Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები _ ISIS

Posted by: Guru Jan 22 2015, 07:22 PM

ისლამური სახელმწიფო ISIS . ვისი შვილობილია და რა უნდათ ?

3 მსოფლიო ომის სუნი დგას კაი ხანია , უბრალოდ დიდი ომები არ იქნებაო იძახიან , ესეთი ლოკალური , პატა პატარა გენოციდები და ადამიანების მსხვეპლ შეწირვა .

დღეს გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა , ( ადმინს : თუ უკვე გახსნილია მაშინ დახურეთ)

მათი ქმედებები ასურების თავხეოდებს მაგონებს ვედებიდან. ეგენი მანამდე არ მოისვენებენ სანამ მაჰა კალი არ გამოვა მათან და მთლიანად დედაბუდიანა არ ამოხოცავს.

პ.ს. რეგიონში არეულობა და სისხლის მდინარეები თავისუფლების და დემოკრატიის შუქურამ ამრიკამ და ევროპამ შეიტანეს... მონსტრი გამოზარდეს და ეხლა ვეღარ აკონტროლებენ.

არ იცე შორსაა ჩვენგან ცეცხლის ხაზი ...


Posted by: tikoroma Jan 22 2015, 09:52 PM

ეს ახალია რამე?

Posted by: Existence Jan 23 2015, 12:09 AM

ვერგაიგებ მანდ როგორც გურჯიევი იტყოდა ვისი ვისაშია, ამიტომ იზღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ smile.gif)

Posted by: ანნა Jan 23 2015, 12:55 AM

მე რასაც ვუყურებ, ამ რეალობაში მოდის ყველა და თავისას ატრაკებს, არიან ვიღაცეები ვინც თავის გატრაკებისთვის სხვებს იყენებენ, არიან ვიღაცეები ვინც სხვების წესებით ვითომ ატრაკებენ, აზზე არ არიან რისთვის მოქმედებენ. არიან ვიღაცეები ვისაც აქედან წასვლა უნდათ და ყველაფრის უაზრობას ხვდებიან... ხო და უაზრობაა ეს ყველაფერი, მთელი ცხოვრებაა ამაზე ვფიქრობ ბავშობიდან, პროსტა სამოქმედო არეალია რა და ყველა იყენებს და ქმნის როგორც გაუსწორდება,, პროსტა უმრვალესობა მაგ დონემდეც ვერ მიდის თავისი გასიწოროს, იტოგში მე მკიდია.. და ისისიც მკიდია და ყველა პოლიტიკა. არაა ეს პლანეტა და ეს ადგილი სერიოზული რამისთვის შენი თავის გარდა.
და როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ისედაც გონებაშეზღუდული ხარ ქვეყნის ეგრეგორიდან გამოდინარე,გაუნათლებელი და ვერ გაიგებ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში რა ხდება, ვარაუდი და მსჯელობა თუ გევასება სხვა საქმეა მარა გულუბრყვილობაა თვლიდე ვიღაც რიგით ქართველ საშ. განათლების მქონეს რომ მიხვდე რეალობას

Posted by: ბერთლანი Jan 24 2015, 04:39 AM

მეორე მსოფლიო ომი დაწყებულია ალბათ, გეთანხმები. თავიდან არის გადასანაწილებელი მსოფლიო, რუსეთიც სავარაუდოდ დაიშლება, ურალს იქით ჩემი აზრით მინიმუმ 3 სახელმწიფო შეიქმნება, ახლო აღმოსავლეთში დიდი ომიანობა იქნება და სავარაუდოდ მუსულმანები იერუსალიმს მიადგებიან.

რაც შეეხება აისის-ს მთელმა მსოფლიომ ნახა რო ამერიკა და ევროპა აფინანსებდა სირიაში, რა ეგონათ და რა არა ეგ სხვა საქმეა. ჩემი აზრით დიდ სახალიფოს შექმნიან..

ჩემი აზრით ამერიკა ასრულებს რაღაც კომბინაციას, ერაყიც ისე ადვილად დაუთმეს და არაბებთანაც ისე შეხმატკბილებულად ათანხმებენ ნავთობის ფასს ვერ გაიგებ ვისი ვისაშია..


Posted by: earth Jan 24 2015, 08:53 AM

ბერთლანი

QUOTE
მეორე მსოფლიო ომი

მესამე?


ეეჰ, არის ძალები დედამიწაზე, რომლებიც ომით ცოცხლობენ და მდიდრდებიან, ასევე რომლებიც შეგნებულად ანადგურებენ მწვანეს დედამიწაზე, შეიძლება ფარმაცევტული კომპანიები იყოს ამ ყველაფრის უკან. მაგალითად თუ მწვანე განადგურდა, ადამიანი ადვილად დაავადდება, მაშინ წამლებიც გაიყიდება. ეს ყველაფერი დიდი სისტემაა და მართლა არ ვიცი რა ძალა შეაჩერებს ამ ყველაფერს და როგორ.

ერთადერთი რაც მე შემიძლია, ესაა ვიფიქრო მშვიდობაზე, მოვიწონო მშვიდობა, მოვუწოდო ყველას გამწვანებაზე.

Posted by: tikoroma Jan 24 2015, 02:32 PM

რა ჯანდაბაა ეს ისის?

Posted by: ბერთლანი Jan 25 2015, 07:05 AM

კი მესამე მსოფლიო ომს ვგულისხმობდი. smile.gif) მექანიკა, მექანიკა როგორც გიორგი იტყოდა smile.gif)))


თიკორომა თავიდან ოპოზიციური პარტია სირიაში, მერე ამერიკელების დაფინანსებით და იარაღით ომი დაიწყეს და დღეს უკვე სახელმწიფოს მაგვარი შექმნეს სირია-ერაყის ტერიოტორიეები აქვთ დაპყრობილი.
ნავთობის საბადოებიც საკმაოდ ჩაიგდეს ხელში.. იდეაში მუსულმანების გაერთიანება უნდათ ხალიფატის კანონებით. აბუ-ბაქარია იდეოლოგი...

და ქართველებს მიუძღვით ლომის წილი მათ ესეთ გაძლიებაში. პირველი ყველაზე დიდი გამარჯვება ალეპოს აღება იყო სირიაში სიდიდით მეორე ქალაქის რომელიც აბუ-ომარ ალ შიშანმა და სულეიმა ალ შიშანმა აიღეს ორივე ქართველები და
ქართულ ჯარში ნამსახურებები იყვნენ და სირიაში საველე მეთაურები გახდნენ მალევე..

მარა შენ მაგაზე არ ინერვიულო აპენინებზე ყველაეფრი კარგად არი და სერია ა-ს არაფერი ემუქრება, იუვე კიდე მოუგებს რომას და კიდე ჩემპიონი იქნება. smile.gif)))

ფროცა იუვე wink.gif

Posted by: Guru Jan 25 2015, 01:43 PM

ჩემი მოკრძალებული აზრით , რომელიც ზედაპირული დაკვირვებიდან გამოვიტანე : ისის ის ხელით ეომებიან ქრისტიანებს, პაპა ფრანჩესკომ უკვე რამოდენიმეჯერ გახსნილად თქვა , ქრისტიანებო აზრზე მოდით სანამ ბოლომდე არ ...

რაღაცატომ ვერ ვხედავ ქრისტიანულ ძალებს რომლებიც ამ ამერიკულ ჯანდაბას გაუმკლავდება .
ზუსტად მაგიტომ გამახსენდა ვედებიდან , როდესაც ადამიანები ვეღარ უმკლავდებოდნენ ასურებს (დემონებს) მაშინ ღმერთები ერეოდნენ ბრძოლაში.

თავებს ჭრიან პირდაპირ ეთერში , ხოცავენ არასრულწლოვნებს მხოლოდ იმის გამო ფეღბურთის მატჩს რომ უყურეს. აკრავენ ჯვრებზე და ტოვებენ სხვების დასანახად , დასაშინებლად.
ბევრი ფილოსოფოსობა და დიდი პოლიტიკის ცოდნა არაა აუცილებელი რომ მიხვდე რა ხდება მეზობელ ქვეყნებში.

ამერიკის დაზვერვამ ევროკავშირი გააფრთხილა რომ , 180 კამიკაძეა შენგენის ტერიტორიაზე გააქტიურებული და მზად იყავითო.


Posted by: tikoroma Jan 25 2015, 06:51 PM

აბუ-ომარ ალ შიშანმა და სულეიმა ალ შიშან
ესენი ვინ არიან? მამლუქები?

კამიკაძედ მაინც გამიშვან ევროპაში sad.gif

ბერთლანი
ნაყიდი მსაჯებით?

Posted by: ბერთლანი Jan 26 2015, 02:17 AM

QUOTE(tikoroma @ Jan 25 2015, 06:51 PM) *
აბუ-ომარ ალ შიშანმა და სულეიმა ალ შიშან
ესენი ვინ არიან? მამლუქები?

კამიკაძედ მაინც გამიშვან ევროპაში sad.gif

ბერთლანი
ნაყიდი მსაჯებით?




მიახლოებით მამლუქები..

მეორეები მიზეზს ყოველთვის პოულობენ რო თავისი ადგილი გაამართლონ, პირველები იბრძვიან ყველაფრის მიუხედავად.. smile.gif)))

ვოტ ტებე მოი ატვეტ biggrin.gif

Posted by: tikoroma Jan 26 2015, 01:58 PM

ეგ ბრძოლები მახსოვს, თუმცა საინფორმაციოების ყურებას ვერიდები, ამიტომ ჩამოვრჩი მოვლნებს.
ე.ი. მანდ რაც შექიმნა ახალი ისის და ჯანდაბა, აშშ მხარს უჭერს? ერაყში ხომ ქართველებიც ისევ არიან? თუ აღარ?
ეს ის ხალხია, ვისაც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას აბრალებდნენ შარშან თუ მათი მოწინააღმდეგეები?

Posted by: ბერთლანი Jan 26 2015, 06:01 PM

QUOTE(tikoroma @ Jan 26 2015, 01:58 PM) *
ეგ ბრძოლები მახსოვს, თუმცა საინფორმაციოების ყურებას ვერიდები, ამიტომ ჩამოვრჩი მოვლნებს.
ე.ი. მანდ რაც შექიმნა ახალი ისის და ჯანდაბა, აშშ მხარს უჭერს? ერაყში ხომ ქართველებიც ისევ არიან? თუ აღარ?
ეს ის ხალხია, ვისაც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას აბრალებდნენ შარშან თუ მათი მოწინააღმდეგეები?



ბიო იარაღის გამოყენებას მაგათ მოწინააგმდეგეს აბრალებდნენ, ბაშარ ალ ასადს, სირიის პრეზიდენტს... თუმცა ეგეც ისე დამტკიცდა როგორც სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღი..

აშშ მართავსთქო ეხლა ვერ ვიტყვი, ალბათ მონსტრი გაზარდეს და გაუშვეს...

Posted by: tikoroma Jan 26 2015, 07:29 PM

ჰმმ, მეთქი დავიქირავებ იუვეს წინააღმდეგ. secret.gif
კაი, სხვა რამეს მოვიფიქრებ ph34r.gif

Posted by: ano Feb 5 2015, 08:07 PM

ზედაპირულად რო გადავხედე ვიდეოებს რასაც აკეთებენ საშინელებაა, სასტიკად უგულოდ ხოცავენ ადამიანებს, თვალებს ვერ ვუჯერებდი ცალ თვალდახუჭულად ვუყურე, თვალი ვერ გავუსწორე მაგრამ მაინც ვუყურე,
ერთი შეხედვით უკონტროლო ჩანს სიტუაცია, მაგრამ ადრე ნაყურები ვიდოო გამახსენდა სადაც საუბარი იყო რომ ამერიკას აწყობს მანდ მუდმივი გაუთავებელი კონფლიქტი, რომ უპრობლემოდ ქაჩოს ნავთობი მსგავსი ტერიტორიებიდან, როკფელერები და როტშილდები ადამიანები რომლებიც აკონტროლებენ ენერგო რესურსებს, ამერიკის მთავრობას, ევროპას, აღვივებენ კონფლიქტებს, და ასე ''მღვრიე წყალში იჭერენ თევზს"
როტშილდები არიან ებრაული წარმომავლობის აკონტროლებენ საბანკო სისტემას
როკფელერები ნავთობს
მთლად კარგად ყველაფერი არ ვიცი ზოგადად ეს ორი გვარი ითვლება პოლიტიკური მარიონეტების მმართველებად და სურთ მსოფლიო კონტროლი..

Posted by: earth Feb 5 2015, 08:17 PM

და აკონტროლებენ კიდეც. გამიგია ათი ოჯახიაო ყველა ამის უკან.

Posted by: ano Feb 5 2015, 08:27 PM

ცივსისხლიანი რასის წარმომადგენლები არიანო სისხლის არევა ეკრძალებათ მხოლოდ თავისი სისხლის წარმომადგენლებთან ქორწინდებიან,
ანუ რეპტილოიდური რასის წარმომადგენლები, ძალიან კარგად გააზრებულად მოქმედებენ თავიანთი გეგმის მიხედვით დანარჩენი მსოფლიო ვუყურებთ პირდაღებული, გაუაზრებლები, დაბნეულები, ქაოსით მოცულნი, სასოწარკვეთილნი....

Posted by: earth Feb 6 2015, 12:25 AM

ბავშვები...
როდისმე გავიზრდებით smile.gif

ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. ამათ მგონი მე-18 საუკუნეში დაიწყეს ეს საქმე. მუდმივი არავინაა.

Posted by: vano kazbegi Feb 7 2015, 08:53 PM

"ისლამური სახელმწიფო"-სთვის იბრძვიან ისინი გაჭირვებული ოჯახებიდან გაერთიანდნენ და უნდათ ერთიანი სახელმწიფოში ცხოვრება .
კანონი მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს წმინდა ყურანია .
მუსულმანი მუსულმანის ძმაა - ასე უწოდებენ მუსულმანების გაერთიანებას ურჯულოთა წინააღმდეგ.
ყურანში არის მოწოდება : ვინც შენ გდევნიან მოკალით მხოლოდ უდანაშაულოს ხელი არ ახლოს .
ქრისტიანებს, იუდეველებს და სხვა რელგიის მიმდევრებ უწოდებენ გზა აცდენილებს.
მაგებს და მკითხავებს კი სატანისტებს ანუ ისინი უნდა მოიკლას რადგან ისინი "დეჯალს " ემსახურებიან. დეჯალი-არაბულია და ნიშნავს სატანას ანუ მატყუარას.
ყურანში არის წინასწარმეტყველებაც - სადაც მუსლიმ მორწმუნეებ მოუწოდებენ თუ რა იქნება დეჯალის ნიშანი - ანუ ერთი თვალი ექნება სავარაუდოდ მესამე თვალზეა საუბარი - ყურანში...
10 წელზე მეტია ყურანი წაკითხული მაქვს და სწორად არ მახსოვს ამ წინასწარმეტყველაბაზე .
სწორედ ისლამური გაერთიანებული სახელმწიფოს ბრძოლისთვის იბრძვიან -
მე როგორც მოვუსმინე მათი მოწოდება - ემთხვევა იეღოველების იდეას. ანუ - მშვიდობაზე ხელს არადროს მოაწერენ სანამ მანამ არ იქნება ერთ-ღმერთიანობა ისლამი.
იარაღს მაშინ დაყრიან ისინი - თუ დაინახავენ რომ რეალური საფრთხე არ ემუქრება მუსულმან ძმებს და ა.შ.
- ისინი მოუწოდებენ - ჩვენ წმინდა ომს დავასრულებ თუ კი " ღმერთი" ინებებს .
თუ ვინმემ იცის არაბული ენა- იმედია ის კარგად გადათარგმნით - მე პირადად კარგად ვერ გადაგითარგმნით - ჩემი ქართული გრამატიკა ცუდად ვიცი.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)