძლიერი ჩანს, იმ ვაშლივით, რომელიც შიგნიდან დამპალია და გარედან კი წითელი გვერდები აქვს.
თუ ჩვენ, სურვილის ძლევამოსილების საშუალებით, მოვიწესრიგეთ სხეულის ფუნქციები, მალე შევნიშნავთ სასიკეთო ენერგიის მოზღვავებას და ჩვენი ჯანმრთელი სხეული ნელ-ნელა გახდება ჯანმრთელი სულის მატარებელი. ეს – განსაკუთებით საჭიროა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ამაღლდეს თანაშემწის წოდებამდე ან ქურუმამდე.
ამგვარად, დილიდან საღამომდე აუცილებელია სურვილის ძლევამოსილება, რათა მისი შემწეობით მოხდეს სხეულის სრული გამოჯანმრთელება.
ჩვენი აზრების მსვლელობა კონცენტრაციისას შემდეგნაირი უნდა იყოს: ,,ახლა მე მსურს ვიყო სრულიად ჯანმრთელი, ძლიერი და ღონიერი. ჩემი სხეულის ყველა ორგანო დაიწყებს ფუნქციონირებას ზუსტად და სწორედ. ყველაფერი მავნე და არასაჭირო გამოიყოფა და მის ნაცვლად ადგილს დაიკავებს ჯანმრთელი სისხლის მიმოქცევა. ყოველგვარი ავადმყოფობა და ტანჯვა სრულიად ქრება, მიბრუნდება ახალგაზრდობა და სინორჩე. ჩემი სული ხდება წმინდა და ჰარმონიული''.. და ა.შ. ვისაც რაიმე ავადმყოფობა სჭირს, რა თქმა უნდა აზრთა მსვლელობა უნდა მიმართოს მისი განდევნისაკენ.
ამ აზრებითა და სუნთქვითი ვარჯიშის შედეგად გამოწვეული ჟანგბადის რაციონალური მოზღვავება, სხეულს საშუალებას აძლევს უხვად მიიღოს ძალა და ჯანმრთელობა. მკერდი ამოწეული ხდება, კუნთები მაგრდებიან და მალე სახეზე აირეკლება გაფურჩქნული ჯანმრთელობის ათინათი.
რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ დასაწყისში შესაძლებელია თითქოსდა საწინააღმდეგო სიმპტომების წარმოქმნა. მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხნით. სხეული, რომელიც გამოყვანილია საშიში მდგომარეობიდან, ყოველდღიური ვარჯიშის წყალობით მიელტვის ძალასა და ჯანმრთელობას სხვადასხვაგვარი სახით: იწყებს ხან ძლიერი ოფლიანობით, ხან მსუბუქი სისუსტით და სხვა განმწმენდი ავადმყოფობის საშუალებით, დაგროვილი მავნე ნივთიერებების მოცილებას.
სურვილის ძლევამოსილების მეშვეობით, უფრო ინტენსიურ მოქმედებას იწყებს სასიცოცხლო ენერგია. ყოელდღიური ვარჯიშების შემწეობით ის უნდა მივიდეს დასახულ მიზანთან და ასეთ შემთხვევაში სასიცოცლო ენერგია მაშინვე იწყებს ყველაფრის ჩამოცილებას, რაც კი წინ ეღობება სხეულის ჯანმრთელობას, სხეულის ბუნებრივ ძლიერებასა და სინორჩეს.
ავადმყოფი სხეულის სუსტი სიცოცხლისუნარიანობა, გამოღვიძებული სურვილის ძლევამოსილების საშუალებით, ემსგავსება ძლიერ პატრონს, რომელიც ყოველგვარი მორიდების გარეშე განდევნის ამ სხეულში გამრავლებულ დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებსაც მასპიძელი (სხეული) ნაადრევი სიბერისათვის მსხვერპლად შეუწირავთ. თუ სხეული განწმენდილია, მაშინ ის ჯანმრთელია და ასეთ შემთხვევაში ჩატარებულ ვარჯიშებს დიდი სარგებლობა მოაქვთ, რაც გამოიხატება ძალის მოზღვავებაში, სიხალისეში და შრომისადმი სწრაფვაში. ამ დროს იზრდება საკუთარი ძალისადმი რწმენა; ვხდებით შეგნებულნი და თავისუფალნი. და რაც მთავარია უკვე ვართ ადამიანთა საზოგადოების სასარგებლო წევრები.
მოწაფე, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს გახდეს თანაშემწე, სხვა ოკულტური თვისებების შეძენის შესამსუბუქებლად, ყოველდღე აუცილებლად უნდა იყენებდეს სურვილის ძლევამოსილებას.
ამისათვის ყველაზე საუკეთესო დროა რიჟრაჟი დილა; მაშინვე, როგორც ადგება საწოლიდან, მოწაფეს შეუძლია კონცენტრაცია აწარმოოს აზრთა შემდეგი თანამიმდევრობით: ,,მე მსურს, რომ ვარჯიში, რომელიც მიმართულია ოკულტური ძალების და თვისებების შეძენაზე, დაგვირგვინდეს წარმატებით, რაც შეიძლება ჩქარა. ჩემი ასტრალური ძალები უნდა გამოვლინდეს და განვითარდეს სწრაფად. მე შევძლებ უფრო და უფრო ჩავღრმავდე კონცენტრაციის დროს და მივიღო უფრო ნათელი და მშვიდი პასიური მდგომარეობა. შეძენილი თვისებები გახდება ჩემი საკუთრება დიდი ხნის განმავლობაში და მომიტანენ ლოცვა-კურთხევას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩემს ბედნიერ სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობას''.
ეს სავარჯიშო ოდნავ შეცვლილი შინაარსით, ყოველდღე უნდა იქნეს განმეორებული, მათ მიერაც კი, ვინც უფრო შორს აღარ აპირებს წასვლას და დაჯერდება პირველ განყოფილებაში შეძენილს, თუკი სურს, რომ ეს შეძენილი თვისებები ცოტათი მაინც განამტკიცოს.
მთავარ წესად მიღებული უნდა იქნას ის, რომ ყველა სავარჯიშო, თუნდაც ისინი იყვნენ ძნელი და არასასიამოვნო, შესრულებული უნდა იქნას უფრო ხალისიანად და ყოველგვარი ზიზღის გარეშე. დასახული მიზნის მიღწევის ურყევი რწმენა უნდა ავსებდეს მოწაფის სულს, რადგან ეჭვი და უხალისობა ილუზიურს ხდის ყოველგვარ ძალდატანებას.
ასევე აუცილებელია მკაცრად გავასაიდუმლოთ ჩვენი მეცადინეობები, რაც ხელს უწყობს წარმატებას.
მოწაფე თავის ახლობლებს, რომელთაგანაც, რა თქმა უნდა, ვერ დაფარავს ოკულტური თვისების განვითარებას და სწრაფვას, რადგან დროდადრო მათი დახმარება სჭირდება, სთხოვს, რომ ამის შესახებ არავის არაფერი უთხრან.
პირველი განყოფილების ვარჯიშები, რომლის დასასრულსაც მივაღწიეთ, უმთავრესად მიმართულია სულისა და სხეულის სწორი ურთიერთზემოქმედების დასამყარებლად. ამას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხეული ემორჩილება სულს. ეს სავარჯიშოები არავითარ შემთხვევაში არ არის მომქანცველი, არ არის ასევ უაზრო, თანაც კარგადაა მოფიქრებული და გამოცდილი.
მათ იმდენად ცოტა დრო სჭირდებათ, რომ სამსახურებრივ საქმეებში ყელამდე ჩაფლული ადამიანიც კი შეძლებს მათ შესრულებას. ეს სავარჯიშოები არ არის დამოკიდებული არც სქესსა და არც ასაკზე.
ქალებს შეუძლიათ ისეთივე სარგებლობა მიიღონ მათგან, როგორც მამაკაცებმა. ახალგაზდა ბიჭისა თუ გოგონას ასაკი ერთნაირად კარგია ოკულტური ძალების განვითარებისათვის, ასევე, როგორც ხანშიშესულთა ასაკი.
ყოველგვარ ასაკშია შესაძლებელი გულმოდგინე და დაჟინებული ვარჯიშის საშუალებით კეთილსასურველი შედეგების მიღწევა.
ზოგიერთი სუნთქვის ვარჯიშები და აზრთა კონცენტრაცია, ისევე როგორც მაგნეტური მზერა, შესაძლებელია ჩატარდეს ბავშვების მიერაც. ამასთან, სრულიად წარმატებით, რაც შემდგომი აღზრდისათვისაც გააადვილებს საქმეს.
მოწაფე ძალიან მალე, უკვე პირველი ვარჯიშის შემდეგ, ხშირად იგემებს ძალის ნათლად შეგრძნებას და თავისი თავის რწმენას, ცნობილ თვითიმედსა და მაღალ გადაწყვეტილებას. ეს განმათავისუფლებელი გრძნობები ნელ-ნელა გაიზრდება მანამდე, სანამ მოწაფე სურვილის ძლევამოსილების საშუალებით არ გადალახავს სიღატაკეს, დარდს, უსასრულობას, რომელსაც ქმნის საკუთარი თავის ძალიან დაბალი შეფასება და ბოლოს და ბოლოს საკუთარი ჯანმრთელობა.
მოწაფე მხოლოდ მაშინ გაიგებს, რა უგუნურებაა უსარგებლოდ კარგო შენი აზრები, რადგან ამის გამო კარგავს ბევრ ძალას. ხოლო პირიქით კონცენტრაცია – მოკრება, ძალის დაგროვებაა.
ის მაშინ გაიგებს, რომ აზრი – ეს სიცოცხლისუნარიანი, რეალური საგანია, რომელიც დაბადებისთანავე იცვლის საფარს და უხმაუროდ და უჩინრად ქმნის და აშენებს.
მაშინ მოწაფისათვის ნათელი გახდება, რომ მისი გონებრივი სამყაროს გამოსხივებათა ანარეკლებს, მათი თვისებების შესაბამისად შეუძლიათ შექმნან როგორც უბედური, ისე ბედნიერი განწყობა და მდგომარეობა, ამასთან ერთად ნაწილობრივ იმოქმედებენ მის ბედზე. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ძალიან ცოტასთვის არის ცნობილი.
შემდეგი განყოფილების პირველ თავშიც ამაზე გვექნება საუბარი.
თავისუფალი დრო, რომელიც მოწაფის განკარგულებაშია, შეიძლება დაეთმოს მოვარჯიშეთა რამოდენიმე ჯგუფის შექმნას ისე, რომ შესაძლებელი იყოს აზრის კონცენტრაციაზე ვარჯიშთან ერთად ჩატარდეს ასევე სუნთქვითი ვარჯიშები ან ვარჯიშები მაგნეტურ მზერაში.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ერთი ჯგუფის გამო შევიწროვდეს სხვა ჯგუფი. ყველა ჯგუფში მოწაფეები უნდა ისწრაფოდნენ მიზნისაკენ, რომელიც მდგომარეობს საკუთარი თავის მორჩილებასა და შეძენილი თვისებების სწორად გამოყენებაში.
მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ სურვილის ძლევამოსილების ვარჯიშების შესრულებაზე გადასვლა.
ამ განყოფილების ბოლოს მოწაფემ უნდა გაამახვილოს ყურადღება კიდევ ერთხელ იმაზე, რომ კეთილსინდისიერად გამოიყენოს მის მიერ პირველ განყოფილებაში განვითარებული ოკულტური თვისებები, თუკი იდუმალად, სულის სიღრმეში არ მიიზიდავს სურვილი, დაეუფლოს თანაშემწის ცოდნას.
ამ უკანასკნელის მისაღწევად, რაღა თქმა უნდა, საჭიროა დაჟინებული მუშაობა საკუთარ თავზე, რათა გადავიქცეთ სრულიად ადამიანად.
შეძენილი სიძლიერის შეგნებასთან ერთად, რომელსაც მოწაფე მიიღებს მეორე განყოფილების სავარჯიშოების წყალობით, უნდა იფიქროს ჭეშმარიტ ზნეობრივ ამაღლებაზე, აქამდე განუცდელ სანეტარო გრძნობაზე, რომელთა მიღწევა მხოლოდ ჭეშმარიტი სათნოებით შეიძლება და არა საზიზღარი სიმდიდრით.
ვისაც ვერ გადაუწყვეტია მიწიერი ცხოვრება ნაწილობრივ მაინც უარყოს, რასაც მოითხოვს გაცილებით მაღალი საფეხურის სავარჯიშოები, უნდა იყოს ღირსეული მატარებელი მის მიერ შეძენილი მაგიური ძალებისა და შეინარჩუნოს ისინი უზადო ზნეობრივი ცხოვრების საშუალებით.

--------


პირველი განყოფილების დასასრული.


Go to the top of the page
 
+Quote Post
ledzeppelin
post May 13 2015, 06:25 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 13-May 15
Member No.: 7,408

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი მადლობა ასეთი კეთილშობიერებისთვის რომ ჩვენც გვიზიარებთ ამ მიუწვდომელი წიგნის ჩანაწერებს.დიდად გამაბედნიერებთ თუ გააგრძელებთ დადებას ან თუ მომცემდით საშვალებას ქსერო ასლი რომ გავაკეეთო ამ წიგნის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qadosh
post Jun 22 2016, 06:36 PM
Post #19


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 28-November 11
Member No.: 6,632

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხნო ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება!!!..

მოკლედ ვისაც კარლ ბრანდლერ პრახტის წიგნი "ოკულტიზმი" გაქვთ(მე მქონდა და დამიკარგეს) მანდ მეორე ნაწილში უნდა იყოს მეათე თავი რომელსაც დაახლოებით ჰქვია ასე: "მონოიდეიზმი და წინასწარგამოწვეული გრძნეული სიხმრები" ხოდა აკრეფაზე რათქმაუნდა ვერც და არც გაწვალებთ და ვისაც სკანერი გაქვთ ან თუარადა ტელეფონით მთლიან მაგ თავს(რამოდენიმე გვერდი იქნება დაახლოებით) ნორმალური სურათები რომ გადაუღოთ ერთი იმდენი რომ იკითხებოდეს და რამენაირად რომ მომაწოდოთ არ შეგიძლიათ?

ძალიან მჭირდება თორემ არ შეგაწუხებდით ასე ნამდვილად..


--------------------
דע, כי טרם שנאצלו הנאצלים ונבראו הנבראים,
היה אור עליון פשוט ממלא את כל המציאות.
ולא היה שום מקום פנוי בבחינת אויר ריקני וחלל,
אלא הכל היה מלא אור האין סוף הפשוט ההוא.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Janiashvili
post Nov 28 2016, 11:56 AM
Post #20


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 28-November 16
Member No.: 7,577

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='Lacrimosa' date='Jul 12 2013, 10:30 PM' post='101803']
[Raime gverditi movlenebi axasiatebs?me gamis smenashi vmushaob da dzalian ucnaurad chaiara mtelma gamem.gatishvebi mqonda or sam wamianebi tundac fexze vmdgariyavi.da titqos sizmarshi iyai mteli ame..es amasukavshirdeba ramit?diilit ki titqos tavshi ragac chamartyes gavitishe,ar wavqceulvar da muxlebshi sisuste vigrdzeni.panikashi var
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:39 PM