IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ქართული ლიტერატურა და საზოგადო მოღვაწეები
lasha
post Jul 31 2011, 11:43 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





[color="#0000FF"][/color]ლადო ასათიანი (1917-1943) lado asatiani



ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.

ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.

1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით.

რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.

1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.

დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე.

ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა.

1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.

1938 წლის ზაფხულიდან ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.

1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.

1939 წელს ლადო ასათიანი არმიაში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.

ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 Pages V   1 2 >  
Start new topic
Replies (1 - 19)
lasha
post Jul 31 2011, 11:46 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გიორგი ლეონიძე



გიორგი ლეონიძე დაიბადა 1900 წლის 8 იანვარს კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. პოეტის მამა - ნიკო ლეონიძე ცნობილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი. მას გორის სემინარის ჰქონდა დამთავრებული.

ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ნიკო ლეონიძე სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ადრე გარდაიცვალა, გიორგი ლეონიძე მაშინ ორი წლისაც არ იყო.

ხუთი შვილის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე. დედა პოეტისა გახლდათ სოფიო გულისაშვილი. იგი მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნე ყოფილა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი; იბეჭდებოდა „შაქროს“ ფსევდომინით*.

ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. დედა საათობით უამბობდა მიმზიდველ ამბებს საქართველოს ისტორიიდან, აცნობდა ქართულ ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს... გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.

1097 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა.

1913 წელს გ. ლეონიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. სემინარიაში სწავლის პერიოდი მომავალი პოეტისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. აქვე დაიწყო გ. ლეონიძის სამწერლობო მოღვაწეობაც. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს „გვირგვინი“ და „ფანდური“, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა.

1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“, ხოლო 1922 წლიდან ყოველკვირეული გაზეთი „ბახტრიონი“.

1918 წლიდან გიორგი ლეონიძე დაუახლოვდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფს - „ცისფერყანწელებს“ და ერთხანს ამ ორგანიზაციის აქტიური წევრიც იყო.

1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა.

გიორგი ლეონიძის თაოსნობით 1931 წელს დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. გ. ლეონიძე წლების მანძილზე მუშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად.

1950-54 წლებში გ. ლეონიძე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1958-66 წლებში კი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად. 1944 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. გამოქვეყნდა მისი მოთხრობების წიგნი „ნატვრის ხე“, სადაც პოეტის ბავშვობისდროინდელი მოგონებები და შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Jul 31 2011, 11:47 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





სულან-საბა ორბელიანი (1658-1725) sulxan-saba orbeliani

სულან-საბა ორბელიანი იყო დიდი მწერალ-მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე. იგი დაიბადა 1658 წელს ბოლნისის რაიონ სოფელ ტანძიაში. შთამომავლობით სულხან-საბა გახლდათ დიდგვაროვანი ფეოდალი. მამა, ვახტანგ ორბელიანი ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო, ხოლო დედა, თამარი- ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სულხან-საბა ორბელიანი ხშირად სტუმრობდა სამეფო კარს სადაც თავის უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V ვაჟებთან ერთად იზრდებოდა. მან მიიღო შესანიშნავი განათლება, როგორც საერო ისე სასულიერო დისციპლინებში. მომავალში მასვე დაევალა ტახტის მემვიდრის, ლევანის ძის ვახტანგ VI აღზრდა. სულხან-საბა ახალგაზრდიბიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იმ დროისათვის პროზას დაკარგული ჰქონდა თავისი ფასი ამიტომ მას ერთნაირად გაურბოდა როგოც მკითხველი, ისე მწერალიც. ასეთ დროს ორბელიანმა შეძლო და აღუდგინა ქართულ პროზას დიდების დღენი. მან შექმნა იგავ-არაკთა ბრწყინვალე კრებული „სიბრძე სიცრუისა“, რომელშიც არაჩვეულებრივი ქართული ენითა და იუმორით გამოსცა თავის დროის მოწინავე იდეები და ზნეობრივი იდეალები. ორბელიანის მოღვაწეობა მწერლობის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლობედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ — „სიტყვის კონა“, რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხმობით. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. მის კალამს ეუკუთვნის ასევე პროზაული ნაწარმოებები „სწავლანი“ და „მოგზაურობა ევროპაში“. მხატვრული პროზის უბადლო ოსტატს დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე ქართული პოეზიის წინაშე. მას წილად ხვდა დაემუშავებინა მსოფლიო ლიტერატურის ისეთი ჩინებული ძეგლი, როგორიც არის „ქილილა და დამანა“. ეს პროზაული ნაწარმოები დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ფორმის ლექსებს. სულხან-საბა ორბელიანმა ქართული ლექსთაწყბის ისტორიაში თამამად დაანგრია ძველი ნორმები, დაძლია ტრადიციული შეზღუდულობა და ქართული ლექსი გამოიყვანა განვითარების ფართო გზაზე. მის ნოვატორულ გზას გაჰყვნენ მამუკა ბარათაშვილი, დავით გურამიშვილი და სხვა. ორბელიანი გახლდათ არა მარტო პოეტი და პროზაიკოსი არამედ აქტიური საზოგადო მოღვაწე. იგი დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა ევროპაში და ცდილობდა საქართველო დაეხსნა ირან-ოსმალეთის ტყვეობიდან. ამ მიზნით იგი შეხვდა საფრანგეთის მეფეს ლუი XIV რომელმაც ცივი უარით გაისტუმრა ქართველი დიპლომატი. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. 1724 წელს ვახტანგ VI გადაწყვიტა რუსეთში გადახვეწა. მან წინასწარი მოლაპარაკებისთვის მოსკოვში ორბელიანი გაგზავნა. ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში 1725 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვსესვიატსკოვში. სულხან-საბა ორბელიანმა დიდი კვალი დატოვა ქართულ მწერობასა და მეცნიერებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Jul 31 2011, 11:49 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






შოთა რუსთაველი(12 საუკუნე) shota rustaveli



საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, როცა საქართველოს ოქროს ხანა ედგა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მწიგნობრობაც ყვაოდა. გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის მიერ ამ დროს შექმნილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც არა მარტო მაშინ, დღესაც გენიალურ ნაწარმოებად ითვლება. ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა მისით და საუკუნეების მანძილზე საუკეთესო მზითევადაც სწორედ „ვეფხისტყაოსანს“ თვლიდა. ასეთი განძი ადამიანისათვის დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს, თუ ადამიანმა ის ზეპირადაც იცოდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ. „ვეფხისტყაოსანს“ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს.

ვინ იყო თვითონ ავტორი ამ ნაწარმოებისა, რაგვარად იზრდებოდა და ცხოვროდა ეს გენიოსი ადამიანი? - დაბადება, აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. არავითარი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება შოთაზე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით (ზეპირი გადმოცემით) გადმოგვეცა მასზე ზოგიერთი რამ.

რა გვარისა იყო ჩვენი სასიქადულო პოეტი, ამაზე არავითარი ცნობა არა გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი, რომელიც მესხეთში მდებარეობდა და აქედან წარმომდგარა სახელი „რუსთაველი“. ადრე ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ, განთქმული ადამიანების გვარების მაგიერ, მათი დაბადების ადგილის სახელი ეხმარათ. შოთას შემთხვევაშიც სოფლის სახელი გამოუყენებიათ მისი გვარის ნაცვლად და ამიტომ თვითონ გვარი დაკარგულა.

შოთას დედ-მამა ბავშვობაში დაჰხოცვია და ობლად დარჩენილა. მზრუნველად გამოსჩენია ბერი ბიძა, რომელსაც თავდაპირველად ბავშვი რუსთავის საეკლესიო სკოლაში მიუბარებია. ადრე ეკლესიებთან არსებობდა სკოლები, სადაც მღვდლები წერა-კითხვას და საღმრთო წერილს ასწავლიდნენ. საეკლესიო სკოლიდან შოთა გადაუყვანიათ ტბეთის მონასტრის სკოლაში, რომელიც მახლობლად მდებარეობდა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ შოთა ბიძას კახეთში წაუყვანია და გრემის სასწავლებელში მიუბარებია, სადაც მას ხუთი წელი გაუტარებია. შემდეგ კი კახეთშივე, იყალთოს აკადემიაში გადაუყვანია, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს არსენ იყალთოელმა დააარსა და რომელიც მაშინდელ საქართველოში უპირველესი სასწავლებელი იყო. სწავლის გათავების შემდეგ შოთა გაუგზავნიათ საბერძნეთში, რომელიც სწავლა-განათლების უდიდეს კერას წარმოადგენდა. იქ მრავალი ქვეყნიდან ჩადიოდნენ განათლების მისაღებად.

ქალაქ ათენში შოთას შეუსწავლია სხვადასხვა მეცნიერებანი: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, პოეზია, მჭევრმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, შეუთვისებია ბერძნული და ლათინური ენები. სწავლის დასრულების შემდეგ შოთა სამშობლოში დაბრუნებულა, სადაც უკვე კარგა ხნის გამეფებული ყოფილა თამარი.

ამ დროს ბრძენი და ღვთისმოსავი მეფის წყალობით ქვეყანა მეტად გაძლიერებული და განვითარებული იყო. ყველა ხოტბას ასხამდა და აღმერთებდა მეფეს. შოთაც მოუხიბლავს თამარის სულიერ და ფიზიკურ მშვენიერებას და მას რამოდენიმე ლექსი მიუძღვნია სათაყვანო დედოფლისათვის. ნიჭიერ პოეტს მალევე მიუქცევია თამარის ყურადღება, რომელიც ჭკუა-გონებასა და განათლებას დიდად აფასებდა და შოთასთვის უმთავრესი თანამდებობა, მოლარეთუხუცესობა, ჩაუბარებია.

ცოტა ხანში შოთა პოემის წერას შეუდგა. მან მოიწადინა, გამოეხატა თამარი თავისი მშვენიერებით, სათნოებითა და სიბრძნით, საქართველოს წარჩინებულნი პირნი და აგრეთვე ქართველი ერის ღირსებანი და თვისებანი. მაგრამ რადგან თანამედროვე პირობების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი იყო, მან პოემას არაკის ფორმა მისცა, მოქმედება არაბეთსა და სხვა უცხო ქვეყნებში გადაიტანა და მოქმედ პირებსაც არაბული სახელები უწოდა. თავის ქმნილებას შოთამ დაარქვა „ვეფხისტყაოსანი“, რადგან პოემის მთავარ გმირს ვეფხვის ტყავი აცვია. როცა თხზულება დაასრულა, მშვენივრად გადაწერილი წარუდგინა დედოფალს. თამარმა ნადიმი გამართა, განთქმული და წარჩინებული პირები მოიწვია და მათ წინაშე თვითონ ავტორს წააკითხა პოემა. ყველა აღტაცებული დარჩა. მსმენელთ აკვირვებდა მდიდარი და ღრმა შინაარსი, აზრის მოქნილი გამოხატვა, მშვენიერი ლექსთწყობა და სამაგალითო ენა. აგრეთვე დიდად მოიწონეს პოემის მიმართულება, რომელშიც ნათლად იყო დახატული მაშინდელი ქართველების ღირსებანი: პატივისცემა ქალისა, მფარველობა დაბალი წოდებისა, ნიჭის დაფასება, სამაგალითო ძმობა ჭირსა და ლხინში, სულის ძლიერება, უშიშობა და სხვა. დამსწრე საზოგადოებამ რუსთაველი პირველ პოეტად აღიარა. თამარმა მადლობისა და წყალობის ნიშნად ხელიდან ძვირფასი ბეჭედი წაიძრო და მგოსანს უბოძა. ხოლო თამარის მეუღლემ - დავითმა - ხმალი მოიხსნა და შოთას გადასცა. საზოგადოებამ კი ძვირფას თვლებში ჩასმული კალამი მიართვა დიდ პოეტს.

„ვეფხისტყაოსანი“ მალე განითქვა. ის ყველამ შეიყვარა და ბევრი გამონათქვამი ანდაზადაც იქცა. პოემის განთქმულობას ხელს უწყობდა პოეტის იშვიათი პიროვნული თვისებები. ისტორიკოს ბარათაშვილის გამოკვლევით, რუსთაველი იყო უმშვენიერესი ვაჟკაცი, მეტად ზრდილი, დარბაისელი, ჭკვიანი, მიმზიდველი და ფრიად განსწავლული, რომლის ბადალი მთელს სამეფოში არ იყო.

გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველი ცხოვრების ბოლო წლებში იერუსალიმში გაემგზავრა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. იქ ერთ-ერთ სვეტზე ახლაც შემონახულია მისი ფრესკა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Jul 31 2011, 11:50 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://testireba.ge.whbus8.onlyfordemo.com...ili-nikoloz.jpg



ნიკოლოზ ბარათაშვილი(1817 –1845) nikoloz baratashvili




ნიკოლოზ(ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი(დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი ― გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) - ქართველი პოეტი.დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ" უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა "მკაცრი ბედისა" და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.


1835-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

1827 წელს ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შევიდა. აქ მას ცნობილი ქართველი მოღვაწე, შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, ფილოსოფოსი - სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა. მასწავლებელმა დიდი გავლენა იქონია მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. გიმნაზიაში ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ენამახვილობითა და მხიარულებით, შესანიშნავად ცეკვავდა. ტანად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი იყო, შავი თვალები და ყავისფერი თმა ჰქონდა. ლიტერატურამ ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას გაიტაცა, აქტიურად მონაწოლეობდა ლიტერატურულ გაზეთ „ტფილისის გიმნაზიის ყვავილის“ გამოცემაში.

ნიკოლოზ ბარათაშვილზე ძალიან იმოქმედა 1832 წლის შეთქმულებამ. მასში ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილებდნენ. შეთქმულება რუსეთის კლანჭებისაგან საქართველოს განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, ამდენად მისმა წარუმატებლობამ ბევრი უიმედობით აღავსო.

გიმნაზიაში სწავლა ნიკოლოზ ბარათაშვილმა 1835 წელს დაასრულა. მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად რუსეთს გამგზავრება აუხდენელ ოცნებად დარჩა. იმ დროისათვის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო და შვილის სწავლას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინ ნიკოლოზმა სამხედრო სამსახურში შესვლა მოიწადინა, მაგრამ არც იქ მიიღეს, რადგან ბავშვობაში გადატანილი ტრამვის გამო ოდნავ კოჭლობდა. იმედგაცრუებული პოეტი იძულებული გახდა რიგითი მოხელის სამსახურს დასჯერებოდა. 1835 წლიდან იგი უბრალო ჩინოვნიკად გამწესდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წელს უკეთესი სამუშაოს საძიებლად ნახეჩევანში გაემგზავრა, შემდეგ კი განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ დაიღუპა მალარიით. იგი თბილისში 1893 წელს გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1934 წლიდან კი პოეტის ნეშტი მთაწმინდაზე განისვენებს.

ლექსებს პოეტი სამსახურიდან მოცალების ჟამს წერდა, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან ახლებლებმა იცოდნენ. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. ისინი მხოლოდ ხელნაწერთა სახით ვრცელედებოდა. პოეტი ქართველმა სამოციანელებმა „აღმოაჩინეს“ და თავიანთ წინამორბედადაც დასახეს. დიდ პოეტად ბარათაშვილი პირველად ილია ჭავჭავაძემ აღიარა, თუმცა 1852-1853 წლებში გიორგი ერისთავსაც ჰქონდა გამოქვეყნებული მისი რამოდენიმე ლექსი ჟურნალ „ცისკარში“. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების სრული კრებული კი 1876 წელს გამოიცა.

განსაცდელებით აღსავსე ცხოვრებით გამოწვეული პირადი გრძნობა-განცდების გარდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების საგანს სამშობლოს ბედი წარმოადგენს. ბედკრული ქვეყნის სახე სხვადასხვა ლექსებში ალეგორიულადაა მოცემული. მაგალითად, ლექსი „ბულბული ვარდზედ“ 1832 წლის შეთქმულებას ეძღვნება. საქართველოს სახეა წარმოდგენილი ლექსში „სუმბული და მწირიც“. მაგრამ ყველაზე უკეთ პოეტის დამოკიდებულება ჩანს პოემაში „ბედი ქართლისა“, რომელიც 1839 წელს დაწერა 22 წლისამ.

ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი მწერალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს კარგავდა იმედის ნაპერწკალს და ყოველთვის უკეთეს მომავალს ელოდა. ეს თვისება მას გამოარჩევდა სხვა რომანტიკოსებისაგან, რომელთაც მომავლის რწმენა სრულიად დაკარგული ჰქონდათ.

1842 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილმა დაწერა უსათაურო ლექსი - „მირბის, მიმაფრენს“, რომელსაც შემდეგ „მერანი“ ეწოდა. მასში თვალსაჩინოდაა დახატული, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა მწარე რეალობასთან, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს. კრიტიკოსებმა „მერანი“ შეაფასეს, როგორც ქართული პოეტური გენიის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოვლინება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Jul 31 2011, 11:51 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://i033.radikal.ru/0802/60/3f2b56e1257f.jpg


გალაქტიონ ტაბიძე(1891-1959) galaqtion tabidze



გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1899 წელს 8 წლის გაკალაკტიონი ქუთაისში ჩაიყვანეს და სათავადაზნაურო გიმნაზიას მიაბარეს. იგი ქუთაისში 1908 წლამდე დარჩა. 17 წლის ტაბიძე თბილისში ჩამოდის სასულიერო სემინარიაში შედის, სადაც სათავეში უდგება სემინარიის ლიტერატურულ წრეს და იწყებს ხელნაწერი ჟურნალის “შუქის” გამოცემას. ეს ხელნაწერი ჟურნალი სემინარიელი მოწინავე, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის სულს გამოხატავდა.
1914 წლეს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.
დიდი ქართველი პოეტი გ. ტაბიძე გარდაიცვალა 1959 წელს 17 მარტს.მან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე - ვაკეში მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. იგი მთაწმინდაზე განისვენებს.
გალაკტიონს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება - იგი სიცოცხლეშივე შერაცხეს პოეტების მეფედ.
გალაკტიონი უაღრესად ტრაგიკული პოეტი იყო. მისი გარეგნული სიმშვიდე უსაზომო წუხილსა და უბედურებას - საზოგადოებრივსა თუ პირადულს ფარავდა.
თოვლიმე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!1916
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Jul 31 2011, 11:52 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ვაჟა-ფშაველა(1861-1915) vaja fshavela




ფშავში, მდინარე ჩარგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვითკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს (ახ. სტ. 26 ივლისს) დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში. მოგვიანებით ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობს თავის ბიოგრაფიას: „მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა... სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია...წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე“. როგორც ვხედავთ, დედის მხრივ ვაჟას თან დაჰყოლია პოეტური მიდრეკილება და გულგაშლილობა. მოხდენილად გვამცნობს დიდი პოეტი მამის - პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას. „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით“. ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა“.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Jul 31 2011, 11:54 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა







აკაკი წერეთელი (1840-1915) akaki wereteli




აკაკის მშობლები, ოჯახი და ბავშვობის წლები

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.

ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა:

„სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე“. ამჟამად სხვიტორი კეთილმოწყობილი სოფელია თავისი შეძლებული კოლექტიური მეურნეობითა და მრავალი კულტურულ- საგანმანათლებლო დაწესებულებით.

ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა“, მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.

აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა.

ცნობილ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“ პოეტი, როდესაც მამის სასახლეს, თავის ბავშვობას, მშობლიურ მიდამოებსა და იმდროინდელ ცხოვრებას აღწერს, აღნიშნავს: „მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები...

ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას ვაძლევ.. ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.

სწორედ ამ ჩიხურის პირად, მაღლობზე, სდგას ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე – დარბაზისა და სისქე-ციხის, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას, 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში 1841 მიწერია“.

შთამომავლობით აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას ეკუთვნოდა. წერეთლები ცნობილი თავადები იყვნენ. საქართველოს საისტორიო წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ამ გვარის გამოჩენილ პირთა სახელები. წერეთლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. ამ პერიოდში ისინი იმერეთის სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ და სახელმწიფო მართვა- გამგეობის საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. თითქმის ყველა დიდი თანამდებობა სახელმწიფოში მათ ეჭირათ.

ზემო იმერეთში ცნობილია წერეთელთა საჩხერისა და სხვიტორის შტო.

აკაკის მამა, როსტომ როსტომის ძე წერეთელი, სხვიტორელი წერეთლების შთამომავალი იყო.

მამა. აკაკის მამა, როსტომ წერეთელი დაბადებულია 1802 წელს. მას მამა ადრე გარდაცვლია და ამ უბედურების გამო სათანადო სწავლა-განათლება ვერ მიუღია. დედისერთა ობოლი ბავშვი მომეტებულად შინ ყოფილა და ძირითადად შინაური სწავლა-განათლებით დაკმაყოფილებულა.

აკაკის მამა კარგი მოჭადრაკე, საკმაოდ ჭკვიანი, გონებამახვილი და მოსწრებული მოსაუბრე ყოფილა. ეს ნათლად ჩანს პოეტის შემდეგი სიტყვებიდან:

„მამაჩემი... ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენა მჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც. დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „ამ ჩემ შვილებს მამამისის ენა გამოჰყვათ დახურდავებულიო“. ჩვენ ხუთნი და-ძმანი ვიყავით, ღვთის მადლით, არც ერთს არ გვქონია სუსტი ენა და აქედან შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მამაჩემის დაუხურდავებელი ენა? სწორედ სასიამოვნო და საყვარელი სანახავი იყო მამაჩემი, როდესაც გუნებაზე იყო. იმას რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქმნებოდა“.

როსტომი ოჯახის საქმეებში არ ერეოდა. მიუხედავად იმისი ახირებულობისა და გულფიცხი ხასიათისა, სასახლეში ის ქალბატონზე უფრო ყვარებიათ. გარეშეებიც დიდი სიყვარულით ექცეოდნენ თურმე როსტომს და „მთავრობაც დიდ პატივსა სცემდა“. 1847 წელს როსტომი დაუნიშნავთ ქუთაისში მთავრობის მიერ დაარსებული „იმერეთისა და გურიის თავადაზნაურობის უფლებათა გამრჩევი კომისიის“ დეპუტატად. ამ კომისიის მრავალ საქმეთა შორის როსტომ წერეთლის ხელმოწერა გვხვდება 1853 წლის 26 ივლისს შედგენილ მოწმობაზე.

დედა.აკაკის დედა, ეკატერინე, იყო ცნობილი ფეოდალის ირაკლი აბაშიძის ასული, ივანე აბაშიძის ასული, ივანე აბაშიძე კი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის (სოლომონ დიდის) ასულის – დარეჯანის შვილი იყო. ეკატერინეს დედა გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის ღვიძლი და ყოფილა. ეკატერინე დაბადებულა 1808 წელს. მამამისი, ივანე აბაშიძე, 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებას მეთაურობდა. ეს აჯანყება იარაღით იქნა ჩახშობილი, რის შემდეგაც ივანე აბაშიძე იმერეთიდან თურქეთში გადახვეწილა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის მოუკლავთ ახალციხეში. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ აბაშიძის ოჯახი სასტიკად დაარბიეს. ამის შესახებ აკაკი წერს: „აჯანყებულები რომ დაიმორჩილეს და დაამშვიდეს... აბაშიძის ოჯახი აიკლეს და იმის ცოლ-შვილიც სხვებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. გურიის უკანასკნელი მთავარი, მამია გურიელი, ღვიძლი ძმა იყო აბაშიძის ცოლის: გამოესარჩლა დასა და დისწულებს, იშუამდგომლა მთავრობასთან და ტყვეები... უკანვე დააბრუნეს გზიდან. მაშინ დედაჩემი იყო 12 წლისა და ყველაფერი გულის ფიცარზე დაებეჭდა“.

ეკატერინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შვილებისა და, კერძოდ, აკაკის გონივრულ აღზრდაში. იგი არ ანებივრებდა შვილებს ხშირი ალერსითა და ხვევნა-კოცნით. ამის შესახებ აკაკი მოგვითხრობს: „საკვირველი ზნე სჭირდა დედას, თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი, და ხანგრძლივი უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, აკაკი თავისი სიცოცხლის მთელ მანძილზე სპეტაკად და სათუთად ატარებდა დედისადმი ღრმა პატივისცემისა და უსაზღვრო სიყვარულის გრძნობას. მას ყოველთვის სწამდა ჭკვიანი დედის გონებამახვილობისა და განათლების ძალა.

აკაკის დები და ძმები. აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა).

ძიძასთან სავანეში. ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში.

„საწერეთლოში, ზემო იმერეთში, - წერს აკაკი, - ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. როგორც სათვალთვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“, ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება“.

ამ კეკლუც სოფელში იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის, ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.

გლეხის ოჯახში გაბარებამ უდიდესი როლი შეასრულა მომავალი პოეტის ფიზიკურ, ზნეობრივ აღზრდასა და გონებრივ განვითარებაზე. აქ იგი იზრდებოდა უღარიბესი გლეხის ბავშვებთან ერთად, ისლით გადახურულ უფანჯრო-უსარკმლო ხის სახლში. ხანში შესული პოეტი უტკბესი გრძნობით გადმოგვცემს: „თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯრო-უსარკმლო მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხართეძოზე წამოწოლილი დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტელად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა“. სავანეში პატარა აკაკი მთელ დღეებს ატარებდა გლეხებთან ყანებში, ტყეში, საქონლის მოვლაში, სადილ-ვახშმის მზადებასა და სხვა საქმიანობაში და, რაც მთავარია, იგი მთელი ამ საქმიანობის უბრალო მაყურებელი კი არ იყო, არამედ თვითონაც გულმოდგინედ მონაწილეობდა მასში. „ხუთი-ექვსი წლისამ, - მოგვითხრობს აკაკი, - ძალიან კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა პირუტყვს ყურისგდება, ფრინველის მოვლა, სადილ-ვახშმის მზადება, გაცრა-გამტკიცვა, გამოცხობა, სხვადასხვაგვარ შეჭამადის მომზადება და სხვანი. შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: ხვნა-თესვა, თოხნა, მკა, სხვლა და სხვანი“... განსაკუთრებით უყვარდა პატარა აკაკის სამწყემსურში წასვლა: „გათენდებოდა თუ არა, - წერს აკაკი, - უქუდო, ფეხშიშველა გავრბოდი მწყემსებისაკენ და დაღამებამდე იქა ვრჩებოდი“.

მომავალი პოეტი, მინდვრად, გლეხის ბავშვებთან ერთად, დილიდან დაღამებამდე ატარებდა დროს მრავალფეროვან თამაშობასა და სიმღერა-გართობაში.

დიდმა პოეტმა ყმა გლეხის ოჯახში აიდგა ფეხი, ამოიდგა ენა, აქ ჩაეყარა საფუძველი ყველა იმ უაღრესად ნაზ, სპეტაკ და კეთილშობილურ გრძნობას, რომლებითაც აკაკის შემდეგ დაუკავშირდა მშობელ ხალხს, ყმა გლეხობას, მის ბედსა და მომავალს. ამას თვით პოეტიც გრძნობდა და სიამოვნებით აღნიშნავდა: „არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“.

ექვსი-შვიდი წლის აკაკი მშობლებმა მოაშორეს ძიძას და სასახლეში (მამის სახლში) გადმოიყვანეს. ამით დასრულდა გლეხის ოჯახში თავისუფალი აღზრდის წლები. სასახლეში პატარა აკაკის სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. მშობლები შეუდგნენ ბავშვის ბატონკაცურად აღზრდას. ოჯახში მოყვანისთანავე მამამ შვილს მიაძახა: „ეი, სოფლის ბიჭო! შენ ახლა ბატონობა უნდა ისწავლო და ბატონიშვილობას უნდა მიეჩვიო!“ იმავე დღეს სადილზე აკაკიმ, ყმა ბიჭებს შორის, თავის ძიძიშვილს ფარულად ხორცი რომ გადაუგდო, დედამ შენიშნა და, ვითომ სხვათა შორის, მაგრამ ნართაულად უთხრა: მაგის ტოლა ბიჭები, ორი-სამი, ხომ ხედავ, სხვაც არის! ისინი სულ შენი შინაყმები და ვეზირები იქნებიანო.

ასეთ პირობებს სათანადო გავლენა უნდა მოეხდინა პატარა აკაკის აღზრდაზე და ჩაეკლა ბავშვში კეთილი თვისებები, მაგრამ გლეხის ოჯახში მიღებული აღზრდა იმდენად ძლიერი და ძირმაგარი აღმოჩნდა, რომ მისი შერყევა შეუძლებელი შეიქმნა.

აკაკის დედა არ ანებივრებდა, რომ მეტისმეტი ალერსით არ გაეფუჭებინა ბავშვი. ეკატერინე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ბავშვის ფიზიკურ აღზრდას. მომავალ პოეტს არ არიდებდნენ არც სიცივეს, არც სიცხეს, არც გარეთ ღამისთევას და მინდორ-ტყეში ხანგრძლივად ყოფნას; სულ ფეხშიშველა და თავშიშველა დავრბოდით მინდორში,- გადმოგვცემს აკაკი,- არც გაციების გვეშინოდა და არ შიმშილისაო.

აკაკიმ უფროსი დის, ანას ხელმძღვანელობით ადრე შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რუსული კითხვა კი დედამ ასწავლა.

აკაკი ბავშვობიდანვე ძლიერ გატაცებული იყო წიგნების კითხვით. ყოველ დილას, საუზმის შემდეგ, მიუჯდებოდა ხოლმე წიგნებს და კარგა ხანს კითხულობდა. 8-10 წლის ბავშვს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული „ვეფხისტყაოსანი“, პროფესორ დავით ჩუბინიშვილის მიერ პეტერბურგში გადმოცემული ქართული ლიტერატურის ქრესტომათია და სხვ. „ვეფხისტყაოსანმა“ იმდენად გაიტაცა პატარა აკაკი, რომ მან თამაშობა დაივიწყა და მთელ დღეებს წიგნების კითხვაში ატარებდა.





სასწავლებელში



პატარა აკაკის პირველი გამგზავრება ქუთაისში ერთ არაჩვეულებრივ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. ერთხელ, ზამთრის პირას, აკაკი და მისი პატარა ფარეშები თურმე მშვილდ-კოდალას აკეთებდნენ. „ქარაფის ხეს რომ ვაკოპიტებდი,-წერს აკაკი, -დავიცილე წალდი, დავიკარ კოჭში და შუაზე გავიპე. ტკივილს ისე არ შეწუხებივარ, როგორც შიშს: ვაი თუ გამიწყრენ- მეთქი. მოვაგროვე აბლაბუდა, დავიდევი სქლად გაჭრილზე, ზედ ბამბა დავიდევი და შევიკარი მაგრად. მინდოდა არავისთვის გამემხილა, მაგრამ იმ ღამეს თურმე ქვეშსაგებში შემხსნოდა და სისხლის ტბა დამდგარიყო. რასაკვირველია, გაიგეს, მიაქიმეს და ნახევარი წლის განმავლობაში ტკივილი არ დამცხრომია, ბოლოს მოვრჩი, მაგრამ ძარღვები კი ისე დამისუსტდა, რომ მუხლი მომეღუნა და დავკუტდი. ბევრი მეაქიმეს, მაგრამ არა მეშველა რა. იმ ხანებში მამაჩემი დეპუტატად დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო კომისიაში. დედაჩემმა ურჩია, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისთვის ეჩვენებინა ჩემი თავი. რადგანაც ფეხის გამართვა არ შემეძლო, ქალის უნაგირზე შემსვეს, ქალივით გადამადებინეს შეხუთული ფეხი და ისე წამიყვანეს. ქუთაისამდე ორი დღის სავალი იყო. გზაში უნაგირზე თურმე ფეხი დამეზილა, შეკრული ძარღვი გამეხსნა. ჩავედი თუ არა ქუთაისში, ფეხი გამემართა. აღარც ექიმი დამჭირვებია და აღარც წამალი“. ასეთი ყოფილა ეს შემთხვევა. ეს ამბავი უნდა მომხდარიყო 1847 წლის შემოდგომაზე. ამ დროს ქუთაისში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი გიმნაზია. არსებობდა მხოლოდ 1830 წელს დაარსებული პირველდაწყებითი ორ-კლასიანი სამაზრო სასწავლებელი და ქალების „წმინდა ნინოს სასწავლებელი“, დაარსებული 1846 წელს.

გიმნაზიაში მიბარებამდე პატარა აკაკის, როგორც ჩანს, სახლში ამზადებდნენ. ყოველ შემთხვევაში პოეტი თავის „თავგადასავალში“ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ მას სადმე სკოლაში ესწავლოს. პირიქით, იგი წერს: „გიმნაზიაში რომ შევედი, გავცეცდი: იმდენი ბავშვი, ერთად თავმოყრილი, ჩემ დღეში არ მენახაო“. „გიმნაზიაში შესვლისას,- აღნიშნავს იგი ქვემოთ,- ხუცური ვიცოდი, მხედრული წერა-კითხვა შესწავლილი მქონდა და რუსულ ამოსაღებშიდაც გატეხილი მქონდა თვალი დედაჩემის წყალობით“.
პატარა აკაკი გიმნაზიაში მიუბარებიათ 1850 წლის დამლევს.

თავისი ცხოვრების ეს დაუვიწყარი პერიოდი,-ათ წელიწადზე მეტი-პოეტმა გაატარა ამ ქალაქში და შემდეგაც, თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, ძალიან ხშირი სტუმარი იყო მისი.

1850 წელს ქ. ქუთაისის სამაზრო სასწავლებელი რვაკლასიან გიმნაზიად იქნა გადაკეთებული. ახლად გახსნილი გიმნაზია, რომელშიც სექტემბრის დამლევს მიღებული იქნა პატარა აკაკი, ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი კლასისაგან შედგებოდა. შემდეგ ყოველ წელიწადს თითო კლასი უნდა მომატებოდა.

პატარა აკაკიმ მშობლებს „თავისუფალ მოსიარულედ“ მიუბრუნებიათ გიმნაზიის პირველ კლასში. აქედან იწყება სწორედ ის ახალი ხანა მის ცხოვრებაში, რომელსაც იგი „მტანჯავს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს“ უწოდებს. საკმარისია ახლოს გავეცნოთ სახაზინო გიმნაზიაში გამეფებულ სასტიკ რეჟიმსა და სწავლა-აღზრდის მეთოდებს, რომ სავსებით გასაგები შეიქნეს ჩვენთვის, რატომ გაჰყვა აკაკის მთელი სიცოცხლის მანძილზე ასე მწარე და უსიამოვნო მოგონებად სასწავლებელში გატარებული ბავშობის დღეები.

აკაკი თავის „თავგადასავალში“ გვიხატავს მთელ რიგ ეპიზოდებს მოწაფეობის ხანიდან, რომლებიც შესანიშნავად ახასიათებენ როგორც იმ დროს გამეფებულ სასკოლო რეჟიმს, ისე იმ დამღუპველ გავლენას, რომელსაც ეს რეჟიმი ახდენდა მოზარდ თაობაზე. ამასთან ერთად აკაკი გვაცნობს გალერიას იმ სულიერად და ფიზიკურად გახრწნილ ტიპებისა, რომლებიც პედაგოგების სახელს ატარებდნენ და ვის ხელშიაც იყო ჩაბარებული ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა- განათლების საქმე.

თავისი აღმზრდელებიდან აკაკი ასახელებს მხოლოდ რამდენიმეს,- იმათ, ვინც ყველაზე უფრო დამახასიათებელ და კოლორიტულ ფიგურებს წარმოადგენენ ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლებს შორის. ასეთები იყვნენ: რუსული ენის მასწავლებელი ტროე, საპეგა და პანიზოვსკი; მათემატიკური საგნების მასწავლებელი პოლონელი როდზიევიჩი; ფრანგული ენის მასწავლებელი მუსიე ტურესი და გიმნაზიის დირექტორი კოცებუ. ტროეს და როდზიევიჩის გამოკლებით ეს მასწავლებლები საუკეთესო გამომხატველები და პრაქტიკული გამტარებლები იყვნენ თავისი დროის მახინჯი პედაგოგიური სისტემისა.

გიმნაზიის მეშვიდე კლასში რომ გადავიდა, აკაკი ფრანგულის მასწავლებელ მუსიე ტურესის ოჯახში ცხოვრობდა (1859 წ.). მისი უფროსი ძმები, დავითი და იასონი, ამ დროს კარგა ხნის წასული იყვნენ ქუთაისიდან და ჯარში მსახურობდნენ. ამ მუსიე ტურესს ბავშვები თურმე მოსე ტურას ეძახდნენ. ერთხელ, საღამოს ამ ტურესს სტუმრად შემოჰყოლია სახლში როდზიევიჩი. დამსხდარან მარტო და ჩაის სმა დაუწყიათ. შემდეგ რომზე გადასულან და ნელ-ნელა, მუსაიფში შეზარხოშებულან კიდეც. „ფრანგმა დიდი რევოლუცია მოიგონა და აღტაცებით დაიწყო ლაპარაკი, - წერს აკაკი,- სტუმარმა პოლონეთი გაიხსენა, და მოხსნეს თავი სიფრთხილეს, მით უმეტეს, რომ იქ იმ ორისა და ჩემს მეტი არავინ იყო. მე ჩემთვის კუთხეში ვიჯექ, ასე რომ, მგონი, ვერც კი შემნიშნეს. იმათმა აბდაუბდა საუბარმა ისე გამიტაცა, რომ რაღაც უჩვეულო სასუფეველი ვიგრძენი, სმენად გადავიქეცი“. ნუ დაივიწყებთ, როდის ხდებოდა ეს ამბავი. ყირიმის ომი ახალი დამთავრებული იყო. პოლონეთში ახალი აჯანყება მზადდებოდა ცარიზმის წინააღმდეგ. მიცკევიჩი ამ დროს თუმცა ახალი გარდაცვლილი იყო (1855 წ.), მაგრამ მისი პატრიოტული ლექსები და პოემები დაუსრულებელ შთაგონებას აძლევდა პოლონეთის ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის მოღვაწეებს.

როდზიევიჩს საუბარში, როგორც ჩანს, მოუგონებია მიცკევიჩის სახელგანთქმული პოემის გმირი კონრად ვალენროდი, ლიტველი ხალხის თავდადებული რაინდი, რომელმაც სამშობლოს გულისთვის დაივიწყა თავისი პირადი ბედნიერება, დასტოვა ოჯახი, საყვარელი ცოლი და წავიდა მოსისხლე მტრების, ტევტონების ბანაკში. აქ თავისი მოჩვენებითი ერთგულებით მან ნდობა და სიყვარული დაიმსახურა და ბოლოს მთავარსარდლის პოსტსაც მიაღწია. მოხერხებულ დროს კი, როდესაც ტევტონებმა, კონრადისავე მეთაურობით, ხელახლა გაილაშქრეს ლიტვის დასარბევად, კონრადმა გაანადგურა მათი ჯარი და, შურისძიების ნიშნად, ცეცხლსა და მახვილს მისცა მათი ქვეყანა. აკაკი გვიამბობს, რომ მუსიე ტურესთან ამ საუბრის შემდეგ როდზიევიჩმა ამოიოხრა და თქვაო: ახლა რაღა დროს, ვწუხვარ, რომ სამხედრო სამსახურში არ შევედი, რომ სარდალი გავმხდარიყავ და მარჯვე დროს ქვეყნისთვის კონრადივით სამსახური გამეწიაო...“

ამ საუბარს უაღრესი შთაბეჭდილება დაუტოვებია ყმაწვილი კაცის გრძნობა- გონებაზე. ამ დროს აკაკი, ალბათ, უკვე იცნობდა მიცკევიჩის პოემის შინაარსს, უპირველეს ყოვლისა თვით როდზიევიჩის გადმოცემით. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ იმ ხანებში, 1858 წელს, ჟურნალ „სოვრემენიკის“ 69-ე ნომერში დაიბეჭდა „კონრად ვალენროდის“ რუსული თარგმანი, შესრულებული შერშენევიჩის მიერ. საფიქრებელია, რომ ამ ჟურნალის მეოხებითაც შესძლო ჭაბუკმა აკაკი პოლონელი პოეტის ნაწარმოების უშუალო გაცნობა. „როზდიევიჩის ნათქვამი სიტყვები რომ ჩამეწვეთა ყურში, - წერს აკაკი, - ჩემი თავი ვეღარ ვიცანი! იმ ღამეს აღარ დამეძინა. ვამბობდი: რა მინდა უნივერსიტეტში? რა კარგი იქნებოდა სამხედრო სამსახურში. ოდესმე სარდალი გავხდები. რაც ადრე შევუდგები საქმეს, ის აჯობებს, და ამ ერთ წელიწადს მაინც ხომ, უკანასკნელ კლასში, ახალს არას გვასწავლიან, ძველებს გვამეორებინებენ,- და გამოვალ, არსად არ წავალ მეთქი“. ჭაბუკს მტკიცედ გადაუწყვეტია სამხედრო სამსახურში შესვლა და დაწინაურება იმავე მოტივებით, რითაც ხელმძღვანელობდა მიცკევიჩის გმირი.

თავისი გადაწყვეტილება გიმნაზიიდან გამოსვლის შესახებ აკაკის მამისათვის განუცხადებია. როსტომს ძალიან გახარებია ეს ამბავი და უთქვამს: „შენი ნებაა, შვილო მე შენი ხნისას ცოლი მყავდა და ოჯახს ვეკიდეო“. მაგრამ ასე არ შეუხედავთ ამ საქმისათვის ოჯახის სხვა წევრებს და ნაცნობ-ნათესავებს. აკაკი წერს, რომ მამისაგან თანხმობა მივიღე თუ არა, „მაშინვე გამოვედი სასწავლებლიდან, რითაც ყველა გავაკვირეო.“

ქუთაისის ყოფილი კლასიკური გიმნაზიის არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ როსტომ წერეთელს 1859 წლის 7თებერვალს ქუთაისის გუბერნიის სასწავლებელთა დირექტორ პესოჩინსკის სახელზე თხოვნა შეუტანია შვილის გიმნაზიიდან გაყვანის შესახებ.

დირექციას როსტომის თხოვნა დაუკმაყოფილებია და აკაკისთვის მიუცია მოწმობა.





რუსეთისაკენ



გიმნაზიიდან გამოსვლის შემდეგ ორი თვე, მარტი და აპრილი, აკაკიმ სოფელში გაატარა. აპრილის დამლევს იგი გამოეთხოვა დედ-მამას, თავის მშობლიურ სახლ-კარს და გაუდგა შორეულსა და უცნობ გზას - რუსეთისაკენ! ამ დროს ჭაბუკი აკაკიმ, - როგორც თვითონ წერს, „ქვეყანაში თვალგაუხელელი, ცხოვრებაში გამოუცდელი და ოცნებებით გაბერილი“ იყო.

მშობლებმა უცხო ქვეყანაში მიმავალ შვილს საგზაოდ ხუთასი მანეთი ჩაუდვეს ჯიბეში და, გარდა ამისა, შორეულ მგზავრობასა და უცხო ქალაქში მარტო რომ არ ყოფილიყო, ლალად ერთგული შინა - ყმა ივანე კირკიტაძე გაატანეს. „ბევრის არ მცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს, - გვიამბობს პოეტი, - უნდა ზღვა გამევლო, ხმელეთი გადამელახა და ერთი ბიჭის ამარა ჩავსულიყავ პეტერბურგში, სადაც ჩემი ძმა მეგულებოდა „კანვოი“-ში მოსამსაურედ“.

ჩავიდა თუ არა პეტერბურგში, აკაკიმ პირდაპირ თავის ძმას ილიკოს მიაშურა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმპერატორის კანვოი და მასთან ერთად, რასაკვირველია, ილიკოც, ზაფხულის გამო ცარსკოე სელოში გადაეყვანადთ ბანაკად. აკაკი შეწუხდა, მაგრამ რაღას გააწყობდა. მხოლოდ მეორე დღეს გაემგზავრა იგი ძმის სანახავად.

ილიკო უფრო ადრე მოელოდა აკაკის, მან დაახლოებით იცოდა, როდის უნდა ჩასულიყო მისი უმცროსი ძმა და როდესაც აკაკის დააგვიანდა, ძალიან შეშფოთებული იყო, -ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, ვაი თუ რამე დაემართა გზაში მარტო მომავალ, გამოუცდელ ყმაწვილსო. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც ცარსკოე სელოში უეცრად კარი გაიღო და მასთან ოთახში აკაკი შევიდა.

პეტერბურგში, სამოციანი წლების დამდეგს, ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა.

აკაკი რომ ჩავიდა პეტერბურგში, იმ დროს უკვე უნივერსიტეტში სწავლობდნენ და უფროსი კურსის სტუდენტებად ითვლებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ღოღობერიძე, ბესარიონ ღოღობერიძე და სხვები. აკაკისა და კირილე ლორთქიფანიძეს ჩასვლის მერე, ორი წლის შემდეგ, ქართველ სტუდენტთა დასს მიემატნენ კიდევ ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი.

პეტერბურგის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული აკაკის პირად ცხოვრებასთან, მის შემოქმედებასთან.

სამოციანი წლებიდან დამოკიდებული, უკანასკნელ დრომდე, ღრმა მოხუცობის ხანამდე, აკაკი არა იშვიათი სტუმარი იყო ამ ისტორიული ქალაქისა, რომელმაც ილია ჭავჭავაძე ერთ თავის სტუდენტობის დროინდელ წერილში „ცივს, ქვეით მოსიპულსა და უზარმაზარს“ უწოდებდა.

1861 წლის იანვარში აკაკი წერს თავის პირველ პოემას ,-„რუსეთუმეს“, რომლიდანაც ორი თავი, როგორც ჩანს, ყველაზე უფრო მისაღები ცენზურისათვის, შემდეგ გამოქვეყნდა „ ცისკარში“.

აკაკი შენიშნავს ამ ნაწარმოების შესახებ: „ეს ვრცელი პოემა იყო. აქ ახალი თაობის ტიპად ჩემი თავი მყავდა გამოხატული და ძველი თაობის ტიპად ჩემივე ოჯახი.

1861 წლის 19 თებერვალს გამოცხადდა ცნობილი მანიფესტი საგლეხო „რეფორმის“ შესახებ და ამ ღირსშესანიშნავ ამბავს აკაკი ეხმაურება ლექსით „მუშური“, სადაც უდიდესი სიძლიერით არის გამოხატული ყმა გლეხობის დაჩაგრული მდგომარეობა. ეს ლექსი დაიბეჭდა ორი წლით გვიან „ცისკარში“, ჯერ კიდევ მანამდის, სანამ საქართველოში გატარებული იქნებოდა გლეხთა „განთავისუფლების“ საქმე.

ეს ლექსიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთგვარ სათავეს აკაკის სოციალური პოეზიისა.

თავის პოეტურ შემოქმედებასთან ერთად აკაკი არ ივიწყებს უნივერსიტეტსაც. 1861 წლის დასაწყისიდანვე იგი ინტენსიურად ემზადება გამოცდებისათვის, - გადაწყვეტილი აქვს ამ წელს ჩააბაროს ყველა საგანი და მიიღოს კანდიდატის ხარისხი.

თავისუფალ მსმენელთათვის უნივერსიტეტში სავალდებულო არ იყო ოთხ წელს სწავლა: როცა სურდათ, მაშინ ჩააბარებდნენ გამოცდას და წარადგენდნენ საკანდიდატო თხზულებას.

აკაკიც ასე მოქცეულა. არსებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენს პოეტს და მის ამხანაგებს, აგრეთვე გარეშე მსმენელებს - აბელ ჩოლოყაშვილს, ალექსანდრე აბხაზს და რაფიელ პატკანიანს, თხოვნა მიუციათ უნივერსიტეტის რექტორისათვის, რომ მათ ნება მისცემოდათ კანდიდატის ხარისხზე გამოცდების დაჭერისა. ეს თხოვნა რექტორს გადაუცია განსახილველად აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტისათვის. 1861 წ. აპრილის სხდომაზე ფაკულტეტს განუხილავს ეს თხოვნა და კიდეც დაუკმაყოფილებია. ამის შემდეგ აკაკი შესდგომია გამოცდების ჩაბარებას სხვადასხვა საგანში.

აკაკის გამოცდები დაწყებულა 1861 წლის 3 აპრილიდან.

1862 წელს, მარტის 31-ს, აკაკიმ ჩააბარა უკანასკნელი გამოცდა და მოიპოვა უფლება საკანდიდატო თხზულების წარდგენისა. კირილე ლორთქიფანიძის სიტყვით, "აკაკის საკანდიდატო თხზულება მართლაც წარუდგენია. თემა აღებული ჰქონია ქართული ლიტერატურიდან, სახელდობრ, "ვეფხისტყაოსნის" ორიგინალობის საკითხი. ამ თხზულებაში გატარებული აზრები შემდეგ უფრო ვრცლად აკაკის განუვითარებია თავის ლექციებში "ვეფხისტყაოსნის" შესახებ.

აკაკის ეს თხზულება უნივერსიტეტს მოუწონებია და მისი ავტორი ღირსად უცვნია საკანდიდატო დიპლომის მიღებისა (აკაკი, როგორც თავისუფალი მსმენელი, ვალდებული იყო წარედგინა გიმნაზიის კურსის დამთავრების მოწმობა, მაგრამ არ წარუდგენია და ამის გამო ვერც დიპლომი მიუღია).

1862 წელს აკაკი წერეთელი ჩამოვიდა სამშობლოში.

რუსეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა „წვეროსანს“ დიდი სიხარულით დაუხვდნენ მშობლიურ ოჯახში.

გარეგნულად ცივმა და სასტიკმა ეკატერინემ ბევრი ცრემლი დაღვარა უმცროსი, უსაყვარლესი ვაჟის ნახვაზე. მას დიდხანს ჰქონდა გულში ჩახუტებული შვილის ხუჭუჭა თავი.

თავადი როსტომი კიდევ ჭარმაგად იყო. მან დიდის ინტერესით გამოჰკითხა შვილს რუსეთის ამბები, პეტერბურგის ცხოვრების ავან-ჩავანი. როსტომი მაინც და მაინც ვერ იყო კმაყოფილი ბატონყმობის გაუქმებით და ეჭვს გამოთქვამდა: ეს საქმე ჩვენში დიდ ხანს არ განხორციელდებაო. აკაკის შეტყობით, როსტომს ამ სამ წელიწადში ახირებულობა მომატებოდა.

სოფელში დიდხანს აღარ დარჩენილა აკაკი. მას გული მიუწევდა გარეთ, -ახალგაზრდა პოეტს სწყუროდა საზოგადოებაში გასვლა, ხალხის გაცნობა, ცხოვრების ფართო ასპარეზზე ფეხის შედგმა.

ის გაემგზავრა ქუთაისში.

იმერეთის დედაქალაქი დიდად არ გამოცვლილიყო. იგივე ყრუ, მივარდნილი დაბა იყო, როგორიც მან დასტოვა სამი წლის წინათ.

ქუთაისში აკაკი ხშირად დადიოდა ნიკოლაძისა და ხელთუფლიშვილის ოჯახებში. იგი ძალიან მეგობრობდა ნიკო ნიკოლაძის დებს, მათ შორის კი განსაკუთრებული მეგობრობით იყო დაკავშირებული ანასტასიასთან (ანიჩკასთან). აკაკი ძლიერ უყვარდა ნიკოლაძეების მხიარულ, მეგობრულ წრეში საათობით და ზოგჯერ მთელი დღეობით დარჩენა. „ქუთაისის თეთრი ხიდის სიახლოვეს,-წერს რუსუდან ნიკოლაძე,-რიონის მაღალ ნაპირზე იდგა ბაბუაჩვენის ძველი, ნახევრად დანგრეული ხის სახლი, მისი მშვენიერი, წყალზე გადამყურე აივანით“. ამ სახლთან აკაკის ბევრი საუკეთესო მოგონება აკავშირებდა. მაგრამ განსაკუთრებით წმინდა იყო მის ხსოვნაში მოგონება ამ სახლის ერთი ბინადრისა- ეს იყო ანასტასია ნიკოლაძე. მეგობრული გრძნობა ამ ქალისადმი აკაკიმ შეუბღალავად შეინახა მთელი სიცოცხლის მანძილზე. რუსეთიდან ნიკოლაძე, ახასიათებს რა აკაკის დამოკიდებულებას ანიჩკასადმი, წერს: „ეს იყო„ჩერნიშევსკისებული“ მეგობრობა რჩეული ბუნების, გულისა და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე პატივისცემით აღბეჭდილი“. „ანიჩკა ნიკოლაძესთან მეგობრობას, - განაგრძობს ჩვენი ავტორი,- როგორც ჩანს, პოეტის მიმოწერიდან, ღრმა კვალი ჰქონდა გავლებული აკაკის გულში. კერძო წერილებში პოეტი მას სანუგეშო მეგობარს უწოდებს. „თვით ანიჩკამ-კი, შეიძლება თამამად ითქვას, მთელი თავისი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას,-აკაკის ჩანგსა და პიროვნებას. და შესწირა მისებურად: სრულად და უნაშთოდ; და ისე ჩუმად, ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის არ სცოდნია დანამდვილებით, გარდა მის და თვით აკაკისა“.

ანიჩკასა და მისი დების, აგრეთვე ხელთუფლიშვილების წრეში აკაკი პოულობდა გულწრფელ მეგობრულ პატივისცემას, პოეზიისა და კულტურის სიყვარულს, სამშობლოსადმი ერთგულებისა და სამსახურის სამაგალითო ნიმუშებს...

1862 წლის ზაფხულის დამლევს აკაკი გაემგზავრა თბილისისაკენ.

ბევრი რამ ხიბლავდა და იტაცებდა თბილისისკენ აკაკის გულს, მაგრამ ყველაზე უფრო მას აინტერესებდა მწერლების გაცნობა.

1863 წლის დასაწყისში აკაკი ისევ ემშვიდობება დროებით თავის ქვეყანას და მიემგზავრება რუსეთისაკენ.

1864 წელი აკაკიმ მოსკოვში გაატარა. ამ წლის 24 ივნისით არის დათარიღებული მისი აკროსტიხი „საცოლოს ალბომში“. საფიქრებელია, რომ წინა წლის გაზაფხულზე სამშობლოდან რუსეთისაკენ გაბრუნებულმა პოეტმა ერთი ხანი პეტერბურგში გაატარა და უნივერსიტეტს წარუდგინა თავისი საკანდიდატო შრომა „ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ“. თავის „თავგ
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Jul 31 2011, 11:56 PM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რავი ალბათ ქართველი კაცისთვის საჭირო თემაა და იმედია გავუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას... პ.ს ეს ჩემი პირველი პოსტია და მკაცრად ნუ განმსჯით secret.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 1 2011, 12:24 AM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lasha
მშვენიერი თემაა clap2.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Aug 1 2011, 12:25 AM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Aug 1 2011, 12:24 AM) *
lasha
მშვენიერი თემაა clap2.gif

მაგარი
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Aug 1 2011, 12:34 AM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(lasha @ Jul 31 2011, 11:46 PM) *

გიორგი ლეონიძე

აი ეს ლექსი ყველა ლექსზე უფრო მიყვარს wub.gif



ყივჩაღის პაემანი

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები…
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 1 2011, 12:48 AM
Post #13


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Barmalei
შენ გაიხარე, ახლა lasha-სთვის მინდოდა მეთხოვა ეს ლექსი აეტვირთა. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
natuka
post Aug 1 2011, 12:52 AM
Post #14


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,268
Joined: 12-March 11
From: დედამიწა :)
Member No.: 6,417

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან კარგი თემა გახსენი ლაშა მადლობ smile.gif ახლა წავედი დავიძინე და ხვალ ვაჯაზე დავდებ რაღაც ისტორიებს smile.gif


--------------------
...


Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 1 2011, 01:19 AM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






ილია ჭავჭავაძე – Ilia Chavchavadze (1837 – 1907)




ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე
1837-1847
კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.

ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები…

ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში – ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე – დავით ჭავჭავაძე…

ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას – ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია!

პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა. ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენიება, როგორც მონაწილე ექსპედიციისა იმერეთში 1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ მეორე.
1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს – ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, – პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ – კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში.
პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა მოხსენებული). პოეტის მამა – გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს.
გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული.

ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“.

შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს დაბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.

ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“:

,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,
გადმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: ,,ჩემო გიჟო!
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!..

ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ:

,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“.

მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. ილია ჭავჭავაძე წერს:

,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.

მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა.

1845 წელს, ალ. ყიფშიძის გადმოცემით, შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.

მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.

ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. მაშინ ილია 10 წლის იყო. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იტვირთა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ. მაკრინე გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე და ამ დროს დაქვრივებული იყო. მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ.

მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . .

თბილისი
პანსიონსა და და გიმნაზიაში
1848-1856 წლები

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძემ თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის და ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარა, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა.

1851 წელს წავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა.

1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილიას ბავშვობისა და მოწაფეობის ხანა მშფოთვარე პერიოდია ჩვენს ისტორიაში„ ეს არის კავკასიისა და ყირიმის ომების ხანა, ბატონყმობის მძიმე უღლისა და რუსეთის თვითმპყრობლობის ბრძოლის ხანა. 1854 წლის ივლისში წინანდალზე ლეკთა თავდასხმამ იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა კონსტანტინე.

პეტერბურგს გამგზავრება, პეტერბურგის უნივერსიტეტი
1857-1861 წ

თბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ ილიას მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად. რუსეთში წასვლამდე ილია ყვარელში იმყოფება. იგი ამ დროისათვის რამოდენიმე ორიგინალური ლექსის ავტორი გახლდათ. 1857 წლის 15 აპრილს სოფელ კარდანახში დაწერა ლექსი “ყვარლის მთებს“.

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ – ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას.

1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა.

ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილისათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:

“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

“როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას“
საქართველოში დაბრუნება

1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. ამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება და როგორ შემეყრება იგი მე – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“

ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.

შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული…“ და “ჩემო კალამო“.

1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. . .

1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს “საქართველოს მოამბე“, რომელიც მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

სახელმწიფო სამსახურში–ქუთაისსა და დუშეთში
1864-1873

1863 წლის ბოლოს ჟურნალ “საქართველოს მოამბის“ დახურვის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ეფიქრა, რათა ნივთიერი სახსარი მოეპოვებინა: “1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორისც ალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისგან წარმომდგარი“- წერს ილია თავის ავტობიოგრაფიაში.

კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

ქართული ბანკის დაარსება. “მეფე ლირის“ თარგმნა და გამოცემა
1873-1876

1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და თბილისში გადმოსახლდა.

საქართველოში ბატონყმობის გადავარდნის დაწყებისთანავაე, გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობის წინამძღოლი იყო, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა.

ილია ჭავჭავაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბანკის წესდების შემუშავებელ სხდომებში. 1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად და საბანკო საქმეების შესასწავლად, დავით ყიფიანთან და დიმიტრი ყაზბეგთან ერთად რუსეთს გაემგზავრა.

ბანკის წესდების მოლოდინში ილია ჭავჭავაძე პოულობს თავისუფალ დროს და პეტერბურგში ხელს კიდებს ახალ დიდ საქმეს„ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტ ივანე მაჩაბელთან ერთად იგი იწყებს შექსპირის “მეფე ლირის“ ქართულად გადმოთარგმნას.

ბანკის წესდების დამტკიცებას, რომ კარგი პირი შეატყო, ილია აღარ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ათი თვის ტაჯვა-წვალების და რუდუნების შემდეგ, 1874 წლის აპრილის დამდეგს პეტერბურგიდან სამშობლოში გამარჯვებული გამოემგზავრა. 1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება.

1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.

ილია არც “მეფე ლირის“ დაბეჭდვის საქმეს ივიწყებს. 1877 წლის თებერვალში ილიამ “მეფე ლირი“ ცალკე წიგნად გამოსცა.

“ივერია“ პირველი პერიოდი
1877-1885

ილია და “ივერია“ ყოველი ქართველის ცნობიერებაში ერთმანეთისაგან სამუდამოდ განუყოფელი ცნებებია. გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა 1877 წლის 3 მარტს. ყოველკვირეული გაზეთის სახით.

1879 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, რის ნებართვაცილიასთვის კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის მიუცია.

1880 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა სამთვიურ ორგანოდ.

1881 წლიდან “ივერია“ კვლავ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა და ასე გამოდიოდა 1885 წლის ჩათვლით.

ორიგინალურ მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა, როგორც მხატვრული, ისე მეცნიერული ძეგლებისთარგმანებითაც. აგრეთვე მრავალფეროვანია მისი პუბლიცისტიკა.

ფასდაუდებელია ის ამაგი, რომელიც ამ პერიოდში (1877-1885) ილია ჭავჭავაძემ დასდო ქართულ სკოლას, საერთოდ ქართულ სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმეს და, რაც მთავარია, სკოლაში ქართული ენის უფლებათა დაცვას.

ამავე პერიოდში დღის წესრიგში დგება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების საკითხი.

წესდების პროექტზე 1878 წლის 30 იანვარს ხელი მოუწერია 126 დამფუძნებელ წევრს, ხოლო დ.ყიფიანს, ბ. ღოღობერიძეს და ი. ჭავჭავაძეს დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენიათ 1878 წლის 20 ივნისს, რომელიც ზოგიერთი ცვლილების შემდეგ დაუმტკიცებიათ 1879 წლის 31 მარტს, რის შესახებაც ოფიციალური ცნობა 1879 წლის 14 აპრილს მიიღო დამფუძნებელ წევრთა რწმუნებულმა დ. ყიფიანმა თბილისის გუბერნატორისგან.

საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაუროო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა.

“ივერია“ – მეორე პერიოდი
1886-1901

1885 წლის 16 სექტემბერს, მთავრობის განკარგულებით, “მავნე“ მიმართულებისათვის სამუდაომოდ აიკრძალა ეთადერთი ყოველდღიური გაზეთი “დროება“. ილია ჭავჭავაძე მაშინვე შეუდგა ყოველთვიურ ჟურნალ “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების სამზადისს. ილიას დაუბეჭდავს მომავალი გაზეთის სარეკლამო ფურცელი: “ქართული ყოველ-დღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი “ივერია“ გამოვა ჟურნალის სამაგიეროდ 1886 წლის I-ს იანვრიდამ ყოველ-დღე………“

მართალია “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გამოსვლის პერიოდში ილიას შემოქმედებითი ძალა და ენერგია უმეტესად პუბლიცისტურ-ჟურნალისტურმა მუშაობამ და საზოგადო მოღვაწეობამ შთანთქა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ილიას დიდმა მხატვრულმა ტალანტმა ამ პერიოდშიც შექმნა რამდენიმე პირველხარისხოვანი პოეტური და პროზაული შედევრი, მათ შორის, ქართული პროზის შედევრი “ოთარაანთ ქვრივი“

საგურამოში, თავის მიერ გაშენებულ სახლ-კარში ჩაუყარა საფუძველი ილიამ შესანიშნავ ტრადიციას – ყოველ 20 ივლისს, წმ.ილიას სახელწოდების დღეს, იგი აქ მართავდა “ილიაობას“, რომელიც დროთა განმავლობაში ჭეშმარიტ ეროვნულ დღესასწაულად იქცა!

1897 წლის იანვარში შესრულდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავი.

1891 წელს ილია ჭავჭავაძეს ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა გამოაჩნდა.

1900 წელს ილია სამკურნალოდ ევროპაში მიემგზავრება (გერმანია, ავსტრია)

ივერიის გარეშე
1902-1907

ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ილია ერთ წელს კიდევ უძღვებოდა თავის გაზეთს, მაგრამ 1901 წლის 5 დეკემრიდან რედაქტორობა ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა, თუმცა “ივერიის“ 1902 წლის №1-152 -ის გამომცემლად მაინც ილია დარჩა. ამის შემდეგ ილია უკვე საბოლოოდ ჩამოსცილდა “ივერიას“ და ერთხანს აქტიურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც უფრო ნაკლებ ედგა კვალში.

1902 წლიდან ილია და ოლღა ჭავჭავაძეები ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე საგნაშვილისეული სახლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ მაშინდელ ჯერ ვაგზლის ქუჩაზე და ცოტა ხნის შემდეგ ანდრიას ქუჩაზე.

1903 წელს ილია ჭავჭავაძე აფხაზეთში ჩადის. გაგრაში ახალი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობისთვის.

დადგა 1905 წელი.

ილია ამ დროს უკვე 68 წლის მოხუცი, ავადმყოფობით იყო გატეხილი.

ილია 1905 წელს გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.

1906 წლს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი დელეგატი-ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი.

1906 წლის აპრილში იგი არჩეული იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. სახელმწიფო სავჭოს პირველი სესია გაგრძელდა 1906 წლის 27 აპრილიდან 12 ივლისამდე. ივლისში ილია საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი თებერვლამდე დარჩა. თებერვალში ილია ისევ რუსეთს გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე. ივლისში ილია მეუღლით დაბრუნდა საქართველოში.

ილიას მკვლელობა
არტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს… შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია. პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 27 აგვისტოს საგურამოდან წამოსვლისას, დაუბარებია – დღესვე საღამოს დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში, რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო უკან დაბრუნებისას ილია მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა, მაგრამ მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი ყველა ზომა მიიღო მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.
30 აგვისტოს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად სამი თვის წინ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მიულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15 – 20 წუთის შემდეგ ილიას მოჰკლავდნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“
ათი დღე, 30 აგვისტოდან -9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.




პ.ს

ძალიან მძიმე ფაქტია საქართველოს ისტორიაში, ალბათ ერთ ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა ილიას მკვლელობა რის შედეგს დღესაც ვიმკით
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 1 2011, 01:24 AM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა












ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.


ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მით იყვის უკეთ.


ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია,უფრო ძლიერ მავნებელია.


არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.


ზნე-ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის.რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე,წრთვნა ზნე-ხასიათის ზრდაა,გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა,სულიერის ბუნებისა,ანუ,უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.

ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.17.


ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.


მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.


ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.


აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.


ქართველმა,თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა,იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც.ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი,რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა.სომეხნი,ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა,ჩვენს შორის მცხოვრებნი,ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ.სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი -- აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას.

ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.17.


ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!


ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.


სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.

ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.11.


განა შეტყობა იმისი თუ რა არის ცაში, - ან ცის იქით,- მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად-კაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად-კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო, არც ჰო და არც არა?

ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.6.


გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.


ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.


ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.



სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.


დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.


„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ წამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.


დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.


ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.


ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.


დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა.


იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.


როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..


ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.


არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.


საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.


ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.


მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.


ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.









განსაკუთრებულად მომწონს: ქვეყანაზე რომ ჭირი არ იყოს ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდაო,

და კიდევ- დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალიაო...
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 1 2011, 01:25 AM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი მადლობა მეგობრებო, გავხსნი კიდევ საინტერესო თემებს და თქვენთვის საინტერესო ინფორმაციასაც შეძლებისდაგვარად მოგაწვდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 1 2011, 01:35 AM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა







ეს ჩემი ერთ ერთი ილიას უსაყვარლესი ლექსი-ძალიან მომწონს, ძალიან მართალია და თითქოს დღესაა ეს ყველაფერი ნათქვამი, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ილია არ შემცდარა ჩვენი თვისებების აღწერაში,





ბედნიერი ერი




ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Aug 1 2011, 01:54 AM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე..."

"მარადისობის კანონი"

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

„მზიანი ღამე“

მემგონი ყველა მიხვდით ვისი ბიოგრაფიის დადებას ვაპირებ, მაგრამ სანამ დავდებ არშემიძლია ჩემი მოკრძალებული ორიოდე სიტყვა არ დავამატო...
სიყვარული, სევდა და უსაზღვრო იუმორი. ეს არის ის სამი კომპონენტი რომლებიც მის შემოქმედებას აერთიანებს, როდესაც კითხულობ, ფიქრობ, რომელი ჭარბობს, ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე და ასე გრძელდება ყველა მოთხრობა თუ ნოველა, მაგრამ მერე ხვდები, რომ ის არ იყო მარტო უბადლო იუმორის მქონე პიროვნება, ანუ უბრალოდ მოსიყვარულე ადამიანი.. მე თავისუფლად შემიძლია ვუწუდო მას ჩვენი დროის შემოქმედი.
ხოდა ძალიან როარ გამიგრძელდეს ჩემი მოკლესიტყვაობა, ვამთვრებ ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მოთხრობის ციტატით–

"ძაღლი"
"ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, - დაიწყო მან. - მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია... მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ, საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მით უმეტეს არ უნდა გეშინოდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად. ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე, თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, იცოდე, ის ქვა ბაბუაშენია... ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი, ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი, ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ გაათავებს."

________________________________________________________________________________
__________________



ნოდარ დუმბაძე(1928 – 1984) – ავტობიოგრაფია

სახელი – ნოდარ
გვარი – დუმბაძე
მამის სახელი – ვლადიმერის ძე
სამსახური – კოსმოსი, ზღვა, ხმელეთი, ხანდახან - მიწისქვეშეთი
პასპორტი – უსაბუთო
სისხლის ჯგუფი – უსისხლო
რეზუს-ფაქტორი– ურეზუსო
დარეკეთ – მხოლოდ ეკლესიის ზარით



--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Aug 1 2011, 01:56 AM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხოდა მადლობა თემის ავტორს რათქმაუნდა smile.gif beerchug.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:00 PM