Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ისტორია, ცივილიზაციები, რასები _ ხელოვნური ინტელექტი

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 04:51 PM

ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. Artificial Intelligence, შემოკლებით AI) არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას. ინტელექტუალობის დონის განსაზღვრება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანის გადაჭრა დაისახება. ხელოვნური ინტელექტის წარმოქმნის თარიღად მიიჩნევენ XIX საუკუნეს. (ვიკი)

გამოჩენილი ასტროფიზკოსის სტივენ ჰოუკინგის ყოველი საჯარო გამოსვლა შემაშფოთებელი წინასწარმეტყველებებით გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ. კონფერენციაზე Zeitgeist 2015 ჰოუკინგმა კიდევ ერთხელ შეაშინა დასწრეები თავისი განცხადებით.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი დარწმუნებულია, რო ხელოვნური ინტელექტი უახლოესი 100 წლის განმავლობაში უკან მოიტოვებს ყველაფერ იმას, რაც ადამიანს ხელეწიფება,- „იქამდე კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები მათსას ემთხვეოდეს“. სტივენ ჰოუკინგი მიიჩნევს რო ხელოვნური ინტელექტი ადამიანის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსასრული გარდაუვალი იქნება, – „ჩვენი მომავალი – შეჯიბრია ხელოვნური ინტელექტის შეუქცევადად მზარდ სიმძლავრესა და ჩვენს შესაძლებლობას შორის მივმართოთ ის სწორი მიმართულებით“. მისივე თქმით, ადამიანი არ არის შორსმჭვრეტელი, მათ ადარდებთ ის, თუ ვინ გააკონტროლებს კომპიუტერულ გონს, იმაზე კი არ ფიქრობენ მისცემს თუ არა კომპიუტერი სამომავლოდ მათ ამის გაკეთების უფლებას საერთოდ.

ამ განყოფილებაში ვხსნი, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი შემდეგი "რასა" იყოს, თუ არ ჩაგვანაცვლებს, ჩვენს გვერდით დამოუკიდებლად იარსებონ...

მოკლედ რას ფიქრობთ?
ადამიანები გახდებიან ღმერთები და დააკვირდებიან თავიანთ "შვილობილებს", ხატად და მსგავსად შექმნილებს, მაგრამ ასე განსხვავებულებს biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: tty_ Jun 8 2015, 05:20 PM

კარგი თემაა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მატრიცა გამახსენდა. ისინი გადააშენებენ ადამიანებს, როგორც არასწორად განვითარებულ, უსარგებლო წამონაზარდებს. ძალიან საინტერესოა. თუ მათ ეყოლათ ბატონი ან ღმერთი ან რავიცი რაც გინდა დაარქვი, ალბათ პროგრამისტები და ფსიქოლოგები იქნებიან. სხვა ყველაფერს თვითონ გააკეთებენ.

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 05:24 PM

აიზეკ აზიმოვის წიგნში მრავალი რობოტული ფსიქოლოგიური მომენტებია დაფიქსირებული. ამბავს რობოტების ფსიქოლოგი გვიყვება, რომლებსაც უმარავი ანომალია - ანუ პროგრამული გადახვევა უნახავს - მაგ. ხუმარა რობოტი, მორწმუნე რობოტი, მატყუარა რობოტი.... მოკლედ ძალიან საინტერესოა აიზეკ აზიმოვის "მე,რობოტი" - წიგნი და არა ფილმი smile.gif

Posted by: tty_ Jun 8 2015, 05:32 PM

საინტერესოა. მადლობა. ისე, მათი მთლიანი სისტემა ალგორითმებზეა დაყენებული. აი როგორც ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული ზღვარი, მათაც აქვთ გარკვეული რაღაც კანონი, რომელიც უკრძალავს ქმედებას. ავიღოთ რელიგია. რელიგია გამოდის ზღვარის აღმნიშვნელი, რომლის გადალახვაც ,,არ'' შეგიძლია. განა შენზეა დამოკიდებული გაცდები თუ არა. არა უბრალოდ არ შეგიძლია, როგორც რობოტი ვერ დაარღვევს კანონს. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ მოვაშორებთ ამ საზღვრებს, ანუ რელიგიებს, ჩვენი ალგორითმი აირევა და ფიქრები, ქმედებები და ყველაფერი მრავალაზროვანი და ექსცენტრიული გახდება. შესაძლოა შეიქმნას გენიოსი, მაგრამ ის დამახინჯებული იქნება სანახაობრივად. მაგრამ ამისთვის, არ კმარა რელიიგს, როგორც ზღვარის მოშორება,რადგან სადაც გავა იქაც ექნება თავისი ზღვარი, უბრალოდ არეალი გაფართოვდება. რობოტს რომ მოვაშოროთ კანონები, ის მაინც უნდა მოვაქციოთ რაღაც გარკვეული კანონში, რომ მისი ალგორითმი შედგეს.

აი რო ავიღოთ წრე. წრეში ბურთი იტრიალებს მანამდე, სანამ ის შეერთებულია. რომ გავხსნათ წრე ბურთი გადავრდება და გავა სივრცეში. ანუ ამოვარდება მატრიციდან. სწორედ შეიზლება ეს ჩაითვალოს მატრიცის ალგორითმად. ყოველთვის საჭიროა კანონი, რომ შენარჩუნდეს ალგორითმი. ალგორითმი გარეშე არ იქნება წრე, ანუ არ იქნება ინტელექტი და სიცოცხლე.

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 06:39 PM

კი, რობოტის აზროვნება შედგება კანონებისგან და ალგორითმებისგან, მაგრამ მე რაც აღვწერე, ეს გადახვევები ხდებოდა ამ კანონების მოშორების გარეშე.
მაგალითად ჩემი ხელი ზოგადად იწვის ცეცხლში. ეს ფიზიკის თუ რაც არი, ფიზიკურ-ქიმიური პროცესია და არ იცვლება. მაგრამ გამოჩნდება ვიღაც, ვისაც არ დაწვავს ცეცხლი, ამას ვერ ვხსნით კანონებით და ანომალიას ვეძახით. წიგნშიც ასეთი ანომალიები ხდებოდა.

რაც შეეხება ჩვენს თანამედროვე რეალობას, მე ვფიქრობ მეციერები ცდილობენ, ისეთი ალგორითმები შექმნან, სადაც რობოტს ფიქრი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეეძლება, თავისი პროგრამის ფარგლებში. შეიძლება მას ეგონოს, რომ თავისუფალია. შეიძლება მას ჩაპროგრამებული ქონდეს 2-3 შესაძლო გადაწყვეტილება და იქედან ირჩევდეს.

სინამდვილეში როგორ ხდება ტექნიკურად ეს წარმოდგენა არ მაქვს ;დ

Posted by: earth Nov 24 2017, 08:05 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 05:51 PM) *
ამ განყოფილებაში ვხსნი, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი შემდეგი "რასა" იყოს, თუ არ ჩაგვანაცვლებს, ჩვენს გვერდით დამოუკიდებლად იარსებონ...

მატრიცა smile.gif
ვინ იცის... მატრიცა ძალიან დიდი ძალით უკვე არსებობს, ცოტა განსხვავებული კუთხით ფილმთან შედარებით, მაგრამ უკვე არსებობს. მაგრამ მატრიცას ადამიანები მართავენ (ან უცხოპლანეტელები ალბათ). არა ვერ ჩაგვენაცვლება ხელოვნური ინტელექტი, მე უფრო მჯერა, რომ სხვა სახის ბუნებრივი ორგანიზმი ჩაგვენაცვლება როდისმე, მაგალითად ჭიანჭველა, შეიძლება იყოს პლანეტის მომავალი ინტელექტუალური ბინადარი. ყველაფერი შეიძლება rolleyes.gif

Posted by: tikoroma Dec 4 2019, 12:14 PM

თანდათან ირკვევა, რომ ადამიანიც ალგორითმის პრინციპითაა შექმნილი. უბრალოდ უფრო ნატიფი მასალით.

Posted by: tikoroma Dec 4 2019, 12:21 PM

კანტის ახალი ხედვა იყო შემეცნებაზე

კანტი დაუპირისპირდა დევიდ ჰიუმის ანტიპლატონურ იდეას. ჰიუმისთვის მთავარია ჩვენი ემპირიული გამოცდილებები, ჩვენი მატერიალური შთაბეჭდილებები, ხოლო იდეები - ეს მხოლოდ მინავლებული შთაბეჭდილებებია. მისი აზრით, პლატონური იდეები, ეს ფიქციაა, არაა ნამდვილი რეალობა.

კანტი ფიქრობს, ამ ქაოსიდან, ჩვენი შთაბეჭდილებების ქაოსიდან უნდა გამოვყოთ რაღაც რეალური. მისი აზრით, ჩვენ საერთოდ შთაბეჭდილება არ გვექნება, როგორც შთაბეჭდილება, თუ ჩვენში არ არის რაღაც ობიექტური კატეგორიები, რაღაცა თანდაყოლილი აპრიორული კატეგორიები. ამას უწოდებს ტრანსცენდეტალური კატეგორიები.ეს ნიშნავს, რომ მე ვფიქრდები ჩემზე - როგორც შემმეცნებელზე (ეზ. დამკვირვებელი) ჩემში, როგორც შემმეცნებელში არის რაღაც ობიექტური პრინიცპები და კატეგორიები, რომელიც მე არ მისწავლია, არის აპრიორული და და აი სწორედ ამ პრინციპებით, მე ვაწესრიგებ სამყაროს. მე კი არ ვესადაგები სამყაროს და ვამბობ სამყაროზე რაღაცას, რასაც ის მაიძულებს რომ ვთქვა. (ანუ, ვერ აღვიქვამ სამყაროს ისე, როგორიც ის არის. არამედ აღვიქვავ, ისე როგორი აღქმის საშუალებასაც ჩემში ჩემგან დამოუკიდებლად არსებული შესაძლებლობები მაძლევენ თ.ტ.) პირიქით, სამყარო ესადაგება ჩემს პრინციპებს. მე იმას ვავლენ სამყაროდან, როგორი პრინციპებიც მე მაქვს. ეს პრინციპები ობიექტურია და თანდაყოლილი ჩემში, ანუ აპრიორულია.
ლ. გიგინეიშვილი


ეს ფრაზა ლექციიდან ამოვიწერე.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ფილოსოფოსებიც ამ აზრზე არიან.
რომ ადამიანს თავისი პროგრამა აქვს და მის ფარგლებში მოქმედებს.
ეს აზრი მუსირებს გურჯიევთან, როგორც მახსოვს.
დიადი ზეტის პოსტებიდანაც მახსოვს.
ასევე სვფ -ს შესახებ ვისაც გსმენიათ, მათ გაწერეს ეს პროგრამა 8 ვექტორისგან შემდგარი და ჩამოაყალიბეს როგორ მუშაობს.
იგივეა ჩემს თვალში ასტროლოგიური პირადი რუქაც.

Posted by: ano Apr 27 2020, 06:12 PM

საინტერესო პოსტებია

შესაძლოა იყოს ასეთი ვარიანტი_ შეიქმნეს ხელოვნური ინტელექტი ან შექმნილიცაა უკვე რითაც მოხდება ადამიანების მართვა, ერთი სიმღერაა მეტალის თვალი ქვია, და ისიც სამკუთხედში, სიმღერის ტექსტიც იმაზეა რომ ეს მატალის თვალი იქნება ახალი ღმერთი

მერე დავდებ აქ იმ ვიდეოს

Posted by: ano Apr 27 2020, 06:17 PM

ციტატა(tty_ @ Jun 8 2015, 06:32 PM) *
აი რო ავიღოთ წრე. წრეში ბურთი იტრიალებს მანამდე, სანამ ის შეერთებულია. რომ გავხსნათ წრე ბურთი გადავრდება და გავა სივრცეში. ანუ ამოვარდება მატრიციდან. სწორედ შეიზლება ეს ჩაითვალოს მატრიცის ალგორითმად. ყოველთვის საჭიროა კანონი, რომ შენარჩუნდეს ალგორითმი. ალგორითმი გარეშე არ იქნება წრე, ანუ არ იქნება ინტელექტი და სიცოცხლე.


rolleyes.gif
საინტერესოა

Posted by: Soproma Mar 25 2023, 06:34 PM

მე ვფიქრობ რომ რაც არ უნდა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი იგიც კი მაინც ბრძანებებზე იქნება დამოკიდებული რომელსაც ადამიანი მისცემს ან გაუწერს და იმაზე იმუშავებს დაუღალავად რაც არ ახასიათებს კომპიუტერს რაზეც რაც არ უნდა შრომის მოყვარე ადამიანები ვიყოთ კომპიუტერს ვერ გავუტოლდებით და ამით ადამიანი მიაღწევს უამრავ განვითარებას და წინსვლას და რასაც ქვია რეალურ პრობლემას იმაში ვხედავ რომ სრულიად დამოკიდებულები გავხდებით კომპიუტერის უნარებზე და მცირედი შეფერხებაც კი დიდ პრობლემებს შეგვიქმნის კაცობრიობას და ამაში ვხედავ რეალურ საფთხეს, მე არავინ მკითხავს ამას მაგრამ მე მაგალითად ადამიანის მნიშვნელობას დიდად არ შევამცირებდი და დიდ ვალდებულებებს არ გადავადებდი მხოლოდ კომპიუტერს თუნდაც დამოუკიდებლად შეეძლოს ჩვენთვისვე ბევრი პრობლემის მოგვარებას. ადამიანები მაინც იმპულსურები ვართ და ამ იმპულსის გამო ბევრ პრობლემას ვუმკლავდებით რაც ალგორითმს თითქმის არ შეუძლია, შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ბევრი პრობლემა მოაგვაროს მაგრამ მაინც მგონია რომ ადამიანის ფაქტორი მთავარი უნდა იყიოს და დომინანტი

Posted by: td......... Apr 9 2023, 10:48 AM

ადამიანის პრობლემა იმაშია, რომ რასაც ქმნის საკუთარი განვითარებისთვის,კეთილდღეობ
სთვის, საბოლოოდ ამის საპირისპიროდ უბრუნდება, რადგან ადამიანური ბნელი მხარე სძლევს ხოლმე.. ასე იქნება ალბათ ხელოვნური ინტელექტის ამბავშიც. რა თქმა უნდა ხელოვნული ინტელექტი დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებს, როგორც ნებისმიერი რობოტი ან კომპიუტერი, რომელსაც მაინც ადამიანი მართავს. ასე იყო ყველა ტექნოლოგიის შემთხვევაში. ოდესრაც წყალბადის გაყოფით აღმოჩენილი ენერგიაც კეთილი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ყველაზე დაუნდობელ იარაღად აქცია ადამიანმა.

Posted by: earth Jun 1 2023, 09:22 PM

td.........

QUOTE(td......... @ 9th April 2023 - 11:48 AM) *
ადამიანის პრობლემა იმაშია, რომ რასაც ქმნის საკუთარი განვითარებისთვის,კეთილდღეობ

��სთვის, საბოლოოდ ამის საპირისპიროდ უბრუნდება, რადგან ადამიანური ბნელი მხარე სძლევს ხოლმე.. ასე იქნება ალბათ ხელოვნური ინტელექტის ამბავშიც. რა თქმა უნდა ხელოვნული ინტელექტი დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებს, როგორც ნებისმიერი რობოტი ან კომპიუტერი, რომელსაც მაინც ადამიანი მართავს. ასე იყო ყველა ტექნოლოგიის შემთხვევაში. ოდესრაც წყალბადის გაყოფით აღმოჩენილი ენერგიაც კეთილი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ყველაზე დაუნდობელ იარაღად აქცია ადამიანმა.

სწორედ მასეა...



Posted by: earth Jun 1 2023, 09:23 PM

ამ ბოლო დროს ბილ გეითსიც გამოდის და ლაპარაკობს ხელოვნური ინტელექტის საშიშროებაზე.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)