Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ სიმღერა

Posted by: earth Jun 29 2018, 06:44 AM

დიახ ეს თემა ადამიანის შესაძლებლობებშია, ის ვარჯიშია, რომ ადამიანი გაძლიერდეს. smile.gif
სიმღერა სიტყვის ძალის გამოხატულებაა და სიმღერით წარმოთქმული სიტყვები ადამიანზე ძლიერად მოქმედებენ.

Posted by: earth Jun 29 2018, 06:46 AM

სიმღერა ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩიტი გალობს, ისე ადამიანიც მღერის. თუ სიმღერაში ემოციებს ჩაატანთ, თქვენი სიტყვები, თქვენი ნათქვამი სიტყვები ცხოვრებაში აგისრულდებათ. გაიხსენეთ თუ რა სიმღერა იყო თვენთვის ასე საყვარელი და ახლოს. ხომ არ უმოქმედია მას თქვენზე, ხომ არ გაიგივებულა თქვენს ცხოვრებასთან?

იმღერეთ!!! ადამიანი როგორც ჩიტი სიმღერისთვისაა მოვლენილი ამ ქვეყნად, იპოვეთ თქვენთვის ახლო და პოზიტიური სიტყვები და იმღერეთ!!!

დააკვირდით სიტყვებს, რისი მოხდენა გინდათ? შეჰქმენით თქვენი სიმღერა, იმღერეთ აუცილებლად აწმყო დროში და აუცილებლად პოზიტიური სიტყვებით.

დამიჯერეთ ამ გზით თქვენ დაგეგმავთ თქვენს ცხოვრებას, თქვენ დაგეგმავთ თქვენს ბედს, თქვენს დაგეგმავთ თქვენს მომავალს ასე.

Posted by: jarmen Sep 21 2018, 01:51 AM

დაკვირვებული ვარ ძლიერი ენერგეტიკიან ადამიანებს სხვანაირი ტემბრი აქვთ, ზოგჯერ არც ისე მელოდიურად და საესტრადოდ მაგრამ, პატარა ბგერებიც კი ცვლის გარემოს. საი ბაბას ხმას ვუსმენ და საერთოდ სხვა შეგრძნებაა.

Posted by: ასფალტი Oct 4 2021, 03:50 PM

jarmen


სხვანაირი ტემბრი დემონებსაც აქვთ
არ გეწყინოთ რა, კი არ ვისვრი ვინმეს ბოსტანში ქვებს smile.gif
ფაქტს ვამბობ რომელიც ეზოთერიაში ჩახედულებმა კარგად იციან ,
ხმოვანი იარაღის გამოცდაზეც ბევრი ინფორმაცია იყო ერთ დროს ინტერნეტში

Posted by: earth Apr 23 2023, 06:21 PM

იცით რა კარგია თუ ხშირად იმღერებთ smile.gif
არა აქვს მნიშვნელობა ხმას, არც მის სიღრმეს, იმღერეთ მარტო როცა ხართ თქვენთვის, საკუთარი თავისათვის. იმღერეთ გრძნობით, აი გრძნობაა მთავარი!!!
ამიტომაა საშიში ბევრი ისეთი სიმღერა, რაც ვრცელდება, ვისმენთ და ხშირად ვმღერით, რადგან მისი მუსიკა ან ტემპი მოგვწონს... არასოდეს!!! არასოდეს არ იმღეროთ ის რაც არ გინდათ თავს გადაგხდეთ. მგრძნობიარობით ნათქვამი სიტყვები სიმღერის დროს თქვენს ქვეცნობიერში იბეჭდება და ის ყველაფერს აკეთებს რომ ის სიტყვები აასრულოს.

რა გინდათ თქვენ, როგორი მომავალი გინდათ, როგორი აწმყო გინდათ? შექმენით თქვენი სიტყვები და იმღერეთ.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)