Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები _ ეშმაკის რაობა – ლუციფერი და არიმანი

Posted by: Molen Nov 30 2010, 10:23 PM

ლუციფერი და არიმანი


ხშირად ეშმაკს წარმოგვისახავენ როგორც რქებიან, ჩლიქებიან, თმებიან, გაბრუძგნულ, წიელთვალება არსებად რომელიც მუდმივარ დაპირისპირებულია ღმერთთან, და ბოროტ ძალებს უდგას სათავეში. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა.

აღნიშნული თეორია ძირშივე მცდარია.
არ შეიძლება ეშმაკსა და ღმერთს შორის მიმდინარეობსდეს მუდმივი ბრძოალა რომელიც აუცილებლად ღვთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ესეთი შეხედულება მიგვიყვანდა აბსურდამდე, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლიმცდონეა და მის გარეშე არაფერი ხდება. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ეშმაკი კი არ ებრძვის ღმერთს არამედ მის ბრძანებას ასრულებს და სულებს გამოცდას უწყობს აქ, მის სამფლობელოში. ამასგარდა მისი განდგომა მოხდა ისევ და ისევ ღმერთის ნებით, რადგან მის გარეშე (როგორც ბიბლია მოგვითხრობს) ადამიანს თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება თავიდანო. ისიც სისულელეა როდესაც ეშმაკის საშინელს გარეგნობაზე ვსაუბრობთ, რადგან სანამ მას ამპატავზენა აიტანდა, სწორედ რომ სრულყოფილი იყო ყოველმხრივ, მით უფრო გარეგნობით, მისი ჩამომხობის შემდეგ კი არსებითად არც არაფერი შეცვლილა.

თუ ჩემს მიერ დაწერილი მცდარია, გამოდის, რომ ეშმაკი თავისი ნებით, ისე რომ ღმერთმა არაფერი არ იცოდა, განუდგა უფალს და ახლა დაუნდობელ ბრძოლაშია მასთან რისი საბოლოო შედეგიც არც არავინ ვიცით. ეს კი ასე არ არის. უფალი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და უძლეველია.

მაგრამ ეს თემა ამისათვის არ გამიხსნია.
არსებობს ბოროტი საწყისის ორი მხარე – ლუციფერი და არიმანი.
ლუციფერი წმინდა ეშმაკისეული წარმონაქმნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში ამპარტავნება, შური და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა არსებობს და სულაც არ არის მიმართული უშუალოდ ადამიანთა განადგურებაზე. ლუციფერი, სიბრძნის, სილამაზისა და ყოვლისმომცველობის ღვთაება გახლდათ, სწორედ ის ვინც ღმერთს აუჯანყდა (ესაია წინაწარმეტყველის ქრონიკები), მაგრამ უშედეგოდ. დღეს კი მისი გამოსახულებები სწორედ ამპარტანვებაში, ფულში, ძალაუფლებსა და მუსიკაშია, რაც თავისთავად ემოციასაც (გრძნობებს) მოიცავს.

სხვა სახეა არიმანი, რაც უფრო ბოროტი საწყისის სატანურ სახეს წამოადგენს.
არიმანი ადამიანის მოძულე არსებაა, რომლიც უმნიშვმნელოვანესი მისია ადამიანთა ტოტალური გათიშვა, დაზოიმბირება და მართვაა. ის ვერ იტანს ადამიანს. საერთოდ სიტყვა “სატანა” უფრო შეეფერება მას ვიდრე “ეშმაკი” რადგან ეს უკანასკენლი უფრო ლუციფერული საწყისია.

ფილოსოფოსთა აზრით XXI საუკუნე არიმანული პერიოდის საწყისი ეტაპია, როდესაც ადამიანთა ტოტალური მართვა უფრო ხელმისაწვდომი და ადვილიგახდა. მათი ფიქრით ლუციფერული საწყისი კვდება და ქრება, თუმცა არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს მასში, სადღაც შორს მაინც იარსებებს ლუციფერი, რომელიც ისევ შეეცდება მართვას და ბოროტი მიზნის მიღწევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიძინებული მკვდარს არ ნინშვანვს… საბოლოო გადასახედიდან კი თვით ბოროტ ძალებს შორისაც კი არის სხვაობა. არც მათ შორის გამარჯვებულს უწყის ვინმე. ლუციფერი?! არიმანი?!

ანუ სინამდვილეში არავინ არაფერი არ ვიცით და ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი თეორიები შეიძლება უაზრი ნაფლეთებად გვექცნენ. და გვახსოვდეს ისიც, რომ დედამიწა ეშმაკის უშუალო სამფლობელოა სადაც ყველა სული მოსულია დროებით საასპარეზოდ. ეს კი ნიშანია იმისა, რომ ყველაფერი დროებითია და ეს მხოლოდ გრძელი გამოცდაა, სადაც შეგიძლია მარტომ იბრძოლო შეგიძლია კი სხვა, ამ შემთხვევაში კი ლუციფერი ან არიმანი მიიხმარო.

თუმცა ამ დროებითობაშიც არის რაღაც ხიბლი და მათ შორის ღვთის ნება, რადგან ყველაფერი რაც ხდება მაინც უფლის სურვილია, რადგან მის გარეშე ამ სამყაროში არაფერი არ ხდება. ლუციფერი და არიმანი კი უბრალო არსბები არიან ერთ ყოვლისმომცველი ფენომენიდან რომელსაც ღმერთი ეწოდება.

არიმანი შუა საუკუნეების ქრისტიანულ (მათ შორის ბიზანტიურ წყაროებში, იუსტინიანეს დროს) მოიხსენიება როგორც ბოროტი სული აჰრიმან. ამის შესახებ წერია აღმოსავლურ რელიგიურ წყაროებშიც. განსაკუთრებით კარგად კი არიმანის საკითხს ავრცობს რუდოლფ შტაინერი, გერმანელი რელიგიათმცოდნე, ფილოსოფოსი და მეცნიერი. ნიცშეს ფილოსოფია გაკვრით ახსენებს არიმანს, თუმცა ხანდახან ლუციფერულსა და არიმანულ საწყისებს ან ერთ არსში მოიხსენიებს ან საერთოდ უარყოფს.

საერთო დასკვნა არიმანის შესახებ ასეთია:
არიმანი მიილტვის სრული ბატონობისა და ხალხთა დაზომბირებისაკენ, სადაც ინდივიდი უნდა გაქრეს და დარჩენილი მასა უნდა იმართოს. არიმანის ტექნიკასა და ტოტალიტარიზმში გამოიხატება, სადაც რობოტული საწყისები ბატონობენ. სატელევიზიო, საკომუნიკაცია და სხვადასხვა პროპაგანდა, მართველობის აქამდე უცნობი მეთოდიკა და ხერხები და ასე შემდეგ, მთლიანად არიმანულ მიზნებს უკანშირდება. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ემსახურება ერთადერთ მიზანს – არიმანი ვერ იტანს ადამიანს, ის უნდა გადანდგურდეს! არიმანი ითხოვს მორჩილებას და მონობას მისდამი, ლუციფერი კი პიქირით, ამპარტავნულ ცნობიერის გაღვიძებაში ეხმარება ადამიანს. არიმანი გაუნათლებლობისაკენ მიისწრაფის, ლუციფეირი კი ყველასა და ყველაფრის შეცნობისაკენ მოგვიწოდებს.

თუ ლუციფერის ე.წ. “ერა” ქრისტეს შობამდე III ათასწლეულში დადგა, ახლა არიმანის ეპოქა იწყება.

თუმცა ვიმეორებ, ლუფერი, როგორც ამპარტავანი, ლამაზი, მცოდნე, მაცდური სული მანამ იარსებებს და მართავს დედამიწის სამყაროს სანამ ადამიანი იარსებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როგორც შტაინერი იტყოდა, ბოროტ საწყოსებს შორის ბრძოლა არასდროს დამთავრდება, მით უფრო, რომ ორივეს განსხეულება სხვადასხვა საშუალებით ხდებაო. საბოლოოდ კი ორივე მათგანზე (ლუციფერსა თუ არიმანზე) შეიძლება ითქვას ერთი, ისინი მიმზიდველი მარგალიტები არიან, რომლებიც ადამიანთა ავ საწყისებს მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან, მაგრამ ასეთი ბედნიერებიდან უფსკრულამდე ერთი ნაბიჯია.

მაგრამ მაინც, ვინ არის ანიქრისტე? ვინ მოვა მეორედ მოსვლის დროს? ამ კითხვაზე დეტაურ პასუხს ვერავინ გაგვცემს, მაგრამ ცხადია, მასში იბობოქრებს როგორც ლუფიერული ისე არიმანული საწყისი. თუმცა ლუციფერული საწყისი ბევრად უფრო საშიშია, რადგან ის, არიმანისაგან განსხვავებით, თესავს და ანადგურებს კიდეც, არიმანი კი მხოლოდ ანადგურებს.

და მაინც ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, ადამიანის დავრდომილი სულის გამოწრთობას, რადგან ეს სამყარო გამოცდაა, რომელიც ღმერთის ნებით დაწესდა და მას წინ ვერავინ გადაუდგება. თუმცა ლუციფერი და არიმანი სწორედ ამ გამოცდაზე “ჩასაჭრელად” არიან მოვლენილნი, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი, თვით ეშმაკისა თუ სატანის არსებობა, მხოლოდ ღმერთის ნებას ემსახურება.



http://geword.wordpress.com/2010/11/30/ეშმაკის-რაობა-ლუციფერი-დ/

Posted by: Atman Dec 1 2010, 09:06 AM

Molen

როგორც გამიგია არიმანი და ლუციფერი წონასწორული მდგომარეობის ორი დარღვევაა, ერთია გაუცნობიერებელი მოქმედება, მეორეა გაცნობიერებული უმოქმედობა (ანუ ვაკეთებ, მაგრამ მიზანი არ ვიცი და ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებ).

მაგრამ არა მგონია რომ არიმანის და ლუციფერის "წონასწორობას" "ღმერთი" ეწოდებოდეს biggrin.gif

მოკლედ ჩემთვის ეს ცოტა დამაბნეველი ლექსიკონია. უფრო მარტივია მაიას (ილუზიის) სხვადასხვა ასპექტები და სახელები. მაია კი ღმერთის ენერგიაა, შესაბამისად ღმერთის ნების გარეშე მართლაც არაფერი ხდება, მაგრამ მაის ბოლომდე დაძლევა ჩვენი საკუთარი ძალისხმევით, ღმერთის წყალობის და დახმარების გარეშე შეუძლებელია.

Posted by: Alpha Dec 1 2010, 02:26 PM

ვეთანხმები სტატიას

ასევე, მე მგონია, რომ ლუციფერი/ეშმაკი ვიღაც არსება კი არა ადამიანის სულის მდგომარეობაა

Posted by: lily Dec 1 2010, 11:05 PM

ეს ვიცოდი ადრეც წამიკითხავს

Posted by: Kaspar Hausser Dec 7 2010, 03:29 PM

შტაინერი რულამს.. smile.gif smile.gif

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: bajo13 Dec 14 2010, 08:16 PM

http://www.insiderrevelations.ru/index3.html საინტერესოა wink.gif

Posted by: kardinal Jul 15 2011, 07:47 PM

es yvelaperi gasagebia magrammmm ... ? ! vin aris bolo bolo antiqriste ? ... luciferi ? arinami ? chemi azrit arc erti da arc meore radgan mati azrovneba da scrapva sruliad ecinaagmdegeba ertmanets da ganizidavs mat ... gmertma samotxidan gamoadzeva eshmaki , is iyo 1 da luciferi da arumani saidan (gaichiten biggrin.gif) magis gageba dznelia shesadzlebelia eshmaki tavis ampartavnuli sulis gamo romelic gmerts ecinaagmdegeba 3 at (gaiyo) rogorc ( mama gmerti , dze gmerti da sulicminda)... 1.lucifer 2.aruman 3. ? ... naxsenebia rom rodesac meored mosvla iqneba dedamicaze mova namdvili eshmaki da chemi azrit es arc arumani iqneba da arc luciferi ...
maqvs nanaxi ert erti adaminais interviu romelsac qonda egred codebuli ( klinikuri sikvdili ) da man agnishna rom rodesac chemi suli jojoxets miuaxlovdao me aranair ( adamiianur ) grdzobas ar ganvicdidio da davinaxe rogori damangreveli yvirilit morboden chemsken 3 eshmakio chemi sulis casayvanado ... shesadzloa rom am 3 eshmakidan 2 zemot xsenebulni iyvnen ? ... mokled es yvelaperi dzalian chaxlartulia da amazrzeni moxdeba vitom rodesme meored mosvla ? ... agretve arsebobs teoria rom dzalian adre rodesac adamiani im doneze ganvitarda rom ukve metyveleba sheedzlo ertma gonierma adaminama gamoigona miti saxelad gmerti shemdeg da shemdeg tandatan ganavcrces ... amis ert erti magalitia kerptayvanismcemloba da kidev bevri ram tundac mzis gmerti ( RA ) ...
mokled aravin ar icis ra xdeba da ra aris sinamdvileshi magram 1 cxadia rom chven vart 21 saukuneshi smile.gif)))

Posted by: Gia Amilaxvari Aug 2 2011, 11:44 AM

Molen

QUOTE(Molen @ 30th November 2010 - 10:23 PM) *
ხშირად ეშმაკს წარმოგვისახავენ როგორც რქებიან, ჩლიქებიან, თმებიან, გაბრუძგნულ, წიელთვალება არსებად რომელიც მუდმივარ დაპირისპირებულია ღმერთთან, და ბოროტ ძალებს უდგას სათავეში. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა.

აღნიშნული თეორია ძირშივე მცდარია.

მცდარი არ არის ვინაიდან ეშმაკს ძალუძს სხვადასხვა ჩვენთვის ცნობილი ფორმების მიღება და თავის ასე წარმოჩინება, მათ შორის ჩლიქებიან რქიან და თმააბურძგნულ ფორმებად გარდასახვა.
რაც შეეხება მიზანს სწორედ ეგ მიზანი აქვს რაც დაასახელეთ.

Posted by: გრიფონი Aug 8 2011, 08:38 PM

ის თუ იცით რომ არსებობს ლუციფერის სახარება , ზუსთად არ მახსოვს ,მოკლედ მგონი 15 საუკუნეში ერთმა კატოლიკე ბერმა დაწერა, რომელმაც ეშმაკს აღუთქვა მორჩილებაო, კინოც არის მაგ აზე გადაგებული მაგ წიგნზე

Posted by: Lashapoli Aug 9 2011, 01:52 AM

QUOTE(გრიფონი @ Aug 8 2011, 08:38 PM) *
ის თუ იცით რომ არსებობს ლუციფერის სახარება , ზუსთად არ მახსოვს ,მოკლედ მგონი 15 საუკუნეში ერთმა კატოლიკე ბერმა დაწერა, რომელმაც ეშმაკს აღუთქვა მორჩილებაო, კინოც არის მაგ აზე გადაგებული მაგ წიგნზე

დოკუმენტური ფილმი მაქვს მაგაზე ნანახი, და ზუსტად აღარ მახსოვს რა წერია, თუ არ ვცდები ვატიკანში ინახება

Posted by: steward Aug 9 2011, 02:33 AM

ყველაფერს აქვს უარყოფითი სიმძიმის ცენტრი და წერტილი რომელიც მთლიანს წონასწორობის დაცვაში ეხმარება, ასეთ ცენტრად ქცევა ყველას როდი შეუძლია. ყველას თავისი ფუნქცია და მისია აქვს, თუნდაც ლუციფერს. განვითარებისთვის კი მისი არსი კარგა ხანია ადამიანში შემოვიდა (შეიყვანეს) რადგან ადამიანმა ესეც უნდა გაითავისოს, აითვისოს და დახვეწოს, ისე სრულყოფილებისაკენ სწრაფვა და განვითარება არ მოხდებოდა, არამედ ადამიანი მხოლოდ ერთი მიმართულებით ივლიდა და ხედვის ერთი წერტილი ექნებოდა. ის რომ ლუციფერს ხშირად მოიხსენიებენ სინათლის მატარებლად (მისი სახელი ლუციფერი კი ასე ითარგმნება ლათინურიდან, მისი ადრინდელი სახელია სამაელი) ეს სიახლე არაა, აგრეთვე მისი სიბრძნე უღრმესია, როდესაც უნდათ რომ ბარტყს ფრენა ასწავლონ, მას ძალით აგდებენ სიმაღლიდან, თუ არადა ის ვერ გადარჩება და მოკვდება, ადამიანს ცხოვრებას ასწავლიან, ცხოვრებას სამყაროში რომელიც უკიდეგანოა და მარტო ჩვენი პლანეტით და აქ არსებული ხედვით არ შემოიფარგლება, თუ კი ადამიანმა ეს არ გადალახა ის თავის თავს ვერც დაიმკვიდრებს იმ შემდეგ ფენებსა და საფეხურებზე, არადა ის მართლაც ჯერ ბარტყის დონეზეა. ადამიანი არის პროექტი, ექსპერიმენტი, ახალი ჩანასახი, უფრო სრულყოფილი რომელსაც გაცილებით მეტი დრო და შრომის გაღება უწევს რომ განვითარდეს ვიდრე სხვას, ეს არ არის ერთი არსების წამოწყება არამედ მთელი დასია ამაში ჩართული და ამაზეა მათი არსებობის გაგრძელება დამოკიდებული, დასი სადაც ყველა თავისას ასწავლის, ზოგი ცუდს, ზოგიც კარგს, აჩვენებენ რა ორივე მხარეს დუალიზმის რათა შემდგომი ეტაპი სამება დადგეს. მოდით ნუ შევიძულებთ კონკრეტულ მასწავლებელს რადგან მისი საგანი რთულია ან მტკივნეული, არამედ მთლიანობაში შევხედოთ ყველაფერს. მერე გაქრება კეთილის და ბოროტის შეგრძნება და დარჩება უნივერსალური სამყაროსეული აღქმა. რასაც უკვე სხვა გარემო და გაკვეთილები მოსდევს და ასე შემდეგ. ეს კი გიგანტურია და კოლოსალური.

Posted by: Star Child Aug 13 2011, 05:22 PM

QUOTE(გრიფონი @ 8th August 2011 - 08:38 PM) *
ის თუ იცით რომ არსებობს ლუციფერის სახარება , ზუსთად არ მახსოვს ,მოკლედ მგონი 15 საუკუნეში ერთმა კატოლიკე ბერმა დაწერა, რომელმაც ეშმაკს აღუთქვა მორჩილებაო, კინოც არის მაგ აზე გადაგებული მაგ წიგნზე



გრიფონი
გიგასის კოდექსზე ამბობ ?

Posted by: გრიფონი Aug 13 2011, 05:30 PM

ხო, ეგა მგონი

Posted by: LUCIFER Aug 23 2011, 09:22 PM

ეს თემა ჩემზე ყოფილა )))))))) რა პოპულარული ვყოფილვარ და არ ვიცოდი ))))))))) არიმანი -ანგრო მაინიუ, ახრიმან, ეს ერთ ერთი ძველი პროტოტიპია ქაოსთან არსებული ღვთაების, ლუციფერი როგორც სინათლის მომტანი, იგივე გელელ ბენ იახარ (ზოხარ), ძე ნათელისა, ყველაფერს ასე მუქი ფერებით რატომ უყურებთ ხალხნო, ეს ორი პერსონაჟი თქვენს წაწყმენდილ სულებში ეზებეთ და თქვენი ცოდვილი წარსულის სიღრმეებში მოიძიეთ, თორე არც ეშმაკია დამნაშავე და არც ღმერთი, ყველაფერში ადამიანის ცხოველური ბუნების ბრალია, ანუ 666 ესეც ერთ ერთი ცხოველური ბუნების გამომხატველი რიცხვია და აქ რაიმეს წერას ჯობია ჩვენს სულებში ჩავიხედოთ

Posted by: Helen Dec 28 2011, 02:35 PM

QUOTE
არიმანი გაუნათლებლობისაკენ მიისწრაფის, ლუციფეირი კი ყველასა და ყველაფრის შეცნობისაკენ მოგვიწოდებს.


ერთი რაღაც მაინტერესებს

ამ ფრაზის მიხედვით თვით ეზოთერიზმიც ხომ ლუციფერისკენაა მიმართული?

QUOTE
ცოტაოდენი სიტყვის წარმოშობის შესახებ:

ეზოთერიკოსი ბერძნული სიტყვიდან - “ჩახედული”


ანუ ეზოთერიზმიც ყველაფრის შეცნობას ემსახურება...

პ.ს. ამ საკითხებში ბევრი არაფერი გამეგება, უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ეზოტერული თემები

Posted by: old_man Dec 28 2011, 04:31 PM

Helen

QUOTE
ამ ფრაზის მიხედვით თვით ეზოთერიზმიც ხომ ლუციფერისკენაა მიმართული?
კი ასე გამოდის smile.gif
QUOTE
ანუ ეზოთერიზმიც ყველაფრის შეცნობას ემსახურება...

კი და პირველ რიგში საკუთარი თავის...


Posted by: Helen Dec 29 2011, 01:01 AM

და ისე ეზოთერიზმი ქრისტიანი მართლმადიდებელისთვის ცოდვად ითვლება?

Posted by: old_man Dec 29 2011, 11:18 AM

არ ვიცი ცოდვად უთვლიან თუ არა, მაგრამ რომ უკრძალავენ ეზოთერული ლიტერატურის კითხვას კი ვიცი laugh.gif

განა შეიძლება თვითშემეცნება ცოდვა იყოს? smile.gif)

Posted by: tikoroma Dec 29 2011, 11:29 AM

old_man
თვითშემეცნება ქრისტიანული ლიტერატურითაც შესაძლებელია, ვინც ამ გზას აირჩევს სასურველია სხვა თემებს მოერიდოს რომ არ მოსწყდეს გონებით და გულით არჩეულ გზას.
ეს აკრძალვა არ არის, რჩევაა და ვინც ქრისტიანობას ირჩევს, მან თავის მოძღვარს უნდა დაუჯეროს თუ უნდა განვითარდეს smile.gif

Posted by: td......... Dec 29 2011, 11:43 AM

ციტატა
თვითშემეცნება ქრისტიანული ლიტერატურითაც შესაძლებელია, ვინც ამ გზას აირჩევს სასურველია სხვა თემებს მოერიდოს რომ არ მოსწყდეს გონებით და გულით არჩეულ გზას.
ეს აკრძალვა არ არის, რჩევაა და ვინც ქრისტიანობას ირჩევს, მან თავის მოძღვარს უნდა დაუჯეროს თუ უნდა განვითარდეს smile.gif

tikoroma

გეთანხმები, ეს ისევ ადამიანის დასაცავად ხდება, თუმცა ჩვენ დროში ვთვლი, რომ ჯობია ყველა სფეროში გათვითცნობერებული იყო, რომ გესმოდეს რატომ ირჩევ ქრისტიანობას და არა ბუდიზმს.. რომელიც ბევრ რამეში გავს ერთმანეთს, რატომ ირჩევ რომელიმე კონფესიას, რატომ თვლი , რომ იეღოველები ცდებიან? ასე უბრალოდ თქმა ის ცდება და მე ვიცი ჭეშმარიტებაო ზედაპირული და არასერიოზულია. დღეს მართლმადიდებლობას იმიტომაც აკრიტიკებენ, რომ ძალიან ზედაპრული გახდა. კითხევბის დასმაც კი არ შეიძლება ხოლმე, თუმცა ისიც მართალია, რომ ხშირ შემტხვევაში კითხვები არასწორად ისმება.. მაგასაც ცოდნა უნდა. მე მაგალითად ცოდვად დამისახელეს მაცის დაგემოვნება და სინაგოგაში შესვლა. smile.gif არადა ძალიან ბევრი ახლობელი მყავს ებრაელი და მითუმეტეს ადრე, როდესაც ოჯახი უფრო სრული მყავდა , მაცა ჩვენთან ისეთივე ჩვეულებრივი რამე იყო , როგორც ხაჭაპური... smile.gif))

Posted by: old_man Dec 29 2011, 12:03 PM

tikoroma

QUOTE
თვითშემეცნება ქრისტიანული ლიტერატურითაც შესაძლებელია, ვინც ამ გზას აირჩევს სასურველია სხვა თემებს მოერიდოს რომ არ მოსწყდეს გონებით და გულით არჩეულ გზას.

კი მართალია, მაგრამ რაშია საქმე.... ქრისტე მოვიდა და გვაჩვენა გზა... მერე მის გზაზე შექმნეს რელიგია, ეს რელიგია ქრისტეს ნათქვამის გარდა შედგება სხვადასხვა სასულიერო პირთა განმარტებებისგან, ნააზრევისგან, სხვადასხვა მიხვეულ-მოხვეულისგან რომელიც აისახა დოგმებსა და რადიკალიზმში სხვადასხვა ფორმით და ამის გამო ბევრი იბნევა და თავს აჯერებს რომ ეს დოგმატიზმია ჭეშმარიტება და სულიერი ცხოვრება...
მე როცა ამას მივხდი ქრისტე მივიღე სუფთა სახით... და ძაან მიყვარს ის, ასევე მომწონს ბუდას გზა biggrin.gif მაგრამ ბუდიზმშიც იგივე მოხდა. შეიქმნა უამრავი მიმდინარეობა, განშტოება. ბუდა ამბობდა ყველას შეგიძლიათ ბუდა გახდეთ, მე ღმერთი არ ვარ.... ზოგმა მისმა მიმდინარეობამ კი რა გააკეთა? ამის მთქმელი კერპად გაიხადა და ეთაყვანება...ჰმ...

Posted by: tikoroma Dec 29 2011, 12:39 PM

old_man

რაც შექმნა ქრისტიანობამ, მაგ გზით ნამდვილად არის შესაძლებელი სულის განვითარება და ამაში მარწმუნებს უამრავი ქრისტიანი წმინდანის არსებობა - არ ვგულისხმობ მოწამეებს, არამედ იმ ღვთისმეტყველებს რომელთა წიგნებსაც ვკითხულობ.
მათი მსგავსი ცხოვრება მიმაღწევინებს მსგავს შედეგამდე. აგრეთვე არ ვგულისხმობ სამარხვო კატლეტებით და სამარხვო ხაჭაპურით მარხვის მსგავს მეთოდებს smile.gif
ეკლესია ამ ფორმით რაც არსებობს საკმარისია დამწყები მორწმუნისათვის, ვისაც მეტი უნდა - გამოეყოს ერს და ისწავლოს მეტი ბერებისაგან.
შენ როგორ წარმოგიდგენია ერში ცხოვრება და უმაღლესი სულიერების მიღწევა?
ნებისმიერი მიმდინარეობა მოითხოვს სხვაზე ჩამოშორებას.
აგერ მერლინიც კი ითხოვს რასაც მე გეტყვით მხოლოდ ის შეასრულეთო, თუ გინდათ რა მიზანიც დაგისახეთ იმას მივაღწიოთო, თუმცა რა დაგვისახა არ გვიმხელს ჯერ biggrin.gif

Posted by: td......... Dec 29 2011, 12:54 PM

ციტატა
შენ როგორ წარმოგიდგენია ერში ცხოვრება და უმაღლესი სულიერების მიღწევა?
tikoroma
ამის მაგალიტებიც არის ისტორიაში.. თუ მოინდომებ ეს შესაძლებელაი ერში ყოფნის დროსაც და განდეგილობაშიც, შეიძლება დატოვო ერი, განმარტოვდე გამოქვაბულში და იქ დაკონსერვდე და დეგრადირდე კიდევაც სულიერად..

Posted by: ანა Dec 29 2011, 02:02 PM

მე მიყვარს ქართული ლიტერატურა და ზეპირსიტყვიერება, ზღაპრები და იაგვები. მგონია რომ მანდ ყველაფერია და არავითარი ბუდიზმი ან კრიშნაიზმი არაა საჭირო.. მაგრამ აი ბებიის გამოცხვარი ახალი პური, მისი გამოყვანილი ყველი და ღვინო რომ გიყვარს ისაა, ის რაც შენთვისაა შექმნილი, შენი ჯანმრთელობისთვის და და სულიერი ამაღლებულობისთვის, მარტივი ჭესშმარტი ბედნირებისთვის, როცა უბრალოდ იცი რომ ხარ და ბედნიერი ხარ smile.gif და მერე ბებია რომ გარდაიცვლება და აღარავინ გიცხობს პურს და აღარ გასმევენ ღვინოს.სხვადსხვა რესტორნებში დადიხარ, პიცას, ბაყაყის დელიკატესს და ათას რაღაცას ედები, ზოგი მოგწონს.. მაგრამ ის რაც რეალურად გჭირდება იქაა, წარსულში და დაუბრუნდები ოდესმე smile.gif

მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს

Posted by: ანა Dec 29 2011, 02:05 PM

და ლუციფერს რაც შეეხება, რათქმუნდა ის ყველა ჩვენგანშია. ამპარტავნება, მამაზე მაღლა დგომის სურვილი, შური და ა.შ.. smile.gif))))) თუმცა ვაღიარებ ჯერ ვერ გამოვსულვარ supernaturale_ში რომ ლუციფერი და მიხაილი საუბრობენ, იმის გავლენიდან, ფანტსტიური ტექსტია. ჯერ ჩემი გონება მეტს ვერ წვდება ყოველ შემთხვევაში biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tikoroma Dec 29 2011, 02:06 PM

td.........

ციტატა
ამის მაგალიტებიც არის ისტორიაში.. თუ მოინდომებ ეს შესაძლებელაი ერში ყოფნის დროსაც და განდეგილობაშიც, შეიძლება დატოვო ერი, განმარტოვდე გამოქვაბულში და იქ დაკონსერვდე და დეგრადირდე კიდევაც სულიერად..

ხო რა თქმა უნდა, მე ძაან რადიკალურად ვუდგები, მე რომ ვერ ვახერხებ ალბათ მაგიტომ მგონია შეუძლებელი biggrin.gif

Posted by: ანა Dec 29 2011, 02:10 PM

ზოგჯერ ვერ უძლებენ და თავს იკლავენ......... აბუ sad.gif

Posted by: free man Jan 28 2012, 03:10 PM

მე მყავსნანახი ეშმაკი თუ რავიცი რა ვუწუდო, აი უცხოპლანეტელებს რო აგწერენ ეგეთი

Posted by: daliela Jan 30 2012, 12:24 AM

QUOTE(გრიფონი @ Aug 13 2011, 05:30 PM) *
ხო, ეგა მგონი



http://ucnauri.com/170184/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98/



ვოტ !

Posted by: X-Man Feb 26 2012, 12:18 PM

ეშმაკი რატოა წარმოდგეილი საშინელ არსებად რქებით კუდდ ,და ასეთებად? ადრე საუკუნეებშიც ასე იყო? არამგონია რაგაც თუ ბიბლიაში ან სადმეა აგჭერილი? ან რამე გამოსახულება ან ფრესკები არის ძველი სდაც ეშმაკი ხატია,? ძველ ეკლესიებში არ სად არის , და ეხლა კი ისწავლეს ხატვა

Posted by: steward Feb 26 2012, 10:26 PM

X-Man

პლუს დაამატე ისიც რომ არავის უნახავს მაგრამ მაინც დიდი მონდომებით აფორმებენ ხოლმე, ყველაზე დიდ როლს ადამიანის წარმოსახვა თამაშობს მაინც. როგორია დახატო ის რაც არ გინახავს. ამით კი მგონი ადვილია ნებისმიერი ადამიანის შეცდომაში შეყვანა, მერე მცირე ჩრდილსაც მაგას მიამგვანებენ.

Posted by: fukoshima Feb 27 2012, 04:28 PM

QUOTE
ეშმაკის რაობა –

ეშმაკის რაობა – იგივეა რაც პატრიარქის მზაობა lol.gif

Posted by: givi Apr 18 2012, 10:51 AM

ЛЮЦИФЕР – НЕ “ДЬЯВОЛ”

Ра: В этом контексте вы можете видеть: тот, кого вы называете Люцифером, на самом деле принес Свет познания добра и зла, пронизывающий сущности этого Логоса (творца галактики). Он принес Свет из райского условия постоянной удовлетворенности и создал импульс двигаться, работать и учиться. (Кн.4, стр.21)

Posted by: daliela Apr 20 2012, 11:05 PM

ახლა არიმანის ეპოქა გვიდგას.. მექანიკური რუტინა ,მატერიალიზმის მეფობის ხანა ..
ლუციფერი კიდევ ჯობია არიმანს...
მაგრამ არცერთის გარეშეც არ სეიძლება,ერთმანეთი უნდა აბალანსონ
ყველა ჩვენგანშია ლუციფერიც და არიმანიც
მ,თავარია მხოლოდ მათი მონაცვლეობით არ შემოიფარგლოს ჩვენი ქცევები და გონება... ამ ყოველივეს უნდა დაუპირისპირდეს სიყვარული ,მოთმინება და რაც მთავარია სიმშვიდე
<3

Posted by: Shinning Star Apr 30 2012, 10:33 AM

ჩემი აზრით ბიბლიური ეშმაკი ძალიან არარეალურია.
თან ყველაზე გონიერი არსება ეწოდება და თან ძალიან სულელურად იქცევა.
რა უნდოდა და რას მიაღწია ვერ ვხვდები.
კამიკაძეა რომ ოღონდ ხალხი დაღუპოს და თავსაც იღუპავს? biggrin.gif
მოკლედ ძალიან ულოგიკოა მისი ქცევა, მითუმეტეს მასეთი გონიერი არსებისთვისს რომელიც ყველა ანგელოზზე მაღლა იდგა.
სწორედ ამიტომ მის არსებობაში ეჭვი მეპარება.
მგონია ეშმაკი როგორც პიროვნება არ არსებობს, ეშმაკი ეწოდება უბრალოდ ჩვენს არასწორ სურვილებს და საქციელს რომელიც ხელს უშლის სულს განვითარებაში.

Posted by: old_man Apr 30 2012, 10:49 AM

QUOTE
მოკლედ ძალიან ულოგიკოა მისი ქცევა, მითუმეტეს მასეთი გონიერი არსებისთვისს რომელიც ყველა ანგელოზზე მაღლა იდგა.სწორედ ამიტომ მის არსებობაში ეჭვი მეპარება.მგონია ეშმაკი როგორც პიროვნება არ არსებობს, ეშმაკი ეწოდება უბრალოდ ჩვენს არასწორ სურვილებს და საქციელს რომელიც ხელს უშლის სულს განვითარებაში.

გეთანხმები Laie_61.gif
არა მარტო ეშმაკი. ბევრი რამე პირდაპირაა გაგებული.
იგივე ედემის ბაღიდან გამოგდება. ადამმა შესცოდა და გამოაპანღურეს და მას შემდეგ ადამიანი ცოდვილი იბადება.
იქნებ სამოთხის ბაღიდან გამოგდება, ისე უნდა გავიგოთ როგორც სულის სურვილი დაბალი მატერიალური სიმკვრივეებიდან სწრაფვა მაღლისკენ, თავის პირველსაწყისისკენ ანუ ედემის ბაღისკენ. როგორც სულის ნებაყოფლობითი სურვილი გაიაროს დედამიწის ეს სკოლა შესაცნობად, განსავითარებლად და არა როგორც მისი წინაპრის ცოდვის, შეცდომის შედეგად, რის გამოც ამ გაუგებრობაში მოხვდა. wink.gif

Posted by: Asmodeus Apr 30 2012, 01:38 PM

Shinning Star

QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 10:33 AM) *
მოკლედ ძალიან ულოგიკოა მისი ქცევა

რატომ? როგორც თავად ამბობს ტირანიისაგან გათავისუფლდა.

Posted by: Shinning Star Apr 30 2012, 02:42 PM

QUOTE
რატომ? როგორც თავად ამბობს ტირანიისაგან გათავისუფლდა.

ხო მაგრამ ადამიანებს რატომ ერჩის?
რატომ უნდა მოტყუებით აცდუნოს და დაღუპოს. ისე იქცევა თითქოს ღმერთის ქვეშევრდომია, ვინც ღმერთს არ ემორჩიულება იმათ სჯის. არა და მისი მხარდამჭერები პირიქით არ უნდა დააჯილდოვოს? მანიაკია ხალხის წამება სიამოვნებს?
და რას იღებს ამით რომ აწამებს? ღმერთს ემსახურება თუ საკუთარ ავადმყოფურ გადახრებს იკმაყოფილებს? biggrin.gif
უბრალოდ არ მესმის რა უნდა.

თუ მხარდამჭერები უნდა, ვინც ყავს იმათ რატომ ექცევა ცუდად და რატომ აწამებს და ანადგურებს?
თუ თავისუფლება უნდოდა და ხალხსაც თავისუფლებისკენ მოუწოდებს, ვინც ასე ვთქვათ "თავისუფლდება" ღვთის კანონებისგან რატომ ერჩის იმათ და ყავს ცუდ დღეში?

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ ადამაინები ისე ეზიზღება ოღონდ აწამოს და ანადგუროს მეტი არაფერი არ უნდა.
და რატომ სძულს ასე ამაზე პასუხს ვერ ვპულობ.
ამიტომ ვამბობ ულოგიკოა მისი ქცევა.

Posted by: Asmodeus Apr 30 2012, 03:39 PM

Shinning Star

QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
ხო მაგრამ ადამიანებს რატომ ერჩის?

და ვინ გითხრა რომ ერჩის? მღვდელმა? და თუ ერჩის ვისი ნებით ერჩის, მაშინ როდესაც ღვთის ნების გარეშე ბალახიც კი არ ირხევა?
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
რატომ უნდა მოტყუებით აცდუნოს და დაღუპოს. ისე იქცევა თითქოს ღმერთის ქვეშევრდომია, ვინც ღმერთს არ ემორჩიულება იმათ სჯის. არა და მისი მხარდამჭერები პირიქით არ უნდა დააჯილდოვოს? მანიაკია ხალხის წამება სიამოვნებს?

არასწორი წარმოდგენების ქვეშ იმყოფები დამიჯერე რაც იმით არის განპირობებული რომ ბავშვობიდანვე ადამიანს დაცემულ ანგელოზს რქიან და კუდიან ურჩხულად უხატავენ.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
თუ მხარდამჭერები უნდა, ვინც ყავს იმათ რატომ ექცევა ცუდად და რატომ აწამებს და ანადგურებს?

დამიჯერე, სამაელი იგივე სატანა საკუთარ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს გაცილებით უკეთ ექცევა ვიდრე ეს რომელიმეს წარმოუდგენია, ის მათ ყველაფერს აძლევს რასაც მოისურვებენ, ეს წუთისოფელი მისი სამეფო და სამფლობელოა, წმინდა წერილში მას წუთისოფლის ღმერთი ქვია და თავის სამეფოში ყველა მის ერთგულს აჯილდოვებს, გავიხსენოთ აბა როდესაც მან უფალი იესო წაიყვანა მაღალ მთაზე და აჩვენა წუთისოფელი და მთელი მისი სისავსე რა უთხრა? "ყოველივე ამას შენ მოგცემ თუ დამხობილი თაყვანს მცემ" ჰო და როგორ მისცემდა შეპირებას დიდების მიცემის თაობაზე თუ მას არ ეკუთვნოდა ის რის მიცემასაც პირდებოდა? თავის მხარდამჭერთ ასევე თავის ანგელოზთ ის ძალიან ლოიალურად და პატივისცემით ებყრობა, არ არის რა ასე ბუად რომ ხატავენ სატანას.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
თუ თავისუფლება უნდოდა და ხალხსაც თავისუფლებისკენ მოუწოდებს, ვინც ასე ვთქვათ "თავისუფლდება" ღვთის კანონებისგან რატომ ერჩის იმათ და ყავს ცუდ დღეში?

და იქნებ ღმერთი ერჩის? თქვენ რა დარწმუნებული ხართ რომ სატანა ერჩის?
ვინ დახოცა წარღვნით კაცობრიობა გარდა 8 სულისა?
ვინ გაწყვიტა ეგვიპტელთა პირველშობილნი?
ვინ გაანადგურა სოდომი და გომორი?
ვინ გაანადგურა იერიქონი და მისი შემოგარენი?
ვინ გპირდება აპოკალიფსს?
სატანა?
ვინ გამოგაძევა სამოთხიდან? სატანამ?
ვინ დაგიქვემდებარა სიკვდილს? სატანამ?
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ ადამაინები ისე ეზიზღება ოღონდ აწამოს და ანადგუროს მეტი არაფერი არ უნდა.

მას არ ეზიზღება ადამიანები პირიქით იყო დრო როდესაც მან ადამიანს ძალიან ბევრი რამ შეასწავლა რათა ღვთის მიერ აქ მატერიაში დაცემული ადამიანი გადარჩენილიყო და კომფორტულად ეცხოვრა.
ის მოსულელო მოლაყბეებს ვერ იტანს და ასეთები არც არიან ასატანები, ამპარტავნული ხიბლით დაბრმავებულნი და ამადმოუბარნი ყოველთვის საკუთარ სისუსტეებს სხვას აბრალებენ, სატანა ცოდვილი ხელის შესაწმენდი პირსახოცი არ არის.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 02:42 PM) *
და რატომ სძულს ასე ამაზე პასუხს ვერ ვპულობ.

არ სძულს, ეს შენ გეუბნებოდნენ ბავშვობიდან რომ სძუულს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ისწავლი სატანისათვის ობიექტური თვალით შეხედვას მიხვდები რომ არანაირად არ სძულს.

Posted by: tikoroma Apr 30 2012, 03:53 PM

Asmodeus
პრომეთე და შუმერული მითები გამახსენდა biggrin.gif biggrin.gif
ვერ გავიგე რას ამბობ ამ დაპირისპირებით, სატანას ვუყვარვართ და ღმერთს არა?
ამ წუთისოფელში აჯიდლოვებს სატანა თავის მომხრეებს, მაგრამ სიკვდილის შემდეგ რა ხდება? ესეც დაგეწერა smile.gif

Posted by: Asmodeus Apr 30 2012, 04:10 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 30th April 2012 - 03:53 PM) *
ვერ გავიგე რას ამბობ ამ დაპირისპირებით, სატანას ვუყვარვართ და ღმერთს არა?

ეგ სადმე დავწერე? სატანასაც და ღმერთსაც თავისი მიმდევრები უყვართ მხოლოდ.
QUOTE(tikoroma @ 30th April 2012 - 03:53 PM) *
ამ წუთისოფელში აჯიდლოვებს სატანა თავის მომხრეებს, მაგრამ სიკვდილის შემდეგ რა ხდება?

სიკვდილის შემდეგ რა ხდება ეგ არავინ არ იცის, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვისაუბროთ, აგერ ღმერთი თუ სასუფეველს, სამოთხეს და მარადიულ ნეტარებას პირდება, სატანა კი თავის სამეფოში ერთ ერთი მთავრის ადგილს დემონთა ლეგიონების მმართველის თანამდებობას და განცხრომას პირდება ადამიანს.

Posted by: Asmodeus Apr 30 2012, 04:47 PM

X-Man

QUOTE(X-Man @ 26th February 2012 - 12:18 PM) *
ეშმაკი რატოა წარმოდგეილი საშინელ არსებად რქებით კუდდ ,და ასეთებად?

თეისტთა შესაშინებლად, პატარებს ბუათი აშინებენ დიდებს ეშმაკით.
რაში ჭირდებათ შიშის თესვა? ოოოოოო ეს უკვე რთული თემაააsmile.gif

Posted by: priad eshmak Apr 30 2012, 04:59 PM

ეშმაკებო, გრძნეულებო, ჯადოქრებო, მაგებო, ექსტრასენსებო, მედიუმებო..სატანისტებო, ემოებო, გოთებოო... გეყოთ ამდენი მელანქოლია...დაუბრუნდით რეალობაას!!!

Posted by: Asmodeus Apr 30 2012, 05:01 PM

priad eshmak

QUOTE(eshmak @ 30th April 2012 - 04:59 PM) *
.დაუბრუნდით რეალობაას!!!

და შენ დარწმუნებული ხარ რომ ეხლა აი ამ წუთას რეალობაში იმყოფები?

Posted by: priad eshmak Apr 30 2012, 05:21 PM

კი. რეალობას ვანსხვავებ- სიყალბისგან!!! შენ ვერ წარმოიდგენ რა "ხედვა" მაქვს.....
მარა აი შენ რატომ ხარ დარწმუნებული საკუთარ ბოდვაში არ მესმის!

Posted by: Asmodeus Apr 30 2012, 05:42 PM

priad eshmak

QUOTE(eshmak @ 30th April 2012 - 05:21 PM) *
კი. რეალობას ვანსხვავებ- სიყალბისგან!!! შენ ვერ წარმოიდგენ რა "ხედვა" მაქვს.....

რავიცი, რა ვიცი, მე შემიძლია ექსპერიმენტიც კი შემოგთავაზო, შეგიქმნა სხვა რეალობა და ცოტა ხნით გამყოფო იქ, შემდეგ დაგაბრუნო ისევ ამ ჩვენს რეალობაში და გკითხო ხედავ რაიმე განსხვავებას იმ რეალობასა და ამ რეალობას შორის? იცი შენ ვერანაირ განსხვავებას ვერ დაინახავ და სულ მცირე დაფიქრდები თუ ის ილუზია იყო, რატომ არ შეიძლება ეს რეალობაც ანალოგიური ილუზია იყოს?
QUOTE(eshmak @ 30th April 2012 - 05:21 PM) *
მარა აი შენ რატომ ხარ დარწმუნებული საკუთარ ბოდვაში არ მესმის!

ყოველთვის მიკვირდა რატომ ითხოვენ ასე აქტიურად ადამიანები რომ შეურაცვჰყო და შემდეგ წამებულის მანტიამორგებულმა მოდერებს შეაცოდონ თავები, ამჯერად არ გიწყენ, უბრალოდ გეტყვი მე ჩემს სიტყვებში იმიტომ ვარ დარწმუნებული რომ გადამოწმების ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება მაქვს.

Posted by: Shinning Star Apr 30 2012, 06:25 PM

QUOTE
და ვინ გითხრა რომ ერჩის? მღვდელმა?
მღვდელიბის არ მჯერა, რელიგიური არ ვარ. smile.gif

QUOTE
და თუ ერჩის ვისი ნებით ერჩის, მაშინ როდესაც ღვთის ნების გარეშე ბალახიც კი არ ირხევა?

სწორედ მაგას ვკითხულობ მეც, ღმერთის ქვეშევრდომია მის სურვილებს რომ ასრულებს?

QUOTE
არასწორი წარმოდგენების ქვეშ იმყოფები დამიჯერე რაც იმით არის განპირობებული რომ ბავშვობიდანვე ადამიანს დაცემულ ანგელოზს რქიან და კუდიან ურჩხულად უხატავენ.
პირიქით სატანა ყველაზე ლამაზად წარმომიდგენია, თუმცა ძნელია წარმოვიდგინო მისი გარეგნობა მას ხომ ფიზიკური სხეული არ ააქვს. ურჩხულად ხატავენ იმიტომ რომ ამით მის შინაგან პიროვნებას წარმოიაჩენენ და არა გარეგნობას.
რაც შეეხება ჩემს აზრს ეს ისევ მისი ქცევიდან გამომდინარე მაქვს.
თუ რამე სათქმელი აქვს და უსმართლოდ ადანაშაულებენ თქვას, რას იმალება მიწისქვეშეთში?

QUOTE
სატანასაც და ღმერთსაც თავისი მიმდევრები უყვართ მხოლოდ.

ეჰ მე კი მეგონა ადამაინებზე ოდნავ მეტად მაღლა მაინც იდგნენ განვითარებით, თურმე ჩვეულებრივი პოზიცია ოპოზიცია ყოფილან.

კარგით რა ეს არარეალურია, სწორედ ამიტომ ვამბობ სილულელეა და მეტი არაფერი.
შეხედეთ სამყაროს მასშტაბებს, წარმოიგდინეთ ამ ყველაფრის შემოქმედნი რამხელა ინტელექტის და შეგნების მფლობელნი არიან,
ჯერ მე რომელიც უბრალდო ვცდილობ ვისწავლო სიყვარული, უკვე ვაცნობიერებ რომ დაყოფა სისულელეა, რომ ჩემი მოწინააღმდეგეები სიყვარულით უნდა გავანეიტრალო. რომ სამყარო ეს უბრალოდ უსაზღვრო სიყვარულია.
და იმის გამო რომ ვინმემ სხვა რელიგია აირჩია ადამიანი მოსაკლავად და საწამებლად გაიმეტო, სრული უაზრობაა.

უბრალოდ ძალიან დაბალი დონის არსება გამოდის ღმერთიც და ეშმაკიც. და ჩემთვის ეს ულოგიკოა, ამხელა სმაყაროს მმართველნი ასეთ დაბალ დონეზე ვერ იქნებიან. ეს ადამინის დონეა, ისიც ძალიან დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანის.
და ვერ ვიჯერებ უბრალოდ რომ ღმერთი ან ეშმაკი ასეთ დაბალ საფეზურზე იდგებიან...



Posted by: Asmodeus Apr 30 2012, 06:59 PM

Shinning Star

QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
სწორედ მაგას ვკითხულობ მეც, ღმერთის ქვეშევრდომია მის სურვილებს რომ ასრულებს?

ჰო აბა? სწორედ რომ ასეა, ღმერთი ხომ სულთა უზენაესი მბრძანებელია? აბა როგორ წარმოგიდგენია ღმერთმა ბრძანოს და სატანამ არ გააკეთოს მაშინ გამოდის რომ სატანა ყოფილა ღმერთი, როდესაც შენი ნების გარეშე არაფერი ხდება, ეს იმას ნიშნავს რომ რაც ხდება ყველაფერი შენი დაშვებით ხდება. ანუ ნებართვას, ლიცენზიას შენ იძლევი.


QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
მღვდელიბის არ მჯერა, რელიგიური არ ვარ.

ძალიან კარგი ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
პირიქით სატანა ყველაზე ლამაზად წარმომიდგენია, თუმცა ძნელია წარმოვიდგინო მისი გარეგნობა მას ხომ ფიზიკური სხეული არ ააქვს.

ფიზიკური სხეული არ აქვს მაგრამ სულიერი სხეული ააქვს და თან მართალი ხარ ძალიან ლამაზი. თუმცა მას ძალუძს გარეგნობის ცვლა და სხვადასხვა ფორმით გამოცხადება, მატერიალური სხეულით ტრანსფორმირებაც ძალუძს.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
ეჰ მე კი მეგონა ადამაინებზე ოდნავ მეტად მაღლა მაინც იდგნენ განვითარებით, თურმე ჩვეულებრივი პოზიცია ოპოზიცია ყოფილან.

ეს ადამიანური აღქმიდან, სინამდვილეში კი სატანაც და იაჰვეც ერთი ძალის უპიროვნო უფლის ანუ ღმერთის ორი სხვადასხვა მხარეა, ანუ გამოვლინება.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
უბრალოდ ძალიან დაბალი დონის არსება გამოდის ღმერთიც და ეშმაკიც.

კი ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანებს უჭირთ მათი აღქმა და საკუთარი წარმოსახვით ხატავენ ცრუ პეიზაჟებს.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 06:25 PM) *
ამხელა სმაყაროს მმართველნი ასეთ დაბალ დონეზე ვერ იქნებიან.


ამხელა სამყაროს მმართველი ხარ შენ, იმიტომ რომ შენ ხარ ის ღმერთი ვისაც ეთაყვანები.
შენშია ღვთის ორი გამოვლინება ნათელიც და ბნელიც, ადამიანი განსაკუთრებულია როგორც ქმნილება ის თავის თავში იტევს ორ საწყისს სიკეთესაც და ბოროტებასაც, რომელს განავითარებ საკუთარ თავში ამაზეა დამოკიდებული შენი მომავალი მდგომარეობა თუ ვინ იქნები ბნელი წყვდიადის წარმომადგენელი თუ ნათლით მოსილი ნათელი, ორივე შემთხვევაში მაინც ერთი მთლიანი ძალის ნაწილი იქნები.

Posted by: Shinning Star Apr 30 2012, 07:12 PM

QUOTE
ეს ადამიანური აღქმიდან, სინამდვილეში კი სატანაც და იაჰვეც ერთი ძალის უპიროვნო უფლის ანუ ღმერთის ორი სხვადასხვა მხარეა, ანუ გამოვლინება.
მეც დაახლოებით ასე ვფიქრობ, ამიტომ ვამბობ რომ მათი პიროვნებად წარმოჩენა სისულელე გამოდის.
მე მათ აღვიქვამ როგორ ძალას. ორ ძალას, დადებითს და უარყოფითს. რომლებიც მართავენ სამყაროს. ბნელი ძალა და ნათელი ძალა. და მათი პიროვნებად ქცევა და ადამიანური თვისებების მინიჭება ძალიან ბავშვობა და ზღაპრის დონე გამოდის.

QUOTE
შენშია ღვთის ორი გამოვლინება ნათელიც და ბნელიც, ადამიანი განსაკუთრებულია როგორც ქმნილება ის თავის თავში იტევს ორ საწყისს სიკეთესაც და ბოროტებასაც, რომელს განავითარებ საკუთარ თავში ამაზეა დამოკიდებული შენი მომავალი მდგომარეობა თუ ვინ იქნები ბნელი წყვდიადის წარმომადგენელი თუ ნათლით მოსილი ნათელი, ორივე შემთხვევაში მაინც ერთი მთლიანი ძალის ნაწილი იქნები.

გეთანხმები, კარგად გადმოეცი ჩემი სათქმელი. smile.gif
ეშმაკი და ღმერთი ორივე ჩვენშია, ვის მხარეს ავირჩევთ ეს ჩვენზე დამოკიდებული, სწორედ ამიტომ ვართ თავისუფლები. და ეს არჩევანი განსაზღვრავს ბნელი ძალის ნაწილი ვართ თუ ნათლის.
სამყაროს ერთი მთლიანი ძალა მართავს ორი გამოვლინებით, და ეს ძალა ტახტზე მჯდომი პიროვნება არ არის. ეს არის უბრალოდ დადებითი და უარყოფით ენერგია.
ყოველშემთხვევაში მე ასე ვგრძნობ როცა სამყაროს ვუკვირდები...

Posted by: Asmodeus Apr 30 2012, 07:24 PM

Shinning Star

QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 07:12 PM) *
მეც დაახლოებით ასე ვფიქრობ, ამიტომ ვამბობ რომ მათი პიროვნებად წარმოჩენა სისულელე გამოდის.
მე მათ აღვიქვამ როგორ ძალას. ორ ძალას, დადებითს და უარყოფითს. რომლებიც მართავენ სამყაროს. ბნელი ძალა და ნათელი ძალა. და მათი პიროვნებად ქცევა და ადამიანური თვისებების მინიჭება ძალიან ბავშვობა და ზღაპრის დონე გამოდის.

ამ ძალის განპიროვნებას ქვია სწორედ ქმნილების ქმნა შემოქმედისაგან, ასე რომ პიროვნებები არიან მაგრამ არა უმაღლეს რეალობაში, უმაღლეს რეალობაში მხოლოდ ერთი, განუყოფელი ნათელია, უცვლელი, რომელიც თავის წიაღში მოიცავს ყოველივეს.
QUOTE(Shinning Star @ 30th April 2012 - 07:12 PM) *
და ეს ძალა ტახტზე მჯდომი პიროვნება არ არის.

სამყაროსეულ ქვედა დონეებზე არის.
იაჰვე სწორედ ეს ძალაა გამოხატული პიროვნებით სატანა კი იგივე ძალის ბნელი მხარე გამოხატული პიროვნებით შენ კი როგორც ადამიანი იგივე ძალა ხარ გამოვლენილი ორივე საწყისით ანუ შენში სიბნელეც არის და ნათელიც.

Posted by: priad eshmak May 1 2012, 11:02 AM

Asmodeus

QUOTE
რავიცი, რა ვიცი, მე შემიძლია ექსპერიმენტიც კი შემოგთავაზო, შეგიქმნა სხვა რეალობა და ცოტა ხნით გამყოფო იქ, შემდეგ დაგაბრუნო ისევ ამ ჩვენს რეალობაში და გკითხო ხედავ რაიმე განსხვავებას იმ რეალობასა და ამ რეალობას შორის? იცი შენ ვერანაირ განსხვავებას ვერ დაინახავ და სულ მცირე დაფიქრდები თუ ის ილუზია იყო, რატომ არ შეიძლება ეს რეალობაც ანალოგიური ილუზია იყოს?


რა სხვა რეალობა უნდა შემიქმნა?... რეალობა- არასოდეს არ არის მზამზარეული... ჩვენ ვსწავლობთ მის ხედვას საკუთარი ცოცხალი გამოცდილებით....და არა ისე როგორც Asmodeus მოეპრიანება! მოკლედ მე ასე მესმის - პირობითად....ის რასაც აღვიქვამთ და რასაც ვერ აღვიქვამთ, მაგრამ ისედაც არის, როგორც არის, ყველაფერი რეალობაა! არ არსებობს აქ არავიათარი ილუზია!!! ამ დროს აღვიქვამთ იმას, რაც ჩვენი გამოცდილების ცოცხალი ნაწილი ხდება ...ჩვენ რეალობად იქცევა. მაგრამ ის რაც გრძნობით და შთაბეჭდილებით გამოცდილებაში გვეძლევა, საჭიროებს ცნობიერებაში გადმოთარგმნას...და აი აქ უკვე გვერხევა... კლიშეები, წეს-ჩვეულებები და ა.შ..."რელიგიურ-იდეოლოგიზირებული სიყალბე" ...სულ რო ჩქმალავს და ამახინჯებს იმას, რაც რეალობაა!

Posted by: ierofant May 1 2012, 04:00 PM

რა საჭირო იყო თემა, თუ არავინ არაფერი არ ვიცით? biggrin.gif

Posted by: Asmodeus May 1 2012, 06:29 PM

priad eshmak

QUOTE(eshmak @ 1st May 2012 - 11:02 AM) *
რა სხვა რეალობა უნდა შემიქმნა?..

ამის სხვადასხვა მეთოდები არსებობს თუნდაც ჰიპნოზი, გარდა ამისა არსებობს მეცნიერული უსაფრთხო მეთოდი როდესაც სპეციალური მოწყობილების საშუალებით ადამიანის თავის ტვინთან ერთდება ელექტრო-მაგნიტური იმპულსის გადამცემი ელექტროდები და ხდება თვინის კონკრეტული უბნის გაღიზიანება როს შედეგადაც ადამიანის ირგვლივ აწ არსებული რეალობა სხვა რეალობით იცვლება, ამ უკანასკნელს ვერ შემოგთავაზებთ მაგრამ ჰიპნოზი შეგვიძლია ვცადოთ და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ შემდეგ შეგიძლიათ თავად დაწეროთ აქsmile.gif
QUOTE(eshmak @ 1st May 2012 - 11:02 AM) *
არ არსებობს აქ არავიათარი ილუზია!!!

აქ ილუზია არ არსებობს რეალობა თავისთავად არსებობს უბრალოდ საქმე თქვენს აღქმაშია, ადექვატურად აღიქვამთ კი არსებულ რეალობას? აი თქვენ ამტკიცებთ რომ რასაც მე აღვიქვამ ეს არის რეალობა და არა ის რაც ასმოდეუსს ნოეპრიანებაო, ანუ გამოდის რომ რაც თქვენ მოგეპრიანებათ ის ყოფილა რეალობა. ცდებით.
QUOTE(eshmak @ 1st May 2012 - 11:02 AM) *
"რელიგიურ-იდეოლოგიზირებული სიყალბე" ...სულ რო ჩქმალავს და ამახინჯებს იმას, რაც რეალობაა!

აქ გეთანხმებით ეს ფენომენი რეალობას ყველაზე უკეთ ჩქმალავს, მაგრამ ამაზე უარესიც არსებობს, რეალობის უპერველესი მიმჩქმალავი ეს ჩვენი არასრულყოფილი აღქმის უნარებია, მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეგრძნება, გემოვნება, ამ 5 უნარით შეუძლებელია სამყაროსეული სურათის ისეთად აღქმა როგორიც სინამდვილესია, ადამიანს ზოგადად არ ძალუძს რეალობის აღქმა, ელექტრო მაგნიტურ ველს აღიქვამთ? ვერა, რადიოტალღებს ხედავთ? ვერა. გამოდის რომ სამყაროსეული სურათი შეიცვლებოდა ამ უკანასკნელების აღქმა რომ შეგძლებოდათ ასე არ არის? თქვენ კი ახალ უცხო რეალობაში აღმოჩნდებოდით. ამიტომ შენი დევიზი "რასაც მე აღვიქვამ აი ეს არის რეალობა" მარტივად რომ ვთქვათ დაბალი დონის ბირჟაზე საბლატაო დებულებაა.

Posted by: kate May 1 2012, 07:48 PM

priad eshmak

QUOTE
....ის რასაც აღვიქვამთ და რასაც ვერ აღვიქვამთ, მაგრამ ისედაც არის, როგორც არის, ყველაფერი რეალობაა!...
"რელიგიურ-იდეოლოგიზირებული სიყალბე" ...სულ რო ჩქმალავს და ამახინჯებს იმას, რაც რეალობაა!


სრუიად გეთანხმები და დავამატებ, რომ ამ რეალობის მიგნების ცდისას ვქმნით ახალ-ახალ ილუზიებს და ვეხვევით მათში smile.gif

Posted by: priad eshmak May 3 2012, 12:05 PM

.

Posted by: priad eshmak May 3 2012, 12:06 PM

Asmodeus

QUOTE
აი თქვენ ამტკიცებთ რომ რასაც მე აღვიქვამ ეს არის რეალობა და არა ის რაც ასმოდეუსს ნოეპრიანებაო, ანუ გამოდის რომ რაც თქვენ მოგეპრიანებათ ის ყოფილა რეალობა. ცდებით.

მე არაფერს არ ვამტკიცებ! მე ასე მესმის, რომ რეალობა შედგება საინტერესო მოულოდნელობებისაგან.....ჩვენ ვსწავლობთ რეალობის ხედვას საკუთარი ცოცხალი გამოცდილებით....რაც ჩვენი გამოცდილების ცოცხალი ნაწილია!.. და არა ასმოუდეის რაღაც იდიოტური ექსპერიმენტების სახით!

მაშ გამოსავალი რაშია, სად ვეძიოთ რეალობა?....
კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ვიმეორებ....არსად და ვერსად, საკუთარი თავის გარდა!...

Posted by: c_e_c_e3 May 3 2012, 12:40 PM

Mag arimans qartuli mitologiuri mijachvul amirantan rame saerto eqneba?

Posted by: c_e_c_e3 May 3 2012, 12:52 PM

Ise arimani luciferi da antiqriste. Eg amotrialebuli samebaa? Eshmaki rogorc gavige gmerts badzavs ukugma sul

Posted by: c_e_c_e3 May 3 2012, 12:57 PM

Mitebi da legendebi gacilebit met simartles amboben. Ubralod dges legendas da mits gamogonili ambavis statusi aqvs mikerili.

Posted by: natuka May 3 2012, 03:19 PM

astronomer2.gif




Posted by: daliela May 3 2012, 06:53 PM

ზოროასტრიზმში სიბნელის მეფეს თუ რარაც მსგავსს ეწოდება აჰრიმან biggrin.gif biggrin.gif ამასწინათ ფირდოუსს ვკითხულობდი და თვალები ვჭყიტე.

Posted by: ადამიანი May 4 2012, 12:42 PM

http://www.youclubvideo.com/video/124637/kanye-west-power-official-video


საერთოდ კი, არაა შემთხვევითი არც რქები, არც ფრთები და არც კუდი, გარკვეული სიმბოლოებია.

Posted by: jashinist May 5 2012, 07:17 PM

QUOTE(c_e_c_e3 @ 3rd May 2012 - 12:40 PM) *
Mag arimans qartuli mitologiuri mijachvul amirantan rame saerto eqneba?


რაღაც საერთო აშკარად აქვს. სახელშიც. ისედაც ამირანი ბერძნული პრომეთე ადამიანებისთვის ცეცხლის, სინათლის მოტანისთვის დასაჯა ზევსმა. ლუციფერმაც სინათლე მოიტანა. რავიცი. ჩემი აზრით არის რაღაც მსგავსება...

Posted by: X-Man May 28 2012, 05:23 PM

საინტერსოა

Posted by: priad eshmak May 29 2012, 03:14 PM

გაიტანეთ სამყარო ფრჩხილებს გარეთ და რაც შიგნით დაგრჩებათ ის იქნება რეალობა!!!
არ დაგჭირდებათ ამისთვის ჰიპნოზი და მითუმეტეს თავის ტვინიზე-ელექტროდების მიერთებით რაღაც იდიოტური ექსპერიმენტების ჩატარება
პ.ს.
მე არც კვერცხებს ვდებ მარა ყველა "ქათამზე" უკეთესად ვიცი როგორ მზადდება კვერცხისაგან ომლეტი..... lol.gif ისე კი ასმოდეის და ვიღაც მამაძაღლებს ერთად აღებულს ჩავისვამ ჯიბეში wink.gif

Posted by: givi May 29 2012, 06:46 PM

თუ სამყარო ფრჩხილებს გარეთ გაიტანე შენც თან მიყვები, და ფრჩხილებში დარჩება პუსტატა.

ქათამს არასოდეს არ მოუვა აზრად თავისი კვერცხიზგან ომლეტის დამზადება. ისევე როგორც შენ

შენი სპერმისგან მაიონეზის. მიიღე ერთი გრამი მესკალინი, და რეალობაზე მერე თქვი რამე, თუ

შეძლებ რა თქმ უნდა. მართლა რეალური პატივისცემით, და თავზე ხელის გადასმით...

Posted by: priad eshmak May 30 2012, 02:57 PM

QUOTE
და თავზე ხელის გადასმით...
რომელ თავზე? ზედა თავზე თუ ქვედა თავზე...lol.gif lol.gif lol.gif თავზე ბებიაშენს გადაუსვი ხელი!!! smile.gif პატივისცემით!

QUOTE
თუ სამყარო ფრჩხილებს გარეთ გაიტანე შენც თან მიყვები, და ფრჩხილებში დარჩება პუსტატა.

ცდები! მარა ახლა მეზარება თავიდან ანბანის ახსნა. თან როგორც ჩანს შენ ძაან გიყვარს ეს-პუსტატა.... ნუ ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს პუსტატა-პროსტა-ტა-ს მაინც სჯობია lol.gif

QUOTE
მიიღე ერთი გრამი მესკალინი, და რეალობაზე მერე თქვი რამე,
...კიი გარკვეულწილად ასეცაა....და არა მარტო მესკალინა!....გარკვეული ჯგუფის ფსიქოდელიკები ადამიანს აყენებენ მისთვის უჩვეულო რეალობის ფაქტის წინაშე, მაგრამ საკმაოდ ძნელია აკონტროლო თავი ამ რეალობაში და შეუმჩნევლად შეიძლება იმ ”რეალობის” ტყვე ისე აღმოჩნდე რომ თითქნის გამოეთიშო სინამდვილეს...ანუ ამ "გაფართოება"-ს ხშირად ისეთ დამოკიდებულებებამდე გავყავართ, საიდანაც მე-სთან უკან დასაბრუნებელი მარშრუტი დაკარგულია....

QUOTE

საერთოდ კი, არაა შემთხვევითი არც რქები, არც ფრთები და არც კუდი, გარკვეული სიმბოლოებია.

საერთოდ მე დღითიდღე ვრწმუნდები, რომ თუ ვინმეს შიგ აქვს და ამით სხხვასაც აიძულებს შიგ ქონდეს....მაშინ ამ საქმეს ტრეპანაციის მეტი ვერაფერი უშველის!!!...
პ.ს.
კეთილი გულით და არავითარი პირადული!!!

Posted by: givi May 30 2012, 04:48 PM

როგორც ჩანს ორი თავით მოაზროვნესთან გვაქვს საქმე, და თანაც ისეთი თავების ერთიმეორეს ტოლს, რომ არ უდებენ.

თუ სადმე მესამე თავიც გაგაჩნია იმის გასაგონად გეტყვი (რადგან ის ორი თავი ერთმანეთთან ურთიერთობის გარდა როგორც ჩანს სხვას

ვერაფერს ახერხებს, და სხვა ყველაფერი ე ზ ა რ ე ბ ა თ) პუსტატა არის პირველადი მასში ხდება ფორმირება, და შემდეგ ისეთი რეალობის

წარმოშობა, ვის როგორიც ესმის; მაგალითად ბაყაყი რომელიც ღრმა ჭაში დაიბადა, გაიზარდა, და იქ მთელი ცხოვრება გაატარა,

ვერაფრით ვერ წარმოიდგენს, რომ არსებობს სხვა რეალობა, გარდა მისი მშობლიური ჭისა, და სხვა სამყარო, ვიდრე ცის ის

პატარა ნაგლეჯი, რომელიც ამ ჭას თავზე აფარია.

Posted by: tikoroma Apr 5 2013, 09:20 PM

ახლახან წავიკითხე სტატია, სადაც განხილულია ბიბლიაში რომელ აგდილებშია ნახსენები ლუციფერი და ვინ იგულისხმება მასში, და დასკვნაა რომ ბიბლიაში არ არის საუბარი ლუციფერზე - ცალკე პირზე, როგორც ბოროტ ანგელოზზე ან სატანაზე, ლუციფერად - იგივე 'განთიადის ძედ' მოხსენიებულია ადამიო (ან ადამიანები ზოგადად), ასევე გამიგია რომ 666 არის ადამის ძის რიცხვი და არა სატანის. მოკლედ ამაზე რა აზრის ხართ?
ვინ უწოდა სატანას ლუციფერი, და რომელ წყაროებში გვხვდება ის?

ესეც სტატია http://www.godfire.net/descenders3.html
თუ შევძელი მალე დავდებ ქართულად შინაარს smile.gif

Posted by: ##### Apr 6 2013, 06:09 PM

Satanac da gmerti aris adamianshic da ara marto adamianshi. Is 3-e simkvris yvela arsebashia suliershic da usuloshic.
Chven vart sadgac magali da dabali vibraciis simkvrivebs shoris. Es gavs imas ro gyavdes ori mezobeli, erti ketili da meore boroti shen ki xar mozardi, sanam shen gaizrdebi xan erti mezoblis gavlenas igrdznob, xan meoris. Ase var chven , sadgac magali da dabali sixshiris vibraciis ganzomilebashi vart da vgrdznobt rogorc ertis ise meoris gavlenas. Amitom vart chven dualizmis ganzomilebashi. Aci chvenzea damokidebuli chveni yofa. Tu chven avimaglebt chvens vibracias, mashin religiuri sityvebit ro vtqva, chven gulis kars vugebt ufals. Tu vibracias davimdablebt, mashin shesabamisad dabali vibracis arsebebs (demonebs) da movlenebs movizidavt. Chven vart magali da dabali vibraciis samyaroebs(ganzomilebebs) shoris. Da am ganzomilebdbis gavlena igrdzoba. Chven adamianebma magali vibraciis gavlenas gmertis samyaro davarqvit, dabali vibraciis ki satanis (satana latinuri sityvaa da sawinaagmdego azrovnebis mqones nishnavs).


Posted by: giorgi.milani Apr 6 2013, 11:20 PM

ჩემი აზრით რაც ხდება ყველაფერი უფლის ნებით ხდება.

1. იუდამ რომ გაყიდა იესო. იუდას, რომ იესო არ გაეყიდა , ჯვარზე არ გააკრავდნენ , მაშასადამე ვერ გამოისყიდდა ადამიანების ცოდვებს.
ესეიგი რაღაც როლი დაეკისრა უფლისგან იუდას თავიდანვე.

პ.ს. ,,კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო'' smile.gif)

-

აქ ზოგიერთმა დაწერა თუ რელიგიური არ ხარ და მამაოების არ გწამს ესეიგი წინგადადგმული ნაბიჯიაო. ჩემი აზრით გააჩნია მამაოს. ჩვენ მამაოების ტკბილ სიტყვას უნდა ვუსმინოთ და გავიაზროთ და არა ისე მოვიქცეთ როგორც მამაოები იქცევიან. ანუ შეიძლება მამაომ დააშავოს ბევრი რამე მაგრამ მისი ტკბილი სიტყვა უნდა გაიაზრო. მე 100% მჯერა ჩემი პატრიარქის და რასაც პატრიარქი ამბობს , მის ნათქვამ სიტყვაში ეჭვი არ მეპარება.

Posted by: giorgi.milani Apr 8 2013, 07:43 PM

ძალიან აზრიანი სიტყვებია, უმბერტო ეკოს "ვარდის სახელი"დან

"ანტიქრისტე სიყვარულიდანაც შეიძლება იშვას, ღმერთის ან ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულიდან, ისევე, როგორც წმინდანი მწვალებლად იქცეს და ნათელმხილველი–სატანის მსახურად."

Posted by: daliela Apr 11 2013, 03:14 AM

არიმან რულზ worthy.gif
შტაინერს მაგრად უყვარდა სამაელის (იგივე სატანის) ამ სახელით მოხსენიება.
ერთი სიტყვით სატანა,ან ძალა რომელსაც ამ სახელით იცნობს ჩვენი ცივილიზაცია ინკარნაციას მოახდენს ადამიანის სხეულში. როგორ მოხდება ეს :
არიმანი როგორც მატერიალიზმისა და კომერციის ''მამა'' ადამიანების დეგრადირებას მოხადენს ფულის,მექანიკის,ტექნოლოგოები
ს განვითარებით . ადამიანებს დაუბინდავს გონებას,გახდის მათ ''ნახევრად-ცნობიერს'' ანუ როცა მთლიანად მატერიალისტური მიდგომით განიხილავ სამყაროს და პიროვნებებს. ცოცხალ არსებებს.
არიმანი 666 წლიანი ინტერვალით ახდენს საკუთარი თავის გამოვლენას და 1998 წელი იყო ბოლო არიმანის წელიწადი (3X366)

ერთი სიტყვით ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში სადაც არიმანი მაგრად პარპაშებს smile.gif) და კომპიუტერები და მთელი ამბებიც მაგის ოინებიაო

"Sunless light and Wordless logic intertwined, and out of them came the computer."

რაღაცეებში ვეთანხმები. ტექნოლოგიები და მატერიალიზმის საუკუნე ბობოქრობს . ამ მასონებმაც წაიღეს ტვინი თავიანთი ეგვიპტური მითოლოგიით და ბაფომეტით .. kos.gif

Posted by: Valhalla Jul 15 2013, 11:56 PM

biggrin.gif

Posted by: Anima Gemella Sep 24 2013, 01:09 PM

გუშინ ფსიქოლოგმა ძალიან მარტივად და საყვარლად ამიხსნა. ადამიანი არის ღმერთამდე მაგრამ ჩვენს დროში ვართ დაცემულები და ტავად ვირჩევთ ამას..
როდესაც ირჩევ გაბრაზებას - ირჩევ დემონს მიემსგავსო
როდესაც ირჩევ ამპარტავნებას - ირჩევ დემონს მიემსგავსო
როდესაც ირჩევ შრისძიებას - ირჩევ დემონს მიემსგავსო და ა.შ..

შენივე არჩვანით დადიხარ რაღაც დონეზე, დავუშვათ - 234245 დონეზე ხარ ხო? და ამ დონეზე სამყაროში რა არსებებიცაა თუ გეძმაკაცებია, ეს კი არ ნიშნავს რომ მათ შეგიპყრეს, არამედ შენ აირჩიე მათთან ყოფნა. რა სამწუხაროა რომ ჩვენს საუკუნეში კერპთაყვანისმცემლები ვართ sad.gif

Posted by: night_ghost Dec 10 2013, 04:37 AM

Asmodeus
გავეცანო თქვენ აზრს... ერთი რამ დამაინტერესდა ჰიპნოზი სად შეისწავლეთ იქნებ დაწეროთ. ასევე რომელ ტექნიკას ფლობთ?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)