Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ საკუთარ რეაქციებზე დაკვირვება

Posted by: ichi Jul 8 2019, 09:38 AM

100%ინფო.

ერთი მოვლენა, რომელმაც მოგანიჭა სიხარული ან სევდა.

ეს მოვლენა თუ განმეორდა, შეგიძლია უბრალოდ შენს რეაქციებს და სხეულს დააკვირდე?

შეგრძნება ჩნდება რომ ეს რეაქციები შენ არ გეხება, ანუ გარედან უყურებ 'შენს' რეაქციებს.

ჩემი აზრით ეს ადამიანმა რამდენიც შეუძლია უნდა აკეთოს, იმიტომ რომ აძლიერებს და გაცილებით მეტს ხედავ...

Posted by: ასფალტი Sep 7 2021, 11:03 PM

ეხლა ყურადღებით წაიკითხეთ რასაც დავწერ და შეეცადეთ ღრმად ჩაწვდეთ, რადგან ეს არის – გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება!

მაშ ასე: – ადამიანი არის სამცენტრიანი არსება! იგი ფუნქციონირებს შემდეგნაირად: კონცენტრაცია – აღქმა – რეაქცია! თუ სამივე ცენტრი ისე მანიპულირებს ღმერთის ენერგიით, რომ ენერგიას არ უწევს დისკრედიტირებას, არ ამდაბლებს მის ვიბრაციებს მაშინ ასეთი ადამიანი ღმერთის შვილია და მას გააჩნია ქრისტეს ცნობიერება. ადამიანი ყოველთვის იმყოფება ამ სამიდან რომელიმე მდგომარეობაში და ისინი მუდმივად ცვლიან ერთმანეთს. კონცენტრაციას მოყვება აღქმა, აღქმას რეაქცია, შემდეგ ისევ კონცენტრაცია და ა.შ. ანუ ადამიანი ჯერ ყურადღებას მიაქცევს რომელიმე საგნისაკენ, მოვლენისაკენ, შემდეგ მიხვდება რაშია საქმე და ამ ყველაფერს მოსდევს მისი რეაქცია. რეალობასთან ურთიერთობის ამ სამი ეტაპიდან ორი ბუნებრივად ფუნქციონირებს და არ არღვევს ენერგიის ღვთიურ ასპექტებს, მაგრამ აი მესამე(რეაქცია) კი სრულ დისკრედიტირებას უწევს ღვთიურ ენერგიას და აქვეითებს მას ცხოველურ, აგრესიულ ენერგიებამდე. ღვთიური ენერგიის გამტარი ადამიანი უკვდავია, რადგან ღმერთი უკვდავია. ხოლო ცხოველური ენერგიები სწრაფად შლიან მატერიას რადგან გააჩნიათ ძალიან დაბალი შეთანხმებულობის ხარისხი. ადამიანი მუდმივად იმყოფება ან კონცენტრაციის ან აღქმის ან რეაქციის რეჟიმში. არასწორი რეაქცია განსაზღვრავს ადამიანის ბედს, რადგან ზღუდავს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ჯანმრთელობას, ფინანსებს, ურთიერთობას, უსაფრთხოებას და ა.შ.

შინაგანი დიალოგი არის რეაქციის ყველაზე ძველი ფორმა! უძველესი მაგები შეეცადნენ საერთოდ გაეუქმებინათ რეაქცია(შინაგანი დიალოგი), ანუ უნდა დარძჩენილიყო მარტო კონცენტრაცია და აღქმა – არავითარი ჩარევა ღვთიურ ენერგიებში რეაქციის სახით. მათ მიერ შექმნილი ტექნიკები დღემდე არსებობენ, თუმცა ისინი უკიდურესად რთულია და მხოლოდ ერთეულებისთვისაა განკუთვნილი.

გამოსავალი ყველასათვის, – იპოვა ერთ ერთმა მზის სულმა, რომელიც პირველი(მზის სულთა შორის) განსხეულდა უძველეს დროში დედამიწაზე(ჩვენ მას ქრისტეს სახელით(წოდებით ვიცნობთ)! მან აღმოაჩინა, რომ თუ ნებისმიერ აღქმულ ინფორმაციაზე ადამიანის რეაქცია არის სიყვარული, მაშინ იგი(ადამიანი) ღმერთის თვისებებს ატარებს. ასეთ ადამიანს ეწოდება ღმერთის შვილი იმიტომ რომ ის არის მოქმედი სიყვარული, უკვდავი(მუდმივი), შემმოქმედი, თავისუფალი, ჯანმრთელი, უხვი(გააჩნია ყველაფერი რასაც მოისურვებს) და ა.შ. თუ რეაქცია არის სიყვარული, მაშინ ღმერთის ენერგიის დისკრედიტირება არ ხდება და ადამიანი ენერგიის სუფთა გამტარია.

კრიალოსანის დახმარებით ადამიანი მთელი დღის მანძილზე ცდილობს იმეოროს სიტყვა სიყვარული და დაუბრუნდეს სიყვარულის განცდას რაც შეიძლება ხშირად. დაკვირვებული ადამიანი ამჩნევს, რომ იგი გამუდმებით რეაგირებს , მისი შინაგანი და გარეგანი მდგომარეობა გამუდმებით იცვლება. პრაქტიკის შემდეგ საფეხურზე მოსწავლე ცდილობს ამ სიტყვის გამეორებით, გამოიწვიოს საკუთარ შინაგან განწყობაში, სიყვარული, ნებისმიერი მომდევნო მოვლენის, მოქმედებისა და ინფორმაციის საპასუხოდ. ეს არის ქრისტეს გზა, სწავლება და პრაქტიკა!

http://olmek.ru

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)