იდეალური, დიდი სარკე |
იდეალური, დიდი სარკე |
Jun 3 2009, 03:44 PM
Post
#41
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კომპლექსი მართლაც არ არის კარგი თვისება
იდეალურ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს კომპლექსი -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jun 12 2009, 10:16 AM
Post
#42
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
anuchi ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული. სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან. სანამ იმ სხვას არ იპოვნი, მანამ ვერაფერს ვერ გააღვიძებ, მით უმეტეს რომ არც არაფერია გასაღვიძებელი, არამედ სწორედაც რომ გვაკლია მეორე ნახევარი. anuchi ჭეშმარიტებას ღაღადებს, როცა ამბობს: „ მე იდეალური მაშინ ვიქნები როცა ჩემ მეორე ნახევარს ვიპოვი.. ანუ რაც მე არ მაქვს იმას ექნება და რაც იმას არა მეე..“ მართალი ხარ anuchi ! |
|
|
Jun 12 2009, 10:24 AM
Post
#43
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს & კეთილი და ბოროტი & შავი და თეთრი არ არსებობს, ეგ ერთიანი, მთლიანი ნახატია და მისი დანაწევრება/გაყოფა მიუღებელია... რას ამბობ, რასა!? აბა დახატე ადამიანი, რომელსაც კეთილი სახეც ექნება და ბოროტიც, მშვენიერიც იქნება და მახინჯიც. ან უკვე დახატული თუ გინახავს მასეთი? მდაა!!! |
|
|
Jun 12 2009, 11:17 AM
Post
#44
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გინდა თქვა რომ ადამიანი ერთმნიშვნელოვნად ”კეთილია” ან ერთმნიშვნელოვნად ”ბოროტი”? ”მშვენიერია” თუ ”მახინჯი” ეს გააჩნია რა კუთხით შეხედავ და რას დაინახავ ან რა არის შენში
|
|
|
Jun 12 2009, 11:34 PM
Post
#45
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Smith
რაც არ უნდა ვთქვათ მედალს ორი მხარე აქვს. ეს არის ჭეშმარიტება აბა დახატე ადამიანი, რომელსაც კეთილი სახეც ექნება და ბოროტიც, მშვენიერიც იქნება და მახინჯიც. მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც სილამაზეში(გარეგნულზე რადგან ვსაუბრობთ) თუნდაც ერთი ნაკლი არ ჰქონდეს, ასევე მახინჯსაც მოეძებნება რაღაც სილამაზე. აქ გავიხსენებ ქრისტესა და მისი მოწაფეების საუბარს, როცა მკვდარი ძაღლი იპოვეს და მოწაფეებში ამან ზიზღი გამოიწვია, მაშინ ქრისტემ მათ უთხრა,–შეხედეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. აი ასე -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jun 12 2009, 11:43 PM
Post
#46
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი ეს ნახატი მაგალითად ძალიან მომწონს და მიყვარს, სილამაზეა... მაგრამ... მაგრამ არ მომწონს მის სახეში სიმკაცრე -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jun 13 2009, 02:18 PM
Post
#47
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გინდა თქვა რომ ადამიანი ერთმნიშვნელოვნად ”კეთილია” ან ერთმნიშვნელოვნად ”ბოროტი”? ”მშვენიერია” თუ ”მახინჯი” ეს გააჩნია რა კუთხით შეხედავ და რას დაინახავ, ან რა არის შენში მე რა უნდა ვთქვა, ყველა რელიგია და ყველა ფილოსოფია მაგას ამბობს. ნუ, ეხლა დემოკრატიაა და თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ქრისტესგან, ბუდასგან, პლატონისაგან, ჰეგელისა თუ ნიცშესაგან განსხვავებული აზრი. უბრალოდ ეგ აზრი მცდარია და დამღუპველი. |
|
|
Jun 13 2009, 02:36 PM
Post
#48
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Smith რაც არ უნდა ვთქვათ მედალს ორი მხარე აქვს. ეს არის ჭეშმარიტება მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც სილამაზეში(გარეგნულზე რადგან ვსაუბრობთ) თუნდაც ერთი ნაკლი არ ჰქონდეს, ასევე მახინჯსაც მოეძებნება რაღაც სილამაზე. აქ გავიხსენებ ქრისტესა და მისი მოწაფეების საუბარს, როცა მკვდარი ძაღლი იპოვეს და მოწაფეებში ამან ზიზღი გამოიწვია, მაშინ ქრისტემ მათ უთხრა,–შეხედეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. აი ასე მაშასადამე თქვენ ჯერ არც სილამაზე გინახავთ და არც სიმახინჯე. რაზედაც თქვენ ლაპარაკობთ, ეგ არის არაჭეშმარიტი ხედვა, ნებელობითი ჭვრეტა და არა სუფთა ცნობიერებით. გაიხსენეთ რას ამბობს იესო: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ჭეშმარიტი სილამაზე ღმერთისგანაა და ჭეშმარიტი სიმახინჯე ეშმაკისგან, თქვენ კი უბრალოდ ხორციელ და მატერიალურ სილამაზესა და სიმახინჯეზე ლაპარაკობთ. წმინდა გული ნიშნავს როცა ადამიანი გარე სამყაროს ჭვრეტს დაუინტერესებელი თვალით, როცა ის არ ფიქრობს თუ მისთვის ვინ და რა რა მნიშვნელობისაა. ძალიან ცუდად გაგიგიათ ინის და იანის ფილოსოფია!!! |
|
|
Jun 13 2009, 11:39 PM
Post
#49
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან ცუდად გაგიგიათ ინის და იანის ფილოსოფია!!! არაუშავს Smith , ყველა ადამიანი თავისი კუთხიდან აღიქვამს ყველაფერს, ასევე სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვაგვარად ჩანს საგანი. ჭეშმარიტი სილამაზე მართალია ღმერთისაგანაა, მაგრამ ჯერ არა მგონია რომ ვინმემ თქვას თამამად რომ იმ სილამაზეს ფლობს,ნეტამც იყოს ვინმე... „ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“ -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jun 14 2009, 02:11 AM
Post
#50
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არაუშავს Smith , ყველა ადამიანი თავისი კუთხიდან აღიქვამს ყველაფერს, ასევე სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვაგვარად ჩანს საგანი. ჭეშმარიტი სილამაზე მართალია ღმერთისაგანაა, მაგრამ ჯერ არა მგონია რომ ვინმემ თქვას თამამად რომ იმ სილამაზეს ფლობს,ნეტამც იყოს ვინმე... „ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“ ცოტა კიდევ შევეცდები თქვენს გადარჩენას, ასე ვთქვათ ვალს მოვიხდი, საბოლოო არჩევანში კი რა თქმა უნდა ყველა თავისუფალია. ღმერთი არა გწამს? და თუ გწამს, განა მრავალმნიშვნელოვანია ის? ნუთუ თვლი რომ ღმერთსაც მედალივით ორი მხარე აქვს? ნუთუ თვლი რომ ღმერთში სიკეთესთან ერთად ბოროტებაცაა, სილამაზესთან ერთად სიმახინჯეც? და თუ ეს ესე არ არის, მაშინ განა ღვთისნიერი ადამიანი ღმერთის მსგავსი არაა? განა არა გსმენია რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსებად შეიქმნა? ნუთუ არ გისწავლია, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ღმერთთან შეერთება და ღვთის ხატის და მსგავსების აღდგენაა? ხომ კარგად იცი ყველაფერი ეს! და თუ იცი, რატომ ამტკიცებ სრულიად საპირისპიროს? ერთი ავტორი ან რელიგია მაინც დამისახელე, სადაც ის წერია, რასაც თქვენ ამბობთ. ინისა და იანის არასწორმა გაგებამ დაგაბნიათ. ინი და იანი სიკეთე და ბოროტება არაა. ჩინური ფილოსოფიის გაგება ძალიან თავისებური საქმეა. მთელი რიგი მცნებები იქ სრულიად არ შეესაბამება თავის შინაარსში ევროპულ გაგებას; ქრისტეანობაში სიბნელე ბოროტებაა, ჩინურ ფილოსოფიაში კი უბრალოდ პასიურობა. პასიურობა კი იგივეა ამ შემთხვევაში, რაც ქრისტეანობაში სიმდაბლე და ღვთის ნების მორჩილება. ანუ ინი და იანი – ორივე პოზიტიური, კეთილი ძალაა. ამავე დროს იანს აქვს თავისუფლება იყოს მორჩილი ან ურჩი, როგორც ადამიანს ქრისტეანობაში. ამიტომაა იანი ინისგან განსხვავებული და დაპირისპირებული. დაპირისპირებული აქ ნიშნავს განსხვავებულს, საპირისპიროს, როგორც კაცის საპირისპიროა ქალი და არა როგორც სიკეთის საპირისპირო არის ბოროტება. ინი და იანი ერთად ქმნიან ჰარმონიას და მშვენიერებას. როგორ შეიძლება სიკეთე–ბოროტებამ ეს მოგვცეს? წაიკითხეთ კიდევ ერთხელ ინის და იანის შესახებ და ერთი ადგილი მაინც მოძებნეთ, სადაც იქნება ნათქვამი რომ იანი ბოროტებაა. ვერსად ნახავთ ამას, თუ ნამეტანი არაკომპეტენტური ავტორი არ მოძებნეთ. საგნის არსი ადამიანთა ხედვაზე არაა დამოკიდებული. კი, ღმერთს შეიძლება მრავალი ხედავდეს ცუდად და ასეც იყო ხომ იესო ქრისტეს შემთხვევაში, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთი ცუდია? თქვენ ახალს არაფერს ამბობთ, იგივეს ამბობდნენ სოფისტები, რომ ადამიანია ყველაფრის საზომი. მაგრამ განა პლატონმა 2500 წლის წინ არ დაუსვა წერტილი სოფისტიკას? ყველაფრის საზომია ობიექტური იდეა, ღმერთი – და არა ადამიანი. და ბოლოს. რატომ ასეთი საშინელი პესიმიზმი? რატომ გეეჭვებათ რომ ღვთიურ სილამაზეს არავინ ფლობს? ესე იგი ყველა დაღუპულია? ესე იგი იესო ქრისტემ მიუღწეველი მიზანი დაგვისახა როცა გვითხრა, იყავნით სრულნი, ვითარცა თქვენი ზეციერი მამა სრული არისო? არა გწამთ მეორედ, ანუ ზემოდან შობის? არ გჯერავთ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს ღვთის შვილი და ესე იგი ღვთის მსგავსი? ჭეშმარიტი სილამაზე, ანუ ღმერთი ყველა ადამიანის გულთან დგას და აკაკუნებს გულის კარებზე. გაუღეთ კარი და შემოუშვით და ის იქნება თქვენში და თქვენ იქნებით მასში, როგორც თქვა თვით უფალმა. არ გჯერავთ უფლის? აბა ვისი გჯერავთ? დაანებეთ თავი ჩინურ ინს და იანს და სახარება იკითხეთ, სახარებაში თვითონ, პირადად ღმერთი გელაპარაკება. სად მიდიხართ ჩინეთში, რად გინდა, როცა პირდაპირ გულში მოგდგომია ღმერთი! რად გინდა ვიღაც ადამიანების „სიბრძნე“, როცა თვით ღმერთი გელაპარაკება ბიბლიიდან. ნუთუ არ აღგაფრთოვანებს ის აზრი, რომ თვითონ ღმერთი მოგვევლინა ადამიანის სახით დედამიწაზე, თვითონ ღმერთი დადიოდა კაცთა შორის და მოკვდა შენთვის, დიახ, პირადად შენთვისაც მოკვდა ის, რათა გაეხსნა გზა მარადიული სიცოცხლისაკენ. სახარებიდან ციტატა მოგყავს და არა გჯერავს სახარების. თუ გჯერავს, რატომ ამტკიცებ სრულიად საპირისპიროს? მიდი ირმა იესოსთან!!! მას ძალიან, ძალიან უყვარხარ! მეც მიყვარხარ! |
|
|
Jun 15 2009, 12:48 AM
Post
#51
|
|
RED soul Group: Members Posts: 248 Joined: 15-May 09 From: Tbilisi Member No.: 5,954 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
anonymouska ოშო ვინაა წესიერად არც მე ვიცი, მე წიგნს გადავხედე(წავიკითხე) .. ხო მასე თქვაა კიდევ იმას ამბობს რომ წიგნებმა და ფილმებმა დაგვაბნიეს.. სინამდვილეში ზალიან ბევრი ადმიანია ვისთანაც ბედნიერნი ვიქნებით და არა ერთადერთი!!! რატომღაც რომ ვეძებთ სულ.. (მე ყოველშემთხვევაში მასე ვფიქრობდი ადრე) ხო და მაგას ამბობს.. თან უნდა გავდნენ ერთAმნეთშ ტან განსხვავდებოდნენო |
|
|
Jun 15 2009, 02:39 PM
Post
#52
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გასაგებია! ფართო გზაზე სიარულში ხელს აღარ შეგიშლით. ჩემის აზრით ძნელია მიხვდე ამ რამდენიმე პოსტის წაკითხვით ესა თუ ის ადამიანი როგორი გზით დადის. ეს ცხოვრება გაკვეთილს შეიძლება შევუდაროთ და ვსწავლობთ მუდმივად, ვიზრდებით და შესაბამისად ვირჩევთ გზასაც. ძალით არაფერი ხდება. მხოლოდ სიყვარულია ძლიერი, მხოლოდ სიყვარულით უნდა „მოაბრუნო“ გზააბნეული „ვიწრო გზისაკენ“ -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jun 19 2009, 12:07 PM
Post
#53
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შეიძლება წყალს ნამდვილად შეუძლია ყველა ენაზე დაწერილი და ყველა ტონალობაში ნათქვამი ”მიყვარხარ” ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აღიქვას მაგრამ მე ბევრი მიკლია წყლამდე (იდეალურამდე), ზოგჯერ ”პოზიტიური” სიტყვები იმდენად დიდი უარყოფითი ენერგიების მატარებლები არიან, თითქოს გზად ყველაფრის გადათელვას ისახავდნენ მიზნად.
|
|
|
Jul 2 2009, 09:28 AM
Post
#54
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 11 2009, 01:10 AM
Post
#55
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლახან თავში მომივიდა გენიალური აზრი. ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ უცბად ჩემს თავში გაიღვიძა რაღაცამ რომელმაც ზემოთ ამაგდო და დამაძახებინა, "ჩვენ შეგვიძლია" და მეც საოცარი ენერგია ვიგრძენი. დიახაც მეგობრებო გადავწყვიტე გავხდე იდეალური და ვერაფერი შემიშლის ხელს ამაში :ბის: შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მე ნამდვილად შემიძლია! ეს დღეები აღარ მეცალა, უნივერსიტეტში დავდივარ და არცერთ დღეს აღარ ვაცდენ, სასმელს აღარ ვსვამ (თუმცა იდეალური რომ ვიქნები მერე დავლევ), მრავალი იდეა მაწუხებს, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ და სწავლაც მომწონს უკვე, რადგან მაღალი ქულები მიხარია. პარალელურად ვვარჯიშობ, თან დაუზარელად და მოვწონვარ ტრენერს :ბის: სიგარეტს ადრეც არ ვეწეოდი ასე რომ არც არაფრისთვის დამინებებია თავი :| თავის დროზე ვიძინებ და დილით ადგომაც არ მიჭირს. ეს ყველაფერი, მართლაც რომ შესანიშნავია, თუმცა რაღაცაზე მწყდება გული, დრო აღარ მრჩება მეგობრებისთვის აი თუნდაც დღესაც ჩემი მენიავე უნდა მენახა, შევპირდი, მაგრამ გადავაგდე :მო: მაგრამ შრომის პროცესი მძიმეა ხოლო მისი შედეგი აჭარბებს პროცესის დროს დახარჯულ ენერგიას. მოკლედ ჩემი იდეალურად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად და უკან დახევას არ ვაპირებ! -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 11 2009, 01:11 AM
Post
#56
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ბავშვის ბლოგს ხშირად ვკითხულობდი, მელიას ბლოგია
მიყვარს)))) იდეალურია -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 16 2009, 11:59 PM
Post
#57
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე დავპოსტე ნეტავ ამ თემაში? უკვე აღარც კი მახსოვს )))
დიდი თემაა უბრალოდ მინდოდა დამეწერა, რომ , როდესაც სხვას უხარია რამე, მე მისი სიხარული მახარებს!!!!!!!! )) კარგი გრძნობაა ძალიან ბედნიერებაა -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 17 2009, 10:48 PM
Post
#58
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
TeO
უბრალოდ მინდოდა დამეწერა, რომ , როდესაც სხვას უხარია რამე, მე მისი სიხარული მახარებს!!!!!!!! )) კარგი გრძნობაა ძალიან ბედნიერებაა თეო მეც მასე ვარ)) -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jan 20 2010, 06:32 AM
Post
#59
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 23 Joined: 20-January 10 From: Sierra Mazateca Member No.: 6,122 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოპაა რამდენი საინტერესო აზრი წავიკითხე.. ნუ ჩემს პოზოციასაც დავაფიქსირებ: ადამიანი ისეთივე იდეალურია, როგორც სამყარო
|
|
|
Feb 3 2010, 11:57 AM
Post
#60
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იდეალური შეუძლებელია იყოს ან ადამიანი ან გრძნობები ან დამიანებს შორის ურთიერთობები თუ გარემო არ იქნა ამისათვის იდეალური. როცა მიმოიხედავ/საკუთარ თავში ჩაიხედავ და აღმოაჩენ თუ როგორ დავშორდით "იდეალურსა" და ჰარმონიულს მიხვდები რომ "პირადი" აქ და საერთოდ ნებისმიერ ადგილას მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდეს თუ იდეალური გარემოა შექმნილი, თუ ამ იდეალური გარემოს ერთერთი შემოქმედი შენც ხარ.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 10:14 AM |