IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მოწყვლადი ფენა, ადამიანებისა
INVICTUS
post Oct 23 2017, 03:47 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი ფორუმელებო;

ტერმინ მოწყვლადს უმეტესობა დაუცველობასთან აიგივებს, მეც მაგიტომ ავირჩიე ასეთი სათაური.

ამ თემაში მინდა ავსახო და გადმოგცეთ შემდეგი საკითხი, რომლის ირგვლივაც მაინტერესებს თქვენეული ხედვა და გამოცდილება.

არიან ადამიანები რომლებიც იოლად მოწყვლადნი არიან, აქ ვგულისხმობ ისეთ კატეგორიას რომელთა ენერგეტუკილ ველში, თუნდაც ცნობიერში იოლია შეღწევა, მათ არ გააჩნიათ არავითარი დაცვის მექანიზმი, მათთვის იოლია ცნობიერების აღრევა, ქმედებების გამოწვევაც კი, ასეთ ადამიანებს არ ააქვთ "ანტივირუსი", რომელიც ფარად აღუდგება წინ სხვის თუნდაც უწყინარ შემოხედვას.

მაგალითისთვის შორს არ წავალ, მე მყავს ახლო ნათესავი ქალი რომელიც როდესაც მესაუბრება (მე თავს ვარიდებ მასთან პირისპირ დარჩენას) და თვალებში მიყურებს მთლიანად მის ენერგეტიკაზე ვეწყობი, რაც სხვასთან არ მემართება, არადა ბერვ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და გარკვეული ფარის შექმნას ახლა ვსწავლობ, თუმცა ზემოთხსენებულთან ვერ ვახერხებ, მისი ცისფერი თვალები და ის უარყოფითი ენერგეტიკა რაც მის ვერბალურ ნაწილად იქცევა ჩემთან დიალოგში, მთლიანად მაინეიტრალებს, ამიტომ ამ შემთხვევაში მე ვარ მოწყვლადი თანაც იოლად რადგან დიალოგს შეუძლია განმაიარაღოს.

სწორი იქნება მსჯელობა, თუ ვიტყვით რომ ჩემი წინასწარ არსებული უარყოფითი განწყობილება თავის როლს თამაშობს და განწყობას მიქმნის, მაგრამ სხვებთან ეს ძალიან იშვიათად ხდება.

მოკლედ საინტერესოა ასეთი მოწყვლადი მარტო ვარ თუ არა აქ და კიდევ, რატომ ხდება ჩემი ტალღების ჩანაცვლება სხვისი ტალღებით? რატომ არ ხდება ეს როდესაც სასიხარულო ნიუსთან მაქვს საქმე და პირიქით?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 13th May 2024 - 11:50 AM