ვივეკანანდა, სვამი ვივეკანანდა |
ვივეკანანდა, სვამი ვივეკანანდა |
Dec 15 2011, 12:36 PM
Post
#41
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://www.youtube.com/watch?v=lxUzKoIt5aM...8010A6239E3AD9E
აქაა ის რასაც მე ვპოსტავ ”საუბრები გიტაზე” ვივეკანანდას ხმასთან ერთად! რათქმაუნდა ნაწილებად დაყოფილი! მედიუმობა ევროპული ფენომენია. მედიუმები ვითომდა სულებს უკავშირდებიან და გარდაცვლილთა ახლობლებს მათთან დალაპარაკების საშუალებას აძლევენ შეიძლება იქადაგო, მაგრამ განუვითარებელ ბავშვებს რომ გონება გაუხნა, უნდა ეწამო. ჯერ გაიგეთ, ვინ ხართ გულის სიღრმეში, რადგან ყველა იმ დამაუძლურებელი აზრისთვის, სხვებს რომ უნერგავთ, ორმაგი პროცენტის გადახდა მოგიწევთ. კარმის კანონს ვერსად გაექცევი. . . .ქვეყნად მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – სისუსტე. პატარა რომ ვიყავი, მილტონის ”დაკარგული სამოთხე” წავიკითხე. ერთადერთი კარგი კაცი, რომელმაც ჩემი პატივისცემა დაიმსახურა, სატანა იყო. ერთადერთი წმინდანი ის სულია, არასოდეს რომ უძლურდება, ყველაფერს უსწორებს თვალს და ბედის კამათელი თვითონ უპყრია ხელთ. ფეხზე წამოდექით და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ თქვენი ბედი! ერთ სიგიჟეს მეორეს ნუ მიუმატებთ. იმ უბედურებას, წინ რომ გელით, ზედ თქვენს უძლურებას ნუ დაუმატებთ. სულ ესაა ამქვეყნად ჩემი სათქმელი. ძლიერები იყავით! . . . თქვენ სულებსა და ეშმაკებზე ლაპარაკობთ... ჩვენ თვითონ ვართ ცოცხალი ეშმაკები. სიცოცხლის ნიშანი ძალა და ზრდაა, სიკვდილის ნიშანი კი – სისუსტე. მოერიდეთ ყველაფერს, რაც გაუძლურებთ! სისუსტე სიკვდილია. ჩაებღაუჭეთ და თუგინდ ჯოჯოხეთის კარამდე ჩაჰყევით იმას, რაც ძალას გმატებთ! ხსნა მხოლოდ მამაცთათვის არსებობს. `მხოლოდ მამაცია მშვენიერის ღირსი. ხსნას მხოლოდ უმამაცესი იმსახურებს. ვისია ჯოჯოხეთი? ვისია ტანჯვა? ვისია ცოდვა? ვისია უძლურება? ვისია ავადმყოფობა? ვისია სიკვდილი? თუ გწამთ, ნამდვილი ღმერთი იწამეთ. `შენ თვითონ ხარ კაციც, ქალიც, ძალ-ღონით სავსე ჭაბუკიც . . . და ყავარჯნით მოლასლასე მოხუციც. შენ ხარ უძლურება. შენ ხარ შიში. შენ ხარ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. შენ ხარ ის გველი, რომელიც გაცდუნებს. მაშ განიცადე შიში! განიცადე სიკვდილი! განიცადე ტანჯვა! . . . ყოველგვარი სისუსტე და მიჯაჭვულობა მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და ერთი სიტყვაც რომ უთხრათ, გაქრება. ნუ დაუძლურდებით! სხვა გზა არ არის. . . . წამოდექით და იყავით ძლიერი! განაგდეთ შიში და ცრურწმენა. შეხედეთ სიმართლეს თვალებში! თუ სიკვდილი მოდის – ამაზე უარესი კი ვერაფერი მოგივათ – დაე მოვიდეს! ჩვენ საკუთარი ბედის გადასაწყვეტად გავჩნდით. სხვა რელიგია მე არ ვიცი! |
|
|
Dec 15 2011, 01:27 PM
Post
#42
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხმა არ მინდა, ხმას ძალიან მძაფრად აღვიქვამ და მაგის არ მომწონს, ასე მიწიერად )))))
გადამაქვს ფბ_ს სტატუსად, ამაზე კარგი ჯერ დღეს არაფერი წამიკითხავს და ვერც დავეწერ რომ გავუზიარო მეგობრებს -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Dec 19 2011, 03:00 PM
Post
#43
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანებს რეალურად არსებული დიდი პიროვნებისათვის ათასგვარი, გამოგონილი და ზებუნებრივი თვისებების მიწერა ახასიათებთ.
ალბათ კრიშნას შემთხვევაშიც მსგავსი რაღაც მოხდა, `პურანები- მითებისა და ლეგენდების კრებულია, რომლის ავტორობაც ვიასას მიეწერება. სულ თვრამეტი ძირითადი `პურანა არსებობს. მათ ჩვ.წ.აღ-მდე პირველი ათასწლეულით ათარიღებენ. მწყემსი გოგო. რასლილა, ანუ კრიშნალილა ჩრდილოეთ ინდური მისტერიული ხალხური დრამაა და დაკავშირებულია კრიშნას კულტთან. მის წარმოშობას იმ მითს უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც მწყემსი გოგონები, გოპები წრეში ცეკვავენ და კრიშნას გმირობებს განასახიერებენ. ხედავს რა მისდამი მათ ერთგულებას, თამაშში თვითონ კრიშნა ერთვება. როგორც თეატრალური წარმოდგენა, დასრულებული სახით რასალილა მეთექვსმეტე საუკუნიდან, კრიშნაიდი ბჰაკტების მოძრაობის განვითარების პერიოდიდან გვხვდება. ლიად შესაძლებელია, რომ ის მეფე ყოფილიყო. სრულიად შესაძლებელიამეთქი, ვამბობ, რადგან ძველად ჩვენს ქვეყანაში ბრაჰმა-ჯნანასქადაგებით უმეტესად მეფეები იყვნენ დაკავებული. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო გიტას ავტორი, მისი სწავლება აბსოლუტურად ემთხვევა მთელს მაჰაბჰარატას მსოფლმხედველობას. აქედან თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაჰაბჰარატას ეპოქაში გამოჩნდნენ დიდი ადამიანები, რომლებიც ბრაჰმა-ჯნანას მაშინდელი საზოგადოებისთვის ახალი ფორმით ქადაგებდნენ. აგრეთვე თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ძველ დროში ერთი-მეორის მიყოლებით ჩნდებოდა ახალ-ახალი სექტები, თავ-თავისი ახალი `წმინდა წერილით”. ზოგჯერ დროთა განმავლობაში სექტაც და მისი წმინდა წერილიც დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ სექტა არსებობას წყვეტდა, მაგრამ მისი წმინდა წერილი რჩებოდა. სრულიად შესაძლებელია, გიტაც ერთ-ერთი იმ სექტის წმინდა წერილი ყოფილიყო, რომელმაც ყველა თავისი მაღალი და კეთილშობილური იდეა ამ წიგნში ჩააქსოვა. რაც შეეხება კურუკშეტერას ბრძოლას, შეუძლებელია რაიმე საბუთის მოშველიება იმის სასარგებლოდ, რომ ის მართლაც მოხდა. ეჭვი არაა, რომ კაურავები და პანჩალები მართლა ებრძოდნენ ერთმანეთს. საკითხავია, როგორ უნდა ემსჯელათ ამდენი ჯნანას , ბჰაკტის და იოგას შესახებ ბრძოლის ველზე, სადაც ერთმანეთის პირისპირ გამწკრივებული ორი არმია ომის დაწყებას ელოდა? ან იყო კი იქ ვინმე სტენოგრაფისტი, რომ კრიშნასა და არჯუნას მიერ შუაგულ ბრძოლის ველზე ნათქვამი ყოველი სიტყვა ჩაეწერა? ზოგის აზრით, კურუკშეტერას ბრძოლა მხოლოდ ალეგორიაა. როცა მის ეზოთერულ მნიშვნელობას ვაფასებთ, ვხვდებით, რომ ეს ადამიანში კეთილ და ბოროტ მიდრეკილებებს შორის მუდმივ ბრძოლას აღნიშნავს. ასეთი გაგებაც არ უნდა იყოს აზრს მოკლებული. დიდი საფუძველი გვაქვს ეჭვი შევიტანოთ არჯუნასა და სხვა პიროვნებათა ისტორიულობაშიც. შატაპატა ბრაჰმანა ძალიან ძველი წიგნია. მასში თითქმის ყველა სახელია შეტანილი, ვისაც კი აშვამედჰა იაჯნა შეუსრულებია, მაგრამ არა თუ ნახსენები არაა, გადაკვრითაც არაფერია ჭეშმარიტი, წმინდა ცოდნა, ანუ ცოდნა სამყაროსა და ბრაჰმას იგივეობის შესახებ. ჯნანა (ცოდნა) და ბჰაქტი (ერთგულება, სიყვარული) ჰინდუთა რელიგიური პრაქტიკის სახეობებია. არსებობს ჯნანა-იოგა (შემეცნების გზა) და ბჰაკტი-იოგა (ერთგულების გზა). ჰინდური ფილოსოფიის ექვსი ორთოდოქსული სისტემიდან ერთ-ერთი. მიუხედავად ამისა, მაჰაბჰარატასა და სხვა წიგნებში ნათქვამია, რომ იუდჰიშთჰირა, არჯუნა და სხვები აშვამედჰას წირვას ასრულებდნენ. განსაკუთრებით კარგად უნდა დავიხსომოთ ერთი რამ: ის, რომ, სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არსებობს ამ ისტორიულ კვლევასა და ჩვენს ნამდვილ მიზანს, ანუ იმ ცოდნას შორის, რომელიც დჰარმას გვაზიარებს. დღეს თუნდაც დამტკიცდეს, რომ ყველაფერი ეს მთლიანად მოგონილია, ჩვენ ამით არაფერს დავკარგავთ. მაშინ რა აზრი აქვს ამდენ ისტორიულ კვლევა-ძიებასო, იკითხავთ თქვენ. ეს მთლად უსარგებლო საქმე არ გახლავთ, რადგან ჩვენ სიმართლე უნდა დავადგინოთ და უცოდინრობის გამო გაჩენილ არასწორ აზრთა ტყვეობაში დარჩენა არაფერს გვარგებს. ამ ქვეყანაში ასეთი კვლევის მნიშვნელობაზე არ ფიქრობენ. ბევრ სექტას სჯერა, რომ ისეთი ტყუილი, რომელიც ადამიანებისთვის სიკეთის მომტანია, კეთილშობილური იდეის ქადაგებაში გვეხმარება, უვნებელი რამაა. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზანი ამართლებს საშუალებას. სწორედ ამიტომ იწყება ბევრი ჩვენი ტანტრა სიტყვებით “მაჰადევამ უთხრა პარვატის” მაგრამ ჩვენი ვალი სიმართლის დადგენა და მხოლოდ სიმართლის დაჯერება უნდა იყოს. ცრურწმენებისა და ძველი ტრადიციების რწმენის ძალა იმდენად ძლიერია, რომ იესო ქრისტეს, მუჰამედსა და სხვა დიდ ადამიანებსაც კი სჯეროდათ და ვერ თავისუფლდებოდნენ მათგან. ყოველთვის სიმართლეს უნდა ეძებდეთ და ყოველგვარი ცრურწმენისგან უნდა განთავისუფლდეთ. |
|
|
Jan 6 2012, 01:24 AM
Post
#44
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მომენატრა ეს თემა
QUOTE Dec 19 2011, 03:00 PM ძვირფასო ანადა, ძალიან გთხოვ გააგრძელო... -------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 9 2012, 12:37 PM
Post
#45
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კრიშნას აღმასვლა ინდოეთში თითქმის იგივე გარემოებებმა განაპირობა, რომლებმაც შემდეგ ბუდიზმის წარმოშობას შეუწყო ხელი. მეტსაც გეტყვით – მსგავსი მოვლენები ჩვენს დროშიც გვხვდება. იდეალი არსებობს, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის იარსებებს კაცობრიობის უმეტესი ნაწილი, რომელიც მას ვერ შესწვდება, თუნდაც მხოლოდ ინტელექტუალური ჩამორჩენილობის გამო. . . . იდეალს ძლიერნი ასხამენ ხორცს და ბევრ შემთხვევაში სუსტებთან არაფერი აქვთ საერთო. სუსტები
ძლიერთა წინაშე მხოლოდ მათხოვრები არიან. ძლიერნი წინ მიიწევენ. . . რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია, რომ უმაღლესი პრინციპი უძლურთა თანაგრძნობა და მათი დახმარებაა, თუმცა ბევრი მოაზროვნე თანაგრძნობის გზას გვიკეტავს ხოლმე. თუკი იმ თეორიას დავეყრდნობით, რომ მთელი ეს უსასრულო სიცოცხლე მხოლოდ აქ და ახლა, რამოდენიმე წლიანი არსებობით შემოიფარგლება, . . . მაშინ უიმედო მდგომარეობაში ჩავვარდებით, . . . და დროც არ დაგვრჩება იმისთვის, რომ სუსტებს დაველოდოთ და მივეშველოთ. მაგრამ თუკი ეს ასე არ არის და თუ სამყარო მხოლოდ ერთ-ერთი სკოლაა იმათგან, რომლებიც უნდა გავიაროთ; თუკი მარადიული სამყარო მარადიული კანონით იქმნება, მის მიხედვით იცვლება და მას მორჩილებს; თუკი მარადიული კანონი მარადიულ შანსს აძლევს ყველას, მაშინ საჩქაროც არაფერი გვქონია. ამ შემთხვევაში იმისთვისაც გვრჩება დრო, რომ ირგვლივ მიმოვიხედოთ, სუსტებს თანავუგრძნოთ, დახმარების ხელი გავუწოდოთ და აღვზარდოთ კიდეც. ბუდიზმის აღსანიშნავად სანსკრიტში ორი სიტყვა არსებობს. ერთი მათგანი რელიგიას ნიშნავს, მეორე კი სექტას. მეტად საგულისხმოა, რომ კრიშნას მოციქულებს და შთამომავლებს თავიანთი რელიგიისთვის სახელი არ დაურქმევიათ, თუმცა უცხოელები მას ჰინდუიზმს ან ბრაჰმანიზმს უწოდებენ. რელიგია ერთია, სექტა _ მრავალი. რაწამსაც სახელს არქმევთ რელიგიას, საზღვრებს უდგენთ და სხვებისგან აცალკევებთ, იმ წამსვე სექტად აქცევთ მას. სექტა თავის საკუთარ ჭეშმარიტებას განადიდებს და აცხადებს, რომ ის სხვაგან არსადაა. რელიგიას კი სწამს, რომ ქვეყნად იყო და ჯერ კიდევ არის მხოლოდ ერთი რელიგია. ორ რელიგიას არასოდეს უარსებია. ერთი და იგივე რელიგია სხვა და სხვა ადგილას სხვა და სხვა მხრით გვაცნობს თავს. ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სწორად გავიგოთ ადამიანის ბუნება და მისი მიზანი. |
|
|
Jan 18 2012, 03:00 AM
Post
#46
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 18 2012, 03:03 AM
Post
#47
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Pink Floyd_ს ფონზე რა მაგარად იკითხება! ვუბრუნდები პირველი გვერდიდან, ბიბლიაა თითქმის ))))))))
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 18 2012, 02:45 PM
Post
#48
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 63 Joined: 8-December 11 Member No.: 6,646 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე ამბობენ პინკ fლოიდის ფონზე "სანტურამი და ანტურამი"-ც მაგრად იკითხებაოო... რაღაც არსებობს, რაღაც!
http://www.youtube.com/watch?v=tRBz2VbSN8g&feature=fvst ამას რო მოვუსმინე პირველად, ცოტა ხნით ვიწამე რო ღმერთი არსებობს! |
|
|
Jan 18 2012, 03:19 PM
Post
#49
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს თემა წმინდააა!!! გადი ნუ აბინძურებ! მოდერატორო!
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 18 2012, 04:52 PM
Post
#50
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 63 Joined: 8-December 11 Member No.: 6,646 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"წმინდა" არაა შეურაცხყოფა უფრო სწორედ "წმინდას"ვერ შეურაცხყოფ და ვერ დააბინძურებ.
|
|
|
Jan 18 2012, 05:19 PM
Post
#51
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართალია, უბრალოდ შენტან დაკავშირებული პარადიგმის არასწორად აღქმის ბრალია.. მიყვარს ეს თემა
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Jan 20 2018, 03:36 PM
Post
#52
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 41 Joined: 16-August 16 Member No.: 7,552 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანანდა
მადლობა გაღებული რესურსისათვის, გაზიარებისთვის. |
|
|
May 10 2018, 04:06 PM
Post
#53
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 49 Joined: 26-April 18 From: თბილისი Member No.: 7,741 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მიყვარს ვივეკანანდა
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 09:51 PM |