Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ ექსპერიმენტი, ვინ იქნება თანახმა???

Posted by: anima mundi Sep 29 2012, 12:41 PM

ჩატარდა ასეთი ექსპერიმენტი, რამდენიმე ოთახში სკამებზე იყვნენ მიბმული სტუდენტები, თვალებახვეული და სრულ სიბნელესა და სიჩუმეში. რამდენი დღის შემდეგ აკვირდებოდბნენ და ამ სტუდენტებს განუვირთადათ, ყნოსვა, სმენა და ყველა შეგრძნება.ბოლო უკვე შინაგანი ხედვა იმ დონემდე განუვითარდათ რომ მეორე ოთახში ხედავდნენ სხვა დაბმულ სტუდენტს და ზუსტად ასახელებდნენ საპნის ფერს და აღწერდნენ სუნს რომელიც შეჰქონდათ..

რაღაც მსგავსი, ერთდღიანი ექსპერიმენტი არ გინდათ? მედიტაციაა და ალბათ შიშებთან შებრძოლებაც.. აბა ვინ იქნება თამამი? l_sunny.gif

Posted by: tikoroma Sep 29 2012, 02:15 PM

ერთი დღე ვისვენებ კვირაში და ისიც უნდა დამაბათ? wacko.gif

Posted by: stalker Sep 29 2012, 02:52 PM

მომსწონს ეს ექსპერიმენტი, მე თანახმავარ ...

Posted by: tikoroma Sep 29 2012, 03:00 PM

ეგზისტენსიც დააბით. ოშოსთან წავიკითხე რომ ეგ ეგრეა smile.gif


Posted by: marissa Sep 29 2012, 04:51 PM

საინტერესოა და ესე თვალებახვეულები რამდენი საათი იყვნენ დღეში არამგონია გადაბმულად რამდენიმე დღე ყოფილიყვნენ

Posted by: Dondariable Sep 29 2012, 07:25 PM

თანახმა ვარ

Posted by: kindatma Sep 29 2012, 10:17 PM

არა არა მე შიშისგან გავგიჟდები.....სიბნელე ოღონდ ეს არა

Posted by: earth Sep 29 2012, 10:45 PM

ისე საინტერესო ექსპერიმენტია, თუმცა დაბმა არა მგონია, რომ საჭირო იყოს ან ეხმარებოდეს რამეში biggrin.gif
ვის სცალია, მასე ოღონდ, რამოდენიმე დღე ...

Posted by: anima mundi Sep 30 2012, 10:22 AM

stalker
Dondariable

აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას! biggrin.gif

earth

რამდენიმე დღე არც მე მცალა, სადაა მაგდენი დრო.. ერთი დღე. ხო, უბრალოდ თვლახვეული.. შიშებან დაპირისპირებაცაა მე რაც ყველაზე მეტად მიზიდავს და იძახოს რისაც შეეშინდება და ჩვენ ჩავიწერთ. ან მეც ვიქნები რა პრობლემაა..

Posted by: gio.geoo Sep 30 2012, 10:57 AM

თვალ ახვეულები ბნელ ოთახში? ლოგიკა სადაა? ohmy.gif ვიცი ეგ როგორ ხდება შემიძლია შემოგთავაზოთ როგორ გააკეთოთ ეს ყველაფერი მაგრამ ერთ დღეში შეიძლება 1-2ს გამოუვიდეს wink.gif

Posted by: tikoroma Sep 30 2012, 11:12 AM

ეგ რო წავიკითხე მეც მომინდა ცდა, მაგრამ ოშოს ეწერა სამი თვეო და ...

Posted by: tikoroma Sep 30 2012, 11:12 AM

--------------------------------

Posted by: earth Sep 30 2012, 02:54 PM

tikoroma

QUOTE
ეგ რო წავიკითხე მეც მომინდა ცდა, მაგრამ ოშოს ეწერა სამი თვეო და ..
.
რა სამი თვეო?

Posted by: Dondariable Sep 30 2012, 02:56 PM

მაგარია მაგარი..


გავაკეთოთ...

Posted by: teepurple Sep 30 2012, 03:42 PM

მეც თანახმა ვარ ^^

Posted by: anima mundi Sep 30 2012, 05:28 PM

gio.geoo

QUOTE
ვიცი ეგ როგორ ხდება შემიძლია შემოგთავაზოთ როგორ გააკეთოთ ეს ყველაფერი მაგრამ ერთ დღეში შეიძლება 1-2ს გამოუვიდეს


გვასწავლე!

თუ 1-2ს გამოუვა ის 1-2ი იქნება ძალიან დიდი სტიმული სხვებისთვის დარწმუნებული ვარ.. გამიხარდა რომ იცი. ოკლედ მტავარი ორგანიზატორი და დამრიგებელი შენ იქნები :დდ

Posted by: stalker Sep 30 2012, 07:57 PM

3 თვე ნამეტანია, ოშოს ეწერა 3 თვე შეიძლება დაბმული არა, უბრალოთ თვალებ ახვეულიო, მე ეგრე მახსოვს აი 3 დღე დაბმული მართლაც საინტერესო იქნება, ეს ის პონტია ზღაპარი როა უფროსი შუათანა და უმცროსი ძმა რო არის და ჭაში უშვებენ უფროსს შუა გზაზე რო იქნება იყვირებს დავიწვი დავიწვიო, მერე შუათანასაც ეგერე მოუვა, უმცროსი იტყვის რამდენიც არ უნდა ვიძახო დავიწვიო უფრო ჩამიშვითო და უმცროსი ძმა ნახავს ედემს თუ რაღაცას, ხოდა იმის თქმა მინდა რო საინტერესო იქნება 3 დღეც ოღონდ ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოთქო.

Posted by: stalker Sep 30 2012, 07:59 PM

ხო კიდევ შეიძლება ბნელ ოთახში ჩაიკეტო 1 დღით მცირე საკვებთან ერტად, მაგრამ ოჯახის პირობებში ეგ არ გამოვა, გიჟათ შემრაცხავენ... sad.gif biggrin.gif (მაგალითად სააბაზანოში)

Posted by: gio.geoo Sep 30 2012, 09:48 PM

პირველივე ცდაზე გამოსდის ბევრს ოღონდ ონლაინით ვერაფერს გიზავთ მე...... მომზადება ჭირდბეა biggrin.gif

Posted by: kindatma Sep 30 2012, 10:22 PM

მე მჭირდება ეგ რაღაც.შიშებს მინდა სახეში შევხედო და შენობას თუ ვითრევთ კაი იქნება

Posted by: anima mundi Sep 30 2012, 10:33 PM

gio.geoo

იოგის სახლში არ გამოვა? ან სახლს ვიშოვით როგორმე ან მიტოვებულ ადგილს ))))))

Posted by: gio.geoo Sep 30 2012, 11:04 PM

anima mundi
ნუ მოკლედ 12 წლამდე ბავშვს თუ ავარჯიშებ ეგრევე დაინახავს როგორც ფიზიკური თვალებით ისე. ხოლო ზრდასრული ადამიანმა იგივე რო შეძლოს ძაან დაბალია მაგის შანსი ამიტომ აღქმა გექნებათ შეგრძნებების დონეზე და არა ხედვის smile.gif მიხვდი? wink.gif

Posted by: anima mundi Sep 30 2012, 11:11 PM

gio.geoo

კი, რამდენი ხანია საკამრისი რომ თვალახვეული იყოს ადამიანი? ნუ, ათ საათზე მეტხანს არ მგონია ვინმემ მოახერხოს..

Posted by: gio.geoo Sep 30 2012, 11:14 PM

anima mundi
თუ ისე გაკეთდა როგორც საჭიროა 30-40წთ smile.gif

Posted by: tikoroma Oct 1 2012, 12:48 AM

stalker

ციტატა
3 თვე ნამეტანია, ოშოს ეწერა 3 თვე შეიძლება დაბმული არა, უბრალოთ თვალებ ახვეულიო, მე ეგრე მახსოვს აი 3 დღე დაბმული მართლაც საინტერესო იქნება, ეს ის პონტია ზღაპარი როა უფროსი შუათანა და უმცროსი ძმა რო არის და ჭაში უშვებენ უფროსს შუა გზაზე რო იქნება იყვირებს დავიწვი დავიწვიო, მერე შუათანასაც ეგერე მოუვა, უმცროსი იტყვის რამდენიც არ უნდა ვიძახო დავიწვიო უფრო ჩამიშვითო და უმცროსი ძმა ნახავს ედემს თუ რაღაცას, ხოდა იმის თქმა მინდა რო საინტერესო იქნება 3 დღეც ოღონდ ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოთქო.

რა თქმა უნდა, დაბმულიო არ წერს. ამბობს თვალებიდან დიდი ენერგია გადისო, და თუ ბრმასავით იცხოვრებ ეს ენერგია გადანაწილდება სხვა ორგანოებზე და გაძლიერდება მათი აღქმა. ექსპერიმენტმა მაშინვე დამაინტერესა მაგრამ დრო არ მაქვს. თან 3 თვე ბევრია smile.gif

მგონი' მდოგვის მარცვალშია' ამაზე ლაპარაკი

Posted by: Dondariable Oct 1 2012, 09:56 AM

ციტატა
ამბობს თვალებიდან დიდი ენერგია გადისო, და თუ ბრმასავით იცხოვრებ ეს ენერგია გადანაწილდება სხვა ორგანოებზე და გაძლიერდება მათი აღქ

ვააა რა მაგარიაა

დამაინტერესა.




Posted by: td......... Oct 1 2012, 11:15 AM

ბავშვობაში ასე ვთამაშობდი. ხშირად ვიყავი მაო სახლში და სულ თვალებდახუჭული დავდიოდი და თვალდახუჭული ვთამაშობდი ხოლმე, მაგრამ ეხლა ეგ ექსპერიმენტი რა შედეგებს გამოიღებს ჩეთვის არ ვიცი.. საინტერესო კია.smile.gif)

Posted by: anima mundi Oct 2 2012, 01:16 AM

ზეგ ჩამოვალ და მოკლედ მოვაწყოთ.

ჩაეწერეთ აბა ვის გინდათ?


1. anima mundi

Posted by: stalker Oct 2 2012, 03:14 PM

1. anima mundi
2. სტალკერ
3. ???

Posted by: cerBERus Oct 4 2012, 03:08 AM

1. anima mundi
2. სტალკერ
3. CerBERuS

Posted by: teepurple Oct 4 2012, 10:50 AM

შაბათ-კვირას აპირებთ? თუ ორშაბათიდან ნებისმიერ დღეს თუ აარჩევთ მეც წამოვალ.

Posted by: tikoroma Oct 4 2012, 08:14 PM

ბოტანიკურში 'დავიხუჭოთ' 1-2 საათი biggrin.gif

Posted by: stalker Oct 4 2012, 10:11 PM

1 2 საათი ეს ნამეტანია, ანუ ცოტაა რა...

Posted by: cerBERus Oct 4 2012, 10:49 PM

მე სადაც მეტყვით იქ მოვალ

Posted by: tikoroma Oct 5 2012, 12:06 AM

ციტატა
1 2 საათი ეს ნამეტანია, ანუ ცოტაა რა...

მართალი ხარ

Posted by: anima mundi Oct 7 2012, 09:14 PM

gio.geoo უნდა იყოს ინსტრუქტორი და რამდენ ადამიანში ჯობია? ბევრი თუ ცოტა, მაინც მივანდოთ სად და რა გარემოში ჯობია

Posted by: stalker Oct 7 2012, 10:12 PM

QUOTE(anima mundi @ Oct 7 2012, 09:14 PM) *
gio.geoo უნდა იყოს ინსტრუქტორი და რამდენ ადამიანში ჯობია? ბევრი თუ ცოტა, მაინც მივანდოთ სად და რა გარემოში ჯობია

ინსტრუქტორს სად იშოვი? ჩემი აზრით მშვიდ და ენერგეტიკულად სუფთა ადგილას ჯობია, შეიძლება ბოტანიკურიც, მიტოვებული ადგილები გამორიცხეთ, კარგი იქნება თუ ოთახს დავიქირავებთ, ან იოგის სახლში, თუ იქნება ამის საშუალება. გასარკვევია. შეიძლება სადმე ბუნებაში წყნარ და სუფთა ადგილას.

Posted by: anima mundi Oct 8 2012, 12:46 AM

stalker

გიო იქნება ინსტრქტორი, და სადაც არ უნდა ვიყოთ თავის ბრწყინვალებიან, ბრჭყვიალებიან აურას ყველგან განფენს და გაწმინდავს biggrin.gif

Posted by: stalker Oct 8 2012, 06:58 PM

QUOTE(anima mundi @ Oct 8 2012, 12:46 AM) *
stalker

გიო იქნება ინსტრქტორი, და სადაც არ უნდა ვიყოთ თავის ბრწყინვალებიან, ბრჭყვიალებიან აურას ყველგან განფენს და გაწმინდავს biggrin.gif

დამაკმაყოფილებელი პასუხია biggrin.gif biggrin.gif wink.gif

Posted by: gio.geoo Oct 8 2012, 07:46 PM

ისადა მე არ მეკითხებით? მე გითხარით ტექნიკას შემოგთავაზებთ თქო მეტი არაფერი wink.gif

Posted by: bako Oct 8 2012, 08:10 PM

gio.geoo
აქ ვერ დაწერ როგორ კეთდებაა?დაახლოებით?

Posted by: anima mundi Oct 8 2012, 08:16 PM

gio.geoo

ვერ გავიგე, გცალია და მოხვალ თუ აქ დაწერ? თუ გინდა აქ დაწერე რაც იცი და რაც გამოგვადგება და უინსტრუქტუროდ შევიკრიბებით.. არაა პრობლემა.

Posted by: anima mundi Oct 8 2012, 09:12 PM

ექსპერიმენტში მონაწილეებო, დაგვჭირდება:

შავი მატერია თვალებზე ასახვევი და ფერადი ფურცლები. ჭყეტელა, მწავნე, წითელი ყვიტელი, ლურჯი.. რა ფერებიც გექნებათ smile.gif მოიძიეთ smile.gif

Posted by: sozashvili Nov 7 2012, 10:23 PM

მე თანახმა ვარ

Posted by: stalker Nov 8 2012, 07:29 PM

როდის დავიწყოთ?

Posted by: anima mundi Nov 8 2012, 11:21 PM

gio.geoo

როდის გეცლკება ამ ექსპერიმენტისთვის? smile.gif თუ გცალია..

თუ არადა დაწერეთ ვსიაც გინდათ და შევიკრიბოთ სადმე

Posted by: matashi Nov 8 2012, 11:53 PM

და სად ტარდება როდის და რა პირობებში?

Posted by: tikoroma Nov 9 2012, 10:06 AM

მოვალ მეც დრო და ადგილი თუ დაემთხვევა ჩემს თავისუფალ დროს smile.gif

Posted by: Dondariable Nov 9 2012, 08:27 PM

ციტატა
თუმცა მაინც მინ და წამოსვლა

მეც..


საინტერესო იქნება.

Posted by: Dondariable Nov 9 2012, 09:33 PM

matashi
ჰაჰა biggrin.gif



არ ვიცი, იდეის ავტორი გადაწყვეტს რა და როდის.


Posted by: anima mundi Nov 10 2012, 12:31 AM

gio.geoo

იქნებ არც ცდებიან რა იცი biggrin.gif

შენ როდის გცალია? და სად შევიკრიბოთ.. აცივდა და სახლი ჯობია ალბათ. იოგის სახლი რო არ დავიქირაოთ ერთი დღით ისევ? 30 ლარი ღიდა, ბევრი არაა smile.gif

Posted by: ##### Nov 11 2012, 05:07 PM

კი დაგთანხმდებოდით ამ ექსპერიომენტს, მაგრამ რა ვიცი მე რომ თქვენ ვიღაც გიჟები არ ხართ ?!......... საერთოდ რომ არ გამიშვათ wacko2.gif

Posted by: tikoroma Nov 11 2012, 05:45 PM

#####

ციტატა
კი დაგთანხმდებოდით ამ ექსპერიომენტს, მაგრამ რა ვიცი მე რომ თქვენ ვიღაც გიჟები არ ხართ ?!......... საერთოდ რომ არ გამიშვათ
სად უნდა გაგიშვათ, მეორე თვეა ვცდილობთ დაგითანხმოთ ამ ექსპერიმენტზე და იქიდან ვინ გაგიშვებთ მერე თქვენ jadoqar.gif


ჩემი პირველი შეხვედრა გამახსენდა ფორუმელებთან, 3-4 წლის წინ ჰოლოტროპულზე რომ წავედი და თან მეშინოდასავით laugh.gif

Posted by: anima mundi Nov 11 2012, 05:47 PM

#####

მატრიცა ნახე და გადაწყვიტე ლურჯ ტაბლეტს აირჩევდი თუ წითელს.. თუ წითელს მაშIნ გარისკე და წამოდი.. თუ არადა იყავი ეგრე smile.gif))))))

Posted by: ##### Nov 11 2012, 06:01 PM

anima mundi
tikoroma
თქვენ შეხვდით ფორუმელები ერთმანეთს იცნობთ ერთმანეთს პირადად?

Posted by: tikoroma Nov 11 2012, 06:04 PM

#####
კი ვიცნობთ biggrin.gif ყველას არა მაგრამ ანიმას ვიცნობ პირადად და კიდე ბევრს

Posted by: old_man Nov 11 2012, 06:07 PM

არ ხართ თქვენ ამ ექსპერიმენტის ჩამტარებლები ორი თვეა ბჭობთ. ერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ biggrin.gif

Posted by: Lashapoli Nov 11 2012, 06:30 PM

QUOTE(old_man @ Nov 11 2012, 07:07 PM) *
არ ხართ თქვენ ამ ექსპერიმენტის ჩამტარებლები ორი თვეა ბჭობთ. ერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ biggrin.gif

რაგინდოდა ეხლა მოხუცო, აცადე ბავშვებს, ყველა შენნაირი გამოცდილი კიარაა, ესენი ეხლა იდგავენ ფახს...

Posted by: old_man Nov 11 2012, 06:40 PM

არა ეს ანას ეხებოდა. აქამდე ორგანიზატორი რამე კონკრეტულს გაიგებდა biggrin.gif
მერე დაბმა, თვალახვეული ... ხალხი შიშით კითხულობს იცნობთ ერთმანეთს? რამე ხომ არ იქნება? ))) უნდა ჩატარდეს ახლო წრეში და არა ასე ღიად ფორუმზე გამოცხადებით თორე აგიგორებენ ჭორებს მოგივარდებათ ვინმე შეშფოთებული თინეიჯერის დედა: მაგ სატანისტები, მაგ იეღოვლები რას უკეთებენ ბავშვებს და ეგეთი რაღაცეები. biggrin.gif

Posted by: td......... Nov 11 2012, 06:50 PM

სინამდვილეში ანა სავსე მთვარეს ელოდება რომ სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალი ჩაატაროს და აკვირდება მსურველებს, რომ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი აირჩიოს.. whistling.gif ასე, რომ ნაცნობი იქნება ეს თუ უცნობი სრულიად უმნიშვნელოა...

Posted by: ##### Nov 11 2012, 08:09 PM

მე თუ ჩავერთე ამ ექსპერიმენტში, ნამდვილად ჩაგიფლავდებათ . არ ვარ გამოცდილი ადამიანი ეზოთერულ საკითხებში

Posted by: Dondariable Nov 11 2012, 08:32 PM

#####
ეზოთერული ამაში არაფერია.

დაგაბავენ და აგიხვევენ თვალებს biggrin.gif


დალშე დაგაკვირდებიან რა მოგივა biggrin.gif

Posted by: matashi Nov 11 2012, 08:32 PM

#####
ეჰჰ საშიში არაფერია ნამდვილადsmile.gifთავიდან ყველას ჰქონდა ეგეთი მომენტი მაგალითად:ვაიდა რაიმე სექტა იყოს და ჩამითრიონ,ან ვაიდა მომკლან სადმე ტყეში და მიმაგდონ იქვე და ასე შემდეგsmile.gifთუმცა რისკი ნამდვილად არსებობს მე ანიმას არ ვიცნობ და რავიცი ასეთ ესცენტრიულ ადამიანს თავში რა მოუვაsmile.gifიქნებ ვააბშე გაბრაზდეს ამ მესიჯზე და თვალებს იქ რო დამახუჭიებს მრეხვოს რაიმე თავშიsmile.gif

Posted by: td......... Nov 11 2012, 09:06 PM

ციტატა
#####
ეზოთერული ამაში არაფერია.

დაგაბავენ და აგიხვევენ თვალებს biggrin.gif


დალშე დაგაკვირდებიან რა მოგივა biggrin.gif


მერე პატარა ნადრეზი არტერიასთან და წახვალ კაიფში.. biggrin.gifbiggrin.gif:D

Posted by: gio.geoo Nov 11 2012, 09:38 PM

მემგონია ისედაც ჩანს რო ბუნებაში გასასვლელი ამინდი აღარაა...


Posted by: gio.geoo Nov 11 2012, 09:39 PM

თემა გასუფთავებულია ე.წ "ღადავი" პოსტებისგან. თუ რამეს გეგმავთ სერიოზულად მოეკიდეთ wink.gif

Posted by: anima mundi Nov 12 2012, 03:19 AM

gio.geoo

შენ გცალია?როდის გეცლება შენ გელოდები.. გკითხე კიდევ რამდენჯერმე. თუ მოდიხარ თქვი როდის გცალია.. თუ არადა ეგეც თქვი. დავნიშნავთ შეხვედრას

Posted by: gio.geoo Nov 12 2012, 08:32 AM

ანნა მემგონი ჯერ უნდა დაწერო დრო და მერე გეტყვი მცალია თუ არა მე რას მელოდები?

Posted by: anima mundi Nov 13 2012, 01:59 AM

gio.geoo

შენ ხომ თქვი გასწავლითო? მასწავლებელი თუ არ იქნება რა არის აქვს შეკრებას.. ჩვენთვითონ ტექნიკა არ ვიცით და ამიტომ გელოდები.

Posted by: anima mundi Nov 13 2012, 02:00 AM

შაბათს გირჩევნიათ თუ კვირას? 17-18 ნომბერს?

Posted by: gio.geoo Nov 13 2012, 02:20 AM

Dondariable
ვორნს მოგცემ შემდეგში wink.gif სერიოზულად მოეკიდე თუ აპირებ საქმის გაკეთებას

Posted by: gio.geoo Nov 13 2012, 02:44 AM

anima mundi
პირველი უნდა უზრუნველყო ადგილი სადაც მოხდება ამის ჩატარება მე მგონი ამ ამინდში გულზე არავის დაეხატება ტალახში რაღაც ექსპერიმენტების ჩატარება.
მეორეც არაორგანიზებული ხარ რადგან გასაგებად დაგიწერე დროს როცა დაწერ მე გეტყვი მცალია თუ არა.

17-18 ში გეცლებათ და ისა და ესა არ უნდა დათქვი და ვსო ვინც მოვა მოვა. და სია შეადგინე 2 თვეა გასული და მგონი ვინც ადრე ჩაეწერნენ შეიძლება გადაიფიქრეს კიდევაც.

Posted by: anima mundi Nov 13 2012, 02:48 AM

gio.geoo

არ მაქვს ორგანიზების ნიჭი smile.gif)) კარგი, დავწერ და თუ ერთ კვირაში კიდევ ვერ მოხერხდა შეკრება დახურე თემა

Posted by: gio.geoo Nov 13 2012, 02:58 AM

anima mundi
ვერ მოხერხდაზე უკვე საერთოდ ეჭვი მეპარება რო შედგეს. მოძებნე ადგილი წესიერი ოღონდ მიტოვებულ შენობებზე და მაგდაგვარზე არც დაწერო საერთოდ.

ყველაფერს რომ უზრუნველყოფ შემდეგ დაწერე რა არის საჭირო და სად მოხდება. ეცადე დილა დაამთხვიო შაბათს ან კვირას wink.gif

და სია, სია!!

დანარჩენი შენ იცი.

Posted by: anima mundi Nov 13 2012, 11:46 AM

შემდეგ კვირას. 25 ნოემბერს, იოგის სახლში (მარჯანიშვილზეა ძალიან ლამაზი, მყუდრო კომფორტული შენობა. ვიქირავებთ დილიდან სამ საათამდე ოთახს.
დაგვჭირდება ფერადი ფურცლები ჭყეტელა ფერებით, შავი თვალის ასახვევი ნაჭრები და ფული.. ღირს დაქირავება 30 ლარი როგორც ვიცი და 4-5 ლარი წამოიღეთ. შეიძლება არც დაგვჭირდეს მაგდენი...


მოკლედ ვადგენ სიას:

1.anima mundi

Posted by: Dondariable Nov 13 2012, 02:41 PM

gio.geoo
რა მკაცრი ყოფილხარ : D

anima mundi
მშვენიერია..

ჩამწერე სიაში wink.gif

Posted by: anima mundi Nov 13 2012, 02:47 PM

სიაში ჩაწერა, შეიძლება ასეც:
იღებთ მაუსს, აკლიკავთ მარცხენა ღილაკს და გაალუჯებთ სიის პირველი წევრის სახელს. შემდეგ მარჯვენა ღილაკით იძახებთ მენიუ და კოპი. და პეისტ.. wink.gif
შემდეგ ნომერს აწერთ და თქვენს სახელს. მარტივია.. smile.gif

1.anima mundi
2.

Posted by: tikoroma Nov 13 2012, 05:38 PM


1.anima mundi
2. თიკორომა

Posted by: stalker Nov 13 2012, 05:57 PM

1.anima mundi
2. თიკორომა
3. გიორგი
4. ...

Posted by: gio.geoo Nov 15 2012, 01:47 PM

QUOTE(anima mundi @ Nov 13 2012, 11:46 AM) *
შემდეგ კვირას. 25 ნოემბერს, იოგის სახლში (მარჯანიშვილზეა ძალიან ლამაზი, მყუდრო კომფორტული შენობა. ვიქირავებთ დილიდან სამ საათამდე ოთახს.
დაგვჭირდება ფერადი ფურცლები ჭყეტელა ფერებით, შავი თვალის ასახვევი ნაჭრები და ფული.. ღირს დაქირავება 30 ლარი როგორც ვიცი და 4-5 ლარი წამოიღეთ. შეიძლება არც დაგვჭირდეს მაგდენი

ანნა ჯერ იქ შეუთანმდი ოლღას და მერე დაიანგარიშე თანხები. ეგრევე თავზე დადგომას აპირებდი შენ??

Posted by: gio.geoo Dec 22 2012, 04:59 AM

ანნა რაშვრები იქითა წლისტვის გადადე?

Posted by: anima mundi Dec 23 2012, 05:56 PM

gio.geoo

დახურე თემა.
მარტო მე ვერ გავაკეთებ

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)