პარანორმალური მოვლენები, ჩვენი გამოცდილება |
პარანორმალური მოვლენები, ჩვენი გამოცდილება |
May 11 2021, 08:42 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 1 Joined: 6-May 21 Member No.: 8,010 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი, ნება მიბოძეთ ჩემს გამოცდილებაზე გითხრათ, ამისთვის დავრეგისტრირდი (ადრე მგონი ვიყავი აქ როდესღაც)
მოკლედ, დღეს ისევ დაიწყო. კაი ხანია არ შევუწუხებივარ წეღან მეძინებოდა და დივანზე მივდე თავი. მესმის ჩხაკუნი; ჩხაკ, ჩხუკ...ვიფიქრე ძილში შევდივარ და მეჩვენება. იყო წყლის მადუღარას ხმა, იცით რა ხმებს უშვებს რომ გამოირთვება, აი ეგ ხმა იყო. რამდნჯერმე განმეორდა. მერე კიდევ რაღაც უცნაური ხმა მომესმა, ვერც მივხვდი რა იყო...ლამის მეძინა და კიდევ ვიფიქრე მეჩვენება! ახლა ვდგევარ სამზარეულოში ვჭრი სალათას და უცბად ჩემს თვალწინ ჩაირთო ეს მადუღარა ცარიელი იყო და აშიშინდა. ვეცი გამოვრთე! ახლაც ხომ არ მეძინა! 5 წთის წინ წიკლაურის იებს ვუსმენდი და ''იქ'' წასულ დედებზე წერდნენ დედა როგორ მენატრებიო...რატომღაც ვიფიქრე რომ ეგებ დედაჩემი იყო თავს მახსენებდა...და ვამბობ თუ დედაჩემი ხარ აბა ახლა ჩაირთე თქო! და იმ წუთსვე ჩაირთო! მოკლედ, ვინმეს გაქვთ მსგავსი შემთხვევები? მე დიდი ხანია არ მქონია...და აჰა ისევ დაიწყო! თუ არის მსგავსი თემა გადაიტანოს მოდერმა მე ვერ ვნახე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th May 2024 - 03:34 PM |