IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> tty
Mechanical Sheep
post Mar 1 2018, 05:04 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



01.03.18

*


სად იწყება ჩემი მოგზაურობა ან სად მთავრდება არვიცი, მაგრამ ვიცი ახლა სადაც ვარ. ნათლად ვხედავ იმ შემზარავ სურათს, რომელიც ყოველ დღე მეორდება გამუდმებით. არ მაქვს საუბარი იმაზე, თუ ვის უფრო მეტად გვილხინს ან გვიჭირს, ვგულისხმობ დღევანდელი სამყაროს მანკიერებებს, რომლებიც არმგონია მხოლოდ მე მაშფოთებდეს და არმგონია მხოლოდ მე მაბრკოლებდნენ. პირველ რიგში, ვინც მაბრკოლებს ეს ჩემი თავია და შემდეგ სხვა დანარჩენი. გადმოცემა საკმაოდ რთულია, თუმცა ვეცდები გადმოვცე ის მდგომარეობები, რომლებიც მე გამივლია და რომელშიც ახლა ვარ გამოკეტილი.

ფორუმზე უამრავ რამეზე გვიმსჯელია, გვიკამათია და დავთანხმებივართ ერთმანეთს, თუმცა რეალურად თუ როგორია ჩვენი პირადი ცხოვრება და როგორები ვართ შიგნით მხოლოდ ჩვენ ვიცით. ჩვენი ქმედებები გამოგვხატავენ ჩვენ, თუმცა ქმედებამდე არსებობს აზრი და არსებობს ფიქრთა ნაკადი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ვმოქმედებთ მათზე და მოქმედებენ ჩვენზე და ეს გავლენა უზარმაზარია. ვაკეთებთ არჩევანს და ამ არჩევანით გვიწევს ვიცხოვროთ. ვამბობთ რომ დილაა, გათენდა, გავიღვიძეთ, მაგრამ მართლა ასეა?! ბევრ ვინმესთან და რამესთან მქონია შეხება, უამრავი რამე გამომიცდია ისე რომ შემიძლია ვთქვა რა რა არის. მესმის გაცნობიერებული სიზმრებიც, რიტუალური მაგიაც, ექსტრასენსორიკაც და იმის მიუხედავად რომ არ ვარ მონაწილე, შორიდან ვაკვირდები ოლმეკის და სხვათა ნამუშევრებს. შეიძლება მათი შესადარი ვერაფერი დავწერო, თუმცა მინდა მოვყვე ამბები და სიტუაციები, ავხსნა ჩემივე გაგებით და გადმოვცე, რათა მეც დავინახო უკეთ და შეძლებისდაგვარად მოვისმინო აზრის გამოთქმის მსურველთა რჩევები და აზრები.


I


სიტუაციიდან, რომლიდანაც ვფიქრობ რომ დაიწყო ჩემში რეალური გაცნობიერება იმ არხებისა, რომელიც დაბადებიდან გვეხსენება და ზოგიც წარსული მოგზაურობებიდან მოგვყვება, გავიდა 7 წელი. მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფილოსოფია, ეზოთერიკა, ოკულტიზმი, ფსიქოლოგია და სხვ. უამრავი ასე ვთქვათ ,,ბუდე'' გამოვიცვალე, რომელშიც ვზრდიდი და ვწრთვნიდი საკუთარ აზროვნებას. ვგრძნობდი და ვხედავდი მიკრო და მაკრო სამყაროში არსებულ ცვლილებებს და მათ დინამიკას. ამასთან ერთად იზრდებოდა გამოცდილება და ფართოვდებოდა ინფორმაცია ჩემში. ამჟამად რა მდგომარეობაც მაქვს, უფლებას არ მაძლევს კავშირი ვიქონიო იმ აზრებთან, რა აზრებიც შემოდიოდა ჩემში 2-3 წლის წინ. ვფიქრობ ამის უამრავი მიზეზი არსებობს. რაც მახსოვს ამ ყველაფრიდან არის შეგრძნებები. შეგრძნება ერთ-ერთი ბრწყვინვალე უნარია ჩვენი სულისა, რომელსაც შეუძლია დროში არსებულ ყველანაირ დაბრკოლებას გაუძლოს. მინდა გადმოცემა და აღწერა დავიწყო იმ მდგომარეობისა, რომელიც ახლა მაქვს და ავხსნა იმდენად, რამდენადაც შეუძლია ახლა ჩემს ინტელექტს.

მახსოვს შეგრძნებები, რომლითაც აღვიქვამდი და ვგრძნობიდ გარესამყაროში არსებულ ენერგონაკადებს თავისი არსით. ამავე შეგრძნებით არა გარესამყარო არამედ მინდა საკუთარი ენერგეტიკული სხეულის მდგომარეობა გადმოვცე, რადგან ეს მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას აღვიქვა და ვიგრძნო გარე სამაყროში არსებული ენერგონაკადები. ჩემი შეგრძნებები ძალიან შესუსტებულია მკერდის არეში, ასევე ენერგეტიკულ სხეულს ძალიან სუსტი მიმღებლობა გააჩნია. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს მუცელში ვარ, ნარინჯისფერ ზონაში, როგორიც საერთოდ არ მახსოვს ჩემი თავი. ეს რაღაც ამაზრზენი შეგრძნებაა. თავს არ ვგრძნობ ბინძურად მაგრამ ამ ყველაფერს გაფუჭებული ტელევიზორის გემო აქვს. ეს მდგომარეობა კი თავისთავად იწვევს ძალიან ნეგატიურ ფიქრებს და აზრებს, რომლებმაც არაერთი მენტალური და ფიზიკური ავადმყოფობა შემომაჩვია, რომელიც არც ანალიზებში ჩანს და არც რაიმეთი იხედება. თუმცა მე ვხვდები ამ ყველაფერს. ასევე ამ მდგომარეობამ ცხოვრებისეული უიღბლობაც მომიმატა და გარემო, რომელშიც ვხვდები მუდმივად ცდილობს შემაკავობს ამ მდგომარეობაში და უფრო დაბლა ჩამომქაჩოს, მაგრამ აზრზე არ ვარ ამაზ ქვევით რა უნდა იყოს.

ამ ყველაფრის მოყოლის მიზეზი რამდენიმე რამეა, თუმცა მთავარი, რაც მაძლევს მოტივაციას, ესაა ჩემი მდგომარეობის რუკის დახატვა, თუ რას რა იწვევს. ეს მარტო მე არ მჭირს. ნარინჯისფერია ნახევარ მსოფლიოზე მეტი. მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც ჩემსავით დაემართათ და არიან ისინი, რომლებსაც არც კი ახსოვთ უფრო კარგი მდგომარეობა და ვერც კი ხვდებიან თუ ,,რა უნდა იყოს უკეთესი'', რადგან მათთვის ღირებულებას წარმოადგენს მხოლოდ შემოსავალი, ყველაზე მინიმუმი კი არის ყველანაირი სახის საკვები, მენტალური, ემოციური თუ სხვა. ამიტომაც ამ რუკის საშუალებით, შეიძლება შეკოწიწება ისეთი საშუალებებისა, რომმლებიც დაგვეხმარება ამათუ იმ პრობლემის მიზეზის პოვნაში და აღმოფხვრაში. შეიძლება სხვადასხვა ,,სულიერი მასწავლებელი'' ბევრად გამოცდილი პრაქტიკით და ცოდნით მოახერხებს, თუმცა ეს ამ მომენტში ჩემთვის არ არის მნიშნელოვანი. ასევე, ვფიქრობ რომ ეს მეთოდი, რომელიც თხრობაზე, მსჯელობაზე და ინტროსპექციაზეა დაფუძნელი, ბევრად უფრო სუფთა, კეთილი და კარგი გზაა გარკვეული მდგომარეობის მისაღწევად ან რაიმის მოსაშორებლად. ეს ფორუმია და ამაზე მარტივად ვფიქრობ არ გამოვა დიალოგი ცოცხლად და თან ისეთი აზრების მიღება, როგორიც აქ შეიძლება, რა თქმა უნდა თუ იქნა დაინტერესება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 2 2018, 06:14 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tty_
QUOTE(tty @ 1st March 2018 - 06:04 PM) *
რა თქმა უნდა თუ იქნა დაინტერესება.

დიახაც საინტერესოა.

ხო, ძალიან საინტერესო განყოფილება გახსენი. good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 4 2018, 09:05 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა კარგია, ფორუმი სულ გადამავიწყდა და რამდენიმე დღის წინ მირო შემხვდა...შედი ფორუმზეო, კარგიბრაღაცეები ხდებაო! ალილუია, რაღაც არსებობს!
ცოტ,მაგარი თემაა. ძალიან კარგია და საჭიროც.
თან ეხლა რომ ვკითხულობდი შენ ნაწერს, ვგრძნობდი რაზეც საუბრობდი...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Mar 30 2018, 07:22 AM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დინამიურობა, ანუ პოლარულობა ჩვენში


მხოლოდ ამ შუაღამის მიწურულ დილას შევძელი გამეცნობიერებინა ჩემი არსებობის რეალური მიზეზები ამ სამყაროში. ჯერ კიდევ თან მზდევს ეჭვი იმაზე, რომ საერთოდ ის ცხოვრება, რომელშიც ვცხოვრობ, არსებობს. ვფიქრობდი, სიზმარი ხომ რეალობაა. ის ხომ იმ რეალობის ნაწილია, რომლისაც ჯერათ ადამიანებს და იმის რომელზეც ფიქრობენ რომ ერთდაერთი რეალობაა. ზოგისთვის იმდენად მარტივია დილის დაწყება, იმდენად უფერადოა სამყარო მათ თვალში, ზოგჯერ მშურს კიდეც მათი უიღბლო წარმოსახვის. ცხოვრება ყველაზე დიდი კოშმარია რაც კი დამსიზმრებია. შეიძლება ადამიანთა გარკვეული მასისთვის, ცხოვრება საერთოდ სრულიადაც უვნებელია, რომელშიც უბრალოდ უნდა იცხოვრო, ისწავლო, შექმნა საკუთარი თავი და წარმართო ის იქით, საითაც შენ გინდა. მაგრამ რა გინდა.. როცა იწყებ იმაზე ფიქროს, რომ ჩვენი პიროვნული მახასიათებლები დიდი ნაწილი ჩვენივე გარემოა, ეჭვი გეპარება იმაში, თუ რეალურად გინდა თუ არა ის, რაც გინდა. იწყებ ამ აზრების აკვიატებულ მანიპულაციას მთელი რიგი დღეების მაძილზე და ბოლოს უკვე არც კი იცი ვინ ხარ, სად ხარ ან რა გინდა იქ სადაც ხარ. რელიგიურ ადამიანებს, რომმლებსაც არ გააჩნიათ წარმოსახვის უნარი, ცხოვრობენ იმ ადამიანების წარმოსახვით შექმნილი რწმენის ქვეშ, რომლებსაც რეალურად ქონდათ წარმოსახვის ძალა და ესმოდათ მისი/ ან არ ესმოდათ. რელიგია, არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას. რწმენა კი ყველაფერია, რადგან ყველაფერი რწმენაზეა დამყარებული. თუ მწამს არ ვშფოთავ. ეს არის ფორმულა და მიზეზი იმისა, თუ რატომ არსებობს რწმენის შესაძლებლობა ჩვენში. ის საუკეთესოა თავის ჟანრში. თითქოსდა ჩვენ, ადამიანები ვართ ყველაზე დაუმორჩილებელი, ქაოსური, დამანგრეველი ძალის მქონე მხეცები. რწმენა არის ბერკეტი ჩვენსა და რეალურ ჩვენს შორის. როცა დროთა განმავლობაში ამ ფიქრთა დინებამ ისეთი აზრთა ფორმები გამორიყა არაცნობიერიდა, რომელიც წესით არ უნდა მცოდნოდა და არ უნდა მენახა. ამ აზრებმა შექმნა გალაქტიკის სიდიდის უწონადობა და ეჭვი. დამანახა რა, რომ ყველაფერი დინამიურია. ყველაფერი ის არის რაც არის. ანუ თუ ჩავსვამთ ფორმულაში, გამოდის ასე, რომ ყველაფერი რაც არის - არაფერია, რადგან რაც არის რეალურად - რწმენაა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 30 2018, 11:00 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 07:30 PM