IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ანგელოლოგია
jarmen
post Oct 14 2017, 03:19 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 581
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰაიოტ-ჰაქადოშ-ები
ამ ტიპის ანგელოზები გვხვდება ეზეკიელის გამოცხადებაში, თავიანთი აღწერილობით ისინი გვანან ჰაშმალინებს თუმცა იმ განსხვავებით რომ მათ მოისხენიებენ როგორც მერკაბას, ღვთის ეტლას. თავის მხრივ მათ იუდაისტურ ანგელოლოგიურ იერარქიაში უმაღლესი ადგილი უკავიათ დ ამათი ფუნქცია დაედამიწის პირდაპირი მნიშვნელობით პყრობა და ჭერაა კოსმიურ სივრცეში. იერარქიის მეთაურად ითვლება ანგელოზი მეტატრონი(ღვთის სიტყვა)
აუფანიმ-ები
ღვთის ეტლის ცეცხლოვანი ბორბლები, იუდაიზმში აუფანიმები აღწერილია როგორც ღვთის ტახტის მოდარაჯე ანგელოზები რომლებსაც აქვთ ოთხი ფრთა და ფორმით გვანან ბორბალს, ხოლო მათი სხეული დაფარულია თვალებით, რომლებიც ხედავენ ღმერთის ჭეშმარიტ სახეს. მათ არასდროს სძინავთ, ყოველთვის სადარაჯოზე დგანან და თავიანთი ყოვლისმხედველი თვალებით უყურებენ ტახტს.
არელიმ-ები
არელიმები ზოგადად განიხილებიან, როგორც მესამე რანგის წმინდა არსებები. მათი განსაკუთრებული თვისებაა სიმამაცე და სიბრძნე. სახელის ფუძე არელ მოიხსენება სხვადასხვა მისტიკურ წყაროებში როგორიცაა კაბალა და სხვები ასევე შესაძლოა იყოს ეტიმოლოგიური კავშირი სიტყვა არელიმსა და არიელს შორის. არელიმები მოუწოდებენ უფალს რომ უყვარდეს თავისი ქმნილებები, ადამიანები, ნებისმიერ სიტუაციაში. კაბალისტურ იერარქიაში არელიმების წინამძღოლად ითვლება ჯოფიელი(ჯაფიელი) კაბალას მიხედვით არელიმებს ევალებათ დაეხმარონ მართალ სულს სხეულიდან გამოსვლაში, ასევე მათ აქვთ ძლიერი მიდრეკილება ტირილისკენ (დაბადება რაბაჰ 56:6). მიდრაშ კოჰენის თქმით კი, ისინი ღვთის ტახტის განუყოფელი ფოთლები არიან.
ჰაშმალიმ-ები
ჰაშმალიმები, არიან წმინდა არსებების ჯგუფი, რომლებიც გაოირჩევიან სიყვარულით, სიკეთით და მადლით. კაბალას მიხედვით მოწყალების ანგელოზი არის ზადკიელი რომელიც ჰაშმალიმებს მეთაურობს. ჰაშმალიმებს მეოთხე ადგილი უკავით ებრაულ ანგელოზთა იერარქიაში. არსებობს ვარაუდი, რომ ჰაშმალიმები ადამიანებ გვაკვირდებიან და უფალს მოახსენებენ ჩვენს შესახებ. ისინი არიან ქრისტიანულ ანგელოზთა იერარქიაშიც, როგორც ქერუბიმები. ეზეკიელი საუბრობს ჰაშმალიმებზე როგორც მანათობლებზე, თუმცა თანამედროვე ბიბლიაში ის შეცვლილია სიტყვით „ილეკტროჲსაჲ“ მისი თქმით მათ ოთხი ფრთა და ოთხი სახე ქჰონდათ, ფეხები სწორი ტერფებზე ჩლიქებით. მათი ოთხი სახე იყო ადამიანის, ხარის, ლომის და არწივის. სახე და ორი ფრთა მაღლა ჰქონდათ აწეული და გადაჭდობილი, ქარვისფერად კაშკაშებდნენ, ორი ფრთა კი ტანზე ჰქონდათ შემოხვეული და იქიდან ადამიანის ხელები უჩანდათ, მოძრაობისა არ ტრიალებდნენ და მათ გარშემო ოთხივე მხარეს იყო კაშკაშა ბორბლები რომელბიც თვალებით იყო სავსე. მათ თავზე ცა ბროლისფერი იყო და იქ იდგა უფლის ტახტი (ეზეკიელი 1:4)
სერაფიმ-ები
ესაია წინასწარმეტყველის გადმოცემით სერაფიმები უფლის თავთით არიან, ექვსი ფრთა აქვთ ორით სახეს იმალავენ(სულიწმინდისგან წამოსული ნათელით რომ არ დაბრმავდნენ{აპოკრიფი}) ორით ფეხებს, ორით კი დაფრინავენ. მათი ასოციაცია ხდება ცეცხლთანაც რადგან სერაფიმმა განბანა ესაია ცოდვებისგან ღვთაებრივი ცეცხლით(იეშოა ამბობს „განბანა ხდება აქ წყლით იქ ცეცხლით“ იგივე ღვთაებრივი ცეცხლი,[აღდგომის ცეცხლი]) (ესაია 6:2). სერაფიმები ქრისტიანობაში პირველი რანგის ანგელოზებად მოიხსენიება, ხოლო კაბალას ანგელოზთა იერარქიაში მათ მეხუთე ადგილი უკავიათ და მათ წინამძღოლად ითვლება მთავარანგელოზი ხამუელი.
მალახ-იმები
მალახიმები კაბალისტურ იერერქიაში პირადად ჩემდა გასაოცრად იკავებენ შიკრიკი ანგელოზების პოზიციას, ისინი ეცხადებოდნენ აბრაამს, ისააკს, იაკობს და სავარაუდოდ კიდევ ბევრ სხვას. სიტყვა მალაჰიმი ძველ ებრაულად იყო შესატყვისი სიტყვა ანგელოზის, სავარაუდოდ ამის მიზეზი იყო ის, რომ ისინი სხვა იერარქიებთან შედარებით ხშირად იყვნენ კონტაქტში ადამიანებთან. მალაჰიმებსი მეთაურად ითვლება მთავარანგელოზი რაფაელი. თუმცა დღემდე, მალაჰიმების როგორც ცალკე იერარქიის არსებობის იდეა ბევრ მკვლევარში ეჭვს ბადებს, მათი აზრით სიტყვა მალაჰიმ ღვთაებრივი არსებების ზოგად სახელად უნდ აგავიგოთ, რომლითაც ადამიანები მოიხსენიებდნენ.
ბენ-ელოჰიმ-ები
ბენ-ელოჰიმები(ღვთის ვაჟები), ენოქის წიგნში მოხსენიებულები როგორც გიგანტები, ნეფილიმები. ცნობილები როგორც ელოჰიმები(თუმცა ზოგის აზრით ბენ-ელოჰიმები ზომით ჩამოუვარდებიან ელოჰიმებს), აღწერილნი არიან მამრობითი სქესის ნგელოზებად, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ყველა სხვა ანგელოზთა იერარქიასთნ შედარებით ელოჰიმები უფრო მეტ კითხვის ნიშანს ტოვებენ ვიდრე კონკრეტულ პსუხს. კბალისტურ იერქიაში ისინი ღწერილია როგორც ასკეტი წმინდა არსებები, თვლიან რომ მათ რიგებში შედგება მამარობითი სქესის ადმიანები დედამიწიდანაც. სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე სიტყვა ელოჰიმს ებრაელები იგენებ ორგვარად ელოჰიმ როგორც მხოლობითში მამრობითი სქესისას, ხოლო მრავლობით რიცხვში მდედრობითი სქესის. უმაღლეს ელოჰიმად ითვლება იაჰვე, თავის მხრივ, ითვლება, რომ იაჰვემ(მამრ) შექმნა ადამი(მამრ) თავის ხატად და მსგავსად.უნდა აღინიშნოს სემიტურ ენათა ჯგუფში არსებული ეტიმოლოგიური მსგავსება: სიტყვა ელლოჰიმ გავს სემიტურ სიტყვა ალლაჰს
იშიმ-ები
იშიმები არიან მგალობელი ანგელოზები, იუდაისტური წყაროებიდან იშიმები წმინდ ადამიანთა სულებია, რომლებიც არსებობენ ადამიანებისა და ანგელოზების სამყაროს შუაში, თავის მხრივ ისინი ითვლებიან მფარველ ანგელოზებადაც, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 17 2017, 11:10 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,136
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პატარა ციცქნა იისფერი არსებები ვინ არიან?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Oct 19 2017, 11:28 AM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen


კარგი თემაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Oct 20 2017, 09:35 AM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 581
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

რვი ძმა, არ ვარ ამ უბნელი biggrin.gif

INVICTUS

თუ სურვილი გაქვს შეგიძლია განავრცო, აქ მცირე ინფორმაციაა მაგრამ თემა დიდია და სალაპარაკო კიდევ უფრო დიდი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Oct 20 2017, 11:03 AM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
QUOTE(Jarmen @ 20th October 2017 - 09:35 AM) *
თუ სურვილი გაქვს შეგიძლია განავრცო, აქ მცირე ინფორმაციაა მაგრამ თემა დიდია და სალაპარაკო კიდევ უფრო დიდი



შეძლებისდაგვარად აქ ვარ

Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd April 2020 - 07:43 AM