შრიმად-ბჰაგავატამი |
შრიმად-ბჰაგავატამი |
Jan 4 2011, 11:37 AM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაში შემოგთავაზებთ "შრიმად-ბჰაგავატამის" ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაბჰუპადას თარგმანს თავისი განმარტებებით. დავიწყებ პირველი სიმღერით. შეძლებისდაგვარად ვეცდები მალ-მალე დავამატო ახალი ტექსტები...
ამ ლინკზე თითქმის მთლიანი ტექსტია (რუსულ ენაზე): http://vyasa.ru/books/ShrimadBhagavatam/ აქ აუდიოწიგნებია შრიმად-ბჰაგავატამზე (ასევე რუსულად): http://www.svirel.com/bhagavata_purana_tales/ დავიწყოთ პირველი სიმღერის ქართული თარგმანით: შრიმად-ბჰაგავატამი სიმღერა პირველი ავტორისაგან ჩვენ უნდა გვესმოდეს, რაში მდგომარეობს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილება. რა სჭირდება მას? გეოგრაფიული საზღვრები უკვე აღარ ყოფს საზოგადოებას გარკვეულ ქვეყნებად ან ერთობებად. ის აღარ არის ისე ჩაკეტილი, როგორც შუა საუკუნეებში იყო და მსოფლიოში ერთიანი ქვეყნის ან ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ტენდენტია შეიმჩნევა. “შრიმად-ბჰაგავატამის” თანახმად, სულიერი კომუნიზმის იდეალები მეტ-ნაკლებად ადამიანთა მთელი საზოგადოების ერთიანობაზე და, უფრო მეტიც, ყოველი ცოცხალი არსების ენერგიის ერთიანობაზეა დამყარებული. დიადი მოაზროვნეები ხვდებიან ამ იდეოლოგიის გავრცელების აუცილებლობას. “შრიმად-ბჰაგავატამს” შეუძლია კაცობრიობის ასეთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამიტომ იგი იწყება ვედანტას ფილოსოფიის აფორიზმით ჯანმადი ასია იატიჰ, რომელიც ერთიანი პირველწყაროს იდეას ამკვიდრებს. დღეისათვის ადამიანთა საზოგადოება აღარ იმყოფება უმეცრების წყვდიადში. მთელ მსოფლიოში სწრაფი პროგრესი იქნა მიღწეული მატერიალური კეთილდღეობის, განათლებისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში. მაგრამ საზოგადოების სხეულში, სადღაც მცირედი გაღიზიანების წყარო არსებობს, ამიტომ უმნიშვნელო საკითხებზეც კი ფართომასშტაბიან კონფლიქტებს აქვს ადგილი. უნდა მოიძებნოს საერთო საქმით გაერთიანებული კაცობრიობის მშვიდობის, ძმობისა და კეთილდღეობის გზა. “შრიმად-ბჰაგავატამი” დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას, რადგან იგი ადამიანთა მთელი საზოგადოების სულიერი აღორძინების კულტურულ პროგრამას წამოადგენს. ადამიანთა საზოგადოების დემონური სახის შესაცვლელად “შრიმად-ბჰაგავატამის” შესწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა იქნას შემოღებული, რადგან ამას გვირჩევს დიდი ერთგული მოსწავლე პრაჰლადა მაჰარაჯა. ადამიანთა საზოგადოების დისჰარმონიის მიზეზი უღმერთო ცივილიზაციისათვის დამახასიათებელ უპრინციპობაში მდგომარეობს. არსებობს ღმერთი, ანუ ყოვლისშემძლე პიროვნება, რომლისგანაც ყველაფერი მომდინარეობს, რომელიც ყველაფერს უნარჩუნებს არსებობას და რომელშიც განსასვენებლად ყველაფერი შედის. სამყაროს თავდაპირველი წყაროს აღმოჩენისთვის მატერიალისტური მეცნიერების მიერ გაწეული მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ყოველივე არსებულის ერთი თავდაპირველი წყარო. ეს თავდაპირველი წყარო ლოგიკურად და ავტორიტეტულად არის განმარტებული მშვენიერ ბჰაგავატამში”, ანუ “შრიმად-ბჰაგავატამში”. “შრიმად-ბჰაგავატამი” ტრანსცენდენტული მეცნიერებაა, რომლითაც შეიძლება არა მხოლოდ ყველაფრის თავდაპირველი წყაროს, არამედ მასთან ჩვენი ურთიერთობის შეცნობაც. იგი გვასწავლის აგრეთვე ჩვენს მოვალეობას, სრულვქმნათ ადამიანთა საზოგადოება ამ სრულყოფილი ცოდნის საფუძველზე. ეს სანსკრიტზე დაწერილი ძლევამოსილი ნაწარმოებია და ამჯერად ზედმიწევნით წარმოდგენილია ინგლისურ ენაზეც, ისე, რომ უბრალოდ მისი კითხვითაც კი მკითხველი იმდენად სრულყოფილად შეიცნობს ღმერთს, რომ საკმარის განათლებას მიიღებს ათეისტების შემოტევებისგან თავდასაცავად. გარდა ამისა, მკითხველი ღმერთის რეალურობაში სხვების დარწმუნებას შეძლებს. “შრიმად-ბჰაგავატამი” თავდაპირველი წყაროს განმარტებით იწყება. ეს “ვედანტა-სუტრს” ავტორიტეტული კომენტარია, დაწერილი იგივე ავტორის, შრილა ვიასადევას მიერ, იგი თანდათანობით ვითარდება ცხრა სიმღერის სახით, რასაც ადამიანი ღმერთის შემეცნების უმაღლეს საფეხურამდე მიჰყავს. ტრანსცენდენტული ცოდნის ამ დიადი წიგნის შესწავლისათვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა თანმიმდევრულად, დაკვირვებით იკითხოს და არ გადახტეს ალალბედზე, როგორც უბრალო წიგნის კითხვისას. მისი თავები ერთი მეორის მიყოლებით უნდა იქნას შესწავლილი. წიგნი შედგება სანსკრიტული ორიგინალის ტექსტების, ინგლისური ტრანსლიტერაციის, სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობების, თარგმანისა და განმარტებებისგან. და იგი ისეა აგებული, რომ პირველი ცხრა სიმღერის დასრულების შემდეგ მკითხველი აუცილებლად შეიცნობს ღმერთს. მეათე სიმღერა განსხვავდება პირველი ცხრა სიმღერისგან, რადგან იგი უშუალოდ ღმრთეების პიროვნებას, შრი კრშნას ტრანსცენდენტულ საქმიანობებს ეხება. მეათე სიმღერის შინაარსს ვერ გაიგებს ის, ვისაც პირველი ცხრა სიმღერა არ წაუკითხავს. წიგნი შეიცავს თორმეტ სიმღერას, რომელთაგან თვითოეული დამოუკიდებელია, მაგრამ უმჯობესია მისი თანმიმდევრულად, პატარა ნაწილებად კითხვა. უნდა ვაღიარო, რომ შრიმად-ბჰაგავატამის” წინამდებარე გამოცემას ნაკლოვანებები ახასიათებს, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ “შრიმად-ბჰაგავატამის” (1.5.11) შემდეგი განცხადების საფუძველზე საზოგადოების მოაზროვნენი და ლიდერები კარგად მიიღებენ მას: “მეორეს მხრივ, ნაწარმოები, რომელიც უსაზღვრო უზენაესი უფლის სახელის, დიდების, ფორმისა და გართობების ტრანსცენდენტული ქება-დიდებით არის აღსავსე, წარმოადგენს ტრანსცენდენტულ თხზულებას, რომელიც გზააბნეული ცივილიზაციის ბიწიერ ცხოვრებაში გადატრიალების მოსახდენად არის განკუთვნილი. არასწორადაც რომ იყოს შედგენილი, ასეთ ტრანსცენდენტულ ნაწარმოებს ისმენენ, მღერიან და აღიარებენ განსპეტაკებული ადამიანები, რომლებიც სრულიად პატიოსნები არიან.” ომ ტატ სატ ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი დელი 1962 წ. 15 დეკემბერი -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Oct 10 2011, 07:28 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th May 2024 - 06:27 PM |