თავისუფალი თემა, ნაწილი 4 |
თავისუფალი თემა, ნაწილი 4 |
Feb 22 2023, 09:43 AM
Post
#1601
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მყავს და არ შემოსულა
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Feb 22 2023, 06:45 PM
Post
#1602
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადმინი და მოდერაცია ხომ ხედავს რა მეილით არის დარეგისტრირებული?
თუ მეილს აქტიურად იყენებს, გამოვა კონტაქტზე.. *** ჰმმ.. თუმცა აქ თუ გაუგზავნეთ პირადი შეტყობინება, წესით მეილზეც მისდის notification-ი.. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Feb 22 2023, 11:32 PM
Post
#1603
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
chemikerin
+1 |
|
|
Feb 23 2023, 05:44 PM
Post
#1604
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 997 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანო არ გამოჩენილა კიდევ ხომ?
-------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Feb 24 2023, 04:02 PM
Post
#1605
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა, მაგრამ მინდა და მჯერა კარგად იქნება.
სიყვარული გავუგზავნოთ ამ ფორუმიდან მეგობრებო.💐 |
|
|
Feb 28 2023, 09:46 PM
Post
#1606
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Mar 3 2023, 01:04 PM
Post
#1607
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Mar 5 2023, 03:26 PM
Post
#1608
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 997 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Mar 9 2023, 12:10 PM
Post
#1609
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეგობრებო, მინდა აქ ვისაუბროთ იმ მოვლენებზე, რაც ახლა ვითარდება საქართველოში. არანაირად არ მინდა პოლიტიკურ კონტექსტში ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად ხართ ხოლმე ჩართული მსგავს აქტივობებში, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში მდგომარეობას, თუ გაქვთ გამოცდილება საპროტესტო აქციებში ან გაფიცვაში მონაწილების მიღებისა. თუ კი, რა შედეგები მიგიღიათ. თუ არა, რატომ-ტქვენი პოზიცია. და კიდევ როგორ ხედავთ მსგავს აქტიურობას ეზოტერიულ ჭრილში.
თუ გნებავთ ცალკე თემა გავხსნათ. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 10 2023, 04:17 PM
Post
#1610
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ყოველთვის ვარ ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამ დღეებშიც ვიყავი აქციაზე და იქ ფორუმელებიც ვნახე, მათ შორის თავად დიდი ადმინი ზეტი
ზოგს რატომღაც ჰგონია, რომ ეზოთერიკით დაინტერესებულ ადამიანს ცხოვრებაში არაფერი ან ნაკლებად უნდა აინტერესებდეს და მანტრა-მედიტაციებში ატარებდეს დროს. არადა არაა ასე. მე მუდამ ბალანსი მეჭირა. ეზოთერულ ჭრილში დანახვას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ეგრეგორების ბრძოლაა, დიდი სცენაა სადაც მეც ვარ ჩართული იმ ეგრეგორების მხარეს, რომლისაც მჯერა. ოღონდ გაცნობიერებულად და არა თავდავიწყებით -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Mar 11 2023, 03:48 PM
Post
#1611
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
მეც ვცდილობ ჩართული ვიყო პროცესებში. ახლაც ვიყავი და მიხარია, რომ ჩემი კლასელებიც ვნახე. ჩვენი თაობა განსაკუთრებით "განებრივებულია" აქციებით, თინეიჯერობიდან ამ თემაში ვიყავით და ცოტა მომბეზრდასავით, თუმცა შარშანდლიდან ისევ ჩავერთე. მგონია, რომ რადგან საზოგადოებაში ვცხოვრობთ და არა სადღაც გამოქვაბულში, ან გადაკარგულ რეგიონში ცივილიზაციიდან მოშორებულად, ვალდებულიც ვართ ვიყოთ ჩართული, ან მაშინ ყველაფერი მივიღოთ როგორც არის და პრეტენზია ნუ გვექნება. მე კი მაქვს პრეტენზია, არ მინდა არსად სხვაგან გადაცხოვრება და აქ მინდა ცივილურად ცხოვრება. მეც ვაცნობიერებ რომ ყველაფერი დედამიწაზე დიდი ხანია ეგრეგორების გავლენით ხდება და აქედან გამომდინარე ირჩევ შენთვის უფრო მისაღებს, ან სწავლობ მათი გავლენებიდან გამოსვლას, ოღონდ ეს სხვა თემაა. ) -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 11 2023, 08:38 PM
Post
#1612
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც ყოველთვის ჩართული ვარ ამ პროცესებში. აქციებზეც დავდივარ ხოლმე.
ვეთანხმები იმ აზრს, რომ ამ სამყაროში მიმდინარე პროცესები სულიერი პროცესების გამოძახილია. ვფიქრობ რომ არსებობს ევოლუციის და მოვლენების განვითრების მართალი და საღი ხაზი, რომელიც უნდა გაიაროს როგორც ცალკეულმა ადამიანმა, ისე ერებმა.. ვფიქრობ, საქართველოს ეგრეგორს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი: ან თავისუფლება, წინსვლა, განვითარება და ა.შ. ან სიბნელე, განუვითარებლობა, ფანატიზმი, დაზომბებულობა. მიხარია, რომ პირველი გამოცდა ჩავაბარეთ ძალიან კარგი მუხტი იყო აქციებზე. თითქოს რაღაც გაცოცხლდა კოლექტიურ ენერგეტიკაში და იმედს ვიტოვებ, რომ ასე გაგრძელდება არ მინდა არსად სხვაგან გადაცხოვრება და აქ მინდა ცივილურად ცხოვრება. მეც აქ მინდა ცხოვრება -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Mar 11 2023, 09:27 PM
Post
#1613
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სამყაროში მიმდინარე პროცესები სულიერი პროცესების გამოძახილია. ვფიქრობ რომ არსებობს ევოლუციის და მოვლენების განვითრების მართალი და საღი ხაზი, რომელიც უნდა გაიაროს როგორც ცალკეულმა ადამიანმა, ისე ერებმა.. ვფიქრობ, საქართველოს ეგრეგორს გამოცდა აქვს ჩასაბარებელი ჰო, ეს ძაან საინტერესოა, ამ ყველაფერს შევხედოთ კოსმიური მასშტაბებით. სულ მიმდინარეობს ერების, ქვეყნების ევოლუცია. ზოგი წინ მიდის, ზოგი დეგრადირდება და კვდება. არსებობენ დროის, ეპოქების, ერების სულები, რომლებიც თავიანთი იმპულსებით წარმართავენ დედამიწაზე ცხოვრებას. ხოლო თითოეულ ერს ესა თუ ის მისია ეკისრება სხვადასხვა ეპოქაში. აქ განათლებული საზოგადოება ბრძანდებით და გახსოვთ ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი", სადაც ილიას საქართველოს სული ეცხადება და ესაუბრება. საერთოდ მე მჯერა რომ ამ ადამიანში თავად ასეთი სული იყო შესული და მისი იმპულსებით მოქმედებდა. ჩვენ კი ჩვენი პიროვნული მასშტაბების ფარგლებში აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ყველა პროცესში, რაც ქვეყნის ირგვლივ ხდება, ომი იქნება თუ მშვიდობა. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Mar 11 2023, 10:07 PM
Post
#1614
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თითქოს რაღაც გაცოცხლდა კოლექტიურ ენერგეტიკაში და იმედს ვიტოვებ, რომ ასე გაგრძელდება chemikerin ხო, ეს მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, ისევ ვიგრძენი ცხოვრების სუნთქვა ამდენი უიმედობის მერე... old_man გეთანხმები ოლდ თან რარაცეების გადალაგება ხდება ძალიან დიდი მასშტაბით და კარგი შანსია მიღმა არ დავრჩეთ -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 11 2023, 10:57 PM
Post
#1615
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰელოუ.
ეს ცოტახანი გასტანს კიდე და დაიღლება ყველა. იმედი მაქვს იქამდე რამე კარგს მოასწრებენ. რათქმაუნდა ყველაფერი გათვლილია და ჰო, ამ ყველაფერში ვხედავ არამხოლოდ გეგმას. გეგმა წავიკითხე და ყოველდღე მუშაობის დროს ამ გეგმის ნაწილად ვგრძნობ თავს, რადგან ყველაფერი ვირტუალურ რეალობაში ხდება, ყველა წვრილმანი ცვლილება და გეგმაც კარგად იხედება. სიამოვნებით ვისაუბრებდი ამაზე... მაინტერესებს თქვენი აზრიც ვინ როგორ იცით. ეს კი ყველაფერი ეხმარება სალომეს და მის სასიკეთოდ ტრიალებს, ვფიქრობ იმ გეგმას მიყვება რაც მან ჩამოიტანა საფრანგეთიდან. გთხოვთ ნუ შემომედავებით უბრალოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ;დ. ახალგაზრდებს რაც შეეხება, რევოლუცია, ანარქია და დაუმორჩილებლობა, წესების დარღვევა, მათ ძალიან უყვართ. მოკლედ, იყენებენ და ამ ერთხელ ასე მგონია, ეს მართლაც უკანასკნელი პერიოდია გოიმების ყოფნის პოლიტიკაში. მთლა ნორვეგია ვერ ვიქნებით, მაგრამ რაღაც კარგი გამოვა |
|
|
Mar 11 2023, 10:57 PM
Post
#1616
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 997 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქციებში ჩართული ლამის ბავშვობიდან ვარ, 1988 წლიდან, დამოუკიდებლობას რომ ვითხოვდით და უზარმაზარ მანქანას საბჭოეთს ვებრძოდით. სსრკ ისტორიის წიგნებიც დაგვიწვია საჯაროდ, 9 აპრილის მერე, ასაკი არ გვყოფნიდა და ნაცნობების ჩარევით კოკავშირშიც შევედით 10 ბავშვი, რომ მესამე დღეს საჯაროდ დაგვეყარა მანდატები. მოკლედ დიდი რევოულუციური ბეგრაუნდი მაქვს.. ყველა ხელისუფლების დროს აქტიურად ვმონაწილეობდი. ახლა მხოლოდ ეკრანიდან ვადევნე თვალი და მრცხვენოდა ამ ბავშვების, იქ რომ არ ვიყავი მათ გვერდზე. ასე მგონია ამ მაგიურ რკალს, წრეს, მებიუსის რკალს, რა ვიცი რაც გინდათ დაარქვით სწორედ ეს თაობა გაარღვევს, სხვა ფასეულობები აქვთ რაც მთავრია. რასაც იმ დღეებში ვუყურებდი იყო აბსოლუტურად სხვა ლეველი, ეს არ იყო პოლიტიკანების უნიჭი ყელყელაობა და მერე ვაჭრობის მოლოდინი. ეს იყო პასუხისმგებლობის ზუსტი გააზრება, შენი გასაკეთებელი ისე რომ უნდა გააკეთო, რომ გზიდან არ გადაუხვიო, რაც მთავარია არავის იმედით, მხოლოდ საკუთარი საკეთებელის გააზრებით.
თუ ჩვენს ბებერ ქვეყანას კიდევ უწერია გაგრძელება გზის, სწორედ ამ ორი დღის დამსახურებაა -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Mar 11 2023, 11:46 PM
Post
#1617
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც დავდიოდი აქციებზე და ხშირად სიცოცხლეც საფრთხეში მქონია. ბევრი სისხლი დაღვრილი მშვიდობიან აქციაზე მინახია, მეც მიმაჩნია რომ ეზოთერიკობა რამე მუდმივი იოგა ან მედიტაციები არაა...
თუმცა დავიღალე და საქართველოდან წავედი... კარგია რომ გინდათ ბრძოლა და მანდ ცხოვრება. ბევრი ტკივილიანი დღე მახსოვს იმ აქციებზე... თუმცა ისიც უნდა ითქვას რა დიდი ენერგია და ძალა იყო ერთობლიობაში. მთელი თბილისი შემოვიარეთ და საერთოდ დაღლა ვერ ვიგრძენით, მაშინ... ეს იყო ენერგიის გაერთიანება, უდიდესი ძალაა. |
|
|
Mar 12 2023, 02:29 PM
Post
#1618
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,939 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგია რომ ახალგაზრდებმა დაინახეს როგორც იქნა, რომ ოცნების პარტია და პუტინის რუსეთი ეს ერთი გუნდია, აქამდე რატო ვერ ხედავდნენ არ ვიცი თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს :დდ
|
|
|
Mar 12 2023, 07:42 PM
Post
#1619
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქამდე უბრალოდ ეკიდათ... ხო არის რაღაც სიტუაცია როცა გკიდია, არ გაინტერესებს, სხვაგან ხარ. შენ ბაბლში სხვა თემებია და საერთოდ გგონია რომ არ გეხება. მაგარმ დგება გააზრების მომენტიც.
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 12 2023, 09:06 PM
Post
#1620
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
არსებობენ დროის, ეპოქების, ერების სულები, რომლებიც თავიანთი იმპულსებით წარმართავენ დედამიწაზე ცხოვრებას. ხოლო თითოეულ ერს ესა თუ ის მისია ეკისრება სხვადასხვა ეპოქაში. ძალიან საინტერესოა!! როგორც ვხვდები ანთროპოსოფიიდან არის ეს ინფორმაცია. ალბათ ეზოთერიკი მაძიებლებიც რაღაც ფუნქციას ვასრულებთ. ძალიან საინტერესოა სულების ესეთი კლასიფიკაცია, ანთროპოსოფია ძალიან ყოვლისმომცველია. უბრალოდ ბევრი ტომია და ცოტა რთულია კონკრეტულ ინფორმაციას მიაგნო. ზოგი წიგნი საკმაოდ ფილოსოფიური და რთული ტექსტით წერია, ზოგი კი ძალიან მარტივად გასაგებია. შტაინერის მეათე ტომს გამოვარჩევდი ამ მხრივ, ინფორმაციულად ნაკლებად დატვირთულია ეს წიგნი. უფრო სამშვინველის შეგრძნებებზე წერია. რამე მსგავს კიდევ წავიკითხავდი. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 06:58 AM |