Posted on: May 9 2014, 11:02 PM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
Lashapoli არა მგონია, ბოდიში, მაგრამ სიმართლე უნდა ვტქვა ძალიან ნელი და "მკვდარი ფორუმია", უფრო ცუდათ გხდის ვიდრე ხან ამ სიზანტით და ა.შ. წავედი მე ისევ ჩემს "ცოცხალ" ფორუმზე/ ფორუმზე საჯაროდ აღარ დავპოსტავ, ვინმე თუ ხართ ჩემებრ აე სასოწარკვეთილი, დამიპიემეთ ხალხო |
Forum: WELCOME! · Post Preview: #107121 · Replies: 22 · Views: 37,622 |
Posted on: May 7 2014, 09:23 PM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
ვერ ვიპოვე და არ წერია ცეცხლთან შერწყმის აღწერა თუ გამომრჩა? მე ცეცხლის სტიქია მაინტერესებს |
Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #107112 · Replies: 100 · Views: 108,675 |
Posted on: May 7 2014, 09:19 PM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
მე მიხარია თუ მართლა არსებობს ღმერთი , თუ მართლა ვუყვარვარ მას, გარდაცვალების შემდეგ თუ შევხვდები ჩემს საყვარელ ადამიანებს და ვიცხოვრებ ბედნიერად უსასრულობამდე რომელიც არასდროს დასრულდება. რავიცი არ მესმის მე ათეისტების რომ უხარიათ ღმერთის არ არსებობა. შეიძლება არ გწამდეს ღმერთის არსებობის მაგრამ გიხარდოეს??? ალბათ არა აქვთ შენნაირად იმედი, რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად უსასრულობამდე ბედნიერად იცხოვრებენ |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107111 · Replies: 3 · Views: 7,730 |
Posted on: May 7 2014, 09:10 PM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
ჯოჯოხეთს რაც შეეხება.... ასტრალურ სამყაროში არსებობს სხვადასხვა შრეები.... და იმ შრეებში მოხვდები შენი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად. იქ კი არ გიკრავენ თავს როგორც სასჯელის ფორმად არამედ შენი სულიერი მდგომარეობა მიგიზიდავს იქით. მაგალითად: მატერიალურზე ჩაციკლული ადამიანი, რომელმაც ვერ დაძლია ვნებები დედამიწაზე მოხვდება ისეთ შრეში სადაც გამუდმებით ხედავს და უნდა თავისი დაკმაყოფილების საგნები, მაგრამ ვერ იკმაყოფილებს იმიტომ რომ სხეული აღარ აქვს. მისთვის ამ ფორმით ეს არის ჯოჯოხეთი ..........ასეთ შრეებში ცხოვრობ განწმენდამდე რასაც მოჰყვება შემდეგი ინკარნაცია........ (ამას ვწერ ასტრალურ შრეებში ნამყოფი ადამიანების გადმოცემების, სხვადასხვა რელიგიურ თუ ეზოთერულ წყაროებში გაბნეული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, რაც ახლოა ჩემს წარმოდგენასთანაც) მატერიალურზე ჩაციკლული ადამიანისთვის ადვილი განმარტებაა სად მოხდება მკვლელი (ვინც კლავდა სიამოვნებისთვის და არ მოუკლავს ვთქვათ იმიტომ რომ შვილს სადარბაზოში დანით ემუქრებოდნენ და ამან თავდაცვის მიზნით მოკლა)? სადაც ადამიანებს დაინახავდ და იარაღს რითიც მოკვლა შეიძლება და ვერ მოკლავს? ზღაპარივით გამოდის |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107110 · Replies: 24 · Views: 21,025 |
Posted on: May 7 2014, 10:22 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
ვერ ვიპოვე როგორ უნდა გავიგო გამომეხმაურა თუ არა ვინმე რომელიმე თემაზე ანუ თუ ვინმემ ჩასვა ჩემი ნიკი პოსტში. |
Forum: ფორუმი · Post Preview: #107105 · Replies: 191 · Views: 133,134 |
Posted on: May 6 2014, 03:49 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
ვერაფრით ვიპოვე როგორ უნდა გავიგო გამომეხმაურა თუ არა ვინმე რომელიმე თემაზე ანუ თუ ვინმემ ჩასვა ჩემი ნიკი პოსტში. მადლობა |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107095 · Replies: 17 · Views: 23,289 |
Posted on: May 6 2014, 03:46 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
მეძინება და არც მეძინება და მეათასედ ვუყურებ ჰაუსს. რეალობაში ასეთი ადამიანი რომ შემხვდეს შემიყვარდება |
Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #107094 · Replies: 1654 · Views: 345,178 |
Posted on: May 6 2014, 03:37 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
სასაფლაოსთან ზის ვიღაც და პლანს ეწევა და ერთ-ერთი საფლავიდან ამოვა მკვდარი, მივა და თხოვს მომაწევინეო.ეს მოაწევინებს, გადაირევა მკვდარი როგორ არ შეეშინდაო და ხელს მოიძრობს და ისე მივა მეორედ, ერთიც დამარტყმევინეო. ის უემოციოდ მეორედაც მიაწოდებს, რაზეც ეს სულ გაგიჟდება და მესამე მისვლისას ფეხსაც მოიგლიჯავს და კიდევ ერთიო თხოვს და არაო, ეს ტიპი ეუბნება, ვხედავ შენზე ცუდათ მოქმედებსო. |
Forum: იუმორი, თამაშები, ... · Post Preview: #107093 · Replies: 1160 · Views: 228,253 |
Posted on: May 6 2014, 03:30 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
მქონდა ლეო ტაქსილის სახალისო ბიბლია", დავკარგე, არ ვიცი სად. მინდა კვლავ წავიკითხო, ვერსად ვნახე. თუ ვინმეს აქვს ვთხოვ მომწეროს პირადში. |
Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #107092 · Replies: 112 · Views: 120,559 |
Posted on: May 6 2014, 03:27 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მდგმური და გიგანტი. |
Forum: ბიბლიოთეკა · Post Preview: #107091 · Replies: 12 · Views: 18,949 |
Posted on: May 6 2014, 03:22 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
წლების წინ ვიღაცამ სადღაც დაწერა, თბილისში მიწისძვრა არის მოსალოდნელიო და შევედი იმ ადამიანების რიცხვში, ვინც ეს დაიჯერა, აღელდა და გადაირია. სახლში ვერ გავჩერდი, წავედი მარტო ქუჩაში, მერე ავღმოჩნდი რუსთაველზე და აღარ მახსოვს რომელიღაც კაფეში შევედი. ახლოვდებოდა უკვე ის საათი, რომელიც გამოცხადბეული იყო და ვზივარ ყავას ვსვამ და ვერ ვერევი თავს და ვტირივარ საშინლად და მახსოვს გვერდით მაგიდასთან ასე 5-6 ადამიანი იყო, რა მიწისძვრა, ერთობოდნენ და მხიარულობდნენ და ყვავილები იდო მაგიდაზე, ალბათ ერთ ერთ გოგოს მოუტანა რომელიმემ და მოკლე,დ ერთი ბიჭი ადგა, იქიდან ერთი ცალი ყვავილი მომიტანა და მითხრა ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნებაო, ეგონა რაღაც პირადულზე ვტიროდი, არ ვიცი რატომ მახსოვს ასე მძაფრად ეს ამბავი, თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ მე ძალიან დამამახსოვრდა. მეორედ გვიანი იყო და ვარაზის ხევიდან ჩამოვდიოდი, დოლიძეზე ფეხით მივდიოდი და უკან ვიგრძენი ვიღაცეები მოდიოდნენ. ჩამოვრჩი რომ გაესწროთ, ორი ბიჭი იყო. მე ხომ მშიშარა ვარ ძალიან და შემეშინდა, ნაბიჯს კიდევ შევუნელე და გაჩერდა ერთი, მოტრიალდა წამოვიდა და ნასვამი იყო ეტყობოდა უცბად ლექსის მოყოლა დაიწყო. არ მახსოვს რომელი ლექსი იყო, მაგრამ ძალიან კარგი მომენტი იყო, მერე მითხრა მიგაცილებ თუ გინდაო. |
Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #107090 · Replies: 193 · Views: 129,929 |
Posted on: May 6 2014, 03:09 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
earth დიახ, ეს ზუსტად ვიცი |
Forum: WELCOME! · Post Preview: #107089 · Replies: 22 · Views: 37,622 |
Posted on: May 6 2014, 03:02 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
ერთი პერიოდი ვვარჯიშობდი, რამდენ ვიდეოს ვუყურე, ვკიტხულობსი როგორ დავინახოთ ადამიანის აურა, ვერაფრით შევძელი ალბათ რაღაც ნიჭი უნდა კიდევ. ძალიან მაინტერესებს ჩემი აურა რა ფერის არის. მაგრამ ამ თემაში რომ წერია ნაკვთებით ხასიათის ან განწყობის გამოცნობა, ამის არ მჯერა. აი ქირომანტიის მჯერა. |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107088 · Replies: 289 · Views: 1,908,606 |
Posted on: May 6 2014, 02:56 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
თავმდაბლობაში რა იგულისხმება მე არ ვიცი ბევრნაირი არსებობს მაგალითად ჩემი მეგობარი მიყვებოდა რომ ბარში შეხვდა ერთ ცნობილ ჟურნალისტს და ეს ჟურნალისტი ეჩხუბა მენეჯერს თუ ვიღაცას, რადგან იმას ტუალეტტან ახლოს მდებარე მაგიდასთან დასვა, არადა წინასწარი შეკვეთა არ იყო და სხვა ადგილი ვერ ვნახეო მე არ ვარ ცნობილი, მაგრამ სამსახურში ერთი ოთახი იყო თავისუფალი, სადაც დაჯდომა არავის უნდოდა, რადგან პატარა, ცივი ოთახი იყო და გვერდით საჭირო ოთახი, არადა ბევრი ადამიანი, ფართი ცოტა, თან ყველას კარგი ადგილი უნდოდა და ერთი ამბავი იყო მე შევედი უფროსთან და ვთხოვე რომ იქ გადავეყვანე ძალიან დიდ პლიუსად ჩათვალეს ეს, კომპლიმენტები მივიღე რა თავმდაბალი, უპრეტენზიო ადამიანიაო, მაგრამ ხომ არ იცოდნენ იმათმა, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ კარგი ადგილი განთავისუფლებულიყო და მე ამეტანა სხვისთვის ეს ცუდი ადგილი იმ ოთახში უბრალოდ მარტო ვიქნებოდი ვიცოდი და იმდენად არ მომწონდა ჩემს ოთახში მყოფი ხალხი და ვიცი არც ერთ ოთახში არ მომეწონებოდა და იმდენად ცუდათ ვიყავი ამ ყოველდღიური სავალდებულო ურთიერთობებით, რომ მზად ვიყავი სარდაფშიც წავსულიყავი. არ შემიძლია ადამიანს რამე ვთხოვო, არ შემიძლია პირადი ინტერესების გამო დავიმცირო თავი და თავის დამცირებაში არაფერს განსაკუთრებულს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმას, რასაც ყოველდღე უამრავი ადამიანი აკეთებს სამსახურში. ამის გამო გამოცვლილი მაქვს ძალიან ბევრი სამსახური, გამომიშვეს მარტო ორიდან, დანარჩენებიდან მე წამოვედი. ჩემს თანამდებობაზე თუ არის სხვა ვინმე და ანალოგიურ პირობებში ვართ და თუ იმ სხვამ ამ საქმეში ჩემზე ცოტა იცის, ვერანაირი ხელფასი ვერ გამაძლებინებს. სხვა მხრივ, ხმას არ ვიღებ, არავის საქმეში არ ვერევი, შემიძლია ნებისმიერ პირობებში გაძლება, არ ვანიჭებ მნიშვნელობას ადამიანს ფული აქვს თუ არა მე ვუთხარი ფსიქოლოგს ერთხელ, რომ ძალიან სამართლიანი და თავმდაბალი ადამიანი ვარ, თუ სამსახურში მომეწონა ადამიანი და დამლაგებელია ვედაქალები და თუ ჩემი უფროსია და არ მომეწონა, ზრდილობის ფარგლებში ვიქნები შორს და ცივადთქო და მითხრა პირიქით ეს ეგოიზმი და ამპარტავნებააო არ ვიცი რომელია, საერთოდ მე ვთვლი, რომ თავმდაბალი ადამიანი (თუ არ თამაშობს და მართლა ასეთია) დაკომპლექსებულია და არათავმდაბალი, რადგან ადამიანის ბუნებაში მოდის წინააღმდეგობათან ან ყველა თავმდაბალი ადამიანი, რომელმაც რომელიმე ილუზიის ხარჯზე მიაღწია თავმდაბლობას, იგივე ამ თავმდაბლობით ამპარტავანია თუნდაც ამას არ აღიარებდეს საკუთარ თავთანაც |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107087 · Replies: 32 · Views: 37,774 |
Posted on: May 6 2014, 02:36 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
არ ვიცი მჯერა თუ არა იმდენად პასნიკურად მეშინია ამისი, იმისიც რომ რამე იქნება და იმისიც რომ არ იქნება, რომ არ ვფიქრობ ამაზე |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107086 · Replies: 317 · Views: 195,551 |
Posted on: May 6 2014, 02:33 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
earth ძალიან დიდი ხანია ცვდილობ ამას, არაფერი გამოდის, გარდა იმისა, რომ უფრო ვშინდები, რადგან ვხვდები რომ არაფერია საშიში რეალურად და მე მეშინია. რამოდენიმე წლის წინ პანიკური შეტევები მქონდა და მაშინ მეშინოდა გარეთ გასვლის (ცუდათ რომ გახდე) ბანაობის (ისევ ცუდათ რომ გახდე და ნუ სასწრაფოს გამოიძახებ ტელეფონი იქვეა, მაგრამ კარებამდე რომ ვერ მიასწრო გასაღებად და ხალხმა რომ ასე გიპოვოს და მსგავსი). პანიკურმა შეტევებმა გადამიარა, მაშინ შიში კონკრეტული იყო და გამოსვლისას და ჩაცმისას ქრებოდა. ახლა დილით მიმძაფრდება, მერე დღე გადამდის, საღამოს და ღამე (ვიდრე დასაძინებლად წავალ) საერთოდ არ მაქვს. რას ვგრძნობ და გაუცნობიერებელ, ცივ, საშინელ, ამოუხსნელ შიშს და დილით ამ დროს ჩემი სხეული მეუბნება რომ ჩქარა, ჩქარა ადექი და მოწესრიგდი. რამდენჯერ მდომებია ძილის გაგრძელება, მაგრამ ეს ჩქარა, ჩქარა არ მასვენებს, არ ვიცი რა მოხდება ჩაუცმელი და მოუწესრიგებელი რომ დავრჩე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მინდა, მაგრამ თითქოს მოქმედებას მთხოვს ჩემი თავი |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107085 · Replies: 17 · Views: 23,672 |
Posted on: May 6 2014, 02:26 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
იშვიათად მესიზმრება სიზმრები, როცა მესიზმრება ყოველთვის ძალიან გაურჩეველი და უშინაარსოა, ძირითადად ჭარბობს წყალი, ზღვა, კლდე და კლდის ძირას ზღვა არ მიყვარს როცა სიზმარს ვნახულობ მახსოვს კიდევ რამოდენიმეჯერ დამესიზმრა როგორ ვხტებოდი მაღლიდან და იმდენად რეალური იყო შიში და გადახტომის წინა წამს გულის აჩქარება და რაღაც ფეხებში სისუსტე რომ რეალურად მახსოვს და კიდევ გაცნობიერება, რომ ამ სიმაღლიდან ვხტებოდი დღეს შუადღისას მეძინა და უაზრო და შემაწუხებელი სიზმარი ვნახე, ჭიანჭველა დადიოდა ვითომ ზურგზე ფეხებზე და ვერაფრით ვიცილებდი |
Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #107084 · Replies: 1804 · Views: 513,634 |
Posted on: May 6 2014, 02:20 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
უპირობო სიყვარული არ არსებობს ჩემი აზრით |
Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #107083 · Replies: 664 · Views: 176,298 |
Posted on: May 6 2014, 02:19 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
გადავედი ლინკზე, არ მჯერა რაც წერია, არც შთამომავლობის დამსგავსება-დამახინჯების და არც "რაც უფრო ხშირია პარტნიორების ცვლა, მით უფრო შეუხედავია ქალის გარეგნობა…" ამის კუთხით მსოფლიო ლამაზმანები რომ ავიღოთ, პარტნიორთა სიმცირით არც ერთი არ ხასიათდებოდა-უმეტეს შემთხვევებში და მეშვიდე ბ/ფ-გან გაჩენილი ბავშვიც არ ემსგავსება პირველ პარტნიორს-უმეტეს შემთხვევებში |
Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #107082 · Replies: 24 · Views: 39,117 |
Posted on: May 6 2014, 02:13 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
ზაფხული, სიცხე, კორპორატიული საღამოები, ხალხთან ურთიერთობა, სხვის/ჩემს საქმეში ჩარევა, სერიალები, ქართული გადაცემები, ღია კაფეები, ახლა მეტი არ მახსენდება |
Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #107081 · Replies: 342 · Views: 187,133 |
Posted on: May 6 2014, 02:11 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
მე მიყვარს ცხოველები, მიყვარს ზღვა საღამოს და ღამე, მიყვარს სანთლების შუქზე მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, საღამოების მოწყობა, საუბრები კონიაკთან ერთად, გემრიელი საჭმელები, რესტორნებში სიარული, წვიმა, მანქანები, მსოფლიო ჩემპიონატი, სულელური რაღაცეების მოფიქრება და რელიზება. |
Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #107080 · Replies: 220 · Views: 120,590 |
Posted on: May 5 2014, 10:08 PM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
წავიკითხე ეს თემა, ძალიან დამაინტერესა, მაგრამ ასე მგონია, რომ რომც დავიწყო ვარჯიში და მცდელობა, ოდნავი წინსვლისას შიში შემიპყრობს და გავჩერდები |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107068 · Replies: 886 · Views: 393,501 |
Posted on: May 5 2014, 06:50 PM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
ყველა შიში და პრობლემა მოდის ბავშვობიდან. ბევრი წლის წინ როცა წავიკითხე ზოშჩენკოს მზის ამოსვლის წინ და გონებისათვის, გადავწყვიტე ოდნავ მაინც მივახლოვებულიყავი და გამეგო ის პირველწყარო, საიდანაც მერე ყველაფერი წამოვიდა. აქ ჩემს სემთხვევაში ყველაფერი გაცილებით სხვანაირად აღმოჩნდა. იმ ადამიანის შემთხვევაში შიში მოდიოდა ბუნებრივი ფაქტორიდან და არა ადამაინებიდან, ჩემს შემთხვევაში ადამიანების მხრიდან. მახსოვს სიტყვები, მახსოვს ქცევები, მერე უფრო დეტალურად გავიხსენე სპეციალურად, მაგრამ ვერ განვიკურნე. არ ვიცი რა ვიფიქრო 1. ეს ისტორია არ არის რეალობაზე დაფუძნებული, როგორც ამას ამბობენ და 2. შეძლო განკურნება, რადგან შიშთან ადამიანები არ იყვნენ დაკავშირებულები. ახლა მეძინა 2 საათი, ძილის მერე გინდა დილა იყოს გინდა საღამო გაღვიძებისას მიმძაფრდება შიშები. დილით საშინელი პერიოდია, რადგან სააბაზანოში შესვლიდან ყავის დალევამდე და ტელევიზორის ჩართვამდე რამეზე გადართვის მიზნით, გული მაქვს საშინლად დამძიმებული, სხეულში შიშია გამჯდარი და მაგ დროს არ ვიცი რისი. ერთი პერიოდი მიწისძვრა ამოვიჩემე და მაშინ უფრო კარგად ვიყავი, რადგან ვიცოდი რისიც მეშინოდა. ახლა გადამიარა ამან და იმის საშუალებაც არ მაქვს გავაცნობიერო რისი მეშინია. მე როგორც ერთმა ფსიქოლოგმა ამიხსნა , ეს რაღაც იმის მსგავსია, რომ დილით ცნობიერს და ქვეცნობიერს შორის არსებული "კედელი თხელია" და უფრო ადვილად აღწევს ინფორმაცია ქვეცნობიერიდან და რა აღწევს ასეთი, რომ მატერორებს, ეს როგორ გავიგო არ ვიცი. |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107066 · Replies: 17 · Views: 23,672 |
Posted on: May 5 2014, 06:23 PM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
მე ვითვლი ხოლმე და 4 და 9 მაქვს ამოჩემებული თვლაში |
Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #107065 · Replies: 7 · Views: 10,351 |
Posted on: May 5 2014, 10:13 AM | |
WHITE soul Group: Members Posts: 29 Joined: 3-May 14 Member No.: 7,280 |
მე სულ 2 თვე ვიყავი წასული საქართველოდან სამსახურიდან მომიწია და არა ჩემი სურვილით. ის სამი თვე გავაგიჟე იქ ჩემი უფროსი (სამსახურს ზოგადად თავს ვაკლავ, მიყვარს და ძალიან კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ამიტომაც წამიყვანა), რადიკალურად შევიცვალე, მეორე დღიდანვე ცუდათ გავხდი ვიდრე ვიყავი წამოსვლა მინდოდა, სამსახურს ვაცდენდი, მარტო პარკებში ვსეირნობდი დილით და საღამოს რომელიმე ბარში ვიჯექი. აქ ერთად 3 წელი ვიმუშავეთ და ამის ხათრით ეტყობა გამიძლო ის პერიოდი. წესით 6 თვე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ბოლოს ხელფასი რომ ავიღე (დღესაც მიკვირს რაში მომცა) ეგრევე ბილეთი ვიყიდე. არადა თავიდან გავქანდი აეროპორტში, მეგონა ახალი გარემო რამეს მაინც შეცვლიდა. earth ბავშვობიდან |
Forum: WELCOME! · Post Preview: #107060 · Replies: 22 · Views: 37,622 |
New Replies No New Replies Hot Topic (New) Hot Topic (No New) |
Poll (New) Poll (No New) Locked Topic Moved Topic |
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 06:16 AM |