იყოს აქ ჩემი ოთახიც....
ბავშვობიდან მიყვარდა გაზაფხული, როგორ შეიმოსებოდა მცენარე მწვანე საფარით, როგორ ყვავდებოდა ირგვლივ ყველაფერი. ყოველ წელს ველოდებოდი აპრილს, ველოდებოდი როდის დაიწყებოდა ჩემი საყვარელი ეპოქა, როცა ახალი კვირტებითა ღია მწვანე ფერითაა ირგვლივ ყველაფერი.
http://image.geotorrents.com/viewer.php?file=42297422392041790871.jpg
მალე სწორედ ჩემი საყვარელი დღეები დგებიან, ვულოცავ ყველას ჩემთან ერთად ამ სილამაზეს, რაც ჩვენ გვაჩუქა დედა ბუნებამ.
earth
მიხარია რომ მიიღე ასეთი გადაწყეტილება <3 ლამაზ შესავალს გისურვებ
earth
სოციალურმა ქსელმა და ზოგადად ინტერნეტმა ბევრ ცუდთან ერთად ძალიან კარგი რამაც მოიტანაა, ესაა ურთიერთობები. როცა გადავხედავ და აქ გხედავ მიხარია, წლები გავიდეს შეიძელბა და არ გამოგეხმაურო, მაგრამ სულ გკითხულობ და მიხარია რომ არსებობ და გიცნობ, გიცნობ ბევრ ჩემს რეალურ მეგობარზე უფრო კარგად. ძალიან მიყვარხარ
ამიტომაც ვერ ველევი ამ ფორუმს.
დიდი მადლობა ამ სიყვარულისათვის
გამიხარდა
მრავალ ბედნიერ გაზაფხულს გისურვებ
დიდი მადლობა
ვა, ჩემი ოთახი მქონია აქ და რატომ დავივიწყე?
არადა მიყვარს როცა ჩემი ოთახი მაქვს, ბავშვობიდან მიყვარდა.
ახლა მინდა გადმოგცეთ სად ვარ...
ჩემი ოთახი, სადაც ჩემი ლამტოპით ვარ არის სამი ფანჯრით და გავყურებ ლამაზ მთებს. ზოგან ისევ თოვლი დევს. უსასრულო სივრცე თვალს უხარია.
სოფელი... აი ჩვენი გზა.
earth
<3
ბავშვობიდან საერთოდ უშიშარი ვიყავი. რაღაც 8–10 წლის ასაკში მქონდა უცნაური ფიქრები,–მახსოვს ვფიქრობდი სიკვდილზე. რაღაცნაირად ჩემს ბავშვურ გონებაში გავიფიქრე, რომ არა აქვს აზრი ადამიანი დღეს მოკვდება თუ ხვალ, რადგან მაინც მოკვდება, ასე რომ შეგეშინდეს სიკვდილის უაზრობაა, მაშინ იმ პატარა ასაკში დავძლიე ერთგვარად ადამიანის ეს უმთავრესი შიში. ამ ფიქრებმა გამხადა ძლიერი.
ისე ყველაზე საშიში ჩვენთვის არის ჩვენი საკუთარი თავი, რადგან მასზეა დამოკიდებული ისევ დავიბადებით, თუ გადავალთ სხვა სამყაროში.
ჩემი წუხანდელი სიზმარი:
ვიყავი რაღაც ჯგუფთან, ყველას რაღაც ხისფერი ტანსაცმელი ეცვათ. რაღაც უნდა გვეჩვენებინა სცენაზე,– ჩავკიდეთ ხელები ერთმანეთს და სცენაზე წრე შევკარით და ერთობლივი ძალით ავფრინდით და ვიფრინეთ წრეზე მიწიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე, მაგრამ დიდხანს ვერთ შევძელით და დავეშვით. მე ვუთხარი, რომ ფრენა ძალიან ადვილია და ეს გავაკეთე ძალიან ადვილად ავფრინდი და გავდი-გამოვდიოდი სცენასავით იყო რაღაც ადგილი. თავისუფლად დავფრინავდი.შემეძლო ასე მეფრინა რამდენიც მინდოდა. მიკვირდა, რატომ არ გამოსდიოდათ.
დილით რომ გამეღვიძა, გამახსენდა, რომ ხშირად მაქვს ნანახი ასეთი ფრენა, ისე ვიყავი მინდოდა მეცადა თუ ავფრინდებოდი მართლა. მაგრამ ძალიან მძიმე ვარ
earth
td.........
მართლაც ფრენას ვკარგავთ... ეს ჯგუფი ერთად ძლიერები ვიყავით, ახლა გავთითოკაცდით და ენერგიაც შემცირდა.
„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“...
ადამიანმა უნდა ისწავლოს ყველაფრის პატიება, უდიდესი ძალა და ბედნიერებაა, როცა არაფერს იტოვებ გულში, რაც შენ განგრევს, განადგურებს, რადგან წყენა და ცუდი მოვლენების გახსენება უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე. მინდა ვთქვა, რომ ვასრულებ ამ სიტყვებს, რადგან ვისწავლე მიტევება, ვისწავლე ათასგზის მიტევება, ვისწავლე დავიწყება იმ ტკივილების და სითბოთი შევცვალე მაქსიმალურად. ბევრი ვერც კი წარმოიდგენს რამხელა ბედნიერებაა, – მიუტევო, დაივიწყო... ეს უბრალოდ არ ხდება, როცა მიუტევებ შინაგანად პოულობ ერთგვარ მოვლენებს, რითაც იგებ რომ აი ამიტომ გააკეთა, ამიტომ შეცდა...მერე თანდათან ერთგვარი სიყვარული იბადება იმ ადმიანის მიმართ, ერთგვარი გაგებით ეკიდები და გესმის მისი... იცით საინტერესო ისაა, რომ ამ მოვლენების მერე თითქოს ის ადამიანიც იცვლება, თუმცა შეიძლება ისევ გატკინოს გული, მაგრამ ისევ უნდა აპატიო... უნდა აპატიო დაუსრულებლად... ეს მდგომარეობა პირველი ჩვენთვისაა კარგი და მერე მისთვისაც და ეს ჯაჭვურ რეაქციაში გადადის. როცა სიძულვილი დაიძლევა, სიყვარული იბადება, როცა სიყვარული იბადება, ადამიანი ჯანმრთელია, ბედნიერია, მდიდარია. მას ახარებს სიმდიდრე ყოველი წამისა და წუთის, მას ახარებს სიმდიდრე ყოველი დღის.
ვიტყვი, რომ ზოგიერთი რამის პატიებამ ბევრი დრო წამართვა, წლებიც კი წაიღო, წლები ის სათუთი დღეები, როცა შეიძლებოა ის წუთები სიყვარულით სავსე გულის გრძნობით ყოფილიყო, დაიკარგა ის დღეები, წუთები...
ეზოთერიული პირადი ღრმა დაკვირვებით ამ სიტყვებზე,– მივხვდი და ვიგრძენი ღრმად ამ სიტყვების ჭეშმარიტება უდიდესია... არ უნდა ვიმეოროთ დაზეპირებულად უნდა ვიგრძნოთ და შევასრულოთ, პირველ რიგში ჩვენივე თავისათვის და დანარჩენი თავისით ხდება.
td.........
ამ სამი თვის წინ გადავედი ჩემს ნაოცნებარ ადგილას საცხოვრებლად, მივაღწიე იმას რასაც ამ ბოლო წლებში ვგეგმავდი. ტყის პირად მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე, სიმშვიდეში, მდინარის პირას, მთები, სუფთა ჰაერი, ბევრი შრომა ეზოში, მაგრამ უსაზღვროდ სასიამოვნო, ასე ახლოს ბუნებასთან, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ასეთი დიდი,–მუდმივი სიხარულის გრძნობა არასოდეს მქონია. მავსებს ბუნება და მიყვარს.
თბილისში დავიბადე და გავიზარდე და ბავშვობაში ვერ წარმომედგინა ასეთი ცხოვრება თუ ასე მომეწონებოდა. ვინც სოფელში იბადება და იზრდება, ვერ გრძნობს ხშირად იმ ბედნიერებას. მე ქალაქის ხმაურებში, თბილისიდან ათენში დაღლილი წავედი თითქმის ტყეში, მადლობა ღმერთო ამისათვის.
chemikerin
მშვენიერია, გილოცავ!
earth
old_man
elli
დიდი მადლობა
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)